შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაშლის ყვავილობა [სრულად]


27-04-2019, 11:35
ავტორი ელპინი
ნანახია 2 363

ვაშლის ყვავილობა [სრულად]

ახლა მე დავწერ შენზე. შენ გამიღიმე. წავიკითხავ ყველა იმ დამშვიდობებას, რომელიც დაასრულე - "დროებით".

***
ვიხსენებ ყველა ვაშლის ყვავილობას.
-
ჩემი სახლის წინ ვაშლის ხეა.
აპრილში ყვავის.
მარტი კი, ჩვეულებრივად იტანს იმას, რომ ეს ვაშლი აპრილში ყვავის.
დგას აპრილი.
დგას ხე.
ვდგავარ - მე.
ლურჯგულა ჩიტები კი - ვარდისფერ ყვავილებზე სხედან.
მერცხალი ჩემს თავს დატრიალებს და ბუდეს იკეთებს. ის ცალი ფრთით ძირს დაყრილ ვაშლის ყვავილებს ხვეტს და მერე ბუდეს ალამაზებს.
დგას მერცხალი.
ბუდეში კი - გაზაფხულია.
ვარდისფერკაბიანი ჩემი სახლის წინ მოდის და იძახის:
- დამეხმარეთ, რა.
ფანჯრიდან ვხედავ მას და მზეზე აბრჭყვიალებულ თმებს. სახე შეჭმუხნული აქვს და ხელით ქვიან ღობეს ეყრდნობა. ცხვირს ვაშლის ყვავილებისკენ წევს და ისუნთქავს. ისევ ფანჯარას ვაკვირდები და მას ირეკლავს. "აუცილებლად დაგხატავ" - ვინიშნავ გონებაში.
სასიამოვნო ღიმილი მეკვრის და გარეთ გავდივარ. ნელი ნაბიჯებით მივუყვები გრძელ ეზოს და ვაკვირდები მას. ვაშლის ყვავილების შემყურეს დავიწყებოდა რისთვის მოვიდა.
- გამარჯობა.
ტვინს გულიდან ემოციები გამოაქვს და სიტყვაში აქსოვს.
ის უცებ კრთება და გონებაგათიშული დარცხვენილად იღიმის.
- ძალიან ლამაზია.
- წაიღე.
თვალებში კითხვა უჩნდება - "მართლა?", მე თავს ვუქნევ და უკვირს, როგორ მივხვდი.
ვაშლის ყვავილს წყვეტს და ცდილობს თმაში ჩაიმაგროს. ხანდახან ამომხედავს მე და ვკითხულობ - "დამეხმარე, რა".
- დაგეხმარები.
ლამაზია, როცა გაკვირვებით ახამხამებს თვალებს.
ხელს ვიწვდი და თმაში ვაშლის ყვავილს ვუმაგრებ.
- შეინახე. - თვალს ვუკრავ.
ლოყები უწითლდება და წამით თვალს ხუჭავს.
- შეისუნთქე. - ვუღიმი.
ვხედავ, თავს კარგავს. მის ტვინში ჩუმი მუსიკის ხმა მესმის და ოდნავ ანარნარებს სხეულს. მერცხალი თავს დაგვჭიკჭიკებს. მე ყურში მეჩურჩულება - "შენებურია".
ის ნეტარებას თავს ართმევს და ფხიზლდება. თვალებში მორცხვად მიყურებს.
- აქ სად შეიძლება ვიპოვო აფთიაქი? - დაბნეული მეკითხება.
- აქ არ არის აფთიაქი. მთაა, დაგავიწყდა? - ღიმილით ვეკითხები.
- მახსოვს, მაგრამ ჩემ ფეხს შეხედეთ. - თვალით მანიშნებს.
ნელ-ნელა ვაპარებ მზერას მისი ფეხისკენ და პატარა ნაკაწრს ვხედავ. სისხლი არც კი წამოსვლია. თავის შეკავებას ვცდილობ.
- აქ მთაა, ყვავილო. - ხმადაბლა, ჩურჩულით მივმართავ.
- რამე დამიშავდება? - გულწრფელად და ბავშვურად კითხულობს. ჰგონია, თითქოს, უმძიმესი ჭრილობა აქვს, მაგრამ მე ვხვდები, ბავშვია.
- არაფერი. პატარა ნაკაწრია და იმაზე ჩვეულებრივი, ვიდრე ამ ვაშლის დაჭრის დროს გამიჭრია მე. - მეცინება, როცა ვიხსენებ მოთქრიალე სისხლს და თითქმის ძვლამდე გაჭრილ თითს.
- შენ დამეხმარები?
- თუ თვითონ დამეხმარები. - პასუხს საჩქაროდ ვუბრუნებ და თვითონაც თავს მიქნევს.
მე ღობის აქეთ ვდგავარ, ის იქეთ. ეზოში შემოდის და ტრიალდება. ვარდისფერი კაბა ფრიალებს.
- თავბრუ დაგეხვევა, ყვავილო, ნუ ბრუვდები. - ხმამაღლა ვეძახი, მაგრამ გათიშულია.
ვგრძნობ, მას უყვარს მთა და ჩემი დაძახებული - "ყვავილო", რომელშიც უმისოდ აყვავებული ვაშლის ყველა გაზაფხულია.
ეზო დიდდება. იქნებ, ღმერთსაც უნდა, რომ დიდხანს იცეკვოს მან აქ.
ხელებს შლის და ვაშლის ნაფანტ სურნელს ისუნთქავს ფილტვების ატკივებამდე. ბავშვურად კისკისებს. მე უკან ვდგავარ და თვალმოუშორებლად ვუყურებ.
- სწრაფად წამოდი. ვაშლის ყვავილები ჩამოვკრიფოთ. - ვეძახი და ჩემკენ მოდის. ხელს მკიდებს და ერთად გავრბივართ. ვწყვეტ ვაშლის ყვავილებს და მის ხელისგულებზე ვაწყობ. ის ითვლის და ეფერება, თან ელაპარაკება.
- მინდა ეს ყვავილები კაბაზე დავაკეროთ.
- კაბაზე?
- შენს კაბაზე. - ისევ ვუდასტურებ.
უცებ თვალები უბრწყინდება.
სახლში შევდივართ და მას უყურადღებოდ არ რჩება ოთხი ნახატი კედელზე, რომელიც ჩემი ფანჯრიდან დავხატე. ყველგან ვაშლის ხეა, მაგრამ დრო იცვლება. ვაშლი კი, დგას უძრავად. არც ფიქრობს წასვლას. მას სიამოვნებს ჩემი ყურადღება და თოვლშიც კი, როცა ტანი სანახევროდ მისველდება, მასთან მივდივარ და ვეუბნები - "გაზაფხული მალე მოვა. ერთად დაველოდოთ."
- შენია?
ვიდრე მე ვარდისფერ ძაფს და ნემსს ვეძებ, ის ყურადღებით ათვალიერებს გაზაფხულის ყველა ყვავილს, ზაფხულის წითელ-მწვანე ვაშლს, შემოდგომის გაყვითლებულ ყვავილს და ზამთრის ცარიელ ტოტებს, სადაც ბეღურები სხედან და უერთგულებენ ვაშლის ხეს.
- კი, ჩემია.
ფანჯრიდან იხედება და ვაშლის ხეს თვალს არ აშორებს.
- როგორი სიზუსტით დაგიხატავს, ერთი ყვავილიც კი არ არის ზედმეტი და შეუსაბამო. - ჯერ ნახატს უყურებს, მერე ვაშლის ხეს ფანჯრიდან. თითები ნახატისკენ მიაქვს. - შეიძლება შევეხო? - მორიდებით კითხულობს.
- რა თქმა უნდა.
ხელისგულებში მოქცეულ ვაშლის ყვავილებს მაგიდაზე ფაქიზად აწყობს. განთავისუფლებული თითებით ყვავილებს ეფერება ნახატზე და კოცნის. თვალებს ხუჭავს და გონებაში ხატავს ვაშლის ხეს.
- მე ასე ლამაზად ვერ დავხატავდი. თითქოს, ნახატზეც კი იგრძნობა ვაშლის ყვავილების სუნი.
- ვიპოვე ვარდისფერი ძაფი და ნემსი. დავაკეროთ შენს კაბას ვაშლის ყვავილები.
ნახატს სწყდება და ისევ ხელისგულებში იქცევს ვაშლის ყვავილებს. კაბაზე ილაგებს და მეუბნება სად დავაკეროთ, რომ უფრო ლამაზი გამოჩნდეს.
ვაკერებთ კაბაზე ვაშლის ყვავილებს და გაზაფხული ამოდის.
- ძალიან ლამაზია! - აღფრთოვანებული ამბობს და ფეხზე სწრაფად დგება. ისევ ტრიალებს და ხელებს შლის. სახეზე ბედნიერი გამომეტყველება აქვს.
- სხეულზე გაზაფხული გაქვს, ყვავილო. - მის წინ ვდგები და ვისუნთქავ.
- შეიძლება შეგეხო? - ისე მინდა მის კანს შევეხო, ხელები მექავება.
- მოდი.
თითები მისი ყელისკენ მიმაქვს და ვეხები. რბილი კანი აქვს. თეთრი. ფაქიზი. ნაზი. ვხვდები, თვითონ არის გაზაფხული, მაგრამ ჯერ არ იცის. თვალებს ხუჭავს და ნეტარად გრძნობს თავს.
- ვაშლის ყვავილები არ დააჭკნო. - სახე მასთან მიმაქვს და ყურში ვეჩურჩულები.
- მოვუვლი მე მათ. - პირობას მაძლევს.
ცხვირი მისი ყელისკენ მიმაქვს და მწვავს მისი სუნი. ვისუნთქავ და ვიცი, მომიწევს გამოვიზოგო. ტუჩებით კანზე ვეხები და ვგრძნობ, თვითონაც იწვის. სხეული ეჭიმება.
- მოეშვი. მოდუნდი. - ვჩურჩულებ და მის ყელს არ ვშორდები. ვისუნთქავ - მეტად. წელზე ხელებს ვხვევ. - ვიცეკვოთ. - სხეულს მაყოლებს და ვცეკვავთ. მიუხედავად იმისა რომ მელოდია არ ისმის, ჩვენ თავად ვქმნით გონებაში და ერთმანეთს ვყვებით. ნოტები ჩვენი სხეულებია, რომლებიც ერთმანეთთან შეხებისას გამოსცემენ ხმას და როცა მე შუბლს მის შუბლს მივაყრდნობ, პიანინოს კლავიშები უკრავს. თითებით მის ლავიწებს ვეხები და მას აჟრიალებს. კანი ეხორკლება. თითქოს, დენი მოძრაობს მის სხეულში. მოსწონს, რაც მის თავს ხდება.
- როგორი სათუთი ხარ, ყვავილო. - სიტყვებს შორის სუნთქვებს ვაფრქვევ და მის ღიმილს გონებაში ვიმახსოვრებ. - შეინახე ჩემი შეხებები, ყვავილო. - ვეჩურჩულები და მის წვრილ თითებს ჩემს მხრებზე ვგრძნობ. თითქოს, არც კი მეხება. ხელებს მიჭერს და ვგრძნობ, სუნთქვისშეკვრამდე მისუნთქავს ზუსტად ისე, როგორც მე.
- გამოგიზოგავ. - თბილი ბგერები ჩემს ყურთასმენას სწვდება და სხეული მითბება. სისხლიც.
- დახმარების შესრულების დროა. - მის ყელს ვშორდები და თვალებში ვუყურებ. პატარა ჭორფლები აქვს თვალებში. ირგვლივ ყველაფერს ათბობს.
- მინდა დაგხატო.
უცებ მის აციმციმებულ თვალებს ვხედავ და ვხვდები, უხარია.
- უნდა დამიტოვო?
სამფეხა სკამზე ჯდება და მე მოლბერტთან მივდივარ. ვარდისფერი ფუნჯით ვხატავ თვითონ გაზაფხულს, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ გაზაფხულია. ვუხატავ ყვავილებს, რომლებიც სულში აქვს აყვავებული, მაგრამ თვითონ ვერ ხედავს. მე ვასრულებ მის ხატვას, მაგრამ თვითონ არასდროს დასრულდება.
- ყვავილო, შენ ძალიან ლამაზი ხარ!
მას გაცისკროვნებული სახე აქვს. ფეხზე დგება და სწრაფად ამბობს:
- შემინახე. დროებით.
მერე კი ვიაზრებ, დამშვიდობებისას მან მითხრა - "დროებით", თუმცა არ ვიცი, ვინ ამბობს ამას ამ დროს.

***
ვიხსენებ, როდის შექმნა ღმერთმა ბედისწერის ხაზი.
-
ვზივარ "Fleurs de pommier"-ში. არც კი ვიცი, ვინ დაარქვა ეს სახელი, მაგრამ ასე მგონია, ჩემი ვაშლის ხე ნახა. სურნელი მეცნობა.
- ბედისწერის გჯერა, მხატვარო?
- ყვავილო.
იბადრება. მე კიდევ, ნამდვილად ვიწამე ჩემი ვაშლის ხის ჯადოსნობის.
- აქ ყველაფერს შენი სუნი აქვს. - მეუბნება და თავს მხარზე მადებს. - მართლა მენატრებოდი. - ჩურჩულებს და თვალებს ხუჭავს.
კედლებს თვალს ვავლებ და ვაშლის ყვავილებია ირგვლივ. ვარდისფერ ფერშია ყველაფერი.
- ის ნახატი მინდა დავკიდოთ აქ.
- ჩამოვიტანოთ. - ვეთანხმები. - ასე დაგამახსოვრდი, ყვავილო?
- არ მინდა გამოგიზოგო. მინდა, აქ იყო ყოველთვის.
- თურმე, მენატრებოდი მეც! - თმებზე მოვეფერე და მისი სურნელი შევისუნთქე.
- გასინჯავ ვაშლის ნამცხვარს, მხატვარო?
- რა თქმა უნდა.
კადრები ტრიალებს. ყველაფერი რიგზეა.

***
ყველა "დროებით"-ს აქვს მომავალი.
- გაზაფხულია. შევხვდეთ ყველა ვაშლის ყვავილობას ერთად, ჩემო.
- ჩემო გაზაფხულო, გაზაფხულს გილოცავ!



სიგიჟემდე მიყვარს გაზაფხული და ჩემი ვაშლის ხეც, რომელმაც ეს დამაწერინა.
ისევ დავბრუნდი . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 მოდერი სალანდერი

შეშლილო ❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
შეშლილო ❤❤❤

ძალიან რომ მიყვარხარ, რა ვქნა?!

 


№3 მოდერი სალანდერი

მე ვიცოდი რომ ამას დაწერდი! ვიცოდი რომ.ასე დაწერდი, "დროებით" რომ გიყვარს ეგეც ვიცი. სიტყვა "დროებით", თორემ სიყვარული სამუდამო იცი, ან თავს "ვიიმედებ"!
შენს ვაშლის ხეს ხომ მანახებ გაზაფხულო? ეს ნაწერი ყველაზე თამამია შენს ნაწერებს შორის. ყველაზე თამამი ანნა, აქ დავინახე და მომეწონა სხვათაშორის. მგონი პირველად იყავი, წამყვანი შენს ისტორიაში. ლამაზი იყო, ვაშლის ხესავით ან უფრო მეტად.
"მე კი მიყვარხარ. დროებით."
სასვენ ნიშნებს რამხელა დანიშნულება აქვს ახლა ვაცნობიერებ მგონი.
გაიღიმე ჩემო ❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
მე ვიცოდი რომ ამას დაწერდი! ვიცოდი რომ.ასე დაწერდი, "დროებით" რომ გიყვარს ეგეც ვიცი. სიტყვა "დროებით", თორემ სიყვარული სამუდამო იცი, ან თავს "ვიიმედებ"!
შენს ვაშლის ხეს ხომ მანახებ გაზაფხულო? ეს ნაწერი ყველაზე თამამია შენს ნაწერებს შორის. ყველაზე თამამი ანნა, აქ დავინახე და მომეწონა სხვათაშორის. მგონი პირველად იყავი, წამყვანი შენს ისტორიაში. ლამაზი იყო, ვაშლის ხესავით ან უფრო მეტად.
"მე კი მიყვარხარ. დროებით."
სასვენ ნიშნებს რამხელა დანიშნულება აქვს ახლა ვაცნობიერებ მგონი.
გაიღიმე ჩემო ❤

როგორ გამეღიმა, იცი?
შენ რომ გიყვარს და სულ მეუბნები გამიღიმეო, ზუსტად ისე!
მე შენ მიყვარხარ!
ჩემს ვაშლის ხეს ერთად ვნახავთ, ჩემო.
იცი, მაინც ცუდი გოგო ხარ, რომ მიცრემლებ თვალებს . . .
"ძალიან მიყვარხარ. დროებით. შევხვდებით იქ, სადაც იქამდე!"
ჩემო!

 


№5  offline წევრი Taattu

ვაიმე... სიტკბო სილაღე სიფერადე სინაზე ყველაფერი ერთად იყო heart_eyes
ძალიან ძალინ მომეწონა...
გაზაფხული კიდევ უფრო სხვაგვარად დამანახე heart_eyes
გამაბედნიერე heart_eyes relaxed

 


№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Taattu
ვაიმე... სიტკბო სილაღე სიფერადე სინაზე ყველაფერი ერთად იყო heart_eyes
ძალიან ძალინ მომეწონა...
გაზაფხული კიდევ უფრო სხვაგვარად დამანახე heart_eyes
გამაბედნიერე heart_eyes relaxed

როგორ მიხარია, რომ იცოდე!
თბილ გაზაფხულს გისურვებ მე შენ - უამრავი ყვავილით და სილამაზით!
მადლობა!

 


№7  offline წევრი აბაშიძე

როგორი ფაქიზი ნაწარმოებია იცი?
აი როგორიც გაზაფხული.
როგორიც ვაშლის ყვავილები.
მე ატმის ყვავილებიც მიყვარს.
ნაზი ვარდისფრები.
გაზაფხული მართლაა სასწაული დროა.
მზიანი დღე გაზაფხულისა ხო ნეტარებაა მაგრამ.
აი გაზაფხულის წვიმაა?
ეს სულ სხვა განზომილებაა.
შენც სულ სხვა განზომილება ხარ.
იციი ხოო.
შენც გაზაფხული ხარ და ეს მზინი გაზაფხულის დღე უფრო გააფერადე ამ შენი გამონათებით.
რა სავსე იყო ხო იციი.
რა ტკბილი.
რა სხვანაირიი.
მართლა სხვანაირი.
არ იყო მგონი ასეთი აქამდე.
არცერთი.
ატმისყვავილისფერი კაბა ვაშლის ყვავილებით.
რა ლამაზიაა.
წარმომიდგენია.
არაა მართლა რა ლამაზიაა.
ის ორიც ლამაზები არიან.
სულიერად ლამაზები.
აი შენ და სალადერი.
როგორ მიყვარს მე თქვენი სიყვარული.
ვუთხარი მე სალენდერს დაა მეტჯერ იმის განმეოეორებ არ შემიძლია.
თორემ შენც უნდა გეუბნებოდე მგონიიი.
მაგრამ მეტჯერ ისე ვეღარ ვიტყვი ხო ვიცი.
მადლობა რაა.
რო ხარ ასეთი.
დაველოდები შემდეგს მე.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

აბაშიძე
როგორი ფაქიზი ნაწარმოებია იცი?
აი როგორიც გაზაფხული.
როგორიც ვაშლის ყვავილები.
მე ატმის ყვავილებიც მიყვარს.
ნაზი ვარდისფრები.
გაზაფხული მართლაა სასწაული დროა.
მზიანი დღე გაზაფხულისა ხო ნეტარებაა მაგრამ.
აი გაზაფხულის წვიმაა?
ეს სულ სხვა განზომილებაა.
შენც სულ სხვა განზომილება ხარ.
იციი ხოო.
შენც გაზაფხული ხარ და ეს მზინი გაზაფხულის დღე უფრო გააფერადე ამ შენი გამონათებით.
რა სავსე იყო ხო იციი.
რა ტკბილი.
რა სხვანაირიი.
მართლა სხვანაირი.
არ იყო მგონი ასეთი აქამდე.
არცერთი.
ატმისყვავილისფერი კაბა ვაშლის ყვავილებით.
რა ლამაზიაა.
წარმომიდგენია.
არაა მართლა რა ლამაზიაა.
ის ორიც ლამაზები არიან.
სულიერად ლამაზები.
აი შენ და სალადერი.
როგორ მიყვარს მე თქვენი სიყვარული.
ვუთხარი მე სალენდერს დაა მეტჯერ იმის განმეოეორებ არ შემიძლია.
თორემ შენც უნდა გეუბნებოდე მგონიიი.
მაგრამ მეტჯერ ისე ვეღარ ვიტყვი ხო ვიცი.
მადლობა რაა.
რო ხარ ასეთი.
დაველოდები შემდეგს მე.

შენ რომ გამოანათე ახლა, იცი?
აი, ასე, ჩვეულებრივად, მაგრამ ძალიან თბილად.
კარგი დეტალებია, არა?
მეც ძალიან მომწონს!
გავიგე მე ყველაფერი . . .
"როგორ მიყვარს თქვენი სიყვარული." - ტორნადომ გადამიარა. შეიძლება, გავითიშე კიდეც. რაღაც არაბუნებრივი ძალის სიტყვებია ეგ და როგორი ბედნიერი ვარ, რომ იცოდე!
გავანათე!
ჰოდა, მადლობა, ჩვენგან, ჩემგან და სალანდერისგან, ძალიან დიდი და სიყვარულიანი მადლობა შენ!
ბევრი კოცნები და ჩახუტებები კიდევ, თბილო!
შეხვედრამდე!
❤❤❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ერთი ვიცი..
ყველა შენი გამონათება მიყვარს..
ყველა შენი გამოჩენა მაბედნიერებს..
აი ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობდი რა წავიკითხო-თქო ...
ღმერთმანი როგორ გამახარე...

გაზაფხულის ასე აღწერა როგორ შეძელი??
მიყვარს წელიწადის ეს
დრო...
თითქოს ნეიტრალურია..
არც ძალიან ცივი და არც ძალიან ცხელი...
მაგრამ ბუნების აყვავების დროა რა..
ეს ყველაზე დიდ ელფერს სძენს...
და შენ ახლა ძალიან დაათბე რა..
ისე აღწერე ყველაფერი დათბა გარშემო...
და ეს "სითბო" ზედმეტად მომეწონა...
შენეული გაზაფხული შემიყვარდა რა...
შენეული აღწერით ზედმეტად საოცარია...
შენთან ყველაფერი ზედმეტად კარგია.. ზედმეტად ლამაზია.. ზედმეტად სასწაულია...
შენთან ყოველთვის ზედმეტად კარგი ემოციებია...

ელ .. არასდროს შეწყვიტო წერა რა...
ყოველთვის ასე გაგვახარე და გაგვაოცე..
დაგვანახე ყველაფერი შენეული რა..
უბრალოდ გთხოვ ამას...
არასდროს შეწყვიტო გახდე ჩვენი ყველას ... შენი მკითხველის.. ღიმილის მიზეზი რა...
ხშირად გაგვაოცე გეხვეწები...
ხშირად მოგვეცი საშუალება წაგიკითხოთ.....
ხშირად წერე...
ხშირად გამოანათე...
ხშირად გაგვახარე...
ხშირად გაგვაბედნიერე...

ელ .. ისევ მალე დაგვიბრუნდი რა...
მიხარიხარ...
დროებით..

 


№10  offline წევრი სიბილა

ჳაშლის ხეზე ასე როგორ მელაპარაკე ატმის რტო დამავიწყე

 


№11  offline ახალბედა მწერალი ელპინი

meocnebe avadmyopi
ერთი ვიცი..
ყველა შენი გამონათება მიყვარს..
ყველა შენი გამოჩენა მაბედნიერებს..
აი ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობდი რა წავიკითხო-თქო ...
ღმერთმანი როგორ გამახარე...

გაზაფხულის ასე აღწერა როგორ შეძელი??
მიყვარს წელიწადის ეს
დრო...
თითქოს ნეიტრალურია..
არც ძალიან ცივი და არც ძალიან ცხელი...
მაგრამ ბუნების აყვავების დროა რა..
ეს ყველაზე დიდ ელფერს სძენს...
და შენ ახლა ძალიან დაათბე რა..
ისე აღწერე ყველაფერი დათბა გარშემო...
და ეს "სითბო" ზედმეტად მომეწონა...
შენეული გაზაფხული შემიყვარდა რა...
შენეული აღწერით ზედმეტად საოცარია...
შენთან ყველაფერი ზედმეტად კარგია.. ზედმეტად ლამაზია.. ზედმეტად სასწაულია...
შენთან ყოველთვის ზედმეტად კარგი ემოციებია...

ელ .. არასდროს შეწყვიტო წერა რა...
ყოველთვის ასე გაგვახარე და გაგვაოცე..
დაგვანახე ყველაფერი შენეული რა..
უბრალოდ გთხოვ ამას...
არასდროს შეწყვიტო გახდე ჩვენი ყველას ... შენი მკითხველის.. ღიმილის მიზეზი რა...
ხშირად გაგვაოცე გეხვეწები...
ხშირად მოგვეცი საშუალება წაგიკითხოთ.....
ხშირად წერე...
ხშირად გამოანათე...
ხშირად გაგვახარე...
ხშირად გაგვაბედნიერე...

ელ .. ისევ მალე დაგვიბრუნდი რა...
მიხარიხარ...
დროებით..

დედას გეფიცები, არასდროს წარმომედგინა, თუ შემეძლო ადამიანის ასე გათბობა და გახარება.
როცა შენს სიხარულს ვიღაც იზიარებს, სრულიად უცნობი და იმაზე მეტ სითბოს უკან გიბრუნებს, ვიდრე გაეცი, რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?
მართლა გამეღიმა, ჩვეულებრივად კი არა, სულ ყველაფრით და ყველანაირად.
თბილი გოგო ხარ შენ და მიხარია, რომ ყოველთვის ხარ აქ!
ისიც მიხარია, თუ გაზაფხული ასე შეგაყვარე.
მე ვიდრე ვარ, ყოველთვის დავბრუნდები. შეიძლება დამაგვიანდეს ხოლმე, მაგრამ აუცილებლად.

აბა, შეხვედრამდე, მეოცნებე ავადმყოფო.
მადლობა!


სიბილა
ჳაშლის ხეზე ასე როგორ მელაპარაკე ატმის რტო დამავიწყე

რუსა, გავთბი!
ჩახუტებას გიგზავნი!

 


ისევ ყვავილები...
ისევ სიფაქიზე...
ისევ სილამაზე...
ისევ სასიამოვნო გრძნობები...
ისევ ემოციების ზღვა...
ისევ სიყვარული...
ისევ...
ისევ...
ისევ...
და სიტყვა "დროებით"-ზე გავჭედე...
ელ პინ ❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი guroo

მახსოვს შენი რეაქციები ჩემს ბოლო კომენტარზე და ახლაც მებრაზება იმაზე, რაც მაშინ მითხარი. სულაც არ არის საჭირო მრავალგზის წარმატებული მწერალი იყო, რომ შენი ისტორიის ყოველი წაკითხვა სულს მიფაქიზებდეს. მაგრამ ჯერ თავად უნდა იყო ასე ფაფუკი, რბილი, ნაზი და ვაშლის ყვავილივით ლამაზი სულის პატრონი, რომ სხვამდეც მიიტანო იგივე.
გკითხულობ და შეგიგრძნობ მთელი არსებით.
კითხვის შემდეგ ჩაფიქრების დრო მიდგება და გონებაზე საბანივით თბილად მეფარები.
თბილია საბნისქვეშა სამყარო და მრავალფეროვანი.
ყოველ წაკითხვაზე უფრო და უფრო მეტად მიყვარდები.
სული მევსება, გული მიხარის, ფიქრი მერევა შენზე და შენით.
❤️❤️❤️

 


№14  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ისევ ყვავილები...
ისევ სიფაქიზე...
ისევ სილამაზე...
ისევ სასიამოვნო გრძნობები...
ისევ ემოციების ზღვა...
ისევ სიყვარული...
ისევ...
ისევ...
ისევ...
და სიტყვა "დროებით"-ზე გავჭედე...
ელ პინ ❤️❤️❤️

ქეთი, როგორ შემომისახლდი შენი სიყვარულით და სითბოთი . . .
რაღაც საოცარი ხარ შენ - სულ ყველაფრით!
მიყვარხარ მე, ძალიან მიყვარხარ და ძალიან ახლოს ხარ ჩემთან!
ჰოდა, მადლობა, გკოცნი ბევრს!


guroo
მახსოვს შენი რეაქციები ჩემს ბოლო კომენტარზე და ახლაც მებრაზება იმაზე, რაც მაშინ მითხარი. სულაც არ არის საჭირო მრავალგზის წარმატებული მწერალი იყო, რომ შენი ისტორიის ყოველი წაკითხვა სულს მიფაქიზებდეს. მაგრამ ჯერ თავად უნდა იყო ასე ფაფუკი, რბილი, ნაზი და ვაშლის ყვავილივით ლამაზი სულის პატრონი, რომ სხვამდეც მიიტანო იგივე.
გკითხულობ და შეგიგრძნობ მთელი არსებით.
კითხვის შემდეგ ჩაფიქრების დრო მიდგება და გონებაზე საბანივით თბილად მეფარები.
თბილია საბნისქვეშა სამყარო და მრავალფეროვანი.
ყოველ წაკითხვაზე უფრო და უფრო მეტად მიყვარდები.
სული მევსება, გული მიხარის, ფიქრი მერევა შენზე და შენით.
❤️❤️❤️

გურო, ძალიან დადებითი ადამიანი ხარ შენ. რაღაც მაგიას ატარებ, თითქოს. ჯადოქარიც ხარ, მგონი.
რომ გამოჩნდები, სიტყვების წაკითხვაც მეშინია, ისე ვიბნევი და მავიწყდება ყველაფერი. ტვინში დალაგებული სიტყვები მერევა და მერე აღარ ვიცი, რა გიპასუხო. როგორ დაგიბრუნო, იმაზეც ვფიქრობ.
მინდა ბევრი მადლობა გითხრა, იმდენი, რომ ცოტათი მაინც შევამსუბუქო ჩემი არეულობა და ნორმალურად გიპასუხო, მინიმალურად დაგიბრუნო ყველა სიტყვის, თუნდაც, ერთი მარცვალი.
მადლობა.
ალბათ, ყველაფრის დამტევი მადლობა.

შეხვედრამდე, გურო!

 


№15  offline წევრი Friorelo

ანნა
ანა
ელ
ან ჩემთვის უბრალოდ ტკბილო...
შენი და შეშლილის ნაწილია ეს ნაწერი...
ვიცი...
მაგრამ მეგრძნო.
ჩემი წილი, ჩემებურად.
ან დავიჩემე ჩემნაწილობა.
სიხალასისფერი ხარ ტკბილო.
მიყვარხარ ❤️

 


№16  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Friorelo
ანნა
ანა
ელ
ან ჩემთვის უბრალოდ ტკბილო...
შენი და შეშლილის ნაწილია ეს ნაწერი...
ვიცი...
მაგრამ მეგრძნო.
ჩემი წილი, ჩემებურად.
ან დავიჩემე ჩემნაწილობა.
სიხალასისფერი ხარ ტკბილო.
მიყვარხარ ❤️

ტკბილო, რომ მომენატრე მე, იცი?
როგორი თბილი ხარ შენ.
ძალიან მიყვარხარ მე შენ და მადლობა რომ გიყვარვარ!
❤️

 


№17  offline წევრი -ლილუ

დავიგვიანე...
არ მპატიო ჰო...
ხელშეუხებელია...
აი ისეთი რა წაკითხავ და...
შენია...
რჩება...
გრძნობ...
განიცდი...
ს ა მ უ დ ა მ ო დ...
შენ რა გითხრა...
რაც არ იცი და არ მითქვამს....
სასწაულზე მეტი ხარ...
წერისთვის მწერლად დაიბადე...
სულ წერე...
ბევრი წერე...
მე სუო წაგიკითხავ...

 


№18  offline ახალბედა მწერალი ელპინი

-ლილუ
დავიგვიანე...
არ მპატიო ჰო...
ხელშეუხებელია...
აი ისეთი რა წაკითხავ და...
შენია...
რჩება...
გრძნობ...
განიცდი...
ს ა მ უ დ ა მ ო დ...
შენ რა გითხრა...
რაც არ იცი და არ მითქვამს....
სასწაულზე მეტი ხარ...
წერისთვის მწერლად დაიბადე...
სულ წერე...
ბევრი წერე...
მე სუო წაგიკითხავ...

ლილუ,
მომენატრე მე შენ, სად დაიკარგე?
პირიქით, მადლობა რომ გახსოვარ და ძალიან მიხარია!
სასწაული თვითონ შენ ხარ!
❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.