შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდი #2


19-06-2019, 16:21
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 224

აბსურდი #2

- ოუ, ცოტა ხომ არ შეგაგვიანდა ? - გრძელი, ფართხუნა მაისურისამარა ენჯი ღია კარში იდგა შენობის თავზე. ცალი ხელით კედელს ეყრდნობოდა, ერთი ფეხი კი მოღუნული ედო იატაკზე ფეხის წვერით. - გუშინ გელოდებოდი, ნიკი. - ცალყბად გაეცინა. დაჟინებული მზერით ზემოდან ქვემოთ ათვალიერებდა წითურს, რომელიც კაპიუშონიან ზედასა და ტანზე მომდგარი შარვალში იყო გამოწყობილი.
- ახლახანს გავიღვიძე... - აიწურა წითური და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და უხერხულად გრძნობდა თავს.
- 48 საათი გეძინა ? - თვალები გაუფართოვდა გოგოს. ნიკიტამ საძილე აბების შემდეგ მორფეოსის სამყაროს თავი ორი დღე-ღამით აჩუქა. - ჯიზეზ, რამე დალიე ? - წარბი შეკრა და მკაცრი გამომეტყველება მიიღო.
- ოთხი ტაბლეტი საძილე. - თქვა და თავი ჩაქინდრა.
- მდაა... - ჩაილაპარაკა ენჯიმ და სახლში შევიდა. - რას დგახარ ხესავით, შემოდი. - სამზარეულოდან გასძახა კარებში მდგარ ნიკიტას და ჟღალთმიანს სხვა გზა არ ჰქონდა. შევიდა და პირველი, რაც თვალში მოხვდა, იყო დახლზე მონებივრე შავი კატა. ცხოველები ერთადერთი არსებები იყვნენ მის ცხოვრებაში, რომელთა შეხებაც მოსწონდა.
- შეიძლება ? - ჰკითხა ენჯის ისე, რომ აჟიტირებული მზერა კატისთვის არ მოუშორებია. თვალებგაფართოებული და შეხების სურვილისგან სისხლადუღებული ნიკი ბონის ფანატიკური მზერით უყურებდა. ამ სანახაობის შემხედვარე ენჯი კი დაინტრიგდა.
- რა თქმა უნდა, მაგრამ უცხოებთან აგრესიულია. - მშვიდად უპასუხა და პიცის ლუკმა გადაყლაპა.
ნიკი ნელა, ფრთხილად მიუახლოვდა კატას, რომელიც გულმოდგინედ ილოკავდა თათს დანაყრების შემდეგ. სკამზე დაჯდა და აკანკალებული ხელი წაიღო კატისკენ. ბონი გაჩერდა და ქალს დააკვირდა. თვალი თვალში გაუყარა და ორიოდე წამი აკვირდებოდა. მოულოდნელად წამოხტა და თავად მივიდა ახლოს წითურთან. მის მხარზე ახტა, იქედან კი თავზე გადაინაცვლა. მოხერხებულად მოკალათდა და კრუტუნი დაიწყო.
- ვაუ... - წამოიძახა ენჯიმ და გემრიელად ჭამის შემდეგ თითები მოილოკა. - უცნაურია.
- რა არის უცნაური ? - ცდილობდა არ ემოძრავა, რომ ბონი არ დაეფრთხო.
- კატები ძირითადად ადამიანის იმ ნაწილს ეხებიან, რომელსაც პრობლემა აქვს. რომელიც ჯანმრთელობით არ გამოირჩევა.
- თავის ტკივილები მაწუხებს. - მხრები აიჩეჩა წითურმა და თვალები მილულა. მის სახეზე ენით აღუწერელი ნეტარება იყო გამოსახული. თითქოს ის არ იყო ახლა პიროვნება, თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. მას ახლა არაფერი ადარდებდა. მისი პიროვნული "მე" მის გარეშე დანავარდობდა სადღაც, ნიკი კი აქ იყო. ხორცშესხმული სიამოვნება გახლდათ ის ამ მომენტში.
- რამ მოგიყვანა ჩემს ბუნაგში, ბონის რჩეულო? - სავარძელში გადაინაცვლა ენჯიმ. ცალი ფეხი იატაკზე ედო, ცალი კი მოეღუნა.
- ბონი? - თვალები გაახილა ნიკიტამ.
- აი, ეგ ქალბატონი. ბონი. - კატაზე მიუთითა.
- შენი პერანგი. - თქვა და ჩანთიდან დაუთოებული, იდეალურად დაკეცილი პერანგი ამოიღო.
- ოჰო, აი, ეს მესმის. - წამოდგა და გამოართვა ზედატანი. - ასე კოხტად დაუთოებული კარგა ხანია არ მცმია. - თქვა და ნიკიტას და წამით მოეჩვენა, რომ ენჯის თვალებში სევდა გაკრთა. თუმცა მაშინვე ჩაიხშო მისი ალი, ემოციების კონტროლის საოცარი უნარით, რომელიც ენჯის გააჩნდა.
- შენც მოგინდომებია. - მისდაუნებურად ჩაეცინა ნიკის, როცა თავისი საღამური და საცვალი დაინახა საკიდზე, ფანჯრის სახელურზე ჩამოკიდებული.
- რითი ერთობი ხოლმე? - მოულოდნელად თემა შეცვალა ენჯიმ. - იმის გარდა, რომ შენობის სახურავებზე ძვრები და გინდა. - დაამატა და სიგარეტის კოლოფს დასწვდა. ერთ ღერს მოუკიდა და მოქაჩა.
- არაფრით. - მოკლედ მოუჭრა ნიკიმ და ხმა ყინულივით ცივი გაუხდა.
- ოჰ, როგორი მკაცრი ხარ. ვიხუმრე. - წამოდგა და მიუახლოვდა ქალს.
- უკბილოდ. - შეუბღვირა და რამდენიმე სანტიმეტრში მდგარ გოგოს ქვემოდან ზემოთ შეხედა.
- იცი, ადამიანების უმეტესობას ხშირად ჰგონია ხუმრობა უკბილო, როცა ის მათ ეხება. - თქვა და ხელი ნიკის თმისკენ წაიღო. ყურს უკან გადაუწია და ირონიულად ჩაეცინა.
- იცი, ზოგი იმდენად ბანალურია, რომ თმის ყურს უკან გადაწევის ჟესტს იყენებს. - ნიშნისმოგებით უპასუხა ნიკიტამ და კმაყოფილად ჩაიღიმა.
- მე მაპატიეთ ბანალურობა, მადამ! - თქვა და ხელი რევერანსის მსგავსად ქვემოთ დაუშვა. - მითხარით როგორ გამოვისყიდო ეს ყოვლად უბანალურესი საქციელი! - მუხლებზე დაემხო და აკისკისებულ ნიკიტას შეჰღაღადა. სახიდან ცინიზმი არ მოშორებია. ერთობოდა, აინტერესებდა წითური. გახსნიდა, იპოვიდა იმას, რაც სჭირდებოდა და დაემშვიდობებოდა... ყოველი შემთხვევისთვის, სხვა არაფერი შედიოდა მის გეგმებში.
- კითხვაზე მიპასუხე. - ფეხი ფეხზე გადაიდო ნიკიტამ და იდაყვი დახლზე ჩამოდო. ვერ ხვდებოდა როგორ შერჩენოდა იმის ძალა, ენერგია და სურვილი, როომ ისე ეკისკისა, როგორც ახლა.
- რომელზე ? - ტუჩის კუთხემ თავისით ჰპოვა გასაქანი ზევითკენ ენჯის სახეზე.
- ჯერ მითხარი, რომ მიპასუხებ. - წარბი შეკრა და ტუჩები უკმაყოფილოდ დაბერა.
- Fაქ, მეტისმეტად საყვარელი ხარ. - გაეცინა და დახლზე ფეხმორთხმით წამოსკუპდა.
- რა ? - გაოცდა წითური.
- რა და გიპასუხებ-მეთქი, დასვი შენი ლეგენდარული შეკითხვა. - გვერდულად უმზერდა წითურს, იღიმოდა და ნიკის მომენტალურად აზრმა გაუელვა, რომ მოსწონდა ეს სანახაობა.
- ჰო, ისა… სულ ასეთი იყავი ? - ინტერესიანი მზერა სტყორცნა და გაინაბა პასუხის მოლოდინში.
- როგორი ასეთი ? - ხელები უკან დააწყო დახლზე და ოდნავ გადაწვა.
- როგორიც ხარ. არ ვგულისხმობ კონკრეტულ ხასიათის შტრიხებს, ზოგადად. ასეთი იყავი, როგორიც ხარ?
- ადამიანები იცვლებიან. - წარბი ასწია ენჯიმ.
- რა ცვლით მათ ? - ახლოს მიიწია წითური. თან ცდილობდა მის თავზე შემომჯდარი კატა არ შეეწუხებინა.
- გარდამტეხი მომენტები. - ენჯის თვალები ჩაუმუქდა.
- რომელია გარდამტეხი მომენტი ? - არ ეშვებოდა ნიკი.
- რომლის შემდეგაც აანალიზებ, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო ადრე. არასოდეს დაბრუნდება ყველაფერი უკან, არასოდეს ! - კბილებს შორის გამოსცრა და სწრაფი ნაბიჯით მივიდა ფანჯრისკენ, რომლის რაფაზე ვისკის ჭიქა იდგა. კბილებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს, ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა და არ გამოეხატა ემოციები, რომლებიც აიშალნენ ამ კითხვების შედეგად.
- არსებობს გამოთქმა, რომ ადამიანები არ იცვლებიან. - თვალები დახარა ნიკიმ და ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო.
- არ იცვლება მხოლოდ ფუნდამენტი პიროვნებისა, მისი არაცნობიერი. არაცნობიერში კი ინფორმაცია შედის რეალობიდან, ცნობიერიდან. ყველაფერი ბრუნვაშია. - თქვა ენჯიმ და ვისკი მოწრუპა.
- არაცნობიერი არ ნიშნავს თავად პიროვნებას ? - ჩაეკითხა წითური.
- შესაძლოა. - გახედა ენჯიმ.
- შენივე მსჯელობიდან გამომდინარე, არაცნობიერი ფუნდამენტია, რომელიც არ იცვლება. არაცნობიერი თუ შეიძლება, რომ პიროვნებად ჩავთვალოთ, გამოდის, რომ პიროვნება არ იცვლება. - თვალებს თითქოს აცეცებდა წითური, მაგრამ ენჯიმ რაღაც კანონზომიერება დაინახა ამ ცეცებაში. ნიკიტა თითქოს კითხულობდა წარმოსახვით ნაწერს, რომელიც ოთახის სხვადასხვა ნაწილში იყო განლაგებული. მიხვდა, რომ მსჯელობისას ის აქ არ იყო, სადღაც სხვაგან გადაისროლა იგი ცნობიერებამ.
- ადამიანის პიროვნების სრული გაიგივება მის არაცნობიერთან არ მიმაჩნია მართებულად. ადამიანი არაა მხოლოდ მისი ფიქრები და შეგრძნებები, მისი ქცევა, თუნდაც თამაში, ნიღაბი, ეს მისი შემადგენელი ნაწილია. ის იყენებს ნიღაბს ე.ი. ეს მას რაღაცაში სჭირდება. საჭიროება მოდის პიროვნებიდან. მოთხოვნილებები, სურვილები, რეალობა, გარემო ფაქტორები… ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია უწყვეტი ჯაჭვით, ამიტომ მათი განცალკევება არ გამოვა. - გამომცდელი მზერით ეუბნებოდა ამ ყოველივეს ქალს. უდავოდ დაინტერესდა პირადად მისი არაცნობიერით.
- სოციალური ცხოველი… როგორ მეზიზღება ყოველივე სოციალური. - მართლაც გულწრფელი ზიზღით ჩაილაპარაკა ნიკიტამ
- ეტყობა საკმარისად არ გეზიზღება.
- რას გულისხმობ?
- აბა, დაფიქრდი. ადამიანი სოციალური ცხოველია. სურს მას თუ არა, ყოველდღიურად იგი იძულებულია იურთიერთოს იმ სოციუმთან, რომელიც მოსწონს, ან არა. ასეა?
- ასეა.
- თუ მას ეს ყველაფერი საკმარისად ეზიზღება, რას აკეთებს იგი?
- თავს იკლავს ? - გულუბრყვილოდ ჰკითხა და ლურჯები სახეში შეანათა.
- ნუ, აქ ორი ვარიანტია. ან თავს იკლავს, ან აწყდება სოციუმში და სახლდება ტყეში, მთაში. მოკლედ,იქ, სადაც კაცის ჭაჭანება არაა.
- მე რომ მინდოდა , მაშინ, რატომ გამოდის, რომ მე არასაკმარისად მეზიზღება? - წარბები შეჭმუხნა.
- საკვანძო მომენტი შენს წინადადებაში არის მისი წარსული დრო. შენ გინდოდა, სცადე, მაგრამ აქ და ახლა შენც ისეთივე ცოცხალი ხარ ფიზიკურ დონეზე, როგორც მე და კიდევ შვიდი მილიარდი ადამიანი.
- ანუ მე რომ საკმარისად მინდოდეს, აქ და ახლა უბრალოდ არ ვიქნებოდი. - ჩაფიქრდა ნიკი.
- ევრიკა, მადმუაზელ. თქვენ მოიგეთ უსადენო უთო და მოგესაჯათ მუდამ აუთოოთ ჩემი დაკუჭული პერანგები. - ჩაიცინა ენჯიმ, ვისკის ჭიქა გამოცალა და წითურს მიაჩერდა.
- უნდა წავიდე. - უეცრად წამოიძახა ნიკიტამ და ბონის დასწვდა. კატას ჩაძინებაც მოესწრო მის თავზე. ცხოველმა უკმაყოფილების ნიშნად დაიკნავლა და თვალს მიეფარა.
- სად გეჩქარება ? - გზა გადაუჭრა და შემოსასვლელი კარი დაიკავა ენჯიმ.
- მე… არსად… - უხერხულად შეიშმუშნა. მასპინძელს კი ეხამუშა ქალის განწყობის ასეთი უეცარი ცვლილება და სცადა ცოტათი შეეყოვნებინა.
- ხვალ საღამოს ბარბარას კლუბში წვეულებაა, არ წამოხვალ? - არ სურდა მათი ხანმოკლე ურთიერთობის ამგვარად დასრულება. ებღაუჭებოდა თითქოს, მაგრამ რა საკვირველია, თავს ამაში არ უტყდებოდა.
- არ ვარ შექმნილი მსგავსი გართობებისთვის. ზუსტად ახლა ვსაუბრობდით ამაზე.
- ანუ მორჩა ? ახლა ამ კარში გახვალ და თითქოს აქ არც ყოფილხარ.
- სხვა რამეს ელოდი? - დაინტრიგდა ნიკიტა.
- არა, მართალი ხარ, წადი. - ტუჩის კუთხე ცინიკურად ჩაუტყდა და წითურს ზურგი აქცია. კარის მოხურვის შემდეგ თმაში ხელი შეიცურა და შეიკურთხა.

რაოდენ უცნაური ფენომენია ადამიანი. ზოგჯერ წლების მანძილზე ერთად რომ იყვნენ, ფიქრი ერთმანეთისკენ არც კი გაექცევათ, ზოგჯერ კი ორჯერ ნახვაც კი საკმარისი ხდება იმისთვის, რომ ადამიანი გონებიდან ვეღარ ამოიგდო. საინტერესო კი ის გახლავთ, რო. ორივე მათგანს აწუხებდა ეს შეგრძნება, მხოლოდ მოტივი იყო განსხვავებული…

- ანჯელინა, რატომ ჩამოგტირის სახე, ვინმე არ გაძლევს და ვერ დაიყოლიე? - სისხლის ბოლო წვეთამდე მთვრალი ბარბარა ბარბაცით მიუახლოვდა ბაღის დახლთან მჯდარ ენჯის და მხარზე იდაყვი ჩამოსდო.
- გემის მაინც რა უაზრობას მეკითხები, ბარბი? - ცალყბად გაიღიმა ქალმა.
- ნუ, რა თქმა უნდა, შენ ჰომ ქალთა გულთამპყრობელი ხარ. - თვალები აატრიალა მან.
ბარბარა ორმოციოდე წლის, ქერა ქალბატონი გახლდათ, რომლის სამფლობელოში იყო კლუბი, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებოდნენ.
- მათ შორის შენიც, ბარბ. - თვალი ჩაუკრა და გაუზავებელი ვისკი მოწრუპა.
- ამაღამ საწოლი ჰომ არ ჩაგვემტვრია, ძვირფასო? - თვალები აუჟუჟუნა ბარბარამ.
- ფეხზე ძლივს დგახარ, დედიჩემო. საწოლს ვერც იცნობ ისეთ დღეში ხარ. - გადაიხარხარა ენჯიმ.
- ბოროტო! - გაიბუტა ქალი. ოცდასამი წლის ენჯის ბარბარა მართლაც დედასავით ჰყავდა. მაგრამ ისეთი დედის მსგავსად, რომელიც სტანდარტული მშობლების ნაცვლად შვილთან გულითად მეგობრობას ამჯობინებს. ეს ეროტიკული ხუმრობები კი მათ შორის მეგობრულ განწყობას უფრო მეტად ამყარებდა.
- ხვალ ვისგან იქნები წამოსაყვანი, ღმერთმა იცის!
- შენ და ღმერთის გწამდეს? მაშ, მე საფრანგეთის დედოფალი ვყოფილვარ! - ხმამაღლა დაიყვირა ბარბარამ და მას ყვირილით მთელი კლუბი აჰყვა.
ირგვლივ გამაყრუებელი მუსიკა ისმოდა და ალკოჰოლისა და მოსაწევის სუნი ერთმანეთს ერეოდა. ენჯი არ სვამდა იმდენს, რომ დამთვრალიყო, მაგრამ ფხიზლად ყოფნა აზრადაც არ მოსვლია. რატომღაც გაღიზიანებული იყო. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა და ვარსკვლავებით დახუნძლული ცის ტოტებს უმზერდა დიდხანს. ცდილობდა საკუთარი თავისთვის ფიქრის უფლება არ მიეცა, მაგრამ მის თვალწინ ზმანების მსგავსად იხატებოდნენ ჟღალი თმები და ენჯის შეეძლო დაეფიცებინა კიდეც, რომ მათ სურნელს გრძნობდა. გრილი… არა, ყინულივით ცივი და მათრობელი ეჩვენებოდა მათი სუნი. თან ახლო, თან უცხო. ამბივალენტურ შეგრძნებებს აღძრავდა მასში ეს არომატი.
თუმცა, როგორც კი ეს ზმანება მორჩებოდა, მის გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა რჩებოდა - აბსურდი. ტვინში აღმოცენებულ ამ ექოს, ტუჩების უკმაყოფილო წკლაპუნით პასუხობდა და ამაოდ ცდილობდა დაძინებას.
ხელებით თვალები მოიფშვნიტა და გვერდით გაიხედა. სისხლისფერი ბაგე გაეხსნა და თვალის გუგები ოდნავ შესამჩნევად გაუფართოვდა. ვერ ხვდებოდა ჭიათურის აქ გამოჩენა გაუხარდა თუ ამ ფაქტმა იმედი გაუცრუა. მოტყუებულადაც გრძნობდა თავს და ამასთანავე, მადლიერიც იყო, რომ მიეცა საშუალება კიდევ ენახა იგი.
რამდენიმე წამი ხმას არ, ან ვერ იღებდა. მდუმარედ უმზერდა ქალს, რომელიც ნახევრად სავსე სასმლის ჩ ჭიქას ჩასცქეროდა და თითქოს რაღაცას აყურადებდა. ის-ის იყო ენჯი მასთან უნდა მისულიყო, რომ ჟღალმა ხელები პირზე აიფარა და გასასვლელისკენ ელვის სისწრაფით გაქანდა. ერთადერთი რამ, რაც ენჯის საეჭვოდ მოეჩვენა იყო ის, რომ წითური ერთმანეთში ახლართულ სხეულებს შორის გზას მეტისმეტად ოსტატურად იკვლევდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მსგავსი რამ ადრეც გაეკეთებინოს.
ენჯის წინ რამდენიმე ვნებისგან გაგიჟებული წყვილი გადაუდგა და მან წითური თვალთახედვის არიდან გასასვლელის კართან მისული დაკარგა. ნახევარი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ გარეთ გამოსულიყო და არემარე მოეთვალიერებინა. მაგრამ ირგვლივ მხოლოდ დადუმებული ქალაქის განათებულ ქუჩებს ხედავდა. ჟღალთმიანის ნატამალიც კი არსად ჩანდა, თუმცა ენჯი ზურგიდან გრძნობდა წვას. თითქოს ვიღაც უხილავი ბურღავდა მას მზერით. თუმცა ქალს არასდროს სჯეროდა მოჩვენებების, არც სიკვდილის თუ ტკივილის შიში აწუხებდა, ამიტომაც თამამად წავიდა იმ მოსახვევისკენ, საიდანაც, მისი აზრით, მბურღავი მზერა მოდიოდა. მოსახვევში თითქოს ჩრდილი შეირხა და ეს ენჯის არ გამოჰპარვია. კატისებრი, უხმო სირბილით მივიდა ადგილამდე, მაგრამ ალუბლის მოტკბო-მომჟავო სურნელის გარდა ადგილზე არაფერი დახვედრია. ირგვლივ პერიმეტრი დაზვერა, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა. მხოლოდ ქალაქი დუმდა მეტისმეტად ხმამაღლა.
კლუბის შესასვლელთან მივიდა ისევ და ამჯერად კართან მჯდარ, თავის მუხლებთან ჩახუტებულ წითურს გადააწყდა.
- აქ რას აკეთებ? - მისალმების გარეშე, ცივი ტონით ჰკითხა ენჯიმ. არ მოსწონდა წამოწყებული თამაში.
- მოვედი, მაგრამ შიგნით შესვლა არ მინდა. - თქვა ნიკიტამ და თავისი ლურჯები შეანათა ქალს.
- მაგიტომ გამოიქეცი? - გვერდით მიუჯდა და დაჟინებით ჰკითხამ
- საიდან?
- კლუბიდან.
- ორი წუთიც არ იქნება, რაც მოვედი. შიგნით არ შევსულვარ. გაოცდა გოგო. ენჯიმ საფუძვლიანად გამოიკვლია წითური, მაგრამ მისმა რადარებმა მინიმალური შესაძლებლობაც ვერ დააფიქსირეს იმისა, რომ ნიკიტა იტყუებოდა. ამ სიტუაციამ კი ჩააფიქრა ენჯი. ღრმად ჩაისუნთქა და დარწმუნდა, რომ იმ მოსახვევში ნიკიტა არ ყოფილა. რადგან მისი გრილი არომატი მას თან ახლდა, ალუბლის სუნი კი მოსახვევში დარჩა.
- ანუ არ შემოხვალ? - სცადა თემა გადაეტანა.
- მოგეჩვენე? - პირდაპირ ჰკითხა ნიკიტამ, ყოველგვარი შესავლის გარეშე.
- მდა, ტაქტი, როგორც ვატყობ, არ გესწავლება. - ჩაეცინა ენჯის და თავი დაბლა დახარა. ქვემოდან ახედა და უთხრა. - როგორც ჩანს, ჰო.
- არ მინდა შიგნით შესვლა. - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ნიკიმ.
- მაშინ რატომ მოხვედი?
- არ ვიცი. ფეხებმა თავისით მომიყვანეს აქ.
- შენ თქვი, რომ ხალხი და ხალხმრავლობა არ გიყვარს, მაგრამ ბარბარას კლუბს მარტივად მოაგენი.
- ბარბარას კლუბზე ოთხი წლის ბავშვსაც რომ ჰკითხო, გზასაც კი მიგასწავლის. - მრისხანების მოზღვავება იგრძნო წითურმა.
- კარგი, თუ შესვლა არ გინდა, შეგვიძლია გავისეირნოთ. - შესთავაზა ენჯიმ.
- ღამის ორზე ?
- არ მითხრა, რომ გეშინია. - ირონიააღბეჭდილი სახით გახედა ქალს.
- ანჯელინა, ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო, უკვე მოხდა. აღარაფრის მეშინია. - თქვა და სახეში შეჩერდა მოსაუბრეს. ენჯი რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებოდა მის უზადო სახეს, რომელზეც ტანჯვას უზარმაზარი და ღრმა იარა ჰქონდა დატოვებული და გადაწყვიტა ჯერ არ ეკითხა, რა მოხდა.
- ადამიანი თუ წამლებს სვამს, გიჟია? - სცადა თემის გადატანა და შეამჩნია, რომ ნიკიტა გააოცა იმ ფაქტმა, რომ მან საუბარი აღარ გაუგრძელა იმ თემაზე, რომელიც 99%-ს ენჯის ადგილას ბევრად უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი მოეჩვენებოდა.
- რას გულისხმობ? - პასუხი თითქმის წუთის შემდეგ გასცა.
- აი, ამას. ადამიანი თუ სვამს ფსიქიატრის მიერ გამოწერილ წამლებს შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ იგი გიჟად. - ნიკიტა მიხვდა საითკენ წაიყვანა საუბარი ქალმა და გვერდულად ჩაეცინა.
- მომისმინე, მე უბრალოდ… - წამით შეყოვნდა. დაფიქრდა ღირდა თუ არა მისთვის ხმის შესახებ ეთქვა. - ხმა.
- რა ხმა?
- ხმა იქ… - წამოიწყო თუ არა, იმ მოსახვევში, სადაც თხუთმეტიოდე წუთის წინ ენჯის ლანდი მოეჩვენა, ატყდა ხმაური. სიცილის და გმინვის ხმა ისმოდა.
ქალმა საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა და ნიკიტას გაჩუმება უბრძანა. კატასავით მოქნილი და ჩუმი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ხმაურის წყაროსკენ. ფრთხილად გახედა. სამი ჩრდილი მომენტალურად და სწრაფად დაიძრა და თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, გაუჩინარდა.
ადგილზე კი წელს ზემოთ შიშველი, თექვსმეტიოდე წლის გაძვალტყავებული ბიჭი ეგდო. ორიოდე მეტრში დაგდებულ თეთრი ფხვნილის პაკეტთან მიღოღავდა და ამის ძალაც კი აღარ ჰქონდა.
ენჯის ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა. მოგონების მთელი კასკადი წამით ჩამოენგრა თავზე და მისი სისხლის თითოეულ მოლეკულას მრისხანება დაეპატრონა.
ელვის სისწრაფით გაქანდა მოზარდისკენ, რომელსაც უკვე მოესწრო ფხვნილის შეყნოსვა და აშკარა იყო, რომ დოზა დასაშვებზე საკმარისად მეტი იქნებოდა.
ბიჭს სახესა და სხეულზე ჯერ ფითრისფერმა დაჰკრა, შემდგომ კი გალურჯება დაიწყო. პირიდან დუჟი სდიოდა და რამდენიმე წამში გაითიშა კიდეც. მცირე ხანში ერთხელ სხეულში სპაზმი უვლიდა და უმწეოდ ირხეოდა.
კბილების კრაჭუნით მიაჭრა ენჯიმ მასთან. სწრაფად ჩაიმუხლა და თვალები შეუმოწმა. მხოლოდ თეთრი გარსიღა ჩანდა ბიჭის თვალში. სწრაფად გაიაზრა, რა უნდა გაეკეთებინა და მოზარდს სახეში რამდენიმეჯერ ძლიერად გაარტყა. მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ხელი უკანა ჯიბისკენ წაიღო. დანა დასწვდა და ხელისგული მსუბუქად დაუსერა. გულმკერდის არეში უმასაჟებდა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. ბიჭის მდგომარეობა კი თანდათან კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა.
ნიკიტა შეშინებული უყურებდა ან სცენას და თითქოს ენა გადაყლაპაო, ვერაფერს ამბობდა.
- რას უცდი, სასწრაფოს დაურეკე! - მოესმა ენჯის ბრძანება და შეკრთა, მაგრამ არ განძრეულა. - ახლა არა. ნიკი! გთხოვ, ახლა არა. გონს მოდი. დარეკე, ის უნდა გადარჩეს! - კანის ვედრების შემცველი იყო ენჯის გატეხილი ხმა, რომელიც ერთდროულად ბრაზსაც იტევდა და უზარმაზარ სევდასაც.
ნაჩქარევად დასწვდა ტელეფონს.
თხუთმეტიოდე წუთში მოსახვევი პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანების სირენებმა გააყრუეს. ენჯი და ნიკიტა პოლიციის განყოფილებაში აყურყუტეს ორი საათი, დაკითხეს და დაუბარეს, რომ დაურეკავდნენ.
როგორც კი შენობიდან გამოვიდნენ, ენჯიმ ზუსტად იცოდა სად წავიდოდა და რას იზამდა. იმდენად გაბრაზებული იყო, რომ ყბის ძვლები დასჭიმვოდა.
- სად… სად მიდიხარ? - გაუბედავად დაედევნა უკან და მის ნაბიჯებს ფეხი აუწყო.
- უკან ვბრუნდები.
- შეიძლება მეც წამოგყვე?
- არა.
- რატომ?
- ნიკი, უბრალოდ არა.
- მე მინდა წამოგყვე. - თითქოს რეფლექსურად გაჯიუტდა გოგო. - შენ არ გაქვს უფლება მიმითითო, რა გავაკეთო! - ენჯი შებრუნდა და ნიკის თვისი სახე სახესთან ახლოს მიუტანა.
- რომ გეუბნები არა-მეთქი, ეს ნიშნავს არა-ს. ეს ნიშნავს, რომ არ წამოხვალ. წახვალ სახლში და დაიძინებ, გასაგებია ? - მხრებში ჩააფრინდა და სიტყვებს კბილებს შორის ცრიდა. თვალები ჩასწითლებოდა და ველურ მხეცს ჰგავდა. ნიკიტას კი სახე წაეშალა. მოგონებების მთელმა დასთან გადაურბინა თვალწინ. სახეზე ძველებური, საზარელი ღიმილი დაეხატა და ენჯის შეჩერდა თვალებში.
- გაეთრიე. - უკან გადადგა ნაბიჯი და გათავისუფლდა ენჯის ხელებიდან.
- ნიკიტა, მომისმინე…
- მოკეტე! არაფრის თქმის უფლება არ გაქვს ჩემთვის! - აქ კი ენჯი მიხვდა, რკ. ზედმეტი მოუვიდა.
- ნიკი, მისმინე, მაპატიე, უხეშად მომივიდა. - დაუყვავა და მასთან ახლოს მისვლა სცადა. უნდოდა მხარზე შეხებოდა, მაგრამ ნიკიტამ ხელი მხეცურად მოუქნია და ძლიერად გაარტყა ენჯის მკლავს.
- შენც მათნაირი ხარ!
"მტერია! მტერი! მოკალი! არ ენდო! მოკალი და გაიქეცი!" ესმოდა ნიკიტას გონებაში და საზარელმა თავის ტკივილმაც აღარ დააყოვნა. იმდენად ძლიერი ფეთქვა იგრძნო კეფის მიდამოებში, რომ წამით ეგონა, თითქოს რაღაც ბლაგვ საგანს მიზანმიმართულად ურტყამდნენ. ხელები თავზე შემოირტყა და ჩაიკეცა.
- ჯანდაბა! - აღმოხდა ენჯის და ქალთან ჩაიმუხლა. ხელები შემოხვია და სცადა დაემშვიდებინა იგი, მაგრამ ნიკიტა ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა, კბენდა, ფხაჭნიდა, ურტყამდა. იგერიებდა ისე, როგორც შეეძლო და პერიოდულად ბურტყუნებდა "გაჩუმდი! შენც მათნაირი ხარ! შენც! არა, გაჩუმდი, ნუ მეხები! მეზიზღები, გაჩუმდი!"
ნახევარი საათის ბრძოლის შემდეგ, გოგო როგორც იქნა დაიღალა და ძალა გამოეცალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ენჯი ამაოდ ცდილობს დამშვიდებას. ნახევრად გათიშული ჩაესვენა ქალის დაკაწრულ მკლავებში და გაიტრუნა.
ენჯიმ იგი ხელში აიყვანა და საკუთარი სახლისკენ წავიდა, რომელიც შორიახლო იყო.
ფუმფულა საწოლში დააბინავა წითური და ყელში ბურთი მოადგა. თმებში ხელი ნერვიულად შეიცურა და მოქაჩა. აბაზანაში წყალი შეისხა, დასისხლიანებული ნაკაწრები და ნაკბენები დაიმუშავა და ბარბარას კლუბისკენ დაიძრა ისევ.

პ.ს. ესეც მეორე თავი, მუზა მათამამებს და ბედნიერი ვარ ^-^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent