შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შენ?!(12)


1-05-2019, 23:13
ავტორი kesane123
ნანახია 1 348

რატომ შენ?!(12)

………..თავი 12...............
-დავბრუნდით ეთერში და ყველაზე საინტერესო კითხვაც მოვიტანე.-გაიცინა.-როგორ გამოუტყდით ერთმანეთს გრძნობებში? -ეკუნას ჩაეცინა და თორნიკეს გადახედა რომელსაც სახე ეცვალა.
-ერთმანეთი სვანეთში გავიცანით, შემდეგ აღმოჩნდა რომ სიმღერაში ჩვენი გემოვნება ემთხვეოდა ამიტომ გადავწყვიტე კონცერტზე მასთან ერთად წავსულიყავი, ისიც დამთანხმდა, ვერც კი ავღწერ როგორ მიზიდავდა მისი ბავშურობა, გაბრწყინებული თვალები და რომ ჩამეხუტა მივხვდი რომ ზუსტად ის იყო ვისთან ერთადაც შემეძლო დარჩენილი სიცოცხლის გატარება.-ჩაეღიმა და გაოცებულ, დაბნეულ, აცრემლებულ ტასოს გადახედა.- მეორე დღეს ისევ სვანეთში ვბრუნდებოდით, მანქანა გავაჩერე და იქ გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში. არანაირი რომანტიკა და მსგავსი ბანალურობები, ვიყავით ის ვინც ვიყავით და ეს ყველაზე დიდი გულწრფელობა და რომანტიკა გამოვიდა.
-მართლა საოცარი წყვილი ხართ.-კიდევ დიდხანს ისაუბრეს, ბოლოს კი გდაცემა დასრულდა და ტასომაც იფეთქა.
-ნორმალური ხარ?! რა სიყვარულობები აგიტყდა? შენ არიყავი იმდღეს მიწასთან რომ გამასწორე? თურმე ამერიკაში ქალიშვილს ვინ დამტოვებდა და რახან იქ ფეხებს ვუშლიდი შენ რაღა გამონაკლისი ხარ არა? სანამ საბოლოოდ შემზიზღებიხარ აქედან წადი თორნიკე.-თომასკენ წავიდა, თორნიკეც მისკენ წავიდა, მანქანის კარი გაუღო.
-დაჯექი სანამ უარესად გავმწარდები.-ისეთი ხმით თქვა თორნიკემ რომ შეწინააღმდეგება ვერ გაბედა და თომა უკან მოათავსა თვითონ კი წინ დაჯდა.
-თორნიკე ბიძია, მართლა უნდა დაქორწინდეთ?-თვალებგაბრწყინებულმა კითხა თომმ.
-არა!-წამოიყვირა ტასომ.
-კი!-თვალი ჩაუკრა თორნიკემ.
-ნამდვილად შეიშალე.-გაოცებულმა უთხრა ტასომ.
-აქამდეც არ ვიყავი ნორმალური.-მუსიკას აუწია მანქანა პირდაპირ წყნეთის აგარაკისკენ წაიყვანა.
-სად მივდივართ?-კითხ აფეთქების პირას მყოფმა ტასომ.
-წყნეთშია ყველა და იქ მოდიხარ შენც.-გადაჭრით უთხრა და მისი ხელი თავისაში მოიქცია და ტუჩები თლილ თითებზე მიაკრო.
-მაინც ვერ ვხვდები რატომ იქცევი ასე.-თავი გააქნია ტასომ. კარგახანს ჩუმად იყვნენ.
-გუშინ მელანომ დამირეკა, ჩემთან მოდიო, მეც თავპირისმტვრევით გავვარდი და იქ მისულს ხელში შემრჩა ყურებამდე გაკრეჭილი მელანო რომელიც ფიქრებით ჩემთან საერთოდაც არიყო. მერე როგორციქნა მოიყვა შენ ძმაზე, დამეჯახა შემთხვევითო, ჩვენს უნივერსიტეტში დროებით ლექციებს ჩაატარებს ბიზნეს ადმინისტირებაზეო. თამაშს ვწყვეტ, მორჩა.-წყნეთის სახლს მიუახლოვდნენ და იქვე გააჩერა მანქანა თორნიკემ.
-აღარ გენდობი.-ამოთქვა ტასომ და სასწარკვეთილი მზერით მიაჩერდა თორნიკეს.
-არ მიკვირს.-მწარედ ჩაეცინა თორნიკეს.
-იმის შიშით ვერ ვიცხოვრებ რომ როცა ჩემი ძმა რამეს მიქარავს მე მომდგე და გადამიარო. ის სიტყვები რაც მითხარი მხოლოდ ჩემი კიარა ყველა ჩვენი საერთო მეგობრის შეურაწყოფა იყო თორნიკე.-სევდიანად გაუღიმა.-შეიძლება გაპატიე მაგრამ ვერ დავივიწყებ.-თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა მისკენ გადაიწია, საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, ლოყაზე ხელი მოუთათუნა, ცრემლები შეიმშრალა და მანქანიდან გადავიდა. მძინარე თომა თორნიკემ აიყვანა და სახლისკენ დავიძარით, შუქები ენთო და ხმაური გამოდიოდა. შევედით თუარა ყველაფერი ჩაჩუმდა. მისაღებში პუფში ჩავეხეთქე და ბუხარს გავუშტერე თვალი. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, დედა იყო. ვიდეოზარით რეკავდა თვალები ავატრიალე და სანამ პასუხს გავცემდი მანამდე მომაყარა მთელი ნაგროვები.
-გოგო შენ ნორმალური ხარ? თორნიკე დევდარიანის შეყვარებული თუ იყავი არუნდა გეთქვა? მამაშენის პარტნიორის შვილს თუ ხვდები რატომ უნდა ვიგებდეთ ახლა?
-დედა მორჩი!-ამოვთქვი უცებ.
- ნინო დეიდა როგორ ბრძანდებით?-იოანე ჩაერთო საუბარში და დედაჩემსაც თვალები გაუბრწყინდა.
-იოანე შვილო კარად შენ როგორ ხარ?
-ჩემი ძმის ხელში, შეძლებისდაგვარად კარგად.
-რახდება შვილო შენ მაინც ამიხსენი.
-მე ვერაფერს გეტყვით, თვითონ თორნიკეს დაელაპარაკეთ.-ტელეფონი ახლადმოსულ თორნიკეს გაუწოდა.
-გამარჯობა ნინო დეიდა.-თბილად გაუღიმა თორნიკემ.
-შვილო რახდება გამაგებინებთ?
-ტყუილია რაც ვთქვი.-გაღიმება სცადა.-კითხვები მაჩვენეს და ძალიან საზიზღრობას ამზადებდა წამყვანი, საკმაოდ გველი ქალია, მეც აღარ გავართულე და ვიცრუე.
-ასეთი რაეწერა კიმარა?
-მის პატიოსნებას ეხებოდნენ, სრული აფსურდები ეწერა.-კიდევ დიდხანს საუბრობდნენ ამთემასთან დაკავშირებით როცა ეზოში მანქანა შემოვიდა. თორნიკე, იოანე, დემეტრე და ნიკუშა გავიდნენ, სხვა არც არავინ იყო ბიჭებიდან, ყველა საქმეზე იყო წასული. უკვე ათასჯერ ნაცემი ტასოს თაყვანისმცემელი რომ დაინახეს ბრაზი ერთიანად მოერიათ.-აქ რა გინდა?
-შენ *ლეო როგორ მახევ ქალს?-იღრიალა საბამ.
-ამის ქალი საიდან შენი ტასო?-ნიკუშამ სიცილით კითხა თორნიკეს.
-რა ჩემი *ლე გინდა აქ შე დედამო**ნულო?-ნელნელა მისკენ მიიწევდა თორნიკე.
-ტასო მინდა.-დაიღრიალა და ტასომ მისი სახელი რომ გაიგო ფეთიანივით წამოხტა და გარეთ გავარდა. თვალები შუბლზე აუვიდა საბა რომ დაინახა.
-საბა?
-ჰო ჩემო სიცოცხლე, მოგიტაცეს ამ გამოსი*ებულებმა არა? წამოდი ტასუნა ჩემთან წავიდეთ.-უკვე ჭკუიდან გადადიოდა საბა.
-რას ბოდავ ადამიანო სულ გამოშტერდი?-იყვირა ტასომაც.
-არცერთი მომიახლოვდეთ თორემ ვესვრი.-მას შემდეგ დაიღრიალა საბამ რაც თორნიკეს გასტეტიანი ხელი მოუქნია და მანაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ძირს დაეცა. ტასო ახლოს იდგა ამიტომ გადაეფარა და ჯერ ისევ გახევებულ თორნიკეს სახეზე ხელებს უსვამდა.-გიყვარს არა? შეგიყვარდა არა შე ბო*ო?-დაიღრიალა და ტასოს მთელი ძალით ჩაარტყა ხერხემალში წიხლი, ხმა ჩაუწყდა ტასოს იმხელაზე იღრიალა ტკივილისგან. თორნიკეც გამოფხიზლდა ბიჭებმაც შეძლეს საბას შეკავება მაგრამ ტასო უგონოდ იყო იატაკზე, ტკივილს ვეღარ გაუძლო გონებამ და გაითიშა.
-საავადმყოფოშ უნდა წავიყვანოთ, ჩქარა.-ერთადერთმა ობიექტურად მოაზროვნე დემეტრემ ხელში აიტაცა ტასოს სხეული და მანქანაში ჩასვა, გოგონები ჯერ კიდევ შოკში იყვნენ, არცერთს მისცა წამოსვლის უფლება დემეტრემ, ლილეს, თორნიკეს და ნიკუშას გარდა. გზაში ნიკუშამ ითავა ალექსანდრესთვის დარეკა.
-გისმენ ნიკუშ.-კარგ ხასიათზე ჩანდა ალექსანდრე.
-ალექს, ტასო საავადმყოფოში მიგვყავს.-სწრადაფ მიაყარა.
-რა სჭირს ტასოს?-ხმა გაუტყდა ალექსს. ნიკამ ყველაფერი აუხსნა და ალექსანდრე უკვე საავადმყოფოში დახვდათ. საუკეთესო ექიმებს მიაბარეს და გაშტერებულ თორნიკეს გადახედეს რომელსაც საფეთქლიდან სისხლი სდიოდა.
-ამის დედაშე*ეცი.-დაიღრიალა თორნიკემ და კედელს დაუშინა მუშტები, ძლივს აჩერებდნენ ბიჭები, არანორმალური ხმითღრიალებდა და ტასოს გაიძახოდა. ალექსანდრე უყურებდა და ბოლოს მოთმინება რომ ამოეწურა, მასთან მივიდა და მხარზე დასცხო ხელი.
-გაჩერდი თორნიკე, გაჩერდი!-მხარზე ხელს ძლიერად უჭერდა და თორნიკეც ნელნელა დაწყნარდა, ობოლმა ცრემლმა დატოვა მისი თვალი და პირდაპირ მიწას დაენარცხა. დერეფანში მელანო რომ გამოჩნდა თორნიკემ ვერ შეამჩნია. ალექსანდრე კი უყურებდა და თვალებში ცრემლები უკრთებოდა.-მელანო.-ამოიჩურჩულა და პატარა სიფრიფანა სხეულს რომელიც მისკენ მიდიოდა თვალს ვერ წყვეტდა. ბოლოს თხელი მკლავების მოხვევა იგრძნო და გულში სითბო ჩაეღვარა. ხლებით მაგრად მიიკრა გულზე პატარა სხეული და მის მხარზე მისცა ცრემლს გადმოვარდნის უფლება.
-ყველაფერი კარგად იქნება.-ჩასჩურჩულა მელანომ და მწვანე თვალები შეანათა. ალექსანდრემ ოდნავშესამჩნევად გაუღიმა და ხელები გაუშვა. მერე ერთწერტილს მიშტერებულ თორნიკეს შეხედა მელანომ ა ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. გვერდით მიუჯდა, თორნიკემაც მხარზე დაადო თავი და თვალები დახუჭა.-ჩემო დატანჯულო.-ჩუმად ჩურჩულებდა და თმაზე ეფერებოდა.
-მოვკვდები რომ დამტოვოს.-ამოიჩურჩულა აკანკალებული ხმით.
-ძლიერი გოგოა ნუ გეშინია, მის ძმას გავს.-მანაც ჩასჩურჩულა და გაეღიმა კიდეც თორნიკეს. ალექსანდრე უყურებდა მათ და კიდევ უფრო უმძიმდებოდა გული ტასოს ნახვის სურვილით. მალე ექიმი გამოვიდა და ალექსანდრე და თორნიკე პირველები მიცვივდნენ.
-ხერხემალია დაზიანებული, საშინელი ტკივილები ექნება, სასწრაფოდ გერმანიაში უნდა წაიყვანოთ, საბუთებს გადავაგზავნი თუ პრობლემა არ არის, რაც მალე მით უკეთესი. მალე ისეთი ტკივილები ექნება ნარკოტიკიც ვეღარ გაუყუჩებს. გერმანიაში გეტყვიან გავლას თუ შეძლებს.-დანანებით გააქნია თავი და კაბინეტისკენ დაიძრა.
ალექსანდრე და თორნიკე ხმას ვერ იღებდნენ.
იდგნენ საოპერაციოს შესასვლელთან...
ორი მამაკაცი...
ორი მთა...
ორივეს ერთი ქალი სტკიოდა...
ერთის და იყო
მეორის კი ყველაფერი დის გარდა.
ერთმანეთს შეხედეს,
ორივეს სტკიოდა.
-მე წავყვები გერმანიაში თომასაც წავიყვან.-ამოთქვა თორნიკემ.
-დარწმუნებული ხარ?-კითხა ალექსანდრემ.
-სავსებით.-გადაჭრით თქვა და ექიმის კაბინეტისკენ დაიძრა. კარი შეაღო და ხელებშ თავჩამალული ექიმი რომ დაინხა უფრო დიდი პატივისცემა გაუჩნდა ექიმების მიმართ.-შეიძლება?
-მოდი შვილო.-სევდიანად გაუღიმა კაცმა.
-როდის შევძლებთ წაყვანას?
-ორ-სამ დღეში.
-რამდენი აქვს იმის შანსი რომ გაიაროს?
-20% მეტს ვერანაირად დაგაიმედებ.
-მალე გაიღვიძებს?
-დაახლოებით ნახევარ საათში წესით. საშინელი ტკივილები ექნება, ისეთი გრძნობა ექნება თითქოს ყველა ძვალს ერთად უმსხვრევენ, მშობიარობის დროსაც იგივეს განიცდის ადამიანი მაგრამ ეს არაამქვეყნიური ტკივილი იქნებ და ამისთვის მოემზადე. მეც იგივე გამოვცადე და ვიცი რა დღეში იქნება.-სევდიანად გაეღიმა.
-ოპერაციის შემდეგ რა იქნება?-გატეხილი ხმით უპასუხა.
-ტკივილები არარ ექნება, შემდეგ ხანგრძლივი და მტკივნეული რეაბილიტაცია ელის, რომელიც საქართველოშიც შეუძლია გააგრძელოს ჩვენ კლინიკაში. ძალიან ლამაზი გოგოა, თვალი ვერ მოვწყვიტე.
-დიახ, ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე უფრო მშვენიერია.-ჩაეღიმა.-კარგით, მადლობა და დაგთოვებთ.-ხელი ჩამოართვა და დერეფანში გავიდა. პალატიდან ხმები მოესმა, ტასო ყვიროდა მტკივა მიშველეთო. ალეწქსანდრე თვალცრემლიანი იჯდა და თითები სახესთან მოემუშტა. მელანო შეცბუნებული იყო, დემეტრეს და ლილეს აღარააფრის თქმა შეეძლოთ. პალატაში შევიდა სწრაფი ნაბიჯებით და საწოლს მიუახლოვდა.
-თორნიკე მიშველე, გემუდარები, მტკივა! მომკლან, ამას ვერ გავუძლებ, თორნიკე, მიშველე.-ტირილით ლაპარაკობდა. თორნიკეს გული ეკუმშებოდა ამის მოსმენისას, დანახვამ კი საერთოდ შოკი ჩააგდო. სწრაფად დაიხარა ტასოსთან და მთელი სახე დაუკოცნა.-მიშველე.-ამოიხავლა ისევ.
-მალე აღარ გეტკინება ჩემო პატარავ, მალე კარგად იქნები გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.-ცრემლები სდიოდა თორნიკესაც, ასეთი სილამაზის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ გააგიჟა.-მალე ყველაფერი კარგად იქნება ტას, ჩვენ შევძლებთ. ჩემი არ გჯერა?
-მჯერა.-თავი დაუქნია.
-გავუძლებთ ტას, ყველაფერს გავუძლებთ.-მის გვერდით მიწვა და თმაზე ეფერებოდა. ტასო თითქოს ამ სიტყვებმა დაამშვიდა, მხოლოდ ოხრავდა, აღარ ყვიროდა აღარც ცრემლები სდიოდა. თორნიკეზე იყო აკრული და მწარედ, რღმად სუნთქავდა.-წარმოიდგინე, მე და შენ სვანეთში, ისევ იმ ადგილას, იარაღი რომ დაგიმიზნე. წარმოიდგინე?-კითხა და ტასომაც თავი დაუქნია.-წარმოიდგინე რომ ისევ იქ ვართ, მე და შენ, მხოლოდ ჩვენ ორნი, მთები და მინარე. ტას რაგინდა რომ ახლა გავაკეთო?
-არასდროს მიმატოვო.-ამოიხავლა ხმაჩამწყდარმა.-მტკივა უშენოდ.-ამოიტირა და ტკივილის ახალმა ტალღამ შემოუტია.-დაუძახე გთხოვ, დამაძინონ.-თორნიკეც დაემორჩილა და მალე უყურებდა როგორ ეძინა მისთვის საყვარელ არსებას და მის თმებში დააცოცებდა თითებს. წამოდგა და გარეთ გავიდა, ყველა იქ იყო, უკლებლივ. იქვე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. დერებანძი გაგიჟებულები შემოცვივდნენ ნინო და გიორგი.
-ალექსანდრე.-ამოიხავლა ქალმა და შვილობილს ჩაეხუტა.
-როგორ არის?-კაცის ამაყმა მაგრამ მაინც გამტყდარმა ხმამ გაკვეთა იქაურობა.
-ცუდათ მამა, ცუდათ.-მამამისს გადაეხვია ალექსი და მერე თორნიკეს გახედა რომელიც მისასალმებლად წამოდგა.
-გამარჯობა გიორგი ბიძია.-მხურვალედ გადაეხვია კაცს. შემდეგ ნინოც მოიკითხა და ისევ პალატაში შევიდა. საწოლს მიუახლოვდა და თმაზე მიეფერა, შუბლზე აკოცა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. შუაღამისას ტასოს ტირილმა გააღვიძა, სწრაფად წამოდგა და მასთან მივიდა.-გტკივა ჩემო ანგელოზო?
-მტკივა თორნი, გავგიჟდები მალე ისე მტივა.-ამოიტირა და ბიჭის ხელს მაგრად ჩაკიდა ხელი. იმდენად უჭერდა რომ თორნიკეს სისხლის მიმოქცევა შეუწყდა და ხელი გაულურჯდა.
-ტას, მოდი იფიქრე ახლა სად გინდა ყოფნა კარგი? არ იფიქრო ტკივილზე გთხოვ.
-მე და შენ თორნი, მთაში ვართ მე და შენ პატარა ქოხში, ბუხარი ანთია, იცი რალამაზია აქაურობა? მე და შენ, წითელი ღვინო და ბუხარი. თორნი ხომ იქნება ასე?
-იქნება ჩემო ანგელოზო, მალე იქნება.-ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.-კიდევ? კიდევ რას ხედავ?
-კიდევ თომას ვხედავ, იქვე წევს სავარძელზე და ტკბილად სძინავს. გარეთ წვიმს მაგრამ არ მეშინია იმიტომ რომ გვერდით შენ მყავხარ.-გაეღიმა, ნატანჯი ღიმილით.-რა უნდა მიშველონ თორნი?
-ზეგ გერმანიაში წავალთ, მე, შენ და თომა. ოპერაციას გაიკეთებ, რეაბილიტაციას გაივლი და ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა შენც დაიჯერე გთხოვ.-ამოიჩურჩულა მის ყურთან და იქვე აკოცა.
-ალექსი აქ არის?
-ყველა აქ არის, ორსულები წაიყვანეს მარტო. დედაშენი და მამაშენიც აქ არიან. დავუძახო?-მის თითებს ეთამაშებოდა და თან ეჩურჩულებოდა.
-მე შენთანაც კარგად ვარ.-უთხრა და საფეთქელზე მიაკრა ტუჩები. მალამოდ ედებოდა თორნიკეს თითოეული შეხება თითქოს ავიწყდებოდა კიდეც ის გაუსაძლისი ტკივილი.
-წავალთ და ყველაფერი დალაგდება გპირდები, შენ ისევ ისე დადგები მყარად ფეხზე და ქუსლებზე შეხტომისას ჩემ ნიკაპსაც მოწვდები.-გაუღიმა.-ჩემო მოდელო.-მაინც მოახერხა და გააცინა ტასო.
-არცერთი შენი თამაში არ გამომიტოოოვებია.-გაბედულად უთხრა და თორნიკესაც საოცარი სითბო ჩაეღვარა მუცელში.
-მაშინაც იყავი?-კითხა გამტყდარი ხმით.
-ვიყავი, შენს ყველა გამარჯვებაზე, დამარცხებაზე და საბოლოო ტრამვაზეც.-თლილი თითები მის თითებში ახლართა.
-როგორ ვერ გამჩნევდი? ასეთი სილამაზე მედექი იქ და ვერ გხედავდი.-დაანანებით გააქნია თავი.
-სულ გადაცმული დავდიოდი რომმ ხალხს არ ვეცნე, მაშინ მოწოდების სიმაღლეზე ვიყავი და ბიჭივით მეცვა სულ. ვერ მიცნობდი მაგრამ ერთხელ ბურთი მომარტყი შიგ თავში.-გაეღიმა.
-გამახსენდა.-გაეცინა თორნიკესაც.-დიორის ჩვენებაზე ის წითელი კაბა იცი როგორ გიხდებოდა?-გაეღიმა თორნიკეს.
-იქ იყავი?-გაოცება ვერ დამალა ტასომ.
-ყველა ჩვენებაზე ვიყავი, მალვინას დავყვებოდი, მოდაზე გიჟდება, შენზე განსაკუთრებით.
-მარტო ის წითელი კაბა მოგეწონა?
-არა, ყველა კაბაში გასაოცარი იყავი. მის საქართველოზე ბრწყინავდი მაგრამ მსოფლიოზე რო არ გაგიშვეს მაგრად გამიტყდა. ისე საცვლების ფოტოსესიებში რატო არიღებდი ფოტოებს?
-შენ მგონი მართლა ამერიკელი ტიპშა გგონივარ.-გაეცინა ტასოს, ტკივილი სულ აღარ ახსოვდა იმ წამს.-ჩემი შიშველი სხეულის ნახვის უფლება არავის აქვს ჩემი მომავალი ქმრის გარდა.-კმაყოფილმა ჩაამთავრა მონოლოგი.
-რა პატივში ვარ.-ტაში შემოჰკრა თორნიკემ.
-შენ რაშუაში ხარ?
-შენთვის არ მითქვამს?
-რაუნდა გეთქვა?-დაეჭვებით კითხა.
-რა და როგორც კი საქართველოში ჩამოვალთ რეაბილიტაციისთვის ხელს მოვაწერთ, აი ფეხზე რომ დადგები ჯვრისწერა მერე იყოს.-ჩამოარაკრაკა და მომლოდინედ დააკვირდა ტასოს.-არ მომყვები ტასიკო?
-თორნიკე გიყვარვარ?-კითხა მოულოდნელად მაგრამ ნურას უკაცრავად, თორნიკე და დაბნევა? არასდროს!
-მიყვარხარ ცამდე, მთვარემდე, მზემდე და იმის იქით.-უთხრა და მის ტუჩებს დასწვდა.
-რომ ვერ გავიარო?
-გაივლი!-მტკიცედ თქვა თორნიკემ.-რომც არ გაიარო ტას მე შენ მჭირდები და არა შენი სიარული გესმის? შენთან ერთად ძილი მჭირდება და დილით შენი კოცნით გაღვიძება და სულ არ მაინტერესებს ეტლზე იქნები მიჯაჭვული თუ გაბღენძილ წვეულებებზე ხელკავ გამოდებული მომყვები გვერდით. შენ შეუდარებელი ხარ და მუდამ იქნები!-სათქმელი დაასრულა და ტასომაც გადმოუშვა ცრემლების ნაკადი თვალებიდან.-ტას გიყვარვარ?
-მიყვარხარ ცამდე, მთვარემდე, მზემდე და იმის იქითაც!-უთხრა და თვალები მინაბა. ორ დღეში მართლაც გაფრინდნენ გერმანიაში და დილით ჩაფრენილს, საღამოს უკვე ოპერაციას უნიშნავდნენ. გიორგი, ნინო, ალექსანდრე, თორნიკე და თომა მოსაცდელში ისხდნენ და აქეთ თომა ამშვიდებდა თორნიკეს, ისიც გულში იკრავდა და აჩქარებულ გულს ვერაფერს უშვრებოდა. ოპერაციას, გიორგის ქართველი მეგობარი უკეთებდა რომელიც თავის სფეროში საუკეთესო იყო. დაახლოებით 9 საათიანი ოპერაციის შემდეგ საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა.
-რახდება ზაზა?-კითხა გიორგიმ.
-გავლის შანსები ნამდვილად აქვს, ძლიერი გოგოა და კიდევუფრო ძლიერი ხერხემალი აქვს.-გაეღიმა.-რეაბილიტაციის შემდეგ ყველაფერი დალაგდება მაგრამ რეაბილიტაცია ვშიშობ დიდხანს გაიწელება და საკმაოდ რთული იქნება. მერე უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორიც იქნება გაივლის თუ არა სანამ დიდ შოკს არ მიიღებს. აქ 1 თვით მოგიწევთ დარჩენა დანარჩენს კი სამშობლოში განაგრძობთ.
-გაიგე თომაა? გაივლის შენი დედიკო.-ბავშვს ეჩურჩულებოდა და ისიც გახარებული ეხუტებოდა თორნიკეს. ყველას თვალები ბრწყინავდა ბედნიერებისგან და ყველას უხაროდატასო. ყველაზე პოზიტიური მაგრამ ამავდროულად სერიოზული გოგო მთელ სასტავში. თორნიკეს საცოლე და მისი მომავალი. ტკივილები შეუწყდა ტასოს, იმდენად აღარ სტკიოდა რასაკვირვეია მაგრამ ხანდახან კი ასტკივდებოდა ხოლმე. ერთ დღს გადაიკარგა თორნიკე, როცა დაბრუნდა კი ხელში ლამაზი ყუთი ეჭირა. უთქმელად გახსნა და ტასოს თვალი მოსჭრა ბეჭდის სილამაზემ. ლამაზი ოქროსფერი ბეჭედი იყო ბრილიანტის თვლით, სადა და ტასოსთვის შესაფერისი. ხელზე მოარგო ბეჭედი, ტუჩებზე წაეტანა და საბოლოოდ გამოუცხადა შენ ჩემი ხარო! განა ასე არ იყო? რათქმაუნდა იყო! მაშინვე გადაიღო ფოტო ტასომ, როგორ კოცნიდა თორნიკე მის ბეჭდიან ხელს, წარწერაც არ დავიწყებია რომელიც ასე თუ ისე მაინც მოგგვრიდათ ღიმილს:
„ვხოცავთ, ვკლავთ, ვანადგურებთ, გვძულს ერთმანეთი მაგრამ მაინც არანორმალურად გვიყვარს დ ვაღმერთებთ! ვთხოვდებიიიიი..“. ინტაგრამზე დადება და ხალხის აფორიაქება ერთი იყო. ყველა მხრიდან ურეკავდნენ და ულოცავდნენ. საოცრება იყო ბრწყინავდნენ ერთმანეთით. ერთი თვის თავზე საქართველოში დაბრუნდნენ, დიდი აჟიოტაჟით და სიხარულით მაგრამ მაინც ღრღნიდა ტასოს რაღაც. ნუთუ შეძლებდა თორნიკე ბოლომდე ტასოსთან ყოფნას? იქნებ ვერ შეეძლო? მაგრამ ამას ხომ მხოლოდ ტასო ფიქრობდა? თორნიკე კი მზად იყო საყვარელი ქალისთვის მიეძღვნა ყველაფერი რაც გააჩნდა სულით ხორცამდე.
-ჩემი ანგელოზი როგორ არის?-ოთახში შეუვარდა სამსახურიდან ახლად დაბრუნებული თორნიკე.
-კარგი დღ გქონდა?-ძლივს გუღიმა ტასომ.
-რაგჭირს ტას? ხომ კარგად ხარ? ისევ გტკივა?
-დაწყნარდი.-გააეცინა მის აფორიაქებაზე.-თორნიკე დაფიქრდი, მე რომ ვერ გავიარო ბოლომდე გამიძლებ? გიღირს ამად?
-მე ყველაფრად მიღირხარ გესმის? მოიშრე ასეთი სულელური აზრები და ჩამეხუტე, დავიღალე საცოლევ.
-როგორ ძლიან ვერ გიტან.
-მეც ვგიჟდები შენზე საცოლევ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია მომწონს.ძალიან კარგად წერ.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი kesane123

mia miako 15
ძალიან კარგია მომწონს.ძალიან კარგად წერ.ველოდები შემდეგ თავს

მადლობა და მალე იქნება <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.