შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი სიტყვა [ნაწილი II]


27-06-2019, 02:31
ავტორი ლათინო
ნანახია 315

ერთი სიტყვა [ნაწილი II]

ტირილსა და ცრემლისღვრაში ისე ჩამეძინა რომ ვერც გავიგე. როცა გამოვფხიზლდი უკვე საღამო იყო,დაახლოებით რვა საათი. სარკეში საკუთარი სახე რომ დავინახე შემეშინდა.
-ფუ ამის,ეს რა არის?!
ხელით ვეხებოდი დასიებულ თვალებსა და აბურდულ თმებს. სახედამანჭული გავეშურე სააბაზანოსკენ და წყალი გადავივლე.განსაკუთრებული შედეგი არ გამოუღია,მაგრამ თმა მაინც ხომ დალაგდა?! გადავწყვიტე ბარში წავსულიყავი. მომზადებას შევუდექი,ბოლოს სუნამოც მივიპკურე და ქვემოთ ჩავედი. ლუკას ხმა გავიგე,რომელიც მისი ოთახიდან მოდიოდა.
-დღეს ვერ მკვახერხებთ შეხვედრას სალო...სამსახურიდან შეიძლება ნებისმიერ დროს დამირეკონ და ხომ ხვდები,არ მინდა გამოქცევა მომიწიოს...ხვალ სამსახურის მერე გამოგივლი და სადაც გინდა იქ წავიდეთ....რატომ მებუტები? ....კარგი მერე ვილაპარაკოთ. -ტელეფონი გათიშა და მძიმედ ამოიხვნეშა.- ახლა ყველაზე სწორი იქნება თუ შენგან თავს შორს დავიჭერ...ცოტა ხნით მაინც.
ყელში რაღაც მტკივნეული გამეჩხირა,თვალები ისევ ცრემლით ამევსო.არ მინდოდა მეფიქრა რომ მისი ასეთი საქციელის მიზეზი მე ვიყავი,საშინლად არ მინდოდა,მაგრამ ეს ასე იყო. ის ჩემი გულისთვის აკეთებდა იმას,რაც თვითონაც არ უნდოდა. ნაბიჯების ხმა გავიგე და მეც სასწრაფოდ მოვშორდი მის კარებს,სამზარეულოსკენ გავიქეცი და ძლივს შევასწარი,მგონი ვერ დამინახა. რამდენიმე წამში ისიც ჩემს გვერდით აღმოჩნდა.
-სად მიიპრანჭები ქალბატონო?
-გადავწყვიტე ბარს ვესტუმრო,ვგრძნობ რომ მოვენატრე.
-როდიდან დადიხარ ბარებში?
-ეჰ ლუკიტოო,რამდენი რამე არ იცი...
-რეებს მიმალავ გოგო?
მაშინვე დაუსერიოზულდა სახე.
-მხოლოდ იმას, რომ ბარში დავდივარ და კიდევ იმას, რომ იშვიათად მაგრამ მაინც ვეწევი .
-რას ეწევი?
-მარილიან ჩხირებს ლუკა,რას უნდა ვეწეოდე ოცდა სამი წლის გოგო?
არაფერი უთქვამს მაგრამ უკმაყოფილო მზერით ამათვალიერა.
-რასაც ფიქრობ მითხარი,გულში ნურაფერს დაიტოვებ.
გამეცინა.
-ძალიან არ მომწონს ასეთი ლალო...ვერ წარმომიდგენიხართ შენ და ბარი,შენ და სიგარეტი ხომ საერთოდ.შენ თვითონვე იშხამავ ფილტვებსაც და ორგანიზმსაც.
-შეგახსენებ, რომ შენც ეწევი და არც სასმელს გაურბიხარ.
ნიშნისმოგებით გადავხედე.
-მე ბიჭი ვარ,თან ოცდა ექვსი წლის.
თვალი ჩამიკრა მან.
-მერე რა?
-ის რომ მე ბიჭი ვარ და არავინ იტყვის ჩემზე ბო*იაო თუ კი სიგარეტით დამინახავს.
გამეკრიჭა ის.
-არც ჩემზე უთქვამთ ეგ!
გაბრაზებულმა კბილებსშორის გამოვცერი.
-რა მნიშვნელობა აქვს?გაიფიქრებდნენ მაინც...
-წამოხვალ?
-თავი მისკდება,მირჩევნია სახლში ვიყო და დავისვენო.როცა წამოსვლას დააპირებ დამირეკე და მოგაკითხავ.
-არ არის საჭირო...თუ გინდა სალომეს შეხვდი,არ მეწყინება...მართლა.
-მისი სახელი საიდან იცი?
თვალებგაფართოებული მომაშტერდა.
-რა მნიშვნელობა აქვს? რაც მთავარია ვიცი.
-ჩვენი ლაპარაკი მოისმინე?
თვალებმოჭუტულმა გამომხედა..
-თქვენი? არა მისი ხმა არ გამიგია...
გავუცინე და სამზარეულოდან პირდაპირ გასასვლელისკენ გავიქეცი და მალე სახლიც დავტოვე. ვიფიქრე ემას ხომ არ დავურეკო მეთქი,მაგრამ ისევ გადავიფიქრე. შეიძლება მართლა ზედმეტი მომივიდა და ასე არ უნდა მომეშორებინა თავიდან,მაგრამ მე ის უამრავჯერ მყავდა გაფრთხილებული. აკრეფილი ნომერი წავშალე,ტელეფონი დავბლოკე და ისევ ჩანთაში დავაბრუნე. ვერ ვუღალატე საკუთარ პრინციპებსა და თავმოყვარეობას. მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი ამით არავისთან ვიმცირებდი თავს და პირიქით,ძალიან გავახარებდი მაინც არ გადავდგი პირველი ნაბიჯი მე.
-ნაწყენი მე ვარ და მან უნდა შემომირიგოს...თან რა ვიცი,იქნებ მას და დაჩის ხელი შევუშალო.
ამოვისისინე ირონიულად და გახალისებული დავიძარი ბარისკენ.არ ვიცი რა მიხაროდა,მაგრამ მეცინებოდა,თანაც ძალიან.უმიზეზოდ,როგორც სულელს.
ფეხით გასეირნება მინდოდა,ამიტომ არც ერთი ტაქსი არ გამიჩერებია,ფეხით მივუყვებოდი გზას. ბარის კართან შევჩერდი თვალი შევავლე საკმაოდ დიდ შენობას და კიდევ ერთხელ დავფიქრდი,დამერეკა თუ არა ემასთვის ან საერთოდ შევსულიყავი თუ არა.ბოლოს გადავწყვიტე რომ არავისთვის დამერეკა და შევსულიყავი. მაშინვე ბარისკენ დავიძარი და ბარმენს ვთხოვე ყველაზე ძლიერი სასმელი დაესხა. მანაც დაყოვნებლივ ჩამოიღო თაროდან ბოთლი და ჭიქაში დამისხა. მძაფრი სუნი ქონდა,სახე დავმანჭე და ლამის გული ამერია.
-ძალიან ძლიერია,თუ გალეშვას არ აპირებ გირჩევ არ დალიო...
გვერდით მომიჯდა თემო. ის აქ გავიცანი,თავიდან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა,მაგრამ მერე რატომღაც გადაწყვიტა რომ ძალიან გავშინაურდით და მომაბეზრებელი გახდა მისი საქციელი. მაქსიმალურად ვცდილობდი ზრდილობიანად მომეშორებინა და არ მინდოდა რამე უხეშად მეთქვა.
-სწორედაც რომ გალეშვას ვაპირებ თეიმურაზ.
გავუღიმე და ბარმენს ვანიშნე გაიმეორე მეთქი. ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ მეკიდებოდა ალკოჰოლი. ნუთუ ამ პატარა ჭიქამ ასე დამათრო?! ბარმენმა ისევ დამიდო ჭიქა წინ.
-გახსოვს ბოლოს როგორ დავთვერით? დიდი ხანია აქ არ მინახიხარ...
-ჰო,დიდი ხანია არ დავუჭრივარ არვავის.
-ესეიგი აქ მხოლოდ მაშინ მოდიხარ როცა რაღაც გაწუხებს?
-ახლა გაიგე?
-რა ვიცი...ბოლოს ნორმალურად როდის ვილაპარაკეთ აღარც კი მახსოვს.
-რამდენჯერაც ვისაუბრეთ ყოველთვის საშინლად მთვრალები ვიყავით და ბუნებრივია,რომ არაფერი გახსოვს.
-ჰო,ეგეც მართალია.
ორივეს გაგვეცინა,მერე თემოც შემომიერთდა სმაში. მივხვდი,რომ თუ კი მას იშვიათად ვნახავდი საერთოდაც არ მომბეზრდებოდა მასთან საუბარი და ურთიერთობა. ბარმენი გაოცებული სახით მიდებდა უკვე მეექვსე ჭიქას.თემო მოულოდნელად წამოდგა ფეხზე.
-ჩემი წასვლის დროა,მაპატიე მაგრამ მარტო მოგიწევს გაგრძელება.
-არაუშავს,შენს საქმეს მიხედე.
მეექვსე ჭიქაც გამოვცალე და საბოლოოდ გამეთიშა გონება. მხოლოდ ინსტიქტებით ვმოქმედებდი.
-გოგონა კარგად ხართ?
ბარმენი გაფუჭებული რადიოსავით იმეორებდა ერთი და იგივე ფრაზას,მე კი პასუხის გაცემის თავი არ მქონდა,მხოლოდ მთვრალი ღიმილი შევაგებე და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა.
******
ნელა გავახილე თვალები. თავი საშინლად მტკიოდა,ყელიც ჩამწვარი მქონდა. ძლიერი განათება თავთან ერთად თვალებსაც მატკიებდა. კიდევ ცოტა ხანს დავხუჭე თვალები და ოდნავ გამოფხიზლებულმა გავახილე.გარემო რომ მოვათვალიერე მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიწექი და წვეთოვანი ამშვენებდა ჩემს ხელს.ნეტავ აქ როგორ აღმოვჩნდი? ჯანდაბა ლალო,ეს რა გააკეთე? ლუკა სად არის? თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა და ფაქტების აღდგენას ვცდილობდი,მაგრამ მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო და თავს ტყუილად ვიღლიდი.
-გაიღვიძე ქალბატონო?
ბოხი ხმა გაისმა ოთახში. დაფეთებულმა გავიხედე მარცხნივ და კუთხეში მდგომ სავარძელში მჯდარ ახალგაზრდა ბიჭზე შევაჩერე მზერა. ეს ვინღა ჯანდაბაა?
-შენ ვინ ხარ?
დიდხანს არ გაუცია პასუხი,მხოლოდ ირონიული ღიმილით მათვალიერებდა.
-დღეს აპირებ რომ გამცე პასუხი?
-სანამ ბარის საფირმო სასმელით გადაწყვეტ დათრობას,იქამდე უნდა იფიქრო რა შეიძლება მოჰყვეს შენს ამ....არც ვიცი რა ვუწოდო შენს საქციელს. ალბათ შეყვარებულმა მიგატოვა და დეპრესიას ასე ებრძოდი,მიგიხვდი ხო? ნუ ნერვიულობ,გუშინ ააფეთქა შენი ტელეფონი,ისევ უყვარხარ...
კვლავ ეს ირონიული ტონი და მზერა.
შეწუხებული სახით,წარბებშეკრული ვუყურებდი და ვცდილობდი მიმეხვედრებინა რომ უკვე უამრავი სისულელე თქვა.
-მორჩი?
ახლა მან ჩაიწყვიტა ხმა და რაღაცის თქმას ცდილობდა მზერით.
-ექიმს დავუძახებ.-ფეხზე წამოდგა და კარებისკენ დაიძრა-სულელი ბავშვი.
ჩაობურტყუნა კარებში გასვლისას.
-გავიგე და სულელი შენ ხარ!
დავუღრიალე ბოლო ხმაზე და უარესად ავიტკიე თავი.
-ხმას დაუწიე,შენთვისვე აჯობებს.
ორაზროვნად მიპასუხა და კარები გაბრაზებულმა გაიჯახუნა.
ხუთ წუთში ექიმიც შემოვიდა,წვეთოვანში რაღაც წამალი შეუშვა და მახარა,რომ ალკოჰოლით ვიყავი მოწამლული და საღამომდე იქ მომიწევდა წოლა.
-შემიძლია ტელეფონით ვისარგებლო?
-რა თქმა უნდა,აი აიღე.
მომაწოდა ჩემი ტელეფონი,რომელიც პატარა,ჟურნალის მაგიდაზე იდო.
-თქვენს ახლობლებს თუ შეატყობინებთ კარგი იქნება.
გამიღიმა და პალატიდან გავიდა. როგორც კი ტელეფონი ჩავრთე გამოტოვებული ზარების რაოდენობამ განცვიფრებაში მომიყვანა. მივხვდი,რომ კარგი დღე არ დამადგებოდა. ლუკას ზარების რაოდენობას არც ემასი ჩამოუვარდებოდა,რაც მესიამოვნა.
-კარგი ლალო,მოემზადე იმისთვის,რომ მიწასთან უნდა გაგასწორონ.
ღრმად ჩავისუნთქე და ლუკას ნომერი ავკრიფე,მაშინვე მიპასუხა.
-ალო.
-რა? მხოლოდ ალო?!
მართლა ძალიან გამოვშტერდი.
-ჰო,კარგი არ დაიწყო ახლა...სმენაში მომიწია წუხელ გასვლა და დილით რომ მოვედი მკვდარივით ჩამეძინა,ვერ მოვედი რომ მენახე. კიდევ კარგი ის ბიჭი ნორმალური აღმოჩნდა და შენზე იზრუნა,მეც დამირეკა და ამიხსნა რა მდგომარეობაში იყავი,რომ არა ჩემი სამსახური ალბათ გუშინვე მოგივარდებოდი მანდ და ჩემი ხელით დაგახრჩობდი,მაგრამ გაგიმართლა და სამსახურში მომიწია გასვლა.
-ვინ ნორმალური ბიჭი,კარგად ხარ?
-წესით მანდ უნდა ყოფილიყო...რა ვიცი.
-ის ვიღაც? ლამის რომ გამომლანძღა.ნუ რაღა ლამის,მის ენაზე ფაქტობრივა მიწასთან გამასწორა.
-შენი ამბავი რომ ვიცი ისტერიკებს ატეხდი მადლობის თქმის მაგივრად და არც გამკვირვებია,ღირსიც იქნებოდი.
-არანაირი ისტერიკა არ ამიტეხავს და არაფერი უთქვამს დამსახურებულად...სულელი ბავშვი ხარო,შეყვარებულთან დაშორების გამო იხრჩობოდი სასმელშიო და მსგავსი სისულელეები ილაპარაკა.
-ჰო რა ვიცი,მე სხვანაირად მელაპარაკა.არ ჩანს ეგეთი ტიპი როგორსაც შენ ახასიათებ.
-ნეტავ ხუთწუთიანი დიალოგით რა გაიგე როგორი ტიპია?!
-შეგახსენებ რომ შენც ძალიან მოკლედ დიალოგი გქონდა მასთან....ჰო კარგი,მორჩა,შემეშვი მეძინება. მომწერე რა დროს გამოგწერენ და მოგაკითხავ.
-არ მჭირდება!
გავიბუტე მე და გავუთიშე,თუმცა ბოლოს მაინც მოასწრო თქმა გელოდებიო. უკმაყოფილოდ დავხედე ჩემს ვენაში მოთავსებულ ნემსს. დილის მერე რატომღაც ყოველ წამს ველოდებოდი რომ ისევ შემოვიდოდა ის ვიღაც და ვემზადებოდი სავარაუდო დიალოგისთვის,მაგრამ გაწერის დრო ისე მოვიდა,რომ არ გამოჩენილა. ლუკამ მომაკითხა,ექიმმა თქვა რომ ყველა გადასახადი დაფარული იყო და მხოლოდ გაწერის ოქმზე ხელის მოწერა იყო საჭირო. უკვე მანქანაში ვჯდებოდი,როცა ეზოში მჯდარ,ჩაფიქრებულ ახალგაზრდას მოვკარი თვალი.ლუკას გავხედე,უკვე მოესწრო მოკალათება.
-მადლობას გადავუხდი,ცუდად გამომივიდა დღეს დილით.
-მიდი,აქ დაგელოდები.
-კარგი.
თავი დავუქნიე და იმ სკამისკენ დავიძარი რომელზეც ის იჯდა. ფრთხილად მივუახლოვდი და ცოტა ხანს ჩუმად ვიდექი მასთან. მერე სიგარეტის ნამწვავი ნაგვის ყუთში მოისროლა და ქვემოდან ამომხედა.
-რა გინდა?
-მადლობის გადახდა...დილით უხეშად გამომივიდა,უბრალოდ თავი ძალიან მტკიოდა და ფაქტია რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი,არც იყო გასაკვირი ბოლოს და ბოლოს სასმელში ლამის ჩავიხრჩე წინა ღამით და ხომ ხვდები...მოკლედ,მადლობა.
სწრაფად მივაყარე სუნთქვაარეული მივაშტერდი.გაეცინა.
-ისე სწრაფად დაიქოქე სიმართლე გითხრა ვერაფერი გავიგე,მაგრამ დაახლოებით შინაარსს მივხვდი და არ არის მადლობის გადახდა საჭირო.
მანქანიდან ლუკამ გადმოყო თავი.
-ლალო,მადლობის გადახდა ძალიან გაგიგრძელდა.
დაიღრიალა იქედან და ხელით მანიშნებდა საათისკენ.
-წადი,გელოდება,ჩემგამო პრობლემას ნუ შეიქმნი.
-კარგი,ნახვამდის.
მზერა ავარიდე და ნელა გამოვტრიალდი,მაგრამ ჩემს ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე და კვლავ მისკენ მივტრიალდი.
-აქ რატომ ხარ?
-შენ გელოდებოდი.
ისევ გაიღვიძა მასში იმ ირონიულმა არსებამ,მე კი თავს ვიწყევლიდი იმისთვის,რომ ენა ვერ გავაჩერე.ხომ შეიძლებოდა ასე ადამიანურად დავმშვიდობებოდი და არ მომეშალა ნერვები,მაგრამ არა,მე ხომ ცონიბსმოყვარე ლალო ვარ,რომელიც ერთხელ ამ ცნობისმოყვარეობას შეეწირება.
-ძალიან სასაციალოა.
ვუპასუხე ცივად და წასასვლელად მოვემზადე მაისმა ხმამ რომ გამაჩერა,საშინელი ხმა ჰქონდა,ძალიან დამძიმებული.
-ჩემს დას ვაცილებ.
-რა?
-მაშინ როცა მე შენს მოვლას ვუნდებოდი ის ავარიაში მოყვა,იმის მაგივრად რომ მის გვერდით ვყოფილიყავი აქ ვიყავი და შენ გეჯექი თავთან.არ ვიჯექი მის მანქანაში,მის გვერდით როცა ის უზარმაზარი სიჩქარით მიქროდა გზაზე. ჩემი ბრალია,შენი ბრალია!
ტელეფონზე დაურეკეს და მანაც მაშინვე უპასუხა,რამდენიმე წამში კანი სულ გაუთეთრდა და ძალიან სწრაფად გაიქცა საავადმყოფოს შესასვლელისკენ. მე კი ისევ იმ ადგილას ვიდექი გაშტერებული და თვალები ცრემლებით მევსებოდა. რატომღაც თავი დამნაშავედ ვირძენი,არ ვიცი რატომ,მაგრამ ფაქტია რომ თავს საშინლად ვგრძნობდი.ვიცოდი რომ იმ გოგოს ავარიასთან და ასეთ მდგომარეობასთან არანაირი კავშირი არ მქონდა,მაგრამ მისი ზიზღით სავსე ტონი მაიძულებდა რომ ასე მეფიქრა. არეული ნაბიჯებით მივედი მანქანამდე და აშლილი სახით ჩავჯექი მანქანაში. ლუკა ტელეფონში იქექებოდა,ჩემთვის არც გამოუხედავს ისე დაძრა მანქანა. მე კი თავი ვერ შევიკავე და ცრემლების ჩანჩქერი გადმოვუშვი თვალებიდან.
-ლალო,კარგად ხარ? რა დაგემართა?
გაურკვევლობაში მყოფი,შეშინებული თვალებით მიყურებდა ლუკა და პასუხს ინტერესით ელოდა.
-არ ვიცი.არაფერი,ყურადღებას ნუ მომაქცევ,უბრალოდ იარე.
მთელი გზა ცრემლად ვიღვრებოდი, როგორც კი მანქანა გაჩერდა მაშინვე გადავხტი და ჩემს ოთახში ავირბინე. ტელეფონი დასატენად შევაერთე,ნივთები ავიღე და სააბაზონში ვაპირებდი შესვლას კაკუნის ხმა რომ გაისმა,ლუკამ შემოყო თავი.
-კარგად ხარ?
-ჯერ არა,მაგრამ ვიქნები,არ ინერვიულო. წყალს გადავივლებ და ჩამოვალ,ძალიან მშია.
-გინდა რამე მოვამზადო?
-პიცა გამოიძახე.
-ოჰოო,კარგად ჟღერს.
გამიცინა და ტელეფონმომარჯვებულმა დატოვა ოთახი. მეც სააბაზანოში შევიკეტე და დაახლოებით ერთი საათი წყლის ჭავლის ქვეშ ვიდექი და ვფიქრობდი,გონებაში რაღაცებს ვალაგებდი,არასაჭირო აზრებს კი მეხსიერებიდან გარეთ ვდევნიდი. როცა მივხვდი რომ დამშვიდება შევძელი ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახში დავბრუნდი. ტელეფონი მოვიმარჯვე და მესიჯი გავაგზავნე.
-მჭირდები.
-ერთ საათში შენთან ვარ!
ბედნიერს გამეღიმა და კიბეებზე დავეშვი. პიცა უკვე მოეტანათ,ლუკა კი მოუთმენლად მელოდებოდა,რომ პიცა გაგვეჭრა და მაშინვე გაეშვა კუჭისაკენ მიმავალ გზაზე. გამეცინა მის ბავშვურ მოუთმენლობაზე და პიცის პირველი ნაჭერი მას მივეცი,თან კარგად დავცინე. მალე ემაც მოვიდა,მონატრებულს მაგრად ჩავეხუტე და მის გვერდით მდგომ დაჩის ღიმილით ჩამოვართვი ხელი.
-შემოდი.
გავიწიე და გზა გავუნთავისუფლე.მისაღებში შევუძეხი და იქ დასხდნენ,მე კი ლუკასთან გავედი სამზარეულოში.
-დაჩიც აქ არის.
-მერე?
-არაფერი,ისე გითხარი მოულოდნელი რომ არ ყოფილიყო.
-კარგი,წამოდი გავიდეთ,თორემ ასე ჩურჩული მიტყდება.
მე და ლუკა მათთან შევედით,ემას ეტყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდა,საცოდავად აცეცებდა თვალებს. შესვლისთანავე დაჩი ფეხზე წამოდგა და ლუკას გაუწოდა ხელი.
-დაჩი.
-ლუკა.
-მგონი ჯობია ცალკე ვისაუბროთ ხო?
-გამომყევი.
დაჩიმ ემას გახედა,მერე კი ლუკას უკან აედევნა.ლუკამ კი მე მანიშნა რომ სანერვიულო არაფერი იყო,მეც ემას მივუჯექი გვერდით და ვეცადე დამემშვიდებინა.
-ლალო...
მორიდებით დაიწყო ემამ,ეტყობოდა,რომ თან ნანობდა საუბრის წამოწყებას.
-ჰა.
-ლუკამ გითხრა სალომეს შესახებ?
-კი.
ჩემმა პასუხმა დაძაბულობა მოუხსნა და უფრო თავისუფლად დაიწყო ლაპარაკი.
-მერე? რა რეაქცია გქონდა.
-ემა,მანაც და შენც ძალიან კარგად იცით რომ მარტივი არ იქნება ჩემთვის ამ ფაქტთან შეგუება,მაგრამ მომიწევს.ლუკა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,არც მისთვის იქნებოდა ადვილი კიდევ ერთხელ რომ მოეხერხებინა ვინმეს შეყვარება და ის შიში დაეძლია რომელიც ანას სიკვდილის მერე გაუჩნდა,ისიც ვიცი რამდენ შრომად დაუჯდა ამ შიშის მოშორება და მე ვინ ვარ რომ ეს შრომა წყალში ჩავუყარო? ალბათ ვერ მექნება ისეთი დამოკიდებულება იმ გოგოსთან როგორიც ლუკას შეყვარებულთან ან ცოლთან უნდა მქონოდა,ვერ მექნება ისეთი ურთიერთობა როგორსაც ბავშვობაში წარმოვიდგენდით მაგრამ იმის გამო,რომ ლუკა ძალიან მიყვარს და მას პატივს ვცემ სალომესთვის არ ვიქნები ანჩხლი და ბოროტი მული.უბრალოდ ვერც ისე ახლოს ვიქნები როგორც საჭიროა,ჩემიც ხომ გესმის?
-მესმის,როგორ არ მესმის. მე შენს ადგილას ალბათ ამდენსაც ვერ შევძლებდი და შესაძლოა მეგობარიც დამეკარგა.
-მაგიტომ ხარ შენ ემა,მე კი ლალო.
-აი მოდიან,მგონი არ უცემიათ ერთმანეთი...
-ლუკა ეგეთი რატომ წარმოგიდგენია?
წარბები შევკარი.
-არ ვიცი,უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ.
-სანერვიულო არაფერია,არ ვაპირებ სცენების მოწყობას. მე და დაჩიმ ყველაფერი გავარკვიეთ და მას სრულ ნდობას ვუცხადებ,ასე რომ დამშვიდდი დაიკო.
თვალი ჩაუკრა ლუკამ და გაეკრიჭა,მაგრამ ხმაზე ეტყობოდა რომ ძალიან სწყინდა ემას საქციელი.
-ყველაზე მაგარი ძმა ხარ!აი...ძმა ხარ რა!
ლუკას მივარდა და მაგრად ჩაეხუტა.
-გეყოს,უკვე აფერისტობ.
გაეცინა და ძლივს ჩამოიხსნა გოგო საკუთარი სხეულიდან.
-არასდროს ვაფერისტობ მე!
მთელი საღამო გართობაში გავატარეთ,ძალიან ბედნიერი ვიყავი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით. წამით თითქოს ყველა პრობლემა გაქრა,ყველაფერი დამავიწყდა გარდა ერთისა,გონებაში რამდენჯერმე ამომიტივტივდა ბიჭი,რომელიც მისი დის ავარიას მე მაბრალებდა.
.......скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

მთვარე კარგი თავი იყო მომეწონა, მაგრამ ხომ იცი არა მე უფრო დიდი მინდოდა. არ მეყო მალე დადე რა ახალი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent