შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებით მოთამაშე [1,2,3,4]


9-06-2019, 05:35
ავტორი მე♥
ნანახია 3 483

ვნებებით მოთამაშე [1,2,3,4]

თავი პირველი


-შუა დღის 2 საათია!_ჩაბნელებულ ოთახში ქალის მკაცრი და ცივი ხმა გაისმა.

-შენ ხომ გათხოვდი?! აქ რას აკეთებ?_ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და ბალიშიდან ცალი თვალით გახედა ფარდებთან მდგარ დას.

-სტუმრად მოვედი, მაგრამ როგორც ყოველთვის ისევ გძინავს.

-და ვაფუჭებ რაიმეს?_გულუბრყვილოდ იკითხა, სახე ბალიშს გაუსვა და საწოლზე წამოჯდა. ძილის დროს არეულ თმაში, გრძელი თითები შეაცურა და მათი მოწესრიგება სცადა, თუმცა რა თქმა უნდა უშედეგოდ.

-თავი დაიბანე, სხვანაირად მაგ ატომური ბომბის სადგომს ვერ მოიწესრიგებ. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა, გადაწეული ფარდები ლამაზად გაასწორა და ოთახიდან გავიდა.

***
-დიანა ჯოჯუა, სამსახურში არ გაგვიანდება?_მისაღებში, ცოცხით ხელში მდგარი დის დანახვისას შეწუხებულმა იკითხა და ღრმად ამოიხვნეშა.

-კვირაში ერთხელ მაინც რომ გამოუსვა ცოცხლი, არ მოკვდები. _დღის გეგმის შესრულებას შეუდგა ლელა.

-გუშინ დივნის ქვეშ სამაჯური შემივარდა და გამოვუსვი. _მხრები აიჩეჩა და ბარზე მდგარ ყავის ფინჯანს დასწვდა.

-შენ არ მიდიხარ სამსახურში?_წელში გასწორდა, ცალი ხელი თეძოზე შემოიდო და წარბაწეული მიაჩერდა თვალებმიბლეტილ ძმას.

-სამსახური მე სახლში მაქვს, 3 საათზე გავხსნი ლეტოპს და ოფისიც მაგ დროს გაიღება.

-ნამდვილ სამსახურზე გესაუბრები და არა იმ მაიმუნობაზე რასაც მაგ კომპიუტერში აკეთებ.

-რატომ არის 25 წლის ბიჭისთვის მაიმუნობა ონლაინ თამაშები?

-და რატომ არ თანხმდები მამას წინადადებას?

-იმიტომ, რომ ბაფთა მიჭერს!

-და შენც არ გაიკეთო.

-ლაკის ფეხსაცმელიც მიჭერს.

-ოდესმე შეძლებ ჩემთან ამ საკითხზე სერიოზულად საუბარს?

-თუ ჩემ ახლანდელ საქმიანობას სერიოზული თვალით შეხედავ, დავფიქრდები, ვინ იცის შენში საინტერესო პიროვნებაც კი აღმოვაჩინო. _თვალი ჩაუკრა და ყავის სმა განაგრძო. _ და კიდევ, ყავს თუ მიკეთებ და პატივს მცემ, შაქარი აღარ ჩაყარო!

-შენთან საუბარს აზრი არ აქვს, მაინც სულ ერთსა და იმავეს იმეორებ.

-ორი დღის წინ მტვრებს რომ წმენდდი მაშინც ზუსტად ეს სიტყვები მითხარი. დავიჯერო ასაკი ასე დაგეტყო და მახსოვრობის პრობლემა გაქვს?

-დიდი სიამოვნებით დაგაცლიდი მაგ მერცხლის ბუდეს!_სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა, მტვრების საწმენდი ჩვარი მუჭში მოიქცია, შეკრა და ძმას ესროლა, მაგრამ ჰაერში გაიშალა და იატაკზე დაეფინა.

-ცოტა ახლოს რომ მოწეულიყავი ცხვირზე მხვდებოდა.

-ცინიკოსო ბავშვო!


***

-მე რომ ეგეთი მდიდარი მამა მყავდეს ახლა რომელიმე კარგ, პერსპექტიულ და მდიდარ კომპანიას შევისყიდდი._ფიქრებში და ოცნებებში წასულმა უჩამ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ცივი სასმელი მოსვა. მაგიდის გარშემო მსხარმა ოთხმა სიმპათიური აღნაგობის მამაკაცმა გაკვირვებულმა გადახედა ბიჭს, იმან სიცილით აიჩეჩა მხრები.

-შენ რას იზამდი?

-მამაშენის შვილი რომ ვიყო?_ინტერესით იკითხა ბიჭმა და ჩაფიქრდა. _რას ვიზამდი და... არა, მამაშენის შვილი რომ ვიყო მერე შენი დის მიმართ ბავშვური და გულუბრყვილო სიყვარული აკრძალული მექნებოდა და არ მაწყობს! _თავი გააქნია და ფანჯრიდან გაიხედა.

-კარგი ქენი მაშინ სიყვარულში რომ არ გამოუტყდი, ზედმეტი ხარ ჩემი ოჯახისთვის!

-სამაგიეროდ ლექტორს გამოუტყდა გუშინ და ის დიდი სქელი წიგნი რომ აქვს ხომ იცით?! იმან პირდაპირ თავში უთავაზა. _ხმამაღალი სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მეგობარს თვალი ჩაუკრა.

-ეჭვი მაქვს რომ ეგ ამბავი გუშინდელი არ არის და დიდი ხნის წინ აქვს ნათავაზები მაგ ლექტროს ეგ წიგნი. _სერიოზული გამომეტყველბით ჩაილაპარაკა დიტომ, ცოტახანში კი ტუჩის კუთხეში სიცილი შეეპარა.

-ბათუმში როდის მივდივართ? თავს ვინახავ. _სიცილით შეცვალა თემა თომამ.

-სამსახურიდან შვებულებას ავიღებ ამ დღეებში და წავიდეთ.

-მე უნივერსიტეტი 1 კვირაში მიმთავრდება.

-და რომ გააცდინო რას გეტყვიან?

-არაფერს. უბრალოდ გითხარით რომ ერთ კვირაში მიმთავრდება. _სიცილით ჩაილაპარაკა და მისი ხუმრობით დაღლილ ბიჭებს ერთდროულად მოავლო თვალი.

-თქვენ, როდის შეძლებთ ბატონო დირექტორო?

-რამდენიმე სააგენტოსთან მაქვს კონტრაქტრი გასაფორმებელი, მე ჯერ ვერ წამოვალ. თქვენ წადით და როგორც კი მოვრჩები მეც ჩამოვფრინდები.

-ხომ კარგად გახსოვს, პარაშუტი ყოველი შემთხვევისთვის თან გქონდეს, რომ რამე იყოს, ავარიული დაშვების დროს პილოტი წყალს ვერსად იპოვის და შენ რომ შენი მარშუტი გქონდეს. _თბილისი-ბათუმის სავარაუდო რესიზე მჯდარი მეგობრის წარმოდგენისას სიცილი ვერ შეიკავა თომამ.

-30-35 წუთი უნდა თბილისიდან ბათუმამდე. ავარიულ რეჟიმშიც ბათუმში უწევს დაჯდომა და ისეც. _სიცილით ჩაილაპარაკა ალექსმა და ლადოს ტელეფონს მიუბრუნდა. _მართლა კარგი, გოგოა. _თვალის ჩაკვრით მოუწონა არჩევაი და ისევ ბიჭებზე გადაერთო. ლადომ უხერხულად ჩააქრო ტელეფონის ეკრანი და ძმაკაცს წარბწეულმა გადახედა.

-რამხელა თვალები გაქვს, 100 მეტრზე ხედავ ყველაფერს.


***

-მამაჩემი კაბინეტშია?_დუტის ქურთუკი გაიხადა და მაგიდასთან მჯდარ მდივანს კითხა.

-შეხვედრა აქვს, მალე დაასრულებს და მერე შებრძანდით. _მორიდებით ჩაილაპარაკა, წინ გადმოყრილი თმა ყურზე კეკლუცურად გადაიწია და თვალების ცეცებით მიუბრუნდა კომპიუტერის ეკრანს.

ტყავის დივანზე კომფორტულად მოკალათდა, ფეხი მუხზლე დაიდო და კაფიდან წამოღებული ასანთის კოლოფის თამაში დაიწყო.

-ეწევით?_მოულოდნელად მდივანის გაოგნებული ხმა მოესმა. დაბნეულმა ახედა გოგონას და თვალები ოდნავ დააწვრილა.

-ბატონო?_მდივანმა თვალებით ასანთის კოლოფზე მიუთითა. _ასანთს?_კოლოფს დახედა და მერე ისევ გოგონას მიუტრიალდა.

-არა, მე სიგარეტი ვიგულისხმე. _დაბნეულმა ამოილუღლუღა.

-მაგრამ მე ასანთის კოლოფს ვათამაშებ. _წარბები ეშმაკურად შეათამაშა ბიჭმა.

-ბოდიშს გიხდით. ვიცი რომ სულ ვარჯიშობთ და უცებ...

გოგონას კითხვა სულაც არ იყო მისი ინტერესიდან გამოწვეული, ლოყებზე ეტყობოდა რომ ალექსთან დიალოგის წამოწყების სურვილი კლავდა, თუმცა როგორც ყოველთვის ბიჭმა არც ამჯერად მისცა გოგონას ოცნების კოშკის აგების უფლება.

-თუ გინდა რომ გაპატიო, შენ რომ იცი ისეთი ყავა გამიკეთე.

თბილი ღიმილით ჩაუკრა თვალი და ორივე ფეხი იატაკზე დააბრუნა. ერთი წესი აქვს, მამამისის მდივნებთან რომანის გაბმა არ მოსწონს. ერთხელ სცადა, მაგრამ გოგონასთან ურთიეთობა კრახით და სკანდალით დასრულდა, მას შემდეგ მდივნებთან ურთიერთობას ერიდება.


დაახლოებით 20 წუთში კაბინეტის კარი გაიღო და იქიდან მაღალი, სექსუალური და საოცრად ვნებიანი ქალი გამოვიდა. ბიჭი სწრაფად გასწორდა წელში და კაბინეტიდან გამოსულ ქალს ინტერესით სავსე თვალები მიაპყრო. შვილის მზერის დაფიქსირებისას მამაკაცმა მსუბუქად ჩაახველა და თვალების თამაშით ანიშნა რომ ახლა მისი ვნებიანი ფლირტის დრო არ იყო. ალექსმა სიცილით დაუქნია თავი, ქალს მზერა აარიდა და კაბინეტისკენ წავიდა, მაგრამ კართან მისულმა თავი ოდნავ მიატრიალა უკან და მუხლს ზემოთ ასულ კაბას ტუჩმოკვნეტილმა შეავლო მზერა.

-რამდენი წლისაა?_როგორც კი კაბინეტში დაბრუნებული მამა დაიგულა ინტერესით იკითხა და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.

-შენზე 3 წლით უფროსია.

-ანუ 28 წლის. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ენის წვერი ქვედა ტუჩზე დაისვა.

-მომისმინე, იცოდე არაფერი გაბედო! ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგ ქალის კეთილგანწყობა და ურთიერთობები არ ამირიო. _განრისხებული თვალებით გადახედა შვილს და თითი გაფრთხილების ნიშნად დაუქნია. _თანაც სამსახურში შენი და ლელას სკანდალის შესახებ ჯერ ისევ დადის ხმები.

-და რა არის ცუდი იმაში თუ ერთმანეთის მიმართ გრძნობები გვექნება?ლელას და ჩემი ამბავი, თვითონ ლელას აღარ ახსოვს.

-ალექს! არ გინდა!

-პირობას ვერ მოგცემ, მაგრამ ვეცდები პრობლემები აღარ შეგიქმნა. _თვალი ჩაუკრა და ყურებამდე გაკრეჭილმა კალამი აიღო. _რატომ დამიბარე?

-კომპანიაში მჭირდები!_ხმა და გამომეტყველება კიდევ უფრო დაუსერიოზულდა მამაკაცს. ალექსმა ღრმად ამოისუნთქა, ფეხზე წამოდგა და ფანჯრისკენ წავიდა.

-ამაზე ხომ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ? მე არ ვარ ის შვილი, რომელიც ამ საქმისთვის გამოგადგება, ეგეც რომ არა, მათემატიკაში ყოველთვის სუსტი ვიყავი.

-ყოველთვის უმაღლესი ქულა გყავდა.

-ეგ იმიტომ რომ მასწავლებელს მოსწონდი.

-ნუ სულელობ! _წარბი ასწია მამაკაცმა და ტყავის სავარძელში მეფურად მოკალათდა. მამის დანახვისას თავი ვერ შეიკავა და ხმამადაბლა ჩაიცინა. -ალექს, სანამ შემიძლია შენი დახმარება გამომიყენე. სანამ ჯერ კიდევ მაქვს ძალა გასწავლო, დამიჯერე და მოდი. ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, მაგრამ როდესაც ამის დრო მოვა ოჯახურ ბიზნეს სხვას ვერ დავუტოვებ. როგორი რთული გასაგებიც არ უნდა იყოს შენთვის, ამ ყველაფრის სათავეში შენ და შენი და უნდა ჩადგეთ. ასე რომ თუ არ გინდა ბაბუაშენის და ჩემი ამდენ წლიანი შრომა, შენ ახირებებს შეეწიროს გვერდით დამიდექი!

-მამა!_როგორი მყარიც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება მამის სუსტი ხმის გაგონებისას ყველაზე მგრძნობიარე ხდება. ეს კაცი ერთადერთი ადამიანია მის ცხოვრებაში ვისაც ყველაზე მარტივად შეუძლია მის გულს შეეხოს.

-ვიცი რომ ჩემი სიტყვა შენთვის იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ამას მაგრძნობინებ და ეს შანსი უნდა გამოვიყენო. უფლებას ვერ მოგცემ ყველაფერი რასაც ამდენხანს ვაშენებდი ჰაერს. გაატანო. ასე რომ როგორც კი ბათუმიდან დაბრუნდები კომპანიაში მოდი და საქმეს შეუდექი. ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, აქ იმისთვის ვარ რომ ჩემზე ძლიერი დირექტორი შევქმნა!

-ბათუმში ყოფნისას კიდევ კარგად დავფიქრდები, პირობას ვერ მოგცემ.

-უფლებას გაძლევ სამსახურში პირველ ეტაპზე იმ ფეხსაცმლით მოხვიდე რომელიც შენ გაგიხარდება, ასევე შეგიძლია ბაფთაც არ გაიკეთო. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მდგარს მიუახლოვდა. _გეყოლება შვილი და მიხვდები, რატომ ვითხოვ ახლა შენ დახმარებას.

-ის ქალი ვინ იყო, ხშირად მოვა ხოლმე აქ?_ეშმაკური ხმით იკითხა და ტუჩები შეათამაშა.

-ინფორმაცია მარტო კომპანიაში მომუშავე პირებთან ვრცელდება. _თვალი ჩაუკრა, მხარზე ხელი დასცხო და კარისკენ ანიშნა. _შენი წასვლის დროა, ბევრი საქმე მაქვს.

-თანახმა ვარ, მაგრამ ერთი პირობით!

-რა მოიფიქრე?!_უნდობლად გადახედა შვილს და წარბები შეჭმუხნა.

-დაგეხმარები თუ უფლებას მომცემ რომ ამ ქალთან მხოლოდ მე ვითანამშრომლო!

-რა?

გაოგნებულმა გადახედა შვილს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამის წინ ნაწილობრივ დაითანხმა ზუსტად იცოდა რომ ბათუმიდან ჩამოსულს აზრი ისევ შეცვლილი ექნებოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამა-შვილს შორის მსგავსი დიალოგი გაიმართა. ალექსი ყოველთვის ხაზთან ახლოს იდგა, მაგრამ მას არასოდეს კვეთდა. ახლა კი კომპანიაში მუშაობაზე თახმობას აცხადებს.

-მართლა იძახი თუ ისევ ხუმრობ?

-არ ვხუმრობ, გავხდები აქაურობის მომავალი დირექტორი, მხოლოდ იმ პირობით თუ ამ ქალთან სიახლოვის უფლებას მხოლოდ მე მომცემ!

-და რა იცი რომ ეს ქალი ჩვენთან თანამშრომლობას აპირებს?

-რამდენიმე წუთის წინ თავად მითხარი, რომ ამ ქალთან თანამშრომლობა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

-შევთანხმდით. მაგრამ იცოდე არცერთ ნაბიჯს გადადგამ ჩემთან შეუთანხმებლად!

-პირად გეგმებს ეგ არ ეხება და კომპანიის საქმეებში აუცილებლად დაგიხმარ. _თვალი ჩაუკრა და კარისკენ წავიდა.

***

-თერმომეტრი გაქვს?_მოუდლონელობისგან გაოგნებულმა თომამ სწრაფად იკითხა და ბართან მჯდარ დიტოს გადახედა. ბიჭმა დაბნეულმა გადახედა თომას.

-რატომ? თერმომეტრი რაში გინდა?_დაბნეულმა იკითხა და თერმომეტრის მოსატანად წამოდგა ფეხზე.

-არ გესმის რას ამბობს!? მამაჩემის კომპანიაში ვიწყებ მუშაობას ქალის გამოო. _მეგობრის უცნაური ხუმრობით შეწუხებულმა, ღრმად ამოიხვნეშა და ისევ სკამზე მოკალათდა.

-მაინტერესებს ვინ არის ასეთი, ალექსს გადაწყვეტილება ასეთ მცირე დროში რომ შეაცვლევინა.

-ძალიან სექსუალური ქალია!

-და გინდა თქვა რომ სექსუალური ქალის გამო დასთანხმდი მამაშენის ამდენწლიან შემოთავაზებას?_გაოცებულმა გადახედა მეგობარს.

-არა, ეს ქალი უბრალოდ ბიძგი იყო, რომელიც ალბათ მჭირდებოდა. თანაც მომბეზრდა ეს ონლაინ თამაშებით ნაშოვნი ფული. რაღაც ახალი მჭირდება, ახალი რაც უფრო წინ წამწევს.

-გამოდის რომ დირექტორი უნდა გახდე?_გულუბრყვილო ხმით იკითხა ლადომ.

-ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ წლების შემდეგ ალბათ კი. ნუ ნერვიულობ, შენთვის არასოდეს დამეზარება ვინდოუსის გადაყენება. _სიცილით აუჩეჩა თმები მეგობარს.

ბიჭებიდან ლადოს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოხატავს, ყოველთვის ჰგონია რომ ბიჭს მისი დაცვა და გვერდით დგომა სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა როგორ სიტუაციაში არიან, ლადო ყოველთვის წინ დგას. ალექსმა ზუსტად უნდა იცოდეს რომ მას არაფერი ემუქრება და ყველაზე უსაფრთხოდ სძინავს.

მის მიმართ მამური ინსტიქტები უფრო აქვს ვიდრე ძმაკაცური, ან ძმური. მასზე 5 წლით უფროს ლადოს ყოველთვის თითის ქნევით ესაუბრება, მისგან მაქსიმალურად ბევრს მოითხოვს. სწავლის მხრივ, ყოველთვის აკონტროლებს მის დასწრებას უნივერსიტეტში, ურთიერთობას ლექტორებთან, რამდენჯერ ლადოს პროექტზე ღამე გაუთენებია მარტო იმიტომ, რომ მარტო დარჩენილ ლადოს ეძინებოდა, ესეც იძულებული იყო მის გვერდით მჯდარიყო და ყველანაირად დახმარებოდა.

არ ჰგავს ეს ურთიერთობა სხვა ურთიერთობებს, ალექსისთვის ლადო ის ადაიანია, რომელმაც აუცილებლად უნდა მიაღწიოს წარმატებას, აუცილებლად უნდა გახდეს ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანია.

ალბათ ეს ყველაფერი ლადოს დედისერთობამაც გამოიწვია, ოჯახში ერთადერთი შვილია, მამა პატარა ასაკში დაკარგა, დედამ კი ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ბიჭს მომავალი ჰქონოდა. არასდროს უჭირდათ, მაგრამ მამის და ქმრის გარეშე დარჩენილი ოჯახი ყოველთვის შესუსტებულია, ვერ დგას ისე მყარად როგორც ადრე. ამიტომაც ლადოს გაცნობის დღიდანვე თქვა რომ მასზე სიცოცხლის ბოლო წუთამდე იზრუნებდა და ასეც იქნება, ამას ვერაფერი შეცვლის.

***

-ძალიან მაგარი ხედია. _აღფრთოვანებას ვერ მალავდა აკო

-ალექს, შენი ჩემოდანი მე მგონი გატეხილია.

-გატეხილი კი არ არის, ლიფტიდან გამოტანის დროს გატეხე!_შუბლშეკრულმა გადახედა კართან მდგარ მამაკაცს.

-ხო, მაგრამ ამ მომენტისთვის ითქმის რომ გატეხილია და მის უკან როგორი ისტორიაა რა მნიშვნელობა აქვს. _მხრები აიჩეჩა, ჩემოდანს გადააბიჯა და სააბაზანოსკენ წავიდა. _დიდი სააბაზანოა, მაგრამ სულ ესაა?

-დანარჩენი 3 მეორე სართულზეა.

-ისევ იქ რატომ არ მივედით სადაც ვისვენებთ ხოლმე?

-დაკავებულიაო მეპატრონემ.

-ხომ იცის რომ ამ დროს ყოველ წელს ჩამოვდივართ, რატომ არ შეგვინახა.

-ლადო, არ გინდა მაღაზიაში წახვიდე და საჭმელი მოიტანო?

-სია გაქვთ?

-მე მაქვს, ნინომ ჩამომიწერა პირველი ეტაპისთვის რისი გაკეთება იქნება ყველაზე მარტივი. _სიცილით ჩაილაპარაკა თომამ და ჯიბიდან ყვითელი ფურცელი ამოიღო. _წამოდი, მეც წამოვალ, თორემ მაღაზიაში გამყიდველი შეგიყვარდება და დაგვტოვებ მშიერს. _სიცილით აუჩეჩა ბიჭს თმები და გასასვლელისკენ წავიდა.

***

-მე მგონი შენ დაიწვი და ვერ გრძნობ._1 საათის განმავლობაში შეზლონგზე გაუნძრევლად მწოლიარე ბიჭს გადახედა დიტომ. თომამ სათვალე შუბლზე დაიმაგრა და გარშემო მიმოიხედა, მერე კი ტანზე დაიხედა.

-ბებიას დამზადებული დამცავი მისვია, შემიძლია მთელი დღე ასე ვიწვე._სიცილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა._მაგრამ მოდი თავს დავიზღვევ და ზღვაში შევალ. _ოდნავ შეშინებული ხმით ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა წყლისკენ.

-რა სახე გაქვს მშვიდობაა?_ტელეფონში ჩამძვრალ და წარბწეულ ძამაკაცს გადახედა ალექსმა.

-ეჭვიანობის მორიგ სცენას ვუსმენ. _ხმამაღლა ამოიხვნეშა და ტელეფონი შეჟლონგზე დადო.

-არ ეზარება მაინც. ამჯერად რა მოიფიქრა?_სიცილი იკითხა დიტომ და სათვალის ზემოდან ამოხედა ბიჭს.

-მე მგონი დროა რომ ურთიერთობის გაწყვეტაზე სერიოზულად იფიქრო. _საუბარში ლადო ჩაერთო.

-ბოლო რამდენიმე კვირაა ამაზე სერიოზულა ვფიქრობ, მაგრამ არ მინდა ეს ყველაფერი მისთვის რთულად გადასატანი გავხადო.

-აქამდე არცერხელ მითქვამს შენთვის რომ დაშორდე, მაგრამ ეს უკვე ძალიან ზედმეტია. _შუბლი შეჭმუხნა დიტომ და მეგობარს თვალებმოჭუტულმა გადახედა.

-შენც ეჭვიანი ხარ და ალბათ მისგანაც იმიტომ იღებ იგივეს. _სიცილნარევი ხმით ჩაიალპარაკა ალექსმა. _ხომ არ დაგავიწყდა მეგობრის დაბადების დღეზე წასულს როგორ მოექეცი?_ძმაკაცის შეცდომა დღემდე ვერ დაივიწყა და მისი შეხსენების შანს ხელიდან არასდროს უშვებს.

-შენ რომ არ ყავდე რა ეშველებოდა. _გაღიზიანებულმა გადახედა ძმაკაცს. ალექსნამ მხრები აიჩეჩა და ფეხი ფეხზე გადადებული გადაწვა შეზლონგზე.

-მე რომ არ ვყავდე დიდი ხნის წინ გიპოვიდნენ სადმე შავ პარკში გახვეულს.

***
მზის სხივებისგან შეწუხებულმა თვალები ოდნავ მოჭუტა და გვერდის შეცვლა სცადა, მაგრამ მასზე მძიმედ მიკრულმა სხეულმა ამის საშუალება არ მისცა. მძიმედ ამოისუნთქა, ცალი თვალი გაახილა და მზეს გაუსწორა, ცალით კი ჯერ კიდევ ძილის შებრუნებას ცდილობდა, მაგრამ სიტუაცია რომელშიც იყო დისკომფორტს უქმნიდა. თავი ოდნავ მიატრიალა გოგონასკენ და ახლა უკვე ორივე თვალით მისი შეთვალიერება დაიწყო. ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს, მისი თითოეული ნაკვთი, რომელსაც გუშინ ღამით ინტერესით აკვირდებოდა, სხეულის ფორმებიც და სახელიც, მაგრამ ერთი სული აქვს როდის დასრულდება დილის რიტუალი და როდის დაემშვიდობებიან ერთმანეთს. გოგონას სხეულიდან თავი მსუბუქი მოძრაობებით დაიხსნა, ფეხზე წამოდგა და იტაკზე მიმოფნატული ტანსაცმლიდან საკუთარი ამოარჩია, მერე კი სასტუმროს ნომრის სააბაზანოსკენ დაიძრა, ზურგს უკან გოგონას კრუტუნის ხმა მოესმა, მაგრამ არ გაჩერებულა.

უკან დაბრუნებულს შავგვრემანი საწოლზე წამომდჯარი დახვდა, საბანი მჭიდროდ ჰქონდა სხეულზე აკრული და ინტერესით ათვალიერებდა ოთახს.

-ერთი ღამისთვის ზედმეტად დახარჯულხარ. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და საბნიანად წამოდგა ფეხზე. _ყველაფერი გახსოვს, ხომ ასეა?_ღიმილით კითხა და აივნისკენ წასულს უკან მიჰყვა.

-რატომ უნდა დამვიწყებოდა?

-როგორც წესი ნასვამ მდგომარეობაში მოხმდარი ინტრიმური კავშირის დროს ბიჭები ბევრ რაღაცას ვერ იმახსოვრებენ...მაგალითად პარტნიორის სახელს. _ხმადაბლა შეაპარა გოგონამ.

-ნატო. _თვალი ჩაუკრა და ზღვას გახედა.

-ნატალი! _ხაზგასმით შეუსწორა და საზაფხულო საბანი მკერდთან ახლოს მჭიდროდ შემოიკრა. _შხაპს მივიღებ, ვისაუზმებ და მერე წავალ თუ წინააღმდეგი არ ხარ და დრო არ იწურება. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.

-რამდენხანსაც გინდა იმდენხანს დარჩი, დღის ბოლომდე ავიღე ნომერი, მაგრამ მე უნდა წავიდე.

-შენთვის დარჩენა არც მითხოვნია. _წარბწეულმა დაგესლა და სააბაზანოში შევიდა. _შეგიძლია ჩემი ტანსაცმელი შემომაწოდო?_ოდნავ შეღებული კარიდან გამოხედა და იატაკისკენ მიუთითა. ალექსმა გოგონას ნივთები სათითაოდ მოაგროვა და კართან მდგარს გაუწოდა. _დიდი მადლობა, ალექს. _თვალი ჩაუკრა, კოცნა გაუგზავნა და კარი დაკეტა.

***
სასტუმროდან გამოსულმა შავი სათვალე გაიკეთა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გარშემო მიმოიხედა. ნატოს და მისი ისტორია, სასტუმროს ოთახში დასრულდა, ქალთან ნამდვილად სასიამოვნო დრო გაატარა, ორივემ იცოდა რამდენხანს გაგრძელდებოდა კლუბში დაწყებული ფლირტი. ასეთ დროს თავს უფრო კარგად გრძნობს, არ უყვარს გოგონებზე მიცემული არაფრისმომცემი იმედები, ზუსტად ამიტომ აირჩია გასულ ღამეს ნატო და არა კლუბში მყოფნი სხვა გოგონა. ყველას ეტყობა ვის რა ფიქრები უტრიალებს თავში, ზედმეტი თავის ტკივილი კი ამ ეტაპზე ნამდვილად არ სჭირდება.

***
-რა დასვენებული სახე გაქვს, მოგიხდა ბათუმის ჰაერი. _ოთახში შესვლისთანავე ეშმაკური ღიმილით შეათვალიერა მეგობარი ლადომ და საწოლზე წამოკოტრიალებულმა ტელეფონში თამაში განაგრძო.

-დანარჩენები სად არიან?

-თომა და დიტო ვიღაცის სანახავად გავიდნენ და დანარჩენები აუზთან შეგიძლია ნახო. _ტელეფონი გადადო და ინტერესით მიაჩერდა. _ლამაზი გოგო იყო, მოვასწარი შეთვალიერება.

-ბევრს ნუ ლაპარაკობ, ჩაიცვი და გამომყევი.

-სად მივდივართ?

-საქმე მაქვს.

-არ მითხრა რომ ლენკა უნდა ნახო. _შეწუხებული წამოდგა ფეხზე.

-ლენკას სანახავად რომ მივდიოდე შენ წაგიყვანდი?!_წარბაწეულმა გადახედა, მაისური გადაიძრო და ჩემოდნიდან შავი ტანზე მომდგარი მაისური ამოიღო.

-მაშინ დამპირდი რომ რაღაცას მიყიდი. _სიცილით ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ წავიდა._ მაგალითად ნაყინს, ან ორცხობილას.

-ლადო, სწრაფად გაემზადე, მანქანაში გელოდები.

-რა უხეშები ხართ. _უკმაყოფილომ ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.


მეორე თავი.


-თუ სწორად მახსოვს ეს სახლია. _თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა რკინის შავი გალავანი და მანქანიდან გადასვლა დააპირა. _რაც სახლი შეიცვალეს არ ვყოფილვარ.

-ვისთან მომიყვანე?_ინტერესით დააკვირდა ბიჭი სახლს და ძმაკაცს გადახედა.

-1 წლის წინ მანქანით ამ გოგოს დავეჯახე. _ხმა შეცვლილმა უპასუხა და მანქანიდან გადავიდა.

-ბათუმელია?

-კი.

-და მაინც და მაინც თბილისში დაეჯახე. _სიცილით ჩაილაპარაკა და საზურგეს მიეყრდნო. _მიდი და მალე გამოდი, ცხელა ძალიან.

მანქანიდან გადასულს გზის მეორე მხრიდან ოქროსფერთმიანმა გოგონამ დაუძახა. გზის ორივე მხარეს დაკვირვებით გაიხედა და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოკვეთა გზა. ალექსის დანახვისას გახარებული ღიმილით ვერ იშორდებდა სახიდან, უსიტყვოდ მივიდა მასთან და მაგრად მოეხვია. ლადომ ცხვირზე დაკოსილი სათვალე შუბლზე გაიკეთა და გაკვირვებულმა გადახედა წყვილს.

-როგორ ხარ?_წკრიალა ხმით იკითხა გოგონამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ალექსმა შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადაიწია და ლოყაზე უჩქმიტა.

-კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. კაფეში ვიყავი და იქიდან მოვდივარ, რაღაცები უნდა წავიღო. წამოდი თან დედაჩემი მეწუწუნებოდა რამდენი ხანია ალექსი არ მინახავსო. _შავი ჭიშკარი შეაღო და სახლისკენ წავიდა._შემოდი და მერე ერთად წავიდეთ.

-მეგობართან ერთად ვარ.

-გოგოა ?_ეშმაკური ღიმილით იკითხა და ბიჭს დააკვირდა. ალექსნი განზე გადგა და მანქანაზე მიუთითა. _ბიჭია. _უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და წარბები შეჭმუხნა. _ისევ მარტო დაეხეტები ხომ?

-ეგრე გამოდის.

-არაუშავს წამოდით, თანაც ხომ იცი დედაჩემს როგორ უყვარს უცხო ხალხის პატივისცემა, ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებ. _ეშმაკურად შეათამაშა წარბები და სიცხისგან შეწუხებულმა კეფაზე დამაგრებული თმა ცალი ხელით შეისწორა.

-კარგი, მიდი და მანქანაში დაგელოდებით.

-2 წუთში გამოვალ.

ალექსმა სახლში შესვლამდე კიდევ ერთხელ, დაკვირვებით შეათვალიერა გოგონა და ღიმილით წავიდა მანქანისაკენ. ლადო ისევ გაოგნებული სახით უყურებდა ბიჭს.

-დარწმუნებული ხარ რომ ამ გოგოს დაეჯახე?_სიცილნარევი ხმით იკითხა და სათვალე გაისწორა.

-რატომ?

-ზედმეტად კარგი ურთიერთობა გაქვთ დამნაშავის და დაზარალებულისათვის.

-არც მე ვარ დამნაშვე და არც ის არის დაზარალებული. ორი უყურადღებო ადამიანის ურთიერთობა გვაქვს.

-მაინც უცნაურია, როგორც წესი ამ დროს ადამიანები ჩივიან და ეს დედამისთან გვეპატიჟება კაფეში.

-გვისმენდი?_შუბლი შეჭმუხნა ალექსმა.

-გისმენდით და ყური მქონდა მოდებული კიდევ. ისმოდა და გავიგონე. _უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები და სათვალე გაიკეთა. _ნაყინს როდის მიყიდი? მცხელა.

-მივალთ კაფეში და იქ.


***
გამარჯობა. _მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულმა გოგომ ღიმილით მიმართა ლადოს. ბიჭმა თავი ოდნავ მიატრიალა მისკენ და კიდევ ერთხელ, ამჯერად ახლოდან შეათვალიერა.
-გამარჯობა.
-ემილია_ხელი გაუწოდა გოგონამ. ბიჭმა გაკვირვირვებულმა ჯერ ხელს დახედა, მერე ალექს და ბოლოს ისევ გოგონას.
-ახლა გასაგებია რატომაც გაქვს ასეთი კარგი ურთიერთობა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ხელი ჩამოართვა. _ალექსთან მხოლოდ ის ადამიანები ამყარებენ სულიერ კავშირს, ვინც მასზე ბევრად აქტიური და მონდომებულია. _გოგონას ინტერესით დაკვესებული თვალების დანახვისას ღიმილით დაამატა ბიჭმა.
-ლადო. _კატეგორიულად ჩაილაპარაკა ალექსმა ბიჭის სახელი და უკანა სავარძელზე მოკალათებულ ემილიას სარკის საშუალებით გახედა.
-ბევრი კარგი და ცუდი მსმენია შენზე._ბიჭის გამოსვლით ოდნავ უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.
-არ მიკვირს. _აღრენილმა გადახედა საჭესთან მჯდარ ძმაკაცს. _რამდენი წლის ხარ, ემილია?
-19_ის.
-ძალიან კარგი.
-ჭკუით იყავი!_ტონი გაუმკაცრდა ალექსს. ლადომ წარბაწეულმა გადახედა მეგობარს.
-დამშვიდდი, მე ჯერ კიდევ ჩემ ლექტორზე ვარ შეყვარებული.

***

ემილიას შემთხვევა მართლაც “ღმერთის საჩუქარია” ალექსისთვის. სახლში გაღიზიანებული ბრუნდებოდა, ასეთ დროს გონება მომენტალურად ეთიშება და წამიერად კარგავს ყველაფერზე კონტროლს, ზუსტად ის მომენტი აღმოჩნდა საბედისწერო მისთვის. მოულოდნელად გზაზე უდროო დროს გადმოსული გოგონა დაინახა, მაგრამ მოქმედება დაუგვიანდა და ყურები შეჯახების ხმამ დაუგუბა.
არცერთი წამით უფიქრია იქაურობის დატოვება და ცხოვრების ისე გაგრძელება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. სწრაფად შეიხსნა ღვედი და მანქანიდნა გადავიდა.გრძნობდა რომ გონება ხათრით ემორჩილებოდა, ფეხები კი ვარაუდით გადაადგილდებოდნენ. გარშემო არავინ იყო, მხოლოდ გონებადაბინდული ალექსი რომელსაც ეგონა რომ ლამაზთმიან გოგონას ცხოვრება დაუსრულა. იმ წამს საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობდა, არც ის აინტერესებდა რამდენ მოსალოდნელ წელს გაატარებდა ციხეში, მთავარი იყო რომ გოგონა საავადმყოფომდე ცოცხალი მიეყვანა.

“არა, ხელი არ მოკიდო. რაიმე რომ ჰქონდეს მოტეხილი?” _საკუთარ თავს უმეორებდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა.

-ხომ კარგად იქნება? _მუდარით ჩააჩერდა ექიმს თვალებში.

-ცოცხალია._ექიმის ტონში აშკარად იგრძნობოდა თავისუფალი სუნთქვა და შიში, მაგრამ არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება.

მხოლოდ იმ წუთას მიხვდა რომ ამ დროის განმავლობაში საკუთარ სუნთქვასაც ვერ გრძნობდა, ბედნიერმა ამოისუნთქა და თვალები მაგრად დახუჭა.

-მანქანას გადავაყენებ და თქვენთან ერთად წამოვალ._სწრაფად წამოდგა ფეხზე და მანქანისკენ წავიდა.

-თქვენ განყოფილებაში წახვალთ დაკითხვაზე._ქალის ხმაში სიცივეს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. “მიხარია რომ არსად გაიქეცით. ეს ძალიან დაგეხმარებათ.

***
ერთი დღე გაატარა იქვე მდებარე განყოფილებაში. შემდეგ მოულოდნელად მოვიდნენ და უთხრეს რომ თავისუფალია. ერთადერთი რისი კითხვაც მოახერხა გოგონას ადგილმდებარეობა და ვინაობა იყო, მერე კი იქაურობა უსიტყვოდ დატოვა.

საავადმყოფოში დაზარალებული სახელი და გვარი იკითხა, მიმღებში მჯდარმა უძილობისგან გადაღლილმა გოგონამ თვალების ფახუნით მიასწავლა გზა და დაღლილი სკამზე ჩამოჯდა. ალექსმა წამიერად მასზე შეაჩერა მზერა, რაღაცაზე დაფიქრდა, მაგრამ თავადაც ვერ გაიაზრა რაზე, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისკენ.

მესამე სართულზე ასულმა მოსაცდელში განთავსებულ ლურჯ სკამზე ჩამომჯდარი თავჩაღუნული ქალი და მამაკაცი დაინახა, მიხვდა რომ მისი “მსხვერპლის” მშობლები იყვნენ და ნელი ნაბიჯებით წავიდა მათკენ.

-გამარჯობა. _მორიდებით, მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა. მამაკაცმა აწყლიანებული თვალებით ახედა ბიჭს და თავი დაუქნია. _მე...

-ვიცით. _წყნარი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და მის გვერდით მჯდარ ქალს მხარზე ხელი მოხვია.

-გავიგე რომ არ მიჩივლეთ. _ვერ ხვდებოდა ამ თემაზე უნდა ესაუბრა თუ უბრალოდ ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერი მომხდარა. იმ მომენტში რეალურად ვერაფერს იაზრებდა. წამიერად ისიც იფიქრა რომ მისი იქ მისვლა დიდი შეცომა იყო და ამით გოგონას მშობლებს გააღიზიანებდა. პარალელურად კი საკუთარ თავს გადაწყვეტილებას უწონებდა.


-ყველაფერი ვიცით, არ ვაპირებთ უდანაშულო ადამიანი ციხისთვის გავიმეტოთ. თანაც შენ რომ დროული დახმარება არ აღმოგეჩინა, ახლა ჩვენი გოგო დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. ექიმმა გვითხრა რომ მდგომარეობა სტაბილურია და მისი დაკარგვის შანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

-მე ის გავაკეთე რასაც ჩემ ადგილას უმრავლესობა იზამდა. _ღიმილით დახარა თავი. _მისი ნახვის შესაძლებლობა მექნება?

-როგორც კი გონს მოვა ვკითხავთ და თუ სურვილს გამოთქვამს, რა თქმა უნდა.
***

ლადო ეშმაკურად აპარებდა გოგონასკენ თვალს, თანაც ისე რომ ეს ყველაფერი ალექსსაც შეემნჩნია და მისთვის შენიშვნა მიეცა. ყველა ნაბიჯი გათვლილი აქვს, ზუსტად იცის მის საქციელს როგორ რეაქციას მოაყოლებს ალექსი.

მანქანა ნაცნობ ქუჩაზე გააჩერა და უსიტყვოდ გადავიდა, ემილია მანქანიდან გადასვლისთანავე ყვირილით გაიქცა კუთხეში მდებარე პატარა კაფისკენ. ლადომ გოგონას ბავშვურ საქციელზე ხმამაღლა ჩაიცინა, თან ცალი თვალით გარშემო სიტუაციას ათვალიერებდა, ყოველი შემთხვევისთვის, კაფეში რომ მოიწყინოს და გარეთ გამოსვლა მოუნდეს ხომ უნდა იცოდეს სად არის.

-დე, ნახე ვინ მოგიყვანე._ერთ-ერთ მაგიდასთან მდგარ წინსაფრიან ქალს ამოიდგა გვერდით და ხელით კაფეში ახლადშესულ ალექსზე მიუთითა. ქალს მისი დანახვისას სახეზე ნათელი ღიმილი გადაეფინა, მომხარებელს მორიდებულმა მოუბოდიში და ჩქარი ნაბიჯებით ბიჭისკენ წავიდა.

-როგორ დაგვეკარგე. _ნაწყენმა უსაყვედურა და მომღიმარი გულზე მიიკრა. _მე მგონი ცოტა დასუსტებული ხარ. არაფერს ჭამ ხომ?_წარბწეულმა დასწია ბიჭი უკან და დაკვირვებით შეათვალიერა. _ბოლოს რომ გნახე ასე არ იყავი, მაგრამ ნახე როგორ დაუყენებია კუნთები. _მხრებზე შეათვალიერა და კმაყოფილმა თვალი ჩაუკრა. ალექსის უკან მდგარი მორიდებული ლადო ცოტა გვიან შენიშნა. _სტუმარი გვყავს?_ემილიას გადახედა ქალმა.

-ალექსის მეგობარია, ლადო. _ბიჭის სახელი ოდნავ ხმამაღლა წარმოსთქვა და ტუჩები სასაცილოდ მოკუმა. _დასხედით. რას დალევთ, რას შეჭამთ? წელს ისეთი გემრიელი მენიუ შეადგინა მამამ, თითებს ჩაიკვნეტთ. _ბიჭები თავისუფალი მაგიდისკენ წაიყვანა და ხელში მიენიუ მიაჩეჩა. _თქვენ აარჩიეთ და მეც მალე მოვალ.

>>>

-ლექტორი ცალმხრივად გიყვარს?_როგორც კი სანაპიროსკენ წასულ ალექსს მოჰკრა თვალი, ინტერესით მიუტრიალდა ლადოს. ბიჭმა წაბაწეულმა გადახედა ცნობისმოყვარე გოგონას.

-იცი მე და ალექსს საერთოდ რა არ გვაქვს?_რადიკალურად განსხვავებული პასუხის მოლოდინით გაღიმებულ ემილიას ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა.

-რა?

-მე მართვის მოწმობა არ მაქვს.

-რა?_დაბნეულმა გაუმეორა კითხვა.

-ხო, ერთადერთი რისი მართვაც უპრობლემოდ შემიძლია ბებიას ეტლია, ისიც მარტო მაშინ თუ შიგნით არ ზის. _სერიოზული გამომეტყველებით აუხსნა და გაჩუმდა.

-მე სხვა რამ გკითხე. _უხერხულად შეიშმუშნა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. _მე უბრალოდ გკითხე...

-ვიცი რაც მკითხე და გიპასუხე რომ მე მართვის მოწმობა არ მაქვს, შესაბამისად უპასუხისმგებლოდ მორბენალ გოგონას ვერ დავეჯახები და ვერც მასთან მექნება კარგი ურთიერთობა. ასე რომ, ჩემ პირად ურთიერთობებზე კითხვები აღარ დამისვა!_შუბლშეკრულმა დაუბღვირა.

-უხეში!_ხმამაღლა მიაძახა და ცხვირი აიბზუა.

სიბრაზისგან ყბები და ნიკაპი დაეჭიმა. გაბრაზებულმა ვერაფრის თქმა ვერ შეძლო, რეალურად ლადო მართალი იყო. ორი წუთის გაცნობილ რატომ უნდა ჰკითხო მის პირად გრძნობებზე, ან რატომ ეგონა რომ ლადო მასთან გულახდილად ისაუბრებდა. ლადოზე მეტად საკუთარ თავზე ბრაზობდა, მაგრამ მსგავსი სიუხეშე მაინც არ ესიამოვნა, თანაც ალექსის მეგობრისგან.

ასეთია, ძალიან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება აქვს ყველასთან. რატომღაც ჰგონია რომ ადამიანები მეგობრულები არიან და აბსოლუტურად ყველასთან შეძლებს საერთო ენის გამონახვას, მაგრამ ლადო მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდა, თუმცა არა საბოლოო.

***
აუზის კიდესთან წელს ზემოთ შიშველი იდგა და ბიჭებს ადევნებდა თვალს. ყოფილი მოცურავე სიტუაციას შორიდან ზვერავდა და აუზის სიღრმეს თვალებით ზომავდა. ბავშვობის ტრამვის შემდეგ მაქსიმალურად ცდილობს აუზში ყოველთვის მაშინ ჩავიდეს როდესაც ცარიელია, ან უბრალოდ სივრცე უფრო თავისუფალი.

წყნეთის ავარიის შემდეგ ზურგი დაიზიანა, ექიმების თქმით შეჯიბრებისთვის ცურვას ვეღარასდროს შეძლებდა. მისთვის ცურვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მარტო პროფესიონალური თვალსაზრისით, წყალში თავს ზუსტად ისე გრძნობდა როგორც თევზი, რომელიც ამ ყველაფრის გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებს. დახლოებით 1 წელი ცდილობდა სიტუაციასთან შეგუებას. ძალიან ბევრჯერ სცადა უკან დაბრუნება, მაგრამ ვერ შეძლო. გამუდმებით გრძნობდა რომ აუზის დასაწყისიდან ბოლოში მისულს, ზურგის საშინელი ტკივილი კლავდა. ამიტომაც ცდილობს ზუსტად იცოდეს რა ზომის აუზთან მოუწევს “ბრძოლა”. მომხდარში ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებს, ამიტომაც უჭირს ამ ყვეალაფერთან შეგუება. გამუდმებით ცდილობს საკუთარი თავი დასაჯოდს და მომხდარი პასუხი აგებინოს.

-არ ჩადიხარ?_აუზის კიდეზე მჯდარი თომას ხმა მოესმა. ჩაფიქრებულმა სწრაფად ასწია თავი და ბიჭს შეხედა, მერე კი ცარიელ აუზს გადახედა.

-რატომ ამოხვედით?_ღიმილნარევი ხმით გადახედა ბიჭებს.

-სანამ შენ ზურგის კუნთებს გაავარჯიშებ, მანამდე ჩვენ დასალევს მოვიტანთ. _დიტომ სველ თმებში თითები შეუცურა და თავი რამდენჯერმე ზედიზედ გააქნია. _წამოდი. _შეზლონგზე წამოწოლილ ლადოს მხარზე ხელი დაჰკრა და ბარისკენ წავიდა.

-კიდევ კარგი მე გყავართ თორემ დაიხოცებოდით. _უკმაყოფილოდ წამოდგა ფეხზე და ძმაკაცს მიჰყვა უკან.

-მართლა აპირებ მამაშენთან მუშაობის დაწყებას?_აუზის ბოლოში გასულ ალექსს ინტერესით ჰკითხა თომამ და თვითონაც აუზში ჩახტა.

-პირობა მივეცი, თანაც არაფერს ვკარგავ. _მხრები აიჩეჩა და წყალი სახეზე შეისხა.

-და იმ ქალთან რას აპირებ?_ცალყბად ჩაიცინა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-თამაშს არა!_ბიჭის ფიქრებს მიხვდა და თავი გაუქნია. _დიდი ხანია ქალთან მსგავსი რამ არ მიგრძვნია, თანაც სათამაშოდ მსგავსი ტიპის ქალები არ მომწონს.

-მოიცადე, აბა სერიოზული ურთიერთობისთვის აპირებ მასთან ყოფნას?_გაოცებულმა გადახედა მეგობარს. ვერ იჯერებდა რომ ამ ყველაფერს ალექსისგან ისმენდა.

-ცოლად მოყვანას არ ვაპირებ, უბრალოდ შევხედავ. _თვალი ჩაუკრა და წყლიდან ამოვიდა. _დღეს მანქანას გათხოვებ და ემილიას გაუარე, მეგობართან უნდა ციცინათელაში წასვლა და მარტო გაშვება არ მინდა.

-რა პრობლემაა, რომელზე გავუარო?

-მეც წამოვალ. _სასმელით ხედალმშვენებული ლადო ბიჭებს მიუახლოვდა.

-შენ დარჩები ბათუმში და ერთ ადგილას გამომყვები. _მეგობრის ჩანაფიქრს წამებში მიხვდა. _ჭკუით-თქო!

-იცი ბოლოს ციცინათელაში როდის ვიყავი?_სწრაფად სცადა ალექსისთვის აზრის შეცვლა.

-არ მაინტერესებს!_პოზიციას არ თმობდა ბიჭი.

-მოიცადე, ამას ემილია მოსწონს?_ცალყბად ჩაიცინა თომამ და ბიჭებისკენ წავიდა.

-არ მომწონს, უბრალოდ მიზიდავს._ხმადაბლა ჩაილაპარაკა, მაგრამ დაწმუნებული იყო რომ მეგობარმა მისი სიტყვები მაინც გაიგო და ცალი თვალით მას გახედა. _ნუ მიბღვერ, ჩემი მეგობარია და ეგეთი რაღაცები ჩემზე არ მოქმედებს, ხომ იცი!? თუ მიზიდავს, მიზიდავს და შენც იცი რომ ცუდს არაფერს ვიზამ, ასე რომ დანარჩენი შენ არ გეხება!_მოჩვენებითი სიმკაცრე გაუარია ტონში.

-ფეხს მოგამტვრევ!_მუქარა გაისმა ალექსის ხმაში.

-გაჩერდი თორემ ლექცაზეც შენი სატარებელი გახდება. _სიცილით ჩაერთო თომა. _წამოვიდეს, მეც იქ ვიქნები და თუ რაიმე ისეთს იტყვის, შენამდე მე მოვამტვრევ ფეხს.

-და შენ რომ სხვა რაიმე მომამტვრიო არა?

-მაგალითად?_სიცილით კითხა თომამ და სასმელი მოსვა.

-შენ საიდან იცნობ ემილიას?_ბიჭების დიალოგით მიხვდა რომ თომა ემილიას კარგად იცნობს, თანაც იმდენად კარგად რომ წამიერი ფიქრიც კი არ დასჭირვებია იმის გასაანალიზებლად თუ ვისზე იყო საუბარი.

-საავადმყოფოში გავიცანი, რამდენჯერმე ალექსის დავალებით ვიყავი მასთან.

-და მე რატომ არ მავალებდი?_შუბლშეჭმუხნული მიუტრიალდა შეზლონგზე წამოწოლილ ბიჭს.

-შენ აქეთ ხარ მოსავლელი, ვისთან უნდა გამეგზავნე.

***
მანქანა თომას ათხოვა, თვითონ კი ტაქსით მოუწია დანიშნულების ადგილზე მისვლა. კაფეში დაახლოებით ნახევარი საათით ადრე მივიდა. შეკვეთა მისცა და ის ის იყო თავისუფალი ადგილისკენ უნდა წასულიყო, მოულოდნელად საიდანღაც გამოჩენილი სუსტი გოგონა გულზე რომ შეასკდა. დაახლოებით 45 გრადუს სიცხეში მისმა გახურებულმა სხეულმა ძალიან მარტივად აითვისა სითხის გაუარესებული ტემპერატურა.

-უკაცრავად... ძალიან დიდი ბოდიში, მე...მე უბრალოდ. _ანერვიულებული სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ხელებს დაბნეული აქეთ-იქით აქანავებდა და ამით სიტუაციას უფრო დრამატულს ხდიდა.

-კარგი, დამშვიდდი უბრალოდ ყავაა. _ალექსმა ხელსაწმენდი აიღო და თეთრი პერანგის შიგნით დასვენებული სხეული შეიმშრალა.

-დამწვრობა ხომ არ გაქვთ? ახლავე წავიდეთ საავადმყოფოში და შემოწმება გაიარეთ. _მის თითოეულ სიტყვას ეტყობოდა თუ როგორ გულწრფელად განიცდიდა მომხდარს.

-გოგონა, კარგად ვარ-მეთქი. დამშვიდდი და გზა განაგრძე. _ყურადღებით შეწუხებულმა ამოილაპარაკა და სველი ხელსახოცი ნაგვის ურნაში ჩააგდო. შეხვედრას ამ ფორმით ნამდვილად ვერ დაესწრება, სახლში დაბრუნება და გამოცვლა მოუწევს.

-უბრალოდ იმდენად უყურადღებოდ შემოვედი კაფეში, რიგი თუ იყო ისიც ვერ შევნიშნე.

-ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. _გოგონას აწყლიანებულ თვალებში ჩააჩერდა და ღიმილით ჩაილაპარაკა.

-უკაცრავად?!

თავი მესამე

საღამოს ბიჭებთან ერთად აივანზე იჯდა და ლეპტოპში მამამისის გამოგზავნილ საბუთებს კითხულობდა, მართალია ამ სფეროსთან შეხება არასდროს ჰქონია, მაგრამ მისი პროფესიიდან გამომდინარე რაღაცები გაეგაბა და თუ მოინსომებს აუცილებლად შეძლებს ყველაფრის სწავლას. პარალელურად მამამისიც დაეხმარება და მუშაობის პროცესი უფრო მარტივი გახდება.
ლეპტოპი დახურა და მაგიდაზე დადო, თვითონ კი ფეხები მოაჯირზე შემოაწყო და ხელები გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა.

-თომას არ დაურეკავს?_ინტერესით იკითხა დიტომ ვაკოს ფეხებზე თავდადებულმა გვერდი იცვალა.

-თომას არა, მაგრამ ლადომ დარეკა ეშმაკის ბორბალზე ვიჯექი და ამის მერე მთაწმინდის აღმართზე ასვილის აღარ შემეშინდებაო. _აკომ სიცილით გადასცა ლადოს სიტყვები ბიჭებს და სასმლით სავსე ჭიქა მოიყუდა. _სადმე გავიდეთ, გავერთოთ, ან ვინმე მოვიყვანოთ თორემ დავიღალე სახლში ჯდომით. _ბოლოს უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და ალექსს გადახედა. _ალექს, შენ რას იტყვი?

-დღეს ერთი გოგო შემხვდა კაფეში, ძალიან ჰგავდა ერთ ნაცნობს._ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და სივრცეს გახედა.

-სხვა რაღაც გკითხე. _მეგობრის უყურადღებობით გაღიზიანებულმა, სასმლის ჭიქა უხეშდ მოიქცია თითებში და კიდევ ერთი ყლუპი დალია.

-დაახოებით ვის ჰგავდა?

-ტიტეს შეყვარებულის დედაშვილს. _თვალებმოჭუტულმა ამოილაპარაკა, პარალელურად გოგონას ნაკვთების აღდგენას ცდილობდა გონებაში, მაგრამ იმდენად ლამაზი და დასამახსოვრებელი თვალები ჰქონდა, რომ მისი დავიწყება ასე მარტივად გამორიცხულია. _ნამდვილად მას ჰგავდა.

-ტიტეს შეყვარებული არ გყავს ნორმალურად ნანახი და მისი დეიდაშვილის საიდან გახსოვს? თანაც ეგ იყო... მოიცადე, რომელ შეყვარებულზე იძახი?_როცა მიხვდა რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელი შეყვარებულის დეიდაშვილს გულისხმობდა ალექსი კითხვა შეცვალა.

-წყნეთში აგარაკზე რომ გავიცანით.

-ხო, მაგის დეიდაშვილი მეც მახსოვს. ქერა, ნაცრისფერთვალება გოგო იყო. თვითონ ვერ გიცნო?_ხმადაბლა იკითხა დიტომ.

-მე მგონი ვერა, ძალიან უცნაურად მებოდიშებოდა.

ყველაფერს ერთიანად იღდგენდა, კაფეში შექმნილი სიტუაცია ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი შემთხვევაა, ადამიანები ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს, თანაც მაშინ როდესაც ეჩქარება. არც ის არის გამორიცხული რომ ასეთ დროს ერთი დღის ნაცნობს შეხვედე, მაგრამ შინაგანად რაღაც მაინც არ ასვენებს. გოგონას თვალებიც ამიტომ დაამახსოვრდა ასე განსაკუთრებულად, რატომ პირველი შეხვედრისას არ მოხვდა მისი ლამაზი და კვამლისფერი თვალები ასე?!

-გახსოვს ბოლოს ტიტე როგორ დაგვემუქრა? _შუბლშეჭმუხნულმა გადახედა ბიჭებს. _ზუსტად მაშინ დაგარტყამენ ჩემი სახელით, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელითო.

-და რა გინდა თქვა რომ ამის გამო ყოფილი შეყვარებულის დეიდაშვილი გამოგზავნა?თანაც ეგ იყო 3 თვის წინ. _დამცინავი ხმით ჩაილაპარაკა ვაკომ.

-ზუსტად. 3 თვის წინ თითქმის მთელი დღე გავატარეთ ერთ ოთახში და რატომ ვერ მიცნო?_ეჭვები მოსვენებას არ აძლევდა.

-ხომ არსებობენ ადამიანები, რომელებსაც სახის დამახსვორება უჭირთ. მე მაგალითად სახელებს ვერ ვიმახსოვრებ. _სიტუაციის განმუხტვა სცადა აკომ.

-არა, არა, ეგრე მარტივად ნუ უყურებ ტიტეს ნაცნობს. ნებისმიერ რაიმეზეა წამსვლელი, ნებისმიერი ადამიანის სახელით. _არანაკლებ დაეჭვებული წამოდგა ფეხზე დიტო და ალექსს გადახედა. _თანაც მთელი საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე მაინც გამოველაპარაკეთ მაგ გოგონას.

-და რატომ გადაწყვეტდა რომ მისი დახმარებით ეძია შენზე შური?_ამ ყველაფრით დაბნეული ვაკო ცდილობდა ბიჭებისგან რაც შეიძლება მეტი არგუმენტი მოესმინა.

-არ ვიცი. შესაძლოა ხვალ ჩემი ეჭვები მეც აბსურდულად მომეჩვენოს, მაგრამ მის თვალებში შიში აშკარად დავინახე. ყავა გადამასხა და ამის გამო ძალიან აღელვდა, მაგრამ შიში სხვა ემოციაა.

-დღეს დიდხანს იარე შენ მზეში და ალბათ მაგან იმოქმედა. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა აკომ და მხარზე ხელი მოუთათუნა. ალექსმა წარბწეულმა გადახედა ძმაკაცს და აღრენილი წამოდგა ფეხზე.

ეჭვიანი ადამიანი არ არის, მაგრამ ზედმეტად დაკვირვებულია, ისეთ დროსაც კი როდესაც საერთოდ არ არის ალექსის გონიერების ჩართვა საჭირო და რაღაცებზე სერიოზულად ფიქრი.

კაფეში შეჯახების წამიდან იცნო გოგონა, მაგრამ ბოლომდე მისი ნაკვთები ვერ აღიდგინა, უბრალოდ ხვდებოდა რომ სადღაც ნანახი ჰყავდა, იმასაც ხვდებოდა რომ თვალებში ჩამდგარი შიში საერთოდ არ იყო ყავის ინციდენტისგან გამოწვეული და ამ ყველაფრის უკან სულ სხვა რაღაც იმალებოდა. კაფეში უკან დაბრუნებულმა კი ზუსტად გადათვალა ნაბიჯები შემოსასვლელი კარიდან იმ ადგილამდე სადაც თავად იდგა და ძალიან ბევრი დეტალი არალოგიკური აღმოჩნდა. არც იმ აზრს გამორიცხავს რომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ტიტეს ახლობელი, თანაც ბათუმში. ყველაფერს იმახსოვრებს, ნებისმიერი ადამიანის ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი ზუსტად გაიხსენებს, ტიტეს მუქარა კი სიტყვა სიტყვით ახსოვს, მისი გამომეტყველება და საუბრის დროს მანერები. მუქარას არასდროს აქცევს დიდად ყურადღებას, მაგრამ ტიტე სახუმარო კაცი ნამდვილად არ არის, არც ჰაერზე უყვარს საუბარი, მითუმეტეს ალექსისნაირ “მტრებთან.”

ყველაფერი კი ერთი უბრალოდ თამაშით დაიწყო, ტიტე კაზიოების ძალიან დიდ ქსელს ფლობს. ალექსმა სამეგობროსთან ერთად რამდენჯერმე მის ერთ-ერთ ფილიალში თამაში გადაწყვიტა დროის გასაყვანად და განსატვირთად. ერთ დღეს კაზინოში ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ უპატივცემლო ქცევის გამო თომა მომხარებელთან შეკამათდა. ამას მოჰყვა სამეგობროების დაპირისპირება, შემდეგ პოლიცა, მეორე მხრიდან საქმის გასერიოზულება და კაზინოს სახელზე საჩივრის დაწერა. ბოლოს კი ტიტემ ეს ყველაფერი “დაგეგმილ” შესვლას მიაწერა და ზუსტად იმ დღის შემდეგ აითვალწუნა ალექსის სამეგობრო. რამდნჯერმე უთანხმოება ადრეც მოსვლიათ, ერთმანეთს ყოველთვის ავი თვალით უყურებდნენ, მაგრამ ეს შემთხვევა ძალიან სერიოზული იყო, ზედმეტად დიდი ზიანი მიაყენა თომას დაცვის ინსტიქტმა მის ბიზნეს, თანაც პარალელურ რეჟიმში ალექსის მამის ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი ტიტეა თავისი სხვადასხვა ბიზნესებით, ამიტომაც ყველაფერი ალექსის სახელზე გადაწერა და შურისძიების მთავარი ტექსტიც მისი მისამართით გაისროლა. ზუსტად ამიტომ ჰგონია რომ ტიტეს შეყვარებულის დედაიშვილის მოულოდნელი გამოჩენა, სულაც არ არის დამთხვევა.

-აკომ ყველაფერი მომიყვა. _ოთახის კარი ყურებამდე გაკრეჭილმა ლადომ შეაღო.

-რა ქენით ციცინათელაში?_მისთვის ახლა ყველაზე საინტერესო თემა ემილიას დაბინავება იყო.

-მამაცი გული ხომ იცი შენ?_საწოლზე წამოკოტრიალდა და ჭერს ახედა.

-მერე?

-ზუსტად ეგაა ემილია. ყველგან იჯდა, მაგის მაგივრად მე ვჭამდი ბამბის ნაყინს დაბლა და მე ვუყვიროდი იმ ბიჭს გამორთე გული მისდის-თქო. _ხმაზე ეტყობოდა, რომ ციცინათელაში სტრესის და დაძაბულობის მეტი ვერაფერი ნახა. _ერთი ეშმაკის ბორმბალი ვცადე და რომ ჩამოვედი, ჩემი მეზობელი რომ კატას დაკარგავს ხოლმე, ეგრე მქონდა სახე გადათეთრებული._ბიჭის გულწრფელობის მოსმენით გახალისებულმა ხმამაღლა ჩაიცინა და ხელები თავქვეშ ამოიდო. _აკომ ყველაფერი მომიყვა და მე მგონი ვიცი რაც უნდა ვქნა. _სწრაფად შეცვალა გამომეტყველება და ტონი. მასხარა და ხუმარა ლადოსგან აღარაფეირ იყო დარჩენილი. _რომელ კაფეში იყავით, ან რომელ საათზე?

-სადაც დავდივართ ხოლმე იქ, ექსვსის რაღაც წუთებზე.

-ძალიან კარგი, მანდ ერთი ნაცნობი მყავს და ვიკითხავ.

***

-მზად ხართ ლადო ჰოლმსის გამოძიების შედეგები განვიხილოთ?_სახლის კარები ხმაურიანად შეაღო ბიჭმა და მისაღებში დიდი მაგიდის გარშემო შემომსხდარ ხუთეულს გადახედა.

-ამჯერად რა ჩაიდინე?_მისი წვრილმანი პრობლემებით დაღლილმა ალექსმა ხმამაღლა ამოიხვნეშა.

-ჯერ ის მითხარით გეისთან ფლირტაობას აღსარებაში ცოდვად მოიხსენიებენ თუ საერთოდ არ დავწერო?

-ალბათ იმ ბიჭმა უნდა დაწეროს თავის ცოდვებში, შენთან დროის გარკვეული ნაწილი რომ გაატარა. _სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა თომამ.

-არა, უიმედო იმედის მიცემა ცოდვაა ხომ?_განუმარტა და მაგიდასთან მოკალათდა. _რა მნიშვნელობა აქვს, ღმერთი მაღალია და მაპატიებს. იმ კაფეში ვიყავი სადაც “შეჯახება” მოხდა. მენეჯერმა მითხრა დაცვის თანამშრომელ გოგოს ჰკითხეო. მეც ჩემი შარმი მოვამზადე და მისკენ წავედი, მაგრამ დაცვის ოთახში ბიჭი დამხვდა. ცოტა ვიმსახიობე, მინდა გითხრათ რომ ნიჭი აღმომაჩნდა. ალექს, კურსის გადაბარება რომელ თვეში იწყება?_საუბრის დროს სხვადასხვა თემებზე აქცენტების გაკეთება ლადოს ყველაზე ცუდი თვისებაა.

-დაასრულე!

-უკანონო ქმედებით მოვიპოვე გუშინდელი ვიდეო მასალა. დიტო, მიდი ლეპტოპი მოიტანე. _მაგიდის ბოლოში მჯდარ ბიჭს გადახედა. დიტომ თავი ოდნავ გვერდზე გადაწია და ბიჭს დაჟინებით მიაშტერდა._კარგი, მე მოვიტან.

უსიტყვოდ მიხვდა ბიჭის მზერას და ფეხზე წამოდგა.

-ზუსტად იმ დროს შემოვიდა კაფეში რა დროსაც შენ, მაგრამ ხელში ცხელი ყავა უკვე ეკავა, გამოდის რომ კაფეში მანამდე იყო სანამ შენ მიხვიდოდი. შესაძლოა შეკვეთის მისაცემად დაბრუნდა, მაგრამ 45 წამზე თუ კარგად დააკვირდები დაინახავთ, რომ ტელეფონზე ანერვიულებული ესაუბრება ვიღაცას. შემდეგ ტელეფონს ჩანთაში აბრუნებს, ალექსს აკვირდება და როგორც კი ალექსი ნაბიჯს დგამს მისკენ მიდის და ეჯახება.

-ზუსტად! _ხმამაღლა წამოიძახა თომამ.

-ყავის ტემპერატურა როგორი იყო?_საუბარში დიტო ჩაერთო.

-ცხელი იყო. კარგი, ის კადრი სად არის პირველად როდესაც შედის კაფეში.

-უი, ეგ დამავიწყდა. _მოღუშულმა გადახედა ცეცხლისფერ ალექსს.

-ანუ ისევ დაბრუნდება. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა ალექსმა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. _მაშინ დროა ვითამაშოთ.

თავი მეოთხე


აივნის მოაჯირზე დაყრდნობილი უყურებდა ეზოში გაბმულ ჰამაკში მონებივრე ბიჭებს და პარალელურად იმ ვიდეოს კადრებს იღდგენდა გონებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ უყურა. თვითონაც ვერ ხვდება საერთოდ რატომ გაუჩნდა გოგონაზე მსგავსი წარმოდგენა, მართალია მისი ეჭვები გამართლდა, მაგრამ ახლა უფრო ვერ იჯერებს იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა. რატომ უნდა გასჩენოდა ტიტეს მისი ყოფილი შეყვარებულის დეიდაშვილის დახმარებით ალექსზე შურისძიება, ცოტა არ იყოს და ეს ყველაფერი აბსურდს უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას, რომელშიც ახლაა.

მსგავსი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ სასაცილოდაც არ ჰყოფნის, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჭკუა ასწავლა და მიხვდა რომ ყველაფერზე თვალის დახუჭვა და გამუდმებით მუშტების შეკვრა აღარ უშველის.

25 წლის განმავლობაში ყოველთვის დამოუკიდებლად აგვარებდა საკუთარ პრობლემებს, არასდროს ჩაურევია მამა და სამეგობრო, მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანის იმედი ბოლომდე აქვს. უბრალოდ ყოველთვის საკუთარი თავზეა დამოკიდებული, იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს აუცილებლად გადარჩება.

-კარგად გაიხსენე, იქნებ ადრეც იცნობდი მაგ გოგოს და გული ატკინე. _ეზოდან ლადოს ხმა შემოესმა. ნიკაპდაჭიმულმა გადახედა მინდორზე წამოკოტრიალებულ მეგობარს და მოაჯირზე დადებული ვაკოს სანთებელა ესროლა.

-ხო, ბავშვობაში ვუყვარდი და მე გული ვატკინე. _ცინიკური ღიმილით “აჰყვა” ბიჭის უკბილო ხუმრობას და სავარძელში ჩაჯდა.

-რას დამცინი, არ გახსოვს ჩემ კლასელ მართას, თურმე 10 წელი რომ ვუყვარდი და ბოლოს ბანკეტზე მითხრა ტორტში ამოვლებულს._სწრაფად წამოჯდა ლადო და მეგობარს თვალებმოჭუტულმა ახედა.

-მაგ დღეს ტორტში შენი ბანცალის გამო ჩავარდი და არა მართას ოინების. _სწრაფად გამოეხმაურა ვაკო.

-შენ რა იცი ჩემი და ტორტის ურთიერთობის დეტალები? _წარბწეულმა გადახედა ძმაკაცს. _ვბანცალებდი, მაგრამ ტორტი იქ მოულოდნელად გაჩნდა, წესით არ უნდა ყოფილიყო. _კატეგორიულად იცავდა საკუთარ პოზიციას და მართას, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია უსინდისოდ სწამებდა ცილს.

-ტიტეს ხომ არ დაურეკავ და ეტყვი რომ გაშიფრე?_ამდენი ხნის განმავლობაში ჩაფირებული თომას ხმაც გაისმა.

-ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი და ტიტეს რომ დავურეკო რა ვუთხრა?! _თვალებდახუჭული ესაუბრებოდა ბიჭებს.

-მაშინ მოგიწევს რომ რამდენიმე სერიოზული მიზეზი გამოსტყუო იმ გოგოს და მერე თამამად შეძლებ ტიტესთან დაპირისპირებას.

-სიმართლე რომ გითხრათ ტიტესთან დაპირისპირება ახლა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები რა საჭიროა ამხელა ამბავის ატეხვა მაშინ, როდესაც რეალურად არაფერი მომხდარა. რა შურისძიება, სად სძინავს?! თუ არა და თუ ჩემთან თამაში აქვს გადაწყვეტილი, აქ ვარ და არსად ვაპირებ წასვლას._დამცინავად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ზღვაზე არ გავიდეთ?_სწრაფად შეცვალა სასაუბრო თემა.

-ზღვაზე კი არა, გოგონები როდის ვნახოთ?_წელს წემოთ შიშველი აკო სახლის სახურავზე გადმომდგარი უღრენდა ბიჭებს.

-ირუჯები?_სიცილით ასძახა ლადომ და ფეხზე წამოდგა. _დამელოდე და (????) ნახარშს ამოგიტან.

-გოგონების ჯგუფურად ნახვის პერიოდი, ლადოს დავაჟკაცებისას დასრულდა. _მოულოდნელად ჩაილაპარაკა ალექსმა და ცალი თვალით სახეაწითლებულ ლადოს გადახედა.

-ძალიან მაინტერესებს რომელი თქვენგანი ესწრებოდა ჩემ დავაჟკაცებას?! _ნაწყენმა აიბზუა ცხვირი და სახლისკენ წავიდა.

-დასწრებით არ ვესწრებოდი, მაგრამ მეც იქვე ვიყავი. _სირბილით მიყვა თომა. _”თომა, მარტო ხომ არ დამტოვებ?!”_სახის გამომეტყველებით და ხმის ტემბრით უმცროსი მეგობრის გაჯავრება სცადა და ბოლო ხმაზე გაიცინა.

-იტყუება, ასე არ ყოფილა!_ორივე ხელით ბიჭების მოთვალიერება დაიწყო და მათ დასარწმუნებლად თომას მუჯლუგუნიც კი ჰკრა. _ბარემ ისიც თქვი რომ ბიძაჩემი ხარ და ამდენხანს მიმალავდი.

-ბავშვო, მელოტ ბიძაშენზე უკეთესი აღარ ვარ?_21 წლის ლადოს თავში უთავაზა გაშლილი ხელი და სიცილით სახლში შევარდა. _მიდი, ჩაიცვით და გავიდეთ, მერე თავშენახული ბიჭი სათევზაოდ მიდის. _შიშველ მუცელზე ხელისგულები დაისვა და ბიჭებს თვალი ჩაუკრა.

სამეგობრო ალექსისთვის ის ადგილია სადაც თავს ყოველთვის განსაკუთრებულად გრძნობს. როგორი ცუდი შეგრძნებებითაც არ უნდა იყოს დატვირთული, ბიჭებთან ყოფნის დროს ყველანაირი უარყოფითი ემოცია ტოვებს. ამ ადამიანების გვერდით გაიზარდა, მათთან ერთად ისწავლა ის რაც დღეს იცის, ისწავლა არასწორი ნაბიჯების გადადგმა და შემდეგ მათი გამოსწორება, ისწავლა მეგობრის სიყვარული, ის რაც ყველა ადამიანს სჭირდება. ყოველთვის როდესაც წარუმატებლობას ეჯახება ამ ადამიანების დახმარებით აღებს იმ შავი ოთახის კარს, რომელშიც საკუთარ თავს კეტავს.

ტრავმის შემდეგ, საკუთარ თავთან ახლოს არავის უშვებდა, მაქსიმალურად ცდილობდა ყველასგან დისტანცია დაეცვა. არა იმიტომ, რომ დეპრესიაში იყო და მათი დანახვა არ უნდოდა, უბრალოდ საკუთარ თავს სჯიდა. ზუსტად იცოდა რომ ბიჭების გარეშე ყოფნა მისთვის წარმოუდგენლად აუტანელი იქნებოდა. მათ გარეშე გადაგორებული საშინელი დღე და ღამე. მათი ხმაურის, დაულაგებელი საუბრის და არეული სახლის გარეშე სიტუაციიდან გამოსვლა უფრო გაუჭირდა.
კიდევ დიდხანს გააგრძელებდა საკუთარი თავის ამ ხერხით დასჯას, მაგრამ ბიჭებმა კიდევ ერთხელ შემოულაწუნეს და რეალობაში დააბრუნეს.

-“კიდევ დიდხანს გელოდო?”_მოაჯირის ბოლოში მდგარი დიტო ხელებგაშლილი ელოდებოდა ერთ ადგილზე გახევებულ ალექსს.

-“სწრაფად, გადადგი ნაბიჯი.”_მის ზურგს უკან მდგარი აჟიტირებული თომა კი ზურგზე შეხებით აჩქარებდა.

-“გინდა შევეჯიბროთ, ვინ უფრო სწრაფად მივა დიტოსთან.” _ იქვე მჯდარი ლადო აღტაცებული წამოხტა ფეხზე და ძმაკაცს გვერდით ამოუდგა.

-“ნუ მაჩქარებთ, ნელა მივალ.”

-“ნელა კი არა, ხვალ მიხვალ.”_ცხივრი აიბზუა ლადომ და ალექსს კუს ნაბიჯებით მიჰყვა უკან._ “ის ანეკდოტი იცით?! კაცს კუ რომ გაექცევა.”_მოულოდენლად წამოიძახა და გაკვირვებულ ბიჭებს გადახედა. სარეაბილიტაიციო ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა._” და ახლა უცებ ალექსა რომ გაგვექცეს.”_დუმილი ისევ ლადოს ხმამ დაარღია.

-“ლადო, ფეხს მოგამტვრევ!”_ალექსმა შუბლშეკრულმა გადახედა პატარა ლადოს და თვალის ჩაკვრით გააფრთხილა.

-“თუ გინდა რომ სურვილი აისრულო ჯერ დიტოსთან უნდა მიხვიდე სწრაფად, შემდეგ რამდენიმე კურსი კიდევ გაიარო, მერე ხელჯოხით ქუჩაში სიარული ისწავლო და ბოლოს თუ ასაკის გამო სკლეროზმა არ შეგაწუხა და მუქარა ისევ გახსოვდა, ფეხსაც მომამტვრევ.”

-“აკო, დაიჭირე ეგ პატარა ყალთაბანდი და მომიყვანე აქ.”_რამდენიმე მოძრაობით იატაკზე დაჯდა და საჩვენებელი თითით ლადოზე მიუთითა. აკოც დაუყოვნებლივ წამოდგა ფეხზე და სარეაბილიტაციო ოთახის გასასვლელისკენ გაქცეულ ლადოს პირდაპირ მაისურში ჩაავლო ხელი. _”მოდი, მოდი .”_ ბოროტული ღიმილით უხმო ბავშვს თავისთან და მაისურის სახელურები იდაყვთან აიკეცა.


***

შავ ვანსებს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და ნიკაპზე ეშმაკური ღიმილით მოისვა თითები. ერთადერთი თანამშრომელია რომელმაც ჩაცმის კოდი ასე უხეშად დარღვია მთელ კომპანიაში, მაგრამ უფროსისგან ნევართვა და აქვს და ესეც სარგებლობს. მამამისმა იცის თუ როგორი მტკიცე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ალექსს, ამიტომაც ყველანაირად უნდა ეცადოს რომ ბიჭს პირველ ეტაპზე მაქსიამალური კომფორტი შეუქმნას იმ გარემოში სადაც რეალურად მისი ადგილი არ არის, ყოველ შემთხვევაში ალექსი ასე მიიჩნევს. 
თეთრი პერანგის ზედა ორი ღილი შეიხსნა და ტყავის სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. ფეხი მუხლზე შემოიდო და სავარძლის საშუალებით ფანჯრისკენ შეტრიალდა.

ბათუმის კაფეში მომხდარი ამბის შემდეგ გოგონ თვალით აღარ უნახავს, მისი მოძებვნა კი მის გეგმებში არ შედის. ერთადერთი რაზეც ახლა ფიქრობს მისი ახალი სამსახურია, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოერგოს.
ბათუმიდან დაბრუნება დროზე ადრე მოუწია, მამამისმა დაურეკა და უთხრა რომ სექტემბრის პროექტმა რამდენიმე კვირით გადმოიწია და თუ სექსუალურ ქალბატონთან მუშაობა გსურს სამსახურში სასწრაფოდ უნდა გამოცხადო. დაუყოვნებლივ შეკრა ბარგი, ბიჭებს დაემშვიდობა და თბილისში დაბრუნდა, თანაც ისე რომ წამითაც არ უწუწუნია საკუთარ თავთან.

-ბ-ნო, ალექს თქვენთან დაგეგმილ შეხვედრაზე არიან.

კარის ხმას მორცხვი მდივნის ხმა მოჰყვა. ბიჭმა თავი მსუბუქად დაუკრა და ფეხზე წამოდგა. პერანგის სახელურები იდაყვთან აიკეცა და ჯიბეებში ხელებშაწყობილი დაელოდა ქალის გამოჩენას.

-გამარჯობა.

ქალის ნაზი ხმა გაისმა ოთახში. მზერა მაღალქუსლიან, შავ ფეხსაცმელზე შეაჩერა, შემდეგ ნელა აუყვა ქალის გლუვ, საოცრად მბზინავ და მოხდენილ ფეხებს. ისევ მოკლე, მუხლს ზემოთ კაბა ეცვა, თეთრი სადა პერანგი, დიდი შავი წელზე მჭიდროდ შემოკრული ქამარი და კეფაზე დამაგრებული თმა საოცრად ელეგანტრუს აჩენდა. ძალიან ბევრი ქალი უნახავს, ბევრთანაც ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ამ ქალში არის რაღაც რაც ძალიან იზიდავს და რასაც ახსნას ვერ უძებნის.

-გამარჯობა. _თავი მსუბუქად დაუკრა და ხელით სავარძლისკენ მიუთითა.

-მე და თქვენ ერთხელ უკვე შევხვდით ერთმანეთს. _ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და სავარძელზე ჩამოჯდა, ჩანთა იატაკზე დადო, იქიდან კი საბუთების შეკვრა ამოიღო. ალექს საბუთების რაოდენობის დანახვისას ნერწყვილი გადასცდა. _კარგად ხართ?

-კი. _სწრაფად დაუქნია თავი და თვითონაც ჩამოჯდა. _რას დალევთ?

-ყავას, დღეს დილით სახლიდან ისე გამოვედი რომ ვერ მოვასწარი და თავი მტკივა. _ქალის საუბრის მანერა კიდევ სხვა საკითხია, საოცრად დახვეწილი პირის აპარატი, საუბრის დროს მოხდენილად ამოძრავებული ტუჩები და ხელები. ალექსმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და მდივანს ორი ყავა სთხოვა.

-ალექსი.

-ლეა. _თავი მუსბუქად დაუკრა ქალმა.

-მამაჩემმა რამდენიმე საკითხი უკვე ამიხსნა, მაგრამ კარგი იქნება დეტალებს თქვენთან ერთადაც თუ გადავხედავ.

-დიახ, რა თქმა უნდა.

-მე მგონი უკეთესი იქნება დიდ მაგიდასთან თუ გადავინაცვლებთ, იქ უფრო კომფორტულად შევძლებთ მუშაობას.

მაგიდისკენ წასულ ქალს ხმადაბლა ჩაეცინა, ალექსმა სწრაფ მიატრიალა თავი მისკენ და ქალის სიცილის ობიექტის ძებნა დაიწყო.

-თქვენი ფეხსაცმელი, ძალიან შეუსაბამოა აქუარობისთვის. _მორიდებით აუხსნა ქალმა და ტუჩებზე თითები აიფარა. _უკაცრავად.

თავი დაუკრა და სკამზე ჩამოჯდა. ალექსმა კიდევ ერთხელ დახედა
ვანსებს, მხრები აიჩეჩა და ქალის პირდპაირ მოკალათდა.

-იცით საიდანღაც მეცნობით...

-წეღან თავად თქვით რომ ერთმანეთს უკვე შევხვდით._

-არა... უფრო სწორად კი, მაგრამ მე მგონია რომ მანამდეც მყავხართ ნანახი. თქვენი ხმა ძალიან ნაცნობია ჩემთვის, იმ დღეს კი ერთმანეთთან არ გვისაუბრია.

-არ ვიცი, მე არ მახსენდებით._გამორიცხულია, ეს ქალი ნანახი ყავდეს და არ ახსოვდეს.

-გამახსენდა... მეგობრის შვილს მოაკითხეთ ბაღში. _სწრაფად წამოიძახა ქალმა. ალექსს თითებს შორის ათამაშებული კალამი გაუშეშდა. _ჩემი შვილიც იმ ბაღში დადის. _გაოგნებულს კალამი ხელიდან გაუვარდა.

-შვილი?!

წამიერად გადაავიწყდა რა მიზეზით დასთანხმდა მამამისს აქ მუშაობაზე, ყველაფერი თავდაყირა დადგა. მართალია შვილის არსებობა არასდროს ყოფილა ალექსისთვის პრობლემა, თუმცა წამებში მიხვდა თუ როგორ სწრაფად დაშორდა ქალს, რომელთან ურთიერთობაც დაწყებულიც კი არ აქვს. უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მაგიდაზე დაგდებულ კალამს დახედა. ერთი ამოისუნთქა, წელში გასწორდა და ქალს გახედა.

-გათხოვილი ხარ?

შესავლის გარეშე იკითხა და ქალის პასუხს დაელოდა, თუმცა პასუხი აღარ იყო საჭირო. ქალმა ანერივულებულმა მოკუმა ტუჩები და ალექსს თვალებში ჩააჩერდა, ალბათ ფიქრობდა ეთქვა თუ არა მისთვის ის რაც თავში ჰქონდა.

-მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ. საქმეს მივუბრუნდეთ.

ტუჩების სწრაფი მოძრაობით ჩაილაპარაკა და მორიდებით გაუღიმა. ალექსმა უსიტყვოდ დაუქნია თავი, ქვედა ტუჩი უკმაყოფილოდ მოიკვნიტა და ქალის გაწვდილ საბუთებს ჩახედა.

-არა, პასუხი მჭირდება!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ქალის გაოგნებულ სახეს დააკვირდა.

-მე არ მინდა სამსახურში ჩემ პირად ურთიერთობაზე საუბარი! _ ლეამ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს დაჟინებით დაუწყო ყურება.

-პირად ურთიერთობაზე საუბარს არც გთხოვ, უბრალოდ მაინტერესებს ჩემ პარტნიორს ჰყავს თუ არა მეუღლე. _ხმა ცინიკური გაუხდა, ვერ ხვდება რატომ მალავს ასე აგრესიულად კითხვაზე პასუხს.

-კი, მყავს!_მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და მზერა აარიდა. ალექსმა მსუბუქად დააქნია თავი, თუმცა ხმა არ ამოუღია.

შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ საქმეზე იყო კონცენტრირებული, ქალის პირადმა ცხოვრებამ მათ შორის გარკვეული ბარიაერი შექმნა, რომლის გადალახვასაც არ აპირებს. თუ მას ჰყავს ოჯახი, ალექსს არანაირი სურვილი აქვს ამ ქალთან ფლირტი გააბას, მაგას ურჩევნია ვინმე მარტოხელა გოგონა ნახოს.

-თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ ორივე პროექტში გვაქვს შანსი, მთავარია თანამშრომლობა შევძლოთ. _ლეტოპოტი დახურა და ჩანთაში ჩადო. _ვეცდები ყველა დეტალი თქვენთან…

-შენობით. _საუბარი შეაწყვეტინა და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-შენთან ერთად გავიარო. _ღიმილნარევი ხმით შეცვალა, თუმცა დიალოგის დაწყებისას გაღვივებული ბრაზი როგორც სჩანს ჯერ კიდევ გიზგიზებს მასში. _ახლა უნდა წავიდე. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.

-მე კიდევ მგონია რომ დიდად ნასიამოვნები არ დარჩენილხარ. პირიქით, მე მგონი ცოტა გაგაბრაზე კიდევაც. _

-ცინიზმი არ არის საჭირო, ალექს. თანაც ჩვენ შორის…

-არ მითხრა რომ უფროსებთან თითის აწევით უნდა ვისაუბრო._მიახვედრა რომ ქალზე იმაზე მეტ ინფორმაციას ფლობს ვიდრე ლეას ჰგონია.

-გამოდის რომ ჩემი ასაკი უკვე იცი. მე კი მივხვდი რომ შენზე დიდი ვარ.

-3 წლით. _თვალი ჩაუკრა და ჯიბეებში ხელებჩაწყობული წამოდგა ფეხზე.

-უნდა წავიდე. _სწრაფად აარიდა მზერა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარისკენ წავიდა

-დროებით, ლეა.



>>>>>>>

დავბრუნდი... მართალია ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი.

ძალიან მომენატრეთ <3
იმედია ისტორიამ დაგაინტერესათ.
ახალ თავებს ყოველ დღე ვერ ავტვირთავ, მაგრამ ვეცდები რომ კვირაში 2-3 თავი მაინც დავდო, ასე რომ ამაზე წინასწარ გიხდით ბოდიშს. <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Kettt

Male dade ra gagrdzeleba

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

მიხარია,რომ დაბრუნდით.

 


№3  offline მოდერი მე♥

Kettt
Male dade ra gagrdzeleba

ვეცდები ყველანაირად. <3 დიდი მადლობა <3
სტუმარი ლია
მიხარია,რომ დაბრუნდით.

როგორ გამიხარდა თქვენი სახელის წაკითხვა... მეც ძალიან მიხარია, რომ აქ ხართ <3 დიდი მადლობა
--------------------
ა.ა

 


№4  offline წევრი miyvarxar1992

Chemo shaqaryinulo.rogor momenatre shenc da sheni istoriebi❤❤❤

 


№5  offline წევრი Ultim

სურათი რაც გიდევს იცი პიროვნება ვინცაა გამიხარდეს თუ ..უბრალოდ მოგეწონა და მაგიტომ დადე ? :დდ

 


№6  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
Chemo shaqaryinulo.rogor momenatre shenc da sheni istoriebi❤❤❤

ჩემი გოგო... მომენატრე <3
Ultim
სურათი რაც გიდევს იცი პიროვნება ვინცაა გამიხარდეს თუ ..უბრალოდ მოგეწონა და მაგიტომ დადე ? :დდ

ორივერ ვარიანტში უნდა გაგიხარდეს. <3
კი, ვიცი ვინც არის <3
--------------------
ა.ა

 


№7  offline წევრი kasssi

როგორ გამიხარდა,რომ დაბრუნდი)შენი ისტორიების ფანი ვარ კი არ ვწერდი ხოლმე კომენტარს,მაგრამ ყველა მაქვს წაკითხული თანაც არა ერთხელ)წაარმატებები და გელიი<33

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ველ9დებიი ახალ თავსს

 


№9  offline წევრი მარუსიკა

კარგია რომ დაბრუნდი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent