შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებით მოთამაშე [5]


22-06-2019, 06:46
ავტორი მე♥
ნანახია 933

ვნებებით მოთამაშე [5]

თავი მეხუთე
-აქ რა გინდა?_ძმის დანახვისას გაოცება ვერ დამალა ქალმა.

-მოვედი რომ ყავაზე დაგპატიჟო, არ შეიძლება?

-კი, მაგრამ ცოტახანი უნდა დამელოდო. პრაქტიკანტი მყავს უნივერსიტეტიდან. ნინოს ვთხოვ მიხედოს და მოვალ._ბედნირი ღიმილით მოშორდა ძმას და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. კიბეებთან მისული გაჩერდა, ალექსისკენ შეტრიალდა და კარგად დააკვირდა._მართხლა შენ ხარ?!_თავისთვის ჩაიჩურჩულა, ბიჭის ღიმილი რომ დაინახა გაიცინა და გზა განაგრძო.

ამდენი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ალექსმა საკუთარი ინიციატივით მიაკითხა სამსახურში, თანაც ყავაზე დასაპატიჟებლად. დის პროფესია არ მოსწონს, მეტიც ატანა არ აქვს. ინტრიგანი ხალხი ხართო აბრალებს. რა თქმა უნდა მარტო ეს არ არის მიზეზი, ტრავმის შემდეგ რამდენიმე დღე ძალიან ცუდად აშუქებდნენ მის ამბავს და ეს ყველაფერი ცუდად დაილექა მის მეხსიერებაში.

-მოვედი.

უკნიდან დის აჟიტირებული ხმა მოესმა. მისკენ შეტრიალდა და დის გვერდით მდგარ ფურცლებში თავჩარგულ გოგონას დაჟინებული მზერით დააკვირდა. მისი მწველი მზერისგან შეწუხებულმა სწრაფად ასწია თავი და ბიჭისკენ მიმართული ღიმილი სახეზე მიეყინა

-ეს ჩემი პრაქტიკანტია, მარგარეტი. ეს ჩემი ძმაა ალექსი. _ღიმილნარევი ხმით “გააცნო” ნინამ ერთმანეთი._ ნინო შესვენებაზეა გასული, მოვალ ორ წუთშიო.

-გამარჯობა._უხეშად ჩაილაპარაკ გოგონამ და მზერა აარიდა.

-ჩემმა დამ გაგაბრაზა თუ რატომ ასე ცივად?_სიცილით, პირდაპირ იკითხა ის რაც გოგონას ტონში იგრძნო და წარბი ინტერესით ასწია. ისეთი მოულოდნელი რეაქცია ჰქონდა, მისთვის ალექსის სიტყვები ელვასავით იყო. დაბნეულმა და-ძმას გადახედა და უარის ნიშნად თავი გააქნია.

-იცნობთ ერთმანეთს?_ნინამ გაკვირვებულმა გადახედა ძმას.

-არა, ერთხელ ვნახეთ ერთმანეთი, შემთხვევით._ხაზგასმით ჩაილაპარაკა ალექსმა.

ისე უპასუხა დის კითხვას რომ გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია. რომ არ იცოდეს ახლა აქ რატომ არის, ან ის, ან მარგარეტი აუცილებლად იფიქრებდა რომ ყველაფერი ნამდვილად შემთხვევითობაა და ეს გოგონა მის ცხოვრებაში ანგელოზის სახით გამოჩნდა. მაგრამ ზუსტად იცის რომ ნინასთან მისი ურთიერთობაც ამ თამაშის ნაწილია, თუმცა ალექსი იმაზე შორს ხედავს ყველაფერს ვიდრე ეს მარგარეტს და ტიტეს ჰგონია. რამდენიმე დღის წინ ვაკოსგან გაიგო რომ მარგარეტი ნინასთან პრაქტიკანტის სტატუსით დადის. ვაკოს იმ ტელეკომპანიიდან ჰქონდა პირდაპირი ჩართვა სადაც ნინა მუშაობს, ზუსტად მაშინ შეხვდა მარგარეტს შემთხვევით.
>>>
“-დარწმუნებული ხარ რომ ის იყო?”_გაღიზიანებულმა მეასედ ჰკითხა ძმაკაცს.

-“თუ გინდა კიდევ ერთხელ ჩავრთავ ვიდეოს და დავაკვირდები, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ის იყო. მოსაცდელში ვიჯექი და რამდენიმე წუთი ჩემ წინ იდგა.”

-“იქნებ მართლა პრაქტიკანტია?”_გულუბრყვილო ხმით იკითხა აკომ.

-“პრაქტიკანტი რომ არის მაგაში ეჭვი არავის ეპარება, ფაქტია რომ ამ განხრით სწავლობს, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ნინა?”

-“ახლა ყველანაირ დამთხვევას შურისძიებას ნუ მიაწერთ.”_თავისთვის ბურტყუნებდა აკო და მარილიან ჩხირებს ჭამდა.

-“გაჩუმდი და გააბოლე.”_ მამაკაცური ტონით ჩაილაპარაკა ლადომ და ჩხირი მიაწოდა.

-“აკო, მართალია ცივი გონებით უნდა ვიმოქმედო. უნდა დავაკვირდე.”_ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

>>>>
-ნინო, აქ ვართ._თანამშრომლის დანახვით გახარებულმა, ხელის აწევით დაუძახა._ ერთმანეთს უკვე იცნობთ, უბრალოდ თუ რაიმე დასჭირდება რომ მიხედო. ძალიან მალე დავბრუნდები. დიდი მადლობა. წავედით._ძმას მიუბრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა.

-ჩვენც წავიდეთ.

ღიმილით გადაულაპარაკა ნინომ გოგონას და ლიფტისკენ დაიძრა. ნინოსკენ მიტრიალება და გაყოლა სცადა მოულოდნელად მამაკაცის ხმამ რომ შეაჩერა. ალექსი ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და მის წინ გაჩერდა. მარგარეტმა დაბნეულმა გადახედა ოდნავ ჩამოშორებულ ნინას და ნინოს.

-ყავაზე მინდა რომ დაგპატიჟო. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ალექსმა და გოგონას გაკვირვებულ სახეს დააკვირდა.

-რატომ გინდა რომ ყავაზე დამპატიჟო?_დაბნეულმა და შეშინებულმა თვალების ცეცებით ჰკითხა.

-მომეწონე და მინდა რომ შენთან ერთად ერთი ფინჯანი გემრიელი ყავა დავლიო.

ფლირტის ტონი შეინიშნებოდა, რამაც მარგარეტი უფრო დააბნია. სახის გამომეტყველებაზე მარტივად მიხვდებოდით რომ ბიჭის სიტყვების უკან რაღცის ამოცნობას ცდილობდა. ალბათ იფიქრა რომ “თავი გაყიდა” და ალექსმა ყველაფერი იცის, მაგრამ თვალების გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ ამ აზრს გონებაში დიდხანს არ აჩერებდა.

-კარგი. როდის შევხვდეთ?_სწრაფად შეცვალა გამომეტყველება და ტონი.

-დღეს, საღამოს.

-და ერთმანეთს როგორ დავუკავშირდეთ?_წამებში გათამამებული მარგარეტი კიდევ უფრო საეჭვო გახდა.

ალექსმა პიჯაკიდან საფულე ამოიღო, იქიდან კი კომპანიისთვის განკუთვნილი სავიზიტო ბარათი. მარგარეტმა ბარათს დახედა და ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაიცინა.

-მუშაობა დაგიწ…._სწრაფად აიფარა ტუჩებზე ხელი და შეშინებული ღიმილით ახედა ალექსს, რომელსაც ღიმილის შეკავება ძალიან უჭირდა. იმაზე მარტივად გასაშიფრი და გამოსატეხი აღმოჩნდა ეს სულელი გოგო, ვიდრე წარმოიდგენდა, მაგრამ ახლა მასთან კარტების გაშლის დრო ნამდვილად არ არის, ჯერ ძალიან ბევრი რამ აქვს გასარკვევი.

-ვერ გავიგე?_შეეცადა გოგონასთვის ტყუილის მოფიქრების საშუალება მიეცა, მანაც არ დააყოვნა.

-თქვენი დისგან ვიცი რომ მისი ძმა არ მუშაობდა._ალექსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

-კარგი, შენ ზარს ველოდები.

***
-მარგარეტი მოგწონს?_ეშმაკური ღიმილით იკითხა ნინამ და ძმას დააკვირდა.

-შენი აზრით?_წარბები მაღლა ასწია და ყავა მოსვა.

-ჩემი აზრით არ მოგწონს, მაგრამ გიზიდავს.

-ცდები. მარგარეტისნაირი გოგონები არც მომწონს და არც მიზიდავს. ძალიან ხელოვნური და ყალბია. _გულწრფელად თქვა ის რასაც გოგონაზე ფიქრობდა.

-მარგარეტი?_გაოცებულმა დააწვრილა თვალები.ალექსმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. _ზოგადად არ არის ეგეთი, მაგრამ შენ რომ დაგინახა მართლა რაღაცნაირი გახდა. _ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა, თითქოს გოგონას ქმედების გახსენებას ცდილობსო.

-რანაირი?_ინტერესით იკითხა და ფინჯანი თეფშზე დადო.

-როგორც წესი ეგეთი მორიდებული და დარცხვენილი გოგო არ არის, შეიძლება უცხოებთან ურთიერთობის დროს არის, მაგრამ სამსახურში ძალიან სხვანაირია და შენ რომ დაგინახა ძალიან გაბავშვურდა. შეიძლება მე მომეჩვენა, ორი დღეა ნორმალურად არ მძინებია.

-იქნებ მეპრანჭება?_ეშმაკურად ჩაილაპარაკა და წარბები შეათამაშა.

-არ არის გამორიცხული. მაგრამ შენ რატომ გაქვს ეგეთი ცუდი წარმოდგენა ჩემ პრაქტიკანტზე, ერთხელ გყავს ნანახი.

-ჩემი მიზეზები მაქვს. შენთან სხვა საქმეზე მოვედი. _წელში გასწორდა და დას საქმიანი გამომეტყველება მიაპყრო.

-ასეთი ალექსი ჩემთვის ძალიან უცხო და სასიამოვნოა. _კმაყოფილმა გადახედა ძმას. _გისმენ.

-შენი დახმარება მჭირდება. ჩვენი პროექტი ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სტატია მჭირდება ჩვენ კომპანიაზე.

-რომელ ქვეყანაში?

-ნებისმიერში სადაც ხელი მიგიწვდება.

-რამდენიმე მეგობარი მყავს უცხოეთში, მაგრამ ეთერში ქართულ ბიზნესებზე ღიად საუბარი, არა მგონია მოისურვონ, თუმცა მყავს ერთი სანდო პროდიუსერი. დავურეკავ და ვკითხავ.

-სად?

-იტალიაში. ლოლა ქირია, მამას მეგობრის შვილი. ძალიან კარგი გოგოა და არა მგონია ცივი უარი მითხრას. მთავარია სიუჟეტი კარგად მოვამზადოთ.

-ლოლას მეც ვიცნობ და იმედია უარს არ გვეტყვის.

-არა მგონია, მამას ხათრით მაინც არ გვეტყვის უარს. _თბილი ღიმილით დაამშვიდა ძმა. _ძალიან მიხარია ასეთი მობილიზებული და მონდომებული რომ ხარ.

***

სამსახურში დაბრუნებულს შესასვლელთან ნაცნობი სილუეტი დახვდა. ქალი მიმღებში იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა ალექსი მისკენ, ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს ჰქონოდა მასზე დაკვირვების საშუალება. წელში გამოყვანილი, თეთრი მუხლამდე დავარდნილი მთლიანი კაბა, მის მუქი ფერის კანს კიდევ უფრო ლამაზს და ეშხიანს ხდიდა. ლეამ მამაკაცის დანახვისთანავე გათიშა ტელეფონი და თავი მსუბუქად დაუკრა.

-გამარჯობა. შენთან მოვედი. _კომპიუტერის ჩანთა მეორე ხელში გადაიტანა და ალექსის გამჭოლ მზერას დააკვირდა.

-რამე მოხდა?

-კი. მეორე კომპანიიდან შემოთავაზება მივიღე. _მშვიდი ტონით დაიწყო ქალმა, ალექსმა ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მზერით ანიშნა რომ უსმენდა. _ტიტე ამირეჯიბის კომპანიაა, მე მგონი იცით. ყოველშემთხვევაში მამათქვენს ეცოდინება. _ქალის ტონში სარკაზმი იგრძნობოდა.

ნაცნობი სახელის და გვარის გაგონებისას ყბები დაეჭიმა. როგორც სჩანს ტიტემ იცის რომ ალექსი ამ პროექტში ძალიან აქტიურად არის ჩართული, ისიც იცის რომ ამ სფეროში ახალია და გვერდით სანდო პარტნიორი სჭირდება, ზუსტად ამიტომ ცდილობს ლეას გადაბირებას. მძიმედ ამოისუნთქა, ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა და თვალები წამერად დახუჭა.

-რას აპირებ?

-რას უნდა ვაპირებდე?! მე უკვე გითხარი რომ ყველანაირად ვეცდები ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იყოს. უბრალოდ მინდოდა რომ ამ შემოთავაზების შესახებ გცოდნოდა, მომავალში რაიმე გაურკვევლობას რომ არ ჰქონდეს ადგილი. _ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და თვალი ჩაუკრა. ალექსმა დამშვიდებულმა ამოისუნთქა და ქვედა ტუჩს წაეთამაშა.

-შენ რატომ აგირჩია?

-იმიტომ, რომ შენ დაგაზარალოს. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ლიფტიდან გამოსულ გოგონას თვალი გააყოლა.

-შენ საიდან იცი?

-როდესაც გავიგე რომ შენთან უნდა მეთანამშრომლა, შენ შესახებ რამდენიმე სკანდალი მოვიძიე და მათ შორის არის ტიტეს კაზინოების ამბავი. თანაც წლებია ტიტემ ჩემი კომოპანიის შესახებ იცის და თანამშრომლობის სურვილი არასდროს გამოუთქვამს, როგორც კი შენ დაგიკავშირდი, აზრი შეიცვალა. მარტივი მისახვედრია რაში ვჭირდები, მე კიდევ არ მიყვარს როდესაც ვიღაც მარიონეტივით მექცევა!_დეტალურად მოახსენა და ბოლო წინადადებაზე სიამაყით ასწია თავი.

-გამოდის რომ ჩემით ზედმეტად დაინტერესებულხარ. _ღიმილი შეეპარა ხმაში.

-შენი რეპუტაციით. არასანდო და ცუდი რეპუტაციის მქონდე პარტნიორი პირველ რიგში ჩემი კომპანიის შავი ლაქაა.

-კარგია. გმადლობ რომ შემატყობინე._თავი დაუკრა და ლიფტისკენ წავიდა. _კიდევ რაიმე ხომ არ გინდოდა?

-არა, სულ ეს იყო. _ცივად ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

***

კაფეში მისულს მარგარეტი ადგილზე დახვდა, გოგონა გარედან შეათვალიერა. ფეხი ფეხზე გადადებული ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა და ცალი ხელით ყავას სვამდა, თანაც ისე რომ ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებდა. ალექსმა შეწუხებულმა გააქნია თავი, ღრმად ამოისუნთქა და კაფეში შევიდა. გოგონას მაგიდასთან ნელი ნაბიჯებით მივიდა, მის წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაჩერდა და დაელოდა როდის შენიშნავდა მარგარეტი. გოგონამ რამდენიმე წამის შემდეგ ჯერ ალექსის შავ ვანსებს დახედა, შემდეგ კი მზერა მის სახეზე გადაიტანა. აფორიაქებულმა სწრაფად ჩამოსწია მარჯვენა ფეხი დაბლა და იატაკზე მოათავსა, ტელეფონი და ყავის ფინჯანი კი მაგიდაზე დააბრუნა.

-სიციალური ქსელი ძალიან მწყვეტს რეალობას. _თავის მართლება დაიწყო და მის წინ მოკალათებულ ალექსს მზერა გაუსწორა. _არაფერს დალევ?

-შევუკვეთე და მომიტანენ. _ამჯერად ალექსმა გადაიდო ფეხი ფეხზე და გოგონას ნაცრისფერ თვალებს დააკვირდა.

-ბათუმის შემთხვევის შემდეგ, რამდენჯერმე თქვენზე ვიფიქრე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი ისევ თუ გნახავდით. _ღიმილით ჩაილაპარაკა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-მე კიდევ გულმა მიგრძნო რომ ჩვენი გზები იმ დღეს გადაიკვეთა.

მხოლოდ ალექსმა იცოდა რის ფასად უჯდებოდა ახლა ეს ფლირტი. თავადაც ძალიან ხალისობს მსაგვსი სიტუაციებით, ძალიან მოსწონს გოგონებთან ურთიერთობა, მაგრამ ამ გოგონასთან ყოფნის დროს აგრესიის მეტს ვერაფერს გრძნობს. ძალიან ბევრჯერ იფიქრა რომ ეს ყველაფერი ტიტეს მოგონილი თამაში იყო, რომელშიც მარგარეტი ძალდატანებით გარია და გოგონა ამ ყველაფრის ნაწილი მისი სურვილის არ არის, მაგრამ ეს ფაქტს მაინც არ ცვლის. როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იყოს, მან გადაწყვიტა რომ ტიტეს გამო, უცნობ ადამიანს ავნოს, ეს კი საკმარისი მიზეზია იმისათვის რომ გოგონას მიმართ აგრესიით განიმსჭუალოს.

-სასიამოვნო მოსასმენია. _ეშმაკური ღიმილით აათამაშა თვალები და კაფეში ახლადშემოსული ქალის, მამაკაცის და ბავშვის დანახვისას მზერა შეცვალა. ეს ყველაფერი არც ალექსს გამოჰპარვია და დაინტერესებულმა მაიტრიალა თავი უკან.

ნაცნობი თეთრი კაბის დანახვისას სახეზე ღიმილი გადაეფინა, მაგრამ ქალის გვერდით მდგარმა მამაკაცმა გონება დაუბინდა და იგრძნო როგორ მოაწვა სისხლის ძლიერი ნაკადი საფეთქლებს.

წყვილი ლეამაც მალევე შენიშნა, თუმცა მისი დაკვირვების ობიექტი ალექსი კი არა მის გვერდით მჯდარი მარგარეტი აღმოჩნდა. მხარი მსუბუქად გაჰკრა მის გვერდით მდგარ მამაკაცს და მზერით გოგონაზე მიანიშნა.

-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?_ლეას და მამაკაცის ქმედების დაფიქსირებისას, სწრაფად მიტრიალდა მარგარეტისკენ.

-კი, ეს ქალი ჩემი ყოფილი შეყვარებულის ცოლია, ეს კაცი კი ჩემი ყოფილი შეყვარებულია. _გაღიზიანებულმა, ტუჩების კანკალით ჩაილაპარაკა და ლეას კიდევ ერთხელ, ზიზღნარევი მზერა მიაპყრო.

-ლაშა, მოდი სხვაგან წავიდეთ. _ქალის უხერხული ტონი ალექსის ყურთასმენას მარტივად მისწვდა.

-რატომ უნდა წავიდეთ სხვაგან, როდესაც შენი საყვარელი კაფე ეს არის?_მამაკაცს ხმა აგრესიული და ცივი ჰქონდა.

-უბრალოდ წავიდეთ. _სწრაფად მოკიდა მაჯაში ხელი, შემდეგ ბავშვისკენ დაიხარა, ხელში აიტაცა და გასასვლელისკენ წავიდა.

________
საიტზე შექმნილი ხარვეზების გამო მეხუთე თავი წაიშალა, ამიტომაც თავიდან ვტვირთავ. <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent