შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შენ?!(7)


22-04-2019, 22:26
ავტორი kesane123
ნანახია 1 249

რატომ შენ?!(7)

დრო თვალის დახამხამებაში გავიდა, ლილე იბერებოდა, ბოლოს სიარულიც კი უჭირდა, დემეტრე სულ მასთან იყო, ბიზნესი დროებით მამამისს გადააბარა და თვითონ მთელი დრო ლილეს დაუთმო, მის გულზე მიხუტებულ ცოლს უმღეროდა და ლილესაც განაბულს ეძინებოდა. მულტფილმებს უყურებდნენ, კლასიკურ მუსიკას უსმენდნენ, ბაღში სეირნობდნენ, მთელ დღეებს მეგობრებთან ატარებდნენ, ყველა დიდი სიხარულით შესცქეროდა ლილეს და მის პატარა მაგრამ სითბოთი სავსე ოჯახს, რეალურად კი ისინი ვარსკვლავებზე, მთვარეზე, მზეე მეტნი იყვნენ.
-დემე მიმღერე რაა.-დემეტრეს გულზე მოათავსა თავი და სხეულზე მოხვია ხელები. უკვე პირველი მარტი იყო, დღედღეზე ელოდებოდნენ პატარას გამოჩენას.
-რა გიმღერო პატარავ?-შუბლზე აკოცა ლილს და თლილი თითები თმაში აუხლართა.
-რამე რომ ბავშვი დაწყნარდეს თორემ მთელი დღეა არ გაჩერებულა.-ამოიფრუტუნა და მუცელზე დაისვა ხელი. დემეტრემ გაიღიმა და ორეიზენის „თოვლი“ უმღერა ლილეს, ისიც განაბული უსმენდა თავისთვის ყველაზე საყვარელ და ტკბილ ხმას. სიმღერა რომ დაასრულ დემემ, ლილე ბალიშზე გადააწვინა და მუცელთან დაიხარა, აკოცა და ლაპარაკი დაიწყო.
-მაა, მალე გამოდი რომ ჩაგეხუტო ჩემო პრინცესა, შენ ჰო მამიკოს გოგო იქნები მაა? ლამაზ კაბებს გიყიდი ხოლმე მა, შენ შეყვარებულებს მაგრად მივბეგვავთ მე და ბიძიები.-გაეცინა, ლილეს მის შემყურეს ერიმებოდა.-ჩემი იასამნების გოგო იქნები პატარავ, უყვარხარ შენ მამიკოს და დედიკოს. მალე გამოძვერი მა.-მუცელზე აკოცა და მასაც თითქოს ესმოდა, ის ადგილი ამოიბურცა სადაც დემეტრემ აკოცა.
-დემეტრე.-თვალები ჭყიტა ლილემ.
-ჰოუ.-ღიმილით ახედა.
-შენი შვილები ასე თუ დაგიჯერებენ სულ კარგი იქნება.
-რაზე მეუბნები ლილ.
-წ....ბი დავღვარე იდიოტო, ჩანთა აიღე და სწრაფად წამიყვანე საავადმყოფოში, ექიმს დაურეკე, ტკივილები დამეწყება, დემეტრე ნუ ზიხარ გაშტერებული თორემ დაგაკვდარებ.-დაიკივლა და დემეტრეც გამოფხიზლდა, ტელეფონი აიღო და ექიმს დაურეკა, მერე დავითს, ოთახიდან გამზადებული ჩანთა აიღო და პირველ სართულზე ჩაირბინა ისევ. ლილე ხელში ელვის სისწრაფით აიყვანა და მანქანაში ჩასვა. მთელი გზა იმას უებნებოდა რღმად ისუნთქეო და თვითონ უფრო ასრულებდა ყველაფერს ვიდრე ლილე. მანქანა ელვის სისწრაფით დაჰყავდა და საავადმყოფოსთან ყველა შეკრებილი დახვდა და სიმწრით ეცინებოდა მათზე. ლილე მოამზადეს და სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს, დემეტრეს რომ უთხრეს ლილეს შენი ნახვა უნდაო ლამის ჭკუიდან გადავიდა, ჯერ უარზე იყო მაგრამ ლილეს განწირული ყვირილი რომ მოესმა მაშინვე შეჰყვა ექთანს.-დემეეე.-დაიკივლა ლილემ და მისკენ გაიშვირა ხელი. დემეტრემაც თავისი ხელი შეაგება და როგორც კი იგრძნო როგორ უჭერდა ლილე ხელს მიხვდა როგორ სტკიოდა.
-დაწყნარდი ლილ, ცოტა დარჩა მალე ჩვენთან იქნება ლილია.-ამშვიდებდა ცოლს და დაცვარულ შუბლზე კოცნიდა.
-რამდენიმეც ლილე და მალე შენ პატარას დაიჭერ.-ამხნევებდა ექიმი.
-ააააა.-ბოლო ხმაზე ყვიროდა ლილე.
-ერთიც ლილე, ერთიც.-სიცილნარევი ხმით უთხრა ექიმმა.
-ნიტაა აღარ შემიძლია.-ამოიტირა.
-ცოტაც ლილე თორემ ბავშვს გაგუდავ, ფეხებით წამოვიდა ისედაც ასეთი არაფერი მინახავს.-ისევ იცინოდა ექიმი. დემეტრეს ამის გაგონებაზე ლამის ტვინი გაეყინა.
-ლილე ძალა მოიკრიბე, ერთხელაც თავს ძალა დაატანე, მიდი ლილე გთხოვ.-დემეტრეს ხმაზე ლილეს გამბედაობა მოემატა, ჰაერი რღმად ჩაისუნთქა, თავს ძალა დაატანა და გაისმა კიდეც ბავშვის ტირილის ხმა. დემეტრეს ობოლი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, ლილეს შუბლზე მიაკრა ნერვიულობისგან გაყინული ტუჩები და ექიმს გახედა რომელიც ჭიპლარის გადაჭრით იყო დაკავებული. ბავშვი საკმაოდ დიდი იყო, 4კილო ზუსტად და არცერთი გრამით მეტი ან ნაკლები. დემეტრე სამშობიაროდან გაშტერებული გამოვიდა, ლილეს გული წაუვიდა როგორც კი ბავშვის ტირილის ხმა გაიგო, დერეფანში ყველა ნერვიულობდა, აქეთ-იქით დაბიჯებდნენ, დემეტრე რომ დაინახეს ყველამ მისკენ გაიხედა.
-დემეტრეე.-ხელით შეანჯღრია ანდრიამ.
-გიგანტი გოგოს მამა გავხდი შე*ემა, გოგოს მამა გავხდი.-იცინოდა და ანდრიას ეხვეოდა. ყველამ მიულოცა და როგორც ყოველთვის დავითი ბოლოს მივიდა და გადაეხვია.-გილოცავ სიმამრო.-გაიცინა.
-მეც გილოცავ სიძე.-მხარზე ხელი დაჰკრა და შამპანიური მიაწოდა რომელიც კოტამ გახსნა ამბის გაგებისთანავე.
-მალე პალატაში გადავიყვანთ დედა-შვილს და ნახვა შეგეძლებათ.-თბილად გაუღიმა და ისევ საოპერაციოში შევიდა. მალე გადაიყვანეს ლილე პალატაში და ბავშვიც შეუყვანეს. მხოლოდ დემეტრეს მისცეს შესვლის უფლება და ისიც სიხარულით შევარდა პალატაში.
-ლილ.-ცრემლიანი თვალებით გადახედა ცოლს, მასთან მივიდა და მთელი სახე დაუკოცნა.-მადლობა ლილ. მიყვარხარ ჩემმო ბედნიერებავ, ორივე სულის შეძვრამდე მიყვარხართ.-შუბლზე აკოცა ძაზლაგამოცლილ ცოლს და ლილემაც მკრთალათ გაუღიმა.
-ჩვენც გვიყვარხარ მამიკო.-ძლივს ამოილუღლუღა და ქმარს ლოყაზე მიადო გახურებული ხელისგული. დემემ ბავშვისკენ გაიხედა და თვალები აუცრემლაინდა, მასთან მივიდა და ფრთხილად შეეხო სახეზე. -არ აიყვან?-კითხა თვალცრემლიანმა ლილემ.
-ავიყვნ.-ცოლს გაუღიმა და ისევ ბავშვს დახედა. ერთი ხელი თავქვეშ ამოუდო მეორე ტანზე მოხვია და ვინაიდან ბავშვი დიდი იყო აწევაც არ გასჭირვებია. გულზე მიიხუტა და სიყვარულით სავსე თვალებით დახედა.-რაო მაა, ჩემო პრინცესა, ჩემო სიცოცხლე. როდის გაახელ მაგ ლამაზ თვალებს მაა? შენც ჰო დედიკოსნაირი თვალები გექნება მაა? მე მიყვარს დედიკოს თვალები მაა.
-მე მინდა რომ შენი თვალები ჰქონდეს.
-გაახელს თვალებს და ვნახავთ.-ენა გამოუყო ცოლს და ისევ ბავშვს დახედა.-პატარა ლილია, ჩემი იასამანი, მამიკოს ყველაფერი.
-დედიკო ეჭვინობს.-ტუჩები გაბუშტა ლილემ.
-დედიკოს მაგ ტუჩებს მოვაჭამთო ჰოო მა?-ბავშვს დახედა რომელმაც წამოიტირა.-რაუნდა ლილე? რამე ვატკინე? რატო ტირის?
-შია იდიოტო რა პანიკებში ვარდები.-სიცილით შეუღრინა.-მომიყვანე დედას თეთრი იასამანი.-ბავშვი ლილეს მიუყვანა ფრთხილად, ლილემ პენუარის მხარი გადაიწია და პატარამაც ინსტიქტურად მიაგნო საკვების წყაროს და დიდი სიამოვნებით შეექცეოდა დედიკოს რძეს. ისეთ ხმებს გამოსცემდა ლილე და დემეტრე იცინოდნენ.
-რა ღორმუცელაა.-გაეცინა დემეს.
-მამას გავს.-ენა გამოუყო ლილემ და ჩაძინებული ლილია დემეს მიაწოდა რომ თავისთან დაეწვინა.-სახლში არმიდიხარ?
-რა მინდა სახლში უთქვენოთ?-ღიმილით კითხა.
-მთელი ღამეები დივანზე დაიძნებ?
-ნწ შენ მოგიწვები გვერდით.-შუბლზე აკოცა ლილეს და საწოლზე ჩამოჯდა.-ბევრი ასეთი მინდა.-ღიმილით გადახედა ლილიას.
-მე შენნაირი ბიჭი მინდა, შავთვალება, ჩემთვის შენი თალები ყველაზე მეტია.
-სადმაქვს ბიჭის ნერვები.-ხელი სიცილით ჩიქნია დემემ.-დავითას და ირაკლისნაირი ჯიგარი ტიპი კი ვიქნები მარა მაინც დიდი შარია.
-ისე ვთქვათ ბიჭი გვეყოლა და გეი რომ იყოს რასიზამ დემე?-ინტერესით ჩააშტერდა თვალებში.
-რატომ მთარსავ ადამიანო რაგინდა? მე ეგეთ ბიჭს არ გავაკეთებ მაგრამ ღმერთმა არქნას თუ რამეა და მასე იქნება, შვილს ზურგს მაინც არ ვაქცევ ლილ, შვილი შვილია.
-მეამაყები.-აცრემლებულმა გაუღიმა და დემეტრემაც არ დააყოვნა ცოლის ტუჩებს დაეწაფა. მეორე დღეს, მთელი სასტავი ბუშტებით და ყვავილებით დაადგათ თავზე და პატარა რონახეს ყველას გული სიხარულით აივსო. ბიჭები აყაყანდნენ ჩვენც გვინდა ასეთიო მაგრამ დავითამ რო თვალები დაჭყიტა ჩაიგდეს მერე ენები. სამ დღეში გამოწერეს ლილე, სახლში ყველაფერი მზად დახვდათ, პატარა თავის ოთახში შიყვანეს და იქ მდგარ თეთრ აკვანში ჩააწვინეს, კარგახანს უყურებდნენ პატარა ბედნიერებას რომელსაც ლილია ერქვა, მერე გაიღვიძა პატარა ქალბატონმა და თვალებიც გაახილა. დემეტრეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა პატარას მწვანე თვალები შენიშნა.
-ჰო გებნებოდი ლილ, შენი თვალები აქვს.-ბედნიერმა ჩაიკრა გულში ცოლი.
-შემდეგი შენ დაგემსგავსება აი ნახავ.-ენა გამოუყო ქმარს. ნუ მე პირადად მსგავსი რამ ცხოვრებაში პირველად ვნახე, როგორ უცნაური წყვილი უნდა იყოს რომ იმაზე იჩხუბონ არა შენ დაგემსგავსება ბავშვი არა შენო. ნუ აქ რაარის გასაკვირი როცა საქმე ორ ცამდე შეყვარებულ ადამიანთან გვაქვს საქმე და მითუმეტეს ესენი თუ დემეტრე და ლილე არიან. დრო ნელნელა გადიოდა, პატარა ლილია იზრდებოდა და უფროდაუფრო ემსგავსებოდა ლილეს რაც დემეტრეს დიდ სიხარულს იწვევდა. ყველა თავს დასტრიალებდა ქალბატონ დადეშქელიანს. ბებიები და ბაბუები თავს დასტრიალებდნენ და ზედ ყვებოდნენ. მამიკოს დანახვაზე იღიმოდა და დემეტრეს რომ აჰყავდა მშვიდად იტრუნებოდა და იბადრებოდა, ამ სიყვარულობაში 6 თვეც გავიდა და პატარა ქალბატონი 6 თვის ჩაპუტკუნებული გახლდათ. ყაზბეგში იყო დემე წასული 3 დღით შეხვედრაზე და არ ისვენებდნენ დედაშვილი, ენატრებოდათ ერთს მამა მეორეს ქმარი. დილაადრეან დაადგათ თავზე დემეტრე და გაოცებულმა ლილემ იკივლა გვერდით მწოლიარე რო დაინახა. მაგრად მოეხვია ქმარს და მისი სურნელით აივსო ფილტვები. ერთმანეთი რომ მოიალერსეს დემე პატარას ოთახში გავიდა რომელსაც ჯერ ისევ მშვიდად ეძინა. უცბათ შეიშმუშნა და გამოეღვიძა თითქოს მამიკოს მოსვლა იგრძნოო, დემეტრეს სახე რომ დაინახა გაიღიმა და ჭყიპინი დაიწყო.
-რაო მაა, მოგენატრა მამიკო?-გულზე მიიხუტა პატარა სხეული და თავის ოთახში გაიყვანა, საწოლში შუაში ჩაიწვინეს და ერთად ეფერებოდნენ. ხელფეხს იქნევდა ლილია და თან იცინოდა. დემეტრეს თითი აიღო და პირში ჩაიდო, დემეტრეს სახე ეცვალა, გაფითრდა, გალურჯდა, წამით გამწვანდა კიდეც.-ლილე რასჭირს ღრძილებზე?-შეშინებულმა შეხედა.
-რა ჭირს?-შეშინდა ლილეც და ლილიას პირი გააღებინა, სიხარულისგან სეჰკივლა და ბავშვს სახე დაუკოცნა.-კბილი დემეე, კბილი ამოსდის.
-მართლა მაა? აბა გაიცინე მამას იასამნისფერო გოჭო.-მუცელზე უღუტუნებდა და პატარაც ბოლ ხმაზე კისკისებდა.-როგორ უყვარს მამიკოს პაწუკა ლილია.-კოცნიდა და თან მონატრებას ინაზღაურებდა. ლილე იჯდა საწოლის კიდეზე და კადრებს აფიქსირებდა.-დედიკოც მიყვარს მე მაა, ჩემო ჭკვიანო. როგორი კარგი სუნი გაქვს მაა, ტკბილო.-ერთი დიდი ბედნიერება იყო ლილეს მხრიდან მათი დანახვა და ბედნიერდებოდა როცა ოცნება უსრულდებოდა და ზუსტად ისეთი შეკრული და სუფთა ოჯახი ჰქონდათროგორზეც უოცნებია მისი ოჯახის შემყურეს.-ლილ ტანსაცმელი ჩაალაგე, მივდივართ.-ტუჩებზე ეამბორა ცოლს.
-სად მივდივართ?-იკითხა და კისერზე მოხვია ხელები.
-სვანეთში, ყველა.-უთხრა და ყუჩებზე დააკვდა.
-ბავშვის მაინც არ გრცხვენიათ ტო? ნწნწ, უსირცხვილოები.-აროხროხდა ანდრია და გაოცებულ წყვილს შეხედა.-შენ ქმარს ტქვენი ნახვა ისე ეჩქარებოდა კარის დაკეტვა დაავიწყდა და პრასწი, შემოგეჭერით. გეძახეთ ძმაო მარა რას გაიგებდით.-მხრები აიჩეჩა და ბავშვი ლოგინიდან აიტაცა.-ძიას გოგოოო.-ლოყები დაუკოცნა პატარას.-მომენატრე ძიი, გადაგრიეს ამ ორმა არა? ჩემო თხაკიკინა სკვინჩა.-ცხვირზე აკოცა და ლილიაც აკისკისდა და ლოყებზე ხელისგულების ტყაპუნი დაუწყო ანდრიას.-ადექით ახლა ნუმიყურებთ ეგრე, წავედით ჩვენ დაბა ვიქნებით, ჰო ძიას ბურთო?-ელაპარაკებოდა და კიბეზე ჩადიოდა, დაბლა დეაკო, მართა და იოანე ელოდებოდნენ. ბავშვის დანახვაზე იოანე წამოხტა და ხელიდან გამოსტაცა ანდრიას.-მხეცო.-შეუღრინა ანდრიამ და ლილიას ცხვირზე წაეთამაშა.
-ძიას გოჭუნა.-ლოყები დაუკოცნა იომ.-მართა ნახე პროსტა რატიპია რაა, როგორ აცმაცუნებს ამ დიდ ტუჩებს ტოო.-სიცილით ეუბნებოდა და მთელ სახეს უკოცნიდა.-წავიდეთ ძიკო სვანეთში?-ლილიამაც გაუღიმა და მასაც სახეზე ხელების ტყაპუნი დაუწყო.-მართა მეცმინდა ასეთიიი.-პატარა ბავშვივით გაბუშტა ტუჩები იომ, მართამ ბავშვი ხელებიდან გამოგლიჯა და იოანეს დაებღვირა.
-სანტაკლაუსს მიწერე მოგიყვანს ან წეროს სთხოვე.-შეუღრინა ანდრიამ.
-შენ ჩუუ, ნიკოლოზთან არაფერი მათქმევინო.-ამანაც არ დააკლო ღრენა.
-ფუი შენი.-ბალიში გაუქანა და შიგ თავში მოარტყა.
-რას დალეწეთ სახლი ტოო.-იცინოდა მისაღებში ახლადშემოსული დემეტრე.-მართა მოიყვანა, ლილემ უნდა ჩავაცვა ამომიყვანეო.-ბავშვი გამოართვა და ლილიაც გაინაბა მამიკოს მკლავებში.-კბილი ამოსდის ხალხო.-ბედნიერებით სვსე ხმით უთხრა.
-ჯერ ადრე არ არის?-იკითხა ანდრიამ.
-შენ რამდენისას ამოგივიდა გაფიცებ.-გაეცინა იოანეს.
-რავი 9 თვისას მგონი.-მხრები აიჩეჩა.
-ლილეს?
-იკითხა სიცილით ანდრიამ.
-ლილესაც და მეც.-სიცილით უთხრა მართამ.
-კიდეკაი მე დამემსგავსე მაა.-ხელში შეათამაშა ბავშვი.-წამო თორე გვცემს დედიკო.-განაბულ მომღიმარ ლილიას თავზე აკოცა და კიბეებს აუყვა, თავის ოთახში შეიყვანა, ლილე პატარას ჩანთას უმზადებდა და თავისთვის ბურტყუნებდა, დემემ შეუმჩნევლად ჩააწვინა პატარა თავის საწოლში და ლილეს უკნიიდან ჩაეხუტა.-რას ბუტბუტებ ცოლო?
-არაფერს რაღაცას ვითვლიდი.-გაუცინა.-ჩვენი ტანსაცმელი ჩავალაგე, მზად ვარ.
-ბავშვის საწოლიც წავიღოთ.
-რათ გვინდა? შუაში ჩავიწვინოთ.
-უკაცრავად?-წარბაწევით გადახედა ცოლს და თავიდან ფეხებამდე ააყოლ-ჩააყოლა მზერა.-შენ იქ აპირებ ვაბშე სუ გეძინოს ღამით?
-კარგი, როგორც გინდა, აკვანივით რომაა ის წამოუღე მაშ თეთრი, ფარდაც რომ აქვს.
-არის ცოლო. ჩადი და ბიჭებს უთხარი ამოვიდნენ მომეხმარნონ.
-დემე ლანა?
-მე ვთქვი ყველა მივდივართთქო, მშობლებიც ვიგულისხმე.
-შენ სახლში მივდივართ?
-კი.-ლოყაზე აკოცა და საწოლი საბოლოოდ დაშალა, ბავშვი ხელში აიყვანა და კიბეებს დაუყვა, მისაღებში მსხდომი საზოგადოება ნახა და დანაბარები გადასცა. ცოტახანში სახლიდან გავიდნენ.-იო სესო და გოგოებიც ჰო მოდიან?
-ვატოს გაყვნენ ეგენი უკვე.
-ერთად არიან ბოლობოლო ეგ და ნინი?-იკითხა ლილემ და ჩაძინებული ლილე მართას მიაწოდა რომ ხელები დაესვენებინა.
-დღეს აპირებს ვატო თქმას.
-დღეს პროსტა ისეთ სურპრიზს გიკეთებთ ბიჭებს, აზრზე ვერმოხვალთ.-ამაყად გაიჯგიმა დემეტრე.
-რახდება თავისუფლების 1 საათს გვჩუქნი?-თვალი ჩაუკრა დემეს და მართასკენ გააპარა მზერა რომელიც დაბღვერილი უყურებდა.-მიყურე ეგრე ჰო, დამაბერებ სენ და მერე გამომყვები ცოლად ბავშვის კეთების თავი რო აღარ მექნება.
-უარი როდის გითხარი?-ბეჭდიანი ხელი აუფრიალა წინ.
-ღადაობ? ანუ გაიკეთე ბეჭედი? ანუ მომყვები ცოლად?
-არა მოსკოვს დავეკითხები.-თქვა და აკისკისდა.
-გილოცააავთ.-ორივეს შეძლებისდაგვარად აკოცა ლილემ და ბავშვი რო გაახსენდა ადგილს დაუბრუნდა.-რახან შენ ბებერი არ გათხოვდები მომეშვა გულზე.-აკისკისდა.
-ოხ ლილეე.-თავი სიცილით გააქნია მართამ.-ნატალიმ მომწერა, დეაკო სირცხვილისგან იწვის, ქუთაისის გასასვლლთან დაგელოდებით და ადგილი გაგვიცვალეთ შენ და იოანემო.-გადაიკისკისა. ქუთაისიდან რომ გავიდნენ, ანდრიას მანქანაც შენიშნეს და მის უკან გააჩერეს. კიდევკარგი გრილი ამინდი იყო თორემ ამ სიცხეში როგორ უნდა ევლოთ. სიცილით ჩასხდნენ მანქანებში, ჯერ ანდრია დაიძრა მას კი დემეტრე მიჰყვა.
-ბებოს პატარაა, რას აჭყიტავ გოგო მაგ დიდ თვალებს? მოდი ბეე ჩემთან.-თავის ხელებში მოათავსა საყვარელი შვილიშვილი და გაბუშტული ლოყები დაუკოცნა.
-დეე მეძინება.-თუჩები გაბუშტა ლილემ და დედამისს მხარზე ჩამოადო თავი.-უი დემეე, აფთიაქს რო დაინახავ გააჩერე.
-რაგინდა აფთიაქში?
-ფაფა მოვუმარაგო ამ ღორმუცელას თორე მომაჭამს თავს.-გაიცინა და შვილს ლოყები დაუკოცნა.-დედასიი. ლო დეე, ლატო მიცინიხარ ეგრე დედიკოს ცქნაფა გოჭო?-პატარა თითები დაუკოცნა და გაუცინა. დემეტრე სარკიდან შეხედავდა ხოლმე დედა-შვილს და სახეზე ბედნიერება აღებეჭდებოდა თან. აფთიაქთან გაუჩერა ლილეს მანქანა და ისიც სწრაფად გადავიდა, შიგნით შევიდა და ფაფების სექციასთან დადგა. ყველაფერი იყიდა და ორსულობის ტესტებიც წამოაყოლა, ყოველი შემთვევისთვის. მანქანაში ჩაჯდა და დედამისისთვის იასამნის ტანის ლოსიონი უნდა ეჩვენებინა როცა ნატალიმ ორსულობი ტესტი დაუნახა და თვალები გაუბრწყინდა. მაგრამ თავი შეიკავა და უბრალოდ გაეღიმა.-დეე ნახე, რაკარგი სუნიაქვს.-ტანის ლოსიონი მიუტანა ცხვირთან.
-სულ ამას არ ხმარობ?.-გაოცებულმა შეხედა ნატალიმ.
-აუ ნახე რაკარგია, ასე არასდროს მომწონებია არარის ეგ.-წარბები შეჭმუხნა და მამამისს მიუტანა ცხვირთან.
-მთელი 5 წელია ამის გარდა შენზე სხვასუნი არმიგვრძნია შვილო.-გაოცებული უყურებდა უფროსი ჟღენტი.
-დემე ნახეე.-ახლა დემეს მიუტანა ცხვირთან.-ჰომაგარიაა?
-ლილე სულ ამას ხმარობ.-გაეცინა დემეს.
-მართლა? სხვანაირი შეფუთვაა.
-იგივეა ლილე ნუგამაგიჟე.-ამოიოხრა დემემ.
-უკვე დაიღალე ჩემი გაძლებით ჰო? ჰოდა წადი რაა დამანებე თავი, იმ შენ ქერა ბუღალტერს მიხედე.-სრუტუნებდა და თან ლაპარაკობდა.-მოდი დეე ჩემთან.-ხელში აიყვანა გაოცებული ბავშვი. უკვე სახლთან იყვნენ, დემემ მანქანა გააჩერა და ბარგი სახლში შეიტანა, ხალხი უკვე დაბინავებულიყო, დემეტრეს ოთახს ხელით არ შეხებიან, ლილე გაოცებბული იყო ამ სილამაზით, ფანჯარასთან იდგა და ხედს გადაჰყურებდა, ოთახში ნატალი და ეკუნა შუვარდნენ.-რახდება ხალხო.-გაეცინა.
-ტესტი გაიკეთე?
-რა ტესტი?
-ორსულობის ტესტი ლილე.
-ააა, არაა.
-მიდი შედი, გაიკეთე.-უთხრა ეკუნამ და აბრჭყვიალებული თვალებით შეხედა. ლილემ ცოტა იყოყმანა მაგრამ მერე 4 ტესტი აიღო და საპირფარეშოში შეიკეტა. ცოტახანს ანერვიულებული იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა პასუხი. რღმად ჩაისუნთქა, თვალები გაახილა, ტესტები ამოაბრუნა და გაოცებულმა შეხედა ყველა ტესტზე გამოსახულ დადებით პასუხს. ოთახში გავიდა და გაოცებულმა შეხედა ოთახში მყოფ გოგოებს, უკლებლივ, მთელი შემადგენლობით რომ ელოდებოდნენ. ეკუნადან და ნატალიადან დაწყებული სესოზე და სოფოზე დამთავრებული.-ამოღერღე გოგო.-ნერვიულობდა ეკუნა.
-ორსულად ვარ.-თქვა და ახტუნავდა.-ორსულად ვარ ხალხო ვაიმე, კიდე დედა გავხდები, ორი ანგელოზი მეყოლება.-სახეზე ჩამოისვა ხელები და გაიცინა. ყველა ეხვეოდა, ხტუნაობდნენ ბედნიერებისგან სანამ პატარა ქალბატონი არ აჭყავლდა.-რაო დეეე იცი პატარა დაიკო ან ძამიკო რომ გეყოლება? აი ეგრე ჩემო გოჭო, გაიცინე დეე, როგორი კარგი მყავხარ დეეე.
-ლილეეეე, ჩამოდით რააა.-ქვემოდან ამოსძახა დემეტრემ.
-მოვდივარ ჩემო სუპერ ქმაროო.-სიცილით გაიქცა მაგრამ როგორც კი გაახსენდა რომ ზედმეტი არუნდა ემოქმედა ნაბიჯი შუაში დაუსტოპდა. კიბის ბოლოში მდგარ ქმარს ტუჩებზე დაეკონა და ხელები მაგრად მოხვია.
-რახდება ლილეე?-გაეცინა დემეს.
-შენ ხარ სუპერ ბავშვების გამკეთებელი ქმარი.-გადაიკისკისა.-გილოცავ მამიკოვ, მეორედ უნდა შემომყვე სამშობიაროში.
-მეღადავები ჰო?-თვალებგაბრწყინებულმა კითხა.
-არა.-თავი გააქნია სიცილით.-ისე ასე თუ გააგრძელე კი ახვალ 100ბავშვზე.-თვალი ჩაუკრა და გაიცინა.
-ჩემი ცხოვრებაა, ჩემი, მარტო ჩემი, როგორ მიყვარხარ და მაბედნიერებ ლილე, როგორ ძალიან მაბედნიერებ.-გულში ძლიერად იკრავდა და მთელ სახეს უკოცნიდა. უცბათ ხელი დაავლო და მისაღებში შეიყვანა, იქაურობას გადახედა და თავისუფალ ადგილას დასვა ლილე.-მოიცა ცოტახანი აზრზე მოვიდე.-სახეზე ჩამოისვა ხელი.-საიდან გაიგე?
-ღმერთო გაძლება მომეცი.-თავი მაღლა აწია ლილემ.-საიდან გავიგებდი დემეტრე აბა დაზაბე გონება იქნებ მიხვდე?
-მართალი ხარ სულელური კითხვა იყო.-თავი გვერდით გადააგდო, გაიღიმა და მხრები აიცეჩა.-მაღიარეთ თქვენ უმაქნისებო.-ბიჭებს გადახედა რომლებიც დიდი ინტერესით უსმენდნენ.
-რას გვერჩის ტოო.-გაიცინა კოსტამ.
-რას გერჩი კიარა, გაანძრიე ერთი ადგილი, მე მეორე ბავშვი გავაკეთე შენკიდე ცოლიც ვერ მოგიყვანია.-ენა გამოუყო და ლილეს თვალი ჩაუკრა.
-მე ცხოვრებას ვირგ.. მოიცა რაა?-თვალები ჭყიტა მაშინვე.
-არაა?-თავი სიცილით გააქნია ანდრიამ.
-კიი.-თავი დაუქნიეს გვრიტებმა.
-ღადაობთ ტოო?-გაიცინა ნიკუშამ და ძმაკაცს გადაეხვია.-გილოცავ ძმააა, ჯანმრთელი გაგეზარდოთ.
-სპასიბა.-გაეცინა დემეს.
-გილოცავ მა.-დავითი ეხვეოდა ლილეს, მოკლედ ყველამ მიულოცა და დაიწყო კიდეც მოლხენა. ბიჭები მწვადებს წვავდნენ, გოგონები საჭმელებს აკეთებდნენ. სესილი, ლილე და ეკუნა კი მისაღებში იყვნენ ლილიასთან ერთად.
-ნინიიიი.-მისაღებში შევარდა ვატო ყვირილით.
-რა გაყვირებს?-სამზარეულოდან დანით ხელში გამოვიდა ნინი.
-მიყვარხარ და შენც ჰო გიყვარვარ?-ცოტახანს უყურა ნინიმ და ბოლოს სიცილი აუტყდა.
-ვიხუმრეთ, გავიცინეთ, გვეყო.-ისევ შებრუნებას აპირებდა ვატომ რომ გააჩერა.
-მართლა გეუბნები!
-ჰოკარგი მეც.-თვალები აატრიალა ნინიმ, გადაიკისკისა და ვატოს ჩაეხუტა.-რომანტიკის ნატამალი არ გაგაჩნია მაგრამ არაუშავს.
-გილოცააავთ.-ყველამ მიულოცეს, სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ლილეს და ქმარი მიისაკუთრა. ეხუტებოდა და დემეტრეც საყვარელი ქალის სურნელით იყო გატრუნული. უკვე ღამდებოდა, ლამაზად მოჩანდა მთებსშორის ჩამავალი მზე. ეზოს რკინის კარი გაიღო და შავი გელენდვაგენი შეიჭრა, ბიჭები გაოცებულებიი უყურებდნენ ერთმანეთს მერე გაიცინეს და მანქანიდან გადმოსული მაღალი სილუეტისკენ დაიძრნენ. დიდხანს ეხვეოდნენ ერთმანეთს და ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. ბოლოს დავითი და ირაკლი დაიძრნენ მათკენ და ისინიც გადაეხვივნენ უცნობს. ბოლოდ მორჩნენ მოკითხვას და ეზოსკენ წაიყვანეს სტუმარი. ეკუნა სახლიდან გამოდიოდა და წინ რომ გაიხედა და ნაცნობი სილუეტი დაინახა ხელიდან გაუვარდა ჭიქა და ნამსხვრევებად იქცა. გაოცებული უყურებდა მისთვის საყვარელ სილუეტს და გული დიიდ ხნის შემდეგ გამალებით უცემდა.
-ეკუნა..-თქვა და ეკუნასკენ წავიდა. მონატრებული სხეული გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.-მომენატრე წრიპა.
-ვაჩე..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან ძალიან კარგია.საინტერესო ისტორია.შინაარსიც კარგია .მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

 


№2 წევრი kesane123

mia miako 15
ძალიან ძალიან კარგია.საინტერესო ისტორია.შინაარსიც კარგია .მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

მადლობ <3

 


№3  offline წევრი cheryl blossom

აუუუ ძაან კარგიააა

 


№4 სტუმარი mari

Au dzaan magaria velodebi shemdegs,dzaan mainteresebs vache vinaris?

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.