შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუდომანი {1, 2, 3, 4 }


13-06-2019, 11:09
ავტორი სალანდერი
ნანახია 464

ლუდომანი {1, 2, 3, 4 }

ოთახში ბოლთას სცემდა მამაკაცი. სიგარეტის ერთი ღერიდან მეორეს უკიდებდა. ხან ფანჯარასთან იდგა და შემოდგომის გრილ ჰაერს ისუნთქავდა, ხანაც საწოლთან ახლოს მდგარ სავარძელში ჩაჯდებოდა და ყურადღებით ათვალიერებდა, ახალგაზრდა გოგოს ლამაზ სახეს, რომელსაც ის-ის იყო ჩასძინებოდა. ქალს მოუსვენრობა ეხატა სახეზე, წამწამებზე შერჩენილი ცრემლი, ბროლის ნატეხივით უელავდა მთვარის შუქზე. თითქმის შეუმჩნევლად სუნთქავდა, ლურჯ ჩიხოლში ჩაემალა ცხვირი და გამხდარი თითებით ისე დაეჭირა, თითქოს ვინმე წაართმევდა. მამაკაცს წამით ღიმილი მოჰგვარა, ქალის ბავშვურობამ, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, გულწრფელი ღიმილი, სევდიანმა ჩაანაცვლა და სიმწრისგან დაბრეცილი ტუჩები, გრძელ მტევნებში ჩამალა. ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, გაყინულ თაფლისფერ ირისებს, მექანიკური თოჯინასავით, უემოციოდ ატრიალებდა და თითქოს ვერაფერს ხედავდა ირგვლივ. სიმყუდროვე ბავშვის ტირილმა დაარღვია. სწრაფად გამოფხიზლდა მამაკაცი და ბავშვის საწოლს მიუახლოვდა.
- რა ატირებს ჩემს პრინცესას? - ბავშვის მსუბუქი სხეული ფრთხილად ამოიყვანა საწოლიდან, პლედი შემოაფარა და მკლავებში ჩამალა. - დედიკო არ გააღვიძო ჩემო სიცოცხლე. რა დაგემართა? ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე? - ბავშვის პატარა ცხვირს ფრთხილად შეახო ბაგეები და ნაზად აკოცა. პატარა გოგო მშვიდად გაირინდა მამის მკლავებში და რამდენიმე მსუბუქი ამოღურღულების შემდეგ, ძილი განაგრძო. რამდენიმე წუთით, მსუბუქად არხევდა გოგონას პატარა სხეულს, შემდეგ კი საწოლში დააბრუნა. სულ ოდნავ შეიშმუშნა ანასტასია, თუმცა ტირილი აღარ დაუწყია, ძილი განაგრძო.
- აკო, ხომ არ ტირის? - საწოლიდან წამოიწია გოგო და საყვარელ კაცს დამფრთხალი თვალები შეანათა.
- არა არა, დაიძინე სალო. - ნელა მიუახლოვდა ქალს, საწოლზე ჩამოუჯდა და შუბლზე მიაწება ტუჩები.
- შენ? როდის დაიძინებ?
- მალე, მეც მალე დავიძინებ.
- აკო. - ხმადაბლა დაიჩურჩულა ქალმა.
- ჰო.
- მეშინია. - მამაკაცის მკერდს მიეკრო.
- ნუ გეშინია პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება. - კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა ცოლი.
- დაწექი რა.
- რომ არ მეძინება?
- გთხოვ. - მამაკაცმა მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ტანისამოსის გაუხდელად შეწვა საწოლში.
- მალე გათენდება. - ქმრის მკლავზე დადო თავი და ღრმად ამოისუნთქა.
- დილით რვა საათზე გამაღვიძე, ადრე უნდა წავიდე.
- რატომ?
- ჯერ სამსახურში, მერე პატარა საქმეები მაქვს.
- კარგი, მაგრამ ხვალ ჩემი გოგოები აპირებენ მოსვლას და იქნებ ადრე მოხვიდე, მოენატრე, რამდენი ხანია აღარ უნახავხარ არცერთს.
- ვეცდები სალო, ვეცდები. - შუბლზე აკოცა ქალს და თვალები დახუჭა. ნიშნად იმისა რომ საუბრის გაგრძელება აღარ სურდა. სალომეც მშვიდად დაჰყვა ქმრის ნებას, ნაზად აკოცა მხარზე და თვალები დახუჭა. სევდიანი ფიქრები გულს უჭამდა ახალგაზრდა ქალს. მამაკაცის ხასიათის ცვლილება არ გამოჰპარვია, თუმცა მიზეზი, მისთვის ამოუხსნელი და გაუცნობიერებელი გახლდათ ცვლილებისა.

* * *
რვა საათი ხდებოდა, სალომეს უკვე მოესწრო ტანსაცმლისა და საუზმის გამზადება ქმრისათვის.
- აკო. - საწოლთან დაიხარა და შუბლზე ეამბორა მამაკაცს, რომელსაც სულ ახლახან ჩასძინებოდა. აკაკის მხოლოდ გაურკვეველი ბგერები აღმოხდა პირიდან და ძილი განაგრძო.
- აკო, არ დაგაგვიანდეს. - აბურდულ თმებში ნაზად შეუცურა თითები. ბიჭმაც სწრაფად დააჭყიტა თვალები და ცოლს სითბოთი სავსე მზერით შეხედა.
- ადექი, ისაუზმე. - სახეზე გადაატარა თლილი თითები და ცხვირზე გაეთამაშა.
- არ მშია, წყალს გადავივლებ და წავალ. - ფეხზე წამოდგა და ბავშვის საწოლისკენ დაიძრა. მძინარე შვილს რამდენიმე წუთით დააკვირდა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი. სალომე მშვიდად ადევნებდა თვალს, მამაკაცის მოძრაობას და აბაზანაში შესულს პირსახოცი თავად მიაწოდა, თითქოს ტრადიცია იყო, რომ აკოს აბანოში შესვლისას პირსახოცის შეტანა უნდა დავიწყებოდა. პირსახოც შემოხვეული გამოვიდა მამაკაცი და იქეთ მიაშურა სადაც გამზადებული ტანსაცმელი ეგულებოდა. სწრაფად ჩაიცვა და ოთახის კუთხეში მდგომ ცოლს, მხოლოდ ახლა შეხედა.
- რამე მოხდა? - მისკენ დაიძრა ბიჭი.
- აქამდე, არასდროს გითქვამს უარი ჩემს მომზადებულ საუზმეზე. - სევდიანად ამოიოხრა.
- ჩემო სულელო, ხომ გითხარი მაგვიანდება_მეთქი? კარგი კარგი, ცოტას ჭამას მაიმც მოვასწრებ ოღონდ შენ ასე ნუ მიბღვერ. - ცხვირზე აკოცა და მაგიდას მიაშურა. მაგიდაზე დადებული ფორთოხლის წვენი მოსვა და ფეხზე მდგომმა წაილუკმა.
- კმაყოფილი ბრძანდება ქალბატონი? - სიცილით შეხედა ცოლის კმაყოფილ სახეს.
- რომ დამჯდარიყავი რა მოხდებოდა? - ღიმილს დაეფარა ქალის სახე.
- რა ვიცი, მგონი ასე უფრო სწრაფად ვჭამ. ახლა წავედი კარგი? - წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა.
- ჭკვიანად და მალე დაბრუნდი.
- დროებით. - ქალის ტუჩებს წაეტანა, ნაზად აკოცა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.

* * *
"ბეემვეს" მარკის ავტომობილში ჩაჯდა და სწრაფად დაქოქა. გული სხვაგან მიუწევდა, თუმცა მაინც სამსახურისკენ აიღო გეზი. ქალაქის ცენტრალური უბნები გაიარა და გარეუბნისკენ გადაუხვია. დიდი შავი ღობით გარშემორტყმულ ეზოს მიუახლოვდა და ჭიშკარში მანქანითვე შევიდა. ირგვლივ მიმოიხედა, თითქმის ყველა ფირმის და გამოშვების მამქანას მოჰკრა თვალი და კმაყოფილმა ღიმილმა დაუფარა სახე. რამდენიმე სართულიან შენობას მაქსიმალურად მიუახლოვდა ავტომობილი გააჩერა. არც დაუკეტავს ისე დატოვა, თვითონ კი კიბეებს აუყვა და თავის კაბინეტად წოდებული ოთახისკენ წავიდა.
- ვახო, შემოიხედე რა. - კიბიდან მოჰკრა ზედამხედველს თვალი და თავისთან მიიხმო. მაგიდაზე დალაგებულ საბუთებს, უგოლოდ გადახედა ვახოს მოლოდინში.
- მაპატიეთ ბატონო აკაკი, საქმეზე შევყოვნდი. - თავის მართლებას შეუდგა კარში თავი შეჰყო თუ არა.
- მოდი მოდი. - სკამი მიუწია შუა ხნის კაცს და თვითონაც მის პირისპირ მოთავსდა. - აბა, როგორ მიდის საქმეები? - მაგიდაზე დალაგებული ხელები ერტმანეთს ჩასჭიდა და საქმიანი იერი მიიღო.
- კარგად ბატონო აკაკი, თქვენი ძმა ყველაფერს მშვენივრად ართმევს თავს, საქმეც ბლომად გვაქვს, მუშახელიც კმაყოფილია და არც შემოსავლებს ვუჩივით.
- საბა როგორ ეწყობა სამსახურს? - ძმის მდგომარეობა ყველაზე უფრო აინტერესებდა მამაკაცს.
- ისე სწრაფად გაერკვა ყველაფერში, მეც და მამათქვენიც გაოცებული ვართ.
- ანუ ჩემი მოუცლელობა დიდად არ გეტყობათ. - ღიმილით შეხედა თანამშრომელს.
- რას ამბობთ ბატონო აკაკი, თქვენ ყოველთვის საჭირო ბრძანდებით.
- მთავარია, უჩემობაც მარტივად აღმოფხვრადი აღმოჩნდა ჩემო ვახო. საბას ყურადღება მიმიქციე და თუ რამე პრობლემა შეიქმნას მაშინვე შემატყობინე, ასე თუ ისე შენი იმედი ყველაზე მეტად მაქვს აქ ხომ იცი?! - ფეხზე წამოდგა და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი მამაკაცს.
- ვიცი ბატონო აკაკი და მიხარია.
- მაშინ მე წავედი ახლა, საქმეები მაქვს და მნიშვნელოვანი არაფერი გამომაპარო იცოდე.
- რას ბრძანებთ. - ფეხზე წამოდგა, უფროსს ხელი ჩამოართვა და კარისკენ ზანტი ნაბიჯებით წავიდა.
- ბატონო აკაკი, მამათქვენმა გამაფრთხილა არ უთხრაო, მაგრამ მგონია რომ უნდა იცოდეთ. - კარის გასაღებად გაწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა და ისევ უფროსს მოუბრუნდა.
- რა მოხდა? - გაურკვევლობა აუკიაფდა თვალებში.
- ის ქალბატონი იყო მოსული, შავთმიანი, თქვენ რომ გსტუმრობდათ, მამათქვენი შეხვდა და იკამათეს, ეგ კი არა შეიძლება ითქვას იჩხუბეს და ის გოგო გაბრაზებული წავიდა. წასვლამდე მამათქვენს უთხრა თქვენი შვილი დაიღუპება და თქვენ ვერაფერს გააწყობთო.
- ნათია? ნათია იყო მოსული?
- კი კი, ქალბატონი ნათია.
- ხომ არ გაგიგია რაზე საუბრობდნენ?
- არა, მხოლოდ ის გავიგონე რაც უკვე მოგახსენეთ.
- გასაგებია, გმადლობ გულწრფელობისთვის.
- რა სალაპარაკოა. - ამჯერად თვითონ მოუთათუნა მხარზე ხელი აკაკის და კაბინეტი დატოვა.
- დედაც ვატირე. - მიხურულ კარს უთავაზა მუშტი. ჩალისფერი თმა ნერვიულად აიჩეჩა და თვითონაც გარეთ გავარდა.

* * *
- როგორც იქნა დაიძინა. - საძინებლის კარი ფრთხილად გამოიხურა და მაგიდასთან მსხდომ მეგობრებს ჩამოუჯდა.
- აუ სალო როგორ მოგვენატრე, ჩაუჯექი ქმარ-შვილს და ვეღარ იცლი ჩვენთვის. - გვერდით მჯდომი გოგო, მხრებზე მოეხვია მეგობარს.
- თიკუნა, რაც ელენიკო დაიბადა, სულ ვერ გავდივარ სახლიდან.
- გეტყობა კიდეც, იმენა ტიპურ ცოლს გავხარ, ვაფშე პირი დაიბანე დღეს? - თმები გაუჩეჩა მოკლე თმიანმა.
- აუ ნინა, რა საზიზღარი ჩვევა გაქვს რა. - თითებით ჩამოისწორა გაწეწილი თმა. დავიბანე კი. - დაბღვერით შეხედა მეგობარს.
- აკო როგორ ეგუება შენს ასეთ ცვლილებას?
- რა ცვლილებას?
- რაღა რა ცვლილებას გოგო, სულ გაზმანულს და მაკიაჟ წათხუპნულს გიყურებდა და ახლა თმა დაუვარცხნელი "დატასაობ" აგერ.
- წადი შენი, ჯერ ერთი აკოს ყველანაირი ვუყვარვარ და მეორეც, დღეს უბრალოდ ვერ მოვასწარი.
- ჰო შენ მაგის იმედად იყავი და გაძრომებს რომ დაიწყებს ლამაზმანებში მერე ივიშვიშე.
- ნინა, რეებს ეუბნები გოგოს? - საუბარში ჩაერია თიკა.
- რას ვეუბნები ტყუილს? - იხტიბარს არ იტეხდა ქალი. - სალი, რომ მიყვარხარ იმიტომ გეუბნები თორე ხომ იცი რჩევა დარიგებების გაცემა როგორ მკ*დია.
- აკო შეიცვალა. - ისე თქვა თითქოს მანამდელი საუბარი არც გაუგია.
- რა? როგორ? - სმენა დაძაბა თიკამ და მეგობარს მიაჩერდა.
- ბევრს ეწევა, თითქმის არ ჭამს და მთელი ღამე არ სძინავს. ოთახში დადის, ფანჯარაში იყურება და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა.
- ოჰო, ესე იგი დაიწყო. - ერთმანეთზე გადადებული ფეხები ახლაღა დააშორა ნინამ და ერთ ღერს გაუკიდა.
- რა დაიწყო გოგო, რეებს ეუბნები, ნუ გადარიე. - საყვედურის კილოთი მიმართა თიკამ მეგობარს. - და სხვა? ატყობ რამეს? - ისევ სალომესკენ მიმართა მზერა.
- სამსახურში დილით ადრე მიდის და საკმაოდ გვიან ბრუნდება, მაშინაც ბავშვს ეთამაშება, მე ზედაც არ მიყურებს.
- შენს მიმართ გაცივდა? ხომ არ გეუხეშება, ან გეჩხუბება?
- არა არა, ძალიან თბილად მექცევა, არც გვიკამათია, ყოველთვის გაწონასწორებულია.
- აბა ზედაც არ მიყურებს რას ჰქვია?
- არ ვიცი თიკა, მისი ყურადღება მომაკლდა, ხომ გესმის.
- მშობლები გახდით სალო, არ გიფიქრია რომ მასაც მოაკლდა შენი ყურადღება? ახლა ორივე ელენიკოზე ხართ გადართული და მაგიტომ, შეეჩვევით მშობლობას და დროის განაწილებასაც, უბრალოდ ის დრო რომელსაც შენ გითმობდა ახლა ბავშვსაც უნდა გაუნაწილოს.
- ჰო, მესმის რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი.
- რა არ იცი სალო, საერთოდ ბიჭებს უფრო უჭირთ მშობლის პასუხისმგებლობის აღება, შენი ბიჭიც შეეგუება მამობას და დალაგდება.
- იმედი მაქვს და ცოტა დავმშვიდდი მგონი. - შვებით ამოისუნთქა და იმედმოცემული ამჯერად თვითონ მოეხვია მეგობარს.
- ისე მომენატრა, რამდენი ხანია არ მინახავს. - სიგარეტის ბოლი გამოუშვა და ჩახუტებულ გოგონებს შეავლო თვალი ნინამ.
- ვთხოვე და დღეს ადრე მოვიდეს იქნებ.
- იცოდა ჩვენ რომ ვაპირებდით მოსვლას?
- კი, ვუთხარი.
- მაშინ უეჭველად მოვა. - კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე თიკას.

* * *
მანქანაში იჯდა და ნათიას სახლისაკენ მიდიოდა, ტელეფონის ხმა რომ გაისმა. ეკარანს დახედა თუ არა მაშინვე უპასუხა.
- სალო?
- აკო მე ვარ, გოგოები არიან აქ და მალე მოხვალ? - მშვიდად საუბრობდა ქალი.
- რამე აუცილებელია? ხომ იცი რომ არ მცალია?
- შენი ნახვა უნდათ უბრალოდ.
- მხოლოდ მაგათ?
- ტუტუცო, მე რომ სულ მენატრები მაგას რად უნდა თქმა?
- ახლა ერთი პატარა საქმე მაქვს, მაქსიმუმ ერთ საათში მოვრჩები და წამოვალ პატარავ.
- მართლა?
- ჰო, გოგოებს უთხარი დამელოდონ და ჰკითხე რა წამოვიღო, რას დალევენ.
- შენს გემოვნებას ვენდობითო. - რამდენიმე წუთიანი გარჩევის შემდეგ მოახსენა ქმარს.
- ჰოდა მალე მოვალ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. არ მოიწყინოთ უჩემოდ.
- თავს გაუფრთხილდი, მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ. - მშვიდად დაუბრუნა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა. მანქანა უკვე მიეყენებინა ნაცნობ კორპუსთან. გული სულაც არ მიუწევდა ახლა ამ სახლისკენ, თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა, მაგრამ რაღაც მაინც ექაჩებოდა იქეთ. არ იცოდა რა უნდოდა ან რას ელოდა ქალისგან, რომელთანაც თითქოს აღარაფერი ჰქონდა საერთო. ერთი წამით სახლში დაბრუნებაც გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ ფეხებს ძალა დაატანა და კიბეებს შეუყვა. უნდა გაერკვია რა უნდოდა ნათიას და რატომ მიაკითხა სამსახურში. ამაზე ფიქრში აიარა ხუთი სართულის კიბე და კარზე დააკაკუნა. რამდენიმე წუთში შეიღო, მუქი შინდისფერი კარი და კარში ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა. ტანზე მომდგარი მოკლე შორტი და მოკლე მაისური, ქალის სექსუალურ სხეულს, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. შავი თმა, რომელიც საჯდომთან უწევდა, უწესრიგოდ ჩამოშლოდა და დროდადრო თითებით აწვალებდა. თავს ძალა დაატანა რომ მისი სხეულისთვის თვალი მოეშორებინა და ქალის სახეზე გადაიტანა მზერა. მშვიდი, სერიოზული სახით მისჩერებოდა მამაკაცს. ღია თაფლისფერი ირისები არაფერს გამოხატავდნენ, თუმცა ჯიუტად აკვირდებოდნენ ახლადმოსულის სახის ყველა ნაწილს.
- შემოდი. - გვერდზე გაიწია და კარს მოეყრდნო ქალი. აკომაც უჩუმრად შეაბიჯა და ჰოლშივე გაჩერდა.
- მისაღები საით არის დაგავიწყდა? - კარი მიხურა და ზურგზე ფრთხილად შეახო ხელი.
- აქ შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
- და რა? სადარბაზოში ვილაპარაკოთ? - გვარდი აუარა და თვითონ გაუძღვა წინ. აკაკიც მორჩილად გაჰყვა წინ მიმავალს და მისაღებში შეაბიჯა თუ არა სავარძელში ჩაესვენა.
- რამეს დალევ?
- წყალს.
სამზარეულოსკენ გაეშურა და დამდენიმე წამში წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა.
- ინებე. - ჭიქა გაუწოდა და აკაკიმაც მაშინვე გამოართვა.
- ისევ თეთრი ლაქი გისვია? მეგონა არ გიყვარდა. - ყურადღებით შეათვალიერა კარგად ნაცნობი თლილი თითები.
- მივეჩვიე. - მწარედ გაეღიმა და მამაკაცის პირისპირ სავარძელში ჩაჯდა. - გისმენ. - ყურადღებით დააკვირდა საყვარელ ნაკვთებს და ფეხები მამაკაცის მუხლებზე შემოალაგა.
- მავნე ჩვევებსაც ვერ ივიწყებ.
- გისმენ აკა.
- ეს მე გისმენ ნათია, რა გინდოდა ჩემთან სამსახურში?
- ოჰ, მოგიყვნენ? მეგონა მამაშენი არ გეტყოდა.
- მითხრა.
- ქალიშვილი გოგოსავით რომ გმალავს, არ კაიფობ?
- მე შენგან არ დავმალულვარ ნათია.
- აბა რას აკეთებ?
- თავს გარიდებ.
- რატომ? ცდუნების გეშინია?
- თემას ნუ მიცვლი, რა გინდოდა ჩემს სამსახურში.
- ვიცი რა ნაგავშიც ეფლობი აკაკო.
- რას გულისხმობ?
- შენ თვითონ არ იცი რას ვგულისხმობ?
- მორჩი გამოცანებით ლაპარაკს.
- გამოცანებით არ გელაპარაკები აკაკი, ფეხებზე მკ*დია ის შენი აღუა ცოლი. ვხედავ რა ნაგავშიც ეფლობი და ამის უფლებას არ მოგცემ.
- ეს შენ არ გეხება. - ქალს ფეხები სწრაფად გადააწევინა თავისი მუხლიდან და ნერვიულად წამოიმართა ფეხზე.
- დაჯექი. - მშვიდად მიმართა მამაკაცს.
- თორემ? - ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
- ჩემთან თამაში მოგენატრა აკა? - გაღიმებულ ტუჩებზე გადაატარა თითები და შემდეგ მაისურში ჩაავლო.
- გაიწიე.
- ნუ გეშინია, არ გაგაუპატიურებ.
- ნათია გეყოფა.
- აკაკი, დაჯექი. მე არ გეხუმრები.
- მემუქრები?
- გთხოვ.
- რა გინდა?
- რატომ ჩაები ამ სისულელეში?
- არაფერში ჩავბმულვარ.
- მორჩი ჩემ მოტყუებას. - ხმას აუწია ქალმა, ხელი მკერდზე მიარტყა აკაკის და დივანზე დაჯდა.
- შენ კიდევ ისტერიკებს მორჩი.
- ხედავ? ცოტა ხნით მომშორდი და ყველანაირ ნაგავში ეხვევი.
- ეს შენ აღარ გეხება.
- მე შენ მიყვარხარ.
- მე ცოლი მყავს.
- შენმა ცოლმა იცის ვალს-ვალზე რომ იდებ?
- გაჩუმდი.
- რა თქმა უნდა არ იცის და ვერც ხვდება.
- ნათია გაჩუმდი.
- აკაკი, გეყოფა, შენ თვითონ გაჩუმდი.
- ახლა ყურადღებით მისმინე ნათია, შეეგუე რომ ჩემი ცხოვრება, ჩემი ცხოვრებაა და ის შენთან აღარ იკვეთება გასაგებია? - ქალს მხრებში ჩაავლო ხელი, თავისკენ მიიზიდა და თვალებში ჩააჩერდა.
- მეტკინა. - მხოლოდ ერთი სიტყვა გამოსცრა კბილებში.
- გაიგე რაც გითხარი? - კიდევ უფრო მოუჭირა ხელები.
- ინანებ და ისევ ჩემ კართან მოხვალ, მაგრამ არ მიგიღებ, ყველაფერს გადავაბიჯებ, საკუთარ თავს, გრძნობებს და აღარ მიგიღებ აკაკი. - ხმას აუწია ნათიამ, ცრემლი გაერია ხმაში და მამაკაცმაც მაშინვე გაუშვა ხელები. ჰოლისკენ გაემართა და გინებით გაიხურა კარი.
- . - ცრემლები, მუშტებით მოიწმინდა ქალმა და ხალიჩაზე ჩაჯდა.

2
ამჯერად თავისი ბინის წინ შეაჩერა მანქანა, იქვე მდებარე მარკეტში რაღაცები შეიძინა და ოთხი სართული ელვის უსწრაფესად აიარა. კარზე ზარი დარეკა თუ არა, მაშინვე გაუღეს.
- აუ აკო, რა კარგი ბიჭი ხარ. - ბაგეებზე წაეტანა ცოლი.
- სალო, მალე უნდა გავიდე. - ვნებიანად აკოცა და ცელოფნები მიაჩეჩა ხელში. შესასვლელი უსიტყვოდ გაიარა და ბავშვის საძინებლისკენ აიღო გეზი. საწოლს ფრთხილად მიუახლოვდა და შვილს დახედა. რომელსაც პლედი გადაეხადა და თავისივე ქვედა კიდურებთან თამაშით იყო დაკავებული. მამის დანახვაზე მრგვალი სახე გაებადრა, ფეხებს ხელი გაუშვა და მამაკაცის თითებს წაეპოტინა.
- ქალბატონო, რატომ არ გძინავს შენ? ჩემი სიცოცხლე, ჩემი ლამაზი გოგო. - პატარა თითები დაუკოცნა, შემდეგ საწოლიდან ამოიყვანა და მკლავებში მოიქცია. - ჩემი პრინცესა ვინ არის მა? - ღიმილით შეახო ტუჩები, ბავშვის ფუმფულა ლოყებს. - ღმერთო როგორ მიყვარს ეს გოგო. - ამჯერად ბავშვის ყელისკენ გადაინაცვლა.
- აკო ამდენს ნუ კოცნი და საწოლიდან ეგრე ნუ ამოგყავს გამიცივდება.
- ბოდიში ქალბატონო. - ბავშვს კიდევ რამდენჯერმე აკოცა და ახლაღა ამოჰყო ცხვირი მისი ყელიდან.
- მომიყვანე, ჩავაცმევ.
- მე თვითონ. - ხალიჩაზე ჩაჯდა და მოუხერხებლად, თუმცა მაინც ჩააცვა პატარას მოსაცმელი.
- გამოდი ახლა, გოგოები გელოდებიან.
- ამ გოგომ რომ ყველა გოგო დამავიწყა რა ჩემი ბრალია? - მხრები უდარდელად აიჩეჩა და მისაღებისკენ გაემართა.
- გოგოებო, აბა როგორ ხართ? - ღიმილით შეათვალიერა ცოლის დაქალები.
- აკო. - მისკენ მიიწია თიკა და ნაზად გადაკოცნა.
- დაკარგული კაცი. - ხელი ძმაკაცივით გაუწოდა ნინამ და აკაკიმაც სწრაფად შეაგება თავისი.
- აბა, როგორ ეგუები მამობას?
- ამას რა შეგუება უნდა თიკუ? - ბავშვს თავზე აკოცა და დივანზე ჩამოჯდა.
- მშვენივრად კი გიჭირავს. - მხარზე მოუთათუნა ხელი ნინამ. ახალგაზრდებმა კიდევ კარგა ხანს ისაუბრეს, სალომემაც სუფრა გაშალა და კარგად მოულხინეს.
- გოგოებო, ახლა მაპატიეთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ და თქვენ გააგრძელეთ. - ოთხი საათი სრულდებოდა, ფეხზე რომ წამოიმართა აკაკი.
- რომ არ წახვიდე? - მავედრებელი მზერა ესროლა ცოლმა.
- სალო, საქმე მაქვს და მალე მოვალ პატარავ. - დაიხარა, შუბლზე აკოცა, მეგობრებს დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი. არაფერზე უფიქრია, ისე ჩაჯდა მანქანაში, რამდენიმე კილომეტრი გაიარა და სამორინეს პირისპირ გაჩერდა.
- დღეს უეჭველად უნდა მოვიგოთ. - ხელები ერთმანეთს გაუსვა, მანქანიდან გადავიდა და კაზინოს კარში გაუჩინარდა.

* * *
ქალი უჩუმრად შევიდა შენობაში. ტანზე მჭიდროდ მომდგარი შავი კაბა ეცვა, შავი თმა როგორც ყოველთვის, ახლაც გაეშალა, თვალებს კი შავ სათვალეში მალავდა.
ბანქოს მაგიდას მიუჯდა, პატარა ფსონებზე თამაშობდა და თანაც გვერდით, ევროპულ რულეტკასთან მჯდომ მამაკაცს აკვირდებოდა. ბიჭი ყოველ ხელზე უფრო და უფრო მეტს აგებდა, ბევრს სვამდა და წაგებისგან გაღიზიანებული, ბილწსიტყვაობასაც არ ერიდებოდა.
- ისევ წავაგე, რა სირობაა. - მაგიდაზე დაარტყა ხელები და კიდევ ერთი ჭიქა გამოსცალა. - ფულიც აღარ დამრჩა და დედაც მოვ*ყან. - ნერვიულად მოისრისა თვალები. - არ გინდა? - "როლექსის" საათი მოიხსნა ხელიდან, მაგიდაზე დააგდო და ჯიქურ მიაჩერდა გვერდით მჯდომს, რომელიც მაყურებლის ფუნქციას უფრო ითავსებდა, ვიდრე მოთამაშის.
- რამდენად? - ჯერ მელოტ თავზე გადაისვა ხელები, შემდეგ კი საათისკენ გაიწია, თუმცა შავთმიანს, უკვე დაენებებინა თავი ბანქოს თამაშისათვის და რამდენიმე წამით დაასწრო საათის აღება.
- არ იყიდება. - სასწრაფოდ შეუბღვირა მელოტს და აკაკისკენ დაიხარა. - ადექი. - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- დადე ეგ საათი. - მკაცრად გაიჟღერა მამაკაცის ხმამ. თუმცა ნათია უკან დახევას არ აპირებდა, საათი ხელჩანთაში ჩააგდო და მამაკაცის ყურისაკენ დაიხარა.
- თუ არ ადგები, გეფიცები აქვე გავიხდი ტრუსს და ამ მაგიდაზე საათის ნაცვლად ჩამოგიდებ. - ხმადაბლა უჩურჩულა და საფეთქელთან აკოცა. თავზარდაცემულივით წამოხტა ფეხზე აკაკი, ქალს მკლავში ჩაავლო ხელი და თითქმის ძალით გაათრია გარეთ.
- რამდენს ბედავ გოგო შენ. ვაფშე რას აკეთებ აქ? - მანქანის კარი გამოაღო და ოდნავი ძალდატანებით ჩააჯინა. კარი მთელი ძალით მიუჯახუნა და თვითონაც საჭეს მიუჯდა.
- შენ გააფრინე თუ თავი გინდა მაგინებინო? - საჭეს დაარტყა მუშტი და მთელი ხმით დაუღრიალა ქალს, რომელიც ისე იქცეოდა, თითქოს მას სულაც არ ესაუბრებოდნენ.
- სახლში წამიყვანე. - მოკლედ მოუჭრა.
- შენ მე, შენი პირადი მძღოლი ხო არ გგონივარ?
- მე შენ ერთი სუსტი, ლაჩარი კაცი მგონიხარ. არა, კი არ მგონიხარ ასეთი ხარ.
- ნათია! - მოთმინება დაკარგულმა იღრიალა.
- რა? მიდი მითხარი რა?
- როდის უნდა მოშორდე ჩემი ცხოვრებიდან გოგო?!
- სახლში წავედით, იქ ვილაპარაკოთ.
- რომელ სახლში? მე ჩემ სახლში ცოლ-შვილი მელოდება და არ მგონია შენი დანახვით გაიხარონ.
- რომელი ცოლ-შვილი აკაკი? მათ მომავალს რომ ტრა*ში გზავნი, იმ ცოლ-შვილზე ხომ არ მეუბნები? - ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
- ჭკუიდან ნუ გადამიყვან ნათია. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
- თორემ რა? მაგინებ? მცემ? მიდი აქამდეც დაეშვი, მიდი დამარტყი, გასწორდი მიწასთან ბოლომდე, ჩემგან წასული ცოლ-შვილს მიუვარდი და ისინიც სცემე. მაინც მალე გახდები მაგის გამკეთებელი და რაღა აზრი აქვს დღეს გააკეთებ თუ რამდენიმე კვირის მერე.
- გაჩუმდი, ეს დედამოტ*ნული. - საჭეს უღონოდ ჩამოადო თავი და ღრმად ამოისუნთქა.
- აკა. - მამაკაცის უღონო სახემ წამიერად მოალბო ქალის გული. მხარზე ფრთხილად შეახო ხელი და საუბარი განაგრძო. - წამოდი სახლში, ცოტა გამოფხიზლდი ადამიანს დაემსგავსე და მერე მიდი სახლში.
- ამას რატომ აკეთებ?
- რას.
- თითქოს ჩემზე და სალომეზე ზრუნავ.
- ის გოგო არ მაინტერესებს, შენზე ვზრუნავ და ახლა შენ ხარ პრობლემებში ჩაფლული. - მამაკაცს არაფერი უპასუხია, მხოლოდ მდუმარედ უყურებდა ქალის სახეს, რომელიც არაფერს გამოხატავდა, უემოციოდ გაყინულიყო და ცარიელი თვალებით აკვირდებოდა აკაკის ნაკვთებს. მამაკაცმა პირი იბრუნა და მანქანა ნათიას სახლის მიმართულებით დაძრა.
- ბევრი ვალი დაგედო არა? - რამდენიმე წამიანი დუმილი, კვლავ ქალმა დაარღვია.
- ბევრი.
- არაუშავს, ყველაფერს მოვაგვარებთ.
- შენ რას მოაგვარებ? რას, ან რატომ? - სევდიანად ჩაეღიმა.
- მოკეტე. - ხმადაბლა შეუღრინა ქალმა და გაიბუსხა.
რამდენიმე წუთში უკვე ნათიას კორპუსთან იდგნენ.
- ამოდი. - მანქანიდან გადასასვლელად მოემზადა.
- არა, სახლში წავალ.
- სად წახვალ ასე? იცი რას ჰგავხარ?
- რას?
- დეგენერატო. ამოდი, ცოტა დაისვენე, გამოფხიზლდი და მერე წადი.
- რატომ?
- იმიტომ რომ ნასვამი საჭესთან არ უნდა დაჯდე და კიდევ იმიტომ, რომ სულაც არ გინდა შენმა ცოლმა გაიგოს, რა საცოდაობაშიც ხარ გარეული.
- ახლა თავიდან ნუ დაიწყებ.
- არაფერს ვიწყებ, წავედით. - მანქანიდან გადავიდა და აკაკის დაელოდა, რომელიც რამდენიმე წამში ამოუდგა გვერდით. ერთად აიარეს კიბეები, ქალმა კარი გააღო და მამაკაცს წინ გაუძღვა.
- გაიხადე და დაწექი. - მშვიდად მიმართა და თვითონ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- არ მინდა.
- აბა რა გინდა?
- შენ. - ხმადაბლა თქვა და ქალისკენ გაიწია.
- გამეცალე. - ხელით შეაჩერა.
- რა?
- ნასვამი ხარ.
- და რა?
- არ დავუშვებ რომ ახლა ჩემთან დაწვე და ხვალ ინანო.
- მაგრამ. . . - დაბნეულობა შეეტყო მამაკაცს.
- დაწექი და დაიძინე. - მოკლედ მოუჭრა ქალმა და აკაკისაც აღარ გაუწევია წინააღმდეგობა. საძინებლისკენ აიღო გეზი და საწოლზე გაიშოტა. არაფერზე ფიქრის თავი და სურვილი არ ჰქონდა. მისი გონება ჯერ კიდევ რულეტკასა და მასზე დადებულ ფსონებს დასტრიალებდა. სწორედ ამაზე ფიქრში ჩაეძინა.

* * *
სალომე უკვე რამდენიმე საათი იყო, აკაკის გაუჩერებლად ურეკავდა. მოუსვენრობას შეეპყრო ახალგაზრდა ქალი. აკაკის არ სჩვეოდა სახლში ამდენად დაგვიანება და თუ აგვიანებდა, ყოველთვის წინასწარ აფრთხილებდა ცოლს. ახლა კი არაფერი დასცდენია დაგვიანებაზე და ტელეფონსაც არ პასუხობდა. მაზლსაც დაურეკა, საერთო მეგობრებსაც, თუმცა მხოლოდ ის გაარკვია, რომ არც სამსახურში ყოფილა და არც რომელიმე მეგობარს უნახავს მისი ქმარი. ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, დრო და დრო მძინარე შვილს აკვირდებოდა და წამით უნათდებოდა სევდიანი სახე. ბოლოს თითქოს გონება გაუნათდაო, ტელეფონი აიღო და მამამთილის ნომერი მოძებნა. რამდენიმე ზარის გასვლისთანავე გახსნა მობილური მამაკაცმა.
- გისმენ შვილო, ხომ მშვიდობა გაქვთ? - ნერვიულობა ეტყობოდა ბოხ ბარიტონს.
- მახო, აკაკი არ ჩანს არსად, არ მინდოდა შენთან დარეკვა, მაგრამ საბას ვეღარ დავუკავშირდი, მე კიდევ მეშინია.
- საბას ძინავს შვილო, ტელეფონი იმიტომ გათიშა, არ ინერვიულო მამა, მოვალ მე ახლავე.
- ჩემთან მოხვალ? აკო არც შენ გინახავს?
- დილით მოვკარი თვალი, სამსახურში რომ შემოირბინა, იმის შემდეგ არ მინახავს.
- მაგის მერე სახლში იყო, შუადღის მერე გავიდა, მას შემდეგ ვერც ტელეფონზე დავუკავშირდი და აღარც სახლში მოსულა.
- ნუ გეშინია მამა, რამდენიმე ადგილზე დავრეკავ ახლა მე და გავარკვევ ყველაფერს.
- კარგი, გელოდები. - მამაკაცს აღარაფერი უპასუხია, ტელეფონი გათიშა და ნერვიულად გაიარ-გამოიარა ოთახში.
- ოხ, აკაკი, აკაკი, მამა. - ტელეფონი ისევ მოიმარჯვა და რძალს დაურეკა.
- ჰო, მამა. - პირველივე ზარზე გახსნა გოგონამ ტელეფონი.
- შვილო, აკო რაღაც ნაწილებისთვის გავიდა ქალაქიდან, სულ დამავიწყდა, ახლა შემახსენა ვახომ. შენ თუ გეშინია, მე ამოვალ და აკოს დაბრუნებამდე დავრჩები.
- არა იყოს, აღარ შეგაწუხებ, აკო მალე დაბრუნდება?
- კი კი შვილო, მაქსიმუმ ერთ-ორ საათში უნდა დაბრუნდეს.
- ნეტა რატომ არ გამაფრთხილა, ქალაქიდან გასვლას თუ აპირებდა. - ჯერ კიდევ ეჭვის ჭია უჭამდა გულს.
- ხომ იცი მაგის გულმავიწყობის ამბავი შვილო, როგორც ჩანს სულ გადავარდა გულზე.
- კარგი მახო, მადლობა და ბოდიში ამ შუა ღამით რომ შეგაწუხე.
- რას ამბობ შვილო, მშვიდი ღამე. - ხმადაბლა დაემშვიდობა რძალს და საშინაო ტანსაცმელიც არ გამოუცვლია ისე ჩაჯდა მანქანაში და მოწყვეტით გაეშურა ქალაქის ცენტრისკენ, სადაც ნათიას სახლი ეგულებოდა. მის სადარბაზოსთან მიაყენა მანქანა და ლიფტით ავიდა მეხუთე სართულზე. კარზე ზარი მისცა, თუმცა არავინ გამოეპასუხა. კიდევ რამდენჯერმე დარეკა ზარი და როგორც იქნა კარიც გაიღო. მოკლე საღამურზე ხალათი მოეხვია ქალს და აშკარად ნამძინარევი, თვალის გახელასაც ძლივს ახერხებდა.
- აკაკი აქ ხომ არის? - კითხვას ნაკლებად ჰგავდა მამაკაცის მიერ წარმოთქმული წინადადება.
- მობრძანდი. - კარს მიეყრდნო და თვალით შესასვლელისკენ ანიშნა.
- აქ არაფერი მესაქმება, ჩემ შვილს უთხარი რომ გარეთ ველოდები.
- აკას სძინავს.
- გააღვიძე.
- ნასვამს ჩაეძინა და ხომ იცით როგორი გასაღვიძებელი იქნება ახლა ეგ?!
- მე თვითონ გავაღვიძებ. - მისაღებში შევიდა და კითხვისნიშნებით სავსე მზერით მიაჩერდა ქალს.
- საძინებელი იქეთაა. - ხელით ანიშნა და კედელს მიეყრდნო.
- ნუ შემიყვან, ძალიან გთხოვ რა, შედი და გააღვიძე.
- ღმერთო ჩემო, ეს კანკავები ყველა ასეთი ჯიუტები რატომ არიან? - თვალები ჭერისკენ აღაპყრო და ბურდღუნით შევიდა საძინებელში. - აკა! - ხელით ნაზად შეანჯღრია მამაკაცი, თუმცა პასუხი არ მიუღია. - აკა, მამაშენია მოსული. - კიდევ ერთხელ შეანჯღრია ბიჭი. - აკა, გაიღვიძე რა. - მამაკაცის ნჯღრევას არ წყვეტდა და როგორც იქნა აკაკიმაც გაახილა თვალები.
- ვაჰ, რა ხდება რას მაჯაყჯაყებ ტო?!
- ადექი, მამაშენია აქ.
- მამაჩემი? - ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. აკაკი ზანტად წამოიმართა ფეხზე და მისაღებისკენ გაემართა.
- ეზოში დაგელოდები. - მშვიდად მიმართა ოთახში ახლად შესულ შვილს მალხაზმა და გარეთ გავიდა.
- რომელი საათია? - ნათიას მიუბრუნდა მამაკაცი.
- ორი საათი დაიწყო.
- ვაჰ, სალო როგორ ინერვიულებდა. - ნათიამ მხოლოდ ირონიულად გაიღიმა და კარისკენ გაუძღვა აკაკის.
- არაფრის თქმა არ გინდა? - გასვლისას წამით შეყოვნდა კარში.
- რამის თქმა უნდა მინდოდეს?
- არ ვიცი.
- სხვა დროს ვისაუბროთ აკაკი. - მამაკაცს ლოყაზე აკოცა და ცხვირწინ მიუხურა კარი. რამდენიმე წუთით დაბნეული იდგა, შემდეგ კიბეებზე დაეშვა და სადარბაზოდან გავიდა თუ არა თავის მანქანას მიაშურა.
- აკაკი! - მამის დაძახება მოესმა და მანქანის ღია კართან შეჩერდა. მალხაზი შვილს გაუსწორდა, თვალებში დააკვირდა და ზიზღით ამოილაპარაკა.
- ფუი შენს კაცობას აკაკი კანკავა.
- მამა.
- არავითარი მამა, რისთვის ანერვიულებ ბიჭო ცოლს, ამ ქალის გარეშე თუ არ შეგეძლო დაგენებებინა იმ გოგოსთვის თავი. ცოდო არაა ბიჭო? ატირებულმა დამირეკა.
- კარგი, მივალ და დავამშვიდებ, არ იდარდო შენ.
- ვინ იდარდოს მამა, ვინ იდარდოს აბა?
- კარგი, მივხედავ ჩემ საქმეს მე თვითონ რა. - მამას მხარზე დაჰკრა ხელი და მანქანაში ჩაჯდა.
- აკაკი. - ფანჯარაზე მიუკაკუნა კაცმა.
- ჰო! - მინა ჩამოსწია და მამას მიაჩერდა.
- სალომეს ვუთხარი რომ ქალაქგარეთ მოგიწია გასვლა საქმეზე.
- კარგი. - თავი დაუქნია და ძრავი აამუშავა.
- ისეთი არ მიქარო, მთელი ცხოვრება სანანებლად გაგიხდეს შვილო. - ფანჯარაში შეჰყო და თავზე გადაუსვა ხელი შვილს, შემდეგ კი უსიტყვოდ დატოვა და თავის მანქანას მიაშურა.

* * *
კარისთვის მიეყრდნო თავი ქალს. მიუხედავად იმისა რომ აკაკის ფეხის ხმა მიწყდა და მანქანის დაქოქვის ხმებიც მოესმა, სადღაც გულში, მცირეოდენი იმედი მაინც კიაფობდა იმისა, რომ მამაკაცი უკან დაბრუნდებოდა. ზუსტად არ იცოდა რამდენი წუთი დაჰყო ამ პოზაში, თუმცა გონს მოეგო თუ არა კარი გააღო და კარის მეზობელს მიუკაკუნა.
- ჭორბიურო, ვიცი რომ არ გძინავს, გამოდი ყავა დავლიოთ.
- რა დამპალი ხარ. - სიცილით გააღო კარი ქერა, დაახლოებით მისივე ასაკის ქალმა.
- რომ მოვედით გვიყურებდი, შეგხედე და მერე რა დაგაძინებდა.
- შერიგდით? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
- როდის დავემდურეთ რო? - სახლში შებრუნდა და ქერაც უკან აედევნა.
- დაჯექი, მე მოვადუღებ ყავას. - ნათიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, სავარძელში ჩაეშვა და ყავას დაელოდა.
- ინებე. - ღიმილით მიაწოდა ჭიქა, ერთი თვითონ მოიქცია თითებში და ნათიას პირისპირ დაჯდა.
- არ მოყვები რა ხდება? - მდუმარე მეგობარს გაუსწორა მზერა.
- თამაშობს ირინკა.
- ოჰო, დიდი ხანია?
- არ ვიცი, რამდენიმე კვირის წინ გავიგე შემთხვევით.
- მერე?
- ძალიან ბევრი ვალი აქვს უკვე, დღეს ისევ კაზინოდან წამოვიყვანე, ფული რომ წააგო, საათს აძლევდა ვიღაც ამაზრზენ ტიპს.
- ნათი, არ ფიქრობ რომ ეს ახლა შენი პრობლემა არაა?
- ირინკა, თავიდან ნუ დაიწყებ რა.
- უბრალოდ მას ცოლი ჰყავს, მესმის რომ გიყვარს მაგრამ, ხომ იცოდი რომ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობები არ გქონდათ.
- ვიცოდი.
- მისმა ცოლმა იცის რომ თამაშობს?
- არა მგონია. ვფიქრობ არავინ იცის ჯერ.
- რატომ არ ეტყვი?
- ვის და რას ირო? მივიდე მის ცოლთან და ვუთხრა, გამარჯობა მე აკაკის ყოფილი საყვარელი ვარ და შენი ქმარი ჩამოყალიბებული ლუდომანია მეთქი?
- რატომაც არა?
- ცოლთან პრობლემები შეექმნება.
- შენც ეგ არ გინდა?
- მე მინდა აკაკისთან ყოფნა, მაგრამ მგონია რომ ის გოგო უყვარს და ახლა მასთან ურთიერთობის არევა, სულ ჭაობში ჩაუშვებს.
- ანუ რას აპირებ, ხელი უნდა შეუწყო რომ ცოლთან ურთიერთობა არ აერიოს და თან შენ უნდა ინერვიულო მაგაზე?
- ამ ეტაპზე, ვფიქრობ ჯობია ჩემი ძალებით ვცადო და თავი დავაღწევინო ამ საშინელებისგან.
- და ამასობაში, ცოლისთვის იდეალურობა შეინარჩუნოს?
- ამ ეტაპზე მისი ცხოვრების კიდევ უფრო არევა არ ღირს ირინკა.
- არ მესმის შენი იცი?
- არც მე მესმის ზოგჯერ. - მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს გადასწვდა, ერთი ღერი ამოაცალა და ბაგეებს შორის მოიქცია. - მოწევ? - ამჯერად მეგობარს გაუწოდა კოლოფი.
- არა. - მოკლედ მოუჭრა გოგონამ და ყავა მოსვა. ნათიამ სიგარეტს გაუკიდა და ნაცრისფერ ბოლში ჩაეფლო.

* * *
მანქანა მთელი სისწრაფით მიჰქროდა, მძღოლის ფიქრები კი ათას რამეს დასტრიალებდა ირგვლივ. საკუთარი თავის სიძულვილს შეეპყრო, თავბედს იწყევლიდა და საკუთარ თავს ლანძღავდა. მოუთოკავი გატაცება, ცხოვრებას უნგრევდა, თანაც ისე რომ ვერაფერს აწყობდა ამის წინააღმდეგ. სინდისის ქენჯნას გრძნობდა, საშინლად უნდოდა ახლა განმარტოება და ფიქრი შესძლებოდა, მაგრამ აღარ სურდა სახლში კიდევ უფრო დაეგვიანა.
- აღარასდროს გაეკარები კაზინოს ახლოსაც კი არ მიხვალ გესმის? - მთელი ხმით ღრიალებდა მანქანაში და ტვინში წამოჭრილი ეჭვების ჩახშობას და გადაფარვას, კიდევ უფრო ხმამაღალი ღრიალით ცდილობდა. - აღარ ითამაშებ, არასდროს, არცერთ ხელს აღარ ითამაშებ, დღეს სალომეს ყველაფერს მოუყვები და დაპირდები რომ კაზინოებს აღარ გაეკარები გასაგებია? - კიდევ ერთხელ დაიღრიალა. მანქანა გააჩერა და კისრისტეხვით აირბინა კიბეები, რომ ახლადმიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ვეღარ მოესწრო. შავ რკინის კართან გაჩერდა და მთელი ძალით დააბრახუნა.
- აკო? - გოგონას შეშინებული ხმა მოესმა კარს იქიდან.
- მე ვარ ჩემო პატარა, გააღე. - საკეტის ტრიალის ხმა მოისმა და გაიღო თუ არა, პირველი ცოლის ცრემლიანი ლოყები მოხვდა თვალში.
- როგორ გატირე ჩემო სიცოცხლე, ნაგავი არ ვარ ახლა მე? - მაგრად ჩაიხუტა ქალი და ცრემლიან თვალებში აკოცა.
- სად ხარ აქამდე, შემეშინდა, რატომ არ დამირეკე? - ხმადაბლა სლუკუნებდა და ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები.
- არ იტირო რა, ჩემ თავს გაფიცებ. დამშვიდდი და ყველაფერს მოგიყვები, კარგად ვარ ხომ ხედავ?!
- ასე აღარ მოიქცე რა. - ყელზე მაგრად მოჰხვია ხელები და ცრემლებისგან დანამული სახე მის კისერში ჩარგო.
- არასდროს ჩემო პატარა არასდროს, ოღონდ შენ არ იტირო რა.
- არ ვიტირებ. - ხმადაბლა თქვა, თუმცა ჯერ კიდევ სლუკუნებდა.
- სალო, შენ ხომ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ?
- ჰო.
- ჰოდა ახლა რაღაც უნდა მოგიყვე რა, მინდა რომ მომისმინო და საუბარი დამასრულებინო.
- გისმენ. - სმენა დაძაბა გოგომ და გაწითლებული ცხვირი ახლაღა ამოჰყო კაცის ყელიდან.
- ასე არა, დავსხდეთ. - ხელი გადაჰხვია და დივნისკენ გაუძღვა.
- ხომ მშვიდობაა? - ქმრის ქცევამ ოდნავ შეაშფოთა სალომე.
- მოკლედ მოგიყვები და მერე შენ გადამიწყვიტე, მშვიდობა მექნება თუ არა. - ჩალისფერი თმა თითებით გაიჩეჩა, ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი დაიწყო.

3
- სალო, გახსოვს ჩემს დაბადების დღეზე, ბიჭებთან ერთად ბარში რომ წავედი?
- რა თქმა უნდა მახსოვს.
- მაგ დღეს ბევრი დავლიე, იქ ვიღაც ბიჭები გავიცანით, დაშლას რომ ვაპირებდით, ბიჭებმა თქვეს რომ კაზინოში აპირებდნენ წასვლას და შემოგვთავაზეს მათთან ერთად წავსულიყავით. მეც ტვინი შეხურებული მქონდა და მეტი რა მინდოდა. მოკლედ იმ დღეს კაზინოში შევედით, ვითამაშე, მერე კიდევ. . . კიდევ რამდენჯერმე განმეორდა იგივე და ძალიან დიდი თანხა წავაგე. ჩვენი დანაზოგი მთლიანად და რამდენიმე ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე. სალო ფინანსური პრობლემები მაქვს, ისეთი როგორიც არასდროს მქონია აქამდე, ყელამდე ვალებში ვარ. - მუხლებზე დაილაგა იდაყვები და თავი ხელებში ჩარგო.
- რამდენი გაქვს ვალი? - ტონალობა არ შესცვლია ისე ჰკითხა.
- ორმოცდაათი ათასზე მეტი.
- ღმერთო ჩემო. ესე იგი ერთჯერადი აქტი არ ყოფილა, კაზინოში სისტემატიურად დადიხარ.
- მე, მე სულ რამდენჯერმე ვიყავი, გეფიცები შეჩვეული არ ვარ, უბრალოდ ფულის ამოღება მინდოდა და ამიტომ დავბრუნდი უკან რამდენჯერმე, თუმცა მხოლოდ ვალები დავიმატე. - ფეხზე წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარაში გადაეყუდა. სალომე სდუმდა, უსიტყვოდ შესცქეროდა მამაკაცის ზურგს. მდუმარებამ ნახევარ საათზე მეტ ხანს გასტანა. აკაკი გაუნძრევლად იდგა ფანჯარასთან, სალომეს კი ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. ბოლოს ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მდგომ ქმარს მიუახლოვდა.
- ეს დამოკიდებულება არ არის არა? შენ შეჩვეული არ ხარ, ხომ ასეა?
- ჰო, უბრალოდ. . .
- ჩუ. - საუბარი შეაწყვეტინა ბიჭს. - მე შენ გვერდით ვარ, ყველაფერს მოვაგვარებთ აკო, ფულს მამაჩემს ან ჩემს ძმას ვთხოვთ, ან კრედიტს გამოვიტანთ, თუ საჭირო იქნება ბინას ჩავდებთ, რამეს მოვიფიქრებთ, მაგრამ უნდა დამპირდე რომ იმ საშინელების კარს აღარ შეაღებ.
- გპირდები ტო, იქ ფეხს როგორღა შევდგამ, მაგრამ ფულს არავის ვთხოვთ, მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს, ჩემი ხომ გჯერა არა? - გოგონასკენ მთელი ტანით მობრუნდა, ნიკაპი თითებით დაუჭირა და ჭაობისფერ თვალებში ჩააჩერდა.
- მჯერა აკო, მე ყოველთვის მჯერა შენი. - ქმარს მოეხვია და მის მკერდში გაიტრუნა. - მაგრამ როგორ აპირებ ამხელა ვალის დაფარვას?
- ცოტა ფულს სამსახურიდან ავიღებ, ერთ ბანკში გადავიტან ყველა სესხს და ნელ-ნელა დავფარავ.
- ჩვენი დანაზოგი?
- არცერთი თეთრი არ დამრჩა. - თავი დარცხვენილმა დახარა.
- არ ინერვიულო ჩემო სიცოცხლე, ყველაფერს მოვაგვარებთ, შენ ხომ ჩემი ძლიერი ბიჭი ხარ. - შუბლზე აკოცა და კისერზე ჩამოეკიდა.
- ასეთი როგორ ხარ სალო?
- როგორი?
- აი ასეთი, როგორ ინარჩუნებ სიმშვიდეს ყოველთვის.
- შეცდომა უკვე დაშვებულია აკო, ამას აყალმაყალი აღარ უშველის, ახლა მხოლოდ შენ გვერდით დგომა შემიძლია რომ ერთად გადავლახოთ პრობლემა, შეუცდომელი ხომ არავინაა?
- ჩემი ანგელოზი ხარ შენ. ნეტა ვიცოდე რით დაგიმსახურე. - გულში ჩაიხუტა და სახე დაუკოცნა ქალს. თანდათან მისი ლავიწებისკენ გადაინაცვლა, თითებით თხელ სარაფანს ჩააფრინდა და ნაზად შემოაცალა ტანიდან.
- ძალიან, ძალიან მიყვარხარ. - მამაკაცის მაისურს წაეტანა სალომეც და ერთი ხელის მოსმით გააძრო. - საძინებლისკენ, თორე ბავშვს გამიღვიძებ. - ხელი ოდნავ მიარტყა მკერდზე და საძინებლისკენ უბიძგა ქმარს.

* * *
დილით დამწვრის სუნმა გააღვიძა ქალი, შეშინებული წამოიწია და როგორც კი გვერდით ცარიელი ადგილი შენიშნა ხმამაღლა დაიძახა.
- ღმერთო ჩემო აკო, რა დაწვი?
- სულ ამ მტირალას ბრალია ტო, მშვენიერი ყიყლიყოები გამომდიოდა და ზუსტად ბოლო მომენტში იტირა, სანამ გამოვიყვანე ისინი დაიწვა. - ოთახში ბუზღუნით შემოვიდა აკაკი, რომელსაც წინსაფარი უკუღმა აეფარებინა, ცალ ხელში პატარა გოგონა ეჭირა, მეორეში კი თეფშზე დადებული ნახევრად დამწვარი ყიყლიყოები. საწოლზე ჩამოჯდა, ყიყლიყოებით სავსე თეფში ცოლს მიაჩეჩა და ტუჩებზე ნაზად შეეხო.
- დე, რატომ გაუფუჭე მამიკოს კულინარიული შედევრი? - ორივე ლოყებზე აკოცა ანასტასიას, რომელიც კმაყოფილი იღიმოდა.
- შენ ეგ ყიყლიყო შეჭამე, მე ამ ყიყლიყოების რისხვას შევჭამ. - ბავშვი თავისკენ მიიბრუნა, ხელში შეათამაშა და ნაზად უკბინა ლოყებზე. პატარა თითებით მამის სახეს დაუწყო თამაში გოგონამ, რომელიც უკვე ხმამაღლა იცინოდა. სალომე კმაყოფილი ღიმილით მისჩერებოდა მოთამაშე მამა-შვილს.
- ჭამე იცოდე. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ცოლს, საწოლზე გაიშოტა და პატარა გულზე დაისვა. - მამა ნუ დამპორჭყნე თორე დედაშენი იეჭვიანებს. ლოყას ჩაფრენილი პატარა ხელი ფრთხილად გააშლევინა და თითები დაუკოცნა.
- უგემრიელესია აკო, თუმცა უფრო გემრიელი რამე მჭირდება - ერთი ლუკმა სიმწრით გადაყლაპა, მერე მამა შვილისკენ მიიწია და რიგ-რიგობით დაუკოცნა ლოყები. - აშკარად ეს უფრო გემრიელია, მაგრამ წავედი ახლა საუზმე მოგიმზადო.
- ბრძანდებოდეთ. - ასადგომად მომზადებულ ქალს, ხელი დაუჭირა. - ჩვენც ამ უგემრიელეს და უმადისაღმძვრელეს ყიყლიყოებს მივირთმევთ. - ზიზღით გადახედა თეფშს
- კარგი, მიირთვი. - ნიშნის მოგებით გადახედა ქმარს და თეფში გაუწოდა.
- ნუ რადგან არ იშლი და მაინც და მაინც შენი მომზადებული საუზმე გინდა რომ მივირთვა, რა გაეწყობა, მოამზადე. - ეშმაკური ღიმილით შეხედა ცოლს.
- ერთი ყიყლიყოების კეთება იცის მამაშენმა და ისიც არ აცადე დე, ქალი ხარ ახლა შენ? - კურნოსა ცხვირზე აკოცა ბავშვს და საწოლიდან წამოდგა. - აკო მანდ სადმე თმის სამაგრი იქნება მინახე რა.
- რამ შემაყვარა ეს გაპუწული დედაშენი შვილო? - ბავშვი გულიდან გადასვა და ბალიშებში თმის სამაგრს დაუწყო ძებნა. - ვიპოვე, მოდი აქ შეგიკრა. - სალომე საწოლზე ჩამოჯდა და ქმრის ხელებს მიანდო თავი. რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა მოახერხა სამაგრის დაბნევა მამაკაცმა. - უჰ, როგორ გიხდება, ჩემი ლამაზი გოგო ხარ შენ.
- ღმერთო ჩემო, ვარცხნილობები და კულინარია, შენი ძლიერი მხარე აშკარად არ არის აკუნა. - სარკეში შეათვალიერა უცნაურად მოჭერილი სამაგრი, ქმარს ცხვირზე თითით გაეთამაშა და ოთახიდან გავიდა.
- სამსახურში რომელზე მიდიხარ დღეს? - მეორე ოთახიდან მთელი ხმით დაიძახა გოგომ.
- ასეთი უცნაური არსებები ხართ ქალები, არ შეეძლო სანამ აქ იყო მანამდე ეკითხა? - მხრები აიჩეჩა, ბავშვს ხელი დაავლო და სამზარეულოსკენ გაეშურა. - დღეს სამსახურში არ მივდივარ. - ცერემონიულად გამოაცხადა და ბართან ჩამოუჯდა, საუზმის მზადებაში გართულ გოგოს.
- რატომ?
- გადავწყვიტე რომ დღეს შენი საყვარელი სუში მოგიმზადო. - ჩაფიქრებული სახე მიიღო.
- აკო მემუქრები? - ეშმაკურად შეხედა ქალმა.
- მა, უთხარი ნუ დამცინის. - ბავშვს დახედა, რომელსაც, თავისი ცერა თითი მოექცია პირში და გამალებით წუწნიდა.
- არ დაგცინი სიცოცხლე, მაგრამ სუშის მომზდება იცი?
- ნუ კარგი, დღეს სუშის მომზადება უნდა ვისწავლო და მერე მოგიმზადო.
- აკო, ბავშვი ხო არ ჯობია დედაჩემთან წავიყვანო? უსაფრთხოდ რომ იყოს.
- სალომე. - წარბი ასწია გაბრაზების ნიშნად.
- კარგი ჩუმად ვარ. - ვისაუზმოთ, მერე მე და ტასუნა საძინებელში შევალთ და სანამ არ დაგვიძახებ, ცხვირსაც არ გამოვყოფთ გარეთ. - აკაკი კმაყოფილი სახით დაეთანხმა ცოლის წინადადებას. ახალგაზრდებმა ერთად ისაუზმეს, შემდეგ კი დაპირებისამებრ სალომე პატარა ანასტასიასთან ერთად საძინებელში შეიკეტა, ხოლო აკომ საჭირო ინგრედიენტები მარკეტიდან ამოიტანა და სუშის მზადებას შეუდგა. საქმიანობის დაწყებიდან, თითქმის ორ საათზე მეტი იყო გასული, საძინებლის კარზე რომ მიაკაკუნა მამაკაცმა.
- იცი? ახლა ვფიქრობდი და მგონი სუშიზე მეტად პიცა გიყვარს. - მავედრებელი მზერით შეალაჯა ოთახში და ცოლს წინ აესვეტა.
- ჰო, პიცა და დაბანილი ქმარი, რომელსაც თევზის სუნი არ ასდის. - კაცის დასვრილი წინსაფარი შეათვალიერა და ცხვირზე მოიჭირა ხელი.
- აჰა, ესე იგი ეგრე არა? - გაბრაზებული გავარდა ოთახიდან, რამდენიმე წუთში კი თევზის დიდი ნაჭრით შეიარაღებული დაბრუნდა.
- აკაკი, არც იფიქრო. - საწოლზე ორივე ფეხებით ახტა და ხელები უარყოფის ნიშნად წინ გაიშვირა.
- მართლა? - საწოლზე მოხტუნავე ცოლი დაიჭირა, საწოლზე წააქცია და თევზის ნაჭრით მთლიანად "დაუმასაჟა" სახე და ხელები.
- ფუ რა დამპალი ხარ, ამაზრზენი, ტუტუცი. - ხმამაღლა ბურდღუნებდა გოგო, სახეზე შერჩენილ ნამცეცებს იცლიდა და საწოლზე ახლად გადაფარებულ თეთრეულს ხსნიდა. - ახლა ხელები დაიბანე და სანამ არ დავიბან ტასოს მიხედე. - აკაკიმ ბავშვს შეხედა, რომელიც გაურკვევლობაში ჩავარდნილი მისჩერებოდა მის წინ დატრიალებულ გაუგებრობას, თუმცა თავისი ცერის წუწვნას მადიანად აგრძელებდა.
- ნახე როგორ გიყურებს, ააყროლე სახლი, გადარია ბავშვი, მხეცი ეს. - ჯერ კიდევ ბუზღუნებდა სალომე.
- პატარა ქალბატონო, ასე რატომ იყურები? სუნი არ მოგწონს? - შვილს დააკვირდა აკაკი. - უყურე ერთი, მიმიკაც რომ არ ეცვლება, ასე მამის მკვლელივით გიყურებ მე შენ ჩასვრილი რომ მხვდები? თუ გგონია ამ თევზზე უკეთესი სუნი აქვს? - მოჩვენებითი ბრაზი გაურია ხმაში.
- ვაიმე, რა ავადმყოფი მყავს ეს. მამაკაცს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა. - გადი ახლა ხელები დაიბანე და მიხედე ბავშვს სანამ აბაზანიდან გამოვალ.
- არის უფროსო. - წინსაფრის შეხსნას შეუდგა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სამზარეულოსკენ.

* * *
მთელი დღე ცოლ-შვილთან გაატარა. უცნაურ სიმსუბუქეს გრძნობდა. სალომესთვის ამბის ნაწილობრივმა თხრობამ, ცოტაოდენი სიმშვიდე დაუბრუნა, თითქოს მამაკაცს, თუმცა საღამო ხანს მაინც მოუსვენრობამ შეიპყრო. სალომეს უკვე დაეძინებინა პატარა გოგონა და ქმრის მღელვარებაც არ გამოჰპარვია.
- რამე მოხდა? - ფანჯარასთან მდგომ აკაკის მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია.
- არა, არაფერი.
- აბა რაზე ნერვიულობ?
- სანერვიულოს მეტი რა მაქვს სალო?
- აკო, ხომ იცი რომ ყველაფერს მოვაგვარებთ არა? ოღონდ შენს ასეთ მოუსვენრობას ვერ ავიტან.
- ყველაფერი დალაგდება რა, ცოტა მომითმინე ჩემო სიცოცხლე. - ცოლისკენ მობრუნდა და თვალებში აკოცა. - იმ ღამით, მე რომ გამეღვიძა და ვეღარ მოვისვენე, წამწამებზე ცრემლის კვალი გქონდა. - მოულოდნელად გაიხსენა ის ღამე, როცა გოგონას წამწამებზე აბრჭყვიალებული ცრემლი შეამჩნია.
- მე. . . მე. . . შენ. . . - აშკარა დაბნეულობა შეეტყო სალომეს და თვალი აარიდა ქმარს.
- რა მოხდა? - სახე დაუჭირა და მზერა გაუსწორა.
- შენ. . . იმ ღამით, იმ ქალის სახელს იმეორებდი, მას ეძახდი თუ უყვიროდი. - თითქოს უკანასკნელი სუნთქვა ამოაყოლა სიტყვებს.
- ვაჰ. - ცოლს სწრაფად მოარიდა სახე და გვერდზე გაიწია. - ხომ იცი რომ ჩვენ შორის აღარაფერი ხდება.
- ვიცი აკო, მაგრამ გიყვარდა ის ქალი?
- არა, არასდროს, შენ სიცოცხლეს ვფიცავარ. ხომ ვისაუბრეთ უკვე ამაზე?
- მაშინ რა ხდება?
- უბრალოდ ბევრი დრო გავატარე მის გვერდით და ალბათ ადამიანურ დონეზე დამაკლდა.
- როგორ მეზიზღება ეს მდგომარეობა.
- კარგი რა სალო, ამაზე ლაპარაკი არ ღირს ახლა.
- თავის დროზე რომ მასზე მცოდნოდა, შესაძლოა ცოლად არ გამოგყოლოდი.
- სალომე, ეს ჩემი წარსულია და გთხოვ, იქ დავტოვოთ სადაც არის.
- მაკოცე. - ლოყა მიუშვირა ქმარს და მანაც ნაზად აკოცა. - არ დავწვეთ?
- ჰო, დაწექი შენ და მეც მალე მოვალ.
- მარტო არ მინდა აკო.
- დაწექი და მალე მოვალ ჩემო სიცოცხლე. - გოგონა საძინებელში გაუშვა, თვითონ კი იქვე სავარძელში კომფორტულად მოკალათდა, ლეპტოპი გაშალა და ონლაინ კაზინოს მისამართი ჩაწერა. პლასტიკური ბარათიდან პირდაპირ გადარიცხა, ანგარიშზე რამდენიმე ათეული ლარი და სლოტების თამაშს შეუდგა. დრომ ისე სწრაფად გაირბინა, მამაკაცს არაფერი უგრძვნია.
- აკაკი, რომელი საათია, რას აკეთებ? - ძილბურანში მყოფმა გამოიჭყიტა სალომემ საძინებლიდან.
- ვაჰ, როგორ გამპარვია დრო, არც შემიმჩნევია. ახლავე მოვალ.
- რას აკეთებ? - კითხვა გაიმეორა, ლეპტოპს მიუახლოვდა და ეკრანს მიაჩერდა. - თამაშობ?
- სიცოცხლე, ეს ისე უბრალოდ, სერიოზული არაფერია ტო, გასართობად პატარა ფსონებით ვთამაშობ ხოლმე.
- ხომ დამპირდი აკო?
- ის სხვაა, ეს კიდე სხვა ტო, თინეიჯერი ლაწირაკებიც კი თამაშობენ ამას.
- მაინც არ მომწონს. - ცხვირი აიბზუა გოგომ და საძინებლისკენ წავიდა.
- სალო, კარგი რა ტო, სულ ხო არ უნდა მიბღვერდე? - ლეპტოპი სწრაფად დახურა და ცოლს აედევნა უკან.

* * *
გამთენიის ხანს გაეღვიძა აკაკის. მძინარე ცოლს გადახედა და რადგან დარწმუნდა რომ ეძინა, ფრთხილად წამოდგა ფეხზე. თავის საწოლში მძინარე ტასოს მიუახლოვდა, რომელსაც უდარდელად ეძინა. ღიმილი მოჰგვარა ძილში მღიმარე გოგონას ყურებამ აკაკის. საწოლს დაეყრდნო, რამდენიმე წუთი უყურა, შემდეგ კი ფრთხილად გაეცალა. მისაღებში გავიდა, სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარასთან მოწია რამდენიმე ღერი და ისევ საძინებელს დაუბრუნდა. მძინარე ცოლს ჩამოუჯდა საწოლთან. სალომეს მშვიდად ეძინა, აკაკი უყურებდა და გულს დარდი უჭამდა. გოგოს უცოდველობა და გულწრფელობა, თითქოს კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვა გულზე ამ წამს. ქალის ხელს ფრთხილად შეეხო და ძალიან ესიამოვნა თბილი თითების შეგრძნება საკუთარში.
- აკო, რატომ არ გძინავს? - თვალები ნელ-ნელა გაახილა სალომემ, თავის ხელს ჩაჭიდებული ქმრის ხელი წამოსწია და ნაზად აკოცა.
- ვერ ვიძინებ, თან მალე გასასვლელი ვარ.
- რამეს მოგიმზადებ. - საწოლიდან წამოიწია, თუმცა აკაკიმ დაიჭირა და შეაჩერა.
- ვერაფერს შევჭამ ამ დილით , წყალს გადავივლებ და წავალ.
- საერთოდ აღარ ჭამ.
- სალო, არ დაიწყო რა, ტანსაცმელი გამიმზადე თუ გიყვარვარ. - შუბლზე აკოცა ცოლს და აბაზანაში შევიდა. მალევე გამოვიდა უკან, წინასწარ გამზადებული ტანისამოსი ჩაიცვა, გოგონებს აკოცა და სწრაფად დატოვა სახლი. რამდენიმე გეგმა ჰქონდა მთელი დღისთვის დასახული და აპირებდა მკაცრად მიჰყოლოდა. დასაწყისისთვის რამდენიმე ბანკში უნდა მისულიყო, გადაწყვიტა დიდი თანხა გამოეტანა, სხვადასხვა ბანკის კრედიტები, ერთ სესხად ექცია და გრძელვადიან პერსპექტივაში ნელ-ნელა დაეფარა. მართლაც, თითქმის ყველა ბანკი შემოიარა ქალაქში, თუმცა თანხა რომელიც სჭირდებოდა, მეტისმეტად დიდი იყო და ვერცერთი ბანკი ახერხებდა მთლიანად გაცემას. ცუდ ხასიათზე დადგა, ცალ-ცალკე ამდენი პროცენტის გადახდა, თითქმის შეუძლებელი იყო და თუ შეძლებდა, სერიოზული კრიზისის წინაშე დადგებოდა. სამსახურისკენ აიღო გეზი, მანქანა ეზოში შეიყვანა და მუშებს მიესალმა კიბეები აირბინა და კაბინეტში შევიდა. კარადაში თავისი ძველი ტანსაცმელი მოიძია და გამოცვლას შეუდგა. ის-ის იყო, ძველ ტანისამოსში გამოეწყო, მალხაზმა რომ შემოაღო კარი.
- ელაპარაკე სალომეს? - ზედაც არ შეუხედავს ისე ჰკითხა ვაჟს.
- კი.
- შეგირიგდა?
- არ გამბუტვია მამა, ავუხსენი.
- რა აუხსენი ბიჭო, იმ ქალთან რომ ისევ დადიხარ?
- მახო, არავისთან არ დავდივარ მე და მოეშვი მაგ საუბარს რა.
- მამა, არ გეკადრება, არც შენ და არც სალოს ეგრე მოქცევა.
- მამაჩემო არ მენდობი ტო?
- გენდობი აკო, გენდობი შვილო და მომენატრა შენი ასეთ ფორმაში ხილვა. - სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილს, სიამაყით შეავლო თვალი. გულში ჩაეკრა შვილს, აკაკიმაც ზურგზე მოუთათუნა ხელი მამაკაცს, ოთახი დატოვა და კიბეებიჩაირბინა.
- აბა ბიჭებო, ერთი მანქანა აქეთ ბოქსში შემოაყენეთ და მივხედავ. - ღიმილით გადახედა თანამშრომლებს და სათვალიერებელ ორმოში ჩავიდა. საღამომდე მანქანას დასტრიალებდა თავს, ტვინში წამოჭრილ ფიქრებს კი უკუაგდებდა. საბოლოოდ შვიდი საათი ხდებოდა, როცა მთლიანად დაკარგა მოსვენება, მანქანას მოეშვა წყალი გადაივლო, თანამშრომლებს დაემშვიდობა და მანქანის ძრავი აამუშავა. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, უნდა მოეგო, დღეს აუცილებლად უნდა მოეგო, სხვაგვარად ვალებს ვერ გადაიხდიდა. ტვინში მოგების ათასგვარ გეგმას სახავდა, რომლის ალბათობაც რა თქმა უნდა მინიმუმი გახლდათ. დაპროგრამებულივით გააჩერა მანქანა კაზინოს პირისპირ და კარში სწრაფი ნაბიჯით შევიდა. მხოლოდ რამდენიმე ხელი ჰქონდა ნათამაშები, დაცვის თანამშრომელი რომ წამოადგა თავს.
- ბატონო აკაკი, უნდა აბრძანდეთ. - ხმადაბლა მიმართა მამაკაცს.
- მე? კი მაგრამ რატომ?
- უნდა გამომყვეთ.
- რამე დავაშავე?
- ძალიან გთხოვთ, უნდა გამომყვეთ. - აკაკიმ გაურკვევლობის ნიშნად თვალები აატრიალა და დაცვის პოლიციელს გაჰყვა, რომელიც კარისკენ გაუძღვა მამაკაცს.
- რა ხდება, რატო გამოვედით?
- ბატონო აკაკი, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დღეიდან აქ ვეღარ შემოხვალთ.
- კი მაგრამ რატომ? რამე დავაშავე? რა მიზნით ან უფლებით მიკრძალავთ კაზინოში შესვლას? - ხმას ოდნავ აუწია და მხარზე ნაზი შეხება იგრძნო.
- ისევ შენ ტო? - მობეზრებით ამოილაპარაკა, მიუხედავად იმისა რომ უკან არ მიუხედია.
- მოიცა როგორ მიხვდი? - სწრაფად მოუარა და ამჯერად წინ აესვეტა მამაკაცს.
- შენს სუნს კილომეტრებში იგრძნობს ადამიანი.
- მადლობა და ლაშიკოს უთხარი, მოგვიანებით ვნახავ. - აკაკის ამოუდგა გვერდით და მცველს ხელი ჩამოართვა.
- მოიცა, რა გააკეთე? - თავისკენ მოაბრუნა ქალი, როგორც კი მცველი შენობაში შებრუნდა.
- კაზინოში გაგაშავე. - კმაყოფილებით აღსავსემ შემოჰკრა ხელები ერთმანეთს.
- გოგო, დედას მოგი*ყნავ. - მკლავში უხეშად წაავლო ხელი და გვარიანად შეაჯანჯღარა.
- ხელი გამიშვი შე ცხოველო.
- რატო ერევი ჩემ ცხოვრებაში გოგო, როდის უნდა მოგიშორო თავიდან?
- იმიტომ რომ შენს ძვირფას ცოლს არ რევ აკაკი.
- როდის მერეა ეს შენი საქმე ტო.
- სულ, სულ ჩემი საქმე იქნება, თუ ასე გინდა, რომ არ ჩავერიო წავალ და იმას მოვახსენებ ვისაც შენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვს.
- ნათია! - ხმამაღლა დაუღრიალა კაცმა.
- რა?
- ნუ მემუქრები გოგო და სალომეს უკვე მოვუყევი ამ დედა მო*ყნულ თამაშებზე.
- მერე რაო? განაგრძეო? მომწონს ვალებს რომ იდებო? თუ მთავარია შენ იყო ბედნიერიო?
- შენ ვაფშე რა გესმის გოგო ა?
- მე თუ რამე მესმის, შენ აქ ფეხს ვეღარ შედგამ. - ზურგი აქცია მამაკაცს და წასვლა დააპირა.
- მე კიდევ გეუბნები რომ ახლა იმ სირს დაურეკავ და შავი სიიდან ამომიღებს. - მკლავით დაიჭირა და უხეშად მოაბრუნა თავისკენ.
- ამას არ გავაკეთებ. - შეუვალი ჩანდა ქალის ტონი.
- კარგი, ეგრე იყოს, სხვაგან წავალ. - ამჯერად თვითონ შეაქცია ზურგი. გინებით ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოსწყდა. ნათიამ იქვე მიმავალი ტაქსი გააჩერა და აკაკის მანქანას აედევნა უკან. ბიჭმა სლოტ კლუბს გვერდი აუარა და ერთ-ერთ ბართან გააჩერა მანქანა. ქალს აღარ სურდა აკაკის გაღიზიანება, ამიტომ მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეჰყვა კლუბში მამაკაცს. თვალებით სწრაფად მოძებნა მისი მაგიდა და იქვე შორიახლოს ჩამოჯდა. აკაკის ერთი ბოთლი სასმელი დაედგა წინ და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. ერთ ბოთლს მეორე მიაყოლა და ის-ის იყო ბარბაცით წამოიმართა ფეხზე, ნათიაც წამოდგა და მხარში შეუდგა მამაკაცს.
- ყველგან შენ როგორ უნდა იყო? - სიმთვრალისგან ამღვრეული მზერა შეანათა, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევია, ქალის მხარს დაეყრდნო და გარეთ გაჰყვა.
- გასაღები მომეცი. - ხმადაბლა მიმართა ბიჭს, თუმცა აკაკის ყურიც არ შეუბერტყავს. მანქანასთან მიიყვანა, კარს მიაყუდა და ჯიბეები შეუმოწმა. მანქანის გასაღები ამოუღო ჯიბიდან, მამაკაცს უკან კარი გაუღო და ძლივ-ძლივობით შეტენა მანქანაში, თვითონ მძღოლის სავარძელში მოთავსდა და სახლისკენ დაიძრა.
- სალომე, ცოლი მელოდება, სახლში მიმიყვანეთ. - ხმადაბლა ბურტყუნებდა ბიჭი და ნათიამაც მუსიკა ჩართო გამაღიზიანებელი საუბრის გადასაფარად.

* * *
საცოდავად აათრია მამაკაცი ბინაში. ცალი ხელით აკაკის იჭერდა, მეორით კი კარის გაღებას ცდილობდა. როგორც იქნა გასაღები მოარგო საკეტს, მამაკაცი მჭიდროდ დაიჭირა და ბარბაცით შეიყვანა ჯერ მისაღებში, შემდეგ კი საძინებელში.
- აკა, ცოტა გამოფხიზლდი დაგაწვინო. აკა გესმის? - ბიჭის მოფხიზლებას ამაოდ ცდილობდა. მამაკაცის ძლიერ სხეულთან ჭიდაობით დაიღალა და ხელებით ისე მიაწვა რომ შეძლებისდაგვარად სწორად დაეწვინა საწოლზე. აკაკი მართლაც უგრძნობივით გაიშოტა, ნათიამ კი წონასწორობა ვეღარ დაიცვა და გულზე დაეცა მამაკაცს. აკაკიმ ხელები მოჰხვია ქალს და ტანზე მიიკრა. ტუჩები ქალის ტუჩებს შეახო და უხეშად აკოცა.
- გაჩერდი. - მკაცრად მიმართა, თუმცა ნახევრად მძინარე, მექანიკური თოჯინასავით დაპატრონებოდა ქალის სხეულს. - უცებ მოფხიზლდი არა? - საყვედურის კილოთი მიმართა, როგორც კი მის მაისურს მაისურს დაეჯაჯგურა ახალგაზრდა კაცი. - შემეშვი თორემ თავს ვეღარ შევიკავებ. - მისი მკლავებისგან თავი დაიხსნა და საწოლიდან წამოდგა. აკაკისაც არ გაუწევია დიდად წინააღმდეგობა, ხელები უღონოდ დაუშვა საწოლზე და თვალები დაეხუჭა. ფეხზე მდგომი აკვირდებოდა საწოლზე გაშოტილ საყვარელ სხეულს. რამდენიმე წუთი თვალის დაუხამხამებლად უყურა და ბოლოს მამაკაცის ფეხებთან დაიხარა.
- ამის დედაც! - ხმამაღლა ამოიოხრა და ქამარი შეუხსნა ბიჭს. შარვალი და ტრუსი საკუთარი ხელით გააძრო, მკერდსა და მუცელს კოცნით ჩამოუყვა და მამაკაცის სასიამოვნო გმინვაც მოესმა. - შენი დედაც აკაკი კანკავა. - ხელით მამაკაცის პე*ისს შეეხო და ნაზად მიეფერა. საკმარისი აღგზნება შეამჩნია თუ არა, სწრაფად გაიხადა და ზემოდან მოექცა კაცს. კანკავამ თვალები გაახილა და ამღვრეული მზერით შეხედა მის ზემოთ მოქცეულ ქალს. - როგორ მომენატრე. - ხმადაბლა ბურტყუნებდა ნათია, თითებს მამაკაცის მკერდზე დაასრიალებდა და მოქნილად მოძრაობდა. ქალის რელიეფურ მუცელს ააყოლა თითები, წელზე მოჰხვია ხელი და ტუჩებისკენ მიიზიდა.

4
თორმეტი საათი სრულდებოდა, მოზუზუნე ტელეფონის ყურება რომ მობეზრდა და მძინარე აკაკი შეანჯღრია.
- აკა, გაიღვიძე თორე ააფეთქა ტელეფონი. - მობილური საწოლზე დაუგდო და შიშველ ტანზე, ატლასის მოკლე ხალათი მოიხურა. თვალები ზანტად გაახილა მამაკაცმა, თუმცა გვერდით მოზუზუნე ტელეფონმა მყისიერად მოიყვანა გონს. საწოლზე წამოჯდა, თვალები მოისრისა და ტელეფონი გახსნა.
- სად ხარ? - ხმის ამოღებაც არ დააცალა, ისე ჰკითხა სალომემ.
- მე. . . მე პატარა საქმე მქონდა. - ხმადაბლა ლუღლუღებდა და თმას აწვალებდა.
- როდის მოხვალ?
- მალე პატარავ, ნახევარ საათში სახლში ვიქნები.
- გელოდები! - მშრალად წარმოთქვა და ტელეფონი გათიშა.
- სალო. - ტელეფონს ჩასძახა და როგორც კი მიხვდა რომ გოგონამ უკვე გათიშა, საწოლზე დაახეთქა. ზეწარი გადაიხადა, ფეხზე წამოდგა და როგორც კი გააცნობიერა რომ სრულიად შიშველი იდგა, თავზე შემოილაგა ხელები. - რა ჯანდაბაა, ნათია! - ღრიალით გავიდა ოთახიდან და სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს თავს წამოადგა.
- ჩაიცვი, ცოლი გელოდება. - შიშველ ბიჭს თვალი შეავლო და ყავა ჩაყარა მადუღარში.
- ფუ ჩემი კარგიც მოვ*ყან. - სამზარეულოდან ისევ საძინებლისკენ გაემართა.
- გადაივლებ? - ხმამაღლა მიაძახა ქალმა, თუმცა აკაკი, აღარ გამოპასუხებია, ფართხა-ფურთხით ჩაიცვა ტანზე და სამზარეულოში გავიდა.
- ახლა კარგად მომისმინე. - მხარში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიაბრუნა ქალი. - ჩემგან და ჩემი ოჯახისგან, თავი შორს დაიჭირე. ვითამაშებ თუ სახეს ავიხევ, შენი საქმე არაა. გასაგებია? - თვალები დააკვესა და ზემოდან დააჩერდა ქალს.
- ყავა გადმომივა. - ისე უპასუხა თითქოს გაცოფებული მამაკაცი მის გასაგონად სულაც არ ღრიალებდა.
- გაიგე რა გითხარი?
- ხელი დამილურჯდა ცხოველო. - მკლავი გამოგლიჯა და ხელები მკერდზე მიარტყა.
- წადი, წადი და აღარ დაბრუნდე. - ხმას აუწია და გაზქურა გამორთო. აკაკიც გინებით გაემართა გასასვლელისკენ და სახლის კარი გაიხურა.


* * *
რამდენჯერმე დააკაკუნა და როგორც იქნა სალომემ კარი გააღო.
- საღამო მშვიდობის. - მშვიდად მიესალმა ცოლს, თუმცა ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. გოგონამ ზურგი აქცია და სახლში შევიდა. - სალო, მომისმინე რა. - უკან აედევნა.
- დივანზე იძინებ. - ხელით დივნისკენ ანიშნა და თვითონ საძინებლისკენ დაიძრა.
- არ მომისმენ?
- დილით, ახლა შენი სახის დანახვა არ მინდა.
- მაგრამ, მე. . .
- დილით. - მოკლედ მოუჭრა და საძინებლის კარი მიუხურა.
- შე*ეცი! - ხმადაბლა დაიჩურჩულა ბიჭმა, დივანზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ფეხებს ნერვიულად ათამაშებდა. ზუსტად იცოდა რომ დიდი ტვირთი აწვა მხრებზე, საკუთარ თავს ღალატს ვერ პატიობდა. ცოლი გაგიჟებით უყვარდა, თუმცა დამოკიდებულება, ის რასაც ებრძოდა, რაღაც დაუძლეველს ჰგავდა. სინდისის ქენჯნა სულს უღრღნიდა, მოწევაც კი არ სურდა. საკუთარი თავის ზიზღს, ისე წაეჭირა ყელში, ამოსუნთქვებს შორის საშინლად დიდ პაუზებს აკეთებდა. გულით და სულით სძულდა თავი, ღალატიც და თამაშიც ამ წამს, თუმცა მის ტვინს, ისევ ის მხიარული და სასიამოვნო წიკწიკი ჩაესმოდა, რომელიც ბონუსების დაჯდომას ამცნობდა სლოტებში.
გამთენიამდე ითმინა სალომემ, ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და საძინებლიდან გამოვიდა. ნამტირალევი და უძინარი თვალები საშინლად დასწითლებოდა. ჯერ კიდევ დივანზე მჯდომ ქმარს გვერდი აუარა, სამზარეულოში გავიდა და ორივესთვის მოამზადა ყავა. შემდეგ ისევ მისაღებში დაბრუნდა, ყავის ჭიქა წინ დაუდგა ბიჭს და თვითონაც მის პირისპირ მოკალათდა.
- სალო. - თავი ახლაღა წამოსწია აკაკიმ და მისი სახე ისეთი გაცრეცილი და უღიმღამო ეჩვენა, ცრემლების შეკავება ძლივს მოახერხა ქალმა.
- მთელი ღამე ასე იჯექი? - მშვიდად მიმართა და მისდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ხმა სულაც არ უკანკალებდა.
- მე, მე ჰო. - დაბნეული აცეცებდა თვალებს.
- სად იყავი გუშინ? - შეუვალი ჩანდა ქალის ტონი.
- მე, საქმეები მქონდა.
- ძალიან ცუდი მატყუარა ხარ აკაკი. ისევ ითამაშე არა?
- არა, მისმინე სალო, თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ არ მითამაშია, ბარში შევედი და დავლიე.
- დალიე?
- ჰო, დავლიე.
- და არ გაგახსენდა რომ ერთი ესემესი მაინც მოგეწერა?
- ძალიან ბევრი დავლიე, ტვინი სულ გამეთიშა.
- ძალიან ბევრი დალიე. - ქმრის ნათქვამი ისე გაიმეორა, თითქოს წინადადებას გემოს უსინჯავდა.
- ჰო, უბრალოდ ბევრი დავლიე, გავითიშე და აღარ გამახსენდა დარეკვა.
- სახლში რომ მოხვედი, არ გეტყობოდა.
- იმიტომ, რომ გამოვიძინე.
- სად, ბარში?
- არა. მე. . . მე, მამაჩემთან სახლში. - გამოსავალი იპოვა და ღრმად ჩაისუნთქა.
- სახლში რატომ არ მოხვედი?
- ძალიან მთვრალი ვიყავი და არ მინდოდა ასეთი გენახე.
- და აბა ვინ უნდა გნახოს ნასვამი?
- სალო გთხოვ.
- შეიცვალე აკაკი, ძალიან შეიცვალე და ძალიან არ მომწონს.
- ყველაფერს გამოვასწორებ სალო.
- როგორ? ყოველ ღამე ბარში დათრობით და სახლში დაგვიანებით?
- ისე მეუბნები თითქოს ყოველდღე ასე ვიქცეოდე.
- ბოლო ორი დღეა ასე იქცევი.
- ჰოდა აღარ ვიზამ რა. - ფეხზე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა.
- მითხარი რომ თამაში გინდოდა.
- უბრალოდ ცუდი ჩვევაა რა, ხომ არ შევსულვარ? ჰოდა გპირდები რომ ისევ არ შევალ.
- აკაკი, მაშინებ. - ფეხზე წამოდგა, მამაკაცს მიუახლოვდა და თვალებში ჩააჩერდა. ბიჭმა სიგარეტის ბოლისგან გაითავისუფლა ფილტვები და თავი დახარა. - ვალებს რას უპირებ?
- ვერაფერს, ამიტომაც მინდოდა თამაში რომ ცოტა მაინც ამომეღო.
- ვინმე გინახავს ვინც თამაშით ცხოვრება აიწყო ან ვალები დაფარა აკო? აი პირიქით, იმდენი მინახავს რამდენიც გინდა.
- და მე რა ტო, გემბლერი ხო არ ვარ? რაღაც სისულელე მომივიდა და ისე მელაპარაკები, თითქოს თამაშზე ვიყო დამოკიდებული.
- არ მითქვამს ეგ.
- აბა რა გითქვამს სალო?
- რატომ არ გინდა ფული, მამაჩემს ან ჩემ ძმას გამოვართვა?
- იმიტომ რომ არ მინდა.
- მაშინ სამსახურიდან აიღე.
- ამხელა თანხას ასე ყველასგან უჩუმრად ვერ ავიღებ სალომე, მე კიდევ არ მინდა მსოფლიოს გავაგებინო რომ რაღაც შემეშალა.
- ბინა ჩავდოთ, ახლა გადაიხდი მაგ კრედიტებს და მერე ბინის პროცენტს ნაწილ-ნაწილ დაფარავ.
- და შენ, შენ არ გამიბრაზდები?
- პრობლემის გაჯანჯლებით, რა შეიცვლება?
- სალო, ბინა რომ დროებით ბანკში ჩავდო, არ გამიბრაზდები?
- არა, არ გაგიბრაზდები, მაგრამ თუ კიდევ შეადგამ ფეხს კაზინოში, შენ თავს ვფიცავარ. . .
- ჩუ, ხომ დაგპირდი არა? - საუბარი შეაწყვეტინა გოგოს, გულში ჩაიხუტა და სახე დაუკოცნა. - საბუთები მომიძებნე ბინის, დღესვე მოვაგვარებ ყველაფერს და მერე სამსახურს მივხედავ.
- ახლავე. - ქმრის მკლავებიდან დაიხსნა თავი, თუმცა წასვლამდე ისევ შეყოვნდა. - აკო, შენი საათი? - ბიჭის ცარიელ მაჯას დააკვირდა.
- საათი? - კიდევ ერთხელ აურია თავგზა კითხვამ და ისე დაფიქრდა თითქოს რამეს იხსენებდა. - სამსახურში მოვიხსენი, იმ დღეს მანქანა შევაკეთე. - მარტივად დაიძვრინა თავი. - ახლა წყალს გადავივლებ შენ მანამდე საბუთები მომიძებნე და პირდაპირ ბანკში წავალ. - შუბლზე აკოცა ცოლს და აბანოსკენ გავარდა.

* * *
რამდენიმე საათში უკვე ბანკის შენობასთან, მანქანაში იჯდა და ახლახან აღებულ ვალს, რომელიც თავის გვერდზე სავარძელში, მუყაოს ჩანთაში ჩაედო, მშვიდად უცქერდა. თვალები ეშმაკურად უთამაშებდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რამდენად დიდი თანხის მოგება შეეძლო ორმოცდაათი ათასით. მამაკაცის ტვინი უკვე მოგების გეგმებს სახავდა, თამაშის ათასგვარ ვარიანტებს განიხილავდა და მოგებულ თანხასაც კი ითვლიდა. მეორეს მხრივ თავადვე უარყოფდა თავისივე გეგმას, თითქოს აცნობიერებდა რომ უარესი შედეგის მოლოდინი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მარტივი არ იყო ცდუნებისათვის გაეძლო. საბოლოოდ გადაწყვიტა რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული ლარი მოეკლო გამოტანილი თანხისათვის და იღბალი მოესინჯა. ახალი იდეით კმაყოფილი და აზარტით აღტკინებული, იმედიანად გაემართა ნაცნობი კაზინოსაკენ.


* * *
დივანზე იჯდა ქალი, მუხლებზე ლეპტოპი დაედგა და ყურადღებით ჩასჩერებოდა. დროდადრო სახეზე ჩამოყრილ შავ კულულებს, თითებით იწევდა უკან და ყავას წრუპავდა. კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა და ნათიას ღიმილი გადაეფინა სახეზე. ლეპტოპი მაგიდაზე გადადო, ზანტად გაიარა მისაღები და კარი გააღო თუ არა, აკაკის შეშლილი სახე მოხვდა თვალებში.
- ზარის დარეკვას ისწავლი ოდესმე? - ნაზად ამოიხვნეშა და კარს მიეყრდნო.
- შეიძლება? - ხმადაბლა იკითხა, თუმცა პასუხს არ დალოდებია, ქალს გვერდი აუარა, სახლში შევიდა და დივანზე დაეგდო.
- რამეს დალევ? - რამდენიმე წამში წამოადგა თავზე, ახალგაზრდა ქალი.
- დავლევ კი არა, კარგის ტ*აკი მაქვს მო*ყნული.
- ოჰ, მიხვდი?
- მორჩები ცინიკოსობას თუ წავიდე? - შეუვალი ჩანდა მამაკაცის ტონი.
- არა, რა წახვიდე, დამშვიდდი და მითხარი რა მოხდა. - სკამი მამაკაცის პირისპირ დადგა, ზედ ჩამოჯდა და ფეხები მუხლებზე შემოაწყო.
- სალომეს ჩემს თამაშთან დაკავშირებით ველაპარაკე.
- ოჰო, მერე რაო?
- გამიგო, ვალები გავისტუმროთ და მეტჯერ აღარ ითამაშოო.
- მერე?
- ბინა ჩავდე, ორმოცდაათიათასად.
- გადაიხადე ვალები?
- ვალი ორასიათასამდე მაქვს, სალომესთვის მთლიანად არ მითქვამს.
- ანუ ბოლომდე ვერ გაისტუმრე?
- ვიფიქრე ცოტას კიდევ დავამატებთქო, ეს ფული ბევრს არაფერს ცვლიდა.
- აკაკი, ისევ ითამაშე? - გაოცებისგან თვალები დააჭყიტა და ფეხები მამაკაცის ფეხებს მოაშორა. კანკავამ თავი დახარა, საკუთარი თავის კიდევ ერთხელ შერცხვა. - მთლიანად წააგე?
- უმნიშვნელო თანხა დამრჩა მხოლოდ. დახმარება მჭირდება ნათია, უკონტროლო გავხდი, თავს ვეღარ ვერევი.
- და რას აპირებ?
- არ ვიცი, სალომეს რომ ეს ყველაფერი მოვუყვე, რომ გაიგოს ისევ ვითამაშე და ბინის ფული წავაგე, უეჭველად გამშორდება.
- ჰოდა ჯერ არაფერსაც არ ეტყვი. - შენ საერთოდ გააფრინე ხო? ტასოზეც აღარ ფიქრობ ბიჭო? ასე ერთიანად როგორ გამოშტერდი?
- ახლა შენი ჩხუბი აღარ მინდა რა.
- არ გეჩხუბები აკა, ვცდილობ გავიგო რა მოხდა, საერთოდ როდის შეყავი თავი ამ სისულელეში?
- დიდი ხანია უკვე, ჩემი დაბადების დღის მერე ვთამაშობ. იმ დღეს ბარში წავედით, ცოტა დავლიეთ, იქ ვიღაც ბიჭები შემოგვიერთდნენ, ერთად ვსვამდით. ბოლოს დაშლას რომ ვაპირებდით, ერთ-ერთმა კაზინოში შესვლა შემოგვთავაზა, ჩვენც ტვინი შეხურებული გვქონდა და ვიფიქრეთ რატომაც არა, ცოტა გავერთობით_თქო. მოკლედ კაზინოში წავედით, სლოტები ვითამაშეთ, იმ წყეულ აპარატს თითქოს გულმა უგრძნო ახალბედა რომ ვიყავი, ათასორასი ლარი მოვიგე, პირველივე შესვლაზე წარმოიდგინე. იქედან ამაღლებულ ხასიათზე წამოვედი, ჩემი იღბლიანობით აღფრთოვანებული იყო თენგო, ის ბიჭი რა, ვინც კაზინოში წაგვიყვანა. მითხრა იღბლიანი ფეხი გაქვს და კიდევ თუ დააპირებ წასვლას არ გამომაპაროო. რამდენიმე დღე არც გამხსენებია, მერე შემთხვევით ჩავუარე და ვიფიქრე ერთხელაც მოვსინჯავ_მეთქი. იმ დღეს კიდევ მოვიგე სამასი ლარი, ისევ კარგ ხასიათზე წამოვედი. შემდეგ დღეს თენგოს დავურეკე, მე თვითონ შევთავაზე კაზინოში წასვლა, მანქანის ნაწილების ფული მქონდა, ექვსასი ლარი და ისეთი თავდაჯერებული ვიყავი, ვიფიქრე რომ გავაორმაგო მაინც კარგია_მეთქი. მოკლედ წავედი და ექვსასი ლარი წავაგე, ზედ ჩემი ჯიბის ფული რამდენიმე ასეული ლარიც დავაყოლე და მაგრად გავბრაზდი. ჯიბეში მეტი ფულიც აღარ მქონდა. გაცოფებული წამოვედი, დავბრუნდები და ორმაგად ამოვიღებ_მეთქი ვამბობდი. ბანკომატიდან ფული მოვხსენი, ნაწილები ვიყიდე და ისევ კაზინოში დავბრუნდი, რა თქმა უნდა ისევ წავაგე, ჩავთვალე რომ ის დღე ჩემი არ იყო და ჩემს თავს დავპირდი ხვალ მაინც ამოიღებ შენს ფულს, მერე კი ფეხსაც აღარ შემოდგამ აქ_მეთქი. შემდეგ დღესაც მივედი, ისევ წავაგე რაც ჯიბეში ფული მედო. ისეთ აზარტში ვიყავი, ყველა ფსონის დადებამდე ვიფიცებოდი, აი ამით ამოვიღებ ცოტას და მივდივარ_მეთქი. ვერც გავაცნობიერე ისე დავყავი რამდენიმე საათი იქ და რამდენიმე ათასი ლარიც დავტოვე. - ფეხზე წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა და ოთახში სიარულს მოჰყვა. შემდეგ ყოველ ჯერზე ვბრუნდებოდი, რომ გეკითხა ჩემი ფულის ამოსაღებად, მაგრამ როგორც კი ცოტას მოვიგებდი, ვამბობდი, აი ნავსიც გავტეხე_მეთქი და კიდევ უფრო და უფრო მეტს ჩავდიოდი. მერე არ ვიცი, დროის შეგრძნება დავკარგე, ფული ფიშკებად მექცა. სამსახურში ყოფნის დროსაც კი თამაშზე ვფიქრობდი, სხვადასხვა გეგმებს და თამაშის სქემებს ვხაზავდი ტვინში. თანდათან სხვადასხვა თამაშებში ჩავერთე, თუმცა ყველაზე მეტად მაინც სლოტებსა და რულეტკას "დავუმუღამე". მერე ჩემი ფინანსური მდგომარეობა ერთი-ორად დამძიმდა. როგორც კი ფული გამიჩნდებოდა სათამაშოდ გავრბოდი, ტასოს სიცოცხლეს გეფიცები, ბოლოს ვეღარ ვაცნობიერებდი როგორ მივყავდი ფეხებს კაზინომდე. საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, მართლა დახმარება მჭირდება ტო, ჩემით ამას ვეღარ მოვერევი გესმის?
- მესმის, აკა დამშვიდდი. - გვერდით ამოუდგა ბიჭს და მხრებზე მოეხვია. - პირველ რიგში თავად უნდა მოინდომო თავის დაღწევა, უნდა დამპირდე რომ შეებრძოლები და თუ საჭირო გახდა ფსიქოლოგთანაც წავალთ.
- არა, ფსიქოლოგი არ მინდა ტო, მე თვითონ მოვერევი, მაგრამ. . . მაგრამ ჯანდაბა, არაფერი ვიცი.
- ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ დასაწყისისთვის. - კანკავას სხეულს მოშორდა და საძინებლისკენ გაემართა.
- სად მიდიხარ?
- ჩავიცმევ და ერთ ადგილას წავალთ. - ოთახის კარი მიიხურა და მალევე ჩაცმული გამოვიდა უკან. - წავედით. - ხელკავი გამოსდო მამაკაცს და ერთად დატოვეს სახლი.
- საით? - ხმადაბლა ჰკითხა აკაკიმ, როგორც კი მანქანის ძრავი აამუშავა.
- იმ კაზინოსკენ, შენ რომ შიგნით არ გიშვებენ.
- მეხუმრები? - გაოცებული სახით მიაჩერდა ქალს, რომლის სახესაც, არაფერი ეტყობოდა არასერიოზულობის.
- არ გეხუმრები, წავედით. - ხმადაბლა თქვა და ფანჯარას მიაბჯინა თავი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ახალბედა მწერალი ელპინი

დარწმუნებული ვარ,
ჩემი ყველა სიტყვა გახსოვს.
თუ არადა,
გავიხსენოთ, უკეთესი.

გელოდები . . .

მიყვარხარ!

 


№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
დარწმუნებული ვარ,
ჩემი ყველა სიტყვა გახსოვს.
თუ არადა,
გავიხსენოთ, უკეთესი.

გელოდები . . .

მიყვარხარ!

მახსოვს. . .
მაცადე დავიწყება რომ?
მეც მიყვარხარ. . .

 


რა გინდა სალანდერ, რატომ უნდა გავლანძღო ეს ორი იდიოტი და კრეტინინარსება თავიდან? ნუ უკვე გავლანძღე მაგრამ მაინც :)
მიხარია საიტის პრობლემები რომ მოგვარდა და დაგვიბრუნდი. დაველოდები ახალ თავს, იმედია აღარ მომიწევს გალანძღვა, ეჭვი კი მეპარება მაგრამ მაინც.
გელოდები დღეს❤

 


№4  offline მოდერი სალანდერი

რუსკიმარუსია
რა გინდა სალანდერ, რატომ უნდა გავლანძღო ეს ორი იდიოტი და კრეტინინარსება თავიდან? ნუ უკვე გავლანძღე მაგრამ მაინც :)
მიხარია საიტის პრობლემები რომ მოგვარდა და დაგვიბრუნდი. დაველოდები ახალ თავს, იმედია აღარ მომიწევს გალანძღვა, ეჭვი კი მეპარება მაგრამ მაინც.
გელოდები დღეს❤

მოგვენატრა გალანძღვაც კი. :დ
მეც მიხარია რომ დაბრუნება შევძელით, ახაკი თავიც მალე იქნება ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent