შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებით მოთამაშე [6]


22-06-2019, 06:48
ავტორი მე♥
ნანახია 1 051

ვნებებით მოთამაშე [6]

კართან მისულმა ლეამ კიდევ ერთხელ გახედა მრგვალ მაგიდასთან მსხდარ წყვილს, შემდეგ კარი გააღო და კაფე ქმართან და შვილთან ერთად დატოვა. ალექსმა დაეჭვებულმა გააყოლა მზერა წყვილს, როდესაც თვალს მიეფარნენ მარგარეტისკენ მიტრიალდა და ინტერესით დააკვირდა.

-ამხელა ზიზღი საიდან?_ხმადაბლა იკითხა და გოგონას დაჭიმულ ძარღვებს შეავლო მზერა._მათი დანახვისას აკანკალდი.

თვალებმოჭუტული ცდილობდა მარგარეტის წყობიდან გამოყვანას. ახლა ამ გოგონას გაშიფვრით იმდენად იყო დაკავებული რომ გონების რომელიღაც ნაწილში აგიზგიზებული ეჭვიანობა არც კი გახსენებია, არადა ლეას გვერდით მდგარი მამაკაცის დანახვისას ეგონა რომ საკუთარი თავის კონტროლს დაკარგავდა, თუმცა ასე არ მოხდა, პირიქით ამ ამბის სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა.

-ძალიან გრძელი ისტორიაა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა მარგარეტმა და ყავა მოსვა.

-მერე, ჩვენ ხომ აქ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ?! თუ სურვილი გაქვს რა თქმა უნდა.

მარგარეტმა დაკვირვებულმა შეათვალიერა ალექსი, რამდენჯერმე ტუჩები ერთმანეთს დააშორა, მაგრამ საუბრის დაწყება გაუჭირდა. ალბათ ფიქრობდა რომ პირველი შეხვედრისთვის ალექსის ნდობა ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა რომ საშინლად უნდოდა საუბარი და ემოციების ვიღაცისთვის გაზიარება.

-ლეა წლების წინ გავიცანი შემთხვევით, მისი კომპანიისთვის… უფრო სწორად დედამისის კომპანიისთვის ჩემი მეგობარი სიუჟეტს ამზადებდა, მეც გავყევი. ლეა მაშინ დამწყები ბიზნესმენი იყო და დედამისს შეხვედრებზე ხშირად დაყვებოდა.

-რამდენი წლის იყო?

-ლეას ზუსტი ასაკი ახლაც არ ვიცი. _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და შუბლი შეჭმუხნა.

-კარგი, მაშინ ასე გკითხავ. რამდენი წლის წინ შეხვდი პირველად?

-5 წლის წინ._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ალექსს დაელოდა, მაგრამ მამაკაცმა თვალებით ანიშნა რომ საუბარი გაეგრძელებინა._მაშინ მე და ლაშას ერთმანეთის მიმართ გრძნობები გვქონდა, თანაც მე ძალიან პატარა ვიყავი, 17 წლის. შეხვედრა რომ დამთავრდა ლაშამ გამომიარა, მაშინ გაიცნო ლეა. იმ დღის შემდეგ ვამჩნევდი რომ ჩემ მიმართ ინტერესი უქრებოდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი გამომიცხადა რომ აღარ ვუყვარდი და დამშორდა. 1 კვირაში კი მისი და ლეას რომანის შესახებ გავიგე…_ხამდაბლა ჩაიცინა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-და ფიქრობ რომ ლაშა ლეამ წაგართვა?

-სხვა რაიმე უნდა ვიფიქრო?_ცინიზმით იკითხა და ალექსს გაღიზიანებულმა გადახედა. _იმდენად უეცრად მოხდა ყველაფერი დარწმუნებული ვარ რომ ლეას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ჩემი და ლაშას ურთიერთობის დანგრევა.

-თუ ლაშა დაგშორდა და ლეასთან რომანი მერე დაიწყო, ლეა რა შუაშია?_ვერ ხვდებოდა ლეას დანაშაული რაში მდგომარეობდა. ის რომ ლაშას მოეწონა, თუ ის რომ თავისუფალ მამაკაცთან რომანი გააბა.

-და რა ვიცით რომ ურთიერთობა დაშორების შემდეგ დაიწყეს და არა მანამდე?! ხომ გითხარი, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, 7 დღეში ლეა ლაშას შეყვარებულის სტატუსით გამომეცხადა.

-მთელი ხუთი წელია მაგ ეჭვით ცხოვრობ?_ტუჩის კუთხეში ჩაიცინა ალექსმა. _და რატომ არ ადგები და არ კითხავ?

-იმიტომ, რომ ჩემი თავმოყვარეობა მაქვს რომელსაც როგორც არ უნდა მიჭირდეს არ გადავაბიჯებ.

გოგონას სიტყვების მოსმენისას სურვილი გაუჩნდა სწრაფად ამდგარიყო ფეხზე და იქაურობა უკანმოუხედავად დაეტოვებინა.

-მე კიდევ მგონია რომ ორივესთან ურთიერთობა რომ ჰქონოდა ჩანაფიქრში ასე მალე არ დაგშორდებოდა. ასეც რომ არ იყოს გაურკვეველი მიზეზებით ადამიანის შეძულება და მისი მისამართით ცუდი საქმეების კეთება არასწორი საქციელია._ინტრიგნული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა და დაკვირვებული დაელოდა მარგარეტის რეაქციას, რომელმაც რა თქმა უნდა არ დააყოვნა და გაყინული სახით გადახედა ალექსს.

-ლეასთვის ცუდი არასდროს არაფერი გამიკეთებია. _სწრაფად იმართლა თავი. _უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ თვეების ურთიერთობის შემდეგ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ეჭვი ზუსტად მაგიტომ მაქვს. არა მგონია 3 თვეში ლეას ლაშასთან საერთო ენის გამონახვა, ურთიერთობის დაწყება და დაორსულებაც მოესწრო, თანაც იმ დონეზე შეყვარებოდა რომ ცოლად გაჰყოლოდა.

გოგონას ტონით მიხვდა რომ მარგარეტი უბრალოდ ემოციების ქვეშ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ხმამაღლა არ იტყოდა. დაეჭვებულმა თავი ოდნავ წინ მისწია გოგონას სიტყვები უფრო კარგად რომ მოესმინა.

-1 წელში მოხდა ყველაფერი?

-მე მგონი უფრო ნაკლებ დროში. ბავშვი ზუსტად 4 წლისაა. დაახლოებით წელიწად ნახევარი ლეა და ლაშა აღარსად გამოჩენილან, უფრო მეტიც კომპანიიდანაც წავიდა ლეა. _თმები ცალ მხარეს გადაიწია და ჩაფიქრებულ ალექსს დააკვირდა. _გაგაბრუე ალბათ ჩემი ამბებით, მაგრამ ახლა რომ ეს ყველაფერი ვიღაცისთვის არ მეთქვა გავსკდებოდი._სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა მარგარეტმა.

ალექსმა ჯიბიდან აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო და ეკრანზე გამოსახულ ნომერს დახედა.

-უნდა წავიდე. _მოულოდნელად ჩაილაპარაკა და ტელეფონის ეკრანი ჩააქრო. _შენი ნომერი ვიცი, დაგიკავშირდები. _სწრაფად წამოდგა ფეხზე, ბართან ანგარიში გაასწორა და გასასვლელისკენ წავიდა.მარგარეტმა გაოგნებულმა გააყოლა მამაკაცს თვალი. გარეთ გასულმა ტელეფონი გახსნა და ნაცნობ ნომერზე გადარეკა.

-რა მოხდა?_უხეშად იკითხა და პასუხს დაელოდა.

-არ ვიცი ახლა რატომ ვრეკავ და საერთოდ რატომ არის ეს ჩემთვის ასეთი მნიშნვლოვანი, მაგრამ მათი ურთიერთობის დასრულება ჩემი ბრალი არ ყოფილა. _ქალის აღელვებული ხმა გაისმა. ალექსს ტუჩის კუთხეში ჩაეცინა, კაფეში მჯდარ მარგარეტს გადახედა და მანქანისკენ წავიდა.

-იქნებ იმიტომ რომ არ გინდა პარტნიორთან ცუდი რეპუტაცია გქონდეს?_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და მანქანის კარი გამოაღო.

-ალექს, არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ…

-ნუ ნერვიულობ, თქვენზე არ გვისაუბრია. დაოჯახებულ ქალებზე არ ვსაუბრობ! _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ქალის ხმამაღალ სუნთქვას დაუგდო ყური.
-რამდენიმე დეტალი მაქვს შენთან ერთად გასავლელი. დღეს თუ გეცლება კომპანიაში მოვალ. _სწრაფად შეცვალა თემა და ხმა კვლავ გაიმკაცრა.

-ხვალამდე ვერ შევძლებ კომპანიაში მისვლას. _ხმაში სიცივე შეეპარა.

-კარგი, სხვა დროს იყოს. _ სწრაფად ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. ალექსმა წარბაწეულმა დახედა ტელეფონის ეკრანს, კაფეში მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ წარმოიდგინა და მანქანა დაქოქა.

>>>

კაფეში შესვლისთანავე იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეულის თითოეული ნაწილი, ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი სიბრაზის გამო იყო თუ თავს ისევ დამნაშავედ გრძნობდა. ვერც იმას ხვდებოდა რატომ იტანჯავდა ამდენი წლის განმავლობაში თავს იმაზე ფიქრით რაც რეალურად არ ყოფილა. რატომ ადანაშულებდა საკუთარ თავს და რატომ მოითხოვდა ლაშას მხრიდან ყოველთვის ლმობიერებას მარგარეტის მიმართ. ქორწილის დღეს მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მაინც ფიქრობს რომ მარგარეტი უბრალოდ პატარა გოგო იყო, რომელმაც ლაშს “ღალატი” ვერ აიტანა და მასზე ამ ხერხით გადაწყვიტა შურისძიება. მის ასაკში შესაძლოა ლეა უფრო არაადეკვატურად მოქცეულიყო, ამას ვერასდროს გაიგებს. უბრალოდ ყოველთვის ცდილობდა რომ მის მდგომარეობაში შესულოყო, მიუხედავად იმისა რომ ქროწილის დღის შემდეგ მარგარეტი სულ სამჯერ ჰყავს ნანახი და ახლა 1 წლის შემდეგ, მოულოდნელად ალექსთან ერთად ნახა.

აფორიქებულმა მაინც შეძლო იმის გააზრება რომ გოგონას გვერდით მამაკაცის დანახვა არ ესიამოვნა, მარჯვენა მუშტი აღელვებულმა მაგრად შეკრა და მისკენ მოტრიალებულ ცინიკურად მომღიმარ მამაკაცს დააკვირდა. მოულოდნელად ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, მაგრამ ეს ღიმილი სულაც არ ყოფილა კმაყოფილებისგან გამოწვეული, უბრალოდ მიხვდა რომ მარგარეტის და ალექსის შეხვედრა საქმიანი შეხვედრა არ იყო და ეს ბევრად უფრო მეტს ნიშნავდა. სასწრაფო წესით სთხოვა ლაშას კაფის დატოვება, ხვდებოდა რომ წყვილის ყურება აღიზიანებდა, იმასაც ხვდებოდა რომ მარგარეტისთვისაც არაკომფორტული იყო ეს სიტუაცია. ლაშას კატეგორიული უარის მიუხედავად მაინც შეძლო მისი კაფიდან გაყვანა.

-რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო რომ მარგარეტის ნახვისას ყოველთვის ასე არ მოიქცე?_ლაშამ გაღიზიანებულმა აიტაცა ბავშვი ხელში, უკანა სავარძელზე დამაგრებულ სავარძელში ჩააჯინა და ღვედი შეუკრა.

-ლაშა, ხომ იცი რომ არსებობს რაღაცები რასაც ვერ შეცვლი. მაშინ უნდა ადგე და ყველაფერი მოუყვე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა.

-არავისთვის არაფრის ახსნას და მოყოლას არ ვაპირებ და შენგანაც იგივე მოვითხოვ. მორჩი საკუთარი თავის დადანაშულებას და იმ ადგილიდან გაქცევას სადაც მარგარეტია!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა ქალს და შუბლი შეჭმუხნა. ლეამ სიცილით გააქნია თავი და თითები ნიკაპზე მსუბუქად მოუჭირა.

-კარგი._ღიმილით დაუქნია თავი და ბავშვს გადახედა. _დღეს რა გეგმები გაქვს?

-დღეს გიოს მე წავიყვან. _თვალი ჩაუკრა და ბავშვს სარკიდან გახედა. _ხო გიო?_ბიჭმა სიხარულით დაუქნია თავი და ლეას მორიდებულმა გადახედა.

-ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, სხვა დროს ვითამაშოთ. _მიხვდა რომ ბავშვი დედასთან დადებული პირობის დარღვევაზე ნერვიულობდა და მშვიდი ხმით დაამშვიდა.

-შენ რა გეგმები გაქვს?_ინტერესით კითხა ქალს და ჩანთიდან ამოღებულ ტუჩსაცხს დააკვირდა. _პაემანზე მიდიხარ?_ხმაში ღიმილი შეეპარა. ლეამ ტუჩთან მიტანილი ტუჩსაცხი უკან გასწია და მამაკაცს გადახედა.

-არა. _მტკიცედ უპასუხა და ტუჩსაცხი გახსნილ ჩანთაში ისე ჩააბრუნა რომ არც კი გამოიყენა. ლაშამ უნდობლად გადახედა ქალს, შემდეგ კი თავი გააქნია და გზას გახედა.

***
სახლში დაბრუნებულმა ფეხსაცმელები შემოსასვლელში დააწყო, ჩანთა საკიდზე ჩამოკიდა და მისაღებისკენ წავიდა. ტელევიზორის თაროზე მოთავსებულ საოჯახო ფოტოს ღიმილით შეავლო თვალი და დივანზე ჩამოჯდა.

-ალბათ მთელი ცხოვრება ვერ შევძლებ ამ ტყუილთან შეგუებას. _მოულოდნელად ჩაილაპარაკა, აწყლიანებული თვალებით სურათს გადახედა და აკანკალებულ ტუჩებზე თითები აიფარა. _ხომ შეგეძლო რომ უბრალოდ ყველაფერი სხვანაირად გეთხოვა?! ხომ შეგეძლო რომ ამდენი ადამიანი არ გაგერია? _გაღიზიანებულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი უხეშად მოიშორა. _რატომ არ შეგეწინააღმდეგე და რატომ არ გითხარი, რომ ამ ტყუილთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი?

ეს ყველაფერი ტრადიციად აქცია, როდესაც გიორგი სახლში არ არის სურათზე გამოსახულ მომღიმარ გოგონას ყოველთვის ხმამაღლა საყვედურობს და ტუქსავს.

მეხუთე წელია იმ ისტორიასთან შეგუებას ცდილობს, რომელიც საკუთარმა დამ სიკვიდლის ბოლო წუთებში დაუწერა. თვითონაც ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ამ ყველაფერზე დასთანხმდებოდა, მაგრამ იმ მომენტში ლანას კარგად ყოფნის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. როგორი რთული გადასაწყვეტიც არ უნდა ყოფილიყო უარის თქმას ვერ გაბედავდა, საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა.


-გახსოვს ალექსზე რომ მოგიყევი? მომწონს-თქო. _აწყლიანებული თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. _კაცს რომელიც მომწონს დაოჯახებული ვგონივარ, ჰგონია რომ ქმარი მყავს, რომლისგანაც 4 წლის ბიჭი მყავს და მე უბრალოდ არ შემიძლია ვუთხრა რომ კაცი რომელიც დღეს კაფეში მახლდა შენი შეყვარებული და შენი შვილის მამაა.

_______
ვიცი რომ ცოტა დიდხანს გალოდინეთ და ეს თავიც საკმაოდ პატარაა, მაგრამ მეტის დაწერა ფიზიკურად ვერ შევძელი და სულ არაფერს მე მგონი სჯობს. <3 იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მარუსიკა

უფფფფ, მიხარია შენი დაბრუნება, ❤️

 


№2  offline წევრი მაია❤

ოჰ რა კარგი ჩახლართულობა და ინტრიგაააა,ძალიან მომეწონა ❤❤

 


№3  offline მოდერი Someone wandering

ძაალიააან მომწოოოონს.
ირონიიუულიი ალექსი მევასებაააა.უუუჰ
მარგარეტიი რაღაცნაირად მომწონს,აი არ ვიცი რაა.
არ მინდა რომ ალექსს სძულდეს....
და-ძმურ მომენტებზე ვგიჟდეებიი,მეტი დაკო და ალეექსიი ფლიიიზ smile
ლეააა...ტყუპისცალლი ჰყავს გარდაცვლილი? არ ვიციიი,ვერ ვხვდებიილ...........ველლი ახალ თაავს....ალექსი მმოსწონს 5 წელია გოგოოს.. ო მაი გაად

 


№4  offline მოდერი მე♥

მარუსიკა
უფფფფ, მიხარია შენი დაბრუნება, ❤️

უღრმესი მადლობა <3
მაია❤
ოჰ რა კარგი ჩახლართულობა და ინტრიგაააა,ძალიან მომეწონა ❤❤

მიხარია. დიდი მადლობა <3
Someone wandering
ძაალიააან მომწოოოონს.
ირონიიუულიი ალექსი მევასებაააა.უუუჰ
მარგარეტიი რაღაცნაირად მომწონს,აი არ ვიცი რაა.
არ მინდა რომ ალექსს სძულდეს....
და-ძმურ მომენტებზე ვგიჟდეებიი,მეტი დაკო და ალეექსიი ფლიიიზ smile
ლეააა...ტყუპისცალლი ჰყავს გარდაცვლილი? არ ვიციიი,ვერ ვხვდებიილ...........ველლი ახალ თაავს....ალექსი მმოსწონს 5 წელია გოგოოს.. ო მაი გაად

ოოოჰ, ძალიან! ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ. <3
--------------------
ა.ა

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

როდისდადებ შემდეგ თავს??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent