შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აიდა ( ნაწილი 1 : სრულად )


9-06-2019, 01:21
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 6 066

თავი 1 ( ყველაფრის დასაწყისი)


თითქოს გარდავისახე. ქვეყანას მოვევლინე. სიბნელიდან სინათლეში გადასვლა არც ისეთი სასიამოვნო იყო, მაგრამ დედის ხმასიმღერად ჩამესმოდა ყურში, იმ სიმღერად,რომელსაც ხშირად მიმღეროდა დედა ჩემი მუცლად ყოფნის დროს. თვალებს ვერ ვახელდი, არადა ისეთი ძლიერი სურვილი მქონდა ამ მშვენიერი ხმის პატრონი გამეცნო. მისი შეხება ისეთი სასიამოვნო იყო, მეგონა დედამიწაზე კი არა ღმერთების სამფლობელოში ამოვყავი თავი.
დრო ისე უცბათ მიიწევდა წინ, ჩვენი საყვარელი ალაჰის წყალობით ჩემი ცხოვრების ოთხმა წელმა სულ მალე განვლო. ბავშვობიდანვე ლამაზი ბავშვი ვიყავი ( ყოველ შემთხვევაში მე ასე მეუბნებოდნენ), გრძელი შავი და ტალღოვანი თმა მქონდა, მაგრამ დედა ყოველთვის უკან მიწნავდა, რადგან ჩვენი რელიგია ასე მოითხოვდა. პატარაობიდანვე ცნობის მოყვარე ვიყავი, ოღონდ არა საშინაო საქმის არამედ მამაჩემის და ჩემი ძმის საქმეებით ვინტერესდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი შეძლებული კაცი იყო და ოქრო არ გვიჭირდა, მის ერთ- ერთ გასართობს სიმებიანი ინსტრუმენტების გაკეთება წარმოადგენდა, ხოდა იჯდა ხოლმე ასე კვირაში ორი- სამი დღე ჩვენს პატარა სახელოსნოში და აკეთებდა არფებს და ლირებს. არასდროს გამოვუგდივარ სახელოსნოდან და მეც მეტი რა მინდოდა, რბილად ვიჯექი ნახერხისგან შეკერილ ბალიშზე და მამაჩემს ბედნიერი შევცქეროდი. დედამ ამ საკრავებზე დაკვრა მასწავლა და ამის მერე ყურების გარდა მამაჩემს მუსიკით ვართობდი.
ჩემი უფროსი ძმა, აჰმედი ცხენებით იყო გატაცებული. ჩემი დაბადებისთანავე განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ისეთი როგორიც სხვა და- ძმას არ ჰქონია და ამიტომ ყველას უკვირდა ჩვენი შეხმატკბილებულობა. ჩვენი მეზობელი აიშე სულ დალილავებული თვალით დადიოდა, ან ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ან ხელი მოტეხილი, მაშინ ვერ ვხვდებოდი და ახლა ვაანალიზებ, რომ აიშეს ძმა და მამა სცემდა დაუმორჩილებლობის გამო. ჩემთვის კი არც ერთს დაურტყამს ხელი ( მადლობა ალაჰს ), მხოლოდ დედა წამითაქებდა ხოლმე, ან ყურს ამიწევდა საჭმლის კეთებისას ძალიან ბევრ მარილს თუ ვხმარობდი, ან კიდევ ჭურჭლის რეცხვის დროს ჭიქა გამიტყდებოდა ხოლმე ჩემი მოუხელთებლობის გამო. რაც არ უნდა დაევალებინა დედას ჩემთვის, რაც არ უნდა საქმე მქონოდა სახლში, გული მაინც გარეთ მიმიწევდა, აჰმედდთან და მის თეთრფაფარა ,, საბაჰ ალკირ„ ( დილა) თან. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდით მე და ჩემი ძმა მაშინვე საჯირითოდ მივდიოდით ხოლმე, უკან შემომისვამდა და ასე მივაქროლებდით საბაჰ ალკირს უდაბნოს ცხელ მიწებში. აჰმედი ხშირად მარტოც მსვამდა ხოლმე და აი ასე ცხრა წლის ასაკში უკვე კარგი მხედარი ვიყავი. სოფლის ბავშვებს ჯირითში ვეჯიბრებოდი და უმეტეს შემთხვევაში ვიმარჯვებდით კიდეც, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი გამარჯვებები ბიჭების შეურაწყოფას ნიშნავდა ხშირად ჩემი ნებით ვრჩებოდი ბოლოში.
ჩემი ბავშვობა მალე დასრულდა. ათი წლის ვიყავი, დედაჩემს რომ ბიჭი ეყოლა. აზათი ( სახელი ეწოდა ბიძაჩემის საპატივცემულოდ) მე მომაბარეს გასაზრდელად და მეც იძულებული ვიყავი ცოტახნით გვერძე გამეწია ჩემი მისწრაფებები. ერთი წლის შემდეგ დედას და მამას კიდევ ერთი გოგონა ეყოლათ, გავარას დაბადებამ იმხელა ბედნიერება მომიტანა, ვიფიქრე როგორც იქნა მესაიდუმლე გამიჩნდა თქო, მაგრამ მისი დაბადებით ჩემი თავისუფლება უფრო მეტად შეიზღუდა. ამაზე არ ვჩიოდი. პატარებზე მზე და მთვარე ამომდიოდა, მე ვბანდი, მე ვაჭმევდი, მე ვასწავლიდი, და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა და ისინიც ყოველთვის დიდი სიყვარულით შემომყურებდნენ.
თხუთმეტი წლის ასაკში უკვე ყმაწვილქალი ვიყავი. ქუჩაში გასვლისას სოფლის ბიჭობა თვალს მაყოლებდა და მამაჩემთან ჩემი ხელის სათხოვნელად ყოველდღე მოდიოდა, მაგრამ ის მტკიცე უარზე იყო, რადგან არ უნდოდა ვინმე ღარიბზე მივეთხოვებინე. სიმართლე გითხრათ არც მე მინდოდა მათგან რომელიმეზე გათხოვება, რადგან მეგონა, რომ ჩემი სოფლის ბიჭებს მამაჩემის ქონება აინტერესებდათ და არა მისი ქალიშვილი, ანუ მე.
ერთ დღეს, როცა დასაძინებლად დავაწვინე ჩემი პატარა და- ძმა და მეც უკვე დასაწოლად ვემზადებოდი მამამ დამიძახა და სამზარეულოში მიმიხმო. შალი მოვიხვიე და გავედი. პატარა, მრგვალ მაგიდასთან დედა, მამა და აჰმედი ისხდნენ, წინ ჩაის ჭიქებით. მამამ ძირს დაგდებულ ბალიშზე მიმითითა, დედამ ჩაი დამისხა. ფეხი მოვირთხი და დავჯექი. დედამ დაიწყო.
- ჩემო ლამაზო გოგო, ჩემო აიდა, ალაჰის საჩუქარო, რა კარგია, რომ ალაჰმა ჩემს შვილად მოგავლინა.
- მადლობა დედიკო. ეს შენი წყალობითაა, მე რომ ვარსებობ.
- ჩემო გოგო, - განაგრძო მამამ, - უკვე დიდი გოგო ხარ, შენი ასაკის გოგოებს შენი შურთ, ბიჭები კი თვალს ვერ გწყვეტენ. მითხარი ჩემო მარგალიტო, რას ფიქრობ ამაზე?
- რაზე მამი?
- იმაზე, რომ შენი გათხოვების დრო მოდის, - განაგრძო დედამ,- პატარა აღარ ხარ საყვარელო, გაიზარდე, რამდენიმე თვეში 16 წლის ხდები და მამაშენს ვინმესთვის უარის თქმის უფლება აღარ ექნება. აქამდე შენს ასაკს ვიმიზეზებდით, ახლა კი... შვილო, ხომ ხვდები არა?
- კიი ვხვდები დედი. მესმის რასაც მეუბნებით, მაგრამ მე ჯერ გათხოვება არ მინდა.
- ჩვენ გვინდა, რომ შენ ბედნიერი იყო, დაო, - ხელი ხელზე მომიჭირა აჰმედმა და სიყვარულით სავსე ნაცრისფერი თვალები შემომანათა. პირველად ჩაერია მშობლების საუბარში,- ჩვენ მხოლოდ შენი ბედნიერება გვინდა დაო. მხოლოდ იის, რომ გაგათხოვოთ და მორჩა არ გვინდა, გვინდა კარგ ოჯახში მოხვდე, ისეთ ადამიანთან იცხოვრო, რომელსაც შენ ეყვარები და არა შენი მზითვები. ყველამ იცის, რომ მამა შენი გათხოვების შემდეგ ბევრ ძვირფას ნივთებს გაჩუქებს, ოქროს, ვერცხლს, დედა კი ოქრო- ვერცხლით მოქარგულ კაბებს და ძვირფას ქსოვილებს გაგატანს. მითხარი, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის ამ ყველაფერზე უარს? ცოლად მოგიყვანს, საწადელს მიაღწევს და გამოგიშვებს, შენც კარგად იცი, რომ ჩვენს სოფელში ქალებს სიტყვის თავისუფლება არ აქვს. დაო, - ჩემსკენ გადმოიხარა და ჩემი ორივე ხელი თავის მამაკაცურ ხელებში მოიქცია, - ჩემო ძვირფასო დაიკო, შენს მეტი ძვირფასი ქვა მე არ მყავს, გავარა ჯერ პატარაა და მასზე ისე ვერ ვფიქრობ, როგორც ახლა შენზე, მაგრამ ორივე სიცოცხლეს მირჩევნიხართ. დრო მოვიდა, პატარა აღარ ხარ, ასაკი რომ მოგემატება მით უფრო გაგიჭირდება გათხოვება. აღარავინ წაგიყვანს და ჩვენი ოჯახიც შერცხვება.
თვალები ამიცრემლიანდა, მივხვდი რომ ვერაფერს გავხდებოდი, ეს იყო ჩვენი სოფლის, ჩვენი ადათის დაუწერელი კანონები. მინდოდა თუ არა მაინც უნდა გავთხოვილიყავი და ამას ვერ შევცვლიდი, ეს იყო ჩემი ბედი. ყელში გაჩხერილი უხილავი ბურთი ძლივს გადავყლაპე, აჰმედს ცალი ხელი გამოვართვი და ცრემლები მოვიწმინდე. მათ მოღიმარ სახეებს რომ შევხედე მივხვდი, მამაჩემს უკვე აერჩია ვიღაც. ვიღაც ვისაც არ ვიცნობდი, ვიღაც ვინც ჩემი ჯალათი გახდებოდა. მეშინოდა და ახლაც ვგრძნობ შიშს, როცა ყველაფერი ჩავლილია და მე გავბედე და წერა დავიწყე ამაზე.
- მე... მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი არსებობით. ალაჰს მადლობას ვუხდი ამისთვის, ძალიან მიყვარხართ ყველანი. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ისე არ მექცევით, როგორც ჩემს თანატოლ გოგონებს ექცევიან სახლში. მე ბედნიერი ვარ თქვენით, მაგრამ მამა არ მინდა გათხოვება. მეშინია. მეშინია, რომ აიშესნაირი ქმარი შემხვდება. არ მინდა მამა გთხოოვ.
- შენთვის ხელი არასდროს დაგვიკარებია და არც არასდროს დაგაკარებთ. შენ ჩემი მარგალიტი ხარ და მე მამაშენი ვარ. შენ ხარ ალაჰის საჩუქარი. ტყუილად კი არ დაგარქვით სახელი აიდა? ეს საჩუქარს ნიშნავს ღვთისგან ბოძებულს. შენ ჩვენი საჩუქარი ხარ, ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი, მაგრამ ადათი თავისას მოითხოვს, არ შეიძლება ის გააკეთო რაც შენ გინდა.
- მისმინე შვილო, ნუ ტირიხარ. აიშეს ნაირი ქმარი არ გეყოლება, მამაშენი კარგ ახალგაზრდას იპოვის შენთვის, ისეთს როგორსაც იმსახურებ.
- დედა არ მინდა, - ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა
- საკმარისია, - წამოენთო მამა და ფეხზე წამოდგა. ცხოვრებაში პირველად შემეშინდა მისი. მხრებში გასწორდა და მრისხანედ შემომხედა,- საკმარისია. აქამდე ხმა არ ამიწევია შენთვის და როგორც ჩანს ჩემი რბილი მოქცევის გამო თავს გახვედი. საკმარისია გეყოფა, ისე გააკეთებ, როგორც ჩვენ გეტყვით.
- ალი დამშვიდდი გთხოვ,- ხელი მოკიდა დედამ და მისი დასმა სცადა. მამამ ხელი აიქნია და გააგრძელა.
- შენ ნუ ერევი. მომისმინე შვილო,- მოულოდნელად დამშვიდდა და გვერდზე მომიჯდა, - მისმინე შვილო, მითხარი, ჩვენი ოჯახის სახელის შერცხვენა გინდა?
- არა მამა, არ მინდა, გეფიცები, მაგრამ...
- მაშინ შეეგუე იმ აზრს, რომ მალე გათხოვდები. თუ ჩვენი ოჯახის სახელის შერცხვენა არ გინდა ის უნდა გააკეთო რასაც მამა გეუბნება. მამაშენი ცუდს საქმროს არ აგირჩევს, ყველაფერი სხვანაირად მოხდება. ახლა კი წადი და დაიძინე, დანარჩენზე სხვა დროს დავილაპარაკებთ.
- მამა...
- წადი, დაიძინე.
თხოვნასა და ვედრებას აზრი აღარ ჰქონდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო იქამდე, სანამ მე შემატყობინებდნენ ქორწილის ამბავს. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ლოყებზე ღვარად ჩამომდიოდა, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. წამოვდექი და საძინებლისკენ გავემართე. იმ საღამოს ბევრი ვიტირე, დავტიროდი ჩემს უბედობას, არადა ხომ ვთვიი თავიდანვე ვიცოდი რაც მელოდა თქო. ვერ ვიტან ამ ადათებს, თავისუფლება მწადია, სიყვარული მინდა გავიგო როგორია, მაგრამ არა, იძულებით მაქორწინებენ.
მთვარე თავზე დამნათოდა. მხოლოდ ის ხედავდა ჩემს ტკივილს, მხოლოდ მას ესმოდა ჩემი ფიქრების. ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა.



თავი 2 ( მთვარის დღესასწაული)


ჩემ დაბადების დღემდე კიდევ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, მანამდე კი მთვარის დღესასწაული უნდა აგვეღნიშნა. ამ დღესასწაულზე გასათხოვარ გოგონებს უფლება ეძლეოდათ ბიჭების მოსახიბლად ჩადრი მოეხსნათ, ხელები ინით მოეხატათ და ლამაზი კაბები ჩაეცვათ. მეც დამრთეს ამის უფლება, რა თქმა უნდა.
დღეს მთვარის დღესასწაულია. ეს ის დროა, როცა სავსე მთვარეს შავი ჩრდილი გადაეკვრება და დააბნელებს მთელს სამყაროს, ჩვენ კი რიტუალით და ლოცვით ვცდილობთ მთვარე გავახალისოთ, რათა მან ისევ დაიბრუნოს ვერცხლისფერი ელფერი. ჩემს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მთვარის დაბრუნებას ვისთან ერთადაც შეხვდებოდი, იმასთან ერთად გაატარებდი მთელ შენს დარჩენილ ცხოვრებას. ჩვენ დღემდე გვჯერა ამის, მაგრამ ჩვენი ტრადიციები ეწინააღმდეგება ჩვენივე წინაპრების რწმენას. ჩვენთვის, გასათხოვარი ქალებისთვის არ შეიძლებოდა უცხო მამაკაცთან ერთად განვმარტოებულიყავით, შესაბამისად ტყუილად უნერგავდნენ გოგონებს თავში, რომ მთვარის დაბნელებისას მის სიყვარულს შეხვდებოდნენ. მე მითუმეტეს ყველაზე მოტყუებული გამოვდივარ, მე არც ერთი მამაკაცის ნახვის უფლება აღარ მაქვს, არათუ მთვარის დაბნელების მასთან ერთად გატარების.
დედა თმას მივარცხნის საღამოსთვის. გრძელი, კუპრივით შავი, დატალღული თმა უკან გადამივარცხნა და ცოცხალი ყვავილების გვირგვინი დამადგა, გვირგვინს გვერდებზე ოთხ ზოლად მარგალიტების მწკრივი დაჰყვებოდა და ყელთან იკვრებოდა ყელსაბამივით. თვალები ნახშირით, ტუჩები კი წითელი საღებავით შემიღება, ხელები კი ინით მომიხატა. ტანთ თეთრი გრძელი კაბა მეცვა ოქროს ძაფებით და მარგალიტებით გაწყობილი, ფეხზეც კაბის შესაფერისი თეთრი ქალამდენიბი მეცვა. დედამ ისე გამომაწყო თითქოს ჩემი გათხოვების ამბავი ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონოდათ.
საღამო მალე დაიწყო. ქალები და კაცები ქვიშაზე გაგებულ ხალიჩაზე ფეხმორთხმით ვისხედით და მოლას ვუსმენდით, რომელსაც ხელები ცისკენ აღეპყრო და ყურანიდან ლოცვას კითხულობდა : - ,, სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა. ქება ალაჰს, უფალს სამყაროთა, მოწყალესა, მწყალობელსა. სამსჯავროს დღის მბრძანებელსა. მხოლოდ შენა გმონებთ და მხოლოდ შენა გთხოვთ შეწევნას. გვიწინამძღვრე პირდაპირი გზით, იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება; არა- შერისხულთა და არცა- გზააბნეულთა“.
კიდევ ყვებოდა რაღაცეებს, ლოცავდა ქალებს, კაცებს და ბავშვებს, მთვარის დღესასწაულზეც ამბობდა რაღაცას, მაგრამ მე მოსმენა ვეღარ შევძელი, რადგან მწვანე თვალებმა წარმიტაცა. მამაკაცებს შორის ერთი ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იჯდა და მოლას უყურებდა, რაღაცას ბუტბუტებდა, ალბათ ლოცვას იმეორებდა. შავი დატალღული თმა მხრებამდე სცემდა, დიდი მწვანე თვალებში კი ცეცხლის ალები დასთამაშებდნენ. მთელი საღამო თვალი ვერ მოვწყვიტე. თითქოს მიმიჯაჭვა, მაგნიტივით მიმიზიდა თავისკენ. თავისდაღწევას ვერ ვახერხებდი, იქამდე ვუყურე სანამ ჩემი მზერა არ დააფიქსირა და თვალი- თვალში არ გამიყარა. თვალი ავარიდე, მაგრამ იმ წამიერმა შემოხედვამაც გული ამიფორიაქა. ლოყები შემეფაკლა. წამიერად შევხედე ისევ და მის მზერას შევეჩეხე, მარცხენა წარბზე მოზრდილი შრამი ჰქონდა დაყოლებული, თითქოს რომელიღაც მტაცებელს ბრჭყალით დაესერა. გამოვიხედა და მისთვის აღარც შემიხედავს.
ახლა მის მზერას მე ვგრძნობდი. მინდოდა უკან მიმეხედა და მენახა მართლა მიყურებდა თუ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა იყო, მაგრამ ვერ გავბედე, შემრცხვა. დედაჩემს ავეკარი და მოლას ბოლო სიტყვებს ყური დავუგდე : - ,, როცა ღამემ დაფარა იგი, მან დაინახა ვარსკვლავი და შესძახა: აი ჩემი ღმერთი! მაგრამ ვარსკვლავი გაქრა და მან თქვა: მე არ მიყვარს რაც ქრება. როდესაც დაინახა ამომავალი მთვარე, მან თქვა: აი ჩემი ღმერთი, მაგრამ მთვარეც თვალს მიეფარა. როდესაც მზე ამოიწვერა აღმოსავლეთიდან, მან შესძახა : აი ჩემი ღმერთი- ის ყველაზე დიდია! მაგრამ მზეც ჩაესვენა და მან თქვა : ჩემო ხალხო, მე არ ვაპირებ თქვენი ღმერთების თაყვანისცემას, მე ჩემს მზერას მივმართავ ცისა და მიწის შემოქმედისკენ, მხოლოდ მას ეცით თაყვანი (ყურანი)”. - დაამთავრა ჩვენი დამოძღვრა და უფლება მოგვცა მთვარისთვის პატივი მიგვეგო. ახმაურდნენ არფები, ლირები, დოლები, ქალებმა ცეკვა დაიწყეს ცეცხლის გარშემო. მათი ფეხის და ხელის სამკაულების ჟღრიალი მუსიკის ხმაში ირეოდა რიტმულად და ახალ ნოტას ქმნიდა. მე არ ვცეკვავდი, მე ვუყურებდი, და მასზე ვფიქრობდი. არ ვიცი რა დამემართა, თითქოს გულს ფრთები შეესხა დაჩემი სხეულიდან გაფრენას ლამობდა. ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა ჩემმა საბრალო გულმა და დედას მისი ვინაობა ვკითხე, თან გვერდზე გახედვას ვერ ვბედავდი. დედას გაეცინა და ჩემსკენ გადმოიხარა :
- ჩვენი ნათესავის, მეჰმეთის ძმის შვილია, ლიბიიდან. საბრალოს დედა ძალიან ავად ყავს და წამლისთვის ჩვენს ექიმბაშთან მოდის ხოლმე. კარგი ბიჭია, მშრომელი, ჭკვიანი, მაგრამ ცუდი მამის შვილი.
- მამამისმა რა დააშავა?
- ბიძია აზათი გახსოვს? შენ ხუთი წლის იყავი რომ მოკვდა, უფრო სწორად მოკლეს. მაგ ბავშვის მამამ გამოასალმა სიცოცხლეს.
- რატო?
- ეგ არ ვიცი. კაცების საქმეში არასოდეს ვერევი და შენც ამავეს გირჩევ,- გაჩუმდა. არადა ზუსტად ვიცოდი, რომ მან სიმართლე იცოდა, უბრალოდ არ მითხრა, რადგან საიდუმლოდ ინახავდნენ. პატარა ვიყავი ბიძია აზათი რომ მოკლეს, მამაჩემის ძმა, მაგრამ არ მახსოვს, როგორ მოხდა ეს, პატარა ვიყავი,- ტყუილად ნუ იოცნებებ მასზე.
- არ ვოცნებობ, ჩემი ბედი ვიცი უკვე დედა.
- შენს ბედს რატომ ემდური? გგონია ცუდ ყმაწვილს შეგირჩევს მამაშენი? მდიდარი იქნება და არაფერი მოგაკლდება.
- დედა გათხოვება არ მინდა იმ კაცზე, რომელიც არ მეყვარება.
- გაჩუმდი. მაგას ნუ ამბობ, არავინ გაიგოს. გგონია მამაშენი მიყვარდა ცოლად რომ გამაყოლეს? 15 წლის ვიყავი მასზე რომ დამნიშნეს, მანამდე თვალით არ მყავდა ნანახი. ცოლად გავყევი და დროთა განმავლობაში შემიყვარდა. მერე აჰმედი გაჩნდა და სახლში სულთანივით მექცეოდნენ. შენც რომ გათხოვდები და ვაჟს გააჩენ, მერე ყველაფერი დაგავიწყდება და აღარ იფიქრებ იმაზე, რომ უსიყვარულოდ გათხოვდი. ალაჰს მადლობა უთხარი, რომ მამაშენი ლმობიერია, თორემ ამ სიტყვების გამო ძალიან გცემდა რომ გაეგონა.
- ჯობდა თავიდანვე ვეცემე, ახლა ამ ყველაფერს შეჩვეული ვიქნებოდი.
- ნუ ამბობ მასე,- განრისხდა დედა,- უმადურობას ნუ იჩენ, მადლობა თქვი იმაზე, რასაც ალაჰი გაძლევს.
- ალაჰისთვის გათხოვება და უცხო მამაკაცი არ მითხოვია.
- ოჯახი ხომ სთხოვე?
- სიყვარული ვთხოვე.
- რა განსხვავებაა?
- ძალიან დიდი.
- ის ღარიბია, და თან ცუდი ოჯახის შვილი.
- მე მასზე არ ვლაპარაკობ დედა. მე სიყვარულზე ვლაპარაკობ. ალაჰს შევთხოვე სიყვარულით შექმნილი ოჯახი მოეცა, მან კი საპირისპიროდ შემოატრიალა ჩემი თხოვნა.
- ალაჰს ნუ გმობ, თორემ დაისჯები.
- ალაჰს არ ვგმობ დედა, რაც სინამდვილეა იმას ვამბობ.
- ესეიგი შენ ამბობ, რომ ღარიბის შეყვარება შეიძლება და მდიდრის არა?
- ჩემი ნათქვამიდან ეს გაიგე დედა? სიყვარული სიყვარულია დედა, არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი იქნება თუ ღარიბი, მაღალი თუ დაბალი, ძლიერი თუ სუსტი, სიყვარული ერთსაც შეუძლია და მეორესაც. შეიძლება ოქრო თავზე საყრელად მქონდეს, მაგრამ ბედნიერი არ ვიყო. ბევრი ბჭობა არ უნდა იმას, რომ ჩემს სათხოვნელად მოსულ მამაკაცებს მამას ფული და ჩემი მზითვები უფრო დააინტერესებთ, ვიდრე მე, დედა. სიყვარულს ფულით ვერც გაყიდი და მითუმეტეს ვერც იყიდი. ჩემი ნება რომ იყოს სიყვარულს იმხელა ფასს დავადებდი, მდიდრები ფულით კი არა სიცოცხლითაც ვერ შეძლებდნენ ყიდვას.
გუნება წამიხდა. ერთხელ კიდევ გავიხედე მარცხნივ, იქ აღარ იჯდა. წამოვდექი, დედას ხელზე ვემთხვიე, სხვებს თავი დავუკარი და სახლში წამოვედი. საბედნიეროდ ამის უფლება მქონდა. ისედაც გახლეჩილი გული კიდევ უფრო გამიხლიჩეს, თითქოს რაღაც ჩამწყდა, ცრემლები წამსკდა. ახლა უკეთესად გავაცნობიერე რაც მელოდა, რომ უცხო კაცს უნდა გავყოლოდი ცოლად, რომ მთავრდებოდა ჩემი ბედნიერება და, რომ...
სახლისკენ მიმავალმა ფეხი რამდენჯერმე წამოვკარი ქვას. იმდენად ბნელოდა, რომ დავვარდნილიყავი და გონება დამეკარგა, ისე გადამივლიდნენ სხვები ვერც კი დაინახავდნენ, რომ ძირს ადამიანი ეგდო.
ქარი ზურგიდან მცემდა, სუსხი ძვალ- რბილში მატანდა. მიუხედავად იმისა, რომ უდაბნო დღისით აუარებელ სიცხეს მიჰქონდა, ღამით ყინულივით ცივი ხდებოდა. ცრემლები რამის ლოყებზე მიმეყინა სიცივისგან. მთვარემ არა და არ იკადრა ხასიათის შეცვლა, ისევ მოქუფრული იყო და მრისხანედ იყურებოდა. აქა- იქ კი იყო წვრილად განათებული ვარსკვლავები, მაგრამსაერთოდ არ მეხმარებოდნენ სახლისკენ მიმავალი გზის დანახვაში.
შორიდან ცეცხლის მკრთალი სინათლე მოჩანდა, ლირებისა და მომღერალი ქალების ხმაც ძლივს ისმოდა. ერთი ვიფიქრე, რადგან გზას ვეღარ ვაგნებ უკან ხომ არ დავბრუნდე მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, ფეხი წინ გადავდგი და მთელი ინერციით მიწას პირქვე დავენარცხე. ყველაფერი მეტკინა, განსაკუთრებით მუხლები, წამიერად გონებაც კი დამებინდა. წამოვიწიე და იქვე წამოვჯექი, მუხლებიდან ბლანტი სითხე მდიოდა. სისხლი ნიკაპზეც ჩამომდიოდა, როგორც ჩანს დაცემისას ტუჩი გავიხეთქე. იმდენად მტკიოდა სხეული, რომ განძრევას ვერ ვახერხებდი, ბოლოს როგორც იქნა წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა რომ ვცადე წავბარბაცდი და რაღაცას ჩამოვეკიდე.
ხელზე ვიღაცის ძლიერ ხელი ვიგრძენი. თავიდან მამაჩემის ან აჰმედის ხელი მეგონა, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ეს არც ერთის იყო და არც მეორესი. ეს უფრო უხეში და ხაოიანი ხელი იყო ვიდრე მათია, თითქოს დაკოჟრილი და ალაგ- ალაგ დახეთქილიც. მარცხენა მხრიდან მედგა და მარჯვენა ხელით ვეჭირე, მარცხენაში კი კელაპტარი ეჭირა ანთებული სანთლით. კარგად რომ დავაკვირდი, სანთლის შუქზე ძლივს გავარკვიე მისი სახე, ნაცნობი მწვანე თვალები თითქოს სადღაც უკვე მენახა. გული ამიფრიალდა, ის იყო... ის ბიჭი... შიშისგან ხელი გავაშვებინე და უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, აღარ მახსოვდა წეღანდელი ტკივილები, ხეს ზურგით მივეკარი. ჩემგან განსხვავებით ის არ განძრეულა, ისევ ისე იდგა. იდგა და მიყურებდა. მწვანე თვალებში სანთლის ალი დასთამაშებდა, მის სახეს ძლივს ვარკვევდი სიბნელეში, მაგრამ მის თვალებს თვალნათლივ ვხედავდი. თითქოს სპეციალურად გაენათებინა ზეცას ქუთუთოებს მიღმა ოდნავ ჩამალული ტოპაზები. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, მაგრამ ისეთი დიდი სურვილი მქონდა როგორმე მისი ხმა გამეგო, რომ პირველად მე დავიწყე და პირდაპირ შეტევაზე გადავედი.
- როგორ ბედავ და მეხები?
- მე მხოლოდ შენი დახმარება მინდოდა,- აჰაამ, აი თურმე როგორი ხმა ჰქონია, მშვიდი ბარიტონი ჰქონდა და ეტყობოდა, რომ არ ღელავდა, ჩემგან განსხვავებით.
- დახმარება არ მითხოვია. აქ რას აკეთებ?- შევუტიე ისევ და კაბის ფერთხვას შევუდექი.
- ვსეირნობდი და ყვირილის ხმა მომესმა.
- და შენც ადექი და აქეთ გამოიქეცი არა?
- აბა რა უნდა მექნა?
- მე რა ვიცი?
- ჯობდა საერთოდ არ მომექცია ყურადღება, - სანთელს სული შეუბერა და უკან გატრიალდა. შიშისგან ისეთი სისულელე გავაკეთე, ახლა რომ ვწერ მეცინება. სიბნელეში უცბათ მოვძებდნე მისი ხელი და გავაჩერე. არ მინდოდა წასულიყო.
- არა მოიცადე, აქ არ დამტოვო მარტო. ცუდად არ გამიგო, უბრალოდ ხომ იცი ჩვენი სოფლის წესები?! არ შეიძლება მამაკაცი შემეხოს, მითუმეტეს ახლა.
- და მითუმეტეს ახლა რატომ?
- ჩემს გათხოვებას აპირებენ.
- აჰამ, გასაგებია, გილოცავ.
- რა არის გასაგები, ან რას მილოცავ?,- უცბათ ავფეთქდი და ყვირილზე გადავედი, ასე შეურაწყოფილად თავი ჯერ არ მიგრძვნია. პირზე ხელი ამაფარა ჩემი ხმამაღალი ლაპარაკი ვინმეს რომ არ გაეგო. ხეზე მიყუდებულს სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა, ვგრძნობდი მის მშვიდ და თანაბარ სუნთქვას, რომელსაც ჩემი ნაძალადევად აჩქარებული და ნერვიული სუნთქვა ერთვოდა. ჟრუანტელმა დამიარა მტელს სხეულში. ძლივს მოვიშორე მისი ხელი, ისე ძლიერად მიჭერდა რამის გამგუდა,- გაგიჟდი? რამის გავიგუდე.
- ბოდიში, არ მინდოდა, უბრალოდ შენს ყვირილს ვინმე გაიგებდა და მერე ხომ ხვდები არა?... რატომ გაბრაზდი გათხოვება რომ მოგილოცე?
- იმიტომ, რომ არ მინდა.
- და რატომ არ გინდა?
- იძულებით მათხოვებენ, კაცზე რომელსაც არც კი ვიცნობ. უსიყვარულოდ მათხოვებენ.
- შენ რა იცი სიყვარული რა არის?
- არ ვიცი მაგრამ მინდა ვიცოდე, რა არის ამაში ცუდი?
- არც არაფერი. მაგრამ თქვენ ქალებმა სიყვარულის შესახებ არაფერი იცით.
- და თვენ, კაცებმა იცით?
- არ ვიცი, შესაძლოა ვიცოდეთ, შესაძლოა არა. მაგრამ ჩვენს დროში სიყვარული არ არსებობს, ეს ზუსტად ვიცი.
- არ ხარ მართალი.
- ვითომ რატომ?
- ვითომ რატომ არ შეიძლება მიყვარდეს?
- არ მითქვამს, რომ არ შეიძლება...
- აბა რა თქვი?
- რატომ არ მისმენ?
- გისმენ, მაგრამ არ მესმის.
- ძალიან ცუდია...
- შენ იცი რა არის სიყვარული?
- კი ვიცი.
- შეგიძლია მითხრა,- გავბედე და ვკითხე. აჰაამ, ახლა ზუსტად იცის, რომ სიყვარულის მნიშვნელობა საერთოდ არ მესმოდა, არადა ორი წამის წინ ვუმტკიცებდი მის არსებობას.
- აკი თქვი ვიციო?
- კარგი არ ვიცი...
- საოცრება ხარ, - საოცრება ხარო? ეს როგორ გავიგო?- ახლა არ შემიძლია ამის ახსნა, მაგრამ გპირდები მალე დავბრუნდები და და ყველაფერს მოგიყვები სიყვარულის შესახებ, რაც კი ვიცი.
- სად მიდიხარ?
- ჩემს ქალაქში, სივაში.
- დედამ მითხრა ლიბიაში ცხოვრობსო.
- ეს არ უნდა მეთქვა... დიდი ხანია ლიბიიდან სივაში გადავსახლდით, მთელი ჩემი ოჯახი უბრალოდ აიყარა და წავიდა ლიბიიდან, მაგრამ ეს არავინ იცის და ძლიან გთხოვ არ გათქვა ჩემი საიდუმლო.
- არა არავის ვეტყვი, გპირდები,- ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ იღიმოდა.
მოულოდნელმა სინათლემ გაანათა მისი სახე, ის მართლაც იღიმოდა, მე მიღიმოდა, მთელი გრძნობებით მიღიმოდა, ბედნიერებით მიღიმოდა და მეც მაღიმებდა. თვალებმა დამატყვევეს ისევ, არ ვიცი როგორ შეიძლება ასეთი ლამაზი თვალები ჰქონდეს ადამიანს. თითქოს ალაჰისგან ნაბოძები სჩუქარი იყოს, თითქოს საჰარაში არსებული სიმწვანე მის თვალებში არეკლილიყოს, თითქოს... თითქოს... არც კი ვიცი რა ვთქვა და როგორ ავღწერო. იდეალური სახის ნაკვთები და თვალთან შრამი, თითქოს ადამიანი კი არა საგულდაგულოდ ჩამოსხმული ქანდაკი იდგა ჩემს წინაშე.
თავში გამიელვა იმ ფაქტმა, რომ აღარ ბნელოდა, ჩვენ კი შუა გზაზე ვიდექით და ვსაუბრობდით. ვინმეს რომ დავენახეთ..., მაგრამ გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ხელი მტაცა და ბროწეულის ხის ქვეშ შემიყვანა, ჩრდილში. ვერაფერს ვამბობდი, ვერც ვინძრეოდი, ვიდექი გაშეშებული მის ხელებს მინდობილი და მას შევცქეროდი. მისი სხეულის მხურვალებამ ტანი ამიწვა. გონება მისგან მოშორებას, გული კი მასთან დარჩენას მთხოვდა. გაორება მჭირდა და ამ გაორებას ვერაფერს ვშველოდი. უცბად ამომიტივტივდა ჩემი საყვარელი ბებიის ნათქვამი ,, მთვარის დაბრუნებას ვისთან ერთადაც შეხვდები, ის იქნება შენი ცხოვრების მეგზური, სამუდამოდ.“ მთვარე დაბრუნდა და ახლა ბროწეულის ხის ქვეშ ვდგავარ ადამიანთან ვინც ჩემი ცხოვრების მეგზური უნდა გამხდარიყო, რომ არა ტრადიციები. მოულოდნელად სხეული ამიკანკალდა და ცრემლები წამსკდა, ხელი გამიშვა და ოდნავ მომშორდა, ალბათ იფიქრა შეეშინდაო. სწორიც აღმოვჩნდი.
- მაპატიე, ეს არ უნდა მექნა. ჩემი ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ,- ისე თბილად და მზრუნველად მითხრა ტირილს უფრო ვუმატე. ვტიროდი იმის გამო, რომ არაფრის გაკეთება შემეძლო იმის საწინააღმდეგოდ რასაც ჩემი ოჯახი მიკეთებდა. ვტიროდი იმის გამო, რომ ვიღაც უცხოს მკლავებში სიკვდილი მელოდა. ტკივილის შემეშინდა.
- შენი არ მეშინია,- სლუკუნით ძლივს ამოვთქვი.
- აბა რატომ ტირი?
- არ ვიცი... უბრალოდ ვტირი. შინ უნდა წავიდე, სანამ ვინმე დამინახავდეს,- ცრემლები მოვიწმინდე და სახლისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მაჯაზე მისი ხელი მარწუხივით შემომეჭდო და ისევ ჩრდილში შემითრია, - გამიშვი გთხოოვ, დაგვინახავენ.
- არ გაგიშვებ აიდა,- ჩემი სახელი იცოდა, მე კი არც მომფიქრებია მისთვის სახელი მეკითხა,- არ შემიძლია გაგიშვა, გული მეობნება, რომ თან წაგიყვანო, გონება კი გულს ეწინააღმდეგება. რა არის ეს აიდა?!
- არ ვიცი...
- რა არის ეს, აიდა?!
- არ ვიცი, არ ვიცი, გამიშვი გთხოვ,- შევევედრე და ხელის გათავისუფლებას მოვყევი, მაგრამ ისე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ვერაფერს გავხდი, სისხლი გამეყინა ძარღვებში.
- წამოდი ჩემთან აიდა,- მოულოდნელად მომახალა და ახლოს მიმიზიდა, ახლა მისი სუნთქვა ჩემსას ერთვოდა.
- რაა?
- ჩემთან ერთად წამოდი,- ისევ გამიმეორა თითქოს ვერ გამეგონოს. მეც გაორება მჭირდა მასსავით. გული ერთს იძახდა, გონება მეორეს, მაგრამ გონებამ სძლია და უკან დამახევინა. არადა სურვილი მქონდა გავყოლოდი, ასე გადავურჩებოდი იძულებით გათხოვებას, მაგრამ ვერ გადავურჩებოდით მამაჩემის რისხვას, მეც მომკლავდა და მასაც, რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ ვიცოდი.
- მე შენი სახელიც კი არ ვიცი...
- მხოლოდ ჩემი სახელია პრობლემა?, - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- არამხოლოდ ეგ. შენ იცი რომ არ შემიძლია. სიკვდილი გინდა? არც შენ გაცოცხლებენ და არც მე.
- ძალით გათხოვება გინდა? ასე შენც მოკვდები და მეც.რა განსხვავებაა?
- მაინც არ შემიძლია. წამოსვლის დიდი სურვილის მიუხედავად, არ მინდა შენი სიკვდილის თვითმხილველი გავხდე. შეიძლება მამაჩემმა მე დამინდოს და არ მომკლავს, მაგრამ შენს სიკვდილს მაყურებინებს.
- მე სიკვდილის არ მეშინია.
- მე მეშინია. არ მინდა ჩემს გამო სხვა დაზარალდეს. გამიშვი, გთხოოვ, შინ უნდა წავიდე,- ხელი გამოვგლიჯე და სახლისკენ გავიქეცი. რომ მივრბოდი შორიდან მომესმა მისი ხმა, იუსუფი მქვიაო მომაძახა. იუსუფი...
სახლის ზღურბლს ქოშინით გადავაბიჯე, კარი მივხურე და ზურგით მივეყრდენი. გული ამოვარდნას მქონდა, ხელი მივიჭირე მკერდზე, რომ არ გამქცეოდა. მეგონა მართლა გაიქცეოდა. ოდნავ ამოვისუნთქე და საძინებელ ოთახში შევედი, პატარებს ისევ ეძინათ. ნეტავ ისევ მათ ასაკში ვყოფილიყავი, რა ბედნიერება იქნებოდა.ოთხი- ხუთი წლის ასაკში ჩემი ძმის, აჰმედის ცხენს შმოვახტებოდი და ქარსა და ქვიშას ვერთვოდი, ვცდილობდი ქარისთვის გამესწრო, ახლა კი ქარმა გამასწრო, გამასწრო და დამცინა კიდეც, ახლა მასთან შეჯიბრება რომ აღარ შემეძლო. ალაჰ, რა უსამართლო ხარ ჩემს მიმართ, რატომ მაგდებ ასეთ განსაცდელში, განა მეც შენი შვილი არა ვარ? განა მეც შენ არ მომავლინე ამ ქვეყანაზე? განა შენ არ გამზარდე? და ახლა რატომ მიკეთებ ამას? ნუთუ რაიმე ბრალი მიმიძღვის შენს წინაშე? თუ ასეა მაშინ მომკალი, სამუდამო ტკივილისთვის რატო მამზადებ ასე გულმოდგინედ?
ცრემლიანი ფიქრებით მივწექი გავარას საწოლზე და სახეზე ჩამოშლილი თმა გადავუწიე. მშვიდად ეძინა, ვარსკვლავებში ჩმალული ლამაზ და უდარდელ სიზმრებს ხედავდა. მისი თეთრი შურით შემშურდა. მას კიდევ აქვს 12 წელი სიხარულისთვის, მერეკი მასაც ჩემსავით მოუწევს ალბათ. ახლა ვფიქრობ და ვნანობ, რომ იუსუფს არ გავყევი. ნეტა გავქცეულიყავი მასთან ერთად, დაე მომხდარიყო რაც მოსახდენი იყო, ცოტახნით ხომ მაინც შევძლებდი ბედნიერად ყოფნას.
მის გახსენებაზე დამშვიდებულმა გულმა ისევ ძლიერად დამიწყო ფეთქვა, თითქოს იუსუფის სახელს ყვიროდაო ისე ნათლად ჩამესმოდა გულის ხმა ყურებში. მისი დაწყნარება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, სულ უფრო და უფრო მეტად გაყვიროდა მის სახელს.
შემოსასვლელი კარი ჭრიალით გაიღო, ფეხის ხმაზე ვიცანი დედა და მამა დაბრუნებულიყვნენ, ალბათ აჰმედი არ გამოყვათ. კიბეები ჩუმი ნაბიჯით ამოიარეს, დედა შემოვიდა, დაგვხედა, საბნები შეგვისწორა და გავიდა. ვერ შეამჩნია, რომ არ მეძინა. საძინებელი ოთახის კარის ღრიჭოდან სინათლე შემოდიოდა, მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ, ყველაფერი გარკვევით მესმოდა.ჩემზე ლაპარაკობდნენ.
- ისევ იმას იძახის, რომ არ უნდა გათხოვება.
- რამდენიც არ უნდა იწუწუნოს, მაინც ვერაფერს გახდება. ჩვენც ასე დავქორწინდით და ახლა მშვენიერი ოჯახი გვაქვს. თავს ზევით ძალა არ აქვს, იმას უნდა გაყვეს ვისაც მე ავურჩევ.
- დაელაპარაკე ამ თემაზე?
- დაველაპარაკე და დამთანხმდნენ. აღარ დაველოდებით აიდას ასაკის შესრულებას, ორ კვირაში ჩამოვლენ და ნიშნობას გავმართავთ,- რაო? ორი კვირა? მხოლოდ ორი კვირა მაქვს თავისუფლებისთვის, მხოლოდ ორი კვირა დამრჩა სიკვდილამდე. არადა იმედი მქონდა რომ ორი თვის მანძილზე შესაძლოა გადაწყვეტილება შეეცვალათ ჩემს მშობლებს. ახლა უფრო მეტად ვინანე იუსუფს თან რომ არ გავყევი.
- ძალიან კარგი, ამ გოგოსაც ჩავაბარებთ პატრონს და აღრ ვიდარდებთ იმაზე, რომ შეიძლება ვინმემ მოგვტაცოს.
- მართლი ხარ მართალი, არ მინდა ჩვენი სოფლის რომელიმე მაწანწალამ წაიყვანოს ჩვენი გოგო.
- კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, დღეს შენი ძმადნაფიცის შვილი, იუსუფი ნახა და მასზე მკითხა.
- მერე შენ რა უთხარი?
- რაც საჭირო იყო ის. ვუთხარი რომ იმედი არ უნდა ჰქონოდა, გაბრაზდა, ადგა და სახლში წამოვიდა.
- დავინახე ცეცხლის პირას რომ იჯდა და აიდას უყურებდა, ისევ წამალზე იყო მოსული. ლეილა ის ბიჭი ჩვენს გოგოს არ უნდა შეხვდეს, არ უნდა მიეკაროს, თორემ ყველაფერს უამბობს და ყველაფერი აირევა.
- ვიცი ძვირფასო, დამშვიდდი. დღეს წავიდა თავის სამშობლოში, წამალი ორი კვირა მაინც ეყოფა დედამისს, მანამდე კი არანაირად არ მოვა, ორ კვირაში კი საქმრო ეყოლება ჩვენს ქალიშვილს და აღარაფერზე ვიდარდებთ.
- ასეა, ლეილა, ასე. ამდენი ხნის მერეც მეშინია იმ შურისძიების, რასაც შეიძლება გეგმავდეს იუსუფის ოჯახი,- იუსუფის ოჯახი შურისძიებას გეგმავს? კიდევ რაღაცას ლაპარაკობდნენ ჩემს ქორწილზე და სიძეზე მაგრამ მოსმენა აღრ შემეძლო, იმაზე მეფიქრებოდა რაც მოვისმინე. სამი კითხვა მიტრიალებდა თავში გამუდმებით- რა მოხდა სინამდვილეში; რისი ეშინია დღემდე მამაჩემს და მართლა გეგმავს თუ არა იუსუფის ოჯახი შურისძიებას. რატომ? რისთვის? რანაირად? რა არის იმის მიზეზი რომ იუსუფი და მისი ოჯახი შურისძიებას გეგმავენ ჩემი ოჯახისთვის. ვერ ვხვდებოდი და ნერვები მეშლებოდა.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ჩამეძინა. ალბათ გულში ჩამყვა მომხდარი და სიზმარში იუსუფი ვნახე. ისევ იმ ტოპაზისფერი თვალებით მიმზერდა, მიღიმოდა და ხელს მიწვდიდა ჩასაკიდებლად. სიზმარშიც კი ისეთ სითბოს ვგრძნობდი მისგან, ძალაუნებურად ხელი ჩამეკიდა. გულში ჩამიკრა და ყურში ჩამჩურჩულა, რომ უნდა წავეყვანე. ცხენზე შემსვა და ქარის უსწრაფესად გამაქროლა შორეთისკენ. მომეჩვენა, რომ ეს ჩემი ძმის ცხენი იყო, მაგრამ მალევე მისი თეთრი ნაწილები უკუნეთ შავში გაეხვა, ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევდა. შეშინებულმა იუსუფს გავხედე, თვალები ჩასწითლებოდა და ავის მომასწავლებლად იღიმოდა. ვეცადე მისი ხელებიდან თავი დამეღწია და ცხენიდან გადავმხტარიყავი, მაგრამ მარწუხებივით ჰქონდა ხელები შემოხვეული ჩემს წელზე და მთელი ძალით მიკრობდა სხეულზე. ყურში მეჩურჩულებოდა და მამაჩემის სიკვდილის ამბავს მიყვებოდა, მიყვებოდა როგორ გამოსჭრა ყელი საქვეყნოდ მამამისის მკვლელს, და უდაბნოში დააგდო ყორნების საკორტნად. გული მერეოდა მონაყოლზე და გულის რევებითვე გამომეღვიძა მამას ძახილით. გული დამიმძიმა ნანახმა...



თავი 3 (ბებია )

დედასგან ნებართვა ავიღე და ბებიასთან სტუმრად წავედი. მისი სახლი ჩვენი სახლიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე იყო ცხენით, მაგრამ რადგან საბაჰ ალკირი ჩემს ძმას ყავდა წაყვანილი, ფეხით სიარული მომიწევდა. პატარა ჩანთა ავიღე, შიგნით ყველი, პურის პატარა ნაჭერი და წყლით სავსე მათარა ჩავდე და გზას გავუდექი. აქ სანახავი არაფერია, გარდა ერთი კედლისა, რომელიც ასე მხიბლავდა. კედელი, რომელმაც დროს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. ახლა, როცა ამას ვწერ, არ ვიცი ის კედელი ისევ უდრეკად დგას თუ არა, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მასზე ამოკაწრული ორი წინადადება - ვიცი ჩემი დასასრული: ,, უიმედობის წყლით გამბანენ, უნატვრებო მიწაში ჩამდბენ, მარტოსულობის ცას მიმაბარებენ. სიყვარულის ურწმუნოებაა ამა სოფელსა ჩვენსასა“. არ ვიცი რატომ, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს სიტყვები ზუსტად ასახავდა ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას, ახლა აღარ ვიცი რისი მჯერა.
ბები, დედაჩემის დედა, მეორე სოფელში ცხოვრობდა. ჩემი საყვარელი დიდედა, მისგან არასოდეს გამიგია ბოროტი სიტყვა. თბილი, მოსიყვარულე და გულუხვი ქალი იყო. ახალგაზრდობაშივე დაკარგად ორი ვაჟი, ორივე მოკლეს ადათის გამო. საყრდენი მხარიც მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან, ქმარი მოულოდნელად, გაურკვეველი მიზეზით გარდაეცვალა და დარჩა მცირეწლოვანი დედაჩემით ხელში დარჩა უიმედოდ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი აღარ ყავდა, მაინც არ დაბრუნებულა დედისეულ სახლში. ქვრივის სამოსით შეიმოსა და ქმრის სახლში გააგრძელა ცხოვრება. მტკიცე გახდა და დედაჩემს კბილებით იცავდა, მაგრამ მამაჩემმა მაინც გამოსტაცა ხელიდან. დღემდე ნანობს, რომ უკეთესაც ვერ დაიცვა ქალიშვილი, უსიყვარულოდ გაათხოვა და ათი წლით უფროს, უცხო მამაკაცს ჩაუგდო ხელში.
ბებიას სახლს მივუახლოვდებოდი თუ არა, ეზოდან ყეფით გამოვარდებოდა ხოლმე თეთრი ფინია. მოვიდოდა, დამყნოსავდა, კარგად დამათვალიერებდა და ცნობისთანავე ფეხებთან მიცუცქდებოდა, მომეფერეო. ახლა არც ის ვიცი ჩემი საყვარელი დიდედა და თეთრი ფინია ცოცხლები იყვნენ თუ არა.
ახლაც, როგორც ყოველთვის ფინია ყეფით გამომეგება კარში, კრუგები დამარტყა და პატრონისკენ გაიქცა კარგი ამბის სახარებლად. ყეფის ხმაზე, ფართუკზე ხელების წმენდით მოხუცი, სახე დანაოჭებული, სათნო გამოხედვით გამოვიდა და ჩემს დანახვაზე ხელები გამომიშვირა.გავიქეცი და ჩავეხუტე. სითბოს და ჰალვას სუნი ერთდროულად ვიგრძენი. ჰალვა ძალიან მიყვარდა...
- მოხვედი ბებია? სიზმარში გნახე ბებია, არ მომეწონა რაც ვნახე. გულმა მიგრძნო, რომ მოდიოდი და ჰალვა გაგიკეთე. შემოდი ჩაი დავლიოთ, თან მომიყევი რა ხდება თქვენსკენ ახალი და კარგი.
- ახალი ამბავი მაქვს ბებია, მაგრამ არც ისე კარგია ჩემთვის. მეც ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე და ვიფიქრე, მიმკითხავებდი და ამიხსნიდი სიზმარს.
- მოდი ბებია, მოდი. რა ნახე ამისთანა თვალები რომ აგიცრემლიანდა, ან რა ახალი, სამწუხარო ამბავი გაქვს ბებია მოსაყოლი. ნუ მაშინებ შვილო.
- შენგან სიმართლის გასაგებად მოვედი ბებია, მაგრამ მინდა ჯერ შენი სიზმარი მომიყვე, მაინტერესებს როგორ მნახე?!
- არ იყო კარგი სიზმარი ბებია,- დაიწყო მოყოლა და თან ქვიშაზე ყავის მოდუღებას მოჰყვა,- ძალიან ბნელოდა ბებია, უკუნეთი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. არც ვარსკვლავები იყო და არც მთვარე ოდნავ რომ გაენათებინა იქაურობა. მეგონა მიწაში ვდევვარ უკვე და ცოცხლად მმარხავენ მეთქი, მაგრამ უცბათ განათდა და შენ გამოჩნდი ბებია. სულ შავები გემოსა ბებია და დედიშობილა ბიჭუნა გეჭირა ხელში. ბავშვი ტიროდა ბებია, და ბავშვთან ერთად შენც ტიროდი, მავედრებელი თვალებით მიყურებდი და თითქოს შველას მთხოვდი, მაგრამ ვერ გშველოდი. თითქოს რაღაც მაკავებდა ბებია ადგილზე, გეძახდი და მოსვლას გთხოვდი, მაგრამ შენ ჩადრით დაიფარე პირისახე და უკან შებრუნდი წასასვლელად. მერე ისევ დაბნელდა ყველაფერი და მეც გამომეღვიძა ბებია. გული რამის საგულედან გამექცა შვილო, ხელით მეჭირა რომ არ გაფრენილიყო. არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს შვილო, მაგრამ კარგს რომ არაფერს ნიშნავს ეგ ზუსტად ვიცი.
- ეგ არ ვიცი დიდედა, მე სხვა რამ უფრო მაწუხებს ვიდრე სიზმრებია.
- რა გაწუხებს შვილო მომიყევი, ხომ იცი შენი ბებია შენი მესაიდუმლეა.
- ვიცი ბებო, ვიცი. ხოდა ამიტომაც მიყვარხარ ასე ძალიან და ამიტომაც გიყვები შენ ყველაფერს.
- შენ შემოგევლოს ჩემი თავი შვილო,- გულში ჩამიკრა და თავზე ფერება დამიწყო,- მომიყევი ბებო რა გაწუხებს.
- მამაჩემი გათხოვებას მიპირებს,- ამოვისლუკუნე.
- რაო?,- თავი ამიწია და თვალებში ჩამხედა. ჩემს თვალებში ალბათ მხოლოდ ტკივილი დაინახა, წარბები შეკრა და მამაჩემის ლანძღვას მოჰყვა,- ეგ ხომ არ გაგიჟებულა ერთი? შვილი ხომ მომტაცა, ახლა კიდევ არ ისვენებს და შვილიშვილი უნდა გამიუბედუროს?
- გათხოვება არ მინდა.
- შენ დამშვიდდი ჩემო გოგო, ვერავინ გაგათხოვებს ძალით. სასიძოდ ვინ შეგირჩიეს?
- არ ვიცი, მაგრამ გუშინ ყური მოვკარი ჩემი მშობლების ლაპარაკს, მამამ თქვა დაველაპარაკე და თანახმანი არიან, ორ კვირაში გვესტუმრებიან და ნიშნობას გავმართავთო. მიშველე ბებია რამე, გთხოოვ.
- დაწყნარდი ბებია, ნუ ტირი, ეს საქმე მე მომანდე. ახლა კი ჰალვა მიირთვი და ყავა დალიე, მერე გიმკითხავებ,- ბებიაჩემის მკითხაობის უნარზე ლეგენდები დადიოდა. საიდან აღარ მოდიოდნენ მასთან ბედის გასაგებად, ფულსაც ამით შოულობდა. მამაჩემი გვეუბნებოდა ხოლმე მე და აჰმედს, ბებიაშენი შაითანიაო. არ მოსწონდა მასთან სტუმრად რომ მივდიოდი ხოლმე, მაგრამ დედაჩემის გამო თავს იკავებდა, ისე კი მისი თანდასწრებით ცუდს ვერაფერს ამბობდა ბებიაზე.
მე და აჰმედი კვირეობით ვრჩებოდით ხოლმე მასთან, ჰალვას ვჭამდით და ეგვიპტური ვარდის ჩაის ვსვამდით. ბებია სხვადასვა ლეგენდებსა და ზღაპრებს გვიყვებოდა. შემოვუსხდებოდით ხოლმე კერას და ვუსმენდით მის მონათხრობებს ლეგენდარულ გმირებსა და სხვა ამბებზე.
ერთხელ მახსოვს ისეთი ამბავი მოგვიყვა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ვიძინებდით მე და ჩემი ძმა. მაშინ მე შვიდის, ხოლო აჰმედი ათი წლის იყო და როგორც ყოველთვის ბებიას ვევედრებოდით რამე მოეთხრო ჩვენთვის. იმდენი ვეხვეწეთ ბოლოს დაგვთანხმდა, კერას შემოგვსხა, წინდის ჩხირები და ძაფი აიღო და დაღლილი თვალები შემოგვანათა, იქნებ გადაიფიქრონო, მაგრამ ჩვენმა შემხედვარემ გადაიფიქრა რამის თქმა.
ერთი- ორჯერ ჩაახველა, თითქოს ხმას ამოწმებსო და დაიწყო. ამბავი მკვდართა წიგნს შეეხებოდა, ძველი ეგვიპტელების წარმოდგენას საიქიოს ცხოვრებაზე. დღემდე ჟრუანტელი მივლის ამ ამბავს რომ ვიხსენებ.
არაბულ ენაზე ამ წიგნს ჰქვია ,, კითაბ ალმაუთაა“ და ითარგმნება, როგორც ,, დღის შუქზე გამოსულთა წიგნი“. მისი შელოცვები საშუალებას აძლევენ გარდაცვლილის ,, ბა“ - ს ანუ სამშვინველს, მიიღოს სხვადასხვა ფორმა და იმოგზაუროს სამარხიდან გარეთ და შიგნით.ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი შედგებოდა ცხრა ნაწილისგან: სხეული ( ხეტ), ადამიანის ორეული ( კა), სამშვინელი ( ბა), ჩრდილი ( ხაი ბიტ), სული ( ახ), გული ( იბ), სულიერი ენერგია ( სეხემ), სახელი ( რენ), სულიერი სხეული ( სახ). ამათგან ორი, სამშვინელი ( ბა) და ადამიანის ორეული ( კა) ადამიანის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უბრუნდებოდა სააქაოს. ,, კა“ ბრუნდება და ცხოვრობს საკუთარი მუმიის გვერდით, საკუთარ სამარხში, ხოლო ,, ბა“ პოულობს სხეულს, შედის მასში და განაგრძობს არსებობას. სწორად ამან გამოიწვია ჩემი და ჩემი ძმის შიშები, გვეგონა, რომ თუ გარეთ გვიან გავიდოდით სულჩასახლებული მუმიები თავს დაგვესხმებოდნენ და იმის გამო, რომ მათ შინაგანი ორგანოები არ ჰქონდათ ჩვენსას წაიღებდნენ. ეს ბავშვური შიში იყო, მაგრამ დღემდე მზარავს ამ ამბის გახსენება. შებინდებულზე გარეთ გასვლა თუ მიწევს, ყოველი შემთხვევისთვის, პატარა დანა მუდამ მიმაქვს. მაგრამ მხოლოდ მუმიების შიში როდი მაქვს?!- მამაჩემის დღემდე მეშინია, არავინ იცის როდის მიპოვის და სიცოცხლეს გამომასალმებს. ალბათ დღემდე ნანობს ალაჰს ჩემი გადარჩენა რომ შესთხოვა.
ბებიის მონაყოლიდან კიდევ ის მახსოვს, რომ მკვდართა წიგნი პაპირუსის დიდ ფოთოლზეა დაწერილი. აქ შედის ორასამდე თავი და თითოეული მათგანი წარმოადგენს მრავალ ფორმულად, ლოცვასა და შელოცვას იმ დაბრკოლებების გადასალახად, რაც კი შეიძლებოდა მიცვალებულს შეხვედროდა საიქიოს გზაზე მიმავალს. მიცვალებული წარდგებოდა ოსის წინაშე განსასჯელად, გამართლების შემდეგ კი იქვე მყოფ ანუბისს ანუბისს მისი სული გადაჰყავდა იაილუს ( ეგვ. სამოთხე) მინდვრებზე.
სამწუხაროდ მეტი არ მახსოვს ,, მკვდართა წიგნზე“, მაგრამ რაც მახსოვს ესეც კი საკმარისია ტანში ჟრუანტელის დასავლელად და ძველი შიშების გასაღვიძებლად. ალბათ ჩემს ძმას უკეთესად ემახსოვრება ეს ამბავი, ჩემზე დიდი იყო და გაცილებით უკეთესი მეხსიერება ჰქონდა. ნეტავ ახლა როგორ არის ან რას აკეთებს? ან ჩემი პატარა და ძმა, რომელიც უკვე აღარ იქნებოდნენ პატარები, როგორ არიან?! ნეტავ თუ ვახსოვარ ისევ, ან კიდევ გრძნობენ თუ არა ჩემს მიმართ სიყვარულს?! ვემახსოვრები კი და ვეყვარები კიდეც, თუ მამაჩემმა არ ჩაუნერგა ჩემდამი სიძულვილი. ასეც რომ იყოს მე მათ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი გამიქრობს.
ჩემეულ ფიქრებში ვიყავი გართული მხარზე ხელიშ შეხება რომ ვიგრძენი. შევკრთი, ჰალვიანი თეფში ხელიდან გამივარდა და ქვის იატაკზე ზრიალით გაგორდა.
- მე ავალაგებ,- წამოვხტი და თეფშს ვეცი მაგრამ ბებიამ გამაშვებინა და დაყრილი ჰალვის აღებას მოყვა,- ბებია მე მივხედავდი.
- არ გინდა შვილო, ვხედავ არ ხარ კარგად. რამ ჩაგააფიქრა ასე შვილო, ისევ ქორწილზე ფიქრობ?
- ვცდილობ არ ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის, გული მწყდება, რომ ამდენი ხნის მერე ჩვენს სოფელში ისევ ადათები მოქმედებს. ჩვენს გარშემო ბევრი განვითარებული ქვეყანაა, სადაც ადათები აღარ მოქმედებს, ქალებს შეუძლიათ მამაკაცებს თავისუფლად შეხვდნენ და იქორწინონ იმაზე ვინც უყვართ, ჩვენ კი ისევ იმ დაუწერელ კანონებს მივსდევთ. ნუთუ ალაჰი იმას გვეუბნება, რომ საკუთარი ქალიშვილი მსხვერპლად შევწიროთ და ჯალათი მივუჩინოთ? ყურან გვეუბნება, რომ ,, დააქორწინეთ თქვენგან ის, ვინც დასაქორწინებელია, თუ ღარიბნი არიან, ალლაჰი გაამდიდრებს მათ თავისი მადლით. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა ( სურა ნური აითი 32)! “, და არა მოიშორეთ თქვენი ქალიშვილები სახლიდან როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, მიუგდეთ ცხოველს საძიძგნად და ყურადღება არ მიაქციოთო.
- ამ ქვეყნების შესახებ შენ საიდან იცი შვილო...
- აჰმედის წიგნში წავიკითხე, არ ვიცი რაღაც გეოგრაფიის წიგნი იყო მგონი.
- ეს აკრძალული წიგნებია შვილო.
- ვიცი ბებია, ვიცი მაგრამ ვერ ვხვდები რატომ? ნუთუ ქალს განათლება არ სჭირდება? მხოლოდ ბავშვებისა და ქმრის მოვლაა ქალისთვის დასაშვები? ეს გვაქვს მოსჯილი ალაჰისგან?
- ალაჰი არ გვსჯის შვილო, პირიქით მოწყალეა ჩვენს მიმართ.
- მე სხვანაირად მგონია ბებია...
- კარგი გვეყო, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. შენ ის მითხარი რა სიზმარი ნახე ასე აფორიაქებული რომ მოხვედი ჩემთან? ლამის დამავიწყდა, ისე წახვიდოდი ვერაფერს მომიყვებოდი.
- ბებია ჯერ ის მითხარი მამაჩემსა და მის ძმადნაფიცს შორის რა მოხდა?,- მოხუცი გაშრა, ადგილზე გაშეშდა, არ ელოდა ჩემგან ამ კითხვას. ცოტახნით ასე იდგა და მიყურებდა, მერე მომიჯდა და მუხლზე ხელი დამადო.
- ეს დიდი საიდუმლოა შვილო, არ არის საჭირო იცოდე... ან რატომ დაგაინტერესდა ეს ამბავი ამდენი ხნის შემდეგ?
- ჩემი შორეული ნათესავი გავიცანი.
- ვინ ნათესავი?- შიში გაუკრთა ხმაში.
- ის ნათესავი ვის არსებობასაც ამდენი ხნის განმავლობაში მიმალავდით, მეჰმეთის ძმის შვილი, ბიძია აზათის მკვლელის შვილი,- სახე გაუფითრდა, სურადან წყალი ხელის კანკალით გადმოასხა ჭიქაში და ხელის კანკალითვე ძლივს მიიტანა წყლით სავსე ვერცხლის ჭიქა პირამდე.
- ეგ საიდან იცი?,- ძლივს ამოთქვა გატეხილი ხმით.
- დედამ მითხრა.
- შენი კითხვა მის გაცნობას ეხება?
- კი. იუსუფი ორი დღის წინ მთვარის დღესასწაულზე გავიცანი შემთხვევით. სიბნელეში დავეცი და წამომაყენა. თურმე მთელი ოჯახი უბრალოდ აყრილა და სხვაგან გადასულა საცხოვრებლად,- წამომცდა უცბად. ბებიამ ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ შეცდომა გამოვასწორე, შემეშინდა, რომ მის ოჯახს იპოვიდნენ და სულმთლად ამოწყვეტდნენ,- მითხრა მაგრამ აღარ მახსოვს.ბებია ის ისე თბილად მელაპარაკებოდა...
- არ მითხრა რომ...
- არ ვიცი ბებია. ბებია ამას იმიტომ გეუბნები რომ გენდობი და ჩემი მესაიდუმლე ხარ. გთხოვ არ გამთქვა და არც მეჩხუბო,- უარის ნიშნად თავი გააქნია. თხრობა განვაგრძე,- მე და იუსუფმა ცოტა ვილაპარაკეთ და თითქოს სულაც არ ჰგავდა მკვლელის შვილს. რომ გაიგო იძულებით მათხოვებდნენ, თავისთან წასვლა შემომთავაზა, გულწფელობა ჩანდა მის თვალებში, არანაირი ეჭვი არ გამჩენია მის მიმართ და ეს შემოთავაზებაც გულწრფელად მომეჩვენა. თითქოს მოულოდნელი გრძნობები გაუჩნდა ჩემს მიმართ. მთვარემ ჩვენს თავზე გამოიხედა, ეს ნიშანია არა ბებია?,- ვკითხე და თვალებში შევხედე, მაგრამ თქმა არ დავაცადე ისე განვაგრძე,- საღამოს ჩემი მშობლების ლაპარაკი მოვისმინე, მამა დედას ეუბნებოდა, რომ დღემდე ეშინია იმ შურისძიების რასაც შეიძლება იუსუფის ოჯახი გეგმავდეს,- მოკლედ ვუთხარი ყველაფერი და მოსასმენად გავემზადე. იჯდა და არაფერს უყურებდა.





თავი 4 ( სიზმრად ნანახი სიმართლე)


ბებიას მონაყოლი სიზმარში ჩამყვა...
თითქოს მეც იმ მოვლენის მონაწილე ვიყავი...
თვალნათლივ ვხედავდი ყველაფერს...
ორი შავი ცხენი, ქვიშაში ფლოქვებჩამალული იდგა და მომავალთ ელოდებოდა...
ცხენებზე შავ საბურველში გახვეული მამაკაცები ისხდნენ და ქარის მიერ მოტანილ ხმაურს ყურს უგდებდნენ. მალე ჰორიზონტზე ორი შავი წერტილი გამოჩნდა, რომელიც ნელ- ნელა ფართოვდებოდა და ფიგურებს ემსგავსებოდა.
მომლოდინეებს გაუსწორდნენ და ცხენები შეაჩერეს. ოთხივეს თვალები მრისხანებით უელავდათ. ჩადრის მოშორებისთანავე მამაჩემის სახე გავარჩიე, მის გვერდით მდგარი თითქოს ბიძია აზათს მივამსგავსე, მაგრამ დანარჩენი ორი ვერაფრით გავიხსენე ვინ იყო.
მამამ მარჯვენა ხელი ხანჯლის თავს დაადო და საუბარი წამოიწყო:
- ქალი სად არის! აკი შევთანხმდით, რომ ქალს მოიყვანდი?!
- რომელი ქალი, ჩემი ცოლი რომ არის?,- ჰკითხა ერთ- ერთმა მოსულმა.
- ის ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო,- განრისხდა ბიძია აზათი,- შენ მომტაცე მისი თავი.
- რეიჰანი ჩემი დანიშნული იყო ბავშვობიდანვე, არ მოგცემდი იმის უფლებას, რომ ჩემგან წაგეყვანა.
- მეჰმედ, ძმაო,- მიმართა მამამ მარცხნივ მდგომს,-ჩვენი არ ესმის შენს ძმა და იქნებ შენ გააგებინო, რომ ჩემი ძმა და ქალბატონი რეიჰანი დანიშნულები იყვნენ.
- ძმაო, ალი,- დაიწყო მეჰმედმა,- ეს ადათია, დაუწერელი კანონი, ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს, რომ ადათის დარღვევა არ შეიძლება. ჩემი ძმა და ჩემი რძალი ბავშვობიდანვე დანიშნეს ჩვენმა მშობლებმა, წითელი ლენტებითაც კი გადააბეს მათი სამაჯურები, როგორც დანიშნულების წესია. მე არ მაქვს უფლება ეს წესი დავარღვიო, ალაჰის რიდი და შიში მაქვს. შენი ძმისა და ჩემი რძლის ნიშნობას რაც შეეხება ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, ეს ყველაზე დიდი ტყუილი იყო რაც კი მინახავს. იძულებით ქორწინების მომხრე არ ვარ ძმაო, აზათ,- მიუბრუნდა ბიძიას,- შენ კი იძულებით და მოტყუებით იტყუებდი ჩემს რძალს შენთან. იმის გამო, რომ მისი მშობლები მდიდრები არ არიან ადვილად მოისყიდე, ფული გადაუხადე, რომ მათი ქალიშვილი მოეთხოვებინათ შენთვის. განა რა დაგიშავა ამ გოგომ ასეთი? არ იცოდი, რომ მას ჩემი ძმა უყვარდა და მის ჩამოსვლას ელოდებოდა კაიროდან? ნუთუ არ იცოდი, რომ ჩემს ოჯახს სამზადისი ჰქონდა უკვე დაწყებული ქორწილისთვის და ჩემს ძმას ელოდებოდნენ? ალი,- მიუბრუნდა მამას,- შენმა ძმამ დიდი შეცდომა დაუშვა და კიდევ მე მთხოვ, რომ თქვენს გვერდით დავდგე?
- ასე არ იყო,- დაიწყო ბიძიამ, მაგრამ იუსუფის მამამ, სულეიმანმა, სიტყვა გააგდებინა პირიდან და ბოხი, განრისხებული ხმით განაგრძო ძმის დაწყებული.
- შენ არ იყავი რომ მემუქრებოდი? ნუთუ შენს ძმასთან ამის აღიარების გეშინია?
- მე არაფრის არ მეშინია,- მხრებში გასწორდა აზათი და მამაჩემს შიშნარევი თვალებით გახედა.
- შენ ჩემი დის მოტაცებაც გქონდა დაგეგმილი შენი ვაჟისთვის, ხომ არ დაგავიწყდა?,- გაუხსენა უცბათ,- შენმა ძმამ იცის, რომ ჩემს დას იტაცებდი?
- რას ამბობ ძმაო, სულეიმან,- განრისხდა მამა,- როგორ ბედავ ასეთი რამის დაბრალებას? ალაჰის არ გწამს? მისი არ გეშინია? რატო მოიტაცებდა ძმა აზათი შენს თორმეტი წლის დას?
- თუ არ გჯერა ძმაო ალი, შენს ძმას ჰკითხე, თან ალაჰი და მუჰამადი დააფიცე იქნებ ღმერთისა და მოციქულის შერცხვეს და სიმართლე აღიაროს. ახლა კი ბოლო სიტყვას გეტყვით, ძმაო ალი, დიდ პატივს გცემ, ერთად ვართ გაზრდილები, ერთი ძუძუ გვიწოვია, ერთ ,, ტეჰლილუზე ( არაბ. იავნანა) ვიძინებდით, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ გაეკარება შენი ძმა ჩემს ოჯახს, ალაჰს ვფიცავ ცოცხალს არ გამოვუშვებ იქიდან. მე სულეიმანი არ ვიყო თუ ყელი არ გამოვღადრო და ძაღლებს არ მივუგდო საჯიჯგნად. მე მითქვამს და მერე არ მითხრათ არ გაგიფრთხილებივართო. ომი არ მინდა ძმაო ალი, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ დამიტოვეთ ისეთ ომს მოგიწყობთ, სიკვდილის შემდეგაც არ დაგავიწყდებათ,- მეჰმედმა და იუსუფის მამამ ცხენები უკან შეაბრუნეს და ისევე უცბათ გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ...


......

კადრი შეიცვალა და ჭრაქით განათებულ, პატარა ოთახში ამოვყავი თავი. კედელთან დიდი ტახტი იდგა, მოქარგული ფარდაგით, მის თავზე კი ირმებ ამოქარგული ხალიჩა აეკრათ. მეორე კედელთან შეშის ღუმელი და ორი ცალი პატარა სკამი იდგა, ოთახის შუაგულში კი მაგიდა თავისი სკამებით. ეს, ერთი შეხედვით პატარა და უავეჯო ოთახი, მყუდროებას გამოხატავდა, სიზმარშიც კი გამიჩნდა სურვილი იქ ცხოვრებისა. გვერდითა ოთახიდან ქალის წკრიალა ხმა და ახალი, არომატული კარკადეს ჩაის სურნელი გამოდიოდა. არ ვიცი მე იქ რას ვაკეთებდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს იყო ის სამყარო, რომელზეც ასე გულმოდგინედ ვოცნებობდი.
გვერდითა ოთახიდან, საიდანაც ჩაის სურნელი გამოდიოდა, ქალი გამოვიდა და ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდაზე ამოღრმავებული თიხის თეფშები დაალაგა. ქალი ისევ ღიღინებდა, რაღაც საოცარი ბგერები ამოდიოდა მისი პირიდან, თითქოს საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი:
,, დღეს ცვლის ღამე, ღამეს- დღე,
ბნელეთს დღის სხივი ნათელი
ზაფხულს ზამთარი და ზამთარს
გაზაფხულისა დამცველი“( აკაკი წერეთლი)
მეტის მღერა ვეღარ მოასწრო, ჩემს უკან ხის შელეწვის ხმა გაისმა და ქალიც აქეთ შემობრუნდა, მეც შევტრიალდი და ბიძია აზათი დავინახე, რამის თვალები გადმომიცვივდა ბუდეებიდან. სიმთვრალისგან სახე ალეწვოდა, ხელშიც მათარა ეჭირა ალბათ სასმლით სავსე, ქალს ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს ნადირის წინ მსხვერპლი მდგარიყოს. ქალმა ყვირილი დაიწყო და თავის ქმარს სულეიმანს დაუძახა, მაგრამ მეორე ოთახიდან არავინ გამოსულა. ბიძია აზათმა მთელი ძალით მიხურა კარი და ქალისკენ დაიწყო სვლა, მაგრამ წაბორძიკდა და მაგიდა ამოატრიალა. ქალი მეორე ოთახში გაიქცა და კარი მოხურა, ვერაფერს ვხედავდი რაც შიგნით ხდებოდა, სამაგიეროდ კარგად დავინახე რაც მოხდა გარეთ.
იუსუფის მამამ, სულეიმანმა შემოსასვლელი კარი წიხლით შემოლეწა, გალეშილ ბიძია აზათს ქეჩოში წვდა, გარეთ გაათრია და ღორივით დააკლა ძაღლების ბუნაგზე. ამის დანახვაზე ძაღლები, თითქოს სისხლმოწყურებულები იყვნენო, ეცნენ მკვდარი ბიძაჩემის გვამს და ყველა კიდური სათითაოდ წააცალეს. ლამის სიზმარშივე გული ამერია.



...

კადრი ისევ შეიცვალა და ახლა ჩემს სახლში ამოვყავი თავი...
მამა ბოლთას სცემდა, დედაჩემი და ძია აზათის დედა სახეს იხოკავდნენ და სწყევლიდნენ იუსუფის მამას...
მამა ისევ ბოლთას სცემდა, თითქოს რაღაცას ელოდებოდაო...
ოთახში უცხო მამაკაცი შემოვიდა...
ქალებმა ჩადრი აიფარეს სახეზე და სამზარეულოშიგავიდნენ...
მამა და ის უცხო კაცი ჩუმად ლაპარაკობდნენ რაღაცაზე... ბოლოს მამამ ჩაილაპარაკა- ,, იმედია ალაჰი არ გვიწყენს ჩადენილს“, მერე იმ კაცმა დაამატა- ,,ალაჰი გვაპატიებს, მაგრამ სულეიმანის ოჯახი რამდენად გვაპატიებს მის მკვლელობას მუჰამადმა უწყისო“, - ,, ალაჰი იყოს ჩვენი შემწე“, - ,, ინშალაჰ“...



თავი 5 ( მოულოდნელი წერილი)

შეშინებულმა გავიღვიძე და თვალი ოთახს მოვავლე, ისევ ბებიას სახლში ვიყავი. სხეული სულმთლად დამბუჟებოდა, ვერ ვინძრეოდი, ვერცერთ კიდურს ვერ ვგრძნობდი. ყოველი ჩემი მცდელობა, წამოვმდგარიყავი, აუტანელ ტკივილს მაყენებდა, თითქოს ისევ სიზმარში ვიყავი ჩარჩენილი. დროს მივენდე და მეტი აღარ გავნძრეულვარ. ნელ- ნელა ძალა მიბრუნდებოდა, ბურუსს თავს ვაღწევდი, ქუთუთოებიც აღარ მქონდა დამძიმებული, მოძრაობა შემეძლო.
გარედან ნაცნობი ხმა მომესმა. სასიამოვნო, ტემბრის მქონე მამაკაცი საუბრობდა. თავიდან სიტყვებს ვერ ვარჩევდი ნორმალურად ძილბურანის გამო, მაგრამ ჩემი სახელის გაგებამ სულთლად გამომაფხიზლა. ეს აჰმედის ხმა იყო, რომელიც ბებიას დაბალ ხმაზე ელაპარაკებოდა. თითქოს დამწუხრებული ჩანდა, ყელში ბურთგაჩხერილი ძლივს გამოთქვამდა სინანულის სიტყვებს.
- ამ გოგოს რატომ ტანჯავთ შვილო?,- მიმართა ბებიამ. დანახვისგარეშე ვიცოდი, რომ ახლა აჰმედის ხელი ეჭირა, მასთან საუბრის დროს ყოველთვის ასე იქცეოდა,- რა დაგიშავათ ასეთი, რომ სახლიდან აგდებთ? მამაშენს ალაჰის არ სწამს? არ ეშინია, რომ ასეთი საქციელისთვის ალაჰი დასჯის? ის არ ეყო რომ დედათქვენის თავი წამგლიჯა ხელიდან? ახლა რა უნდა შვილიშვილიც გამიუბედუროს?
- დედაჩემი ბედნიერია ბებია,- შეეპასუხა აჰმედი,- ის ბედს არ უჩივის. მამა უყვარს, შვილები ყავს და ბედნიერია.
- ეს ახლა, მაგრამ რომ წაიყვანა იცი როგორ იყო? რომ სცადა ერთხელ მოყოლილი ააქვს?
- რაო?, რას ამბობ ბებია?- შეშფოთებული ხმა ამოუშვა აჰმედმა. მეც გავოცდი ამის გამგონე, არასდროს უთქვამს არც დედას და არც დიდედას ამის შესახებ ჩვენთვის,- ეს დედას ჩვენთვის არასდროს უთქვამს.
- და რას გეტყოდათ, შვილებო მამაშენს რომ გავყევი არ მიყვარდა და ვცადეო? მის ადგილას რომ ყოფილიყავი შენს შვილებს მოუყვებოდი თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ?
- არც შენ გიხსენებია არასოდეს.
- და მე რაღა უნდა მეთქვა? დედათქვენმა სცადა თქო? ამას როგორ გეტყოდით შვილო? კარგი დაივიწყე ეს ამბავი და აიდაზე ვილაპარაკოთ.
- ბებია აიდას ასე გათხოვება არც მე მინდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.
- ვითომ რატო?,- განრისხდა ბებია.
- მამაჩემის ძმადნაფიცი მეჰმედი რომ არის ხომ გახსოვს? მისმა ძმის შვილმა, იუსუფმა სთხოვა ჩემი დის ხელი,- რაო? იუსუფმა მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა? ეს როგორ, როდის, მე რატომ არაფერი ვიცი?! ნუთუ იუსუფს ჩემი თავი შურისძიებისთვის სჭირდება? არა ასე ვერ მომექცევა, არ შეუძლია. ცრემლებმა დაასველეს თეთრი მუთაქა, მწარე ცრემლით ვტიროდი. ნუთუ მანაც მომატყუა, ნუთუ ყველაფერი რაც მაშინ ვიგრძენი მის ტყუილზე იყო ნაშენი. საწოლზე ძლივს წამოვჯექი და ფეხშიშველი კარისკენ წავედი, მაგრამ აჰმედის სიტყვებმა ზღურბლთან გამაშეშა,- იუსუფის მამამ მოკლა ბიძია აზათი. ამის საპასუხოდ მამამ სულეიმანი მოაკვლევინა. თავს იდებს მამა, ამბობს არაფრის მეშინიაო, მაგრამ დღემდე აუარებელი შიში აქვს მისი ძმადნაფიცის. ჰგონია, რომ მე მეჰმედი ჯერ კიდევ შურისძიებას გეგმავს საკუთარი ძმის მკვლელობისთვის. მამას აიდა ძალიან უყვარს, მეც ძალიან მიყვარს, ამიტომ გვეშინია, რომ ჩემი და ჩვენივე მტრის ხელში ჩავარდება და სიცოცხლეს სიკვდილით დაასრულებს.
- გასაგებია, ახლა მესმის თქვენი. მეგონა მამაშენი გაგიჟდა ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო. სასიძოდ ვინ გყავთ არჩეული?
- მამაჩემის დის, სულტანის, ვაჟი. ჩემი მეგობარია, კარგი ბიჭია, მამას მე შევთავაზე სასიძოდ, აიდას არაფერს მოაკლებს.
- ისინი თანახმანი არიან?
- კიი და ორ კვირაში ნიშნობას გავმართავთ,- ჩემს მამიდაშვილზე მათხოვებენ, ჩემს მეგობარზე უნდა დავექორწინე მამაჩემს. ფირათთან ისეთივე კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორიც ჩემს ძმასთან. ძმად მივიჩნევ, ჩემი სისხლი და ხორცია, და ახლა ჩემი ოჯახი მაიძულებს ჩემს ძმასთან გავიყო სარეცელი.
ჩვენთან ქორწინება ჩვეულებრივ ინიშნება კონტრაქტით მინიმალური ხაზით. ყურანი კრძალავს ქორწინებას ოჯახის წევრებს შორის, მაგრამ არ კრძალავს ბიძაშვილ- მამიდაშვილებს, ან ბიძაშვილებს შორის ქორწინებას. არამხოლოდ ეს ტრადიცია ითვლება მისაღებად, არამედ მამაკაც ბიძაშვილს ან მაიდაშვილს ( მამის ძმის ან დის შვილს) აქვს უფლება თავად გამოთქვას სურვილი, რომ მას სურს, იქორწინოს თავის ბიძაშვილზე.
ისევ ეს გულის ამრევი ტრადიცია, ისევ ეს დაუწერელი ადათი, რომელიც ნათესავებს აქორწინებს ერთმანეთთან. მე ოჯახი უნდა შევქმნა ჩემს მამიდაშვილთან და ოჯახს შევძინო შთამომავლობა, შთამომავლობა, რომელიც არასოდეს მეყვარება.
დუმილი ჩამოწვა, ველოდებოდი, რომ რომელიმე მაინც გააგრძელებდასაუბარს, მაგრამ არც ერთს ამოუღია ხმა და არც მეორეს. ეს დუმილი საჩემოდ გამოვიყენე და ისე თითქოს ახალი გაღვიძებული ვიყავი, თვალების ფშვნეტით გავედი მათთან.
- ძმაო, როდის მოხვედი?,- გვერდით ჩამოვუჯექი და მხარზე თავი დავადე.
- ცოტახნის წინ. შენ ახლა გაიღვიძე,- ჯერ კიდევ შიში ჰქონდა ხმაში ჩამდგარი, ეჭვობდა, რომ ყველაფერი გავიგონე.
- კიი და ბებია რომ ოთახში არ დამხვდა გარეთ გამოვედი. ჩემს წასაყვანად მოხვედი?
- კიი, წავიდეთ?
- წავიდეთ,- ფეხზე ჩავიცვი, ბებიას გადავეხვიე, შევპირდი რომ კიდევ ვესტუმრებოდი და აჰმედს შემოვუჯექი ცხენზე.
ისევ ჩავეფელი ჭაობიან ფიქრებში. ისევ მოსმენილზე ვფიქრობდი, ვერც კი გავიგე ტყესთან ჩამომავალ ნაკადულთან როდის გავჩერდით. აჰმედი ცხენიდან ჩამხტარიყო და ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდა. რომ არ გავინძერი ხელი ხელზე მომკიდა და შემანჯღრია. შიშისგან შევხტი და რამის ცხენიდან გადავვარდი.
- რა გჭირს, ნუთუ ჯერ კიდევ გძინავს?,- გამეხუმრა აჰმედი.
- მემგონი კი,- გავუღიმე და ცხენიდან ჩავედი. აჰმედმა ხეზე მიაბა და მე მომიბრუნდა.
- ცოტახანი აქ დამელოდე, მალე დავბრუნდები,- თავი დავუქნიე და დიდ ლოდზე ჩმოვჯექი.
ზუსტად ვიცოდი სადაც მიდიოდა. ტყის უკან ერთი მიტოვებული შენობა იყო, შეყვარებულ წყვილს როცა განმარტოება მოუნდებოდათ იქ მიდიოდნენ. მე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მონაყოლიდან ვიცი არც ისეთი პატიოსანი ადგილი ყოფილა. ხოდა ახლა ზუსტად მანდ მიდიოდა ჩემი ძმა თავისი გულისწორის სანახავად. არ ვიცი იქ რას აკეთებდნენ, და იყო თუ არა ის გოგო პატიოსანი, მაგრამ ჩემი ძმის იმედი მქონდა, რომ გოგოს არ შეაცდენდა.
ლოდზე ვიჯექი, მუხლებზე იდაყვებ დაყრდნობილი და წყლის დინებას თვალს ვადევნებდი. ჩემს სმენას არსაიდან ფეხის ხმა მოსწვდა. მეგონა აჰმედი დაბრუნდა თქო, მაგრამ რომ გავიხედე, პატარა ბიჭი შემრჩა ხელებში. მოდიოდა და მიღიმოდა. დიდი ყავისფერი თვალებით მიმზერდა. რომ მომიახლოვდა, ისევ მთელი არსებით გამიღიმა, ხელში რაღაც ჩამიდო, ლოყაზე მაკოცა და უკან მოუხედავად გაიქცა. ვერც კი მოვასწარი რამის კითხვა ისე მალე მიეფარა თვალს. მუჭი გავშალე და პატარა, თეთრი ქაღალდი დავინახე, წერილი იყო, ვისგან არ ვიცი. გავშალე და არაბული სიტყვები ამოვიკითხე:
,, لااعتقدانيانسى. انااتذكرك.
اليومأنتجميلةمثلماأنتعلىالقمر.
تعالفيالوقتالمناسبوتلبيةلنا. لاتغضب.“
( არ გეგონოს, რომ დამავიწყდი. მახსოვხარ.დღესაც ისეთივე ლამაზი ხარ, როგორიც მთვარისდღესასწაულზე.მოვა დრო და შევხვდებით. არ მოიწყინო.)
იქაურობას თვალი მოვავლე, მაგრამ ვერავინ დავინახე, ფეხზე წამოვხტი და ტყიდან გზისკენ გავიქეცი. ისეთი ძლიერი სურვილი მქონდა მისი დანახვის, ერთი წამით მაინც რომ შემევლო მისთვის თვალი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ცუდი გავიგე მის ოჯახზე, მაინც მინდოდა მასთან ერთად აქედან წასვლა. მთელს გზას თვალი მოვავლე, მაგრამ ვერავინ დავინახე. თითქოს რაღაც ჩამწყდა, გული დამწყდა, რომ მისი ხილვა ვერ შევძელი. უკან გამობრუნებას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად ჩემს მარჯვნივ რაღაცამ გაიელვა, შებრუნებულს კი მხოლოდ ხეები შემრჩა. იმდენად დიდი მონატება მქონდა მისი, სიმწვანის დანახვაზე, მისი თვალები ამომიტივტივდა მეხსიერებაში.
ადგილს დავუბრუნდი, ლოდზე ჩამოვჯექი და მუჭში მოქცეული ფურცელი ფრთხილად გავშალე, რომ არ გამხეოდა - არ გეგონოს, რომ დამავიწყდი. მახსოვხარ- ამოვიკითხე ხელმეორედ და ჩემს ბაგეს ღიმილი მოსწყდა, თითქოს დიდი ხნის მონატრება ახლა ერთ პატარა მუჭში იყო მოქცეული.




თავი 6 ( რამადანი )


,, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია, მართალი ღმერთი, მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. უხილავი და აშკარაა, ყველაფერი იცის. ის მოწყალე და მწყალობელია, ის სამყაროს ბატონპატრონია. ის ნებისმიერი სახის ნაკლოვანებისგან შორსაა, უზენაესია. ყოველგვარი ნაკლოვანებისგან შორსაა, სამყაროში არსებულის ფორმის მომცემია. უსაფრთხოების მომცემია, სამყაროში არსებული ყველა არსების მფარველია. ყველა ძალის შემწეა, უძლიერესია. უდიდესთა უდიდესია. ყველაზე ლამაზი სახელები და თვისებები მას გააჩნია. ცასა და დედამიწაზე არსებული ყველა არსება მასზე ლოცულობს, მას ახსენებს. ოოი, ცისა და დედამიწის მსგავსის, არარსებულიდან გამჩენო . ოი დიადო და სარჩოს მომცემო ღმერთო, შენგან სამოთხეს ვითხოვ და ჯოჯოხეთში წამებისაგან შენ შეგებარები.
ღმერთო, უსარგებლო ცოდნისგან, უშიშარ გულისგან გაუმაძღარი სრულებისგან, მიუღებელი ვედრებისგან შენ შეგეფარები. ღმერთო, ჩადენილ და ჩაუდენელ საქციელის გამო შენ შეგეფარები. ღმერთო, ის რაც ვიცი და რაც არ ვიცი მათ ბოროტებისგან შენ შეგეფარები. ღმერთო, სიკეთეს დასრულებისგან, ბოძებული ჯანმრთელობის დასრულებისგან, სასჯელის მოულოდნელად მოსვლისგან და სასჯელის მიზეზებისგან შენ შეგეფარები. ამინ. “
( ამონარიდი რამადანის დღესასწაულის ლოცვებიდან)
რამადანის დღესასწაულს ავღნიშნავდით. რამადანი კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ერთი თვის განმავლობაში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მარხვისგან მხოლოდ მოხუცები, ორსულები, ავადმყოფები და მოგზაურობაში მყოფი ხალხი თავისუფლდება. ბავშვები მარხვასა და ლოცვას გარდატეხის ასაკიდან იწყებენ. ორი წელია რაც მარხვის შენახვას მაიძულებს დედა. ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი პირობას, მაგრამ ამ წელს რამადანის ბოლო დღეს დავარღვიე მარხვა, მაშინ ბებიასთან, რომ ვიყავი და ჰალვა ვჭამე. იმდენი რაღაც მოხდა ჩემს თავს სულ აღარ მახსოვდა, რომ რამადანი იყო.
ისლამური რწმენით, რამადანის თვე გამორჩეულია, რადგან ყურანის პირველი აიები სწორედ ამ თვეში გარდმოევლინა.მარხვა ადამიანს თავდაჭერილს, მომთმენს ხდის და აძლევს საშუალებას, უფრო ღრმად გაიაზროს ნივთიერად მძიმე მდგომარებაში მყოფი ადამიანების ბედი. როგორც ლოცვა, ასევე მარხვა არის კავშირი ღმერთსა და მორწმუნეს შორის, იგი ადამიანს ახსენებს იმ წყალობას, რასაც ხშირად ჩვენ ისე ვიღებთ, თითქოს გვეკუთვნოდეს, თუნდაც ეს იყოს ერთი ჭიქა ცივი წყალი ან ჭამა ჩვენი სურვილისამებრ.
მეჩეთიდან სახლში ვბრუნდებოდით. რამადანის მარხვა დასრულდა, ხუთჯერადი ლოცვები დასრულდა და ახლა, როგორც იქნა გემრიელად შევჭამ საჭმელს. არ ვამბობ, რომ მარხვა ცუდია, მაგრამ ჩემი ასაკის გოგონებისთვის ძალიან ძნელია, მითუმეტეს როცა სახლში ჰალვაა.
ისე მინდოდა მარტოს მევლო, მაგრამ დედაჩემი ერთი წამითაც არ მტოვებდა მარტოს, ალბათ იუსუფის გამოჩენისა ეშინოდა. იმ ადგილს მივუახლოვდით სადაც ბავშვობაში ხშირად მოვდიოდი ხოლმე და ჩუმად ვკითხულობდი აკრძალულ წიგნებს. ახლაც მომინდა ზევით ასვლა და აუჯილას ხევში გადახედვა. აუჯილა ჩემს სოფელს ერქვა და შესაბამისად ხევსაც აუჯილას სახელი ეწოდა. აქ ქარი მუდამ ქრის. როცა დროს მოვიხელთებდი და ამოვდიოდი, ხელებს ვშლიდი, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რომ ფრენა შემეძლო. წარმოსახვით ფრთებს ვშლიდი და მივფრინავდი აუჯილას თავზე. ახლა კი ფრთები შემიკვეცეს, მომაჭრეს და დაწვეს, წარმოსახვითი ფრენის უფლებაც წამართვეს.
დედას დავეწიე და მხარზე ჩამოვეკიდე, თხოვნა ნარევი თვალებით შევცქეროდი.
- დედა შეიძლება ცოტა გავისეირნო?
- სად უნდა გაისეირნო? არ გცხვენია?, ხალხი რას იტყვის, ეს გოგო არხეინად დადისო. არაპატიოსნად შეგრაცხავენ და მერე ვინღა წაგიყვანს ცოლად?- განრისხდა დედა.
- დედა მხოლოდ გასეირნება მინდა, ჰაერი მჭირდება უფრო ფართო მაშტაბით.
- აქ რა ცხვირზე ხელს გიჭერენ, რომ არ ისუნთქო?
- დედა გთხოოვ....,- ყელი გამოვუწიე მუდარით, მაგრამ ისეთი სახით მიყურებდა მაინც არაფერი გამომივიდოდა.
- გაუშვი წავიდეს,- ზურგიდან მომესმა მამის ხმა, შევხედე და მისი ღიმილი დავინახე, - ისედაც მალე წავა აქედან და მერე მოენატრება აქაური ადგილები.
- კი მაგრამ ბატონო ალი,- გაოცებით გახედა დედამ.
- გაუშვი წავიდეს, მე ჩემს შვილს ვენდობი,- თვალი ჩამიკრა მამამ და თავზე ხელი გადამისვა.
აღმართს მივუყვებოდი და თან მამაჩემზე ვფიქრობდი, მიკვირდა მისი ასეთი საქციელი. მაგიჟებდა ის ფიქრები, რომ მამას შესაძლოა რაღაც ჰქონოდა ჩაფიქრებული. მამა მიყვარდა, მაგრამ ახლა უკვე მისდამი ნდობა გათხელებულიყო, თითქოს თხელი მინა იყო და სადაცაა გატყდებოდა.
გამუდმებით უკან ვიხედებოდი, მეგონა, რომ ვიღაც მომყვებოდა. ფეხის ხმა მელანდებოდა, ამოქშენის ხმა მესმოდა. ცხოველი იყო, ადამიანი თუ ჩემი წარმოსახვა ვეღარ ვხვდებოდი.
შიში ჩამიდგა გულში, კანკალმა ამიტანა, ახლა ნათლად მესმოდა ფეხის ხმა, ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ ვიღაც მომყვებოდა. უკან მიხედვის შემეშინდა, ნაბიჯს ვუმატე და ხევის თავზე ავედი. აქედან ვერსად გავიქცეოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდებოდა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი. სხვის ხელში ჩავარდნას სიკვდილი მერჩივნა.
აუჯილას ხეობას თავზე მოვექეც, ვქოშინებდი იმდენად სწრაფად მივლია. ახლა გავბედე და უკან მივიხედე, მეგონა ის ვინც მომდევდა, ახლა ბოროტული ღიმილით ჩემს უკან იდგა. შევცდი, არავინ იყო, გარშემოც არავინ ჩანდა. ნუთუ ეს მხოლოდ ჩემი შიშის და დიდი ფანტაზიის უნარით გამოწვეული წარმოსახვა იყო?! მაგრამ მე ხომ ჩემი ყურით მოვისმინე ჩემს უკან მომავალი ფეხის ხმა?! რა მჭირს, რა მემართება, სტრესი მაქვს და მოლანდებები დამეწყო თუ სიგიჟის ზღვარზე დავეშვი?
აუჯილას ხევში მდინარე შხუილით მიედინებოდა, მისი სისწრაფით გამოწვეული ქარი კი გაშლილ თმას ტალღებად მიფრიალებდა. დავწყნარდი. გული გამეტებით აღარ მიფეთქავდა, აღარც გაფრენას ცდილობდა ჩემი სხეულიდან. ლოდზე ჩამოვჯექი და თვალდახუჭულმა ქარის მოტანილ სიმღერას დავუგდე ყური. არ ვიცი ასე რამდენი ხანი დავყავი, მაგრამ მოულოდნელად გრძნობა გამიჩნდა იმისა, რომ ვიღაც მიყურებდა, ვიღაცას დაჟინებული მზერა მოეპყრო ჩემთვის და თვალს არ მაშორებდა. დაძაბულობა ვიგრძენი, მთელი სხეული დამეჭიმა, ვინ იყო და რა უნდოდა არ ვიცოდი, მაგრამ თვალების გახელასაც ვერ ვბედავდი, სადაცაა ფილტვებიდან თავისით ამოეშვებოდა სასოწარკვეთილი კივილი.
- აქ მარტო, რომ ამოდიხარ არ გეშინია?,- ყურის ძირში ვიღაცის სუნთქვა ამოყოლებული ჩურჩული მომესმა, ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში, თვალის გახელა მაინც ვერ გავბედე,- არ შეიძლება პატარა გოგონა სახლიდან ასე შორს მოდიოდეს, თან მარტო.
- შენ რა მითვალთვალებ?,- თვალები გავახილე და სახეში შევხედე, მწვანე თვალები ბედნიერებისგან უცინოდა,- რა გაცინებს?
- იის, რომ დრამატულ სამყაროს ქმნი,- გამიღიმა ისევ და შუბლზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია, მოულოდნელობისგან თავი უკან გავწიე.
- დრამატულ სამყაროს არ ვქმნი, ისედაც დრამატულია ჩემი სამყარო,- თვალი ავარიდე და წარბშეკრულმა ხევს გავხედე. ხმა აღარ ამოუღია, დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის, თითქოს დრო გაიყინაო.
ეს სიჩუმე ყინვასავით მივლიდა მთელს სხეულში, ეს სიჩუმე მანადგურებდა, ტკივილს ვგრძნობდი, აუარებელ ტკივილს. გული მეწვოდა, მეფლითებოდა. გვერდით ის მეჯდა, ვისაც სიყვარულის დონემდე მივყავდი და ხელის მოკიდება არ შემეძლო, სიყვის თქმა არ შემეძლო, წასვლა არ შემეძლო, და აღარც სიკვდილი შემეძლო.
სიკვდილი? ნუთუ სიკვდილი ჩემი ერთადერთი გამოსავალი იყო? ან იქნებ არა? მაგრამ არც სიცოცხლე იყო ჩემთვის შვების მომგვრელი. ახლა არც ცოცხალი ვიყავი და არც მკვდარი, უბრალოდ ვიდექი ხევის პირას და ჩემს უბედურ ცხოვრებას მწარე ცრემლით ამოვსებული თვალებით ვუმზერდი.
ნეტავ ეს თვალებიც არ მქონოდა, ნეტავ არ შემძლებოდა დანახვა, ნეტავ არასოდეს მენახა ის მწვანე ტოპაზები, რომელმაც ასე დამიმონა, მიმიჯაჭვა და ამატირა. ტკივილს მგვრის ეს სიმწვანე, გულს მიფლეთავს, რეალობისგან მაშორებს, მიმაფრენს სადღაც უკიდეგანო მიწებში, უცხო მიწებში. მერე კი, რეალობას ვუბრუნდები და ძირს ვენარცხები მოწყვეტით.
და ახლა, როცა ის ჩემს გვერდით ზის, ზის და არაფერს ამბობს, ამ დროს უნებურად მოწოლილი ცხელი, მლაშე ცრემლები თვალებს სწყდება, ღაწვებს მისველებს და ცხელი ქარისგან დახეთქილ ტუჩებს მიწვავს.
- შენ აქ არ უნდა იყო,- ძლივს გადავყლაპე ყელში მომდგარი ბურთი და ცრემლმომდგარი ხმით ძლივ ამოვთქვი ეს რამდენიმე სიტყვა. მშვიდად შემომხედა, ცრემლი კიაფობდა მის სიმწვანეში. თითქოს თანამიგრძნობდა, თითქოს ისიც ჩემსავით განიცდიდა ჩემს ტკივილს, თითქოს ჩემი ფიქრები ესმოდა.
- წასვლა არ მინდა,- გრძნობაამოყოლებული სიტყვები შემომაყარა და თმის კულული ნაზად დაიხვია თითზე.
- მე კი არ მინდა, რომ აქ იყო,- ფეხზე წამოვხტი, თმა ზურგსუკან გადავიყარე და უკან- უკან სვლა დავიწყე ხევისკენ.
- აიდა გაჩერდი, თორემ გადავარდები, - ხელები გამოიშვირა ჩემს დასაჭერად.
- არ მომეკარო, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ვიცოცხლებ თუ მოვკვდები? რას გადამეკიდე, რატომ დამდევ?,- გავყვიროდი ბოლო ხმაზე და თან ყელში გაჭედილ ბურთის მთელი ძალით გადაყლაპვას ვცდილობდი.
- აიდა არ გინდა გთხოვ, გაჩერდი, ხელი მომეცი,- ვედრებამ გაიჟღერა მის ხმაში,- ასე ნუ გამწირავ.
- გაგწირავ? მე გაგწირავ შეენ? შურისძიებას შენ აპირებ და კიდევ მე გწირავ?ჩემი თავი შურისძიებისთვის გინდა იუსუფ?- შევატყე სახე წაეშალა, გაუფითრდა, თვალები გაუუფერულდა, და ჩემსკენ მომართული ხელები უღონოდ დაეკიდა,- მართალი ვარ ხო?,- ახლა მე გავხდი უღონო, თითქოს რაღაც ჩამწყდა იმის გამო, რომ არ უარყო,- იუსუფ მართალი ვარ თუ არა?
- ნაწილობრივ, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი გეფიცები,- ისევ უწინდელ პოზიციას დაუბრუნდა და ჩემსკენ სვლა დაიწყო.
- მანდ გაჩერდი, არ მომეკარო.
- აიდა ნუ სულელობ, ჩამოდი გთხოვ, ხელი მომეცი.
- არ შემიძლია.
- აიდა გთხოვ, ძალიან გთხოვ,- ნუთუ მართლა უნდა ჩემი სიცოცხლე, ოღონდ არა შურისძიებისთვის, არამედ იმისთვის რომ ვუყვარვარ.
- არ შემიძლია იუსუფ, ახლა ხელს თუ ჩაგკიდებ ვეღარასოდეს შევძლებ მის გაშვებას.
- ხელი მომეცი აიდა. გპირდები შენს ჩაკიდებულ ხელს არასოდეს გავუშვებ, აქ არ დაგტოვებ, არ მიგატოვებ ამ ჯოჯოხეთში. თუ სიკვდილია ერთად მოვკვდებით, თუ სიცოცხლეა ერთად ვიცოცხლებთ.
- რას ამბობ?
- ჩემი სიცოცხლე არაფერი იქნება შენს გარეშე აიდა. ცხოვრება ხანმოკლეაო ამბობენ, მაგრამ ამას არ ვეთანხმები. ცხოვრება ხანმოკლე არასოდესაა, თუკი იცი როგორ იცხოვრო სწორად... მე კი ჩემი ყველა შაითანი ჩავახშე ჩემს გულში და იცი როდის? როცა შენ დაგინახე. ვიდექი და გიყურებდი, როგორ ეთამაშებოდი შენს პატარა და-ძმას, შენი თვალები მხოლოდ ბედნიერებას ასხივებდა აიდა. მას შემდეგ ჩუმად გიყურებოდი და ვტკბებოდი შენი სილამაზით, და იცი როდის გავიფიქრე, რომ ჩემი გახდებოდი? მწყურვალს ჭიქა წყალი რომ მომაწოდე. შენ შეიძლება არ გახსოვარ, მაგრამ მე არ დამვიწყებიხარ, ან როგორ შეიძლება დამვიწყებოდი?, - გაეცინა და მარჯვნივ გაიხედა, თითქოს აღარ ახსოვდა, რომ კიდეზე ვიდექი. გონება გამეთიშა იმაზე ფიქრით თუ, როდის მივაწოდე მწყურვალ იუსუფს ჭიქა წყალი, რეალობას მოვწყდი, ვერავის და ვერაფერს ვხედავდი, თითქოს ყველაფერი ბურუსში გაეხვა. არ ვიცი როგორ გადავდგი უკან ნაბიჯი და სივრცეს დავეკიდე. ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, მწუხარებას ვეღარ ვგრძნობდი, ვერაფერს ვგრძნობდი გარდა იმისა, რომ სიმშვიდეში და უსასრულობაში მივფრინავდი. მაჯაზე ვიღაცის ხელი შემომეჭდო, თვალებდახუჭულმა წარმოსახვაში იუსუფის სხეული ავაგე და მის თვალებს მიღწეულმა მეც ბედნიერებისგან გავახილე თვალები. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ხევის თავზე ვეკიდე და სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი. გული შიშისგან ამიფორიაქდა,- აიდა ხელი არ გამიშვა.
- იუსუფ,- უღონოდ აღმომხდა ბაგეებიდან.
- ხელი არ გამიშვა გესმის, ხელი არ გამიშვა აიდა, ამოგიყვან, გადაგარჩენ,- ფილტვებიდან ცხოველური ხმა ამოუშვა და ზევით ამქაჩა, მაგრამ ვერ შეძლო, ხელიც დასერვოდა წვეტიან ქვაზე და სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა. ბლანტმა სითხემ მისი ხელიდან ჩემს ხელზე გადმოინაცვლა და ლოყა და ყელი დამისველა. ხელი მისრიალებდა,- აიდა არ გამიშვა.
- არ შემიძლია,- ამოვიკვნესე და ხევს ჩავხედე, იმაზე ღმა ყოფილა ვიდრე ზემოდან, ლოდზე ჩამომჯდარს მეჩვენებოდა. იუსუფს თითებითღა ვეჩირე, მაგრამ არ ნებდებოდა, არ მიშვებდა, მთელი ძალით, მთელი გამეტებით ცდილობდა ჩემს ზემოთ აწევას და მეორე ხელის მოკიდებას.
- შეგიძლია, ხელი მომეცი, მეორე ხელი მომეცი აიდა. არ მოგცემ უფლებას მარტოს დამტოვო, არ მოგცემ უფლებას ასე ადვილად წახვიდე. ხელი მომკიდე, არ გამიშვა,- უკვე აღარ მეშინოდა არაფრის, ვერც ტკივილს ვგრძნობდი და ვერც სხვა რამეს. მხოლოდ მის ცრემლიან, მწვანე თვალებს ვუყურებდი და ეს მყოფნიდა, სიკვდილის წინ მის სახეს ვხედავდი და ამაზე მეტი არ მინდოდა არაფერი. იუსუფის სამაჯური, რომელზეც ვეჭიდებოდი გაწყდა და...,- აიდააააააააა,- დაბნელდა... დასრულდა... ყველაფერი მორჩა... რამადანი დასრულდა...





თავი 7 ( ფინიკი )


ფინიკი... როგორ მიყვარს ფინიკი, ტკბილი, თაფლოვანი მცენარე, პირში შაქრის ნატეხივით რომ გადნება. ბავშვობაში მე და ჩემი ძმა ჯერ კიდევ დაუმწიფებელ, მწვანე ფილიკს მწერებივით შევესევოდით ხოლმე, დედა გვეჩხუბებოდა ნუ ჭამთ მკვახეს მუცლები აგტკივდებათო, მაგრამ არ ვუსმენდით და იმდენს ვჭამდით ბოლოს მართლა ცუდად ვხდებოდით. როგორ მენატრება ბავშვობა, რას არ მივცემდი, რომ ისევ დედის კალთას ამოფარებული პატარა გოგონა ვიყო, მაგრამ ახლა გავიზარდე და მოგონებებისა და დედისეული გულსაბნევის გარდა არაფერი მაკავშირებს წარსულთან.
ფინიკს, მუსლიმები, წმინდა საკვებად მიიჩნევენ და უდაბნოს პურს უწოდებენ. დღეში სამი ცალი ფინიკის პალმის ნაყოფის მიღება სასარგებლოა ორგანიზმიოსთვის, გმატებს ენერგიას, გიუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, და ამასთანავე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, მაგრამ ბევრი ფინიკის ჭამისგან გამოწვეულ ტკივილს ისევ ფინიკი ვერ გაგიყუჩებს.
მსუბუქი რწევა ვიგრძენი ძილში, თითქოს დედა მაღვიძებდა შემთხვევით ჩაძინებულს, მაგრამ უცნაურმა ხმამ შემაშფოთა და მძიმედ ჩამოშლილი ქუთუთოები ოდნავ გავხსენი. წამწამებს მიღმა ლურჯმა სინათლემ შემოაღწია, ეს ცა იყო, უღრუბლო ცა, რომელსაც რატომღაც ასე ვუყურებდი. სილურჯეში ორმა მწვანე თვალმა გაიელვა, თვალები დავხუჭე და გავახილე, ვიფიქრე ძილბურანში მომეჩვენა მეთქი, მაგრამ იმაზე მეტად ცხადი ყოფილა ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.
ცხენის ფლოქვების ხმა და მისი ბედნიერი სალამი ჩემს ყურს ერთდროულად მოსწვდა და ძილბურანიდან საბოლოოდ გამომარკვია. იუსუფმა გამიღიმა და ცხენი ადგილზე შეაყენა. მის მკლავებში ვიყავი მოქცეული, თავი მის მკერდზე მედო, წელზე კი მისი ხელი შემომხვეოდა. ჩემი სიზმარი გამახსენდა, გახსოვთ სიზმარი რომ ვნახე მთვარის დღესასწაულის ღამეს? იუსუფი მამაჩემის სიკვდილის ამბავს მიყვებოდა თქო? აი სწორედ იის, და თქვენ წარმოიდგინეთ როგორი რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფრის გახსენებაზე.
თავი მოვაშორე მის დაკუნთულ მკერდს და ისე მოულოდნელად გავუსხლტი ხელიდან წამიერად გონს ვერ მოეგო. ცხენიდან ჩამოვხტი და დაღმართზე სირბილით სვლა დავიწყე. ვიფიქრე გავექეცი მეთქი, მაგრამ ღიმილიანი სახე შიშისგან გამეყინა უკან მიხედვისას მისი სახე რომ დავინახე. ხელი წამავლო და დამიჭირა, მოულოდნელობისგან თავი ვერ შევიკავე და დავეცი, ისიც თან მომყვა. დაღმართზე რამდენიმე ბრუნის შემდეგ როგორც იქნა გავჩერდით, იუსუფი ზევიდან მომექცა, თითები ჩემს თითებში შეაცურა და თავს ზევით ამაწევინა.
- გამიშვი, რას აკეთებ?!- გულმა ისევ ძლიერად ძგერა დამიწყო, იუსუფის გულის ცემაც გარკვევით მესმოდა, მისი სხეულის სიმხურვალეს ძლიერად ვგრძნობდი, თითქოს მუცელში სიმსუბუქე ვიგრძენი,- ახლავე ადექი.
- ხომ გითხარი, რომ ჩემგან ვერ წახვიდოდი?,- მომიგო ნიშნის მოგებით და ცხვირისწვერზე მაკოცა.
- როგორ ბედავ,- გავბრაზდი, მაგრამ თან მესიამოვნა. შეგახსენებთ გაორება მჭირდა, გული და ტვინი ერთმანეთს ებრძოდა. მისი მკლავებისგან გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ისე შემომხვია წელსა და კისერზე, თითქოს მახრჩობელა გველის მსხვერპლი ვიყავი. სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა, სუნთქვაგახშირებული ტუჩებსა და ყელზე მაშტერდებოდა, გგონიათ არ მინდოდა მისგან თავის დაღწევა და გაქცევა? მაგრამ გრძნობააშლილს უმოძრაოდ ყოფნისა და მისი გახშირებული სუნთქვის მოსმენის გარდა აღარაფერი შემეძლო.
- მინდიხარ აიდა,- ყურთან მისი სუნთქვაამოყოლებული სიტყვები მომესმა. დაუძლეველმა ვნებებმა მძლიეს, ყურის ბიბილოზე მისი ტუჩების შეხებამ სულ გადამიყვანა ჭკუიდან. თვალები დავხუჭე, სხვა მართლა არაფერი შემეძლო ამის გარდა, ვიწექი თვალებდახუჭული მის ხელებს მინდობილი, ყელზე მისი ტუჩები დასრიალებდა.
- რას აკეთებ,- ძლივს ამოვიჩურჩულე თვალებდახუჭულმა. მეგონა ჰაერში დავფარფატებდი, ასე თავი არასდროს მიგვრძნია, ბუმბულად წარმოვიდგინე თავი. მოულოდნელად საშინელი ფიქრები მომაწვა ,, რას აკეთებ აიდა, რამდენს ბედავ და აბედინებ, მოგკლავენ, არ გაცოცხლებენ“, ამის გაფიქრება და ჩემი თვალების გახელა ერთი იყო. ჩემმა უეცარმა რეაქციამ ჩემს ტუჩებზე შეაჩერა, საკოცნელად გამზადებულს ტუჩები ჩემს ქვედა ტუჩთან ჰქონდა მოტანილი და მსუბუქად ეხებოდა. ბუმბულივით მსუბუქი სხული ქვასავით დამიმძიმდა, აშლილი გრძნობები როგორღაც ჩავახშე და ჩემს თავს დავუბრუნდი,- ადექი გთხოვ,- შევევედრე ისევ და მკერდზე მიწოლით ვუბიძგე. წამიერად ცრემლმა გაიბრჭყვიალა მის თვალებში, სინანულით შემომხედა, ლოყაზე ხელი მომითათუნა და გვერდზე გადაბრუნდა. მიწაზე გვერდიგვერდ ვიწექით და ლურჯ, უღრუბლო ცას შევცქეროდით, არც ერთი არ ვჩქარობდით ფეხზე წამოდგომას, არც ერთი ვიღებდით ხმას.
დუმილი აუჯილას ხეობაში მიმავალი მდინარესავით გაიწელა. ჩუმად ვიწექი და ჩუმადვე ვტიროდი, ამ ბოლო ხანებში იმდენი რაღაც მოხდა ჩემს გარშემო ტირილი ჩვევაში გადამივიდა. გული როგორც იქნა ჩავაჩუმე, მაგრამ რომ მახსენდებოდა ის ჩემს გვერდით იწვა მომენტალურ ფორიაქს ისევ იწყებდა. ვეღარ გავუძელი ამდენ დუმილს და სიჩუმე ჩემმა ამოლაპარაკებამ დაარღვია.
- ეს რატომ გააკეთე?,- ჩურჩულნარევი, გატეხილი ხმით ვკითხე, ჯერ კიდევ ვერ გადამეყლაპა ყელში მოწოლილი უხილავი ბურთი.
- არ ვიცი,- ჩურჩულითვე მიპასუხა.
- ხომ იცი, რომ არ შეიძლება?,- ვკითხე და გვერძე გავიხედე, მის სახეს ვაკვირდებოდი, შრამი მის მარცხენა წარბზე თითქოს უფრო გამუქებულიყო. სურვილი გამიჩნდა მას შევხებოდი, ხელი გავიშვირე და ჭრილობაზე თითი დავუსვი,- წარბზე რა გჭირსე?
- ეს გრძელი ამბავია,- ჩემი მარჯვენა ხელებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ხელის გულზე მაკოცა,- ისეთი არაფერია, ნადირობის დროს დავშავდი.
- მომიყევი,- წამოვიწიე, მის გვერდით ფეხმორთხმით დავჯექი და მოსასმენად გავემზადე.
- საინტერესო არაფერია,- თავქვეშ ხელები ამოიწყო და თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა.
- გთხოოვ,- ხელზე შევეხე.
- თორმეტი წლის ვიყავი პირველად რომ წამიყვანა ბიძაჩემმა აფრიკაში სანადიროდ. იმის გამო, რომ მამა არ მყავს ყოველთვის ბიძაჩემზე ვიყავი დამოკიდებული,- უცბად მომაგონდა ის საიდუმლო ისტორია ბებიამ რომ მომიყვა. რამის წამომცდა, სიტყვა ძლივს შევიშრე ტუჩებზე,- ჟირაფისნაირ ანტილოპაზე გსმენია რამე?- უარის ნიშნად თავი გავაქნიე. გამიღიმა, უცნაურად შემობრუნდა და თავი ჩემს მუხლებზე დადო, შევკრთი, მაგრამ მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, პირიქით ბედნიერი სიამოვნებისგან იღიმოდა. თვალებდახუჭულმა ჩემი მარჯვენა მოძებნა, აკოცა და გულზე მიიკრო,- ჟირაფისნაირი ანტილოპა აფრიკის უდაბნოში ბინადრობს, საკმაოდ კარგი სანადირო ობიექტია. მე, ბიძაჩემი, ჩემი ორი ბიძაშვილი და კიდევ რამდენიმე კაცი ვიყავით ლიბიის უდაბნოში ანტილოპებზე სანადიროდ...,- საინტერესო ამბავი მომიყვა, თან შემზარავი და თან სასიამოვნოც. თურმე სპეციალურად მოწყობილ საფარში ყოფილან ჩამალულები იუსუფი, ბიძამისი, და მისი ორი ბიძაშვილი და ელოდებოდნენ დანარჩენი კაცები როდის გამორეკავდნენ მათკენანტილოპებს. მათ ლოდინში ზურგს უკან გააფთრებული ცხოველის ღრენის ხმა მოესმათ, რომ მიიხედეს აფთარი შერჩათ ხელში. დუჟმომდგარ ცხოველს პირი დაეფჩინა და თავდასხმისთვის ემზადებოდა. იუსუფმა ესროლა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს მისი პირველი სროლა იყო ააცილა და აფთარი ვერ მოკლა. მტაცებლის ნახტომი ზუსტი აღმოჩნდა, იუსუფს ეცა და მისი დაგლეჯვა სცადა. ბიძამისს თავისი ვაჟები გაუჩერებია, უნდოდა იუსუფს საკუთარი ძალებით დაეცვა თავი განრისხებული ცხოველისგან. არცისე დიდი ხნიანი ბძოლის შემდეგ იუსუფი ფეხსაცმელში გაჩრილ დანას მისწვდა და ცხოველს რამდენჯერმე დაარტყა, მაგრამ სანამ მოკლავდა იქამდე მოუსწრია იუსუფის წარბის გაგლეჯვა,- ეს იყო და ეს,- თქვა და ღიმილიანი სახით შემომხედა,- მას მერე დიდი დრო გავიდა და მე უკეთ ვისწავლე სროლაცა და ნადირობაც,- ლოყაზე ხელი მომითათუნა. დრო? დრო, ალაჰ დრო სულ დამავიწყდა, როგორ გამომეპარა, სახლში მომკლავენ.
- რამდენი ხანია აქ ვარ?,- წამოვხტი ადგილიდან, მისმა თავმა ჩემი მუხლებიდან ისევ მიწაზე გადაინაცვლა,- რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ? ახლა რა დროა?, - მივაყარე ერთიანად და დაბნეული აქეთ- იქეთ დავრბოდი,- სახლში მომკლავენ.
- დამშვიდდი, დაახლოებით ორი საათი იქნება რაც შენ წამოხვედი.
- რაა? ვაიმე, სახლში მომკლავენ. ძებნას დამიწყებენ, მერე ერთად რომ გვიპოვონ? ორივეს დაგვხოცავენ, არ გვაცოცხლებენ.
- დამშვიდდი აიდა, ვერავინ გვიპოვის, საკმაოდ შორს ვართ შენი სახლიდან,- მომიახლოვდა და ხელი მომკიდა, დასამშვიდებლად თმაზე ხელი ჩამომისვა, მომეფერა.
- რამდენად შორს?- უნდობლად გავხედე.
- იმდენად შორს, რომ შეგვიძლია გავიქცეთ.
- საად?
- ჩემს სახლში, სივაში, დედაჩემთან.
- მე რა მინდა მანდ იუსუფ, მე ჩემს სახლში უნდა წავიდე,- ზურგი ვაქციე და აღმართზე ასვლა დავიწყე. ჭრილობაზე მარილს მაყრიდა, არადა ზუსტად იცოდა, რომ ვერ წავიდოდი, არ შემეძლო.
- ნუთუ ვერ ხვდები აიდა?
- რას ვერ ვხვდები იუსუფ?
- შენს გარეშე აქედან არ წავალ აიდა.
- მე კი შენთან ერთად ვერ წამოვალ იუსუფ. ნუთუ მართლა არ გესმის? მეშინია, ძალიან მეშინია. სიკვდილის მეშინია, მაგრამ არა ჩემი, არამედ მათი, ვინც მიყვარს და ვის გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია.
- მაგალითად ჩემი?,- კმაყოფილი სახით მკითხა და ჩემს დადებით პასუხს დაელოდა, მაგრამ როგორ უნდა მეპასუხა კი ან არა, როცა მე თვითონაც არ ვიცოდი ჯერ ჩემს საყვარელ ხალხში ვინ ვიგულისხმე. ვიცოდი მამა დედაჩემსა და ჩემს და ძმებს ვერაფერს დაუშავებდა, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ იტანს ბებიჩემს შესაძლოა ის დაედანაშაულებინა ჩემს გაქცევაში. სოფელი კი ცუდ გადაწყვეტილებას გამოიტანდა ბებიაჩემის წინააღმდეგ. არ მინდოდა ვინმე დაზარალებულიყო ჩემს გამო, არც ბებიაჩემი და არც სხვა ვინმე. დუმილი გავწელე, ის კი პასუხის მოლოდინში გარინდულიყო და მელოდებოდა. ვერაფერი ვუპასუხე, ვერც კი და ვერც არა, მხოლოდ ერთი რამ ამოვუშვი ჩემი პირიდან და იუსუფს თვალი ავარიდე.
- იუსუფ, მითხარი სახლში როგორ მივიდე,- შეხედვის გარეშეც ვიცოდი, რომ ჩემი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა არ მოეწონებოდა, მაგრამ სხვა არაფერი შემეძლო. კითხვაზე პასუხით უფრო ვატკენდი გულს ვიდრე უპასუხოდ.
- მე წაგიყვან და სოფელთან ახლოს დაგტოვებ,- ამოილაპარაკა ნაწყენი ხმით.
ცხენზე ჯერ მე შემსვა და შემდეგ თვითონ მომიჯდა უკან. მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი, გულის ცემა თითქოს მკაფიოდ მესმოდა, ისევ აჩქარებული და ნაძალადევი იყო, მაგრამ არა იმის გამო, რომ მის სხეულზე ვიყავი მიკრული, არამედ იმის გამო, რომ მოულოდნელად იმედი გავუცრუვე. კუნაპეტი ღამესავით შავ ,, ნასირზე“ ( არბ. არწივი) ვისხედით და იმავე გზას გავდიოდით, რაც ცოტახნის წინ ჩემს უგონოდ ყოფნის დროს გამოვიარეთ. დუმილი ყურებში მიწუოდა, აღარ შემეძლო ამდენი სიჩუმე, იუსუფიც არა და არ იწყებდა საუბარს, უკვე აღარც მისი გულის ხმა მესმოდა, რომელიც ოდნავ მაინც მამშვიდებდა ამ სიჩუმეში. მარცხენა ხელი ნაზად შემოეხვია ჩემს წელზე, მარჯენათი კი აღვირი ეჭირა. მისი გაშლილი ხელის გულის სიმხურვალე მუცელში სალბუნივით მივლიდა, ასე თავს დაცულად ვგრძნობდი, და აღარც ჩემი გასაჭირი მახსენდებოდა.
აუჯილასთან დიდი გზა აღარ გვაშორებდა. ცხენი ადგილზე შეაყენა და ჩასვლაში დამეხმარა, თვითონაც ჩამოქვეითდა. იდგა და მიყურებდა, არ ინძრეოდა და ჩემდაუნებურად მეც გაუნძრევლად ვიდექი მის წინ. დავემშვიდობე და გამოვბრუნდი, თითქოს გული მეტკინა ხმა, რომ არ გამცა, თითქოს რაღაც შეჩვეული მომაკლდა. ჩემს სახელს ისე თბილად იძახდა, მინდოდა კიდევ ერთხელ გამეგო მისი ბაგეებიდან ამოსრიალებული ,, აიდა“.
საკმაოდ მოშორებული ვიყავი იუსუფსა და მის ცხენს, როდესაც მაჯაზე ხელის შეხება ვიგრძენი. შებრუნებისთანავე მისი მწვანე თვალები შემომენათა.
- აიღე,- ხელში პატარა ქისა ჩამიდო და გამიღიმა.
- იუსუფ ფული არ მჭირდება,- ქისის უკან დაბრუნება ვცადე.
- ეს ოქრო არ არის აიდა, ეს ის არის რაც შენ ყველაფერზე მეტად გიყვარს,- გამიღიმა ისევ და ქისა საკუთარი ხელით გამიხსნა იმაში დასარწმუნებლად რომ მართლა არ იყო ოქრო,- შენთვის ვინახავდი, ჩვენთან ადრე მწიფდება,- ხელზე ფინიკის რამდენიმე კაკალი გადმომიყარა. თვალები ბედნიერებისგან გამიბრწყინდა, სიხარულისგან რამის ხტუნვა დავიწყე, ჩვენთან ფინიკი ჯერ კიდევ უმწიფო ხილი იყო.
- ფინიკი ახლა? ამ დროს?,- ბედნიერებისგან მუჭა შევკარი და გულზე მივიდე,- ძალიან მიყვარს.
- ვიცი, - ჩემს ასეთ რეაქციაზე ეცინებოდა. ისე ლამაზად უბრწყინავდა ეს მწვანე ტოპაზები, მინდოდა სულ მათთვის მეცქირა და მეცქირა. ვეღარ მოვითმინე ასეთი საჩუქრით გახარებულმა და ჩავეხუტე. მის მკერდს მივეკარი, იმის გამო, რომ ჩემზე მაღალი იყო დახრა მოუწია რომ ჩემთვის შუბლზე ეკოცნა,- ახლა კი წადი, არ მინდა მშობლები გაგიბრაზდნენ, მაგრამ მინდა დამპირდე, რომ კიდევ შევხვდებით,- ნიშნის მოგებით მკითხა და უფრო ახლოს მიმიზიდა.
- არ ვიცი იუსუფ, ეს ძალიან სახიფათოა ხომ იცი არა?
- თუ არ დამპირდები არ გაგიშვებ,- წარბები შეკრა ვითომ მუქარით.
- იუსუფ, გთხოოვ.
- ჯერ დამპირდი,- გამიღიმა.
- კარგი, კარგი. ახლა თუ გადავრჩი, ორ დღეში ბებიას სანახავად წავალ. ისევ იქ მკვდარ ლოდთან.
- დაგელოდები,- ცხვირის წვერზე მაკოცა და გამომიშვა, გზაში მომაწია კითხვა შემდეგზე რა გაჩუქოო, ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა.
- ფრთები, იუსუფ, ფრთები.





თავი 8 ( საქანელა )


სახლში მისულს მამა განრისხებული დამხვდა. ძალინ დავიგვიანე. ამის გამო მამა მეჩხუბა, სულ უნამუსო მეძახა, ჩემი ნდობით ცუდად ისარგებლეო მითხრა და სასჯელად ჩემი სახლში გამოკეტვა მომისაჯა. გული მეწურებოდა ამ პატარა ოთახში, ბოლოს აქ გამოკეტილი რვა წლის ასაკში ვიყავი.
კარგად მახსოვს ეს ამბავი. ბებიასგან სახლში ვბრუნდებოდი ჩემს ძმასთან ერთად, როცა აჰმედის ნაცნობი შემოგვხვდა. იმ დროისთვის ეს ბიჭი სიმპათიურობის უმაღლეს წერტილს აღწევდა და გოგოებს ხიბლავდა, ახლა კი მისი სილამაზეც გამქრალია და მისი სიცოცხლეც.
მიუხედავად ამდენი ლამაზი გოგონასყურადღებისა, ეს ბიჭი მაინც ჩემზე იყო გადაკიდებული, კუდში დამდევდა და მოსვენებას არ მაძლევდა, ჩემი ძმის თვალწინაც ისე იქცეოდა აჰმედი ბრაზით ივსებოდა.
ამ მოულოდნელი შეხვედრისა და აჰმედთან საუბრის დროსაც კი თვალია არ მოუცილებია ჩემთვის, იდგა და მიყურებდა, მე კიდევ ცხვირპირზე ჩადრაფარებული თავდახრილი ვიდექი, მისთვის ზურგის შექცევის უფლება არ მქონდა, რადგან ბიჭი იყო.
მაშინაც, არ მახსოვს ჩემზე რამე თქვა თუ უბრალოდ ყურებისთვის, აჰმედი ისე განრისხდა იმ ბიჭს სახეში დაარტყა და ძირს დააგდო. გაოცებული ვუყურებდი მომხდარს, ბიჭი ძირს ეგდო, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, აჰმედი კი თითისქნევით სიკვდილით ემუქრებოდა წაქცეულს ,, ჩემს დას ერთხელ კიდევ თუ შეხედავ მოგკლავო“, ხელი მაჯაში წამავლო და სახლისკენ წამიყვანა.
სახლში რომ მივედით აჰმედი დამემუქრა იმ ბიჩთან თუ დაგინახე ყველაფერს მშობლებს მოვუყვებიო.
- ძმა გეფიცები მასთან არასოდეს მილაპარაკია, არც კი შევხვედრილვარ პირისპირ, არც კი ვიცი ვინაა, მხოლოდ ის ვიცი რომ შენი ნაცნობია.
- ახლა სახლში შეხვალ, შენს ოთახში ახვალ და იქიდან იქამდე არ გამოხვალ სანამ მე არ გეტყვი.
- ძმაო, მშობლები რაღაცას იეჭვებენ.
- ახლა მომისმინე, დედას დაეხმარები, მამა რასაც გეტყვის ყველაფერს მოუსმენ და ამ კარიდან ვერსად ვერ გახვალ, გასაგებია?- თითით მიმანიშნა ეზოში გასასვლელ კარზე.
ამ ამბის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მე ისევ პატარა ბავშვივით, დასჯილი ვიჯექი ჩემს ოთახში და ჩამავალი მზის ბოლო სხივებს ვუყურებდი. ყოველთვის მაინტერესებდა, იქ სადაც მზე ჩაესვენებოდა ხოლმე მიწაში რა ხდებოდა, მაგრამ აჰმედის არც ერთ წიგნში არ წამიკითხავს ეს ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია. ერთხელ ბებიას ვკითხე სად მიდის მზე თქო და უსასრულობაშიო იყო პოსუხი.
სახლში გატარებული ყოველი წამი უსასრულოდ მეჩვენებოდა, გული მეწურებოდა, სუნთქვა აღარ შემეძლო. მთელი დღე ჩემს ოთახში ბოლთას ვცემ, ზუსტად ვიცი სიგრძე- სიგანეში რამდენი ნაბიჯია. დედას სამზარეულოს საქმეებში ვეხმარებოდი, ჩემს და ძმას კითხვასა და ანგარიშს ვასწავლიდი, საბედნიეროდ აჰმედის წყალობით წერა- კითხვა და ანგარიში ვიცოდი. მამაჩემს გაბრაზებამ კი გადაუარა, მაგრამ ჩემი სასჯელი არ გააუქმა.
ორი დღე ისე გავიდა სახლიდან ცხვირი არ გამიყვია, დედაჩემმა ისარგებლა და რაც მანამდე არ გამიკეთებია ამ ორ დღეში მომაჩეჩა ხელებში. რა არ გავაკეთე, რომ მამაჩემს ეს განაჩენი გადაეფიქრებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა ის შანსი, რომლის გამოყენებაც საჩემოდ უნდა მომეხერხებინა. დედამ კალათი გაამზადა ბებიასთან გასაგზავნად, მაგრამ ვერავინ ნახა ვისაც შეეძლო წაეღო. აჰმედი სახლში არ იყო, მამაჩემი არაფრის დიდებით არ წავიდოდა იქ, სხვას კი ვერ ენდობოდნენ, მხოლოდ მე დავრჩი.
- არა, აიდა არსად წავა,- იუარა მამაჩემმა.
- ალი სხვა არავინაა ვინც ამ კალათს წაიღებს. მე ვერ წავალ სახლის საქმეებიც ბევრი მაქვს და თან გავარასა და ასათს მარტო ვერ დავტოვებ, შენ იქ არ მიდიხარ და ვინღა დარჩა?
- მე წავუღებ ბებიას დედა, თუ მამა მომცემს წასვლის უფლებას,- გვერდით ამოვუდექი დედაჩემს და ნიშნის მოგებით შევხედე.
- არა მეთქი,- გაბრაზდა მამა.
- ალი, აიდა უკვე კარგად დაისაჯა, ჭკუას ისწავლიდა, ახლა ზუსტად ეცოდინება, რომ ამდენი ხანი არ უნდა დაიკარგოს. გაუშვი, წავიდეს,- მამამ ბევრი იწუწუნა, იჩხუბა და ბოლოს როგორც იქნა დაგვთანხმდა.
დედას შევპირდი გზად არსად გადავუხვევ და პირდაპირ ბებიასთან მივალ თქო, მაგრამ როგორ უნდა შემესრულებინა პირობა, როცა ხევის თავზე, მკვდარ ლოდთან ის მელოდებოდა. ჩემს საყვარელ კედელს გავცდი და გზას მარჯვნიდად ვუქციე გვერდი. არ ვიცოდი იქ იყო თუ არა, მაგრამ მისთვის მიცემული პირობა აუცილებლად უნდა შემესრულებინა, თითქოს იუსუფი ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყოს. ისე მოულოდნელად შემოაღწია ჩემს გულში და გონებაში, ბევრი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ შევძელი მისი გაგდება და დავიწყება.
კალათით ხელში ძლივს მივაღწიე აუჯილას ხეობის თავს, ვქოშინებდი და ფეხებისკანკალით ვდგავდი უკანასკნელ ნაბიჯებს. პირველად რაც დავინახე იყო ლურჯი და ვარდისფერი ფერი, რომელიც ჰაერში დალივლივებდნენ. თავიდან მეგონა სიცხის გამო მელანდება თქო, მაგრამ უფრო ახლოს რომ მივედი კარგად გავარკვიე დანახული.
საქანელა ხევის თავზე. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, მე ხომ ფრთების ვთხოვე თავისუფლებისთვის, ამაზე მეტი თავისუფლება რაღა უნდა ეჩუქებინა. ხის ძელებისგან აწყობილი დიდი საქანელა ვარდისფერი და ლურჯი ლენტებით იყო მორთული. თაღზე და თვით საქანელაზეც ქალის თმასავით ჩამოშვებული თხელი ლურჯი აბრეშუმი იყო დამაგრებული და ქარის ყოველ დაბერვაზე მოცეკვავე ქალებივით აყოლებდნენ მოქნილ ტანს.
- ფრთები არ არის, მაგრამ მგონი არც ეს არის ცუდი,- ნაცნობი ხმა მომესმა ზურგიდან. დანახვის გარეშეც შეძლო ჩემმა გულმა აფორიაქება, იმაზე მეტად იწყო ძგერა ვიდრე მანამდე ძგერდა ხოლმე,- გაბედავ?- ხელზე შემეხო და თვალით საქანელაზე მიმანიშნა.მისი გამოხედვა იმაზე თბილი იყო ვიდრე უწინ, იმაზე მეტად უხაროდა ვიდრე უწინ, იმაზე ბედნიერი იყო ვიდრე უწინ და მისი ეს ბედნიერება მეც მახარებდა.
- არ ვიცი,- ორი წამის წინანდელი სიხარული შიშში გადაიზარდა, ახლა გულში ბედნიერება კი არა შიში ჩამდგომოდა,- მგონი ძალიან მაღალია.
- ნუ გეშინია, დაგიჭერ,- ლოყაზე ჩამომისვა თითები.
დასაჯდომი საკმაოდ მაღალზე იყო და იუსუფის დახმარების გარეშე დაჯდომა ვერ მოვახერხე. ხელები წვრილ წელზე შემომხვია და ზევით ამწია.
- მოეჭიდე,- საქანელა ოდნავ შეირხა და მე ჰაერში ლივლივი დავიწყე. ნელ- ნელა აჩქარდა, მიწას გასცდა და ჰაერში დაეკიდა, ახლა აუჯილას ხეობაში მიმავალი მდინარის თავზე მივფრინავდი. შიში სიამოვნებამ შეცვალა. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ მივფრინავდი, ფრთები გამომესხა და მდინარის მიმართულებით მივფრინავდი. ფეხებს ჰაერში ვიქნევდი და პატარა ბავშვივით ვიცინოდი, არ ვიცი ჩემს უკან რა ხდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ იუსუფიც ბედნიერი იყო ამ წამით.
მოულოდნელი თვბრუსხვევა ვიგრძენი, როცა თვალები გავახილე და ხეობას გადავხედე. ხელები ამიკანკალდა და კინაღავ თოკებს გავუშვი. წელზე ხელები შემომეხვია და გამაჩერა. ზუსტად დროული იყო, მის მკლავებს თითქმის უღონოდ მივესვენე. თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ მისი შეშინებული სახის დანახვამ გამახალისა. ჩემს გამო შეეშინდა, მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ.
- კარგად ხარ?,- ლოდზე ჩამომსვა და შეშინებულმა სახეში შემომხედა.
- კი კარგად ვარ, მადლობა. ცოტა თავბრუ დამეხვა, მაგრამ უკვე კარგად ვარ. შეუჩვეველი ვარ ამ სიმაღლიდან ფრენას,- ვცადე გახუმრება და გავუღიმე, მაგრამ ის ისეთი დაზაფრული და შეშინებული სახით მიყურებდა ღიმილი სახეზე შემეყინა,- იუსუფ მართლა კარგადვარ.
- ცუდი აზრი იყო საქანელა.
- აბა სხვანაირად ფრთები როგორ უნდა გეჩუქნა?,- გამეცინა,- იუსუფ მართლა ძალიან გამიხარდა, საქანელა ძალიან მიყვარს, უბრალოდ შეუჩვეველი ვარ ამ სიმაღლეზე ქანაობის. მაგრამ არ იდარდო იმაზე, რომ ცუდად გავხდი, მთავარი ის არის, რომ მე შენ...,- რამის წამომცდა მიყვარხარ თქო.
- შენ მე რაა აიდა?,- ნიშნის მოგებით, ცბიერად შემომხედა და თვალი ჩამიკრა, თვალებით ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა ჩემზე, თითქოს მაჰიპნოზებდა.
- არაფერი,- ხელებიდან დავუსხლტი, ლოდიდან წამოვხტი და კალათს ხელი დავავლე, მე ბებიასთან უნდა წავიდე, თუ დამაგვიანდება ისევ დამსჯიან,- მაინც წამომცდა.
- შენ რაა დასჯილი იყავი?,- წარბი შეკრა, მწვანე თვალები ჩაუმუქდა, მრისხანება ჩაუდგა თვალებში. თავი დავხარე, შემრცხვა, რომ ამხელა გოგოს ჯერ კიდევ პატარა ბავშვივით მსჯიდნენ,- რა გააკეთეს?
- არაფერი...
- აიდა,- ხმაც გაუმკაცრდა, თითქოს გაიზარდა, მუშტები შეკრა და საფეთქელზე ძარღვი დაებერა,- გცემეს?
- არა, არა,- ვიუარე შეშფოთებულმა, არ მეგონა თუ ამაზე იფიქრებდა. ჩემს სოფელში და ზოგადად მუსლიმურ სოფლებში ქალის ჭკუაზე მოსაყვანად ყველაზე ხშირად ძალადობა გამოიყენება. ჩვენს მამაკაცებს მიაჩნდათ, რომ თუ ცოლი, ან შვილი გაგეურჩება შეგიძლია სცემო იქამდე სანამ არ დაიღლები,- არ ვუცემივარ, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა ამიკრძალეს,- მოეშვა, საფეთქელზე ამობერილი ძარღვი დაეშვა, მუშტები გახსნა და თვალებში ისევ სითბო ჩაეღვარა, შვებით ამოისუნთქა,- ახლა კი უნდა წავიდე, ბებია მელოდება.
- მე წაგიყვან,- კალათი ხელიდან გამომგლიჯა და ხელი ჩამკიდა,- წავედით.
- იუსუფ არ შეიძლება, დაგვინახავენ, რატომ არ გესმის?
- შენგან მხოლოდ ის მესმის, რომ ,, არ შეიძლება“, შეგიძლია ერთხელ მაინც თქვა ,, შეიძლება“ ?
- არ შეიძლება,- გავუმეორე ისევ, ახლა ჩემს ხმას მოეკიდა დაობებული მრისხანება, გულის ვიწრო კუნჭულში რომ ბინადრობს და ას წელიწადში ერთხელ გამოდის ხოლმე დღის სინათლეზე,- არ შეიძლება, არ შეიძლება, არ...,- ტუჩებზე სიმხურვალე ვიგრძენი, სახეზე ალმური მომედო, ლოყები ამეწვა, ვიგრძენი რომ გავწითლდი. რას აკეთებდა? ეს ხომ არ შეიძლებოდა,- იუსუფ,- ჩემს ტუჩებს რომ მოეშვა, გრძნობაამოყოლებულად წარმოვთქვი მისი სახელი.
- გისმენ საყვარელო,- გამიღიმა და ცხვირით ცხვირზე შემეხო. მექანიკურად თვალები დამეხუჭა კოცნის მოლოდინში, მაგრამ მეტი აღარ უკოცნია, მხოლოდ მის სუნთქვას ვგრძნობდი.
- ნუ მაწითლებ, - თვალებით ჩემი სახე შემოირბინა და გაიცინა.
- ისედაც წითელი ხარ აიდა,- სახეზე ხელი მოვისვი, სულმთლად მიხურდა სახე,- უკვე ჩემი ხარ, მე შენ გაკოცე და ახლა ვეღარ გამექცევი. ახლა შეიზლება ერთად გაგაცილო?
- არ შეიძლება იუსუფ, რატომ არ გესმის?,- გონზემოსულმა ისევ შევუტიე.
- აი დაიწყო ისევ. წამოდი, წამოდი,- თითები ჩემს თითებში შეაცურა და გამქაჩა, ძალაუნებურად დავემორჩილე და მის ნაბიჯებს მივყევი. გზაში სულ იმას გავიძახოდი, რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ არ მისმენდა და მდუმარედ აგრძელებდა ტყეში გასასვლელ გზას, მე კი მისი ეს დუმილი მკლავდა.




თავი 9 ( კარაკალი )


- მამა ისევ გაბრაზებულია?,- სიჩუმეში ჩემი, სიცივისგან აკანკალებული ხმა გაისმა. საბაჰ ალკირზე აჰმედის უკან ვიჯექი და მის ზურგს მთელი სხეულით ვეხუტებოდი გასათბობად. ბებიასთან მომაკითხა და ერთად წამოვედით.
- რაზე?- სიბნელეში მისი ბოხი ხმა გაისმა.
- ბებიასთან რომ გამომიშვა დედამ.
- ხომ იცი, რომ მამას დიდედა არ მოსწონს?- წამიერი დუმილის შემდეგ, სიჩუმეში მისი სუნთქვაამოყოლებული ჩურჩული მოისმა.
- ვიცი ხო,- სამწუხაროა, როცა შენი ოჯახის ერთ წევრს მეორე წევრი არ მოსწონს და მათ შორის მუდამ მტრობაა, შენ კი მათ შორის იჭყლიტები და არ იცი მხარი ვის დაუჭირო, რადგან ორივე ძალიან გიყვარს. ორ ცეცხლშუა ვარ ჩავარდნილი და დამწვრობებს ვიღებ სხეულზე.
სიბნელეში ჩამოწოლილ სიმყუდროვეს მხოლოდ ცხენის ფლოქვებისა და ფრუტუნის ხმა არღვევდა. ორივე ვდუმდით, ორივე ღრმა ფიქრებში ვიყავით ჩაფლულები და ვერც ერთი ვახერხებდით სააქაო ცხოვრების გზების დანახვას, გზის გასაგნებად. ფიქრი დროის გასაყვანად საკმაოდ კარგი საშუალება არის, მაგრამ იმ სამყაროსგან გაშორებს მთლიანად, რომელსაც ცალი თვალით მაინც უნდა უყურებდე. თუმცა მაინც, ადამიანს თუ ადამიანად რამე აქცევს, ერთ- ერთი დანამდვილებით ფიქრის უნარია.
სიცივისგან გაყინული ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და სიბნელეში გარკვევა ვცადე. უკუნეთს თვალი ძლივს შევაჩვიე და რამდენიმე მოციალე ვარსკვლავი დავლანდე. მართალია წინაპრები ამბობდნენ, რომ ვარსკვლავების დათვლა ეშმაკის გაღვიძებას ნიშნავდა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური მნათობები იყო. თითქოს აქეთ- იქით მოძრაობდა წყვილ წყვილად, სულ ექვსი წყვილი იყო.
- აჰმედ?! გახსოვს შენს ერთ- ერთ წიგნში რაღაც კატა რომ ვნახეთ? რა ერქვა?
- კარაკალი?
- მტაცებელია და სანადიროდ გარეთ გამოდისო ხო? აფრიკის უდაბნოებშია გავრცელებულიო ხო?
- კი ეგრეა, მაგრამ ზამთარში როცა ძალიან შია დილითაც გამოდის მსხვერპლის საპოვნელად. ახლა რატომ გაგახსენდა ეს ცხოველი?
- იმიტომ, რომ მგონი ახლა მათ ვხედავ,- ცხენი შეაყენა და უკან შემობრუნდა, ჩემს მზერას გააყოლა თვალი.
- ალაჰმა დასწყევლოს, მომეჭიდე,- აჰმედმა ცხენს შეუძახა და ადგილიდან მოსწყვიტა. თავგამეტებით მიჰქროდა საბაჰ ალკირი და ფლოქვებქვეშიდან უკვე გაციებულ ქვიშის კორიანტელს აყენებდა. ზურგს უკნიდან გააფთრებული ცხოველების ღრენა და მათი მძიმე ტორების მიწაზე შეხების ხმა ისმოდა. მომეჩვენა თითქოს ერთ- ერთმა მადგანმა გვერდით ჩაგვირბინა, გამიკვირდა, არ მეგონა საბაჰ ალკირს თუ რამე აჯობებდა სისწრაფეში.
გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, ცხენმა დაიჭიხვინა და ყალყზე დადგა. აჰმედის ზურგს მოვწყდი და მიწას გულაღმა დავენარცხე. ხერხემალიდან ყრუ ჭახანი გაისმა და ტკივილი გამომიგზავნა. ვერ ვინძრეოდი, ვერც ხელს და ვერც ფეხს ვერ ვამოძრავებდი, მეგონა რომ ხერხემალში გადავტყდი, მაგრამ ჯერ კიდევ ვაზროვნებდი და ვიცოდი რომ ფეხზე წამოდგომა უნდა მეცადა.
აჰმედის ყვირილი გავიგონე, მეძახოდა, ადგომასა და გაქცევას მთხოვდა, თავს უშველეო მიყვიროდა. ფეხზე ძლივს ვაი- ვაგლახით წამოვდექი, გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. ბუნდოვნად ვხედავდი აჰმედი ჩემს დაცვას როგორ ცდილობდა და გააფთრებულ კარაკალებს პატარა ხანჯლით იგერიებდა. ერთხელ კიდევ ჩამესმა აჰმედის ,, გაიქეცი“ და მეც გამოვიქეცი.
გაურკვეველი მიმართულებით მივრბოდი, საიდან მოვედი და სად მივდიოდი არ ვიცოდი, ტყეში გზას ვიგნებდი და სიბნელეში ხშირად ვეცემოდი. ხის ტოტებმა და ეკლიანმა ბუჩქებმა მთლად დამისერეს ხელები და სახე, მაგრამ არ გავჩერდი, მითხრეს გაიქეციო და მეც გავიქეცი. სად არ ვიცი.
უკანასკნელად წამოვკარი ხის ამოშვერილ ფესვს ფეხი და ვეღარ შევძელი მიწიდან ძალაგამოლეული სხეულის აწევა, მხოლოდ წამოჯდომა მოვახერხე, ფეხები და ხელები მიკანკალებდა. ძლივს მოვითქვი სული, მძიმე ფილტვებიდან ძლივს ამოვუშვი გამომშრალი ჰაერი. მხოლოდ ახლა მოვახერხე გააზრება, რომ აჰმედი მარტო დავტოვე გააფთრებულ კარაკალებთან, მაგრამ მაშინ ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, მითხრეს თავს უშველეო და მეც თავს ვუშველე, სხვა რა შემეძლო? არც დანა მქონდა, არც ხანჯალი და არც იარაღი, რომ დავხმარებოდი.
შიში, შიშია ყველაფერის თავი და თავი. ადამიანს დაგიმორჩილებს, დაგიმონებს და ბოლოს გაგანადგურებს. ეს ადამიანის ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი ემოცია, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. ამ დროს მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობ და სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ვეღარ ფიქრობ. აჰმედის დასახმარებლად წასვლა გადავწყვიტე, ფეხზე ძლივს წამოვდექი და უკვე ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ ზურგს უკნიდან ჩემი სახელი გავიგონე.
- აიდა? აქ რას აკეთებ?
- იუსუფ? შენ ხარ?
- კი მე ვარ,- ხელში სანთლიანი სანათი ეკავა და მაკვირდებოდა, ცდილობდა გაერკვია ნამდვილად მხედავდა თუ მოეჩვენა,- აქ რას აკეთებ ძვირფასო?,- მკითხა მას შემდეგ რაც ხელზე შემეხო და დარწმუნდა, რომ ნამდვილი ვიყავი.
- მე...მეე... და შენ რა გინდა აქ? ღამე ტყეში ასე დასეირნობ ხოლმე? თუ მითვალთვალებ?,- შევუტიე, შეგრძნება მქონდა თითქოს ეს უკვე სადღაც მოხდა.
- ჩემი დროებითი სახლი აქვე ახლოს არის,- თითით მანიშნა ტყის სიღმეში ჩამალული პაწია, სუსტად მოციალე სინათლისკენ,- ყვირილი გავიგე და მოვედი, არ უნდა მოვსულიყავი?,- გაოცდა იუსუფი.
- აი ალააჰ, მგონი დეჟავუ მაქვს,- გამეცინა, მაშინვე მიხვდა რასაც ვგულისხმობდი და რაც გამახსენდა.
- გინდა წავიდე?- ღიმილით მკითხა და ვითომ წასვლას აპირებსო ოდნავ შებრუნდა. გამეცინა, მაგრამ ეს სიცილი სახეზე შევიყინე, როცა აჰმედი გამახსენდა.
- მოიცადე არ წახვიდე, დამეხმარე იუსუფ, აჰმედი გასაჭირშია. კარაკალები დაგვესხნენ თავს და მე გამოვიქეცი, აჰმედი იქ დარჩა. დაეხმარე გთხოოვ,- შევევედრე და მკლავზე ჩამოვეკიდე.
- კარგი დამშვიდდი, სად არის,- ხელში ფანარი მომაჩეჩა და ქამრიდან ხანჯალი ამოაძვრინა.
- ფინიკის ხის ბაღებთან.
- კარგი. შენ ჩემს სახლში წადი და იქ დამელოდე. შენს ძმას ვუშველი და მასაც წამოვიყვან,- თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სახლისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ჩემდა უნებურად, მოულოდნელად მთელი სხეულით მოვტრიალდი და ჩემი ძმის დასახმარებლად გაქცეულ იუსუფს უკან გავეკიდე. ალბათ ფეხის ხმა გაიგო, ან იგრძნო, რომ მივსდევდი, მოულოდნელად შემობრუნდა, თავი ვეღარ შევიკავე და ინერციით დავეჯახე, ზურგით ხეს მიეხალა. ალბათ ეტკინებოდა, რადგან ძალიან ძლიერად ვუბიძგე უკან.
- ხომ გითხარი სახლში წადი თქო?,- მისი მკერდიდან თავი ავწიე და შევხედე, მხრებზე ხელები ჰქონდა მოხვეული და წარბშეკრული მიყურებდა,- აიდა შენი და შენი ძმის დაცვას ერთდროულად ვერ შევძლებ. მეტი ნაბიჯის გადმოდგმა აღარ გაბედო, დამიჯერე აიდა, აქ დარჩი და აღარ გამომყვე. შენს ძმას გადავარჩენ, მენდე,- შუბლზე მაკოცა და ისევ გაიქცა. უსიტყვოდ დავემორჩილე, მიწას მივეყინული ველოდებოდი მათ გამოჩენას.
ლოდინმა დიდხანს გასტანა, არ ვიცოდი იქ რა ხდებოდა, იყვნენ თუ არა ისევ ცოცხლები, ან თუ იყვნენ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ახლა. უკვე დიდი ხანი ვიდექი გაუნძრევლად, არსაიდან ჩქამის ხმაც კი არ მესმოდა და ეს სიჩუმე უფრო დიდ უბედურებას მაუწყებდა, ვიდრე მანამდე მოველოდი. ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო და ნელი ნაბიჯით დაღმართს დავუყევი.
სიცივემ ამიტანა, ოღონდ არა იმ სიცივემ, რომელსაც ღამის დადგომა იწვევს, არამედ იმან, რომელიც შიშს მოაქვს უკითხავად. ეს სიჩუმე მაშინებდა, მაშფოთებდა და ყველაზე საშინელ რაღაცას მაფიქრებინებდა. მეგონა ჩემთვის ორი ძვირფასი ადამიანი დავკარგე.
ტყის ნაპირს მიახლოებულმა საუბრის ხმა გავიგე და გულს მომეშვა. ორი სხვადასხვა ტემბრის მქონე ხმა ლაპარაკობდა, ეტყობოდათ, რომ გახარებულები იყვნენ.
- მადლობა ძმაო, გაიხარე. შენ რომ არ მომხმარებოდი უსათუოდ შემჭამდნენ,- ჩემი ძმის ხმა უკვე გარკვევით მესმოდა.
- ალაჰმა გადაგვარჩინა. როცა შორიდან დავინახე, სამ ცხოველს ერთი კაცი როგორ იგერიებდა, მაშინვე გამოვიქეცი დასახმარებლად, დასანანი იქნებოდა ალაჰის მიერ ნაბოძები სიცოცხლე ამ კატებს რომ მოესპოთ.
- მკლავი როგორ გაქვს?,- მომესმა ისევ აჰმედის ხმა. იუსუფს მკლავი სტკიოდა? ე.ი არც აჰმედი იქნებოდა კარგ სიტუაციაში.
ადგილს მოვწყდი და ტყიდან სირბილით გავვარდი. აჰმედის დანახვაზე ლამფა ძირს დავაგდე და მისკენ გავიქეცი. მთელი ძალით ვეკვროდი მკერდზე, გამეტებით ვტიროდი. სიხარულის ცრემლებმა თავშლის ბოლო და კაბის საყელო სულმთლად დამისველეს. აჰმედს ორივე მკლავში ვყავდი მოქცეული და თავზე მეფერებოდა. იუსუფს გავხედე და უსიტყვო მადლობა გადავუხადე ჩემი ძმის გადარჩენისთვის, გამიღიმა, გულზე ხელის გული მიიდო და უსიტყვოდ დამიკრა თავი. ახლა მისთვის ჩემი ასეთი მადლობაც კი ისეთი სასიხარულო იყო, ჩემთვის ყველაზე წვრილმანი ბედნიერება, მისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომასწავლებელი იყო. მაშინ, როცა საყვარელ ქალს ბედნიერს ხედავ, სურვილი გიჩნდება, რომ ამ ბედნიერების მიზეზი შენ იყო.
მაშინ როცა მამამ და დედამ ჩემი გათხოვება გადაწყვიტეს გული ჩამეწვა და დამეფერფლა. იმ დღეს დამწვარი გულის ფერფლს იუსუფი თანდათანობით აგროვებდა, თიხასავით ზელდა და დღეს უკვე ამ თიხასავით მოზელილი ფერფლისგან გული აღმიდგინა. გული, რომელიც ისევ ფეთქავდა, ფეთქავდა სიხარულისგან, ფეთქავდა ბედნიერებისგან, ფეთქავდა სიყვარულისგან. ბედნიერებაა, როცა იცი, რომ ამ ქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელსაც მთელი არსებით უყვარხარ და შენი ყველაფერი ახარებს, შენი ბედნიერება ახარებს და შენი უბედურება ამწუხრებს, მაგრამ ამ მწუხარების გამოსწორებას საკუთარ თავზე იღებს და შენს ჭრილობებს მკურნალობს. ბედნიერებაა, როცა არსებობს ადამიანი, რომელიც შენი სიცოცხლით ცხოვრობს, და შენ, რომელიც თითქოს მარტოდ დადიხარ დედამიწაზე ცხოვრობ იმ ადამიანით, რომელიც გიყვარს.
- ალაჰს მადლობას ვწირავ, რომ შენი თავი გადამირჩინა დაიკო,- თავი ამაწევინა შუბლზე მაკოცა. ბნელოდა, მაგრამ ვარსკვლავების შუქზე მის თვალებში მოციალე ცრემლი შევამჩნიე.
- ალაჰს მეც მადლობას ვწირავ, რომ კარგად ხარ,- ამოვისლუკუნე და გავუღიმე. ალააჰ, ცხოვრებაში ნუ გამომატარებ იმ სიმწარეს, რომელსაც ძმის დაკარგვა ჰქვია.
- ეს ადამიანი რომ არ დამმხმარებოდა, ახლა პირში სული აღარ მედგმეოდა,- იუსუფისკენ გაიშვირა ხელი,- მადლობა მას და ალაჰს ერთდროულად უნდა გადავუხადოთ,- ხელი მიშვა და იუსუფისკენ წავიდა, რომელიც კარგა მოშორებით იდგა ჩვენგან. გული ამიფანცქალდა, ვაი და ეცნო, მერე? არც მე ჩავვარდებოდი კარგ დღეში და არც იუსუფი,- ჩემს გამო ისიც დაზიანდა.
- ეს არაფერია ძმაო,- თავი დაუკრა იუსუფმა. გულზე, შემდეგ ტუჩებძე და შუბლზე მიიდო მარჯვენა ხელის სამითითი, ალაჰის წყალობისთვის ხელები ზევით აღაპყრო და ზეცას მიაშტერდა,- ალაჰია მოწმე, რომ ეს ყველაფერი სიკეთით გავაკეთე, ჩემს თავს არ ვჩივივარ, როცა სხვას უფრო მეტი და ღმა ჭრილობა აქვს,- გულზე მიიდო ხელი და თავი დაგვიკრა.
- მჯერა, ძმაო, მჯერა. გამჩენს ვთხოვ ეს სიკეთე ათასად გადამახდევინოს შენთვის. ახლა კი,- ალმაცერად გახედა ძირს დაგდებულ ფანარს, მერე მე შემომხედა, მერე იუსუფს და ისევ ლამფაზე გადაიტანა ყურადღება, რომელიც გვერდულად ეგდო მიწაზე და ცეცხლის ბოლო ალს ღაფავდა,- ახლა კი, მითხარი მეგობარო, ვის უნდა ვუმადლოდე ჩემს გადარჩენას?,- გულმა ისე ძლიერად მიწყო ფეთქვა, მგონი ორივეს ესმოდა. აჰმედი ძირს დაგდებულ ლამფას დასწვდა, სანთელი გაასწორა და იუსუფისკენ იწყო სვლა. პირზე ხელი ავიფარე, რომ ყვირილი არ აღმომხდოდა შიშჩამდგარი გულიდან.
თვალები რომ გავახილე, აჰმედს უკვე იუსუფის სახესთან ჰქონდა ლამფა მიტანილი. სახე გაყინვოდა, ხელი უმოძრაოდ ეკავა იუსუფის სახესთან და გაოგნებული აკვირდებოდა. ცოტახანს ასე იყო, მერე მოეშვა და მე შემომხედა, თვალებში მრისხანება, შიში, შეშფოთება, სასოწარკვეთა ერთდროულად ჰქონდა ჩამდგარი, სახეგაფითრებული უსიცოცხლოდ ამოძრავებდა ტუჩებს, თითქოს მსაყვედურობდა, თითქოს სწყინდა თითქოს უხაროდა, მაგრამ სიხარული ყველაზე ნაკლებად იყო მის სახეზე არეკლილი. ცრემლები წამსკდა და ჩავიკეცე, მიწაზე მუხლებით ვიდექი და სახიდან ხელებს ვერ ვიშორებდი. თავი გააქნია უკმაყოფილოდ და ისევ იუსუფს გახედა. ნაკვთიც არ გატოკებია აჰმედის ასეთი რეაქციის დანახვაზე, იდგა უდრეკლად, როგორც სალი კლდე, როგორც აუჯილას ხეობის ნატეხები, როგორც მასჯიდ ალ- ჰარამი, მექაში.
ლამფა ძირს დააგდო და ჩემსკენ წამოვიდა, მკლავში ხელი მტაცა, წამომაყენა და ძალით წამიყვანა მოშორებით მომლოდინე ცხენისკენ. მკლავი მეტკინა, ისე ძლიერად მიჭერდა მეგონა ძვლამდე იყო ჩასული.
- ძმაო არ გინდა გთხოვ,- შევევედრე, თან მისი ძლიერი ხელის მოშორებას ვცდილობდი,- ძმაო ხელი გამიშვი, მტკივა.
- აჰმეედ,- ზურგსუკნიდან იუსუფის ძლიერი ხმა მომესმა, მანამდე ეს ხმა არ ამოსულა მისი პირიდან, თვალები მრისხანებით უელავდა, ხმაშიც მრისხანება გაერია, - გოგოს ხელი გაუშვი, ჩვენ ვისაუბროთ, ისე, როგორც კაცებს შეეფერებათ.
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს იუსუფ, შენს სახლში დაბრუნდი და აქ მეორედ აღარ გნახო, თორემ.
- თორემ რაა აჰმედ?
- ყელს გამოგჭრი,- ცივად გამოსცრა კბილებში. ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში, იუსუფი აქედან არ წავიდოდა, აჰმედი კი ვერ მოისვენებდა სანამ სიცოცხლეს არ გამოასალმებდა ოჯახის მტრის შვილს.
- სიკვდილის არ მეშინია ძმაო. გოგოს ხელი გაუშვი და ვილაპარაკოთ,- წინ გადაგვიდგა იუსუფი და მხარზე ხელი მიადო გასაჩერებლად. ძმამ ხელის აქნებით მოიშორა.
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს მკვლელის შვილო,- ზიზღით გადააფურთხა
- ძმაო, ისეთ რაღაცას ნუ იტყვი რასაც მერე ინანებ,- წამოენთო იუსუფი,- შენ იმ სიმართლის ნახევარიც კი არ იცი რაც სინამდვილეში მოხდა. ბიძაშენმა...
- იუსუფ,- წამოვიყვირე და გავაჩუმე, ვერ დავუშვებდი, რომ აჰმედსაც გაეგო ის სიმართლე, რაც იუსუფმა მომიყვა,- არ გინდა გთხოოვ,- შევევედრე.
- რა არ უნდა? რის თქმას აპირებდი. თქვი თუ ამბობ.
- აიდა წაიყვანე და სახლში წადით. ჩვენ მერე ვილაპარაკებთ აჰმედ,- შეტრიალდა და წავიდა. მადლობა ალაჰს, რომ იუსუფმა დამიჯერა.
სახლის ზღურბლზე სანამ გადავაბიჯებდით უკვე მილიონჯერ ნათქვამი ,, სახლიდან არ გახვალ და იმ ბიჭს არ შეხვდები, თორე მოვკლავ“ მილიონმეერთეჯერ მითხრა. აჰმედის დაგლეჯილი ფეხისა და ჩემი დაფლეთილი კაბის დანახვაზე დედას რამის გული წაუვიდა. მამამ ჩილიმს თავი ანება და ჩემი ძმის დასახმარებლად გაქანდა, დედა მე მომვარდა. აჰმედმა მოკლედ უამბო მშობლებს კარაკალების ისტორია და დაამშვიდა, რომ კარგად იყო. კარგად შეეძლო ტყუილის მოფიქრება და სიმართლის დამალვა, მშობლები მაინც ყველაფერს უჯერებდნენ და მის არც ერთ სიტყვაში არ შეჰქონდათ ეჭვი.
ასე გაგრძელდა ჩემი პატიპრობა ჩემი ქორწილის დღემდე.



თავი 10 ( ჩითმერდინი)

დედაჩემმა დილაუთენია გამაღვიძა, სტუმრები მოდიოდნენ და უნდა მოვმზადებულიყავი დასახვედრად.
ჩემს ქორწილამდე სულ რაღაც ოთხი დღე იყო დარჩენილი, ოთხი თავისუფალი დღე, ოთხი დღე ფრენისთვის, შემდეგ კი ფრთებს მომკვეთდნენ და დამწვავდნენ.
დღეს ჩემი შინაპატიმრობაც დასრულდა, მამაშემოვიდა და მახარა. სტუმრების დასახვედრად მომზადება მანაც დამაძალა.
ეს რა უბედურებაა?! ყველა ძაღლივით მექცევა. აიდა ადექი, აიდა დაჯექი, აიდა დამეხმარე, აიდა ბავშვებს მიხედე, აიდა სტუმრებს დახვდი, კიდევ კარგი კუდი არ მაქვს, თორე საყელურსაც გამიკეთებდნენ და რომელიღაცა ხის ჩრდილში მიმაბავდნენ ვინმე რომ არ დამეგლიჯა. ადამიანს ასე ცხოველივით რატომ უნდა ექცეოდე?
- აიდა გეყოფა ასე ჯდომა, ნაჭერი აიღე და მტვრები გადაწმინდე, სტუმრები რას იტყვიან მტვრიანი თაროები რომ დაინახონ?,- ხმა არ გამიცია, ან რა აზრი ჰქონდა?! მივედი და უსიტყვოდ გადმოვწმინდე თაროებიდა მტვერი.
- აიდა შვილო, წადი აჰმედს უთხარი, მე მივდივარ და ისიც გამომყვეს, - თაროების წმენდას ჯერ მორჩენილი არ ვიყავი მამამ ახალი მითითება რომ მომცა. ესეც უსიტყვოდ შევასრულე და აჰმედს მამის დანაბარები გადავეცი. მისი ოთახიდან გამოსულს დერეფანში გავარა შემხვდა. ხელზე თავისი პატარა ხელი მომიჭირა და მთელი ძალით გამქაჩა. საწოლზე რამდენიმე კაბა ჰქონდა მიფენილი და მეკითხებოდა რომელი ჩავიცვაო.
- დაიკო ცუდად ხარ?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე,- მოწყენილი ხარ?-თანხმობისნიშნად თავი დავუქნიე,- გაწყენინა ვინმემ?- მისთვის, როგორ მეთქვა გათხოვება არ მინდა თქო, უარის ნიშნად ისევ გავაქნიე თავი. კაბა ავურჩიე და ცრემლებმომდგარი ოთახიდან გამოვედი. დღეს რატომღაც დუმილი მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მოვახერხე ბოლომდე შემენახა ეს პირობა. ოთახიდან გამომავალმა აჰმედმა მკლავში ხელი მომკიდა.
- დაო, დედას უთხარი, რომ მამას მივყვები და რომ მოვალ იმ საქმეს მერე მივხედავ,- სიბრაზისგან კანკალმა ამიტანა, ვულკანივით ამოხეთქა ჩემმა სიტყვებმა.
- რა გინდათ ვერ გავიგე, მე ამ ოჯახის შვილი ვარ თუ თქვენი მონა. რაც გინდათ ის გიქნიათ, გინდათ დახვედრილხართ იმ სტუმრებს და გინდ არა, რა ჩემი საქმეა? ალაჰ, ისე იქცევით გეგონებათ თქვენი ქორწილი იყოს, თქვენ თხოვდებით თუ მე მათხოვებს? წადი და შენ თვითონ უთხარი რაც გინდა, მე თქვენი ფოსტის ჩიტი არ ვარ. ეშმაკმა დასწყევლოს ის დღე, როცა ამ ქვეყანას მოვევლინე,- ხელი გამოვგლიჯე და გაკვირვებული სახით მდგომ აჰმედს ზურგი შევაქციე, არ ელოდა ჩემგან ასეთ საქციელს
სახლში ერთადერთი ადგილი მქონდა სადაც განმარტოვება შემეძლო. სახლის სხვენი, სადაც მეტი წილი ძველი, უკვე გამოუყენებელი ნივთები ელაგა. სახლისთვის უკნიდან უნდა მოგევლო სხვენში რომ ასულიყავი. ეს იყო ჩემი თავშესაფარი, აქ ვინახავდი ჩემს ყოველ საიდუმლოს და წვრილმან ბედნიერებას.
კუთხეში პატარა სკივრი იდგა, რომლის გასაღებიც მხოლოდ მე მქონდა. გასაღები საკეტს მოვარგე, გადავატრიალე, გავხსენი და თავისუფლება მივეცი დიდი ხნის, დამტვერილ მოგონებებს. წერილები, თმის სამაგრები, ყელსაბამები, გულსაბნევი და მოქარგული ჩითმერდინი, რომელიც ბავშვობის დროინდელი იყო.
კარგად მახსოვს ეს ჩითმერდინი, 7 წლის ვიყავი დედამ რომ მასწავლა ქარგვა.
- ჯერ ნაჭერი დაჭიმე საქარგავ დაფაზე და შემდეგ დაიწყე,- მასწავლიდა დედა. ყველაზე ადვილი ყვავილების გაკეთება იყო, ჯერ ნაჭერზე ვხატავდი ყვავილებს ისე როგორც შემეძლო და შემდეგ ნემსითა და ფერადი ძაფებით მივყვებოდი მონახაზს,- ნემსი კარგად დაიჭირე, ფრთხილად ჩაასვე ნაჭეში და თითში არ იჩხვლიტო,- ამის თქმა იყო და დაფის ქვეშ ამოდებული ხელის საჩვენებელ თითზე უეცარი წვა ვიგრძენი,- ხომ გითხარი ფრთხილად იყავი მეთქი? კარგი არაუშავრა მოდი შეგიხვიო.
- არ მინდა დედი, არ მტკივა.
- დარწმუნებული ხარ?- თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,- დრო მოვა და შენც ასწავლი შენს ქალიშვილს ქარგვას. ამ ჩითმერდინს ვის აჩუქებ ბებიას?- უარის ნიშნად თავი გავაქნიე,- შენს ძმას?- თავი გავაქნიე,- მამაშენს?- ისევ უარი,- აბა მეე?
- არა დედა არც შენ. ამ ჩითმერდინს იმას ვაჩუქებ ვინც ცოლად მომიყვანს,- დედამ გაიცინა და მკერდზე მიმიხუტა.
- მაშინ უფრო მოინდომე, რომ შენს საქმროს მოეწონოს,- თავი დავუქნიე. ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ტკბილი მოგონება იყო.
,, ამას იმას ვაჩუქებ ვინც ცოლად მომიყვანს“ - ფირათისთვის მომიწევს ამის ჩუქება, მადგრამ არა, ამ ჩითმერდინს მას არ მივცემ, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ.
ფიქრებიდან ხმაურმა გამომაფხიზლა, ზურგს უკან კარმა გაიჭრიალა. ვიღაც შმოვიდა და გაჩერდა. მის მზერას ვგრძნობდი. დედაჩემმა იცოდა ასე, მოვიდოდა რაღაცის სათქმელად, მერე წავიდოდა ხოლმე უეცრად მოწოლილ ფიქრებში, ადგილზე გაშეშდებოდა ხოლმე და მიყურებდა. ახლაც მეგონა, რომ მომაგნო და მაშინვე შეტევაზე გადავედი.
- დედა გთხოვ თავი დამანებე, აქ მაინც დამტოვე მარტო,- ხმა არ გაუცია, მეგონა რომ უკვე წასული იყო, მაგრამ მის მზერას ისევ ვგრძნობდი,- დედა გთხოვ, წადი. საკმარისია უკვე ჩემი წამ...,- მისმა ხელმა სიტყვა შემაწყვეტინა. შიშმა მთელს სხეულში დამიარა, რადგან ეს სულაც არ იყო დედის ხელი, მამაკაცი იყო. მისი ერთი ხელი ჩემს ტუჩებს ეფინებოდა, მეორე კი ჩემს წელზე იყო შემოვლებული მარწუხივით. ტყუილ ბრძოლას თავი რომ დავანებე და ყვირილის მცდელობასაც შევეშვი, მისი ხელი მოდუნდა, მერე მთიანად მომშორდა სახიდან, წელზე შემოხვეულმა ხელმა კი ფრთხილად შემატრიალა უკან.
თვალები გამიფართოვდა, სათქმელი სიტყვა ტუჩებზე მიმეყინა, შიში გაკვირვებამ შეცვალა, სიბრაზე სიხარულმა.
- იუსუფ?!
- გამარჯობა ლამაზო,- მონატრებული ხმა, ეს სახე, შემოხედვა, თვალები,ღიმილი, ასე მეგო საუკუნე იყო გასული მას შემდეგ რაც ბოლოდ ვნახე. გულში სითბო ჩამეღვარა, შუბლზე მაკოცა და მკერდზე მიმიხუტა, გული აჩქარებით უცემდა,- რამდენი დღეა არ მინახავხარ, რამის გავგიჟდი, რომ არ მოვსულიყავი არ შემეძლო.
- კარგია, რომ მოხვედი. ზუსტად იმ დროს მოხვედი, როცა ძალიან მჭირდებოდი, მაგრამ ძალიან საშიშია.
- როცა საქმე შენ გეხება მე არაფრის მეშინია. სადაც აიდაა იქ არის იუსუფიც, ეს სულ ასე იქნება, სიკვდილის შემდეგაც კი,- ჩემს ტუჩებს შეეხო, მისმა ბაგეების შეხებამ ჩემს სხეულში ელექტროდენებივით გაიარეს და ისევ ტუჩებს დაუბრუნდნე,- შენს წასაყვანად მოვედი
- რაა?,- უცბათ გამოვერკვიე ფიქრებიდან, თვალები გავახილე და მის მკერდს მოვშორდი,- სად უნდა წამიყვანო?
- ჩემთან.
- როგორ...
- მოგიტაცებ.
- გიჟი ხარ?
- გიჟი ვარ აიდა, შენ გამაგიჟე, შენმა სიშორემ გამაგიჟა და ამიტომ უნდა მოგიტაცო.
ეს ისე სერიოზულად მითხრა, რომ ვერ შევეწინააღმდეგე, უბრალოდ ჩამოვჯექი დედისეული მზითვების დიდ სკივრზე და ჩავფიქრდი. ნუთუ ეს შეიძლებოდა? ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? მე წავყვებოდი იუსუფს, მაგრამ აქ დაიწყებოდა არეულობა. მამა არ მოისვენებდა მანამ, სანამ ორივეს არ გვიპოვიდა და არ დაგვხოცავდა. არა, ამას ვერ დავუშვებდი, არ შემეძლო ეს გამეკეთებინა.
- იუსუფ მე...
- ნურაფერს მეტყვი აიდა,- ჩემს წინ ჩაიჩოქა, ჩემი ხელი აიღო და გულზე მიიდო,- ყოველი შენი უარი აი აქ, ბასრი დანასავით მესობა. ნუ გასწირავ და ნუ ჩამასობ გულში ხანჯალს. გთხოვ დამთანხმდი და წამოდი.
- იუსუფ ასე წამოსვლა არ შემიძლია.
- როგორ ასე?
- აი ასე, უყველაფროდ. დავტოვო ყველა და ყველაფერი და წამოვიდე?
- არ გიყვარვარ?
- სისულელეს ნუ ამბობ.
- აბა რა პრობლემაა?
- არ შემიძლია დავტოვო ჩემი ოჯახი.
- ესეიგი აქ დარჩენა და იმ კაცზე გათხოვება გადაწყვიტე?,- წამოენთო იუსუფი და ფეხზე წამოხტა,- არ დავუშვებ, რომ სხვა მამაკაცის ხელში აღმოჩნდე, მკვლელად გინდა მაქციო?
- რას ამბობ იუსუფ?!...
- შენ,- ხელში ჩემი მარჯვენა მოიქცია, მეორე ხელით კი უბაკიდან ( ჯიბიდან ) მუჭით რაღაც ამოიღო,- ან ჩემი იქნები ან არავისი. ან ყველას დავხოცავ და ისე წაგიყვან, ან თავს შევაკლავ ყველას ვინც ხელს შეგახებს. ან მკვლელად ვიქცევი, ან ცივ მიწაში ჩავესვენები, მაგრამ უბრძოლველად შენს თავს არ დავთმობ. თავიდანვე ჩაგიფიქრე და აგისრულე კიდეც, ახლა კი, როცა ჩემად გიგულე არავის მივცემ უფლებას ჩემგან წაგიყვანოს,- მარჯვენა გამაშლევინა და არათითზე ბეჭედი მომარგო,- ამ თითზე მხოლოდ ამ ბეჭედს ვაძლევ ცხოვრების უფლებას, მხოლოდ მას აქვს უფლება შენი შეხების, მხოლოდ მას და სხვა არავის და არაფერს. ამ თითზე სხვა ბეჭედი ვერ მოთავსდება, ამას არ დავუშვებ.
- იუსუფ...
- გაჩუმდი,- ტუჩებზე თითი მიმადო გასაჩუმებლად,- ხმა არ ამოიღო, არ გაბედო რაიმეს თქმა. ეს არ მატკინო,- საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო,- დანას ნუ ჩამასობ.
- იუსუფ მიყვარხარ,- მხოლოდ ამის ამოთქმა მოვახერხე, ცრემლებმა ჩემს ყელში უხილავი ბურთი გააჩინა და სიტყვა გამიწყვიტა. მის მკერდს მიხუტული გულამოფსკვნით ვტიროდი,- შენ ჩემი ბედი ხარ, შენ შეგიძლია მხოლოდ ჩემი შეხება, სხვას არავის. და თუ სხვა მაინც შეეცდება ჩემს შეხებას, საკუთრი ხელით მოვიკლავ თავს, მაგრამ მაინც შენად დავრჩები.
- შენ თუ არ იქნები მეც არ ვიქნები. სადაც აიდა არ არის იქ ვერც იუსუფი იქნება. თუ შენ არ იცოცხლებ, მაშინ ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ექნება.
- წამიყვანე აქედან იუსუფ, წამიყვანე გთხოვ. აღარ შემიძლია მეტი, წამიყვანე გთხოვ.
- წაგიყვან...
- აიდა,- დედაჩემის ხმა ახლოდან გავიგონე, სახლის უკან მეძებდა,- აიდა სად ხარ. სად გაქრა ეს გოგო, რა ცუდად იქცევა, არც კი სცხვენია, სტუმრები მოდიან ეს კიდევ იმალება.
- ალააჰ, იუსუფ დედა მოვიდა, დედა გვიპოვის და პანიკას ატეხავს. თუ გვიპოვიან ყველაფერი ცუდად დამთავრდება.
- დამშვიდდი, ნუ გეშინია. ახლა წადი და გპირდები დავბრუნდები, მოგიტაცებ და ისე შორს წაგიყვან გამოცდილი მდევარიც რომ ვერ მოგვაგნებს.
- აიდა გოგო სად ჯანდაბაში წახვედი?
- უნდა წავიდე,- ერთხელ კიდევ მივეხუტე და კარისკენ წავედი. მაჯაზე ხელი ჩამავლო, შემატრიალა და ერთხელ კიდევ ვნებიანად მაკოცა. არასოდეს მინდოდა ამ ტუჩებისგან მოწყვეტა, არ მინდოდა მისგან და მისი პატრონისგან წასვლა, მეგონა სიცოცხლის ნახევარს ვტოვებდი, მეგონა ახლა მას თუ მოვშორდებოდი ალაჰი ჩემს სულს მიიბარებდა.
- გპირდები აქედან წაგიყვან და მერე ვეღარავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას,- ლოყაზე მაკოცა დაგამომიშვა, კარის სახელური უნდა ჩამომეწია, რომ კიდევ ერთხელ გამაჩერა და საკოცნელად დაიხარა, ტუჩებზე ხელის აფარება მოვასწარი, მისი ბაგეები კი ჩემს თითებს შეეხო, ჩემს ქმედებაზე გაეცინა,- შენს ძმას დაელაპარაკე მან უკვე ყველაფერი იცის.
- რაა?
- აიდა გოგო სად ხარ, სტუმრები მოვლენ სადაცაა.
- წადი,- ხელი გამიშვა და გამომიშვა. ნუთუ იუსუფი და აჰმედი ერთმანეთს შეხვდნენ, ალაჰმა ქნას ყველაფემა კარგად ჩაიარა მათ შორის.
- აიდა.
- აქ ვარ დედა,- კარიო ჭრიალით გავაღე.
- გოგო, მაგ ბინძურ სხვენში რას აკეთებდი, თაგვი ხარ? ალააჰ, შეხედე რას გიგავს კაბა, წადი გამოიცვალე სასწრაფოდ სადაცაა სტუმრები მოვლენ,- კიდევ ერთხელ ამათვალიერა ეჭვის თვალით და უკმაყოფილოდ თავი გააქნია,- მაინც რას აკეთებდი იქ?
- არაფერს დედა, უბრალოდ ვიყავი, ვფიქრობდი... ჩემს ქორწილზე ვფიქრობდი.
- ოჰ, როდის მერეა რომ შენ ქორწილზე ღიმილით ლაპარაკობ, თან ნახე ყურებამდე იღიმის,- მართლა ვიღიმოდი, მაგრამ დედამ საიდან იცოდა მე რაზე ვიღიმოდი,- კარგი წამოდი უკვე, ათასი საქმეა და შენ აქ შეყუჟულხარ თაგვივით.
თავი დავუქნიე და უკან გავყევი. სანამ უკანა ეზოს გავივლიდით სხვენს ავხედე, ფიცრებს შორიდან ორი მწვანე თვალი მიმზერდა, ალბათ ისიც ბედნიერებისგან იყურებოდა, ისევე როგორც მე.
ამდენი ხნის მერე პირველად ვიგრძენი თვი ,,მეცხრე ცაზე“, მალე მე და იუსუფი ერთად ვიქნებოდით, ბედნიერები, ყველასგან შორს. ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთ, როგორც იმ ზღაპრებში ბებია რომ მიყვებოდა ხოლმე, ჩემი პრინცი მოვა და წამიყვანს დიდ სასახლეში სადა სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერები ვიქნებოდით.
მუჭში მოქცეულ ბეჭედს თითს ვუსვამდი უჩუმრად, დედას რომ არ შეემჩნია. ოთხი მწვანე და ერთი ყვითელი თვალი ყვავილის ფორმას ქმნიდა. ყვითელი მზის ( ციტრინი ), ხოლო მწვანე ტოპაზის ქვები იყო, ზუსტად ისეთივე ფერის როგორიც იუსუფის თვალები იყო. ასე მეგონა ორი იუსუფი მიყურებდა წყვილი თვალებით ამ ბეჭდიდან, ეს ციტრინი კი მე ვიყავი, რადგან მის თვალთახედვას არასოდეს ვცდებოდი.
ალაჰმა მოწყალე თვალით გადმომხედა.





თავი 11 ( გაპარული )

სტუმრების ჩამოსვლას დიდი ხმაური მოყვა. სიძის მოსვლას მთელი სოფელი ყიჟინით შეხვდა, ზოგადად ასეა, როცა ქორწილია მთელი სოფელი მობილიზდება ხოლმე პატარძლის ან სიძის სანახავად.დღესაც მრავლად შეკრებილიყვნენ ქალები, კაცები და ბავშვები და უცდიდნენ სიძის გამოჩენას. ყველა ელოდა ფირათს, ყველამ ხომ არ იცოდა ვიზე მიპირებდა გათხოვებას მამაჩემი.
ქვაფენილზე ცხენის ფლოქვების და ეტლის თვლების ჭრიალის ხმა გაისმა. გულმა რეჩხი მიყო, მორჩა დამთავრდა ჩემი სიცოცხლე თქო გავიფიქრე და თვალები უკან გადავატრიალე. დედაჩემს ჩემი ხელი ეჭირა და ოდიკოლონით მიზელავდა მაჯებს, ბებიაჩემს კი ცხვირთან მოჰქონდა ეს მძაფრი სუნის სითხე და იძულებით მასუნთქებდა. ძლივს ძლივს გონებაზე მომიყვანეს, ფეხზე ძალით წამომაყენესე და მაიძულეს სტუმრებს დავხვედროდი.
ეზოს ჭიშკარში პირველად ფირათმა შემოაბიჯა. მაღალი, ტანადი, მიმზიდველი ყველა გოგოს ყურადღებას იქცევდა ჩემს გარდა. თმა მოკლედ შეეკრიჭა და წვერი ოდნავ მოეშვა. ნაცრისფერ თვალებში სერიოზულობა ჩასდგომოდა, თითქოს მრისხანებაც გამოსჭვიოდა. დამხვედრთ თვალი მოავლო და მზერა ჩემზე გააჩერა.დანახვისთანავე წარბი გახსნა, თვალებში ჩამდგარი მრისხანება სადღაც მიმალა და სითბო ჩაიღვარა, ბედნიერებით გამიღიმა, გაუხარდა ჩემი დანახვა.
ფირათს უკან ბიძაჩემი და მამიდაჩემი მოყვნენ, შემდეგ ჩემი კიდევ ორი მამიდაშვილი, ფირათის პატარა ტყუპი დები, ასია და ბაისო. გოგონები ჩემი ტოლები იყვნენ, მაგრამ ერთად დიდი დრო არასოდეს გაგვიტარებია, მიუხედავად ამისა ვცდილობდი ორივესთან კარგი ურთიერთობა მქონოდა.
გოგონებს უკან კიდევ ვიღაც ნათესავები მოყვნენა, რომლებიც ვერაფრით ვიცანი, ალბათ საერთოდ არც კი მყავდნენ ნანახები. რიგის ბოლოს კამარად შემორტყმოდა ცნობის მოყვარე ბავშვები და სხვა მეზობლები.
ფირათი მოვიდა და თავი დაგვიკრა. დედას და მამას მიესალმა და ხელზე ემთხვია, როგორც წესი იყო, აჰმედს ხელი ჩამოართვა და მე მომიბრუნდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა. დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ ნახავ და მისი ჩახუტება გინდა, მაგრამ ტრადიციები უფლებას არ გაძლევდნენ ზუსტად ამ სიტუაციაში ვიყავით, ბოლოს როგორც იქნა მოიფიქრა ხელზე მაკოცა და საჩუქრის ყუთი მომაწოდა, როგორც წესი შიგნით ოქროს სამკაული უნდა ყოფილიყო. მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.
მამამ სტუმრები შინ შეიპატიჟა. მე ყავის მოდუღება და სტუმრებისთვის მირთმევა მევალებოდა. ჩვენთან ტრადიცია იყო, ბიჭი ხელის სათხოვნელად რომ მოვიდოდა მისთვის მარილიანი ყავა უნდა დაგელევინებინა, თუ მის სიმლაშეს გაუძლებდა და არაფერს შიმჩნევდა ბედნიერი და მყარი ოჯახი გეყოლებოდა. მიუხედავად ამ ტრადიციისა და დედაჩემის თვალთვალისა, მაინც მოვახერხე და ფირათის ჭიქაში მარილის ნაცვლად შაქარი ჩავყარე.
- ფრთხილად გაიტანე მისაღებში, არ დაგეღვაროს და არ შეგეშალოს ფირათის ჭიქა რომელია,- გმაფრთხილა დედამ სანამ სამზარეულოდან გავიდოდი. სულ თვალი მეჭირა ამ ჭიქაზე, მეშინოდა მართლა არ შემშლოდა და ვინმეს არ შეხვედროდა ეს თაფლივით ტკბილი ყავა.
გამიმართლა. ფირათმა ოდნავ მოსვა ყავა და მეტისმეტი სიტკბოსგან წარბი საწყლად შეკრა. ამდენი ხანია ვიცნობდი, ჩვენთან ხშირად მოდიოდა ხოლმე და ზუსტად ვიცოდი, რომ ტკბილ ყავას არასოდეს სვამდა, მაგრამ ახლა რა უნდა მექნა მარილიანის დალევას ტკბილი ჯობდა დაელია. ყავის სმა რომ მორჩა მე ოთახიდან გამომიშვეს, ჩემი საქმე არ იყო ნიშნობის შესახებ რას ილაპარაკებდნენ.თითქმის ერთი საათი ვიჯექი ჩემს ოთახში და სასიკვდილო გადაწყვეტილებას ველოდი. ბოლოს როგორც იქნა კარზე მოაკაკუნეს, კარში აჰმედის თავი გამოჩნდა.
- აქ ხაარ?- ჯერ კიდევ კართან მდგარმა მკითხა.
- არა გეჩვენები.
- მოჩვენებების არ მჯერა,- სცადა გამხუმრებოდა და გავეღიმე მაგრამ არ გამოუვიდა.
- ე. ი. აქ ვყოფილვარ,- ლაპარაკი არ მინდოდა, ან რაზე უნდა მესაუბრა, განაჩენი უკვე დიდი ხანი იყო რაც გამომიტანეს, სიკვდილი.
- არ გაინტერესებს რა გადაწყდა?
- არა.
- რატომ?
- უკვე ვიცი და იმიტომ,- ორივე დავდუმდით. ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით. ჩვენგან წამოსული ყოველი სიტყვა ერთმანეთის გულებში ხანჯლად გვესობოდა და ამიტომ დუმილი ვარჩიეთ ორივემ. ცოტახანი მიყურა და ხმა რომ არ გავეცი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა, სიტყვა კარში დავაწიე,- იუსუფი ნახე?- ხელი სახელურზე მიეყინა, შევატყვე ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს. შუბლი კარს მიადო და ხელები უღონოდ ჩამოუშვა. ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას და მეტყოდა რამეს, არ მინდოდა კიდევ რამე მეკითხა ამის შესახებ, მინდოდა თავად მოეთხრო ყველაფერი. ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო, ისე, რომ თავი კარისთვის არ მოუშორებია.
- ვნახე,- მხოლოდ ეს მითხრა და დადუმდა.
- მერე?- სუნთქვა გამიხშირდა ცუდის მოლოდინში.
- მერე არაფერი,- შემობრუნდა და შემომხედა, ყავისფერ თვალებში ცრემლი უკიაფებდა.
- როგორ თუ არაფერი?
- ყველაფერს მომიყვა.
- მერე? აჰმედ ამოღერღე ნუ მაწვალებ ძალიან გთხოვ.
- რაც მან მომიყვა შენ უკვე იცი აიდა. ბიძაჩვენმა დანაშაული ჩაიდინა, თან ისეთი დანაშაული მთელი ცხოვრება რომ ვერ ჩამოვირეცხავთ. ცოდვაში ჩაგვაგდო და სხვისი საწყევარი გაგვხადა.
- მამამ ამაზე არაფერი იცის.
- არ იცის.
- მერე რაღას ველოდებით, ვუთხრათ,- კარს მივაწყდი, მაგრამ აჰმედმა შემაჩერა.
- გაგიჟდი?
- რატომ გავგიჟდი აჰმედ? მან სიმართლე უნდა იცოდეს.
- და რა შეიცვლება ამით?
- ფირათზე აღარ გამათხოვებს.
- და გგონია რახან ფირათზე აღარ გაგათხოვებს, იმის უფლებას მოგცემს, რომ იუსუფზე იქორწინო?- ხმა ვეღარ ამოვიღე, მართალი იყო,- ბიძაჩვენი მოძალადე იყო, საწადელს ვერ მიაღწია და სხვანაირად იძია შური იუსუფის მამაზე.
- გოგოს ცხოვრება დაუნგრია, ნამუსი ახადა. აჰმედ, მამამ ეს უნდა იცოდეს, ეს მტრობა უნდა ჩაცხრეს, უნდა გაქრეს. ნუთუ არ გესმის?
- მესმის აიდა,- ხელებში მოიქცია ჩემი სახე,- მესმის მაგრამ ვერაფერს შევცვლით ახლა.
- ეს ერთადერთი საშუალებაა ჩემი გათხოვება რომ გადაიფიქროს.
- არ გადაიფიქრებს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ... მამა ძალიან შეიცვალა, მას შემდეგ რაც წერილი მიიღო.
- რა წერილი?!
- იუსუფის ბიძამ მუქარის წერილი გამოგვიგზავნა, გვემუქრებოდა, რომ თუ იუსუფს რამეს დავუშავებდით მთელს ჩვენს ოჯახს ამოწყვეტდა ქალიან ბავშვიანად.
- რას ამბობ? იუსუფს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
- შესაძლოა იუსუფმა ამის შესახებ არც არაფერი იცოდა, ის ხომ ორი კვირაა შინ არ წასულა. ბოლო წერილი გუშინ მოვიდა.
- ალააჰ, მაგრამ ჩვენ...,- კარზე კაკუნმა სიტყვა გამაწყვეტინა, ფირათი იყო და შესვლის უფლებას მთხოვდა,- ფირათს არაფერი უთხრა გთხოვ, არ ვიცი რამდენად სანდოა შეიძლება გაგვცეს.
- კარგი დამშვიდდი, მიდი კარი გაუღე,- კარზე მხრით მიყრდნობილი ბიჭი საწყალი სახით მიყურებდა, თითქოს დაღლილი იყო ამ ყოველივეთი და მობეზრებოდა.
- შეიძლება შემოვიდე?- ნებართვის თხოვნას ღიმილი და თავისი საფირმო შემოხედვა მოაყოლა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გვერდზე გავიწიე რომ შემოსულიყო. აჰმედის დანახვაზე თითქოს შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია, რა იყო მისი შიშის მიზეზი ვერ მივხვდი,- წეღან ნორმალურად ვერ გნახეთ,- ხმა არც ერთმა არ გავეცით,- აიდა ვიცი რომ ჩემზე დაქორწინება არ გინდა.
- მართალია,- ჩემს ნაცვლად აჰმედმა უპასუხა,- ჩემს დას შენზე დაქორწინება არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, თუმცა შენ შეგიძლია ჩაშალო ეს ქორწილი,- თვალები გამიდართოვდა, როგორ შეიძლებოდა ქორწილი ჩაეშალა ფირათს?- უარი თქვი ამ ფარსზე.
- არ შემიძლია,- დანანებით უპასუხა და თავი ჩახარა,- არ შემიძლია აიდა გავწირო.
- იცი, რომ მე ჩემს დას ვწირავ ახლა?- ფეხზე წამოდგა აჰმედი და მიუახლობდა.
- როგორც ჩანს შენ ყველაფერი არ იცი აჰმედ, ძმაო,- მომეჩვენა რომ ცინიკურად ჩაიღიმა.
- რა არ ვიცი, რაა? ფირათ, ძმებივით ვიზრდებოდით, და ძმურად გთხოვ უარი თქვი ყოველივე ამაზე.
- არ შემიძლია, ძმაო, არა, გამიგე. თუ მე არ მოვიყვან ცოლად მაშინ...
- რაა მაშინ ფირთ, ამოღერღე ბოლოსდაბოლოს, მოთმინებას ნუ მაკარგვინებ.
- თუ მე არ მოვიყვან აიდას ცოლად, მაშინ მას ვიღაც ასაკოვან კაცზე გაათხოვებენ.
- რაა?,- აღმომხდა უღონოდ.
- ვიღაც კაცს უთხოვია მამაშენისთვის შენი ხელი ადია, როგორც მითხრეს ორი ცოლი ყავდა და ახლა ქვრივია, 50 წლისა იქნება ალბათ.
- რას ამბობ ფირათ,- ქეჩოში წვდა აჰმედი და კედელზე ააყუდა, მეტი არაფერი გამიგია მათი საუბრიდან, ჩემს გონებაში მხოლოდ ეს ერთი წინადადება ტრიალებდა.
ნუთუ ასე გამწირავდა მამაჩემი, რომ 15 წლის გოგო 50 წლის კაცისთვის ჩავეგდე ხელში, ნუთუ შეეზლო სიკვდილისთვის გაემეტებინა საკუთარი ქალიშვილი, ნუთუ შეეძლო, რომ... უეცარი თავბრუსხვევა ვიგრძენი, ჰაერი შეიკუმშა ოთახში, სუნთქვა გამიძნელდა. ხელის კანკალით ძლივს მოვძებნე კარის სახელური, კიბეები ძლივძლივობით ჩავიარე, ეზოში გასასვლელ კარს მივაწყდი, მადლობა ალაჰს ეზოში არავინ იყო, მაშინვე უკანა ეზოს მივაშურე და ხის ძელსკამზე ჩამოვჯექი.
ცრემლები მახრჩობდნენ, ყელში მოწოლილ უხილავ ბურთს ვერაფრით ვყლაპავდი. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ჩემი პირიდან სასოწარკვეთილი ცხოველის ღმუილი ამოდიოდა მხოლოდ. არაფერი შემეძლო ჯდომისა და ტირილის გარდა, ცხოვრებაში ამის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა.
,, იუსუფ სად ხარ“,- ჩემი გული მხოლოდ იუსუფს ითხოვდა, მისი ნახვა მაშინ ისე მჭირდებოდა, როგორც თევზს წყალი. მაგრამ ამ შველას ვერ ვხედავდი. გარემოს ვათვალიერებდი, სხვენშიც შევიხედე, მაგრამ ვერსად ვიპოვე, მეგონა რომ მიმატოვა და სულ მარტო დავრჩი.
ცხოვრებას არავინ მაცდის, ყველა ისე მატრიალებს, როგორც ეს მათ სურთ.
,, აიდა“- აჰმედმა მომაგნო. ნუთუ მარტო ყოფნას ვერასდროს შევლებდი? ნუთუ არ შემეძლო ყველასგან შორს ცოტახანი მარტო ვყოფილიყავი?
ცრემლები შევიმშრალე და ხმა გავაგონე. მოვიდა და გულზე მიმიხუტა. ერთი ამოვისლუკუნე და ცრემლებს ნება მივეცი თავიანთ კალაპოტზე გაეგრძელებინათ დენა. მთელი არსებით ვტიროდი, მთელი სხეული მიტიროდა, გული მიტიროდა და ტკივილისგან ღმუოდა, ამ ცხოველურ ღმუილს კი აჰმედის მკერდი ფარავდა და ხმას ახშობდა. ამაოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, ყოველი მისი სიტყვა უფრო მეტად მიჩუყებდა გულს და ტირილს ვუმატებდი.
- უნდა გაიქცე,- ეს ისე მოულოდნელად მოხვდა ჩემს ყურს, მომენტალურად ტირილიც კი შევწყვიტე. ნეტავ თვითონ თუ ხვდებოდა თავისი სიტყვების მნიშვნელობას. სად უნდა გავქცეულიყავი, ან როგორ, ეს ხომ შეუძლებელი იყო.
- სად უნდა გავიქცე ძმაო.
- იქ სადაც ბოროტი ხელიი ვერასოდეს მოგწვდება. ახლა სახლში შედი და დედას დაეხმარე.
- შენ სად მიდიხარ?,- მიმავალს მივაძახე.
- საღამოს მოვალ და გეტყვი,- მომაძახა ზურგსუკნიდან.
- აჰმედ,- ყურადღება აღარ მოუქცევია, თავლიდან ცხენი გამოიყვანა და წავიდა.
ჩემს ოთახში ვიჯექი და წამდაუწუმ ფანჯარაში ვიხედებოდი, აჰმედის მოსვლას ველოდებოდი, მაგრამ არადა არ გამოჩნდა. უკვე ნერვიულობა დავიწყე, საათი ღამის ორ საათს აჩვენებდა. ყველას ეძინა სახლში, მე კი თვალზე რულიც კი არ მეკარებოდა. აჰმედმა ძალიან დააგვიანა, უკვე შიში გამიჩნდა, რომ რაღაც შეიძლებოდა მოსვლოდა. როცა რაღაცაზე ნერვიულობ, ხომ პირველივე გაფიქრება ცუდისკენ არის მიდრეკილი.
მუხლები მტკიოდა ამდენხნიანი დგომისგან, მაგრამ ფანჯარას მაინც ვერ ვშორდებოდი, შიში და ინტერესი ერთდროულად მეხვია თავზე და მახრჩობდა. ბოლოს დაღლილი ფეხებით საწოლამდე ძლივს მივაღწიე და წამოვწექი, წამიერად ჩამეძინა. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ ვიღაცის შეხებამ შემაკრთო და ძილში შევკრთი. აჰმედი დაბრუნებულიყო.
აჰმედი იუსუფის სახლში წასულა და ყველაფერი უამბია. იუსუფი ძალიან გაბრაზებულა და მაშინვე ჩემს წასაყვანად წამოსულა, მაგრამ აჰმედს გაუჩერებია და ასეთი რაღაც შეუთვაზებია. გამთენიისას, როცა ჯერ კიდევ ყველას ეძინება და მანამ, სანამ მამალი იყივლებდა სახლიდან უნდა გავპარულიყავი, აჰმედის ცხენი წამეყვანა და იუსუფს აუჯილას ხევის თავზე, მკვდარ ლოდთან შევხვედროდი, შემდეგ კი იუსუფი მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს გეგმა სიგიჟედ მიმაჩნდა, მაგრამ ახლა ამ სიგიჟესაც უნდა დავთანხმებულიყავი, სხვანაირად განწირული ვიყავი.
ალიონამდე დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი, უდაბნოს ღამისთვის შესაფერისი თანსაცმლით შევიმოსე და კუნაპეტი ღამესავით შავი მოსასხამი მოვისხი, სიცივისგან დასაცავად. მამლის პირველმა ყივილმა გზაში მომისწრო. საბაჰ ალკირი მთელი სისწრაფით მიჰქროდა, მისი სიჩქარისგან გამოწვეულმა ქარმა მოსასხამი ამიფრიალა, კაპიუშონი თვიდან გადამხადა და თმები ამიწეწა. სიცივისგან ლოყებშეფაკლული მთელი სხეულით ვიყავი გადაწოლილი ცხენზე და ვლოცულობდი, რომ როგორმე მზის პირველ სხივებამდე მიმეღწია ხეობის თავზე.
ცხენი ტყის პირას შევაჩერე და აღმართი სირბილით ავიარე. გრძელი კაბა ხელს მიშლიდა და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი ხელით ამეწია. ხეობის თავს ქოშინით მივაღწიე, გული ამოვარდნას მქონდა, სუნთქვა მიჭირდა. ლოდთან იმის იმედით მივირბინე, რომ იქ იუსუფი დამხვდებოდა, მაგრამ არავინ დამხვდა, არც გარშემო იყო ვინმე. იუსუფს რამდენჯერმე დავუძახე, მაგრამ ხმა არ გამცა, მეგონა გადაიფიქრა და ჩემს გარეშე წავიდა. უკვე ყველაფრის იმედი მქონდა გადაწურული, რომ უკნიდან ნაბიჯების და სუნთქვის ხმა მომესმა, გამიხარდა იუსუფი მოვიდა მეთქი და უკან შევტრიალდი მის შესახვედრად.
- მირჩევნია ჩემი ხელით მოგკლა, ვიდრე შენს მეძავობას შევესწრო.
ლოყა ამეწვა, ძლიერი დარტყმისგან თვი ვეღარ შევიკავე და ლოდს ზევიდან გადავემხე.
- მირჩევნია ჩემი ხელით მოგკლა, ვიდრე მტრის საყვარელი გახდე.
თმაში ხელი წამავლო და გვერდზე მომისროლა.
- მირჩევნია ჩემი ხელით მოგკლა, ვიდრე ოჯახის მოღალატე გახდე.
მუცელში წიხლი მთელი ძალით ამომარტყა. მეგონა შინაგანი ორგანოები მთელი აღრ შემრჩებოდა.
- მამა გთხოვ არ გინდა,- შევევედრე, მაგრამ წიხლი სახეში ამომარტყა და წარბი გამიხეთქა, სისხლი თვალსა და ლოყაზე თქრიალით ჩამომდიოდა.
- შენ გეგონა გაიქცეოდი? იმ ძაღლისშვილს გაყვებოდი და ჩემგან თავს დააღწევდი? არა შვილო, შენ მხოლოდ იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი,- თმაში მწვდა და გამათრია,- მაგრამ, სანამ იმას გააკეთებ რაც მე მინდა, იმას განახებ ვისაც ეძებდი,- ხელი სახეზე წამავლო და იძულებით გამახედა საპირისპირო მხარეს, საიდანაც აჰმედსა და ვიღაც ბიჭს იუსუფი გათოკილი მოჰყავდათ.
- იუსუფ,- ტუჩი და წარბი მასაც გახეთქილი, თმა არეული და მაისური სისხლით გაჟღენთილი ჰქონდა. იმდენად საშინელი შესახედაობისა იყო, რომ ჩემი ყველა ტკივილი დამავიწყდა და მისი მტკიოდა.
- აიდა?!,- ძლივს ამოილაპარაკა. ნუთუ აჰმედმა ჩაიდინა ეს, ნუთუ მიღალატა? არადა როგორ ცდილობდა ჩემს დახმარებას, როგორ მაგულიანებდა, გაპარვის გეგმაც მან მოიფიქრა, ნუთუ მიღალატა?..
- იუსუფ.
- გაჩერდი. შეხედე, შეხედე და დატკბი, ხედავ რა ჩაიდინე? ახლა უარესს ჩაიდენ, შენს გამო ადამიანი მოკვდება.
- მამა არ გინდა გთხოოვ. მე რაც გინდა ის მიქენი ოღონდ ის გაუშვი. ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი, ოღონდ გეხვეწები ის გაუშვი,- შევევედრე და მუხლებში ჩავუვარდი. რატომ მეგონა, რომ მამაჩემს გული მოულბებოდა?!
- როგორი გულის ამაჩუყებელია. ახლა შეხედე. სიცოცხლეს გამოასალმეთ ეგ ძაღლისშვილი.
- აჰმედ არა, არ გააკეთო ეს გთხოვ,- არც მან შეისმინა ჩემი თხოვნა, იუსუფი მუხლებზე დააყენა და ხანჯალი ყელზე მიადო,- შენ ნაძირალა, მეგონა ჩემი ძმა იყავი, მეგონა შენი ნდობა შეიძლებოდა, თურმე სატანა ყოფილხარ, დაე ალაჰმა დაგწყევლოს,- სახეში კიდევ ერთი მომხვდა და ახლა უკვე ტუჩიც გამისკდა.
- ხელი არ ახლო ძაღლო,- გამოსცრა იუსუფს და ფეხზე წამოსადგომად გაიბრძოლა, მაგრამ აჰმედისა და იმ მეორე ბიჭის ძლიერმა ხელებმა ამის საშუალება არ მისცეს,- თუ რამეს დაუშავებ გეფიცები მოგკლავ.
- მოკალით რაღას ელოდებით,- გაჰყვირა მამაჩემმა და თმებით გამათრია, შენ სახლში მოგხედავო მითხრა. აჰმედის ხანჯალი უფრო მეტად მიებჯინა იუსუფის ყელს და ოდნავ გაუჭრა, სისხლის წვრილი ზოლი ჩამოეღვინთა მთელს სიგრძეზე.
- იუსუფ არაააა.
- აიდა, ხელი გაუშვი ძაღლო.
- მამა გთხოვ გაუშვი გთხოოვ.
- აიდაა.
- იუსუფ.
- მოკალით.
- მამა გთხოვ გაუშვი. აჰმედ არ გინდა გთხოვ. ძმაო არა.
- მოკალით რაღას ელოდებით.
არ ვიცი რამდენი ვიყვირე, არც ის დამინახავს იუსუფი როგორ მოკლეს, ვეღარც სხეულის ტკივილს ვგრძნობდი განცდილი სულიერი ტკივილისგან, რადგან თვალთ დამიბნელდა და გონი დავკარგე.



თავი 12 ( ხნის ღამე )

არ გამიმართლა ცხოვრებაში, ამას უკვე შევეგუე. როცა მუსლიმურ ოჯახში იბადები, თავიდანვე უნდა შეეჩვიო იმ აზრს, რომ ყველაფრის გაკეთება მოგიწევს რასაც დაგავალებენ. მერე რაა, რომ 21- ე საუკუნეა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ შენი სოფლის ხალხი ისევ ძველ, დაუწერელ ტრადიციებს მიყვება.
დღეს ხნის ღამეა. ხნის ღამე ქორწილამდეერთიდღითადრე, გასათხოვარიგოგოსთვისიმართებასაპატარძლოსმშობლიურსახლში ოჯახთან გამოსათხოვებლად. ტრადიციისამებრ საღამოს გოგონას ახლობლები და ნათესავები, რომლებსაც მხოლოდ ქალები წარმოადგენენ, იკრიბებიან და წვეულებას მართავენ.
მართლია ეს წვეულება ქორწილამდე ერთი დღით ადრე იმართება, მაგრამ, როგორც მამაჩემმა თქვა ჩემი ე. წ. უვარგისი საქციელის გამო, ხნის ღამე და ქორწილი გადაება და დღეს საბოლოოდ უნდა დავმშვიდობებოდი გოგოს, სახელად აიდა.
მთელი დღე ამ საღამოსთვის სამზადისი ჰქონდათ. კაცები ამ სამზადისში არასოდეს ერთვებოდნენ, უბრალოდ ისხდნენ და ნარდს თამაშობდნენ ან ჩაის მიირთმევდნენ და მუსაიფობდნენ. ეს წვეულება ქალებისთვის იყო, შესაბამისად ბრძანებებსაც ისინი გასცემენ. საგანგებოდ ამ დღისთვის მეორე სოფლიდან დამხმარე ქალები მოიწვიეს ფულის სანაცვლოდ, ამას დაქირავება ჰქვია, მაგრამ ჩვენთან ადამიანზე ამ სიტყვას არ ხმარობენ. ამბობენ დამხმარე ქალები მოვიწვიეთო, რადგან დაქირავება მხოლოდ ცხოველების შეიძლებოდა. მე გამყიდეს.
ჩემს ოთახში მოფუსფუსე ქალების ხმა შემოდიოდა და ნერვს მიწყალებდა. ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ ფერჰათი პატიოსანი, განათლებული, ჭკვიანი, ძლიერი და სიმპათიური ვაჟკაცი იყო დაჩემთვის ზუსტად შესაფერისი ქმარი იქნებოდა. ჩემნაირი გოგოსთვის სხვას უკეთეს ვერ მოძებნიდა თურმე ჩემი ოჯახი, მე რანაირი ვიყავი არ ვიცი. ჭორიკანა მეზობლები იყვნენ და ალბათ მამაჩემის და დედაჩემის საუბარი მოისმინეს.
ჭორაობა ბებიაჩემმა ჩაახშო, მომუშავე ქალებს წაუცაცხანა და დაუყვავა, ერთიმეორის მიყოლებით გააჩუმა და ოთახის კარი შემოაღო.
- ბებია,- ისე გამიხარდა მისი დანახვა, გეგონება დიდი ხანი არ მენახოს. გულზე ავეკერი და ტირილი დავიწყე.
- ნუ ტირი საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება,- ნეტავ მან თუ იცის რა მოხდა სინამდვილეში, ნეტავ თუ იცის ჩემმა ძმამ რა ცოდვაში ჩადგა ფეხი. მამაჩემზე აღარაფერს ვამბობ ის ისედაც ცოდვების ბულულას ატარებს ზურგით და მისგან გასაკვირი არაფერია. საწოლზე ჩამოვსხედით,- დედაშენმა გამომგზავნა და მთხოვა შემემოწმებინა როგორ იყავი, გატყობ ცუდად ხარ.
- კარგად როგორ უნდა ვიყო ბებია, შეხედე რას მიკეთებენ, ცოცხლად მმარხავენ.
- სხვა რა გზაა შვილო, უნდა მოითმინო.
- როდემდე? ან რა მოვითმინო? ველოდო რას - ჩემს სიკვდილს? აქედან წასვლა მინდა ბებია, გთხოვ დამეხმარე.
- სად უნდა წახვიდე შვილო.
- აქაურობისგან შორს, იქ სადაც მამაჩემის ხელი ვერ მომწვდება.
- და შენი მშველელი ვინ არის?,- დავდუმდი, ჩემი სიტყვები ცრემლებმა გადმოსცა. მშველელი აღარავინ მყავდა, ჩემი იმედი მომიკლეს, სიცოცხლის მიზეზი ჩემი ძმის ხელით გამინადგურეს.
- უკვე არავინ.
- შენი მშობლების საუბარს მოვკარი ყური. იმ ბიჭზე ლაპარაკობდნენ, მასთან ერთად გაქცევა დაგიპირებია.
- ასეა და შესაძლებლობა რომ მქონდეს ისევ იმავეს გავიმეორებდი, მაგრამ ჩემმა ძმამ მოკლა იუსუფი. არ მეგონა თუ ასე შემობრუნდებოდა მოვლენები, მისი დიდი იმედი მქონდა, ვენდობოდი, ჩემი საიდუმლოებები გავანდე. დახმარება აღმითქვა, გეგმა თვითონ მოიფიქრა, გაქცევა შემომთავაზა, იუსუფთან წავიდა და ყველაფერი დაგეგმა, თურმე ყველაფერი სათავისოდ გაუკეთებია. მამას საყვარელი შვილი, ახლა მის თვალში უფრო აღმატებულია, ეს უნდოდა? ნუთუ ამდენი ხანი იმისთვის იცადა, რომ მამას საკუთარი თვალით დაენახა ყველაფერი. სახლიდან გამაპარა, მერე მამასთან მივიდა და ყველაფერი უამბო. აი როგორი აღმოჩნდა ჩემი ძმა, მამას საყვარელი შვილი.
- ასე ნუ ამბობ, შენ ხომ არ იცი სინამდვილეში რა მოხდა?
- შენც მას იცავ? ჩემი ორი თვალით დავინახე აჰმედმა როგორ გამოსჭრა ყელი იუსუფს, სისხლი დავინახე ბებია, ყელზე სისხლი ჩამოსდიოდა.
- რას ქვია არ ვიცი, მე ყველაფერი ვიცი, იუსუფი მკვდარია ხომ ასეა?
- ასეა, სამწუ...
- ვისდა სამწუხაროდ? აქ ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც მისი სიკვდილი უნდა მიუსამძიმროთ,- ჩემდაუნებურად ფეხზე წამოვხტი და ყვირილი დავიწყე, გარეთ ხმაური შეწყდა. ქალმა ჩემი გაჩუმება სცადა, პირზე ხელს მაფარებდა,- რატომ მაჩუმებ? ნუ მაჩუმებ, დაე გაიგოს ყველამ, რომ...,- სიტყვა მისმა გაშლილმა ხელმა შემაწყვეტინა. განრისხება გაკვირვებამ და წყენამ შეცვალა, პირველად დამარტყა ბებიამ, ცხოვრებაში პირველად.
- ეს გონზე მოსასვლელად. ახლა კი დაჯექი,- წარბი შეკრა დიდედამ და თითქმის ხელის კვრით საწოლზე დამსვა. მერე უცბათ მოლბა და ისევ მზრუნველი იერი მიიღო,- თუ სხვებმაც გაიგეს ეს ყველაფერი მამაშენი არ გაცოცხლებს.
- სიკვდილი მირჩევნია ამ მდგომარეობას.
- ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. მოდი მაკიაჟს გაგიკეთებ, იქნებ რამენაირად გახეთქილი წარბი დავფაროთ.
- დაე ყველამ დაინახოს რა მამაც მყავს,- თავი დანანებით გაიქნია და ფერუმარილს გადასწვდა.
ერთ საათში მზად ვიყავი. მაკიაჟი მეკეთა და იისფერი საქორწილო კაბა მეცვა. ბებია გვირგვინს მადგამდა და ფატას მიმაგრებდა. ყველაფერი რომ მორჩა გამიღიმა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ნაზად მომწმინდა. ახლა დრო იყო აჰმედთან წავსულიყავი, რომ ჩემთვის წელზე წითელი ლენტი შეება, პატიოსნებისა და უბიწოობის ნიშნად. ესღა მაკლდა, ისედაც ვერიდებოდი მასთან შეხვედრას, მაგრამ მაინც იძულებული ვიყავი.
სხვების დასანახად ბედნიერი დაიკოს როლი მოვირგე. აჰმედს წინ დავუდექი და ხელები ზევით ავწიე. ტრადიციისამებრ, მას ჩემთვის ,, პატიოსნების“ ლენტი სამჯერ უნდა გაეკეთებინა და მოეხსნა , მეოთხედ კი საბოლოოდ შემაბავდა ამ ტიტულს. ერთი, მეორე, მესამე და ნასკვი შეიკრა. სამი ჩახუტებაც და თავისუფალი ვიყავი მისგან.
ერთი...
- აიდა უნდა დაგელაპარაკო.
ორი...
- თვალით არ დამენახო.
სამი...
- სანამ ყველაფერს არ აგიხსნი ვერ გაგიშვებ.
- რა უნდა ამიხსნა, იის, რომ მკვლელი ხარ?
- თუ მომისმენ ყველაფერს მოგიყვები.
- ნურაფერს მომიყვები, ნუ შეწუხდები, ყველაფერი გასაგებია.
ქალები პირველ, კაცები კი მეორე სართულზე განთავსდნენ და წვეულებაც დაიწყო. კედელთან მდგარ, ოქროთი მოპირკეთებულ ტახტრევანზე ვიჯექი და წითელი ფატის ქვეშიდან მოცეკვავე ხალხს ვუყურებდი. ყოველი მათი თითქოს გრანდიოზული სხეულის რხევა ფარსი იყო, ისინი მხოლოდ ფულის ოქროს მონეტების წკრიალზე ცეკვავდნენ. წესი იყო, რომ დედას პატარძალი უნდა აეტირებინა თბილი სიტყვებით, მაგრამ მე მათ გარეშეც ვტიროდი. როგორც იქნა მორჩნენ ამ უაზრო გრეხვებს. დრო დადგა ჩემთვის ხნა წაესვათ ხელებზე.
ტრადიციისამებრ, ხნას ის ქალი ამზადებს, ვინც ბედნიერ ქორწინებაშია და არ ყოფილა არასდროს განქორწინებული. ლამაზად მორთულ ოქროს სინზე გარშემო სანთლებს ამაგრებენ, შუაში კი ხნას დებენ. შუაში დამსვეს, ჩემ გარშემო კი გასათხოვარი გოგონები ამ სინებით ხელში დადიან და მუსიკას გამხდარ სხეულს აყოლებენ, სჯერათ, რომ ეს მათ გათხოვებაში დაეხმარებათ. ჩემ წინ უფროსი წარმომადგენლები სხედან. ბებიაჩემი ამბობს, ,, პატარძალი ხელს არ შლის “, ამის გამგონე ფირათის დედა ფეხზე დგება და ხელის გულებზე ოქროს მონეტებს მალაგებს. ამის მერე ვშლი ხელს და ხელის გულზე ხნას მისმევენ, ხნას იმ ოქროს მონეტებს ადებენ ,, სადედამთილომ“ რომ მაჩუქა, შემდეგ კი უთითებო იისფერ ხელთათმანებს მაცმევენ.
ტრადიციის ერთ- ერთი ყველაზე მთავარი წესი საპატარძლოს ტირილია. ამბობენ, რომ გოგონამ თუ არ იტირა, მისი ქორწინება ბედნიერი ვერ იქნება. ამისთვის დედა, პატარძალს თბილ სიტყვებს ეუბნება, მაგრამ მე ამ თბილი სიტყვების გარეშეც ვტიროდი.
- შეხედეთ პატარძალი ჩვენი დახმარების გარეშეც ტირის, მას ბედნიერი ოჯახი ეყოლება,- თქვა დედამ, თავსაბური მომხსნა და სტუმრებს ჩემი ცრემლიანი თვალები დაანახა.
თითქოს არ იყო საკმარისი ეს ყოველივე ფარსი, თამაში, ცირკი, იძულებით ამაყენეს და მხიარული სახეებით ჩემს გარშემო დაიწყეს ცეკვა, მეც უნდა ავყოლილიყავი. ხელების ზევით აწევის თავიც კი არ მქონდა, იმდენად მქონდა გული დამძიმებული, ცოტაც და ძირს დავეცემოდი. ჩემს გარშემო მხიარული სიცილით მოცეკვავე ქალები, მუსიკა მაღალ ხმაზე, ,, სადედამთილოს“ დაძალებული ცეკვა, ვეღარ ვსუნთქავდი. გული შემეკუმშა, სუნთქვა გამიძნელდა, ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი, მუსიკა სადღაც შორიდან მესმოდა, ხელები დაბუჟებული და გაოფლილი მქონდა, ყურები მიწუოდა, ცოტაც და თავი ამიფეთქდებოდა. თავბრუს ხვევას ვგრძნობდი, კიდურებში სისუსტე მეპარებოდა, ფეხები მიკანკალებდა და გონების დაკარგვამდე ვიყავი მისული. ხელი შემაშველა ვიღაცამ და ტახტრევანზე დამაბრუნა. თითქოს შორიდან და ამავე დროს ახლოდანაც ვიღაცის ხმა ჩამესმა ბუნდოვნად, თვალებს ვერ ვხედავდი მისი ვინაობის გასარკვევად. დედაჩემს ესაუბრებოდა.
- ლეილა შენს გოგოს რა სჭირს?
- ღამე ნათევია დაო, შენც კარგად იცი პატარძლები როგორ ნერვიულობენ ქორწილის წინ. აიდამ დაძინება ვერ შეძლო და ახლა მოერია უძილობისგან გამოწვეული დაღლილობა.
- და წარბზე რა სჭირს?,- შენიშნა ,, სადედამთილომ“, თვალები ძლივს გავახილე მისი სახე რომ დამენახა.
- ისეთი არაფერია დაეცა და...,- ვიღაცამ წყალი მომაწოდა, მერე ადიკალონს მაყნოსინეს და მეც ძლივ- ძლივს გავახილე თვალები და ღრმად ამოვისუნთქე, ფილტვებში ხრიალით ჩაეშვა გრილი ჰაერი. დედაჩემის გაფითრებული სახე, მამიდაჩემის ( სადედამთილო) შეშინებული სახე, ბებიაჩემის მოტირალი სახე, თურმე მან მომიტანა ცხვირთან ოდიკოლონი.
- კარგად ვარ,- ძლივს ამოვილუღლუღე და წყალი მოვსვი, იმ საღამოს ტახტრევნიდან აღარ ავმდგარვარ.
ვუყურებდი ქალებს რომლებიც ჩემსკენ იყურებოდნენ და ერთმანეთში რაღაცას ჩურჩულებდნენ, ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც მეორე სართულიდან გადმოყუდულ ახალგაზრდა ბიჭებს ეპრანჭებოდნენ და მათ დასანახად ცეკვავდნენ, ბავშვებს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ იქ რა ხდებოდა და ტკბილეულის ჭამით ირთობდნენ თავს და მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ჩემი სიკვდილისთვის გამამზადებელ ლოცვებს ჩურჩულებდნენ, ჩემი სიკვდილისთვის განკუთვნილ ცეკვებს ცეკვავდნენ, ჩემი სიკვდილის სუფრისთვის განკუთვნილ ,, საკურთხს“ შეექცეოდნენ.
აივნის კუთხეში, მოწყენილად მჯდომი გავარა შევნიშნე. იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და თავი ხელის გულებზე ჩამოედო, მოწყენილი სახით უყურებდა ჭამაში გართულ ბავშვებს. ერთ- ერთ მეზობლის გოგონას ვთხოვე ჩემი და ჩემთან მოეყვანა.
- ჩემო ყვავილო, ჩემო საყვარელო, მითხარი რამ დაგამწუხრა?,- მკერდზე მომეკრო და თავისი პატარა ხელები წელზე შემომხვია. ახლა უფრო ძლიერად გამიმუქდა მისი სიყვარული, თითქოს უფრო ბევრი ფერი ჩამიღვარეს გულში, ბევრი გავარასფერი. ახლა უფრო მეტად მწყდებოდა გული, გავარას მოვშორდებოდი, ჩემს დას ვეღარ ვნახავდი და ვეღარ ჩავეხუტებოდი ისე, როგორც ახლა.
- დაიკო, ბევრი ტკბილეული ვჭამე და მუცელი მტკივა,- დრუნჩი გადმოუბრუნდა, მის შემხედვარე გავხალისდი, ყვავილი რომელსაც დრუნჩი აქვს გადმობრუნებული, სასაცილოა.
- წადი ბებიასთან და წამალს დაგალევინებს.
- არ მინდა, ბებიას მწარე წამლები აქვს...,- ორივენი დავდუმდით, აღარ ვიცოდი უნდა გამეღიმა თუ მომეწყინა, თავი მტკიოდა ამდენი მუსიკისა და ხმაურისგან,- მე როდის მექნება ქორწილი?,- ისე უეცრად მკითხა, სუნთქვა შემეკრა. მტერსაც არ ვუსურვებ იმ მდგომარეობას, რაშიც ახლა მე ვარ.
- ალაჰმა ქნას ისეთი ქმარი გამოგიგზავნოს, რომელსაც მთელი არსებით ეყვარები და რომელიც მთელი სულით გეყვარება.
- ამინ დაო... ახლა წავალ, მამასთან ავალ ზევით კარგი?
- კარგი საყვარელო,- ტახტრევნიდან ჩამოხტა და კიბეებისკენ გაიქცა, ალბათ აზათიც ზევით იყო, რადგან მისთვის თვალი არ მომიკრავს. სამაგიეროდ კიბეებზე ჩამომავალი აჰმედი დავინახე, რომელსაც მზერა ჩემსკენ მოეპყრო. თვალი ავარიდე და მოცეკვავე ქალებს გავხედე.
თავი ხელს ჩამოვაყრდნე და იქაურობას თვალი მოვავლე, ჩემდაუნებურად კაცების სამყოფელისკენაც გამექცა თვალი, ყოველთვის მაინტერესებდა, მაშინ, როდესაც ქალები პირველ სართულზე ცეკვით ირთობენ თავს, რას აკეთებდნენ კაცები?! ზევით ავიხედე და ფირათის მზერას შევეფეთე, თვალმოუშორებლად მიყურებდა, გეგონება მართლა ვუყვარდე, ცინიკოსი, ლაჩარი, იმისაც კი ეშინია საყვარელ დედიკოს რომ შეეწინააღმდეგოს. მასაც თვალი ავარიდე, აღარ ვიცოდი საით გამეხედა, ყველგან არასასურველ მზერას ვეჩეხებოდა, ხოდა მეც თავსაბური ჩამოვიფარე და თვალები დავხუჭე, ასე ჩემი ცრემლებიც დამალული მეყოლებოდა არასასურველი ხალხის მზერისგან.
ძილბურანში ჯანჯღარი ვიგრძენი, როდის ჩამთვლიმა არ ვიცი, თვალები გავახილე და გავარა შემრჩა ხელებში. თავისი პატარა ხელი მოეკიდა და ჩემს წაყვანას ცდილობდა.
- სად მიგყავარ ყვავილო?
- წამომყევი დაო,- თავსაბური გადავიძრე და ფეხზე წამოვდექი, გზას ძლივს ვიგნებდით ამდენ ხალხში. როგორც იქნა გავაღწიეთ და კიბეზე ჩავედით, მოულოდნელად გავარამ ხელი მიშვა და კიბეზე სიცილით აირბინა, მეც კიბეზე ავდგი ფეხი გავარას ძახილით, როცა ხელი მტაცეს და კიბიდან ჩამომიყვანეს.
- უნდა ვილაპარაკოთ,- აჰმედს ჩემი ხელი ძლიერად ჩაებღუჯა და სამზარეულოსკენ მიმათღევდა.
- შენ რაა გაგიჟდი?რას აკეთებ აჰმედ, ხელი გამიშვი.
- მე ვთვი უნდა ვილაპარაკოთ,- განრისხდა აჰმედი და ხელი ხელზე უფრო ძლიერად მომიჭირა.
- მტკივა, გამიშვი. მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს... აჰმედ მეტკინა, გამიშვი,- სამზარეულოში ძალით შემაგდო და კარი მიხურა,- რას აკეთებ?!
- როცა ვამბობ, რომ უნდა ვისაუბროთ, ესეიგი უნდა ვისაუბროთ, შენთვის აზრი არ მიკითხავ. დაჯექი.
- არ მინდა.
- აიდა დაჯექი,- მრისხანება შეეპარა ხმაში.
- არ მინდა, არა. შენ მე ვერაფერს მიბრძანებ, ამის უფლება არ გაქვს.
- არც იმის უფლება მაქვს, რომ სიმართლე მოგიყვე?
- სიმართლე კარგად ვიცი აჰმედ, შენ ის კაცი მოკალი ვინც მთელი გულით მიყვარდა. შენ ჩემი ბედნიერება ვერ აიტანე და იუსუფი მომიკალი, გული მომიკალი. არადა, როგორ მეგონა, რომ შენი ნდობა შეიძლებოდა, თურმე მწარედ ვცდებოდი. მე შენ ყველაფერი მოგიყევი, ჩემი საიდუმლოებები გაგანდე, იუსუფის საიდუმლოც გაგანდე, შენ არ შემომთავაზე მასთნ ერთად გაქცევა? მერე რა შეიცვალა აჰმედ, რაა? ეს რა გამიკეთე? ადამიანი როგორ მოკალი? ამ ხელებზე,- მისი ხელები ავიღე და დავანახე,- ამ ხელებზე უდანაშაულო ადამიანის სისხლია, რამდენიც არ უნდა ეცადო მის ჩამორეცხვას მაინც ვერ ჩამოირეცხავ, სუნი მაინც აგივა, ცოდვის სუნი. და ახლა...,- ტუჩებზე ხელი ამაფარა და სიტყვა შემაწყვეტინა. წყლიან ყავისფერ თვალებში მწუხარება და ტკივილი ერთდროულად ჩასდგომოდა, თითქოს ნანობდა თავის საქციელს, ლოყაზე უდანაშაულო ცრემლი ჩამოუგორდა. თავი უკან გავწიე და მისი ხელი მოვიშორე,- ეგ ცრემლები ახლა ამაოა, დაგვიანებული და არაფრისმთქმელია, გულს ვერ გამიცოცხლებ. მაგ ცრემლებით შიეძლება ხე გაზარდო, მაგრამ ჩემს გულში შენი სიყვარული გახხმება,- გარეთ გამოვედი თუ არა მისი სიტყვები დამეწია.
- არ მომიკლავს,- გავშეშდი. არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ტყუილი იყო თუ მართალი, იქნებ რომ მივტრიალებულიყავი მის თვალებში გულწრფელობა დამენახა, ან იქნებ ისევ ცინიკური გამოხედვა დამენახა. ვერ გავრისკე და გზა განვაგრძე, მაინც ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი ოცნება აჰმედმა გაანადგურა,- გეფიცები,- მომაძახა უკნიდან. კიბეზე მისი ფეხის ხმა მესმოდა, მაგრამ უკან მიუხედავად ავირბინე ბოლო საფეხურები და ჩემს კუთვნილ ადგილს დავუბრუნდი, აქ აჰმედს შემოსვლის უფლება არ ჰქონდა.
მაინც რამხელა ტყუილის მოფიქრება შეუძლია ადამიანს ის რომ არ დაკარგოს ვინც უყვარს. ყველაზე მეტად ტყუილის მეშინია. იმ ადამიანების ტყუილის ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, მათი ყოველი ტყუილი შენი სიცოცხლის ერთი წლის მოკლების ტოლფასია, ყოველშემთხვევაში ჩემთვის ასეა. აჰმედის ტყუილმა ერთი წელი კი არა ცხოვრების ნახევარი მომაკლო.
ყოველ ტყუილს თავისი ფუჭი ახსნა- განმარტება მოყვება, ამისაც მეშინია. ტყუილით ხომ გატყუებენ და თავისი ახსნებით უფრო მეტ ტყუილს გეუბნებიან. ტყუილისგან ტყუილით იძვრენენ თავს. ეს ტყუილები დაუსრულებელია. ნუთუ ხალხს არ ეშინია ტყუილებისგან გამოწვეული სნეულების? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ყოველი ტყუილი ქვესკნელისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს, ეს... ფიქრები ჩამქვრალმა სინათლემ შემაწყვეტინა. რა მოხდა? აქ სინათლე არასოდეს ქვრებოდა და ახლა რა დაემართა? შორიდან მამას ხმა მომესმა.
- მეგობრებო, სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, სამწუხაროდ სინათლის არ ქონის გამო ქორწილი დასრულებულად უნდა გამოვაცხოდოთ. მადლობა მობრძანებისთვის.
უკვე დასრულდა? არა, არ შეიძლება, ასე არ შეიძლება. ფირათის ოთახში ასვლა მომიწევს, მისი უნდა გავმხდარიყავი ამაღამ. არა არ მინდა, რაღაც უნდა მოვიფიქრო, უნდა გავიქცე. კაბა ხელებში მოვიქციე და გასაქცევად გავემზადე აჰმედმა რომ ხელი მომკიდა და გამქაჩა. კიბემდე არ ვიყავით მისულები მამა წინ რომ აგვესვეტა, მაჯაში ხელი ჩამჭიდა და აჰმედს ჩემი თავი წაართვა. მეორე სართულის კიბეებზე თითქმის ამათრია და ფირათის ოთახში ძალით შემათრია. სანთლები ენთო და ყველაფერი წითელი ლენტებით მოერთოთ, ფირათი იქ არ იყო.
- აქ იქნები და შენს ქმარს დაელოდები. დღეიდან მისი საკუთრება ხარ, ხვალ აქედან წაგიყვანს და შენგან პრობლემები აღარ მექნება,- საწოლზე მიმაგდო და გასასვლელისკენ წავიდა.
- მამა გთხოვ არ გინდა,- წინ გადავეღობე და მუხლებში ჩავუვარდი,- წამიყვანე გევედრები, აქ არ დამტოვო გთხოვ, მამა.
- მომშორდი,- წიხლი მკრა და გვერდზე გადამაგდო, გვერდში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი,- დღეიდან იმას გააკეთებ რასაც შენი ქმარი გეტყვის, ამაღამ მისი გახდები.
- მამა,- კარი მიიხურა და გარედან გადაკეტა. კარს მივაწყდი, სახელურს ვაწვალებდი, იმის იმედით, რომ გაღებას მოვახერხებდი, მაგრამ ყოველი ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა,- მამა გევედრები, მამა, აქ არ დამტოვო, გევედრები. დედაა, დედა მიშველე, დედა გეხვეწები... დამეხმარეთ, მიშველეთ, კარი გამიღეთ. მიშველეთ. აჰმეედ, აჰმეედ, ახლა გეძლევა შანსი შენი შეცდომა გამოასწორო, აჰმეედ. დამეხმარეთ, არის აქ ვინმე? მიშველეთ.
ჩემი მშველელი არავინ იყო, არავის ესმოდა, არავინ მაგონებდა. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, ხელები მიკანკალებდა, მექანიკურად ხელი ჭშურჭლისკენ წავიღე და მათი დამსხვრევა დავიწყე.
- არ მინდა, არ მინდა არა. საკმარისია უკვე, გააღეთ კარი. საკმარისია, გამომიშვით აქედან. გამიშვით, გამიშვით, გამიშვით.აქ არ დავრჩები, არ დავრჩები. საკმარისია უკვე, საკმარისი. ნუთუ საერთოდ არ გაგაჩნიათ სინდისი, მამა, დედა, გთხოვთ გამიშვით აქედან. გევედრებით, გემუდარებით, გამიშვით. ცხოველებო, ეს რა არაადამიანობაა.
თავი ამტკივდა ჩემი ყვირილისგან, წამიერად გონებაც დავკარგე. ოთახში ყველაფერი დავლეწე, გასატეხი აღარაფერი მქონდა დარჩენილი, მაგრამ ფარხმალს მაინც არ ვყრიდი, უკანასკნელი რაც შემეძლო ფეხსაცმელი გავიხადე და კარებს ვესროლე. ამით ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, მეტი აღარაფერი შემეძლო.
კარს მიღმა ჩუმი ფეხის ხმა გავიგე. ფირათი მოდიოდა, აქ მოდიოდა, ჩემ გასანადგურებლად მოდიოდა. ერთადერთი რაც შემეძლო ამ ძალადობისგან თავის დაცვა იყო. გატეხილი სარკის ნატეხი ავიღე და მუჭში მოვიქციე, როგორც კი მომიახლოვდებოდა ყელის გამოღადვრას ვუპირებდი. საწოლზე დავჯექი და მოლოდინით თვალები დავხუჭე, დაძაბულობისგან შუშას იმდენად ძლიერად ვუჭერდი ხელის გული გადამესერა.
ნაბიჯები კართან შეჩერდა. საკეტში გასაღები გადატრიალდა და კარი ჭრიალით გაიღო. სუნთქვა უფრო გამიხშირდა, გულმა გამეტებით მიწყო ფეთქვა, შუშას უფრო ძლიერად მოვუჭირე ხელი, მოძალადის განადგურებას ვაპირებდი. ხელები მიკანკალებდა, ადრენალინის მომატება ვიგრძენი, ახლა აღარაფრის მეშინოდა, ჩემი ერთადერთი მიზანი ფირათის სიკვდილი იყო.
შორიდან ჩემი ჩუმი სახელი მომესმა. მამაკაცის ხელი სახეზე შემეხო, მექანიკურად ვიყვირე და შუშიანი ხელი მოვუქნიე, არ ვიცი სად ჩავარტყი, მაგრამ მიზანს მივაღწიე, მამაკაცს გმინვა აღმოხდა. ფეხზე წამოვხტი და ჩამუხლულს დავაშტერდი. მოულოდნელად ცივმა ოფლმა დამასხა, გული ახლა მრისხანებისგან კი არა, შიშისგან და სასოწარკვეთილებისგან იყო აჩქარებული. თვალები, თვალები ვიცანი.
- იუსუფ?
- გამარჯობა ლამაზო.
- ალააჰ, შენ მკვდარი ხარ, მკვდარი უნდა იყო.
- გეწყინა, რომ მკვდარი არ ვარ?,- ხელები გამოიშვირა ჩემსკენ.
- არ მომეკარო. შენ მკვდარი ხარ.
- აიდა რა დაგემართა,- სანამ გააზრებას მოახერხებდა უკან გავტრიალდი და გასასვლელისკენ გავიქეცი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიცოდი რომ უნდა გავქცეულიყავი, კართან აჰმედი ამესვეტა და გაქცევაში ხელი შემიშალა.
- გამიშვი,- გავიბრძოლე და გასასვლელისკენ გავიწიე, მაგრამ აჰმედმა ძლიერი ხელები შემომხვია და ადგილს მიმალურსმა,- აჰმედ გამიშვი გთხოოვ.
- დამშვიდდი დაო, დაწყნარდი,- მუხლები მომეკვეთა და ჩავიჩოქე, აჰმედის ხელებიც მომყვა,- იუსუფ დამეხმარე.
- აქ ვარ. აიდა შემომხედე, დამშვიდდი. მე აქ ვარ, ცოცხალი ვარ, შემომხედე,- სახეზე მის შეხებას ვგრძნობდი, შეუძლებელი იყო მოჩვენება ასე ხორციელად შემხებოდა.
- ჩემი თვალით დავინახე ჩემმა ძმამ როგორ მოგკლა, სისხლი მოგდიოდა იუსუფ,- ყელზე მის სუნთქვას ვგრძნობდი, მისი სხეულის სითბო, მისი გულის ცემა დასტური იყო მისი სიცოცხლისა. გამაგიჟეს და ჭკუიდან გადამიყვანეს, მისი სიკვდილი დამაჯერეს, დამაჯერეს, რომ ჩემი საშველი აღარ იყო.
- სწრაფად უნდა წახვიდეთ, თორე ბიძია მოდის და დაგინახავთ,- კარში ფირათი შემოვიდა და საწოლზე რაღაც შავი ნაჭრები დაყარა,- აიდას რა სჭირს.
- მამაჩემის წყალობით ჭკუიდან შეიშალა მგონი.
- კარგად ვარ. ფირათ შენ?
- ხოო რძალო, მე თავიდანვე ვიცოდი ყველაფერი, იმ დღიდან, როცა ამ სახლში ფეხი შემოვადგი. მაგრამ ახლა ამის ახსნის დრო არ არის, უნდა წახვიდეთ.
- მიდი ადექი ყვავილო, წასვლის დროა,- ფეხზე წამომაყენა იუსუფმა და ხელჩაკიდებულმა გასასვლელისკენ წამიყვანა, კარში შევდექი.
- ვერ წამოვალ იუსუფ. თუ წავალ მამა აჰმედს მოკლავს.
- ჩემზე ნუ იდარდებ დაო, წადი.
- აჰმედ...
- წადი მეთქი.
ფირათის მოტანილი შავი მოსასხამები მოვისხით და კიბეებზე დაბლა სვლა დავიწყეთ. წინ ფირათი მიგვიძღვოდა, უკან კი აჰმედი მოგვყვებოდა და შესაძლო თავდასხმისთვის გამზადებულ ხანჯალს ხელში ათამაშებდა. ფირათმა კიბის ბოლოში შეგვაჩერა და კედელზე აკვრა გვიბრძანა, ქვევით ფირათის მამა იდგა და სიგარას აბოლებდა, თან რაღაცას ბუტბუტებდა ჩემზე და ფირათის ქორწინებაზე, აშკარად არ ეპიტნავებოდა ჩემი ოჯახი. როგორც იქნა შიგნით შევიდა და ჩვენც გზა განვაგრძეთ. ჭიშკარს მიახლოებულებმა ქალის ყვირილის ხმა გავიგეთ, პატარძალს იტაცებენო გაჰყვიროდა, ამ სიბნელეში, შავ სამოსში რანაირად გაარჩიეს ვინ ვიყავი.
- სასწრაფოდ წადით, ამათ ჩვენ მივხედავთ,- გვითხრა აჰმედმა და ფირათს ხელი მხარზე დაჰკრა,- სცენა ხომ გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს,- გაიცინა ფირათმა,- ბედნიერებას გისურვებ პატარა დაიკო.
- მადლობა ფირათ. აჰმედ, ფრთხილად იყავით.
- შენ არ იდარდო დაო. იუსუფ ჩემს დას შენ გაბარებ, მიხედე მას, როგორც ალაჰი გვიფრთხილდება ჩვენ.
არ იღელვოო უთხრა იუსუფმა, ცხენზე შემსვა და უკან მომიჯდა. მის მკერდს ზურგით ვეყრდნობოდი და მისი გულისცემის შეგრძნებით ვტკბებოდი, ჯერ კიდევ ვერ გამეანალიზებინა რა მოხდა ჩემს თავს. ცალი ხელი წელზე შემომხვია და ცხენი დაძრა. კუნაპეტი ღამესავით შავი ნა, კუნაპეტ ღამეს შეერია და გაუჩინარდა. ჩვენი ცხენის ფლოქვებს თან ერთვოდა სხვა ფლოქვების ხმაც. მდევრები მოგვდევდნენ. ცხენს ხმამაღლა შეუძახა და ტყავის შოლტი გადაუჭირა. ცხენმა უფრო უმატა სიჩქარეს და თითქოს მდევრები ჩამოვიშორეთ, მაგრამ მათი ცხდენების ფლოქვების ხმა ყრუდ მაინც გვესმოდა.
ერთი ცხენოსნის ხმა მარცხნიდან მომესმა და გახედვისთანავე თეთრი ცხენი გვერდით ამოგვიდგა. ალაჰის სახელი აღმომხდა, მაგრამ იუსუფმა დამამაშვიდა და მითხრა, რომ მისი ძმა იყო. სიბნელეში ვერ გავარჩიე მისი სახე.
მზის პირველი სხივი შემომენათა თვალებში. სოფელს უკვე გაცდენილი ვიყავით და ახლა შუა უდაბნოში ვიკვლევდით გზას. სად მივდიოდით არ ვიცი, მაგრამ იუსუფის სახლში მისვლას ვერ მოვასწრებდით, მდევრები ადვილად დაგვეწეოდნენ. ასეც იყო, უკან მივიხედე და ერთ- ერთი მდევრის სახე გავარჩიე, აიშეს ქმარი იყო, იმ აიშესი არც ოჯახში და არც ქმარში რომ არ გაუმართლა. ეს ბიჭი შეუბრალებლობით გამოირჩეოდა მთელს სოფელში, რასაც მიზნად დაისახავდა, ყოველთვის ასრულებდა, ალბათ ამიტომაც გამოუშვა მამამ ჩვენს დასაჭერად.
- იუსუფ ვერ გავექცევით,- შეშინებული, ათრთოლებული ხელი მის ხელს ჩავჭიდე.
- გავექცევით. საზღვრამდე ცოტაღა დარჩა. თუ ეგვიპტის საზღვარზე გადასვლას მოვასწრებთ, მერე ჩემი ხალხი დაგვეხმარება.
ნასირს კიდევ ერთხელ შეუძახა და უკან გაიხედა, მდევრების მანძილის განსასაზღვრად. ცხენს დაღლილობისგან დუჟი მოსდგომოდა დრუნჩზე, მისი მძიმე სუნთქვის ხმა ჩემს ყურებამდე აღწევდა, მაგრამ პატრონის ნათქვამს გულმოდგინედ ასრულებდა, ერთი წამითაც არ შეუნელებია სიჩქარე.
- წინ გაიხედე, ცხენოსნებს ხედავ?,- მათ მართლა ვხედავდი, ხუთი- ექვსი კაცისგან შემდგარი ცხენოსანთა ჯგუფი იყო,- ბიძაჩემი და მისი ხალხია.
ჩვენს დანახვაზე მხედრებმა ხანჯლები იშიშვლეს და ყვირილით წამოვიდნენ ჩვენსკენ, დასახმარებლად. ასი მეტრიც არ იყო ჩვენს შორის დაშორება, უკვე შემეძლო ბედნიერებისგან მეყვირა და ალაჰისთვის მადლობა გადამეხადა, როცა მოულოდნელად იუსუფი მთელი სხეულით მომაწვა და ცხენს მიმართულება შეუცვალა.
- იუსუფ რას შვები,- წელზე შემოხვეული ხელი მოუდუნდა.
- ძმაო,- მოსასხამი მოიძრო იუსუფის ძმამ და ზურგზე აკიდებული არბალეტი მოიხსნა, ისარი დაამაგრა და ზურგს უკან გაისროლა. ეს ბიჭი ტყეში, აჰმედთან ერთად იყო, იმ დღეს, როცა მეგონა იუსუფი მოკლეს.
- ნუ გეშინია,- დამამშვიდა, მაგრამ ხელი გამიშვა და ისე, რომ დაჭერა ვერ მოვასწარი ცხენიდან მოწყვეტით გადავარდა. პატრონის დანახვაზე ნასირმა დაიჭიხვინა, ყალყზე შედგა და ადგილზე გაჩერდა. მისი ზურგიდან ჩამოვხტი. იუსუფი მიწაზე გულდაღმა იწვა და არ ინძრეოდა, უკვე შემეშინდა მასთან მიახლოვების, მეგონა, რომ საბოლოოდ დავკარგე. სანამ მე იუსუფთან მივიდოდი, გვერდით ბიძამისმა და მისმა ხალხმა ჩამიარა და მდევრებს შეუტია.
კანკალით მივუახლოვდი, და მის გვერდით ჩავიჩოქე, გვერდში არბალეტის ისარი ჰქონდა გარჭობილი. მისი ამოძრობა ვცადე, მაგრამ იუსუფის ძმამ არ დამანება, ისარი შუაზე გადატეხა და ზურგზე გადააბრუნა. ჯერ კიდევ სუნთქვადა, მადლობა ალაჰს. თვალები გაახილა, გამიღიმა, ლოყაზე მომეფერა და თვალები ისევ დახუჭა, ხელი უღონოდ ჩამოუვარდა.
- იუსუფ?!
- ძმაო.
- იუსუფ თვალები გაახილე, იუსუფ, გთხოვ.
- ძმაო, გონს მოდი,- მისი ხელი აიღო პულსის გასაზომად,- პულსი არ აქვს.
- არა, არა,- მოსასხამი გავიხადე და რბილად ამოვუდე თავქვეშ,- ასე ვერ წახვალ, ვერ დამტოვებ. თვალები გაახილე, გთხოვ, ასე ვერ წახვალ. იუსუფ თვალები გაახილე, იუსუფ ხმა გამეცი.
- რძალო, ადექი, აზრი არ აქვს.
- არა, გამიშვი. იუსუფ გონს მოდი გთხოვ, თვალები გაახილე, მარტოს ნუ დამტოვებ, იუსუფ.
- რძალო, უკვე გვიანია, ადექი.
- არა, არა, თავი დამანებე, არ მომკვდარა, ცოცხალია. იუსუფ გთხოვ მითხარი, რომ ესეც თამაშია,- მერე მის ძმას მივუბრუნდი,- მითხარი, რომ ესეც თამაშია და მაშინდელივით დადგმული სპექტაკლი. მითხარი, რომ არ მომკვდარა.
- რძალო...
- არა, არ თქვა რომ მოკვდა, არ თქვა, რომ აღარ არის, არ თქვა, გესმის? არ თქვა. არ მომკვდარა, ცოცხალია, უბრალოდ სძინავს და მალე გაიღვიძებს, ხომ ასეა იუსუფ?
თვალები ჩავარდნოდა, სახე გაფითრებოდა, ერთ დროს ვარდისფრად აყვავებული ტუჩები გათეთრებოდა. უძრავად იწვა ყინულივით ცივი და ჩემს ძახილზე არ რეაგირებდა. იუსუფი, რომელსაც ვიცნობ სიტყვას ბანზე არ ამიგდებდა, უპასუხოდ არ დამტოვებდა, თვალებს გაახელდა და შემომხედავდა, მეტყოდა რომ ვუყვარვარ და მაკოცებდა, შუბლზე ჩამოშლილ თმას ყურს უკან გადამიწევდა, ლოყაზე მომეფერებოდა და ჩამეხუტებოდა, სუნთქვას და გულისცემას გამიზიარებდა, სხეულის სითბოს გამიზიარებდა და მეც გამათბობდა...
დავკარგე, ისე დავკარგე, რომ პოვნაც ვერ მოვასწარი. ისე დავკარგე, რომ ბოლომდე ვერ შევიცანი, ვერ ამოვიცანი, ვერ დავინახე. და ახლა რაა? დამტოვა. პირობა ვერ შეასრულა, სიტყვა ვერ შეასრულა და სიტყვაუთქმელად წავიდა, წავიდა და ჩემი გულიც თან წაიყოლა. მარტო დამტოვა ამ უბადრუკ სამყაროში, იმ სამყაროში, რომლის შემქმნელიც თავად იყო, იმ სამყაროში, რომლის მზე და მთვარე მისი წყალობით ამოდიოდა, იმ სამყაროში, რომლის ცის მნათობი ყოველი ვარსკვლავი თავად იყო. და ახლა მორჩა, აღარც მზე, აღარც მთვარე და აღარც ვარსკვლავები აღარ იარსებებენ ჩემს სამყაროში. და აღარც ჩემი სამყაროა ამ ქვეყანაზე.
- ალლაააააჰ...............



№1 სტუმარი სტუმარი მაია

ძალიან საინტერესოა. იმედია, გაგრძელებაც აქვს ისტორიას❤

 


№2 სტუმარი Mariami

საინტერესოდ წერ და თან განსხვავებული კულტურის, გარემოს აღქმაც შთამბეჭდავია ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის...კითხვისას თითქოს სულ სხვა გარემოში გადავედი, არ ვიცი უყურებ თუ არა მაგრამ მომენტებში Hercai (სერიალი) გამახსენა... იმედია, მეორე ნაწილს მალე დადებ და, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარდაიცვალა იუსუფი, რეალურად ცოცხალი აღმოჩნდება.. სხვაგვაროდ უბრალოდ წარმოუდგენელი სისასტიკე იქნება, ეს ორი ერთად უნდა იყვნენ

 


№3  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი მაია
ძალიან საინტერესოა. იმედია, გაგრძელებაც აქვს ისტორიას❤

მიხარია რომ მოგეწონა. კიი აქვს მეორე ნაწილიც მაგრამ ჯერ დასრულებული არ არის. სამწუხაროდ ვერ ვიტყვი თუ როდის იქნება მეორე ნაწილი, მაგრამ წერის პროცესში ვარ. მადლობა დიდი ❤️❤️

Mariami
საინტერესოდ წერ და თან განსხვავებული კულტურის, გარემოს აღქმაც შთამბეჭდავია ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის...კითხვისას თითქოს სულ სხვა გარემოში გადავედი, არ ვიცი უყურებ თუ არა მაგრამ მომენტებში Hercai (სერიალი) გამახსენა... იმედია, მეორე ნაწილს მალე დადებ და, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარდაიცვალა იუსუფი, რეალურად ცოცხალი აღმოჩნდება.. სხვაგვაროდ უბრალოდ წარმოუდგენელი სისასტიკე იქნება, ეს ორი ერთად უნდა იყვნენ

ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა. Hercai ს ყურება ახლა დავიწყე, მაინც რომელ მომენტში,, მივამსგავსე,, ამ სერიას? მეორე ნაწილის წერა ახლა დავიწყე, ამიტომ ვერ ვიტყვი როდის იქნება. იუსუფის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რა იცი იქნებ ისეთი სასტიკი ვარ რომ იუსუფი მართლა მოვკალი? ;) მიხარია, რომ ჩემმა გომგომ ( აიდამ) მოწონება დაიმსახურა ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი კიკინა

რატო არის ესეთი არეული ეს საიტი ამ ბოლო დროს ?

 


№5  offline მოდერი sabah alkhyr

კიკინა
რატო არის ესეთი არეული ეს საიტი ამ ბოლო დროს ?

ეგ მეც მაინტერესებს და რომ ვიკითხე პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ "საიტს ხარვეზი აქვს". მეც ძალიან დავიტანჯე სიმართლე გითხრა, ეს მესამე ექაუნთია და დანარჩენ ორში აღარ მიშვებს. სხვა ისტორიებიც წამეშალა. ასე რომ მეც ძალიან დატანჯული ვიყავი და იმედია ამის მერე აღარ გაგრძელდება "ხარვეზი საიტზე" ^_^ ❤️

 


№6  offline წევრი Kalina

გული გამიჩერდა...
სული მეტკინა.
ძალიან, ძალიან ნიჭიერი ხარ❤️
მიხარია, რომ გკითხულობ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

Kalina
გული გამიჩერდა...
სული მეტკინა.
ძალიან, ძალიან ნიჭიერი ხარ❤️
მიხარია, რომ გკითხულობ❤️

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა ❤️ მაგრამ ეს დასასრული არაა, აიდას ცხოვრება გრძელდება❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ყოჩაღ! კარგია! ძალიან საინტერესოდ წერთ, თუმცა გრამატიკულ მხარესაც უნდა მიხედოთ. რამდენიმე ადგილას თვალშისაცემი შეცდომები დავაფიქსირე. ასე, რომ რედაქტირებას აუცილებლად საჭიროებს.
აშკარად ეტყობა, რომ მწერალი კარგად იცნობს არაბულ სამყაროს, ან გულმოდგინედ იმუშავა მის შესწავლაზე. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე, რომ არაბული ენაც იცით :)))
კითხვის პროცესში თავს ვგრძნობდი გმირებთან, რაც მწერლის ნიჭზე მიუთითებს.
მადლობას გიხდით "აიდას" შექმნისთვის და მოუთმენლად გელოდებით!
შუქრან! :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9  offline მოდერი sabah alkhyr

ქეთი იმერლიშვილი
ყოჩაღ! კარგია! ძალიან საინტერესოდ წერთ, თუმცა გრამატიკულ მხარესაც უნდა მიხედოთ. რამდენიმე ადგილას თვალშისაცემი შეცდომები დავაფიქსირე. ასე, რომ რედაქტირებას აუცილებლად საჭიროებს.
აშკარად ეტყობა, რომ მწერალი კარგად იცნობს არაბულ სამყაროს, ან გულმოდგინედ იმუშავა მის შესწავლაზე. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე, რომ არაბული ენაც იცით :)))
კითხვის პროცესში თავს ვგრძნობდი გმირებთან, რაც მწერლის ნიჭზე მიუთითებს.
მადლობას გიხდით "აიდას" შექმნისთვის და მოუთმენლად გელოდებით!
შუქრან! :)))

შუქრან ჯაზილენ ლექრა ^_^
ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა. ჩემ თავს მწერლობას ვერ დავაბრალებ, რასაც ვწერ დიდი ფანტაზიის უნარით ვწერ, გულიდან ამოღებულ ისტორიებს ვწერ, მაგრამ მაინც ვერ ვუწოდებ ჩემ თავს მწერალს.
არაბულს სამყაროს ძალიან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვსწავლობ. წიგნებში, ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციას არაბეთის კულტურაზე, რელიგიაზე, ტრადიციებზე. აიდას წერას სანამ დავიწყებდი, ორი თვე დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მენახა, შემესწავლა და შემდეგ ისტორიაში გამომეყენებინა, მაგრამ არაბული თუ არ იცი ბოლომდე ვერ შეძლებ შესწავლას, რაღაც მაინც გამოგრჩება. არაბულ ენას ვსწავლობ შეძლებისდაგვარად, სამსახურისა და სასწავლებლისგან დარჩენილ თავისუფალ დროს.
ნიჭიერებას + ფანტაზიის უნარი = ისტორიას/რომანს/პროზას , რადგან ეს ორი ცალ- ცალკე წერის დროს არარაობაა.
მადლობას მე გიხდით, რომ ჩემი გოგო ( აიდა) მოიწონეთ და შეიყვარეთ. და რახან თქვიით, რომ კითხვის პროცესში თავს გრძნობდით გმირების გვერდით, მაშინ მე შემიძლია მშვიდად ვთქვაა, რომ მე ეს შევძელი.
მადლობა <3
პ.ს. შეგიძლიათ მიმითითოთ რომელ თავებში მაქვს გრამატიკული შეცდომები? იმიტომ, რომ მე რომ ვკითხულობ სწორად ვკითხულობ და თუ რამე შეცდომაა ტექსტში აშკარად მრჩება :დდ
მადლობა კიდევ ერთხელ <3 <3 <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

[quote=sabah alkhyr][quote=ქეთი იმერლიშვილი]ყოჩაღ! კარგია! ძალიან საინტერესოდ წერთ, თუმცა გრამატიკულ მხარესაც უნდა მიხედოთ. რამდენიმე ადგილას თვალშისაცემი შეცდომები დავაფიქსირე. ასე, რომ რედაქტირებას აუცილებლად საჭიროებს.
აშკარად ეტყობა, რომ მწერალი კარგად იცნობს არაბულ სამყაროს, ან გულმოდგინედ იმუშავა მის შესწავლაზე. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე, რომ არაბული ენაც იცით :)))
კითხვის პროცესში თავს ვგრძნობდი გმირებთან, რაც მწერლის ნიჭზე მიუთითებს.
მადლობას გიხდით "აიდას" შექმნისთვის და მოუთმენლად გელოდებით!
შუქრან! :)))[/quote]
შუქრან ჯაზილენ ლექრა ^_^

თავების მიხედვით ყველა მძიმე და დეტალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძირითად შეცდომებს ჩამოვწერ:


რამის (ძალიან ხშირად გაქვს გამოყენებული)-ლამის
მნათობები იყო- მნათობები იყვნენ
აქეთ-იქით მოძრაობდა (მნათობებზეა საუბარი და შესაბამისად, უნდა გეწეროს მოძრაობდნენ)
არაუშავრა-არაუშავს
ვიზე მიპირებდა-ვისზე მიპირებდა
სიცოცხლე თქო-სიცოცხლე-თქო
ნანახები-ნანახი
ცნობის მოყვარე-ცნობისმოყვარე
ცრემლები დამალული მეყოლებოდა- ცრემლები დამალული მექნებოდა
ჩამქვრალმა-ჩამქრალმა
ქვრებოდა-ქრებოდა
ჩემსკენ-ჩემკენ
ჩემს გამო-ჩემ გამო
ადამიანზე გაქვს გამოყენებული სიტყვა დაზიანდა-დაზიანდა ნივთი, მაგრამ დაზარალდა ადამიანი (ამიტომ იმ ადგილას დაზარალდა უნდა ეწეროს) და ა.შ.



--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11  offline მოდერი sabah alkhyr

[quote=ქეთი იმერლიშვილი][quote=sabah alkhyr][quote=ქეთი იმერლიშვილი]ყოჩაღ! კარგია! ძალიან საინტერესოდ წერთ, თუმცა გრამატიკულ მხარესაც უნდა მიხედოთ. რამდენიმე ადგილას თვალშისაცემი შეცდომები დავაფიქსირე. ასე, რომ რედაქტირებას აუცილებლად საჭიროებს.
აშკარად ეტყობა, რომ მწერალი კარგად იცნობს არაბულ სამყაროს, ან გულმოდგინედ იმუშავა მის შესწავლაზე. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე, რომ არაბული ენაც იცით :)))
კითხვის პროცესში თავს ვგრძნობდი გმირებთან, რაც მწერლის ნიჭზე მიუთითებს.
მადლობას გიხდით "აიდას" შექმნისთვის და მოუთმენლად გელოდებით!
შუქრან! :)))[/quote]
შუქრან ჯაზილენ ლექრა ^_^

თავების მიხედვით ყველა მძიმე და დეტალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძირითად შეცდომებს ჩამოვწერ:


რამის (ძალიან ხშირად გაქვს გამოყენებული)-ლამის
მნათობები იყო- მნათობები იყვნენ
აქეთ-იქით მოძრაობდა (მნათობებზეა საუბარი და შესაბამისად, უნდა გეწეროს მოძრაობდნენ)
არაუშავრა-არაუშავს
ვიზე მიპირებდა-ვისზე მიპირებდა
სიცოცხლე თქო-სიცოცხლე-თქო
ნანახები-ნანახი
ცნობის მოყვარე-ცნობისმოყვარე
ცრემლები დამალული მეყოლებოდა- ცრემლები დამალული მექნებოდა
ჩამქვრალმა-ჩამქრალმა
ქვრებოდა-ქრებოდა
ჩემსკენ-ჩემკენ
ჩემს გამო-ჩემ გამო
ადამიანზე გაქვს გამოყენებული სიტყვა დაზიანდა-დაზიანდა ნივთი, მაგრამ დაზარალდა ადამიანი (ამიტომ იმ ადგილას დაზარალდა უნდა ეწეროს) და ა.შ.[/quote]
მადლობა

 


№12  offline წევრი Mai dire mai

ძალიან,ძალიან მომწონს,თავიდანვე მოგყვები და სულ გელოდი.ყოჩაღ,დაველოდები მეორე ნაწილს ❤❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

[quote=sabah alkhyr][quote=ქეთი იმერლიშვილი][quote=sabah alkhyr][quote=ქეთი იმერლიშვილი]ყოჩაღ! კარგია! ძალიან საინტერესოდ წერთ, თუმცა გრამატიკულ მხარესაც უნდა მიხედოთ. რამდენიმე ადგილას თვალშისაცემი შეცდომები დავაფიქსირე. ასე, რომ რედაქტირებას აუცილებლად საჭიროებს.
აშკარად ეტყობა, რომ მწერალი კარგად იცნობს არაბულ სამყაროს, ან გულმოდგინედ იმუშავა მის შესწავლაზე. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე, რომ არაბული ენაც იცით :)))
კითხვის პროცესში თავს ვგრძნობდი გმირებთან, რაც მწერლის ნიჭზე მიუთითებს.
მადლობას გიხდით "აიდას" შექმნისთვის და მოუთმენლად გელოდებით!
შუქრან! :)))[/quote]
შუქრან ჯაზილენ ლექრა ^_^

თავების მიხედვით ყველა მძიმე და დეტალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძირითად შეცდომებს ჩამოვწერ:


რამის (ძალიან ხშირად გაქვს გამოყენებული)-ლამის
მნათობები იყო- მნათობები იყვნენ
აქეთ-იქით მოძრაობდა (მნათობებზეა საუბარი და შესაბამისად, უნდა გეწეროს მოძრაობდნენ)
არაუშავრა-არაუშავს
ვიზე მიპირებდა-ვისზე მიპირებდა
სიცოცხლე თქო-სიცოცხლე-თქო
ნანახები-ნანახი
ცნობის მოყვარე-ცნობისმოყვარე
ცრემლები დამალული მეყოლებოდა- ცრემლები დამალული მექნებოდა
ჩამქვრალმა-ჩამქრალმა
ქვრებოდა-ქრებოდა
ჩემსკენ-ჩემკენ
ჩემს გამო-ჩემ გამო
ადამიანზე გაქვს გამოყენებული სიტყვა დაზიანდა-დაზიანდა ნივთი, მაგრამ დაზარალდა ადამიანი (ამიტომ იმ ადგილას დაზარალდა უნდა ეწეროს) და ა.შ.[/quote]
მადლობა[/quote]

არაფრის და გელოდები ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№14 სტუმარი ნია

ძალიან გთხოვ დაასრულე რა მოხდა მაინტერესებს ... ყოველ დღე ვამოწმებ ხომ არ დაიდოთქო????. დადე აიდას გაგრძელება

 


№15  offline მოდერი sabah alkhyr

ნია
ძალიან გთხოვ დაასრულე რა მოხდა მაინტერესებს ... ყოველ დღე ვამოწმებ ხომ არ დაიდოთქო????. დადე აიდას გაგრძელება

მიხარია, რომ ასე სულმოუთქმელად ელი, მაგრამ ეს აიდას პირველი ნაწილის დასასრულია. მეორე ნაწილის წერა ჯერ არ დამიწყია, ასე რომ ბოდიშს გიხდი, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ვეღარაფერს დავამატებ.
სიმართლე თუ გაინტერესებს აიდას დასასრულის ასე დატოვებას ვაპირებდი, მეორე ნაწილის დაწერა აზრადაც არ მქონდა, მაგრამ შენი და შენნაირი კომენტარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ გამეგრძელებინა, მაგრამ როდისთვის იქნება არ ვიცი.
მადლობა, რომ აიდას მოლოდინში ხარ❤️❤️მიხარია❤️❤️

 


№16  offline წევრი ნანია.ნინი

რა იყო ეს????????????? გინდა ტირილით მოვკდე?ნე ჩადჰავ ფეხს ამ ცოდვაში!???? სად არის ახალი თავი? ახალი ნაწილო მინდა საასწრაფოთ თორე გავაფრენ, არც ისე ვარ დალაგებული და სულ ნუ გამაგიჟებ.გელოდები სულ მოუთქმელად.

 


№17  offline მოდერი sabah alkhyr

ნანია.ნინი
რა იყო ეს????????????? გინდა ტირილით მოვკდე?ნე ჩადჰავ ფეხს ამ ცოდვაში!???? სად არის ახალი თავი? ახალი ნაწილო მინდა საასწრაფოთ თორე გავაფრენ, არც ისე ვარ დალაგებული და სულ ნუ გამაგიჟებ.გელოდები სულ მოუთქმელად.

ამ ცოდვას ვერასდროს გამოვისყიდი თუ აიდას მეორე ნაწილს არ დავწერ აშკარად. ჯერ არ დამიწერია სამწუხაროდ. სიმართლე გითხრა, აიდას წერა რომ დავიწყე იუსუფის სიკვდილი ისედაც დიდი ხნის გადაწყვეტილი მქინდა და ამით ვასრულებდი, მაგრამ მეც იმდენად შემიყვარდა ეს წყვილი გადავწყვიტე გამეგრძელებინა.თუმცა სამწუხაროდ იმას ვერ გეტყვი, რომ იუსუფი ცოცხალია(ყველას ამის იმედი აქვს), პირველ ნაწილში მოვკალი და არ ვიცი მეორეში რას ვიზამ.
მიხარია, რომ მოგწონს, მადლობა ❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი თათია

კაი რა რამენაირად გააცოცხლე იუსუფი..ბედნიერი დასასრული ქონდეს რა

 


№19  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი თათია
კაი რა რამენაირად გააცოცხლე იუსუფი..ბედნიერი დასასრული ქონდეს რა

პატარა აიდასა და აჰმედს ბებიამ მკვდართა შავ წიგნზე რომ უამბო ხომ გახსოვს? აიდას მუმიები რომ ეჩვენებოდა მერე. მაგ წიგნის წაკითხვა შემიძლია და ვეცდევი იუსუფი გავაცოცხლო❤️

 


№20  offline წევრი Mango

მოვითხოვთ იუსუფის გაცოცხლებას ))) მაგის გარეშე არ გამოვა )))

კარგი ისტორიაა საიბტერესო. გამართული
იმედია მალე იწნება 2 ე ნაწილი.

 


№21  offline მოდერი sabah alkhyr

Mango
მოვითხოვთ იუსუფის გაცოცხლებას ))) მაგის გარეშე არ გამოვა )))

კარგი ისტორიაა საიბტერესო. გამართული
იმედია მალე იწნება 2 ე ნაწილი.

მადლობა ძალიან დიდი, ვეცდები მალე დავწერო❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი მეგი

ღმერთო, ეს რა იყო, გული გამიჩერდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც აიდას ადამიანურად ექცეოდა მოკალი? მერე და აიდა არ შეგებრალა? :( იმედია მეორე ნაწილი აქვს და, იუსუფი ცოცხალი იქნევა სინამდვილეში❤️❤️

 


№23  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი მეგი
ღმერთო, ეს რა იყო, გული გამიჩერდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც აიდას ადამიანურად ექცეოდა მოკალი? მერე და აიდა არ შეგებრალა? :( იმედია მეორე ნაწილი აქვს და, იუსუფი ცოცხალი იქნევა სინამდვილეში❤️❤️

კი აქვს, მაგრამ ჯერ არ დამიწერია❤️❤️

 


№24 სტუმარი ნუცცა

ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ❤️❤️

 


№25  offline მოდერი sabah alkhyr

ნუცცა
ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ❤️❤️

მადლობ

 


№26 სტუმარი აიდაზე შეყვარებული

ეს ისტორია უკვე დიდი ხანია წავიკითხე და მოუთმენლად ველი გაგრძელებას, იმედი მაქვს მალე დაასრულებ ❤❤❤

 


№27  offline მოდერი sabah alkhyr

აიდაზე შეყვარებული
ეს ისტორია უკვე დიდი ხანია წავიკითხე და მოუთმენლად ველი გაგრძელებას, იმედი მაქვს მალე დაასრულებ ❤❤❤

ძალიან მიხარია❤️❤️მეც იმედი მაქცს❤️❤️

 


№28  offline მოდერი sabah alkhyr

Mai dire mai
ძალიან,ძალიან მომწონს,თავიდანვე მოგყვები და სულ გელოდი.ყოჩაღ,დაველოდები მეორე ნაწილს ❤❤❤

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️

 


№29  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძალიაან მაგარი იყოო ველოდები შემდეგ თავს <33 რას ერჩოდი ამ საწ....ბს :დდ გაქცეულიყვნენ სიკვდილი იქნებოდა ახლაა :დდ წარმატებებიიი

 


№30  offline მოდერი sabah alkhyr

uchveulo
ძალიაან მაგარი იყოო ველოდები შემდეგ თავს <33 რას ერჩოდი ამ საწ....ბს :დდ გაქცეულიყვნენ სიკვდილი იქნებოდა ახლაა :დდ წარმატებებიიი

მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent