შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთზე ჯიუტები (თავი 4)


9-06-2019, 13:40
ავტორი korean
ნანახია 347

ერთმანეთზე ჯიუტები (თავი 4)

სახლში რომ მივედი არაფრის თავი არ მქონდა ამიტომ უბრალოდ დავწექი და დავიძინე
დილით რომ ავდექი 11 საათი იყო. არ მჯერა რომ უნი 1 კვირაში მეწყება.რაღაცეების
მინდოდა წასვლა ამიტომ კესოს დავურეკე იმედი მქონდა რომ ჩამოსული იყო.

-...-ზარი გადიოდა

-გისმენთ-გაისმა ყურმილს იქით კესოს ხმა

-კესს როგორ ხარ?

-არამიშავს რა შენ?- ნამძინარევი ხმა ჰქონდა

-რავი ვსუნთქავ

-შენი საფირმო პასუხი- გაეცინა

-ჩამოხვედი თბილისში

-არა სიხარულო 2 დღეში ჩამოვალ

-აჰამ გასაგებია - მომეწყინა

-მშვიდობაა?

-კიი

ნახევარი საათი კიდევ ვიჭორავეთ. მომიყვა სიგიჟეების შესახებ, რასაც აკეთებდნენ
ბავშვები.როდესაც მოვრჩით ჭორაობას და გავუთიშე სააბაზანოში შევედი და ვიბანავე
შემდეგ კი სასეირნოდ გავედი. 2-3 საათი ვისეირნე, ბოლოს სახლში დავბრუნდი დედას
სახლის საქმეებში მივეხმარე ბოლოს, მასთან ერთად ტახტზე ჩამოვჯექი.დედა
უშეყვარებულობაზე ხშირად დამცინოდა, მამაც მას აჰყვებოდა ხოლმე და ერთობოდნენ.
სამსახურიდან კახა მალე დაბრუნდა, სამივე ფილმს ჩავუჯექით დრამა იყო ფილმის
დასასრულს დედას ცრემლები წამოუვიდა მამა კი ამშვიდებდა.

-კარგი რა დედა ძაან ემოციური ხარ

-ასეთი გულჩვილი თბილი და ემოციური რომ იყო მაგიტომაც შემიყვარდა თორე შენ ვინ

შეგყვარებს გულქვას.- დედა დაიცვასავით მამამ

-უკაცრავად?- გავიკვირვე

-ოჰ თითქოს პირველადდ გესმის-გაიცინა დედამ

-ოო გავიბუტე -ხელებ მკერდზე გადავაჯვარედინე და ტუჩები გამოვბურცე

-ჩემი გოგო- მამა თავზე მაკოცა

-მამააა თავზე დებილებს კოცნიან-ვერიტანდი თავზე კოცნას

ცოტახანს კიდევ ვილაპარაკეთ და ვიცინეთ შემდეგ კი ყველა დასაწოლად წავედით.
მეორე დღემ უაზროდ ჩაიარა მთელი დღე სახლში ვიყავი
მესამე დღეს კი ვიღაც თავზე დახტომით მაღვიძებს

-ადექი გოგო უკვე 1 საათია - იცინოდა კესო

-კესსს -ჩავეხუტე ჩემს ბედნიერებას - მხოლოდ იმიტომ გპატიობ, ახლა რაც გააკეთე იმას,

რომ მომენატრე

-დიდი პატივია თუ მომიტევე- მანაც გაიცინა

-მომენატრე ბაჭია

-მეც ბარტყო

-მეყველაფრები - ჩავეხუტე

-ბიჭს მაინც ელაპარაკებოდე ასე-კარში მამა გამოჩნდა

-მართალია კახა, ვეთანხმები-კესომ სამხედრო სალამი მისცა მამას

-კესო ჩაგაბეტონებ-შევუბღვირე

-ვაიმე რა გეშველება-ხელი ჩაიქნია მამამ

-მართლა რა ეშველება-თქვა კესომ და გასაქცევად მოემზადა

-არც შენ ხარ ნაკლები -დასცინა კახამ და კარი გაიხურა

-ჰეჰეჰე - მეც დავცინე

-ჩაიგდე ხმა- ისევ ჩვეულებრივ პოზიციას დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ

არაფერს ვაპირებდი

-გოგონი საშოპინგოდ წავიდეთ რაა- კნუტის თვალებით შევხედე

-ოკ ჩაიცვი და წავიდეთ- მაშინვე დამეთანხმა .მეც მეტი რა მინდოდა მაშინვე წამოვხტი

ლოგინიდან და სააბაზანოსკენ წავედი

-ჯერ წყალს გადავივლებ

-აუუუ კაი რა მეზარება ლოდინი-შემომწუწუნა

-აუ გთხოვ რაა მიდი ნატალისთან და კახასთან ჩადი და ეჭორავე - ერთი ამოიფრუტუნა და დაბლა ჩავიდა

დაბლა ჩასულს კახა და ნატალი სამზარეულოში დახვდა

-შეიძლება - კართან გაჩერდა და კითხა

-რა თქმა უნდა შემოდი. ყავას დალევ?-შეიპატიჟა ნატალიმ თან ყავაც შესთავაზა

-აუუ კიი ნატალია - იმწამსვე მოთავსდა ბართან

-ნუ მეძახი ამ ნატალიას ან ნატა დამიძახე ან ნატო

-ოკ ნატა - თვალი ჩავუკარი

-კესო საყვარელო - სიჩუმის ჩამოვარდნის შემდეგ, კახამ დაიწყო ლაპარაკი

-გისმენ - ტელეფონიდან ამოვყავი თავი

-შეყვარებული ყააავს?- თვალები დააწვრილა კახამ, თითქოს ცდილობდა კესო "გაეფაქტა"

-ვის ლილეს?- გააიხარხარა კესომ- ლილე და შეყვარებული ვერ წარმომიდგენია, რამდენიც
მივიდა და უთხრა მომწონხარო, ყველა შერცხვენილი გააბრუნა უკან. როგორც ბიჭთან,
არავისთან არ უნდა ურთიერთობა.როგორც თავად ამბობს ბიჭებს ვისსაც იცნობს მათთან
მხოლოდ მეგობრობა შეუძლია-დაასრულა კეომ რის შემდეგაც სიჩუმე ჩამოვარდა.

-მგონი ეჭვის შეტანას ვიწყებ ჩემი შვილის ორიენტაციაში.იქნებ გოგოებ მოსწონს

-ვის მოსწონს გოგოები - კიბეზე ლილე ჩამოდიოდა, შევხედეთ თუ არა ყველას სიცილი

აგვიტყდა.ლილე კი გაოგნებული გვიყურებდა.მის მაისურს "ქალები" ეწერა ოღონთ

ინგლისურად

-რა ხდება?

-შენი მაისური - ძლივს ამოთქვა კესომ

-რა სჭირს ჩემს მაისურს

როდესაც სიცილს მორჩნენ, კესო ფეხზე წამოდგა

-კაი დაიკიდე არაფერი - ნატალი და კახა გადაკოცნა და ისევ ლილეს მიუბრუნდა

-კაი წავიდეთ - ეჭვის თავლით შეხდა ლილემ სამივეს

-ნახვამდის ნატა კახა გნახატ კიდევ

-კარგად საყვარელო - ხელი დაუქნია ნატალიმაც

გავიდნენ თუ არა სახლიდან, ლილე მაშინვე კითხა კესოს

-რაზე იცინოდით?

-ხომ გითხარი არაფერზე თქო-გაეღიმა ლილეზე.

-კესო- კიდევ, რაღაც უნდა ეთქვა ლილეს, თუმცა დაურეკეს კესოს, ამიტომ გაჩუმება

მოუწია.

მთელი გზა ცდილობდა ლილე გაერკვია, რაზე იცინოდნენ, მაგრამ ვერაფერს მიახწია.

"თბილისი მოლში", რომ შევიდნენ კესოს ნათვსავი შეხვდა. დაეზარა ლილეს მათი

მოსმენა, ამიტომ ერთ-ერთ მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტა.კარში შესვლისას ვიღაცას

დაეჯახა უფრო სწორედ ის ვიღაც დაეჯახა რადგან მაღაზიიდან სირბილით გამოდიოდა

-იდიოტო, დეგენერატო, გადაგეარა ბარემ და ეგ იქნებოდა - მიაძახა გაბრაზებულმა

ლილემ უცხო პიროვნებას

*პირველ პირში*

*ლილე*

დაჯახებიდან 5 წუთში უცხო ნომრიდან სმს მომივიდა

-*ბოდიში* - მოხოლოდ ეს წერა

ხო არ ღადაობ ნეტა ვინაა

-*ვინ ხარ? ან ბოდიში რისთვის? საიდან გაიგე ჩემი ნომერი? ვვარაუდობ რომ ნომერი

შეგეშალა*- გადავიკითხე ჩემივე დაწერილი ტექსტი და გავუგზავნე

-*1)ვინ ვარ და ის ვინც შემოსასვლელში დაგეჯახე

2)ბოდიში დაჯახებისთვის

3)გავარკვიე

4)არა არ შემშლია ნამდვილად შენ გწერდი*

ვკითხულობდი მესიჯს და შოკში ვიყავი

-*მეღადავები ხო?*

-*არა*

-*ჩემი ნომი ორ წუთში როგორ გაარკვიე?* - სიკვდილამდე მაინტერესებდა ვინ იყო

-*კესომ მითხრა*

-*ვინ ხარ?*

-*იგივე კეთხვაა რაც წეღან დამისვი* - აშკარად ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა

-*ნერვებს მიშლი*

-*სასწაული თვით ლილე დადეშქელიანს ვუშლი ნერვებს ლეგენდა ვყოფილვარ*

-*მითხარი შენი სახელი და გვარი*

-*სხვათაშორის იცი ჩემი სახელიც და გვარიც დამათებით წლოვანებაც იცი და როგორ

გამოვიყურები ისიც.ახლა კი ნახვამდის*

აღარაფერი მიმიწერია. ნევრბზე ვიყავი მოშლილი

-ლილე დაეშვი - კესომ გამკრა ხელი და ახლაღა მოვტვინე რომ ეთ ადგილზე გაშეშებული

ვიდექი

-დავეშვი დავეშვი - სწრაფად გამოვედი მაღაზიიდან და მოშორებით სკლამზე ჩამოვჯექი.

კესოც გვერდით მომიჯდა

-ჩემი ნომი ვის მიეცი? - დაჯდა თუ არა მას მივუბრუნდი

-ამ ვერ მივხვდი?!

-წეღან ვინ გამოგართვა ჩემი ნომერი? - დავუკონკრეტე

-არავითვის არ მიმიცია შენი ნომი - გაიცინა

-კესო ხუმრობის ხასიათზე არ ვარ

-რა ხუმრობა შენ თავს ვფიცავარ წეღან ჩემი ნათესავის გარდა არავის არ

დავლაპარაკებიავარ. რა ხდება მშვიდობაა? - აშკარად კესოც გაოცდა

-ვიღაც იდიოტი ბიჭი დამეჯახა მაღაზიაში რო შევდიოდი კინაღამ გამიტანა. 2 წუთში

ნომერზე მომწერა

-აჰამ მივხვდი რაშიცაა საქმე - მითხრა და წარბები აათამაშა

-რაში?

-ბიჭმა პირველად მოგწერა და ჭკვაზე აღარ ხარ ხო? - მითხრა და ნაგლად გაიცინა

-კესარია ნუ მაბრაზებ კარგად იცი რა მწერე შურისძიება ვიცი

-კაი კაი ვხუმრობ რა მოგწერა

-ჯერ ბოდიშიო მერე რო ვკითხე ვინ ხართქო შენი ნაცნობიო შენც გიცნობს აშკარა

-რა იცი

-რა და ჩემი ნომერი საიდან თქო ხოდა კესომ მითხრაო

-ეეე იტყუება

-ჰო რავი შეიძლება გავაფრინო

-კაი წამო დავიაროთ მაღაზიები ტყუილად ხო არ გამოვედით.

-კაი.

3 საათი დავდიოდით რაღაცეების საყიდლად. რომ დავიღალეთ სახლისკენ წავედით უკვე

ჩვენ გზის გასაყარზე ვიდექით

-3 დღეში გნახავ კეს - გადავკოცნე

-დროებით

მთელი დღე სახლში ვსაქმიანობდი, მეორე დღეს ნათესავებთან მომიწია დარჩენა დღეს კი

დავბრუნდი სახლში. უნდა მოვემზადო უნისთვის. პრინციპში რა მომზადება მინდა

ჩანთაში, 2 რვეული და 4 კალამი ჩავაგდე. ( კალმებზე გართულება მაქვს, ერთ წამს ამ

კალმით

კარგად, რომ ვწერ შეიძლება მეორე წამს ვაფშე ვეღარ დავწერო, იმ კალმით თანაც

სხვადასხვა საგანს სხვადასხვა კალმით ვწერ,).დაბლა, რომ ჩავედი მამა სამსახურიდან

დაბრუნებული დამხვდა.

-ლილე პატარავ, ფილმის ყურება გვინდა მე და დედას და შენც უყურებ? - გამომძახა

სამზარეულოდან მამამ

-აბა რა - მაშინვე დივანზე მოვკალათდი.

-რას ვუყუროთ ? - იკითხა მამამ

-საშინელებათა - წამოვიძახე გახარებულმა. თუმცა ისეთი სახით შემომხედა, ორივემ

მივხვდი არ უნდოდათ მსგავის ფილმის ყურება.

-კაი თქვენ აარჩიეთ - ძლივს შეთანხმდნენ. ავუჯექით ფილმს თუმცა მალევე მომწყინდა.

დედას და მამას ვუყურებდი, როგორ იცინოდნენ და ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ყოველთვის

ვნატრულობდი ისეთ სიყვარულს, როგორიც მათ აქვსთ. ეს ორი ადამიანი, რომ არ მყავდეს

არ ვიცი რა მეშვლებოდა.დედა ხშირად მიყვება მათ ახალგაზრდობის სიგიჟეებს.კახას

ნატალია 12 წლიდან ყვარებია, ამ დროს ნატა მხოლოდ 9 წლის ნაწნავებიანი გოგო იყო,

კახა თავიდანვე ჯელტმენი იყო, თუმცა დედასთვის თავის შესაყვარებლად ხან "ბედ ბოი"

გახდებოდა ხოლმე. მამამ დედას ხელი მაშინ სთხოვა, როდესაც თავად 20 წლის იყო

ხოლო

დედა 17, თუმცა მწარე უარი მიიღო ნატალისგან. დედას სწავლა უნდოდა, მამა მაშინ

უკვე "არქიტექტურულზე" სწავლობდა.დედას ადვოკატობა სურდა და გახდა კიდეც. საქმეს

ისე მოაგვარებს, ხოლმე აზრზე ვერ მოვდივარ.

მეორედ ხელი, რომ სთხოვა კახამ, დედა 20 წლის იყო სწავლა დამთავრებული არ

ჰქონდა, თუმცა მაინც დათანხმდა. 22 წლის ასაკში უკვე ჩემი ძმა "სებე დადეშქელიანი"

ეყოლა, რომელსაც ვერ ვიტან, მას შემდეგ რაც ჯერ შეურაწყოფა მომაყენა შემდეგ კი გაქრა.

23 წლის ასაკში მე ვეყოლე. მამა ყოველთვის მე დამტრიალებდა თავს, ვგრძნობდი, რომ

სებეზე მეტად ვუყუვარდი, მიუხედავდ იმისა, რომ ზოგადად მამაკაცებს გვარის

გამგრძელებლებზე ამოსდით მზე და მთავრე, თუმცა სებე ამაზე არასდროს ეჭვიანობდა,

რადგან მასაც ვუყვარდი ნუ ყოველ შემთხვევაში 16 წლამდე.

ერთხელ კარგად მახსოვს ოთხშაბათი დღე იყო, სკოლაში ვიყავი, ისედაც ნერვებ

მოშლილი ფიზიკის გაკვეთილიდან გამოვედი შესვენებაზე. ეზოში ვიყავი, როდესაც სებე

მომვარდა მიყვირა დამამცირა "ქუჩის ქალი" მიწოდა და გამარტყა, ეს კი იმიტომ გააკეთა,

რომ ვიღაცამ უთხრა, თურმე როგორ 'ვულგალურად' ვიქცეოდი.გული საშინლად მეტკინა,

რადგან სებე ჩემი იდეალი იყო. ჩვენ დაძმაზე მეტნი ვიყავით ერთმანთისთვის. ეს, რომ

მამამ გაიგო სებეს საშნლად ეჩხუბა.ამ დროს სებე ბატონი 18 წლის იყო, საბუთები გააკეთა

და უცხოეთში ძმაკაცთან გადაიხვეწა.მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მომწერა წასვლიდან 2
თვეში და მითხრა რომ ყველაფერი გაარკვია და ბოოდიშს მიხდიდა. არაფერი მიმიწერია.

თვეების მანძილზე სახლიდან იშვიათადა გავდიოდი და სკოლასაც ხშირად ვაცდენდი. ერთ
დღესაც კესო სახლში რასაც ჰქვია მომივარდა და კარგად გამლანძა ( ნუ ეს გამლანძღა
კარგი
გაგებით ) ზუსტად ეს სიტყვები მითხრა

-არარაობა ხდები. ასეთი საქციელით რას მიაღწევ? ვერ ხვდები, რომ გარშემო მყოფებს

ყველას იცილე, მათ შორის მეც. ნუთუ ასე გკიდივარ კაი, მე თავი დამანებე. ერთი,

რაღაცის გამო რა დღეში ჩაიგდე თავი. და შენ გამომძიებლბას აპირებ ? ნებისმიერი

გაგასწორებს მიწასთან, ასეთი სუსტი თუ იქნები.თავს შენ კი არ უნდა იტანჯავდე, ის

უნდა

იტანჯავდეს ასეთი ადამიანი, რომ დაგკარგა. ჩემი მეგობარი ასეთი სუსტი არ ყოფილა.

ეს სიტყვები მითხრა და წავიდა მაშინ ნამდვილად მივხვდი მეგობრობის ფასს.მეორე

კესოსთან ლაპარაკის შემდეგ ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდა რისთვისაც მადლობა მას.

კაი აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ფილმის დასრულებას აღარ დაველოდე და ფეხზე

წამოვდექი

-დე, მა ხვალ უნიში უნდა წავიდე.მინდა პირველ დღეს დასვენებული, ვიყო ხოდა

დავწვები მე, ღამე მშვიდობისა.- ორივეს მაგრად ვაკოცე ლოყაზე და ოთახში ავედი.

დაწოლილს მალევე ჩამეძინა.

დილით 8 საათი იყო, რომ გამეღვიძა 11 უნდა ვყოფილიყავი უნიში. ვიბანავე ჩავიცვი

და დაბლა ჩავედი უკვე 10 საათI იყო ჭამას რომ მოვრჩი

- დე მა წავედი აბა უნიში

-წარმატებები პატარავ - ლოყაზე მაკოცა კახამ

-წარმატებები სიხარულო - დედამაც მაკოცა

- მადლობა სიყვარულებო დროებით - ორივე გადავკოცნე და სახლიდან გავედი

მაშინვე კესოს მივწერე, დაგვიანნების დედოფალს. და ასე მითხრა ვჭამ და გამოვალო
აღარ დავლოდებივარ, მაშინევ უნიში წავედი ბარემ იქ მოვა თქო, და აი შევაბიჯე "ილია უნიში"
შევედი თუ არა 2 წუთში ტელეზე ზარი შემომივიდა უცხო ნომერი იყო.

-გისმენთ

-გილოცა უნის პირველ დღეს

-საშინლად მეცნო ხმა

-ვინ ხარ?

-ვინ დაა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი cute girl

საინტერესოააა მარა ის წერილი სად გააქრე?ველოდებოდი,ყველა თავი ეხლა წავიკითხე და ახალს ველოდები

 


№2  offline წევრი korean

cute girl
საინტერესოააა მარა ის წერილი სად გააქრე?ველოდებოდი,ყველა თავი ეხლა წავიკითხე და ახალს ველოდები


ვაიმეეე ბოდიშით, წინა თავი არ წამიკითხავს ისე დავდე ეს თავი, მართლა დიდი ბოდიში, შემდეგ თავში გამოვასწორებ აუცილებლად. მადლობა, რომ კითხულობ kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი Mari

როდის დადებბ?
თუ აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent