შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი +18 (დასასრული)


27-04-2019, 22:14
ავტორი Moonlight17
ნანახია 2 204

გამიზნული შხამი +18  (დასასრული)

გამჭირვალე სივრცეში, სიჩუმით დაღლილი ეგოიზმი საკუთარ მსხვერპლად გაქცევს და თავს სპექტაკლის ნაწილად გაგრძნობინებს. ეგოიზმია, რომ ცხოვრებაში პირველად, საკუთარი ბედნიერება სასწორზე შევდე და საყვარელი ქალი დავიბრუნე. რადგან მჭირდებოდა.
თბილ ქვეყნებში გაფრენილი ჩიტები მუდამ უბრუნდებიან საკუთარ ბუდეს,
როცა სამუდამოდ იქ დარჩენა შეუძლიათ და თან აღარასდროს მოუწევთ სადმე გაფრენა გამოსაზამთრებლად. რა მოხდება, დაბრუნებულები ბუდეებმა რომ არ მიიღონ, ან შეიძლება დანგრეული დახვდეთ მარტოობისგან, ლოდინისგან და კიდევ ათასი მსგავსი რამ,მაგრამ მაინც უამრავჯერ წასულ ფრინველებს ხმის ამოუღებლად და ჩუმად იბრუნებენ მათი სახლები. ალბათ იმიტომ, რომ სიყვარული იმდენივე შანსს იმსახურებს, რამდენადაც დიდია ის და რამდენადაც დიდია, იმდენადვე დიდი დრო ჭსირდება მის წარსულად ქცევას... მე და ელიზაბეტმა საკუთარი თავები ამ დიდი დროისთვის და უსასრულო ტანჯვისთვის ვერ გავიმეტეთ. დილის მზის სხივები, რომლებიც მის კანს ნაზად ეცემოდა, ლოგინი, რომელიც მის სხეულს რბილად იფლობდა, საბანი, რომელიც მთლიანად ეხვეოდა, ჰაერი, რომელსაც სუნთქავდა, ბალიში, რომელიც მის სახეს კოცნიდა, ყველაფერი მე ვიყავი. ის ჩემით იყო მოცული და ‘სხეულებრივი მე’ უბრალოდ ობიექტივი იყო, საიდანაც მას აღვიქვამდი, ვაკვირდებოდი და ესთეტიუკრ ტკბობას ვპოვებდი. საოცარი სურვილი, ფერებით გამეღვიძებინა, ნერვულ დაბოლოებებს მიბუჟებდა. ვთრთოდი
და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ შევძრომოდი სიზმარში და იქაც მე ვყოფილიყავი...
***
- საუზმედ რა მოგიმზადო?
- ბლინები-თქო, გეტყოდი, მაგრამ მინდა ყველაფერი გავსინჯო, რისი კეთებაც შეგიძლია. - გაბადრულმა ვუპასუხე და აბურდული თმები უარესად ავუჩეჩე. ღიმილით დაეყრდნო იდაყვებს და ბაგეებზე ნაზად შემეხო.
ამას ქვია ბედნიერება. ზუსტად ამას. გარიჟრაჟზე მზის სხივებთან ერთად საყვარელი ქალი რომ გეალერსება, ეს არის ბედნიერება..
- როგორი ღია ფერის თმა გქონია.
- ვიცი, რომ საშინლად მაქვს...მაგრამ შენ თუ შავი გირჩევნია შევიღებავ.
ამღვრეული თვალებით თავი ჩახარა და ჩემს მკერდს თვალი გაუშტერდა. მის ნიკაპს ნაზად შევეხე და ავაწევინე.
- ჩემთვის სულ ერთია, თუ გინდა სულ მწვანედ გადაიღებე. თმის ფერი იმას არ შეცვლის რასაც ახლა ვგრძნობ.
როგორც იქნა, მის სახეს ღიმილი მოეფინა, თანაც იმდენად ფართო, რომ დაჯერება მიჭირდა.
- მაშინ, თქვენის ნებართვით, მზის სხივებთან მონებივრეს დაგტოვებთ თბილ საწოლში და სოფის მივეხმარები.
- სწორი ნათქვამია, თორემ მეეჭვება დედაჩემისთვის ფეხზე ადგომა დაგესწრო.
სანამ კარს გაიხურავდა, კიდევ ერთი ღიმილი მაჩუქა. თავი გაბადრულმა გადავაგდე ბალიშის უკან და ჭერს ღიმილით მივაშტერდი. ვნერვიულობდი თუ არა ჩემს შინა პატიმრობაზე? - არა. ორი წელი ასე ყოფნა მომწყინდებოდა? - შესაძლოა, მაგრამ მაინც არა. მიზეზი კი ჩემს სახლში დაიარებოდა. რათქმაუნდა გული მტკიოდა, ჩემი შრომით ნაწვალები რომ წყალში ჩამეყარა. ნიკუშას ვთხოვდი, თბილისსში სახლი სარდაფიანად საგულდაგულოდ დაეკეტა. ელიზაბეტიც არ იყო იმის წინააღმდეგი, რომ ათასსში ერთხელ მისულიყო და დამტვერილი ორი ოთახი დაელაგებინა. თუმცა არც ეს მადარდებდა. ჩემს პროჟექტორს და დინამიკებს გადმოვიტანდი, მოპირდაპირე კედელს ძალიან მოუხდებოდა. კედელს მიშტერებული წამოვდექი. უძველესი, რომელიღაც მხატვრის ნახატი კედლის შუაგულიდან ჩამოვხსენი და იქვე მივაყუდე. მშვენიერია, აქ ნამდვილად დაეტეოდა...
მზის სხივების მიუხედავად, სითბო საერთოდ არ იგრძნობოდა. ფარდა ბოლომდე გადავწიე და ოთახიც განათდა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ჩემი ცხოვრებაც მზესავით ანათებდა. საუკეთესოობით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ რაც მქონდა, ბედნიერებისთვის საკმარისი იყო. დაბლა ჩასულს “ინგლისური საუზმე” დამხვდა. ელიზაბეტს თვალები უბრწყინავდა, ჩემს თითო მოძრაობას აკვირდებოდა, ერთი სული ჰქონდა მისი შედევრი დამეგემოვნებინა. დიდხანს არც დავაყოვნე. მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა და მოლოდინმაც ნამდვილად გაამართლა. თვალს გასწვრივ მჯდარი სოფისკენ ვაპარებდი, როგორი ღიმილით გვიყურებდა მეც და ელიზაბეტსაც.
მსუბუქად ჩავახველე და პირი ხელსახოცით მოვიწმინდე.
- დედა, იცოდი რომ, ‘ნატალია’ რუსეთში დაბადებული და გაზრდილია?
ლუკმა ყელში გაეჭედა ელიზაბეტს, თვალები გაუფართოვდა და ხელი მაშინვე ახლად დაწურული ფორთოხლის წვნიან ჭიქას დაავლო.
− მართლა? მეგონა დროებით იყო იქ წასული.
− არ უყვარს, თავის თავზე ბევრი საუბარი.. - გავამართლე და მზერა დედაჩემზე დავაბრუნე - ხოდა, ორი სახელი აქვს. ევროპულ სტილში. ნატალია ელიზაბეტი. მგონი დამეთანხმები, რომ მეორე ჯობს.
− მხრები ავიჩეჩე. როდესაც ელიზაბეტი მიხვდა, რასაც ვაკეთებდი შვებით ამოისუნთქა და დედაჩემს გაუღიმა. დედაჩემმა წარბაწეულმა გადახედა გოგონას.
− ეს სულელობს რაღაცეებს. - ხელი აიქნია ჩემზე - შენ რომელი გირჩევნია?
− ალბათ, ელიზაბეტზე შევჯერდებოდი. - უხერხულად მოკუმული ტუჩები ფორთოხლის წვენით კიდევ ერთხელ დაისველა და თვალი საუზმეს გაუშტერა.
− კარგი მაშინ, იყოს ასე.
ტაში მსუბუქად შემოჰკრა დედაჩემმა და დაცარიელებული ჭურჭლის ალაგებას შეუდგა. ელიზაბეტი წარბაწეული ღიმილით მიყურებდა და თავს აქეთ-იქეთ აქნევდა. ეს უნდა გამეკეთებინა. თორემ ამ დღეების განმავლობაში იმდენჯერ მოვისმინე “ნატალია” გული უფრო და უფრო მეჩეხებოდა.
ერთმანეთის ცქერით დამტკბრები, სანამ სანთელივით დავიღვენთებოდით, მანამ დაგვიფრთხო აბესაძემ მყუდროება. მაგიდაზე ორივე ხელით ჩვენს შორის აისვეტა და ორივეს ღიმილით, ზემოდან დაგვყურებდა.
- არადა, ამას ვუთხარი ილაპარაკებ-თქო. რას ვიფიქრებდი, თუ დარჩებოდა. - გაიკრიჭა ნიკუშა. თავი სიცილით გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი.
- კიდევ კარგი უთხარი, თორემ ძაღლების დანიშნულ ფსიქიატრს ჩემით მოვითხოვდი.
აბესაძეს ღიმილი უეცრად სახიდან გაქრა, მხარზე ხელი დამადო, გარშემო მიმოიხედა, დარწმუნდა რომ ჩემი და ელიხაბეტის გარდა არავინ იყო ოთახში.
- სერიოზულად გვაქვს სალაპარაკო.
- ზემოთ ავიდეთ.
თავი დავუქნიე. საყვარელ ქალს ხელით ვანიშნე, რომ ზემოთ ავდიოდით და ისიც ხმისამოუღებლად გამოგვყვა.
- ნახატს რა დაემართა? - იკითხა ელიზაბეტმა, როდესაც ძირს მიყრდნობილი დაინახა.
- პროჟექტორი უნდა გადმოვიტანო და ადგილი მჭირდება.
- მეოცნებევ, ვშიშობ უნდა გაწყენინო... - თვალები მოისრისა აბესაძემ და ჩემს აშლილ საწოლზე მძიმედ ჩამოჯდა. - იმედია თეთრეული სუფთაა.
ელიზაბეტმა თვალები აატრიალა და სავარძელში ჩაეშვა.
- რა ხდება, იტყვი?
- აქედან უნდა წახვიდე და ის ხდება...
- აბა შინა პატიმრობაო?- წამოიძახა ელიზაბეტმა.
- ტყუილია. - ამოიფრუტუნა ნიკუშამ და ტუჩის კვნეტვას მოჰყვა.
- რას ჰქვია ტყუილია. ამიხსენი წესიერად.
დაბნეული კედელს მივეყრდენი და ხელები გადავაჯვარედინე.
- ოღონდ ზედმეტი წივილ-კივილის გარეშე, კარგი?! - ხელები გაშალა - სამსახურიდან გამანთავისფულეს.
- რა?! - ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ელიზაბეტმა.
- კი მაგრამ რატო? ან ჩემს შინა პატიმრობას ეგ რანაირად ცვლის?!
- მომისმინე დამიანე - საჩვენებელი თითი სერიოზული გამომეტყველებით ამიწია - ჩემი ნინა უკვე წარმატებული ექიმია. გავაყალბებინე, რომ ფსიქიკური აშლილობა გქონდა და შენს განყოფილებაში ზუსტად მაგაზე მოაწერე ხელი... არანაირი შინა პატიმრობა არ გაქვს მისჯილი, არც ფსიქიატრი გყავს დანიშნული. უბრალოდ ასე ჯობდა ორი წელი ცხვირი არსად გაგეყო, რომ თვალში არ მოხვედროდი ვინმეს. შენზე ძებნაა გამოცხადებული....
- შენ სულ გააფრინე, ხო?! - თავი ვეღარ შევიკავე და დავიყვირე. ლამის საკუთარ თავზე მეხარხარა. უპრობლემოდ ხომ ჩემი ცხოვრება არ არსებობდა. ელიზაბეტი პირდაღებული გვისმენდა.
- ხო გავაფრინე, დამიანე! გავაფრინე, იმიტომ რომ არ მინდოდა ციხეში რაფაელის რომელიმე ვირთხას ჯოხით ეხმარე და ნაწლავების გადახლართვის გამო მომკვდარიყავი! აი, ამიტომ გავაფრინე! - არც აბესაძემ დამაკლო და უკვე, ჩემზე მეტადაც იღრიალა.
- სოფო და ლაშა გაიგებენ ბიჭებო... ცოტა ჩუმად არ შეგიძლიათ?! - ხმა ამოიღო ელიზაბეტმა და ხელები აგვიწია. თავი დამჯერი ბავშვებივით დავუწნიეთ.
- დამამთავრებინოს ეს დედა აფეთქებული ამ შენმა შეყვარებულმა და არ ვიღრიალებ! - ხელი ჩემსკენ გამოიშვირა აბესაძებ. ფეხზე წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ისე გადახედა არემარეს, თითქოს ზვერავდა, ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა.
- ხოდა გაიგეს რომ გამოგაპარე და გამომიშვეს. ჩემს კარიერას გამოვემშვიდობე, მაგრამ ეგ არაფერი. რამეს მოვახერხებ. ბოლობოლო ჯარში შევძლებ დამწყებებს წვრთნა გავატარო... მოკლედ, ეს დღეები არ გამოვჩნდი, იმიტომ რომ იცოდნენ მოგძებნიდი და ვინმეს დამადევნებდნენ. ახლაც არ ვარ დარწმუნებული მითვალთვალებენ თუ არა. დიდხანს ეს ადგილი ვერ დარჩება ხელუხლებელი. რაიმე უნდა მოიფიქრო დამიანე და საქართველო დატოვო, როგორც მინიმუმ 2 წლით. ოღონდ რუსეთში არ გაბედო წასვლა, რაფაელი...
სიტყვა გავაწყვეტინე ძმაკაცს და მუშტი მაგრად მოვუქნიე.
- სულ გაგიჟდი?! - ისევ აყვირდა აბესაძე. ელიზაბეტი ჩვენს შორის ჩადგა და ხელებით ჩვენს გაშველებას შეეცადა.
- ვაფასებ რაც გააკეთე, მაგრამ ეს დაიმსახურე, ვერ გამამტყუნებ. იმიტომ გარტყავ, რომ შენი საოცნებო პროფესია ვიღაც საცოდავ დამიანეს შესწირე...
ამოვიხვნეშე და მოვშორდი. კედელს მიყრდნობილ ნახატს ფეხი მსუბუქად გავკარი. ბავშვობის კადრებმა ცხვირწინ ჩამიარა. როგორ თამაშობდა ხოლმე ჯერ კიდევ ბაღში, ნიკუშა პოლიციელობანას და როგორ ძალიან უყვარდა თავისი საქმიანობა... ღრმად ამოვისუნთქე.
- ძალიან დაეჩვიე შენ ჩემს მოტყუებას, ასე აღარ მოიქცე!
- ტყუილი და რაღაცის დამალვა ერთმანეთისგან განსხვავდება დამიანე! სიმართლე რომ მეთქვა, გაჩერდებოდი სახლში?! მიპასუხე.
- არა.
- აბა რა გინდა, ამის დედავატირე. შეირგე რა...
- თქვენ ორნი გამაგიჟებთ!
ამოვიხვნეშე და ჩამოვჯექი. ელიზაბეტის დაბნეულ თვალებს ვუყურებდი და მათში როგორც ყოველთვის ხსნას და პასუხს ვეძებდი.
- ჩემთან რა ფულიც დატოვე ადრე, უცვლელია ისევ. ბილეთი მოგივა და რამდენიმე თვე გაგაძლებინებს.. შემდეგ მუშაობას დაიწყებ და... თან მეც დაგიმატებ რაც მაქვს.
- მშვიდად სიცოცხლე არ მიწერია, არა?! - სიმწრით გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე. არასასიამოვნო მალბოროს გემოზე სახე შემეცვალა, მაგრამ მაინც გავაგრძელე ნიკოტინით გაბრუება.
- იმედი მაქვს, როგორმე უჩემოდ რამეს მოახერხებ სადაც არ უნდა წახვიდე... - ამოიხვნეშა აბესაძემ.
- მე და ელიზაბეტი წავალთ.
- რა?..- ხმაჩამწყდარმა შემომხედა საყვარელმა ქალმა.
- უკეთესია. ასე არავინ შეიტანს ეჭვს რადგან ორნი იქნებით, თან დეპრესიასაც აიცილებ თავიდან. - ბოლო სიტყვებს ღიმილი დააყოლა რაზეც მეც და ელიზაბეტსაც გაგვეღიმა.
- სად მივდივართ და როდის? - დაბნეულმა იკითხა.
- ნიკუშ ფულს მომიტან? ჩავბარგდებით და ამღამესვე პირველ რეისზე ვიყიდოთ ბილეთები. იღბალს მივენდოთ, თორემ დავიღალე. რაიმეს რომ ვგეგმავ, სულ ვფლავდები. იქნებ ახლა მაინც გამიმართლოს.
- მოგიტან, მანამდე შენებს შეაპარე, რამე მოიფიქრე...
- სიმართლეს ვეტყვი... - თავი ჩავხარე და დიდ კარადაში სამგზავრო ჩანთის ძებნა დავიწყე.
- დამიანე, არამგონია სიმართლე კარგი იდეა იყოს. - შემომაპარა ელიზაბეტმა და მხარზე პატარა ხელები მომხვია. მოვტრიალდი, მისი გაყინული თითები ჩემსაში მოვიქციე და ერთდროულად დავუკოცნე.
- ვეტყვი, რომ ცოლი მომყავს და თაფლობის თვეში მივდივარ, ოღონდ თაფლობის წლებში.
- ხუმრობ, არა? რომ გაიგებენ არ მოგიყვანია, უარესი იქნება.
- მართლა მომყავს! - წარბები ავუწიე ძმაკაცს და საყვარელ ქალს გადავხედე, რომელიც გაკვირვებული მიყურებდა. ნიკუშას ყბა მოეღრიცა და ლამის ჩამოუვარდა. - გამომყვები?
ხმის კანკალით ვკითხე ელიზაბეტს და მის თითებს ოდნავ ხელი შევუშვი.
- ბეჭედი კი არ მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი, რამეს ვიზამთ რა... - სიტუაციის განმუხტვა ჩაცინებით ვცადე და ვეცადე დანაოჭებული შუბლი გამეხსნა. იმაზე რთული ყოფილა ამის გაკეთება, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. იმაზე რთული, ვიდრე ფილმებში და რეალურ ცხოვრებაში ჩანს. მითუმეტეს ჩემთვის. მე ხომ ცოლზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ზუსტად ვიცოდი, ეს ჩემს ცხოვრებას მხოლოდ დადებითად შეცვლიდა. ჩემი და ელიზაბეტის ურთიერთობას კი, გაოფიციალურება ნამდვილად არ აწყენდა. რაღაც მხრივ დედაჩემსაც გავუხარებდი გულს, მას ხომ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ცოლის მოყვანის დრო მქონდა....
- გამოგყვები, აბა რას ვიზამ... - თვალებიდან ემოციურად რამდენიმე წვეთი ცრემლი ჩამოუვარდა ელიზაბეტს. სწრაფად შეიმშრალა. ღიმილს ძლივს მალავდა და მეც სიხარულისგან ლამის მეფრინა, მეხტუნავა. მინდოდა ყველაფერი ცაში ამეწია და დამეტრიალებინა. თითქოს, ყველაფრის ძალა მომეცა...
- ახლა გული ამიჩუყდება. - ამოიბურტყუნა ნიკუშამ. სერიოზული სახე ნელ-ნელა მოადუნა, გაკრეჭილი წამოვიდა ჩვენსკენ და ორივეს ერთდროულად გადაგვეხვია. შემდეგ ელიზაბეტს მიუბრუნდა და თვალებში შეხედა - ჩემს
ძმაკაცს რაუქენი, ან რაუყავი, სად წაიღე. აღარაა ეს ის დამიანე. - მისი სიცილი ექოსავით გაისმა - ისე კი გული მწყდება, რომ მეჯვარე ვერ ვიქნები.
- რომ დავბრუნდებით, ქორწილს მაშინ გადავიხდით. მაგაზე არ გაწყენინებთ! გაუღიმა ელიზაბეტმა და უფრო მჭიდროდ ამეკრო.
***
გულაჩქარებული ვიდექი საყვარელ ქალთან ერთად, ბილეთების ასაღებ რიგში. ღამის საათებში ხომ ყოველთვის სავსეა აეროპორტი? ნიუ-იურკზე ამბობენ, ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავსო, მაგრამ რეალურად მსოფლიოში მხოლოდ აეროპორტებში არ სძინავთ არასდროს.
- რამე ხომ არ მოიფიქრე? - გადავხედე ელიზაბეტს, რომელიც შარფს ეჯაჯგურებოდა და აბურდული თმისგან დახსნას ცდილობდა.
- ვერაფერს, მთავარია ჩემი რუსულით და შენი ინგლისურით ყველგან გავაგნებთ. - დაბნეულმა და ეიფორიაში მყოფმა გამიცინა. ჩვენი ჯერიც მოვიდა მომსახურე გოგონა ყალბი ღიმილით გვიმზერდა, როგორც ყველა კლიენტს და ჩვენს მოთხოვნას ელოდა.
- სხვათაოშირს, რუსულიც კარგად ვიცი. - პასუხი გავეცი ელიზაბეტს და გოგონას დავუბრუნდი,.
- უახლოეს რეისზე გვინდა ორი ბილეთი, მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს. - გაოცებულმა გოგონამ წარბები მაღლა აზიდა. შემდეგ ორივე კარგად შეგვათვალიერა, ალბათ რწმუნდებოდა კრიმინალები ვიყავით თუ არა. მაგრამ ჩემი და ელიზაბეტის სახე და თვალები იმხელა ბედნიერებას ფრქვევდა ამ მომენტისათვის, რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე ოდესმე რომ ნარკომოვაჭრე ვიყავი.
- ჰამბურგი, გერმანია. 3 საათშია ფრენა.
- მშვენიერია. - წამოიძახა ელიზაბეტმა.
გაბრწყინებულმა გადავიხადე ფული. ბილეთების ამობეჭვდას თხუთმეტი წუთი დასჭირდა. ჩვენი საბუთები ალბათ ოთხჯერ მაინც გადაამოწმა შუშის უკან მჯდარმა გოგონამ. ბოლოს გაღიმებულმა დაგვიბრუნა, ორ ბილეთთან ერთად და კეთილი მგზავრობა გვისურვა. გული უარესად ამიძგერდა, როდესაც გავიაზრე, თუ რას ვაკეთებდით.
- სად არის აბესაძე, ვახაროთ ჩვენი გერმანული ამბები - გამიცინა ელიზაბეტმა და ზურგჩანთაში პასპორტი ბილეთთან ერთად შეინახა.
- მანქანას აყენებს, როგორც ვიცი. აქ ხომ იცი, სულ გადატენილია.
- და პარკინგს ოქროს ფასი აქვს. - თვალები აატრიალა. გავუცინე. გარეთ გავედით. თვალებით აბესაძის მანქანას ვეძებდი, უფროსწორად ჩემს მანქნას. რომელიც გადავწყვიტე მისთვის მეჩუქებინა. მე მაინც ვეღარაფერში გამოვიყენებდი.
- ისე, იქნებ პრავა აგეღო, მეტჯერ წესების დარღვევა აღარ მოგიწევს. - შევთავაზე სიცილით ელიზაბეტს.
- მეუბნები, რომ ცუდად ვატარებ?!
- ეგ არც მითქვამს. - მხრები ავიჩეჩე - უბრალოდ, ნიკუშა დამცველად ვეღარ გეყოლება რომ დავბრუნდებით.
ახლოს მივიზიდე და გაბადრული ღაწვები დავუკოცნე, ბოლოს კბაგეებსაც მივწვდი.ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ტუჩებს შორის მოიქცია და სანთებელა ახლოს მიიტანა, რომ მოეკიდებინა.
- მალბორო შავ გოლდს განახებ მე შენ! - თვალები დავუბრიალე და ღერი პირიდან გამოვსტაცე. შემიბღვირა, თუმცა გამარჯვებულის სახით მეორე ღერი ამოიღო და სწრაფად მოუკიდა. ჯანდაბას...
- აქ რომ ჩავალთ, ეს საშინელება მაინც აღარ მოწიო.
- შენ თუ არ გსიამოვნებს, ნუ ეწევი. - მხრები აიჩეჩა და მაცდურად გამიღიმა.
- ერთი სული მაქვს ჩავიდეთ.
- ამოვიხვნეშე და ნიკოტინი ფილტვებში ჩავიგუბე. როგორი კარგი იქნებოდა, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება საყვარელ ქალთან ერთად. ამაზე, ვერც კი ვიოცნებებდი. ჰამბურგი წარმოდგენა არ მქონდა როგორი იყო და ეს სწრაფად ჩასვლის სურვილს მიმძაფრებდა.
- მეორე შესასვლელიდან შედის ჩვენი ყოფილი პოლიციელი. - ამოიხვნეშა ელიზაბეტმა და სიგარეტი სანაგვეს მიაწვა.
შიგნით სწრაფად შევედით. კონტროლის გავლა ხელახლა საბედნიეროდ არ დავჭირდა. დავდიოდი კი არა, ასე მეგონა დავსრიალებდი. ფეხებზე არ ვიდექი. რაღაც არარეალური მეჩვენებოდა ეს ყველაფერი.
- აქ გავჩერდეთ. ის იმსიმაღლეა, რომ გამოივლის, დავინახავთ. -გავიცინე და სქელ ბოძს მივეყრდენი.
- იცი მაინც, როგორ მაბედნიერებ? - ხმადაბლა ამოიჩურჩულა ელიზაბეტმა და გაუპარსავ წვერზე ხელი ნაზად ჩამომისვა. ჩემს თვალებში იძირებოდა და თვალებით მიხსნიდა სიყვარულს.
ორივე ხელით გაბადრულმა სახე დავუჭირე. ცერა თითებით მის რბილ კანზე დავსრიალებდი. თვალები დავხუჭე და მის ბაგეებს ნაზად შევეხე. ასეთი ტკბილი იყო, ეს გემო და არ მჯეროდა, მართლაც დაუჯერებლად მეჩვნებოდა, რომ მხოლოდ მე მეკუთვნოდა. ჩემს მკლავებზე მჭიდროდ შემოხვეული, ნაზი, სუსტი ხელები ნელ-ნელა მომშორდა. ღრუბლებიდან გამაყრუებელმა ხმამ ჩამომაგდო და ფრთები დამატეხა. თვალები ნელა გავახილე. თვალებში შეშინებული, ტუჩებგაპობილი მიყურებდა ელიზაბეტი და ერთიანად კანკალებდა. ოდნავ შებარბაცდა. ცალი ხელი მთელი ძალით მომხვია მკლავზე. მაშინვე წელზე ხელი მოვხვიე,რომ დამეჭირა. რა დაემართა?! ალბათ გული საერთოდ ამომმვარდა, როდესაც ხელზე სისველე ვიგრძენი. სწრაფად მოვაშორე და ოდნავ გავწიე, როცა ხელისგული წითლად შემეღება.
- არა! არა, არა, არა!..... ელ... - ბოლო ხმაზე დავიღრიალე. უკვე უმწეოდ, უღონოდ დარჩენილი სხეული ხელებსშუა მოვიქციე. სისხლი უკვე წინიდანაც ჟონავდა და თეთრ, გაპრიალებულ იატაკს მეწამულად ღებავდა. თვალების ცეცებას მოვყევი, გარშემო ყველას წრე შეეკრა და სანახაობას დაჰყურებდნენ. ელიზაბეტის თვალები შიშით გაჟღენთილი შემომცქეროდნენ და შველას მთხოვდნენ. აკანკალებული მისი ზურგის ჭრილობას ხელს ვუჭერდი, რომ სისხლდენა შემეჩერებინა. მალე ნაცნობი სხეული მომიახლოვდა. აბესაძე ჩემთან დაიხარა და მისი სახე ხელებში მოიქცია. უცნობი ხმა თავზე ყვავივით დამჭყაოდა, რომელიც სასწრაფოს იძახებდა. დაგუბებული ყურები ჩოჩქოლის ხმამ გამიხსნა. დაახლოებით ათ მეტრში მდგარი, ამაზრზენი ღიმილი სულს მიწვავდა, ზედ ნავთს მასხამდა და ცოცხლად მწვავდა... რაფაელის ცრემლიანი, მაგრამ კმაყოფილებით გაჟღენთილი მზერა არ მშორდებოდა. ხელში ვერცხლისფერი, პატარა იარაღი
ეჭირა, რომელიც ჯერ კიდევ ჰაერში ჰქონდა გაკავებული. ოთხი კაცი ჭიანჭველასავით ესეოდა და გასაქცევად გამზადებულს აკავებდა. მაგრამ არ აპირებდა განძრევას. სანახაობით დატკბობა ერჩივნა. ელიზაბეტს ხელი კანკანლით გავუშვი, ფეხზე ძლივს წამოვდექი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
- მოგკლავ შე ნაბი#ვარო! მოგკლავ!!! - წინ გაწეული , ნიკუშამ ცალი ხელით გამაჩერა. - გამიშვი! უნდა მოვკლა! გამიშვი!
ჩემი ღრიალი დალუქულ აეროპორტში ექოსავით ისმოდა. კუდუსუნით მძიმედ დავეხეთქე დაგებულ მეტლახზე და ელიზაბეტის აკანკალებული სხეული ჩემსაში მოვიქციე. რაფაელის ხარხარი ყველაფერს ფარავდა. ახლა ვინღა მაკავებდა, რომ შუაზე არ გამეხლიჩა, წარმოდგენა არ მქონდა.
- დამიანე!ბედნიერება არ გიწერია! - ჩაისისინა, თანაც ისე ხმამაღლა, რომ მთელ აეროპორტს ესმოდა, დარწმუნებული ვიყავი. - ყველა სიყვარულის ისტორია ტრაგედიაა, თუ საკმარისზე დიდხანს დააცდით. თქვენი კი ზედმეტად გაწელილი აღმოჩნდა. …
ნაკადულივით წამოსული ცრემლები გამოსახულებას მიდღაბნიდა. მისი კმაყოფილი მზერა ჩემს გონებაში გაფუჭებული კასეტასავით ჩაილექა. იქამდე ვუყურებდი, სანამ გარეთ არ გაათრიეს. რაღაც მეჯაჯგურებოდა. დაბლა რომ დავიხედე, მწვანეებში გამოწყობილი ხალხი ელიზაბეტის სხეულს ხელიდან მაცლიდნენ. მთელი ძალით ჩავებღუჭე უკვე მყოფ საყვარელ ქალს და მივიხუტე.
- არ გავუშვებ! არ გაგატანთ!
ბოლო ხმაზე ვხრიალებდი, ყელი მეწვოდა. უკვე მთლიანად სიკვდილს მოვეცვი მეც და ჟანგბადს ფილტვებიდან მაცლიდა. ნიკუშა მხრებზე მეჯაჯგურებოდა.
- დამიანე, მიხედავენ! გაუშვი!
- არა! შემეშვი. მისთვის ცუდი უნდათ! ყველას ცუდი უნდა! არავის დავუთმობ!
ვბრუვდები. საკუთარი ხმის შემზარავი ბარიტონი მაბრუებს და ძალას მთლიანად მაცლის რაღაც არარეალური ძალა. ვიღაც სულს მწოვს და სრულ სიშავეში მისვრის. ყოველ წუთს, გული მის არსებობას მახსენებს. წარმოვიდგენ, რომ ის იქ სადღაცაა, სუნთქავს, იცინის, ფიქრობს, ლაპარაკობს და ალბათ არც კი იცის, რომ ჩემი ყოველი ფიქრი მას ეკუთვნის, ყოველი სიტყვა მასზეა, გულიც კი მისთვის ფეთქავს. რომ იცოდეს…. მოვიდოდა ჩემს სიშავეში?!ისევ ისე შემომხედავდა? ისევ გადამიშლიდნენ მისი თვალები უსაზღვრო გრძნობებს? მერე ასეც ხდება… სადღაც შორიდან მისი წარმოთქმული ჩემი სახელი მესმის. მისი მელოდიური სიცილი ჩამესმის… მიახლოვდება, მეხება, თვალებში მიყურებს და…თვალებს ვახელ. რეალობა ისევ მტკენს. ჩემს თავზე გაცრეცილი კედელია. მბჟუტავი თეთრი ნათურა და ქორივით კისერწამოწეული აბესაძე.
თავბრუსხვევა და თავისტკივილი ერთდროულად მეწყება. ზურგის ტკაცა-ტკუცით ვსწორდები და ურბილეს საწოლზე წამოჯდომას ვცდილობ.
- მითხარი რომ დამესიზმრა...გემუდარები ნიკუშა. მითხარი, რომ კიდევ ერთი კოშმარი ვნახე.
ხმა აკანკალებული შევევედრე ძმაკაცს, რომელიც თვალებჩაწითლებული, აცრემლიანებული მიყურებდა და პირზე ორივე ხელისგან შეკრულ მუშტს მთელი ძალით აწვებოდა. თავს უარყოფის ნიშნად მსუბუქად აქნევდა და გამოზომილად ხვნეშოდა. ჭრილობაზე მისი რეაქციები მარილს მაყრიდნენ. ფეხზე ბარბაცით წამოვდექი. აქედან უნდა გავსულიყავი. სად ვიყავი საერთოდ?! საავადმყოფოში?
ნიკუშა ჩემთან ერთად წამოიჭრა და ორივე ხელით გამაჩერა.
- დამიანე!
- გამიშვი! ბო#იშვილი ვიყო მოვკლავ რაფაელს! უნდა მოვკლა!
- დაწყნარდი!!! - დამიღრიალა და მსუბუქად ხელი მკრა.
- ელიზაბეტი?....
- რეანიმაციაშია, ოპერაცია გაუკეთეს.
- რა ოპერაცია?! - ვგრძნობდი კისერზე არტერია როგორ მიფეთქავდა და ნელ ნელა სისხლის წნევა როგორ მიწევდა. მომუშტული ხელები მექავებოდა და მზად ვიყავი ნებისმიერზე ამომენთხია შიგნით დაგროვილი დარჩენილი ძალა.
- ტყვიამ ფილტვი გაუხვრიტა დამიანე... წყალი უდგება, არ არის კარგად...
ბოლო სიტყვები ხმადაბლა, თავჩახრილმა ამოილაპარაკა და ხელი შემიშვა.
- ამას ხომ კურნავენ არა? ხო გამოსწორებადია?
- არ ვიცი დამიანე. ყოფილი პოლიციელი ვარ, ექიმი კი არა...
- უნდა ვნახო! გამიშვი!
- ეხლა კარგად მომისმენ! - ორივე მხარი გამიკავა და სახე გამისწორა - გეძებენთქო გითხარი.
- სულ ფეხებზე მ#იდია მეძებენ თუ არა! მოვიდნენ! აქ ვარ! ოღონდ ჯერ უნდა ვნახო!
- გეფიცები, ახლა შემოგარტყავ ან ვაიძულებ კიდევ გაგიკეთონ დამამშვიდებელი! ჩემი სახელით გააკეთებ ყველაფერს სანამ აქ ხარ! ნიკოლოზ აბესაძე ხარ, გაიგე?!
- რაღაც არ ვგავართ ერთმანეთს...
- თავი ხელში აიყვანე... ვიცი,რთულია. მაგრამ თავშეკავება გმართებს, ელიზაბეტის გამო...
ვერც ჩემმა ხმამაღალმა ტონმა გაჭრა სიტუაციას შეგუებულ ექიმებთან, ვერც ჩემმა არაადეკვატურმა საქციელმა. მასთან არავინ მიშვებდა. ამდენი ხანი რას უკეთებდნენ განა?! უნდა მენახა... სასწრაფოდ უნდა მენახა. უკვე იმედდაკარგული, რომ მასთან შემიშვებდნენ ყავის ჩამოსასხმელ აპარატს აყუდებული, იატაკზე ვიჯექი და განვლილ ბედნიერ დღეებს ვიხსენებდი. მხოლოდ მაშინ წამოვდექი, როდესაც ჩემსკენ მომავალი ნიკუშა და თეთრ ხალათიანი დავინახე... ნიკუშას არეული სახისგან ვერაფერს ვიგებდი. ექიმების სიძულვილი კი იმდენად მქონდა სისხლში გამჯდარი, სულ სახე რომ დაეხოკათ, მაინც ვერ მივხვდებოდი რეალურ ამბავს. თვალებით ვანიშნე ორივეს,ჩემთვის რამე ეთქვათ. ნებისმიერი, რაც ხელახლა სუნთქვის და სიცოცხლის მიზეზს მომცემდა. ნიკუშას ხვნეშა მაღიზიანებდა და ნეირონებს ისე მიწიოკებდა ტვინში, ცოტაც და ძარღვები დამისკდებოდნენ.
- მხოლოდ თქვენ შებრძანდით. ბევრი დრო არ არის...
თეთრხალათიანმა, მამაჩემის ხნის კაცმა ხელში სტელირული ხალათი მომაჩეჩა და გვერდი დაბღვერილმა ამიარა.
- რას ნიშნავს, დრო არ არის?!
- შედი, დამიანე.
აბესაძეს თავი დავუქნიე, ხელები უაზროდ ცისფერ ხალათში გავყავი და შიგნით შევედი. ნესტოები მაშინვე სპირტის და რამდენიმე ძლიერი წამლის სურნელმა ამიწვა. რეცეპტორები ჯერ კიდევ კარგად მიმუშავებდნენ.
ეს არ არის რაიმე ვულკანის ამოხეთქვის მსგავსი და არც ისეთი რამე, რომლის ხმასაც ყველა გაიგონებს,მაგრამ ყველაზე მტკივნეული სწორედ ის იყო, რასაც იმ წამს ვხედავდი. უამრავ მილში აბლაბუდასავით ახლართული საყვარელი ქალის ნახავისას უიმედობის, დეპრესიის, სიბრაზის, მაგრამ ყველაზე მეტად შიშის
ტალღამ დამარტყა და წამლეკა. ისე ძლიერ, ჩემს გვერდით გახუნებული კედელი რომ არა, ნამდვილად წავიქცეოდი. გული საერთოდ აღარ მიცემდა. პალატა წითლად იყო შეღებილი. იმიტომ არა, რომ ტკივილები მის სივრცეზე გადაეკროთ, არა ეს სიწითლე ბევრად ჰარმონიულად ეშვებოდა მის პატარა სხეულზე, ვიდრე ჩიტის ფრთას მოწყვეტილი ბუმბული კლდეების მკლავებში.
- გაიგონე რა მითხრეს? ბევრი დრო არ არისო. - სევდიანად ჩავიცინე. თვალებზე მომდგარი ცრემლები შევისრუტე და მის გვერდით ჩამოვჯექი - არ მჯერა ამ ყველაფრის ელ... მიდი რა, გაახილე შენი რაღაცნაირი ფერის თვალები. გამიბრაზდი, გადმომხედე მედიდურად. ოღონდაც ნუ ხარ ასე გაქვავებული. - ხელით მის გაყინულ მტევანს შევეხე და თავისუფალ ადგილას მოვეფერე. - მინდოდა ზამთარს დიდი ნაქსოვი სვიტრებით შევხვედროდით. ჩემი ცოდვებით სავსე კორპუსის სახურავზე, თუმცა გეგმები შეგვეცვალა. ჯანდაბას, იყოს ჰამბურგი... ოღონდ მხოლოდ ჩვენ ორნი ვყოფილიყავით და გაგვეხსენებინა საკუთარი თავები და სილაღე, რომელიც ჩვენში ოდესღაც დუღდა. მინდოდა იმაზე გულწრფელად და სუფთად ჩამეკიდა ხელი, ვიდრე ამის გაკეთება მშობელს შეუძლია და სირბილით ნელ-ნელა აკრეფილი სიჩქარე ფრენაში გადაგვსვლოდა. მინდოდა დაღლილები და გულამოვარდნილები სადმე მინდორზე, დაუსრულებელი ნაპირის რომელიმე ნაწილში დავვარდნილიყავით და აქოშინებულებს ჩვენს სისულელეზე გულიანად გვეცინა. მინდოდა ნახევრად ცარიელი ქუჩები ჩვენ გამოგვეფხიზლებინა სიარულით, სიარულში დალეული ვისკით, ვისკიში ნაპოვნი სიყვარულით და სიყვარულში გამოცოცხლებული თვალებით. მინდოდა გვეყიდა ბანანები და გამოგვეცადა მათ ქერქზე მართლა შეიძლება თუ არა ასრიალება. - ცრემლები მაჯით მოვიწმინდე და ჰაერს ფილტვებში ჩასვლა დავაძალე. მეორე ხელი, რომელიც უცვლელად მეკიდა მის პატარა თითებზე, უფრო ძლიერ მოვხვიე... - მინდოდა სახლში დაბრუნებულებს უცებ ჩაგვეცვა კომფორტული საშინაო ტანსაცმელი. შენ ჩემს პერანგში გამოწყობილიყავი და ისე შევყუჟულიყავით პატარა ბინაში, როგორც დათვები თავიანთ ბუნაგში. მინდოდა ჩემი სვიტრებიც გცმოდა და ისე მოშინაურებულიყავი მათში, თითქოს ისინი შენი საკუთრება ყოფილიყო. მინდოდა ის კოქტეილი გამეკეთებინა შენთვის, რომელიც ჩემს სახლში პირველად გაგასინჯე.... და მანამ, სანამ საღამოს საყურებელ ფილმს ავარჩევდი, შენ ნახატები აგეწყო ჩემი წილი საჭმლისგან . მინდოდა როცა დავბრუნდებოდით, ჩემს მყუდრო სარდაფში, ერთკაციან დივანზე ორივე მოვთავსებულიყავით, მინდოდა ჩემი მკლავები შემომეხვია შენთვისშდა უამრავი საათი შენთან მიკრულს გამეტარებინა, შენი სხეულის ტემპერატურაში, სუნში და აურაში.... ყველაზე მეტად ის მინდოდა, შენს ყოველდღიურობას, პრობლემებსა და ვალდბულებებს მოწყვეტილს, შენს მკერდზე ჩამძინებოდა ღრმად და მშვიდად, ბავშვივით, და ახლაც მინდა ეს, ჩემო ელიზაბეტ. მინდა ის ადგილი იყო, სადაც ყველაზე დაღლილი, დათრგუნული,ნაწყენი, გაბრაზებული, მობეზრებული, გაღიზიანებული გამოვიქცევი და თავს შევაფარებ.... მინდა, გამოღვიძებულს ჩემი სითბო იგრძნო და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გაიღიმო... რას არ გავიღებდი, ოღონდაც ახლა ეგ ღიმილი დავინახო...მშვიდად ისუნთქე ჩემო ელიზაბეტ, მშვიდად ისუნთქე. . მილებში ექოდ გადაცემული შენი ჰაერის ხროტინი არ
ნიშნავს, რომ მტოვებ. ყველა ცდება ელიზაბეტ, გთხოვ დაუმტკიცე მათ! ისუნთქე, ელიზაბეტ, ისუნთქე!
მხარზე ხელის შეხებით მეღვიძება, უფრო სწორად მაფხიზლებენ. თავზე ნიკუშა მადგას და მანიშნებს რომ წასვლის დროა. ერთ დროს ყოფილ ყინულის პრინცესას ვუყურებ, რომელიც ყინულის და პრინცესას გარდა ყველაფერია... გაუბედურებულია გარეგნულად, ცუდად გამოიყურება, მაგრამ მაინც ყველაზე ლამაზია. ყველაზე უბრალო და ლამაზი, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას. როგორც მაშინ, როდესაც სკამზე ჩამომიჯდა და სიყვარულში გამომიტყდა.. მერე რა, თუ მაშინდელი მისი ყოველი სიტყვა ტყუილი იყო...
- დამიანე თავს მიხედე რა, რას გევხარ. ჩემთან წადი მოწესრიგდი. მიხედავენ, რამე ახალი თუ იქნება დაგირეკავენ.
ძმაკაცს არ შევწინააღმდეგებივარ. ჩემი აქ ყოფნა უარესად მამძიმებდა.
უაზრო ნივთებს გაშტერებული გამოვედი პალატიდან. სახე მოვისრისე და გასასვლელისკენ დავიძარი. ტაქსით წავედი, მანქანის ტარების თავი ნამდვილად არ მქონდა. ჩემებმა სიტუაცია ნიკუშასგან უკვე იცოდნენ, ამიტომ ზედმეტი კითხვები არ დაუსვამთ. მხოლოდ ზურიმ იკითხა, როგორააო და დუმილის მეტი რომ ვერაფერი მიიღო ჩემგან, თავისუფლად მომცა ყურმილის დაკიდების უფლება. ნიკუშასთანაც ჩემი ‘ნატალიას’ მოგონებები დაქროდნენ... ჩემი ელიზაბეტის მოგონებები დაქროდნენ... მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა... ისევ მის სახელს ვღრიალებდი, შუაღამისას ყელის ტკივილით გამეღვიძა. იოგების დაჭიმულობას ვგრძნობდი, ცოტახანს ლაპარაკიც აღარ შემეძლო და გადაღლილი უკვე მის სახელს ჩურჩულით ვბოდავდი.
მე არ მჯერა, ქართველი ექიმების დასმული დიაგნოზების. ყველაფერი ინდვიდზეა დამოკიდებული. ელიზაბეტი კი, ყველაზე ძლიერი ქალია, მათ შორის ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ის ამას მოერეოდა...
საინტერესოა რატომ გვესიზმრეებიან ადამიანები, რატომ უნდათ რომ გაღვიძებისაას, ერთწამიანი ღიმილი მოგვგვარონ და მერე გაგვახსენონ როგორი მტკივნეულია იმის გათავისება რომ სიზმარი იყო, სიზმრები იყვნენ.
იაპონური ლეგენდა ამბობს რომ..
რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს იაპონური ლეგენდა.. სიზმარშიც რომ უბედური ხარ..სიზმარშიდაც რომ ვერ პოულობ საკუთარ ბედნიერებას, სიზმარშიდაც რომ გტოვებენ.. სიცოცხლეს უნდა შეეშვა. ასეა,
ჯანდაბა....ფეხზე გიჟივით წამოვდექი. ისედაც ჩაცმულს მეძინა, ასერომ ბევრი ბოდიალი არ დამჭირდა. ტაქსი გამოვიძახე და გარეთ კიბეზე ჩამომჯდარი დაველოდე... ლოდინში არც მეტი, არც ნაკლები ხუთი ღერი მოვწიე. ტირილი მინდოდა, მინდოდა მაგრამარაფრით შემეძლო. “არ იტირო! ყველაფერი კარგად იქნება! ამით მდგომარეობას უფრო გააუარესებ!” ჩამძახოდა ქვეცნობიერი და გულის ცემას მინელებდა...
- ისევ აქ ხარ ნიკუშა?... რატომ არ დამირეკე...
თავჩახრილი, ერთ წერტილს მიშტერებული აბესაძე არ ინძრევა. რამდენიმე წუთში თვალებს წევს, ყბა უკანკალებს და მზერას ისევ მარიდებს. სხეულში ერთიანი სიცივე მივლის და მთლიანად მყინავს.. ყოველ წამს ვგრძნობ როგორ იქცევა ნაფლეთებად ჩემი საკუთარი “მე”, როგორ ვკარგავ თავს, როგორ ვკარგავ საყვარელ ქალს, როგორ ვკარგავ ცხოვრებას.
- ვერ გაუძლო.
***
გაყინული სხეული გაყინულ ზეწარში ახვევია. გაყინული ზეწარი მეტალის მაგიდაზე დევს... შენ ახლა თვალებს სხვა სამყაროში ახელ ელიზაბეტ... ასე მოგბეზრდი? ასე გამიმეტე სატანჯველად? მე თუ გაბედნიერებდი რატომ წახვედი, რატომ არ იბრძოლე, ელიზაბეტ?!
თვალდახუჭული ვდგავარ შენს წინ და ცრემლები ასეც კი მომდის. ხმას ვერ ვიღებ, ქალივით ჩუმად ვქვითინებ. ვერ ვბედავ თვალის გახელას.. არ მინდა შენი გალურჯებული სხეულის დანახვა. მინდა მოგონებებში ვიმოგზაურო და ყველაზე ლაღი, გიჟი, თავგადასავლების მოყვარული დაგიმახსოვრო. ისეთი, როგორიც ყოველთვის იყავი...
“-მე და შენ ალბათ, ვფიქრობ,ღმერთიც სხადასხვა გვყავს და ერთმანეთს შორიდანაც კი არ იცნობენ.
- რა მოხდა, ღმერთის ირწმუნე?
- ამ ბოლო დროს, იმდენი რამის ვირწმუნე, ალბათ ღმერთიც შეემეტება სიას.
- მითხარი როდის გრძნობ თავს ყველაზე რეალურად?
- როცა ტუჩებზე გეხები და სამყარო თავზე გუმბათად მახვევია...ან მაშინ როდესაც ვნების ომის შემდეგ, ორგაზმს სიგარეტში ვცლით ხოლმე... “
***
ცრემლებით და ტკივილებით გავიდა დრო, ჩემო ელიზაბეტ... მერე, შენი სურნელი დაეყარა წარსულს ფიფქებად და იქ მივხვდი, რომ ჩემი არსებობა, უკვე არარსებობა იყო... და გეფიცები ჯოჯოხეთი ქვია ჩემს საწოლს, სადაც უშენო ღამეები გამოვიარე…
ალბათ ოდესმე მაპატიებ, რომ შენს დაკრძალვას არ დავესწარი. არც კი ვიცი როგორი მიწის ქვეშ იხრწნება შენი სხეული... არ მინდოდა ამისთვის მეყურებინა. შენ ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნები.
მე და ნიკუშა სანტ-პეტერბურგში ჩამოვფრინდით. ცუდია, რომ შენი ბებიის მისამართი არ ვიცი, მოვინახულებდი... აქ იმიტომ, რომ მინდა უფრო მეტი გავიგო შენი ცხოვრების შესახებ, შენი ბავშვობის შესახებ. შენ ხომ აქ გაიზარდე...აქ შენი პატარაობა ისევ ლაღად დაქრის თოვლიან ქუჩებში, ისევ გიწითლდება სიცივისგან ცხვირი და ლოყები და შენს თეთრ კანს ეს უფრო ლამაზს აჩენს...
აბესაძემ მარტო არ გამომიშვა, წარმოგიდგენია? თავს მოიკლავო, ასე მითხრა.
მეცინება...
რატომ?
ვფიქრობ რა მაძლევს ყველაფერი ამ საზიზღარი უბედურების შემდეგ ძალას?!...
და როცა პასუხს ვპოულობ, ეს პასუხიც მაუბედურებს. არ მეკუთვნის. ჩემი არ არის.
ბედნიერება არასდროს იყო ჩემი.
ალბათ, ბედნიერების ღმერთი გამიწყრა...
რადგან ოდესღაც ვიღაცის ბედნიერების ღმერთი მე მოვკალი...ისე, რომ წარმოდგენაც არ მქონდა.
იმის შემდეგ....იმის შემდეგ ყოველთვის როდესაც ჩემგან ზურგით მდგომი ბედნიერების ღმერთი ოდნავ ჩემსკენ შემოტრიალდება, როდესაც წამით შეავლებს მზერას ჩემს სახეს, ახსენდება რომ მე მისიანი მოვკალი წლების წინ და ისევ ზურგით დგება...
ახლა ახალი წელია...მაგრამ მოვა დღე, მე ბენდიერების ღმერთის წინ დავდგები და ერთი “შეცდომის” გამო, ყველა ტკივილისთვის პასუხს მოვთხოვ. და როცა ისევ ზურგით მოინდომებს დადგომას, ვეტყვი რომ აღარ მჭირდება.
ჩემო ელიზაბეტ, ჩემო ლამაზო ელიზაბეტ... ნეტავ რომელი ღრუბლის ქვეშ იმალები? იცი მშია, სულიერი შიმშილი მტანჯავს. შიმშილი შენი კისრის სურნელისა და ღრმა დიალოგების. ხეებს სახე ისევე ჩამოსტირით, როგორც ჩემმა საქართველომ გამოგიტირა... ჩემს გამოცარიელებულ თვალებში უკვე ვერაფერს იპოვი, გარდა უფერული ყოველდღიურობისა. შენი დრო, სადაც არ უნდა იყო, ჩემზე ფერადია. ჩემი შემოდგომა კი, იმ დღის შემდეგ, ნაცრისფერში ჩაძაღლდა.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი !



წარმოდგენა არ მაქვს, რა ვთქვა. როგორ გადმოვცე სიტყვებით ის ემოცია, რაც თქვენ, ჩემმა მკითხველმა შემმატეთ გზადაგზა.
მადლობა ყველას თანადგომისთვის დ აგულშემატკივრობისთვის <3
ახლა კი, ველი თქვენს საბოლოო შეფასებას! <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ლუნა

ხუმრობ... ხუმრობ ხო?! მითხარი რომ ხუმრობ....
ამას ნამდვილად არ ველოდი.
მოლოდინებს ყოველთვის აჭარბებდი, ყოველ თავში, მაგრამ ეს გადაჭარბებაზე მეტი იყო! <3 <3 <3

 


№2  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ლუნა
ხუმრობ... ხუმრობ ხო?! მითხარი რომ ხუმრობ....
ამას ნამდვილად არ ველოდი.
მოლოდინებს ყოველთვის აჭარბებდი, ყოველ თავში, მაგრამ ეს გადაჭარბებაზე მეტი იყო! <3 <3 <3

ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ ვიხუმრე...უღრმესი მადლობა! heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი guro

შენი ერთგული მკითხველი ვიყავი მაგრამ ამის მერე ვაფშე ამიცრუე გული.
შეგეძლო სულ სხვანაირად გაგეკეთებინა ყველაფერი და ასე არ გაგეწირა ის უბედური გოგო. მოკლედ არ ვიცი ეს ჩემი აზრია. რომ მცოდნოდა ასე მთავრდებოდა არ წავიკითხავდი.

 


№4  offline მოდერი Moonlight17

სამწუხაროა, თუ არა-ბედნიერი დასასრულის გამო აგიცრუვდა გული. მაგრამ მაინც, მადლობა რომ ბოლომდე გამომყევი!
guro
შენი ერთგული მკითხველი ვიყავი მაგრამ ამის მერე ვაფშე ამიცრუე გული.
შეგეძლო სულ სხვანაირად გაგეკეთებინა ყველაფერი და ასე არ გაგეწირა ის უბედური გოგო. მოკლედ არ ვიცი ეს ჩემი აზრია. რომ მცოდნოდა ასე მთავრდებოდა არ წავიკითხავდი.

 


№5  offline წევრი elene2619

სიტყვები არ მყოფნის ეს რა იყო flushed
დამიანე როგორ შემეცოდა იმ ერთადერთი იმედის გარეშე დარჩა "უღმერთოდა" და უსიყვარულოდ... ჩემი მგრძნობიარე დამიანე ისევ შეაქცია ღმერთმა ზურგი და გაუნაცრისფრდა ცხოვრება... sob sob
ელიზაბეტი ჩემი გოოგო ყველაზე უიღბლო პერსონაჟი გამოგივიდა. სული მატკინა მისმა სიკვდილმა... ამატირა და ყველა ემოცია ამიშალა... sob
შინაგანად ისევ ვგრძნობ დამაინეს ტკივილს და უფრო გაძლიერებულ სიყვარულს და დიახ
დიდი "უღმერთო" სიყვარული არ ქრება. სიკვდილიც კი ვერ აშორებს ერთ სულად ნაქცევ ორ ადამიანებს. და სწორედ ეს შემთხვევაა მათი სიყვარულის ისტრია უკვდავია, მარადიული და ისეთი მრავალ საუკუნოეს რომ გასტანს heart_eyes ლეგენდად რომ გადააქცევს ხელხი heart_eyes
ვიცი დამიანე მოუთმენლად დაელოდება იმ დღეს როდესაც იქ ზემოთ მის "რაღაცნაირი ფერის" თვალების მქონე გოგოს შეხვდება heart_eyes heart_eyes

და მაინც არ არის ეს ჩემეული დასასრული ეს შნეული დასასრულა.
შენეული თითქოს წარმოუდგენელი დასასრული, მაგრამ უბადლოდ დაწერილი... heart_eyes
განა ცხოვრებაშიც ასე არ არის HEPPI AND ხშირად არ ნიშნავს "ზღაპრულ" ფინალს...
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა მეშველება შენს გარეშე sob sob
სასწაული გოგო ხარ და მოოუთმენლად გელოდები ახალი ისტორიით heart_eyes

 


№6  offline მოდერი Moonlight17

elene2619
სიტყვები არ მყოფნის ეს რა იყო flushed
დამიანე როგორ შემეცოდა იმ ერთადერთი იმედის გარეშე დარჩა "უღმერთოდა" და უსიყვარულოდ... ჩემი მგრძნობიარე დამიანე ისევ შეაქცია ღმერთმა ზურგი და გაუნაცრისფრდა ცხოვრება... sob sob
ელიზაბეტი ჩემი გოოგო ყველაზე უიღბლო პერსონაჟი გამოგივიდა. სული მატკინა მისმა სიკვდილმა... ამატირა და ყველა ემოცია ამიშალა... sob
შინაგანად ისევ ვგრძნობ დამაინეს ტკივილს და უფრო გაძლიერებულ სიყვარულს და დიახ
დიდი "უღმერთო" სიყვარული არ ქრება. სიკვდილიც კი ვერ აშორებს ერთ სულად ნაქცევ ორ ადამიანებს. და სწორედ ეს შემთხვევაა მათი სიყვარულის ისტრია უკვდავია, მარადიული და ისეთი მრავალ საუკუნოეს რომ გასტანს heart_eyes ლეგენდად რომ გადააქცევს ხელხი heart_eyes
ვიცი დამიანე მოუთმენლად დაელოდება იმ დღეს როდესაც იქ ზემოთ მის "რაღაცნაირი ფერის" თვალების მქონე გოგოს შეხვდება heart_eyes heart_eyes

და მაინც არ არის ეს ჩემეული დასასრული ეს შნეული დასასრულა.
შენეული თითქოს წარმოუდგენელი დასასრული, მაგრამ უბადლოდ დაწერილი... heart_eyes
განა ცხოვრებაშიც ასე არ არის HEPPI AND ხშირად არ ნიშნავს "ზღაპრულ" ფინალს...
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა მეშველება შენს გარეშე sob sob
სასწაული გოგო ხარ და მოოუთმენლად გელოდები ახალი ისტორიით heart_eyes


"ვიცი დამიანე მოუთმენლად დაელოდება იმ დღეს როდესაც იქ ზემოთ მის "რაღაცნაირი ფერის" თვალების მქონე გოგოს შეხვდება" - რა დაგიფიცო, რომ დაიჯერო ამ სიტყვების წაკითხვისას თვალებზე ცრემლი მომადგა.... უღრმესი მადლობა საყვარელო შენ, ყოველთვის გვერდში რომ მყავხარ, რომ არ მტოვებ და ფეხდაფეხ დამყვები.
გპირდები ვეცდები, უჩემობა დიდიხანი არ მოგიწიოს და მალე დავბრუნდე kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი სტუმარი უცნობი

პირველი ისტორიიდან გამომდინარე ამის წაკითხვას არც ვაპირებდიი რადგან ის ისტორია ისე გააბანალურეე მეორე ნაწილით ჯობდა პირველი ნაწილით დამთავრებული ყოფილიყო, ხოდა ამჯერადაც შენს ჩვევას არ უღალატე და უბრალოდ ისტორია გაანადგურეე ამ უაზრო ვითომდა არაბანალური დასასრულით, არადა ასეთი დასასრულით რაფაელმა თავისი გაიტანა რაც დაგეგმა ყველაფერი სისრულეში მოიყვანაა, რა აზრი ქონდა აწი დამიანეს სიცოცხლეს, რა ვიცი იქ ზემოთ რომ შეხვდებიან, ეს ვითომდა ჩვენი დაბოლება გამოვიდააა, ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ნამდვილად აღარ მექნება სურვილი წაგიკითხოო. წარმატებები შენ.

 


№8  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი უცნობი
პირველი ისტორიიდან გამომდინარე ამის წაკითხვას არც ვაპირებდიი რადგან ის ისტორია ისე გააბანალურეე მეორე ნაწილით ჯობდა პირველი ნაწილით დამთავრებული ყოფილიყო, ხოდა ამჯერადაც შენს ჩვევას არ უღალატე და უბრალოდ ისტორია გაანადგურეე ამ უაზრო ვითომდა არაბანალური დასასრულით, არადა ასეთი დასასრულით რაფაელმა თავისი გაიტანა რაც დაგეგმა ყველაფერი სისრულეში მოიყვანაა, რა აზრი ქონდა აწი დამიანეს სიცოცხლეს, რა ვიცი იქ ზემოთ რომ შეხვდებიან, ეს ვითომდა ჩვენი დაბოლება გამოვიდააა, ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ნამდვილად აღარ მექნება სურვილი წაგიკითხოო. წარმატებები შენ.

დიდი მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის.მაგრამ 'დაბოლებით' არავინ დამიბოლებია კაცო :დ
უკვე მიხვდებოდი, ასეთი ვარ. არასტანდარტებიდან ამოვარდნილი და არაპროგნოზირებადი.

 


№9  offline წევრი Hickie

კითხვა რომ დავასრულე, ძალიან ბევრი რომ ვიტირე ეგ უკვე არ გაგიკვირდება, რომ დავწყნარდი, სანამ კომენტარის დასაწერად ჩამოვწევდი გვერდს ვიფიქრე, ახლა ამხელა იმედგაცრუებისთვის ჩემს მთვარის გოგოს მაგარს დააყრიან მეთქი და არც შევცდი.
არაუშავს, ასეც იქნებოდა, მაგრამ მე აქ შენს გაკრიტიკებას არ ვაპირებ. პირიქით მინდა გითხრა რომ უძალიანმაგრესი ხარ! ძალიან კარგად აღწერე ყველაფერი და დაწერე, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო. თავიდან მეც ვფიქრობდი რომ ბედნიერი დასასრული ექნებოდა, მაგრამ ვცდებით ხალხი... ზუსტად ამაშია შენი ისტორიების ხიბლი. ზოგს მოეწონება ეს, ზოგს არა. ამის გამო გთხოვ გული არ აგიცრუვდეს და წერა არ შეწყვიტო.
მომწონს მე ასე რომ გვიხეთქვა გულს იმათ ვისაც გვიყვარხარ მუნლაით!
ძალიან შემეცოდა დამიანე, ელიზაბეტი და ყველა... მაგრამ თავს იმით ვიწყნარებ, რომ დამიანეს ნიკუშა მაინც დარჩა და ადრე თუ გვიან ცოტა გონზე მოიყვანს.
მოკლედ დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის, წარმატებები <3

 


№10  offline მოდერი Moonlight17

Hickie
კითხვა რომ დავასრულე, ძალიან ბევრი რომ ვიტირე ეგ უკვე არ გაგიკვირდება, რომ დავწყნარდი, სანამ კომენტარის დასაწერად ჩამოვწევდი გვერდს ვიფიქრე, ახლა ამხელა იმედგაცრუებისთვის ჩემს მთვარის გოგოს მაგარს დააყრიან მეთქი და არც შევცდი.
არაუშავს, ასეც იქნებოდა, მაგრამ მე აქ შენს გაკრიტიკებას არ ვაპირებ. პირიქით მინდა გითხრა რომ უძალიანმაგრესი ხარ! ძალიან კარგად აღწერე ყველაფერი და დაწერე, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო. თავიდან მეც ვფიქრობდი რომ ბედნიერი დასასრული ექნებოდა, მაგრამ ვცდებით ხალხი... ზუსტად ამაშია შენი ისტორიების ხიბლი. ზოგს მოეწონება ეს, ზოგს არა. ამის გამო გთხოვ გული არ აგიცრუვდეს და წერა არ შეწყვიტო.
მომწონს მე ასე რომ გვიხეთქვა გულს იმათ ვისაც გვიყვარხარ მუნლაით!
ძალიან შემეცოდა დამიანე, ელიზაბეტი და ყველა... მაგრამ თავს იმით ვიწყნარებ, რომ დამიანეს ნიკუშა მაინც დარჩა და ადრე თუ გვიან ცოტა გონზე მოიყვანს.
მოკლედ დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის, წარმატებები <3

ვაიი, პირველ რიგში უდიდესი მადლობა! მერე მეორე, რას ამბობ რა გული ამიცრუვდეს, ჩემთვის ყველანაირი შეფასება მისაღებია, დადებითი თუ უარყოფითი. საიტს თუ ოდესმე დავტოვებ, დამიჯერე ეს არ იქნება ამის მიზეზი... ყველას თავისი ინდივიდუალური აზრი აქვს და მართალი ხარ, ყველას არ მოეწონებოდა.
რაც შეეხება ისტორიას და დამიანეს, კი ნიკუშა ნამდვილად დარჩა და ეგ ისეთი ძმაკაცი ყავს, მარტო არასდროს დატოვებს.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის! heart_eyes

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

აი ძალიან ბანალური კომენტარები რატომ მხვდება ხალხისგან? ყელამდეა ისტორიები, რომელშიც "თაკო და ზაკო" ყველია პრობლემას გადაჭრიან და საბოლიოოდ, სამი შვილი ჰყავთ. ჰოდა იკითხეთ ის "თაკო და ზაკო". ადამიანს ზოგჯერ ტრაგედიისგან მოგვრილი კათარსისი სჭირდება. მე პირადად, გული ლამის გამისკდა იმგოგოს სიკვდილზე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნამდვილი ადამიანის სიკვდილივიტ განვიცადე და ზუსტად ესაა ისტორიის ხიბლი - გაიძულოს განიცადო ტკივილი. თორე ბოდიში და ჰეფი ენდების დედა თავადაც ვარ და ყელამდე ვარ "მოდი ცოლად გამომყევი"-ს პატივში. რაღაცა ახალი მჭირდებოდა. ისეთი, მეც რომ არ დამიწერია.
მადლობა მუნლაით რომ წამაკითხე <3
სისულელეებს არ აჰყვე.
ყველას არ აქვს იმის შნო, რომ ცუდ დასასრულში კარგი თხრობის მანერა დაიჭიროს.

 


№12 სტუმარი ფეფო

სპოილერი თუ გინდა, კომენტარები უნდა წაიკითხო...მოკლედ წაუკითხავად მივხვდი რა ხდება...:დ:დ:დ მიყვარს რაა ესე რატო ქენიი?! ისე რატო ქენიი?! აუუ არ წავიკითხავდიი...აუ იმან იქ რატო დაახველაა?! ამან რაო რა თქვაოო?! :დ :დ :დ მეტი რაო, მეტიიი?! მოკლედ ავტორი...მოდი პირადში ჭეშმარიტ ღმერთზე უნდა გელაპარაკო.

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენე

ოღონდაცა რაა... დიდი ტვინის დატანება სჭირდება იმის გააზრებას რომ ყველა ისტორიას ერთი, სტანდარტული დასასრული ვერ ექნება?!

 


№14  offline წევრი anisia

ყველაზე ცუდი დასასრულია რაც კი შეიძლებოდა წარმომედგინა :/

 


№15  offline მოდერი Moonlight17

ენ ჯეინი
აი ძალიან ბანალური კომენტარები რატომ მხვდება ხალხისგან? ყელამდეა ისტორიები, რომელშიც "თაკო და ზაკო" ყველია პრობლემას გადაჭრიან და საბოლიოოდ, სამი შვილი ჰყავთ. ჰოდა იკითხეთ ის "თაკო და ზაკო". ადამიანს ზოგჯერ ტრაგედიისგან მოგვრილი კათარსისი სჭირდება. მე პირადად, გული ლამის გამისკდა იმგოგოს სიკვდილზე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნამდვილი ადამიანის სიკვდილივიტ განვიცადე და ზუსტად ესაა ისტორიის ხიბლი - გაიძულოს განიცადო ტკივილი. თორე ბოდიში და ჰეფი ენდების დედა თავადაც ვარ და ყელამდე ვარ "მოდი ცოლად გამომყევი"-ს პატივში. რაღაცა ახალი მჭირდებოდა. ისეთი, მეც რომ არ დამიწერია.
მადლობა მუნლაით რომ წამაკითხე <3
სისულელეებს არ აჰყვე.
ყველას არ აქვს იმის შნო, რომ ცუდ დასასრულში კარგი თხრობის მანერა დაიჭიროს.

ენჯი, ჩემო ენჯი, ჩემო სიყვარულო! იცი, რომ სისულელეებს არ ვყვები და გამგები პიროვნება გახლავარ. ისიც კი პატივია, ამ "ჰეფი ენდების" დედას და ამ არაჩვეულებრივ მწერალ ქალს ჩემი ნაწერით რაღაც რომ გაგრძნობინე!
და ბარემ აქვე, ნუ გვალოდინებ ხალხს. მოგვენატრა შენი ფსიხი ქალები და გიჟური დასასრულები:)) heart_eyes

 


№16  offline მოდერი Moonlight17

ფეფო
სპოილერი თუ გინდა, კომენტარები უნდა წაიკითხო...მოკლედ წაუკითხავად მივხვდი რა ხდება...:დ:დ:დ მიყვარს რაა ესე რატო ქენიი?! ისე რატო ქენიი?! აუუ არ წავიკითხავდიი...აუ იმან იქ რატო დაახველაა?! ამან რაო რა თქვაოო?! :დ :დ :დ მეტი რაო, მეტიიი?! მოკლედ ავტორი...მოდი პირადში ჭეშმარიტ ღმერთზე უნდა გელაპარაკო.

მოვალ, იქნება მომეტევოს ცოდვები :დდ

სტუმარი ელენე
ოღონდაცა რაა... დიდი ტვინის დატანება სჭირდება იმის გააზრებას რომ ყველა ისტორიას ერთი, სტანდარტული დასასრული ვერ ექნება?!

anisia
ყველაზე ცუდი დასასრულია რაც კი შეიძლებოდა წარმომედგინა :/

მადლობა გოგოებო, რომ გამომყევით <3

 


№17 სტუმარი სტუმარი ქეთი

ზუსტად ის იყო რაც ამ ისტორიას საბოლოოდ შეკრავდა. შენს ისტორიებს შორის საუკეთესოა. ეპილოგი იმდენად კარგი იყო, ცრემლები დაუკითხავად ჩამომიგორდა, არადა სულ არ ვარ ასეთი ბანალური. დავასრულე ისტორია და ემოცია უფრო და უფრო მაწვება.
ძალიან მიკვირს იმათი, ვისაც ბედნიერი დასარული წარმოედგინა და ისტორიამ იმედები გაუცრუა.
უკვე ერთით გამრავლდა ჩემი უსაყვარლესი ახალბედა მწერალები❤

 


№18  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ქეთი
ზუსტად ის იყო რაც ამ ისტორიას საბოლოოდ შეკრავდა. შენს ისტორიებს შორის საუკეთესოა. ეპილოგი იმდენად კარგი იყო, ცრემლები დაუკითხავად ჩამომიგორდა, არადა სულ არ ვარ ასეთი ბანალური. დავასრულე ისტორია და ემოცია უფრო და უფრო მაწვება.
ძალიან მიკვირს იმათი, ვისაც ბედნიერი დასარული წარმოედგინა და ისტორიამ იმედები გაუცრუა.
უკვე ერთით გამრავლდა ჩემი უსაყვარლესი ახალბედა მწერალები❤

ვაი! უდიდესი მადლობა მართლა! მსგავსი სიტყვები ბევრს ნიშნავს ჩემთვის <3

 


№19 სტუმარი mimino11

"ცრემლებით და ტკვილებით გავიდა დრო, ჩემო ელიზაბეტ..." - ამის შემდეგ გაგრძელებაზე შეუჩერებლივ მომდიოდა ცრემლები. არ ვიცი სასწაული ხარ, როგორ ახერხებ ტკივილის ასე გადმოცემას? არაადამიანი უნდა იყო, ან საშინლად დიდი ტკივილი უნდა გქონდეს გამოვლილი, რომ ეს დაწერო. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ, როგორც ყოველთვის მუნლაითმა ბანალურობის სტერეოტიპები დაანგრია:)

 


№20  offline მოდერი Moonlight17

mimino11
"ცრემლებით და ტკვილებით გავიდა დრო, ჩემო ელიზაბეტ..." - ამის შემდეგ გაგრძელებაზე შეუჩერებლივ მომდიოდა ცრემლები. არ ვიცი სასწაული ხარ, როგორ ახერხებ ტკივილის ასე გადმოცემას? არაადამიანი უნდა იყო, ან საშინლად დიდი ტკივილი უნდა გქონდეს გამოვლილი, რომ ეს დაწერო. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ, როგორც ყოველთვის მუნლაითმა ბანალურობის სტერეოტიპები დაანგრია:)

პირველი არ ხარ, ვინც მაგ სტერეოტიპების დამანგრევლად მომიხსენიებს და სიმართლე რომ ვთქვა, რაღაც მხრივ მომწონს ჩემი ეს თვისება...რაც შეეხება შეფასებას, უდიდესი მადლობა! kissing_heart

 


№21  offline წევრი ნანა73

ქრისტე აღდგა! გილოცავ აღგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ძალიან კარგი ხარ! ისეთი, რომ სულში ძვრებიდა იქ რჩები, თავს ამხსოვრებინებ მკითხველს... შეუძლებელი იყო აქ ყველაფერი იდეალური ყოფილიყო... მაგრამ იყო იდეალურიც, დამთრგუნავიც და დასანანიც... საოცარი გოგო ხარ მუნ ლაით! ❤️❤️❤️

 


№22  offline წევრი Teona-teo

ქრისტე აღსგა. გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რაც შეხება ისტორიას, მართალია ბედნიერი დასასრული მერჩივნა მაგრამ ვერც ასეთი დასასრული გადაფარავს იმ ემოციებს რომელიც წაკითხვისას განვიცადე. ძალიან კარგად წერ. იცი პირველი თავიდანვე მქონდა განცდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და ეჭვი მქონდა ნატალიაზე. ბოლოსაც მქონდა განცდა და შიში რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ორივე შემთხვევაში გამიმართლდა მოლოდინი

 


№23  offline წევრი Kalina

როგორი ლამაზი იყო ეს ყველაფერი...
ფერები, გრძნობები, სითბო, სიცივე.
სადისტური(მაზოხისტური), მაგრამ ძალიან ლამაზი.
ამის დასრულებით გული მომიკალი, მუნლაით, მაგრამ საერთოდ არ განვიცდი.
შენ კალმის გიჟი ხარ და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ გინდა!
წარმატებები შენ.
❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№24  offline მოდერი Moonlight17

ჭეშმარიტად, ნანა!❤️ უღრმესი მადლობა❤️❤️
ნანა73
ქრისტე აღდგა! გილოცავ აღგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ძალიან კარგი ხარ! ისეთი, რომ სულში ძვრებიდა იქ რჩები, თავს ამხსოვრებინებ მკითხველს... შეუძლებელი იყო აქ ყველაფერი იდეალური ყოფილიყო... მაგრამ იყო იდეალურიც, დამთრგუნავიც და დასანანიც... საოცარი გოგო ხარ მუნ ლაით! ❤️❤️❤️


ჭეშმარიტად!❤️ ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ მოლოდინი გაგიმართლე❤️
Teona-teo
ქრისტე აღსგა. გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რაც შეხება ისტორიას, მართალია ბედნიერი დასასრული მერჩივნა მაგრამ ვერც ასეთი დასასრული გადაფარავს იმ ემოციებს რომელიც წაკითხვისას განვიცადე. ძალიან კარგად წერ. იცი პირველი თავიდანვე მქონდა განცდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და ეჭვი მქონდა ნატალიაზე. ბოლოსაც მქონდა განცდა და შიში რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ორივე შემთხვევაში გამიმართლდა მოლოდინი


შენი სიტყვებით ისტორიის დასაწყისიდანვე მამხნევებ და ამისთვის უღმესი მადლობა❤️ გიჟი კი ვარ, აბა რა ვარ.. შენ ჩემი კანკალი უნდა გეხანა :დ
Kalina
როგორი ლამაზი იყო ეს ყველაფერი...
ფერები, გრძნობები, სითბო, სიცივე.
სადისტური(მაზოხისტური), მაგრამ ძალიან ლამაზი.
ამის დასრულებით გული მომიკალი, მუნლაით, მაგრამ საერთოდ არ განვიცდი.
შენ კალმის გიჟი ხარ და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ გინდა!
წარმატებები შენ.
❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი iako

კი ძალიან დამგრუზე და ძალიან ბევრი მატირე, მაგრამ იმდენ ემოციას ვგრძნობ ახლა ერთი სიტყვის მეტს ვერაფერს გეტყვი: ბრავო! heart_eyes

 


№26  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი iako
კი ძალიან დამგრუზე და ძალიან ბევრი მატირე, მაგრამ იმდენ ემოციას ვგრძნობ ახლა ერთი სიტყვის მეტს ვერაფერს გეტყვი: ბრავო! heart_eyes

უღრმესი მადლობა <3 <3

 


№27 წევრი Mariammmo

გილოცავ აღდგომას !!!
მრავალს დაესწარი <3
ბოლო რამდენიმე თავი დროის უქონლობის გამო ვერ წავიკითხე და დღეს მომკლა ისეთები იყო....
აიიიი მომკლა....
უმაგრესი ხარ ^_^ ეგრე გააგრძელე!!

 


№28  offline მოდერი Moonlight17

ჭეშმარიტად საყვარელო❤️❤️
უღრმესი მადლობა❤️
Mariammmo
გილოცავ აღდგომას !!!
მრავალს დაესწარი <3
ბოლო რამდენიმე თავი დროის უქონლობის გამო ვერ წავიკითხე და დღეს მომკლა ისეთები იყო....
აიიიი მომკლა....
უმაგრესი ხარ ^_^ ეგრე გააგრძელე!!

 


№29  offline წევრი თ.მ

ძაააალიაან მაგარი იყოო❤️❤️ და არ ვეთანხები იმ აზრს რომ
იძახან ვაიმე ესე რატო დაასრულე და რამე რუმე. პირველრიგში ავტორი შენ ხარ და რასაც გინდა გააკეთებ თან ამის დაწერის დროს რას განიცდიდი არავინ იცის... თან კი მინდოდა კარგად დასრულებულიყო, მაგრამ სადღაც შუა ნაწილში ვფიქრობდი , რომ ჰეფი ენდი არ მინდოდა.. ყველა ისტორია მართლა ეგრე ხომ არ სრულდება.

 


№30  offline მოდერი Moonlight17

დიდიი მადლობა❤️❤️ მე კიდევ, თავიდანვე ვიცოდი ამ ისტორიას ჰეფი დასასრული რომ არ ექნებოდა, უბრალოდ ვვარაუდობდი იქნებ,რაიმე ადამიანურს გაეღვიძა ჩემში და გადამეფიქრა... მაგრამ იცი რა, მართალიხარ ამის დაწერისას რაც ნე გამოვიარე, არავის ვუსურვებ❤️ ერთგვარი მაზოხისტური სიამოვნებაr
თ.მ
ძაააალიაან მაგარი იყოო❤️❤️ და არ ვეთანხები იმ აზრს რომ
იძახან ვაიმე ესე რატო დაასრულე და რამე რუმე. პირველრიგში ავტორი შენ ხარ და რასაც გინდა გააკეთებ თან ამის დაწერის დროს რას განიცდიდი არავინ იცის... თან კი მინდოდა კარგად დასრულებულიყო, მაგრამ სადღაც შუა ნაწილში ვფიქრობდი , რომ ჰეფი ენდი არ მინდოდა.. ყველა ისტორია მართლა ეგრე ხომ არ სრულდება.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.