შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა {პირველი თავი}


30-04-2019, 17:46
ნანახია 439

თილისმა {პირველი თავი}

რუსეთი, 1971წელი…
-ბეატრის, შეწყდეს ამაზე საუბარი, არსად არ წახვალ.- იმედის პატარა მბჟუტავი ვარსკვლავიც მაშინვე ჩაქრა, როცა მისი გაბრაზებისგან დაბოხებული ხმით წარმოთქულმა სიტყვებმა, ჩემს ყურებამდე მოაღწია, ნიჟარას გაცდა, დაფის აპკს მოხვდა და ისე მეტკინა რაღაც შიგნიდან მეგონა, რომ მისმა სიბრაზით, მაგრამ მაინც გაუთვალისწინებელი სიმშვიდით წარმოთქმულმა სიტყვებმა დაფის აპკი გამიხიეს და ამით კმაყოფილებმა გამარჯვების აღნიშვნა ჩემს ყურში სხვადასხვა ბგერების წუილით დაიწყეს.
- კი, მაგრამ დედა, ნენსისგან წერილი კვირების წინ მივიღეთ, გვეუბნება, რომ შემიძლია მასთან დარჩენა, ბებიამისიც თანახმა. ამიხსენი ამაში პრობლემას სად ხედავ?- დაბნეულმა, მაგრამ მაინც ბრაზშერეულმა წარმოვთქვი ეს სიტყვები. და სწორედ ამ სიტყვებით, ისტორიას დარჩა თუ როდის შევეპასუხე დედაჩემს პირველად მთელი ჩემი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაში.
ნენსი ნათლიაჩემია, ზუსტად ჩემი ასაკისაა და ლონდონში ცხოვრობს.მისი ნათესავები, ბებია, ბაბუა, ბიძია და მამამისიც ჩემს გვერდით სახლში ცხოვრობენ… ყოველთვის ჩამოდის ხოლმე, როცა დრო აქვს, თითქმის ერთად გავიზარდეთ და ჩვენი ოჯახებიც ახლოს არიან ერთმანეთთან.
დედაჩემს ნენსისთან პრობლემა არასდროს ჰქონია, პირიქით. ახლა კი უბრალოდ, რქები დაიდგა და თავის პოზიციას არ თმობდა თითქოს ლომი ყოფილიყო და მის საკვებში სხვა ეცილებოდა, სწორედ მსგავსი გამომეტყველება ჰქონდა დედაჩემს როცა იმას ვერ იღებდა რაც სურდა, რაც უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ იშვიათი და დასამახსოვრებელი შემთხვევა იყო. დედაჩემი და მამაჩემი მთელ სამყაროს მერჩივნა და მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, რომლის წინაშედაც დედაჩემი თავისით მაყენებდა ზუსტად ვიცოდი, რომ მასაც ისე ძლიერ ვუყვარდი, როგორც მე ისინი.
-საყვარელო, ოთახში ადი და ბარგი ჩაალაგე!- მესმის მამაჩემის ხავერდოვანი, თბილი ხმა, რომელიც ნელ-ნელა ცდილობს ჩემს ყურებში დაბუდებული ავაზაკები იქიდან გამოდევნოს და დაფის აპკი შეძლებისდაგვარად გამიმთელოს. თვალები გამიფართოვდა, ვხედავდი თუ როგორ დაუპირისპირდა მამა დედას, თბილი გამომეტყველებით გავხედე ჯერ მამას და გავუღიმე,შემდეგ კი დედაჩემის თვალების შემჩნევისთანავე მამას სურვილს დავყევი და ოთახისკენ მიმავალი კიბეები ავირბინე. შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში კი მესმის თუ როგორ ჩხუბობენ ჩემი მშობლები.
-ის არსად არ წავა! ჯერ 16 წლის არის.- დედაჩემის ბრაზისგან დაბოხებული ხმა სახლს აზანზარებდა და დარწმუნებული ვარ ჩვენს გარშემო ყველა სახლიდან თითო ბებია მაინც იყო გამოსული აივანზე, თითქოს იქაურობას გვის ან თუნდაც მზესუმზირას აკნატუნებს და სხვის საქმეში არ ერევა, მაგრამ ამავე დროს ორთავე ყურით, რომელიც ღმერთმა იმისთვის უბოძა, რომ რასაც მას ეტყვიან ის მოისმინონ, ჩვენი სახლისკენ აქვთ მომართული და ცდილობენ დედაჩემის და მამაჩემის არეული საუბრის მოსმენას.
- ის უკვე საკმარისად დიდია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის,თანაც იქ მარტო არ იქნება ნენსი და ბებიამისი სათანადო ყურადღებას გამოიჩენენ მისდამი! ამას რომ თავი დავანებოთ ის თვითონაც ჭკვიანი გოგონაა.- ცდილობს, რომ წყნარად აუხსნას მამამ დედას სიტუაცია იმიტომ, რომ აშკარაა მანაც გაიაზრა რამდენიმე წყვილი ყურის არსებობა ჩვენი სახლის გარშემო და ცდილობდა ეს საქმე ჩვენი კედლებიდან არ გასულიყო, რაზეც დედა აშკარად არ ეთანხმებოდა, სხვა დრო, რომ ყოფილიყო თვითონ დაუწყებდა მამას ჩხუბს იმის გამო, რომ ზედმეტად მაღალ ტონალობაში ლაპარაკობდა და სახლის ბეტონისგან გამოთლილი კედლებიდან ხმა გავიდოდა… მაგრამ ახლა, როგორც ჩანს არაფერს აქცევდა სათანადო ყურადღებას, იმასაც კი, რომ გვერდით, გაზზე რძე დაედგა, რომელიც სასწრაფოდ გამორთვას საჭიროებდა, კიდევ კარგი, რომ სანამ ამოვედი მანამ გამოვრთე და დედას არ დავუტოვე ეს საქმე, თორემ შედეგი კატასტროფული იქნებოდა.
-სახლის საქმეებში ვინ მომეხმარება? მარტო ამ ყველაფერს ვერ გავწვდები.- კვლავ უმისამართოდ ყვირის დედა, ნეტავ ვის უყვირის… მამას თუ…მე!
-ხოდა საქონელს გავყიდით, ან რიტას დავაბრუნებთ სახლში.- ჩემი დის დაბრუნების საკითხის წამოჭრა საკმაოდ სულელური სვლა იყო მამის მხრიდან, მეც და მანაც კარგად ვიცოდით, რომ ამაზე უარს იტყოდა. რიტა უკვე მესამე წელია ჩემს მეორე დასთან ერთად აქვე ახლოს, ქალაქში ცხოვრობს და იქიდან დადის სასწავლებელში. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია.
-არავითარ შემთხვევაში! - როგორც ვივარაუდე, დედა გაცხარდა -რიტა ქალაქში, იმიტომ დადის , რომ ისწავლოს.- დედას არგუმენტი გულზე მომხვდა და თავი ისე ვიგრძენი თითქოს ყურის ძირში სამმა ფუტკარმა ერთად მიკბინა და მომაკვდავი, ხის იატაკზე დაგდებული დამტოვეს. არადა ამ შემთხვევაში, ფუტკარს სულ არ აინტერესებს მე წავალ იქ, თუ სახლში დავრჩები, სამაგიეროდ დედასგან განსხვავებით ფუტკარი ხელს არ მიშლის ჩემი ოცნების ახდენაში და წინ, ისედაც დაბრკოლებებით აღსავსე გზაზე, კიდევ ერთ დაბრკოლებას არ მიმატებს.
-აბა ბეატრისს სათამაშოდ ვაგზავნით?- მამამ ვეღარ გაუძლო დედას არგუმენტებს და დაიყვირა.
- აზრზე მოდი დიანა, ის ჩვენი გოგონაა. გადაწყვეტილია, ბეატრისს მე, ჩემი ხელით წავიყვან ხვალ აეროპორტში. დღეს კი ნენსისთან წერილს გააგზავნის. არც კი გაბედო, რომ ბავშვს ხასიათი წაუხდინო.- ამბობს მამა მისი ხავერდოვანი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმით მთელს დედამიწაზე.
ხმა შეწყდა… და გავიფიქრე… “ოხ ეს ქაღალდის კედლები, როცა უნდათ გაიხევიან და ყველაფერს მოგასმენინებენ, ამით შენს კეთილგანწყობას მოინადირებენ, ხოლო, როცა არ სურთ, დედაჩემივით რქებს შეიდგავენ და ისე მყარად დადგებიან შენს წინაშე სულ, რომ ურო ურტყა მაინც ვერაფერს გაახერხებ მათ წინაშე”
კარადის თავზე მოთავსებული ჩემოდანი დიდი წვალების შემდეგ ჩამოვიღე და საწოლზე დავანარცხე. მტვრის კორიანტელი დადგა, რამაც მაიძულა თვალები დამეხუჭა და ცხვირთან ხელი დამეფრიალებინა, საბოლოოდ ჩემოდნის წმენდას შევუდექი და თან ვფიქრობდი, ნაცრისფერი მტვრის მიუხედავად მაინც, როგორი შავია ეს ჩეემოდანი
ნაცრისფერი…
ნაცრისფერი…
ნაცრისფერი…
მისი მოლურჯო , მოთეთრო სხეული, რომლის რაღაც ნაწილი სისხლით შეღებილიყო თითქოს რომელიმე მხატვარმა გადაწყვიტა ყველაზე რეალური წითელი ფერი გამოეყენებინა ხელოვნების ნიმუშის შექმნისას, წითელად შეღებილი ხელის ტოტები და ბარძაყზე წითლად დახატული გული! სიცივისგან გათეთრებული პირისახე და გალურჯებული ტუჩები, არა, სახე თეთრი არ ყოფილა, ჭრელი იყო, თითქოს სახეზე არსებული არტერიები ჯერ კიდევ ცდილობდნენ შერჩენილი სისხლის შეკავებას თავის ადგილზე, რაც ლოყებს და შუბლს ზოლებად გადაკრულ წითელს ამჩნევდა, მაგრამ ვხედავ ჩალურჯებებს, თითქოს ვიღაცამ წკლიპუტები დალურჯებამდე ურტყა და წერტილებად დარჩენოდა მის მშვენიერ სახეს. ბოლოს დავინახე გრძელი, მიუხედავად ყველაფრისა მაინც, კუპრივით შავი წამწამები, რომლებიც ჯიუტად იყვნენ აშვერილნი მაღლა და შედრეკას არ აპირებდნენ. ეს გრძელი წამწამები, თითქოს ჩარჩო იყო, რომელიც მის აქამდე სიცოცხლით სავსე წაბლისფერ თვალებს, მაგრამ ახლა უკვე ნაცრისფრად შეფაკლულ თვალებს, უფრო დიდ მშვენიერებას ჰმაყებდა…. განა შეიძლება გარდაცვლილი ადამიანი მშვენიერი იყოს? მართალია არა, მაგრამ ის იყო. მე მყავდა საუკეთესო მეგობარი, რომლის სილამაზეს სიკვდილმაც კი ვერაფერი დააკლო, მხოლოდ დრო იყო მისი ერთადერთი მტერი. ნეტავ რატომ მხვდა მე წილად მისი სისხლის გუბეში მოცურავე სხეულის პოვნა? ან თუ ეს მარგუნა ღმერთმა მაშინ ის რატომ არ ვიცი რა აწუხებდა ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომ საკუთარ თავს ასეთი მკაცრი განაჩენი გამოუტანა? მის ძველად, თაფლისფერ, მაგრამ ახლა ნაცრისფრად შეღებილ თვალებში სიცოცლხლის ნიშანწყალიც არ მოჩანდა, გარშემო კი მხოლოდ სიკვდილის სუნი იდგა.
მეორე დღე, დილის 10:41
-ბეატრის, საყვარელო, მზად ხარ?- დაკაკუნების შემდეგ ოთახში თავი მამაჩემმა შემოჰყო, სარკეს თვალი მოვაშორე, სადაც ჩემ თავს ორმოცი გრადუსით მოხრილი თავით და თვალებით ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი “ ამ კაბას თუ არ გავიხდი ნენსი დამცინებს” , შემდეგ თავი მეორე მხარეს გადავატრიალე და იქიდან შევხედე საკუთარ თავს. “ ხო,მაგრამ თუ შარვალს ჩავიცვამ დედაჩემი ოთახში ჩამკეტავს და ცხოვრების ბოლომდე იქ მამყოფებს”. თავი გავასწორე და ბაფთაც უკეთ დავიმაგრე მოყავისფრო თმებში. “მაშინ საერთოდ რატომ გაქვს შარვლები”? შევეკითხე ჩემ თავს და ქვედა ტუჩის თამაში დავიწყე.
-დიახ! მზად ვარ.- მამაჩემისკენ მოწიწებით მივტრიალდი. მან განათებული თვალებით შემომხედა და იქვე კარებთან დადებული ჩემოდნის სახელური, მის დიდი მტევანში მოიქცია და აწია, შემდეგ კი მანიშნა მას გავყოლოდი.
რამდენიმე საათის შემდეგ:
ნერვიულად და გაუბედავად გადმოვდგი ფეხი თვითმფრინავიდან და შევიგრძენი თბილისის ყოველთვის თბილი ჰაერი ჩემს სახეზე, თმები რა თქმა უნდა მაშინვე ამებურდა. თითებით ვცდილობდი თავის ადგილზე დამებრუნებინა თითოეული ღერი, მაგრამ როდის გამომდიოდა, რომ ახლა წარმატებით დასრულებულიყო ჩემი მცდელობა. ბაფთა ჩემს თმებს მალევე მოწყდათ და იძულებული გავხდი გავკიდებოდი. გიჟად ნუ ჩამთვლით, ერთი ჩვეულებრივი ბაფთა, რომ ყოფილიყო თავს არ შევიწუხებდი რამდენიმე მეტრის გასარბენად, მაგრამ ეგ ბაფთა ბებიამ მაჩუქა წლების წინ და მთხოვა არ დამეკარგა, ამასთან ერთად მეც ძალიან მიყვარდა ჩემი ზურმუხტისფერი, სხვისთვის უბრალო ნაჭერი, მაგრამ ჩემთვის მუდმივი თმის სამაგრი, რომლის გარეშეც არსად გავდივარ. ბარგს მივაგორიალებდი და თან მივრბოდი, როცა ბაფთა თვალთახედვის არედან გაქრა. შევეცადე გარშემო თვალი მომევლო, ამიტომაც ერთ ადგილას გავჩერდი და ტრიალი დავიწყე.
-უკაცრავად, ამას ეძებდით?- მესმის ძალიან ლამაზი აქცენტი და ზურგს უკან მხარზე შეხება, ფრთხილად ვტრიალდები და სანამ ბიჭის სახეს დავინახავ, მანამდე დიდი მადლობებით ვწყვეტ ხელიდან ჩემს ბაფთას.
-მადლობთ, ძალიან დიდი მადლობა. - ვცდილობდი თმები ყურს უკან გადამეტანა და იქვე დამეტოვებინა,მაგრამ ყოველ ჯერზე ვფლავდებოდი. სწორედ მაშინ, შევამჩნიე მისი თვალები, ლურჯი, თუმცა არა, ცისფერი, უღრუბლო ცის ფერით ჰქონდა შემკული თვალები და ორ წამში ერთხელ წამწამებს ერთმანეთს ახებდა და აშორებდა, თმებს დავაკვირდი, ქერა იყო, მისი თმები გაზაფხულზე მოსულ ლიმონს მაგონებდნენ, ხოლო როცა ქარმა დაუბერა მივხვდი, რომ სუნიც ზუსტად ასეთივე ჰქონდათ.
-არაფრის მემ! - მისი ღიმილი და თავის დაკვრა ერთი იყო.
- დანიელი.- მეგობრულად კიდევ ერთხელ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, რომ ჩამომერთმია, თითქოს შემრცხვა კიდეც ჩემი გაყინული თითების მისთვის შეხება,
-ბეატრისი,- მეც გავუღიმე და სანამ თმებს ყურს უკან კვლავ გადავიწევდი ხელი ჩამოვართვი.
-ვიცი.- მისმა მოულოდნელმა განცხადებამ დამაბნია და ჩემდაუნებურად წარბები ოდნავ შევჭმუხნე.თავი ოცი გრადუსით მარცხნივ გადავხარე, რომ მისთვის ალმაცერად შემეხედა. მან ჩაიცინა, რაც უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან საყვარელი იყო.
-ნენსი შენზე ბევრს მიყვებოდა.- მოიცა, ანუ ნენსის მეგობარია?
- აბა რა გეგონა? დამატებითი ძალის გარეშე მოგაკითხავდი?!- ის ის იყო ბურუსი იფანტებოდა ჩემს გონებაში, როცა ჩემს მხარზე გადაკიდებული ხელი დავინახე და ნენსის ხმა გავიგონე. უკვე ყველაფერი ნათელი იყო. სახე გამებადრა, მისკენ მივტრიალდი და მაგრად მოვეხვიე.
-ნენს.- როგორ მომენატრებია, მხოლოდ ახლა მივხვდი, როცა მისი სხეული ჩემსას ეხუტებოდა.
-მის წინაშე არ ვაპირებ ამაზე დაცინვას, მაგრამ როგორც კი სახლში მივალთ ამ კაბას შენივე ხელით, ჩემს თვალწინ დაწვავ.- ჩახუტებისას ჩამჩურჩულა ნენსიმ, კიდევ ერთხელ, ჩემი ვარაუდები გამართლდა და მისი ხასიათის შეუცვლელობაზე ჩამეღიმა.
-ტრის, გაიცანი, ეს დანიელია, შენი მომავალი კლასელი.- მითხრა ნენსიმ და ხელით ლიმნისფერ თმებიანი ბიჭისკენ მანიშნა.
-ოუ, ჩვენ კლასელები ვიქნებით?- გავუღიმე.
-როგორც ჩანს.- მან ხელები უკანა ჯიბეებში ჩაიწყო და თავი ოდნავ რამდენიმე წამით დახარა პასუხის გაცემამდე.
-კარგი, სახლში წავიდეთ! ლელა დღეს მთელი დღეა სამზარეულოდან არ გამოსულა, შენს მოლოდინში. - თქვა ნენსიმ და კვლავ ხელი გადამხვია.
-მანქანა იქით დავაყენე.- დანიელმა შენობის მეორე მხარეზე გვანიშნა და ჩვენც მისი ხელის მიმართულებით წავედით.
*****************
-ჰეი, დანიელ!- როცა მანქანიდან გადავედით ნენსი მიტრიალდა და სანამ სახლის ეზოში მოვასწრებდით შესვლას დანიელს ხელი დაუქნია, მე არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ გვერდით ვედექი ნენსის, უხერხულად ვიღიმოდი და ქვემოდან ხან დანიელს გავხედავდი, ხან ისევ ჩემს ფეხსაცმელებს დავუწყებდი თვალიერებას. სანამ მანქანაში ვისხედით მეგონა ნაილი ჩვენთან ერთად სახლში შემოვიდოდა, მაგრამ ეს უკვე ვერ გამოვიცანი, აშკარა იყო , რომ წასვლას აპირებდი.
-მადლობა გზისთვის...- ნენსიმ ორი თითი შუბლთან მიიტანა და შემდეგ ჰაერში გააქნია, დანიელმა ჩაიღიმა, იგივე გააკეთა და უპასუხა.
-ნებისმიერ დროს მიგულეთ თქვენს სამსახურში მემ...- ნენსსიმ ჩაიცინა და სახლისკენ მიბიძგა, როცა დანიელის ხმა კვლავ გავიგეთ
-ხვალ გნახავთ? - უხერხულად ჩავიცინე, სიმართლე, რომ ვთქვა არ ვიცოდი, როდის მივიდოდი სკოლაში, ტყუილს ხომ ვერ ვეტყოდი. და აი ზუსტად ამით გავამართლებ ჩემს საქციელს, რაც ერთ ადგილზე გაშეშებას და კვლავ ჩემს ფეხსაცმელებზე მიშტერებას მოიცავდა.
- სავარაუდოდ ერთ კვირაში მოვა სკოლაში!- მობეზრებულმა ნენსიმ ჩემ მაგივრად უპასუხა და გავიგონე დანიელის ჩაცინების ხმა, რაზეც ავწითლდი
-მანამდე კი ამაზე ვიმუშავებ.- ნენსის გავხედე და დავინახე, როგორ ანიშნა ჩემკენ.
- კარგი, ნახვამდის ქალბატონებო. ხო და მართლა ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნენსი!- რაო? ოღონდ არ მითხრას, რომ ახალ გაცნობილს ჩაუჯდა მანქანაში და ნება მიცა აეროპორტამდე მოეყვანა, თანაც ის ხომ ჩემი ასაკისაა. საერთოდ შეიძლება ამ ასაკში ტარება?
-ჩემთვისაც დანიელ, ხვალამდე.- კვლავ ხელი დაუქნია ნენსიმ და ბიჭის მანქანაც ადგილს მალევე მოსწყდა.
-წამოდი შევიდეთ.- ნენსიმ ჩემს ჩემოდანს ხელი მოკიდა და წაღებაში დამეხმარა.
-ღმერთო, ნენსი, უბრალოდ არ მითხრა, რომ ის, ეს-ესაა გაიცანი და უკვე მანქანით მასთან ერთად კატაობას შეუდექი.- თვალები გადავატრიალე და თან, სანამ ჭიშკარში შევედით და კარის ზღურბლს მივაღწიეთ, ძალიან დიდ იმედს ვიქონიებდი, რომ ტყუილი ვარაუდი იყო, მაგრამ იმედები კვლავ ახალი ნაყიდი ბუშტივით ჩაიფუშა, რომელსაც ნემსი შეარჭეს, როცა ნენსის ხმამაღალი კისკისი გავიგონე და დავინახე ხელი გაშლილ ოქროსფერ თმაში, როგორ შეიცურა და უკან გადაიყარა.
-დაწყნარდი ტრის, მეგობარია. სკოლაში ახალია და მალევე დავუახლოვდი.- მის სიტყვებზე თვალები გადავატრიალე და ჩავიფრუტუნე, როცა სახლის ზღურბლს მივადექით
-ნუ ფრუტუნებ ოღონდაც რა.- მობეზრებული ტონით თქვა ნენსიმ
-მალევე დავუახლოვდი, ერთ-ერთ გაკვეთილზე ვახსენე, რომ დღეს აეროპორტში უნდა დაგხვედროდი და წაყვანა შემომთავაზა.- ახსნა განმარტების ჩაბარება იქამდე დაიწყო ნენსიმ, სანამ მე მოვთხოვდი და იცოდა კიდეც, რომ მოვთხოვდი, ამიტომ ეს საქმე მანამ მოიშორა, სანამ სახლში შევიდოდით.
-ბეე, სახლში ვართ.- კარს აღებს ნენსი, მის გვერდით სათავსოსთან ჩემს ჩემოდანს დებს და მეუბნება, რომ მოგვიანებით ავიტანოთ.
-ჩემი ლამაზი გოგო მოსულა.- ბებია ჩემკენ წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, თითქმის საერთოდ, მაინც თბილი იყო ჩემ მიმართ.
-ღმერთო, რამხელა ხარ გოგო, ბოლოს, რომ გნახე ჯერ კიდევ საფენებში იყავი გახვეული.- მითხრა და საყვარლად ჩაიხითხითა, თან ლოყებზე მეფერებოდა.
-მადლობთ, რომ აქ დარჩენის ნებას მაძლევთ.-მოკლედ ვუთხარი და თბილი ღიმილი ვესროლე.
-არაფერია სამადლობელი, ყოველთვის ღიაა ჩვენი კარი შენნაირი კარგი გოგონასთვის.- მითხრა და თმაზე ხელი გადამისვა.
-აუ, ბებია მშიაა და დავსხდეთ რა უკვე, ჩემი მუცელი მალე მოცარტის მთვარის სონატას დაუკრავს.- სამზარეულოდან გამოსძახა ნენსიმ ბებიას.
-კარგი, წამოდი ამ ღორმუცელას ვაჭამოთ, შენც გეშიება. იცი, რა გემრიელი ღვეზელები გამოგიცხვეთ?!- მითხრა და სამზარეულოსკენ მიბიძგა.
***************************
უკვე მეორე დღეა რაც სახლში ვარ, ნენსის დრო არ ჰქონდა, რომ გარეთ მაინც გაგვესეირნა ამიტომ ეგ ამბავი ცოტა ხნით გადავდეთ. მე და ნენსის გვიწევდა ერთი ოთახი გაგვეყო, ანდა გაყოფა რა საჭირო იყო, უბრალოდ ერთ საწოლში დავიძინებდით, ეს ხომ აქამდე საკმაოდ ბევრჯერ გვიქნია.
-ნენს.- დავუძახე მას, როცა საწოლში მოვთავსდით.
-ამ, სკოლიდან ფორმა როდის უნდა წამოვიღო?- უეცარი კითხვა გამიჩნდა.
-იცი, წესით უფრო დიდი ხანი მოგიწევდა ლოდინი, მაგრამ ბებიაჩემმა მთელ ქვეყანას მოსდო, რომ ჩამოდიოდი. სკოლის დირექტორსაც და უკვე სიაშიც ხარ და ფორმის წაღება სავარაუდოდ შაბათს შეგეძლება.- რა იგულისხმა იმაში, რომ ყველას მოსდო ჩემი ჩამოსვლა? მე რა როკ ვარსკვლავი ვარ თუ გამოჩენილი მეცნიერი?
-ანუ...- თითებზე თვლა დავიწყე რამდენი დღე იყო დარჩენილი სამშაბათიდან, შაბათამდე.
-სამ დღეში სკოლაში მისვლა მომიწევს?
-აჰამ.- თქვა ნენსიმ და ხელები გულზე მკვდარივით დაიწყო, ვერ არის ეს გოგო, რაც თავი მახსოვს ასე უყვარს ძილი,მე კიდე დილით პირველი რასაც ვაკვირდები ის არის, მოძრაობს თუ არა მისი მკერდი, რომ დავაზუსტო , ხომ ნამდვილად ცოცხალია.
-ნუ ინერვიულებ წამოგყვები შაბათს.- მითხრა და თვალები მილულა. უეცრად გავიგე როგორ ისმოდა აივნის ფანჯარაზე რაღაცის წკარუნის ხმა. თავიდან ვიფიქრე, რომ მომეჩვენა და გადავტრიალდი, მაგრამ შემდეგ განმეორდა და ყური დავუგდე ხმას, აშკარა იყო ქვემოდან ვიღაც ლამობდა, რომ ნენსი გაეღვიძებინა და მე, რომ აქ არ ვყოფილიყავი არც არაფერი გამოუვიდოდა ისე ძინავდა მას.
-ნენს, გაიღვიძე. ნენსი, მგონი ვიღაც იძახის.- ნენსი უხეშად შევანჯღრიე. თავი წამოყო სწრაფად და ცალ თვალ დახუჭული მიაყარა.
-რა იყო მიწისძვრაა?- ჩამეცინა მის რეპლიკაზე, მაგრამ ის ვიღაც კენჭების სროლას არ წყვეტდა და დავასკვენი, რომ თუ ვინმე მალე არ გახედავდა, მოთმინების ფიალა ამოეწურებოდა და ოთახში დიდ ქვას შემოგვიგდებდა.
-ვიღაც გეძახის!- ჩუმად ვუთხარი მას. ლანძღვით წამოდგა ფეხზე, თან თვალებს იფშვნეტდა.
-დანიელ, მეღადავები ხო? ამ შუა ღამეს რა იყო, ჩაიფსი და საფენები გაგითავდა?- კვლავ უსიცოცხლოდ,მაგრამ მაინც სასაცილოდ წარმოთქვა ნენსიმ ეს სიტყვები იმიტომ, რომ ნახევრად ამთქნარებდა.
-სადღაც მივდივარ, კამპანია არ მაწყენდა.
-შენ საღ ჭკუაზე თუ ხარ?!- ნახევრად სიცილით უთხრა ნენსიმ.
-ნენსი გთხოვ, იქ მარტო არ გამიშვა. - დავინახე, როგორ დაიწყო ნენსიმ ყოყმანი და ამას იმითიც დავასკვნიდი, როცა შევნიშნე ერთი ფეხის ზურგი მეორეს ტოტს, როგორ შეახო და მოიფხანა.
-ჯერ ქალაქში ახალი გადმოსული ხარ და უკვე ჩემი სათრევი გახდი.- ისევ ჩაიფრუტუნა ნენსიმ.
- კარგი ხო, მაგრამ ბეატრისიც წამოვა.- მის ამ სიტყვებზე თავი წამოვყავი საბნიდან და დაველოდე, როდის დაბრუნდებოდა ოთახში, რომ მისთვის მკაცრი მზერა მესროლა. ასეც მოხდა, ნენსი კი საწოლის კიდის ჩემს მხარეს ჩამოჯდა და კატის თვალებით შემომხედა.
-არა ნენსი! უბრალოდ არ არსებული საკითხია. მე არსად არ წავალ.- ხელების ქნევა დავიწყე, თავთან ერთად, შემდეგ კი მკერდზე გადავიჯვარედინე.
-მარათლა აპირებ, რომ ამ დროს გარეთ მარტო გამიშვა ახალ გაცნობილ ბიჭთან ერთად?!- აი, როგორ კარგად მიცნობდა ნენსი. იმდენადაც, რომ ამით ჩემი მანიპულირებაც კი შეეძლო. იცოდა, რომ მარტო ამ დროს გარეთ არ გავუშვებდი, არც იმ მომხიბვლელ ბიჭთან ერთად.
-კარგი... - უხალისოდ წამოვდექი ფეხზე.
-არც მე მეხალისება წასვლა, მაგრამ სწრაფად უნდა ჩავიცვათ და ეგეთი მკვდარიც ნუ იქნები. - მითხრა ნენსიმ და გარდერობში ქექვა დაიწყო. მე ძებნა არც დამჭირვნია, ზუსტად ვიცოდი რასაც ჩავიცმევდი. გრძელ მკლავიანი მაისური სწრაფად გადავიცვი, ხორცისფერი კოლგოტები ამოვიცვი ფეხზე და ზემოდან მუხლს ქვემოთამდე ნაჭრის კაბა გადავიცვი. მისი ხელების შესაკრავები მოვძებნე და მხრებზე გავინასკვე. მალევე მზად ვიყავი, როცა ფეხზე შავი ტუფლები ამოვიცვი. ცოტა ხანში დავინახე, როგორ ჩახტა ნენსი აივნიდან მიწაზე, არც მე გამჭირვებია და რამდენიმე წუთში უკვე დანიელის მანქანით გზას მივიკვლევდით. არც ერთი არ საუბრობდა, მომბეზრდა სიჩუმეში ჯდომა და გადავწყვიტე ხმა ამომეღო.
-რამდენიმე კითხვა მაქვს.- მშვიდი, ღიმილიანი სახით გამომხედა დანიელმა.
-ვეცდები დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგცე. შეძლებისდაგვარად.- მითხრა და გზას გახედა.
-ეს მანქანა შენია, თუ ლეგალურია, რომ 16 წლისა მას ატარებ? და კიდევ ერთი, სად მივდივართ? - კითხვები ერთმანეთს მივაყარე, როგორც ჩანს მთვარემ ჩემში მეორე მე გააღვიძა. დანიელს ჩაეცინა.
-მანქანა ჩემი არ არის, არც ის არის ლეგალური, რომ მას ვატარებ და ბაიკერების შეკრებაზე მივდივართ, მეორე ნაირად, რომ ვთქვა რბოლაზე. - თქვა დანიელმა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-სერიოზულად? ახლა ბაიკერების შეკრების ადგილზე მიგყავართ?- დაძაბული ტონით უთხრა ნენსიმ მას.
-მისმინე, შეიძლება ცუდად ჟღერს.- დანიელი სანამ გააგრძელებდა ნენსი ჩაეჭრა.
-მაგ წინადადებას „მაგრამ“ არ მოაყოლო, თორემ თავში წამოგარტყავ.- გააფრთხილა ნენსიმ და საჩვენებელი თითით ანიშნა.
-...მაგრამ, მთელი სკოლა აქ არისო, პლიუს კიდევ ჩემმა მეგობარმა ძალიან მთხოვა მივსულიყავი. - როგორც კი წინადადება დაასრულა, ნენსიმ გაფრთხილების გარეშე წამოარტყა თავში, რაზეც ჩავიფხუკუნე.
-ჰეიიი...- გაბრაზებულმა გახედა ნენსის, შემდეგ მე და ვეცადე სიცილი შემეკავებინა.
-მეც არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ გეფიცებით სხვა გზა არ მქონდა, მარტო წასვლას კი თქვენი წამოყოლა მერჩივნა. - გაბრაზებული ტონით თქვა დანიელმა.
-მალე ატარე რა სწრაფად მივიდეთ, რომ იმ შენ მეგობარს თავ-ყბა გავუერთიანო.- ნენსი არ ცხრებოდა, ნეტავ რა იყო ასეთი ცუდი ამ კრებებში, რომ ის ასე ძალიან გაბრაზდა. ყოველთვის მაინტერესებდა რა გრძნობა იყო მოტოციკლზე ჯდომა, მაგრამ არასდროს არ მქონია იმის ფუფუნება, რომ გამომეცადა, ასე, რომ როგორც ბევრი სხვა რამ ესეც აუხდენელ ოცნებად მექცა.
-გოგოა...- თქვა დანიელმა.
- და რა? მაგ გოგოს სახე არ აქვს, რომ გავუერთიანო?- გაცხარებულმა კვლავ წარბები შეჭმუხნა ნენსიმ. რა საყვარელია, როცა ბრაზობს. გავიფიქრე და აშკარა იყო დანიელიც იგივეს ფიქრობდა, დავინახე, როგორ დააშტერდა ორი წამით ნენსის, შემდეგ თავი გააქნია და ჩაიცინა.
მანქანა გაჩერდა და ჩვენც გადმოვედით, იქაურობა სავსე იყო, ყველა ყვიროდა, გეფიცებით, აქ ჩვეულებრივი ტონით არავინ საუბრობდა, ყველა ყვიროდა და თან ამას დამატებული მეტალიკა ჰქონდათ ჩართული, რამაც თავი გაგონებიდან 5 წამში ამატკია. ხალხის ბრბოს შევერიეთ ნენსი ხელს არ მიშვებდა და მეც მას მივყვებოდი.
-ძმაო, მოხვედი? - ჩვენს წინ ვიღაც დაკუნთული, მაღალი ტიპი აისვეტა და დანიელს ხელი ჩაურტყა.
-კი, მილენა სად არის ოთო?- ჰკითხა დანიელმა.
-იქით არის ემზადებიან, რამდენჯერმე გიკითხა. ეგონა, რომ არ მოხვიდოდი. - გაიცინა ოთომ.
-არც მოვიდოდი, რომ არა ესენი...- თქვა დანიელმა და ჩვენკენ გამოიხედა, ოთომაც აგვათვალიერა, ბიძაჩემის ტოლი იქნებოდა სავარაუდოდ და სხეულის 80 პროცენტი ტატუებით ჰქონდა დაფარული.
-ლამაზი გოგონები არიან!- ისეთი საშინელიც არ იყო, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ნენსი იგივეს არ ფიქრობდა და კაცს უბღვერდა დანიელთან ერთად.
- ქალბატონებო და ბატონებო.... დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სექტემბრის რბოლების სეზონი გახსნილად გამოვაცხადოთ.- ისმოდა ვიღაც კაცის ხმა, მაგრამ ამ ხმის პატრონს ვერ ვხედავდი. ცოტა ხანში რბოლის ადგილისკენ გადავინაცვლეთ და თვალი მოვკარი დაახლოებით ხუთ მოტოციკლს ერთმანეთის გვერდით ჩამომწკრივებულებს.
-ახლა კი ჩვენი მონაწილეები წარგვიდგენენ საკუთარ თილისმებს. თუ რომელიმეს თილისმა არ გააჩნია, შემდეგი 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ პოვნა. მანამდე კი წარმოგიდგენთ, ანდრო კაიშაური, მისი თილისმა ელენე რობაქიძე იქნება.- ხალხისგან წამოსულმა ყიჟინამ უფრო ამატკია თავი.
-დემეტრე ამილახვარი ჩვენ წინ წარდგება თეა ბოჭორიშვილთან ერთად.- ამ ბიჭის ხსენებისას ხო ლამის ყურები მომძვრა.
-მილენა თოდრია კი ჩვენთვის უცნობი დანიელ გელანტიათი იასპარეზებს.- ყბა ჩამომვარდა. ისიც არ ვიცოდი თილისმა რას ნიშნავდა, ხოლო, როცა დანიელი იქ გავიდა ოფლისგან გავიწურე.
-დაგვრჩა ორი მონაწილე, თედო ბარკალაია და ელია სადაღიშვილი. 10 წუთი გაქვთ თქვენი თილისმის საპოვნელად.- როგორც კი ეს გამოცხადდა ერთ-ერთი მათგანი, ჩაფსკვნილი, დიდი კუნთებით, თავის მოტოციკლს მოშორდა და ბრბოში გაერია.
-ნენს, თილისმა რას ნიშნავს?- მას გადავუჩურჩულე.
-ვიღაც, ვინც რბოლის დროს მასთან ერთად იქნება. მგონი თუ თვის დასაწყისში მოიგებ რბოლას, მთელი თვის განმავლობაში იგივე თილისმა უნდა გყავდეს, სანამ ვინმე სხვა არ მოიგებს.- ამიხსნა ნენსიმ, მაგრამ საკმაოდ არეულად და ნახევარი ვერც კი გავიგე. ვხედავდი მეორე ბიჭს როგორ მოეხსნა თავიდან ჩაფხუტი და ბრბოს ათვარიელებდა, როცა მეორე კაცი მართლა ვინმეს მოსაძებნად გავიდა. მას დავაკვირდი, სულ შავებში იყო გამოწყობილი მისი ტყავის მოსაცმლის ტოტები ოდნავ ზემოთ ჰქონდა აწეული და ვხედავდი იქიდან ოდნავ, როგორ მოჩანდნენ შავი ლაქები, სავარაუდოდ ტატუები, რამდენიმე კი ყელზეც შევამჩნიე, როცა პროფილში იდგა, მთელს მის სხეულს ვაკვირდებოდი. შავი თმა აბურდოდა და ხელის შეცურებით ცდილობდა გაესწორებინა, სწორი ცხვირი ჰქონდა და აშკარად დიდი წამწამები, რომელთაც ამ სიბნელეშიც კი ვარჩევდი, ამხელა დისტანციაზე. მისი თვალიერებით ვიყავი გართული, ამიტომ არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ ვერ შევამჩნიე, მისმა თვალებმა ჩემი თვალიერება, როდის დაიწყეს. როგორც კი თვალი მოვკარი მაშინვე სხვა მიმართულებით გავიხედე. გავიგონე ბიჭმა როგორ დაუშტვინა ვიღაცას და ანიშნა მასთან მისულიყო. მისი სახელი სულ დამავიწყდა, არადა იმ უჩინარმა კაცმა გამოაცხადა. დავინახე როგორ მივიდა ბიჭთან ვიღაც ყავისფერთმიანი ბიჭი. შევცბი, როცა ჩემკენ გამოიხედეს და კვლავ თვალი ავარიდე. მაინც დავინახე , როგორ დაუქნია ყავისფერ თმიანმა ბიჭმა თავი მას და ჩემკენ წამოვიდა. ნენსის ზურგს უკან უფრო და უფრო მივდიოდი, თითქოს ეს დამეხმარებოდა. საბოლოოდ კი თავზე წამოგვადგა.
-ქალბატონებო.-თქვა და თავი დახარა რევერანსის ნიშნად. ნენსიმაც იგივეთი უპასუხა და მეც.
-კარგად ერთობით?- იკითხა ბიჭმა.
-უფრო კარგად „გავერთობოდი“ ახლა ჩემს საწოლში, რომ ვიწვე და მესამე სიზმარს ვნახულობდე.- ნაგლურად უპასუხა ნენსიმ, რაზეც ჩემგან მუჯლუგუნი მიიღო.
-აპატიეთ მას, მანერები ბალიშის, ქვეშ დატოვა.- ვეცადე სიტუაცია განმემუხტა. ბიჭმა ჩაიცინა და ნენსის მიუახლოვდა.
-არაუშავს, მომწონს! და თუ ასე ძალიან გინდა ჩემი ბინა აქვეა და საწოლიც მაქვს. - მისმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდეს. ღმერთო, არადა მე ის დავიცავი.
-არც მე არ წამომიღია დღეს მანერები თან მილედი.- თქვა ბიჭმა, ნენსის ხელი მოკიდა და ტუჩებთან აიტანა, რომ ეკოცნა, მაგრამ ნენსი რის ნენსია თუ სწრაფად არ აწია ხელი და ყბაში არ მოარტყა.
-ვაიმე, უკაცრავად. უფრო ძლიერად უნდა დამერტყა, საკმარისად გეტკინათ?- თითქოს შეშფოთებული ხმით უთხრა ნენსიმ ბიჭს. მან ჯერ გაბრაზებული სახით შეხედა შემდეგ ჩაიცინა.
-ახლა შენი დრო არ მაქვს, სხვა დროს მოგხედავ. ჰეი, შენ პატარავ, ბარკალაიას თილისმად უნდიხარ.- ჩემკენ გამოიხედა, მე კი თვალები დავქაჩე და პირი ოდნავ შემეხსნა.
-ის არსად არ მოდის. - ნენსი წინ დამიდგა. თვალები იმ ბიჭისკენ გავაპარე, რომელიც მოტოციკლე იჯდა და მე მიყურებდა. სახის არც ერთი ნაკვთი არ შეუცვლია, მასში რაღაც მაინტრიგებდა.
-ნენს...- ნენსის დავუწყე საუბარი.
- ნუ ღელავ, არსად არ წახვალ- მამშვიდებს ის, მაგრამ რატომღაც ჯერ ასე მშვიდად არასდროს არ ვყოფილვარ.
-მე მინდა ეს!- მტკიცედ განვაცხადე.
-ხუმრობ, თუ მართლა?- ჩემკენ გაღიმებულმა გამოიხედა ნენსიმ.
-მართლა.- მეც გავუღიმე, მან კი დაიწიკვინა.
-ჩემი გოგო გამბედავი როდიდან გახდა?- გაიცინა ნენსიმ.
- იმ მომენტიდან, რაც ის დავინახე.- სრული სერიოზულობით ვუთხარი მას.
-ვინ ის?- წარბები შეკრა ნენსიმ.
-აქ დაღამებამდე ვერ ვიდგები. - კვლავ იმ ბიჭის ხმა გავიგეთ, ნენსი მას მიუტრიალდა.
- რა გქვიათ ბატონო?
-ლევანი.- უხეშად უთხრა ბიჭმა.
-კარგი ლევან თვითონ ბატონი თედო რატომ არ მობრძანდება და არ წაიყვანს მას? თუ შენ მისთვის ყველანაირ საქმეს ასრულებ, არადა თავიდან მეგონა, რომ ფინია ძაღლისგან რამით მაინც გამოგარჩევდი.
-ძალიან სასაცილოა საყვარელო. მოდიხარ?- კვლავ ჩემკენ გამოიხედა. მე თავი დავუქნიე და მას გავყევი.
-ფრთხილად იყავი.- მითხრა ნენსიმ.
-მე კი არ ვატარებ ნენს.- მას გავუღიმე და ლევანს ავედევნე. რაც უფრო ვუახლოვდებოდით მით უფრო მიპყრობდა ამ ადამიანის ცოდნის სურვილი. როგორც კი ახლოს მომავალი დაგვინახა მოტოციკლს ფეხი გადაადო და მოკალათდა. ხმის ამოუღებლად წავიდა ლევანი და მეც მისკენ დავიძარი. სიტყვა არ უთქვამს, მისი ჩაფხუტიდან ვხედავდი მუქი ფერის თვალებს, ეს ყავისფერი არ იყო, არც შავი. ცოტა ხნით უნდა მეფიქრა, რომ მისთვის ფერი შემერჩია. მის მიერ გამოწვდილი ჩაფხუტი რამდენიმე წამში შევამჩნიე, ხელი მოვკიდე და გამოვართვი. თავზე დავიხურე. ცოტა ხნით ასე ვიდექი, მეუხერხულებოდა დაჯდომა, შემდეგ მან თავით მანიშნა უკან დავმჯდარიყავი. გაუბედავად მივიწევდი მისკენ, თანაც კაბა მეცვა. მაინც მოვახერხე და ფეხი გადავადე, ადგილზე მოვთავსდი. ხელები სად წამეღო არ ვიცოდი, ამიტომ უბრალოდ ჩვენს ორს შორის ცარიელ ადგილას მოვუჭირე. უჩინარი კაცის ხმა გაისმა.
-მზად არიან მონაწილეები, სამ თვლაზე ვიწყებთ. 1...
-სიცოცხლე თუ არ მოგბეზრებია, ჩემი რჩევაა ხელები მომხვიო პატარავ!- თქვა უცნობმა და მოტოციკლი მზად ყოფნაში ჩააგდო.
2...
გაუბედავად მოვხვიე ხელი მის წელს, ვიცოდი, რომ საშინლად ცივი ხელები მქონდა და ეს მაშინაც დამტკიცდა, როცა ჩემს შეხებაზე გააჟრჟოლა.
3...
მოტოციკლი ადგილს მოწყდა, თავიდან თავი უკან გადამივარდა, მაგრამ მალევე შევეცადე გამესწორებინა. ვერაფერს ვერ გავდიოდი ქარის წინაშე, ამიტომ უბრალოდ მის ზურგს მჭიდროდ მივადე ლოყა და ხელებიც მაგრად მოვუჭირე.
-სუნთქვის საშუალება მომეცი.-ქარის და მოტოციკლების ხმაში ძლივს ვარჩევ მის სიტყვებს. ეს ხმა, მისი ხმის ტემბრი ისეთი დამაბნეველი, ისეთი ცივია, რომ კიდევ უფრო მეტად მინდება ზურგზე ავეკრა და რამენაირად გავათბო, საბოლოოდ მისი ხმა იყო პირველი, რამაც პულსი ამიჩქარა რბოლისას და არა მოტოციკლის სიჩქარე.
-მაპატიეთ.- ვამბობ და სახესაც ვასწორებ. პასუხი არ არის. ის უბრალოდ გზას უყურებს. ვხედავ ჩვენ გვერდით ერთი მოტოციკლი, როგორ გვისწორდება, დანიელს თვალი მოვკარი, მანაც დამინახა და თვალები დაექაჩა. ხელებზე ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა თითოეული კუნთი უცნობს, როცა ვიღაცამ გაგვასწრო, სიჩქარეს მოუმატა და მოსახვევში მკვეთრად მოხვევის, შემდეგ იმ მოტოციკლს წინ გადაუდგა. გზას გავხედე, ისეთი სასიამოვნოც არ იყო მოტოციკლზე ჯდომა, როგორიც ჩემს ოცნებებში, ან შეიძლება ეს უცნაური ბიჭი ართულებდა ყველაფერს ჩემთვის. ჩვენ წინ ტრამპლინი შეევამჩნიე, მაშინვე შიშმა მომიცვა. არ მაინტერესებდა რას მეტყოდა, მაგრად ჩავეჭიდე მის მაისურს და უკან ავეკარი მთელი სიძლიერით, როცა ტრამპლინს გადაახტა, თვალები ერთმანეთზე მივაჭირე და რბოლის დასრულებამდე ასე ვიყავი. ვეღარ ვგრძნობდი ვერც სისწრაფეს და ვერც უმოძრაობას, მხოლოდ უჩინარი კაცის ხმამ მაიძულა თვალები გამეხილა, მაგრამ სხეული კვლავ ისეთი დაძაბული დავტოვე.
-და აი ჩვენი გამარჯვებულიც. თედო ბარკალაიააა, უცნობ გოგონასთან ერთად.- უცნობი გოგონა მე ვიყავი. ვიგრძენი თედომ, როგორ მოიხადა ჩაფხუტი.
-ხელი გამიშვი.- უხეშად მითხრა და ჩემს ხელებს დახედა მის წელზე.
-მაპატიეთ. - კვლავ მოვიბოდიშე და გავიწიე.
-გადადი!- კვლავ მკაცრი ტონი, თითქმის აღარ მინდოდა ამ ბიჭთან რაიმე კავშირი მქონოდა. სწრაფად წამოვდექი და ჩაფხუტი მოვიხსენი, მან ხელი გამომიწოდა, ალბათ იმისთვის, რომ ჩაფხუტი მიმეცა. ორი წამი მათ შევხედე, ჯერ კიდევ ვერ მომეფიქრა მისი თვალების ფერი. სერიოზული სახით ვუყურებდი, მალევე მზერა მოვაშორე და ჩაფხუტი მის უკან დავდე სადაც მე ვიჯექი. გაკვირვებული, მაგრამ მაინც არადაინტერესებული სახით შემომხედა. მე მივტრიალდი და წასვლა დავაპირე
- 15 , 21 და 28.- მისგან წარმოთქმულმა ამ რიცხვებმა დამაბნიეს, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ვერ მივხვდი!- თავი ავწიე და ისე ვუთხარი.
-ამ თვის 15, 21 და 28 რიცხვებში, აქ, ისევ ჩემი თილისმა იქნები.- მითხრა და ჩაფხუტი დაიფარა. სანამ წავიდოდა ერთი რამის თქმა მოვასწარი, საკმაოდ მშვიდი ტონით.
-არა.- ჩემი სიტყვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ერთხელ შემომხედა და ადგილს მოწყდა.

ველი თქვენს აზრს <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი Moonlight17

კარგი დასაწყისია ნამდვილად. ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები მომავალში რა შეიძლება მოხდეს. ოღონდ ცოტა დამაბნეველია ის ფაქტი რომ სიტუაცია ინგლისსში ვითარდება და ქართული სახელი გვარები ფიგურირებს. ან შეილება მართლა ქართველები არიან :დ ეს უკვე შენ იცი ავტორო. რაც შეეხება დანარჩენს, იშვიათად თუ ვკითხულობ ისტორიებს სადაც ასაკით პატარებზეა თხრობა, მაგრამ სიუჟეტმა ნამდვილად დამაინტერესა... ვფიქრობ ბეატრისის მშობლიური ქალაქიდან წასვლა ასე მარტივად არ გადაწყდება.
წარმატებები!

 


ძალიან კარგია მაგრამ მოდი მე სრულად რომ დადებ მაშინ წავიკითხავ ბოლომდე კაი? დადებ ალბათ სრულად

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

Moonlight17
კარგი დასაწყისია ნამდვილად. ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები მომავალში რა შეიძლება მოხდეს. ოღონდ ცოტა დამაბნეველია ის ფაქტი რომ სიტუაცია ინგლისსში ვითარდება და ქართული სახელი გვარები ფიგურირებს. ან შეილება მართლა ქართველები არიან :დ ეს უკვე შენ იცი ავტორო. რაც შეეხება დანარჩენს, იშვიათად თუ ვკითხულობ ისტორიებს სადაც ასაკით პატარებზეა თხრობა, მაგრამ სიუჟეტმა ნამდვილად დამაინტერესა... ვფიქრობ ბეატრისის მშობლიური ქალაქიდან წასვლა ასე მარტივად არ გადაწყდება.
წარმატებები!

მგონი რაღაც ცუდად გაიგე. თავიდან მოქმედება მიმდინარეობს რუსეთში. ბეატრისის მამა დაითანხმებს დედამისს რომ გაუშვას საქართველოში და როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოდის წერია რომ უკვე თბილისშია ამის შემდეგ საქართველოში განვითარდება მოვლენები <3 მიხარია რომ მოგეწონა <3 <3

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კარგია მაგრამ მოდი მე სრულად რომ დადებ მაშინ წავიკითხავ ბოლომდე კაი? დადებ ალბათ სრულად

ამ სამწუხაროდ სრულად აღარ დავდებ. თავებით დასრულდება <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.