შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებით მოთამაშე [7]


30-06-2019, 07:15
ავტორი მე♥
ნანახია 1 871

მაცივრიდან წინა დღეს ლიას გაკეთებული აჯაფსანდალი გამოიღო და თეფშზე ცივად დაიდო. სახლში საჭმელს გიოს გამო აკეთებს, ისიც ძალიან იშვიათად, ფიზიკურად არ აქვს ამისთავის დრო. დრო როდესაც აქვს ენერგია არ ჰყოფნის. ამიტომაც დედა მაქსიმალურად ცდილობს შვილს და შვილიშვილს გემრიელობები არ მოაკლოს. თანაც გიოს თქმით ლეას არც თუ ისე გემრიელი კერძები გამოდის, როგორიც ბებიას ამიტომაც კულინარიული საქმეები მთლიანად მას გადააბარა და დეიდას სამზარეულოში შესვლის უფრლება მხოლოდ კრიტიკული სიტუაციების დროს დართო.

-“გემრიელი იყო, მაგრამ ცოტა იყო.”_გულუბრყვილოდ ჩაიტიტინა და ლეას გაკვირვებულ თვალებს ჩააშტერდა.

-“რას გულისხმობ? გეთქვა და დაგიმატებდი.”

-“არა, ცოტა იმიტომ იყო რომ უფრო მეტი დამწვარი იყო.”

თავის ენაზე ეტიტინებოდა და თან ცდილობდა მასში წყენა არ გამოეწვია. გიოს მსგავსი დამოკიდებულება პირველი არ არის, ლეასთან ყოველთვის ძალიან ფრთხილი და ფაქიზია. 4 წლის ასაკში ძალიან დაკვირვებული არჩევს სიტყვებს, რომლითაც დეიდასთან დიალოგს ადგენს. არა მარტო ლეას მიმართ, ზოგადად ყველასთან მიმართებაში ძალიან მორიდებული და ყურადღებიანია, უნდა რომ ყველა ბედნიერი და გახარებული იყოს როდესაც მასთან საუბრობენ.

-“ანუ დაბრაწული კარტოფილი არ მოგწონს?”_ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა ლეამ და გვერდით მიუჯდა. გიომ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ქვედა ტუჩი დაბრიცა. _”კარგი, მაშინ მოდი ასე შევთანხმდეთ. როდესაც ჩემი გაკეთებული კერძი არ მოგეწონება გულახდილად მითხარი და ვეცდები რომ შემდეგში გამოვასწორო. კარგი?”_ხელი გაუწოდა და ლამაზად აგიზგიზებული თვალები შეანათა. ბავშვმა ღიმილით დაუქნია თავი და ხელზე თავისი პატარა თითები მოუჭირა. _”შენ თუ მეტყვი რომ კერძს რაღაც აკლია, მე უფრო დავიხვეწები და სხვა დროს უფრო გემრიელად მოგიმზადებ.”_მისკენ დაიხარა, ცალი ხელი მხრებზე მოხვია და ტუჩები საფეთქელზე მიადო.

-“დედა გემრიელ კარტოფილს წვავდა?”_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თავისი პატარა ხელები დეიდას წელზე მჭიდროდ მოხვია. ლეამ ღრმად ამოისუნთქა, ღიმილით გახედა დის სურათს და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

-“კი, დედა ყოველთვის გემრიელ კერძებს აკეთებდა. ჩემზე ყოველთვის ის ზრუნავდა.”_ბედნიერმა ცრემლმორეულმა გაიხსენა დასთან ერთად გატარებული დღეები და თვალები დახუჭა._”ვეცდები რომ ოდესმე ზუსტად ისეთი გემრიელი კერძი გაგასინჯო როგორსაც დედა მე მიკეთებდა.”

***
თეფში მაგიდაზე დადო და სკამზე ფეხმორთხმული დაჯდა. ხელი ჩანგლისკენ წაიღო მოულოდნელად მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა. გადაღლილმა თავი უკან გადააგდო, ხმამაღლა ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. მისაღებში, პატარა მაგიდაზე ათამაშებული ტელეფონი სწრაფად აიღო და ეკრანს დახედა.

-გისმენთ. _როგორც წესი დაფარული ნომრიდან ყოველთვის საქმიან საკითხზე ურეკავენ, ამიტომ ტონიც შესაფერისი ჰქონდა.

-ლეას ვესაუბრები?_მამაკაცის ხმა ეცნო, თუმცა მაინც ვერ მიხვდა ვის ესაუბრებოდა.

-კი.

-ტიტე ამირეჯიბი ვარ, თქვენთან შეხვედრა მსურს. _მამაკაცს კატეგორიული ტონი ჰქონდა.

-თუ საიდუმლო არ არის შეხვედრის მიზეზი რომ ვიცოდე. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა.

-იგივე წინადადება მინდა შემოგთავაზოთ, მაგრამ ამჯერად უფრო სასარგებლო.

-ბატონო ტიტე, მეგონა რომ ჩემი ნათქვამი თქვენთვის გასაგები და საბოლოო იყო, მაგრამ როგორც სჩანს ასე არ არის. უკვე გითხარით რომ ხერგიანების კომპანიასთან კონტრაქტი გავაფორმე, რომლის დარღვევის სურვილიც არ მაქვს. თანაც თქვენი კომპანიისადმი ინტერესი ძალიან დიდი ხნის წინ გამიქრა. ასე რომ, გთხოვთ მსგავსი წინადადებით აღარ დამირეკოთ.

ხმაში სიმკაცრე შეეპარა, მამაკაცის პასუხს თავხედურად არ დალოდებია და ტელეფონი სიტყვის დასრულებისთანავე გათიშა. რომ იცოდეს რომ ტიტეს ნამდვილად მისი კომპანიის მიმართ აქვს ინტერესი და ლეასთან თანამშრომლობა გულწრელად სურს, დიალოგს სხვანაირად წარმართავდა, მაგრამ ახლა ეჭვიც არ ეპარება რომ ტიტეს ალექსთან დაპირისპირების გამო სურს ქალთან ურთიერთობის დაწყება

***

დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, აბურდული საწოლიდან თავი ნახევრად გამოყო და ტელეფონის ძებნა თვალდახუჭულმა დაიწყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზარი ტუმბოდან კი არა საწოლიდან ისმოდა. უშედეგო ძებნით დაღლილმა თვალები გაახილა და გარშემო მიმოიხედა, ბოლოს საბანი ოდნავ მაღლა ასწია და საწოლის ბოლოში ჩაცურებულ ტელეფონს უკმაყოფილო სახით გახედა.

-დილით 10 საათია, შენ კიდევ ისევ გძინავს. 8 საათზე მარტო იმიტომ გავიღვიძე რომ ლექციაზე არ დამეგვიანა... _ძილბურანში მყუფს ლადოს გამაღიზიანებელი ხმა ყრუდ ესმოდა.

-დღეს შაბათია და რომელ ლექციაზე მიდიხარ? თომას მიჰყავხარ სადმე?_ცინიკური ხმით იკითხა და ტელეფონი ყურზე დაიდო.

-მიუხედავად შენი მდგომარეობისა დღეები არ დაგვიწყებია, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ კომპანიაში მუშაობამ შენი ტვინის უჯრედების აღდგენას ხელი შეუწყო. _სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა. _ კარგი, მორჩი მაიმუნობას და 2 საათზე ჩემთან გამოდი._სწრაფად შეცვალა თემა და ტონი.

-2 საათზე შენთან რა ხდება?

-არაფერი, დედაჩემა პილმენებს გავაკეთებ და ბიჭებს დაურეკე მოვიდნენო. სიმართლე რომ გითხრა მერჩივნა მარტო მეჭამა, მაგრამ დედას ვერ ვაწყენინებ, ასე რომ გელოდებით. და ხო, მიყვარხარ. _ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ტელეფონი ხარხარით გათიშა. ალექსმა უკმაყოფილოდ გადააგდო ტელეფონი ყურიდან და ძმაკაცის მოსმენით გადაღლილმა თავი ბალიშში ჩარგო.

***
სააბაზანოდან წელს ზემოთ შიშველი გამოვიდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა, საუზმის გასამზადებლად. მართალია ნინა ყოველთვის საყვედურობს რომ სახლს სათანადოდ არ უვლის და არც კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ის რაც მამაკაცს სჭირდება ყოველთვის წესრიგში აქვს. უბრალოდ ქალბატონები ყველა წვრილმანს სხვანაირად უყურებენ, მაგალითად ალექსი ვერასდროს მოიფრებს რომ გარდერობის თავზე შეიძლება 1 კვირის განმავლობაში მტვერი დაგროვდეს. მიუხედავად დის დაჟინებული მოთხვნისა, დამხმარე ქალბატონი მაინც ჰყავს, რომელიც თვეში ერთხელ განსაკუთრებულ რიტუალებს ატარებს მამაკაცის სახლში, დანარჩენ დღეებში თავად უმკლავდება სახლში არსებულ ბაქტერიებს.

“-რამდენჯერ გაგაფრთხილე, იატაკზე მტვერსასრუტს ნუ ხმარობ. სულ დახაზულია _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა მაკამ და დახაზულ იატაკს თითი დაუსვა. “

განსაკუთრებით მსგავსი საყვედურებით გამოირჩევა დამხმარე ქალბატონი, მაგრამ მტვერსასრუტზე მარტივი გზა ალექსმა ვერ იპოვა.

ნახევრად შემწვარი კვერცხი თეფშზე დაიდო და მაცივრიდან ცივი წყლით სავსე გრაფინი გამოიღო.

მთელი ღამე მარგარეტის ეჭვნარევ ტონზე, ლეას და მისი მეუღლის მოულოდნელად ქორწინებაზე, ბავშვზე და ლეას უცნაურ ზარზე ფიქრობდე. ამ შემთხვევაში დარწმუნებულია რომ მარგარეტი არ ცრუობს, ყველა ემოცია ძალიან გულწრფელი და რეალური იყო. ლეას მიმართ არსებული აგრესია გამორიცხულია მისი თამაშის ნაწილი ყოფილიყო.

საკუთარ თავთან არსებული ბრძოლები ჯერ კიდევ ვერ მოიგო და ვერც დაასრულა, მიუხედავად იმისა რომ ლეას ოჯახური მდგომარეობა იცის ქალზე ფიქრს მაინც ვერ წყვეტს, გამუდმებით მისი დიდი და წითელი ტუჩები უტრიალებს თავში, მისი მოხდენილი და ნაზი სიარული, გამოყვანილი წელი და გრძელი ფეხები. საუბრის დროს ათამაშებული თითები, ეს ყველაფერი იმდენად ღრმად აქვს გონებაში ჩაბეჭდილი რომ ვერც ლეას ქმრის არსებობამ შეცვალა რაიმე. მაგრამ ქალთან ფლირტს აღარ აპირებს. ეს ყველაფერი დროებითია, ადრე თუ გვიან ლეას სურვილი გადაუვლის და ყველაფერი ძველებურად იქნება.

***

-და რა მოხდება თუ ეტყვი რომ ლაშა შენი ქმარი არ არის და არც გიორგია შენი შვილი?_გაკვირვებულმა გადახედა მეგობარს და ყავის ფინჯანი წინ დაუდგა.

-იმდენად ღრმად ვარ უკვე ამ ტყუილში ჩაფლული, რომ თავადაც კი მიჭირს რეალობის და ტყუილის გარჩევა. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და ფინჯანი აიღო. _გუშინ საკუთარი თავი ვერ გავაკონტროლე დავურეკე და იმის ახსნა დავუწყე რომ მარგარეტის არცერთი სიტყვა დაეჯერებინა. ხვდები როგორი სულელი ვარ?_საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა.

-მე მგონი ეგ რჩევა სხვა დროსაც გამოადგება._ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა თინიმ და მეგობარს თვალი ჩაუკრა. _მარგარეტის ნდობა ორ ნაბიჯზე არ შეიძლება. მე მგონი უმჯობესი იქნება სხვა მხრივაც თუ გააფრთხილებ._ტონი შეიცვალა და მეგობარს სერიოზული გამომეტყველებით დააკვირდა. ლეამ თავი რამდენჯერმე გააქნია და ყავა მოსვა.

-არა, არა. შესაძლოა მის მიმართ სერიოზული გრძნობები ჰქონდეს და მარგარეტის ცხოვრებაში ასე უხეშად შეჭრის უფლება, აღარ გვაქვს.

-როდის ერთხელ შეიჭერი მარგარეტის ცხოვრებაში, თანაც უხეშად?! პირიქით, ქორწილის დღეს მომხდარს ვერასდროს ჩამოირეცხავს იმ უსირცხვილო მხრებიდან. _გაბრაზებულმა დაუბრიალა მეგობარს თვალები.

-თინი, შენ ხომ იცი რომ მარგარეტის ასაკში ნებისმიერი ეგრე მოიქცეოდა. 1 უგონოდ შეყვარებული 17 წლის გოგონა იყო, რომელსაც შეყვარებულმა იმედები გაუცრუა. ჩემი სულელი დის ბრალი იყო, როდესაც ლაშსთან ერთ ღამიანი ურთიერთობა მოისურვა. მარგარეტი მსხვერპლია, რომელსაც იმ დღეს სხვა გზა არ ჰქონდა.

-ხო, მაგრამ შენ დამცირებას მაინც ვერ ვპატიობ.

-მაგას მეც ვერასდროს ვაპატიებ, მაგრამ მის ცხოვრებაზე თამაშს არ ვაპირებ. თუ ალექსი მასთან თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია, იყოს ისე, როგორც თავად მოისურვებენ. მე გათხოვილი ქალის სტატუსი მაქვს, რომელსაც მამაკაცებთან ფლირტი არ შეშვენის. _ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და მეგობარს ოდნავ გაუღიმა.

-ვერ გცნობს არა?_მეგობრის ცრემლების მიზეზს უსიტყვოდ მიხვდა. ლეამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია.

-მაშინ კარგად არც გვინახავს ერთმანეთი, უბრალოდ ერთ ბანაკში ვისვენებდით და ლოგიკურია რომ არ ვახსოვდე.

-და შენ რატომ გახსოვს?

-იმიტომ რომ მე მასზე 3 წლით უფროსი ვარ.


ლადოსთან მისულს ბიჭები უკვე იქ დახვდა. ყველას ერთად მისაღებში მოეყარა თავი და დაბალი მაგიდის გარშემო წრეზე მოკალათებულები რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ.

-შენთვის განსაკუთრებული პილმენები შევახვიე. _კარებთან მდგარმა ქალმა ღიმილით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. ალექსმა თბილად მოხვია მხარზე ხელი, საფეთქელზე აკოცა და ბიჭებისკენ გადაინაცვლა.

-ალექსს ეცოდინება. _მამაკაცის დანახვისას სხარტად წარმოიძახა ლადომ და მის გვერდით, თავისუფალ ადგილზე ხელი დაარტყა. _დაჯექი და ყურადღებით მომისმინე. _აფორიქებულმა ჩაილაპარაკა და ცინიკურად მომღიმარ მეგობრებს წარბწეულმა გადახედა. _უნივერსიტეტიდან საზაფხულო შვებულება გვაქვს მთელ კურსს, გუშინ კიდევ ჩემმა ლექტორმა მომწერა რაღაც საბუთები გაქვს უნივერსიტეტში მოსატანიო.

-და გაინტერესებს მოსწონხარ თუ არა?_სიცილნარევი ხმით იკითხა და სიცილისგან ატირებულ აკოს თვალი ჩაუკრა.

-სექტემბერში ვერ მივიტანდი იმ საბუთებს?_როგორც იქნა მისი და ლექტორის ურთიერთობაში ნათელი სხივი გამოჩნდა, ესენი კიდევ ყველანაირ იმედს უკლავენ.

-არ გაინტერესებს ლექტრომა სად მიწერა?_საუბარში დიტო ჩაერთო. _ჯგუფისთვის შექმნილ, საერთო ჩათში. _ბოლოს ვერც მან შეიკავა სიცილი და მეგობარს ხმამაღლა დასცინა.

-კარგი გეყოფათ, თორემ ისეთი თვალებით იყურება, ხვალ დილით ყველას უცნაურ პოზაში გვიპოვიან. _ღიმილით ჩაილაპარაკა ალექსმა და ბიჭს მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი. _შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. _ტონი რადიკალურად განსხვავებული გაუხდა, ყველა მიხვდა რომ თემა რომელზე საუბარსაც ალექსი აპირებდა მისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო. ხვალ ემილია ჩამოდის თბილისში და მინდა რომ დახვდე. _გოგონას სახელის ხსენებისას ღიმილით შეეპარა ტუჩის კუთხეში ალექსს. ლადომ დაეჭვებულმა გადახედა მეგობარს შემდეგ კი ყველას სათითაოდ მოავლო მზერა.

-რატომ შეიცვალე აზრი?_წარბები უცნაურად შეჭმუხნა და დაკივრვებით შეათვალიერა.

-რა აზრი შევიცვალე?

-რატომ გინდა რომ მე დავხვდე? ხომ მითხარი ფეხს მოგამტვრევო.

-მე გითხარი რომ უნდა დახვდე და სახლში მიიყვანო და თუ გავიგებ რომ წაეფლირტავე, მერე ორივე ფეხს მოგამტვრევ! _საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიადო და შუბლშეკრულმა მკაცრად გააფრთხილა.

***
დაღლილმა და მთელი ღამის უძილომ თავი მაგიდაზე დაწყობილ ხელებზე დადო და თვალები დახუჭა. ძალიან დიდი სიამოვნებით დარჩებოდა რამდენიმე საათი ამ პოზაში და არაფერს გააკეთებდა.ს] თითქოს მთელი სხეულით მოეშვა, ფიქრებიც შორს გაფანტა და ახლა საშუალება აქვს რომ ყველანაირი ემოციისგან განთავისუფლებულმა მშვიდად დაიძინოს. თუმცა მისი სიამოვნება წამიერი აღმოჩნდა, კაბინეტის კარზე გაბმული კაკუნი გაისმა. უკმაყოფილომ ხმამარლა ამოისუნთქა, თავი მაღლა ასწია და წელში გასწორდა.

-შემოდი.

-თქვენთან არიან.

-ვინ არის?

-ბატონი ალექსანდრე ხერგიანია.

მამაკაცის სახელისა და გვარის გაგონებისთანავე ფეხზე წამოხტა და ტანზე მომდგარი კაბა შეისწორა. უფროსის ქცევით გაკვირვებუმა მდივანმა თავი ოდნავ მარჯვნივ გადასწია და ახლა თმების შესწორებით გართულს დააკვირდა.

-შემოვუშვა?_დაბნეულმა ჰკითხა და წელში გასწორდა. ლეამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მისკენ შეტრიალდა.

აოფირიაქებული ელოდა მამაკაცის გამოჩნეას, მასთან შეხვედრის დროს ყოველთვის ასეთი აღელვებულია. იმედი აქვს რომ ალექსი ვერ ამჩნევს მის აკანკალებულ მუხლებს და ათრთოლებულ თითებს, როდესაც ესუბრება. აჩქარებულ გულზე ხელისგული მიიდო და ქვედა ტუჩი კბილებით მოიკვნიტა. კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა, შემდეგ კი კაბინეტში ხერგიანი გამოჩნდა. მისი დანახვისას სახეზე ღიმილმა გადაურბინა, თავი მსუბუქა დაუკრა მამაკაცს და მისკენ წავიდა.

-გამარჯობა. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ხელით სავარძელზე მიუთითა. _ალბათ ყავა. _თავისი ადგილი დაიკავა და თითი ოფისის ტელეფონისკენ წაიღო.

-არა, გმადლობ. _ცივი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-კარგი. დაუგეგმავი ვიზიტის მიზეზი?_საქმეზე გადავიდა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-მინდოდა ჩემი პარტნიორის ოფისი მენახა, მაინტერესებს როგორი ხარ აქ ყოფნის დროს.

-ზუსტად ისეთი როგორიც შენ ოფისში ყოფნის დროს.

ალექსს ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაეცინა, ფეხზე წამოდგა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ფანჯრისკენ წავიდა. ლეამ მამაკაცის განიერ მხრებს ვნებიანი მზერა გააყოლა და თავადაც ფეხზე წამოდგა.

-გუშინდელზე მინდა გესაუბრო, უფრო სწორად მინდა რაღაც გითხრა. _საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ახლა მთელი არსებით სურდა. უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ ეთქვა სიმართლე. _მინდა ჩემზე და ჩემს....

-ქალბატონო ლეა. _საუბარი კაბინეტში დაუკითხავად შემოსულმა მდივანმა შეაწყვეტინა. გაღიზიანებული მიტრიალდა მისკენ და თვალები ემცოიების შესაკავებლად რამდენიმე წამით დახუჭა.

-რა მოხდა?

-ბატონმა ლაშამ დარეკა. ტელეფონზე გირეკავდათ, მაგრამ არ უპასუხეთ... გიორგის მაღალი სიცხე აქვს.

ბავშვის სახელის ხსენებაზე გონებიდან ყველა ის სიტყვა წაეშალა რის თქმასაც ალექსისთვის აპირებდა. ანერვიულებული ინსტიქტურად წავიდა ჩანთისკენ, ხელში აიღო და გასასვლელისკენ ისე წავიდა რომ მამაკაცისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
არ ახსოვს როგორ ჩაიარა რამდენიმე სართული, როგორ მოხვდა მანქანის სადგომზე და როგორ იპოვა საკუთარი მანქანა. გიორგის ცუდად ყოფნაც კი გულს უკლავს, სიცხიანი გიორგის ხსენებაზე კი ყველა და ყველაფერი დაავიწყდა.
ჩანთიდან მანქანის გასაღები ამოიღო.

-ამ მდგომარეობაში მანქანას ვერ მართავ._ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა._მე წაგიყვან. _იგრძნო როგორ შეეხო მის სუსტ მაჯას მამაკაცის ძლიერი თითები. დაბნეულმა ხელს დახედა, შემდეგ კი მანქანისკენ წასული მამაკაცის ზურგი შეათვალიერა.

-მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა..._ჩურჩულით ამოილუღლუღა და ალექსის მანქანის წინ გაჩერდა.

-არა მგონია ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოს, ასე რომ სხვა დროს მეტყვი.


"""""""""""""""""""

უღრმესი მადლობა ყველას... ძალიან მახარებთ და მაბედნიერებთ. დიდი იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ. <3



№1  offline წევრი დარინა

უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს წყვილი უკვეე, ველოდები როდის გაიგებს ალექსი სიმართლეს, რომ მოქმედებს დაიწყოს დარწმუნებული ვარ სიმართლის გაგების შემდეგ ლეას მოსვენებას აღარ მისცემს.

 


№2  offline წევრი Veronika

ნუ სასწაული!
ვისიამოვნე, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ❤️
ვგიჟდები ლადოზე :დ აი ძაალიან საყვარელიაააა

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

იმდენად პატარა და თითქოს უშინაარსო თავებია კითხვის სურვილს მიკარგავს ????

 


№4  offline წევრი kasssi

ძალიან იგვიანებ და თან პატარა თავებს დებ ძალიან )ისეთი თავებია ვერაფერს ვერ ვიგებ უკვე 7თავია,მაგრამ ვერ გავიგე სრულყოფილად შინაარსი)თითქოს უინტერესოდ წერ ამ ისტორია,მე შენი ფანი ვარ,მართლა,ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს და თითქმის ყველა ჩემი ფავორიტია)მაგრამ ეს რაღაც მოვალეობის მიზნით დაწერილს გავს,სამწუხაროდ))მაინც წარმატებები შენ,მაინც მომწონს ალექსი და ლეა)და კაი იქნებოდა ლაშა და მარგარეტი,რომ ერთად დარჩნენ))

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია . ოღონდ ნუ აგვიანებ.

 


№6 სტუმარი მე cio

Tu ar shewuxdebit mitxarit rogor vnaxo wina tavebi

 


№7 წევრი Mai dire mai

მშვენიერია,გელოდებოდი ♥️♥️

 


№8  offline მოდერი მე♥

დარინა
უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს წყვილი უკვეე, ველოდები როდის გაიგებს ალექსი სიმართლეს, რომ მოქმედებს დაიწყოს დარწმუნებული ვარ სიმართლის გაგების შემდეგ ლეას მოსვენებას აღარ მისცემს.

უღრმესი მადლობა... ძალიან მიხარია თუ მოგწონს <3 ვეცდებით მალე გაიგოს. <3
Veronika
ნუ სასწაული!
ვისიამოვნე, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ❤️
ვგიჟდები ლადოზე :დ აი ძაალიან საყვარელიაააა

ვერონიკა, უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3
სტუმარი gvantsa
იმდენად პატარა და თითქოს უშინაარსო თავებია კითხვის სურვილს მიკარგავს ????

ვწუხვარ. <3
kasssi
ძალიან იგვიანებ და თან პატარა თავებს დებ ძალიან )ისეთი თავებია ვერაფერს ვერ ვიგებ უკვე 7თავია,მაგრამ ვერ გავიგე სრულყოფილად შინაარსი)თითქოს უინტერესოდ წერ ამ ისტორია,მე შენი ფანი ვარ,მართლა,ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს და თითქმის ყველა ჩემი ფავორიტია)მაგრამ ეს რაღაც მოვალეობის მიზნით დაწერილს გავს,სამწუხაროდ))მაინც წარმატებები შენ,მაინც მომწონს ალექსი და ლეა)და კაი იქნებოდა ლაშა და მარგარეტი,რომ ერთად დარჩნენ))

პირველ რიგში უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მიუხედავად ყველაფრისა კითხულობ. რაც შეეხება დაგვიანებას, ამაზე პირველი თავში ვისაუბრე და ვთქვი რომ ისტორიის ახალი თავი კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაიდებოდა, პირობას ვასრულებ და კვირაში ერთ თავს ვდებ. მეტის საშუალება რომ მქონდეს უფრო მეტს დავწერდი და უფრო მეტჯერ დავდებდი ახალ თავს. ამ მხრივ ჩემი პასუხისმგებლობა მკითხველთან რაღაც მხრივ მოგვარებული მაქვს, ყველა გავაფრთხილე რომ ისტორია კვირაში რამდენჯერმე არ აიტვირთებოდა. <3 თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ცუდია დაგვიანება.

არ ვიცი როგორი გუნებით კითხულობ, მაგრამ ჩემთვის ეს ისტორია ძალიან ძვირფასია და ვერ ვიტყვი რომ ცუდი განწყობით ვწერ, ან უგულოდ... ყოველთვის ერთი და იგივე ემოციის მომტანი ვერ იქნება ისტორია, ეს ბუნებრივია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ავტორი მასში რაიმეს უემოციოდ აკეთებს. მე ვთვლი რომ ამ ისტორიის სიუჟეტები ისე ვითარდება როგორც ამ ისტორიას სჭირდება. ეს მოეწონება მკითხველს თუ არა უკვე მასზეა დამოკიდებული და მე აქ ჩარევის უფლება ნამდვილად არ მაქვს. <3 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
სტუმარი მანანა
ძალიან კარგია . ოღონდ ნუ აგვიანებ.

მაქსიმალურად ვცდლობ თავისუფალ დროს მხოლოდ ვწერო,. დიდი მადლობა <3
მე cio
Tu ar shewuxdebit mitxarit rogor vnaxo wina tavebi

ჩემ პროფილზე გადადით და სიახლეების კატეგორიაში ნახავტ ყველა თავს. <3
მაია❤
მშვენიერია,გელოდებოდი ♥️♥️

უდიდესი მადლობა <3


______
ვეცდენი ახალი თავი მალე დავწერო <3
--------------------
ა.ა

 


№9 სტუმარი სტუმარი მერი

რას ელოდებიიიი?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent