შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ ( თავი 2)


12-06-2019, 10:55
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 372

უსაზღვროდ ( თავი 2)

,, სადაც სიბნელე არ არსებობს, სინათლეს ფასი არ ექმნება „

დღე მძიმედ გათენდა. შავი ღრუბლები გადაკვროდა დედამიწას და თავისი ცრემლებით ასველებდა არემარეს. ყავის ფინჯნით ხელში სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა და მინდორს გაჰყურებდა. მიუხედავად ცივი ზამთარისა ბალახს მოეხერხებინა და როგორღაც მწვანე ელფერი შეენარჩუნებინა. მისი თვალები ხომ მწვანეა, ბალახივით მწვანე, ზურმუხტისფერი, ,, ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო" გაახსენდა უცებ და გაეღიმა, ბავშვობაში მამა ხშირად ეუბნებოდა ამ ფრაზას და თან ,,ვინკელმანის“ სიტყვებს აყოლებდა ,, ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამას თან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას ". მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კახაბერი რბილი ხასიათით არ გამოირჩეოდა, ცოლი და ერთადერთი ვაჟი მთელი არსებით უყვარდა, თუმცა ამას არასდროს გამოხატავდა. ბავშვობიდანვე მკაცრად ზრდიდა გიორგის, იარაღის ჭერას და ადამიანის დასჯას ასწავლიდა. ყოველჯერზე იმეორებდა, რომ ისინი ღირსნი იყვნენ, რადგან მათ უარყვეს ყველაფერი ის წმინდა რაც ებადათ ამ ქვეყანაზე. და აი 16 წლის იყო პირველად კაცი რომ მოკლა და ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვდა. სამი წელი ციხეში და ორი წელიც შიდაპატიმრობაში. არაფერი იყო მისთვის იმაზე საშინელება რაც მან სახლში გაატარა, თავისუფლებაზე იყო და თან არც იყო. ფეხზე გაკეთებული ბორკილი ხელს უშლიდა, როგორც კი სახლს ათი მეტრით მოშორდებოდა ბორკილი ირთვებოდა და პოლიციელები წამიერად იქ ჩნდებოდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ახლა დგას სამზარეულოს ფანჯარასთან, მინდორს გაჰყურებს, ყავას სვამს და იხსენებს, ,,ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო“.

იმ გოგოსაც ხომ მწვანე თვალები ჰქონდა, გულში ჩამწვდომი. ასე არასდროს მოსწონებია სხვისი თვალები, ეს თითქოს მომაჯადოვებელი, მაგნიტივით რომ გიზიდავდა. ყავისფერი თმა და მწვანე თვალები, იშვიათია ასეთი მწვანე თვალები, ან იქნებ მას მოეჩვენა და საერთოდაც არ იყო მწვანე? ფიქრებიდან ვიღაცის ფეხის ხმამ გამოარკვია, ენტონი იყო, ის მოიტანა რაც სთხოვა, ყველა ინფორმაცია იმ გოგოზე ამ ერთ, პატარა ფაილში იყო მოქცეული. მაგიდას მიუჯდა და გადაშალა, პირველივე გვერდზე დამაგრებული გოგონას სურათი მწვანე თვალებით უმზერდა მამაკაცს, მის დანახვაზე გაეღიმა დაკითხვასშეუდგა.

,, ვინაობა - ელენე ნატროშვილი
დაბადების თარიღი - 1993 წლის 23 აგვისტო
დაბადების ადგილი - თბილისი
ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი
მშობლები - დედა - ანა ნაკაშიძე ( გარდაცვლილი)
მამა - სოლომონ ნატროშვილი ( გარდაცვლილი)
დედ- მამიშვილი - ნიკო ნატროშვილი
ჰობი - ხატვა, წერა.
პროფესია - ჟურნალისტი “

გოგონას და მისი ძმის სურათები საქაღალდიდან ამოიღო და ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. ჭიქა ნიჟარაში ჩადო და გარეთ გავიდა, სუფთა ჰაერითაივსო ფილტვები, სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. დავითს უხმო და იმ საქმის მოსაგვარებლად წავიდნენ, რომელსაც დიდი ხანი იყო რაც ელოდა.

ერთი მივარდნილი ადგილის თითქმის ჩამონგრეულ შენობას შემოუარეს და რამდენიმე შავებში ჩაცმული მამაკაცების გვერდით დადგნენ. მათ წინ მუხლებზე მდგარი, ხელებშეკრული და ნაცემი ოც წლამდე ბიჭი იყო, იის ვინც გიორგი სასიკვდილოდ დაჭრა.

-მოგესალმები ძმაო, - მიესალმა ერთ- ერთი ახოვანი, წელში გამოყვანილი მელოტი ტიპი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ დანარჩენების უფროსი იყო, - გამიხარდა, რომ მოხვედი, არ მინდოდა მარტოს გადამეწყვიტა ეს საქმე.
-გამარჯობა რაულ. ეს არის ის ვინც მემესროლა?
-კიი, ეს არის. აღიარა კიდეც.
გიორგიმ მისკენ წადგა რამდენიმე ნაბიჯი, ბიჭისკენ დაიხარა, თავი ააწევინა და ადგილზე გაშეშდა. ნაცნობი ნაკვთები, ნაცნობი მწვანე თვალები.
-ნიკო? - აღმოხდა მოულოდნელად და გულზე ისე იტაცა ხელი თითქოს მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და მისი აქ ყოფნა არ გაუხარდაო, - შენ აქ რა გინდა.
-გიორგი მას იცნობ? ეს ის ბიჭია ვინც გესროლა.
-კიი, ჩემდა სამწუხაროდ ვიცნობ. აქ რაჯანდაბას აკეთებ?, - ქეჩოში წვდა და წამოაყენა, - ხელები გაუხსენით, მეთვითონ გავუსწორდები მას.
-რას ამბობ ძმაო, ამდენივი წვალე, ვეძებე და ახლა ჩემ გარეშე გინდა მისი იმ ქვეყნად გასტუმრება?! არა ძმაო, არა ასე არ გამოვა.
-რაულ, მან მე დამჭრა და არა შენ. მე მივხედავ ამ საქმეს, შენ კი იმას მიიღებ რასაცშეგპირდი, - დავითს გახედა და ანიშნა ჩანთა მიეციო, - თუ გინდა დათვალე, მე არ მეჩქარება.
-არა ძმაო, რას ამბობ, გენდობი, უბრალოდ მეწყინა ამ თამაშიდან რომ გამაგდე.
-მე არ ვთამაშობ რაულ და შენ ვის ეთამაშები?! აიღე ფული და გაქრი აქედან, ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე.
-კარგი ძმაო, შემდეგ საქმემდე,-ხელი ჩამოართვა და მანქანაში ჩაჯდა.
-სომეხი , არაფერი აძღობს. ახლაკი შეენ, - მიუბრუნდა ნიკოს, - შენ ჩემთან ერთად წამოხვალ.
- ჩემს მოკვლას აპირებ?
-შენი მოკვლა რომ მინდოდეს ახლა მიწაზე ეგდებოდი, რაულის პისტოლეტით ტვინგახვრეტილი. სახლში ყველაფერს მომიყვები.



***

- ღმერთო ჩემო სად ჯანდაბაშია ეს ბიჭი. სად დაწანწალებს ერთი ( აბონენტი დროებით გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, გთხოვთ დარეკოთ მოგვიანებით ), ჯანდაბას, ჩართე ეს დაწყევლილი ტელეფონი. ღმერთო რა გავაკეთო ორი დღეა სახლში არ მოსულა.
- ელენე სახლში ხაარ? - კარი შემოაღო ელენეს ბავშვობის მეგობარმა, ანამ და წითელი თავი შემოყო, - რას შვები?
-ნიკოს ვურეკავ და არ გათიშული აქვს.
-კარგი დაანებე თავი, ახალგაზრდა ბიჭია, ალბათ მეგობრებთან ერთად კლუბებში და ბარებში ერთობა.
-ორი დღე გადაბმულად ანა? ორი დღეა ის იდიოტი სახლში არ მოსულა და არც ტელეფონი ჩაურთავს. რამისაა გავაფრინო.
-კარგი დაწყნარდი ადრეც ხომ გააკეთა ეგრე. ალბათ ტელეფონი დაუჯდა და დამტენიც არ აქვს.
-არა ანა, არა. სხვა რაღაცაშია საქმე და მე ამას ვგრძნობ. ძალიან ვნერვიულო.
-კარგი, კარგი საყვარელო. დავურეკავ ჩემს მეგობრებს და ვთხოვ რამე გაიგონ.
ელენე ბოლთისცემას განაგრძობდა ოთახში, ვერ ისვენებდა, გული უწუხდა და ცუდის მოლოდინში სულ მაგიდაზე დადებული ტელეფონისკენ მიურბოდა თვალი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

რა ციცქნა თავი იყო, იქნებ გაზარდო. ინტერესიც მოიმატებს და მკითხველიც რა თქმა უნდა

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი ქეთი
რა ციცქნა თავი იყო, იქნებ გაზარდო. ინტერესიც მოიმატებს და მკითხველიც რა თქმა უნდა

გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent