შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ხანდახან ტკბილია [1]


24-04-2019, 09:09
ავტორი nacnobi123
ნანახია 8 676

ცხოვრება ხანდახან ტკბილია [1]

-როდემდე შეიძლება ვითმინო შენი გამოხტომები? გიხარია სულ ნერვებს რომ მიშლი? შენ გამო ფსიქიკა შემერყა. რა გინდა ჩემგან? ამასობაში ერთი ორი ცრემლიც გადმომივარდა თვალებიდან. ასეა როცა ვიღაც გამწარებს შემდეგ ნერვებს ვეღარ თოკავ
-კაი რა ნუ ტირი გოგო
-უყურე ამას კიდე მე ნუ ვტირი ხო? უარესად რომ მამწარებ ხვდები? შეიძლება დამასვენო ცოტა ხანი? რა დაგიშავე?
-რა და მომწონხარ გოგო გაიგე? ახლა კმაყოფილი ხარ? ნუთუ ეს გიორგია? დავრჩი ასე გაოცებული. ახლა აქ დავსტოპდეთ და მოგიყვებით მე ვინ ვარ და გიორგი ვინ არის საერთოდ.
მოკლედ მე მაშო გაბელია ვარ. თბილისის ივანე ჯავახშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ სოც. პოლზე. ვარ მხიარული, გიჟი და ბუთქუჩულა გოგო. ამაში მომავალშიც დარწმუნდებით. ვარ საშუალო სიმაღლის 1.65სმ. ადრე სიმაღლის კომპლექსი მქონდა, მაგრამ იმდენი ჩემზე დაბალი ადამიანი შევამჩნიე, რომ ამაზე დარდმა ცოტა გადამიარა. არა რა ხო ვაბობ გიჟი ვარ მეთქი. კიდევ მაქვს მუქი ყავისფერი თვალები და მუქი ქერა თმა. ამ ორ უკანასკნელზე განსაკუთრებით ვგიჟდები მზიან ამინდებში. სასწაულად ანათებენ და რა ვქნა? სრული ტანი მაქვს. გიკვირთ ალბათ ტანწერწეტა რომ არ ვარ. ძირითადად ყველა ნაწარმოების გმირი გამორჩეული გოგოა. მაღალი, ლამაზი და შხვართი ფეხებით. მე ვერც ერთით ვერ დავიკვეხნი, ასე რომ შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ.
მყავს ორი დაქალი ნინი და ანა. ორივე უნივერსიტეტში შევიძინე. ერთი ჩემი კურსელია, ერთი კი სხვა განხრით სწავლოს ჩვენივე ფაკულტეტზე. ისინიც, რა თქმა უნდა, ჩევსავით გადარეულები არიან. ცოტა ხანში გაგაცნობთ. ეს ისტორია მათ გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ მყავს 4 ბიჭი მეგობარიც. მათთან კი მთელი ბავშვობა მაკავშირებს. ჩემი სულის კოკორები არიან. მოკლედ ვგიჟდები რა ამ 6 ადამიანზე. ცემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან.
ახლა კი ალბათ ყველს გაინტერესებთ ვინ არის გიორგი. მოკლედ გიორგი ერთი უჟმური და ჯუჯღუნა ვინმეა. მაგრამ ხანდახან ისეთი საყვარელია, მინდა ლოყები დავუჩქმიტო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ჩემზე ერთი თავით მაღალი მაინცაა. ისიც ჯვახისვილში სწავლობს ბიზნესის მიმართულებით. მეორე კურსზეა.აი გიორგი კი ტიპური რომანის გმირია. მაღალი, მხარბეჭიანი, სიმპათიური. მუ მოკლედ ისეთია, როგორზეც ყველა გოგო ოცნებობს. თუ არ ჩავთვილით იმას, რომ საოცრად უტაქტო და უჟმურია. რა მდგომარეობაში შემოგვეჭერით ამასაც გაგიმხელთ. მგონი გიორგიმ სიყვარული ამიხსნა. მე კიდე აქ ამდენს ვყვები ჩემს თავზე. მოდით დავუბრუნდეთ იმ ადგილს, სადაც გავჩერდით. დანარჩენს უკვე გზადაგზა გაგაგებინებთ.
-ბიჭო შენ ხო არ გაგიჟდი? რა მოგწონვარ? ხო კარგად ხარ? ნუს ეს თავის დაფასებები არ უნდა გამოგვრჩეს, რა თქმა უნდა.
-დაკმაყოფილდი ახლა? ხვდები რატომ გექცევი ასე? ვიცი, რომ მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით
-და მაგიტო თავი უნდა შემაძულო? რა იყო შენი ბოლო რეპლიკა ბავშვების წინაშე?
-და რას ითხოვ აბა? შენი აზრით გგონია გამიძლებ?
-საერთოდ მეკითხები მე რა მინდა? იქნებ მზად ვარ გაგიძლო? იქნებ მინდა შენთან ყოფნა? იქნებ მეც ძალიან...
ვაიმე მაკოცა ახლა ამ შტრემა თუ მე მეჩვენება? რა გავუკეთო ახლა ამას? გიორგი ის ადამიანი იყო, ვინც შეყვარებულთან განშორების შემდეგ პირველად მომეწონა. ახლა კი მეუბნება რომ თურმე ვერ გავუძლებ. ვაიმე რა კოცნა სცოდნია.
- მაშო გონს მოდი არ დანბდე. ნუ დაგავიწყდება, რომ გაბრაზებული ხარ. კიდევ ერთხელ შევუძახე ჩემს თავს და სილა ვუთავაზე. ცოტა მწარდ მომივიდა. ვერ გავითვალისწინე, რომ ხელზე ბეჭედი მეკეთა და ლოყა სულ გაუწითლდა. საწყალი, მაგრამ ღირსია. ცემი გამწარებისთვის მეტს იმსახურებს. გამწარებული გავარდა ოთახიდან.
-გოგო რა ხდება? რა დაემართა იმას? რატო მირბოდა ასე გამწარებული? ისევ იჩხუბეთ?
-აუ ნიი ჩამეხუტე რა. აღარ შემიძლია. მომწონს ეგ უჟმური. მაგრამ ისე მელაპარაკება გულს მტკენს და ვეღარ ვუძლებ
-არც შენ გაქვს ნაკლებად მწარე ენა. შენ რა გგონია სხვადასხვა ბიჭებზე რომ ყვები არ ეჭვიანობს?
-იცი დღეს რა მოხდა?
-რა? როგორც ყოველთვის ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
-რა და მაკოცა. თან შერცხვენილი და თავჩახრილი ვიდექი დატუქსვის ლოდინში.
-არ ვიცი რა გითხრა. ვერ გავუგე მაგ ბიჭს კიდე. რაღაცნაირად არ მომწონს და რა გავაკეთო?
-ხო მარა ნიკას დავიწყებაში დამეხმარა.
ცოდნისთვის ნიკა ჩემი ყოფილია. ნიკოლოზ ხაჩიძე. 1 წელი ვიყავით ერთად. ბოლოს ჩემივე მეგობრის შეყვარებული გახდა. მე, როგორც ცივილური ადამიანი, მარტივად შევეგუე ამ ფაქტს და მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებ ორივესთან. მაგრამ ერთად დანახვისას ტანზე უასიამოვნო შეგრძნებები მივლის და რაღაცნაირად გული მტკივა.
-რადგან ნიკას დავიწყებაში დაგეხმარა, არ იშნავს რომ კარგი ბიჭია. ნინის არ ევასება გიორგი. ადამიანებს ყოველთვის მარტივად ამოიცნობს ხოლმე. მაგრამ გიორგი ვერ გაშიფრა ბოლომდე და ზუსტად ეს აბრაზებს.
- რა გავაკეთო აბა? ვერ ვხვდები
-აუ მაშო ნინის გავიყვან რა ცოტა ხანი საქმე მაქვს.
-კარგი რატი არაა პრობელამ.
რატი ნინის ერთ-ერთი თაყვანისმცემელია. ნინის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. თან უმეტესობა ერთი საძმაკაცოდანაა და სულ დავცინი ხოლმე. ნინის კი აქვს არჩევანი გაკეთებული, მაგრამ იმ არჩევანს ნინი არ ევასება მგონი.
ნინიც გავიდა და დავრჩი აუდიტორიაში ისევ მარტო. გასვლას ვაპირებდი, მაგრამ უცებ გიორგი შემოვარდა ოთახში. მაჯაში ხელი ჩამავლო და სადღაც მიმათრევდა. არ ვიცი სად, მაგრამ აშკარად მძიმე ამბავი მელოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი cheryl blossom

ოოო საინტერესოა smile

 


№2 სტუმარი Iiiiiiiiii

Saintereso da damaintrigebeliaaa gagrdzele

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.