შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე! (I თავი)


30-06-2019, 05:36
ავტორი annabelle
ნანახია 1 399

ცივა.სექტემბრის მიუხედავად მაინც საშინლად ცივა.უკმაყოფილოდ ვდგები საწოლიდან,თბილ ხალათს ვიცვამ და სააბაზანოში შევდივარ.თბილი წყალი ისე მსიამოვნებს,იმაზე მეტ ხანს ვრჩები შხაპის ქვეშ ვიდრე მჩვევია.კაბინის ოთხივე კედელი სარკით არის დაფარული,ორთქლის გამო დანახვა მიჭირს მაგრამ,მაინც ვამჩნევ ჩალურჯებულ ქუთუთოს მარცხენა მხარეს.სრულიად შიშველ სხეულზე ხელებს უხერხულ ადგილების დასაფარად ვიფარებ,თითქოს ჩემი თავის მრცხვენია!
-უნდა მორჩე,ისევ დაიგვიანებ!-ხმამაღლა მივმართავ ჩემს ანარეკლს.ეს ის მომენტია,როცა მინდა დრო შევაჩერო,ადამიანები ერთ ადგილზე გაშეშდნენ და საშუალება მომეცეს უბრალოდ ვიდგე ასე,წყლის ქვეშ,საკუთარი თავის პირისპირ!
როგორღაც,თავს ვერევი,სწრაფად ვიცვამ,თხელ მანტოს,გასაღებს და ტელეფონს ჯიბეში ვიჩურთავ და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ ბინას.
-დილამშვიდობის ბატონო დანიელ.-მესალმე მდივანი გოგონა,როგორც კი სკოლის მიმღებში შევდივარ.თვალებს უნებურად ვატრიალებ,ყოველთვის ვღიზიანდები მის ფორმალობაზე,რომელშიც მსუბუქი ფლირტი იგრძნობა.
-უბრალოდ დანიელი დამიძახე მარიამ-ვეუბნები რაც შეიძლება თბილად.გოგონა მონდომებით ცდილობს ოცდათორმეტივე კბილის გამოჩენას,რაზეც მინდება უბრალოდ მშვიდად გავეცალო იქაურობას.ჟურნალს მაწვდის და ზარიც ირეკება! ნუთუ სულ უნდა ვიგვიანებდე? კორიდორი ცარიელია.ნახევრად მინის კარს ხმაურით ვაღებ და ჩემოდნით ხელში,ისე შევდივარ საკლასო ოთახში,ერთი წამითაც არ ვუყურებ მოსწავლეებს.
-გამარჯობა!-ვამბობ ხმამაღლა,ყველას გასაგონად,ჩემოდანს ვხსნი და საჭირო წიგნებს მაგიდაზე ვაწყობ. ვერვიტან ჩემს სამუშაოს! ვერ ვიტან ბავშვებს! 1...2...3... გულში ვითვლი,მთელ ჩემს მამაკაცურ ძალას ვიკრებ და ოცდაათიოდე მოზარდს ვუსწორებ თვალს.
-სახელმძღვანელოები ასოცდამეათე გვერდზე გადაშალეთ!-მითითებებს ისე უემოციოდ ვაძლევ მეც კი მიკვირს ჩემი თავის.
-კი მაგრამ,ჩვენ ხომ ჯერ დასაწყისი არც კი გაგვივლია?-ვცდილობ დავინახო კითხვის (რომელიც რიტორიკული უფროა) ავტორი.ცხადია სწავლის დასაწყისშივე,შეუძლებელია გაიარო მთელი წიგნის ასათი გვერდი.
-ჯერ ერთი! მასწავლებელი მე ვარ! მეორე! ხელის აწევით ისაუბრეთ, გთხოვთ!-წარბები ზემოთ მეწევა.ვერ ვიჯერებ,რომ გაკვეთილის ისედაც მცირე დროს ასეთ სისულელეში ვხარჯავ.
-მაპატიეთ-წკმუტუნებს ისევ იგივე ხმა,რაზეც უფრო მეტად ვინტერესდები.
-სახელი შემახსენეთ-ისევ მივმართავ თუ არა, მეორე რიგში მჯდომი გოგონა ნელა,თითქოს შეშინებული დგება და მერხთან ცალ ფეხს ეყრდნობა. მეორე ფეხით სკამის ფეხს ეთამაშება და ზემოდან დაჰყურებს. ისეთი უცნაური და ლამაზია მიჭირს მისთვის თვალის მოცილება.
-ანასტასია,ტასო! მას.-ლუღლუღებს გოგონა და თავის ადგილს უბრუნდება.
,,შეწყვიტე ყურება!“ ვუბრძანებ საკუთარ თავს,ჩემს მაგიდასთან მივდივარ და წინიდან,მის ზედაპირზე ვჯდები.
-არ მითქვამს,რომ დაჯდომა შეგიძლია!
-მაპატიეთ!-იმეორებს ,ისევ დგება და იგივე მდგომარეობაში დგას,როგორც რამდენიმე წამის წინ.
-ახლა შეგიძლია დაჯდე-მშიდად ვუღიმი. გოგონა კი აშკარად გაღიზიანებული ჩანს.
-მაგრამ...-მისი ხმა ბავშვების სიცილში იკარგება.სიცილი მაიძულებს გავიხსენო ვინ ვარ და რას ვაკეთებ ამ საშინელ ადგილას.
-შეწყვიტეთ!-თავმობეზრებული ვიქნევ თავს,დაფასთან მისული ცარცს ვიღებ და დიდი ასოებით ვწერ დღევანდელი გაკვეთილის სათაურს: სქესობრივი გამრავლება.
ოთახში ხმაურია.მთელი კლასი ზმუის.
-თუ არ გაჩუმდებით დირექტორთან მოგიწევთ გასაუბრება!-უემოციოდ ვამბობ.რამდენიმე წამში ჩამოწოლილი სიჩუმის გამო,უნებურად მეღიმება.
-კარგი,დავიწყოთ.სქესობრივი გამრავლება ეწოდება ისეთ გამრავლებას, როდესაც ორი მდედრობითი და მამრობითი ორგანიზმის შეჯვარების შედეგად ,მდედრობითი ორგანიზმიდან ჩნდება მსგავსი ორგანიზმი-წარმოვთქვამ გაზეპირებულ ტექსტს-ნუთუ ასეთი უცნაურია თქვენთვის? რა,ჯერ კიდევ გგონიათ,რომ კომბოსტოში გიპოვეს? ან წერომ მოგიყვანათ?-ბიჭების ხითხითზე მეც ვიღიმი.
-სქესობრივი გამრავლება – ეს არის უნარი ორგანიზმებმა შექმნან თავისი მსგავსი ინდივიდები და ამით უზრუნველყონ სიცოცხლის უწყვეტობა და მემკვიდრეობითობა-ვაგრძელებ ისევ.ოთახში ისევ სიმშვიდე ისადგურებს,ამით ნასიამოვნები ისევ დაფას ვუახლოვდები და გამეტების ხატვას ვიწყებ.
-ესენი მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედები არიან, კვერცხუჯრედი და ტოზოიდი, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის საშუალებით წარმოქმნიან ზიგოტას.-ვგრძნობ,როგორ ინტერესდებიან,როცა ისევ განვაგრძობ ხატვას.მხატვრობის ნიჭი,თუ შეიძლება ასე ვუწოდო,საოცრად ერწყმის ჩემს პროფესიას. ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ,როცა შეუძლიათ დაინახონ ის,რასაც უხსნიან.
გაკვეთილის ახსნას ამომწურავი ინფორმაციით ვასრულებ,ცარცს თავის ადგილზე ვაბრუნებ და მასწავლებლის მაგიდასთან,ჩემს ადგილზე ვჯდები.ბოთლიდან წყალს ისე ვცლი თითქოს კილომეტრები მერბინოს.როგორც კი ზარი ირეკება შვეფით ვვოხრავ.
-შეხვედრამდე!-გულგრილად ვემშვიდობები ოთახიდან გასულ მოსწავლეებს.მეც სწრაფად ვალაგებ ჩემს ნივთებს ჩანთაში,ვცდილობ რაც შეიძლება მალე გავიდე ამ ჩახუთული ოთახიდან,როცა მაგიდის ზედაპირზე ჩრდილს ვამჩნევ.
-ანასტასია?-ვცდილობ კმაყოფილება დავმალო,მისი ასე ახლოდან შეხედვის გამო რომ მეუფლება...
-რა მოხდა?-წარბ აწეული ვეკითხები.მინდა თვალებში ვუყურო მაგრამ არ გამომდის.ქვედა ტუჩს გამუდმებით კბილებით აწვალებს და ჩემს ყურადღებას იქცევს.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,ბიუსჰალტერი არ აცვია,მაისური სრულად აქვს ტანზე მაგრამ მაინც ვხვდები,რომ თეთრეულის გარეშეა სკოლაში მოსული.ასე როგორ შეიძლება? უცებ წარმოვიდგენ,როგორ უყურებენ კლასელები და სიცილი მინდება.საბოლოოდ თვალს ვაშორებ,ჩანთას ვკრავ და გასასვლელად ვემზადები.ანასტასია ისევ დგას,ისე უცნაურად მიყურებს წამით ვფიქრობ,ხომ არაფერი მჭირს.
-ანასტასია! მალე შესვლის ზარი დაირეკება-ვვოხრავ უკმაყოფილებისგან.თავს ვაიძულებ თვალები არ გადავატრიალო,ალბათ ეს მისთვის უხეში ჟესტი იქნება.
-მე უბრალოდ...მაინტერესებდა,რატომ გამოვტოვეთ გაკვეთილები-დაბნეული და შეშინებული ჩანს.ჩემი ეშინია? რა სისულელეა!
-თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია დირექტორს დაელაპარაკო!- მკაცრად ვაწყვეტინებ,სანამ ვიაზრებ ძალით ვუღიმი და ცარიელ,პირქუშ საკლასო ოთახში მარტო ვტოვებ. სულ რაღაც ერთი წელია რაც მასწავლებელი ვარ,აქამდე არასდროს შემიხედავს მოსწავლისთვის ისე,როგორც დღეს ტასოსთან დამემართა.დაუკმაყოფილებელი, ,,მნძრ*ველა“ პედოფილი არ ვარ, უბრალოდ...
არა, ასეთი ნამდვილად არ ვარ!
,,არაფერიც არ დაგმართია“-გაბრაზებული ვუღრენ ჩემს ბინძურ ქვეცნობიერს და სამასწავლებლოში უხალისოდ შევდივარ.სამოცდაათ მასწავლებელს შორის,ერთადერთი ახალგაზრდა,ოცდაოთხი წლის მიკაა.ლამაზია,მაგრამ სულით მასწავლებელია,რაც მისგან თავის შორს დაჭერას მაიძულებს.
-დილამშვიდობის დანი-ღიმილით მესალმება ქართულის მასწავლებელი და ხელს მის გვერდით,დივანზე ატყაპუნებს. არვიმჩნევ,როგორ არ მეხატება გულზე მისი შემოთავაზება,ჩემოდანს იქვე იატაკზე ვდებ და ქალის გვერდით ვჯდები.
-როგორ ხართ ქალბატონო რუსიკო?-ზრდილობისთვის ვიღიმი-რამე გამოვტოვე?
-დირექტორმა მშობლების მოწვევა გვიბრძანა-უცნაურად ემანჭება სახე,რაზეც დაუფარავად ვიცინი.
-მაგრამ,სწავლა ახლახან არ დაიწყო?
-მიდი აბა,გაუბედე და ჰკითხე-ხითხითებს.იქნებ არც ისეთი ცუდია,როგორსაც ვფიქრობ.სასაცილოა და საყვარელი.
-არა გმადლობ,სულ ერთი კვირაა რაც აქ ვარ მაგრამ უკვე საკმაოდ გავიცანი-მეც ვიცინი.წამით თავს ოცდაორის ნაცვლად სამოცს გადაშორებულად ვგრძნობ,რაც მაიძულებს სიცილი შევწყვიტო.
-შენ მე მკითხე?! ორმოცი წელია ამ სკოლაში ვარ! ეგ ქალი დიაბეტივითაა,არც გკლავს და არც გახარებს.
-კარგით,ჯერ კიდევ მჭირდება სამსახური-მეგობრულად ვადებ მკლავს მხარზე.
-მართალი ხარ-ხითხითებს ისევ,ძვლივს დგება და ოთახიდან გადის.მე ჟურნალის შევსებას ვიწყებ.ვოცნებობ მალე დამთავრდეს ეს წამება,რომ სახლში წასვლა და ტელევიზორის წინ მშვიდად ჯდომა შევძლო.
-როგორი იყო შენი პირველი გაკვეთილი?-მესმის გვერდიდან.იმით შეშინებული,რომ კიდევ,რომელიმე ოთხმოცი წლის მოხუცთან მომიწევს უაზრო ლაპარაკის გაბმა,ცალი თვალით ვიხედები.საბოლოოდ ვმშვიდდები,როცა მიკას ვხედავ.
-ჩვეულებრივი-მხრებს ვიჩეჩავ.ახლოდან უფრო ლამაზი მეჩვენება.წინ წამოწეული ტუჩები და ჟღალი თმა აქვს.-შენი როგორი იყო?
-თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ბავშვების ჩხუბის გამო დირექტორის გამოძახება დამჭირდა,ჩემიც ჩვეულებრივი-იღიმის გოგონა.მუცელში რაღაც სასიამოვნო გრძნობა მეუფლება,როცა მის ღრმულებს ვხედავ ლოყებზე,რომელიც ღიმილის დროს უჩნდება ჩემსავით.აქამდე არასდროს შემინიშნავს.
-საინტერესოა-ვხითხითებ და ჟურნალის შევსებას ვაგრძელებ-ცოტათი მშურს კიდეც-მხოლოდ წამით ვავლებ თვალს მის სახეს.რატომღაც მასთან უფრო მეტი დროის გატარება მინდება.ვფიქრობ,სულაც არ არის ისეთი მორცხვი როგორსაც თავს აჩვენებს,რაზეც სურვილი მისი ნამდვილი პიროვნების ნახვისა,უფრო ,,მიცხოველდება“.
-რას იტყვი სკოლის მერე ჩემთან ერთად დასალევად წასვლაზე?-ვთავაზობ,რაც შეიძლება მეგობრული ტონით.
-კარგი იდეაა?-კითხვასავით ჟღერს,რაზეც თვალებს ვატრიალებ.
-სამუშაო საათებში,რა პრობლემაა?-ვღიზიანდები.მიკა თვალებ დაწვრილებული მიყურებს,ბოლოს მაინც ეღიმება,მე კი მინდება ლოყებზე,მის ფოსოებს შევეხო.
888
-ოცდაორი წლის ხარ და უკვე მასწავლებელი.რატომღაც ვფიქრობ, შენი პროფესია არ არის-ამბობს მშვიდათ.უცნაურად გამოიყურება თავისუფალი სტილის ტანსაცმელში,ყოველგვარი სოლიდურობის,პიჯაკისა და პერანგის გარეშე.ჩემს გვერდით ზის,ბართან,თითებით ნერვიულად ათამაშებს ტეკილას ცარიელ ჭიქას.-თვალზე რა დაგემართა?-მეკითხება მოულოდნელად.ხელი დაუფიქრებლად მიმაქვს ჩალურჯებულ ქუთუთოსთან,რომელიც დღის განმავლობაში არც გამხსენებია.
-მოდი შენზე ვისაუბროთ-მისი კითხვა არ მსიამოვნებს.არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი,ჩემი თვითშეფასება ალბათ, ციმბირში ზამთრის ტემპერატურას უტოლდება.
-რა გაინტერესებს?
-სკოლის შემდეგ რას აკეთებ ხოლმე?-მხრებს ვიჩეჩავ და ვისკიან ჭიქას ერთი მოსმით ვცლი.
-თუ ბავშვების ნამუშევრები არ მაქვს შესასწორებელი,დავრბივარ,ძირითადათ სახლში ვარ ხოლმე,არაფერი საინტერესო.-ამბობს მორცხვად.
-მეგობრები? ან შეყვარებული? რატომ არ ერთობი მათთან ერთად?
-ჰმ... შეყვარებულს ერთი თვის წინ დავშორდი-ნერვიულად იცინის და ცდილობს ჭიქაში დარჩენილი ბოლო წვეთიც დალიოს.
-ჰოდა დაივიწყე! იდიოტი ყოფილა -რაც შემიძლია თბილად ვუღიმი და მხარს მეგობრულად ვუხახუნებ მის მხარს.მიკაც ვერ იკავებს თავს,წამის შემდეგ ფოსოები უჩნდება ლოყებზე.ცოტახანში ისევ ვუკვეთავთ თითო ჭიქას და ერთდროულად გამოცლის შემდეგ სახლში წასვლაზე ვთანხმდებით.
-ანუ შტატებში დაიბადე?-მეკითხება რამდენიმე წუთში.მკლავი ჩემსაში აქვს გამოდებული და ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებთ ცარიელ ქვაფენილზე.თავს კარგად ვგრძნობ ასე,როცა ახლოს დგას ჩემთან და მკლავზე მეყრდნობა!
-ჰო.მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ აქ ჩამოვედით.უფრო სწორად მარტო მე ჩამოვედი,დედაჩემი მეორედ გათხოვდა,ისევ ამერიკელზე-თვალებს ზემოთ ვატრიალებ.ვიცი,არ უნდა ვუყვებოდე მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.არმიყვარს ადამიანები! ისინი ყველაზე საშიში ცხოველები არიან! მიკასნაირი ლამაზი ადამიანიც კი. როგორც ჩანს სასმელი ცუდათ მოქმედებს.
-და იმის მერე მარტო ცხოვრობ?-წარბებს კრავს,შეწუხებული ჩანს რაც საოცრად მაღიზიანებს.ხელს უხეშად ვაშორებ და ჯიბეში ვიცურებ.დაბნეული მიყურებს.
,,ჯანდაბა“-ქვეცნობიერი იმედგაცრუებულია და თავს გიჟივით იქნევს.
-ხუთი წლის ვიყავი რომ ჩამოვედი-ხმამაღლა ვისუნქავ ჰაერს.მიკას ტუჩზე მკრთალად ვამჩნევ სიამოვნების ღიმილს,რომელიც ალბათ ჩემი პასუხისგანაა გამოწვეული-ბებიაჩემი მზრდიდა.ორი წლის წინ მოკვდა! ღმერთო ჩემო,თავი პროფილში მგონია-მიკას სიცილზე მეც ვერ ვფარავ ღიმილს.თავისუფალ ტანსაცმელში ისევ პატარა გოგონას ჰგავს.
-ვწუხვარ ბებიაშენის გამო-ამბობს სიცილის შემდეგ-შეიძლება?-ხელს მიშვერს კვლავ და ისე ფართოდ მიღიმის უარს ვერ ვეუბნები.
-ჩემ გამო უნდა წუხდე,ის მშვენივრადაა ზემოთ-მხრებს ვიჩეჩავ.ლამპიონების ყვითელ ნათებას ვაყოლებ თვალს და გზად ყველა კენჭს ფეხსაცმლის წვერით ვეხები.
-სამოთხის და ჯოჯოხეთის გჯერა?
-არვიცი...მგონი კი,მაგრამ არ მჯერა,რომ სამოთხეში ყველაფერი თეთრი,ფუმფულა ღრუბლითაა დაფარული, ჯოჯოხეთში კი მწველი ცეცხლი ბრიალებს-ჩუმად ვხითხითებ.
-ჰო მგონი არც მე მჯერა მაგისი-შუქზე მისი კბილები საოცრად თეთრი მოჩანს.-ისე დავიღალე თუ წავიქეცი,შეიძლება იქვე ჩამეძინოს-ლუღლუღებს სახე გაბრწყინებული.
-ბევრი დაგვრჩა?-ვეკითხები მისი გამომეტყველებით გახალისებული.ცდილობს მთქნარება შეიკავოს,რის გამოც თვალები ცრემლებით ევსება.-მგონი მანქანა მჭირდება, არადა აქამდე არ მიფიქრია.
-შემდეგი ბინაა-სიხარულისგან თვალები უფართოვდება.შვებით ოხრავს,როცა,როგორც იქნა მის სადარბაზოსთან ვჩერდებით.
-კიბეზე ასვლას შეძლებ?-ვეკითხები სიცილით.ხელს ვუშვებ და ზემოდან დავყურებ.ჩემზე ოდნავ დაბალი და დღეს საოცრად არამასწავლებელია!
-ჰო.მადლობა რომ მომაცილე-თბილად მიღიმის,გაოგნებული ვაკვირდები,როგორ მიახლოვდება,მხარზე მეყრდნობა და ლოყაზე მკოცნის-აღარასდროს დავლევ!-ამატებს სანამ სადარბაზოს სიბნელეში გაუჩინარდება,მე კი ვდგავარ და უბრალოდ ვიღიმი!
888
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს.ისე კარგად ვგრძნობ თავს წამით მიკვირს კიდეც.სწრაფად ვიწესრიგებ თავს,კარს ვკეტავ და სამსახურში მივდივარ. ისევ იგივე!
-დილა მშვიდობის ბატონო... უკაცრავად! დანიელ-მესალმება მიმღებში მოცინარი მდივანი.ამჯერად მხოლოდ ვუღიმი.ვაპირებ კარგი განწყობა მანამ შევინარჩუნო,სანამდეც შევძლებ. მარიამი მეთორმეტე კლასის ჟურნალს მაწვდის და მეც ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ...მუცელში რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება,როცა საკლასო ოთახში შევდივარ და ჩემს მაგიდაზე მოკალათებულ ანასტასიას ვამჩნევ...
გოგონა ვერ მხედავს,მონდომებით ცდილობს ჩემს განსახიერებას.ხელებს გულზე ვიწყობ და ვცდილობ რაც შეიძლება მშვიდად ვუყურო სანამ დაასრულებს. ანასტასია ცარცს იღებს,სასაცილო მიხვრა-მოხვრით მიდის დაფასთან და რაღაცას დაუდევრად ჯღაბნის.ბავშვები აღარ იცინიან! რამდენიმე ხველებით ცდილობს მიახვედროს,რომ შეწყვიტოს,მაგრამ გოგონა მაინც მხიარულად აგრძელებს ჩემს გამოჯავრებას.
-იმედი მაქვს,დირექტორსაც ასე მონდომებით მოუყვები,როგორ და რატომ გაგიშვი გაკვეთილიდან!-თავს ვერ ვიკავებ,ირონიულად ვუღიმი, მაგიდისკენ მივდივარ და ჩემს ადგილს ისე ვიკავებ ერთხელაც არ ვუყურებ ადგილზე გაშეშებულ ტასოს.მესმის,როგორ ჩურჩულებს რაღაცას.
-იმედი მაქვს ხვდები რაც უნდა გააკეთო ახლა-ვამბობ უემოციოდ.მხოლოდ წამით ვხედავ მის სახეს და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გულისცემა.თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ, ვდგები,ცარცს ვიღებ და დაფასთან მივდივარ.
-მაპატიეთ...
-ანასტასია! ვფიქრობ მიხვდი,რაც ვიგულისხმე!-ცინიკოსი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ამ წამს თავს ვერ ვიკავებ.კარისკენ ვიშვერ თითს და ველოდები სანამ თავის ნივთებს აიღებს.
-მაგრამ...მაპატიეთ,გეფიცები აღარ განმეორდება-ისე საყვარლად ლუღლუღებს,წამით ვაშტერდები.შეშინებული ჩანს,არადა სულ რამდენიმე წამის წინ,მშვენიერ ხასიათზე იყო!
-დაჯექი!-მკაცრად წარმოვთქვამ,აღარ ვუყურებ,მისგან ზურგით ვდგავარ და დაფაზე დღევანდელი გაქვეთილის სათაურს ვწერ.რამდენჯერმე ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,თავს ვაიძულებ აღარასდროს გავიხედო მშვენიერი მოსწავლისკენ,რომელიც ასე მიშლის ნერვებს,მაგრამ ასეთი მომხიბვლელია!
,,ყოჩაღ! და ასე აპირებ,მასწავლებლობას? პატარა გოგონებს უნდა ადევნო თვალი?“ -სისინებს ჩემი ქვეცნობიერი,რაზეც უარესად ვბრაზდები.წარბებს ვკრავ და ბავშვებისკენ ვბრუნდები.
-იმედი მაქვს, ამიერიდან აღარავის ექნება ჩემი დაცინვის სურვილი!-ისევ ირონიით სავსე ღიმილით ვუყურებ ტასოს და გაკვეთილზე გადავდივარ.
888
-შეიძლება დაგელაპარაკოთ?-მესმის ზურგს უკან,რამდენიმე წამში მხარზე მეხებიან და მეც ავტომატურად უკან ვიხედები.ზარის დარეკვის შემდეგ სწრაფად გავეცალე იმ საშინელ კლასს.
-თემას გააჩნია!-მხრებს ვიჩეჩავ ანასტასიას დანახვაზე.ნუთუ მის გამო ჭამა აღარასდროს მეღირსება.თითქოს ძალით არჩევს ისეთ დროს,როცა ერთადერთი შანსი მაქვს ლანჩისთვის.
-მართლა ძალიან ვწუხვარ დღევანდელის გამო...არვიცი რა დამემართა.საერთოდ ასე არ ვიქცევი ხოლმე!
-ანასტასია! მოვრჩით! შეგიძლია დაივიწყო.-უკმაყოფილებისგან ზედმეტად უხეშად გამომდის.გოგონა ნერვიულად იკვნეტს ტუჩს.ისეთი ლამაზია განზე გახედვა მიწევს.ის კი ისევ აგრძელებს.სახეზე მაკვირდება,რაზეც თავს უხერხულად ვგრძნობ.ბოლოს ვხვდები,მასწავლებლის ჩალურჯებული თვალი ზედმეტად დამაინტრიგებელი და საინტერესოა.
-უბრალოდ მინდა იცოდეთ,რომ არ დაგცინოდით.სულ ეს არის.ნახვამდის-ჩუმად,თითქოს თავისთვის ბუტბუტებს.მეც შვებით ვვოხრავ,როცა ზურგს მაქცევს და მშორდება.
კაფეტერიაში შესვლისთანავე ზარის ხმა მესმის.გაღიზიანებული,ზედმეტად ხმამაღლა ვიგინები და შემდეგი გაკვეთილისთვის ვიწყებ სულიერ მზადებას!
888
გაკვეთილების შემდეგ მიკასთან ერთად პატარა,მყუდრო რესტორანში მივდივარ.ისე მშია თითქმის მთელ თეფშ სოკოს სალათს ვსანსლავ,ზემოდან რამდენიმე ჭიქა წითელ ღვინოს ვაყოლებ და სრულიად დანაყრებული ვუყურებ,როგორ გემრიელად შეექცევა ჩემი პარტნიორი თავის დესერტს.
-არაფერი მოგივა,ერთი ჭიქა შენც რომ დალიო-ვთავაზობ ღიმილით მაგრამ თავს აქნევს.მე თვალებს ვატრიალებ,რაზეც საყვარლად იცინის.
-ხვალ თავს ვერ ავწევ.ერთი ყლუპიც რომ მოვსვა მერე ვეღარ დამაკავებ-ხითხითებს და ბოლო ლუკმის ჩაღეჭვისას თვალებს ხუჭავს.ისეთი ლამაზია ამ დროს მინდება,დავივიწყო,რომ კოლეგები და თანამშრომლები ვართ,უბრალოდ მივუახლოვდე და თავი კარგად ვაგრძნობინო! იმაზე დიდი სიამოვნება მივანიჭო,ვიდრე დესერტის ბოლო ლუკმაა.
,,რა ამაზრზენი ხარ“-თავს იქნევს,როგორც ყოველთვის უკმაყოფილო ჩემი ქვეცნობიერი.
-მინდა ვნახო შენი სიმთვრალე-ღიმილს არ ვმალავ.ისიც მიღიმის მაგრამ უფრო გამაფრთხილებლად,რაზეც სიცილი მინდება.-გუშინ,რომ ცოტა კიდევ გაგცეგრძელებინა ალბათ მოვახერხებდი.
-არ გირჩევ!-სასაცილოდ ეღრიცება სახე.-დღესაც არ მომიყვები შენი თვალის ისტორიას?
-მოსაყოლი არაფერია, უბრალოდ ბევრი დავლიე, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ცოტა ვიკაცე-თვალებს ღიმილით ვატრიალებ-ვერ ვიტან ასე რომ ვმატრაკვეცობ ხოლმე,მაგრამ ალკოჰოლთან უძლური ვარ.
-ხო, მგონი ამაზე სამუშაო გაქვს-ხითხითებს მიკა-მასწავლებლისთვის ცოტა უცნაური ტემპერამენტი გაქვს.
-ალბთ ეს მამისგან გამომყვა-ვამბობ უფრო ჩემთვის და ღვინოს ვწრუპავ.მამაჩემი არასდროს მყვარებია. პატარა ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვს დედაჩემის ჩაწითლებული,გამუდმებით ცრემლიანი თვალები, ჩალურჯებული ქუთუთო და სხეული...
-ჯობია წავიდეთ- ამბობს მორიდებით.მე ფულს მაგიდაზე ვტოვებ,ნელა ვდგები და ორივე გასასვლელისკენ მივდივართ.
-დანი?-ორი ბიჭი მიახლოვდება. ღიმილს ვერ ვიკავებ.ბიჭებს ვეხვევი და მეგობრულად ვურტყამ ხელს ზურგზე.
-მოგვენატრე შეჩ... მოგვენატრე რა.ორი დღეა ტელეფონი ავაფეთქეთ, ბინაზეც დაგადექით, ვერ გამოგიჭირეთ-მიკას დანახვაზე იცინიან.მეც უნებურად მეცინება.მიკას კი ლოყები ისე მომხიბვლელად ეფაკლება ხელს ვკიდებ და ჩვენკენ ვექაჩები.
-ეს მიკაა.ჩემი თანამშრომელი-ვაცნობ ძველ მეგობრებს-მიშკა და თორნიკე,ჩემი ბავშვობის ხისთავიანი მეგობრები
-სასიამოვნოა-უხერხულად წარმოთქვამს გოგონა.წამის შემდეგ მომხიბვლელად გვიღიმის-მე დაგტოვებთ.
-არა,არა! ჩვენ წავალთ,ხელი შეგიშალეთ-სულელურად ათამაშებს წარბებს თორნიკე,რაზეც თვალებს ვატრიალებ-დღეს მიშკა უკრავს ბარში,ხომ გახსოვს?
-იქ გნახავთ-ვუღიმი ბიჭებს სანამ წავლენ,მიკას გზას ვუთმობ და ორივენი ქუჩაში გავდივართ.სიცივე სახეზე უხეშად გვეჯახება.
-ესენი ალბათ ზემოთ ხსენებული მეგობრები არიან-ეშმაკურად იღიმის მიკა და ჩემს თვალს აკვირდება.ხელებს მკლავებზე იხახუნებს გასათბობად.
,,ჯანდაბა,ჯანდაბა!“-ბუზღუნებს ჩემი ქვეცნობიერი,მოსალოდნელი სიცივისგამო.
-აიღე-ქურთუკს ვიხდი და მიკას ვაწვდი.-კი,ისინი არიან.
-დარწმუნებული ხარ?-ღიმილით მართმევს და როგორც კი იცვამს აჟრჟოლებს.-ღმერთო ჩემო-ოხრავს სიამოვნებისგან,რაზეც წამით სუნთქვა მეკვრის,დღეს უკვე მეორედ მისი მიზეზით.
-კარგია შენ მაინც თუ ხარ თბილად-საწყლად ვხითხითებ.ყინვა თითქოს გულამდე აღწევს.იმედს ვიტოვებ ვერ ამჩნევს,როგორ ვცახცახებ!
-მგონი ჯობია ტაქსით წავიდეთ-იცინის მიკა და მეც სწრფად ვუქნევ თავს თანხმობის ნიშნად.
-კარგი იქნებოდა.
დამშვიდობებისაც ისევ ერთი კოცნა გაიმეტა ჩემთვის.მე ისევ იდიოტივით ვიღიმი და მხოლოდ ტაქსისტის უხეში წამოძახილი მაიძულებს გამოფხიზლებას.
888
-სად ხარ ამდენი ხანი?-როგორც კი მხედავენ მაშინვე ჩემკენ მოდიან.კიდევ ერთი თბილი შეხვედრის შემდეგ თავში ხუმრობით ვურტყამ ორივეს და ბარისკენ მივდივართ.
-სხვა დროს მოგიყვებით.ახლა კარგ ხასიათზე ვარ-ვიცინი და სამივესთვის ვისკს ვუკვეთავ.
-კაი კაი-მუშტს მხარზე მადებს მიშკა-მაშინ წავალ მე მოვემზადები,დამელოდეთ.იმედია სანამ დაშორდები იქამდე მოგვიყვები-ენას მიყოფს და მოცეკვავეებში იკარგება.მე თორნიკესკენ ვიხედები.
-ისე,როდიდან აღმოაჩნდა ამას სიმღერის ნიჭი?-მეცინება,როცა ,,სცენაზე“ ამოდის და ნელი,სასიამოვნო მელოდია ჟღერდება.
-მაგარი ძმაკაცი ხარ. შეიძლება გამოლენჩდე ისე მღერის-თავს ვერც ერთ ვიკავებთ,ჩუმად ვიცინით და მიკროფონთან მდგარ გულბიანს საშინელების მოლოდინში ვაჩერდებით.
-ჯანდაბა!-ვბუტბუტებ,სცენასთან ახლოს ანასტასიას დანახვაზე,რომელიც ვიღაც ბიჭს ზურგით ეკვრის და მიშკას შეჰყურებს...
-რა მოხდა?-მეკითხება თორნიკე და ბარმენს ცარიელ ვისკის ჭიქას აწვდის თავიდან ჩამოსასხმელად.მეც დაუფიქრებლად ვუკვეთავ,ამჯერად ორმაგ ტეკილას.მეგობარს არ ვპასუხობ.უბრალოდ ჩემს მოსწავლეს შევყურებ.ვაკვირდები მის ტანს,ხელს რომელიც პარტნიორის წელზე შემოუხვეულ მკლავს ნაზად ეხება.არაფერს ვგრძნობ,უბრალოდ მინდება მოშორდეს და აღარასდროს შეეხოს.
ჯანდაბა! ის ხომ ასეთი პატარა და ,,სუფთაა“. არ უნდა მისცეს უფლება ვიღაც ნაბიჭვარს მისი სხეული გამოიყენოს და მერე ნაგავივით მიაგდოს,რომელიღაც ქუჩის კუთხეში.
,,რა სისულელეებს ბოდავ“-ქვეცნობიერი აღშფოთებული და შეურაცხყოფილია ასეთი ფიქრების გამო.მიშკა სიმღერას იწყებს და ჩემი ყურადღებაც მალე იფანტება.
-დაივიწყე.დავლიოთ-ვთავაზობ,ხელის ზურგზე მარილს ვიყრი,ნელა ვლოკავ და როგორც კი ტეკილას ვსვამ ლიმონს ვკბეჩ.წამის მეოთხედში მუცელში ცეცხლი მეკიდება.პირს ვაღებ,ველოდები როდის ამოვუშვებ კვამლს ან რაღაც ამდაგვარს.როგორც ჩანს სასმელი სწრაფად რეაგირებს.
-მიდი მომიყევი რა იმ გოგოზე. მოიცა რა ერქვა?! მაკა? თუ...-წარბებს ზემოთ წევს თორნიკე,თვალები ისე უბრწყინდება,როგორც პატარა ბავშვს საყვარელი ზღაპრის მოსმენისას.
-მიკა.ჩემი თანამშრომელია სკოლაში.ისეთი არაფერია რა,უბრალოდ იმ მოხუცებში ეგ ყველაზე საინტერესოა, ერთად ვჭამთ ხოლმე.-უემოციოდ ვიჩეჩავ მხრებს და გულბიანისკენ ვიხედები- მეგონა ხალხს გააქცევდა,არადა მაგრად მღერის-ღიმილით ვაღიარებ.წამით ბავშვობა მახსენდება,მას ყოველთვის სძულდა მუსიკა,მშობლები ძალით ატარებდნენ ფორტეპიანოზე,ამის გამო მცირე მელოდიის მოსმენაც კი აღიზიანებდა.
-თემას ნუ ცვლი ყანჩა!-საყვარლად ხითხითებს ჩემი ზედმეტ სახელის ხსენებისას.არც კი მახსოვდა,სახელით არავინ მომმართავდა ადრე. ყველასთვის ,,ყანჩა“ ვიყავი,მხოლოდ იმიტომ რომ ჭამის დროს დიდ ლუკმას ვიტენიდი პირში. ახლა მრცხვენია,მაგრამ მაშინ მომწონდა.უბრალოდ უნდა ჩაგეტენა იმდენი საჭმელი რამდენიც შესაძლებელი იყო. სასაცილო ვიყავი.
-კარგი,საყვარელია.უფრო სწორად სექსუალური.მორცხვი და თითქოს უკარებაა,საინტერესო ვინმეა-თვალებს ვატრიალებ.არ მომწონს ამაზე ლაპარაკი-და მაგას ნუ მეძახი-ღიმილის შეკავებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის.
-ხო შევამჩნიე-ხითხითებს და მუშტს მხარზე მარტყამს ხუმრობით.-მართლა ლამაზია-მამცნობს ხმამაღლა,რადგან მიშკა სიმღერას ამთავრებს და მუსიკა უფრო ხმაურიანი ხდება.
-უფრო ახლოს უნდა გაგვაცნო!-ლაპარაკში ებმება გულბიანიც,როცა ჩვენთან ბრუნდება და სამივე გალეწვამდე ვიწყებთ დალევას.
888
ბარის საპირფარეშოში სარკის წინ ვდგავარ და ჩემს ანარეკლს უემოციოდ ვაკვირდები.თვალზე სილურჯე ჯერ არ გადამსვლია.შუბლზე რამდენიმე შრამს ვხედავ და უკმაყოფილოდ ვვოხრავ.ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ,რომ მასწავლებელი ვარ და უფრო მშვიდი უნდა ვიყო.არამგონია კიდევ დიდხანს შევიგნო,რასაც გარეთ ბართან მსხდომი ბიჭები ადასტურებენ,რომლებიც მელოდებიან,როდის დავბრუნდები სმა რომ განვაგრძოთ.
-იდიოტი ხარ!-ვამბობ ჩემთვის,ნიჟარას ვშორდები და ელექტრო საშრობთან ვიცდი მანამ სანამ ხელი გამიშრება,როცა რაღაც ხმა მაიძულებს სწრაფად მოვშორდე ხელსაწყოს. კაბინიდან ქვითინი მესმის.ქალისას ჰგავს. თავს ვაიძულებ უბრალოდ შევეშვა,ჩემი საქმე არ არის,ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება,ჩემიც თავზე საყრელად მაქვს.თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ,როცა შინაგან მეს არ ვუჯერებ და კაბინის კარზე,რომლიდანაც ხმა ისმის ნელა ვაკაკუნებ.
-დახმარება გჭირდებათ?-ვჩურჩულებ.ცოთახნით ჩუმდება,მეც მექანიკურად სუნთქვას ვიკავებ.წამის შემდეგ საკეტი იღება,მეც ფრთხილად ვაღებ ბინძურ,ბილწი ნახატებით აჭრელებულ კარს და ადგილზე ვშეშდები უნიტაზზე ჩამომჯდარი გოგონას დანახვაზე.
-ანასტასია! კარგად ხარ?-მის სიმაღლეზე ვიხრები,რომ სახეზე დავაკვირდე.ვცდილობ აღელვება დავმალო,გოგონას თმას ყურს უკან ვუმაგრებ და თავს ზემოთ ვაწევინებ.ცრემლები სახეს უსველებენ,ლოყები კი ვარდისფრად აქვს შეფაკლული.ვერ ვიტყვი,რომ სასიამოვნოა მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება,მაგრამ იმასაც არ უარვყოფ,რომ ასეთიც კი მშვენიერია.-ტასო!-უხეშად წარმოვთქვამ მის სახელს.ვბრაზდები,როცა არ მპასუხობს.ხელებს მხრებზე ვხვევ და წამოდგომას ვაიძულებ.ცდილობს ტირილი შეიკავოს,ვამჩნევ,როგორ წითლდება,რის გამოც ჩემს მუცელში რაღაც სასიამოვნო გრძნობა იწყებს წარმოქმნას.
-ფეხზე დგომას შეძლებ?-ვეკითხები,ამჯერად უფრო მშვიდად.მხოლოდ თავს იქნევს უარის ნიშნად-კარგი.დამშვიდდი -ჩემდა გასაკვირად მზრუნველი ტონი მაქვს.ჰაერში ვწევ,ნიჟარებს შორის მარმარილოს ზედაპირზე ვსვამ და წყალს ვუშვებ.ხელებს ვისველებ და თითებით გაუბედავად ვეხები სახეზე გამოსაფხიზლებლად.ჯერ ლოყებზე,შემდეგი შუბლია,თვალები,ტუჩები... ჯანდაბა! არ მინდა დაუკმაყოფილებელ პედოფილ მასწავლებელს ვგავდე,რომელიც თავის ახალგაზრდა მოსწავლეებზე ცახცახებს! უბრალოდ მისი ტუჩემი საოცრად მიმზიდველია.
,,მხოლოდ 22 წლის ხარ იდიოტო“-ფრუტუნებს ჩემი ქვეცნობიერი,მაგრამ ეს სულაც არ მეხმარება დამშვიდებაში.
-უკეთ ხარ?-ჩემი ხმა უცნაურად ისმის.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ თვალს არ მაშორებს,ჯერ კიდევ ტირის მაგრამ მაინც ინტერესით აკვირდება ჩემს თითოეულ მოძრაობას.
-კი.მადლობა-ძვლივს მპასუხობს და თავიდან აწვება ემოციები.ვგრძნობ,როგორ მიჩქარდება პულსი.ვცდილობ დავაიგნორო ბავშვობის მოგონებები,დედაჩემი,რომელიც ცდის მიუხედავად მაინც ვერ მალავდა მის ნამტირალევ თვალებს ჩემგან, მამაჩემი და ჩვენი ერთად ცხოვრების 5 წელი.გოგონას ლოყაზე ვადებ ხელს და ნაზად ვეფერები.
-არ იტირო -მუდარასავით ჟღერს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ლოყაზე ჩამოცურებული ყოველი ცრემლის თითით შეშრობას ვცდილობ.
-მადლობა-თავს ვერ აკონტროლებს,ხელებს სახეზე იფარებს და შუბლს მკერდზე მადებს.ვცდილობ გულისცემა გავაკონტროლო.ისეთი უმწეოა და ისეთი დაუცველი...უცებ ვხვდები,იმის მოკვლა მინდება ვინც ამ დღეში ჩააგდო.
-ჩემი ვალდებულებაა.შენი მასწავლებელი ვარ,დაგავიწყდა?-ჩემი ნათქვამი მეთვითონ არ მსიამოვნებს.თვალებს ვატრიალებ და გაუბედავად ვადებ ხელს ზურგზე.მოულოდნელობისგან პირს ვაღებ,როცა გოგონა მშორდება,მაგიდიდან ჩამოდის და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს.გაკვირვებული ვაკვირდები,წარმოდგენა არ მაქვს რა დაემართა.
-უნდა წავიდე...-ხმა ებზარება.ვამჩნევ,რომ სახეზე იმადგაცრუება ეტყობა მაგრამ ვერ ვხდები რის გამო.-მადლობა.ისევ.-წამით ტუჩს იკვნეტს,იატაკს აშტერდება.მხოლოდ მაშინ მოვდივარ აზრზე,როცა კარს უკან უჩინარდება და ასე უპასუხოდ,გაოგნებულს მტოვებს კაცების საპირფარეშოში...
-ანასტასია!-როგორც იქნა აყროლებული საპირფარეშოდან გამოსვლას ვხვდები და გოგონას უკან მივყვები.ცდილობს მოცეკვავეებს გვერდი აუაროს,ისეთი სუსტია წამით ვჩერდები და ვაკვირდები.ცუდი განათების მიუხედავად მაინც ვამჩნევ,ისევ ტირის.რა დაემართა? იმედია რამე საშინელება არ გაუკეთეს...
თავს ვიქნევ სულელური ფიქრების გასაფანტად.
-ანასტასია-ვყვირი ისევ,ვუახლოვდები,თითებს მაჯაზე ვხვევ და კარისკენ მივდივარ. ბიჭები მამჩნევენ,ხელს მიქნევენ მაგრამ ვანიშნებ,რომ უნდა წავიდე.ანასტასიას დანახვაზე,რომელსაც პატარა ბავშვივით მივათრევ გარეთ სიცილს იწყებენ,მე კი უკმაყოფილებისგან ვვოხრავ.
-რა გინდა ჩემგან?-ყვირის ტასო,როგორც კი გარეთ გავდივართ.წარბებს ვკრავ მის ასეთ ცვლილებაზე.ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნება სახეზე.
-რა მინდა შენგან?-ირონიას ვერ ვმალავ მაგრამ მშვიდად ვკითხულობ.გოგონა ცრემლებს იწმენდს,წინ ჩამოყრილ თმას უკან ივარცხნის და განზე იხედება.თვალები ჩაწითლებული აქვს.
ჯანდაბა!
-მადლობა ხომ გადაგიხადე.რაღატომ მომყვები?გინდა თავი საბოლოოდ დამნაშავედ ვიგრძნო? ალბათ ესეც შენს მოვალეობაში შედის?-გაღიზიანებული ბუტბუტებს ტუჩის კვნეტით.თვალებში არ მიყურებს,მოუთმენლობა ეტყობა მაგრამ არ ვნებდები.ნაბიჯს მისკენ ვდგამ,ვშეშდები როცა შეშინებულ მზერას მაბყრობს და უკან იხევს.
-რა დაგემართა?
-არაფერი-ლუღლუღებს თავისთვის.-სახლში მინდა...
-წამოდი წაგიყვან-რაც შეიძლება თბილად ვამბობ,მისი ნდობის მოსაპოვებლად.
-არ შემიძლია-თავს იქნევს უარის ნიშნად და თვალებში ისევ ცრემლები უდგება-დედაჩემს ვუთხარი,რომ მეგობართან ვრჩები-მიხსნის მას შემდეგ რაც ჩემს გაკვირვებულ სახეს ამჩნევს.
სერიოზულად? ამას აკეთებს? მშობლებს ატყუებს და ბარებში დადის! როგორ შეუძლია ასეთ არსებას, უბრალოდ ენდოს ვიღაც იდიოტს და მარტო გაჰყვეს გადაკარგულ ადგილას! ალბათ არ იცის რამდენად მიმზიდველი და სასურველია საწინააღმდეგო სქესისთვის...
,,მოკეტე“-მიბღვერს ჩემი ქვეცნობიერი და წარბ შეკრული ცდილობს სირცხვილისგან არ მოკვდეს.
-კარგი.შეგიძლია ჩემთან დარჩე-თვალებს ვატრიალებ,მიუხედავად იმისა რაღაც მიზეზით მასთან უფრო მეტი დროის გატარება მინდა,მაინც არ მხიბლავს ის აზრი,რომ ჩემს ბინაში ჩემს გარდა კიდევ ვინმე დაიძინებს.
-რა? არა...მე...-იბნევა,თმას თითზე იხვევს ნერვიულობისგან.რატომ მგონია,რომ ჩემი ეშნია?
-სხვა ვარიანტი გაქვს?-წარბებს ზემოთ ვწევ.არ მინდა უხეში ვიყო მაგრამ არ გამომდის.-ანასტასია გადაწყვიტე.კიდევ ერთხელ არ გკითხავ-მოუთმენლად ვამბობ.
-კარგი-მორცხვად მიქნევს თავს.
888
-მადლობა-ჩურჩულებს ჩემს ლოგინზე ჩამომჯდარი.უკვე დაწოლას ვაპირებ.გადავწყვიტეთ მას ჩემს ოთახში,მე-მისაღებში,დივანზე დამეძინა.კარის ზღურბლზე ვჩერდები,კედელს ვეყრდნობი და წამით ვაკვირდები.არასდროს,არავინ ყოფილა ჩემს ოთახში! გოგონებს,რომელიც მყოლია არ ვაძლევდი სახლში მოსვლის უფლებას...კარგი! ვიცი რომ ეს არც ისე სამართლიანია! მაგრამ ისინი არ იყვნენ შეყვარებულები, ერთ დღიანი სექს პარტნიორისთვის ჩემი სახლის მისამართის ცოდნა არც ისე გონივრულია.
-მეტყვი რა დაგემართა?-წარბებს ზემოთ ვწევ,მაგრამ მალევე ვიცვლი ტონს და ვცდილობ უფრო თბილი ვიყო-გთხოვ.
-მითხრა,რომ...,მითხრა რომ მასთან თუ არ დავწვებოდი ჩემს მშობლებს აჩვენებდა ფოტოებს...რომლებიც დაამონტაჟა-ტირილის შეკავებას ცდილობს,რის გამოც გამუდმებით ტუჩს აწვალებს.-არ ვიცი როგორ მოახერხა! ღმერთო ჩემო...ფოტოებში სრულიად შიშველი ვარ.მასთან ერთად...ჩემმა მშობლებმა რომ გაიგონ არ დამიჯერებენ-თავს ვერ იკავებს,ცრემლები ჯებირებს სცდება და ლოყებს უსველებს.რამდენიმე წამი ადგილზე ვშეშდები.
აღარ მეგონა თუ ასეთი საცოდავი ტიპები არსებობდნენ.სიცილი მინდა მაგრამ როგორღაც ვჩუმდები.ალბათ თავს ცუდათ იგრძნობს...
-ჯანდაბა!-მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.ვუახლოვდები,მის წინ ვიმუხლები და ჩემს ტერფებზე ვკალათდები.-ბავშვო! არავინ,არავინ არის შენი ცრემლების ღირსი! იცოდე ეს-ვამბობ დარწმუნებით.მისკენ ვიხრები და ვერც ვაცნობიერებ ისე ვუტოვებ კოცნას მუხლზე.საოცრად ნაზი კანი აქვს. რაღაც უცნაურად ტკბილი სუნი ასდის მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ რისი უნდა იყოს.
-მადლობა-ჩუმად ლუღლუღებს.ვამჩნევ,როგორ უკრთის ღიმილი ტუჩის კუთხეში.ისეთი ლამაზია ამ წამს.ცრემლებით შენამული ლოყა ნათურის შუქცე უბრწყინავს.
-თუ კიდევ ერთ მადლობას იტყვი ნიშანს არ დაგიწერ-ვამბობ ხუმრობით.როგორც იქნა იცინის. ბავშვური,საყვარელი სიცილი აქვს.
-კიდევ მომიყევი იმ ბიჭზე...
-ჩემი მეგობრის ძმაა. მე და სოფი ფაქტობრივად მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს ვიცნობთ. მაგრამ ეს ნამდვილად არაფერს ნიშნავს მისთვის. ბავშვობაში სულ მაწვალებდა,სიმართლე რომ ვთქვა ვერ ვიტანდი... ახლა კი,როცა წამოვიზარდეთ, სულ კუდში დამდევს და სხვაზე არაფერზე და არავისზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევს, უცნაურად მიყურებს და მიუხედავად იმისა, ცოტა მაშინებს, მაინც ზემოქმედებსჩემზე და ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მომწონს. ახლა კი ვხვდები,რომ ის უბრალოდ ავადმყოფია...აი ასე. არც კი მესმის,ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს ასეთი რამ აზრად... სურათების დაფოტოშოპება და შანტაჟისთვის გამოყენება.ღმერთო ჩემო...-თვალები ცრემლით ევსება.
-აღარ იტირო. ყველაფერი მოგვარდება.კარგი?!-მის ხელს ჩემსაში ვიქცევ და მაგრამ ვუჭერ,რომ იგრძნოს მის გვერდით ვარ. ჩემი გონება ავტომატურად იმახსოვრებს მის შეხებას. მინდება სხეულიდან ამოვიდე და ამ პატარა გოგონასთვის შეუძლებელი შევძლო.რომ აღარასდროს ვნახო ასეთი დამსხვრეული...
-ძილინებისა ანასტასია!-ვახველებ,ვსწორდები და ჩვეულ გამომეტყველებას ვღებულობ.
-ძილინებისა მას.-ჩურჩულებს და იცდის სანამ მარტო დავტოვებ.


გამარჯობა გადავწყვიტე დავასრულო ეს ისტორია. მივმართავ მათ,ვისაც შემორჩით და გახსოვთ საერთოდ და მათაც ვინც ახლა წაიკითხეთ, გპირდებით მალე დავდებ, მაგრამ თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში იმედი მაქვს ისიამოვნებთ (ცოტათი მაინც) ან დროს მაინც მოკლავთ heart_eyes



№1  offline წევრი Notyourbabe

მიხარია რომ აგრძელებ.
მომწონს შენი წერის სტილი და შენი პერსონაჟების ინდივიდუალურობა.
იმედია გაგრძელებას მალე დადებ.
საინტერესო მწერალი ხარ და მიხარია რომ არ გაუჩინარდი <3

 


№2 სტუმარი სტუმარი Grafo

თუ ასრულებ თავიდან რატომ იწყებ?

 


№3  offline წევრი annabelle

Notyourbabe
მიხარია რომ აგრძელებ.
მომწონს შენი წერის სტილი და შენი პერსონაჟების ინდივიდუალურობა.
იმედია გაგრძელებას მალე დადებ.
საინტერესო მწერალი ხარ და მიხარია რომ არ გაუჩინარდი <3

მადლობა დიდი .???? ვეცდები მალე დავდო ხოლმე და დავასრულო ????????

სტუმარი Grafo
თუ ასრულებ თავიდან რატომ იწყებ?


რაღაცები ჩავასწორე???? თან ვფიქრობ აღარ ახსოვთ ????

 


№4 სტუმარი ეკა

გამარჯობა, მართალია ოთხი წლის შემდეგ ვაკომებ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ეს ისტორია გაგეგრძელებინათ :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent