შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. მეორე ნაწილი. თავი 9


26-04-2019, 20:29
ავტორი guroo
ნანახია 118

ზოი. მეორე ნაწილი. თავი 9

მაკრატელი ფურცელს ჭრის ნელა.
გამოჭრილ ფურცლებზე ფხაჭუნით დაიარება კალამი უშფოთველად.
ავტორის მშვიდი სუნთქვა ისმის ყრუდ და შეუმჩნევლად.
კონვერტს ავსებს კვადრატულად გამოჭრილი ფურცლები შრიალისებური ხმაურითა და ნელა.

***

გემრიელად საუზმობს. კარზე კაკუნია.
-გამარჯობა. თქვენთან ამანათია.
-გამარჯობა... ვინ გამოგზავნა?
-ანონიმურია. აქ მოაწერეთ ხელი.
-ვაა, საინტერესოა... კარგი. აქ ხომ? აჰა, ესეც ასე! მადლობა და კარგად იყავი.
კურიერის სახეზე სიბრაზე დარბის. მოკლედ ამბობს:
-ნახვამდის.
კარს თავხედურად უჯახუნებს, ზუსტად ცხვირწინ. უკვე კიბეებზე ჩამავალი, აგრესიამოწოლილი კურიერი კი გულში ათასგვარი საზიზღრობით ლანძღავს.
მიღებულ ამანათს მაგიდაზე დებს. საუზმეს უბრუნდება, მის მიმართ ერთგულების დამტკიცების განზრახვა ამოძრავებს.
ჩამქრალი და წყვდიადთან დამეგობრებულია მისი მზერა. უსასრულო სიცარიელეს იტევს მხოლოდ. ამ სიცარიელეში მარტოსულად მდგარ სკამზე ზის მძიმედ. ფეხები სკამის სიგანეზე გაუჩაჩხავს და ზედ ხელები უსვენია — დამძიმებულნი და ქანდაკებასავით უსიცოცხლონი. დანარჩენებისგან გამოყოფილი თმის ერთი ღერი დაცოცავს გამომშრალი თვალების სიახლოვეს, წარბებსა და წამწამებზე ვიოლინოს ხემივით ამოძრავებს ღია ფანჯრიდან მორცხვად მობერილი სუსტი ნიავი და არსებული სიცარიელე უპრეტენზიოდ ივსება ყალბი, თვალთმაქცური, თაღლითური ბგერებით, თითქოსდა, მართლა ვიოლინოს ხმოვანება იყოს. მაინც სიჩუმეა. არაფერი ისმის. ზედმეტად ყრუა ფარსი მუსიკა. გაყინულია თვითონ სრულად, მაგრამ ვერ აჩერებს, ვერ უმიზნებს ცივ და მომაკვდინებელ სუნთქვას თმის იმ მოუხელთებელსა და დაუმორჩილებელ ღერს.
გაშეშებული ზის ჩამქრალ და წყვდიადთან დამეგობრებულ მზერაში მოკიაფე უსასრლო სიცარიელედ გარდაქმნილი სულით დამძიმებული და მგრგვინავი ტკივილი არ შორდება მის გაოგნებულ, უმწეო არსებას, რადგან ბუნტი ფიქრიც კი არ უკრთება იმაზე, თუ, რანაირად არის სიცარიელე ასე მძიმე, სასტიკი და მტანჯველი.
დამთავრდა დრამატული წამება და სხივი ჩადგა მის თვალებში. მაგიდაზე დადებულმა ამანათმა, როგორც იქნა, მისი ყურადღება დაიმსახურა. ცნობისმოყვარე მოლოდინით გახალისებულმა და სახეზე ღიმილმომდგარმა წამებში შემოაბრდღვნა ზემოდან გადაკრული ქაღალდი ამანათს და ოდნავი გაგულისება იგრძნო შევსებადაწყებული სიცარიელის ბუმბულივით მსუბუქ ნაწილში, როცა ხელში კვლავ კონვერტი შერჩა. “ფფხხხრრრრიიიიიწწწწწწ” — დიდხანს აღებული ნოტივით გაიწელა ქაღალდის ხევის ხმა. “როგორც ჩანს, ვიღაც ფარულად მეთამაშება” - გაიფიქრა და ზუსტად ამ დროს კონვერტიდან ფურცელი ამოიღო, რომელზეც წერია: “ეს თავსატეხი გამიზნულად გამოგიგზავნე, რათა მისი საშუალებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა...”.
გაეღიმა. “ერთი შეხედვით, საინტერესოდ და სახალისოდ გამოიყურება ეს, მაგრამ საკმაოდ მორიდებული ქცევა ხომ არ არის გამომგზავნელის მხრიდან? არ ჯობია, შემხვდეს და მითხრას, რისი თქმაც უნდა?” - ოდნავ გაკვირვებულიც კია. ახლა, ეჭვი, იმის თაობაზე, რომ ეს თამაშია, უფრო უმძაფრდება. ყოველივე აზარტულად ეჩვენება და, მიუხედავად იმისა, რომ წერილი ბოლომდე წაკითხული ჯერ არ აქვს, გადაწყვეტილებას იღებს, რომ ამ თამაშში აუცილებლად ჩაერთვება. გადაწყვეტილებებს იშვიათად ღალატობს.
არ სცდება. ეს მართლაც თამაშია, მაგრამ ძალიან მიმზიდველი... კონვერტს აყირავებს და იქიდან კვადრატულად დაჭრილი პატარა ბარათები იყრება. ზოგიერთ მათგანზე ასოებია გამოსახული, ზოგზე კი კითხვები წერია. კიდევ უფრო უცხოველდება ინტერესი ამ თავსატეხისადმი. კონვერტს გულმოდგინედ ჩხრეკს, ინსტრუქციას ეძებს მოუსვენრად და ერთი სული აქვს გაიგოს, როგორ უნდა ამოხსნას ეს უცნაური თავსატეხი.
ცარიელია კონვერტი, ზუსტად ისევე, როგორც თვითონ იყო ცოტახნისწინ. მაგიდაზე წამოყრილ ბარათებს შორის იწყებს ინსტრუქციის მოძებნას, თუმცა ამაოდ. უშედეგობის მკაცრი ტონი ახლავს ყოველივეს. აგიჟებს, ჭკუდან შლის ეს ამაოება. კვადრატული ფორმის პატარა ბარათები მაგიდაზე ყრია და გაფაციცებით ცდილობს მათ შორის იმ გასაღების პოვნას, რომლის მეშვეობით გაიგებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, როგორია თავსატეხის ამოხსნის გზა.
მკაფიოდ განათებულ ოთახში იმ კედელზე, რომელიც მის წინაა აღმართული, თვალის კუთხიდან ამჩნევს ნერვიულად მოძრავ ჩრდილებს; წამიერად საკუთარი თავი ეცოდება. ვერ იტანს, როდესაც რაიმე მის არსებას იმდენად შეიპყრობს ხოლმე, რომ თავდავიწყებას ეცემა. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ახლაც.
უცებ გონება უნათდება. ამჯერად იმ ფურცელს ეძებს, რომელიც სულ პირველად ამოიღო კონვერტიდან და რომელიც ატყობინებდა, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებდა მის წინ მიმოფანტული ბარათებისგან შემდგარი თავსატეხით. რა თქმა უნდა, იქ წერია, როგორ უნდა ამოხნას ეს თავსატეხი.
მალევე იგებს, რომ მისი ამოცანაა პატარა ბარათებზე დაწერილ კითხვებს პასუხი გასცეს და ამ პასუხების პირველი ასოები ცალკე დაალაგოს ვერტიკალურად. მიღებული სიტყვა, რომელიც ზემოდან ქვემოთ მიმართულებით უნდა წაიკითხოს, იქნება ის მნიშვნელოვანი რამ, რისი თქმაც ამ თავსატეხის გამომგზავნელს სურს.
მოგვიანებით ეჭვები იპყრობს. ფიქრობს, რომ შესაძლებელია მოცემულ კითხვებზე პასუხი არ იცოდეს. ამ შემთხვევაში თამაში სრული კრახით დასრულდება. არადა, კითხვები ჯერ არ წაუკითხავს. “რა გარანტია ჰქონდა ანონიმურ გამომგზავნელს, რომ თავსატეხის ამოხსნას შევძლებდი?” - მრავალმნიშვნელოვნად ამეტყველებული ფიქრები იპყრობს, გაოცებულსა და გაოგნებულს. აი, ეს კი აბრაზებს. არ უყვარს, როცა რამეს აკეთებს და ამ დროს მცირე რისკი მაინც რჩება იმისა, რომ საქმე წახდეს. არაორგანიზებულობასა და უპასუხისმგებლობას წყობიდან გამოჰყავს.
ეშინია, რომ პასუხებს ვერ გასცემს. ასე ჰგონია, გამოცდაზეა და ამ გამოცდის შედეგი გადაუწყვეტს მომავალს. ძლიერ ეშინია - გონების დაკარგვამდე და გულის წასვლამდე...
თავსატეხის ამოხსნა სხვა დროისთვის გადადო. ფიქრობს, რომ ასე გამომგზავნელს გააწვალებს. უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს ყოველივე, რადგან ვიღაც უცნობი, მასთან თამაში რომ გადაუწყვეტია, ლოდინით გაითანგოს. ეს იქნება მისი მხრიდან სამაგიეროს გადახდა.
გარეთ გადის სულის ბოლომდე ასავსებად. სადღაც ექაჩება აძგერებული გული და ისიც უგონო მორჩილებით მისდევს მის ხისტ მითითებას.
ზაფხულისთვის უჩვეულო, გრილი სიო სასიამოვნოდ უბერავს. კომშის ხის ჩრდილში მდგარ წითელ მაგიდას უზის ჩაფიქრებული გამომეტყველებით. მაგიდას ოთხივე მხრიდან გრძელი სკამები აქვს შემოწყობილი. ორი მათგანი მიწაში ჩარჭმული და წითლად შეღებილი, დანარჩენები შეუღებავია და დამოუკიდებლად შეუძლიათ ფეხზე დგომა — მიწის სიმყარე არ სჭირდებათ.
წითელ მაგიდას აქა-იქ საღებავი გაშორდა და საკმაოდ უშნო შესახედაობა აქვს. წესიერ მართკუთხედს წააგავს. ოდნავ სუსტად დგას მყარ მიწაზე, დაყრდნობისას ყანყალს იწყებს. აღმოსავლეთის მხრიდან უზის მაგიდას და აკმაყოფილებს იმის განცდა, თითქოს აქედან მაგიდაზე უფრო მაღალი ჩანს. წარმოდგენა არ აქვს, მაგიდას რატომ ეტოლება, ანდა მასზე მაღალი როგორ არის, მაგრამ მაინც კმაყოფილია და ზურგს უკან სივრცეში იცქირება, ლურჯად მოკამკამე ცის უჰორიზონტობაში იკარგება, რომლის უხილავ ძაფებზეა შევარდისფრებული, შეწითლებული და უბრალოდ ნაცრისფერი ღრუბლები ფაქიზად ჩამოკიდებული. მზე კი სრულიად საპირისპირო მხარეს ჩადის. თუმცა დაისში მყოფი უდიდესი მნათობის სხივები მათაც მისწვდენია და რამდენიმე განზომილება უწყალობებია ცისარტყელას ფერადი სამყაროდან.
იძულებულია მაგიდას დასავლეთის მხრიდან მიუჯდეს, რადგან პირდაპირი მზერით შეძლოს სამყაროს მიერ დახატული მშვენიერების ცქერა.
ახლა უკეთესად შეუძლია დაკვირვება. კიდევ უფრო წარმტაცი ჩანს და მერე რა, რომ წეღანაც ასეთივე იყო. სულში გამეტებით უღიტინებს უცნაური სინაზის შეგრძნება და პირთამდე ევსება ისედაც გაგლეჯვამდე მისული გული ბავშვურად უდრტვინველი აღტაცებით.
ცაზე ერთმანეთთს ებრძვის მოტონური ლურჯი და ღრუბლების ფერადი პალიტრა. დიდებული და ოსტატურია ეს კონტრასტი, რომლის ფონზე ღრუბლები ერთ გუნდადაა შეკრული, ერთი-ორგან კი შეჭრილი ადგილები აქვთ, როგორც ხმელეთს - ყურეები. ამ გროვისგან მოშორებით ნაცრისფერი, ბუხრის კვამლივით მიმოფანტული, აორთქლებული წყლისა და ჭუჭყის რამდენიმე მკრთალი ერთიანობაა, რომელთა შემცველობაში ჭუჭყი ნამდვილად არის. მეტი ღრუბელი არ ჰკიდია ლურჯად მოკამკამე ცაზე...
სავსე აქვს სული უწონო სიმძიმით. მთელ სხეულში ნელა, უხმოდ და უმტკივნეულოდ უძვრება ჰაერში მოფრიალე ფარატინა ქაღალდის სიმსუბუქე და სახე უბრწყინდება.
ბედნიერ ფიქრებს უზიარებს ლამაზ სამყაროს: “რატომ მეტი ღრუბელი არ არის ცაზე? ძაფები არ გეყოფოდა მათ ჩამოსაკიდებლად... თვითმფრინავები ხომ არ წყვეტენ ძაფებს? ჰო, ბავშვური ვარ, მაგრამ ბავშურადვე გახარებულისგან სხვა რას მოელი? ნუ დამცინახარ! შენი ხარხარი მესმის. უკვე მაბრაზებ! გაჩერდი!.. გესმის?”.
ფეხზე დგება და მაგიდის მოშორებით გამოდის.
“აბა თვითმფრინავი დამაჯახე. მე ძაფი ვიქნები. გპირდები, არ ავიცილებ. მიდი, რაღას ელი?”
კვლავ მშვიდად უბერავს გრილი სიო. კომშის ფოთლები შრიალებს საამო ხმაურით. არსად ჩანს თვითთმფრინავი. სამყარო არ უსმენს და დროს არ უთმობს ჩანაფიქრის აღსრულებისთვის. თვითონ კი მართლა ის ძაფია, კამკამა ციდან რომ იღებს სათავეს და დასასრული ჭუჭყით მოსილი ფერადი თუ უფერული ღრუბლის მიჯნაზე აქვს. ორივე მხარე მას ეკუთვნის, ორივეში დამოგზაურობს სურვილისამებრ, მაგრამ სადღაც შუაში, მათ გასაყარზე სიცარიელეა თავისი სიმძიმით.
მობილურზე ზარი შემოდის.
-გისმენთ.
-ძალიან კარგი, თუ მისმენ. დღეს ჩემთან მოდი, რა.
-ხვალ რომ მოვიდე?
-დღეს ვერ მოახერხებ?
-დღეს ვერ მოვალ.
-მაშინ ხვალისთვის გელოდები.
-კარგი.
-მათე, ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ. ცუდად რატომ უნდა ვიყო?
-რა ვიცი, სხვანაირი მომეჩვენე და...
-კარგად, ზოი. ხვალამდე.
-ხვალამდე. მპუა!

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი guroo

მცირე თავისთვის ბოდიშს ვიხდი. ნელა ვწერ. ცდუნებას ვერ გავუძელი, რომ ეს არ ამეტვირთა.

 


№2  offline წევრი Friorelo

ვუალა
დაბრუნება როგორც ასეთი.
ეს ის (იშვიათი) შემთხვევაა, როდესაც არანაირი შენიშვნა არ მაქვს ავტორთან.
აი ზუსტად, 9-იანში მოარტყი.
მაოცებს შენი ხედვა, რომელიც არცერთ აქამდე წაკითხულს არ გავს.
იმდენად რეალისტურია შენს მიერ აღწერილი სურათები, დეტალურად შემიძლია გავაცოცხლო გონებაში და ეს როგორც მწერლის-შენი დამსახურებაა.
რაც შეეხება ისტორიას...
ალბათ ყველაზე დიდი მაზოხისტი ვარ, რადგან ასე მცირე ულუფებით მოწოდებული "თავი" უფრო დიდ ინტერესს აღძრავს ჩემში და ადრენალინით სავსე ველოდები შემდეგ თავს. (თუმცა მაინც გთხოვ რომ თავები გაზარდო) :D
მათეს აზარტულობა ამ.შემთხვევაში წამგებიანთან ერთად მომაკვდინელებელიცაა. პირველად ვიგრძენი თავი გარეშე პიროვნებად რომელიც გვერდიდან უყურებს სიტუაციას, და მათე იმდენად სუსტია, მისი ინტერესი იმდენად სუსტი ადგილია, იმდენად ადვილი სამართავია მისი გრძნობა ამ წერტილზე თითის დაჭეერით....
და ზოიც როგორ ოტატურად იყენებს...
გითხარი რომ ვგიჟდები მანიპულატორებზე?
იმდენნაირი ზოი არსებობს...
და ყველა ისეთი დახვეწილია...
მსხვერპლი და ჯალათი...
არამარტო სხვისი ჯალათი.
საკუთარი თავისაც.
ბოროტება დიდ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს და პირველ რიგში, ეს მსხვერპლი საკუთარი თავია.
მერე რა იქნება ?
გაუძლებს ზოი საკუთარ ფიქრებს?
სულს?
ვფიქრობ გაუძლებს მაგრამ არ აიტანს.
ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და არ ვიცი რამდენად ავღწერ რასაც ვგრძნობ.
ხოდა მეც ვითამშებდი...
ოღონდ უწესოდ.
წააგებს.
წარმატებები.
მადლობა.

 


№3  offline მოდერი guroo

Friorelo
ვუალა
დაბრუნება როგორც ასეთი.
ეს ის (იშვიათი) შემთხვევაა, როდესაც არანაირი შენიშვნა არ მაქვს ავტორთან.
აი ზუსტად, 9-იანში მოარტყი.
მაოცებს შენი ხედვა, რომელიც არცერთ აქამდე წაკითხულს არ გავს.
იმდენად რეალისტურია შენს მიერ აღწერილი სურათები, დეტალურად შემიძლია გავაცოცხლო გონებაში და ეს როგორც მწერლის-შენი დამსახურებაა.
რაც შეეხება ისტორიას...
ალბათ ყველაზე დიდი მაზოხისტი ვარ, რადგან ასე მცირე ულუფებით მოწოდებული "თავი" უფრო დიდ ინტერესს აღძრავს ჩემში და ადრენალინით სავსე ველოდები შემდეგ თავს. (თუმცა მაინც გთხოვ რომ თავები გაზარდო) :D
მათეს აზარტულობა ამ.შემთხვევაში წამგებიანთან ერთად მომაკვდინელებელიცაა. პირველად ვიგრძენი თავი გარეშე პიროვნებად რომელიც გვერდიდან უყურებს სიტუაციას, და მათე იმდენად სუსტია, მისი ინტერესი იმდენად სუსტი ადგილია, იმდენად ადვილი სამართავია მისი გრძნობა ამ წერტილზე თითის დაჭეერით....
და ზოიც როგორ ოტატურად იყენებს...
გითხარი რომ ვგიჟდები მანიპულატორებზე?
იმდენნაირი ზოი არსებობს...
და ყველა ისეთი დახვეწილია...
მსხვერპლი და ჯალათი...
არამარტო სხვისი ჯალათი.
საკუთარი თავისაც.
ბოროტება დიდ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს და პირველ რიგში, ეს მსხვერპლი საკუთარი თავია.
მერე რა იქნება ?
გაუძლებს ზოი საკუთარ ფიქრებს?
სულს?
ვფიქრობ გაუძლებს მაგრამ არ აიტანს.
ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და არ ვიცი რამდენად ავღწერ რასაც ვგრძნობ.
ხოდა მეც ვითამშებდი...
ოღონდ უწესოდ.
წააგებს.
წარმატებები.
მადლობა.


ვაიიი, ლილეე! ეს რა დამმართე?!
მადლობაა❤️მეტს ვერაფერს ვწერ, ენა გადავყლაპეე.

 


გურო დაბრუნდა ❤️
ყოჩაღ!
ისევ ფორმაში ხარ!
მიყვარს შენი წერის სტილი და რა გავაკეთო, გარდა იმისა, რომ ვიკითხო ზოი? :D
ძალიან მაინტერესებს განვითარებული მოვლენები. პატარა თავიდან გამომდინარე, სიუჟეტმა დიდი ვერაფერი სამსჯელო მომცა, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო, მაგრამ სამაგიეროდ თხრობა... ჰმ! აღწერა... ჰმ! ჰმ! ჰმ!
სავსე ვარ!
მადლობა, გურო ❤️

 


№5  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
გურო დაბრუნდა ❤️
ყოჩაღ!
ისევ ფორმაში ხარ!
მიყვარს შენი წერის სტილი და რა გავაკეთო, გარდა იმისა, რომ ვიკითხო ზოი? :D
ძალიან მაინტერესებს განვითარებული მოვლენები. პატარა თავიდან გამომდინარე, სიუჟეტმა დიდი ვერაფერი სამსჯელო მომცა, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო, მაგრამ სამაგიეროდ თხრობა... ჰმ! აღწერა... ჰმ! ჰმ! ჰმ!
სავსე ვარ!
მადლობა, გურო ❤️


მადლობა მე კი არა, შენ!!!
ამ თავის ქვეშ იმაზე უფრო მაგარი რა უნდა დააკომენტარო, ვიდრე შენი “სავსე ვარ” არის?!
სულ მაბედნიერებ და ისევ მადლობას გიხდი, ულევს და ბევრს!❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.