შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. მეორე ნაწილი. თავი 8


22-04-2019, 19:54
ავტორი guroo
ნანახია 134

ზოი. მეორე ნაწილი. თავი 8

ქალაქიდან არცთუ შორ მანძილზე, მსხლის ხეებით დაბურულ ადგილას, სიგრილითა და სუფთა ჰაერით გაჟღენთილ სოფელში ზოის მშობლებმა ამას წინათ სახლი იყიდეს. მყუდრო, მოწესრიგებულ ორ სართულიანი სახლის მსხლის ხეებით გაშენებულმა ეზომ სრულიად თავბრუ დაახვია ელენეს, რადგან ეს ქალბატონი იმხანად თავს მსხლის მოყვარულად ასაღებდა.
ზოიმ ამ სახლში მოიყვნა მათე, ლიკა, გვანცა, სანდრო და გვანცას შეყვარებული. როგორც კი ეზოში შეაბიჯეს, მაშინვე მიწაზე ჩამოსხდნენ. დაქანცულები და ოფლში ნაცურავები იყვნენ.
გზაში დიდი ჟრიამული მოაწყეს, ამიტომაც დაიღალნენ. ხმაურიანად იმგზავრეს. ხან იმღერეს, ხან ჩაბჟირებამდე იცინეს. მთელი გზა ისე იმხიარულეს, უკან რომ მიბრუნებულიყვნენ, გული არ დასწყდებოდათ.
აქ შედარებით გრილოდა და დაღლილებმა მალე მოითქვეს სული. ზოის ძალიან მოკლე შორტი ეცვა, ჭიპი მოშიშვლებული ჰქონდა. სხეულს უდარდელად ატრიალებდა სანდროს და მათეს დახარბებული თვალების წინ. ზოის სრულად გაშიშვლება სურდა ორივეს, ტანსაცმლის მიღმა არსებული ინტრიგა აკარგვინებდათ მოსვენაბას. როგორც ყოველთვის, ლიკა აჭარბებდა გამომწვევად ჩაცმაში, მაგრამ ბიჭების მხრიდან ნაკლებ ყურადღებას იქცევდა. მის მიმართ ინტერესი არ ჰქონდათ. სანდრომ ისედაც იცოდა მისი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭული. მათე კი მხოლოდ ზოის არსებობას იმჩნევდა. არ მოსწონდა არც გვანცა, არც მისი შეყვარებული, არც სანდრო და არც ლიკა.
ბავშვობიდან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა სანდროსთან, მაგრამ ამას ძალიან ძნელად თუ შეამჩნევდით. სანდრო ყოველთვის ფარული ზიზღით იყო განმსჭვალული მათეს მიმართ, რადგან ვერ იტანდა, როცა ზოის კეთილგანწყობას იმსახურებდა მათე. სხვებისგან უყოყმანო აღიარებასა და თაყვანისცემას იყო მიჩვეული და მათეს სახით მეტოქის არსებობა სასტიკად აწამებდა მის ეგოს. დაბოღმილი დადიოდა და ყველნაირად ცდილობდა მათესთვის დაეშავებინა რამე. მათეს კი შეუმჩნეველი არ რჩებოდა სანდროს ბოღმიანი დამოკიდებულება და ქცევები. ისიც თავისებურად უხდიდა სამაგიეროს — მშვიდად, აუღელვებლად და მტკივნეულად.
დაბალი და ლამაზი გვანცა ზოის ყოფილი მეგობარი იყო. ნელ-ნელა გაუცივდათ ურთიერთობა. უნდობლობის ბზარებმა ამოხეთქა მათ გულებში და ღრმა, შეუვსებელი ნაპრალი გააჩინა მეგობრობაში. ვერცერთმა მოძებნა ამ ნაპრალის ამოვსების გზები, თავის დროზე ვერ მოაშუშეს ახლად გაჩენილი ჭრილობა და მერე უკვე გვიან იყო. ერთმანეთისთვის არ უთქვამთ აღარ ვმეგობრობთო, უბრალოდ იშვიათად თუ შეხმიანდებოდნენ ხოლმე. რაღაც ერთგულების მსგავსი გრძნობა აკავშირებდათ დაწყებულ ურთიერთობებთან. ვერ ელეოდნენ ძველ ურთიერთობებს. მერე რა, რომ მეგობრები აღარ იყვნენ, მაინც აგრძელებდნენ ურთიერთობას.
თავისი ცეცხლოვანი თვალებით ათვალიერებდა სანდრო ზოის გამოჩენილ თუ გამოუჩენელ სხეულის ნაწილებს, როცა ლიკა მიუცუცქდა და კისერზე ჩამოეკიდა.
ნაზად უჩურჩულა:
-რას მიაშტერდი? რა იყო, ქალის სხეული არ გინახავს?
-თავი გამანებე, ლიკა!
-აბა, რას ვაპირებთ? — მხიარულად იკითხა გვანცას შეყვარებულმა, რომელსაც ღიმილი ისე არ უხდებოდა, მოგინდებოდა, რომ ყველა კბილი სათითაოდ ჩამოგეცალა.
-ჯერ ცოტას დავისვენებთ, წავიხემსებთ, გავერთობით. საღამოს კოცონს ავაბრიალებთ, ენას მოვიქავებთ, ბევრს ვიცეკვებთ. — ნაძალადევად ჩამოთვალა. ეზარებოდა ლაპარაკი. მიწაზე წოლა და ჩუმად ყოფნა ერჩივნა. მაგრამ არც მიწაზე იწვა და არც გაჩუმების საშუალებას არ აძლევდნენ.
-მეგონა უკეთესად დაგეგმავდი...
-ნუ იგესლები! რაც არის, არის და მორჩა. ნუ დამთრგუნავ და დამაკომპლექსებ შენი პრეტენზიებითა და კრიტიკით.
ბოლო დროს მათესთან უხეში ლაპარაკი დასჩემდა, მაგრამ თითქოს სიამოვნებას გვრიდა ასე მოქცევა. ბავშვური, გულწრფელი და გულუბრყვილო სიხარულით უხაროდა, რომ მათესთან ასეთები უპრობლემოდ გასდიოდა. თავს პრივილეგირებულად გრძნობდა და თავდაჯერებით ივსებოდა, როცა გაკვირვებისგან ყბამოღრეცილი მეგობრების სახეზე მოულოდნელ შოკს კითხულობდა.
ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა მათემ მისი სიუხეშე. სანდროს თავის ცეცხლოვან თვალებში სხვა სინათლე შეეპარა. უფრო ვარსკვლავური და კოსმიური ნათება იყო... რაღაც განსაკუთრებული, რამაც მის სხეულში შეჭრილი სიხარული მათესთვის შესამჩნევად გამოამზეურა.
-ჩვენ ცოტახნით განვმარტოვდებით.
-როცა ჭამის დრო მოვა, დაგვიძახეთ.
უშნო ღიმილით სახეგაუშნოებულმა გამხდარმა და დაბალ კისრიანმა გვანცას შეყვარებულმა გაუბედავად აამოძრავა მარცხენა ხელი და გოგოს ყოყმანით მოხვია წელზე.
-არ დაიკარგოთ. ძალიან დიდი ადგილია.
თან პოლიციასაც ვერ შევატყობინებ. ჩემმა მშობლებმა არ იციან აქ რომ ვართ და არც მინდა, გაიგონ!
-მთავარია ერთმანეთს არ დავეკარგოთ. — სერიოზულად მიაძახა გვანცამ. რატომღაც ეგონა, რომ ენამოსწრებული პასუხი გასცა ზოის და რაკი შესაბამისი რეაქცია არ ჰქონდათ დანარჩენებს, იმედგაცრუებული უფრო მჭიდროდ მიუახლოვდა შეყვარებულს. მსხლის ჯუნგლებში გაუჩინარდა მასთან ერთად.
-ძალიან დავიღალე, გვანც!
-ჩემი წუწუნა ბიჭი ვინ არის? — ალერსიანი კოცნა უსაჩუქრა ლოყაზე; — მეც დავიღალე. მიდი, დაწექი და მე მუცელზე დაგადებ თავს.
-ოჰ! რატომ ვითომ? რბილად გინდა თავის დადება?
-აბა, რა. მიდი, მიდი, წამოწექი, რა!
-იქ ჩრდილია, იქ დავწვები.
დიდი და მსხვილი ხის ტოტებს ქვეშ სიცხისგან გახვითქულებისთვის მაცდუნებელი ჩრდილი იდგა. ფოთლებს შორის მსხლები ღაჟღაჟებდნენ და რამდენჯერაც გვანცას მზერის რადიუსში მოხვდებოდნენ, იმდენჯერ ნერწყვებს ყლაპავდა შეყვარებულის თხელ მუცელზე თავჩამოდებული გოგო.
-გვანც, რამდენ შვილს გამიჩენ?
-პირველი რომ გვეყოლება, მერე მოვიფიქრებ. ხომ შეიძლება იმ პირველმა ისე დამტანჯოს, მეტის ყოლის სურვილი დამაკარგვინოს?
-ხო, ხო, როგორ არ შეიძლება. მე ორი შვილი მინდა. ორივე ბიჭი.
-შენ ხო არ გაგიჟდი? ბიჭები მამას ემსგავსებიანო, ასე წავიკითხე სადღაც. მინდა, რომ შვილები მე მგავდნენ. არ მითხრა, რომ შენნაირი ულამაზო ნაკვთების ქონისთვის გემეტება შვილები.
-თუ არ მოგწონვარ, რატომ ხარ ჩემთან?
-მომწონხარ, შტერო. უბრალოდ ლამაზი არა ხარ.
-ერთი ბიჭი მაინც გამიჩინე. — სასოწარკვეთილებით აღსავსე იყო ბიჭის ხმა.
-გაგიჩენ. ოღონდ სანაცვლოდ ერთი სურვილი უნდა შემისრულო.
-ვიცი, რაც გინდა. გაკოცო ხო?
-უიმე! რა ბოთე ხარ! არ მინდა კოცნა. მსხალი მომიწყვიტე.
-შენთვითონ მოიწყვიტე!
თმებში ხელი ჩაავლო გვანცას და მუცლიდან თავი ძალით ააღებინა.
-მეტკინა.
-ვიცი.
-სულ არ გაგიჩენ შვილებს! მიყურე ეგრე! შენ ცოლად როგორ გამოგყვე? ეხლავე თმებს მწიწკნი და მერე რაღას დამმართებ?!
-ბოდიში, ბოდიში... ბოდიში... — ჩუმად ბურდღუნებდა ბიჭი.
ჯინსის ისედაც მოკლე კაბა კიდევ უფრო ზევით აიწია გვანცამ. ფეხები გაჩაჩხა და იმხელაზე შეძლო მათი ერთმანეთისგან დაშორება, რომ ჩათვალა, ხეზე აძრომას შევძლებო. ჭინთვითა და უცნაური კნავილით აცოცდა ტოტიდან ტოტზე. ქვემოდან თვალმოუშორებივ აკვირდებოდა შეყვარებული, რომელმაც ერთგვარ ტრადიციად ქცეული უშნო ღიმილი წარუმძღვარა მორიგ სისულელეს:
-ვარდისფერი ტრუსი გაცვია?
-ხოო, ვერ ხედავ? ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. მოგწონს?
-აუუ, კიი.
-ძალიან მოგწონს?
-კიი, გვანც!
-მაშინ, აბა, ეს ნახე.
კაბა სულ ბოლომდე აიწია და ფეხები, რაც შეეძლო, განზე გასწია. სრულყოფილად დაინახა მისმა შეყვარებულმა ვარდისფერი ტრუსი, მაგრამ კიდევ მეტი სურდა. ალბათ, იმ მეტის ხილვასაც შეძლებდა ისე იყო გვანცა მონდომებული, რომ ბიჭი აღგზნებულიყო, მაგრამ მოულოდნელად ფეხი დაუცურდა. ხელით ძლიერად ჩაეჭიდა მხრების სიმაღლეზე გამოშვერილ სხვა ტოტს და ამან იხსნა ხიდან ჩამოვარდნისგან. ქვემოდან შეყვარებული აღმუვლდა და აწკმუტუნდა ძაღლივით.
შეშინებული გვანცა სწრაფად ჩამოძვრა ხიდან და როცა მწიფე მსხლის ნაკვალევი შენიშნა ბიჭის სახეზე, ხარხარი აუტყდა. მძიმე და მწიფე მსხლები ძირს ჩამოცვევნილიყო და რამდენიმე ლაზათიანად მოხვედროდა მის შეყვარებულს.
-ჰაჰაჰა! ვაჰაჰაჰა, ვუჰუჰუჰუ! წავედი, იმათაც უნდა ვუთხრა.
-ჯერ კაბა ჩამოიწიე და ისე წაეთრიე! — უღრიალა მსხალ დაცემულმა და მისი მწიფე შიგთავსისგან სახე მოთხვრილმა ბიჭმა.

-ვაიმე, იცით, რა მოხდა?
-ნეტავ რა მოხდა ისეთი, ასე რომ გიხარია? — უჟმური განწყობა შეაგება მათემ.
-რა მოხდა, გვანცა?
სიცილილსგან ლამის გაიგუდა. ბოლოს უკვე იხრჩობოდა და თავს ძალა დაატანა გაჩერებულიყო. დანარჩენებს ნერვები დააწყდათ, მის შემყურეს. ამასობაში გვანცას შეყვარებულიც გამოჩნდა. ყველას სიცილი აუტყდა. ამ მხნის განმავლობაში ერთი კარგად შელამაზებულიყო მწიფე მსხლის ჯემივით შესქელებული მასისგან. უზადო მონდომებით შეემატებინა ახალი დეტალები წეღანდელი საზიზღრობისთვის. გვანცამ სიცილი ვეღარ შეძლო. ვერ არკვევდა, რა ხდებოდა ახლა მის თავში. თითქოს ეზიზღებოდა კიდეც ბიჭი ამ საქციელის გამო, მაგრამ არ ჰქონდა იმდენი უნარი, რომ ამას ძლიერად ჩასჭიდებოდა. სიცილსა და ზიზღს შუა გაეყინა განწყობა და ერთხანს ასე იდგა. დანარჩენები კი გულიანად იცინოდნენ.
გვანცას გაურკვევლობამ გადაურა თუ არა, ოდნავ შელამაზებულად მოუყვა დანარჩენებს, თავს რა გადახდათ მასა და მის შეყვარებულს. ბავშვური იყო გვანცა. ზედმეტად ბავშვურივ კი! სული არ ეხუთებოდა ამხელა უაზრობაში. არც სულელი შეყვარებულის ყოლა აწუხებდა, არც თავისი იდიოტიზმი.
-აღარ მოვიდა ჭამის დრო? — შეწუხებული ჩანდა სანდრო.
-მოვიდა, მოვიდა!
გემრიელად შესანსლეს ყველაფერი. მერე ბადმინტონი ითამაშეს. საღამოს კვლავ დაღლილები იყვნენ. კოცონის ასანთებად ხმელი ტოტების შეგროვება დაიწყეს. სანდრომ გატოკება არ ინება. ლიკამ კი მალევე შეწყვიტა ტოტების შეგროვება და სანდროსთან მივიდა.
-მათეს თავი ვინ ჰგონია? ცოტახნის წინ მითხრა, ნიღაბი ჩამოიხსენი, კარგი გოგოს როლს ნუ თამაშობო.
-გიკვირს მაგისგან ეგეთები? ან ჩემთან რას წუწუნებ? წადი და იმას დაელაპარაკე.
-აუუ, სანდრო, რა დამპალი ხარ! ხომ იცი, ვერ მივალ და ვერ დაველაპარაკები.
-რატომ?
-ოო, მე რავიცი... ვერა და მორჩა!
-მე კიდევ მათეს არ გავჭორავ შენთან.
-მე როდის გითხარი გაჭორე-მეთქი?
-ლიკა, თავი გამანებე!
-ეგრე, არა? ესე იგი თავი დაგანებო, ხომ? ჩემგან კარგს ნუღარ დაელოდები. არ ყოფილხარ ღირსი არაფრის.
-არაუშავს. შენი კარგის გარეშე გავძლებ როგორღაც.
ცრემლი ჩამოუგორდა ლიკას სახეზე. სულერთი ცრემლი, მეტი კი არა! ერთადერთი იყო და ძალიან ცხელი. კანზე იგრძნო მისი მხურვალება. გულს ძალიან სტკენდა ის, რომ არც მათე და არც სანდრო დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. თითქოს უსიცოცხლო საგანი იყო, რომელსაც დიდი ხნით ინახავდნენ ეს უკანასკნელნი სადღაც ბნელ უჯრაში და როცა დასჭირდებოდათ, მხოლოდ მაშინ თუ გამოიყენებდნენ. არადა, რა სასიამოვნოდ ახსოვს ის პერიოდი, როცა მათეს მზრუნველობის ობიექტი იყო.
დახმარება ძლიერ სჭირდებოდა, როცა მათემ გაუწოდა ხელი. ნელ-ნელა ამოათრია ჭუჭყიანი წუმპედან, ფეხზე დააყენა, მორალურად და ფსიქოლოგიურად გააძლიერა. მაგრამ ეს მხოლოდ დახმარება იყო და მეტი არაფერი. ვერ გაიგო მათესთან ხშირი კონტქატით განებივრებულმა ლიკამ, სინამდვილეში რა დამოკიდებულება ჰქონდა მათეს. საბოლოოდ კი მწარე იმედგაცრუება იგემა, როცა ერთ დღესაც მათემ განუცხადა გვიან მივხვდი, რომ იმ წუმპეს მართლა იმსახურებდიო. ამის მერე დაუახლოვდა სანდროს, რომელთან ურთიერთობაში უფრო მეტსაც მიაღწია. ბოლოს და ბოლოს, სექსი ჰქონდა მასთან.
ლიკა ამ ორს შორის გადი-გამოდიოდა. ყოველ წყენას ის პასუხი მოსდევდა, რომ რომელიმესთვის კარგს აღარაფერს გაიმეტებდა. ახლა სანდროს ჯერი დადგა. მასზე აპირებდა ბოღმის ნთხევას.
ჩამობნელდა. კოცონი დაანთეს და გარშემო შემოუსხდნენ. ბნელი ღამე იყო, ძლივს ანათებდა ახლად გამოსული მთვარე. ლაპრაკის ხასიათზე მოსულები უამრავ თემაზე საუბრობდნენ.
-მე მინდა, რომ ჩვენ თაბებზე ვთქვათ რამე. — ინიციატივა გამოიჩინა ზოიმ.
-კარგი და, რა უნდა ვთქვათ?
-რავიცი, სანდრო. რამე საინტერესო გვითხარი შენ შესახებ ან ისეთი რამე გაგვიმხილე, რაც ჩვენ არ ვივით.
-კარგი. დავფიქრდები. მანამდე სხვამ ილაპარაკოს.
ლიკამ გამოიჩინა მეტი სითამამე და გაბედულად წამოიწყო:
-თქვენც ხომ იცით, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. შეყვარებული არასდროს მყოლია, მაგრამ ბევრს ვყვარებივარ.
-ტყუილებს ნუ გვაჭრი! — ღიმილით უხრა გვანცამ.
-დამასრილებინე, გვანციკო! არაფერსაც არ ვტყუი. მართლა ვუყვარვარდი ვიღაც დებილებს. ჰოო, გავაგრძელებ... მინდა, რომ ყველაზე ლამაზი და სასურველი გოგო ვიყო. ხანდახან მგონია, რომ ჩემზე კეთილი არავინ არის ამქვეყნად და ამის გამო სხვებთან შედარებით მეტი მგონია თავი. — სანდროს და ზოის გაეცინათ — რა იყო?! მართლა კეთილი ვარ.
-გვჯერა შენი, ლიკა. — თანაგრძნობიტ უთხრა მათემ. ლიკა ლამის ცაში აფრინდა სიხარულისგან და იქ ჩამოკიდებულ ფაფუკ ღრუბლებზე ჩამოჯდა ცოტახნით.
-მე დავასრულე. ახლა სხვამ თქვას — ღრუბლებზე ჯდომის გაგარძელება უნდოდა ლიკას.
-მე ვარ გვანცა. მყავს მაგარი შეყვარებული და იმასაც მაგარი ვყავარ. მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვივი.
-ეგრეა, ეგრე! მაგარი მყავხარ. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. — გვანცას შეყვარებულიც მალე დადუმდა.
-ზოგჯერ რა უინტერესოები და ჭკუასუსტები ჩანხართ, ნეტავ იცოდეთ. — საყვედურნარევი ტონით თქვა ზოიმ.
-მხოლოდ ჩანან?! და არ არიან? — ეს უკვე მათე იყო.
სანდროს დაძაბულობის სუნი ეცა და სასწრაფოდ დაიწყო საკუთარ თავზე მოყოლა. მათეს სისინა ნათქვამი ყველას დაავიწყდა, თითქოს.
-მგონი, ყველაფერი იცით ჩემზე და ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მაინც მომისმინეთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს და თავს არ ვზოგავ, რომ დამსახურებულად ვიქცე სხვათა ინტერესის ობიექტად. ამის გამო თავი არასდროს დამიკარგავს. მე ძალიან რეალისტურად ვუყურებ ყველაფერს და მშვენივრად ვხედავ, რა როგორია და რას მიმზადებს მომავალში. სულ მეამაყებოდა, რომ ოცნებების მსხვერპლი არასდროს გავმხდარვარ. ახლაც ვამაყობ ამით. როცა ვხედავ რამდენი განსაცდელის გამოვლა უწევს ილუზიებში მცხროვებ ხალხს, ერთი წამითაც კი არ მეცოდებიან. პირიქით, ყველა მძულს უსუსურობიდ გამო. მე ძლიერი ვარ და არასდროს მსგავს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები. იცით რამ გამხადა ძლიერი? ყველაფერს რეალურად ვუყურებ, შესაბამისად, არ მიჭირს რეალობასთვის თვალის გასწორება და საჭირო დროს მის წინააღმდეგ თქვდაუზოგავი შრომა.
-წესით ახლა ტაშს უნდა მოელოდე ჩვენგან. — მათემ პირველმა დაუკრა ტაში, მაგრამ სანდროს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ირონიის ნაყოფი იყო.
-ახლა ჩემი ჯერია. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მეთქვა, მაგრამ თავში არაფერი მომივიდა. — მცირე პაუზა გააკეთა ზოიმ. მერე მათეს შეხედა და გააგრძელა: - აქამდე სულ მეგონა, რომ გალაკტიონი გიჟივით შეასკდა ფანჯარას, გაამტვრია და ვიდრე ძირს დაენარცხებოდა და სულს განუტევებდა, თვითმკვლელობის ეს არაორდინალური ფორმა ჯერ ფანჯრის მტვრების, შემდეგ კი შუშების ძირს დაყროს ხმის ფონზე განახორციელა. რას წარმოვიდგენდი, რომ თურმე გალაკტიონი არც ძალიან შეშლილი ყოფილა და თვითმკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე ფანჯარა გამოაღო. მაინც რა დამაკნინებელია ეს ნიუანსი “ჩემი” გალაკტიონისთვის! მე ის ყველაზე არაამქვეყნიური მეგონა... გული მწყდება, მაგრამ არაუშავს.
-გეხვეწები მითხარი, მაგაზე რატომ ფიქრობდი?
-ეჰ, სანდრო! მეც მინდოდა .
ამასობაში ლიკა ფაფუკი ღრუბლებიდან ძირს დაეშვა და მათეს ხმის გაგონება მოუნდა.
-შენ რატომ ხარ ჩუმად? არაფერს გვეტყვი? — ინტერესიანი თვალები შეანათა დამუნჯებულ მათეს.
კოცონზე ცეცხლის ალი ლამაზად ცეკვავდა. თვალს ყურადღებით ადევნებდა მათე ამ სანახაობას. მზერით ცეცხლის მწველ ნათებაში ჩაიკარგა და კოცონის გარშემო შეკრებილთათვის რამდენიმე სიტყვა გამოიმეტა:
-ხშირად მინდება განმარტოება, მაგრამ სადღაც ლამაზ ყვავილებიან მინდორზე კი არ მივრბივარ, არამედ იგივე ადგილას ვრჩები, გარშემომყოფებისგან დისტანცირებულად.
-აბა, ახლა აგვიხსენი რა გვითხარი; — ირონიულად ჩაეცინა სანდროს; — ვერაფერი გავიგე.
-ვერც მე გავიგე, რა თქვი; — ხელები განზე გაშალა ლიკამ.
მათემ ზოის შეხედა. უნდოდა მის სახეზე ამოეკითხა აინტერესებდა თუ არა, რასაც ამბობდა. რაკი სმენა დაძაბული ზოი დაინახა, სიტყვები აღარ დაენანა დანარჩენებისთვის.
-ადამიანები ისე ვერასდროს შეძლებენ ჩემი ჟანგბადის შთანთქვას, როგორც ურთიერთობებს, სულთამხუთავსა და უჰაერო კონტაქტებს შეუძლია ამის გაკეთება.
-უარესად დავიბენი. აუ, რანაირი ხარ, რა, მათე! ხვდები, როგორი აუტანელია შენთან ერთად ყოფნა? — შეყვარებულს ჩახუტებული გვანცა განაწყენებული ჩანდა.
-ჩვენ შორის ყველაზე აუტანელი მე ვარ და გეხვეწებით, ამ სტატუსს ასე, ერთი ხელის მოსმით, ნუ ჩამომართმევთ, რა!
-ზოის ამ ბოლო დროს ძალიან დასჩემდა თავში ავრდნა და ამას მარტო მე ვამჩნევ?
-ეგ მეც შევამჩნიე. — სანდროს ნათქვამს უმალ დაეთანხმა გვანცას შეყვარებული.
-ნუ გშურთ, ხალხნო! განა ვინმე დაგიშლით, თქვენც რომ დაიფასოთ თავი. რა გაუბედავები ხართ და ამის გამო მეც ხმა აღარ უნდა ამოვიღო, არა? გირჩევნიათ ყველამ თავები ჩავქინდროთ და დავიძინოთ, თუ ამ ექვსეულიდან ოთხს მაინც სძინავს! აი, გამაგებინეთ რატომ გეშინიათ იმისა, რომ ოდნავ განსხვავებული მაინც იყოთ?!
-შეურაცხყოფაზე რომ გადახვედი, ხვდები?
-ვხვდები, სანდრო. გამიზნულად გელაპარაკები ასე; — შეწუხებული სახე მიიღო ზოიმ; — შეურაცხყოფაზე შენ გადმოხვედი, ხოდა, ჩუმად იყავი!
-დავიღალე თქვენი მოსმენით. მათე ამბობდა რაღაცას... რაღაც უჟანგბადობაო. აგვიხსენი, რა. — მუდარა იგრძნობოდა ლიკას ხმაში.
-აუტანელი ვაჟბატონი პასუხს აღარ გაგვცემს, იმიტომ, რომ ლაპარაკი შეაწყვეტინეს ზოიმ და სანდრომ.
მათეს გაეღიმა ამის გაგონებაზე. მართლაც აღარ აპირებდა ხმის ამოღებას.
-მოიცა, უნდა შეგეხვეწო ახლა? თუ რა გინდა? — გაბრაზდა ზოი; — კარგი. ბოდიში. გთხოვ, წესიერად გაგვაგებინე, რას ამბობდი.
იცოდა ზოიმ, როგორ არ უყვარდა მათეს ეს გარემოცვა. იმასაც ხვდებოდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. წამიერად თავში გაუელვა იმ აზრმა, რომ მათე ეტყოდა, კარგად ვერ დაგეგმე ყველაფერიო. მთელი სხეული გაეყინა. მათეს მიუცუცქდა და მოფერება დაუწყო. სასოწარკვეთილი გამომეტყველებით კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში. მიზანს მიაღწია.
-ურთიერთობა უჰაერო კონტაქტია ჩემთვის. რა დროს სხვა ადამიანებია, როცა შინაგანად ლამის გავსკდე, დროზე თუ არ მივუსწარი საკუთარ თავს. დიდი ქაოსი მაქვს დასალაგებელი და მოსაწესრიგებელი. ამას ჟანგბად-ჭამია ურთიერთობებიც ემატება... თქვენ რა, ჩემი სიკვდილი გინდათ?
ლიკა უაზროდ ახარხარდა. ზოის წეღანდელმა საქციელმა ზიზღით აუვსო გული. სიცილში გადაზარდა მოწოლილი აგრესია.
-დისტანცია... აი, ასეთი მეთოდი გამოვიმუშავე დროთაგანმავლობაში. როცა ვგრძნობ, რომ სუნთქვა მეკვრის, როცა შხამივით მწამლავს სხვებთან ურთიერთობა, ვდისტანცირდები ხოლმე. არსად გავრბივარ და არსად ვიკარგები. აქვე ვარ! საკუთარ თავთან ეულად დარჩენილი.
-აუჰ! მართლა აუტანელი ხარ!
-ჩემთვის არ არის აუტანელი. — გულუბრყვილოდ აღმოხდა ლიკას.
-ჰო, არც ჩემთვის არის აუტანელი. პირიქით, მე ვუშლი ხოლმე ნერვებს.
-გვანცასნაირებზე ვთქვი უჰაერო კონტაქტი მშხამავს-მეთქი. უინტერესო და არაფრისმომცემი რომ ხარ, მაგიტომაც ვერ ეღირსე ჩემგან თბილ მოპყრობას, ძვირფასო გვანცა.
-ეე, ვისზზე ამბობ მაგას?! დაფიქრდი, ცოტა.
-აჰა, გამოხტა ეს მეორე იდიოტიც!
-მოიცა, მოიცა... აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ. — გამშველებლის როლი მოირგო სანდრომ.
-მე არც ვაპირებ ჩხუბს. წინასწარ კი არ ვგეგმავ, მეორე წუთს რას გავაკეთებ. რასაც ვფიქრობ იმას ვიტყვი და არ მაინტერესებს, მოგეწონებათ თუ არა.
-სხვა დროს გაგაგებინებ, რა მომეწონება შენ ნათქვამში. — შეუღრინა გვანცას შეყვარებულმა.
-დაწყნარდი ჩემო, ლომო. აჰაჰაჰაჰაჰა! — მარტო გვანცა ჩაბჟირდა.
ყველა თავისთვის ჩაფიქრდა.
-ზოი, რას ამბობდი სუიციდზე? რატომ გაგიჩნდა მაგის სურვილი?
-ვერ გეტყვით, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
-კარგი, შენი ნებაა.
-მარტო იმას გაგიმხელთ, რომ რაღაცისთვის ვიბრძვი, მაგრამ ვერა და ვერ მოვიპოვე ის რაღაც. უკვე ამ ბრძოლითაც დავიღალე, ენერგიებისგან ვიფიტები. არც ვფიქრობ, რომ ოდესმე გამარჯვებას შევძლებ.
-ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. მაინც განწირული ხარ. რეალისტურად შეხედე ყველაფერს. მართლა მიკვირს, რატომ გიჭირთ რეალისტებად დარჩენა? სანამ დრო გაქვს დანებდი, ზოი. მერე ინანებ, რომ უამრავი დრო დაახარჯე ამაო ფართხალს. მართლა ფართხალი ჰქვია იმას, რასაც შენ ცდილობ. ნუ გეწყინება.
-არა, არ მწყინს. მგონი, მართალი ხარ სანდრო.
-სანდრო მართალს გეუბნება. მე გამოვცადე, რა საშინელი გრძნობაა, როცა აღმოაჩენ, რომ ტყუილად გიფართხალია. — არ დააყოვნა კვერის დაკვრა გვანცამ.
ყველა იმედი გადაეწურა ზოის. ნაღვლიანად მიაშტერდა მათეს. თითქოს, გადარჩენას სთხოვდა...
-იცი, რას გეტყვი? — დაიწყო მათემ; — არც სანდროს ვეთანხმები და არც გვანცას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დანებება ყოველთვის არის გამარჯვების წინ მდებარე საფეხურზე გაჩერება და მერე იქიდან ტრიალ-ტრიალით დაგორება. წარმატების საიდუმლო ერთადერთ რამეშია და ეს არის მუდმივი სწრაფვა მიზნისკენ, დაუღალავი შრომა და გამარჯვების იმედი.
შენ ძალიან ჯიუტი ხარ. მთელი ცხოვრებაც რომ დაგჭირდეს, არჩეული გზიდან არ გადაუხვევ და ერთხელ და სამუდამოდ კლდის მწვერვალზე აძვრები და ამაყად ჩაიხედავ ქვემოთ, თვალით გასინჯავ მიზნამდე გავლილ გზას.
ეს გზა არ იქნება ყვავილებითა და მარგალიტებით მორთული, არც წითელი ზღვა იქნება — მოსემ რომ შუაზე გაჰყო და მერე დაუბრკოლებლად გადავიდა ზღვის მეორე მხარეს. ამ გზის გავლისას ეკლები შეგერჭობა ფეხებში, შიშველი მუხლებით მოგიწევს ხოხიალი და სისხლი გადმოგითხივლდება გადატყავებული კანიდან... მაგრამ გზის ბოლო აღთქმულ მიწად გადაგექცევა, შენი წმინდა ქანაანი გახდება და შენც დაისვენებ!
გიღირს, ზოი... გიღირს ამ გზის გავლა!
-რა მოსე და ქანაანი? შენ ხო არ გააფრინე? რაებს ეუბნები?
-სანდრო, მოკეტე რა! შენნაირად კი არ დამგრუზა.
-ესეც შენი რეალიზმი. — ლიკამ ნიშნის მოგებით უთხრა სანდროს, რომელიც უკვე ნანობდა, რომ წეღან გვანცას შეყვარებული დააშოშმინა.
სახლის სიახლოვეს რაღაც ხმა გაისმა. ლიკა მთელი სხეულით აცახცახდა.
-ვაიმე, სულები ხომ არ არიან?
-არ ვიცი. შეიძლება სულები არიან.
-ეე, ნუ მაშინებ! სერიოზული იყავი.
-ლიკა, მართლა არ ვიცი და რა ვქნა? ისიც ხომ შესაძლებელია, რომ სულები მართლა იყვნენ?
-დაწყნარდით, არაფერი არ არის. ალბათ, მსხალი ჩამოვარდა და რკინას დაეცა. — სწორ პასუხს გაარტყა გვანცამ.
-აუ, მათე, წავიდეთ რა! ძალიან მეშინია.
-მათეს რას ეუბნები წავიდეთო. აქ მე მოგიყვანეთ, მათემ კი არა!
-ზოი, ხომ ხედავ, რომ მართლა ეშინია. კრუნჩხვებში არ ჩაგვივარდეს. მორჩა, გადაწყვეტილია. მივდივართ აქედან.
-ჰო, წავიდეთ. — ლიკა სიხარულით დაეთანხმა მათეს.
-ოოოო, რა იდიოტური დღე იყო, რა. კარგი, ცეცხლს მე ჩავაქრობ. თქვენ ყველაფერი წამოკრიფეთ და წასასვლელად მოემზადეთ.
მთელი გზა ჩუმად განვლეს. ერთი სული ჰქონდათ სახლში მისულიყვნენ და დაეძინათ.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი maiko

ვერ გავიგე მთვარი გმირი რომელია.
ისე კარგია. უნდა გააგრძელო წერა. წარმატებები

საინტერესო წერის სტილი. პერსონაჟების დაცინვა. ძალიან უჩვეულოა ეს ყველაფერი. მათე ძალიან მომეწონა. დიდი დოზით დადებითი მოდის მისგან. ის გოგო ისე გაამხნევა. გვანცა და შეყვარებული სულელები არიან. მომეწონა, როგორც დასცინეთ ამ უკანასკნელთ. აი სანდროსნაირებს პირადად ვიცნობ და არ შემიძლია მათი ატანა. მაგრამ სანდროს დადებითი მხარეც აქვს ცოტათი. არ ვიჭორავებო ლიკას თუ ვიღაცას რომ უთხრა და ბიჭები რომ გააშველა. ლიკაც არ მომეწონა. აი, ზოიზე არ ვიცი რა უნდა გითხრა. თუ სწორად მახსოვს, გალაკტიონზე მაგან თქვა რაღაც და ცოტა დაბნეულის შთაბეჭდილებას მიტოვებს. მოკლედ, ძალიან გაურკვეველი მომეჩვენა. წერის სტილი მომეწონა ძალიან. სხვანაირი ხარ. ყოჩაღ.

 


№2  offline მოდერი guroo

სტუმარი maiko
ვერ გავიგე მთვარი გმირი რომელია.
ისე კარგია. უნდა გააგრძელო წერა. წარმატებები

საინტერესო წერის სტილი. პერსონაჟების დაცინვა. ძალიან უჩვეულოა ეს ყველაფერი. მათე ძალიან მომეწონა. დიდი დოზით დადებითი მოდის მისგან. ის გოგო ისე გაამხნევა. გვანცა და შეყვარებული სულელები არიან. მომეწონა, როგორც დასცინეთ ამ უკანასკნელთ. აი სანდროსნაირებს პირადად ვიცნობ და არ შემიძლია მათი ატანა. მაგრამ სანდროს დადებითი მხარეც აქვს ცოტათი. არ ვიჭორავებო ლიკას თუ ვიღაცას რომ უთხრა და ბიჭები რომ გააშველა. ლიკაც არ მომეწონა. აი, ზოიზე არ ვიცი რა უნდა გითხრა. თუ სწორად მახსოვს, გალაკტიონზე მაგან თქვა რაღაც და ცოტა დაბნეულის შთაბეჭდილებას მიტოვებს. მოკლედ, ძალიან გაურკვეველი მომეჩვენა. წერის სტილი მომეწონა ძალიან. სხვანაირი ხარ. ყოჩაღ.


მადლობა, რომ უკომენტაროდ არ გაატარეთ ისტორია❤️❤️❤️

 


აჰა, მოკლედ მეც მოვედი:)))
რატომ მგონია, რომ მათეს და ზოის გარდა დანარჩენები ძალიან ბავშვურები და ლაღი ხასიათის ხალხია?
ცოტა გაზრდა სჭირდებათ, მაგრამ ვერ გაიგებ რა სჯობს...
ლიკას ვუთანაგრძნობ, ერთი ქარაფშუტა გოგოა, რომელსაც მართლა უჯრაში შენახული ნივთივით ექცევიან, როცა გაახსენდებათ და დასჭირდებათ, მაშინ ამოიღებენ და ხმარობენ, მაგრამ თავის ბრალია ყველაფერი და გონს თუ არ მოეგება, მეტ შეცდომას დაუშვებს და კიდევ მეტად დაკარგავს ფასს :(((
ზოის და მათეს ამ თავში არ გავუღიზიანებივარ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვიცი უარყოფითი ხასიათის გმირები არიან, სული მდიდარი და სავსე აქვთ. ასე, რომ მასალა მაქვს, რომ მათში ჩემთვის საინტერესო ვეძებო და ვქექო, შევაფასო, გავაანალიზო ყოველი მათი ქმედება, მიზეზები და შედეგები ერთმანეთთან დავაკავშირო და საბოლოოდ მივიღო ის, რასაც ნებისმიერ ნაწარმოებში ვეძებ.
გელოდები ❤️

 


№4  offline მოდერი guroo

რა მალე მოსულხარ❤️
დიახ, დიახ და დიახ! ზოი და მათე ბევრად მეტნი არიან მათზე არადა ყველა ერთი ასაკისაა(მათე 19-ის არის ამ დროს და ოდნავ დიდია დანარჩენებზე). არ გაინტერესებს ზოი რისთვის იბრძვის? პირველ ნაწილში რამდენჯერმე გაჟღერდა მისი მხრიდან იმ რაღაცისკენ რომ ძლიერ მიილტვოდა... მათე არ გაფიქრებს? მიუხედავად იმისა, რომ ცუდი განზრახვები აქვს, რატომ არ ენანება კარგი სიტყვები იგივე ზოისთვის, იგივე მიასთვის...
მოკლედდ, მადლობა! სულ მახარებს ხოლმე შენი კომენტარი❤️❤️ დროებით...

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს თავი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის.
არა და არა.
ყველა დანარჩენი თავი, იმით განსხვავდებოდა სხვა მწერლების ნამუშევრებისგან რომ "ხელწერა" ეტყობოდა და ნიკის გარეშეც მივხვდებოდი ვინ არის ავტორი.
ამ თავს აკლდა ინდივიდუალიზმი.
(მაპატიე მაგრამ როდესაც სტანდარტს აწესებ, ვალდებული ხარ გააუმჯობესო შედეგი. შენ ძალიან მაღალი სტანდარტი დაუწესე პირველ რიგში საკუთარ თავს და ამიტომ ვამბობ. იმედია არ მიწყენ).
ძალიან ბევრი ზედმეტი სცენა და ცარიელი სიტყვა იყო.
პირველ რიგში დამაკლდა ემოცია და ღრმა აზრობრივი დატვირთვა.(რის გამოც გკითხულობ)
როგორც მივხვდი სხვა პერსონაჟებზე გააკეთე დღეს ფსონი...მაინცდამაინც მომგებიანი ვერ აღმოჩნდა.
განცას და მისი შეყვარებულის "თინეიჯერული" ურთიერთიბა ვერ მოიხდინა ერთმანეთის საპირისპიროდ განწყობილმა პერსონაჟებმა.
გვანცა მიუხედავად იმისა რომ სულელი უფროა ვიდრე უარყოფითი, რატომღაც წითლებში ჩაცმულ ლილიტად წარმოვიდგინე ან მაცდურ "ევად" რომელიც დოყლაპია "ადამს" სხეულით მართავს. მიუხედავად იმის რომ არანაირი ქიმია მათ შორის არ არის ძალაუნებურად მეფიქრება ამ ორს შორის სიყვარულის არსებობაზე. გვანცას შეყვარებული სხეულით და სულით იდენტურია მგონი. ისე თხოვს შვილის გაჩენას თითქოს ლატარიის ბილეთის ყიდვაზე იყოს საუბარი და ამასთან ერთად ისეთი ზიზღისმომგვრელია მისი უხეშობა გვანცას მიმართ, მებადება კითხვა რა: რა უფრო დიდი საშინელებაა, მისი ჭკუასუსტობა თუ შუალედურ მდგომარეობას მიახლოებული გრძნობა.
ლიკა მიუხედავად იმისა რომ, დამატებითი ბანქოა რომელიც ცარიელ ადგილს ავსებს, გვანცასა და მისი შეყვარებულის ფონზე "გენმოდიფიცირებულ" პერსონაჟს გავს. ფსკერია მაგრამ ზედაპირთან უფრო ახლოს.
სანდრო...სანდროო როგორ გითხრა.
ორუცნობიანი განტოლებასავითაა, რომლის ამონახსნიც ცარიელი სიმრავლეა.
არაფრიდან იწყება და მთავრდება მისი როლი.
თითქოს ძალიან "ცოტა" იყო ზოი.
ეს მხოლოდ თითქოს.
მისი სურვილები, ლტოლვა და ვნება.
თამაშის დასასრული ახლოვდება.
მეც მგონია რომ მიაღწევს....
მიაღწევს...მაგრამ იქნება კი კმაყოფილების გრძნობა იმ დოზით, რაც სჭირდება?
გალაკტიონი...თვითონ დაუტოვებს ნეტავ უკმაყიფილების გრძნობას თუ "გაამტვრევს ფანჯრებს"? სიკვდილამდე მოკვდება? ვფიქრობ ის შეძლებს და შექმნის დასამახსოვრებელ "დადგმას".
პრინციპში უკვე ფარდა იხურება.
მათეს უარყოფითობა მისაავე ტვინიდან იწყება, და ტუჩებთან მთავრდება.
ლაჩარია, ვერასდროს იტყვის ბოლომდე ყველაფერს და მხოლოდ საკუთარი გონების საზღვრებთან დატოვებს ვერრეალიზებულ დადგმებს.
ცუდი არ იყო.
მაგრამ არც კარგი.
შენთვის.
წარმატებები.

 


№6  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს თავი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის.
არა და არა.
ყველა დანარჩენი თავი, იმით განსხვავდებოდა სხვა მწერლების ნამუშევრებისგან რომ "ხელწერა" ეტყობოდა და ნიკის გარეშეც მივხვდებოდი ვინ არის ავტორი.
ამ თავს აკლდა ინდივიდუალიზმი.
(მაპატიე მაგრამ როდესაც სტანდარტს აწესებ, ვალდებული ხარ გააუმჯობესო შედეგი. შენ ძალიან მაღალი სტანდარტი დაუწესე პირველ რიგში საკუთარ თავს და ამიტომ ვამბობ. იმედია არ მიწყენ).
ძალიან ბევრი ზედმეტი სცენა და ცარიელი სიტყვა იყო.
პირველ რიგში დამაკლდა ემოცია და ღრმა აზრობრივი დატვირთვა.(რის გამოც გკითხულობ)
როგორც მივხვდი სხვა პერსონაჟებზე გააკეთე დღეს ფსონი...მაინცდამაინც მომგებიანი ვერ აღმოჩნდა.
განცას და მისი შეყვარებულის "თინეიჯერული" ურთიერთიბა ვერ მოიხდინა ერთმანეთის საპირისპიროდ განწყობილმა პერსონაჟებმა.
გვანცა მიუხედავად იმისა რომ სულელი უფროა ვიდრე უარყოფითი, რატომღაც წითლებში ჩაცმულ ლილიტად წარმოვიდგინე ან მაცდურ "ევად" რომელიც დოყლაპია "ადამს" სხეულით მართავს. მიუხედავად იმის რომ არანაირი ქიმია მათ შორის არ არის ძალაუნებურად მეფიქრება ამ ორს შორის სიყვარულის არსებობაზე. გვანცას შეყვარებული სხეულით და სულით იდენტურია მგონი. ისე თხოვს შვილის გაჩენას თითქოს ლატარიის ბილეთის ყიდვაზე იყოს საუბარი და ამასთან ერთად ისეთი ზიზღისმომგვრელია მისი უხეშობა გვანცას მიმართ, მებადება კითხვა რა: რა უფრო დიდი საშინელებაა, მისი ჭკუასუსტობა თუ შუალედურ მდგომარეობას მიახლოებული გრძნობა.
ლიკა მიუხედავად იმისა რომ, დამატებითი ბანქოა რომელიც ცარიელ ადგილს ავსებს, გვანცასა და მისი შეყვარებულის ფონზე "გენმოდიფიცირებულ" პერსონაჟს გავს. ფსკერია მაგრამ ზედაპირთან უფრო ახლოს.
სანდრო...სანდროო როგორ გითხრა.
ორუცნობიანი განტოლებასავითაა, რომლის ამონახსნიც ცარიელი სიმრავლეა.
არაფრიდან იწყება და მთავრდება მისი როლი.
თითქოს ძალიან "ცოტა" იყო ზოი.
ეს მხოლოდ თითქოს.
მისი სურვილები, ლტოლვა და ვნება.
თამაშის დასასრული ახლოვდება.
მეც მგონია რომ მიაღწევს....
მიაღწევს...მაგრამ იქნება კი კმაყოფილების გრძნობა იმ დოზით, რაც სჭირდება?
გალაკტიონი...თვითონ დაუტოვებს ნეტავ უკმაყიფილების გრძნობას თუ "გაამტვრევს ფანჯრებს"? სიკვდილამდე მოკვდება? ვფიქრობ ის შეძლებს და შექმნის დასამახსოვრებელ "დადგმას".
პრინციპში უკვე ფარდა იხურება.
მათეს უარყოფითობა მისაავე ტვინიდან იწყება, და ტუჩებთან მთავრდება.
ლაჩარია, ვერასდროს იტყვის ბოლომდე ყველაფერს და მხოლოდ საკუთარი გონების საზღვრებთან დატოვებს ვერრეალიზებულ დადგმებს.
ცუდი არ იყო.
მაგრამ არც კარგი.
შენთვის.
წარმატებები.


ვაფრენ შენ კომენტარებზე! ვგიჟდებიი❤️
რა უნდა მეწყინოს? მეც ვიცი, რომ ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. მინდოდა დიალოგებში გამომეცადა თავი, მაგარამ ჩავფლავდი. ვერ ვაკეთებ... დიალოგების წერა ჩემზეც მოქმედებს. რაღაცნაირად ცუდად მხდის და მალე მღლის.
მოკლედ, საერთოდ არ მწყინს შენი კრიტიკა და ვაფასებ ამას❤️ სანდრო სხვა რამისთვის მჭირდებოდა, მაგრამ ვერ შევძელი ის “სხვა” გამეკეთებინა. თავჩაქინდრული ბავშვივი ვარ და გულდაწყვეტით ვაღიარებ ამას.
გვანცაზე და მის ბიჭზე რა უნდა გითხრა, არ ვიცი... უბრალოდ მომინდა, რომ დებილები ყოფილიყვნენ.
ლიკა მოგვიანებითაც გამოჩნდება.
ზოიმ ყველაზე ცოტა ილაპარაკა, მაგრამ მაინც ბევრი თქვა. მე ასე ვფიქრობ.
მათეს კი უბრალოდ დაველოდოთ...
მადლობაა, ლილეე❤️❤️❤️
დროებით❤️

 


როგორ არ მაინტერესებს? ზოი და მათე რომ მაფიქრებს, იმიტომაც მოგყვები და გელოდები.
P.S. ლილემ სწორი შენიშვნა მოგცა. ნუ დაკარგავ საკუთარ თავს. რითიც მიგვიზიდე, ისევ ის გააგრძელე, თორემ კონტექსტიდან ამოვარდნილს დაემსგავსება ნაწარმოები და სიძლიერე ჩამოეშლება.

 


№8  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
როგორ არ მაინტერესებს? ზოი და მათე რომ მაფიქრებს, იმიტომაც მოგყვები და გელოდები.
P.S. ლილემ სწორი შენიშვნა მოგცა. ნუ დაკარგავ საკუთარ თავს. რითიც მიგვიზიდე, ისევ ის გააგრძელე, თორემ კონტექსტიდან ამოვარდნილს დაემსგავსება ნაწარმოები და სიძლიერე ჩამოეშლება.


❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.