შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ (თავი 1)


11-06-2019, 10:42
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 480

უსაზღვროდ (თავი 1)

,, მთავარი ის არის, რომ როგორმე პოვო სული, რომელიც შენსას შეავსებს. ყველა
წინასწარმეტყველი გვირჩევდა : ,,პოვე ვინმე ვინც შენი სარკე იქნება“. ( რუმი )


- მოდის, მოდის. კამერა ჩართე სანდრო.

საავადმყოფოს შუშებიანი შენობიდან მაღალი, ტანადი, კარგი შესახედაობის ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, მას თან ორი პიჯაკში გამოწყობილი კუნთებიანი ტიპები გამოყვნენ, აშკარა იყო დაცვის ბიჭები იქნებოდნენ. ერთი კვირა გავიდა რაც მაფიის ახალგაზრდა ბოსი დაჭრეს და რამის საიქიოში გაგზავნეს. პრესის თქმით ეს კლანური დაპირისპირება იყო, რომელსაც ერთ- ერთი ბოსი რამის ემსხვერპლა. ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს მოეყარა თავი და ახლა ცდილობდნენ, როგორმე აელაპარაკებინათ და ყველაზე მთავარ კითხვაზე გაეცემინებინათ პასუხი.

- ბატონო გიორგი გვითხარით ეს მართლა კლანური გარჩევა იყო? - დაასწრო ყველას კითხვის დასმა, როგორც კი ახალგაზრდა მამაკაცის ტუჩებთან მოაქცია მიკროფონი, - ნუთუ მართლა გემტერებიან?
- ცოტა დაბლა დასწიე მიკროფონი, თორე შეიძლება ცხვირი გამიტეხო, - სცადა გახუმრება მამაკაცმა და ჟურნალისტებს ზურგი აქცია, მანქანისკენ დაიძრა.
-ბატონო გიორგი კითხვაზე პასუხს რატომ არ გვცემთ? - განაგრძო ისევ, - ე. ი. თქვენი დუმილით ამტკიცებთ, რომ ეს კლანური დაპირისპირება იყო? და რისთვის? ნარკოტიკისთვის, იარაღისთვის თუ ფულისთვის?
მამაკაცი შემობრუნდა, სქელი, შავი წარბები შეეკრა და მძიმედ სუნთქავდა.
-თქვენი სახელი გოგონა?!
-ჩემ სახელს რა მნიშვნელობა აქვს ბატონო გიორგი, მთავარია კითხვაზე მიპასუხოთ.
-რა გქვია, - მოთმინების ფიალა ეწურებოდა, მის წინ მდგარი დაცვა ხელით გაწია და გოგონასკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. დანარჩენი ჟურნალისტები ხმას ვერ იღებდნენ.
-ელენე.
-მისმინე ძვირფასო, ზედმეტი ხომ არ მოგდის? მიბაძე შენს მეგობრებს და გაჩუმდი, - დანარჩენებს გადახედა და მანქანაში ჩაჯდომა დააპირა.
-მე სხვას არ ვგავარ ბატონო გიორგი, მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა.
-გაგიკვირდება და მეც ვიღებ იმას რაც მინდა, - ცალყბად ჩაიცინა და მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა, მინები დაბურული ჰქონდა და ასე აკვირდებოდა გოგონას სახეს მანამ, სანამ მანქანა დაიძვრებოდა.
-ეს გადაიღე?
-ყველაფერი.
-მაჩვენე. თავხედი...

მანქანას მძღოლი მთელი სისწრაფით მიაქანებდა და ბორბლებ ქვეშ სველ ტრასაზე კვალს ტოვებდა. იმ დღესაც წვიმდა, როგორც წინა და იმის წინა დღეებში. წვიმდა ისე, როგორც მის გულში წვიმდა. სევდას დაესადგურებინა მის გულში, ჩაფიქრებულიყო, თუმცა მალევე გამოერკვა ფიქრებიდან და ჟურნალისტი გაახსენდა, რომელმაც ასე ძლიერ მოხიბლა. ნუთუ მართლა არსებობს ქვეყანაზე ერთი ნახვით შეყვარება? ეს არ იცოდა, მაგრამ ის კი დანამდვილებით იცოდა, რომ ახლა გული გამალებით უცემდა და მასზე ფიქრს ვერ წყვეტდა. თითქოს გულში ჩავარდნოდა. ყოველი მისი მცდელობა მოეშორებინა თავიდან მისი სახე ამაო იყო, ის უფრო და უფრო მკაფიოდ ესახებოდა თვალ წინ, და ახლა მისი მნათობი მწვანე თვალები?! თითქოს თვალის გუგები კი არა, ძვირფასი მწვანე ქვები მოეთავსებინა ღმერთს ამ ღვთაებაში. საოცნებო მწვანე თვალები, რომელიც მას ასე ძლიერ იზიდავდა. არა ნამდვილად ღვთაება იყო, თითქოს ღმერთს მთელი მსოფლიოს სილამაზე მასზე გამოეყენებინა და დაებედებინა მამაკაცების მოსახიბლად. ასე, ამდენი არავისზე უფიქრია და ახლა ეს ფიქრი მის ოცნებად გადაიზარდა. ასე რატომ ეღვრებოდა სითბო იმ გოგონას სახელის და სახის გახსენებაზე? ქალი არის თევზი, რომელიც მეთევზეს იჭერს ( მარკ ტვენი), და ახლა ელენეს ანკესს გიორგი წამოეგო.

- ენტონი იმ ჟურნალისტზე ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება, გასაგებია?
-გასაგებია ბოსს.
-ამხელა სითავხედე არცერთ ჟურნალისტს არ გამოუჩენია ჩემს მიმართ, ეს ვინ იყო.
-თუმცა აღიარე, რომ ძალიან მიმზიდველი იყო, - ცალყბად გაუღიმა დავითმა მეგობარს.
- ცოლი გყავს შენ მეგობარო.
- ჩემთვის არა გიორგი, შენთვის.
-სილამაზემ არ მოგატყუოს მეგობარო, ქალები ხშირად იკეთებენ ნიღაბს, რომ შეგაცდინონ და შემდეგ სიცოცხლეს გამოგასალმონ. რომ შეხედავ ქალი ყოველთვის ფრთიანი ანგელოზია, მოგხიბლავს, თავისი სილამაზით დაგატყვევებს და ბოლოს როდესაც თავისად დაგიგულებს კლანჭებსა და ეშმაკის კუდს ერთდროულად გამოაჩენს, აი მაშინ მიხვდები, რომ მწარედ შეცდი, მაგრამ შენი სინანული გვიანი აღმოჩნდება.
- ისე ლაპარაკობ გეგონება ათასწლის გამოცდილება გქონდეს ქალებთან,- ჩაიცინა დავითმა და გვერდით მჯდომს მეგობრულად ხელი დაჰკრა მუხლზე.
- გამოცდილების გარეშეც შეგილია გაიგო ქალის ნამდვილი, მზაკვრული საქმე. ეშმაკია ქალი ძმაო, ეშმაკი. ქალები კაცების შეტყუებას ღიმილით ცდილობენ და ცრემლებით ინარჩუნებენ.
- მოიცადე ჩემს ცოლს რას ერჩი?
- არა, შენს ცოლს არაფერს ვერჩი, მარიამი კარგი გოგოა. მართალია არსებობენ გამონაკლისებიც და ერთ- ერთი მათგანი მარიამია, მაგრამ დანარჩენები? ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასდროს წავა, მაგრამ დადგება დღე და ის წავა ისე, რომ თითქოს საერთოდაც არ ჰყვარებია.
-ძალიან ცდები მეგობარო და ამაში მაშინ დარწმუნდები, როცა შეგიყვარდება. მაშინ, როცა იპოვი იმ ერთადერთს, რომლის გაშვებაც არასდროს მოგინდება და მერე იტყვი, რომ ცდებოდი.
-მაგას არასდროს ვიტყვი და ახლა ეს ღრმადფილოსოფოსობა აღარ გვინდა, ხომ იცი მაინც ვერ შევთანხმდებით. ახლა კი ბოდიშს ვიხდი, ძალიან მეძინება, - საზურგეს მიეყრდნო და მიიძინა. თავი მოიკატუნა თითქოს ვერ გაეგოს დავითის ბოლო ნათქვამი შენთანაც მოვა ,,ის“ და მერე ვეღარ შეეწინააღმდეგებიო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent