შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი შოკოლადი. (დასასრული)


7-05-2019, 13:52
ავტორი BvBArMy
ნანახია 955

ცხელი შოკოლადი. (დასასრული)

ვზივართ იმ კაფეში სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ცხელ შოკოლადს ვსვამთ. ბედნიერი ვარ, რადგან იმ დღეს სწორედ ამ კაფეში შემოვედი,ბედნიერი ვარ, რომ არ გამოვიჩინე სიჯიუტე, როგორც ყოველთვის და ნატუკას ირაკლისთან გავყევი. ვიჯექი ჩემი სიყვარულის გვერდით და განვლილ დროზე ვფიქრობდი. რამდენი ტკივილი გადავიტანეთ, რომელსაც მხოლოდ ერთად ყოფნით გავუძელით.
-იცი, პირველად აქ რომ გნახე და მერე ირაკლისთან, მაგ დღეს ჩამოვედი კანადიდან. არადა 2 კვირის მერე უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ თითქოს მიბიძგესო წინა დღეს, ამოუხსნელი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ბილეთი გადავცვალე და წამოვედი. შენ გაგიცანი. ირინა, მჯერა, რომ შენ ხარ ჩემი ბედისწერა. იმ დღეს თუ არა, 2 კვირის, თვის ან წლის მერე შეგხვდებოდი, იმიტო რომ ჩვენი ერთად ყოფნა, სადღაც არის დაწერილი. -ლაპარაკი შეწყვიტა და თავზე მაკოცა. -გახსოვს? ზუსტად ამ ადგილას იჯექი, სადაც ახლა. რამდენი ლამაზი ქალი მყოლია, მაგრამ ის არასდროს მიგრძვნია, რაც შენთან. დაგინახე თუ არა გამოვ*ლევდი. წამით არ მომიშორებია მზერა. ვერ გაშორებდი თვალს. ირაკლისთან რომ არ მოსულიყავი გეფიცები ყველაფერს ვიზავდი და მაინც გიპოვიდი. -გამიღიმა და ახლა ჩემს ბაგეებს დასწვდა.მთელი გრძნობით მკოცნიდა. მის ყველა სიტყვაზე გული გამალებით მიცემდა. მუცელში პეპლები კი არა მთელი ფლორა და ფაუნა მქონდა.იმ წამს მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი მთელ მსოფლიოში. -სოფელში რომ წავედით, პატარა ბავშვივით რომ გადმოხტი მანქანიდან და ტრიალი დაიწყე მაშინ მივხვდი, რომ ჩემთან უნდა ყოფილიყავი და არსად არ უნდა გამეშვი. -გააგრძელა საუბარი არაბულმა. -მაშინ, რომ გითხარი ჩემთან ერთად ვერ იქნები მეთქი, ვიგრძენი როგორ გეტკინა და მე ორმაგად მეტკინა. ვიდექი შენ წინ და ვიშლებოდი ასეთს რომ გხედავდი, ხომ იცი ეს რატომაც გითხარი? მაგრამ ჰო გეუბნები გამომაშტერე, ვერ გავძელი შენს გარეშე და დაგადექი სახლში. აღარ მინდა არცერთი დღე, საათი, წუთი ან წამი შენს გარეშე. მინდა დილით შენს ღიმილიან სახეს და ტუჩებს ვხედავდე ძილისგან, რომ გებურცება. მინდა საღამოს, სახლში მოსულები, ვეკითხებოდეთ ერთმანეთს, თუ როგორი დღე გვქონდა და ერთად ვიძინებდეთ ჩვენს საწოლშიი. მისმინე, აღარ შემიძლია და ჩემი ცოლი უნდა გახდე. -დაასრულა და გამიღიმა. მოულოდნელობისგან თვალები გამიფართოვდა. არ მოველოდი ასე მალე დაქორწინებას, მაგრამ რა თქმა უნდა უარზე არ ვიყავი. პულსაცია გამიორმაგდა და ბედნიერმა შევხედე.
-ჰმ, ეს კითხვაა?-სიცილით ვუთხარი და ცალი წარბი ავწიე.
-არა, ბრძანებაა!- მკაცრი გახადა ხმა და ღიმილით მომაჩერდა.
-მაშინ მეც გიბრძანებ, რომ ჩემი ქმარი გახდე!-კატეგორიულობა გავურიე ჩემს ნათქვამს და მთელი ძალით მოვეხვია.
-ჯანდაბა, არ ვიცი რით დაგიმსახურე. მიყვარხარ.-ისე ძლიერად შემომხვია ხელები მეგონა ძვლებს ჩამიმტვრევდა.
-მიყვარხარ.-მის კისერში თავ ჩარგულმა ამოვილაპარაკე და გავსწორდი.
-5 დღეში კანადაში მივდივართ და უნდა მოვასწროთ ქორწილი. -ცხელი შოკოლადი მოსვა და გამომხედა.
-რა? ხუთ დღეში რას მოვასწრებთ გაგიჟდი? -საშინლად ავნერვიულდი. ვერაფერს მოვასწრებდი. -ვიწრო წრეში გავაკეთოთ. ხელი მოვაწეროთ და მორჩა.-გულდაწყვეტილმა ამოვილაპარაკე. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ქორწილზე. ათასჯერ მაინც მქონდა წარმოდგენილი,როგორ მეცვა საქორწილო კაბა და მივდიოდი საკურთხეველთან.
-ყველაფერი მოვაგვარე.-გაიცინა არაბულმა.-კაბა არ მიყიდია მხოლოდ. 5 დღეში მოასწრებ შენ. არავითარი ვიწრო წრე. საქორწილო კაბაში, რომ არ გნახო მოვკვდები.-ვნება აშლილმა მითხრა და ყელში მაკოცა. გამაჟრჟოლა და ბუსუსებმა დამაყარა, როგორ ყოველთვის.
-იქნებ არ გთანხმდებოდი? -გამეცინა და მივეხუტე.
-არ მახსენდება შენთვის მეკითხოს.-ჩაფიქრებული ხმით მითხრა და უფრო მაგრად ამაკრა მის სხეულზე.

_____________________________________
ქორწილის დღე.


სარკის წინ ვდგავარ და უკვე მეხუთედ ვათვალიერებ საკუთარ თავს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ რამდენიმე საათში არაბულის ცოლი გავხდები. მეღიმება და ჩემს ანარეკლს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს სარკეში.
-ულამაზესი ხარ. -აღფრთოვანებულმა მითხრა ნატუკამ და დამატრიალა. -შენზე ლამაზი პატარძალი არსად მინახავს გეფიცები.
-დედი, რა ლამაზი ხარ.-ცრემლები წამოსცვივდა დედაჩემს და ჩამეხუტა.
-კარგი რა, დე, არ იტირო, თორემ მეც ვიტირებ. -დავემუქრე დედაჩემს.
-იდეაური ხარ,მამიკო.- გამიღიმა მამაჩემმა.-გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველად, რომ აგიყვანე ხელში, დღეს კი უკვე თხოვდები.-ნაღვლიანად ამოილაპარაკა დაჩამეხუტა.
-ძალიან მიყვარხართ.-მაინც ავტირდი.
-წავიდეთ, თორემ ამოგვაკითხავს არაბული,ისედაც ეკლებზე ზის.-გაიცინა ნატუკამ. მეც ცრემლები შევიმშრალე და ოთახიდან გავედი. ბერდიამ შემომხედა და სახეზე ათასგვარმა ემოციამ გადაჰკრა. მეც გულისცემა ამიჩქარდა. სმოკინგი ეცვა, რომელიც მეტად მიმზიდველს ხდიდადა საშინლად სიმპატიურს ორმაგად ასიმპატიურებდა.
ახლოს მოვიდა და გაბრწყინებული თვალებით ამათვალიერა.
-ღმერთო, ულამაზესი ხარ.-ხრიწიანი ხმით, რაღაც ამოუცნობი ემოციით ამოილაპარაკა.
-შენ კი საშინლად სიმპატიური ხარ.-ჩავეხუტე და ყელში ვაკოცე.ჟრუანტელმა დაუარა და ჩამეღიმა.

ქორწილმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ველოდი. ყველაფერი იმდენად ლამაზად და გემოვნებიანად ჰქონდა არაბულს არჩეული გაოცებას ვერ ვმალავდი.
-მადლობა, რომ არსებობს.-საშინლად ბედნიერმა ვუთხარი და მივეხუტე.
-მიყვარხარ.-ვნება აშლილმა ამოილაპარაკა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა.

_____________________________________

კანადაში წასვლის დღე ძალიან რთული იყო ჩემთვის. მიჭირდა მეგობრებთან და ოჯახთან დამშვიდობება. ათასობით კილომეტრის იქით უნდა ვყოფილიყავი მათგან და არ მეთმობოდნენ.
-იწყება ჩასხდომა რეისზე 303, თბილისი-კანადა...-გამოაცხადეს აეროპორტში. დამშვიდობების დრო იყო.
-ძალიან მომენატრებით.-თვალცრემლიანი გადავეხვია ჩემს მშობლებს და დემნას.
-ბედნიერებას და მშვიდობიან ფრენას გისურვებ, დედიკო.-ატირდა დედაჩემიც.
-გაუფრთხილდი ჩემს შვილს. -გადაეხვია მამაჩემი ბერდიას.
-გპირდებით, საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდები. -ამაყად თქვა არაბულმა და გაიღიმა.
-ირინა, შენც გაუფრთხილდი შენს ქმარს.-ახლა მე მომეხვია მამაჩემი.-არ დაგვივიწოთ და ხშირად ჩამოდით ხოლმე.
-აუ, თქვე საზიზღრებო. -წუწუნი დაიწყო ნატუკამ.-რა ვქნათ ჩვენ უთქვენოთ.-ამოიტირა და ჩაგვეხუტა.
-ირინას დასვენება, რომ ექნება უნივერსიტეტში ჩამოვალთ ხოლმე.-დაამშვიდა ბერდიამ.
-ქაჯო, ვიღას ავუჩეჩო თმა და გავამწარო?-ამოიბუზღუნა დემნამ და მომეხვია.
-წასვლის დროა.-შემახსენა ბერდიამ. ყველას დავემშვიდობეთ და ესკალატორზე დავდექით.
-მომენატრება თბილისი.-ღიმილით მივეკარი ბერდიას.-მაგრამ იქ, კანადაში ახალი ცხოვრება დაიწყება, ჩვენი ცხოვრება.

____________________________________

ტორონტო ძალიან ლამაზი და სანახაობრივი ქალაქი იყო. სიცოცხლე ჩქეფდა. ბერდიას მოსვენების საშუალებას არ ვაძლევდი და ყველაფრის დათვალიერება ვთხოვდი. ტორონტო, რომ ამოვწურე მერე სხვა ქალაქებსა და სოფლებში დავდიოდით. იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი არ მყოფნიდა. ჩვენი სახლი დიდი და ლამაზი იყო ბაღით, სადაც უამრავი ყვავილი და ხილი მოვაშენეთ მე და ბერდიამ. ინტერიერიც იმდენად ლამაზად ჰქონდა არაბულს მოწყობილი არაფრის შეცვლა არ მინდოდა. სამსახურიდან და უნივერსიტეტიდან დაბრუნებულები ვიჯექით ხოლმე დივანზე მთელი დღის ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბერდიამ ბიძამისი გამაცნო, როგორც მითხრა დედამისის ტყუპისცალი იყო. კარგი კაცი იყო ვაჟა. თავიდანვე სასიამოვნო შთაბეჭდილება დამიტოვა. ბერდია მასაც და მის ცოლსაც ისე უყვარდათ, როგორც საკუთარი შვილი. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა ჩვენს ცხოვრებაში. ახლაც ღიმილით დავყურებ უკვე მეოთხე ორსულობის ტესტზე გამოჩენილ ორ წითელ ხაზს. დღეს ბერდიას დაბადების დღეა და ამ ახალ ამბავს, რომ გაიგებს დძალიან მაინტერესებს მისი რეაქცია. მისაღებში გავედი, სადაც არაბული იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რომ დამინახა გამიღიმა და ხელით მანინა მოდიო.
-შენთვის სიურპრიზი მაქვს.-ეშმაკურად ავუციმციმე თვალები.
-დღეს ჰო უკვე მაჩუქე საჩუქარი, კიდევ სიურპრიზი?-სიცილით მითხრა და ინტერესით დამაკვირდა. მისი ხელი ავიღე და საკუთარ მუცელზე დავიდე. გაკვირვებულმა შემომხედა.
-მე მოგილოცე უკვე დაბადების დღე, მაგრამ ახლა უკვე მე და ჩვენი პატარა გილოცავთ.- სათქმელი დავასრულე და მისი რეაქციის მომლოდინემ გავხედე. ერთ ხანს გაშეშებული იჯდა და თავის ხელს მიშტერებოდა ჩემს მუცელზე. მერე უცბათ წამოხტა, სიხარულით ამიტაცა ხელში და დამატრიალა.
-ღმერთო, ჩვენი შვილი.-ძლივს გასაგონად თქვა ბედნიერმა არაბულმა და მთელი ძალით მიმიხუტა. -უბედნიერესი კაცი ვარ შენ რომ მყავხარ და ახლა უკვე ჩვენი პატარაც.მიყვარხარ.-მითხრა და ტუჩებზე დამწვდა.
სიყვარული ყველაზე მაგარი რამ არის, რაც კი ადამიანს შეუძლია განიცადოს. გაუფრთხილდით თქვენ საყვარელ ადამიანებს და არაფრის დიდებით არ დათმოთ ისინი. ცხოვრება უამრავი ტკივილით არის სავსე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვის არის სინათლე.თქვენც აუცილებლად იქნებით ბედნიერები.



დიდი მადლობა, ვინც კითხულობდით და ბოლომდე ჩემთან იყავით. ბევრს ალბათ იმედები გაგიცრუვდათ, მაგრამ რას ვიზავთ ეს ის არის, რაც გამომივიდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საუკეთესო იყო.მადლობა განცდილი წუთებისთვის.ველოდები ახალ ისტორიას.

 


№2  offline წევრი GentleWoman

თბილი და ტკბილი ისტორია იყო, მე მომეწონა და მართალია, კომენტარების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ ყველა თავს მოუთმენლად ველოდი! ახლაც იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით

 


№3 წევრი izabella

როგორც იქნა ამათ ბედნიერებასაც დაადგა საშველი. რაც მე ირინას და ბერდიას გამო ვინერვიულე. ბოლო წუთამდე არ მჯეროდა რომ ბერაია მართლა მოკვდა და ხან ქორწილში ველოდი მის გამოჩენას, ხანაც აეროპორტში.
კარგი ისტორია იყო ძალიან. არც სითბო და სიყვარული ჰკლებია და არც დაძაბულობა.
მალე გვინდა ახალი ისტორია❤❤❤

 


№4  offline წევრი goddess

ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხი და კარგი ისტორია იყო

 


№5  offline წევრი BvBArMy

სტუმარი nancho
საუკეთესო იყო.მადლობა განცდილი წუთებისთვის.ველოდები ახალ ისტორიას.

GentleWoman
თბილი და ტკბილი ისტორია იყო, მე მომეწონა და მართალია, კომენტარების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ ყველა თავს მოუთმენლად ველოდი! ახლაც იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით

izabella
როგორც იქნა ამათ ბედნიერებასაც დაადგა საშველი. რაც მე ირინას და ბერდიას გამო ვინერვიულე. ბოლო წუთამდე არ მჯეროდა რომ ბერაია მართლა მოკვდა და ხან ქორწილში ველოდი მის გამოჩენას, ხანაც აეროპორტში.
კარგი ისტორია იყო ძალიან. არც სითბო და სიყვარული ჰკლებია და არც დაძაბულობა.
მალე გვინდა ახალი ისტორია❤❤❤

goddess
ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხი და კარგი ისტორია იყო



ძალინ დიდი მადლობა ყველას, რომ ბოლო წუთამდე კითხულობდით ამ ისტორიას. ????
--------------------
I Hate Everything About You

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.