შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს ნუ გამიშვებ 9 (დასასრული)


6-05-2019, 15:50
ავტორი ლილეანა
ნანახია 627

ხელს ნუ გამიშვებ 9 (დასასრული)

მიახლოვებასთან ერთად უფრო და უფრო ბევრი ყვავილი ატყვევებდა ჩემს მხედველობას.მდინარის ჩხრიალი და ფრინველების საამური გალობა ირგვლივ საოცარ ჰარმონიას და სიმყუდროვეს ქმნიდა.შორიდან დავლანდე თორნიკეს გამოსახულება და მისკენ გავიქეცი.
-როგორც იქნა მოვიდა ჩემი ქალბატონი
-შენ გიჟი ხარ თორნიკე
-ხო შენ გამაგიჟე,რა ლამაზი ხარ,როგორ გიხდება ჩემი ლუქი.
-ხო ძალიან ლამაზი კაბაა,ზომაშიც არ შემცდარხარ.
-გახსოვს აქაურობა ანა?ირგვლივ ყველგან ჩვენი წარსულია,უდარდელი და უმანკო ბავშვობა. სახე ტუჩებთან მივუტანე და ჩურჩულით ვუთხარი
-ყველაფერი მახსოვს,სხეული ამიკანკალდა.
-მე გამახსენდა ჩვენი ნათქვამი ,,არ გავთხოვდები,ცოლს არ მოვიყვან’’
-ანუ გახსოვს ანა,მანაც ჩუმად მკითხა და ნელა შემეხო ტუჩებზე.

***

-თორნიკე შეიძლება ოდესმე ერთმანეთის გვერდით აღარ ვიყოთ? ან გავუცხოვდეთ ერთ დღეს?
-არვიცი ანა,არავინ იცის ცხოვრება ვის რას უმზადებს. შენ ალბათ გათხოვდები,მე ცოლს მოვიყვან,ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადავალთ.
-ამას რატომ ამბობ თორნიკე?მეგონა მეტყოდი ეგ დიდი სისულელეაო.უკმაყოფილოდ მოვღუშე სახე.
-ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობებს ავიღებთ ცხოვრების მიმართ, ჩვენი ურთიერთობა ისეთივე ძვირფასი იქნება ყოველთვის როგორც ახლაა,უბრალოდ...
-უბრალოდ რა თორნიკე? ხოდა არც მე გავთხოვდები თორნიკე და..
-არც მე მოვიყვან ცოლს ანა,განაგრძო ჩემი ნათქვამი,ხელი გადამხვია და წინ მიმავალ უტას ავედევნეთ.

***

-არ იცი შენ რგოორ ველოდებოდი ამ მომენტს მთელი დღე,ისევე გახსოვს ის დღე როგორც მე.
-ხო მაგრამ მე ჩემი სიტყვა არ შევასრულე ხომ ხედავ
-კარგი ნუ გადაუხვიე,ჩემთან მოდი,ახლოს მიმიხიდა და ჩამეხუტა.10 წლის წინ იყო დაახლოებით ეს სიტყვები,გაუაზრებელი,ბავშვური დანაპირები,მაგრამ იცი უნდა გამოგიტყდე,მე დღეს ცოლი მომყავს,ღრმად ჩაისუნთქა და აღელვება ამოჰყვა მის ხმას.
-ანა ჩემი ცოლი გახდები?
ყურები დამიგუბდა,თორნიკეს აწყლიანებულ თვალებს ვეღარ ვხედავდი,რადგან საკუთარი თვალები გამევსო ცრემლებით.
-ცოლად გამომყვები ანა? უფრო იყვირა ვიდრე თქვა
-რათქმაუნდა,მეც ყვირილითვე ვუპასუხე და აცახცახებულ ხელზე დავიხედე თორნიკე რომ ხელის კანკალით მარგებდა ბეჭედს.
-შენ ნამდვილი საოცრება ხარ თორნიკე
-შენ კიდე ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი,წამოდი,ხელი მომკიდა და ჩქარი ნაბიჯით წამიყვანა იქით,საიდანაც მე მოვედი.
-მოიცა სად მივდივართ?
-რა მოიცა?ცოლად ხომ მომყვები?
-ხო მოგყვები
-ხოდა გამომყევი
მანქანამდე სირბილით მივედით და გავუდექით გზას კვლავ წინ.ცოტა ხანში მიწიან აღმართს დავადექით და როდესაც მთის წვერთან მოვექეცით მანქანა გააჩერა,გადავედით,ხელი მომკიდა და ტრიალი მინდორისკენ წამიყვანა.
-მოვიდნენ,მოვიდნენ,შორიდანვე გავიგონეთ ხალხის ოვაციები.
-რა ხდება ,რა ხმებია?
-ცოლად მომყვები ანა.მითხრა და ფეხს აუჩქარა.
-ღმერთო ჩემო შენ როგორი ადამიანი ხარ თორნიკე.ემოციებისგან ავტირდი.
მამა,ანასტასია,ლია,ლაშა და ლიკა პატარა,თეთრი ეკლესიის შესასვლელთან იდგნენ და ჩვენი დანახვისას სიხარულისგან უნებლიე მოძრაობები დაიწყეს.
-ფარფატა პეპელას გავხარ ანა,მითხრა წლების უნახავმა ლიკამ და ტირილით გადამეხვია.
-რატომ არ მითხარი რომ ჩამოხვედი?გადავეხვიე მეგობარს
-მე სპეციალურად ამ მომენტისთვის ჩამოვედი ანა,გილოცავთ,ვიცი რომ თორნიკე არამიწიერი ადამიანია ის შენ გამო ყველაფერზე წამსვლელია,მეც კი დამითანხმა.წარმოგიდგენია ერთი დღეც არ მომცა ინგლისიდან აქ ჩამოსასვლელად.
ჯვარი დავიწერეთ.ერთმა დღემ ჩემი ამხელა ბედნიერება როგორ დაიტია არვიცი,ის კი ვიცი რომ ჩემი გული იკ ადგილზე გაცილებით მაღლა იყო,ვიდრე ჩვენ ვიდექით უმაღლესი მთის წვერზე პატარა ეკლესიასთან.ეკლესიიდან რომ გამოვდიოდით თორნიკემ თავისკენ შემატრიალა და ყურში ჩამჩურჩულა
-ესაა ჩემი იმდღევანდელი გაქრობის შედეგი ანა.წლების მანძილზე ნაგროვებ გრძნობებს და სიყვარულს შენ იმ დღეს სიცოცხლის უფლება მიეცი,ვეღარ დავუშვებდ იუშენოდ თუნდაც ერთ დღეს ჩაევლო.
-შენ საუკეთესო ხარ,ვუთხარი და ყელში ჩავუძვრინე ტუჩები.
მხოლოდ ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიამები,ყველანაირი თანამედროვეობისგან გადახვეწილ ადგილას,ყველანაირი სიყალბისგან და რაც მთავარია ცნობისმოყვარე ჟურნალისტებისგან შორს ყველაფერი რომ სულით ხორცამდე აინტერესებთ.

ხშირად მიფიქრია ღმერთმა მაინცდამაინც მე რატომ გამომარჩია,რომ თორნიკე ჩემს გვერდით ყოფილიყო.ჩემი ბავშვობის თანამგზავრი,მეგობარი,მესაიდუმლე,საყრდენი იმედი და ბოლოს ჩემი ქმარი ყოფილიყო.ჩემი ცხოვრების ნებისმიერ დღეს და მონაკვეთში ჩემთან ერთად მდგარიყო წარსულშიც,აწმყოსა და მომავალშიც,ალბათ ესაა იღბალი და მე მთელ სამყაროში ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ თორნიკეს გვერდით რომ ვიძინებ და ვიღვიძებ.

-თორნიკე გოგოს და ბიჭს შორის მეგობრობა არსებობს?
-შენი აზრით?მკითხა და სიცილით გადმომხედა?
-ჩვენს შემთხვევაში არა მაგრამ ნუ ზოგადად ყოველთვის ესე ხომ ვერ იქნება.
-გოგოს და ბიჭის მეგობრობას ყოველთვის უდევს ზღვარი,რომელსაც თუ გადააბიჯებ აუცილებლლად შეგიყვარდება.მითუმეტეს თუ ეს მეგიბრობა ბავშვობიდან იწყება და მას ყველანაირს იცნობ.დროის სვლასთან ერთად ის თანდათან ხდება შენი ცხოვრების თანამგზავრი,რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც ნახევარი ადამიანი რჩები,ისევე როგორც ცოლის ან ქმრის.იმდენად ერწყმის ერთმანეთს ეს ორი ურთიერთობა რომ ჩვეულებაში გადის და შემჩნევა ძნელია.მე შენს გარეშე ჩემი ცხოვრების არცერთი წამი არ წარმომედგინა არც სიყვარულამდე და არც მას შემდეგ ანა.
-როგორ უნდა მიხვდე რომ ზღვარს გადახვედი? როგორ განასხვავე მეგობრული სიყვარული ამისგან?
-როდესაც შენს თვალებში შიში დავინახე,რომ მივხვდი მაშინ მხოლოდ მე ვიყავი ვინც მიგაჩნდა რომ გიშველიდა.განა რა მოგივიდოდა,გადავარდებოდი და წყალში ჩავარდებოდი,მაგრამ არა შენ იმდენად გჯეროდა ჩემი და გწამდა რომ დარწმუნებული იყავი ჩემთან ერთად არაფერი მოგივიდოდა.
-მე მაინც მგონია რომ სიყვარული ნელ-ნელა შემოგვეპარა გულებში თორნიკე,შეიძლება ღრმა ბავშვობიდანაც კი.წლების განმავლობაში რატომ მიმალავდი ამ სიყვარულს?
-იმიტომ რომ შეიძლებოდა უპასუხო ყოფილიყო და დამეკარგა ჩემი ცხოვრების ნახევარი. თან ისე რომ შიშის და განსაცდელის დროს შენთან ყოფნის უფლება აღარ მოგეცა და ვერ დამეცავი.
-მაშინ რატომ მომეცი სანდროზე დაქორწინების უფლება?
-შენ მაშინ მასთან ბედნიერი იყავი და იმიტომ.
-სამაგიეროს როგორ გადაგიხდი იმისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებია დღემდე თორნიკე?
-მე შენი ბედნიერებით ვიქნები ანა ბედნიერი და სამაგიეროც ესაა.
-მგონია რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და ჩვენც მისი გმირები ვართ.
-რატომ ანა?ყველაფერი ზღაპრული შესაძლებელია რეალობად აქციო,უბრალოდ ამისთვის საკმარისად ძლიერი სიყვარული უნდა განიცადო.
ცოტა ხანს გავჩუნდი და დიდი ყოყმანის შემდეგ მასთან ლაპარაკი გადავწყვიტე იმ თემაზე,რომელსაც გავურბოდი და ზუსტად ვიცი ისიც ჩემსავით იყო.
-თორნიკე არვიცი როგორ გკითხო,ვახტანგი იმ დღის მერე არ გინახავს ხომ?
-რომ დამჭრეს და კომიდან გამოვედი?რისთვის უნდა მენახა ანა,რა დამიტოვა მასში სანახავი?
-მამაშენია თორნიკე ყველაფრის მიუხედავად.
-როგორი მამა ანა? ვხვდებოდი რომ თანდათან იძაბებოდა და აღელვება მატულობდა მის ხმაში.
-როგორი მამა.სიამაყეს ძალაუფლებას და საკუთარ კეთილდღეობას რომ შესწირა მთელი ჩვენი ცხოვრება? მისი ბინძური საქმის გამო რომ კინაღამ საკუთარი შვილი მოუკვდა?
-მართალია მაგრამ ხომ გადარჩი თორნიკე.
-მე გადავრჩი ანა მაგრამ უტა?უტა გადარჩა?
-ხომ იცი რომ მას არ უნდოდა უტას სიკვდილი.
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს,უტა ვახტანგისგან წამოსული ბინძური საქმის მსხვერპლია და ჩემთვის ესეც საკმარისია.
-ცოდოა თორნიკე
-ხო ალბათ ცოდოა, მაგრამ ღირსია საკუთარი ცხოვრება რომ აგებინებს პასუხს მისივე დაშვებულ შეცდომებზე.მარტოა ოთხ კედელში,კაციშვილი არავინ ყავს ვინც მოუსმენს,მაგრამ გარეთ რომც იყოს ის კედლები და ადამიანები მაინც ერთნაით ფუნქციას შეასრულებდნენ მიათვის.საკმარისი დრო ექნება საკუთარ ცხოვრებაზე დასაფიქრებლად და საკუთარი ადამიანობის შესაზიზღებლად.
მის მყარ პოზიციას მივხვდი და ამ თემას მეტად აღარ შევხებივარ,მაგრამ ერთხელ გავიგონე როგორ ეკითხებოდა ტელეფონზე ლაპარაკისას ვახტანგის ამბავს ციხის უფროსს.

-თორნიკე ოფისში ხარ?ვურეკავ გაურკვეველი ემოციით სავსე გრძნობით
-არა ანა შეხვედრაზე ვარ გამოსული.
-რამდენ ხანში დაბრუნდები ოფისში?
-არვიცი ზუსტად,დაახლოებით ორ საათში.
-კარგი მე ეხლა მივდივარ,იქ გნახავ.
ოფისამდე გზა ესეთი გრძელი არასოდეს მომჩვენებია.თორნიკეს კაბინეტში შევედი,შეტანილ ნივთს საჭირო ადგილი მივუჩინე და ჩემს კაბინეტში გამოვედი.მოუთმენლად ველოდებოდი მის გამოჩენას.წამები ესე გრძელი პირველად მეჩვენებოდა.და აი ისიც,თორნიკემ საკუთარი კაბინეტის კარი შეაღო,ღრმად ჩავისუნთქე და ნელი ნაბიჯით უკან ამოვუდექი გაშეშებულ თორნიკეს,რომელიც მის პირდაპირ,კედელზე დაკიდებულ ნახატს მისჩერებოდა,ქალის მუცლიდან წამოსული სინათლე მზესავით რომ ანათებდა ჩარჩოში მოქცეულ ტილოს.
-თორნიკე... თითქოს შეცბა,არეული სახით შემოტრიალდა.
-ხო თორნიკე ორსულად ვარ.
დავინახე თვალებიდან როგორ გადმოუგორდნენ სიხარულის ცრემლები და გულში ისეთი სითბო ჩამეღვარა,როგორიც კომიდან გამოსული თორნიკეს ხელის შეხების დროს.



ესეც ბოლო თავი,იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ.მგონია რომ ზუსტად გადმოგეცით ჩემი სათქმელი.გოგოს და ბიჭის მეგობრობის ხაზგასმა მინდოდა,ჩემი პირადი გამოცდილებით ამ თემასთან დაკავშირებით. გამიზიარეთ თქვენი აზრი..წინა თავს უამრავი ნახვა ჰქონდა,მაგრამ საკუთარი აზრი მხოლოდ ერთმა დააფიქსირა,ასე რომ გელოდებით❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.