შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აელოო ( თავი პირველი )


3-05-2019, 21:40
ავტორი Swaswi
ნანახია 408

აელოო ( თავი პირველი )

როგორი შეიძლება ყოფილიყო გოგონას ცხოვრება რომელსაც თავდაპირველად მოვუკლავთ დედას? რამოდენიმე წლის შემდეგ კი მამასაც ? დამეთანხმებით რომ მშობლების დაკარგვა ყოველთვის რთულია, თუმცა ისიც აღსანიშნავია , რომ არსებობენ ისეთი მშობლები რომლის ყოლას ჯობია სულ დაობლდე .

ლიანო მაჩაიძე, 9 წლის ასაკში დაობლებული გოგონა, რომელიც უკვე ოცი წლისაა. მის გონებაში დედა სულ არ არსებობს არც სახე, არც ხასიათი, არც მასთან გატარებული წუთები არ ახსოვს თუმცა ის კი დარწმუნებით იცის , რომ არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა. ღამის პირველი იყო დაწყებული, ლიანო იწვა საწოლში და რატომღააც , ძალიან იშვიათად რომ ახსენდებოდაა , ფიქრობდა დედაზე, უფრო სწორედ იმაზე ფიქრობდა რა იქნებოდა დედის სითბოში რომ გაზრდილიყო? დედა რომ დაკარგა ექვსის იყო, სკოლაში პირველი წელი, ახალი ბავშვები და ყველაზე საშინეელი მათი მშობლები,კერძოდ დედები ყოველ კვირა კრებაზე შვილებს რომ მიუსხდებოდნენ , ეფერებოდნეენ ლიანო კი იჯდა მარტო და მიუხედავად იმისა რომ ექვსი წელი ძალიან ცოტაა გულში რაღააც უწყდებოდა და ყელში გაჩხერილი ბურთი აწუხებდა და მიუხედავად ასეთი მცირე ასაკისა ლიანო ბურთს ყლაპავდა ამოიღებდა ფურცელს, კალამს და უბრალოდ რაღაცას ხატავდა , თითქოს და უდედოთაც არაფერი აკლდა მის ბავშვობას. ახლაკი იწვა და ფიქრობდა როგო ეჯდა მასაც გვერდით დედა, მასაც როგორ ეფერებოდა და ეალერსებოდა რა დასამალია და ბავშვობიდან მოყოლებული დედის სითბო ყოველთვის აკლდა. გოგოსთვის დედის დაკარგვა ყოველთვის რთულია მამასთან დარჩენილი გოგონა სულ ჩაიკეტა , არც მოსაუბრე ჰყავდაა და არც მრჩეველი, თუმცა ეს სულ არაფერი. ლიანოს მამაში არ გაუმართლა, თუმცა მშობლებს არ ირჩევეენ, რაც დასანანია. მამასთან გატარებული წლები მის ფსიქიკაზე საკმარისად რთულად აისახა და ახლა როცა ის ოცი წლისაა ის მთელი არსებით განიცდის იმ გაუბედურებული ფსიქიკის შედეგებს. ლიანომ ფიქრი შეწყვიტაა, ლოგინიდან წამოდგა და ოთახის ფანჯრები გამოაღო. ფანჯრიდან უყურებდა ლამაზ მთვარეს და ცას უამრავი ვარსკვლავებით მოჭედილს. ასეთ მომენტებში ალბათ სიგარეტს უნდა წაუკიდოს რომელიც ნერვებს დაუმშვიდებდა მაგრამ გეტყვით რომ ლიანო არ ეწეოდა ამის მაგივრად ხშირად ტიროდა, გულს გადააყოლებდა და მეორე დღეს მომღიმარი ლიანო გავიდოდა გარეთ მეგობრებში ისეთი თქოს არც არაფერი აწუხებდა როგორც მაშინ როცა ჯღაპნიდა რაღაცას ფურცელზე მისი კლასელების და მათი მშობლების გარემოცვაში ეს სიძლიერე ლიანოს ბავშბობიდანვე გამოყვა . აცრემლებული , გაწითლებული თველები , რომლებიც ლიანოს ძალიან ეწვოდა, დაჟინებით მოითხოვდნეენ დამშვიდებას და ასეთ მდგომარეობაში, თვალებს რომ დახუჭავდაა, ტკბილად მიიძინებდა ასე რომ ტირილი მას დაძინებაშიც უწყობდა ხელს .
- მამიდა! მამიდააა! - ოთახში ქერა, საშუალო ტანის ქალი შემოვარდა ხელში განგებ შემზადებული წყალი და მწვანე ვალერიანის ორი ტაბლეტი ეჭირა
- გამომართვი, დალიე უკეთ გახდები. - სოფიმ წყალი და აბები ლიანოს გაუწოდაა მშვიდად დახედა და ოთახიდან მშვიდადვე გავიდა . სოფი მაჩაიძე ლიანოს მამიდა რომელმაც ცხრაწლის ლიანოს მეურვეობა იკისრა და იმდღიდან მოყოლებული ზრდის გოგონას თუმცა ზედმეტი სითბოთი სოფი არ გამოირჩეოდა მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ ცუდად ექცეოდა. ასეთ ლიანოს წამოხტომებს შეგუებული ქალი ისევ სამზარეულოში დაბრუნდა, დაღვრილი ყავა მაგიდიდან გადაწმინდა და ახლიდან დაისხა , ყავა დალია და გასვლამდე ლიანოს მიაძახა
- პროდუქტები არის! თუ მოგშივდა რამე გაიკეთე , გასაღები ხალიჩის ქვეშ დატოვე - სოფი გავიდა, ლიანომ რკინის კარების ხმა გაიგონა თუ არაა მაშინვე წამოხტაა , თითქოს რაღაცაას აპირებდა და მამოდოს წასვლას ელოდებოდა , მაგრამ ეს უბრალოდ რეფლექსია. ლიანო ისევ საწოლზე წამოწვა და ძილი შეიბრუნა.
- სულ არმი და შენნაირი მამა ! - გამწარებული ყვიროდა ლიანო და ცხვირიდან წამოსული სისხლის შეჩერებას ცდილობდა - ნეტა სხვისივიყოო! ნეტა შენ არ გერქვას მამაჩემი! მრცხვენია შენი! - უცებ უკან მიიხედაა და შემოქნეული მუშტის ძალა ვეღარ იგრძნო ისე წამოხტა ლოგინიდან, თუმცა ახლა ოთახში არავინ შემოსულა, და ლიანომ თავი თვითონვე დაიმშვიდა. ლოგინიდან წამოდგა, საათს დახედა, პირველის ოცდახუთი წუთი , ლიანომ სკამზე გადაკიდებულ პირსაწმენდს დაავლო ხელი და აბაზანაში შევიდა. აბაზანიდან გამოსული ლიანო მაშინვე ტელეფონთან მივიდა ,ნომერს დახედა და სახე შეეცვაალაა, თვალები გადაატრიალა და ზარს უპასუხა
- რააო ჩემო სიცოცხლე - ცალყბად გაიღიმა ლიანომ და ცალი ხელით თმას იმშრალებდა
- ლიანო ორზე იუსტიციაში რომ მომყვები ჰო არ დაგავიწყდა ? - წკრიალა ხმა გაისმა ყურმილში
- რა დამავიწყებდა ამწამს არ გავიგე რო იუსტიციაში მოგყვები? - თვალები ისევ გადაატრიალა ლიანომ და პირველ სართულზე ჩავიდა
- ვიცოდი რო დაგავიწყდებოდა და ორჯერ გახსენებით თავი არ შევიწუხეე შენ მაინც გეცლება და ჰო გამყვები?
- გაგყვები ჰო
- ორზე გამოგივლი და მზად დამხვდი რა გთხოვ - ლიანომ არაფერი უპასუხაა ყურმილი გაუთიშა და მაცივარი გამოაღო.
ორისკენ ლიანო და დეა იუსტიციისს სახლში შევიდნეენ, დეა საქმეების მოსაგვარებლად წავიდა , ლიანო კი იქვე მოსაცდელში ჩამოჯდა და გარემოს ათვალიერებდა . შენობაში უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა თავის საქმეზე დარბოდა , სადღაც თითქოს ჩხუბობდნენ კიდეც. ლიანოსთან მოსაცდელში სულ რამოდენიმე გოგონა და ერთი ბიჭი ისხდნეენ. გოგონები რაღაცაას ჩერჩულებდნეენ თან იცინოდნეენ, ლიანომ ერთხელ შეავლო თვალი და მაშინვე მოაშორა. უცბად ლიანომ მზერა რამოდენიმე ადამიანზე გააჩერა , რომლებიც ერთად იდგნენნ და მომღიმარი სახეებით ერთმანეთ რაღაცას ელაპარაკებოდნენ . ოთხი მამაკაცი კოსტუმებში გამოწყობილი , კარგაად მოვლილი და დალაგებული თმებით , ახლად გაპარსული სახით, შესცქეროდნენ ერთ ქალბატონს, რომელსააც შავი ქვედააბოლო მუხლებს ოდნავ უფარავდა და ლამაზი თეთრი კარგად მოვლილი და გაუთოებული საროჩქა ეცვა. ფეხზე ლამაზი მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი, რომელიც ქალის ლამაზ კოჭებს უფრო ულამაზებდა . ქალი გამხდარი , მაღალი , წაბლისფერთმიანი და ასეთივე თვალებით , მომღიმარი სახით ელაპარაკებოდა სტუმრებს თან ხელით რაღაცეებს ანიშნებდა. ლამაზ ხელები ქონდა, გრძელი თითებით და არცთუისე გრძელი მოვლილი ბრჩხილებით. ხელები იმდენად გამხდარი ქონდა ძარღვები სულ ლურჯედ ეტყობოდა მარჯვენა ხელზე კი საქორწინო ბეჭედიც ეკეთა. უცბად ქალმა მზერა ლიანოსკენ გამოაპარაა და ლიანომ თვალი ისე მოაშორა მიხვდა ძაან დაჟიმებით რომ აკვირდებოდაა
- ლიანო - გასასვლელის მხრიდან გაისმა დეას ხმა . ლიანო ფეხზე წამოდგა და გასასვლელოსკენ წავიდა
- რაქენი აბა? - იკითხა ლიანომ და შენობიდან გავიდა
- უცბად მოვაგვარე, მეც კი გამიკვირდა - უპასუხა დეამ და ლიანოს უკან გაჰყვა .
ოთხის ნახევრისთვის ლიანო და დეა კაფეში ისხდნეენ და რაღაცეებს განიხილავდნენ . დეამ ჯერ საბუთების ამბავი მოუყვა ლიანოს შემდეგ კი საუბრის თემა ლიანოზე გადაიტანა
- რაქენი სამუშაო ვერ იშოვე? - დეა ლიანოს წინ იჯდა ლამაზ, მოკლე , ნაზი თითებით რომლებსაც გრძელი ბრჩხილები ამშვენებდაა ყავის ჭიქა ისე ეჭირა თითქოს ძალიან ცხელიი იყო და ეშინოდა არ დამწვარიყო
- ვეძებ - მოკლედ მოუჭრა ლიანომ და უცბად ის ქალი გაახსენდა, მოუნდა მასავით ლამაზი ყოფილიყო, მასავით ლამაზად ჩაცმული, მომღიმარი სახით აეხსნა რაღაც თავის კლიენტებისთვის . უცბად ზარის ხმა გაისმა და ლიანომ არც დააყოვნა ნარეკს მაშინვე უპასუხა
- ჰო სოფი ?- თვალები დახარა ლიანომ - ჰიი! - ლიანო დაფეთებული ფეხზე წამოხტა თან მამიდას უხსნიდა რომ ახლავე წამოვიდოდა,დეაც მაშინვე წამოხტა .
- რახდება გოგო? - გაშტერებული უყურებდა ლიანოს.ლიანომ ყურმილი დაკიდა და ფაცაფუცით დაიწყო ჩაცმა
- რა და დებილი დაქალი როგყავს ისხდება. გასაღების დატოვება დამავიწყდა, წამოდი მალე სოფი მელოდება .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.