შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ვარსკვლავი (სრულად)


18-06-2019, 21:06
ავტორი Xatia Lekishvili
ნანახია 6 377

თავი პირველი
ხანდახან საყვარელი ადამიანები ძალიან სწრაფად მიდიან უკან მოუხედავად ისინი გარშმომყოფების გრძნობას ემოციებს ფეხებზე იკიდებენ და უბრალოდ მიდიან..
დილის 7 საათი იყო, როცა დავიბადე და ავტირდი, განა სხვა გრძნობა არ არსებობს ქვეყნად მოვლენის ჟამს ?! მხოლოდ ცრემლები... ცრემლები და სევდა იყო რაც ადამიანის ცხოვრებას სულ უფრო უბედურობისაკენ მიაქანებდა... ადამიანის ცხოვრების მიზეზს მხოლოდ ბედნიერებასა და სიყვარულში ვხედავ, რადგან სადაც სიყვარულია იქაც ბედნიერება სუფევს. მხოლოდ ერთია ამ ქვეყანაზე მარადიული... ეს სიყვარულია, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა... სიყვარული, რომელსაც შეუძლია გული გატკინოს, სულიერად გაგწყვიტოს, გაგახაროს, და ბედნიერებაც მოგგვაროს.
დილით ადრე გამეღვიძა, როგორც ყოველთვის დედას ჩაის გაკეთება ვთხოვე და ქვევით ჩავედი ვისაუზმე და გარეთ გადასეირნებლად გავედი. მზე უკვე ამოსულიყო მზის სხივები ხასხასა მწვანე ბალახს ეხებოდა, ხეების შრიალი კი სმენას და სულის თავისუფლებას შესანიშნავი სიამით ავსებდა. მთელი გულით ეძლეოდა უსაზღვრო ნეტარებას იმ წამებში.გარეთ გასულმა, დემეტრე ნებიერიძე დავინახე გულმა საშინელი სწრაფი ტემპით დაიწყო ცემა, სუნთქვა გამიხშირდა და ხელები კანკალმა აიტანა, ამ ადამიანზე სამი წელია თავდავიწყებით ვარ შეყვარებული ჩემს გვერძე ცხოვრობს, ერთ უნივერსიტეტში დავდივართ ერთ ფაკულტეტზე, თუმცა ჩემს გრძნობებზე არასოდეს გაუგია.
დემეტრე თავის 'აიფონში' ხარბად იყურებოდა, ყველა კუნთი დაჭიმული ჰქონდა ალბათ, რაიმე საინტერესოს ეძებდა, როგორც ყოველთვის ვერ შემამჩნია და სწრაფად ჩავუარე მის სახლს. სახლში შესვლისთანავე გემრიელი სუნი მეცა, თუმცა მასაც გვერდზე ავუარე და საძინებელში ავედი. დედას ხმა მომესმა და საწოლიდან თავი ავწიე
- სანდრა? შეგიძლია ელიზას ფუნთუშები გაუტანო?
- კი, ელიზა ვინაააა?
- დემეს დედა, სწრაფად არ გაცივდეს ჩამოდი...
აი ამ დროს კი შიშმა ამიტანა, ადგილიდან ძლივს დავიძარი,რომ წავსულიყავი ქვევით ჩავედი, როგორღაც თავი ხელში ავიყვანე შიში ჩავიქრე და თავაწეულმა დემეს სახლისკენ გავეშურე... კარზე ორჯერ ნაზად დავაკაკუნე, მესამედ დავაბრახუნე და კარი გაიღო, სახლში ანდრო დამხვდა, მდივანზე დამჯდარიყო, ისევ ტელეფონში იყო ჩაყუდებულიდა მგონი, ვერც შემამჩნია, ხმამაღალი ხმით დავსჭექე:
- ეს სად დავდო? დედამ გამომატანა!
- აი იქ, მაგიდაზე
მოულოდნელად ისე, რომ არც მე ვიცოდი გამოვიხედე და რას ვხედავ...მიღებს? ღმერთო რა ჯანდაბაა? ეს, საერთოდ გაგიჟდა?
-შენ რა ჩემს სიფათს იღებ? რა უფლებით ხოარ გაგიჟდი!!! დავუყვირე
- არა, სხეულსაც გამოვაჩენ არ იდარდო!
- ფუ, რა ნაგავი ხარ დემეტრე ნებიერიძე!
გამიღიმა თვალი ჩამიკრა, მე კი გაბრაზებულმა სკამს ფეხი მივარტყი კარი მოვიჯახუნე და გარეთ გავვარდი.
თავი მეორე
გავიღვიძე, უნივერსიტეტისთვის მოვემზადე და ჭამას შევუდექი როცა ტელეფონს დავხედე და გული კინაღამ გამისკდა... ჩემი ფოტოები ინტერნეტშია გავრცელებული და ეს ყველაფერი დემეტრეს ნამოქმედარი თანაც ფოტოშოპით.
- შენი დედაც ნებიერიძე !
სახლიდან გამოვიპარე მის სახლთან დიდი ხე დავინახე, რომელიც თავის ოთახის ფანჯარასთან ადიოდა მე კი ეს შემთხვევითობა გამოვიყენე და ხეზე აცოცება დავიწყე. ამ დროს ბრაზი მქონდა მოკიდებული, რომელიც ანდროსკენ იყო მიმართული, შიში იმისა რომ ხიდან ჩამოვარდებოდი და სამაგიეროს გადახდის სურვილი. მარცხენა ფეხი სქელ ტოტზე ჩამოვდე და ხელით ზედას მოვეჭიდე მარჯვენა კი გაბზარულ ტოტზე დავადე და უცებ ხმა გავიგონე ძალიან სწრაფად ხელებით და ერთი ფეხით ხეზე ვიყავი დაკიდებული გვერდზე გამვლელმა მოხუცმა შემამჩნია გაკვირვებული სახით მიყურებდა შემდეგ კი გზა განაგრძო. როგორღაც ავძვერი თვალებით ისევ წინ ვიხედებოდი, რომ არ ჩამოვარდნილიყავი მივედი ფანჯარასთან და აი, რას ვხედავ გაოცებული მივჩერებოდი მის ოთახს რომელიც შიშველი გოგონების ფოტოებით იყო სავსე , ჩემი იქ შესვლის მიზანიც ის იყო რაიმე ისეთი ფოტო უნდა გადამეღო რაც საზოგადოების გაოცებას გამოიწვევდა გაგაპარტახებ ნებიერიძე... ფანჯრიდან ახალად გადამხტარს აბაზანიდან გამოსულ ხალათიან დემეს შევასკდი ტელეფონი ხელიდან გამივარდა ფეხი სველ იატაკზე გამიცურდა და მის ფეხებთან დავეცი.
- შენი დედაც ნებიერიძე
ძირს დაიხარა გაღიმებული სახით ტელეფონი აიღო და ხელი გამომიწოდა
- ხელი მომეცი აგაყენებ
- ხელი მომაშორე, თვითონაც შევძლებ!
- რატომ ხარ ასეთი უხეში? საერთოდ რა გინდა ჩემს ოთახში საინტერესოა მის სანდრა? ჩაღიმებულმა წარბი ამიწია
- ეგ შენ არ გეხება, რატომ გამოაქვეყნე ჩემი ფოტოები, გსიამოვნებს?
ფეხის ხმა მომესმა, თითქოს ვიღაც მოდიოდა, მაგრამ კონცენტრაცია ანდროსკენ გადავიტანე
- რაიყო გწყინს? კოლექციას ვაგროვებ
- მეზიზღები შენც და შენი აზრებიც ნაგავი ხარ მეტი არაფერი!
და მიღიმოდა გავბრაზდი,ცოტა მაკლდა, რომ მეცემა ... რა ჯანდაბაა ვიღაც კარებს აღებს ... კარები გაიღო და დედამისმა შემოაბიჯა
- სანდრა? შენ აქ რა გინდა ?
- იცით..
თქმა არ დამაცადა დემემ
- ჩემი ბრალია, მე დავუძახე
- ნებიერიძე, ნუ გმირობ ხოლმე იცოდე (ჩავჩურჩულე )
დედამისმა კარი უკეთ გააღო მაგრძნობინა, რომ გავსულიყავი და წინ წავიდა მეც უკან მივყევი თვალები კი უკან მქონდა დემესაკენ...
- კარგად საყვარელო, საღამოს გნახავ ! ( იცინოდა) თვალი ჩამიკრა და კარი მიხურა...
თავი მესამე
დედას მანქანით წავედი და ლექციაზეც დავაგვიანე, ახალი შესული ვიყავი, რომ დემე რომელიც ტელეფონში იყურებოდა შემეჯახა
- წინ იყურე!
- როგორც თქვენ მიბრძანებთ ! - ნაძალევად გამიღიმა, და გვერძე ამიარა.
სკამზე დავჯექი და ლექტორს მივუყურადე, გვერძე მათე მომიჯდა , გამიღიმა.
უკნიდან ბიჭების სიცილის ხმა გავიგე, რომლებიც ტელეფონში იყურებოდნენ ხელი ერთ-ერთმა მხარზე დამადო და ფოტო მაჩვენა.
- საოცარი ფოტო გამოსულა.
იცინოდნენ, რაც ძალიან მაცოფებდა.
- საკუთარ თავებს მიხედეთ კახპებო!
და მიჩუმდნენ...
- დაიკიდე რა ! ყოველთვის მასეთი ნაგვები არიან. მათემ მითხრა და ხელებით ლოყაზე მომეფერა.
თვალები ამიცრემლიანდა, ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ლექტორისგან გათავისუფლება უნდა მეთხოვა.
-შეიძლება გავ...
და წამში მუხლები მომეკეცა, თავი მერხს ჩამოვარტყი და ძირს დავვარდი. ახალად შემოსული დემე ჩემსკენ გამოიქცა და ხელში ამიტაცა. ხელში ამწია ბავშვები ღრიალით გაყარა და გარეთ გამიყვანა, ნახევრად გათიშული ვიყავი თავიდან სისხლი მომდიოდა მაგრამ რაც მთავარი იყო, მის მკლავებში ვიყავი მოქცეული... ხელი მის დაკუნთულ მკერდზე მედო, მისი გრძელი სწორი თმა რომელიც ქარში თავისებურ სურნელს გამოსცემდა ძალზე საამოდ მეჩვენა, სავსე რბილი ტუჩები ჰქონდა, როდესაც მის თვალებს შევხედე დავინახე.. ძალიან ლამაზი თვალები, რომელიც მხიბლავდა კიდეც.
მანქანაში ჩამსვა ღვედი შემიკრა და საავადმყოფოსკენ გავარდა.
ფანჯარას ოდნავ ჩაუწია გრილი ჰაერი მეცა სახეზე... ძალიან მესიამოვნა, გზაში ხმა არ ამოუღია ეტყობა ძალიან შეშინებული იყო, სამაგიეროდ ყოველ წამს მე მიყურებდა.
- კარგად ხარ ? რამე ხომ არ გინდა?
-ასეთ მდგომარეობაში შენს გამო ვარ და კიდევ მაგას კითხულობ? სინდისი მაინც არ გაწუხებს?! ბოდიში მაინც მოგეხადა!
- კარგი ერთი, სავადმყოფოში მიმყავხარ, და ძალიანაც ვდარდობ შენზე თუმცა აღიარე რომ კარგი ფოტოები გამომივიდა ორი დღე ვწვალობდი
- მეორედ აუცილებლად მოგკლავ ვერაფერი შემაჩერებს ნებიერიძე! ვცდილობდი გაბრაზებული ტონით მეთქვა.
- აუცილებლად, დროს და ადგილს მე დავთქვავ!
ამ დროსაც კი არ ივიწყებს თავის იუმორს...
აი, მივედით საავადმყოფოში და სანამ მომიყვანა კარგად გავხდი. მანქანას მოურბინა და კარი გამიღო
- თვითონაც შევძლებ! ნუ ჯელტმენობ
- მის სანდრა. და ხელი გამომიწოდა, მეც თავი დავუკარი და ხელი გავუწოდე უცბათ ხელი გასწია და მარტომ მომიწია გადმოსვლა მასხარაა სუფთა.
ექიმი არ დამხვდა და ექთანმა გამსინჯა შუბლი დამიმუშავა და მისაღებში საბუთებზე გამიშვა. გვერძე გავიხედე რას ვხედავ დემეტრე ვიღაც ქერას უდგას და ელაპარაკება, თან თავბრუდამხვევი ღიმილით ესაუბრება იცის როგორ მოიგოს ქალის გული, ბოლოს ყავაზეც დაპატიჟა პაემანიც დაუთქვა და ჩემსკენ გამოემართა.
- აბა? როგორ მიდის საქმეები?
-შენს გარეშე შესანიშნავად!
- ერთხელ მაინც ისე გამცემ პასუხს როგორც ნორმალური ადამიანი?
- შენ თუ არანორმალურებთან გაქვს კავშირი მე დავაშავე რამე ?
-არაფერი დაგიშავებია უბრალოდ გთხოვ მანქანაში ჩაჯდე
-არა ! ხმამაღალი ტონით ვუპასუხე
- ჩაჯექი!
- ნწ , არც გაატრაკო!
ეს არანორმალური მართლა მეცა და ზურგზე გადამიკიდა მანქანაში ჩამაგდო და კარიც ჩამიკეტა.
- აბა როგორია? ჩაჯექი თუ არა
- დიახაც, ისევ ჩემი ნებით!თავი მაღლა ავწიე, დემემ კი ცინიკურად ჩამიცინა და მანქანა დაძრა.
ძალიან სწრაფად დადიოდა განაბული ვუსმენდი ქარის ხმას და ამით ვსიამოვნებდი ცოტახანში ანდროს ტელეფონზე დაურეკეს.
- დემე დღეს კესოს დაბადების დღეა კლუბში იხდის მთელი კურსი დაპატიჟა მოხვალ?
- ბაზარი არაა დასალევი არის ?
- უეჭველი იქნება მოვატანინე.
-კაი
და გაუთიშეს, საინტერესოა ახლა მაინც თუ ამოიღებს ხმას. სარკეში ჩაიხედა მე შემომხედა და ალაპარაკდა...
- წამოხვალ დღეს ? გოგონებიც იქნებიან
- ვნახოთ!
- რა ზუსტი პასუხია გამაოცე
- დავფიქრდები ...
შევუღრინე დაღლილმა, და ხმა არ ამოუღია ჩვენს უბანს მივუახლოვდით მანქანიდან გადმოსული ვიყავი უკვე მივდიოდი როდესაც დემემ ხელი მომკიდა თავისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა. ყველანაირი ზიზღი მაშინ გამიქრა როცა მის რბილ ტუჩებს შევეხე. სწრაფად მოვიშორე და ჩვენს შორის სიახლოვე დავარღვიე, სინამდვილეში ძალიანაც მესიამოვნა. მაგრამ აღარ შევიმჩნიე რადგან ეს იყო ყველაფრისგან ხსნა და შვება უფსკულშიც კი!.

თავი მეოთხე
ხანდახან ისე გადის დრო ვერც კი ვხვდები ეს სემესტრი დასასრულს მიუახლოვდა, ფინალურები იქითა კვირაში მაქვს... მეოთხე კურსს ვამთავრებ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, ბავშვობიდან ვხვდებოდი რომ სამართალი ჩემი პროფესია იყო და ასეც მოხდა იურიდიულ ფაკულტეტზე წარმატებით ჩავირიცხე შაბათი დღეა უკვე ღამეა ძალიან მოწყენილი ვზივარ მაგიდასთან და უგულყუროდ ვიზეპირებ ტესტებს, გვერდზე გავიხედე თაროზე შემორჩენილი ბავშვობის ფოტო დავინახე, სადაც ქერა კულულები და წითელი ტუჩები მქონდა... ჩემი ბავშვობა გამახსენდა ის დრო როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ზაფხულში ფეხბურთს ვთამაშობდი დილით ადრე ვდგებოდი იმ სურვილით რომ ბავშვებთან ერთად დიდ დროს გავატარებდი, თუმცა ყველაფერი ასეთი მარტივი არ ყოფილა, ახლა ისინი შორს წავიდნენ საკუთარი ცხოვრება მოიწყეს და ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად თუ პირადი ბედნიერებისთვის.
ჩამეძინა ...
დილით მაღვიძარას ხმამაღალმა ხმამ გამომაღვიძა
მისაღებში ჩავედი პიჟამათი, თვალები მოვიფშვნიტე და რას ვხედავ ჩემს წინ ჩაძინებული ელიდას და არჩილს პირდაღებული ვუყურებდი თუ როგორ ფშხვინავდნენ ჩემი ბიძაშვილები რომლებიც ასე ძალიან მომენატრნენ, ელენე 25- ისაა ხოლო აჩი ჩემი ტოლია, მათთან იმდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, რომ თავს ვიკავებდი მათი გაღვიძებისაგან და ძლიერად ჩახუტებისაგან. დედა და მამა საძინებელში იყვნენ, როგორც ჩანს ძალიან ადრე ავმდგარვარ, საათს დავხედე და 6- ია რა მჭირს? ასეთი რამ არასოდეს დამმართნია კიბეებზე ჩუმათ ავირბინე და ისევ ჩემს ტკბილ ლოგინს მივუბრუნდი. 10 წუთის შემდეგ ჩამეძინა... სიზმარი ვნახე ძალიან ლამაზი, აბა გამოიცანით! დემეტრე დამესიზმრა მისი ნაზი და თხელი ტუჩები, მომხიბვლელი ღიმილით გაცხოველებული პირსახე..ქეიფი კურსის შეკრება... მარტი... ვეცეკვე, დამაბზრიალა ჩამიხუტა და შემდეგ ხელის კვრით მომიშორა ძალიან გავბრაზდი ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი, რადგან მისი ჩახუტება მისი ხელის შეხება სასიამოვნოდ წელზე ჩემი მიუღწევადი ოცნება იყო თუმცა ყველაფერი ხდება ... სასწაულები ხდება... რეალობაში თუარა სიზმარში მაინც.
თავი მეხუთე
გაღვიძებისას უნივერსიტეტისთვის მომზადებას შევუდექი, ჩავიცვი წიგნებით შევსებული ჩანთა ზურგზე გადავიკიდე და მისაღებში გავედი აჩი ფეხზე იდგა, ნუტელას გემრიელად პურზე ისმევდა პირთან უნდა მიეტანა რომ დამინახა და აყვირდა
- სანდრააა
მაგიდაზე დადო და ჩამეხუტა მეც ძალიან ძლიერად ჩავეხუტე და მისი ამბები ვიკითხე,
- მობილობით შენს უნივერსიტეტში შენს ფაკულტეტზე გადმოვედი იცოდი?
-არაა ძალიან მაგარია გამიხარდა ანუ ჩემი კურსელი გახდები !
- კი ახლა შენთან ერთად წამოვალ თუ წინააღმდეგი არ იქნები და ელიდა სახლში იქნება რამდენიმე დღეში წავა.
- არა რა თქმა უნდა
მანქანა დავძარი მოვატრიალე და სწრაფად დავეშვით დაღმართზე. 15 წთ - ში უნივერსიტეტში გავჩნდით, გახარებული სახით ათვარიელებდა ყველაფერს არჩილი ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა ჭორფლები მის სახეზე ძალიან ლამაზად იყო გაფანტული, ხოლო მისი ყავისფერი თვალები სულ სხვა რამეს გამოხატავდა.
ხელი ხელში გავუყარე და კარებისკენ გავეშურეთ რამდენიმე მეტრში დემე იდგა გარშემო კოღოებივით გოგონები ესია მათ შორის მისი ყოფილი სოფიაც კი იყო, საშინლად ვიეჭვიანე, მინდოდა ის გოგო გამეწეწა... გამეწეწა ? მეცემა და ანდრო? სახეში გამერტყა ძალიან მწარედ ხელი მეკრა შემდეგ კი მომეშორა ისე როგორც სიზმარში გააკეთა , ძლიერად ჩავეხუტო მისი სურნელი შევიგრძნო და დავკმაყოფილდე გაკვირვებული სახით მიყურებდა, რადგან არჩილს ჩემი ხელი ძალიან ნაზად და თბილად ეჭირა... სოფიამ თავი მხარზე ჩამოუდო და ძლიერად ჩაეხუტა ძალიან გავბრაზდი ყველანაირ სიძულვილს ვგრძნობდი დემსადმი, აი ამ დროს,როცა მაეჭვიანებდა, თუმცა არასოდეს გამოვხატავდი რადგან ეს მიზანი ამოძრავებდა მასაც ოთახში შევედი ყველა მე მომესალმა, გაკვირვებულმა თავი დავუკარი და სკამზე დავჯექი გვერძე მათე მომიჯდა და მითხრა:
- სანდრა, ეს ბიჭი ვინაა ?
- ჩემი ბ... წამიერად გავჩუმდი,. მათეს მივუბრუნდი თავდაჯერებულად გავუღიმე მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე.
გვერდზე მჯდარი აჩი გაოგნებული მიყურებდა თუმცა ჩემდა საბედნიეროდ ხმა არ ამოუღია, ხოლო მათე მთელი ლექციის პერიოდი მე და არჩილს გვიყურებდა.
დემე ლექციაზე დაგვიანებით შემოვიდა, როგორც ყოველთვის...ხელში გასაღებს ათამაშებდა და შავი მზის სათვალე ეკეთა, ლექტორს ხმა არ გაუცია, სოფიას გვერძე მიუჯდა რაღაცა ჩასჩურჩულა და ჩემსკენ გამოიხედა, სათვალე მოიხსნა და მე შემომხედა მე კიარა არჩილს უყურებდა, შემდეგ მე შემომხედა ძალიან თავდაჯერებულად ჩამიღიმა თავი დამიკრა და შეტრიალდა მეც იგივე გავაკეთე, არჩილს მივუბრუნდი რომელიც მე მომშტერებოდა.
- ის ბიჭი ვინაა?
- დემე ჰქვია... დემე ნებიერიძე ერთი თავხედი ამაზრზენი ბიჭია.
- და მან შენი გული მოიგო? შენ კი მის მიმართ გრძნობებით განეწყვე ხომ.
- კი, მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე საუბარი შენ? შენ რატომ გადმოხვედი აქ ?
- უნივერსიტეტში ძალიან მომხიბლელი და ლამაზი გოგონა გავიცანი ანა ერქვა საოცრად სათნო და ჭკვიანი იყო, დავმეგობრდით, ცოტა ხანში კი მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა ამის გამო ცუდად იგრძნო თავი, ხოლო შემდეგ ჩხუბი მოგვივიდა ბევრ თემაზე საბოლოოდ კი დავშორდით ამიტომ იქ გაჩერება აღარ შემეძლო...
- გასაგებია... მმ
ცოტახანში ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, ნაბიჯის ხმა უკან ვიღაც მომიახლოვდა და თმაზე ხელი მომისვა, ეს ანდრო იყო მთხოვა გავყოლოდი... ნეტავ რა საქმე უნდა ჰქონდეს? ასეთი უცნაური საქციელებისგან განსხვავებით სჯობს პირდაპირ მითხრას სათქმელი. დერეფანში გავედით და ნაზი დაბალი ხმის ტემბრით დაიწყო:
- სოფის უნდა რომ ჩვენზე ყველაფერი იცოდეს, ამის გამო კი ყველაფერს აკეთებს უბრალოდ არაფერი უთხრა კაი?
სოფი? მაგას ხომ სრული სახელი სოფია ჰქვია რა საჭიროა შემოკლებული თბილი მიმართვა
- რაიყო კვლავ შეგიჩნდა და ყველაფერი უნდა რომ გაიგოს შენზე ? ჩამეცინა
- უბრალოდ ჩვენ ერთმანეთი ისევ გვიყვარს
აი ახლა კი ვსო ვერაფერს ვიჯერებ თავი ისევ სიზმარში მგონია ნუთუ ასე მარტივია ყველაფრის თქმა ? თურმე ისევ უყვართ და მე აქამდე ვინ ვიყავი მისთვის საინტერესოა თუმცა ყველაფერთან ერთად დემეს სიყვარულს მე ვერ დავიჯერებ
- ისევ? და მე აქამდე ვინ ვიყავი?
- ის გოგო რომელიც მომწონდა თუმცა ყველაფერი შეიცვალა სანდრა
- შენი დედაც ნებიერიძე! ჯანდაბამდე გზა გქონიათ!
თვალებიდან ცრემლები წამსკდა გამწარებულმა კედელს მივეყრდნე და ჩავიკეცე
- სანდრა
- გაეთრიე შენი დანახვაც არ მინდა
არ დანებდა და ისევ მომიახლოვდა ჩაიკუზა ხელი თავზე გადამისვა და წავიდა. არამგონია ვინმემ შემიყვაროს მხოლოდ ისეთმა ვინც მე მიყვარდა... ადამიანი რომელიც გიყვარს... მისი ნაზი ხმა და ტკბილი სიტყვები - სანდრა შემდეგ წელზე ხელს მოგხვევს რბილ ტუჩებს ლოყაზე მოგადებს და ჩაგჩურჩულებს - მიყვარხარ, შემდეგ კი მოგიშორებს ეს წუთები კი გაქრა... გაქრა სამუდამოდ რადგან ახლა მე საწოლში ვწევარ და მასზე ფიქრით ტირილისგან თვალები მისივდება, ის კი ამ დროს სხვას ეფლირტავება აი ეს არის გოგონების ცხოვრება და მათი თავგანწირვა მამაკაცებისადმი რომლებიც ამას სულაც არ იმსახურებენ ცუდად ყოფნის მიუხედავად უქმეებზე მინდოდა რამე გამეკეთებინა და გული გადამეყოლებინა შემთხვევით კურსის ჩათში შევედი და რას ვხედავ ... ბავშვები კინოში მიდიან თანაც ყველა ,სასწრაფოდ დავწერე რომ მეც მივდიოდი და გარდერობისაკენ გავეშურე, სარკეში ჩავიხედე და გული გამისკდა, თმები აბურდული წარბები აწეული და ერთ ყურზე საყურე მომძვრალი. თან ძალიან გამეცინა, ავხარხარდი კარგ გუნებაზე დავდექი და გავემზადე ქვევით ჩავედი დედას ტკბილად ვაკოცე მამაც ტელევიზორს უყურებდა და მეგობართან ერთად ნარდს აგორებდა მასაც ლოყაზე ვაკოცე და კარისკენ წამოვედი უკან არჩილი დამედევნა და ერთად წასვლა მთხოვა. დედას მანქანაში ჩავჯექით რომელიც ნახევრად მე მეკუთვნოდა და კინოთეატრთან დავიცადეთ უკვე ბევრი სტუდენტი შეგროვილიყო თუმცა დემე არ ჩანდა მაშო და არჩილი გვერძე მომიჯდა პოპკორნი მუხლებზე დავიდე და გავყუჩდი. 7 წუთში დემეტრე შემოვიდა სერიოზული სახით უკან კი სოფი მოჰყვებოდა,ის ხიდი რომელიც ჩვენ ორ გულის შორის გადიოდა იმედგაცრუებამ გაწყვიტა და მეც უსასრულობაში გადამაგდო. შემდეგ თვალი ავარიდე და აჩის გავუღიმე. კინოს დამთავრების შემდეგ აცრემლიანებულმა, კულისებში გასვლა გადავწყვიტე ის მზერა ჯერ კიდევ სნობად იყო ჩამჯდარი ჩემს გონებაში.შევედი სიბნელე იყო კულისებში რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სოფიო იდგა ტელეფონზე საუბრობდა ცოტახანში კი გავიდა
ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე, ის მოვიდა წელზე ხელი მომხვია და ყურში ნაზად ჩამჩურჩულა მისი მოშორება ვცადე მაგრამ უშედეგოდ
-თუ როდისმე ყველაასგან განშორება მომინდება მხოლოდ შენთან ერთად გავიქცევი შენთან ერთად შევისუნთავ იმ ჰაერს რომელშიც შენი საამო სურნელი იქნება.
-ამ წუთებში მე და შენ ყოველთვის ერთად ვიქნებით მხოლოდ მე და შენ სოფ რადგან ჩემი სიყვარული ყველაფერს აჭარბებს...უცბათ სინათლე აინთო წინ კი დემეს ვხედავ რომელიც თმაზე მეფერებოდა, უცბათ თავი ასწია დაინახა რომ მე ვიყავი გაკვირვებული სახით შემომხედა მე კი სახეში ძალიან ძლიერად გავარტყი ისე როგორც ყოველთვის მინდოდა და გავიქეცი
-არარაობა ხარ
ცრემლები მომდიოდა არვიცი რას ვაკეთებდი და სად მივდიოდი უბრალოდ სადმე შორს წასვლა მინდოდა მისგან გაქცევა რადგან ახლა დავრწმუნდი რომ ის ჩემი ღირსი არც არასოდეს ყოფილა.
გზაში მათე დამხვდა საროჩკა და ლურჯი ჯინსი ეცვა სიმპათიურად გამოიყურებოდა. როცა დამინახა ტელეფონი ყურიდან ჩამოიღო და მე შემომხედა სასოწარკვეთილი ვიყავი, ვტიროდი და მისკენ მიმავალი მივრბოდი. მხოლოდ მასთან ერთად თუ შევიგრძნობდი შვებას აი ამ წამს როცა ყველაფრისგან გაქცევა მინდოდა . იმ წამს მივხვდი რომ დემემ დაურეკა მისი ზრუნვა უკვე თავს მომაბეზრებლად მახვევია, თუ ამაზე ასე დარდობს იმხელა გამბედაობაც უნდა ჰქონოდა რომ ჩემთან წამოსულიყო და შევეჩერებინე.
მანქანის კარები გამიღო მე კი ისევ გაუჩერებლად წინ მივდიოდი, ხელში ამიტაცა და მანქანაში ჩამსვა
- გამიშვი
სასოწარკვეთისგან ფეხები ვურტყვი, ვტიროდი და გაჩერება აღარ შემეძლო, ღვედი გამიკეთა და სწრაფად მოურბინა მანქანას, შიგ ჩაჯდა ფანჯრებს დაუწია წლის ბოთლი მომაწოდა და სიჩქარემ 100 კმ/სთ - ს გადააჭარბა.
დავმშვიდდი და შვება ვიგრძენი ის საამო გრილი ჰაერი რომლებიც ჩემს სახეს განუწყვეტლივ ეჯახებოდა შვება მომგვარა თვალები დამახუჭინა და ბოლოს ჩამეძინა.
თავი მეექვსე
დიდი ხნის ნამძირალებმა გავიღვიძე სახლში ჩემს გრილ ოთახში ვიწექი გვერდზე აჩი იჯდა და გაზეთს კითხულობდა გვერსზე გამოიხედა და მითხრა
- გაიღვიძე საყვარელო
და ლოყაზე მომჩქმიტა
- დიახ დიდო არჩილ! გავუღიმე და ორივეს ერთდროულად გაგვეცინა
- ჩვენები სად არიან ? ელენე?
- ელენე უკვე წავიდა.
- ცუდიაა
- გუშინ საღამოს მათემ მოგიყვანა ხელში აყვანილმა, ლოგინზე დაგაწვინა და წავიდა იქამდე შენზე მელაპარაკა ძალიან ბევრი...
- ვისზე ?
-შენზე, იმედი აქვს, რომ შენთან რამე გამოუვა
თვალები ზევით აატრიალა და მე შემომხედა
- შანსი მიეცა რას ნიშნავს
- სანდრა, თვალები გაახილე და გარშემო მიმოიხედე უამრავი ბიჭია ისეთი ვისაც უყვარხარ მათ შორის მათეც და უბრალოდ ყველას ტანჯავ, ახლა ჩამოვედი და ყველაფერი თვალთ ნათელია ყველაფერს ვხვდები
- მაგრამ მე ხომ მხოლოდ დემე მიყვარს...
არჩილის სიტყვებზე "ელეონორა" გამახსენდა...ტირილს ვიწყებდი თავი ხელებში ჩავრგე როცა ხელი ნიკაპზე მომადო და თავი ზევით ამიწია
- მასაც უყვარხარ
- და რა საჭიროა ეს, ვინც გიყვარს მისთვის ყველაფერს გააკეთებ ყველას წინ დაუდგები და მხოლოდ ერთადერთს ჩაკიდავ ხელს, მაგრამ მას ეს არ ეტყობა
- მას გარემოება უშლის ხელს
ცრემლები მოვიწმინდე , აბაზანაში გავედი სახე ჩამოვიბანე და ოთახში კვლავ გავედი
- ამ კვირას კურსიდან ბანაკისთვის ახალგაზრდებს აირჩევენ ვნახოთ ვინ და ვინ იქნებიან
- ახლა ვნახავთ ვის აქვს ბედი
- იმედია წაგიყვანენ
- არც იფიქრო, არ მინდა
- განმარტოებისთვის, გულის გადასაყოლებლად და გასართობადაა კარგი
- შეიძლება
მთელი საღამო მეცადინეობას მოვუნდით, ვარიანტების დაზეპირებასა და კაზუსების ამოხსნაში დიდი დრო გასულა, დედა და მამა ზღვაზე მიდიან დასასვენებლად ხვალ...
აჩი კითხვით მომიბრუნდა:
- არ გშია?
- ძაან
- მარკეტში წავიდეთ წამო
- ბაზარი არაა
ორივე ნაცრისფერი სპორტულებით და Fila- ს ბოტასებით ვიყავით გზაში სასაცილო რაღაცეები მოვყევით და ჰიპერმარკეტისკენ გავემართეთ კარში ორივე ერთად შესვლას ვცდილობდით და არ გამოგვივიდა
- ზედმეტად მსუქანი ხარ
- ნუ დამცინი
კარგი ხასიათით შევედით და სექციებს დავურბინეთ მე ჩიფსები უნდა ამეღო არჩილს ხილი ძალიან განსხვავებული გემოვნება გვქონდა კალათით დატვირთულმა არჩილმა დამიძახა
- სანდრა ამას დალევ?
წვენზე მიმითითა
- დიდი სიამოვნებით
თვალები აჩისკენ მქონდა სექციიდან უცბათ გაირბინა მე კი ჩემკენ მომავალ დატვირთულ დემეს შევეჯახე და ორივე წავიქეცით. სწრაფად წამოვდექი რადგან ჩიფსები ამეკრიფა
- დაგეხმარები
- თვითონაც შევძლებ
ეს ჩემი საფირმო სიტყვა იყო სწრაფად ავკრიფე და მხარი მხარზე გავარტყი.
- ნელა წინ იყურე
მე კი წინ მივდიოდი შუა თითი გავამზადე და ზევით ავუწიე რაღაც ჩაიბურტყუნა და გაიარა
არჩილმა წიგნების სექციაში შემიყვანა წიგნი ამარჩევინა "შენ საკმარისი არ ხარ" და მიყიდა კიდეც თაროებში დემეს თვალები მოჩანდა, გამეღიმა თუმცა არჩილს მივუბრუნდი და მადლობის მაგივრად ჩავეხუტე. რაღაცის ხმა იყო, ვიღაცამ შეიგინა
- შენი დედა მოვტ**
თაროს შემოვურბინე იქ არავინ იყო თუმცა წიგნები ძირს ეყარა. რაც დემეს მოუხერხებლობაზე მიანიშნებდა.
სახლში წავედით დემეს ვათვარიელებდი თუმცა არსად ჩანდა ზევით ვარსკვლავებს ავხედე ჩამოხედვისას კი სახურავზე ასული დემე, რომელიც აბოლებდა და ვარსკვლავებს უყურებდა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში.
ის ახლა ჩემში ჯოჯოხეთის ცეცხლს მიძლიერებდა. დიდი სისწრაფით ჩამოირბინა და თავის ოთახში შეძვრა, ვერ შემამჩნია თუმცა მე ეს არ მადარდებდა, ყველაფერი მიზიდავდა მასში მაოცებდა მისი ქარიზმატულობა, პუნქტუალურობა, მისი თბილი ხან უხეში მიმართვა, მისი ნაზი ხელები და თვალები რომლებიც ყველგან და ყოველთვის მელანდება, ის სურნელი რომელიც ყოველთვის მახსოვს, საბოლოოდ ის ჩემს სულში შემოძვრა და ყველაფერი წაიღო და მხოლოდ იმედგაცრუება დამიტოვა, მასთან დარჩენის შანსის უარყოფა, და ჩემი ღირსება...
თავი მეშვიდე
დილით რვეულებით და მაკულატურით დატვირთული უნივერსიტეტისაკენ გავემართეთ მშობლების გაცილებაც მოვასწარით და ბედნიერებმა გზას გავეშურეთ აჩის ჩამოსვლამ ჩემში დიდი სტრესი მოხსნა უფრო გამაძლიერა.
სტუდენტებს მივესალმე, მათემ გამიღიმა და გადამკოცნა ყველაფერი კარგად მიდიოდა და უფრო ვბედნიერდებოდი, ერთად დავჯექით სამნი და საუბარი დავიწყეთ, ძირითადი თემა კალადბურთსა და ფილმებს შეეხებოდა, მოშორებითა დემე და სოფია ისხდნენ დემე მუსიკას უსმენდა როკ მუსიკას და თავსაც იქნევდა, სოფო კი გაბრაზებული სახით უყურებდა და მისგან ყურადღებას ელოდა თუმცა ამაოდ, გამეცინა და ისევ შევბრუნდი. ბატონი ლევანი შემოვიდა და ახალი ამბავი შემოგვიტანა
- დღეს გამოვაცხადებ იმ ორი ბავშვის სახელს
- გვარს არა ? ბიჭებმა გაიცინეს
- ვინც წავა ბანაკში წარმატებებს ვუსურვებ დემე ნებიერიძეს და... უკაცრავად ჩაახველა
- და ვინ ? სოფიმ უხეშად ჰკითხა
- სანდრა ზუმბაძე
- არააააა ბიჭებმა დაიყვირეს სოფიც აყვა
- უკაცრავად მაგრამ თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს ერთ ადგილში გაირჭოს
ჩემს კურსელ ბიჭებს და სოფის ხმადაბლა მივუთითე დემეს ჩაეღიმა და სოფის შეხედა
არჩილმა ნასიამოვნები, კმაყოფილი სახით შემომხედა.
- ამდენად თუ შეიცვალე ბავშვობიდან არ მეგონა
გამეცინა რადგან პატარაობაში უფრო განსხვავებული ბავშვი ვიყავი, ჩემთვის ბილწი სიტყვა არ არსებობდა უბრალოდ ის უცხო იყო.
- ამ ორ სტუდენტს შემდეგ დაველაპარაკები
- გასაგებია
ერთხმად ვთქვით მე და დემემ სოფის ეჭვიანი მზერა არც ახლა მასვენებდა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი...
რამდენიმე დღეში უნივერსიტეტში დიდ ხმად დადიოდა სოფისა და დემეს რთული დაძაბული ურთიერთობის შესახებ, ანდრომ ბანაკში წასვლაზე უარი თქვა მეც იგივე განვიმეორე . ხასიათის გამოსაკეთებლად ახალი კედები ვიყიდე და დედას დავურეკე
ტირილის ხმა ისმოდა
- დედაა როგორ ხართ? რახდება
-მამაშენი ირაკლი.. ის ავარიაში მოყვა მხოლოდ მე გადავრჩი მაპატიე
- დედა? ხუმრობ სად ხართ?
- სავაადმყოფოში დღეს გარდაიცვალა
ტირილი წამსკდა, ჩავიკეცე სიტყვის თქმა მიჭირდა ძლივს ვკითხე :
- შენ როგორ... როგორ ხა.. ხარ?
- მცირე დაზიანებებით
- დედაა ეს არ უნდა მომხდარიყო, როდის ჩამოასვენებენ
- ვიცი შვილო... დღეს, კარგი ახლა უნდა გავთიშო.
გვერდზე მდგარი პატარა ლარნაკი კედელს მივენარცხე და დიდი ხნის მანძილზე თვალებ დასიებული ერთ წერტილს მივჩერებოდი... ვერაფერს ვაკეთებდი გონებაში ყველა მისი მოგონება მახსენდებოდა და უფრო ვტიროდი... არჩილი ახაკი შემოსული იყო როცა დამინახა ჩემთან მოვარდა თვალებს აცეცებდა და მიზეზს ეზებდა თუმცა ვერ გაიგო, მთელი ხელი სისხლიანი მწონდა თუმცა ამასაც ვერ ვგრძნობდი
- სანდრა? სანდრა რახდება
- მამა... ის აღარ არის და მის ხელში თავი ჩავრგე
- ვიზიარებ
თვალები აუწყლიანდა და გვერძე მომიჯდა ხელი ჩამჭიდა და ასე ერთმანეთზე დაყრდნობილებმა დიდი ხანი ერთად უბრალოდ ვსუნთქავდით...
თავი მერვე
ცხოვრებიდან შორს, მინდა სადღაც წავიდე, გავექცე ყველა და ყველაფერს მაგრამ საშუალება არ მაქვს რადგან ჩემს წინ მამის გარდაცვლილი სხეული დევს, რომელსაც გატეხილ თავში ოფლის წვეთი უბზინავს, ის წვეთი რომელიც ჩემს გაზრდაში გალია, ჩემთან ერთად დროის გატარებაში სული დალია...
სასაფლაოზე გავედით საკუთარი ხელით მიწა დავაყარე და გამოვედი, გლოვის ნიშნად ანდრო მოვიდა და შავი ვარდები მომიტანა, მისი სურნელი შევისუნთქე და მამის საფლავზე დავდე...
- ვიზიარებ
- მადლობა
ქარიზმატულად სწრაფად მომიახლოვდა ლოყაზე მაკოცა და ძლიერად ჩამეხუტა... მაშინ ის ნეტარება ვიგრძენი რასაც ყოველი მის ჩახუტებისას ვგრძნობდი... ცრემლები მომაწვა თუმცა გავძლიერდი და გავეცალე.
დედას მივუახლოვდი საშინელ მდგომარეობაში იყო უბრალოდ ჩავეხუტე და მანქანა დავძარით.
ფანჯრიდან დემეს ვუყურებდი დედამისმა ხმამაღალი ტონით კამათი დაუწყო:
- შენ რა სულ გაგიჟდი? ხომ გითხარი მაგ გოგოს არ მიეკარო სჯობს სოფის მიხედო და არ აწყენინო, მის მშობლებს ძალიან მოსწონხართ.
- ვაფშე ყველა და ყველაფერი რაც მაგ სოფის შეეხება მასთან მაქსიმუმ მეგობრობად გავქაჩავ მეტს არა თქვენი დადგმული სპექტაკლები თუნდაც თეატრის კულისებში უკვე მოსაბეზრებელია. სხვისი კონტროლი არ მჭირდება ყველაფერს თვითონ გადავწყვეტ.
დედამისმა წარბი აუწია და გაჩუმდა რადგან ანდროს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ის უკვე ზრდასრული იყო.
დემეს სიტყვები მესიამოვნა ჩემი BMW დავძარი და სახლში წავედით...
სახლში აჩი დაგვხვდა კარები გაგვიღო მაგიდასთან დადგა და გაგვიღიმა ჩვენი საყვარელი კერძები გაუმზადებია ყველაფერი ჩინებულად იყო მომზადებული, დედას ცრემლები სახეზე შეაშრა და გახარებული მაგიდას დაუჯდა მე ოთახში გასვლა ვამჯობინე წინააღმდეგობაც არავის გაუწევია. ახალად შესულს ირაკლისთან გადაღებული ფოტო დავინახე,ცრემლები მომაწვა სიმწრისგან ჩავიკეცე გონებაში ყველაფერი ატრიალდა ეს ყველაფერი ძალიან დიდი სისწრაფით ხორციელდებდა, გაბრაზებულმა მთელი სისწრაფით გვერდზე მდგარი ლარნაკი გაღებულ ფანჯარაში გავისროლე ძალიან დიდი სისწრაფით და ძალისხმევით ის კედელს დაენარცხა და ძირს დაიფშხვნა ამ ხმამ შემახტუნა ცრემლები მოვიწმინდე და ავდექი, ლარნაკი დემეს ფანჯარაში გადავარდნილიყო გაკვრვებული იდგა და მე მიყურებდა სიტყვებით
- WTF სანდრა?
თეთრი ჰუდი ეცვა და ნაცრისფერი სპორტული ფეხებზე კი საყვარელი ლუდის ნახატებით ალტერსოქსები.
- რახდება? გადაწყვეტე შენი ნივთების ხარისხი ჩემს კედელზე მოსინჯო?
თავი ფანჯრიდან გადმოყო და ხელებით მესაუბრებოდა მისი მზერის ტყვეობიდან დიდი ძალისხმევის შემდეგ გამოვძვერი და ვუპასუხე:
- ნეტა თავში რატოარ მოგხვდა ჭკუა რომ გესწავლა ნებიერიძე!
ფანჯარა დავკეტე ის მაინც თავისთვის ბუტბუტებდა თუმცა მე ხელებს ყურთან ვიდებდი იმის ნიშნად, რომ არ მესმოდა... მერე ვიღაცამ დაურეკა სერიოზული სახე მიიღო ცოტა დაიჭყანა ტელეფონს დახედა და თვალები დაჭყიტა მე ფარდას მივუახლოვდი დავბზრიალდი მუმიასავით ფანჯარასთან მივედი ხელით სახელურს მოვკიდე და გამოვითრიე ძლიერად ვექაჩებოდი თუმცა მაინც არ იღებოდა ბოლოს გავაღე ფარდაც ჩამოვწყვიტე და ამ პოზაში როცა ეს ნივთი ჩემს სხეულზე კაბასავით იყო მოდებული ფანჯარა კი გაღებული დემემ დაინახა და ხარხარი დაიწყო გავბრაზდი და ახლა საბოლოოდ მივუჯახუნე ხოლო იმ იმედით დავწექი რომ ფანჯარა ოდესმე გაიღებოდა რადგან ეს იყო ერთადერთი გზა მეყურებინა მითვის როცა ეძინა ლამპის შუქზე, მისი ჩრდილისთვის...
თავი მეცხრე
ყველაზე დასანანი ის იყო რომ მისი სახე გუშინდელ ზღაპარში დარჩა და დღევანდელ რეალობაში აღარ გამოჩნდა...
მთელი დღე მარტომ გავატარე ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მხოლოდ ამ დროს საღამოს ლამპიონების შუქზე გასეირნება გადავწყვიტე. დედამ ახალი დამხმარე დაიქირავა მიხვდა რომ არც ის იყო სახლის მომვლელი და არც მე, როგორც ჩანს დემეს სახლში სტუმრები ჰყავდა სახლიდან ჟრიამულიდ ხმა გამოდიოდა, ჩემი ცნობისმოყვარეობა ვერ ჩავაქრე და სახლის ფანჯარას დაკუზულო მივუახლოვდი სახლის უკანა ფანჯრები უფრო უსაფრთხო იქნებოდა ამიტომ იქ მივედი აგურებზე ავედი ზედ ცელოფნები ეყარა ცოტა კი სველი იყო თუმცა მსხვერპლის გაღების გარეშე მიზანს მაინც ვერ მივაღწევდი ზედ ძლივს ავძვერი თვალები ნელ-ნელა ავწიე ფანჯრიდან სუფრა ჩანდა სადღესასწაულოდ გაშლილი მუსიკა ჩართული და მოცეკვავე დემე და სოფო ცეკვავდნენ რა ? ამათ შიგ ხოარაქ ? სახე გამიცხოველდა, საშინლად ვიეჭვიანე მათზე ფიქრი ვერ შევწყვიტე თუმცა უკან ვიღაცის ხმა მომესმა... მოაბიჯებდა თუმცა ვერ ვბედავდი თავის გაწევას უკნიდან მომეპარა და წელზე გამიღუტუნა.
- შე მაიმუნო ეჭვიანო რას აკეთებ აქ ? ეს აჩი იყო წარბები ამიწია და ეშმაკურად ჩამიღიმა
- შენი რა საქმეა ყველგან რატომ ეჩრები ?
გადაიხარხარა და უკან გაიწია მაღლა ვიდექი
-აჩიიი ხოიცი როგორ მიყვარხარ
ჩამომსვი რააა
ვემუდარე
- ჯერ ბოდიში მომიხადე
თავი ამაყად მაღლა ასწია და თვალები ჩემსკენ მომართა.
- არც იფიქრო
მხრები ჩამოუშვა ტუჩები მოუშვა და ჩემს დასახმარებლად ამოვიდა ხელები ძლიერად ჩამჭიდა თავის კონტროლი დაკარგა ხელი მომენტალურად ფანჯარაზე დავაბრახუნე და აჩი ძირს დაემხო მეც ხელი მომკიდა და საბედნიეროდ რბილ ფაფუკ ბალახზე დავეცით. ვიღაცამ მოირბინა ფანჯარა გააღო და თავი გადმოყო ეს დემე იყო, ჩემი ანდრო რომელიც მუდამ სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებაში მაგდებდა გაკვირვებული სახით შემოგვხედა რადგან ერთმანეთზე მიწოლილი მე და აჩი ვხარხარებდით
- აქ რახდება? ფანჯარა კინაღამ ჩაამტვრიეთ
თუმცა იმას დავამატებ რომ ფანჯრის დამტვრევა დემეს სულ ფეხებზე ეკიდა, თვალებით აჩის ჭამდა. აჩი ფეხზე წამოდგა მე კი ვიჯექი ხელი გამომიწოდა და ძლიერად ამახტუნა შემდეგ წელზე ხელი მომჭიდა და მსუბუქად თავისთან გაგვეცინა
- ბოდიშის გიხდით
უპასუხა აჩიმ
ცინიკურად ჩავიღიმეთ, მე რევერანსი გავუკეთე, ორივეს ერთდროილად გაგვეცინა და გზა გავნაგრძეთ. გზაზე ძალიან დიდი ძაღლი დავინახეთ მე შემეშინდა და აჩის შევახტი, ეს მათე იყო მათე მოასეირნებდა თავის ბუმბერაზივით დიდ ძაღლს ის იყო ყველაზე ძვირფასი ადამიანი გაჭირვების მომენტში.
- მათე? შენ აქ რაგინდა?
აღფრთოვანების მიუხედავად ისევ აჩიზე ვიყავი მიკრულია აჩის და მათეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მათემ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით შემომხედა.
-ჩემს ლეკვს სუფთა ჰაერი მოუნდა
- ლეკვს ? და ორივემ ძაღლს შევხედეთ, გაგვეცინა შემდეგ კი განაგრძო
- ისე რამდენიმე სახლის იქით ვცხოვრობ დემეს გვერძე
ორივე გაკვირვებული სახით მივაშტერდით.
-რატო?
უცნაური კითხვა დამებადა, თუმცა აჩიმ დროულად ხელი მკრა და განაგრძო
- სანდრას იმის თქმა უნდოდა რომ დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო
ერთად გავიცინეთ და გზა გავნაგრძეთ.
იმდღეს მომღიმარი ნასიამოვნები სახით ძალიან ძალიან ტკბილად ჩამეძინა.
თავი მეათე
დილით მამას სურათს, რომელიც ბალიშის ქვეშ მედო , ვაკოცე და მოტივაციით მაგიდისაკენ გავეშურე ყველაფერი გადავიმეორე. აჩის გავხედე და ეძინა
- აჩიიიიიიი
ყურში ჩავყვირე
- რახდება რა ამბავია
სასაცილო ხმით წარმოთქვა გაგვეცინა.
- რა გაცინებს ხვალ გამოცდა გვაქვს!
თავზე დედასავით დავადექი და ველოდებოდი თვალებს როდის გაახელდა, თუმცა ამაოდ, სამზარეულოში გავედი... ჭიქით წყალი ავიღე ოთახში შევეჭერი და ლოგინში ნელა ჩავუსხი თვალები გაახილა უფროსწორად ახტა ძლივს გაინძრა
-უჰუუუ აჩი ჩაიფსი ?
ხელები მაღლა ავწიე და გავირბინე შორტის ამარა სახლი გავირბინეთ და ახლა უბანში დავრბოდით თითებს მიქნევდა თან იცინოდა. მოაჯირზე ტრუსის ამარა დემე გამოვიდა, საბედნიეროდ ამაზე გადაიტანა ყურადღება და როგორც იქნა მომშორდა, მე კი პირდაპირი რეისით სახლში შევვარდი.
ოთახში გახშირებული სუნთქვითა და დაქანცულობისაგან ლოგინზე დავეგდე,ირგვლივ მიმოვიხედე მთელი ოთახი დაწკრიალებულია გაკვირვებისაგან თვალები ვჭყიტე ის ოთახი რომელსაც კვირაში ან თვეში ერთხელ ვალაგებდი, ახლა კი ყველაფერი ბზინავს...
ხანდახან მეგონა რომ სიყვარული არ არსებობდა, თუმცა ბავშვობას თუ გადავხედავთ არც ისეთი მშვიდი ბავშვი ვყოფილვარ, უმეტესი ბიჭი მეგობრები მე ირაკლი მომწონდა . ... მას კი ვუყვარდი თუცა საბოლოოდ დავშორდით რადგან ერთ დღესაც ბეჭდით ხელში გამომეცხადა და ამაყად ხელი მთხოვა, მის მერე ჩვენი გრძნობები აირია და საბოლოოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ის ჩემზე ერთი წლით დიდი იყო პირველად სკოლაში შევხვდი პირველივე დანახვისას რაღაც საოცარი გრძნობა წარმოიშვა,ბედნიერებისგან ავირ დავირიეთ და ასეთი რთული მაგრამ სასიამოვნო დრო გავატარეთ.
სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო ყველა გოგო მის გარემოცვაში იყო თუმცა მე ეს შევძელი მას თავი მოვაწონე ჩემი ქარიხმატულობით, სიუხეშით მუდამ მომღიმარი თვალებით
სიყვარული ერთი შეხედვით მარტივი გეგონება, უპრობლემო თუმცა ის ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ტკივილია სიყვარული სადღაც არსებობს .... ძალიან შორს თუ გინდა მასთან მიხვიდე ბევრი სირთულე.უნდა გაიარო შეიძლება გზამ შეგიწიროს დაგღალოს და ბევრჯერ გულიც გატკინოს მაგრამ ბოლოს სამართალთან მივა და რეალობას დაგანახებს...
დღეს ძველი მეგობრის ნიტას დაბადების დღეა, ჩემი სკოლელი იყო და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა, მაკიაჟი ჩემით გავიკეთე ხვეული თმა დავისწორე და ტანსაცმელი აჩიმ ამირჩია, ამჯერად წულეს გრძელი შავი კაბა შავი კეტები და დავიძარი საჩუქრით ხელში, ბარში შევედი ხალხის გაუთავებელი ხმები ისმოდა, მუსიკები და შამპანიური ყველაფერი სრულყოფილად იყო მოწყობილი იქვე შესულს ნიტა გამომეხმაურა ხელი ჩამკიდა შემიყვანა შემდეგ ძალიან ძლიერად ჩავეხუტეთ და საჩუქარიც მივეცი როგორც დამსახურებული პრემია, ჩემი არჩეული საათი ძალიან მოეწონა და კვლავ გადამეხვია წვენი დავლიე, შემდეგ უკან ვიღაც მომიახლოვდა ხელი დამადო ძალიან ახლოს იყო მე კი შევტრიალდი და ვიღაცამ შამპანიური კაბაზე გადამაქცია, ეს ირაკლი იყო, ბავშვობის სიყვარული სიხარულისაგან თვალები გამიბრწყინდა, სირცხვილისაგან ლოყები გამიწითლდა, მოულოდნელი აღფრთოვანებისაგან კი გულმა ხშირი ცემა დაიწყო.
- მაპატიე ჩემი ბრალია
- არაუშავს არაფერია გავიწმენდ
- სანდრა? ეს შენ ხარ ?
- იკა?
გავიღიმე და გაკვირვებული სახით შევხედე.
- რახდება შენსკენ
- არაფერი ყველაფერი ძველებურად
- რა ისევ გიყვარვარ?
- არა რა თქმა უნდა
მოკლედ მოვუჭერი და მოკეტა.
- გინდა ვიცეკვოთ ?
- რატომაც არა!
ხელით თავისკენ მიმიზიდა მის მკერდზე ხელი დამადებინა და სწრაფად მომიახლოვდა ცხვირი ცვირზე დამადო, მე მთელი ძალისხმევით მოვიშორე თუმცა მისი ძალა ჩემსას არც კი შეედრებოდა. მისი ტუჩები ჩემსას ძალიან ნაზად შეეხო თუმცა თავი გავწიე და სახეში შემოვარტყი, გევრძე ვიღაც იდგა ტელეფონზე ისაუბრა ყურმილი დაკიდა და ცეკვა დაიწყო, სააბაზანოში გავედი სახე მოვიბანე ვინანე რომ წამოვედი. კარები გავაღე და რას ვხედავ დემე მოსულა და იკას ეჩხუბებოდა ჯერ თავი ჩაარტყა ბოლოს დისტანცია დაიცვა და სახეში ძლიერი მუშტი გაუქანა, იკა ძირს დაეცა და უკან დაიხია იმწამსვე გავვარდი ანდრო შევაჩერე ხელებით სახეზე მოვეფერე
- გთხოვ!
ლოყებზე ნაზად შევეხე მოვეფერე და შუბლზე ვაკოცე. ხელები ჩავჭიდე და კარებისაკენ გავიყვანე, იგინებოდა, ილანძღებოდა თუმცა მხოლოდ ჩემი შეხება აჩუმებდა
მანქანაში ჩავსხედით და ძალიან სწრაფად გავარდა გაბრაზებულს ხმა არ ამოუღია თუმცა მკითხა :
- რამე დაგიშავა ? ვიცი რომ გაკოცა
- და იქნებ მითხრა საიდან ? ყელაფერს ყოველთვის აფუჭებ და ამასაც ვერ ხვდები
- კარგი რა, ვინ იყო ?
- აჰ რა სასაცილოა ის ბიჭი ცემე რომელსაც არც კი იცნობ ხო
- ეს ყველაფერი იმ გოგოს გამო გავაკეთე რომელმაც თავი თავდავიწყებით შემაყვარა გამაგიჟა, ვულკანად მაქცია როცა ვინმე გეხება ყველაფერი მაშინ ჩერდება რადგან შენ მხოლოდ ჩემი ხარ !
ძალიან დიდი ხმით იღრიალა სასოწარკვეთილებისაგან მანქანა გააჩერა გადავიდა ხელები სახეზე აიფარა, ნერვიულობისაგან სიწითლე გაუქრა და მანქანაში ჩაჯდა, მთელი გზა ხმა არ ამომიღია სახლის კარებთან გამიჩერა უნდა გადავსულიყავი რომ ხელი ხელზე დამადო, და მითხრა:
- გთხოვ ჩემთან დარჩი
პირველად დავინახე დემეტრე ნებიერიძე რომელიც ადამიანს სთხოვდა...
თავი მეთერთმეტე
უთქმელად მანქანაში დავჯექი და თავის აგარაკში წამიყვანა
იქაურობა ძალიან ლამაზი იყო ხის ქოხი, გარეთ სიგრილე ბევრი ყვავილი და საოცარი გარემო სახლში შემიყვანა... ბუხარი აანთო ჩაი მოადუღა მე კი დივანზე ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი. თუმცა მალევე მომიახლოვდა ხელი ლოყაზე მომადო და ქარიზმატულად მისი ტუჩები ჩემსას ძლიერად შეეხო აი მაშინ ჩაქრა სიყვარულგან წაემოშობილი მრსხანება როცა მან მიმიზიდა და მაკოცა...
ჩაი მომიტანა და მაგიდაზე დამიდო
- ერთხელ მაინც გაგჩენია კითხვა რატომ ვიქცევი ასე ?
- რატომ ?
- იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც სოფისთან ხარ შენი შიშის გამო ჩვენი სიყვარულიც ჩაქრება მალე
მომიახლოვდა და ნაზი თბილი ხმით მითხრა:
- არასოდეს გაიფიქრო ეს, მე სოფისთან ერთიერთობა დავასრულე
- როდის? გუშინ მასზე შემოხვეული იყავი და მაშინ ? ყველაფერი ასეთი მარტივი არარის ანდრო
- გუშინ ყველაფერი ზრდილობის გამო, რადგან ყველაფერი ავუხსენი მათ ეს ჩვენი უკანასკნელი დღე იყო.
- დარწმუნებული ხარ ?
- ბაზარი არაა
-მიპასუხე !
- ასი პროცენტით ალექსანდრა
დამიზუსტა ჩაი დაასრულა და მაგიდაზე დადო.
ერთად ლოგინზე წამოვწექით თავი მის ხელთან მედო, ყველანაირი ზიზღი მაშინ გამიქრა როცა მის მკლავებში ნაზად ჩამეძინა.
თავი მეთორმეტე
დილით ადრე გაგვეღვიძა, სწრაფად მოვემზადეთ მანქანა დავძარით და უნივერსიტეტში წავედით.
ფინალურები კარგად ვწერეთ ყველამ მაღალი შეფასება მიიღო
ეს სემესტრი კი დასრულდა.
საბოლოოდ ბოლოს შევიკრიბეთ და ბარში წასვლა გადავწყვიტეთ.
მე და აჩი სახლში წავედით, აჩიმ თავისი გემოვნებით კლასიკურად ჩაიცვა, მე კი მოკლე ბრჭყვიალა ლურჯი კაბა, მაღალი ქუსლით.
- ძალიან ლამაზი ხარ
თვალები გაუბრწყინდა აჩის ჩემი ლურჯი თვალები გამოკვეთილმა მაკიაჟმა უფრო თვალსაჩინო
გახადა.
- მადლობა!
მანქანა დავძარი ღვედი შევიკარი და ბარის მისამართი შეტყობინებით გავიგე,ძლივს მივაგენით მთელი კურსი ჩვენ მოგვეგება, მათ შორის მათეც რომელიც საკმაოდ კეთილგანწყობით დაგვხვდა.
დემე ახლა შემოვიდა ყველამ მისი ყუადღება მიიქცია, თეთრი პიჯაკი ფეხსაცმელი და შავი შარვალი ეცვა მე კი ქარიზმატულად გავხედე, თმების შრიალის სუნი ეცა ძლიერად შეისუნთქა ჩემი სურნელი იცნო თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
ძმაკაცებს გადაეხვია, დიჯეიმ მუსიკა ჩართო, ყველამ გრიალი ხმაური, ყვირილი და ცეკვა დაიწყეს მე აჩის ვეცეკვებოდი აჩიმ დამაბზრიალა თვალები დავხუჭე და მალე დემეს მკლავებში ავღმოჩნდი, სწრაფი ტემპით ცეკვა დავიწყეთ. ყურთან ნაზად მისი ხმა მესიამოვნა:
- ეგ ფერი ძალიან გიხდება !
მე ხმა არ ამომიღია გაყუჩული მის მკლავებში მოქცეული ნაზად ვეცეკვებოდი.
იმ ღამეს ყველაზე ბედნიერი არსება ვიყავი, მე ის მიყვარდა...მიყვარდა და ამას ვერ ვმალავდი რადგან ჩემი სიყვარული საზღვრებს გასცდა უსასრულობაში ჩაიძირა და მოსვენება ვერ იპოვა...
თავი მეცამეტე
დილით ყვავილების სურნელი მეცა, ძალიან მესიამოვნა და უფრო ძლიერად შევისუნთქე ჩიტების გაუთავებელი ჭიკჭიკი საოცარ გუნებაზე მაყენებდა თვალები გავახილე გავიზმორე და ჩემს გვერძე დალაგებული ყვავილები დავინახე ნასამოვნები სახით გავიღიმე. ავდექი და ვარდის ფურცლებს მივყევი სარკეზე ფურცელი დავინახე წარწერით.
- გილოცავ დაბადების დღეს სანდრა!
ეს დემეს ბატური ნაწერი იყო მალევე მივხვდი, კიბეები ჩავირბინე კიდევც ერთი წერილი შემხვდა
- სიყვარული რაიყო მხოლოდ შენ მასწავლე ეს სხვამ ვერავინ შეძლო!
მატყუარა რომანტიკოსი ჩამეცინა. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და პატარა მაგიდა დავინახე რომელზეც, ტორტი სანთლებით ვარდის ფურცლები და გვერძე ანდროა. ძალიამ გამიხარდა ახლოს მომიახლოვდა ტკბილად მაკოცა მისი ტუჩები ჩემსას დააკვდა შემდეგ კი სანთლები ჩამაქრობინა
- გილოცავ დაბადების დღეს!
და შამპანიურით გავსებული ჭიქა მომიჭახუნა
- მადლობა ყველაფრისათვის და იმისთვისაც რომ არსებობ და ჩემს გვერდით ხარ!
ჩავეხუტე და ორივე გავბედნიერდით.
- შენთვის სიურპრიზი მაქ
ჯიბიდან ლამაზი შეფუთვით ყუთი ამოაძვრინა, გახსნა და შიგ ძალიან ნაზი ფირუზის ქვის სამაჯური იდო. აღფრთოვანება ვეღარ დავმალე და ჩევეხუტე, ხელზე სამაჯური გამიკეთა. და ნასიამოვნები სახით გარეთ გავისეირნეთ, დაბრუნებისას მიმიხუტა ნაზად ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა.
იმ დღეს მასზე ფიქრით დიდი დრო გასულიყო, შემდეგ კი ტკბილად ჩამეძინა მასზე ფიქრით...
ფანჯარა ღიაა, გრილი ჰაერი და მზის სხივი რომელიც ჩემს. ოთახს ათბობს და ასხივებს გარედან ჟრიამულის ხმა მომესმა, ჩემი პიჟამა რომელიც სასაცილოდ გამოიყურებოდა 101 დარმატინელის ილუსტრაციებით, არც დავფიქრებულვარ აივანზე ისე გავედი, დემე იყო მისი მშობლები და ბიჭი რომელიც ძალიან ჰგავდა მას ბარგი ამოალაგეს და სახლისკენ მიდიოდნენ როცა დემეს გემრიელად ჩავუსტვინე, ამან ძალიან აღაშფოთა დემეტრე ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა და აივნის ქვეშ დადგა
- ძალიან მომხიბლელი ხარ!
გაიღიმა მეც იგივე გავიმეორე თვითონ კი დაუმატა
- მაგ პიჟამაში
ორივეს გაგვეცინა
- საღამოს გნახავ თან ჩემი ძმა უნდა გაგაცნო
- გელი... გელი ...მოგელი
ჩემს მაიმუნობაზე გაეღიმა თვალი ჩამიკრა და უკან მოუხედავად გაიქცა ...
საღამომდე დედასთან ერთად ფილმს ჩავუჯექით, და კვლავ მამაზე ვისაუბრეთ თუმცა სევდიანმა თავი მხარზე ჩამომდო და ჩაეძინა ცოტახანში გაეღვიძა საწოლში ჩავაწვინე და ამოვისუნთე პირველ სართულზე ჩავედი კაკუნის ხმა იყო კარი გავაღე და ბაიკერივით მდგარი დემე დავინახე, სათვალე ეკეთა ნელა ჩამოიხსნა თვალი ჩამიკრა და გამიღიმა, მისი ძმა დემესს შორიდან უყურებდა რომელიც მეზობელს ესაუბრებოდა და თან იცინოდა, მაცდური ღიმილით მომიახლოვდა და მითხრა:
- აბაა როგორი ვარ
- ყველაზე სულელი და სასაცილო არსება დედამიწაზე
თვალები ზევით აატრიალა ამაზე გულიანად გამეცინა, თვითონ კი მითხრა:
- მეტს არც ველოდები შენგან
- გეყო ახლა რა საქმე გაქ
- უი ხოო
მის ძმას დაუძახა სეირნობისას გამეცნო კიდე.
- მე სანდრო ვარ ლონდონიდან ახლა ჩამოვედი.
- მე სანდრა ვარ სახლიდან ახლა ჩამოვედი
-სასიამოვნოა ერთხმად ვთქვით და ხელი ჩამოვართვით.
თავი მეთოთხმეტე
დილით გრილ ჰაერზე სირბილი გადავწყვიტე, სპორტულები ამოვიცვი დაბლა ჩავირბინე კვლავ დემეს ხეზე ავძვერი ძლიერად მოვეჭიდე ხეს და ფანჯარა გავაღე ჩუმათ მივეპარე მის საწოლთან გავჩერდი საბანი გადაფარებული ჰქონდა ამიტომ მივედი და საბანი გადავხადე
- გათენდააააააა
ჩემს ღრიალზე თვალებ დაჭყეტილი სანდრო შემრჩა სირცხვილისაგან და უხერხულობისაგან ავიტუზე გავწთლდი, შემრცხვა უკან გავვრუნდი და ჩურჩულით ვუთხარი
- მაპატიე, დემეტრე მეგონე
უცბათ წამოხტა ხმა არ გაუღია შევცბუნდი შემეშინდა უკან მომიაცლოვდა მხარი ამაცილა და ხელი მაისურისაკენ გასწია უცბათ ჩაიცვა და ხელი მხარზე დამადო.
- სარბენად თუ მიდიხარ კარგ დროს გამაღვიძე მეც მინდა
- კარგი წავიდეთ.
და ფანჯარასთან მივირბინე ფეხი რაფაზე შემოვდე და შევხედე
- რა არმოდიხარ ?
გაიცინა შემდეგ კი სახე დაალაგა დამისერიოზულა სახე ჩამოუშვა და მითხრა:
- შენ რა კარების მნიშვნელობა არ გასწავლეს ? ფანჯრიდან რა საჭიროა
- ეს ფანჯარა უკვე ჩემი კარებია ამიტომ...
- ჰო კაი მივხვდი, გეხუმრე
გაიცინა და კარი გამიღო არ მოგატყუებთ და დედამისის ხასიათი მანერა, აქვს ერთ წამში ღადაობს მერე კი სერიოზულდება
გავედით გარეთ სიცივისგან ავიტუზე თუმცა სწრაფად გავირბინეთ და გავხურდით.
დაღლილ დაქანცულებმა სახლში შევედით დემეტრე შეგვეფეთა, გარეთ აივანზე იჯდა და აბოლებდა საოცრად სიმპათიური მეჩვენა მინდოდა მივსულიყავი და ჩემი მთელი გრძნობით სავსემ ტუჩებს მივვარდნოდი, გამოიხედა და თვალი ჩამიკრა.
- დილამშვიდობის ლამაზმანო როგორია სირბილი?
- ძალიან კარგი, სიგარეტის გაბოლებას მაინც სჯობს
სამივემ გავიცინეთ სანდრო სახლში შევედი, დემე კი ახტა და მომიახლოვდა.
- ხომ იცი რომ ვეჭვიანობ რატომ აკეთებ მასე ?
- რა ? რაზე ?
თვალები დავჭყიტე
- იმ ჰაერზე რომელსაც შენ სუნთქავ, იმ ტანსაცმელზე რომელიც ძლიერად გეკვრის ტანზე, იმ ხელებზე რომლებიც ნაზად შემოგხვევენ ხელს და ნაზად სახე თავის ხელისგულებში მოიქცია, სწრაფად მომიახლოვდა და მაკოცა, ბედნიერი ვიყავი მაშინ როცა ის მეხებოდა.
- დემე შენ შეიცვალე ძალიან შეიცვალე, ისეთი დამჯერი ისეთი სექსუალური ....
ახარხარდა უფრო მეტს ელოდა
- ვიცი ვიცი მხოლოდ შენთვის შევიცვლები ჩემო ალექსანდრა
თვალები დავხუჭე და ძლიერად ჩავეხუტე.
ბედნიერმა სახლში შევედი და აჩისთან ერთად საუზმეს შევექციე არაფერი უთქვამს უბრალოდ თავის ამბებზე დაიწყო საუბარი
- სამსახური ვნახე
- მიხარია, ახლა მაინც მომშორდები თავიდან
- მუდამ მაიმუნობის ხასიათზე რატომ ხარ ?
გავიცინეთ შემდეგ კი ტელეფონზე ახალად მოსულ შეტყობინებას დავაკვირდი დემეს შეტყობინება - როგორ ხარ კაპასო ?
ჩამეღიმა
- ისე როგორც არასოდეს
- საღამოს მანქანით მოგაკითხავ სადღაც უნდა წაგიყვანო
- თანახმა ვარ
- არც მიკითხავს თუარ იქნებოდი
- სამაგიეროდ ვერ წამიყვანდი
- ძალით ისე როგორც უნივერსიტეტის პერიოდში
გამეღიმა ის დღეები გამახსენდა ის ლამაზი დღეები ერთ დღეს დემე
დადიოდა და ყველას ეხუტებოდა ბოლოს ჩემთან მოვიდა ხელები გაშალა მე კი ზურგს უკან მჭიდროდ შევიკარი და ვუღიმოდი
- არც გაბედო
ვუთხარი და გაეღიმა, ბოლოს ყველაფრისგან იმედგაცრუებული გვერძე გავიდა სხვას გაუშალა ხელები და თბილად ჩაეხუტა, ის მე მიყურებდა აინტერესებდა რეაქცია
გარეთ გავედი და კარებთან დავდექი შემდეგ გვერძე გამიარა
- მოდი ჰა !
ხელები გაშალა მე კი ხელები შემოვხვიე და ზურგზე ვუტყაპუნებდი.
- დემეტრე რა ხდება ?
გამოეხმაურა ლაწირაკი თაყვანისმცლმელი ეშმაკურად გაიცინა და გარეთ დარჩა მე კი ხმაამოუღებლად შიგნით შევედი
მარისთვის უნდა დამეძახა მე წინ წავედი თვითონ კი ბზრიალებდა და ისე დადიოდა სწრაფად ჩამიქროლა და დავეჯახე კარგად იცინა და იქით გაბრუნდა მე ხმა არ ამომიღია ისე დავდექი ფანჯრის რაფასთან
- თათიამ როგორ იეჭვიანა, მიხედე ცოტა
კვლავ იღიმოდა
- აი თათიას ხო ვევასები, მარის ვევასები, სოფის ხო ვევასები და შენც ხო
- რა თქმა უნდა არა
როგორ მაბრაზებს ეს არსება ღმერთოო
-გევასები ხო
-არა
-როგორ არა
-მოდი დავნიძლავდეთ
მისი სიტყვები არ ისმოდა ამიტომ გამოშლილი ხელი ძირს დავახრევინე
- გაწიე
იცინოდა ხარხარებდა მე კი ღიმილიანი, და ბედნიერეი თვალებით შევცქეროდი.
ხელი კვლავ გამოწია
- რაზეც გინდა
- კაი
გაუტყდა, გაიცინა და წავიდა...
თავი მეთხუტმეტე
ჩამობნელდა, ფანჯარა გავაღე და გრილმა ჰაერმა ჩემი კაბა ააფრიალა, თმები გავიკეთე კაბა შევარჩიე მაღალქუსლიანები ჩავიცვი და ჩანთა გადავიკიდე ფანჯარაში კვლავ გავიხედე და შავი ჯიპის ფანჯრიდან დემემ გადმოყო თავი იმედგაცრუებულმა იმით რომ გარეთ არ ველოდი დამიმესიჯა
- გამობრძანდით მის სანდრა
- როგორც ინებებთ
ქვევით ჩავედი დედას და აჩის დავემშვიდობე და ვარდით ხელში დემეტრე დავინახე, საოცრად მიმზიდველი იყო.ვარდი ხელში მომაჩოჩა ხელი გამომიწოდა და მანქანაში ჩამსვა.
მანქანა დაძრა და ძალიან სწრაფად ხელზე მაკოცა
- მიყვარს შენი ნაზი გრძელი ხელები
- მე კი შენში ყველაფერი მიყვარს
გამიღიმა და წავედით ტყისაკენ წავედით განათებული იყო არემარე თუმცა შორს გააჩერა, ბენდენა თვალებზე ამაფარა და მანქანიდან გადმომსვა ნელა მივყავდი რამდენჯერმე ქვას წამოვკარი თუმცა წარმატებულად დამიჭირა თავლებიდან ჩამომხსნა მე კი გაოცებისაგან ხელები სახეზე ავიფარე და ძლიერად ჩავეხუტე, არემარე საჰაერო ბუშტებით ლამაზი განათებით, მაგიდით რომელზეც ორი თეფში იდო და შამპანიურის ბოთლი ყველაფერი ჩინებულად იყო მოწყობილი ძლიერად მივიკარი და ჩავეხუტე.
- ამ საღამოს მივხვდი რომ ძალიან მიყვარხარ და შენი დაკარგვა არ მინდა
- არც კი გაიფიქრო მე არასოდეს გავქრები მუდამ შენს გვერდით ვიდგები ლხინსა თუ ჭირში
გამეცინა სიხარულის ცრემლები წამომივიდა, სკამი გამომიწია და შამპანიური დამისხა ერთად შევსვით ჩვენი სადღეგრძელო მოგვიანებით კი აღელდა აფორიაკდა თვალები გაუბრწყინდა ხელი პიჯაკში შეაცურა და ყუთი გამოიღო ფეხზე ადგა და ბეჭედი ამოიღო
- რააააა
- გამომყვები ცოლად ?
- დაუფიქრებლად ზოგადად უნდა ჩაიკუზო და ისე მთხოვო თუმცა მოსულა
- იქნები მუდამ ჩემს გვერდით, იქნები ბედნიერი?
- რა თქმა უნდა
ხელებით გადავეხვიე ხელზე ბეჭედი შემიცურა და ბედნიერი თვალებით მისკენ მიმიზიდა, ჩამეხუტა იმ ღამეს ჩემი ყველა ოცნება მიღწევადი გახდა, ხომ გითხარით სასწაულები ხდება თუმცა ამჯერად რეალობაში, მე მის გვერდით ბედნიერი ვიყავი და ამას კითხვაც კი არ უნდა.
ჩამეძინა თუმცა დემემ ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა, მე ამას ახლა მივხვდი რომ მას გულწრფელად ვუყვარდი...
თავი მეთექვსმეტე
გავიღვიძე ვისაუზმე და გარეთ გავედი აივანზე დავჯექი საქანელაში ჩავჯექი და ფილმის ყურება დავიწყე, კომედიური იყო და ძალიან მაცინა ყურსასმენების ხმაში მაინც ვიგრძენი ვიღაცის უკნიდან მოახლოება თუმცა არც შემიმჩნევია და გავნაგრძე, ტელეფონის ანარეკლში დემეტრე დავინახე მისი ვარდისფერი დიდი ტუჩები და მაშინვე ვიცანი მომენტალურად ავხდი გავედი და დემეს ჩავეხუტე
- დილა მშვიდობისა ჩემო საცოლე!
- ზედმეტად ხმამაღლა ჟღერს
- რატომ ? გინდა ახლა ვიღრიალო ?
- არა არა. არ გაააკეთო ესს !!
ხმამაღლა დაიყვირა ხელები სახეზე ავიფარე სირცხვილისაგან თუმცა მისი ხელები კვლავ შემეხო
- დედაშენს უთხარი გუშინდელზე ? ან აჩიმ იცის ?
- დღეს დაველაპარაკები...
- კარგი ჩემო საცოლევ !
- დააწექი მალე ნუ ყვირი მასე !
მაგრამ მაინც გაიძახოდა მისი სიჯიუტე ყველასთვის ნათელი იყო
დედას ოთახში შევირბინე მამას სურათს უყურებდა და კვლავ ცრემლები მოსდიოდა
- დედა არგინდა ... ნუ აკეთებ ამას
გამწარებულმა ვუღრიალე შემდეგ ნაზად მივიხუტე და მისაღებში გავიყვანე
- დემემ ხელი მთხოვა
თემა გადავიტანე რადგამ ცოტა გამოკეთებულიყო
- რაა ? მართლა ? როდის ? ძალიან კარგია
- ვიცი, გუშინ მთხოვა.
- აუცილებლად ათხოვე ხელი
ავხარხარდით დედა ასე რომ გამხიარულდა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა
- შენი აზრით მამას გაუხარდებოდა ?
- რა თქმა უნდა მას შენი კარგი ყველაფერი უხაროდა...
ერთად გავისეირნეთ გზაში ანდრია შეგვხვდა დედას ხელი ნაზად ჩამიართვა თბილად მოიკითხა და ჩვენს შესახებ კვლავ კითხა რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, არვიცი თავის მშობლებმა როგორ მიიღეს თუმცა ამ საღამოს ყვირილის ხმა ისმოდა სწრაფად ტელეფონი ავიღე და დემეს გადავურეკე, ტელეფონს არ იღებდა ცოტახანში დემეტრე დავინახე რომელმაც კარი ძლიერად მოაჭახუნა და გავარდა მანქანაში ჩაჯდა და მე გადმომირეკა.
- წამოხვალ ?
- კი
- დაბლა ჩამოდი.
სწრაფად ჟაკეტი მოვიცვი და მანქანაში ჩავუხტი, კოპებშეკრული დემე დავინახე ხელი ჩამჭიდა გარეთ გამოსული დედა დაინახა გაზს მიაჭირა და სასწრაფოდ გავარდა, არვიცი მაშინ სად მივდიოდუთ თუმცა მზად ვიყავი ყველგან გავყოლოდი უბრაკოდ მარტო არ დამეტოვა...
თავი მეჩვიდმეტე
აგარაკზე წავედით ღამე იქ დავაღამეთ ბუნებაში ვივახშმეთ და საძინებელში შევედით იმ ღამეს მის გვერძე ტკბილად მიმეძინა...
ხელჩაკიდებულევი ერთმანეთზე მიხუტებულები ვიწექით, თვალები დახუჭული ჰქონდა უნდა ავმდგარიყავი ამიტომ ლოყაზე ვაკოცე და ტელეფონი ავიღე ფანჯარასთან დავდექი და დედას დავუმესიჯე.
- არ ინერვიულო, აგარაკზე ვარ დემესთან ერთად ხვალ მოვალ.
გარეთ გავიხედე ტელეფონი თაროზე ჩამოვდე და შემოვტრიალდი, ჩემს წინ დემე იყო, შემეშინდა და შევხტი ნაზად ტუჩებზე ხელი მომისვა მისკენ მიმიზიდა და ტკბილად მაკოცა...
დილით გავიღვიძე ბლინები მოვამზადე და ჭამას შევუდექი დემეტრემაც გაიღვიძა თმებში ცხვირი ჩაყო და სურნელი შეისუნთქა შემდეგ კი ბლინი ჩემთან ერთად გასინჯა
- გემრიელია... შენსავით
- ნუ მეთამაშები თორემ
- თორემ..?
- თორემ ცეცხლში დაიწვები
- ოო მაცდური წინადადებააა.
- ზუსტადაც.
ლოყაზე მაკოცა და ჩანთა ჩაალაგა,
- მე დღეს წაგიყვან სახლში არეულობაა ამიტომ იქ დარჩენა არ მინდა
- კარგი...
- გაზეთში სამსახურის შესახებ წავიკითხე დღეს გასაუბრება მაქვს და იქ მივდივარ
- კარგია მიხარია...
დემეტრე ჩაფიქრებული იყო მანქანაზე გაზი მაგრად მიაჭირა და დიდი სისწრაფით წავიდა, გზაზე გავედით შემდეგ დავუყვირე
- გეყოფა
თუმცა ხმაამოუღებლად კვლავ სწრაფად დადიოდა, გვერძე გაიხედა მთებსა და მდინარეს უყურებდა რაღაც ადარდებდა თუმცა არ მიზიარებდა გავბრაზდი თუმცა ამის ამოშვება არ მინდოდა, "იმ დღეს უბედურება დატრიალდა მანქანა ორივე მხრიდან დიდი სისწრაფით მოდიოდა. მძღოლი არემარეს ჩაფიქრებული უყურებდა გვერდით კი გოგონა ჩხუბობდა მილიარდელი კომპანიის მფლობელი დავით ნებიერიძეს ვაჟი გარდაიცვალა მის გვერდზე მჯდომი სანდრა ზუმბაძე კი ამჟამად დაშავებულია და საავადმყოფოში გადაიყვანეს"
"მანქანა რთულ მდგომარეობაშია ამოტრიალებული და დაჭეჭყილია "
თვალები გავახილე მინის ანარეკლზე სისხლი დავინახე შევცბუნდი თუმცა თვალებით დემეს ძებნა დავიწყე სულ მთლად დასისხლიანებული ფეხი მოყოლილი და თავგატეხილი იყო იმ დროს დიდი ტკივილი ვიგრძენი ელვასავით დამიარა მთელ სხეულში ცრემლები წამომივიდა ძალიან ბევრი ხმას ვერ ვიღებდი ღვედისგან შეზღუდული დემეს ვერ ვწვდებოდი ამაზე უფრო ვტიროდი პოლიციისა და სავაადმყოფოს მანქანის ხმა გავიგე ძლიერად დამაყრუებლად ახმაურებდნენ მე კი ხმამღლა რაც კი შემეძლო ვყვიროდი:
- დემე გაიღვიძე, დემეტრე თვალი გაახილე გთხოვვვ!!
მანქანიდან სასწრაფოდ გადაიყვანეს, შემდეგ ჩემთან მოვიდნენ მე კი ტირილისაგან, ვკვდებოდი სული მიკვდებოდ ავღრიალებდი აღელვებული აბობოწრებული ვიყავი მისკენ ხელებს ვიშვერდი თუმცა იმედგაცრუებული სახეების დანახვის მეტი ვერაფერი დავინახე...
გავითიშე.....
თავი მეთვრამეტე
თვალები გავახილე მხოლოდ თეთრ კედლებს ვხედავდი ჩემი ხელი დედის ნაზ ხელებს ეკავა და ჩასძინებოდა სწრაფად ავხტი ხელიდან მილი გამძვრა თუმცა ეს სულაც არ მაღელვებდა ავხტი და ტირილი დავიწყე სასოწარკვეთილებისაგან ჩავიკეცე პალატიდან გავვარდი უაზროდ დავიწყე სირბილი ბოლოს აჩი დავინახე მასთან სწრაფად მივირბინე მაშინ ყველა ტკივილი დამავიწყდა მხოლოდ იმის გაგება მინდოდა დემე თუ სუნთქავდა, თუ ცოცხლობდა, თუ იდგა მის ლამაზ სხეულში სული ის გული თუ ისევ ფეთქავდა რომელიც ჩემზე იყო შეყვარებული
- დემეტრე საადაააა
გამწარებული ვყვიროდი ვღრიალებდი აჩი მაკავებდა ხელებს მიჭერდა თუმცა თვალები დახუჭული ჰქონდა და პასუხს არ მიბრუნებდა ცრემლები მოსდიოდს და გამალებით ამას იძახოდ ა
- ვმწუხვარ, ვმწუხვარ, ვმწუხვარ
- რააა ? ნორმალურად მიპასუხებ ? სადაა?
- ის გარდაიცვალა ვმწუხვარ
ჩავიკეცე თავბრუ დამეხვა და ძირს დავვარდი მან კი ხელში ამიტაცა თან ცრემლებს მწმენდდა...
აღარ მინდოდა სიცოცხლე ყველაფერი ჩემთვის დასრულებული იყო, ყვეკაფერი მარტივად მეჩვენებოდა და თურმე რა ძნელი ყოფილაა... ვიღაცის შეყვარება შემდეგ კი მისი დაკარგვა, შეჩვევა მასთან ერად გატარებული ყოველი წამი ყველაზე ბედნიერ ადამიანად მთვლიდა
მესამე დღეა დღეები საოცარი სისწრაფით გადიოდა გავიღვიძე დავმშვიდდი თუმცა გული კვლავ მტკიოდს ყვემანაირი იმედგაცრუება ბუდობდა მასში თვალების გახელისას თეთრხალათიანი კაცი დავინახე რომელიც მიღიმოდა
- თავს როგორ გრძნობთ სანდრა ?
- ყველაზე უბედურად ჩემს ცხოვრებაში
- ეხოსკოპიაზე ჩანს რომ შვილი გეყოლებათ
ბედნიერებისაგან თუ მწუხარებისაგან ცრემლები წამომივიდა,
- სიხარულის ცრემლები... ბედნიერი ხართ ხო
- დიახ სრულებით.
იმ დღეს ბედნიერი მომავალი დედა ვიყავი რომელიც ნაზად ეფერებოდა დემეს მკვდარ, გალურჯებულ ცივ სახეს...
-შენ ხომ დამპირდი რომ არასოდეს დამტოვებდი მარტო? შენ ხომ დამპირდი რომ წინ ბედნიერი მომავალი გვექნებოდა ? შენ ხომ დამპირდი რომ ამას შეძლებდი? რატომ ვერ შეძელი ეს ? ნუთუ ასეთი ძნელი იყო
ცრემლებისაგან სველი ვიყავი თუმცა ვიცოდი რომ უკანასკნელად ვეხებოდი მას... სიბრაზისაგან თუ მონატრებისაგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა...
- იცი რომ მამა გახდები ? იცოდი ? რატომ დაგვტოვე მარტო ? რატომ?
პასუხი არ გაქვს ხო...
მისი ყინულივით ცივი ხელით ჯერ ცრელი მოვიწმინდე შემდეგ კი მუცელს დავადე
- აი აქ, აი აქ ერთი სიცოცხლე კიდევაა გაიცანი ის ანდრიაა შენს სახელს დავარქმევ და ამით გავიქარწ....ბ შენგან მონატრებას...
გვამს უკანასკნელად შევეხე ის რბილი ტუჩები გაქრა... ახლა მხოლოდ უხეში დარჩენილიყო ძლიერად ვაკოცე, გიჟივით ვუღიმოდი სასოწარკვეთისაგან გვამს ვანძრევდი ხელებით ვეჯაჯგურებოდი
- გაიღვიძე გთხოვ თვალები გაახილე დემეტრე ნებიერიძე გთხოვ ...
ხმამაღლა ვღრიალებდი დაცვა შემოვიდა ხელში ამიტაცეს და გარეთ გამიყვანეს. აჩიმ დამამშვიდა და მანქანაში ჩამსვა, შემდეგ ფანჯარას ჩაუწია სავაადმყოფოს მომაშორა და გრილი ჰაერი ჩემსკენ გამოუშვა, მესიამოვნა... ყველანაირად გავტყდი თუმცა ჩემი ერთი სიცოცხლე გამაბედნიერებდა ეს ნამდვილად ვიცი.
თავი მეცხრამეტე
სახლში ძალიან დაღლილი მივედი საძინებლის კარი გავაღე და დემეტრეს დედა დამხვდა
გაღიზიანებული გააფთრებული სახე ჰქონდა სწრაფად ხელი ჩემსკენ გამოსწია და სილა გამაწნა
- შენ მოკალი ჩემი შვილი შენ !
ღრიალებდა ლოგინზე დავეცი
- მე ის არ მომიკლია ის არ
დამიკარგავს ის ჯერ კიდევ ჩემშია
გააფთრებული სახე დაუცხრა, აღელვებული დამშვიდდა და მკითხა:
- რა ?
- ჩვენი შვილი დემეტრე, აი აქ არის
და მუცელზე მივუნიშნე ცრემლები წამოუვიდა მუხლები მოეკეცა ხელი ჩემს მუცელს ნაზად შეეხო და გაიღიმა ისე როგორც დემემ იცოდა, თბილად ცრემლები მოსდიოდა, ის ჩემზე სასოწარკვეთილი იყო, თუმცა მე დემეს დაბადება მახარებდა. ცოტახანში გაკვირვებულმა შემომხედა
- რამდენი ხანია ?
- უკვე ერთი კვირაა
ხელები სახეზე აიფარა და კვლავ აქვითინდა
- დემეტრემ იცოდა ?
- არა ვერ მოვასწარი
ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია, ბედნიერმა ხელები ძლიერად მომკიდა და ჩამეხუტა ...
თავი მეოცე
დილოთ დემეს ტირილმა გამაღვიძა, თვალები გავახილე და დავინახე დემეტრე თუ როგორ ეთამაშებოდა მამამისის სურათს, სწრაფად გამოვართვი და ცრემლებიანმა გულში ჩავიკარი...
საოცარი დამთხვევაა დემე 13 სექტემბერს დაიბადა მამამისის დაბადების დღეზე, ის უკვე ერთი წლის გახდა. დილით თბილად ჩავიცვით და საფლავზე წავედით, მანქანა გავაჩერე პატარას ჩასძინებოდა თუმცა მუსიკის გამორთვისას გაიღვიძა ატირდა ხელში ავიყვანე და საფლავს მივუახლოვდი წითელი ვარდები სიმბოლურად მიწაზე დავაწყვე
- გილოცავ დაბადების დღეს დემეტრე!
წარსულის მოგონებებში ჩაძირული საფლავსაც კი მივუახლოვდი. ძველი ყვავილები გადავყარე და ლარნაკში ახლები მოვათავსე. ვუყურებდი და მტკიოდა ვუყურებდი და მენატრებოდა, ვუყურებდი და მასთან ყოფნის სურვილი მიჩნდებოდა მე ყველა ამ გრძნობასთან გამკლავებას ვცდილობდი თუმცა უშედეგოდ, მას მაინც ველოდი მის მფარველობას... როგორ მომენატრა მისი ხმა, ნაზი ხელები, რბილი ტუჩები მისი ქარიხმატულობა სიჯიუტე და მისი სითბო რომელიც ბოლოს ყინულად შემრჩა ხელებში.
თუმცა ახლა გაყინულ ხელებს ანდრიას თბილი ხელები მითბობს. იცით მამას ჰგავს მუდამ მას მახსენებს და ბედნიერებას მანიჭებს მასთან ურთიერთობა.
სახლში წავედით დედას დემე მივუყვანე მე კი საჭმლის მომზადებას მოვუნდი ფანჯრიდან დემს ვხედავ მის თვალებს რომელიც ზღვასავით ლურჯი იყო როგორიც ანდროს ჰქონდა ... ამასობაში ბლინებიც შეიწვა სურნელი დადგა, ის დღე გამახსენდაგარაკში ბედნიერიც და უბედური დღეც... ცრემლები წამსკდა , თუმცა მალევე მოვიწმინდე და სალათის კეთებას მოვუნდი აჩი დავინახე საჩუქრით ხელში ხელებგაშლილი მომეგება კვლავ ცრემლები მომწმინდა და ძლიერად ჩამეხუტა
- ყველაზე ძლიერო დედავ გილოცავ !
- მადლობა აჩი
მოსაღამოვდა გარეთ მაგიდა გავაწყეთ, გვერძე დემეს ადგილი დარჩენილიყო მის სკამზე ხელი დავადე მისი ლანდი მომეჩვენა გავიღიმე იმ ადგილს დიდხანს ვუყურე თუმცა მალევე გაქრა ხელი მხარზე შემახო თვალი ჩამიკრა და გაქრა მე კი ტკივილისაგან მოყენებული ცრემლები მოვიწმინდე და ვახშმობას შევუდექი.
მეორე დღეს დილით როდესაც გავიღვიძე საწოლზე წამომჯდარი დემეტრე დავინახე ფეხის თითებზე თამაშობდა და იღიმოდა
- მაამა
წამოიყვირა, თვალები გავახილე წამში მომეჩვენა რომ დემე გვერდზე ეჯდა, თუმცა მალევე გაქრა... გაქრა ის ლანდი წამიერად ალბათ კიდევ დაბრუნდებოდა და არასოდეს დაგვტოვებდა.
დ. ა. ს. ა. ს. რ. უ. ლ. ი

2019.06.18

პ.ს გრამატიკული შეცდომებისათვის ბოდიშს გიხდით



№1 სტუმარი გცტ

სისულელე.......

 


№2  offline წევრი უიღბლო

ძალიან ბანალური იყო,სწრაფად განვითრებული მოვლენებით,რაღაცეები შეგეძლო გაგეწელა მაგრამ ისე რომ საინტერესო ყოფილიყო,თუ დამწყები ხარ არაფერია,ყველა შეცდომებზე ვწავლობთ <33 წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent