შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ხანდახან ტკბილია [2]


25-04-2019, 00:06
ავტორი nacnobi123
ნანახია 6 709

ცხოვრება ხანდახან ტკბილია [2]

-გამიშვი გიორგი სად მიგყავარ? მეტკინა ხელი. ნუ მიჭერ ასე. ხო ვამბობ რა სადისტია ეს ბიჭი. არასდროს არ მისმენს და მერე დუდღუნებს.
-ცოტა ხანი გაჩუმდი ხო შეიძლება? ერთხელ მეც მალაპარაკე რა მოხდება?
- არ გეყო რაც აქამდე მამწარე?
-ხო იცი რო ბოდიშს მაინც არ მოგიხდი. აზრი არ აქვს მაგ ყველაფერზე ლაპარაკს
-ხო მართალია ხისთავიანი ხარ და ჩემი გამწარება გიყვარს. რო იცოდეთ ჩემთვის რაები აქვს გაკეთებული ჩემი საუბარი არარ გაგიკვირდებოდათ. ერთხელ გუდაურში ვიყავით სამეგობრო წასულები და სამჯერ ჩამაგდო თოვლში. ერთხელ კიდევ გუნდა მესროლა ფეხში, ლამის იქვე ჩავიკეცე. თან ისეთი იდეიოტია არაფრის დიდებით ბოდიშს არ მოგიხდის.
-არა ხო ვამბობ რა ეს ვის გადავეყარე. ხო გეუბნები ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება. მე შენ ვერ გამიძლებ და შენ მე ვერ გაგიძლებ
-ვსიო ხმას აღარ ვიღებ. ვნახოთ ერთი სად წამიყვან და რას მეტყვი.
ლირიული გადახვევის დროა. მყავს დედა თამარი 45 წლის. მამა სამწუხაროდ 4 წლის წინ გარდამეცვალა. კი შევეჩვიე უკვე, მაგრამ დროტა განმავლობაში სევდა მაინც შემომაწვება ხოლმე. ხშირად მენატრება ხოლმე, მაგრამ ტირილი ძირითადად არ მჩვევია და მხოლოდ ხასიათზე მეტყობა ცვლილება. ზუსტად იმ წელს, როდესაც მამა გარდაიცვალა შეყვარებულიც დავკარგე. სიმსივნე ჰქონდა. ბოლომდე არ მიმხელდა სიმართლეს. ბოლოს ძალიან მძიმედ იყო და სიმპტომებით ამოვიცანი. სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. დღეს მხოლოდ მოგონებებშიღა არსებობს. საოცარი ადამიანი იყო. მხიარული, ჭკვიანი, კეთილი და საყვარელი. მგონი ძალიან დაგგრუზეთ. დავუბრუნდეთ აწმყოს და გიორგის. იცით როგორ გავიცანით ერთმანეთი? დღემდე მეცინება ისეთი ისტორია გვაქვს.
ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ კურსზე დაიწყო. მე და გიორგის ერთი საერთო მეგობარი გვყავს ბარბარე. თავისი ჭკუით მირიგებდა გოგო გიორგის, მაგრამ ჩვენი შეხვედრა არა და არ შედგა. ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემი ჯგუფელი მივიდა და უთხრა იმ გოგოს ევასებიო. ბარბარემ, რა თქმა უნდა, არ დამიმალა ეს ყველაფერი. გაბრაზებული მივვარდი იმ ბიჭს
-ბიჭო შენ ხო კარგად ხარ? რა გიორგი მომწონს? ვინაა ეს ბიჭი საერთოდ? თან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. ისეთი გაბრაზებული ვიყავი ჩემთან მოახლოებას ვერავინ გაბედავდა
-უკაცრავად ჯერესეთი ბიჭი არა რა თუ შეიძლება. და მეორეც ერთი რას მიწუნებ?
-ვაიმე ნუ მედუდღუნები ერთი შენი ჭირიმე. საერთოდ შენ ვინ გელაპარაკება? არამკითხე მოამბესავით რომ ჩაერია.
-უკაცრავად ჩემზე ლაპარაკობ და ნებართვა გთხოვო კიდეც ჩარევისათვის?
-დიახაც მე საქმე შენთან კი არა ამ ვაჟბატონ ლუკასთან მაქვს. გაიმეორე ერთი ჩემ თვალწინ რაც უთხარი ამ ვაჟბატონს.
-რა და მაშოს მოსწონხარ თქო. მაგრამ ტყუილია ხო
-ხედავ პრიმატო საერთოდ არ მომწონხარ და ჩემს გემოვნებაშიც არ ჯდები. კარგად და ლუკიტო შენ ასეთი რამეების მოფიქრებაში ნუღა დაიღლი თავს. სხვებს ჩემსავით მარტივად ვერ გადაურჩები.
-ვაიმე ერთი უსმინე რა ამ ტრიპაჩს რა. პრიმატიო მე მითხრა? მაცალოს მაგან. გამწარებული იყო გიორგი. მე კიდე მის რეაქციაზე სიცილით ვკვდებოდი. არა რა ძალიან უცნაური ვარ. ჯერ ისეთი გაბრაზებული ვიყავი ყველაფერს ვბრდღვნიდი და ახლა სიცილით ვკვდები.
ამდენი ხნის შემდეგ ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ. გიორგი მართლა ძალიან მომწონდა. დუდღუნა კი იყო, მაგრამ რო იცინოდა ისეთი საყვარელი იყო იქვე ვდნებოდი, მაგრამ ხალხში არ ვიმჩნევდი. ან როგორ მეკადრებოდა შემჩნევა. არავისთვისაც არ მითქვამს, შესაბამისად მის ყურებამდეც ვერ მივიდოდა ეს ფაქტი.
-ვაიმე ამას რას ვეღირსე შენ ჩუმად ხარ? უნდა ჩავინიშნო ეს დღე.
-ჰა ჰა ჰა. ვიხუმრეთ ვითომ? ვგიჟდები შენს იუმორის გრძნობაზე. არა რა ხომ ვამბობ პრიმატია ეს ბიჭი.
-რაც შენ გამოჩნდი კიდე კარგად ვარ. მოვარდები ამირევ დაწყნარებულ ცხოვრებას და მერე გარბიხარ.
-მადლობა თქვი ერთფეროვან ცხოვრებას გიხალისებ. მე რომ არა ალბათ მოწყენილობისაგან მოკვდებოდი
-მაგაში დაგეთანხმები ჩემი ცირკის რიჟიკა ხარ. რაიო ამან ახლა რა მაკადრა მე? მივალ და იმ თვითკმაყოფილ მზერას გავუქრობ. ამას ვინ ჰგონია ერთი თავი
-გიორგი რატომ თამაშობ ჩემს ნერვებზე?
-იმიტომ რომ შენც ზუსტად იგივეს აკეთებ.
-მე რომ წყალში გადავხტე გამომყვები? არა რა საიდან მოვიგონე ეს სისულელე მე თვითონაც ვერ ვხვდები.
-კი რატომაც არა. ოღონდ უნდა ვიცოდე, რომ ორივე ცოცხალი გადავრჩებით.
-ვაიმე სადაა მასე გენაცვალე. კიდე რა გინდა?
-კიდე აი ეს... ვაიმე ისევ მაკოცა. მგონი ვერაა ეს ბიჭი კარგად. რა გავუკეთო? თან ისეთი საყვარელია. კიდე გავარტყა თუ არ გავარტყა? ვითომ ქაჯობა იქნება? რაღაც ძალიან შემეჩვია. ტვინმა სძლია და ისევ გავარტყი
-გოგო რა დაგიშავე?
-უტიფარი ხარ და საერთოდ აღარ მინდა შენთან ლაპარაკი. არ მაინტერესებს რას მეტყვი. აღარ მომეკარო გაიგე? ბოლოჯერ გეუბნები ამას. შემდეგში ასე მშვიდად აღარ დაგელაპარაკები.
-იქნება რისი თქმა მინდოდა. ამის... რატო არასდროს არ მისმენს ბოლომდე. რა გავუკეთო? სარეველა ბალახივითაა რა. ნელ-ნელა იდგამს ჩემში ფესვებს. რაღა მაინცდამაინც ეს გიჟი.
სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი შეყვარებული ჩემსავით გიჟი და მხიარული იქნებოდა. თან დედაჩემი სულ მეუბნებოდა ალხანას ჩალხანა არ დაელევაო. მაგრამ სრულიად სერიოზული და უჟმური ბიჭი მომწონს. რომელსაც ვერაფერი ვერ გავუგე. რა მოსწონს, რა უნდა ჩემგან და საერთოდ რას მერჩის. გამწარებული გამოვვარდი როგორც ყოველთვის. სულ ასე ხდება რაღაცას ისეთს მეტყვის გამოვყავარ მდგომარეობიდან. სახლისაკენ გავეშურე იქნებ დედას მაინც ეშველა ჩემთვის. სახლში მისულს კი ჩემი ყოფილი ნიკა დამხვდა სიურპრიზად
-გამარჯობა მაშო. დიდი ხანია გელოდები. იცი აქ რისთვის მოვედი? შევრიგდეთ რა. თან მინდა, რომ დედაშენს შენი ხელი ვთხოვო
ამ დროს გავშეშდი და გაოცებისგან ხმას ვეღარ ვიღებდი. მოსაყოლად არაფერი თქვენ იქ უნდა ყოფილიყავით.


აბა როგორია? შემიფასეთ. ველოდები თქვენს აზრსскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ციკო

ვერ გადამირვები ნიკას რომ გააყოლო ეს გოგო,გიორგი ძაან მაგარი ტიპია ოღონდ ცოტა მხიარულება შეჰმატე????

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.