შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ხანდახან ტკბილია [3]


26-04-2019, 00:02
ავტორი nacnobi123
ნანახია 6 758

ცხოვრება ხანდახან ტკბილია [3]

ყოველთვის ეხერხებოდა ნიკას სიურპრიზების გაკეთება. თავის დროზე საჩუქრებითაც მანებივრებდა, ხშირად დავდიოდით ერთად აქეთ-იქით და ვერთობოდით. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ისეთი სიურპრიზი გამიკეთა, მოლოდინს გადააჭარბა. ისე რომ არც კი დამშორებია, გამომიცხადა, რომ ახალი შეყვარებული ჰყავდა. მგონი ჰარამხანის მოწყობას აპირებდა და უნდოდა ერთროულად ორი შეყვარებული ჰყოლოდა. ამის შემდეგ კი ისვ გაბედა აქ მოსვლა და თურმე ხელიც კი უნდა ითხოვოს ჩემი.
-დედა აქ რა ხდება? ამას აქ რა უნდა? -დედასთვის არ მითქვამს რაც გამიკეთა. რომ მეთქვა ალბათ გაგიჟდებოდა და ეს ასე ცოცხალი ვერ იდგებოდა აქ.
-კარგი რა მაშო. მგონია დროა რომ შევრიგდეთ. გეყოფა უაზრო გაბუტვები.
-შენ გაჩუმდი. დედას ველაპარაკები და შენი ხმა არ გავიგო.
-რავი დედიკო ასე მითხრა რაღაც უაზრობაზე ვიჩხუბეთ და ახლა მინდა სიურპრიზი გავუკეთოო. და ხელის თხოვნას აპირებს დეე
-აი ხომ ხედავ მაშო დედაშენიც ჩემ მხარესაა. დამთანხმდი და დავასრულოთ ეს ყველაფერი.
-ერთი წუთი შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო? -ახლა ამას ალბათ გავგლეჯ შუაზე. სრულ ჭკუაზე მგონი ვერ არის. ხომ ვამბობ რა ყველა იდიოტი და გადარეული მე უნდა გადამეყაროს. აივანზე გავიყვანე. იქ დედა ხმას ვერ გაიგებდა.
-ბიჭო შენ სრულ ჭკუაზე ხარ საერთოდ? იმის მერე რაც გამიკეთე აქ როგორ მოხვედი? თან ხელი უნდა მთხოვოს ბიჭმა? რა იყო მოგბეზრდა შენი სათამაშო და გადაწყვიტე ისევ ჩემთან მოსულიყავი?
-ხოო საყვარელო. მივხვდი, რომ მართალი იყავი. შენი შემცვლელი არ არსებობს. თან ბებიაჩემმა მაშოს გარდა სხვა არ დამანახო ცოლადო.
-ვაიმე როგორ გამაცინე. ისევ იმ ქონებას ხარ ხო დახარბებული? რა იყო ახალი ულტიმატუმი წაგიყენა შენმა ძვირფასმა ბებიკომ?
-ხო. ცოლად შენ თუ არ მოგიყვან ყველაფერს იმ ახლად გამოჩენილ ვიღაცას დაუტოვებს. თურმე ბიძაჩემს უკანონო შვილი ჰყოლია. ახლა გაიგეს და იმისთვის აპირებს ყველაფრის დატოვებას.
-ძალიანაც კარგი. ხედავ ჩემი გამწარებისთვის ბებიაშენივე გიხდის სამაგიეროს. - არა რა გველი ვარ ხო მეტყობა? მარა მეტის ღირსია ჩემგან.
-ახლა უკვე ზედმეტები მომდის. დამთანხმდი და ნუ მაიძულებ შენზე ძალა გამოვიყენო. თორე ხო იცი არაფერი გამიჭირდება -ახლა გამაგიჟებს ეს. ვიცი რომ ყველაფერზეა წამსვლელი ამ სიტუაციიდან როგორ გამოვძვრე არ ვიცი.
-რა გინდა ჩემგან? რამე დაგიშავე? ხო შეიძლება მშვიდად ყოფნა მაცალო?
-იცოდე თუ არ დამთანხმდები დედაშენს ვეტყვი, რომ ჩემთან იწექი და მაინც ჩემი ცოლი გახდები. ორი დღე გაქვს საყვარელო მოსაფიქრებლად. გირჩევ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო. ხო მართლა ბიძაშენამდეც მივაღწევ. ნუ გგონია, რომ მარტო დედაშენით შემოვიფარგლები.
გავიდა თუ არა მაშინვე ტირილი ამივარდა. დიდ შარში ვიყავი. დედაჩემს კი დავარწმუნებდი, რომ არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ბიძაჩემი ვიცი არ დამიჯერებდა. მეზობლებს როგორ აჭორავებს. მაინც გამაყოლებენ ცოლად. რა გავაკეთო? რატო გადავეყარე ამ იდიოტს რა. ახლა ვინმეს რჩევა და ნყგეში მჭირდება.ჩემი დაქალები გამახსენდნე. ნინოს ნომერი ავკრიფე და დავრეკე
-აუ ნიი სად ხარ? გცალია რო გადმოვიდე შენთან -ერთ უბანში ვცხოვრობთ და ერთმანეთთან ვატარებთ ხოლმე ხშირად დროს. ანი ცოტა მოშორებით ცხოვრობს, მაგრამ ხშირად გვსტუმრობს ხოლმე.
-რა იყო გოგო რა გჭირს რა ხმა გაქვს? შენ რა ტირი?
-გნადგურებული ვარ რო გნახავ მოგიყვები. ანისაც დაურეკე რა გადმოვიდეს.
-კარგი მიდი გელოდები. იმედია მშვიდობაა.
ნინის გავუთიშე და ჩანთა ავიღე. არც დამიხედავს რა მეცვა ისე გადავწყვიტე წასვლა. ცრემლები მოვიწმინდა და დედას შევუარე ოთახში. არ მინდოდა რამეს მიმხვდარიყო, მარტო ის ვუთხარი ნინისთან მივდივარ მეთქი და გავედი სახლიდან.

***
გზაში ცოტა ვისეირნე და ნინისთან მისულს ანი უკვე იქ დამხვდა.
-მოგვიყევი გოგო აბა რა ხდება
-რა და ვთხოვდები
-რააა ? -ორივემ პირი დააღეს. არ ელოდნენ ამას თუ ვეტყოდი.
-ვის მიყვები გოგო ხოლად? ჩვენ ახლა უნდა ვიგებდეთ ამას?
-ვის და ის იდიოტი ნიკა იყო მოსული. ბებიამის უთქვამს ქონებას არ დაგიტოვებ თუ მაშოს არ მოიყვან ცოლადო. ამან კიდე თუ არ გამომყვები ყველასვეტყვი რომ ჩემთან იწექიო
-ვაიმე როგორ მინდა ახლა ყველა საგინებელი და სალანძღავი სიტყვა გამოვიყენო მაგის შესამკობად. რომელი საუკუნეა ვის გაუგია მასეთი რაღაცები.
-აუ ანი არ ვიცი რა ვქნა. ბიძაჩემმა რომ გაიგოს ვიცი მე არ დამიჯერებს და მაინც გამატხოვებენ. ის კიდე იდიოტია და რა მინდა მაგასთან.
-კაი ჩემი გოგო დაწყნარდი. ყველაფერს ეშველება.
ამ დროს ნინის ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე და გავიდა.
***
-ხო გიორგი რა იყო რა ხდება?
-ეს ახლა მაშოს ტირილის ხმა ისმოდა?
-არა რა მაშო მოგეჩვენა ალბათ. ფილმს ვუურებთ მე და ანი და ეტყობა მაგის ხმა გაიგე.
-ნინი რატო მატყუებ? ხო იცი რომ არ გამოგდის ეს ტყუილები. მითხარი ახლა რაშია საქმე? ხო მშვიდობა გაქვთ? ჩემი დახმარება ხო არ გჭირდებათ?
-ვაიმე არა გიორგი. არაფერი არ ხდება
-ნინი ტყუილად მიმალავ. იცოდე მაინც გავიგებ და ხო იცი მერე უარესი იქნება
-ხო მაშოა აქ,რაღაც ოჯახური პრობლემა აქვს და მაგიტო ტირის
-მითხარი ახლა რა ხდება მალეე
-ნიკას მიყვება ცოლად - გიორგი დადუმდა და ხმას ვეღარ იღებდა. - გიორგი აქ ხარ?გესმის ჩემი?
-ამის .... მითხარი რო მაგრად მეღადავებით
-არა გიო სიმართლეა. ახლა გვითხრა მაშომ ეგ ამბავი.


ველი შეფასებებს. როგორია აბა?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ციკო

სუპერრრრრრრრ

 


№2  offline წევრი Xutu

სუპერ მაგრამ ცოტა დიდი თავები დადე რა ფრიზი ????????

 


№3 სტუმარი Sou

Oooo daizabaaa sainteresoa ar dagvigvianoo

 


№4  offline წევრი nacnobi123

მადლობა ყველას შეფასებისთვის ♥️♥️ გავითვალისწინებ აუცილებლად

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.