შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბედი ჩემთან


2-07-2019, 14:38
ავტორი მმარიამმი
ნანახია 710

ჩემი ბედი ჩემთან

მე მარიამ არაბული ვარ. 16 წლის.ვცხოვრობ ქუთაისში,“ჩემს ქალაქში“,რომელიც ყველაფერს მირჩევნია.
რაც შეეხება ოჯახს:მყავს დედა-ქეთი მხეიძე(ფილოლოგი),მამა შოთა არაბული(საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და პატივსაცემი ადვოკატი.)და ბოლოს ჩემი სიცოცხლე,ადამიანი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს-ჩემი 20 წლის ძმა ანდრია არაბული.ისიც მამას კვალს გაყვა და მომავალი ადვოკატი გახლავთ.თბილისში სწავლობს და მართლა ძალიან მენატრება ხოლმე.მამასაც ხშირად უწევს დედაქალაქში წასვლა.მართალია ყველას იქ ცხოვრება ურჩევნია,მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით ისევ ქუთაისში ჩვენს ორსართულიან ,მყუდრო და ძალიან თბილ სახლში ვრჩებით.
ვსწავლობ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში.მაქვს საკმაოდ რთული გრაფიკი.მართალია რომ ყველა საგანში ათიანები არ მყავს მაგრამ ცხრას მაინც ვინარჩუნებ.და ესეც ჩემი უდრეკი ხასიათის დამსახურებაა.სიჯიუტე და სიზარმაცე-ეს ორი თვისება შემიწირავს მე.
მყავს ორი უსაყვარლესი დაქალი მარუსა და ნინი.მარიამს გინეკოლოგობა სურს.აი ნინიმ კი თვითონაც არ იცის რა უნდა.რაც შემეხება მე,მე ფსიქოლოგობა მიზიდავს.სამივეს განსხვავებული ხასიათი გვაქვს.მე და მარის წიგნებზე მზე და მთვარე ამოგვდის,ხოლო ნინის ნუ გააგონებ წიგნს თორემ შეიძლება რაღაც ჩაგცხოს.ეს უკანასკნელი ძალიან თბილი და კომუნიკაბელურია რაც ნამდვილად შორსაა ჩემგან.ადამიანებთან დაახლოებისთვის საკმაოდ დიდი დრო მჭირდება მაგრამ სიტოაციასაც გააჩნია.თანაც იმდენად მწარე ენა მაქვს ყველას ვშხამავ.
ჩემს სამეგობრო წრეში კიდევ შედის ორი უსაყვარლესი ადამიანი მათე ოდიშარია და გიგი დადიანი.ჩემი და ჩემი ძმის ბავშვობის მეგობრები.
რაც შეეხება ჩემს გარეგნობას.ჩემი აყლაყუდა ძმისგან განსხვავებით ჯერ მხოლოდ 1.70მ. ვარ.მაქვს საოცრად ლამაზი ხვეული თმა რომელიც მხოლოდ მხრებამდე მწვდება.ყავისფერი თვალები და მუქი კანი.(კარგად გარუჯულს და სოლარიუმში ამომხჩვალს ვგავარ ყოველ სეზონზე).თხელი, სწორი ცხვირი და საშუალო ზომის მუდამ წითელი ტუჩები.-ასეთი ვარ მე,მარიამ არაბული.
უკვე ზაფხულია და მთელი სადაქალო ქალბატონი ნინუცას სოფელში ვიმყოფებით.რაჭაში.ვერ წარმოიგენთ როგორ მიყვარს მთა.დილაობით ტყეში ავდივართ.ამ ულამაზეს ბუნებაში ჰამაკიც დაუკიდებია ვიღაცას და ნამდვილ შვებას ვპოვებთ ამ ადგილას.არა ისე რა საოცარია ადამიანი.ვიღაცამ საპიკნიკე ადგილი გააკეთა-ხის სკამები,დიდი მაგიდა და ჰამაკი.მაგრამ დაუნახავები რომ ვართ ქართველები ესაა ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა.ამ ლამაზ ბუნებას რომ სიგარეტის ნამწვავებითა და სასმელის ქილებით დაანაგვიანებ მერე შენც ადამიანი უნდა გერქვას და მასაც ვინც ეს მყუდრო გარემო შექმნა?
-არა რა, ადამიანები ჰქვიათ ახლა ამათ?-ამოვიბუზრუნე და ნაგვის შეგროვება განვაგრძე.
-ცხოველები.-გაბრაზებულმა წამოიძახა ნინიმ.-მარუსა სად წავიდა?-შემეკითხა და მეც მალევე გავეცი პასუხი.
-სადღაც წყარო უნახავს და წყალს მოვიტანო.სახლიდან რომ წამოიღო წყლის ჭურჭელი ვერ შეხედე ქალბატონო?
-ოჰ სულ მაგას ვაკვირდები ხომ იცი.-ჩიცინა ნინიკომ.-მარიამ-იმხელა იკივლა დამაფეთა.-იმედია მარტო მე არ მესმის ეს ხმები თუ საბოლოოდ გავგიჟდი?
-ვაიმეე ახლა გული.რა უბედურებაა გოგო ეს?-შეშინებულმა ამოვილუღლუღე და აწ უკვე გაოცებულ ნინის გავხედე.-რა იყო ,ხედავ რამეს?
-ვხედავ,და თუ მიატრიალებ თავს შენც დაინახავ.
გაოცებულმა გავატრიალე თავი და უფრო აღფრთოვანებულმა დავიწყე ჩემი ძმის სახელის ყვირილი.
-ჩემი ანდრუშაააააა.-დავიკივლე და მისკენ გავექანე.მანამ ვეხუტებოდი სანამ მათეს და გიგის ხელები არ განთავისუფლდა და არ მორჩნენ ჩემი დაქალების მოკითხვას.მერე იმათ ჩავეკარი.ამდენი ჩახუტებისაგან დაღლილი ჰამაკში ძლივს ჩავესვენე და ლაპარაკში ჩავერთე.
-ვაიმეე ჩემო სიხარულებოოო,როგორ მომენატრეთ.ეს ვთქვი და ისევ ჩემს ანდროს ჩავეხუტეე.
-ჩემი გვირილა.მეც ძლიან მომენატრე.-მითხრა გიგიმ და ისიც ზემოდან დაგვეცა.მის სხეულს ახრხარებული მათეს დაცემა მოყვა.
-ეე მეც კი მომენატრა ჩემი ტიტინა.-ეს თქვა მათუნამ და უფრო მოგვეკრა.
ძლივს დავამთავრეთ ჩახუტებები და ნინისთან დავბრუნით.მეორე დღეს ყველანი ქუთაისში ჩამოვბარგდით. საღამოს ჩამოვედით.როგორც კი მოვისიყვარულე დედ-მამა მაშინვე აბაზანში შევვარდი.წყალი გადავივლე,თხელი პიჟამა ჩავცვი და საწოლში ნახევრად მძინარე ჩავესვენე და 2 წუთში მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.პირველად დამეძინა საღამოს 8 საათზე.მაგრამ ვინ მაცადა წყნარი ძილი?ბატონმა ანდრიამ ძმაკაცები მოგვაყენა და აიღო მთელი ორ სართულიანი სახლი.გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი.ჩემ ბიჭებს მაინც ვნახავდი,აბა დამძინებელი მე აღარ ვიყავი და ტყუილად ხომ არ გავჩერდებოდი.
ჩქარა ჩავვარდი ეზოში და ბიჭები გადავკოცნე-მათე და გიგი.მერე ანდრომ იქ მყოფი 2 ბიჭიც გამაცნო.
-ეს დემეტრეა,დემეტრე ჭავჭავაძე ჩვენი წარმატებული დიზაინერი.-ახლახანს მათეს გვერდით მდგარი სიმპათიური ბიჭი გამაცნო.-ხოლო ეს ჩვენი ალექსანდრე ჭავჭავაძეა,დემტრეს ძმა და მომავალი არქიტექტორი.წესით უნდა გახსოვდეს.ჩემი კლასელი იყო.-აი ამ ბიჭის გარეგნობამ და სტილმა ნამდვილად დამადუმა.შავი თმა,კარგად მოვლილი წვერი,უძირო შავი თვალები,დაკუნთული სხეული ,და საოცრად მომხიბვლელი,უთბილესი ღიმილი.ეს გარეგნობა.და სტილი?შავი ლამაზი შარვალი და თეთრი მომდგარი ზედა,ადიდასის შავი ბოტასები და ხელზე კოხტად მორგებული ვერცხლისფერი,ძალიან მამაკაცური საათი თავისი ტყავის სამაჯურითურთ.ჩემი სუსტი წერტილი რომაა ეს მგონი არ მითქვამს. საკვირველია ამ ბიჭზე ამდენს რატომ ვლაპარაკობ,ხო?არც მე ვიცი მაგრამ მე რომ დამადუმა თავისი მზერით ეს ფაქტია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Soposofi

არ დააგვიანო რა შენც თავების დადება :)) დაწყება მომეწონა ????

კითხვის ნიშნები არვიცი რატო დაიწერა :))

 


№2  offline წევრი მმარიამმი

Soposofi
არ დააგვიანო რა შენც თავების დადება :)) დაწყება მომეწონა ????

კითხვის ნიშნები არვიცი რატო დაიწერა :))

დავდე შემდეგიც ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent