შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ +18 (3)


5-05-2019, 22:09
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 848

თქვენო აღმატებულებავ +18 (3)

- პირველად მამაშენის ბარში დაგინახე. აწ უკვე თქვენს ბარში, თქვენო აღმატებულებავ. - გაეღიმა ჰაიდენს. მთელი არსებით გადაშვებულიყო მოგონების იმ ნაწილში, როცა მის ცხოვრებაში გამოვჩნი. ვფიქრობ, ეს გამოჩენა, მისთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდა.
- როგორ ფიქრობ, სჯობდა, საერთოდ არ დაგენახე? - მემგონი, რა პასუხიც არ უნდა გეცა და რაც არ უნდა ეფიქრა, ჭეშმარიტება მხოლოდ ერთი იყო: ნამდვილად სჯობდა, არც ერთი ადამიანის ცხოვრებაში არ გამოვჩენილიყავი. თითქოს მოსიარულე შავი კატა ვიყავი. სულ არ იყო საჭირო, ვიღაცის წინ გადამერბინა. ისედაც გაუცნობიერებლად ვურევდი მათ ცხოვრებას.
- სისულელეს ამბობ... ცალ ხელში ვისკის ჭიქა გეჭირა, ცალში სიგარეტი. შინდისფერი კაბა ისე მჭიდროდ მოგკვროდა, როგორც ახლა გეკვრი ხოლმე. თვალები დაგეხუჭა, სიგარეტის გამონაბოლქვს ნაზად უშვებდი პირიდან და დახვეწილად არხევდი შენს სხეულს ცოცხალი მუსიკის ფონზე. პირველად გავაანალიზე, რომ თვითონ სიტყვა „ღამეც“ კი უძლური გახდა თავისი შინაარსის მიმართ. მან ყველა თავისი განმარტება დაკარგა და მხოლოდ შენი თმის მეტაფორად გარდაიქმნა. მეგონა, ერთხელ მაინც თუ არ გამიღიმებდი, ერთხელ მაინც თუ ვერ ვიხილავდი შენს გახსნილ ბაგეებს, სამყაროში ყველა ქალს რომ ჩემით ყურებამდე შეყვარებულს ევლო, ვერც ერთ მანთგანს ვერ გავივლებდი გულში. შენ ერთადერთი გახდი, რომლისგანაც ღიმილის გარდა, არაფერზე ვოცნებობდი.
- და მაინც არ გამეცანი - ყელში ისე ნაზად ვაკოცე, მეც კი გამიკვირდა, ჩემნაირი მხეცისგან.
- შენ ყოველ დღე ვიღაც გეცნობოდა ვივიენ. ყოველ დღე ხედავდი, რომ შენით სულდგმულობდნენ. ძალიან ბანალური იქნებოდა, ხელზე ამბორით და მოჯადოებული თვალებით დამეწყო ურთიერთობა.
- ამიტომ შავი ვარდები არჩიე? - ვკითხე მოულოდნელად.
- საიდან გაარკვიე, რომ მე ვიყავი? - გაოგნდა.
- ახლა, როცა განვლილ წლებს გადავხედე, მივხვდი. ჭკვიანი ხარ. ზედმეტად ჭკვიანიც კი. ჩემი ერთ-ერთი უბრალო მორალი ის იყო, რომ თაყვანისმცემლებისგან არ ამეღო საჩუქრები. გამონაკლისს მხოლოდ ყვავილები და ტკბილეული წარმოადგენდა ერთი მიზეზის გამო: ყვავილები ძალიან სპეტაკი ყურადღების გამოვლინებაა და ტკბილეულზე უარს ვერასოდეს ვამბობ. მანქანებსა და ბრილიანტებს მე დამცირებად ვთვლიდი. ეგ უკანასკნელი ისედაც არ მაკლდა. ყვავილი კი სასიამოვნოა. ვფიქრობდი, არანაირი იმედი არ მიეცემოდა კაცს, რომლის ვარდებსაც დავიტოვებდი. თან მე მომწონდა კაცი, რომელიც არასოდეს ამჟღავნებდა საკუთარ თავს. შენ არ მოსულხარ და არ გითქვამს, როგორ გიყვარდი და ამიტომაც მიგზავნიდი საჩუქრებს. გამონაკლისი იყავი მუდამ ჰაიდენ.
- თქვენც ზედმეტად ჭკვიანი ხართ თქვენო აღმატებულებავ - დეკოლტეზე თავისი ტკბილი ტუჩები დამამჩნია.
- წავიდეთ ჰაიდენ?
- წავიდეთ საყვარელო.
როგორი კარგი დროც არ უნდა გამეტარებინა გარეთ, სახლში მუდამ მყუდროებასა და სიხარულს ვგრძნობდი. რაც ჰაიდენის სახლის რემონტი დავასრულეთ, პიანინოსთან მჯდარი არ ვყავდი ნანახი. ქორწინების შემდეგ, მის მყუდრო კერას დაუნდობლად დავატყე ჩემი ხელი და ყველაფერი შევცვალე: კაბინეტში დიდი მუხის მაგიდა შევიტანე, რომელთანაც ორი ადამიანის ადგილი იყო, აგრეთვე, შესაბამისი ფერის თაროებით მოვრთე ირგვლივ სივრცე. ჰაიდენის დაჟინებული თხოვნით, ჩემი პორტრეტიც დავკიდეთ კედელზე. იცოდა, ეს პორტრეტი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის სახსოვარი იყო, თუმცა წამითაც არ გაუპროტესტებია. პირიქით, მისი სურვილით, ჩვენი მყუდრო სამუშაო ადგილის შეუცვლელ თილისმად იქცა. ასე ამბობდა, როცა ვუყურებ, უკეთ ვფიქრობო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატარა ოთახი ჩემს გარდერობად ვუქციე, მისაღები და სამზარეულო ერთმანეთისგან გამოვყავი, თავად მისაღები კი ტყავის უზარმაზარ მუზეუმად ვუქციე, ერთხელად არ დაუწუწუნია.
პიანინოს მივუჯექი. ჰაიდენი ჩემს უკან იდგა და ელოდებოდა, როდის გავაჟღერებდი ჩემი ფანტაზიით შექმნილ მორიგ სიმფონიას. ვუკრავდი... მთელი ეს დრო, ხელები მექავებოდა, თუმცა მეგონა, რომ ისეთი სულისკვეთებით ვეღარასოდეს მოვკიდებდი ხელს საყვარელ საქმეს, როგორც უწინ. ადრე, ჰაიდენის მაგივრად, ორი განსხვავებული კაცი, თვალდახუჭული უსმენდა ჩემს მუსიკას და დასასრულის ჟამს, აურაცხელი აპლოდისმენტებით მავსებდა. რთული იყო, გამემეორებინა საყვარელი საქმე, მაშინ, როცა ისინი ფიზიკურად აღარ არასებობდნენ.
თუმცა ჰაიდენი იყო.
ხომ შემეძლო არა? მაინც ხომ შემეძლო, ჰაიდენისთვის გავხსნილიყავი, სანახევროდ მაინც?
უცნაურია, მაგრამ ჩემი ხელებით შეთხზული მუსიკა, ზუსტად ისე ჟღერდა, როგორც უწინ. მინდოდა მისი გაოგნება, ისევე როგორც, უწინ მსურდა ჩემი სანუკვარი ორი მამაკაცის აღფრთოვანება. ეს რიტუალი იყო. გაშლილ თმას გამუდმებით აქეთ-იქით ვიქნევდი და შეუძლებელი ხდებოდა, სხეული გამეკავებინა, როცა საკუთარ ხელოვნებაში სულით ვიძირებოდი. აზრი ეკარგებოდა იმას თუ როგორ გამოვიყურებოდი ასეთი სგიჟის ჟამს. მხოლოდ მე და ნოტები ვრჩებოდით, ერთმანეთში ვირეოდით და ერთმანეთით ვსუნთქავდით.
ჰაიდენი მიახლოვდებოდა...
მაშინ, როცა ასეთი სიგიჟის პირას ვიყავი მისული, ვიგრძენი, ჩემი კაბის ბრეტელები მხრებზე გადასწია და დაბლა ჩაასრიალა. გამეღიმა.
მასაც ისევე აღვაგზნებდი, როგორც ასეთ დროს, საკუთარი გიჟური ქცევა აღმაგზნებდა.
- არ შეჩერდე, გთხოვ - ჩამჩურჩულა ყურში და ნაზად დამიკოცნა მხრები. ჩემს თმას ხარბად ყნოსავდა, მკერდზე მეფერებოდა თავისი საოცარი თითებით და უზარმაზარ მკლავებს მხვევდა. ცდილობდა, მაინც არ შეეშალა ჩემთვის ხელი, თუმცა მიჭირდა, მისი ალერსი და საღი აზროვნება, ერთდროულად შემენარჩუნებინა. - შენით ვცოცხლობ, შენით ვსუნთავ - ჩამესმა მისი ხმა მუსიკის ფონზე.
ჯანდაბა!
მას ყველაზე მშვენიერი ხმა ჰქონდა. მსგავსი ჰანგებიც კი არასოდეს შეექმნა არავის. ამ ოთახში გაჟღერებული თითოეული ნოტი მას ეძღვნებოდა. თამამად შემეძლო, ჩემი სუნთქვაც მისთვის მიმეძღვნა.
დავასრულე დაკვრა.
მისი ბაგეები ჩემს მხრებს სჩუქნიდა ნაზ ამბორს, როცა ტელეფონზე დაურეკეს. არ პასუხობდა...
- მიდი, უპასუხე.
- რას ამბობ.
- უპასუხე, შენი შეყვარებული კი არ ვარ, რომ გავჭედო - გამეცინა და ჯიბიდან ტელეფონი ამოვუღე, ყურზე მივადე სიცილით.
- ჰაიდენ სთარი გისმენთ - თქვა დინჯი ხმით. მერე რამდენჯერმე ამოიოხრა. დიახ, დიახო, გაიჟღერა და გათიშა. ცოტა არ იყოს, სამდურავი გამომეტყველება ჰქონდა.
- ვინ იყო?
- გაგიჟდი ვივიენ?
- რატომ?
- რესტორანის მფლობელის შეყვარებულს თუ ვიღაცას დაემუქრე? თან იარაღით?
- მოიცა, ერთ კაცთან იყო, მეორეს უყურებდა და მესამის საყვარელია? - ახლა უფრო გავბრაზდი იმ კა*პაზე.
- რა შენი საქმეა. იარაღი როგორ მიუშვირე ადამიანს? - ჭექაქუხლის გავარდნას ჰგავდა მისი ხმა.
- მოიცა, შენ არავინ გიცემია მარტო იმის გამო, რომ თვალი ჩამიკრა?
- ეგ რა შუაშია? მე ვინმემ ჩამიკრა თვალი?
- სულ არ იყო საჭირო თვალის ჩაკვრა. მთელი საათის განმავლობაში, დორბლებს იწმენდა შენი ყურებით. ფიქრებში რამდენჯერმე გაა*ავა.
- ღმერთო - დაჯდა და თავი ხელებში ჩაირგო. ნახევრად გახდილი კაბა წამებში ავიწიე. ნერვები მომეშალა, რომ ვიღაც დამპალი ქალის გამო, მშვენიერი მომენტი გვიფუჭდებოდა. - იმ ქალს უნდა, რომ გვიჩივლოს.
- გვიჩივლოს არა, ის - გამეცინა - მე დაველაპარაკები მასგის საყვარელს ან შეყვარებულს. ნუ ვინცაა, მნიშვნელობა არ აქვს და წამებში გააუქმებენ წარმოსახვით სარჩელს.
- გეყოს ვივიენ. თავს ისე მაგრძნობინებ, გგეონება არაფრის ტ*აკი არ მაქვს და შენ ხარ ნებისმიერი კომფლიქტის მომგვარებელი.
- ჰაიდენ, ყველაფრის ტ*აკი გაქვს, მაგრამ კომფლიქტის ჩამომგდებიც და მომგვარებელიც, მართლა მე ვარ. გენებში მაქვს ეს ყველაფერი, დაგავიწყდა?
- მამაშენს რა დამავიწყებს - თვალები აატრიალა.
- მამა არაფერშუაშია. ის ჩემი იდეალი იყო, მამაკაცის ეტალონი, მაგრამ მე დედას ვგევარ. - ვთქვი სერიოზულად - და არც მინდა,ვინმე სხვას დავემსგავსო.
- მაგიჟებ ვივიენ - წამოდგა ჰაიდენი - რატომ იქცევი ხოლმე ასე საშინლად? ვიღაცა ქალს იარაღს ადებ შუბლზე? წარმოდგენა მაინც გაქვს, რომ შეიძლება ფსიქიკა დაუზიანდეს?
- კი და ის მახინჯი ფსიქიკა დაზიანებით მაინც გარდაექმნას ცოტათი. ვიღაცა იდიოტები რატომ გადარდებენ? ეგეც არ მყავდეს ცისკრის ვარკვლავი. სულ მე მადანაშაულებ, მაგრამ ჩემი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზს არ უფიქრდები - ბუზღუნით გავედი საძინებელში.
- ვიღაცა ქალი მიყურებდა. წარმოგიდგენია, რამდენიც კაცი შემოგხედავს, იმდენჯერ რომ ხმალი ვიშიშვლო?
- თორე არ გიშიშვლია.
- ჩემზე არ ვსაუბრობთ.
- რა მნიშვნელობა აქვს. მოდი, შევთანხმდეთ, რომ ორივე გამოუსწორებელი ეჭვიანები ვართ და ამას ვერ შევცვლით.
- არ მინდა, რომ სისულელეებზე ეჭვიანობდე და სხვებს აშინებდე. მითუმეტეს ახლა შეიძლება მაგ რესტორანში აღარც შეგვიშვან.
- კარგი ერთი - მაგრად გამეცინა - მე დაველაპარაკები იმ კაცს. ავუხსნი, რომ თუ მუდმივი კლიენტების დაკარგვა არ უნდა, ქალი უნდა გამოცვალოს.
- ჩვენ არ ვაყენებთ ერთმანეთს დილემის წინაშე და გგონია, ვიღაცა უცნობი აგვირჩევს?
- ჭკუა თუ აქვს, აგვირჩევს.
- ვაიმე, როგორ მაბრაზებ ვივიენ.
- შეგიძლია, თქვენო აღმატებულებავ დამიძახო - ეშმაკურად ჩამეცინა - თან შენ ძალიან გიყვარს, როცა ცუდი გოგო ვარ საყვარელო - ჩანთიდან იარაღი ამოვიღე.
- მოკვლას მიპირებ?
- არ ვიცი, შეიძლება - ორივე ხელში მოვიქციე და მივუშვირე - ახლა მოგიწევს, ყველაფერი გააკეთო, რასაც გეტყვი!
- თუ არ გავაკეთებ?
- მოგიწევს-თქო! - დავუყვირე - თან შენ არ მითხარი, მირჩევნია მე მომადო იარაღი, ვიდრე საკუთარ თავსო?
- არ მეგონა თუ დღესვე გააკეთებდი მაგას.
- გაიხადე!
- ხუმრობ?
- გაიხადე-მეთქი! მეორედ აღარ გავიმეორებ. თან საძინებლისკენ აიღე გეზი.
თითქოს გაბრაზებული იყო, მაგრამ უსიტყვოდ შეიხსნა ღილები, პიჯაკი იატაკზე დააგდო და საძინებლისკენ წავიდა. სანამ საწოლზე დავაგდებდი, წინდებიც აღარ ეცვა. უჯრიდან ბორკილები გამოვიღე.
- ვივიენ, უნდა მიმაბა?
- რა იყო, აქამდე არ მიმიბიხარ?
- ბუმბულებიანი მაინც გვეყიდა, გადამიტყავდა მაჯები.
- ამდენს მეც არ ვწუწუნებ ხოლმე, რა დაგემართა? - ორი წყვილით, ორივე ხელი მივუბი და ხარხარით გადავაჯექი წელზე. მის სხეულს ყოველთვის ჭკუიდან გადავყავდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავდი, ნეტარების სამყაროში გადავარდნილი რომ ცდილობდა, კვნესა შეეკავებინა, მაგრამ ცუდად გამოსდიოდა. ვგიჟდებოდი, როცა ვაანალიზებდი, რომ მისი სიამოვნების ერთადერთი წყარო ვიყავი. სხვა არ ჰყავდა და ვერც ვერასოდეს ეყოლებოდა სანამ ცოცხალი ვიყავი. ალბათ, რომც მოვმკვდარიყავი, ჩემი ბოროტი სული, მის გვერდით სხვა ქალს არ გააჭაჭანებდა.
ჰაიდენს გულმკერდი ტუჩებით დავამუშავე. ბაგეებზე ენა ავუსვი და მის ყელს წავეტანე. ხელებს მის სხეულზე დავასრიალებდი. რამდენჯერაც ბაგეებზე შევეხე, იმდენჯერ სცადა, კბილებით დავეჭირე, მაგრამ სიცილით ჩამოვიტოვე მისი მშვენიერი სახე და მუცელზე მივეალერსე. ნელა გავიხადე. გამჭვირვალე საცვლები დავიტოვე და მის ასოზე შევჯექი.
- მიდი, აიწყვიტე პატარა - საჯდომს მოხერხებულად დავასრიალებდი და ვნებებით ყელამდე აღვსილი, სიამაყით ვუყურებდი კაცს, რომელიც ჩემს თითოეულ მოძრაობაზე გადადიოდა ჭკუიდან. ჰაიდენი ჩემი იყო. მხოლოდ მე შემეძლო სიგიჟემდე მიმეყვანა სექსით ან უბრალოდ გამაღიზიანებელი ქცევით და მერე ისე ბავშვურად მეკოცნა, თითქოს არაფერი. ბორკილებს თავისკენ გაჩავდა, ხმამაღლა ოხრავდა. ყველა ძარღღღვი ეჭიმებოდა, უძლეველ დევს ჰგავდა, რომელსაც ის-ის იყო უნდა აეწყვიტა და თავის სამუდამო მძევლად ვექციე.
- მკერდზე მინდა შეგეხო - შემევედრა.
დავიხარე. ყელის მიმდებარე ტერიტორია და მთელი გულ-მკერდი ჰაიდენის დესერტად ვაგქციე. მკლავებზე ჩავავლე ხელები და თავი ყელში ჩავურგე. ვგრძნობდი, როგორ უკონტროლოდ მოძრაობდა ჩემი სხეული, როდესაც ორ*აზმი ახლოვდებოდი. მის ყურთან ვკვნესოდუ და თან მთელი ძალით ვეხუტებოდი. სიამოვნებას, მისი სურნელი და სხეულის მოფერება მიასმაგებდა. ტუჩი ტუჩზე მაგრად მივაჭირე, ჰაიდენის თბილი სუნთქვით ავივსე საკუთარი ფილტვები და დამაყრუებლად ამოვიკვნესე.
მოსწონდა სიამოვნებისგან გონებაწართმეულს რომ მხედავდა. იმდენად მოსწონდა, რომ დავცინოდი, შეგიძლია მხოლოდ ჩემი ყურებით, ყოველგვარი სექსუალური კონტაქტის გარეშე დაკმაყოფილდე-თქო. ტუჩები დავუკოცნე. მის სხეულზე წამოგორებული, ისევ გავსწორდი და საკუთარ ტანზე ხელის ფათურით გავაგრძელე მისი გაცხოველება.
- ერთ მშვენიერ დღეს, მომკლავ! - აღმოხდა ქოშინით.
- ვიცი. - რამდენიმე წამი, წარბები შეჭმუხნა, პირი გააღო და ხმამაღლა, ძალიან სწრაფად სუნთქვას მოჰყვა. თვალს არ მაშორებდა. თვალს არ აშორებდა ჩემს სახეს, მკერდს, სხეულს. ისევ ჰაიდენის ტანზე გავგორდი. - ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არასდროს გვახსენდება პრეზერვატივი.
- ამ წამს ჩემი პრობლემა ისაა, რომ გასაოცარი სექსი გვქონდა, მაგრამ ვერ გეხები.
- უი, მაპატიე, დამავიწყდა - უჯრიდან გასაღები ამოვიღე და გავანთავისუფლე ჩემი პრომეთე. გადმობრუნდა, მკერდზე თავი დამადო და თვალები განაბა. თმაზე ვეფერებოდი ღიმილით. ასეთი დიდი, ასეთი ძლიერი კაცი რომ პატარა ბავშვს ემსგავსებოდა ჩემს მკლავებში, საოცარ თავდაჯერებულობას მძენდა.
- ნანობ, რომ ამ სახლში გადმოვედით? - მკითხა მან. ასე უცებ იცოდა ცხოვრებისეულ კითხვებზე გადასვლა.
- არ ვნანობ, მაგრამ მთავარი დაპირება მალე უნდა შეასრულო - თმაზე ღიმილით ვაკოცე. გააუნძრევლად იწვა. მკლავებით შემომხვეოდა და ცხვირსა და ტუჩებს მიხახუნებდა კანზე.
- როგორც კი მოვაწესრიგებთ ეზოს, ცხენების სურვილსაც აგისრულებ.
გამახსენდა, როგორ დამითანხმა, რომ მეჩვიდმეტე სართულიდან მიწაზე გადმოვბარგებულიყავი. ჰაიდენი განტვირთვისას, ბოქსით კავდებოდა. ზოგადად, ადამიანებს არ უტყამდა ხოლმე, მაგრამ დგებოდა პერიოდი, როდესაც მოყვარულები ერთმანეთს ოფიციალურად ეჯიბრებოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, სრული თავდაჯერებული წარსდგა ჩემს წინაშე და მომიგო:
- დამისახელე ყველაზე ძლიერი, რომელსაც ეჭვი გეპარება რომ დავამარცხებ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად. სახლს ისე შეცვლი, როგორც მოგინდება. მაგრამ მე თუ დავმარცხდი, მაშინ შენთან ვიცხოვრებ.
- მშვენიერია. ტონის შეებრძოლე.
- ტონისთვის მწირავ?
- დიახ - ვუთხარი კეკლუცად.
საბრძოლო ველზე როცა დაინახე ჩემი საქმრო ვიღაც დაუნდობელი კაციჭამიას წინააღმდეგ, თავბედი ვიწყევლე. ჰაიდენი ძლიერი იყო, ზედმეტად ძლიერიც, მაგრამ არასოდეს ესიამოვნებოდა ადამიანისთვის ზიანის მიყენება. ტონი კი მართლა კაციჭამია იყო. ოღონდაც ვიღაცისთვის ებათქუნა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ცოლი იქნებოდა თუ მეზობელი.
თავიდანვე ჰაიდენი დაწინაურდა, მაგრამ ერთი-ორჯერ როცა მოსდეს ყბაში და ჩემი საყვარელი წარბებიდან სისხლმა დაუწტყო დინება, ლამის ეპიცენტრში გავიჭერი კივილით.
საბოლოოდ, მაინც მან გაიმარჯვა.
მე კი 20 წუთის განმავლობაში, ყველა ნერვი ცალ-ცალკე გამიწყდა და მზად ვიყავი, გულამოსკვნილს მექვითინა. მის გამოსაცვლელ, მოსაწესრიგებელ ოთახში შევედი. სკამზე იჯდა, სისხლს იწმენდდა.
- მომეცი - გამოვართვი ცივი საფენი და შუბლთან დავადე. თმაზე მოვეფერე, ტუჩებში ვაკოცე გამწარებულმა.
- ძალიან ოფლიანი ვარ.
- მ*იდია, ერთად ვიბანაოთ - თავით მკერდზე მივიხუტე და ასე ვიხსედით კარგა ხანს.
- ღამით, დამესიზმრა, რომ მაგარი ნაბეგვი ვიყავი და ჭრილობებს მილოკავდი. - გამომიტყდა. - თუ გინდა, შენთან გადავიდეთ.
- სიზმარში, ჩემმა ალოკვამ ამხელა გავლენა მოახდინა შენზე?
- არა. თავიდან, მეგონა გამეხარდებოდა მოგება, მაგრამ ვის ვეჯიბრები? შენ? ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა. აი, ის სულელი რომ დაეცა და გამარჯვებულად გამომიყვანეს, ერთ მომენტში, გული დამწყდა. შენი სურვილის ასრულება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. არ ვაპირებ, ოდესმე რაიმე თამაში მოგიგო, არც შენთან თამაშს ვაპირებ. რაც შენ გაგეხარდება, ის გამეხარდება მეც. ვიცი, რომ არ გიყვარვარ და შენთვის არც ისე ადვილია ვინმეს შეყვარება. მართლა მესმის, მაგრამ მე მიყვარხარ. რაც შემიყვარდი, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.
- შენთან გადმოვდივარ ჰაიდენ! - ვაჯახე ძალიან მოულოდნელად.
- რაა?
- შენთან გადმოვდივარ. პიანინოსთვის და ტანსაცმლისთვის ცალკე ოთახები მჭირდება, ყვავილების ბაღიც მინდა და რახან დიდი ეზო გაქვს, ცხენების სადგომიც.
- მშვენიერი ქალიც მყავს, რომელიც შენ ნაცვლად გააკეთებს ყველაფერს - მახარა აღტაცებულმა.
- რა თქვი?
- ის ვიგულისხმე, რომ სახლის დამხმარე მყავს. შენ ხომ გამაფრთხილე, საჭმლის კეთება არ ვიცი, ვერც ვალაგებ და მოკლედ, აქამდე უბრალოდ ვიჯექი და მინიავებდნენო. ჰოდა, მშვენიერი ქალი მყავს, ვინც ყველაზე გემრიელ საჭმელს გაგიკეთებს. დანიავებით, მე დაგინიავებ.
- ეგ მშვენიერი ქალი რამდენად მშვენიერია?
- 60 წლისაა.
- კარგი ქალი ჩანს - გადავიხარხარე. - დამპირდი, რომ აღარასოდეს შეებრძოლები სხვას. არ მინდა, ვინმემ შენი დარტყმა მაინც რომ სცადოს.
- მხოლოდ გასართობად.

* * *
- და ამის შემდეგ, არც ერთი ღამე გაგვიტარებია ცალ-ცალკე - წარმოტქვა ჰაიდენმა.
- მივლინებაში რომ იყავი, მაგას თუ არ ჩავთვლით.
- ეგ რა მივლინება იყო? ორი დღით უნდა ჩავსულიყავი და იმ საღამოსვე უკან დავბრუნდი.
- იმიტომ, რომ შენი გოგოს გარეშე ვერ ძლებ - ხელები შემოვხვიე სადამდეც გასწვდა.
- შენც მაგრად ჭედავ ხოლმე სადმე თუ მომიწია წასვლა.
- ამიტომ, არსად არ უნდა გაადგა ფეხი!
- ხომ ვცდილობ არა?
- კი. ვერ დაგიკარგავ.
ჩაეძინა. ისეთი უშფოთველი და წყნარი იყო ძილისას, მინდებოდა რომ ნაზი კოცნებით ამევსო მისი სახე. მეც მალევე ჩამეძინა. ერთხანს, მზით განათებულ მწვანე მდელოს ვხედავდი. თეთრი ცხენი დარბოდა და შესანიშნავად ერგებოდა ჩემს წინ გადაშლილ პეიზაჟს.
- პერგამონ! - დავუძახე ცხენს - დაბრუნდი? - ისე ვკითხე, გეგონება მიპასუხებდა, კი, დავბრუნდი და მაპატიე რომ განერვიულეო. გაიქცა, ტყეში შევარდა და მთლიანად შთაინთქა პერგამონი. გამწარებული გავეკიდე. ისე მივდევდი, თითქოს დაწევის შანსი მქონოდა.
- პატარა, პატარა გაიღვიძე - ჰაიდენის ხმა ჩამესმა.
- არა - ვიუარე და ვეცადე, სიზმარი გამეგძელებინა, მაგრამ გვიანი იყო. სახეზე მზის სხივები და ჩემი ქმრის ცხვირი ერთად მეცემოდა და მაფხიზლებდა. - კარგი რაა - დავიჯღანე საცოდავად.
ყელში მაკოცა.
ტუჩებშიც და მთელ სახეზეც.
- რაღაცნაირად შფოთავდი და ვიფიქრე, გავაღვიძებ მეთქი - ჩამესმა მისი თავისმართლება. არაფერი ვთქვი. გავბრაზდი - თან სიმართლე რომ ითქვას, ახალგაღვიძებული, თბილი და გაბრუებული ძალიან საყვარელი ხარ.
გადავბრუნდი და ვეცადე, ისევ ჩამძინებოდა.
არ შემარგო. ჯერ ყველა მხრიდან მიღიტინა, მერე ცოტახანს გავიდა და საუზმით დამშვენებული შემოვიდა. მდნარი ყველის სუნი როგორც კი მეცა, ეგრევე წამოვხტი.
- სენდვიჩები მომიტანე?
- და ბროწეულის წვენი. ცოტა გული მწყდება, რომ ჩემმა ფერებამ შენზე არ იმოქმედა, მაგრამ მიჩვეული ვარ... ჯერ საჭმელი, მერე ქმარი.
- როგორ გეკადრება - ლანგრიდან ერთი ნაჭერი ავიღე და მას ვაკბეჩინე.
- ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ვარ შენთვის?
- ზედმეტადაც... და მე რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენთვის?
- მშვენივრად იცი, რომ შენ გარეშე ვერ ვძლებ.
- ეგ არაა არგუმენტი.
- არგუმენტი ისაა, რასაც ყოველ დღე ხედავ. - გამიღიმა და ყავა დალია. მართალი იყო. მკლავზე მივეხუტე, მისი ხელი გადავიხვიე და ცოტახანს, ჰაიდენის სურნელით ვტკბებოდი. ჩემი სიზმრის გაგრძელება მაინტერესებდა. ნეტავ, რამეს თუ მანიშნებდა პერგამონი? ნეტავ, ცოცხალი თუ იყო პერგამონი?
საწოლიდან წამოდგომას რომ მოვაბით თავი, ლანასთან ჩავედით. დღევანდელი დღის სადილი და ვახშამი შევუკვეთე. ჰაიდენი თავის კაბინეტში შევიდა, საქმეებს ჩაუჯდა. ზოგჯერ, მეც მინდებოდა, მასსავით შემძლებოდა საათობით ჯდომა, ბიუჯეტების გამოთვლები, მერე ცხრილების გაწერა და ა.შ. იყო დრო, მამაჩემი ყველაფერს ერთად მასწავლიდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, ჩემმა გონებამ სხვა დანარჩენ მტკივნეულ მოგონებებთან ერთად მიატოვა ისეთი თემები, რაც ბიუჯეტს უკავშირდებოდა. ახლა ჰაიდენი იყო ყველაფერი. ჩემს მაგივრადაც აკეთებდა საქმეს და ჩემი ოჯახის დანატოვარი ქონებაც მისი იმედით სულდგმულობდა.
ყელეფონმა დაურეკა. სრულიად უცხო ნომერი იყო. ლანამ ცნობისმოყვარედ შემომხედა. ალბათ აინტერესებდა, ავურბენინებდი თუ მე ვუპასუხებდი. რა თქმა უნდა, ვუპასუხე. მე და ჰაიდენი ერთმანეთის მობილურებსა და სოციალურ ქსელებს არასოდეს ვაკონტროლებდით, თუმცა ზოგჯერ, როცა მისი სულიც დასაკუთრებული მქონდა, მხოლოდ მობილურიღა რჩებოდა და მეც ეგოიზმით აღსავსე, ცუდ ნაბიჯებს ვდგამდი.
- გისმენთ.
- ჰაიდენ სთარს ვესაუბრები? - იკითხა კაცმა.
- კი - ვუპასუხე სრული სერიოზულობით.
- გამარჯობა მისის სთარ - მიმიხვდა ეშმაკობას.
- ბეტინი, გვარად ბეტინი ვარ.
- თქვენს მეუღლესთან მსურდა საუბარი.
- ვიცი, სხვა გვარად, არ დარეკავდით - თითქმის, მივხვდი ვინც იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე - სავარჯიშოდაა. გადავცემ, რომ დარეკეთ.
- თქვენთან საუბარიც არ იქნებოდა ურიგო. ვიფიქრე, ჰაიდენს დაველაპრაკებოდი პირისპირ, თუმცა ახლა სხვა დროა. ცოლის შეცდომების გამო, ქმრებთან აღარ არჩევენ საქმეებს. - ყრუდ გაეცინა.
- დიახ, თქვენდასაუბედუროდ, მე შეგრჩით ხელში. ჩემი ქმარი გაწონასწორებულია, მეკი ფსიქოპათს მეძახიან ზურგსუკან. შემიძლია, შვიდ საათზე, თქვენს რესტორანში მოვიდე და ვისაუბროთ. ვფიქრობ, ახლა საუბრით არჩევენ ხო საქმეს? თუ რამე სხვა გზით აპირებდით.
- ღმერთმა დამიფაროს ქალბატონთან ძალები მოვსინჯო.
- შეხვედრამდე - გავუთიშე - მართლა ღმერთმა დაიფარა ეს საწყალი, თორემ ერთ ლუკმად არ მეყოფოდა - ვუთხარი ლანას და სამზარეულოში წამოვეჭიმე. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მირა

საოცრად წერ და გადმოცემის უნარი გაქვს კიდევ საოცარი არც ძალიან აბუქებ და არც აკლებ რამეს საერთო ჯამში შეუდარებელია და ასე გააგრძელე მხოლოდ იმას გეტყვი რომ თავების მოცულობა გაზარდო სხვას უბრალოდ ვერაფერს ❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მირა
საოცრად წერ და გადმოცემის უნარი გაქვს კიდევ საოცარი არც ძალიან აბუქებ და არც აკლებ რამეს საერთო ჯამში შეუდარებელია და ასე გააგრძელე მხოლოდ იმას გეტყვი რომ თავების მოცულობა გაზარდო სხვას უბრალოდ ვერაფერს ❤️

მირა უღრმესი მადლობა <3
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს

 


№3  offline წევრი დარინა

ამ წყვილზე რომ ვგიჟდები და ჭკუა მეკეტება ეგ უკვე სხვა თემააა, ასე განსხვავებული და საოცარი წყვილები როგორ გყავს, ესენი ან დახოცავენ ისტორიის ბოლომდე ან სიყვარულისგან ისეთი საყვარლები გახდებიან რომ მეც მომანდომებენ სიყვარულს.

 


№4 სტუმარი ნათია41

ძლივს მოვახერხე საიტზე შემოსვლა, სამაგიეროდ ორი თავი ერთად წავიკითხე. უკან მიმაქცს გაშორებასთან წამოწყებული სიტყვები. ვივიენს სწორედ ასეთი დინჯი და ვულკანი კაცი შეეფერება. მაინც რა გიჟია. იმედია უარეს შარში არ გაეხვევა ამ კაცთან შეხვედრის შემდეგ და მთლად არ გადარევს ქმარს. და კიდევ ერთი სული მაქცს გავიგო ვინ არის ის მეორე კაცი რომელიც იდეალად ყავს ერთი მამაა,მეორე?!...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დარინა
ამ წყვილზე რომ ვგიჟდები და ჭკუა მეკეტება ეგ უკვე სხვა თემააა, ასე განსხვავებული და საოცარი წყვილები როგორ გყავს, ესენი ან დახოცავენ ისტორიის ბოლომდე ან სიყვარულისგან ისეთი საყვარლები გახდებიან რომ მეც მომანდომებენ სიყვარულს.

მადლობა დარინა <3

ნათია41
ძლივს მოვახერხე საიტზე შემოსვლა, სამაგიეროდ ორი თავი ერთად წავიკითხე. უკან მიმაქცს გაშორებასთან წამოწყებული სიტყვები. ვივიენს სწორედ ასეთი დინჯი და ვულკანი კაცი შეეფერება. მაინც რა გიჟია. იმედია უარეს შარში არ გაეხვევა ამ კაცთან შეხვედრის შემდეგ და მთლად არ გადარევს ქმარს. და კიდევ ერთი სული მაქცს გავიგო ვინ არის ის მეორე კაცი რომელიც იდეალად ყავს ერთი მამაა,მეორე?!...

ნათიი, ეგეც გამოჩნდება ვინაა ის მზეჭაბუკა :დდ
მიხარია რომ მოგწონს :*

 


№6 სტუმარი მინისტრი

მეორე ჰაიდენია
ეს ყველაფერი აგონდება ან ელანდება
ამიტომაც აცვია შავები სულ:დ
დამიჯერეთ და ეზიარეთ ჭეშმარიტებას
კაი ხო
ბეთჰოვენია ან მოცარტი
შუბერტი,
შოპენი,
შტრაუსი...
აი, სად გამომადგა ექვსწლედი ნწნწწ:დდ
კარგი, ახლა სერიოზულად. საოცრად მომწონს ეს ნაწარმოები. ვფიქრობ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. სასწაულად გამოადგებათ ბავშვებს . მე რომ განათლების მინისტრი გავხდები აუცილებლად შევა ეს ნაწარმოები პროგრამაში და ასევე "როცა წახვედი" ზუსტი ასლი. არცერთი სიტყვა ან ასო არ შეიცვლება. ვეცადე სერიოზული ვყოფილიყავი, ჰალსტუხი ცოტა მიჭერს სერიოზულობისგან, მაგრამ ეგ არაფერი. შემდეგს ველი მოწიწებით. თქვენ ჩემს აღფრთოვანებას იწვევთ, ენ ჯეინ (ხელზე ამბორი).

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მინისტრი
მეორე ჰაიდენია
ეს ყველაფერი აგონდება ან ელანდება
ამიტომაც აცვია შავები სულ:დ
დამიჯერეთ და ეზიარეთ ჭეშმარიტებას
კაი ხო
ბეთჰოვენია ან მოცარტი
შუბერტი,
შოპენი,
შტრაუსი...
აი, სად გამომადგა ექვსწლედი ნწნწწ:დდ
კარგი, ახლა სერიოზულად. საოცრად მომწონს ეს ნაწარმოები. ვფიქრობ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. სასწაულად გამოადგებათ ბავშვებს . მე რომ განათლების მინისტრი გავხდები აუცილებლად შევა ეს ნაწარმოები პროგრამაში და ასევე "როცა წახვედი" ზუსტი ასლი. არცერთი სიტყვა ან ასო არ შეიცვლება. ვეცადე სერიოზული ვყოფილიყავი, ჰალსტუხი ცოტა მიჭერს სერიოზულობისგან, მაგრამ ეგ არაფერი. შემდეგს ველი მოწიწებით. თქვენ ჩემს აღფრთოვანებას იწვევთ, ენ ჯეინ (ხელზე ამბორი).

ღმერთმანი, აქამდე შევხვედრილვართ?
სასიამოვნოდ და მშობლიურად გამოიყურებით თქვენი კომენტარიანად. ერთობ მოხარული ვარ, რომ თქვენი სიმპათიები დაიმსახურეს ჩემმა ნაწარმოებებმა.
ზოგადად, მნუსხავენ ხოლმე მინისტრები. განსაკუთრებით, შინაგან საქმეთასი...
სკოლებს რაც შეეხება, იქნებ დროებით თავი შევიკავოთ? ასე, თხუთმეტიოდე წელში თუ იქნება საზოგადოება მზად, რომ ჩემს რომანებს სასწავლებლებში ეზიარონ.
მოწიწებითა და ხელისჩამორთმევით, თქვენი ენ ჯეინი.

 


№8  offline წევრი Hickie

ამ საიტზე მუდმივი მკითხველი ვიყიავი ადრე. თითქმის ყველა ნაწარმოებებს ვეცნობოდი თავისი მინუს პლიუსებით, მაგრამ ხომ იცი რაღაც ტალღა რომ მოვა გადაჯიშების... იმედია არავინ იწყენს. აღარაფერი იყო ისეთი რაც მიმიზიდავდა. ზოგადად პრობლემური ადამიანი გავხდი ჟანრებს ძლივს ვარჩევ საკითხავად. შენს სიახლეზე პირველად ვაკეთებ კომენტარს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ უკვე თვეებია გკითხულობ. შენ დამაბრუნე საიტზე მკითხველად და ამისთვის უღრმესი მადლობა. შემდეგ ალბათ მარტო მუნლაითს ვკითხულობდი და ახლა შენი ისტორია რომ დავინახე თვალები გამინათდა. ნუ აი სასწაული პიროვნება ხარ. ყველა შენს ნაწარმოებში იგრზნობა შენი როგორც ავტორის მტკიცე ხასიათი. და წარმოუდგენელად მეჩვენება დღე, როდესაც შენ რაიმე ნაწარმოებს დაწერ და მასში ერთი ფსიხი მანდილოსანი არ იქნება relieved წარმატებები!

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Hickie
ამ საიტზე მუდმივი მკითხველი ვიყიავი ადრე. თითქმის ყველა ნაწარმოებებს ვეცნობოდი თავისი მინუს პლიუსებით, მაგრამ ხომ იცი რაღაც ტალღა რომ მოვა გადაჯიშების... იმედია არავინ იწყენს. აღარაფერი იყო ისეთი რაც მიმიზიდავდა. ზოგადად პრობლემური ადამიანი გავხდი ჟანრებს ძლივს ვარჩევ საკითხავად. შენს სიახლეზე პირველად ვაკეთებ კომენტარს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ უკვე თვეებია გკითხულობ. შენ დამაბრუნე საიტზე მკითხველად და ამისთვის უღრმესი მადლობა. შემდეგ ალბათ მარტო მუნლაითს ვკითხულობდი და ახლა შენი ისტორია რომ დავინახე თვალები გამინათდა. ნუ აი სასწაული პიროვნება ხარ. ყველა შენს ნაწარმოებში იგრზნობა შენი როგორც ავტორის მტკიცე ხასიათი. და წარმოუდგენელად მეჩვენება დღე, როდესაც შენ რაიმე ნაწარმოებს დაწერ და მასში ერთი ფსიხი მანდილოსანი არ იქნება relieved წარმატებები!

ჩემო უსაყვარლესო, ისე დაიწყე, მეგონა რომ კრიტიკის ქარცეცხლში გამომატარებდი და საბოლოოდ, საოცარი ბედნიერებითა და ღიმილით ამავსე. მე მიხარია, თუ ვირაცა მაინც იღებს სიამოვნებას ჩემი შემოქმედებით. შენნაირი მკითხველი, სულ სულ ერთიღა რომ შემომრჩეს, მხოლოდ მისთვის დავწერდი სიამოვნებით <3

 


№10  offline წევრი cicino

ვკითხულობ და საოცარი ემოციებით ვივსები. რაღაც ამოუხსნელი ძლიერი გძნობები მეუფლება ამ ისტორიის წაკითხვის დროს არაჩვეულებრივი წყვილი გყავს და საოცრად წერ. ჩემი საუკეთესო მწერლების სიას დაემატე. იმედია ახალი თავით მალე დაბრუნდები. წარმატებები ახალ და ემოციურ თავს ველი.

 


№11  offline წევრი გროსმაისტერი

რაკარგია მალრე დადე რა.
მაგარი ისტორიები გაქ

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

cicino
ვკითხულობ და საოცარი ემოციებით ვივსები. რაღაც ამოუხსნელი ძლიერი გძნობები მეუფლება ამ ისტორიის წაკითხვის დროს არაჩვეულებრივი წყვილი გყავს და საოცრად წერ. ჩემი საუკეთესო მწერლების სიას დაემატე. იმედია ახალი თავით მალე დაბრუნდები. წარმატებები ახალ და ემოციურ თავს ველი.

ციცინო უღრმესი მადლობა <3
ხვალ დავდებ სავარაუდოდ <3


გროსმაისტერი
რაკარგია მალრე დადე რა.
მაგარი ისტორიები გაქ

ძალიან ძალიან მალე დავდებ. სავარაუდოდ, ხვალ <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.