შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა {მეორე თავი}


2-05-2019, 20:07
ნანახია 325

თილისმა {მეორე თავი}

გარშემო ისეთი ხმაური იყო, ყურში ჩასაფრებულ ავაზაკებსაც კი შევეცოდე და გადაწყვიტეს ცოტა ხნით დავესვენებინე, მათი საშინელი წუილისგან. ყურებზე ხელებს დიდის ამბით ვიჭერდი, თითქოს ეს დამეხმარებოდა გარშემო დაბუდებული ალიაქოთის, მოტოციკლების ძრვის, ხალხის ზარ-ზეიმის ან თუნდაც იმ ხმის დაფარვაში, რომელსაც ნებისმიიერ კუთხეში დაბუდებული წყვილი გამოსცემდა. უცებ აქაურ გარემოზე, გული ამიცრუვდა, თუმცა მას შემდეგ იყო, რაც ბატონმა მოტოციკლი დაქოქა და ადგილს მოსწყდა, არადა კარგად იცოდა,რომ ძნელი იქნებოდა ჩემთვის აქ გზის გაგნება, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს ფაქტი მის “I DON’T GIVE A FUCK” სიაში შედიოდა. არც ვადანაშაულებ ბოლოს და ბოლოს არც მიცნობს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ასე დატოვება კარგი იდეა იყო, თუმცა რა იდეებზე ვსაუბრობ, როცა ნორმალურად ერთი წინადადებაც არ უთქვამს. იმდენად იწვევდა ჩემში ეს ხმაური და საერთოდ სიტუაცია, პანიკას, რომ გადავწყვიტე უბრალოდ თვალები დამეხუჭა და ერთ ადგილას გავშეშებულიყავი.
-ბეატრის, რას აკეთებ?-ზუსტად მაშინ ჩამესმა ყურებში ბოხი ბარიტონი, როცა დანებებას ვაპირებდი, ეს ხმა ახლა ეკლესის ზარების ხმას წააგავდა, რომელიც ასე ძლიერ მიყვარდა. ერთმანეთზე დაწებებული წამწამები მაშინვე მოვაშორე და დანიელს ავხედე.
-მე…-საკმაოდ შეშინებული ვიყავი იმისთვის, რომ რამე მეთქვა, ასე, რომ რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჩემს თავს დავნებდი და მდუმარე ტონით ვუთხარი დანიელს.
-აქედან წამიყვანე.- გარშემო ახლა ყველა უფრო საშიშად მეჩვენებოდა, ვიდრე მაშინ,როცა მოტოციკლზე ვიჯექი, ან თუნდაც მაშინ, როცა არ ვიჯექი და უცნობის სხეულს ვათვალიერებდი. ახლა კი უბრალოდ, სიბნელეს და ამ სიბნელეში ერთმანეთზე აკრულ სილუეტებს ვხედავ, რომელთა თვალებიც ისეთი შემზარავია, რომ თვალების სამუდამოდ დახუჭვას მოგანდომებს.
-ჰეი, დაწყნარდი აქ ვარ.-დანიელმა გამიცინა და ჩემი გაყინული ხელები, მის როგორც უკვე მივხვდი, ყოველთვის თბილ, თითებს შორის მოაქცია და ეცადა გაეთბო.
-ნენსი ვიპოვოთ და წავიდეთ.-ხო ნენსი, რა თქმა უნდა ის ალბათ ჩემზე უკეთაა. დანიელის ნებას დავყევი და ნენსის ძებნას შევუდექით, არ ვიცი რამ წამომიარა, მაგრამ როცა დავინახე, თუ როგორ უმატებდა ნერვიულობას დანიელი ნენსის ძებნისას, ენას კბილი ვერ დავაჭირე და შემდეგი სიტყვები წამოვროშე.
-დაწყნარდი, ის კარგად იქნება. - ვუთხარი და გავუღიმე, მისი სახის ცვლილება შევამჩნიე.
-არც ვნერვიულობ. რატომ უნდა ვნევიულობდე.- მითხრა და მარცხენა ხელით კეფა მოიფხანა.
-დიახ, მართალი ხარ, რატომ უნდა ინერვიულო?-გულში მეცინებოდა, როცა ვაანალიზები, რომ დანიელი თავად ვერ მიმხვდარიყო ნენსი მეგობრებში გაეშვა თუ საკუთარი თავისთვის მიეცა უფლება მოსწონებოდა.
-აი ისიც!- უცებ დავინახე, როგორ გაუნათდა დანიელს სახე და ჩემ უკან მანიშნა, გახედვაც ვერ მოვასწარი, რომ ხელი ჩამკიდა და იმ მიმართულებით გამაქანა.
-ნენს, გეძებდით, ასე ბავშვივით მოქცევა როდიდან დაიწყე ხომ შეგეძლო იქ დარჩენილიყავი სადაც დაგტოვე?-ანერვიულებული ნახევრად ვუღრენდი ნენსის და თან თმებზე ვეფერებოდი.
-ტრის, იმას ვაკეთებ რაც მინდა და თუ ეს ბავშვად მაქცევს მაშინ დაე ვიყო ბავშვი. -კბილებში სცრიდა ამ სიტყვებს, დავიბენი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სიტყვები მე არ მეკუთნოდა და ახლაღა შევამჩნიე მის გვერდით ნაცნობი სილუეტი, იყო და ნახვრად გაკვირვებული ნახევრად სარკასტული გამოხევით უყურებდა ნენსის ზურგს. ჩაიცინა, როცა ნენსიმ მას გახედა და ენა გამოუყო, თავი გააქნია და ხელები გადააჯვარედინა მკერდზე.
-მოდი აქედან წავიდეთ, ცოტა არ იყოს მეშინია უკვე აქაურობის. - ჩუმად ვუთხარი ნენსის, მაგრამ აშკარაა, რომ ლევანმაც გაიგო. ჩაიფხუკუნა, ნენსის უკან დადგა, ეს უკანასკნელი კი არც უკან იხედებოდა და თავაწეული იდგა.
-როგორც ვახსენე, მამიკოს გოგონები.- ნენსის ყურში ჩაშჩურჩულა და მალევე იქაურობას თავდაჯერებული ღიმილით მოსწყდა.
-აქაურობას მომაშორეთ.- ნენსიმ მაშინვე დაიწიკვინა, როცა გადაწყვიტა, რომ ლევანი საკმაოდ მოგვშორდა იმისთვის, რომ მისი სიტყვებიდან რამე გაეგო.
-არის მემ. -თქვა დანიელმა და მანქანისკენ გვანიშნა ღიმილით.
მანქანაში ყველანი სერიოზული სახით ვიჯექით, ვერ გადამეწყვიტა ეს დღე საუკეთესო იყო, ჩემს ცხოვრებაში თუ საშინელი. ვფიქრობდი ყველაფერზე, ცოტა ხანში მძღოლის გვერდით მჯდომ ნენსის გადავხედე, რომელიც მე მიყურებდა, აშკარა იყო ჩემგან რაიმე ნიშანს ელოდა, რომ სიცილი დაგვეწყო და ასევ მოხდა. მე და ნენსი მანქანის საზურგეს მივეწებეთ და ხითხითი დავიწყეთ.
-თქვენ სულ გაგიჟდით.- ღიმილ შეპარულმა დანიელმა ეცადა, რომ სერიოზულა გამოსვლოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-კარგი, შეიძლება გიბრაზდებოდი იმის გამო, რომ აქ წამომათრიე, მაგრამ…-მხარზე ხელი დაარტყა ნენსიმ
-ეს ღამე მემახსოვრება მაინც. -ღიმილით გახედა ნენსიმ ლიმნისფერ თმება ბიჭს, რომელსაც მისი სიტყვების გამო სახეზე ღიმილი აჰკროდა.
-ხვალ სკოლაში არ წახვიდე რა.-ჯერ კიდევ სახლში მოსვლის შემდეგ ვეხვეწები ნენსის, რომ ხვალაც მარტო არ დამტოვოს სახლში, მითუმეტეს მაშინ, როცა ბებია ნათესავთან წავლას აპირებს და მთელ სახლში მარტო ვიქნები. როგორც იქნა დავითანხმე ბევრი წუწუნის შემდგომ, მაგრამ მაინც. საწოლში გემრიელად მოვთავსდით, ერთმანეთს ღამემშიდობის ვუსურვეთ და პირისპირ დავწექით. ცოტახნით ასე ვიყურებოდით, შემდეგ კი ძილბურანში მყოფმა ნენსიმ წამოიბურტყუნა.
-მასთან ვალში ვარ.- მინდოდა მეკითხა ვის გულისხმობდა,მაგრამ ამის თავი არცერთს არ გვქონდა, ასე რომ გადავწყვიტე, უკეთესი იქნებოდა ეს თემა ხვალისთვის გადამეტანა, როცა ნაკლებად მომინდებოდა თავზე ბალიშის დაფარება და საუკუნოდ გათიშვა.

ოთხშაბათი, 11:00
-ტრისს… გაიღვიძე ჩემო ერთადერთო…- დილით ნენსის, ზოგჯერ მომაბეზრებელი ხმა ისმის, ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ძილს ვიბრუნებ. მისი ხმა ჯერ წყდება, შემდეგ კი საწოლზეც კი ვგრძნობ, როგორ აჩოჩებს სკამს ხის იატაკზე ნენსი და სავარაუდოდ საწოლის წინ ჯდება, ჩემი წამწამები კი ერთამენთს ჯიუტად მიეწებნენ. ცოტა ხანში გიტარის ხმა ისმის. ამის გამო მინდა თუ არა თვალს ვახელ. ვხედავ ნენსი სკამზე ზის და გიტარას ამჯერად დოლად არ იყენებს. საკმაოდ ლამაზიც კია ის რასაც უკრავს. თვალებს ვიფშვნეტ და საწოლზე ვჯდები, სახეზე უნებლიედ ღიმილი მესახება და ვუსმენ მელოდიას, რომელსაც ნენსი ქმნის, როცა მორჩა ჩემგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.
-მადლობთ. არ არის საჭირო, ახლა კი ააბრძანე შენი უკანალი და საუზმე გამიკეთე, მოვკვდი მშიერი.- ამბობს ნენსი და სკამს თავის ადგილას აბრუნებს

ხუთშაბათი, 13:21
-გამარჯობა დანიელ!-ღიმილით ვეუბნები და სახლში ვიპატიჟებ, თავიდან უარზეა, მაგრამ შემდეგ იგებს, რომ სახლში მარტონი ვართ და ნენსის გაწვდილ ხელს თამამად ეკიდება.ნენსის ალბათ სახლში ფეხით წამოსვლა დაეზარა და დანიელმა წამოიყვანა.
-აბა მთელი დღე რას აკეთებდი მშვენიერო?- მეკითხება ნენსი და დივანზე კალათდება.
-რა უნდა გაეკეთებინა მარტოს? - სიცილით ეკითხება დანიელი.
-ნუ რატომ არა. შეეძლო ჩემი საყვარელი ორცხობილები გამოეცხო.- თქვა ნენსიმ და ალმაცერად შემომხედა, არ მესმის საიდან გამოიცნო, გეფიცებით მანიაკია, ხანდახან მეშინია კიდეც.
- სულ ჭამაზე როგორ ფიქრობ.- ეკითხება დანიელი და ოდნავ ხუმრობით არტყამს თავში ხელს.
- ღმერთო ჩემოოო, არ მჯერა, რომ ამას შენ მეუბნები, აქ მოსვლამდე ექვსი ნაყინი პრაქტიკულად გადაყლაპე.- თვალებ გაფართოებული უყურებდა ნენსი დანიელს და თან სიცილი ეპარებოდა.
-ნუ სკოლიდან ახალი გამოსულები ვიყავით და მშიოდა მერე რა მოხდა.- თავი გაიმართლა მან.
-მერე ნაყინი საჭმელია შენ ქერა ორანგუტანგო?- არც ნენსიმ დააკლო.
-რა დამიძახე?!- გვერდიდან ვუყურებდი, როგორ ჩხუბობდნენ ახალ დაქორწინებული წყვილივით და სანამ ეს კინკლაობა ომში გადაიზრდებოდა სამზარეულოდან ორცხობილები გამოვიტანე წვენთან ერთად და მაგიდაზე დავუდგი.
-ერთმანეთის მაგივრად ეს ჭამეთ.- აშკარა იყო მათი ყურადღება მივიქციე.
-დღეს რა რიცხვია?- პირგამოტენილა იკითხა ნენსიმ.
- თუ არ ვცდები თორმეტია, რატომ კითხულობ?- ამბობს დანიელი და თან წვენს სვავს.
-არფერი ისე, უბრალოდ- დანიელიც მხრებს იჩეჩს, ნენსი კი კიდევ ერთ ორცხობილას იტენის პირში.

პარასკევი, 11:00
ავტორის თვალთახედვა:
კაფეტერიაში ახლად შესულმა ნენსიმ თავისი სადილი ხელში დაიჭირა და იმ მაგიდისკენ წვიდა სადაც მეგობარი ეგულებოდა, ბიჭი გართული იყო მეგობრებთან საუბარში, ამიტომ ვერ შეამჩნია,როგორ დაადგა გოგონა თავზე, მანამ სანამ ნენსიმ მხარზე ხელი არ დაადო და ბიჭიც შემობრუნდა.
-ჰეი, ნენსი, ამის შემდეგ ერთად არ გვაქვს გაკვეთილი? ვიფიქრე იქ გნახავდი, მაგრამ თუ ვერ ითმენ.- ბიჭმა იხუმრა, სწორედ ამიტომ მიიღო ნენსისგან წკლიპუტი ყურის ძირში, როცა თავი მიატრიალა.
-შენც გაგიმარჯოს! დიდ დროს არ წაგართმევ, ხვალ ტრისის დაბადების დღეა და იქიდან გამომდინარე, რომ შენ და მე ჯერ-ჯერობით მისი ერთადერთი მეგობრები ვართ, ვიფიქრე ხვალ ერთად ხომ არ წავსულიყავით სადმე, რომ ავღნიშნოთ.
- რა თქმა უნდა წამოვალ.- დანიელს სახე გაუნათდა რაზეც ნენსის ჩაეცინა.
-ეს პაემანია.- აყოლებს ბიჭი, მაგრამ, როგორ კი ნენსის გამოხედვას და მომზადებულ ხელს ამჩნევს ამატებს
-მეგობრული პაემანი. დამშვიდდი.
-კარგი. ხვალ სკოლის შემდეგ, გავაფრთხილებ ტრისს, რომ სკოლასთან დაგვხვდეს.
-მერე გზა იცის?-იკითხა დანიელმა.
-კი. ცოტა ხნის წინ გამოვატარე აქეთ მისივე თხოვნით. კარგი წავედი. კლასში გნახავ.- ნენსი ადგილს მოსწყდა ისე, რომ პასუხს არ დალოდებია.

შაბათი 7:45
ბეატრისის თვალთახედვა:
-აუუ. აუცილებელია ასე ადრე წამოვიდე სკოლაში ფორმისთვის? და თან მერე უკან დავბრუნდე და ისევ სკოლაში წამოვიდეე?- ეს იდეა საერთოდაც არ მხიბლავდე ასე, რომ ჯერ კიდევ საწოლში მსუქანი კატასავით საბანში გახვეულმა დავიწყე წუწუნი.
-ადექი დავიგვიანებთ.- სერიოზულად მითხრა ნენსიმ. დღის ამ მონაკვეთში ყოველთვის ასეთია. წუწუნით წამოვდექი და მომზადებას შევუდექი.

12:30
მგონი დროა გზას დავადგე და ისევ სკოლასთან მივიდე, ძალიანაც მიხარია წასვლა, მთელი ერთი კვირაა სახლში ვარ გამოკეტილი, ცოტაც და საკუთარ თავს დავუწყებ საუბარს. ნახევარ საათში ალბათ ვიქნები სკოლასთან,რომ მათ გამოსვლას მივუსწრო.
ფრთხილად და აუჩქარებლად მივიკვლევდი სკოლისკენ გზას თან ისე მციოდა, რომ ცოტა ხანში ფეხებს ვეღარ ვიგრძნობდი სულ, რომ ტრაქტორით გადაეარათ ზედ. იმ უნიფორმაზე ვფიქრობდი რომლის ტარებაც ამ სკოლაში მომიწევდა და სიმართლე, რომ ვთქვა ეს უნიფორმა თვალში არ მეხამუშებოდა. თეთრი საყელოიანი პერანგი და საკმაოდ გრძელი ნაცრისფერი კაბა იყო, ასევე ნაცრისფერი სქელი მოსაცმლით. რა თქმა უნდა ზაფხულის ფორმა არ გააჩნდათ, ან რატომ უნდა დაეხარჯათ ფული, როცა ლონდონშიზაფხულშიც ისეთივე ამინდია, როგორიც შემოდგომას? მიყვარს ზაფხული. ზაფხულში ალბათ სახლში დავბრუნდები. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ მშობლებისგან და დებისგან წერილი არ მომსვლია, ბოლოს და ბოლოს დღეს ჩემი დაბადების დღეა.
ფიქრებში ვიყავი გართული, სწორედ მაშინ მომესმა ნაცნობი ხმა, რომელიც წინა ჯერზე გამუდმებით შეშინებულს მტოვებდა. ზურგს უკან მივიხედე და დავინახე ვიღაც ელვის სისწრაფით მოქროდა გზაზე და სულ არ აინტერესებდა გარშემო ვინმე იყო თუ არა. განსაკუთრებით კი იმან შემაშინა, რომ ეს ვიღაც მოტოციკლით იყო.
შეშინებული გავიწიე გზიდან რაც შეიძლება შორს. მალევე ამიარა მოტოციკლმა, რომელზეც ორი ადამიანი იჯდა და აშკარა იყო, რომ ორივე ბიჭები იყვნენ. ყურადღება აღარ მივაქციე მათი სისწრაფით გავლის გამო არეულ ჩემს თმებს. სკოლამდე ცოტაღა იყო დარჩენილი და გზა განვაგრძე.
ვეცადე გაოცება არ შემტყკობოდა, როცა სკოლის ჭიშკართან დაყენებული მოტოციკლი შევამჩნიე, რომელზეც ლევანი მიყუდებულიყო და სიგარეტს ეწეოდა. გადავწყვიტე შორს ვმდგარიყავი და მისი ყურადღება არ მიმექცია. ზარის ხმამ გარეთაც გამოაღწია, მალევე შენობიდან ბავშვები გამოცვივდნენ, ჯერ პატარები გამოდიოდნენმ მაგრამ შევნიშნე უკან როგორ მოყვებოდნენ დანიელი და უკვე აწ გამოცვლილი ნენსი, ხელი დავუქნიე და აქეთ ვანიშნე, მიუხედავად იმისა,რომ ჩემგან შორს იყო მაინც დამინახა და სახეგაბადული წამოვიდა ჩემკენ, გზად ვიღაც ბავშვი მის კაბას დაექაჩა ნენსიც დაიხარა ჯერ რაღაცას ელაპარაკებოდა, შემდეგ კი ხელში აიყვანა და ჭიშკრისკენ წამოვიდა მეც გადავწყვიტე მივვახლოებოდი და ლევანი დამეიგნორებინა, როგორც კი ჭიშკარს გამოსცდნენ პატარა გოგონამ ყვირილი დაიწყო.
-ლეო, ლეოო.- ყვიროდა ბავშვი და ხელებს ასავსვებდა. დანიელმა ამ ამბებში ნაუცფათევად მომილოცა დაბადების დღე და გადამეხვია. თან ხელში რაღაც შემომაჩეჩა ეს შენიაო. გამეხარდა, მაგრამ დავიმორცხვე, ჯერ კიდე ვერ შევჩვეოდი მას.
-მჰმჰ...- უკნიდან ვიღაცის ხველების ხმა ისმის რაც ჩვენს ყურადღებს იპყრობს.
-ჩემს დას დამიბრუნებთ თუ მიგყავთ?- ლევანი იყო. აი თურმე რატომ იდგა სკოლასთან. ყველანი ჩუმად ვიდექით, ნენსიმ ბავშვი დასვა და ისიც ძმისკენ წავიდა.
-ფელისიტა, შენ რა ეს საფრთხობელა მოგწონს?- ამრეზით კითხა ბავშვს, როცა ხელში დაიჭირა. ამის შემდეგ ერთი კითხვაც არ გამიგია რაც იქ დაისვა, ვგრძნობდი ქარს სახეზე და მეტრების მოშორებით ბატონ ბარკალაიას მივაშტერდი, არ მინდოდა ასე გამოსულიყო უბრალოდ მისი მზერა დვიჭირე ჩემზე და ცდუნებას ვერ გავუძელი. მოტოციკლს მიყუდებოდა, მის მოცვისფერ ტუჩებს შორის სიგარეტი მოექცია ერთი ხელით მას აბოლებდა მეორე კი ჯიბეში მოეთავსებინა, მზერას არ მაშორებდა და მეც ურცხვად ვუყურებდი. ქარს მისი სიგარეტის სუნი უნდა გაექრო, მაგრამ ის თითქოს შეთქმულებას მიწყობდა და მისი მენთოლიანი სიგარეტის და გამაბრუებელი ციტრუსის სუნამოს სუნი ჩემამდე მოჰქონდა მე კი ყოველ დაბერვაზე თვალები მეხუჭებოდა და სანამ გავახელდი წამიერად ვლოცულობდი, რომ ჯერ კიდევ იქ დამხვედროდა სადაც თვალების დახუჭვამდე დავტოვე მისი სხეული. ასეც იყო. არ ვიცი რა დამემართა, საკუთარი თავი ზეციური ნიშნების ზემოქმედების ქვეშ მეგონა და ამით ვიმართლებდი ჩემს თავს იმის გამო რაც გვაკეთე.
ფეხები თვითონ მოწყდნენ ასფალტს და მისკენ სიარული დაიწყეს. თვალებს არ ვაშორებდი, უფრო კონკრეტულად კი ჩემი სხეულის არც ერთი ნაწილი არ მაძლევდა ამის საშუალებას.რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ვგრძნობდი მის სურნელს. მალევე მის წინ ავესვეტე ის კი დაინტერესებული თვალებით მიყურებდა, აინტერესედა რას გავაკეთებდი, სიმართლე რომ ვთქვა მეც ინტრიგაში მაგდებდა საკუთარი თავი და ის ფაქტიც, რომ ის ხმას არ იღებდა და უბრალოდ ელოდა. ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტი, რომელიც ნახევრამდე ჩაეწვა ჩემივე ხელით მოვაშორე მის მოცვისფერ ბაგეებს და ჩემს შორის მოვაქციე, ერთი ნაფაზი დავარტყი და ჩვენს შორის მივეცი, ჩემი პირიდან წამოსულ კვამლს კედლის აღმართვის უფლება, შემდეგ სიგარეტი მოვიშორე და მის ტუჩებს შორის დავაბუნე რაშიც თავად დამეხმარა, როცა ბაგეები ოდნავ გააპო და შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემს თითს მისი ქვედა ბაგე ძალითაც კი შეახო. ასე ვიდექი რამდენიმე წამი და ვუყურებდი მის კვლავ ფერ შეურჩეველ თვალებს.
-მეტი თუ არაფერიგინდა შეგიძლია წახვიდე.- როგორც იქნა მისი ხმა გავიგე, შეიძლება საცოდავად ჟღერს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მისი ხმა გავიგე და არა ის რაც მითხრა.
- ვიფიქრე ვერ გაიგე რაც მაშინ გითხარი და გაგიმეორებდი. - ვუთხარი მას ისე, რომ თვალების კონტაქტი არ გამიწყვიტავს, არ მესმის ამდენი გამბედაობა საიდან ბეატრის.
-მაინც…- ჩემს დაკმაყოფილებას მოკლე პასუხებით ცდილობდა და ჯერ კიდევ მოტოციკლს მიყრდნობილი პირველმა თვითონ გაწყვიტა ჩემს თვალებთან კონტაქტი.
-არ ვაპირებ შენი თილისმა ვიყო. - თედოს ჩაეცინა, ვერ ვხვდებოდი რატომ? მაგრამ იმას ვხვდებოდი, რომ ეს ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი რამ იყო რაც ოდესმე მენახა, თანაც სუნთქვის უნარს მაკარგვინებდა. მან თავი გააქნია და დაიწყო…
-პატარავ, შენი პასუხი არ მჭირდება!- მისი სახე ჩემსასთან ახლოს გააჩერა
-იცი რატომ? იმიტომ, რომ მე… არც არაფერი მიკითხავს.- სიგარეტის კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და ძირს დააგდო,მის მაგივრად მე დავაბიჯე ფეხი და ჩავაქრე.
- კარგი გოგო ხარ!- უემოციოდ მითხრა, ცალყბად გაიღიმა და მოტოციკლზე დაჯდა.
- ლევან, საბავშვო ბაღის გახსნას თუ შეწყვეტ წავიდეთ.-გასძახა. აქ დგომას აზრი აღარ ჰქონდა, პულს აჩქარებული და შერცხვენილი დავბრუნდი უკან. მას თვალებში ვეღარასდროს შევხედავდი.
-ხვალამდე პატარავ!- სანამ წავიდოდნენ მოტოციკლი ჩვენს წინ გააჩერა, ეს სიტყვები მითხრა და ადგილს მოსწყდა, არმესმოდა და ვერც გავიგებდი, რომელი სიტყვა ვერ გაიგო იმაში, რომ იმ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას მისვლას აღარ ვაირებდი. და ასეც მოხდებოდა, ამ ვიღაც თედოს არ მივცემდი განკარგულებების გაცემის საშუალებას.
- ხომ კარგად ხარ? კიდევ კარგი ვერავინ დაგინახა, როგორ მოწიე.- ჯერ კიდევ შოკში იყო ნენსი ისევე როგორც მე.
- წამოდი წავიდეთ და კაფეში მოყევი რატომ ჩაგივარდა ენა.- გავიგე დანიელის ხარხარით წარმოთქმული სიტყვები, მე კი ადგილიდან კიდევ ვერ ვიძროდი.
- მემგონი პანიკური შეტევა აქვს.- შეუმჩნევლად გაიცინა ნენსიმ და ლოყაზე ოდნავ მომარტყა.
- ხო ცოცხალი ხარ?
-თუ შეიძლება ასე ითქვას….კი...
საცოდავი ვარ, თანაც როგორი საცოდავი, ისეთი, რომ ჩემს დანახვაზე გველიც კი თავის მოსისინე ენას იმისთვის კი არ გამოიყენებს, რომ გადამყლაპოს, არამედ მისი ბოროტებით აღსავსე თვალებით და შემაძრწუნებელი სისინით მკითხავს- “ კარგად ხარ?”. სწორედ ამ კითხვას მიმეორებენ ნენსი და ნაილი მას შემდეგ რაც კაფიდან გამოვედით და სახლის გზას დავადექით.
-რა სჭირს? მერე რა მოხდა, იმ ს სიტყვებს ყურს რატომ უგდებს?- განაგრძნობდა ნენსისთან საუბარს დანიელი და ხმაზე ეტყობოდა, რომ ბატონ თედოზე გაბრაზებული იყო. ან რატომ? ჩვენ ისე ახლოსაც არ ვიყავით ერთმანეთთან, რომ ჩემ გამო ვინმე არ მოსწონებოდა.
-ზედმეტად მგრძნობიარეა რას ვიზავთ.- დანანებით ამბობს ნენსი და სულ ავიწყდებათ, რომ მეც იქ ვარ.
-ანდა იმ შავებში გამოწყობილ ბალერინას რაღა ჭირს, ჩემთან, რომ ეგრე მოსულიყო გოგო ფეხებ ქვეშ ჩავუვარდებოდი.- დანიელის კომენტარზე ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-როგორც იქნა გაიღიმა მადლობთ, მადლობთ ღმერთო.- ხელები ზემოთ აღაპყრო ნენსიმ. სული ძლივს მოვითქვი, როცა ბალეტის ფორმაში გამოწყობილი თედო წარმოვიდგინე.
-კარგი, მოდი ეს ამბავი დავივიწყოთ რა.- ვეცადე სერიოზული ვყოფილიყავი.
-როგორც შენ გინდა გამბედავო ამაზონის მეომარო, უი ხომ, სიგარეტით ხელში.- დანიელი განაგრძობდა ჩემ გაცინებას და ნენსიც ჩემთან ერად ხითხითებდა. გარშემო ყველა ჩვენ გვიყურებდა, ის კი ხალხის მსგავსი რეაქციის დანავისას მათ გახედავდა და უხსნიდა.
- გეფიცებით არაფერი მოუწევიათ!- ამაზე უფრო მიტყდებოდა სიცილი.
საღამო:
შევცდი!
ვახსოვარ!
ვუყვარვარ!
ვეუბნებოდი საკუთარ თავს, როცა ფოსტაში ლამაზად დაწყობილი წერილებიდან ერთ-ერთზე დედაჩემის სახელი ეწერა.
“გილოცავ ჩემო გოგონავ! იმედია ჭკვიანად ხარ და ბებიას არ აბრაზებ. სახლის საქმეებში მოეხმარე, კარგად მოექეცი ნენსის, ბევრი მეგობრები არ გჭირდება, სწავლაზე კონცენტრირდი, მე და მამაშენს ძალიან გვიყვარხარ! “
ის არ იყო რასაც ველოდი, მაგრამ მცირედითაც კმაყოფილი ვიყავი.

15 სექტემბერი, კვირა, რბოლის დღე.
-რა კარგი სუნი დგას.- სამზარეულოში პიჟამაში გამოწყობილი ნენსი ჩუმად იპარება და გვერდით დაწყობილი, ღუმელიდან ახლად გამოღებული ორცხობილების ჩუმად მოპარვას აპირებს, მაგრამ ისინი იმდენად ცხელია, როცა ხელს ჰკიდებს პატარა ოხვრა გასცემს. მისკენ ვტრიალდები, დამტუქსველ მზერას ვესვრი, ორცხობილებს კი ნაჭერს ვაფარებ და ნენსისგან მოშორებით ვდებ.
-კარგი რა. გეთქვა ახლა გამოვიღეო, ხელი დამეწვა.- ამბობს წუწუნით ნენსი და წარბებ შეკრული საცოდავად დაჰყურებს მის ცერა თითს.
-ისე მეუბნები თითქოს განცხადებულად აპირებდი მის აღებას და არ მალავდი.- ვხითხითებ.
-ბებო ხვალ ჩამოდის ასე, რომ დღეს ჩვეულებრივად შეგვეძლება რბოლაზე წასვლა. - ხელიდან გასარეცხად აღებული ჭიქა მივარდება, რომლითაც ცოტა ხნის წინ მალინის ჩაის ვსვავდი.
-შენ არ ხარ სახლში შესაშვები.- კისკისებს ნენსი.
-არსად არ მივდივართ!- მკაცრი ტონით ვურტყავ ნენსის შემოთავაზებას.
-ალბათ ხუმრობ. შენ რა გინდა ბარკალაიამ შენგან არაფერი, რომ არ დატოვოს?- ნახევრად იცინის ნენსი.
-ვერაფერს ვერ იზამს! ჩემთან სიახლოვე არ მოსწონს და არ ვაპირებ იგივე გავაკეთო. თანაც დედაჩემის წერილში გარკვევით ეწერა, ბევრი მეგობარი არ მჭირდება.- ჩემს ამ სიტყვებზე ნენსიმ თვალები გადაატრიალა.
-რაც შეეხება თედოს, შენს გადაწყვეტილებას ვეთანხმები, მაგრამ უნდა შეწყვიტოს დედიკოს გოგოს როლის თამაში, რადგან აშკარაა არ ხარ. ეს გუშინ დაამტკიცე.- იქვე მაგიდიდან ყვითელი ვაშლი აიღო ნენსიმ და გემრიელად ჩაკბიჩა.
-მე უნდა წავიდე- შეპარვით მეუბნება ნენსი.
-რა ?- გაოგნებული თვალებს ვჭყეტ.
- ლევანს მის თილისმობას დავპირდი.- თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, როცა დაინახა მე როგორი დაჟინებით ვაცქერდებოდი.
-სანამ ზემდეტად მკაცრად განმსჯი მომისმინე.- ხელები ჩემ გასაჩუმებლად წინ აიქნია. მეც ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ვანიშნე დაეწყო. ღრმად ჩაისუნთქა და ტუჩები წინ გამობზიკა.
-დაიწყებ დღეს თუ ასე ვიდგეთ?- შევუძახე ნენსის.
-იმ ღამით, როცა იქ ვიყავით… მარტო დავრჩი, ვიღაც ბიჭი ამეკიდა და ჩემი გაცნობა უნდოდა. უარს ვეუბნებოდი, მერე მაჯაში ჩამავლო ხელი და იქით გამათრია, სადაც თქვენ მნახეთ. კედელს ამაკრო , ვუყვიროდი გაჩერებულიყო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, არ აპირებდა მოსმენას.- ამ ყველაფერს ისე ჩვეულებრივ ყვებოდა ნენსი, მეგონა ამ სიტუაციაში თვითონ არც ყოფილა.
-შემდეგ საიდანღაც ლევანი გამოჩნდა,თითქოს მხსნელი ყოფილიყოს, იმ ბიჭს მივარდა და ჩემს სხეულს მოაშორა, ერთი ყბაში უთავაზა, შემდეგ უთხრა ბანდასთან საქმის დაჭერა გინდაო? და ბიჭიც თავ-პირის მტვრევით გაიქცა. შემდეგ მთხოვა უფრო სწორად, სანაცვლოდ მოითხოვა მისი თილისმა ვყოფილიყავი.- თვალებს ატრიალებს ნენსი და წყალს ისხავს.
-ნებიჭვარი.- კბილებში ვცრი მე.
-ზუსტად. ნეტა ყველა ბიჭი დანიელის მსგავსი იყოს.- ამბობს ნენსი და ზემოთ იყურება, თითქოს ჭერის მაგივრად რამე სხვას ხედავსო.რა დროსაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-აი პრინციც მოვიდა. - ხითხითით ამბობს ნენსი და კარისკენ მიდის, შემდეგ ახსენდება, რომ პიჟამო აცვია, უკან ბრუნდება, მთხოვს მე გვაღო და თვითონ კიბეებზე არბის.
-დანიელ, შემოდი.- ვეუბნები და სახლში ვანიშნებ.
- რას შვებით?
-ნენსი ზემოთაა, იცმევს.- მივხდი, რომ ამის ცოდნა უნდოდა და ჩემ მიხვედრილობაზე ჩაიხითხითა.
- აქ ვარ რაინდო!- კიბის თავიდან ყვირის ნენსი და ხელებს შლის, თავს ვაქნევ და მასზე მეცინება.
-მოდი ჩამეხუტე -დანიელიც ხელებს შლის, მე თვალებს ვატრიალებ და სამზარეულოსკენ მივდივარ.
შუა ღამე:
არ წავყევი! მე მართლა სახლში დავრჩი და არ დავყეევი მის ნებას. ასეცაა საჭირო ბეატრის ასე, რომ გადატრიალდი და ბალიშს სუნთქვის საშუალება მიეცი, რომ შენთან ერთად გადაეშვას სიზმრების სამყაროში. ხვალ სკოლა გაქვს. შენი პირველი დღეა. მაინდამაინც არ არის სახარბიელო დასიებული თვალებით მისვლა. ასე არ ფიქრობ? ფიქრში დიდი დრო გავიდა, მაინც ვერ ვიძინებდი, სანამ ნენსი გარეთ იყო და პლიუს სახლში მარტო ვიყავი. მალევე გავიგონე კისკისით როგორ ძვრებოდა ნენსი აივანზე. ვიღაცას დაემშვიდობა, ოთახში შემოვიდა და გამოცვლას შეუდგა, შემდეგ კი შემომიწვა საწოლში უკან მომეკრო და მკითხა.
-ვიცი, რომ გღვიძავს. ვერ დაიძინებდი.
-კარგად ხარ?- ვეკითხები უძლურად.
-კი.-ეს საკმარისი იყო იმისთვი, რომ მშვიდად დამეძინა.

ორშაბათი, 16 სექტემბერი, სკოლა
-შენ ახალი მოსწავლე ხარ?- ჩემს გვერდით სახე გაბადრული გოგონა, თეთრი ლოკონებით, იდგა და ცდილოდა ჩემი ყურადღება მიექცია.
-დიახ.- ზრდილობიანად გავუღიმე. საერთოდ ყოველთვის გამომდიოდა ზრდილობიანობის გათამაშება მაშინაც კი, როცა არ მინდოდა.
-მე ემი ვარ.- მითხრა და მარდად გამომიწოდა ხელი. აი დილის ადამიანიც მესმის. რაც აქ არის სახიდან ღიმილი არ გაჰქრობია და თვალები იმდენად აქვს დაჭყეტილი, რომ ლამის ის ცისფერი რგოლები გადმოუვარდეს, რომლითაც ასე ამაყობს.
-ბეატრისი.- ხელი ჩამოვართვი და ოდნავ გავუღიმე.
-ვიცი. ასევე ისიც ვიცი, რომ პირველი გაკვეთილი ინგლისური გაქვს. მე შემიძლია კლასამდე მიგიყვანო, რადგან თავადაც იქ მაქვს გაკვეთილი.- სიტყვის თქმა არ დამაცადა, რომ ხელკავი გამომდო და წამათრია.

ფიზიკის გაკვეთილი:
მასწვლებელს ალმაცერად ვუყურებდი, ვიცოდი რასაც ხსნიდა და ამიტომ არ მიჭირდა გაგება, მაგრამ სხვების გამო თავს ცუდად ვგრძნობდი და მეცოდებოდნენ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა ყოველ ერთ წამში ხან ნერწყვს ყლაპავდა და ხან თვალებს მაგრად დააჭერდა ერთმანეთს, რომ არ ჩასძინებოდა, ფიზიკაზე ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ ეს კაცი ამ საგანს იმაზე მოსაწყენს ხდიდა ვიდრე ისედაც იყო სხვა მოსწვლეებისთვის.
-მიეჩვევი.-გვერდით მჯდომისგან მესმის ხმა. სწორედ ამ დროზ ბატონმა დავითმა იმხელა ხმაზე დააცემინა, რომ კინაღამ სინჯარა გატეხა, რაც სრულებითაც არ ჭირდებოდა საგაკვეთილო პროცესს, მაგრამ მაინც მის მაგიდაზე ედო.
-არამგონია ოდესმე ამას მივეჩვიო.- ამას ვამბობ თუ არა ორივეს გვეცინება.
-მარიამი.-ხელს მიწვდის შავგვრემანი გოგონა.
-ბეატრისი.- ხელს ვართმევ.
-არაჩვეულებრივია. მასზე არ ინერვიულო, სულ რამდენიმე დღეღა დარჩა, ჩვენ კი ახალი მასწვლებელი უკვე გველის.
-რას გულისხმობ?- წარბებს ერამენთთან ვაახლოებ.
-იმას, რომ… ხომ ხვდები.- მან ხელები ყელთან მიიტანა და სიკვდილის იმიტირება გააკეთა, რაზეც შევხტი. ახლა უკვე სხვანაირად ვუყურებდი მასწავლებელს, უფრო მეტი პატივისცემით და მოწიწებით. დავინახე ახსნისას როგორ დაიღალა და მერხს დაეყრდნო, გული შემეკუმშა და სხეულში რაღაც გრძნობამ დამიარა რაც მაიძულებდა ხელი ამეწია.
-გისმენთ.
-მე ვიფიქრე, რომ… ეს თემა გავლილი მაქვს ძველ სკოლაში. მე ხომ არ მელაპარაკა, თან თქვენ შემაფასებდით.-ლოყის შიგნიდან ვიკბინე პასუხის მოლოდინში, როცა მთელი კლასი მე მიყურებდა.
-მობრძანდით! - გამეღიმა და მაგიდასთან მივედი.
-იზოპროცესები! დავიწყოთ იზოქორული პროცესით, რომლის აღმოჩენაზეც ცნობილი მეცნიერი შარლი მუშაობდა. არსებობს ასევე იზოთერმული და იზობათური პროცესები, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ განვიხილავთ იზოქორულს მოგვიწევს ზოგადი ფორმულა დავწეროთ, ვინმეს შეუძლია დამეხმაროს ფორმულის დაწერაში, რომელიც წნევას, მოცულობასა და ტემპერატურას აკავშირებს ერთმანეთთან?- გოგონამ პირველი მერხიდან პასუხი გამცა და მეც დაფაზე ფორმულა დავწერე.
- რატომ დიდი T და არა პატარა?- პასუხი არავის ჰქონდა ასე, რომ გავაგრძელე
-დიდი T არის აბსოლიტური ტემპერატურა, რომელიც კელვინის შკალით იზომება და აღინიშნება ცელსიუსის მაგივრად K-თი…- კარგი იყო, ძალიან მომეწონა გაკვეთილის ჩემს ჭკუაზე მოქცევა, მასწავლებელიც კმაყოფილი ჩანდა, მიღიმოდა. გაკვეთილის ბოლოს კი ნიშანი გამომიცხადა და ჟურნალში შეიტანა.
არც ერთი გაკვეთილი, დღეს ნენსისთან და დანიელთან ერთად არც ერთი გაკვეთილი არ ჩამტარებია. მხოლოდ კაფეტერიაში ვნახე ისინი. ბოლო გაკვეთილის ზარი მალე გამოვიდა, ნენსის კლასამდე მივედი და როგორც აღმოჩნდა ჩემს ნიჭიერ ნათესავს მოუწევდა სკოლაში დარჩენა და რამდენიმე დამატებით გაკვეთილზე დასწრება იმის გამო, რომ მან და დანიელმა გაკვეთილზე თურმე ხმას აუწიეს. ვერ არიან რა აყვირებდათ ერთი. არც ნენსიმ არაფერი მითხრა. დანიელი კი უკან თავჩახრილი იჯდა და სუნთქვას ძლივს არეგულირებდა. სახლში მარტოს მომიხდა წამოსვლა, სკოლის ჭიშკარს გავცდი და სიარული დავიწყე სახლამდე. პირველი დღე არც ისე ცუდი იყო, მაგრამ ნენსის და დანიელს რა მოუვიდათ? რა ვიცი გუშინ ხითხითით კი მოაცილა და დღეს რა ეტაკათ.
გარშემო სერიოზული სიჩუმე იდგა. ფოთლების შრიალი და ქარის ხმა თუ დაარღვევდა მხოლოდ, მაგრამ უცებ რაღაც ხმა გაისმა, საშიში ხმა იყო. ისეთი ხმა ვიღაც, რომ გიყვირის გაიქეცი და არ მომძებნოო, მაგრამ არ ვაპირებდი ამის გაკეთებას. გვერდით შევუხვიე და სიტუაციის ძებნა დავიწყე, თვალებში მალევე მომხვდა ნაცნობი მოტოციკლი, მის უკნიდან მოდიოდა ხმა, რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ვრწმუნდებოდი იმაში თუ რა იყო ეს ხმა, ვიღაც გამეტებით ურტყავდა ადამიანს და ან მსხვერპლის ყბის ძვლების მტვრევის ხმა იყო ან თავდამსხმელის თითების, ან უარესი, ორივე ერთად. სილუეტს ვხედავდი, რომელიც თეთრ მაისურიან ტიპს ზემოდან ეჯდა და გამეტებით ურტყამდა, ხელები პირისკენ წავიღე და ავიფარე, თვალები ამიწყლიანდა. უფრო ახლოს მივედი და დავრწმუნდი, რომ ზემოდან თედო იყო. არ ვიცოდი რა მექნა, მეშინოდა ჩემთვისაც რამე არ დაეშავებინა ახლოს, რომ მივსულიყავი, მაგრამ მაინც გადავდგი წინ ნაბიჯი, ჯერ კიდევ შორს ვიყავი, როცა დამშვიდებული გაწონასწორებული ხმით საშუალო ტონალობაში ვუთხარი.
-ის მოკვდება!-თედო შეკრთა, ხელი ჰაერში გაუჩერდა და მე შემომხედა.
-შენ მას მოკლავ!- ვცდილობდი სახეზე უინტერესობა გამომეხატა, მაგრამ შინაგანად ვდუღდი ისე როგორც წყლიან ქვაბში ჩაგდებული და ცეცხლზე შემომდგარი კარტოფილი.
ის ფეხზე დგება და კიდევ ერთხელ არტყამს წიხლს მუცელში, რაზეც ბიჭი პირიდან სისხლს ანთხევს და ჭიასავით იკლაკნება, თედოს ვაკვირდები, მის ყველა მოძრაობას ვხედავ, მისი მოცვისფერი ქვედა ტუჩი გახეთქილია და სისხლი მოსდის, რომლის მოწმენდასაც ხელით ცდილობს, მაგრამ უფრო ისვრება, რადგან ხელები სულ დასისხლიანებული აქვს. როგორც თავისი ისე უცნობი ბიჭის სისხლით. ჩემთან ახლოს მოდის, ვცდილობ აღელვება არ შემეტყოს. ჯიუტად წარბ შეუხრელად ვდგავარ მის წინ, ის კიდევ ერთხელ ცდილობს სისხლის მოშორებას ტუჩიდან, და ახლაღა ვამჩნევ, რომ წარბიც გახეთქილი აქვს. ჩემთან ახლოს დგება და უბრალოდ მის თვალებს აქეთ-იქით აცეცებს ჩემს სახეზე, მიყურებს, მიყურებს და ისევ მიყურებს, იქ კი კაცი უგონოდ გდია და სისხლისგან იცლება. თუმცა არა, როგორც კი იქით გავიხედე ოდნავ, შევამჩნიე, რომ ბიჭი გაპარულიყო, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა შემორჩენილი არ ვიცი, მაგრამ აშკარაა რომ საკამოდ ეშინოდა თედოსი თუ ეგეთ სიტუაციაში მოახერხა გაქცევა.
ბიჭის თვალების ცქერას დავუბრუნდი, როცა ვიგრძენი მისი ხშირი სუნთქვა სახეზე როგორ მეცემოდა, ჩემთან ახლოს იყო ახლა მეც ასე ვუყურებდი, ვუყურებდი და ვუყურებდი. მან ხელი ოდნავ ასწია, რაზეც შევხტი, მაგრამ თვალები მისთვის არ მომიშორებია, მან ტუჩის კუთხე ჩატეხა და ხელი თვის ადგილას მოწყვეტით დააბრუნა.
-შენ ჩემი გეშინია!- თითქოს მკაცრი ტონით მეუბნება, მაგრამ ამაში სიმკაცრეს ვერ ვხედავ და ჯიუტად ვაგრძელებ მის თვალებში ცქერას. ვერც კი ვიაზრებ მის სიტყვებს
- ასე არ არის?- კვლავ ჩემს პასუხს ელოდება, მე კი სულელივით გავშეშდი და მისი თვალების მორევში ჩავიძირე
-ახლავე მიპასუხე, თორემ შენც იმ ბიჭის ბედს გაიზიარებ,- უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს ძალადობით დამემუქრა და ზუსტად ვიცოდი მისნაირ ბიჭს არც არაფერი შეაჩერებდა ამისგან, მის მიმართ შიშს მაინც ვერ ვგრძნობდი და კვლავ დუმილი და მისი თვალების ყურება განვაგრძე, უცებ ვიგრძენი მისი უხეში შეხება მხრებში და როგორ გაამოძრავა ჩემი სხეული
- მშიშარა ხარ!
-კარამელი!- მტკიცედ წარმოვთქვი ის სიტყვებიმ რაც წესით გონებაში უნდა გამეელვა, ვუყურებდი მის თვალებს, ამდენი ხნით ვუყურებდი და ვიპოვე კიდეც, მის დაბნეულ მზერას ვარჩევდი კარამელისფერ თვალებში, რომელსაც დამცველებად გრძელი შავი წამწამები ამშვენებდნენ, ხელი გამიშვა და უკან დაიხია.
-რა?- მხოლოდ ეს აღმოხდათ მის მოცვისფერ ბაგეებს.
-შენი თვალები.- განვაგრძობდი მისთვის ყურებას, მაგრამ ჩემმა მეორე მემ თავი შემახსენა და ასფალტს მივაშტერდი. ის ჩემთან ახლოს მოვიდა და ვიგრძენი მისი ხელის ფრთხილი შეხება ჩემს ნიკაპზე, მალევე თავი ამაწევინა, მაგრამ ძირს ყურება განვაგრძე.
- შემომხედე.- ეს ბრძანება იყო, მაგრამ ისე მბრძანებლურად აღარ ჟღერდა, ორჭოფით გავუსწორე მის კარამელისფერ თვალებს ჩემი მზერა და შევხვდი სრულიად დაბნეულს და გაბრაზებულს. ჩაეღიმა, ამან კი მე დამაბნია
-საერთოდ არ გეშინია არა?- თავისივე კითხვას პასუხი გასცა. და ასე უკეთესი იყო.
-აქვე ახლოს წყლის ფანტანია, თუ გინდა მე შემიძლია ხელიდან სისხლი მოგაშორო.- მის თვალებს კვლავ მოვაშორე მზერა და მანაც ჩემ ნიკაპს ხელი გაუშვა. გავიგონე როგორ ჩაიცინა.
-კარგად ბეატრის!- მეუბნება და ჩემს სხეულს შორდება. მალევე ვხედავ, როგორ თავსდება მოტოციკლზე, მასთან სწრაფი ნაბიჯებით მივედი, ჩანთიდან უკვე ამოღებული სველი სალფეტკებიდან ერთი გამოვათავისუფლე და მის ტუჩთან სისხლით მთლიანად მოთხვრილ წვერისთვის უნდა გადამეტარებინა, როცა სახე გააბრუნა.
-ვინმეს ეგონება რომ კაცი მოკალი!- ვეუბნები უემოციოდ.
- მოვკლავდი კიდეც.- თვალებში მიყურებს და ვხვდები, რომ მართლა იგულისხმა ის რაც თქვა. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ მისი ჯერ კიდევ არ მეშინოდა.ხელი მისი ტუჩის კუთხისკენ მიმაქვს და სალფეთქით ვწმენდ სისხლს, შემთხვევას ვიყენებ, რომ კარგად დავათვალიერო მისი მოცვისფერი ტუჩები, მალე ვრჩები და უკან ვიხევ. ის ჯიბიდან რაღაცას აცურებს, შემდეგ ვაკვირდები და ვხვდები, რომ სიგარეტის კოლოფია. თავისთვის იღებს ერთს და ტუჩებს შორის იქცევსმ შემდეგ ჩემკენ წევს და მთავაზობს.
- არ ვეწევი,- ამაყად ვამბობ. მას ეცინებამ რაც ყველაზე საყარელი რამაა რაც კი აქამდე მინახავს.
-კარგად.- ამბობს და მოტოციკლს ამუშავებს. ცოტა ხანში კი იქ იმ მტვრის გარდა, რომელიც მისმა მოტოციკლმა დატოვა აღარაფერია. და მე… კვლავ მარტო დამტოვა.


პს: ვინც კითხულობთ აუცილებლად ველი თქვენს კომენტარებს <3 მოგწონთ?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი anano

მომწონს? ჰმ... ძალიან კარგია, თან ისე მიმდინარეობს სიუჟეტი არ არსებობს არ დაგაინტერესოს. სათაურიც ასეთივე აქვს heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ციკო

აუუ ძაან მაგარია

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

სტუმარი anano
მომწონს? ჰმ... ძალიან კარგია, თან ისე მიმდინარეობს სიუჟეტი არ არსებობს არ დაგაინტერესოს. სათაურიც ასეთივე აქვს heart_eyes

მადლობა მიხარია თუ მოგწონს <3

სტუმარი ციკო
აუუ ძაან მაგარია

მადლობა საყვარელო <3

 


უჰჰჰ, ვისიამოვნე, კარგი იყო, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი

 


№5  offline მოდერი მარტო სახლში

სიყვარული გულს გვტკენს
უჰჰჰ, ვისიამოვნე, კარგი იყო, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი

მადლობა საყვარელო <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.