შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმის სიბნელე (8)


30-06-2019, 01:13
ავტორი phoenixb
ნანახია 366

სიჩუმის სიბნელე (8)

ჩვენ მისაღების ოთახში ვზივართ,თემური ბოლთას ცემს და წამდაუწუმ იმეორებს ეს როგორ გაბედესო,შიგადაშიგ გამომხედავს და თავს აქნევს თითქოს ვერ იჯერებს რომ ასეთ დღეში ჩამაგდეს.ბიჭებიც უჩვეულოდ არიან გაჩუმებულები და სანამ რუსუდანი ფეხისწვერებზე დადის ყავის ჭიქებით,მაკვირდება და ფინჯანს მაწვდის,ვუარობ მაგრამ მეუბნება ჩემი ხათრით დალიე დაგამშვიდებსო.შეწინააღმდეგების სურვილი არ მაქვს ამიტომ უპასუხოდ ვიღებ ცხელი სითხით სავსე ჭიქას და მხოლოდ მაშინ მახსენდება ჩემი ტუჩი როცა სახეზე უსიამოვნო ტკივილი მივლის,ვცდილობ არავინ შეამჩნიოს,ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ვერ დავძაბავ.ჩუმად ვაპარებ თვალებს გარშემომყოფებისკენ და ალექსანდრეს ვეჩეხები,თანაგრძნობით სავსე თვალებით და მომღიმარი თავადაც ყავით სავსე ფინჯანი თვალთან მიაქვს და ჩემი წეღანდელი სახის იმიტირებს,ამ სისულელეზე რატომღაც მეღიმება და ეს ღიმილი მიქრება როცა ის შეკითხვა ჟღერდება რაზეც მთელი გზა ვფიქრობდი.
-ნატალია გაგუა თუ ჩვენებას არ მისცემს საქმეს წავაგებთ ? რა უნდა ვქნათ ?
-სასამართლოზე გამოვა თემურ,გპირდები...მოუწევს !
-არა შენ მას აღარ გაეკარები,ვიცი რომ ჩემ ოჯახამდე მისვლას ვერ გაბედავენ მაგრამ შენ მარტივი სამიზნე ხარ მათთვის...-გამომცდელად მაკვირდება და ეს სიტყვებიც ისეთი ტონითაა წარმოთქმული თითქოს ელის რა აზრის ვარ,ვარ თუ არა ამ საფრთხის მიუხედავად უკან არდამხევი.
-მე იურისტი ვარ,თითსაც კი თუ დამაკარებენ კარგი დღე არ დაადგებათ.
-ეს გაფრთხილება იყო ხომ იცი ? ... - ისევ ის ტონი,მას უნდა რომ მე ყველაფერი ბოლომდე მივიყვანო და თვითონ სუფთად გამოვიდეს,ვიცი რასაც აკეთებ თემურ,ვიცი რომ თუ რამეს დამიშავებენ შენ მეტყვი ხომ გკითხეო,ვიცი რომ გინდა უკან არ დავიხიო,უბრალოდ თავს იზღვევ.
-მე ყველაფერი ვიცი თემურ...-ვუყურებ,ისე ვუყურებ რომ მიხვდეს,გაიგოს.თვალებში ვიწვენ ზიზღის შვილობილებს,მისთვის მე უკანასკნელი კარტი კი არა მთელი ბანქო ვარ.
ოთახში სხვა ყველა დუმს და მე თვალების მოწებებას ვგრძნობ.ოთახის ჩვენებას ვითხოვ რომ დავისვენო,რუსუდანს კარამდე მივყავარ და ბოდიშს მიხდის რომ ლიანამ ვერ მოახერხა ჩემი ნახვა და მპირდება ხვალ დილით გამოასწორებსო.ცხელი შხაპი და რბილი ლოგინი ჩემ დღევანდელი თავგადასავალს შორეულ სიზმრად აქცევს.არ ვფიქრობ რომ საფრთხე მემუქრება, როცა იურისტობა გადავწყვიტე ბინძურ და სიბნელით მოცულ საქმეებზე ვიყავი თანახმა,იქ სადაც სიმართლე იმალება და მოწმეები დუმან,ვიცოდი რომ დამემუქრებოდნენ, ვიცოდი რომ სახეშიც ხშირად მომხვდებოდა სიმართლის მიერ გაწნული ხელი,მაგრამ მე ამისთვის დავიბადე,ეს იდეა ჩანასახობიდან მომყვება და მე არ მეშინია,მე არ მეშინია!
არ ვიცოდი რამდენი საათი მეძინა,არ ვიცი რატომ გამაღვიძა სახეზე ყინვის შეგრძნებამ მაგრამ გველნაკბენივით რომ წამოვვარდი ის კი ნათელი იყო.ოთახში ჯერ კიდევ მხოლოდ ამომავალი მზის სხივები თამაშობდნენ და განთიადი მცირე სიბნელეს ტოვებდა.თვალები მოვიფშვნიტე და ჩემ წინ დამდგარ უზარმაზარ ფიგურაზე ვფოკუსირდი,გაყინულმა ხმამ,ღვარძლიანად მითხრა „ჩაიცვი,დროზე!“.
-გაგიჟდი ? მოხდა რამე ? ... -ჯერ კიდევ ნახევრად სიზმრების სამყაროში დარჩენილი ვერ ვათვიცნობიერებ ეს ნამდვლად ისაა თუ მე მეშლება ვინმეში.
-გაინტერესებს წილი რატომ არ მინდა? ხოდა ადექი,სანამ ყველა გაიღვიძებს უკან დაბრუნება უნდა მოვასწროთ !
კარადის გვერდით მოთავსებულ ჩემოდანს ვექაჩები და შესაკრავს ვხსნი.ჯერ კიდევ ვიაზრებ რომ არც მიკითხავს სად მივდივართ,ან როგორ ჩავიცვა.ჩემ გვერდით დგება როცა ხელში კაბას ვატრიალებ და ჯინსის შარვალს წვდება,მერე კიდევ იქექება მატერიებს შორის და მაისურს აგნებს.მერე ზუსტად ისევე ცივი ბარიტონით როგორც რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა მიცხადებს ნიას ბათინკები მოგიტანე,ისინი ჩაიცვიო.ვუყურებ,იმდენად კი ვარ გამოფხიზლებული რომ მის წინ გამოცვლა არ დავიწყო,ოთახიდან არ გადის,მხოლოდ ზურგს მაქცევს.
-შენ არავის აინტერესებ ელენე,შენი სიშიშვლით,მითუმეტეს მე,დროზე ჩაიცვი !
როგორც კი ბათინკებს ვირგებ ხელს მავლებს და კარს აღებს,ტუჩებზე საჩვენებელ თითს იდებს და ჩუმადო მანიშნებს.პირველ სართულზე ჩასულები ლამის ლიანას ვეჯახებით,კიბის მარჯვენა მხარეს ბნელ კუთხეში მისვრის და მთელი ძალით მაჭერს ხელს სახეზე და მგონია რომ ჩემი გაგუდვა უნდა.თვითონ მარცხნივ კიბეს უყურებს და სმენადაძაბულები მივყვებით ბებიამისის თითოეულ ნაბიჯს,როგორც კი კარის დახურვის ხმა ისმის შესაშურად ჩაჩუმებულ სახლში შვებით სუნთქავს მე კი ლამის დავიხრჩო როცა როგორც იქნა სუნთქვის საშუალება მომეცა.
-შენ რა ჩემი სიკვდილი გინდა? ...-ვხრიალებ და ლამისაა აქვე შემომაკვდეს.
-იარე ! ... -ხელს მკრავს და მე ვცდილობ გავიხსენო ის მომენტი როცა ჩემთან ასე მოქცევის ნება დავრთე,ააჰ ეტყობა გუშინდელი ჩახუტება აძლევს ამის ფიქრის საშუალებას.მაგრამ ღმერთმა დაწყველოს ვის ახსოვს,როცა კისრისტეხით გაქცეულები მანქანასტან მისვლისას ლამის მტენის შიგნით.
-ალექსანდრე დამშვიდდი,ზედმეტი მოგდის !..-ჭიისკარს აღებს და როგორც კი გზაზე გავდივართ ლაპარაკს იწყებს.
-იცი რომ პორტში წებო-ცემენტის დიდი პარტია ჩამოვიდა ! შენ ერთ-ერთი პირველი იყავი ვისაც დაურეკეს...-თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად...-როდისმე ჩამოტვირთვისას იქ ყოფილხარ ?
-არა, მაგრამ ვერ ვხვდები რა შუაშია ეს...
-თემურს რამდენი სახლი აქვს ?
-ალექსანდრე რა სისულეებს მეკითხები...-მობეზრებული ვატრიალებ თვალებს,როცა უცებ ყვირის მიპასუხეო...-ჯანდაბა,ნუ ყვირი! სამი,ერთი თბილისში,ერთი ბათუმში,ერთი ბაკურიანში...-დაბნეული და ხმააკანკალებული ვპასუხობ ამ უაზრო შეკითხვას.
-საფრანგეთის,ესპანეთის და ბრაზილიის ვილებზე გსმენია რამე ? ...-ვაანალიზებ რასაც მეუბნება მაგრამ ჩემი გონება ვერ ხარშავს რას უნდა რომ მიმახვედროს...-თემურმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამი ვილა შეიძინა,რომელთა ღირებულება საერთო ჯამში 7 მილიონი დოლარია.მითხარი ელენე მამაჩემი ყოველწლიურად რამდენს გამოიმუშავებს.
-მისი სამშენებლო კომპანია ...
-ოღონდ თავი არ მოიტყუო,გინდა თქვა რომ სამშენებლო კომპანია იმდენს შოულობს რომ ოთხი მეწილედან მხოლოდ თემურს ამხელს სარგებელი რჩება?...-მე მას ვუყურებ,საკმარისია მანაც გამომხედოს და სამყარო თავზე ჩამომენგრევა.
მანქანა ჩერდება,ჩემ წინ ზღვა და თოლიები რჩებიან,მზე ჯერ კიდევ არ ჩქარობს ამოსვლას.მე მას ვუყურებ და ის ჰორიზონტს აწებებს მზერას,თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს.მე უკვე ვიცი,მაგრამ ახლა მან ეს უნდა მითხრას,უნდა გავიგონო რომ დავრწმუნდე,მივხვდი თუ არა.ჩემკენ მომართული გამჭოლი მზერა და სიტვები „გამომყევი“.დარობოტებული სხეული,მას აყოლილი ნაბიჯები.გემზე ავდივარ,ის ჩერდება და მის მზერას ჩემსას ვაყოლებ.უმცროსი ჯორჯაძეა ჩვენ წინ,ვერ ვიჯერებ რომ ლევანიც აქაა.ზურგზე მცირე ბიძგს ვგრძნობ და ეს მინიშნებაა გზა გავაგრძელო.მათ მივყვები,სანახევროდ უკვე დაცლილ გემბანზე ჯერ კიდევ აწყვია წებო-ცემენტის ტომრები.სანამ ალექსანდრე ჯიბის დანას იღებს მე ლევანს ვაწებებ კითხვისნიშნებ ჩაწვენილ გუგებს და ის თავით მანიშნებს ტომრებისკენ.ალექსანდრე იმუხლება და ერთი ხელი მოსმით ხევს ტომრის თავს,ხელებს აფათურებს ცემენტით სავსეში და იქედან ამოღებულ იარაღს ზიზღნარევი დასცქერის სანამ ხელში ატრიალებს როგორც ყველაზე ბინძურ საიდუმლოს.კოორდინაციის უნარი თითქოს მეკარგება,ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ და ჩემი თავის შიგნით აშკარად არის რაღაც რაც შიგნეულს მიჭამს,მგონი გარეთ გამოღწევა უნდა.ისინი მე მიყურებენ,მათ ჰგონიათ რომ ახლა იმ საიდუმლოს ახადეს ფარდა რომლითაც ჩემი ილუზიები უნდა დაიმსხვრეს,არ ვაღიარებ ამას.
-რის გაკეთებას ცდილობთ ? ... -ძალებს ვიკრებ რომ შეუვალი ტონი და პოზიციის სიმყარე გავიმაგრო.
-ის უკანონო იარაღით ვაჭრობს...-მე პირველად ვხედავ ლევანის სახეზე რაღაც ბევრად უფრო მეტს ვიდრე თვითკმაყოფილი ბავშვის უაზრო თავდაჯერებაა.
-ის - მამათქვენია !
-რომელიც ოჯახს სიბინძურეში აცხოვრებს...-მომბეზრდა მათი ყურება,მომბეზრდა უაზრო დიალოგები,არაფრის მომტანი ინფორმაციები და გმირობანას თამაში.მე ვბრუნდები რომ გემიდან სასწრაფოდ ჩავიდე.უკან უფროსი ჯორჯაძე მომყვება და მკლავზე მექაჩება.
-ჩვენი ოჯახი ძლივს ამოვიდა გაჭირვების და უიმედობის სიბნელიდან,ყველაფერი კარგად იყო გესმის ? სამშენებლო კომპანია სრულიად აკმაყოფლებდა ყველანაირ მინიმუმს,ეს საჭირო არაა! ნია ამას არ იმსახურებს,როგორ ფიქრობ როცა პილიცია ამას გაიგებს რას შეარჩენენ ჩემ ოჯახს ? მე არ ვაპირებ ნიამ ის სიბნელე ნახოს რაც მე,თემურმა შორს შეტოპა,ამის გამოსწორებაში უნდა დამეხმარო.
-ჯანდაბა ! მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია...-ახლა სასოწარკვეთილება გამაგიჟებს...-მე ვმუშაობ კომპანიისთვის რომელიც უკანონო იარაღით ვაჭრობას სამშენებლო პროექტებით ნიღბავს,მე საბუთებს ვაყალბებ და სასამართლოზე მისასვლელად მოწმეზე ზეგავლენას ვახდენ.შენმა ოჯახმა მაგ სიბინძურეში მეც ჩამითრია ! ... -ზიზღით ვყვირი და ახლა ცოტა მაკლია იმ ზომამდე რომ არ დავარტყა.
-ესეიგი შენ ინტერესებშიცაა ეს სიბინძურე უკვალოდ გაქრეს...-გამაღიზიანებლად და ნიშნისმოგებით მპასუხობს რამდენიმე ნაბიჯით ჩვენგან დაშორებული.
-მე უკეთესი იდეა მაქვს, საკუთარ თავს რამეს მოვუხერხებ თქვენ კი თქვენ პაწაწინა ნიასთან ერთად ჯანდაბაში გაგიშვებთ...-ახლა ყველაზე მეტად იმის დაჯერება მიჭირს რომ ეს სიმართლეა.
-ელე,ელე მომისმინე,დამშვიდდი...-ჩემ სახეს ხელისგულებში იქცევს და მე ვცდილობ თავიდან ამოვიგდო პანიკური შეტევის წინაპირობები,ვუყურებ და ვიცი ისიც გამომიყენებს,მე ჯორჯაძეების სათამაშო ვარ.უბრალოდ ახლა უნდა ამოვირჩიო რომელ მხარეს მინდა ვიდგე როცა ზვავი წამოვა...-გპირდები თუ დაგვეხმარები,ჩვენც დაგეხმარებით.
-მე რისი გაკეთება შემიძლია...-გინახავთ იმედგადაწურული ადამიანი,ახლა ის სწორედ ალექსანდრეს წინ დგას.
-მომაფიქრებინე აქედან სუფთად როგორ გამოვიდეთ,შენ ზვიადს უკვე დაეხმარე და არ უარყო რომ ეს გეხერხება.ახლა მე მჭირდება იგივე.
-მე კი არა, მამაზეციერიც ვერ გიშველით...-წამში მშორდებიან ხელისგულები და ახლა მე ნამდვილ ალექსანდრ ჯორჯაძეს ვეჯახები,ცივს და კიდევ უფრო მეტს,მის სახეზე ახლა ის გამომეტყველებაა დაუნდობელ ადამიანებს რომ აქვთ,ზიზღის მომგვრელი.ლევანისკენ ვიხედები და როგორღაც არსების შიგნიდან ვხრიალებ...-რაც არ უნდა დაგეგმოთ მამათქვენს ვერ გაიმეტებთ,ამ საქმიდან კი სხვანაირად სუფთა არავინ დარჩება.
ვამბობ დამაჯერებლად და ლევანის დახრილ თავს რომ ვეჩეხები თავში კიდევ ერთი ძლიერი იმპულსი ჩნდება,მათ სწორედ ეს ჰქონდათ გადაწყვეტილი-მთავარი ჯორჯაძის გაწირვა და როცა ვამბობ „მათ“ ვგულისხმობ ალექსანდრეს რომელსაც ამხელა გავლენა აქვს თავის უმცროს ძმაზე.არცერთის დანახვა არ მინდა,მითუმეტეს რომ ჩემი აქამდე საამაყო და ზღაპრული კარიერა თავზე ჩამომემხო უკარიეროდ დარჩენის დიდი პერსპექტივით.საოცარია,მე ერთი წელი ვიმუშავე იარაღებით უკანონო მოვაჭრე ფირმასთან და ამის შესახებ მანამ ვერ გავიგე სანამ ვიღაცამ ცხვირწინ არ ამაფარა რეალობა.თუმცა არ უნდა მიკვირდეს და არ უნდა მეშინოდეს,მე ხომ იმ ადამიანს ვიცავდი ვის უდანაშაულობაში საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული.მე იურისტი ვარ და ბრალს ვერ დამდებდნენ,ამ ორი იდიოტის გამო კი შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართალი აუცილებლად დამსჯის,თუ რათქმაუნდა ამბავი გაჟონავს.თავში ჩაქუჩის ჩარტყმის ეფექტი აქვს პასუხს იმ ბევჯერ დასმულ კითხვაზე რომელიც ამბის კვანძი აღმოჩნდა.მე მხოლოდ იმას ვხრიალებ სახლში დამაბრუნეთთქო და ხმას აღარ ვიღებ,არც მანქანაში,არც სახლში შესვლისას,მე ვიყინები,თემურის კაბინეტს შეფარებული თავს ვიკატუნებ თითქოს ოფისიდან წამოღებულ ხელშეკრულებებს და საბუთებს ვამოწმებდე,რადგან უნდა გავექცე იმ ფიქრს,იმ დასკვნას რომ ვიცრუე,მე ზუსტად ვიცი ჯორჯაძეების ოჯახი ამ წუმპედან როგორც უნდა ამოძვრეს რომ არცერთი პაიკი დაკარგოს,მაგრამ ის არ ვიცი-მე მინდა თუ არა ეს !
თემური დილიდან გასული ყოფილა სახლიდან,რუსუდანმა რამდენჯერმე მკითხა რამე ხომ არ გჭირდებაო და ყოველ ჯერზე უარით გავუშვი,შუადღისას მაგიდასთან დამიძახეს და ისევ მობოდიშებით ვიუარე,ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი,ბოლთას ვცემდი და კაბინეტის იატაკი გავახუნე იმდენი ვიარე წრეებზე.მოთმინებადაკარგულმა გავიარე დერეფანი და მოკუთვნებულ ოთახს შევეფარე,საწოლზე ჩამოვჯერი და თავი ხელისგულებში მოვიქციე,რამდენიმე წუთში ვიღაც კიდევ გაჩნდა ჩემი ოთახის ზღურბლზე.ვიცოდი ვინც იყო და ამიტომ თავი ნამდვილად არ შემიზღუდავს აცრემლებული თვალები დამემალა.ის იდგა,არ ირხეოდა,უბრალოდ იდგა და მიყურებდა.ფეხზე წამოვდექი და მისკენ წავედი,ნიკაპის თრთოლვას არ შევუშინებივარ რომ პირისპირ დავდგომოდი,მის თვალებს შევატოვე გუგები და ძალიან ჩუმად,ძლივგასაგონად ამოვთქვი აკანკალებულმა.
-მეშინია...-მისი უემოციო სახე იცვლება და თბება,ჩემკენ ხელებს წევს და ახლოს მივყავარ,ბევრად ახლოს.
-ვიცი,მეც მეშინია...-უკონტექსტოდ,ყველანაირი ცერემონიის გარეშე მახეთქებს მის არსებას,აჩქარებულ გულს და კისრის კუთხეში ვაწებებ პაწაწინა სახეს,ის თითქოს ფარია რომელმაც ახლა უნდა დამიცვას მაგრამ რისგანაც დასაცავი ვარ სწორედ ისაა.თმებში მის ახლართულ თითებს ვიგულებ და როცა ჩემ სახეს ხელისგულებში იქცევს და იდუმალად მეჩურჩულება „დამეხმარე და მე დაგიცავ“-ო,არ ვიცი რა მოქმდებს ჩემზე მისი თამბაქოს,ძვირფასი პარფიუმის თუ ალკოჰოლის სუნი მაგრამ ის კია რომ დაუკითხავად,უცერემონიოდ,ვეკვრი ტუჩებზე.მეგონა დაიბნეოდა,მაგრამ მისი გახშირებული სუნთქვა და ამოვარდნის პირას მყოფი გული მაცნობს რომ ამ მომენტს თვითონაც ელოდა,მე პირველად ვგრძნობ ვიღაცის ასეთი დონის სიახლოვეს და თავბრუდახვეული ვყვები მარგალიტების გაცვლას,იქნებ ჩავიკეცო,მუხლები არ დამემორჩილოს,მაგრამ მის კისერზე უსირცხვილოდ შემოხვეული ჩემი თითები და ჩემ წელს ჩაფრენილი მისი მკლავი ყველაფრისგან დაგვიცავს.ფარ-ხმალს ვყრი,ვნებდები შეგრძნებას რომ ამ წამს მთლიანად ვეკუთვნი,ჯანდაბასაც წაუღია ჩემი გახეთქილი ტუჩი და გახლეჩილი ცხოვრება,მთავარია რომ ის მეხება და მე ყველაფრისგან ძალიან შორს ვარ...მაშინ კი როცა ვშორდებით ერთმანეთს და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობთ მე თვალებს გადაწყვეტილება მიღებული ვახელ,ვიცი რომელ მხარესაც ვიდგები როცა ზვავი ჩამოწვება,ჩემ მხარეს! რადგან ვიცი ამ სიტუაციიდან ჯორჯაძეები სუფთად როგორ ამოვიყვანო,მაგრამ ეს უბრალოდ არ მინდა !

პ.ს როგორ ფიქრობთ ალექსანდრე თამაშობს ელენესთან რომ მისი გამოყენება შეძლოს? როგორ ფიქრობთ რატომ ვერ მიდის ელენე თემურის წინააღმდეგ იმისდამიუხედავად რომ აშკარად შეუძლია საქმიდან სუფთად გასვლა ?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

რატომღაც ძალიან მომწონს ალექსანდრე და დიდი იმედი მაქვს რომ ელენესთან არ თამაშობს, ეს წყვილი მომწონს, ბოლოს კი დაგვიტოვე ინტრიგა, მაგრამ იმედია ალექსანდრეა და არა ვინმე სხვააა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent