შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდი #5


27-06-2019, 16:23
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 171

აბსურდი #5

- ერიჰაა, აქ რა ჯანდაბა ხდება ? - ენჯის და ნიკიტას იდილია ბარბარას ხმამ დაურღვია.
- ბარბი !
- მე ვარ, კი. როგორც ჩანს უდროო დროს მოვედი. - თქვა, როცა მათი პოზა დაინახა. - დასაწყისში თუ ამას ატრიალებთ, წარმომიდგენია ბოლოს რა ნახატი იქნება სახლში. - გადაიხარხარა ქალმა, ამოყირავებული დივანი თავის ადგილას დაუბრუნა და დაჯდა. - რას გაშტერებულხართ, ანჯელინა, მოდი გამაცანი ქალი.
- ბარბარა, სანამ მოხვალ უნდა დარეკო-მეთქი, რამდენჯერ გითხარი! - შეუღრინა მორგანმა და წითურს ხელი გაუშვა.
- ტელეფონს დახედე, კახპავ ! ენ რაოდენობით გამოტოვებულ ზარს ნახავ ჩემგან. - გაწიწმატდა ბარბარა.
- ჯანდაბა ! - წამოიძახა ენჯიმ, როცა სახლს გადახედა. სიტუაცია ნამდვილად არ იყო სახარბიელო. ნიკიტა ადგილს მილურსმული იდგა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ცოტა არ იყოს დააფრთხო ჯერ ენჯისთან ჩხუბმა, შემდეგ კი ბარბარას უეცარმა გამოჩენამ. ხალხთან კონტაქტს არ იყო მიჩვეული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამასთანავე, ენჯისთან კონტაქტმა გააგიჟა. არ იცოდა საკუთარი თავისგან რას დალოდებოდა ბარბარასთან საუბრისას.
- მოდი, დაჯექი. არ ვკბინები. - მიმართა მას ქალმა. თავისდა უნებურად ნიკიტა მას უსიტყვოდ დაემორჩილა. დივნის კუთხეში ჩამოჯდა და კვლავ მოჰყვა ხელების მტვრევას. - ღმერთმანი, ეს რა არის ! - წამოიკივლა ბარბარამ და წითურს ხელები გააშლევინა. - ეს ანჯელინამ ქნა ? - ეტყობოდა, რომ თანხმობის მინიმალური ნიშანი და ქალი ბრაზისგან აფეთქდებოდა. ნიკიმ უარის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია. ეუცხოვა ბარბის შეხება და ამის დამალვა ვერ შეძლო. - მორგან, შენი დედაც, აფთიაქის ყუთი მოიტანე, დროზე !
- მომაქვს, ძლივს ვიპოვე. - გასძახა აბაზანიდან და ლამის სირბილით მოუტანა აფთიაქის ყუთი დედობილს.
- ეს რა ჯანდაბაა, ვინ ქნა.ენჯი, რა ღვთის რისხვა ტრიალებს აქ ? - ცოფებს ყრიდა ქალი და გაჭრილ ხელს უმუშავებდა ნიკის.
- ჩემით! - თავი ჩახარა გოგომ.
- შენით ვერ იზამ, ცალი ხელით ვერ შეიხვევ. - ვერ მიხვდა სინამდვილეში რას გულისხმობდა ჟღალი დაა თავის მიხედვის ინიციატივად აღიქვა მისი ნათქვამი.
- არა, ჩემით ვქენი. - ამოიდუდუნა ნიკიტამ.
- Oh, girls. WTF? - თვალები მრისხანების ალით აენთო ბარბარას. ქამელეონის შეფერილობა ჰქონდათ მათ. იმდენად ლამაზი იყო მათში წარმოქმნილი ძლიერი ემოცია, რომ ნიკიტა მოინუსხა და ვერაფერი უპასუხა. - შენ არ მითხარი, გადავაფიქრებინეო ? - ენჯის მიუბრუნდა გაცეცხლებული ბარბარა.
- არა, ეს… - წამოიწყო მორგანმა, მაგრამ აქოთქოთებულმა ბარბიმ შეაწყვეტინა.
- ეს ახალგაზრდები გადამრევთ ! რა დროს სიკვდილია, ამის დედაც! სიცოცხლე უნდა შეირგო ადამიანმა. რომ წაგაქციოს ცხოვრებამ, უნდა ადგე, მტვერი ჩამოიბერტყო და დედა უტირო ყველა პრობლემას. - გაიქაფა საუბრით. ამ გულწრფელმა გაბრაზებამ ნიკტანგაახალისა და გულიანად გაეცინა. - რას ვამბობ სასაცილოს ? აქ არაფერია სასაცილო ! - თვალები დაუბრიალა ქალმა.
- არა, უბრალოდ სარკე გავტეხე და ენჯისთვის სასროლ ნატეხზე ხელი გამეჭრა. - ვითომც არაფერი უთხრა ნიკიტამ. ბარბარა რამდენიმე წამი აზრზე ვერ მოვიდა. ცალი თვალი მოჭუტა და სახლს გადახედა. გონებაში მომენტალურად ამოუტივტივდა, რომ როცა შემოვიდა, ეს ორი ერთმანეთს კოცნიდა. ცნობიერება მსწრაფლ დიდი კითხვის ნიშნებით აევსო და თავი გვერდით გადახარა. ანჯელინა კი ხალისობდა მის რეაქციაზე. სიცილს ძლივს იკავებდა.
- ღმერთო დიდებულო, შენ უშველე ყველა ჭკუასუსტს! - ხელები ცისკენ აღაპყრო და პირჯვარი გადაიწერა. ენჯიმ და ნიკიტამ ერთმანეთს გადახედეს და გულიანი კისკისი აუტყდათ. - თქვენ კი შე^გეცით, რა ჯანდაბა ხდება ? - სახტად დარჩა ქალი.
- ბარბარა, ამ სიტყვებს ღმერთი არ შეგინდობს იცოდე ! - დასცინოდა მას მორგანი.
- შე პატარა ძუკნა, რას მაპამპულავებთ ამხელა ქალს? - გაგიჟებამდე მივიდა ბარბი, მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა.
- ულვაშებში გეცინება, დედი! - აგრძელებდა ხარხარს ანჯელინა. ბოლოს უკვე ბარბარაც აჰყვა და სამივე ერთად ათი წუთის განმავლობაში ცრემლებამდე იცინოდა.
- ჯანდაბას ჩემი დიეტა ! კისერიც გიტეხიათ. - უკვე ატირებული ბარბარა სიცილის ცრემლებს იწმენდდა. - შენც დასახიჩრებული ხარ, როგორც ვხედავ. - მიმართა ენჯის და კვლავ დასწვდა აფთიაქის ყუთს.
- ბარბი, ეს ნიკიტაა, ნიკი, ეს ბარბარა. მის კლუბთან ვიყავით მაშინ. - წითურმა ქალს თავი დაუქნია პატივისცემის ნიშნად. ადრინდელთან შედარებით ოდნავ ოდუნდა.
- ჰო ისე, ეგ გავარკვიე. - თქვა ქალმა და სიგარეტს მოუკიდა. - ჩემი ხალხიდან არავინ არაფერს ყიდის. არც სხვა ახლო ადამიანები არიან გარეული, ჩემი სასტავიდან გამომდინარე.
- ანუ ერთადერთი ვარიანტი…
- ჰო, ერთადერთი პონტი მარტო ფელიქსი და მისი ბოზბანდაა. - ზიზღით ჩაილაპარაკა მან.
- სალაპარაკო მაქვს მერე შენთან. - სასხვათაშორისოდ უთხრა ენჯიმ, მაგრამ ბარბარამ ყურადღება არ მიაქცია. რადგან წინადადებაში მომავლის აღმნიშვნელი სიტყვა იყო გარეული ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი მერე უნდა მომხდარიყო.
- იმ ბიჭს ესტუმრე ? - თემა გადაიტანა მან.
- არა, დღეს გავალ.
- არამგონია აზრზე იყოს. - თქვა ნიკიტამ და შეხვეულ ხელს დახედა.
- ეგეც მართალია, სერიოზული “ოვერდოზი” ჰქონდა. - ჩაილაპარაკა ენჯიმ და ხელები თავქვეშ ამოიდო.
- შენც სისხლისგან იცლები, მართლა კლავდით ერთმანეთს ? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ბარბარამ და ბამბა სპირტით დააასველა.
- აიჰ, მწარეა !
- მოითმინე, ქალი არა ხარ ?
- საშუალო სქესს უფრო მოვაწერდი თავს. - ჩაეცინა მორგანს.
- ხელი გტკივა ? - ნიკიტას მიუბრუნდა ბარბარა. წითურმა სირცხვილით არ იცოდა სად წასულიყო. ძალზედ რცხვენოდა თავისი საქციელის და საკუთარი თავის მიმართ განუზომლად დიდ ზიზღს განიცდიდა შექმნილი ვითარების გამო.
- არც ისე.
- საოცრება პირდაპირ ! დაჩეხილი გაქვს ხელი, გეგონება სპეციალურად დაისერაო და არც გტკივა იმდენად ! მერე არ თქვა, რომ არანორმალური არ ხარ.
- უარესებიც ამიტანია. - თავი ჩაქინდრა წითურმა.
- შენც ჯარში მსახურობდი ?
- ც ? - გაოცდა ნიკი.
- ჰო, ჯარისქალი გვყავს ეს, არ იცოდი ? - ენჯიზე მიუთითა თვალებით.
- იეპ, ვოცნებობდი ჯარში წასვლაზე და ოცნება ავიხდინე. - კმმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ნიკიტას გახედა.
- არა, მე მამამ… - ტუჩზე იკბინა ვლასოვამ.
- მამამ ? - კისრის ძარღვები დაებერა ბარბის.
- ჰო…
- რას აკეთებდა ?!
- კარგი, მოვრჩეთ ახლა სევდიანზე საუბარს. - ჩაეჩრა ლაპარაკში ენჯი. - ამის დალაგებაში მომეხმარეთ ჯობია.
- მე რა შუაში ვარ ? თქვენ დახოცეთ ერთმანეთი და ბრძოლის ველსაც თქვენვე უნდა მიხედოთ, მე ნუ გამრევთ !
- დე… - თავი მოისაწყლა ენჯიმ.
- ნუ მეაფერისტები, არ გაგივა !
- ჟელიბონს გიყიდი.
- ათ შეკვრას, კოლის არომატით. - წამოიძახა გახარებულმა ქალმა და სახელოები აიკაპიწა. - ტაკ, შენ შენი ხელით ვერაფერს იზამ, ამიტომ იჯექი დივანზე და დაისვენე. - მიმართა ნიკიტას. - შენ კიდევ მოდი მომეხმაეე.
- დაჭრილი ვარ !
- არ გაგივა !
- ბრძოლის ველიდან ახლახანს დავბრუნდი ! - არ ნებდებოდა ენჯი.
- შანსი არ გაქვს, ძვირფასო. ასწიე ეგ შენი ლამაზი უკანალი და ველის დალაგება დაიწყე. - მკაცრი იყო ბარბარა. სამზარეულოში გავიდა და ენჯის მოუხმო. ქალს სხვა გზა არ დარჩა, იძულებული შეიქნა დამორჩილებოდა.
- დიქტატორი ! - ჩაისისინა და ნიკიტას თვალი ჩაუკრა.
- ყველაფერი მესმის ! - გადმოსძახა ქალმა და სარკის ნამსხვრევების აკრეფა დაიწყო.

………
- რაზე უნდა მელაპარაკო ? - მოულოდნელად დაიწყო ბარბარამ, როდესაც ის და ანჯელინა სააბაზანოში მოხვდნენ. ენჯიმ კარი ჩაკეტა და ტუჩის წვალებით დაიწყო.
- ვიღაც ნიკიტას მოკვლას ცდილობს. - ამოიხვნეშა და კარს ზურგით მიეყრდნო.
- საკუთარი თავის გარდა ? - დააკონკრეტა ქალმა.
- ჰო. ვიღაც, ვინც მას ძალიან ჰგავს.
- ფიზიკური მსგავსება მსხვერპლსა და მკვლელს შორის ? იქნებ ვინმეს რაიმე ფეტიშისმაგვარი აქვს ?
- ეჭვი მეპარება. აქაურობასაც კი მოაგნო, ბარბი. ეს ხუმრობა აღარაა. პირადი მოტივი უფრო მგონია, მაგრამ ხალხთან კონტაქტი არ უყვარს. ჰაკერია და მისი ფიზიკური მონაცემები არ იქნებოდა ცნობილი.
- მოიცა, ჰაკერებს ძალიან ბევრი მტერი ჰყავთ ხოლმე. რამე საეჭვო საქმეს ჰომ არ მოჰკიდა ხელი ? - დაეჭვდა ბარბარა. ხედავდა, რომ წითური მისი შვილობილისთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავდა და საქმეს სრული სერიოზულობით მოეკიდა.
-არ ვიცი, არ ვარ მასთან იმდენად ახლოს, რომ ეგ მეკიტხა. - თავი გააქნია ენჯიმ და კარზე ჩამოცურდა. ცივ იატაკზე დაჯდა და ბარბარას თვალებში შეაჩერდა.
- ენ…
- რა ?
- იცი, რომ მაგრად დაგე**ძრა ? - სრული სერიოზულობითვე ჰკითხა ქალმა და სიგარეტი გააბოლა. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ეწეოდა.
- რას გულისხმობ ? - ცალყბად გაეცინა მორგანს.
- აციმციმებულ თვალებს მე ვერ გამომაპარებ, როგორაც არ უნდა ეცადო. - სევდიანად გაეღიმა ბარბარას და ანჯელინა მორგანი თავით ფეხებამდე გაშიფრა. - ორივე ნაგიჟარები ხართ, რაღაც პონტში გესმით ერთმანეთის და სიახლოვეს გრძნობ უჩვეულოს მასთან.
- კარგი, გეყოფა. - თავი ჩახარა ქალმა და ქვედა ტუჩი ბროლის კბილებს შორის მოიქცია.
- ვერ დაამუღამე, არა ? - ჰკითყხა ბარბარამ.
- რა ?
- რას გრძნობს შენს მიმართ.
- როგორც ყოველთვის, მართალი ხარ ბარბ. როგორც ყოველთვის. - ამოიხვნეშა და გააგრძელა. - ამოუცნობი ობიექტია. ძალიან მინდა მის გონებაში, გრძნობებში, არაცნობიერში ჩავძვრე, მაგრამ ყველანაირ გზას მიჭრის. არ მატყუებს, არ ფარისევლობს. მალავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ დამალვა არა მისი სურვილი, არამედ გარემოებებისგან შექმნილი საჭიროებაა მისთვის.
- წარსული გამოცდილება. მამამ უმტყუნა, როგორც ჩანს. როგორ გინდა ამის მერე კიდევ სცადო. - ჩაფიქრდა ბარბარა. ენჯიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გააგრძელა.
- როგორც კი მტკივნეულ წერტილს შევეხე, დაჭრილი მხეცივით ირეაგირა. არ აძლევს საკუთარ ჭრილობებს საშუალებას, რომ მოშუშდნენ. რა თქმა უნდა, ნაიარევს ყველა ჭრილობა დაუტოვებს, თან დიდს, მაგრამ მოშუშება საჭიროა. ჩემს მოკვლას აპირებდა, იცი ? - აღფრთოვანებით ჩაილაპარაკა მან.
- გიჟი რომ ხარ, იცი ? ადამიანს შენი მოკვლა უნდოდეს და შენ გიყვარდებოდეს. არ არის ეგ ნორმალური.
- რამდენიმე დღეა, რაც ვიცნობ. - თავის მართლებასავით გამოუვიდა მორგანს. სცადა გაქცეულიყო იმ სიტყვისგან, რომელიც ბარბარამ ახსენა.
- მერე რა ? შენ ფიქრობ, რომ ამ გრძნობას განსაზღვრული დრო აქვს ? - ჩაეცინა ბარბარას. - თუ კი, ცდები. ერთი ნახვით სშეყვარება მითი არ არის.
- ჰომ იცი მაგ საკითხის მიმართ ჩემო დამოკიდებულება. - დაიწყო ენჯიმ, მაგრამ ქალმა გააწყვეტინა.
- “როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი, როცა მას არ იცნობ ? ხალხი წლებს ანდომებს ერთმანეთის გაცნობას და დარწმუნებით ვერ ამბობენ, რომ იცნობენ ერთმანეთს. მაშ, რა წყდება მხოლოდ ერთი და ორი ნახვით ? - ენჯის ფრაზის ციტირება მოახდინა ბარბარამ.
- კარგი, ჰო, კარგი. ვაღიარებ. - თვალები აატრიალა ენჯიმ და ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია.
- არ ფიქრობ, რომ მეტისმეტად ჩუმადაა ? - შენიშნა ბარბარამ.
- მართალი ხარ. - ნაჩქარევად წამოხტა ფეხზე და კარი გააღო. მისაღებში გავიდა და ტელეფონს დაუხამხამებლად ჩაჩერებული ნიკიტა შეამჩნია. უსიტყვოდ, სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისკენ და გვერდით მიუჯდა. წითურს არანაირი რეაქცია არ ჰქონია. გეგონებოდათ არც კი სუნთქავსო, ცვილის იდეალურ ფიგურას ჰგავდა. როგორც კი ბარბარა მივიდა მასთან, აღნიშნული სიტუაცია მსწრაფლ მოჰბეზრდა. ნიკიტას ტელეფონზე გაუჩერებლივ მოდიოდა მესიჯები. მისი სახის გამომეტყველებიღ კი რთული იყო იმის დადგენა, იცნობდა იგი გამომგზავნს თუ არა.
- ეს რა ჯანდაბაა ? - ჩვეული ფრაზა ისროლა ბარბარამ და ის-ის იყო ტელეფონი ხელში უნდა აეღო, რომ ნიკიტამ გააჩერა.
- ჩემი საქმეებია. - ყინულივით ცივი, მაგრამ მაქსიმალურად კონცენტრირებული ხმით უთხრა.
- რა საქმეები ?
- ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რაც კი გამიკეთებია, ყველა მოდის თანდმიმდევრულად.
- ანუ, რა გამოდის, ვიღაც გიგზავნის ამას ?
- ჰო.
- ვინ შეიძლება იყოს ? ვინმემ იცის შენი საქმეების შესახებ ?
- არა.
- ჯანდაბა! - დაიძაბა ანჯელინა.
- წუთნახევრის ინტერვალში მოდის ყოველი შემდეგი საქმე.
- შეგიძლია დაადგინო ვინ გზავნის ამას ? - ფეხზე წამოდგა ენჯი. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ გული უგრძნობდა ცუდს.
- ამისთვის ჩემი აპარატურა მჭირდება.
- არ გეტყობა, რომ ძალიან გაინტერესებდეს ვინ გზავნის ამ ყოველივეს. - აღნიშნა ბარბარამ.
- ვერაფერს ვხვდები. - დაიწყო წითურმა. ჩემი ეს ნომერი არავის აქვს. არც ერთ სულიერს. როცა შევიძლინე, მაშინაც კი მფლობელის, იმ ადამიანის მონაცემთა ბაზინადაც უკვალოდ გავაქრე, ვისგანაც ვიყიდე. არაფერი მესმის. - ეტყობოდა, რომ დაბნეული იყო.
- ახლა მომისმინე. - ნაჩქარევად დაიწყო ენჯიმ. - ჰაკერებში რამდენად ცნობილი ხარ იმისთვის, რომ ვინმეს შენი სისტემა გაეტეხა ან შენზე იერიში მოეტანა?
- სახლი Ginger რაიმეს გეუბნება? - კითხვა შეუბრუნა ჟღალმა.
- Ginger მსოფლიოში აღიარებული პროგრამისტია, რომელიც რამდენიმე ათეული ქვეყნის მთავრობამ აღიარა ყველაზე საშიშ, მოხერხებულ და გაწაფულ ჰაკერად. ისეთი სისტემები აქვს გატეხილი, რომ ქვეყნები ეჭვობენ კიდეც, რომ Ginger ერთი ადამიანი უბრალოდ ვერ იქნება. ეს არის დაჯგუფება და არა ერთი ადამიანი. - თქვა ბარბარამ.
- ცდებიან.
- ანუ ?
- ჯინჯერი ერთი ადამიანია.
- რა კავშირი გაქვს მასთან ? - თვალები ჩაუსისხლიანდა ენჯის.
- მე ვარ ჯინჯერი. - მხრები აიჩეჩა წითურმა.
- რაა?! - ბარბარა და მორგანი ერთდროულად გამოაშტერა ჟღალის უეცარმა აღიარებამ, მაგრამ არც ერთს წამითაც კი არ შეჰპარვია იმაში ეჭვი, რომ ნიკი სიმართლეს ამბობდა.
- ყველა ჩემი საქმე, თანმიმდევრობით მოდის. - მობილურს დასწვდა ნიკიტა და ყურადღებით დააკვირდა.
- რამდენი გქონდა ჯამში ? - ჰკითხა ანჯელინამ.
- 254.
- რამდენი მათგანია უკვე მოსული ?
- 153.
- მისმინე, ის… ის… - ძალიან გაუჭირდა იმის თქმა, რასაც აპირებდა, მაგრამ დრო უჭერდათ. - ის ჰალუცინაცია არ ყოფილა. ვიღაც მართლა აპირებდა შენს მოკვლას, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიგოთ ამ მესიჯებს ვინ გიგზავნის, კარგი ?
- ჰალუცინაცია არ იყო ? - თვალები რამის შუბლზე აუვიდა გოგოს. - კი, მაგრამ ის ჩემნაირი იყო. - დაიბნა ნიკიტა და ათასი ფიქრი ერთად აეშალა თავში.
- მაგაზე მერე ვიფიქროთ, კარგი ? გთხოვ, ახლა უნდა გავიგოთ ამ მესიჯებს ვინ გიგზავნის. - ანჯელინას ეტყობოდა, რომ მეტისმეტად არელვებული იყო, ამიტომ სიტყვა ბარბარამ ჩამოართვა.
- Okay, შენს სახლთან რამდენ ხანში ვიქნებით ? - პრაქტიკული კითხვების დასმა დაიწყო ბარბიმ.
- საათნახევარი ან ერთი საათი მანქანით.
- რამდენი დარჩა მესიჯების შეწყვეტამდე ?
- დაახლოებით 148 წუთი.
- ერთი საათი გეყოფა ? - წარბები შეჭმუხნა ბარბარამ.
- გააჩნია სისტემას, დაცვას და…
- ე.ი. არ გეყოფა. - სიტყვა გააწყვეტინა ქალმა და უტხრა. - თხუთმეტი წუთის სავალზე აქ ცხოვრობს ჩემი მეგობარი ჰაკერი, ბერიმორი. მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი აპარატურა.
- რატომ ხარ დარწმუნებული ? - ჰკითხა ენჯიმ, მაგრამ ბარბარამ პასუხის გაცემა ერ მოასწრო. ნიკიმ დაასწრო.
- ბერიმორს ვიცნობ.
- საიდან ? - გაოცდა ბარბარა.
- აზრი არ აქვს, თუ აპარატურა აქვს, უნდა დავიძრათ. - გასძახა უკვე გასასვლელში მდგარმა მორგანმა და მიუთითა მათ, რომ დრო კატასტროფულად ცოტა იყო.
ხუთი წუთი არ დასჭირვებიათ ოცდაცხრა სართულის ჩასასვლელად. ცოტაოდენ დროში ისინი უკვე ბარბარას მანქანაში ისხდნენ. თორმეტ წუთში უკვე ბერიმორის ბუნაგთან გააჩერეს მანქანა. იგი მიწისქვეშ ცხოვრობდა, სარდაფში.
- ბარბი, რამდენი ხანია არ… - სიტყვის დამთავრება არ აცადა წითურმა და მსწრაფლ ესროლა ნაცნობი ფრაზა.
- What the f^uck is wrong with ya baby Berry ? - ბერიმორი გაშრა და ცივმა ოფლმა დაასხა. რა თქმა უნდა, მომენტალურად გაიაზრა ვინ ესტუმრა და მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელში.
- უკვე დადგა ის დღე, ჯინი ? - ფითრისფერი დაედო სახეზე ბერიმორს. მუხლები აუკანკალდა და ქალისკენ ვერც კი გაიხედა.
- რა დღე ? - ბარბარამ და ენჯიმ ერთად იკითხეს.
- ვუთხარი, რომ როცა გესტუმრები ეს ატომური ომის დასაწყისი იქნება-მეთქი. - თქვა წითურმა და ბუნაგში შევიდა. ტელეფონი სწრაფად შეაერთა და საქმეს შეუდგა.
- მოდუნდი, ბერიმორ.- დაამშვიდა ბარბარამ. - არ დაწყებულა არაფერი.
- აბა რა ხდება? - საბოლოოდ დაიბნა ბიჭი.
- ნიკის, უფრო სწორად, ჯინჯერის მოკვლა უნდათ. - თქვა ენჯიმ.
- ნახევარ მსოფლიოს უნდა მისი მოკვლა, რამე ახალი მითხარი. ან თქვენთან საიდან მოხვდა, ან რატომ არ მითხარით, ან ასე გაუფრთხილებლად რა ხდება, ან რატომ არ მიტხარით, რომ ჯინის იცნობთ, ან… - კიდევ აპირებდა რაღაცის კითხვას, მაგრამ ბარბარამ იქვე დადებული მწვანე ვაშლი ჩასჩარა პირში.
- მოკეტე და დამშვიდდი.
- ლაივში მომაგნეს, ბერი. - თქვა ისე, რომ ციფრებით და სხვადასხვა სიმბოლოებით აჭრელებული ეკრანისთვის მზერა არ მოუშორებია. ამ მომენტში კი ენჯის ნიკი იმაზე ლამაზი მოეჩვენა, ვიდრე ოდესმე. თვისუფლებით აჟღენთილი აურა მოდიოდა ქალისგან. მხოლოდ ამ მომენტში შეეძლო წითურს ეგრძნო ნანატრი თავისუფლება და არ ყოფილიყო დაძაბული.
- დრო რამდეი გვაქვს ? - საქმიანი ტონით მიმართა პირგამოტენილმა ბიჭმა და ნიკის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
- 131 წუთი.
- რა უნდა გავაკეთო ? - ჰკითხა და მითითებების შესრულებას შეუდგა.


პ.სპ ახალი თავიც აქაა და ხალხნო რა მაგარი გრძნობაა, როდესაც საკუთარი ისტორია გაინტერესებს :დ ველოდები შეფასებებს <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მოკლედ, ისე გადაატრიალე ეს ისტორია, ვერც წარმოვიდგენდი ასეთ განვითარებას. ადრენალინი მომაწვა, იიე მიყვარს მსგავსი სახიფათო ისტორიები: დდ გელი დიდი ინტერესით

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ქეთი
მოკლედ, ისე გადაატრიალე ეს ისტორია, ვერც წარმოვიდგენდი ასეთ განვითარებას. ადრენალინი მომაწვა, იიე მიყვარს მსგავსი სახიფათო ისტორიები: დდ გელი დიდი ინტერესით

უღრმესი მადლობა შეფასებისთვის :დ სიმართლე გთხრა მეც ველოდები სიტუაციის განვითარებას :დ <3

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

ფიფლ, მაპატიეთ დაგვიანება, გამოცდების პერიოდი მაქვს და ძალიან მიჭირს წერის შეთავსება...

 


№4  offline წევრი Barbare ❤

მესმის შენი წარმატებები.. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent