შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრების მცველი(1)


1-07-2019, 17:05
ავტორი dara
ნანახია 3 088

ტკივილი გრძნობა რომლის გაზომვაც შეუძლებელია,ყოველთვის როცა იტყვი:“ ამაზე მეტად არასდროს მეტკინება“დარწმუნდები რომ შეცდი რადგან ცხოვრება გაცილებით რთულ გამოცდას მოგივლენს.
როცა მშობლები დაკარგა იფიქრა რომ ყველაზე მეტად ტკიოდა და ვერასოდეს დაიტანჯებოდა იმაზე მეტად ვიდრე მაშინ.ახლა კი იდგა საკურთხევლის წინ და ცოლად მიყვებოდა კაცს, რომელსაც არც კი იცნობდა,იმ მომენტში მასზე მეტად არავინ სძულდა,ვერ იტანდა კაცს რომელიც თავისუფლებას ართმევდა და ნამდვილ სიყვარულთან აშორებდა.შემდეგ გრანდიოზულად მორთულ გარემოს მოავლო თვალი და გულისრევა იგრძნო იმის გამო,რომ თვითონაც ისე უწევდა ქცევა თითქოს უბედნიერესი იყო.ანასტასია ავალიანი და ალექსანდრე ნაკანი წლის საუკეთესო წყვილად გამოცხადდა მას შემდეგ რაც მათი ქორწილის ამბავი გაჟღერდა.
ტასო ბედნიერად ცხოვრობდა მანამ სანამ ბიძამისმა სალაპარაკოდ არ მიიხმო.
-საყვარელო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გესაუბრო!-სერიოზულად დაიწყო და ამან გოგონას შიშიც გამოიწვია.-ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!შენი ძმაც მიყვარს და ამიტომ გთხოვ ამას!მისთვის უნდა გააკეთო ძვირფასო...ალექსანდრე ნაკანი გვემუქრება რომ ფირმას ჩაძირავს...მას ისეთი საბუთები აქვს მიშოს გაანადგურებს...იმ საბუტების სანაცვლოდ ითხოვს ცოლად გაყვე!-იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი,ყელში ბურთი გაეცხირა და თვალები ცრემლებით აევსო!ახლა რა უნდა ექნა?აერჩია საკუთარი თავი თუ ძმა?წასულიყო ანდროსთან და ძმა მიეტოვებინა თუ პირიქით დათა გადაერჩინა და ანდრო გაენადგურებინა?-საყვარელო გთხოვ გამიგე ისე უკან არ დაიხევს!
-დრო მჭირდება!-ფეხზე წამოდგა და თავხედმა ცრემლმაც გაიკვლია გზა მის ღაწვებზე.
-დრო არ გვაქვს დღესვე უნდა ვუთხრა პასუხი!
-მაშინ დათანხმდი!-უთხრა და გავარდა.მაშინვე აკრიბა ნომერი და კაფეში შეხვედრა მოითხოვა.ისე იყო საჭეს ჩაბრაუჭებული ალბათ მალევე მოტეხდა.
-ძვირფასო როგორ ხარ?-ბიჭი ღიმილიანი სახით გამოემართა ტასოსასკენ ერთი სული ჰქონდა გულში ჩაეკრა მაგრამ გოგონამ უხეშად მოიშორა.-რა გჭირს ეე...გამოცდების წინა ციებცხელება გაქ?-გეიცინა,სწორედ ეს უყვარდა მასში ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებდა მხიარული ყოფილიყო.
-ხუმრობის ხასიათზე არ ვარ!
-რა გჭირს ანასტასია?
-აღარ მიყვარხარ ანდრია!-პირდაპირ უთხრა და დიდი წვალების მიუხედავად მოახერხა ყელში მომდგარი ბურთის გადაგორება.ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა და თავზე ხელი გადაუსვა.
-ძალიან სასაცილოა საყვარელო მაგრამ ასე აღარ იხუმრო თორე გული დამარტყამს კარგი?
-სერიოზულად გეუბნები!
-ტასო!-იყვირა-ვიხუმრეთ გვეყო!
-არ ვხუმრობ არააა!
-ტასო!
-ნუ მეძახი ამ ტასოს! მართლა აღარ მიყვარხარ!ჩამს სიახლოვეს არ შეგნიშნო თორემ ცხოვრებას გაგიმწარებ!
-ანასტასია გეყო!რას ნიშნავს აღარ გიყვარვარ?!გუშინ თუ გიყვარდი დღეს რა შეიცვალა?
-მივხვდი რომ სულ ტყუილად ვხარჯავ დროს შენთან!
-ანუ?-სიმწრის სიცილი დაიწყო.
-ანუ მე და შენ ერთად ვერასდროს ვიქნებით...არ მიყვარხარ!მოძებნე ვინმე სხვა!იცოდე არც მომიახლოვდე!...არ გაბედო!თორემ განანებ!
-რას მიზამ მომკლავ?...ისედაც მომკალი უკვე!...წადი!-განადგურებული იყო ამას ხედავდა და ვერაფერს აკეთებდა იმიტომ რომ იცოდა თუ სიმართლეს ეტყოდა ანდრო არ დაუშვებდა თავი გაეწირა...ტკიოდა...ტკიოდა რომ ტკენდა...მისი განადგურებული სახე ტკიოდა...მისი ბაგეებიდან წარმოთქმული წადი ტკიოდა!
-მშვიდობით!-ბიჭმა პასუხი არ გასცა.შებრუნდა თუ არა მაშინვე წამოუვიდა ცრემლები...არ იყო ამდენად ძლიერი...ვერ უძლებდა ანდროსთან დაშორებას მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.საჭეს მუშტები დაუშინა და ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი.
სახლში მისულს იქ უკვე დიზაინერები დახვდნენ.გაიგო რომ ქორწილი ერთ კვირაში გაიმართებოდა.იდგა გაუნძრევლად ხალხი კი კითხვების კორიანტელს აყრიდა.ჟურნალები სტატიებით აივსო"ალექსანდრე ნაკანი და ანასტასია ავალიანი წლის შოკი""სად გაიცნო წლის სასურველმა სასიძომ ცნობილი ბიზნესმენის ძმისშვილი?""სად გაიმართება ჯვრისწერა?'არც ერთი სტატია წაუკითხავს...სამაგიეროდ გარშემო ყველა უჭედავდა ტვინს იმით რომ საუკეთესო წყვილი იყვნენ.ახლა ისე სჭირდებოდა დათა რომ გაემხნევებინა,დახმარებოდა შიშთან გამკლავებაში მაგრამ ის არ იყო...ვერ ეტყოდა რა ხდებოდა მაგრამ ბიჭი გრძნობდა ტყუპის გასაჭირს და ყოველ წამს ურეკავდა...ტასო ახერხებდა გაეღიმა დიდი ძალისხმევის სანაცვლოდ მაგრამ ახერხებდა.ალექსანდრე ვიღაც მოხუცი კაცი ეგონა რომელიც ინვესტიციის სახით მოითხოვდა მის თავს.გაუკვირდა როცა ჩამომხმარი კაცის მაგივრად სრულიად ახალგაზრდა,სიმპატიური ბიჭი დაინახა.ვერ მიხვდა რა აიძულებდა ყველაფრით უზრუნველყოფილ ბიჭს ამ ასაკში ცოლი შეერთო და საკუთარი თავისუფლება შეეზღუდა.თანხმობა რომ განაცხადა ლოყაზე ისევ ცრემლი ჩამოუგორდა.ალექსანდრემ მისი სახე ხელებში მოიქცია სხვების დასანახად ახლოს მიიზიდა და ცრემლი მოწმინდა.
-ნუ ტირი!-ანასტასიას მისი ეშინოდა შიშზე უფრო მეტად კი სიძულვილს გრძნობდა კაცის მიმართ რომელიც მის ძმას მის სულის ნაწილს ემუქრებოდა.ქორწილი"ბედნიერად"მიმდინარეობდა.სახეზე ყველას ღიმილი ეკერა.მხოლოდ ანასტასია იყო დაღვრემილი.ალექსანდრე მისკენ ღიმილიანი სახით მიიწია და უჩურჩულა:-გაიღიმე აქ ყველას უბედნიერესი ქალი გონიიხარ!-ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ისევ უპასუხოდ დატოვა ნაკანი.ქორწილი დასრულდა და ისიც მანქანაში აღმოჩნდა.უემოციოდ იჯდა,ფანჯარას თავი მიადო და მთვარეს დაუწყო ყურება.ადრე ამას ანდროსთან ერთად აკეთებდა.ისხდნენ და საათობით უყურებდნენ მთვარეს მანამ სანამ დათა არ დარეკავდა და არ კითხავდა სად იყო.უდიდეს საიდუმლოს შეინახავდა ამიერიდან მთვარე შეძლებდა მისი ყურებისას გვერდით ანდრო წარმოედგინა.შეძლებდა წარმოედგინა როგორ ეხებოდა.ტკივილი ჩაეხშო როცა მას შეხედავდა.ბოლოსდაბოლოს მასთან სიახლოვეს მაინც იგრძნობდა,რადგან იცოდა რომ ანდრია დაშნიანი ყოველ საღამოს მთვარის ცქერაში გაატარებდა.მთვარეს მოეშვა და ახლა ხალხის თვალიერებას შეუდგა.ოო როგორ შურდა მათი,რა ბედნიერი იქნებოდა ისიც მათსავით ჩვეულებრივი რომ ყოფილი,არ ჰქონოდა მოვალეობები და შესძლებოდა საყვარელ კაცთან გაეტარებინა ცხოვრების წლები.უყურებდა უამრავ სხავდასხვა სახეს:ზოგი ბედნიერებას გამოხატავდა,ზოგსაც დაღლილობა ეტყობოდა სამსახურიდან ახალგამოსულები ფეხზე ძლივს იდგნენ.რას არ მისცემდა მასაც მსგავსი პრობლემა რომ ჰქონოდა.გაჭირვებით ან დაღლილობით გამოწვეული,ნეტავ შესძლებოდა სამსახურიდან დაღილ-დაქანცული გამოსულიყო და ფეხით გაევლო ანდროსთან ერთად ეს გზა პატარა ქოხამდე ოღონდ ამ ძვირადღირებულ მანქანაში ნაკანის გვერდით არ მჯდარიყო.შუქნიშანთან შეჩერდნენ...ისევ ფანჯარაში იყურებოდა...შეამჩნია გვერდით მანქანაში მჯდომი ბიჭი რომელსაც არყის ბოთლი ჰქონდა მიყუდებული...ანდრია იყო...წარმოუდგენელია ანდრია დაშნინი სვამდა თანაც საჭესთან...ცრემლებმა ისევ გაიკვლიეს გზა ამ კვირაში უკვე მერამდენედ...გატყდა...ისედაც ამდენი რამ და კიდევ ანდრო რომელიც ღმერთმა იცოდა მიაღწევდა თუ არა სახლამდე ცოცხალი.მისი ცრემლები გვერდით მჯდომმაც შეამჩნია.ბაბთა რომელიც ეკეთა ნერვიულად მოიშორა და უკანა სავარძელზე მოისროლა.ქალაქს ოდნავ მოშორდნენ...ალექსანდრემ მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა.
-გადმოდი!-ანასტასია უხმოდ დაემორჩილა და უკან გაყვა.ნაკანმა კარი გააღო და გოგონა შეატარა შეამჩნია როგორ კანკალებდა და კიდევ უფრო გაღიზიანდა.-მეორე სართულზე უნდა ახვიდე!-თავადაც უკან გაყვა ოთახის კარი შეაღო და ისევ ის შეატარა პირველი.-ეს ოთახია შენი ნივთები უკვე კარადაშია!-უთხრა კარი გამოიხურა და წამოვიდა
.......................
კიბე სწრაფად ჩაირბინა და კარში გავარდა.მანქანა სასწრაფოდ დაქოქა უახლოეს მაღაზიას მიაშურა და სასმელი იყიდა.ყელში უჭერდა ეს ყველაეფრი ხვდებოდა სხვისი უბედურების მიზეზი თავად რომ იყო და თანდათან უფრო სძულდებოდა თავი.ამიერიდან აღარაფერი იქნებოდა მარტივი,უდიდესი ბრძოლის გადატანა მოუხდებოდა და ამას ხვდებოდა,ყველაზე მეტად კი ის აწუხებდა რომ ანასტასიას ძულდა.
სახლში გვიან დაბრუნდა.ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და მძინარე გოგოს დაუწყო ყურება,აშკარად რაღაც კოშმარი ესიზმრებოდა თუმცა მალევე დაწყნარდა...კიდევ ცოტა ხანს უყურა შემდეგ კი მისაღებში ჩავიდა და სმა განაგრძო...
***დილით გაღვიძების შემდეგ მისაღებში ჩავიდა.სამზარეულოდან არაჩვეულებრივი სურნელი გამოდიოდა და პირდაპირ იქით მიაშურა.გაუკვირდა როცა იქ მხოლოდ ალექსანდრე დაინახა.
-დილამშვიდობისა!-მიესალმა ბიჭი.ტასო ისევ არ იღებდა ხმას.-შეგიძლია მიირთვა!-მაგიდასთან ადგილი დაიკავა თუმცა პირი არაფერისთვის დაუკარებია.უნდოდა ყავა მოემზადებინა თუმცა იმ წამს მიაწოდა ალექსანდრემ,გაუკვირდა...ასეთი გემრიელი ყავა არასდროს გაუსინჯავს,თითქოს ზუსტად მისი გემოვნების მიხედვით იყო მომზადებული.-არ აპირებ ხმა ამოიღო?-პასუხი ისევ არ იყო.-კარგი...მესმის ცდილობ ჩემგან ურჩხული შექმნა!გინდა გამაგიჟო...სიმართლე გითხრა?!-ისევ აგრძელებდა ბიჭი თუმცა ანასტასიას რეაქცია არ ჰქონდა.-გამოგდის კიდეც...უკვე მეორე დღეა ჩემს ნერვებზე უკრავ!მე კი არ მინდა ეს!არ მინდა ჩემი გეშინოდეს გესმის?!
-რას მოელი ჩემგან?!-ვეღარ მოითმინა და არაფრისმთქმელი სახით გახედა ნაკანს.
-უკვე გითხარი არ მინდა ჩემი გეშინოდეს!
-არც მეშინია....მძულხარ!-სიტყვამ ისე იმოქნმედა ალექსანდრეზე გეგონებოდათ რაიმე სხვას ელოდა.დენდარტყმულივით წამოვარდა წყლის ჭურჭელს ხელი კრა შეიკურთხა და გავარდა.ისევ მანქანაში დაიკავა ადგილი და დარეკა.
-ახლა რატო მირეკავ რა იყო ხაშია?-გაიგონა ბიჭის ხმა.
-დალევა მინდა!
-გუშიმ მოიყვანე ცოლი ბიჭო რა დალევა მოგინდა?!
-იოანე ნუ მაბრაზებ წამოხვალ თუ მარტო წავიდე?!
-ოხ შენი ნაკანო!...მოვდივარ ხო!
-დროზე!
...................................................
-და ამ ყველაფრის შემდეგ შენ ნორმალური ხაარ??
-რა უნდა მექნა ქალდანო?
-ბიჭო შენ შ** ხო არ გაქ?გოგოს ეუბნები არ მინდა ჩემი გეშინოდესო და რას აკეთებ?!ან რას მოელი ყელზე ჩამოგეკიდებოდა?ხომ არ გავიწყდება რა გაუკეთე?
-შენ მაინც ხომ იცი?
-მე კი ვიცი მაგრამ მან არა ალექსანდრე!მან არაა!
-შენ მაინც მომეშვი და ნუ მეჩხუბები ჩემი გამჭირვებია!
-მეტი იღრიალე და ვაფშე აღარ ამოიღებს ხმას!
-ისედაც არ იღებს!
-და შენ რას აკეთებ ამ დროს?!აქ ზიხარ და მეჭორავები!წადი და იმოქმედე!
-არ ვაპირებ!
-გაეგდე ახლა აქედან და მინიმუმ ერთი კვირა აღარ დაგინახო!დროზე!ცოლი მოიყვანე მემგონი!
-არასდროს იქნება ჩემი ცოლი!
-მაგასაც ვნახავთ!წადი!
............................................................
სანამ ალექსანდრე გასული იყო ტასომ მოასწრო და სახლი დაათვალიერა,მერე ჰამაკში მოკალათდა და ქეთასთან დაიწყო ლაპარაკი.
-რას შვები?
-რავი არაფერს კაფეში გამოვედით!
-ქეთ მანდ არის?
-არა ანასტასია...არ გვიპასუხა!
-ქეთი გუშინ მთვრალი იყო!წარმოიდგინე საჭესთან მთვრალი დაჯდა ქეეთ!-ამოისლუკუნა.
-ჩემო გოგო გემუდარები დამშვიდდი!
-ალბათ ვძულვარ!ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა ქეთ!
-არ ძულხარ ხომ იცი!
-შეუძლებელია ისეთი რაღაცეები ვუთხარი!ყველაზე მეტად ახლა მისი ნახვა მინდა მხოლოდ ერთი ჩახუტება!შორიდან მაინც რომ დავინახო ქეეთ!-უეცრად კართან მანქანა გაჩერდა.ტასომ ანდრია ამოიცნო.-ქეთი აქ არის მოვიდა!
-მოიცა ანდრია მანდ არის?
-უნდა წავიდეს არ შეიძლება!
-სურვილი აგისრულდა!
-აქ არ უნდა მოსულიყო!-ტელეფონი გათიშა და მისკენ მომალავ ანდრია თვალი გაუსწორა.-მე შენ რა გაგაფრთხილე!
-როდის მერე მატყუებ?!-შეუვალი იყო ბიჭის ხმა.
-რას გულისხმობ!მოშორიდი აქედან!
-მას რატომ გაყევი?
-მიყვარს!
-თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი!
-არ ვარ ვალდებული!
-ხაარ!-მკლავში ჩაავლო.
-როგორ ბედავ და ჩემივე სახლში მიყვირი?!
-მძულხარ ანასტასია ნაკანო!-ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოთქვა.ანასტასიას პირდაპირ გულში ტყვიასავით მოხვდა ეს სიტყვები...მაგრამ მაინც მოიკრიბა ძალა და თვალებში ჩახედა.
-შეუძლებელია!გიყვარდი!
-შენ არა!მე ანასტასია ავალიანი მიყვარდა მას წრფელი გრძნობები ჰქონდა...შენ კი ნაკანო ფული გიყვარს!რომელიც როგორც ჩანს მას მეტი აქვს!-ხელი უშვა და გავარდა,ეზოში შემოსულ ალექსანდრეს მხარი გაკრა და მანქანაში დაიკავა ადგილი.ნაკანი არ განზრეულა უყურებდა „ცოლს“რომელიც სხვას მისტიროდა და ბრაზი ახრჩობდა.
-შეგიძლია სახლში იტირო?
-ასეთი უგულო როგორ ხარ?!მძულხარ გესმიის?-ბოლო ხმაზე უკივლა.
-ვიცი!-მივიდა სწრაფად ააფრიალა ხელში და სახლისკენ დაიძრა.
-დამსვი!
-ახლავე!-ოთახში აიყვანა და საწოლზე დასვა.-შეგიძლია იგლოვო შენი სიყვარული მე კი არ ვაპირებ გიყურო!
-ერთ დღეს შენც ასე დაიტანჯები სიყვარულის გამო!
-ჰო!-კარი გამოიხურა,თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ისევ ქვემოთ ჩავიდა.დანარჩენი დრო ანასტასიას გამოჩენამდე სმაში გაატარა.
-დამშვიდდი?...კარგია!-მერე ახლოს მივიდა ნიკაპზე ხელი მოუჭირა.-აქ აღარ დავინახო!გესმის?-გოგომ ხელი უხეშად მოიშორა.-ხომ გინდოდა ჩემში ურჩხული გაგეღვიძებინა?!მიიღებ ურჩხულს მერე დაჯექი და იტირე ამაზე უკეთ რამე გამოგდის? უკანასკნელად გაფრთხილებ ნუ ცდილობ შემშალო არ მოგითმენ!
-და შენ გგონია შენ იცხოვრებ მშვიდად?არც კი იცი რა ჩაიდინე!
-მაინც პატარა თავხედო?
-ჩემი გაბრაზება არ ღირდა ნაკანო!მე გაგაფრთხილე!
-ვგიჟდები ვინმეს რომ ვაბრაზებ!-თავხედურად გაიცინა და კიდევ უფრო იმოქმედა გოგოს ნერვებზე.-ძალიან მინდა კიდევ უფრო გაგაბრაზო!-ამღვრეული თვალებით უყურებდა.
-არ გირჩევ!
-მე მაინც ვცდი!-ხელში ჩაავლო მიიზიდა და პირდაპირ ტუჩებზე დააკვდა.ტასომ სწრაფად მოიშორა და სახეში გაარტყა.-ტკბილი ხარ!
-ვერ გიტან!
-კარგია!-თვალი ჩაუკრა და საოცარი ღიმილით გაუღიმა.ანასტასიამ ისევ ოთახს შეაფარა თავი,დაღლილობისა და დაძაბულობის მისარებად აბაზანას მიაშურა,ცხელმა წვეთებმა,მის ტანზე რომ მიიკვლევდნენ გზას,მართლაც დადებითად იმოქმედა,დაღლილობა მოუხსნა თუმცა ხასიათი ვერ გამოუკეთა.გიჟდებოდა იმაზე რომ მის ტუჩებს ჯერ ანდროც კი არ მიკარებოდა ალექსანდრე კი ასე მარტივად დაეპატრონა,აცოფებდა ის რომ ამ თავხედი კაცის გვერდით მოუწევდა ცხოვრება.სწრაფად მოეგო გონს პიჟამაზე ხალათი მოიცვა და ოტახში გავიდა...იქ წელს ზემოთ შიშველი ალექსანდრე დახვდა აშკარად დაწოლას აპირებდა.
-აქ რა გინდა?
-სად?-მეამიტურად გახედა.
-თავს ნუ ისულელებ?
-მოიცა ჩემს საწოლში ჩემი ცოლის გვერდით ძილის უფლება არ მაქვს?
-მე არ ვარ შენი ცოლი!...გადი!
-არ ვაპირებ!-საბანი აწია და მსვიდად დაწვა,ანასტასია კი უყურებდა გაბრაზებული სახით.-არ წვები?-თავი წამოწია.
-არა!სხვა ოთახში გადი!
-არა!
-კარგი მე გავალ!
-არსად გახვალ დაწექი!
-ვერ მიბრზანებ!
-უკვე გიბრძანე!-ანასტასიან პლედი აიღო და გასვლას აპირებდა.-რატომ ცდილობ ამაყენო?-უცებ წამოდგა პლედი გამოგლიჯა და ხელში ააფრიალა.-მგონი ძალიან მოგწონს ჩემს ხელებში ყოფნა!როგორც ჩანს მოგწონს როცა გეხები!არ იდარდო აგისრულებ ხოლმე ოცნებას!-თვალი ჩაუკრა საწოლზე დააწვინა და წამით ისევ შეეხო მის ტუჩებს.-არ გაბედო ადგომა!-შემდეგ თავადაც გვერდით მიუწვა და მალევე ჩაეძინა.ანასტასიან კარგახანს იწვალა შემდეგ ემოციურად გადაღლილს ჩაეძინა.ალექსანდრემ როგორც კი იგრძნო მისი გახშირებული ღრმა სუნთქვა თვალები გაახილა და ჩვეულ „საქმიანობას“დაუბრუნდა.მოსწონდა მისი ყურება უნდოდა ისევ ამჯერად ხანგძლივად დაუფლებოდა მის ტუჩებს,ასე მიმზიდველად რომ იმზირებოდნენ,ცოტახანში დაღლილობამ და სასმელმა თავისი ქნა ცხვირი ანასტასიას ღმაში ჩაყო და მშვიდად დაიძინა.
დილით რომ გაიღვიზა წელზე ალექსანდრეს ხელი იგრძნო რა ქნას არ შეუძლია ამ ბიჭს ნორმალურად ძილ;ი , უხეშად მოიშორა.
-რატო მაღვიძებ ამ დილაუთენია?ხომ ხარ ღირსი დაგსაჯო?
-აქ ძილს თუ აპირებ ხელები დააოკე!
-ნუ ყვირი რაა!
-იდიოტი ხარ!
-ვგიჟდები როცა კომპლიმენტებით მამკობენ!-ტასო მალევე წამოგდა.-უი ხო დღეს ჩემები გველოდებიან!
-რატო?
-შენი კარგად გაცნობა უნდათ!-წამოდგა და უკნიდან აეკრა.-შეეცადე აფიქრებინო რომ ჩემზე გიჟდები!-ყელში ცხელი კოცნა დაუტოვა და აბაზანაში გაუჩინარდა.
-მძულხარ!რომელზე უნდა ვიყოთ?
-დაიწყე უკვეე!-შემდეგ მზადება დაიწყო არც უფიქრია გამოპრანჭულიყო უბრალოდ კომფორტული ტანისამოსი მოირგო და მზად იყო.ალექსანდრემაც გამოაღწია აბაზანიდან,ბატონს პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული.-უკვე მზად ხარ?არ ველოდი!ძალიან კარგი ამაში გამიმართლა!-კარადასთან მივიდა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო,მხოლოდ შემდეგ შენიშნა გოგო რომელიც გაწითლებული უყურებდა.-ვიცი რომ არაჩვეულებრივი ტანი მაქვს მაგრამ ასეც ნუ გამოხატავ!
-ნარცისი ხარ!-სწრაფად თქვა და ოთახიდან გავარდა ამას რა თქმა უნდა ალექსანდრეს სიცილი მოყვა.
-რა საყვარელი ხარ!-ქვემოთ რომ ჩავიდა ანასტასია ყავას მიირთმევდა.-მეც მინდა!
-გაიკეთე!
-ღმერთო რა მზრუნველი ხარ!ცოლიც ასეთი უნდა!
-არ ვარ შენი ცოლი!
-საბუთებს ჩახედე საყვარელო!-კბილებს შორის გამოსცრა.-გადავიფიქრე იქ დავლევ თუ მორჩი წავიდეთ.
-კარგი!
...............................
დავბრუნდიი!იმედია მოგეწონებათ!მომენატრეთ....



№1 სტუმარი ლიზა აბაშიძე

ჩემი გოგოს ქამბექიც ასეთი უნდოდა.
ყოჩაღ!ჩაგეთვალა.
უკვე ვაბიდებ ამათზე????❤????????????????

 


№2  offline წევრი izabella

იძულებითი ქორწინება? რთულ თემასთან გვაქვს საქმე.
ანდრო შემეცოდა ყველაზე მეტად, ანასტასიამ ის მაინც იცის რეალურად რა ხდება, ის კი გაგებაში არ არის. ალექსანდრე არ მომეწონა, ცინიკოსი მოძალადის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ჯერ გინდა თუ არა ჩემთან ერთად უნდა დაიძინოო. მერე ოთახში შეაგდო იქ იგლოვეო. იმდენი შეგნებაც კი არ აქვს რომ ცოტა ხნით მაინც შევიდეს ანასტასიას მდგომარეობაში.

 


№3 სტუმარი სტუმარი სალომე

როდის დაიდება მეორე ნაწილი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent