შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი სიტყვა [ნაწილი I]


24-06-2019, 03:27
ავტორი ლათინო
ნანახია 628

ერთი სიტყვა [ნაწილი I]

ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო,როცა უბრალოდ ამ ქვეყანას მოვევლინე. 27 მაისი,დღე როდესაც გადავწყვიტე,რომ დედაჩემის მუცელში ვეღარ ვჩერდებოდი და დრო იყო,რომ დედამიწა გამეცნო. რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება არ ვიცი,მაგრამ რაც მთავარია მე ახლა აქ ვარ,ვცდილობ ფეხი ავუწყო ცხოვრებას,რომლითაც არც ბოლომდე ვარ კმაყოფილი, მაგრამ არც სრულიად უკმაყოფილო. მახსოვს პირველი დღე საბავშვო ბაღში,როგორც კი მამაჩემის ფეხით შევაბიჯე შენობაში....არა,რაღაც არასწორად ვთქვი. როგორც კი მამაჩემმა ყელში ამიყვანა და ატირებული შემათრია საბავშვო ბაღის შენობაში,მას შემდეგ ვცდილობ დავეწიო ჩემს ბედს,იღბალს და ყველაფერს კარგს რაც შეიძლება ამ ცხოვრებაში მოხდეს,მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი ისეთი კისრისტეხვით გარბის,რომ ალბათ ვერასდროს დავეწევი. ბაღში გავიცანი ემა,გოგონა რომელსაც ნახევრად ამერიკელი ბებიის საპატივსაცემოდ მისი სახელი დაარქვეს,უნდა აღვნიშნო საოცრად უხდება მის ჟღალ კულულებს და ნაცრისფერ თვალებს ეს სახელი. გაცნობის დღე არც თუ ისე ბედნიერი აღმოჩნდა ჩვენი დუეტისთვის. პირველივე დღეს თმით ვითრიეთ ერთმანეთი,იმიტომ,რომ მან ჩემი ორცხობილა შეჭამა. ამის შემდეგ გამოსაშვებ წლამდე გაუთავებელი ომი გვქონდა,რომლითაც ყველა დაღლილი იყო. თუმცა უნდა ვთქვა,რომ ამ ჩხუბში ერთმანეთი იმდენად შემოგვიყვარდა რომ ახლა,როცა უკვე ოცდასამი წლის ვარ ის კვლავ ჩემს გვერდითაა. სკოლაშიც მამაჩემმა შემათრია,რა თქმა უნდა კვლავ ატირებული. ატირებული-ეს მსუბუქად ნათქვამია,თორემ ჩემს აწითლებულ და უამრავ ნაწილად დაკეცილ სახეზე რომ შეგეხედათ ვერც კი წარმოიდგენდით რომ ის ბავშვი ახლა ასეთი ლამაზი გოგო ვარ. ჰო,შეიძლება ცოტა ნარცისი ვარ,მაგრამ ვთვლი, რომ საკმარისი სილამაზე მომცა ღმერთმა. გავაგრძელოთ სკოლის პირველ დღეზე საუბარი. პირველსავე დღეს მომიწია დირექტორთან შეხვედრა და მივხვდი,რომ კიდევ უამრავჯერ მოგვიწევდა პირადად ჩვენ ორს საუბარი... და ასეც იყო. მთელი თორმეტი წლის მანძილზე თვე არ გავიდოდა,რომ მის კაბინეტში არ ამომეყო თავი. პირველ ეტაპებზე ბავშვების ცემის გამო ვისჯებოდი. ხშირ შემთხვევაში ჩემს მსხვერპლს ბიჭები წარმოადგენდნენ,რადგან მოგეხსენებათ,ძალიან ონავარი ვიღაცები არიან. მოკლედ,ყოველ დღე პრობლემები არ ილეოდა. მერე,როცა უკვე შედარებით გავიზარდეთ,დაახლოებით მეცხრე ან მეათე კლასში ემა ყურებამდე შეყვარებული გახდა იმ ბიჭზე,რომელიც იმ წელს სკოლას ამთავრებდა. თუმცა მისი ისტორია არც ისეთი ტრაგიკული იყო როგორიც სხვა თინეიჯერების. ვგულისხმობ იმას,რომ ის ცალმხრივი სიყვარულით არ იტანჯებოდა და გრძნობა ორმხრივი იყო,მაგრამ არც მათ ურთიერთობას აკლდა დრამა. სკოლა დაამთავრა და ამოირეცხა ჩვენი ცხოვრებიდან,თუმცა ემას გულში მაინც უზარმაზარ ლაქად რჩებოდა იმ დღემდე როცა ის კვლავ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ჰო,მიყვარს ყველგან თავის წარმოჩენა,თორემ ჩემს გამო არავინ დაბრუნებულა. ბატონი დაჩი კვლავ გამოჩნდა ემას ცხოვრებაში,მაგრამ არც კი იფიქროთ რომ რაიმე ურთიერთობის მსგავსი მაინც წამოიწყეს. უბრალოდ ფიქრობდნენ ერთმანეთზე,მაგრამ არც უფიქრიათ,რომ რომელიმეს პირველი ნაბიჯი გადაედგა. ჩვენი უბნის ზემოთ,მეორე უბანშიც იყო სკოლა,სადაც სწავლობდნენ ადამიანები,რომლებიც ან ძალიან მეგობრობდნენ ჩვენს სკოლელებთან,ან უბრალოდ ეზიზღებოდათ ისინი. არანაირი დამამტკიცებელი არგუმენტი არ ჰქონდა მათ ზიზღს,უბრალოდ ასე იყო საჭირო და მორჩა. სწორედ იმ სკოლაში სწავლობდა ლიკა,გოგო რომელმაც მიზეზგარეშე შეგვიზიზღა მეც და ემაც. რაღა თქმა უნდა არც ჩვენ გვეხატებოდა გულზე და რა თქმა უნდა უმიზეზოდ,უფრო სწორად ჩვენ მისგან განსხვავებით გვქონდა მიზეზი,რადგან ყოველთვის ის გვიწვევდა და სწორედ მისგან მოდიოდა უზარმაზარი ზიზღი. მე და ემა არასდროს ვყოფილვართ ჩვეულებრივები. არასდროს ვყოფილვართ ტიპური დაქალები. ყოველთვის განგვასხვავებდნენ სხვებისგან,ყველა,ვინც კი გაგვიცნობდა და ჩვენს განსხვავებულობას შენიშნავდა. არასდროს ვყოფილვართ რომელიმე "ბოიბენდის" გაგიჟებული ფანები,არასდროს ყოფილა ჩვენი ძირითადი კითხვა "რა ჩავიცვა?",არასდროს ვყოფილვართ დეპრესიაში ბიჭების გამო,არც ერთხელ გვიტირია ფილმებზე და რა თქმა უნდა ხშირად გვინატრია ბიჭობა. მეათე კლასიდან ჩვენი კლასის ბიჭებს ყოველთვის დავყვებოდით ე.წ "გარჩევებზე". რა თქმა უნდა ჩუმად მივყვებოდით და როგორც კი მივხვდებოდით,რომ ჩვენი ჩარევა საჭირო იყო ადგილზე ვჩნდებოდით. რა თქმა უნდა ბიჭების უკმაყოფილებას ხშირად ვიწვევდით,მაგრამ ყველაფერი მიჩვევაზეა. იმათმაც გაითავისეს, რომ ჩვენ ყოველთვის იქ ვართ,სადაც ვჭირდებით. მერე სკოლაც დავამთავრეთ,ჩემს საუკეთესო მეგობარ დირექტორსაც დავემშვიდობე და ცხოვრების ახალ გზას გავუდექი.
არც ეს გზა დამხვდა ია-ვარდით მოფენილი. პირიქით,იმხელა ტალახი დამხვდა ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მასზე სიარულს შევძლებდი. სხვა რა გზა მქონდა,იქ ხომ არ დავრჩებოდი?! მეც ფეხზე მოვირგე რაც შეიძლობდა მაღალყელიანი "ბოტები" და გავუდექი ცხოვრების ატალახებულ გზას. რა თქმა უნდა იყო ნაწილი,როცა ტალახი არსად ჩანდა და მწვანე მინდორზე დავნარნარებდი როგორც ძროხა,მაგრამ საკმარისი იყო ამომესუნთქა,რომ კვლავ ტალახის უზარმაზარი მორევი დამხვედროდა წინ. ყოველი მათგანი გადავცურე,რა თქმა უნდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დახმარებით. მერვე კლასში ვიყავი მამა რომ დავკარგე. ეს შემთხვევა ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სრულებით შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. უფრო ჩაკეტილი გავხდი,მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ველაპარაკებოდი. არასდროს ვყოფილვარ მამიკოს პრინცესა,მაგრამ მისი წასვლა მაინც მძიმე იყო ჩემთვის. დედაზე კი უბრალოდ არ ვლაპარაკობ. მაშ,ვინ არიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები? ემა და მისი უფროსი ძმა ლუკა.

*****
-ქალბატონო ქეთევან,მშობელი მირეკავს და შეიძლება გავიდე?
-გადი ლალო,რა თქმა უნდა.
-ეს უკვე უსამართლობაა!
გააპროტესტა სანდრომ.
-რა არის უსამართლობა,სანდრო?
-ჩვენ რომ გვეთხოვა არ გავიშვებდით,მას კი უსიტყვოდ უშვებთ.
-მას ვენდობი,თქვენც გენდობოდით მაგრამ ბოროტად სარგებლობდით და ახლა რატომ გიკვირთ? გადი ლალო,ნუ უსმენ ამას.
უსიტყვოდ გავედი კლასიდან და აკანკალებული ხელით ძლივს ვუპასუხე დედაჩემს,რაღაც საშინელს მოველოდი,რადგან საგანგებო სიტუაციების გარდა სხვა დროს გაკვეთილის პერიოდში არ დამირეკავდა.
-ხო,დე.
-არ ვარ ლალო დედაშენი.
-რა ხდება შორენა დეიდა?
-შეგიძლია ამ გაკვეთილის მერე წამოხვიდე სახლში? დედაშენს ახლა ძალიან სჭირდები!
-რა ხდება, რა სჭირს დედაჩემს?
-დედაშენი კარგადაა შვილო,არ ინერვიულო..
-აბა ვინ არის ცუდად?
-ბოდიში შვილო ამის თქმა მე რომ მიწევს....მამაშენი გარდაიცვალა ლალო.
თითქოს ცივი წყალი გადამასხეს თავზე,თითქოს უზარმაზარი კლდიდან გადაგდებული მიწაზე დამანარცხეს,ჟანგბადი შემიზღუდეს...საზიზღარი შეგრძნება იყო ის,რაც მე განვიცადე მაშინ.
-რა?
-ბოდიში შვილო.
ცრემლები თავისით მიუყვებოდნენ თავიანთ გზას,სახეს მიკაწრავდნენ და გულს მიფლეთდნენ. ძალა გამოცლილი ჩავჯექი იქვე და მოთქმა დავიწყე.მალე ყველა ჩემს ირგვლივ გაჩნდა და მეც ნელ-ნელა გავუყევი გზას მამაჩემისკენ. თვალები დავხუჭე და დიდხანს აღარ გამიხელია. როცა გონს მოვედი თავი იმდენად დამძიმებული მქონდა, რომ მეგონა ვერავინ ამაწევინებდა ბალიშიდან.
-გაიღვიძე ლალო?
ჩამესმა დამრიგებლის ნანერვიულები ხმა.
-ლალოო! ტირილით შემოვარდა ემაც.
-არ გიხდება ჩემო ლამაზო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. გთხოვ დაწყნარდი და მითხარი რა მოგივიდა.
-არ მიხდება?
უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია.მეც ცრემლები მოვიწმინდე და თვალი გავუსწორე მეგობარს.
-არც მამაჩემს უხდება სიკვდილი.
კიდევ ახალი ნაკადი წამომივიდა თვალებიდან.ემა და მასწავლებელი ადგილს მიეყინნენ.
-რას ამბობ,ლალო?
-დავობლდი.მამა აღარ მყავს,გარდაიცვალა! კიდევ როგორ აგიხსნათ?
-კარგი,დაწყნარდი,ნუ ყვირი.მე...ვწუხვარ. ვერაფერს გეტყვი ისეთს, რომ დაგამშვიდო.მესმის შენი.

*****
მამის საფლავზე ასულმა ყვავილები დავაწყვე შავ მიწაზე და იქვე,პატარა სკამზე ჩამოვჯექი.ღიმილით გავუსწორე თვალი მომღიმარ მამას.
-იცი?გუშინ დამესიზმრე. შენც და დედაც ჩემს გვერდით იყავით. ემას ქორწილში მივდიოდით,დაჩის მიჰყვებოდა ცოლად. მეხუმრებოდი ემა გათხოვდა მაგრამ შენ ვინ მოგიყვანს ცოლადო. მეც როგორც ყოველთვის გაგებუტე და მერე შენ შემომირიგე წითელი მაგნიტით.
გახსოვს? როცა გებუტებოდი სულ მაგნიტური ასოები მოგქონდა,მერე კი ერთად ვცდილობდით სიტყვების აწყობას. შენი წასვლის წინა დღესაც მომეცი მაგნიტი და მითხარი,რომ აღარასდროს გამაბრაზებდი და ის მართლა უკანასკნელი მაგნიტი იყო.ალბათ გრძნობდი...
ცოტა ხანი კიდევ გავჩერდი მამის საფლავზე.მერე თითქოს საიდანღაც დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი,მაგრამ არსად არავინ იყო.ცოტა შემეშინდა და იქაურობა დავტოვე.
-ემა!
-გისმენ,რა იყო?
-არ ვიცი,მეშინია და მელაპარაკე რა!
-რანაირად სუნთქავ, დარბიხარ?
-ხო.
-სად ხარ გოგო?
-მამაჩემთან ვიყავი,მერე ვიღაცის მზერა ვიგრძენი და ძალიან შემეშინდა,ახლა კი მოვრბივარ,მალე ავტობუსის გაჩერებასთან ვიქნები და სახლში წამოვალ.
-კარგი და მეც შენთან მოვალ,სალაპარაკო მაქვს.
-კარგი, გელოდები.
მალე ავტობუსიც გამოჩნდა და მეც უკვე მომესწრო დაწყნარება. სკამზე მოვკალათდი და თვალები დავხუჭე. რატომღაც ფიქრებით მამაჩემის ნაჩუქარ მაგნიტებთან წავედით. რაღაც ნიშნად ჩავთვალე ჩემი სიზმარი. როგორც კი სახლში მივედი სააბაზანოში შევედი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი.მიუხედავად იმისა,რომ ზაფხულია და ძალიან ცხელა ცხელი წყალი ყოველთვის მეხმარება.
თხელი სარაფანი ჩავიცვი და ჩემს ოთახში შევედი. კოლოფი ამივიღე სადაც მამაჩემის ნაჩუქარი მაგნიტები მქონდა და ყველა მაგიდაზე გავშალე.
ორი ცალი "მ" ასო, და თითო-თითო "კ","ს","ლ""ო" და "ე". ყველა სხვადასხვა ფერის. ერთ ხანს ასე მივაშტერდი და ვფიქრობდი,რა შეიძლებოდა ამეწყო. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომიყვანა და მეც მაგნიტები შევინახე და მისაღებისკენ წავედი.
-მოდი ემაჩკა,მოდი.
-ცოტა ფერზე მოსულხარ ჩემო პარანოიკო მეგობარო.
-ვაიმე,არ გამახსენო.იცი როგორ შემეშინდა?!
-მოგეჩვენა ალბათ,არაუშავს.
-მომიყევი რა გინდოდა?
-ვაიჰ,საიდან დავიწყო არც ვიცი.
-სულ თავიდან ემა.
-ამ შენმა უჟმურობებმა ხო მომკლეს რა!
-მიდი,მიდი,რაღაც ცუდად გეღიმება და მოყევი მალე!
-მგონი შეყვარებული ვარ...
-მგონი?
წარბებაწეული ჩავეკითხე და ემას სახეც ავაწითლე.
-კარგი რა,ნუ ხარ ეგეთი ბოროტი!
გაბუტულმა ამოილაპარაკა და წარბშეკრული მომაჩერდა.
-ჰო,კარგი,ბოდიში! ხელები ავწიე დანებების ნიშნად.-დაჩიზე ვსაუბრობთ?
-როგორ მიხვდი?
-სოციალურ ქსელში დაიმატეთ ერთმანეთი და გადათელა შენი ფოტოები ყველა ფოტოზე რაღაც რეაქცია გამოხატა. თან ისედაც მაგ ბიჭზე იყავი შეყვარებული და რა ვიცი,არ გამჭირვებია გამოცნობა.
-და....
-ხო,ძალიან მინდა რომ ახლა მაგრად გაწყენინო ,იმიტომ რომ დამიმალე და არაფერი მითხარი არც მაგ ამბის შესახებ და არც იმის შესახებ,რომ უკვე რამდენჯერმე შეხვდით,მაგრამ არაუშავს. ძალიან მეზარება ახლა მსგავსი დაძაბულობები. თან იქნებ ისიც იფიქრო სხვა დანარჩენი დაქალებივით ამასაც შეშურდა და დაიბოღმოო და არ მინდა შენზე წარმოდგენა შემეცვალოს.
-ხომ იცი,რომ მაგას არასდროს არ ვიფიქრებ.
-რა ვიცი,მე ისიც ვიცოდი, რომ როცა შეყვარებული ხარ პატარა ბავშვს ემსგავსები და ერთი სული გაქვს რომ ამის შესახებ მომიყვე ყველაფერი,მაგრამ რეალურად ეგრე არ ყოფილა,თურმე დამალვებიც გცოდნია.
-მეგონა გაგიხარდებოდა.
-გამიხარდებოდა თავიდანვე შენგან რომ გამეგო და არა მაშინ როცა უკვე შეყვარებულები ხართ და თან ცდილობ შემომაპარო მაგრამ არასწორი ფრაზებით ცდილობ ამას და მგონი შეყვარებული ვარო კი არ უნდა მეუბნებოდე,პირდაპირ უნდა თქვა რომ შეყვარებული გყავს.
-მესმის,მართალი ხარ.
-შორს წაგვიყვანს ეს თემა და არ მინდა. შენი ბედნიერება სხვა დროს გამიზიარე,როცა კარგ ხასიათზე ვიქნები და გადამივლის.
-ანუ?რამდენ წელში?
-ერთ თვეში დაახლოებით.იქამდე ბევრი დაგიგროვდება მოსაყოლი.
-ლალო....
-შენს ძმას რომ ნახავ უთხარი მომაკითხოს,საქმე მაქვს.მისი პროფესია ახლა მჭირდება.
-რა ხდება?
-ყველაფერს რომ დავამთავრებ მერე გეტყვი.
-სამაგიეროს მიხდი?
-არ ვიცი რას ვაკეთებ,უბრალოდ ლუკას უთხარი რომ სასწრაფო საქმე მაქვს.
-ანუ...არ....მე არ გჭირდები?
-ამ ეტაპზე აღარ მინდა შენთან საქმის დაჭერა.
-თავიდანვე რომ მეთქვა დაგჭირდებოდი?
-რა თქმა უნდა.
-კარგი,ნახვამდის.
-ბედნიერი ერთი თვე.
ემა გასასვლელამდე მივაცილე და სახელურის ჩამოწევისას ჩემს ხელზე გამოსახულ რიცხვებზე გამიშეშდა მზერა. ეს რიცხვები მამაჩემმა დამიწერა ფურცელზე და მითხრა,რომ თვრამეტი წლის როცა გავხდებოდი ეს ტატუ გამეკეთებინა ისეთ ადგილზე,სადაც ყოველ დღე შევძლებდი მის დანახვას,რომ გამხსენებოდა რა მისია მაკისრია ამ ცხოვრებაში."12,14,12,9,10,11,5,18". ყოველთვის მაინტერესებდა რატომ აარჩია მაინც და მაინც ეს რიცხვები,მაგრამ დღემდე პასუხგაუცემელია ეს კითხვა. ისევ გავშალე მაგნიტები მაგიდაზე,ვცდილობდი როგორმე დამეკავშირებინა ეს რიცხვები და ასოები ერთმანეთთან ,მაგრამ ვერ ვხვდებოდი როგორ. კომოდზე შემომდგარ ფოტოს გავხედე,რომელზეც მე და მამა ვიყავით გამოსახულნი. თითქოს გონება გამინათდა. რიცხვები ანბანის ასოებს შევუსაბამე და მიღებულმა სიტყვამ ადგილზე გამყინა.
ხელზე გამოსახული რიცხვებით "მომიკლეს" აეწყო,მაგნიტებით კი "მომკლეს". ერთ ადგილზე გაქვავებული ვიჯექი და თვალებიდან უნებურად მცვიოდა ცრემლები.მამაჩემი მოკლეს!მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა გონებაში. მალევე ლუკამ დამირეკა.
-ემამ მითხრა საქმე აქვსო,რა ხდება გადაუდებელია?
-ლუკა მიშველე გთხოვ!სასწრაფოდ აქ გაჩნდი!
-რა ხდება ლალო კარგად ხარ?
-ტელეფონით ვერ გეტყვი,მოდი!
-ხუთ წუთში მანდ ვარ.
მართლაც ხუთ წუთში შემოვარდა სახეაშლილი ლუკა ოთახში.
-რა მოხდა?
-ამას შეხედე!
თვალით ვანიშნე მაგნიტებზე.
-მომკლეს-ჩაიჩურჩულა მან.-ეს მამაშენის ნაჩუქარი მაგნიტები არაა?
-ხო,ეგაა.
-დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი,მერე კი გამომყევი და განცხადება დაწერე,ეს საქმე გაუხსნელი არ უნდა დარჩეს!
-კარგი.

ყველაფერი მოვუყევი თავიდან ბოლომდე და ახლა მე მივაშტერდი მომლოდინე მზერით.
-არავისზე გაქვს ეჭვი? როგორც ვიცი,მამაშენს პრობლემები არ აკლდა თავის პარტნიორ აბაშიძეებთან.
-რატომ მაინც და მაინც აბაშიძეები?
-მათ ყოველთვის თვალი ეჭირათ მამაშენის ფულებზე და მაგიტომ.მამაშენის თავიდან ჩამოშორებით ისინი მარტივად ჩაიგდებდნენ მის ბიზნესსაც,იმიტომ რომ შენ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყავი.
-ხო,მაგრამ იქნებ სხვაც იყო ვინმე,არ მინდა უდანაშაულო ადამიანებს დავდოთ ბრალი და შემდეგ ამის შესახებ ყველამ გაიგოს. ყველაფერი ჩუმად უნდა დამთავრდეს.
-ასეც იქნება,შენ არ ინერვიულო.პირადად მე მოგიყვან მკვლელს. რა გახსოვს მამაშენის სიკვდილის შესახებ?
-იმ დღეს სამსახურიდან მიდიოდა ვიღაც უცხოელთან შესახვედრად,რომ კონტრაქტი გაეფორმებინათ,მაგრამ გზაში მანქანა მოუსრიალდა და გზიდან გადავარდა.
-მარტო მიდიოდა?
-არა,ზურაც გვერდით ეჯდა.
-ზურა?
-აბაშიძე...
-და შენ ფიქრობ რომ მამაშენის სიკვდილში მათი ხელი არ ურევია?დამცინი? მამაშენის მანქანით მიდიოდნენ?
-არა,მანქანა აბაშიძის იყო,მძღოლიც მათი იყო.
-ისინი გადარჩნენ?
-კი.
-მამაშენის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა?
-კი.
-და პასუხი?
-ჩემამდე არ მოსულა,მაგრამ როგორც ლაპარაკიდან გავიგე რაღაც ჰქონდა მუცელში ღრმად შერჭობილი და შინაგანი ორგანოები დაუზიანდა,რამაც სიკვდილი გამოიწვია.
-ეგ რაღაც არაა გამორიცხული,რომ ტყვია იყო.კარგი...მთავარი ეჭვმიტანილი გვყავს,მთავარია შევძლოთ მათი ბრალეულობის დამტკიცება.
-ჩემი ხელით უნდა მოვკლა.ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი მისია.მამაჩემს ასე უნდოდა და ასეც იქნება. იგივეს გავაკეთებ მე,რაც მათ გამიკეთეს.
-და რა იქნება მერე?ისინი ასე უბრალოდ გავუშვათ ამ ცხოვრებიდან და შენ ჩემი ხელით ჩაგსვა ციხეში?არც იფიქრო ამაზე!
-ხელზე ტატუ მაქვს,რაც ნიშნავს იმას...
-ხელზე ტატუ გაქვს,რაც ნიშნავს იმას რომ მამა მოგიკლეს.მაგრამ არა იმას რომ შენ ზურა უნდა მოკლა. ისედაც ერთი ფეხი სამარეში აქვს.
-ხო და მივეხმარები რომ მეორეც იქვე ჰქონდეს.
-ლალო,ბავშვობ! ჯერ ძალიან ახალგზარდა ხარ იმისთვის,რომ მკვლელი გახდე და ცხოვრებაზე უარი თქვა.
-ვიფიქრებ!
-წამოხვალ და განცხადებას დაწერ,მერე კი ბარგს შეკრავ და ჩვენთან გადმოხვალ იქამდე,სანამ მათ არ დავიჭერთ.
-თქვენთან რა მინდა?
-იქ უფრო დაცული იქნები. გამორიცხული არაა,რომ სასაფლაოზე რომელიმე მათგანი ყოფილიყო.რომ გაიგებენ მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული უკან არ დაიხევენ და შენც მამაშენის გზას გაგიყოლებენ.
-არ მინდა თქვენთან!
გამახსენდა ჩემი და ემას დიალოგი.
-რატომ?
-მე და ემა ნაჩხუბრები ვართ,არ მინდა მისი ნახვა.არაფერი მომივა,შეგიძლია მშვიდად იყო.
-რატომ იჩხუბეთ?რა ჩხუბი,თქვენ სულ შეიშალეთ?ბავშვები ხომ არ ხართ?
-ლუკა,უკვე ვთქვი და დავამთავრე.იქ არ წამოვალ!
-მაშინ მე გადმოვალ აქ.
-როგორც გინდა.
-კარგი წამოდი ჯერ საქმე დავიწყოთ და სახლშიც გავივლი.
-წავედით.
განყოფილებაში ყველა ფორმალობა და პროცედურა ზედმიწევნით შევასრულეთ და სახლში წამოვედით. ლუკა მეხვეწებოდა სულ ათი წუთით ამოდი,ტანსაცმელს და ნივთებს ავიღებ და წამოვიდეთო,მაგრამ ჩემს სიტყვას არ გადავაბიჯე და ამ სიცხეში მანქანაში დავრჩი.ლამის ავორთქლდი ისე ცხელოდა,მაგრამ მაინც არ ვუღალატე ჩემს პრინციპებს. ათი წუთი მალე ნახევარ საათად გადაიქცა და როგორც იქნა კიბეებზე ლუკაც გამოჩნდა.
-მგონი დამაგვიანდა...რას მიყურებ,შენი ბრალია! ხომ უნდა ამეხსნა ოჯახისთვის რა ჯანდაბამ წამომიარა და რატომ გადავწყვიტე შენთან ცხოვრება.
-იმედი მაქვს სიმართლე არ გითქვამს.
-არა,ვუთხარი რომ ამ ბოლო ხანებში ვეღარ გნახულობდი ნორმალურად და არ მინდოდა ჩემი ბავშვობის მეგობარი უყურადღებობის გამო დამეკარგა. თან ემაზე გაბრაზებაც მოვიმიზეზე და გამომიშვეს.
-ემაზე შენც გაბრაზებული ხარ?
-ხო,იმ ვიღაც დაჩის გარდა რომ აღარავინ ახსოვს,ცოტა საწყენია. ბოლოს და ბოლოს ძმა ვარ,ხომ შეიძლება მეც გავახსენდე?!
-კარგი,აცადე გოგოს,შეყვარებულია.მიხვდება რომ შენც საჭირო ადამიანი ხარ და აუცილებლად გაახსენდები.
-ჰო ვიცი, ვიცი. მაგრამ მაინც ეგოისტური შემოტევები მაქვს ხოლმე.
-არაუშავს,მაინც მაგარი ძმა ხარ.სხვა შენს ადგილასმაგ დაჩის ცხვირ-პირს მიუნაყავდა,შენ კი დროს აძლევ რომ თავად დაგელაპარაკოს შენს დაზე.
-შენ რატომ ხარ ნაწყენი,თუ კი ასე გესმის მისი.
-მე სხვა რაღაცაზე ვარ ნაწყენი და არა იმაზე რომ შეყვარებულის გამო ჩემთვის დრო არ რჩება.
-აბა?
-არაფერია,დაივიწყე.როგორ გგონია,ამდენი წლის შემდეგ მოახერხებენ სამხილების პოვნას ? საერთოდ რამეს გააკეთებენ?
-ეს მათი საქმეა ლალო,ვალდებულნი არიან ყველაფერი გააკეთონ ამ საქმისთვის და გააკეთებენ კიდეც. შენ თუ მაგ საქმის შესახებ ნაკლებს იფიქრებ კარგი იქნება.
-როგორ არ ვიფიქრო ლუკა? ამდენი წელი ტყუილში ვცხოვრობდი და მეგონა რომ მამაჩემი უბრალო ავარიით მოკვდა,ახლა კი შემთხვევით ვიგებ,რომ ის მოკლეს და ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო.
-ხო,მესმის,მაგრამ ეს არ გაძლევს იმის შესაძლებლობას და უფლებას რომ შენს მომავალზე უარი თქვა და ციხეში წახვიდე.არც კი იცი იქ რა სიტუაციაა,როგორ ექცევიან პატიმრები ერთმანეთს.
-კარგი მეთქი,ლუკა!
-რა გაყვირებს გოგო?
-უკვე მილიარდჯერ გამიმეორე რომ ამის უფლებას არ მომცემ,გავიგე!
-შენ სულ გამოშტერდი ხო?
-გთხოვ მალე დაძარი მანქანა,სახლში მინდა,დავიღალე!
-ღმერთო გამძლეობა მომეცი!
ამოხვნეშა და მანქანა დიდი სისწრაფით დაძრა.
-ცოტა ნელა!
კვლავ მივეცი შენიშვნა,რითაც მისი გაცეცხლებული თვალები დავიმსახურე,ამაზე კი გამეცინა.
-ბოდიში,უბრალოდ იმდენად გადავიღალე ვეღარც ვხვდები რა მინდა.
-მივხვდი.
გამოსცრა კბილებს შორის.
-კარგი რა ლუკა,ნუ მებუტები!
-ხმა ჩაიწყვიტე,იდიოტო გოგო!
ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და გაეცინა,მალე მეც ამიყოლა და თითქმის მთელი გზა ვიცინოდით. სახლში ასვლამდე მაღაზიაში გავიარეთ და სასუსნავებიც გავაყოლეთ ხელს საჭმელთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაღლილი ვიყავი მაინც მე გადავწყვიტე საჭმლის მომზადება. მწვანილს ვჭრიდი როცა ლუკა შემოიპარა სამზარეულოში.
-ლალოო.
-ლუკა,ხომ იცი რომ ვერ ვიტან ჩემს სახელს ეგრე რომ წელავ, რა გინდა,ამოღერღე.
-არა,არაფერი....
-თქვი.
-არაფერი მეთქი,ისე შემოვედი.
-თქვი,თორემ ამ დანით დაგჭრი.
ხელში შევათამაშე დანა.
-იმედი მაქვს არ გამიბრაზდები.
-გაბრაზება ახლა ნახე შენ,თუ კი დროზე არ ამოღერღავ!
ხმა გავიმკაცრე და წარბი ავუწიე.
-შეყვარებული ვარ...
გაოცებისგან პირი დავაღე,დანა ხელიდან გამივარდა და თვალები ცრემლებით ამევსო.
-ვინ გიყვარს?
ხმას ვერ ვიმორჩილებდი,საშინლად მიკანკალებდა.
-გთხოვ,მაპატიე...ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეს ყველაფერი. გეფიცები გააზრებულად არ გამიკეთებია!
-ვინ გიყვარს მეთქი ლუკა? როგორ შეგიყვარდა ჯერ არ მიკითხავს!
-ერთი გოგოა,მისი ძმა ყავდათ განყოფილებაში რაღაც გაუგებრობის გამო და იქ ვნახე პირველად.
-ლამაზია?
-ანაზე ლამაზი არ არის,მაგრამ ისიც ძალიან ლამაზია.
ხმა ჩაეხლიჩა ლუკასაც და მეც ცრემლები ვეღარ შევიკავე.
-მაპატიე როცა შეძლებ,კარგი?
თვალი თვალში გამიყარა.მავედრებელი მზერა ჰქონდა.მივხვდი,არც მისთვის იქნებოდა მარტივი გადასატანი ჩვენი საუბარი.
-კარგი.
ჩავიჩურჩულე,დანა მაგიდაზე დავდე და ჩემს ოთახში გავიქეცი.
როდესმე თქვენს ჭრილობაზე,რომელიც ჯერ კიდევ ღია იყო დაურტყამთ? მაზოლზე ფეხი დაუჭერიათ? დაახლოებით ამას ვგრძნობდი ახლა მე. გულზე რომ მოუშუშებელი იარა მაქვს,სწორედ იქ მომარტყა ლუკამ. საშინლად ტკივილისმომგვრელი იყო ჩემთვის ეს ფაქტი. ლუკა ჩემი დის შეყვარებული იყო. ანას შეყვარებული იყო,რომელიც დედაჩემის,დედამისის მსხვერპლი გახდა. ანა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო,მაგრამ ისე ვიყავით როგორც ტყუპები. გვყავდა საერთო სანაცანობო,სამეგობრო წრე. ძალიან ლამაზი იყო,მიუხედავად იმისა რომ არც მე ვიყავი შეუხედავი მისი სილამაზე სულ სხვა იყო. მის გვერდით მე ვერავინ მამჩნევდა,მაგრამ ეს ფაქტი ჩემთვის არაფერს ნიშანავდა.უზომოდ მიყვარდა ანა,მის გამო უამრავი სისულელე ჩამიდენია. ბავშვობაში უამრავჯერ მიჩხუბია იმ ბიჭებთან,რომლებიც მას აწუხებდნენ. ასე ვიქცეოდი იმიტომ,რომ მისგანაც უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა,რომ ხშირად არ ვანებივრებდით ერთმანეთს თბილი სიტყვებით,მაინც ყველამ იცოდა რომ მე და ანას სულ სხვანაირად გვიყვარდა ერთმანეთი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო,ჩვენ დები ვიყავით. და რა მოხდა იმ დღეს? მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ვამჩნევდით რომ დედა იცვლებოდა. ნელ-ნელა მასში ის მონსტრი იღვიძებდა,რომელსაც არავითარი გრძნობა არ გააჩნდა,რომელიც ვეღარავის ცნობდა,მათ შორის ვერც შვილებსაც. გადაწყვიტა სასმელში ეპოვა შვება,მაგრამ ამან კიდევ უარესი უქნა. მერე ჭკუიდან შეიშალა.ექიმთან წავიყვანეთ და დამტკიცდა,რომ დედაჩვენი გაგიჟდა. მიუხედავად ყველაფრისა,მაინც ვერ გავიმეტეთ მე და ანამ კლინიკაში დასაწვენად. მიუხედავად ყველაფრისა,ის დედაჩვენი იყო. მერე 23 თებერვალი გათენდა,ანას დაბადების დღისთვის ვემზადებოდით,მეორე დღეს უნდა აღენიშნა თავისი მეცხრამეტე დაბადების დღე. დედას შეტევა დაეწყო,სახლი თავდაყირა დააყენა,ჭურჭელი დალეწა,ბოლოს კი ყველაფერი გაანადგურა. საკუთარი ხელით მოუქნია შვილს დანა,საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს და მხოლოდ ამის მერე მოვიდა გონს. სასწრაფოში დავრეკე,ანა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სასწრაფოს მოსვლამდე სუნთქავდა,გადაყვანისას კი გარდაიცვალა. დედაჩემი კლინიკაში წაიყვანეს, შვიდი თვის შემდეგ კი საავადმყოფოს სახურავიდან გადმოხტა და მანაც დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ წერილი დაწერა და გამომიგზავნა,რომელიც ჯერ კიდევ არ წამიკითხავს,ისევ გაუხსნელად მიდევს კონვერტი უჯრაში. არ მეყო ძალა და გამბედაობა იმისთვის,რომ ის წამეკითა. არ მინდოდა გამეგო რას გრძნობდა ის ამ წერილის წერისას,არ მინდოდა მასთან რაიმე სახის კონტაქტი მქონდა,არ მინდოდა ის დედაჩემი ყოფილიყო. არ მინდოდა შვილის მკვლელისგან რამე გამეგო.
ჰო...ეს ყველაფერი ლუკას გულში გაჩენილმა ახალმა გრძნობამ გამახსენა. ალბათ,ვერასდროს შევძლებდი იმ გოგოს გაცნობას,მის შეყვარებას. მისი ყოველი დანახვა ამ ყველაფერს წამომიშლიდა გონებაში,მისი დანახვა გამახსენებდა ანას,რომელიც ახლა მის მაგივრად უნდა ყოფილიყო ლუკას გვერდით და მასთან ერთად უნდა დამტკბარიყო სიცოცხლით.კარებზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა,სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი ისე შემოაღო კარი ლუკამ. მისგან საპირისპირო მხარეს გავიხედე,არ მინდოდა ჩემი ჩაწითლებული თვალები ენახა,არ მინდოდა ეფიქრა,რომ მისი ბედნიერება არ გამიხარდებოდა...ალბათ მართალიც იყო.ვერ ვიქნებოდი ბედნიერი, როცა მის გვერდით ჩემი დის მაგივრად სხვას დავინახავდი.
-ლალო...შემომხედე გთხოვ!
-არ მინდა ლუკა,არ მინდა გული გატკინო,გთხოვ გადი!
-თუ გინდა ნუ დამელაპარაკები,ოღონდ შემომხედე,ასე ვერ ვიქნები ლალო ბედნიერი.ვერ ვიგრძნობ თავს მშვიდად თუ კი მეცოდინება რომ შენ აქ იტანჯები. არ მინდა ასეთი სიყვარული,ყველაფერზე უარს ვიტყვი თუ გინდა,ოღონდ შემომხედე....გთხოვ!
-გაფრთხილებ,სიყვარულზე არასდროს,არავის გამო არ თქვა უარი!
-როგორც შენ მეტყვი ისე მოვიქცევი,აღარ შევხვდები,აღარ გავეკარები,იმ ბეჭედსაც გადავაგდებ...
-ბეჭედს?
-ჰო,ერთი ბეჭედი ძალიან მომეწონა ვერ მოვითმინე და ვიყიდე. ჯერ ადრეა ხელის თხოვნა,მაგრამ ეს ბეჭედი ვერ დავთმე.
-მაჩვენე.
პატარა,წითელ კოლოფს თავი ახადა და ულამაზესი ბეჭედი ამოიღო. ძალიან სადა მაგრამ ძალიან ნაზი და ლამაზი იყო.
-ძალიან ლამაზია!
ვერ დავმალე ემოცია.
-ჰო,მაგრამ....
-ლუკა! უკვე გითხარი არავის და არაფრის გამო არ თქვა უარი მეთქი. იმსახურებ ბედნიერებას!
-მადლობა ლალო,მადლობა ჩემო საყვარელო!
მაგრად მომხვია ხელები,ლამის გავიგუდე.
-პირფერობას აქვს უკვე ადგილი.
გამეცინა და მეც ჩავეხუტე.
-არასდროს არ ვპირფერობ მე!
-ჰო,ჰო ვიცი.
-არ შეჭამ?
-არა,ცოტას დავისვენებ.
-კარგი...მადლობა.
-უკვე გეყოს.
-ჰო,კარგი გავედი.
ოთახიდან გავაცილე,კარი ჩავკეტე და ისევ საწოლს დავუბრუნდი. ისევ წამომივიდა ცრემლები,ისევ გამეხსნა ჭრილობა,ისევ ამტკივდა. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,ამ ტკივილთან ერთად უნდა მესწავლა ცხოვრება,ლუკას ბედნიერებისთვის....

***
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

რამდენი ხანია საიტზე არაფერი წამიკითხავს. ხომ იცი დრო საერთოდ აღარ მაქვს, მოკლედ დღეს ყველაფერი გადავდე და წავიკითხე. მომეწონა, ძალიან მომეწონა. ლალო ძალიან ჰგავს ერთ ჩემს პერსონაჟს, ნუ მე მივამსგავსე და ძალიან მომეწონა. ჩემი გოგო რომ ამოვიცანი. მოკლედ ველოდები გაგრძელებას მთვარე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent