შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შენ?!(დასასრული)


3-05-2019, 22:26
ავტორი kesane123
ნანახია 1 364

რატომ შენ?!(დასასრული)

რეაბილიტაცია იმდენად მტკივნეული იყო, სიმწრისგან ცრემლები სცვიოდა ტასოს მაგრამ თორნიკეს დანახვისას ბრწყინავდა და სახეზე ღიმილი ედებოდა. ამასობაში ხელი მოაწერეს და ერთ დილით თორნიკემ გამოუცხადა ტაძარში მივდივართო. მამა დავითზე ავიდნენ და წირვაზე შევიდნენ. მიუხედავად იმისა რომ ხალხი სიბრალულით და გაოცებით უყურებდნენ მათ ასეთუისე ცნობილ წყვილს მაინც საოცარ სიმშვიდეს გრძნობდნენ სამივე, თომაც მათ შორის. წირვის ბოლოს მამაოსთან მივიდნენ. იმდენად დიდი სიყვარულით მოიკითხა თორნიკე რომ ტასო გაოცებული უყურებდა.
-როგორ ხართ მამაო?-კითხა თორნიკემ და გადაეხვია.
-კარგად თორნიკე თავად როგორ ხარ?
-მეც კარგად მამაო მადლობა. ეს ჩემი ცოლია ანასტასია, ის კი თომა, ჩვენი პატარა, ტასო რომ გამოკეთდება ჯვარი უნდა დაგვწეროთ.-გაუცინა თორნიკემ და ტასოს ხელი ჩასჭიდა.
-გამარჯობა.-მორცხვად მიესალმა ტასო და გაუღიმა.
-გილოცავ თორნიკე.-თბილად გაუღიმა მამა ბასილმა.-ძალიან კარგი გოგო ხარ შვილო, ტელევიზიიდან გიცნობ და ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი. როგორც კი გამოჯანმრთელდები მაშინვე დაგწერთ ჯვარს. შენ კი პატარა ვაჟკაცო სასიამოვნოა.-ხელით თმა აუჩეჩა და ჯვარი გადასახა თავზე.
-სხვა როგორ ხართ მამაო, ცოლი და შვილები როგორ გყავთ?
-ღმერთის წყალობით კარგად არიან შვილო.-კიდევ ცოტახანს დარჩნენ ტაძარში შემდეგ კი კლინიკაში წავიდნენ. დღეს აღარ ტიროდა ტასო, განა იმიტომ რომ აღარ სტკიოდა, არამც და არაცმც! ურალოდ იმედი მიეცა, თომამ და თორნიკემ მისცეს ძალა თანადგომით, დღითიდღ გრძნობდა მათ შორის გაუწყვეტელ, ძლიერ გრძნობას და ფეხებში მგრძნობელობას. რამდენიმე თვე გავიდა, მალე თორნიკეს დაბადებისდღე მოდიოდა. 26 მაისს, დილით ტრადიციულად ტასოს კოცნამ და ხელებმა გააღვიძეს. თავი წამოყო და გაუღიმა.
-ჩემო ერთადერთო! გილოცავ, მინდა რომ სულ ჩემთან ერთად იყო და საუკეთესო წლები გავატაროთ ერთად.-მხურვალე კოცნაც აჩუქა და თბილი ღიმილიც.
-შენთან, თომასთან და ჩვენ პატარებთან ერთად რომლებსაც მომავალში ბევრს მაჩუქებ, შენნაირებს და ჩემნაირებს.-სიყვარულით სავსე ხმით უთხრა და მაგრად ჩაიკრა გულში.
-თორნი მინდა რომ ვცადო.
-რა უნდა სცადო ლამაზო?
-გავლა, ვგრძნობ რომ შემიძლია.-ქვემოდან ახედა და გაუცინა.
-ვცადოთ.-დაეჭვებით თქვა და ფეხზე წამოდგა, ტასოს მხარეს მივიდა, ფეხები ძირს ჩამოაწევინა, რღმად ჩაისუნთქა, ხელებზე ხელები ჩასჭიდა და ნელა წამოაყენა. ნელნელა დადგა ტასო, ტკივილი აღარ ჰქონია, ადგა და თორნიკეს წინ ისევ ისე დადგა. ნაბიჯი მისკენ გადადგა და მიწა რომ იგრძნო ცრემლები მოაწვა.-თომააა, თომააა გამოდი მალეეე!-ღრიალებდა თორნიკე და ტასოს თვაებს უკოცნიდა.
-მაა რატო მაღვიძებ? სიზმარში ვნახულობდი დედა დადიოდა, კარგი რააა.-ჯუჯღუნებდა და თვალებს ისრესდა, პატარა ლურჯ საღამურებში გამოწყობილი, აჩეჩილი თმით ისეთი საყვარელი იყო ორივეს სითბო ჩაეღვარა გულში. თორნიკემ რომ გაიგო „მაა“ დაუძახა თომამ, ლამის გაგიჟდა სიხარულისგან, ეს პირველი იყო, პირველი დაძახება და პირველი სიამაყე.

-თომა თვალები გაახილე მაა.-გულში სითბო ეღვრებოდათ ტასოსაც და თორნიკესაც. თორნიკეს ხელებს ჩაბღაუჯებოდა და ცდილობდა მუხლები არ მოკვეთოდა. თომამ ამოიბუზღუნა და თვალები რომ გაახილა და ტასო დაინახა ფეხზე მდგარი ლამის გაგიჟდა, მათკენ გაიქცა და ორივეს გულში ჩაეკრო. ემოციური დილა და თორნიკესთვის საუკეთესო საჩუქარი იყო ეს ყველაფერი. პირველი დაძახებული „მამა“ და საყვარელი ქალის ნაბიჯების კვლავ ნახვა. ყოველდღე ცოტაცოტას ვარჯიშობდა, ნელნელა სიარულის დროებს ზრდიდა და ივლისში უკვე კამართულად დდიოდა თავის საყვარელ მაღალქუსლიანებზე. დიდი აჟიოტაჟით შეხვდა ყველა ტასოს გავლას და ორი დღე გადაბმულად სვამდნენ. ყველანაირი აურზაურის გარეშე გადაიხადეს ქორწილი სანაცნობოში, მამადავითზე დაიწერეს ჯვარი ხოლო შემდეგ ფუნიკულიორზე გადაიხადეს „ქორწილი“. რომ გითხრათ ტასოს თეთრი კაბა არეცვათქო მოგატყუებთ. ქვემოთ მთლიანად ფრიალა შიფონი იყო ზემოთ კი წვრილ ბრეტელზე, წელში გამოყვანილი, ლამაზი მბწინავი ნაჭერი იყო, რომელიც მკერდსაც და ყელსაც მეტ სილამაზეს სძენდა. თმა გაშლილი ჰქონდა და თეთრი თავსაბურავი იმდენად ამშვენებდა თორნიკეს თვალები უშტერდებოდა. თორნიკესთვის და ტასოსთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები იქ იყვნენ. ლილე და დემეტრე, მართა და იოანე, ანდრია და დეაკო, ნიკუშა და სესო, ვატო და ნინი, დიკო და კოსტა, დათა და სოფი, ეკუნა და ვაჩე, ალექსანდრე და მელანო, ალექსანდრეს ძმაკაცები, რათქმაუნდა თორნიკეს განუყრელი საძმოც და ბოლოს ეული მიშო რომელმაც სულ ახლახანს წითური ექთანი გაიცნო და გონებით მასთან დაფრინავდა. ასევე იქ იყვნენ, მათი მშობლებიც, და ბავშვები. პატარა ლილია თავის შვიდთვია ძმიკოსთან, დაჩისთან ერთად, რომელიც მამიკოს და დედიკოს მკლავებში იწონებდა თავს და გართობის საშუალებას არ აძლევდა სანამ ირაკლიმ და ეკუნამ არ წაიყვანეს. თომა და ლანა რომლებიც ერთმანეთთან თამაშობდნენ და ნელნელა განუყრელი მეგობრები ხდებოდნენ. ყველას საკუთარი ისტორია ჰქონდა, ყველა უყურებდა თავის მეორე ნახევარს და ფიქრობდა „რატომ შენ?!“. მართლაც რატომ ის? რატომ არა სხვა? იქნებ ბედისწერაა? ყოველთვის მჯეროდა რომ თვად ვქმნიდი საკუთარ ბედისწერას, მაგრამ ტყუილია! ვიცი, მწამს და მჯერა რომ სადღაც ვიღაც ზის დიდ, მედიდურ სავარძელზე და ყავს ქვეშემრდომები რომლებიც სხედან საკერავ დაზგასთან და ჩენს ბედს იქ ქარგავენ. ყველას ბედი განსხვავებულია, ყველა დაზგა სხვადასხვა ორნამენტებიანია მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ. აი ის მედიდურ სავარძელზე რომ ზის და იქიდან ხედავს ყველას და ყველაფერს. ის არ დაუშვებს რომ მის ქვეშევრდომებს რაიმე შეეშალოთ ან უმიზეზოდ უარაფროდ გადაიკვეთოს ადამიანების გზები. ყველა ადამიანი რაღაცას გავსწავლის. მოდის, გიტარებს გაკვეთილს და მერე თავად წყვეტ დაიტოვებ თუ არა მას შენს ახლართულ ცხოვრებაში, ჩაკიდებ თუ არა ხელს და წაიყვან იმ ლაბირინთში რასაც შენი ცხოვრება ჰქვია.
*8 წლის შემდეგ*
რვა წელია თორნიკე და ტასო ერთად არიან. 7 წლისაა მათი სიყვარულის ნაყოფი, გაბრიელი, მეორე პატარა ბაჯბაჯა ქალბატონი, თეკლა კი 3 წლის გახლავთ. თომა სამაგალითო ძმაა გაბრიელისთვის და მომავალში თეკლასთვისაც იქნება, და კიდევ იმ ორი წერტილებისთვის ტასოს მუცელში რომ იზრდებიან, ექიმმა უთხრა ბიჭი და გოგოაო თორნიკე კიდევ გახარებული დახტოდა კიიდევ ვხდები მამაო. ტასოს სცენასთან დამშვიდობება მაშინ მოუწია როცა თეკლაზე გაიგო, თვინახევრის ორსული დიორის ჩვენებაზე ბოლოჯერ წარსდგა, თეთრი კაბით გახსნა ჩვენება და წითლით დახურა. მისი სამოდელო კარიერა იქ მორჩა მაგრამ დაიწყო საკუთარი სტილის შექმნა, კერძოდ ფეხსაცმელების საკუთარი ბრენდი რომელსაც ლილე ხელს უწყობდა, ასევე წერდა რომანებს და მისის წიგნებიც იწონებდნენ თავს წიგნების მაღაზიების საპატიო თაროებზე. თორნიკე მამიკოს ბიზნესში ჩაერთო, თავისუფალ დროს კი ვაჟებს კალათბურთის თამაშს ასწავლიდა იმ დიდ ეზოში რომელშიც თითოეული ნაწილი მათი შერჩეული და დაპროექტებული იყო. ასე და ამგვარად მათი დიდი და მტკივნეული კოშმარი ბედნიერებამ ჩაანაცვლა.
................................................
მართას და იოანეს ყველაფერი პირველივე წუთიდან კარგად ჰქონდათ, მათ შორის არანაირი პრობლემა არიყო გარდა იოანეს ეჭვიანობების და ხანმოკლე დაშორებების. ორი 9 წლის ბიჭი ჰყავთ, ლუკა და მიშო, ცელქი და დაუმორჩილებელი ტყუპები. იმედია მესამე გოგო, მაინც იქნება ჭკვიანი კი ახლა ელოდებოდნენ. მართა და იოანე ისედაც მოგეხსენებათ იურისტები არიან, საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბეს და ახალგაზრდა იურისტებს ასაქმებდნენ რაც მათ სახელს დიდ პლიუსს უწერდა. ბედნიერები იყვნენ თავის გიჟ შვილებთან ერთად და ყოველ დილით თავზე თუ არ ახტებოდნენ გული უსკდებოდათ და მათ ოთახში გარბოდნენ რამე ხომ არ სჭირთო მაგრამ ერმანეთზე მიხუტებულებს, მძინარეებს რომ დაინახავდნენ გული სიხარულით ევსებოდათ. როგორ მინდა იმის ახსნა რასაც ამ ორზე ვფიქრობ მაგრამ ეს შეუძლებელია! უპრობლემო, ზე თბილი წყვილი იყო და ასეთებად დარჩნენ.
........................................................................
ანდრია და დეაკო? უფროსწორად სერიოზული, სტროგი ანდრია და ალქაჯი, ცანცარა დეაკო. მეცინება მათ ურთიერთობას რომ ვიხსენებ, რესტორანში ახსნილი სიყვარული, ერთად ყოფნა ორი კვირით მაგრამ დაშორეწბა დეაკოს ეჭვიანობაზე, შემდეგ ისევ დეაკოს ინიციატივით შერიგება. ანდრიამ რომ უყვირა მეორედ მაგის გამო იჩხუბეს, როგორ მიბედავო და აცრემლებული თვალებით გაიქცა სახლისკენ მაგრამ ვინაიდან გულმა ვერ გაუძლო ისევ ანდრიასთან მიბრუნდა და წამიყვანეო კატეგორიულად გამოუცხადა. ასე და ამგვარად ანდრიამ არსად არ გაუშვა, ხელი დაავლო და ჯვარი დაიწერა დეაკოზე, შემდეგ ხელიც მოაწერა და სიღნაღში გააქცუნა, ორი კვირის შემდეგ ტასოს ამბავზე გამოჩნდნე და მათი ქორწილიდან, 11 თვის თავზე პატარა გოგოც ეყოლათ. ორი წლის თავზე კიდევ გოგო და ბოლოს ისე გამოვიდა, შუაში რომ ჩაუხტებოდნენ და არ აძლევდნენ არაფრის საშუალებას ბიჭზე მუშაობა ვეღარ დაიწყეს მაგრამ ახლა ბებოსთან და პაპასთან ერთად სვანეთშ გაუშვეს ორივე და მესამეც იქნება! გიჟდება დეაკო, ანდრიას ურეაქციობაზე და ეს სიამოვნებს ანდრიასაც.
........................................................................................
ნიკამ და სესომ როგორც გიჟურადაც დაიწყეს ისევე გააგრძელეს. აბა რომელი დედა ეტყვის ვაჟიშვილს მამას ტრუსებში წიწაკა ჩაყარეო? ან რომელი მამა ეტყვის თავის ქალიშვილს დედას თმა შევაჭრათ ძილშიო? ასე და ამგვარად ერთ დღესაც იღვიძებს სესო და მთელ სახლშ მისი წიოკი ისმის, როცა იატაკზე მისი უგრძესი და ულამაზე თმიდან დიდი ნაწილის 10 სანტიმეტრი გაქრა? ბავშვები წყნარები გამოუვიდათ რაც მათ ოჯახურ მდგომარეობას ანეიტრალებს, თორემ იქნებოდა მინი საგიჟეთი. გოგოს სალომე დაარქვეს, ბიჭს კი დედიკოს დიდი მოთხოვნით სანდრო. ასე დფა ამგვარად „ტკბილად ცხოვრობენ“.
....................................................................................
კოსტამ და დიკომ დაქორწინებაც მოასწრეს, ბავშვების შობაც და „დაშორებაც“. ორი დედიკოსნაირი თხაკიკინა ყავთ,მარიამი და მაკინე. დაშორების მიზეზი? ურთიერთგაუგებრობა. მაგრამ კოსტა რის კოსტაა დიკოსავით თხა გოგო ვერ მოარჯულოს? ჰოდა დაითრია რქებით და სასამართლოს გადამწყვეთ პროცესზე ეცნენ ერთმანეთს და არ ჩაკოცნეს ამ ბებრუხანა მოსამართლის წინ ერთმანეთი?! როგორი გიჟებიც იყვნენ ისეთებათ დარჩნენ. რამდენად საოცარიც არუნდაიყოს კოსტა მეოჯახე კაცად იქცა, დიკო კიდევ მზრუნველ დედად და ნახევარ დიასახლისადაც. სამსახური აქვს, მაგრამ სახლიდან მუშაობს. კოსტა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო პარლამენტში მაგრამ რომ მიხვდა იქ რა სიბინძრე იყო მიანება თავი და ბიზნესში სფეროში ჩაება, ბიზნესიც არარის სუფთა მაგრამ ამის ნიჭი აშკარად აღმოაჩნდა.
.........................................................................................
ვატუნა და ნინიკო შეხმატკბილებულად ცხოვრობენ არანაირი პრობლემა და გაუგებრობა. ყველაზე ნაბოლარა მათ ყავთ. 5 წლის ალექსანდრე, კაპიროვკა მამიკო. კარგახნის „შეყვარებულობის“ შემდეგ გადაწყვიტეს ექორწინათ და იქორწინეს კიდეც. ქორწილის დღს ნინი ციხეში იყო მისული და ძმა მოინახულა. სულაც არ ნანობდა ლაშა არაფერს და ამის დანახვაზე ზიზღის გრძნობა გაუჩნდა. მხოლოდ ის უთხრა დიდი სიამოვნებით მოვიჭრიდი ხელებს შენი ცემისთვისო, შუბლზე აკოცა, მიულოცა და ბადრაგს ისევ უკან დააბრუნებინა თავი. საქორწინო მოგზაურობაშიც წავიდნენ, ეგვიპტეში და დიდი აღტაცებით დაუბრუნდნენ ქვეყანას აწ უკვე სამნი, თუ გავითვალისწინებდით ნინის ორსულობას.
..........................................................................................
კვირაში 5 დილა იწყება ყვირილით, შემდეგ კვნესით და ოხვრით, ბოლოს კიდევ მიბნედილი, გაბრწყინებული სახეებით ჩნდებიან ბავშვებთან. ვინ იქნებიან თუ არა დათა და სოფი? ორ შეშლილი, გადარეული მაგრამ მაინც სიგიჟემდე თბილი და მოსიყვარულე სული. მათი სიგიჟე ბავშვებზეც გადავიდა და ამჟამად, 3 გადარეული ბიჭი, მათე, დამიანე და მაქსიმე, 1 გადარეული გოგო,ნატალია და მეხუთე რომ გაჩნდება მერე იტყვიან გადარეულია თუ არა. გოგოსთვის რთულია როცა სამი ძმა გყავს და მითუმეტეს თუ სამივე ძმა, სტროგ, მკაცრ, „ღრუზინ“ მაგრამ საოცრად სიმპატიურ მამიკოს გავს მაგრამ 3 ძმისთვისაც რთულია ყავდეთ და, რომელიც სულ ხიფათს ეძებს. 8 წლის მათე, 7 წლის დამიანე, 5 წლის მაქსიმე და 3 წლის ნატალია. მეხუთე ჯერ არ იციან თუმცა დათა დარწმუნებულია რომ გოგო იქნება. დათა იმას ვერ დაიბრალებს მე ვთხოვე ცოლობაო. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ რომ სოფიმ ერთ მშვენიერ დღს, ეჭვიანობის ნიადაგზე დაავლო ხელი დათას და მოიტაცა. გაუჭრდებოდა? კარგი რააა, ის ხომ სოფია, გიჟი, შეშლილი სოფი ჰოდა დაავლო ხელი საყვარელ მამაკაცს და გამოუცხადა დღეიდან ჩემი ქმარი ხარო. დათა ჯერ სიცილით კდებოდა, ბოლოს მანქანა გადააყენებინა და გაშმაგებით წაეტანა ბაგეებზე, ჰოდა ვინაიდან ჩვენი სოფი დიდი ხნის დანებებული იყო დათას იქვე მიეცნენ ვნებას და ეჭვი აქვთ რომ მათე მანქანაში ჩასახეს.
..................................................................................................
ეკუნა და ვაჩე, მეგობრობიდან დაწყებული სიყვარული, საოცარი გრძნობა და ყურებამდე შეყვარებული ორი ადამიანი. ვაჩემ პროფესიით მუშაობა განაგრძო და ერთ-ერთი ცნობილი იურისტი გახლდათ. ეკუნამ ფსიქოლოგის კაბინეტი გახსნა და ბევრ თავგზა აბნეულ ადამიანს სწორ გზას აჩვენებს. ბავშვები? ყველაზე საყვარელი ბავშვები ყავთ მათ, ბიჭი დანიელი და ტყუპი გოგონები თაია და თებეა. სამაგალითო წყვილი, არცერთი სერიოზული ჩხუბი და მართლაც რომ თბილი ოჯახი. სხვა რაშემიძლია ვთქვა? დადგნენ და ყაზბეგშივე დაიწერეს ჯვარი გერგეტზე, რავიცი რას გაუგებ ამ შეყვარებულებს?
....................................................................................................
ჩვენი ეული, სნეული მიშო როგორციქნა დაოჯახდა, შეეშვა ღამის ცხოვრებას, იქცა ნამდვილ ოჯახის მამაკაცად და თავის ექთან ცოლს არაფერს აკლებდა და აკლებს, ოღონდ ღამით მორიგეობას მოეშვიო, აი ნია კიდევ ისევ თავის აზრზე იყო და კვირაში ერთი დღე მიშოს საავადმყოფოს გარეთ მანქანაში ეძინა სანამ ჩვენი წითური ნიაკო არ დაორსულდა. ისთი პატარა და წითელთავა გოგონა ყავდათ რომ შეხედავდი და თვალს ვერ მმოსწყვეტდი. ლურჯი თვალები, ღაწვებზე და ცხვირზე ჭორფლები და მთლიანობაში ულამაზესი სახე მაგრამ ბიჭი მიშოს დაემსგავსა. წითური საერთოდ არ ყოფილა მაგრამ ლურჯი თვალები დედისგან გამოყვა აბა მიშოს ვინ მისცა მაგის ფუფუნება? მიშო კარგი იყო, ზედმეტადაც კი. ნიაკო 1 წლის მოყვანილი ყავდა, 1 წელი კუდში დასდევდა ბოლოს ხელი დაავლო და მოიტაცა. ერთი წლის შემდეგ კი დაადგა ვიღაც გოგო და უთხრა 3 წლის შვილი გყავსო. სასაცილო იყო პირდაპირ მიშოს სახის დანახვა მაგრამ პატარა ბიჭმმა თავისი თბილი თალებით ბავშობა გაახსენა და ნიამაც დიდი სიხარულით მიიღო პატარა ანდრეა, უთხრა კიდეც მიშოს, შენი მჯერა და ვიცი არ მიღალატებდი თან ეს დიდი ხნის წინ იყო სანამ გამიცნობდიო და მიშოსაც უფრო მეტად შეუყვარდა ნიაკო. ანდრიას დედა კი ისე დატყდა კვალსაც ვეღარ მიაგნეს, მოგვიანებით გაიგეს საზღვარგარეთ წავიდა, გათხოვდაო. ასე და ამგვარად ყავდათ სამი შვილი ანდრია, კესანე და საბა.
...............................................................................
-ლილეეეე, ანიტას ვერ ვაძინებ და მოდი რაა.-ერთი ოთახიდან გასძახა მეორეში და ლილეც ნარარით შევიდა ოთახში.
-ლაო დეე, ვერ დაგაძინა მამიკომ დედი? ვცემოთ მედაშენ მამიკო?-გაუცინა აჭყავლებულ ბავშვს და ლოყები დაუკოცნა.
-მამაა.-ოთახში შემოაბიჯა დაჩიმ მედიდური ნაბიჯებით.
-რაო მაა?-ხელში აიტაცა პატარა.
-მე რო შენნაირი სამაჯური მაქვს ხოიცი მა, ის შავი როა ბუშტულებიანი.
-ვიცი მამი ვიცი, მერე?-გაეცინა.
-ეგეთს წითელს მაყიდინებ მა?-გაეცინა პატარას.
-რათ გინდა მამიკუნა?
-ჩვენს მეზობელ სახლშ რომ გადმოვიდა იოანა რომ ქვია იმას უნდა ვაჩუქო.-ამაყად გაიჯგიმა.
-რატო მამი?-გაეცინა დემეტრეს.
-ჩვენ ხო ეგეთი ლილიასაც ვუყიდეთ მა და დედიკოსაც, ჰოდა ისიც ჩემი დაიკოა და იმიტომ.
-ვიყიდოთ მაა, ვიყიდოთ.-სიცილით თქვა და გულშ ჩაიკრა პატარა შვილი.-ლილია სადარის მამი?
-ოთახშია სწავლობს. გამომიშვა მაცადე წიგნის კითხვაო.-მხრები აიჩეჩა და პატარა დაიკოს მოეფერა.
-შენ ისწავლე ვაჟბატონო?-წარბი აუწია ლილემ.
-კიი დეე სულ დავიზეპირე ის ლექსი.-გაიკრიჭა და მამიკოს კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა.
-კარგი ბიჭი ხარ.-შუბლზე აკოცა.-წადით აქედან დავაძნებ პატარას და გამოვალ.-ლოყაზე აკოცა ქმარს.
-ლილეე, მეოთხეც ჰოარ დაგვეწყო?-თვალი ჩაუკრა.
-მე კიდევ ბევრ შენნაირს გააჩენდი დიდი სიამოვნებით.-გაიცინა და პატარას ლოყები დაუკოცნა. კოჭებიანი პენუარები ეცვათ სამივე ქალს ოჯახში და ამით დიდ სიამოვნებას იღებდა დემეტრეს თვალები. ადრე ვახსენე რომ ეს ისტორია დემეტრეზე და ლილეზე იყო მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ეს ისტორია ერთ დიდ ოჯახზეა რომლის თავი და თავი, მთავარი ფუძემდებელი დავით ჟღენტია! რატომ? იმიტომ რომ, თუ არ იქნებოდა ლილე, არ იქნებოდა ამხელა სამეგობრო, არავინ შეარიგებდა ორ დატაკებულ მხარეს და ვერავინ გააბედნიერებდა ამ ერთ დიდ მთლიან ოჯახს. დავითს უკვე შეეძლო ეთქვა რომ ღირსეულად იცხოვრა და ოჯახს სასიამოვნოდ შეალია, „გულაობის“ წლები. ლილე ყველაზე საოცარი ადამიანია დემეტრესთვის, ისევე როგორც დემეტრესთვის ლილე. მათი მსგავსი 3 უკვე შექმნეს და ღმერთმა იცის კიდევ რამდენს შექმნიან. ცხოვრება ხანმოკლეა, ეცადეთ იყოთ ბედნიერები, შეინარჩუნოთ სიამაყე, პატივისცემა და თავმოყვარეობა. იარეთ თავაწეულებმა, დაარღვიეთ წესები ზომიერად, ბედნიერებისთვის, ადრენალინისთვის, აზარტისთვის და ყოველთვის როცა ახალი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში რომელიც გარდატეხას მოახდენს თქვენში დაუსვით ერთი ძალზედ საინტერესო და ხშირ შემთხევაში პასუხ გაუცემელი კითხვა:
„-რატომ შენ?!“скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია იყო.მომეწონა დასასრული.შინაარსიც კარგად იყო გადმოცემული.წარმატებები და ველოდები შემდეგ შენს ისტორიას.

 


№2  offline წევრი kesane123

mia miako 15
ძალიან კარგი ისტორია იყო.მომეწონა დასასრული.შინაარსიც კარგად იყო გადმოცემული.წარმატებები და ველოდები შემდეგ შენს ისტორიას.

ძალიან დიდი მადლობა <3

 


ვაუ, ვაუ ,ვაუ, აქ სიტყვები ზედმეტია, მაგარი იყო

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.