შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილერი +18 /სრულად/


3-07-2019, 09:40
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 8 436

დილერი +18 /სრულად/

დილერი

1
შუაღამის სამი საათი იყო, ხმაურიანი მუსიკით ადუღებული, ერთმანეთში ახლართული წყვილები, ნეტარების საბურველში გახვეულნი, რეალობას სრულებით გამოთიშულნი, ალკოჰოლითა თუ ექსტ/ზით დაშტერებულნი ზომბებად ქცეულ ერთ დიდ მთლიანობას უფრო ჰქმნიდა ვიდრე საღად მოაზროვნე, ჯანსაღ, სიცოცხლის წყურვილით გულანთებულ ახალგაზრდობას. ბარის დახლთან იჯდა, მარტინის ჭიქას მსუბუქად ათამაშებდა თლილ თითებში და ზიზღით უყურებდა გაპარტახებამდე მისულ სოციუმს. შავი თმა მსუბუქად დაჰყროდა ბეჭებზე, კურნოსა ცხვირი კოხტად მოკალათებულიყო მწვანე თვალებს შორის და სავსე წითელი ბაგეებიც ისე ავსებდა ამ ყველაფერს მხატვრის მიერ შექმნილ ლამაზ ტილოს უფრო ჰგავდა ვიდრე ცოცხალ ქმნილებას. ტუჩებ შორის ნერვულად აწვალებდა ქვედა ტუჩის მარჯვენა ჯუთხეს და ყოველ ათ წუთში მასთან მისულ მორიგ მამაკაცს ცივად იშორებდა. ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, მორჩენილი სითხე მოსვა და ბარმენს ახალი ჭიქა შეუკვეთა.
- აქაური აუ უნდა იყოთ. - კევის ღეჭვით მიმართა პირსინგიანმა ბარმენმა და ჭიქა წინ დაუდგა. პასუხი არ გაუცია ისე გამოცალა სასმელი და ისევ ბარმენს მიაპყრო მზერა. - ტაბლეტი არ გირჩევნია?
- რომ მათ ვგავდე? - ირონიულად ამოიჩურჩულა გოგონამ და მზერა მოცეკვავე წყვილებისკენ მიმართა. - არა, მარტინი მირჩევნია. - ღიმილით დაამატა და ჭიქა უფრო ახლოს მიუსრიალა ბარმენს.
- შორიდან ჩამოხვედით?
- საკმაოდ.
- რამეს ეძებთ?
- უბრალოდ ვმოგზაურობ.
- არ ჰგავხართ უბრალო მოგზაურს. - გაუღიმა ბარმენმა და ჭიქა ისევ სასმლით შეუვსო.
- ბარმენისთვის ზედმეტად მიხვედრილი ხომ არ ხარ? - გულწრფელი ღიმილით დააჯილდოვა გოგონამ და სასმელი მოსვა.
- მაინც საიდან ჩამოხვედით?
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
- შესაძლოა მეორედ ვეღარც შევხვდეთ ერთმანეთს უცნობთან საუბარი შვებას მოგგვრის. - თვალი ჩაუკრა ბარმენმა გოგონას, ჭიქების მშრალებას თავი ანება და ხელი გაუწოდა. - ლეო.
- ზუსტად მსგავს სახელს ველოდი. ანა. - საპასუხოდ ხელი ჩამოარვა გოგონამ.
- თუ საუბარს გადაწყვეტ აქვე ვიქნები. - გაუღიმა ლეომ და მარტინის ჭიქასთან ერთად მარტო დატოვა. - დახლს მიღმა მიმავალს თვალი გააყოლა, შემდეგ ისევ ტაბლეტებით გაბრუებულ ბრბოს მოავლო თვალი, ზიზღი და ირონია ერთად დათარეშობდა მის სახეზე, ხმაურიანი მუსიკა უკვე სულს უხუთავდა. მაინც რას ეძებდა ბართან მჯდომი ლამაზმანი, უინტერესოდ რომ მიშტერებოდა საღ აზრს აცდენილ თანატოლებს.
- მისი სახელია ანა. - ყურში ჩამჩურჩულა ლეომ და ვისკის მუცელგაბერილი ჭიქა დამიდგა წინ.
- მადლობა.
- არაფერს. გემრიელად მიირთვი. - ტრადიციულად ღიმილით დატოვა ჩემი მაგიდა ლეომ.
- ანა. - ყრუდ ჩავილაპარაკე უცნობის სახელი და ტანში უცნაური ინტერესის ბუსუსები ვიგრძენი.რატომ მქონდა ის განცდა რომ ადგილს ვერ პოულობდა, სადაც არ უნდა წასულიყო თავს მუდამ მარტოსულად გრძნობდა. ჯერ მხოლოდ ოცდახუთი წლის იქნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად ბევრი უნდა ენახა მის მწვანე თვალებს და შესაბამისად მისი გონებაცა და გულიც იმაზე მეტად მრავალფეროვანი იქნებოდა, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა. ვინ იყო ანა? საიდან იყო? რა სურდა მას? რას ეძებდა? რისკენ ილტვოტა? რისთვის მოგზაურობდა? ამ კითხვაზე პასუხი დარწმუნებული ვარ მასაც ზუსტად ისე სტანჯავდა როგორც მე, როგორი უცხო იყო და ამავდროულად როგორი ნაცნობი. შორიდან ვუცქერდი ბართან მჯდომ ლამაზმანს და წარმოდგენაც არ მქონდა რატომ მსურდა მისი უფრო ახლოს გაცნობა. დახვეწილი სხეული ჰქონდა მაგრამ უხეში მოძრაობები, მის ყოველ ქმედებას სინაზე აკლდა. სრულყოფილი იყო მაგრამ რაღაც აკლდა, რაღაც ისეთი რაც მის პირისახეს სრულებით გასაგიჟებელს გახდიდა. პირველად ვხედავდი, ან იქნებ სულაც არ იყო პირველი მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი კიდევ სად უნდა მყოლოდა ნანახი. ვისკის ჭიქას მჭიდროდ შემოვხვიე ხელები და სასმელი მოვსვი, თავთან მდგომ დაცვას ავხედე. - მასთან საუბარი მინდა. - თავის დაკვრით დამტოვა, სხეულის გრეხვით გართულ ახალგაზრდებში ტექნიკურად გაძვრა და ბართან მჯდომ გოგონას მიეჭრა. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა შემდეგ კი დაცვას რაღაც უჩურჩულა და ისიც უკან გამობრუნდა.
- უარს აცხადებს. - გამეღიმა დაცვის პასუხის გამო. - შემიძლია ძალით მოვიყვანო.
- არა. - სასმელი ბოლომდე ჩავცალე და დაცვას ავხედე. - ყურადღება მიაქციე, როცა ბარს დატოვებს იცი როგორც უნდა მოიქცე. - კისრის მალები ავათამაშე და რბილ სავარძელს მთელი ზურგით ავეკარი. მუსიკა უკვე სულს მიხუთავდა, მჭიდროდ შეკრული პერანგის ზედა ორი ღილი შევიხსენი და შვებაც მალამოსავით მომედო მთელ სხეულზე. - ანა. - ღიმილით ჩავილაპარაკე უცნობის სახელი და თვალები დავხუჭე. კიდევ რამდენიმე ჭიქა მარტინი მიირთვა, საბოლოოდ აშკარად მოსწყინდა არსებული სიტუაცია, გაფაციცებით მოათვალიერა ბართან მდგომი ბარმენები რომლებიც კლიენტებთან მომსახურეობით იყვნენ გართულნი, შეუმჩნევლად წამოდგა და გასასვლელს სწრაფად მიაშურა, გამეღიმა. - ქურდბაცაცა. - ჩავილაპარაკე და და დაცვას ვანიშნე რომ გაჰყოლოდა. ბრბო სწრაფად გაარღვია და ის იყო შემოსასვლელში გაუჩინარდა დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მკლავში რომ ჩაავლო ხელი, მის უხეშ ხელებში აფართხალებულმა მალევე ანება წინააღმდეგობას თავი და მთელი საღამოს მანძილზე აკრული მედიდური ნიღაბიც თითქოს დაიმსხვრა და მის ნაკვთებს ნელ-ნელა მოშორდა. დასჯილი ბავშვივით მკლავში ჩაფრენილი მომგვარა უცნობის თავი დაცვამ და ჩემს წინ მდგომ სავარძელზე ცოტა არ იყოს და უხეშად დაანარცხა.
- რეგვენო. - კბილენში გამოსცრა ანამ და გაწითლებული მკლავი დაიზილა.
- საღამომშვიდობისა. - ღიმილით მივმართე, სავარძლის ზურგს მოვშორდი. იდაყვები მაგიდაზე დავალგე და შეკრულ მტევანზე ნიკაპი ჩამოვდე. პასუხი არ დამიბრუნა მხოლოდ ბრაზით აღსავსე თვალები შემანათა, უსაზღვროდ ღრმა და სევდიანი რომ მომეჩვენა ერთ წუთში. სიბნელეში - გადახდა დაგავიწყდა. - სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვაძვრინე, ტუჩებ შორის მოვიქციე და სანთებელამაც არ დააყოვნა. ორივე მხრიდან დაცვის თანამშრომლების მიერ ანთებული სანთებელის ალი ათამაშდა ჩემ სახეზე, ანას თვალებში ჩამდგარმა შიშმაც არ დააყოვნა, მაგიდაზე დადებულ საკუთარ სანთებელას ნელა დავწვდი და თავად მოვუკიდე. სახესთან ათამაშებული ალიც მაშინვე გაქრა. ინტერესით მიცქერდა ჩემს წინ მჯდომი გოგონა თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანდა როგორ არ მოსწონდა ჩემს გვერდით ყოფნა. - ამან შეგაშინა? - მარცხენა პროფილი მისკენ შევაბრუნე.
- უარესებიც მინახავს. - დაბალი ხმით ამოიჩურჩულა და ღრმად ამოისუნთქა.
- საიდან ხარ?
- შორიდან.
- აქ რას აკეთებ?
- ვმოგზაურობ, გზად დასალევდ შემოვირბინე.
- დასალევად. - ღრმად მოვქაჩე სიგარეტს, რამდენიმე წამით გამონაბოლქვი ფილტვებში გავიჩერე და საბოლოოდ გარეთ გამოვუშვი. - იცი ქურდბაცაცებს როგორ ვექცევით?
- სამ ჭიქა მარტინს უნდა გადამაყოლო? - ზიზღით დაბრიცა ტუჩები.
- შენ რომ ბარის მეპატრონე იყო ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდი.
- ამ ბარს საერთოდ დავწვავდი. - თეთრი კბილები გამოაჩინა და მომნუსხველად გაიღიმა, მუცელში დავლილი ტალღების გამო ჟრუანტელმა სასიამოვნო ღიმილი მომგვარა.
- დაწვავდი?
- რა თქმა უნდა, საშინელი ბარია, საშინელი აურით, უგემოვნო მუსიკით და უაზრო ხალხის ბრბოთი. - აშკრად გულახდილი იყო და ამის გამო კიდევ უფრო მეტად მომეწონა.
- პირდაპირი ხარ.
- რატომ არ უნდა ვიყო?
- არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდი, ქურდობაზე დაგიჭირეს შენს ადგილზე მე ყველაფერს გავაკეთებდი რომ მეპატრონის აგრესიას გადავრჩენილიყავი.
- მინე/იც ხომ არ გაგიკეთო? - კბილებს შორის გამოსცრა ანამ, მაგიდას დაეყრდნო და წამოდგომა დააპირა, თუმცა მის მხარზე დადებული დაცვის ძლიერი ხელის წყალობით პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. - მომაშორე შენი ბინძური ხელი. - შეუბღვირა და ახლა ჩემსკენ შემობრუნდა. - მალე მორჩებით ამ მასკარადს? წასვლა მინდა.
- გადაიხადე და წადი. - რაც შემეძლი მშვიდად მივმართე, სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩავსრისე და სასმელი მოვსვი.
- მართლა არ მაქვს ფული, თუ ასე ძალიან აქცევს შენს ბიზნეს სამი ჭიქა მარტინი შემიძლია სხვანაირად გადაგიხადო.
- ყოველთვის სხვანაირად იხდი?
- მამაჩემი ხარ?
- საბედნიეროდ არა. - გავუღიმე და სიგარეტი მივაწოდე, თლილი თითებით კოხტად ამოაძვრინა ერთი ღერი და ტუჩებ შორის მოიქცია. დაცვას ვანიშნე რომ მოეკიდებინათ და მის სახესთან აკიაფებული ალის წყალობით უფრო ნათლად დავინახე მისი საოცარი სახე, თვალებდახუჭულმა მოქაჩა სიგარეტს და კმაყოფილი აეკრო სავარძელს.
- მოიფიქრე რა გინდა? - ინტერესით დამაჩერდა და კიდევ ერთხელ მოქაჩა სიგარეტს.
- ერთი კვირა ჩემთან იცხოვრებ.
- სამი ჭიქა მარტინის გამო? - თვალები შუბლზე აუვიდა ანას და პირს მომდგარი ნერწყვი ხმაურით გადააგორა. - ბევრი ხომ არ არის?
- ციხე გირჩევნია?
- არა. - ზიზღით ჩააქრო სიგარეტი და უკმაყოფილოდ ჩაეფლო სავარძელში.
- ადამი.
- სახელის ცოდნის გარეშეც შემიძლია ერთი კვირა გაგიძლო.
- რატომ ფიქრობ რომ გასაძლებლად გექნება საქმე?
- არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რატომ გაქვს ეს სახე ასეთი დასახიჩრებული, არ ვიცი რა უნდა ვაკეთო შენთან ერთად ერთი კვირა, საერთოდაც ციხე მირჩევნია მახინჯის სიფათის ქვეშ ორგა/მის იმიტირებას. - ადრენალინით წამოიყვირა ანამ. მაგიდის ზედაპირს ხელები ძლიერად დაარტყა და ფეხზე წამოდგა, მისკენ ხელშემართული ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი დავლანდე და მაშინვე სისხლი ამიდუღდა.
- ხელი არ ახლო. - გაოცებულ დაცვას ხელი ჰაერში გაუშეშდა.
- თავხედი ლაწირაკია ჭკუა უნდა ასწავლოთ, იცოდეს როგორ მოიქცეს. - დაბნეულმა შემეპასუხა და ხელი დაუშვა.
- ამას მე გადავწყვეტ.
- ქალების ცემა გიყვართ? ამდონის არაკაცი ხართ? - ზიზღით იყო ანას ხმა გაჯერებული.
- რომ მიყვარდეს ახლა ასეთი ლამაზი აღარ იქნებოდი. ჩემთან წაიყვანეთ, მაგრამ არაფერი დაუშავოთ. - გაბრძოლების მიუხედავად ანას სიფრიფანა სხეული წამებში ააფრიალა ერთ-ერთმა დაცვამ ხელში, სასაცილოდ მოიკიდა ზურგზე და გოგონას ყვირილის მიუხედავად დარბაზიდან აორთქლდა.
- შეფ რას უპირებთ?
- მისი გაცნობა მინდა.
- მოგზაურობს, არ ამბობს ვინ არის, შარს არ აგკიდოთ. იქნებ მოგზავნილია.
- შენ ჯობია ამილახვარს მიაკითხო და ვალის დაფარვა აიძულო. თუნდაც ამისთვის მისი ოჯახის ამოწყვეტა დაგჭირდეს.
- კარგი. - უხალისოდ დამემორჩილა დაცვის თანამშრომელი და მარტო დამტოვა.
----------

- მობრძანდით ბატონო ადამ. - უკვე ოჯახის წევრივით მესალმება ექთანი და პალატის კარს ფართოდ მიღებს.
- როგორ არის?
- ისევ ისე, სამწუხაროდ ახალი არაფერია. - სინანულით აიჩეჩა მხრები და პალატაში მარტო დამტოვა. ოთახში გამეფებული წამლების სუნი უკვე იმდენად გამჯდარი მაქვს სასუნთქ გზებში რომ რეაქციაც აღარ მაქვს, წლებია ასე ხდება, წლებია მისი უგონოდ მყოფი სხეული ამაოდ ებრძვის სოცოცხლეს, ისეთი გამხდარია, ისეთი საბრალო შესახედაობის არის, გული ყოველჯერზე ერთნაირად მიკვდება მისი ყოველი ნახვის შემდეგ, საწოლთან ახლოს მივედი და მისი მსუბუქი ხელის მტევანი ხელებში მოვიქციე, ნაზად შევეხე ტუჩებით და ისე ამოვისუნთქე ერთი წამით მეგონა რომ გულიც ამოვაყოლე. შვიდი წელი, შვიდი წელი ველოდები თუ როდის გაახელს თვალებს. მაგრამ ამაოდ, თითქოს ვეღარ იჯერა გული ჩემი ტანჯვით, თითქოს არ გაძღა მისი გონება ჩემი ტკივილის ცქერით, საკუთარ თავზეა შეყვარებული და საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი თუ რად ვიქეცი, ის თუ რისი გადატანა მიწევს, ის თუ გავლენას და ძლიერ ნიღაბს ამოფარებულს სახლში მისულს ნიღბების საგულდაგულოდ ჩამოხსნისა და სულის გაშიშვლების შემდეგ რისი ატანა მიწევს.
- ეგოისტო. - ძლიერად მოვუჭირე მის უსუსურ მტევანს ხელი. - აღარ გეყო? აღარ გამოვისყიდე? იქნებ დროა ცოტა შენც დათმო. - მოზღვავებული ემოციები ყელში გადავაგორე, თვალს მომდგარ ცრემლს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მივეცი და კუთვნილ ადგილზე დატევა ვაიძულე. ახლაც ისევ ისე დამემორჩილა როგორც ყოველ ჯერზე, იშვიათად მჯობნის, იმდენად იშვიათად რომ მგონია საერთოდ დაკარგული აქვს საცრემლე ჯირკვლებს ფუნქციონირების რეფლექსები. ცოტა ხანს მასთან დავყავი. მოგვიანებით ან გამახსენდა, სწრაფად წამოვდექი, გაყინულ შუბლზე ნაზად ვაკოცე და პალატაში მარტო დავტოვე.
------------

სახლში შესულს უცნაური აუარა სისხლს მიდუღებს, შესასვლელში გაბრაზებული ლენა, დოინჯშემორტყმული მეგებება, ქურთუკს ვიხდი, შუბლზე ხმაურით ვკოცნი ერთგულ მსახურს, რომელიც მსახურზე მეტი იყო ყოველთვის ჩემთვის.
- არაფერი თქვა. სად არის?
- სტუმრების საძინებელში.
- სძინავს?
- ათი წუთის წინ ისეთი მსხვრევის ხმა გამოდიოდა ოთახიდან არამგონია ეძინოს.
- მსხვრევის? - ღიმილით ჩავიკარი გულში ლენა.
- სად ნახე ეს ტყიური, ან აქ რატომ მოიყვანე, შენ ხომ დამპირდი?
- ჩემო საყვარელო ლენა დამშვიდდი კარგი?
- მშვიდად მაშინ ვიქნები როცა შენი საბრალო ცოლი გონს მოვა, ოჯახს დაუბრუნდება და შენც ნორმალურ ცხოვრებას დაიბრუნებ.
- არ დაიწყო. - საძულველი საუბრის თავიდან ასაცილებლად სწრაფად მოვშორდი ლენას, კიბეები ავირბინე და სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებლის წინ შევჩერდი, საეჭვო სიჩუმეს მოეცვა იქაურობა, სწრაფად ჩამოვწიე სახელური, კარი ღრმად შევაღე, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ თავისი შედეგი გამოიღო, კარს უკან ატუზული ანას მიერ მოქნეუილი მძიმე ვაზა სწრაფად შევნიშნე, სხარტად გავხტი გვერდით და გოგონას ხელები დავუჭირე. ჭირვეულობდა, უწმაწურ სიტყვებს ერთი მეორის მიყოლებით ისროდა, ფეხებს გიჟივით ამოძრავებდა, იმ თევზივით ფართხალებდა ანკეს რომ წამოეგება და ბოლო გაბრძოლებისას მთელ ენერგიას რომ ხარჯავს.
- გეყოფა. - დაბალი ხმით ვუჩურჩულე მის ზურგზე აკრულმა და უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები, უფრო ძლიერად ავიკარი სხეულზე და მთელი არსებით შევიგრძენი მისგან მომავალი შიშის სუნი. - არაფერს დაგიშავებ. ხელს გაგიშვებ შენ კი ეცადე თავი ხელში აიყვანო? კარგი?
- ჯანდაბას შენი მახინჯი თავი. - კიდევ უფრო აფართხალდა ეს უკანასკნელი. მისი სხეული ხელში ავაფრიალე და საწოლს სწრაფად დავანარცხე, წამში მოექცა ჩემი სხეულის ქვემოთ , ხელები დავსზემოთ დავუჭირე და სახე იმდენად ახლოს მივუტანე რომ მისი სუნთქვა საკუთარში ამერია.
- გითხარი არაფერს დაგიშავებ-მეთქი. იქნებ მორჩე პანიკას. - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან და სწრაფად წამოვდექი. ოთახში მდგომ სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი და ჯერ კიდევ გააფთრებულ ანას დავაკვირდი, რომელიც უხერხულად ისწორებდა ტანსაცმელს.
- რა გინდა ჩემგან?
- ჯერ არ ვიცი. - გულწრფელად ვუპასუხე, სავარძლიდან წამოვდექი, ისევ მის სხეულს მივუახლოვდი, ფრთხილად გადავუწიე სახეზე ჩამოშლილი თმები. - ლამაზი ხარ.
- რასაც შენზე ვერ ვიტყვი.
- ამ ენის გამო შემიძლია საერთოდ მის გარეშე დაგტოვო. - ძლიერად მოვუჭირე თითები სახეზე და ტანშიც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. სწრაფად ჩამაფრინდა მაჯაზე და ჩემგან თავის დაღწევას ეცადა. მისი გახშირებული სუნთქვა მთელ სხეულში გამიჯდა და ნერვიულობით გამოწვეული კანის სურნელი საერთოდ ჭკუიდან მშლიდა. წამით მისი სახიდან მზერა ათრთოლებული მკერდისკენ გამეპარა, სწრაფად ვუშვი ხელი და ისევ უკან დავიხიე.
- მოგწონს როცა ადამიანებს ტკივილს აყენებ? - აცრემლებულმა დაიზილა სახე და უკვე გატეხილი ხმით ამოიჩურჩულა.
- არ მინდოდა.
- როგორ არა, გინდოდა. რადგამ ბევრი ფული გაქვს გგონია ყველაფრის გაკეთების უფლება გაქვს? გგონია შეგიძლია აქ მომიყვანო და ისე მომექცე როგორც გსურს? გგონია რადგან აქაური არ ვარ ძებნასაც არავინ დამიწყებს? გგონია მაგარი ტიპი ხარ და მე შეშინებული გოგო რომელსაც როგორც კახპას ისე მოექცევი?
- დალევ რამეს? - ჩემს მიერ მოულოდნელად დასმულმა კითხვამ საერთოდ წყობიდან გამოიყვანა ანა.
- დავლევ? რატომ რომ შენთან ყოფნის იძულებითი დრო ჩემივე სურვილის საწინააღმდეგოდ გამიხანგრძლივო? უკან შეისხი ეგ სასმელი.
- არაფერს გიმატებ, უბრალოდ მოდუნებაში დაგეხმარება.
- რატომ არ ჩხუბობ. ან რატომ არ პასუხობ ჩემს ყვირილს ყვირილით?
- კამათში გამარჯვების საუკეთესო საშუელაბა დათმობაა. ამის შესახებ არ გსმენია?
- სადაც მე გავიზარდე მხოლოდ წერა კითხვისა და გინების გაკვეთილებს ატარებდნენ. - მოულოდნელად გამხიარულება დაეტყო ჩემს სტუმარს და სასმლის ჭიქაც თავისივე ნებით ამართვა ხელიდან.
- სად გაიზარდე?
- უპატრონო ბავშთა სახლში.
- მშობლები?
- მოძალადე მამისა და კაბარის მოცეკვავის შვილი ვარ, არც ერთ მათქგანს არ ვიცნობ.
- ვწუხვარ.
- და საერთოდ ამ თემაზე რატომ მელაპარაკები? - მოულოდნელად ისევ წამოენთო ანა.
- თუ გსურს ადამიანის გული მოინადირო იმაზე უნდა ესაუბრო რაც მას სურს, რაც მას აწუხებს. - გავიღიმე და სასმელი მოვსვი.
- გამოდის ტექნიკური სვლა იყო?
- შენ როგორ ფიქრობ?
- ვფიქრობ რომ ტექნიკირთან ერთად ვერაგულიც. - სასმელი ბოლომდე გამოცალა და საწოლს მთელი სხეულით აეკრო.
- ჯანდაბა. როგორი ლამაზია. - ვფიქრობდი ჩემთვის, ვფიქრობდი და ემოციებს უფლებას ვაძლევდი როგორც სურდათ ისე შემძვრალიყვნენ ჩემი ტვინის ყველაზე ბნელ წერტილებში და მჭიდროდ გაედგათ ფესვები. ვენებში სისხლის მდინარეებს ვგრძნობდი, აჩქარებულ გულის ცემას და ჩემ წინ საწოლზე გაშოტილი გოგონას დაუფლების სურვილს.
- სახეზე რა მოგივიდა? - მოულოდნელად წამოჯდა ანა საწოლზე და კითხვით მომმართა.
- ვერაგული სვლით გადაწყვიტე სამაგიეროს გადახდა?
- ვფიქრობ არ გამომივიდა. - მხრები აიჩეჩა, ფეხზე წამოდგა, თხელი მაისური თავს ზემოთ გადაიძრო და თვალი ჩემსკენ გამოაპარა. - განვაგრძო თუ დამეხმარები? - ფეხზე წამოვდექი მის კეფაზე შესრიალებული ჩემი თითები ვიგრძენი, ბიუსჰალტერი მის ათრთოლებულ მკერდს ძლივს იმორჩილებდა, თითები ნაზად ჩავატარე მის ყელზე, თვალები დახუჭა და ტუჩებზე ნაზად გადაისვა ენა.
- შეგიძლია ჩაიცვა. - საწოლზე დაგდებული მაისური მივაწოდე და უკან დავიხიე.
- რატომ? - გაოცებულმა გამომართვა მაისური და სწრაფად ჩაიცვა.
- როგორც ჩანს სიამოვნების იმიტირებაში უბადლო ხარ.
- ქალებს ასე კარგად იცნობ? - ეჭვით აათამაშა წარბები
- საბედნიეროდ კი. დაისვენე.
- მიდიხარ?
- კარს გარედან დავკეტავ. ფანჯრებს გისოსები აქვს, თუ გაქცევას მაინც მოახერხებ ეზოში ქოფაკებია და მაინც იცოდე. - გავიღიმე და მისი საძინებელი დავტოვე. - ხო მართლა. - წამით ისევ უკან შევბრუნდი. - კარადაში ბევრი კაბაა, რომელიც გინდა შეარჩიე, აბაზანა იქეთ არის. ერთ საათში მოგაკითხავ და ვივახშმოთ.
- ამ სახლში პირველი ქალი არ ვარ არა?
- ჭკვიანი გოგო ხარ.
- დანარჩენებებს რა ბედი ეწიათ.
- შეეცადე ლამაზი იყო. - კარი სწრაფად გამოვხურე, ჩავკეტე და მხიარულმა ვუკარი გასაღებს ჯიბეში თავი.
- ადამ. - მომესმა ზურგს უკან ლენას ხმა.
- არაფერი თქვა. - თითის აწევით ვუთხარი ერთგულ მსახურს და იქაურობას გავეცალე.
2
საძინებელში შესულს ტრადიციულად რაც პირველი მხვდება თვალს ლენას მიერ კარადიდან ამოღებული ჩემი ცოლის ფოტოსურათია, რომელსაც ყოველთვის უჯრაში ვდებ ის კი ყოველ ჯერზე იღებს უჯრიდან და გამოსაჩენ ადგილზე დებს, ასე ცდილობს ყოველთვის მახსოვდეს ის მწარე რეალობა რაც მისი დახმარების გარეშეც შესანისნავად მახსსოვს, პერანგს იატაკზე ვაგდებ, ფოტოსურათს ამჯერად ადგილს არ ვუცვლი, სააბაზანოში შევდივარ, წყალს ვუშვებ და დარჩენილ ტანსაცმელს ვიშორებ სხეულიდან, კედელს ორივე ხელით მიყრდნობილი სახეს ვუშვერ ცხელ წყალს და მთელი დღის უსიამოვნო განცდებიც კივილით მიექანებიან „ტრაპისკენ“. საცოდავად მებღაუჭებიან სხეულზე, მტკივნეულად მგლეჯენ კანს თუმცა საბოლოოდ დამარცხებულები ხმაურით ეხეთქებიან გაქათქათებულ მეტლახზე, შემდეგ კი წყლის მდინარეებს უერთდებიან და მათთან ერთად წყვდიადში უჩინარდებიან. კარგა ხანს დავყავი წყლის ქვეშ, როცა უჰაერობისგან გულმა ჩვეულებრივზე სწრაფად დაიწყო ფუნქციონირება, ონკანი დავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და საძინებელში შევბრუნდი, სარკეში საკუთარ სახეს ზიზღით შევავლე მზერა. უზარმაზარ ჭრილობაზე რომელიც შუბლიდან იწყებოდა, წარბისა და თვალის გავლით ნიკაპის ქვეშ მთავრდებოდა ფრთხილად ჩამოვუსვი ხელი და საკუთარ გამოსახულებას თვალი ავარიდე, გამორჩეულად ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის უხეში ნაკვთები მქონდა თუმცა ამ ჭრილობის შედეგად უფრო საშიში იერსახე შევიძინე ვიდრე მანამდე. მუშტები შევკარი და სარკეს ზურგი ვაქციე. საათს გავხედე, კარადიდან თეთრი პერანგი და მუქი ლურჯი შარვალი გამოვიღე, საგულდაგულოდ გაპრიალებული ფეხსაცმელიც მოვირგე, სველი თმა პირსახოცით შევიმშრალე და სავარძელში ჩავეშვი. საათის ისრების წიკ-წიკს მივუგდე ყური. დრო გარბის... როგორ უმოწყალოდ გარბის... გარბის და უკან ტოვებს ყოველივე ლამაზს, ტკივილს კი მიყუჩების ნაცვლად უფრო მეტად მიახლებს და შურისძიების სურვილით დაბრმავებულს ზოგჯერ საკუთარი სახელიც მავიწყდება. ფიქრებმა გამიტაცა, სალის ხმა ჩამესმა ყურებში. ადამა მიშველე... სხეული მომეყინა, შუბლზე ოფლმა დამასხა და თითებიც დამეკრუნჩხა. გთხოვ. აგრძელებს მისი ხმა, გთხოვ მიშველე. ვგრძნობ როგორ წყვეტს გული ფუნქციონირებას, როგორ მასკდება სისხლის მდინარეები ვენებში და როგორ ცდილობს საცრემლე ჯირკვლები ფუნქციონირებას. წიკ-წიკ. საათის ისრები რეალობაში მაბრუნებს, არეულ სახეზე ხელის მოსმით ვიშორებ აღელვების კვალს, საძინებლიდან გავდივარ და ანას საძინებლისკენ ვიღებ გეზს. საკეტს გასაღებს ვარგებ, გადატრიალების შემდეგ კი დაკაკუნების გარეშე ვაღებ კარს და ოთახში შევდივარ.
- დაკაკუნება არ გასწავლეს? - ბრაზით დაბრიცა ანამ ტუჩები და ჩემსკენ შემობრუნდა.
- ჯანდაბა. - თავი ღიმილით მოვიფხანე და მკლავები განზე დანებების ნიშნად გავშალე.
- რა იყო?
- მოლოდინს გადააჭარბე. - კმაყოფილმა მსუბუქად შემოვკარი ტაში, მისი ხელი ხელში მოვიქციე, ნაზად შევახე ტუჩები და დავატრიალე. შავი კაბა ისე კოხტად ჰქონდა სხეულზე მორგებული კაცი იფიქრებდა საგანგებოდ მისთვის შეუკერიათ, მოხსნილი ზურგი, დაუდევრად შეკრული თმა და მსუბუქი მაკიაჟი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებდა.
- სად აპირებ ჩემს წაყვანას?
- ერთ მშვიდ ადგილზე.
- და მერე რა იქნება?
- არაფერი ანა. დავლევთ, ვისაუბრებთ.
- შემდეგ?
- ნუ გეშინია ცუდი განზრახვები არ მამოძრავებს.
- აბა ეს ყველაფერი ერთი ნახვით შეყვარებას დავაბრალო? - ღიმილით შემისწორა პერანგის საყელო.
- ნელ-ნელა გაიგებ.
- არ მიყვარს გამოცანები, არც თავსატეხები.
- მე მიყვარს.
- და თუ მეორე მხარეს არ მოსწონს შენი თამაში არაფერს ცვლის?
- თუ ის მეორე მხარე ქურდბაცაცა და ჩემი მძევალია არა.
- რატომ ფეხი არ მომტყდა როცა იმ ბარში შემოვედი. - საწოლზე ჩამოჯდა და ხასიათის საგრძნობლად ეცვალა ჩემს სტუმარს.
- თუ გეტყვი რომ შენთან სექსი არ შედის ჩემს გეგმებში დაგამშვიდებს?
- არა.
- შენზე ძალადობას არ ვაპირებ.
- მაშინ იქნებ მითხრა აქ რას ვაკეთებ.
- ვალს გადახდა უნდა შენ კი ჩემი ვალი გაქვს.
- კარგი რა.
- სამსახურზე რას იტყვი - საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი, სახე ოდნავ ავაწევინე და ამღვრეულ თვალებში მზერა გავუსწორე.
- მე ვმოგზაურობ. ერთ ადგილზე ორ კვირაზე მეტ ხანს არ ვჩერდები.
- სრულიად საკმარისი დროა, დამთანხმდი, იმდენ ფულს აიღებ მთელი ცხოვრება რომ უდარდელად იცხოვრებ, რასაც გინდა გააკეთებ, არც უფულოდ ფალევა მოგიწევს. შეძლებ საკუთარი იახტაც კი იყიდო, რასაც მოისურვებ ყველაფერი გექნება.
- ფიქრობ რომ ფულზე ვიყიდები? - უხეშად გასწია სახე და საწოლიდან წამოდგა.
- ეს არ მიგულისხმია.
- რატომ მე?
- მიხვდები.
- დანარჩენ გოგონებს ვინც აქ ჩემამდე იყვნენ რა მოუვიდათ?
- ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ.
- რატომ?
- ეს შენ არ გეხება.
- მანიაკი ხარ?
- არა.
- რა სამსახურს მთავაზობ?
- მალე გაიგებ. - ღიმილით წამოვდექი საწოლიდან. აკანკალებულ თითებზე ფრთხილად ჩავავლე ხელი და კარისკენ წავიყვანე, სუსტად შემეწინააღმდეგა.
- ადამ.
- გისმენ ანა.
- მეშინია.
- ვიცი. - გავუღიმე და გზის გაგრძელება ვაიძულე.
--------

- მეგონა სადმე ბარში მეპატიჟებოდი. - ეჭვით შეათვალიერა ანამ მყუდრო სახლი სადაც ავტომობილი გააჩერა ჩემმა დაცვამ.
- ბარი და მშვიდი? - ღიმილით შევაღე სახლის კარი და ხელით ვანიშნე რომ შესულიყო, ჩემს წინ მიმავალს ხარბი მზერით გავაყოლე თვალი და მოზღვავებული ემოციების გასაკონტროლებლად პერანგის საყელოს ღილი შევიხსენი, გამშრალი ტუჩები სიმწრით გავისველე და ყრუდ ჩავახველე. მისაღებში შესულმა ინტერესით მოათვალიერა სახლის ინტრეიერი და ერთ-ერთ სავარძელში ჩაეშვა.
- ლამაზი სახლია.
- ვისკი, მარტინი თუ რამე უფრო მსუბუქი?
- სასაუბრო თემის მიხედვით.
- მომწონს შენი აზროვნება.
- უმაღლესი განათლება არ მაქვს, არს საშუალო. სკოლაში არ მივლია, თუ რამე ვიცი ისევ ქუჩამ მასწავლა.
- ქუჩა საუკეთესო მასწავლებელია, განათლება უბრალოდ ფარია, დახვეწილობასა და სიმშვიდეს გმატებს.
- გამოდის წიგნები საჭირო არ არის?
- გამოდის წიგნები საჭიროა რომ შენი თავი მეტად რეალიზებული გახადო. წიგნებში ამოკითხული ლამაზი ამბები ხშირად არ შეესაბამება ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, ამიტომაც გარე სამყაროსთან ხშირი კომუნიკაცია და ქუჩის ცხოვრების გამოცდილება ადამიანს უფრო ძლიერ ინდივიდად გაყალიბებს ვიდრე მხოლოდ წიგნებით გაფრენილ სნობს.
- ლამაზად საუბრობ. - მორცხვად გამომართვა სასმელი და ინტერესით დააკვირდა მასში მოთავსებულ სითხეს. - ვისკი? - გამოდის საქმე სერიოზულია?
- ნამდვილად ჭკვიანი გოგო ხარ. - მის მოპირდაპირე მხარეს მდგომ სავარძელში მოვთავსდი და სიგარეტს მოვუკიდე. - როდესაც უკან იედები რას ხედავ?
- სიცარიელეს, უფსრკულს, ტკივილს.
- როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს, რომ უფსრკულიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გელოდება როდის აგიცდება ფეხი და გადაეშვები დაუმარცხებელ მორევში.
- მეჩვენება თუ ჩემი მენტორობა გადაწყვიტე.
- რაც გინდა ის დაარქვი.
- არ ხარ ისეთი ნაბი/ვარი როგორც ერთი შეხედვით მეგონე.
- დასკვნებს ნელ-ნელა გამოიტან.
- მაშინებ?
- გაფრთხილებ. - მის ჭიქას საკუთარი ჭიქა ხმაურით მივუჭახუნე და სასმელი მოვსვი. - წარსული არ გეშვება, ხშირად გაგიელვებს კადრებად განვლილი ცხოვრება, ისწავლე რამე? არ ვიცი, შენ იმპულსური, აწმყოთი მაცხოვრებელი, ერთი ჩვეულებრივი სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, უბრალო მოკვდავი ხარ. ცოტათი შეშლილიც ხარ ტუმცა რ გამტყუნებ, აბა როგორ არ იქნები შეშლილი და საცოდავი იმ სამყაროში, რომლის არც ერთ მიზანსა და სიხარულს არ იზიარებ. ხშირად უნდა განმარტოვდე შენს ფიქრთან, რათა იპოვო საკუთარი თავი, „ვინ ხარ, რა გინდა“ როცა ამას შეძლებ, მაშინ ყველაფერს ადვილად მიაღწევ, მიზნად დაისახე, „მიაღწიო მიზანს“ ყველასგან დაუხმარებლად, მაშინ გაიგებ საკუთარი თავის ფასს. ნუ გაეკიდები წარმავალს და არარეალურს, შეიგრძენი სამყაროს ნეტარება. თავისუფლებისკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა...
- რატომ არახარ თავისუფალი? ვინ დაგიწერა კანონები და საზღვრები? ვინ არის შენი მოსამართლე და მბრძანებელი? გინდა იფრინო? ვინ შეგკვეცა ფრთები? მიდი გაფრინდი, გინდა იყვირო და გაიქცე? წადი... ხო ისე, ერთ ჩვეულებრივ დღეს უბრალოდ ადექი და უბრალოდ წადი, იქ სადღაც... უბრალოდ იარე, ეძებე, სცადე და იქნებ იპოვო კიდეც, ის რაც დაგამშვიდებს, მაგრამ შენ ეს არ შეგიძლია.. შენი სული ისევეა გამომწყვდეული შენს სხეულში, როგორც ჯინი ბოთლში, სული სხეულის მონაა, სხეული სულის, ორივე ერთშია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, თუმცა ისინი ერთმანეთის მტრებიც არიან, მთელი ცხოვრება ებრძვიან ერთმანეთს და მაშინ თავისუფლდებიან როდესაც სამუდამოდ შორდებიან ერთმანეთს.. ანუ სული ტოვებს სხეულს და პიროვნება აღარ არსებობს. გეშინია იმის, რომ ისე არ ჩაიაროს შენმა ცხოვრებამ, ისე არ ჩამთავრდეს, ნაპოვნი არ გქონდეს „ის რაღაც“. შენში ვულკანი იმალება და თუ შეძელი მისი პოვნა აუცილებლად აფეთქდება. თუ კი ვერ მოახერხე, მაშინ შენი ცხოვრება უნიჭო მწერლის მიერ შექმნილ მოთხრობას დაემსგავსება. ჩაიკითხავ და უბრალოდ შეგეცოდება...
- და ეს ყველაფერი ქუჩამ გასწავლა? - გულწრფელად გამაოცა მისმა საუბარმა.
- თავად აღნიშნე რომ ქუჩა საუკეთესო მასწავლებელია.
- მაგრამ შენი საუბარი სულაც არ ჰგაქვს მხოლოდ ქუჩაში მიღებულ განათლებას.
- ელიტარულ ქუჩაზე გავიზარდე. - ფართო ღიმილით დამაჯილდოვა და მაიძულა თემას რომელსაც აშკარად ტაბუს ადებდა აღარ შევხებოდი. - თანახმა ვარ. - დაამატა ბოლოს.
- რაზე?
- სამსახურზე.
- ეჭვიც არ მეპარებოდა. - კმაყოფილი მივესვენე სავარძელს და ღიმილით გადავეშვი ფიქრის მორევში. გულში სითბო ჩამეღვარა და მთელი სხეული სიახლის შეგრძნების სურვილმა მოიცვა... მას რას ვუწოდებ? - მხოლოდ სინაზეს და ნეტარებას ჯერ არ დამწიფებულ ატმის ნაყოფს, ჯერ არ გაშლილ ვარდის კოკორს. იასავით სათნო, ვარდივით ლამაზი და მარწყვივით ტკბილია მისი არსებობა. ფრთხილი ნაბიჯებით უნდა მივუახლოვდე, რათა მოვწყვიტო და შევიგრძნო მისი ღვთაება. არ უნდა დავაფრთხო, მთავარია არ დავაფრთხო, მისი ნდობა მოვიპოვო, მის საყრდენად ვიქცე, მისი იტერესები დავაკმაყოფილო, შემდეგ კი მოვწყვიტო, მოვწყვიტო, შევიგრძნო ისე როგორც მე მიყვარს, ნელი მისთვის მტანჯველი და ამავდროულად სასიამოვნო დაგემოვნებით უნდა დავაგემოვნო მისი ყოველი უჯრედი, ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა თრთოდეს ჩემს მკლავებში განაბული და კიდევ მეტსა და მეტს მთხოვდეს, მასში გამეფებული კი იმას მივიღებ რაც მსურს...
- ადამ. - ფიქრებიდან ანას ხმამ დამაბრუნა.
- რა მოხდა?
- არ ვიცი რაზე ფიქრობ მაგრამ ფაქტია ძლიერი ერე/ცია გაქვს. - ღიმილით მიმითითა უბისკენ და სასმელი მოსვა.
- ჯანდაბა. - ხმით გამეცინა მისი პირდაპირობისა და ჩემი მეგობრის საომარ პოზიციაში ყოფნის გამო. - დავბრუნდები. - სავარძლიდან წამოვდექი და საპიფარეშოს მივაშურე.
----------
ფანჯარასთან იჯდა, ნარკო/იკის ზედმეტი დოზით გაშტერებულს სულელური გამომეტყველება აჰკროდა სახეზე, სიმპატიური იყო, ზედმეტად სიმპატიური მაგრამ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნით შარმს სრულებით კარგავდა, შავი, დაბალზე შეჭრილი თმა ჰქონდა, მკვეთრად გამოხატული ლურჯი თვალები, რომლებსაც მოწითალო გუგები კიდევ უფრო ლურჯს აჩენდა. ცხვირი გატეხილი ჰქონდა თუმცა ძალიან უხდებოდა მის სახეს. მომღიმარი, არაფრის მთქმელი თვალებით მიშტერებოდა ფანჯრიდან წვიმის წვეთების დაუღალავ ცეკვას, არაფრის მთქმელი თვალებით ბურღავდა ჰორიზონტს და არავინ იცის რა ფიქრებით იყო მისი გონება შეპყრობილი. ქალის სუსტი ხელები იგრძნო კეფაზე და ვნებიანი კოცნა ყბის ძვალზე, ოდნავ შეიშმუშნა, გამშრალი პირი გაისველა და ორაზროვანი თვალებით ახედა მასზე დამხობილ გოგონას, ოდნავ შეახო მტევანზე ტუჩები, სწრაფად ჩაავლო ხელი და მუხლებზე დაისვა, თვალებში ჩახედა თუმცა ვერაფერი დაინახა, გაეღიმა, ფრთხილად წაეტანა ქალის სურვილით დასიებულ ბაგეებს და ოსტატურად შეუერთა მის ენას საკუთარი, მძიმედ ამოიოხრა ქალმა და ორივე ხელი ყელზე მოხვია, მტკივნეუულად ჩააფრინდა მამაკაცი აღგზნებული ქალის მკვრივ უკანალს, ხარბად დაუკოცნა მოშიშვლებული მკერდი, სავარძლიდან ფეხარეული წამოდგა თუმცა ქალისთვის ხელი არ გაუშვია, მაგიდის ზედაპირს მიაკრო, წამით ზემოდან დააცქერდა ათრთოლებულ ქალს, სწრაფად მოაშორა საცვალი და ძლეირად გაარღვია ქალის სხეული. ოთახი ოხვრითა და სურვილით სავსვე ბგერებით აივსო, ყბის ძვლები დასჭიმვოდა მამაკაცს, დახეთქვამდე მისული ვენებიდან სისხლის მდინარეები გადმონთხევას ლამობდა. თვალდახუჭული მიაპობდა გზას სიამოვნების მწვერვალისკენ.
- ჯანდაბა. - ამოიკვნესა ქალმა და მჭიდროდ შემოხვია ფეხები წელზე. - შეუდარებელი ხარ.
- ვიცი. - მოწყვეტით აკოცა ჯერ კიდევ გამაგრებულ კერტზე და ძალაგამოცლილი მიესვენა მის გულზე. თვალები დახუჭა, ქალის თითებს გრძნობდა თმებში, ვერაფერს გრძნობდა, რატომღაც ისევ ვერაფერს გრძნობდა. სწრაფად მოშორდა ქალის სხეულს, კარადიდან ვისკი გამოიღო და ორი ჭიქა სულმოუთქმელად ჩაცალა, მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში და ისევ მოცეკვავე წვიმაში ჩაეკარგა მზერა.
- რამე მოხდა?
- არა.
- მარტყუებ.
- გითხარი არა. - მისდაუნებურად აუწია ხმას და ამღვრეული თვალები მიპყრო აღელვებულ გოგონას. - მაპატიე. - სახეზე ხელი ჩამოისვა, სიგარეტის კოლოფს დაწვდა, ერთი ღერი ტუჩებშორის მოიქცია, მოუკიდა და ღრმად მოქაჩა. - ადამი ისევ არ მანდობს თავის საქმეს.
- რატი.
- იმ ნაბი/ვარს ჰგონია ღმერთია.
- ის ნაბი/ვარი როგორც შენ ეძახი შენი უფროსი ძმაა და მან უკეთ იცის როდის უნდა გადმოგაბაროს საქმე.
- მეჩვენება თუ შენც ეჭვი გეპარება ჩემს შესაძლებლობებში?
- არა, მაგრამ წამალზე დამოკიდებული ხარ, არამგონია სანამ ამას არ მოერევი ადამმა საქმე ჩაგაბაროს.
- წამალი არ მიშლის ხელს.
- ეს შენ ფიქრობ ასე.
- მორჩი! - ბოლო ხმით იღრიალა. ფეხზე შეშლილივით წამოხტა, ქალს ყელზე მიაბჯინა ორივე ხელები და ძლიერად მოუჭირა. - კიდევ ერთი სიტყვა და სულს გაგაფრთხობინებ. - ხელის ძლიერი ბიძგით მიანარაცხა საწოლს და ზიზღით გადააფურთხა. აცრემლებულმა გოგონამ სიმწრით დაიზილა აწითლებული ყელი, შესაბრალისად მიიკუჭა სავარძლეში და გააფთრებულ მამაკაცს მზერა აარიდა. - ამის დედაც, ყოველთვის რატომ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო? - მაგიდას ხელი დაჰკრა რატიმ, ქურთუკი შემოიცვა და სახლი სწრაფად დატოვა. ატირებული გოგონა ტელეფონს დაწვდა, თითების კანკალით აკრიფა მოკლეტესტური შეტყობინება და სწრაფად დააჭირა გაგზავნის ღილაკს, ყოველივე ამის შემდეგ შეტყობინება წაშალა, სავარძლიდან წამოდგა, სააბაზანოს მიაშურა, ამღვრეული სახე წყლის საშუალებით დაიმშვიდა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ისიც გაუჩინარდა.
----------

ჯიბეში აწკრიალებული ტელეფონი სწრაფად ამოვიღე, მოკლეტექსტური შეტყობინება წარბაწეულმა ჩავიკითხე, ყელში მომჯდარი ბრაზი როგორღაც მოვთოკე, ტელეფონი ისევ ჯიბეში დავაბრუნე და ჩემს წინ მჯდომ ანას გავხედე.
- რამე მოხდა?
- უნდა წავიდე.
- სასწრაფოა?
- ასე რომ არ იყოს დაგტოვებდი?
- მეც წამოვალ.
- იქ შენ არაფერი გესაქმება.
- არ მენდობი?
- უნდა გენდო? - ღიმილით მივმართე და სავარძლიდან წამოვდექი.
- ადამ. - როგორი მომნუსხველი იყო მისი პირიდან წამოსული ეს სახელი.
- გისმენ.
- მაინტერესებს რას საქმიანობ, მაინტერესებს მე რის გაკეთებას მთხოვ. წამოვალ. - წამით ფიქრმა მოიცვა ჩემი გონება, მერე გამეღიმა.
- სისხლის გეშინია?
- ვინმე უნდა მოკლა?
- შესაძლოა. - გავუღიმე და მის ფერმკრთალ სახეს ინტერესით დავაკვირდი.
- მინდა რომ წამოვიდე.
- შენში არ შევმცდარვარ. - ხელის მოძრაობით ვანიშნე რომ გამომყოლოდა რაზეც მხიარულად დამთანხმდა და მადისაღმძვრელი უკანალის რხევით ჩამიარა წინ. - ამის დედაც. - გამეღიმა მის საჯდომს მიშტერებული მზერის აღქმის გამო და უკან გავყევი.
3
- მოვედით. - ღიმილით მივმართე ანას როგორც კი მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, ინტერესითა და შიშით გაჯერებული თვალებით მოავლო მზერა დანგრეულ შენობას, ნერვულად ჩააფრონდა ქვედა ტუჩს და ამღვრეულმა თვალებმაც არ დააყოვნა. - შეგიძლია აქ დარჩე. - ნაზად შევახე ტუჩები აკანკალებულ მტევანზე და მანქანიდან გადმოვედი. რამდენიმე დაცვის თანამშრომელთან ერთად შენობის ყველაზე ბნელი ადგილისკენ დავიძარი.
- ადამ. - მომესმა ანას ხმა. ღიმილმოერული შევბრუნდი მისკენ და ჩემსკენ მომავალს ხელი შევაგებე, საოცრად ლამაზი იყო, შიში კი რომელიც მის სახეს ასე ყიდდა კიდევ უფრო მიმზიდველსა და სასურველს ხდიდა. ხელის გულის გავლით ვიგრძენი მისი აჩქარებული გულის ცემა, მთელი არსებით ცდილობდა დაძაბულობის შენიღბვას თუმცა იმდენი ქალი მყავდა ამ მდგომარეობაში მყოფი ნანახი რომ მე ვერაფერს გამომაპარებდა. ხელი არ გამიშვია ისე გავაგრძელე გზა. სიბნელეში შესულმა მისი სხეული უფრო ახლოს ვიგრძენი, მხარზე ნაზად მოვხვიე ხელი, გაუზრებლად ვაკოცე შუბლზე და ყურში ვუჩურჩულე.
- ნუ გეშინია. - სიბნელიდან დაბალი განათების მქონე დიდ ოთახში ამოვყავით თავი. როგორ მძულდა ეს ადგილი და რამდენი მოგონება მაკავშირებდა უკვე ამ წყეულ ადგილთან. უზარმაზარი ოთახის შუაგულში მდგომ სკამზე ცხვირ-პირ დალეწილი ბიჭი იჯდა, ისეთი ნაცემი იყო მისი ასაკის დადგენაც კი შეუძლებელი იყო, თუმცა კარგად ვიცნობდი ჩემ წინ მჯდომ გასისხლულ ნაბი/ვარს. მის დანახვაზე ანამ ყრუდ ამოიკივლა და უფრო მჭიდროდ ამეკრო სხეულზე. - აქ დამელოდე. - მისი მკლავებისგან თავი გავითავისუფლე, დაჭიმული მტევნები ძლირად შევკარი, სკამზე მჯდომისკენ გავეშურე და მასთან მიახლოებულმა ზედიზედ რამდენჯერმე ვუთავაზე სახეში მოქნეუილი მუშტი. გულის მოოხების შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და აჩქარებულ გულის ცამას მივუგდე ყური, ზურგს უკან ანას ჩუმი ტირილი მესმოდა, არ მინდოდა მისი ატირებული თვალების დანახვა, ამიტომაც მზერა ისევ სკამზე მჯდომზე მქონდა გაშტერებული, რომელიც ძლივს აფურთხებდა პირში ჩაგუბებულ სისხლს.
- ამის გამო მაგრად მოგხვდება.
- ხომ შევთანხმდით რომ მას ნარკო/იკს აღარ მიყიდდი?
- მამაჩემი როცა ამ მდგომარეობაში მნახავს დედაბუდიანად გადაგწვავს.
- იმაზე არ ფიქრობ რომ შეიძლება საერთოდ ვერ გნახოს? - კიდევ ერთხელ მოწყვეტით მოვიქნიე მუჭი, ანას ყვირილი, ძირს გაგორებული კბილი, ზიზღით აღსავსე მე და იქვე მიგდებული უგონოდ მყოფი ჩემი მოსისხლე მტერის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ვაჟიშვილი, ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი თუმცა ჩემზე უკეთ არავინ იცოდა რომ მას დიდი დღე აღარ ეწერა, სისხლიანი ხელი დაცვის მიერ მოწოდებულ გაქათქათებულ პირსახოცზე შევიმშრალე, მეორე დაცვას იარაღი გამოვართვი, კისრის მალები ავათამაშე, იარაღი შევმართე და ის იყო ჩახმახზე უნდა გამომეკრა ზურგზე აკრული ქალის სხეული და სხეულზე შემოხვეული მისი აკანკალებული თითები რომ ვიგრძენი.
- გთხოვ. - ჩუმად ბუტბუტებდა და ცრემლებით მისველებდა პერანგს.
- მან ჩემი ძმის მოკვლა სცადა. - ისევ ავღმართე იარაღი და ახლა უფრო მჭიდროდ ვიგრძენი მისი ხელები.
- გემუდარები, ადამ გემუდარები. - ისე ძლიერად მიჭერდა ხელებს ძვლებიც კი მატკინა.
- ჯანდაბა. - ბრაზით დავუშვი იარაღი, მისკენ შევბრუნდი, მისი სახე მუჭში მოვიქციე და იმდენად ახლოს მივიზიდე მისუ გულის ცემა საკუთარივით მესმოდა.
- ამ ნაბი/ვრის მოკვლა და კვალის დამალვა უფრო მარტივია, ვიდრე მისი ცოცხლად დატოვება და მამამისთან ომის მოგება.
- მე ვხედავ შენში ადამიანობას ადამ.
- კარგი რა, ასე მარტივად მოგხიბლე? - ღიმილით მოვაშორე მის სახეს ხელი და ისევ იარაღი მოვიმარჯვე.
- მას თუ მოკლავ მე ვეღარ მნახავ! - როგორი თვითდაჯერებული ხმით ამოიყვირა, როგორ გამიელვა მთელ ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა, ღიმილმორეული შევბრუნდი მისკენ.
- ვალი გაქვს გადასახდელი.
- შეგიძლია მიმავალს ზურგში მესროლო. - ტირილით მომახალა, შებრუნდა და გასასვლელისკენ ფეხარეული დაიძრა. დაბნეული ვუცქერდი მიმავალს და ვგრძნობდი ღიმილი სახეზე როგორ შემეყინა.
- ჯანდაბა ანა. გაჩერდი! - ჩემთვის ჯერაც უცნობმა ხმამ გაარღვია ყელის იოგები, თუმცა ის მიდიოდა, არ ჩერდებოდა მიდიოდა და უკან ერთი წამითაც არ იხედებოდა. - ანა! ჯანდაბა გააჩერე. - დაცვას მივუბრუნდი და ისიც ადგილს მოწყდა, სწრაფად დაეწია ფეხარეულ გოგონას და მკლავში ჩაავლო ხელი.
- გამიშვი. - აყვირდა ანა და უმოწყალოდ დაუშვა ჩემს დაცვას მუშტები, სწრაფად დაუჭირა მასზე ბევრად ძლიერმა მამაკაცმა ხელები და ანაც საბოლოოდ გატყდა.
- მანქანაში ჩასვი. - ისევ ჩემს ტყვეს მივუბრუნდი და ის იყო უნდა გამესროლა, წამით ჩემში უცნაური გრძნოებები რომ აფორიაქდა, არ მინდოდა მისი მოკვლა, მართლა არ მინდოდა, აკანკალებულ ხელს გაოცებულმა გავხედე, გამშრალი პირი გავისველე და ხმაურით გადავაგორე ყელში გაჩხერილი ზღვა ემოცია. დაცვას გავხედე, მხრები უცნაურად ავიჩეჩე.
- ომი ატყდება ადამ.
- ვიცი. - იარაღი დავუშვი და მივაწოდე. - ატყდეს! ერთხელდასამუდამოდ იქნებ ბოლო მოეღოს ამ ყველაფერს. დაბანეთ და მამამის მიუყვანეთ. ჩემი ძმა სად არის?
- საავადმყოფოში.
- მასთან წამიყვანეთ.
- გოგოს რა ვუყოთ?
- მოვიფიქრებ. - დაბნეულმა მოვიფხანე თავი და შენობა დავტოვე. მანქანის სალონში ჩავჯექი თუ არა ანა გააფთრებით დამეძგერა, ძლივს მოვახერხე მისი აგრესია მომეთოკა, ჩემდაუნებურად მოქნეულმა ხელმა, რომელიც ხმაურით შეასკდა მის სახეს წამით დაადუმა და სალონის კუთხეში შეშინებული მიიკუჭა. - ჯანდაბა ანა იქნებ მორჩე პანიკას, დაგაძალე? თვითონ მთხოვე წამოსვლა.
- შენ მე დამარტყი. - შეუმჩნევლად ამოიჩურჩულა და ვერშეკავებულ ცრემლებს გზა გაუთავისუფლა.
- ხო დაგარტი და ამის გამო ბოდიშს გიხდი.
- უკან გაირჭე შენი ბოდიში.
- გადადი. - მანქანის კარი გავაღე და ხელით ვანიშნე რომ წასულიყო. - თავისუფალი ხარ წადი! - ვუღრიალე ბოლო ხმით. - რას ელოდები? - შეშინებულ თვალებს არ მწყვეტდა წასვლისა და დარჩენის სურვილს ერთიანად აედუღებინა მისი გონება, წამით სავარძელს მოწყდა, სისხლიან პერანგზე თითები ჩამავლო და ხარბად დამეწაფა ტუჩებზე, კოცნაში ავყევი, როგორი სასიამოვნო იყო მისი ალერსი, როგორი უცხო და სხვაგვარი.
- არ ვიცი რატომ მაგრამ შენთან ყოფნა მინდა. - ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და ისევ ვნებით დამაცხრა ბაგეებზე.
- თუ ჩემთამ დარჩები უკან დასახევი გზა მოჭრილი გექნება.
- დანარჩენ გოგონებს რა მოუვიდათ?
- ეს შენ არ გეხება. - სწრაფად დავეძგერე მის მოშივშლებულ ყელს და წამებში გავათავისუფლე კაბისგან.
- შენი დაცვა. - სიმწრით წამოიყვირა ანამ. -
- დამელოდებიან. - ხარბად დავეძგერე ბაგეებზე, მუხლებზე დავისვი ანას მსუბუქი სხეული მის წელზე მოხვეული ხელები მიზანმიმართულად ჩასრიალდა ქვემოთ და მის მკვრივ უკანალზე ვგრძნობდი უკვე თითებს, უფრო ახლოს მივიზიდე გოგონას სხეული, ფთხილად ავასრიალე მტევანი ისევ ზემოთ, თითები უხეშად მოვხვიე ყელზე და სახე ახლოს მივუტანე. დაჟინებით ვუცქერდი და მკვეთრად ვგრძნობდი სურვილით როგორ იცვლებოდა მისი გულის ცემა. დადუმებული უცქერდა გოგონა ჩემს ყოველ ქმედებას, დაბნეული ჩანდა, ვერ ხვდებოდა უნდა შემწინააღმდეგებოდა თუ თავისთვის უფლება იმ მამაკაცთან ყოფნით ესიამოვნა რომელიც მის გონებას უკვე დაპატრონებოდა.მისი ფიქრების წაკითხვით ვიყავი გართული, როდესაც ტუჩების ნაზი შეხება ვიგრძენი ყელზე, შემაჟრჟოლა და ემოციისგან სხეული სრულიად გამიბუჟდა. ხელები ფრთხილად შემიცურა თმებში, თუმცა მაშინვე მოვიშორე, ეჭვით შემომხედა, სწრაფად აღმოჩნდა ზურგით მანქანის სავარძელს აკრული.
- მეტკ... - სიტყვა ვერ დაასრულა ანამ რადგამ მოულოდნელმა კოცნამ სასაუბრო ღრუ დაუხშო. სუნთქვა მალე შეეცვალა მომთხოვნი ვიყავი კოცნისას და ეს კიდევ უფრო ახელებდა. - ცოტა ნელა. - ყრუდ ამოთქვა ანამ და მკლავებზე დამეყრდნო, ჩემი სიშმაგის დაოკებას ამაოდ ეცადა, წამში გავათავისუფლა მისი სხეული მიუსჰალტერისგან, შიშველ მკერდს ხარბად შევავლე მზერა, ძლიერად მოვიქციე მკვრივი მკერდი მუჭში და კერტებზე ოსტატრურად გადავუტარე ენა, სალონში ანას ყრუ კვნესამ გაიჟღერა. ხელი ფრთხილად ჩავუცურე შიშველ სხეულზე და წამში აღმოვჩნდი მისი საცვლის ქვეშ, ძლიერად მოვუჭირა ფეხებშორის ხელი და საპასუხოდ მხარზე გოგონას კბილები ვიგრძენი, ფრთხილად დასრიალებდა ქალის სველ ვაგი/აში ჩემი თითები. ძლიერი ბიძგებით ვცდილობდი მისვთის სიამოვნების მინიჭებას, ვერ ვიტყვი რომ არ გამომდიოდა რადგან ავრომობილი მისმა ვნებით სავსე ბგერებმა სრულიად მოიცვა. - ჯანდაბა! - ამოიკვნესა ანამ და ვნებით წამეპოტინა ტუჩებზე, საპასუხოდ სასურველი ბიძგი იგრძნო და მასში ახლართულს რითმულად ამაყოლა სხეული. ერთი ხელით მკვრივ უკანალს ძლიერად ვიყავი ჩაფრენილი, მეორე ხელით კი მოშიშვლებულ ყელს ვუჭერდი. - ადამ! - თვალებში სიგიჟე ჩაუსახლდა გოგონას და თავი უკან გადააგდო. - ადამ! - ისევ განმეორდა ხმა. - ადამ!
- შენი მოგზაურობა? - ღიმილით ვუჩურჩულე ძალაგამოცლილს.
- ჯანდაბას მოგზაურობა. - ღონემიხდილმა გაიღიმა და თვალები დახუჭა.
- ძალიან ლამაზი ხარ. - ნაზად დავუკოცნე დახუჭული თვალები.
- რასაც შენზე ვერ ვიტყვი. - უკვე ძილბურანში მყოფმა ამოიჩურჩულა და ბაგე ღიმილმა გაუპო.
- ახლა ძილის დრო არ არის პატარავ. - ცხვირზე ნაზად შევახე თითი და ალერსით შესიებული ტუჩები დავუკოცნე.
- ვიცი. - მჭიდროდ მომხვია ყელზე ხელები და კოცნაში ამყვა.
- ვეტყვი რომ სახლში წაგიყვანონ, ჩემ ძმას ვნახავ და მალე დავბრუნდები.
- კარგი.
- ანა.
- რა?
- მაპატიე რომ დაგარტყი.
- ვეცდები. - ღიმილით ჩაიცვა კაბა და მანქანიდან გადავიდა.
- სახლში წაიყვანეთ. - ფანჯრიდან მივმართე ერთ-ერთ დაცვას.
- ჩვენ საით? - მკითხა მანქანაში დაბრუნებულმა მძღოლმა.
- საავადმყოფოში, რატისთან.
-----------
მითითებული პალატის კარი ხმაურით შევაღე.
- მასთან მარტო დამტოვე. - სწრაფად მივახალე რატის თავთან მჯდომ მის მეგობარ გოგოს.
- აჰ თავად ღმერთი მეახლა. - ზიზღით დაბრიცა რატიმ ტუჩები და გოგონას გახედა. - აქ იყავი.
- მე ვთქვი გადი. - უკვე საწოლის თავთან ვიდექი და ზიზღით ამოვთქვი.
- შენ თავი მართლა ღმერთი ხომ არ გგონია? - ირონიას ანთხევდა ჩემი პატარ ძმა.
- მომისმინე შე პატარა ვირთხა. - დასუსტებულს სწრაფად ჩავავლე მაისურში ხელი.
- ადამ გთხოვ. - ფრთხილად ამოთქვა გოგონამ.
- მიდი რას ელოდები. დამარტყი. - ჯიქურ გამიყარა რატიმ მზერა.
- ლაწირაკი ხარ. - ხელი ვუშვი და სავარძელში მოვთავსდი. - თავის ტკივილი ხარ და სხვა არაფერი.
- საავადმყოფოში ხარ, ვინმეს სთხოვე გამაყუჩებელს მოგიტანენ.
- ბიჭო. - ვატყობდი თავს ვეღარ ვერეოდი მისი სითავხედის გამო. - შენს გამო ყველას საფრთხე შეგვექმნა? ნუ თუ იმდენად დებილი ხარ რომ ჭკუა ოდნავადაც არ გაქვს მაგ გამო/ირებულ თავში?
- შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, მჯერა რამეს მოიფიქრებ. - როგორ მსურდა ასეთი სარკასტულობის გამო მაგრად მეცემა.
- რატი, ყველაფერს აქვს საზღვარი.
- გააგორე ის დამპალი?
- არა.
- ატრა/ებ ხო?
- როგორც კი გამოგწერენ ამერიკაში მიდიხარ, თუ გინდა გაყევი. - გოგონასთვის არ გამიხედავს ისე ვუთხარი.
- რა მინდა ამერიკაში.
- კარგად უნდა დაგაბან და იმდენ ხანს გაწამონ სანამ ამ საზიზღრობას თავს არ დაანებებ.
- ადამ. - უკვე ხმა გაუტყდა რატის, აღარ იყო ისეთი ირონიული როგორც თავიდან.
- გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება.
- არ წავალ.
- წახვალ და ყ/ეზე შენი აზრი. აქ საფრთხე გელოდება, ბაბლუანი არ მომიკლავს, მამამისი შურის ძიებას გადაწყვეტს, როგორ ფიქრობ პირველი ვის მიაკითხავს? შენ შე იდიოტო. მე ბოლოსთვის მომიტოვებს, შეეცდება ყველა ძვირფასი ადამიანი წამართვას და მხოლოდ ამის შემდეგ მოვა ჩემთან. აქ თუ დარჩები მშვიდად ვერ ვიქნები.
- შენს ახალ ჩიტზე რას მეტყვი? - თემა შეცვალა მოულოდნელად.
- რას ბოდავ?
- სად ააგდე ასეთი მაგარი ნაშა?
- რატი.
- რა?
- მორჩი.
- ახალი დილერი გჭირდება და ის უბედური აარჩიე? არსებულებს შორის ყველაზე ლამაზია იცი? ნელ-ნელა გემოვნება გეხვეწება ძმაო. - ისევ ირონია დაუბრუნდა ჩემს პატარა ძმას. - მითხარი უკვე გა/იმე?
- რატი!
- ჰო აბა რა. მზრუნველი ძამიკო ხარ არა? ხომ არ დაგავიწყდა ვის გამო აღმოვჩდით ამ მდგომარეობაში? ხომ არ დაგავიწყდა რატო დავობლდით? ან იქნებ ის დაგავიწყდა შენი ცოლი ვის გამოა შვიდი წელია კომაში, ან იქნებ შენი შვილი უკვე დაგავიწყდა.
- მოკეტე ნაგავო! - თავი ვეღარ შევიკავე და ისედაც დასუსტებულს და ძალაგამოცლილს ჩემმა მუშტმა საერთოდ ბოლო მოუღო.
- მიშველეთ? - გარეთ ყვირილით გავარდა რატის მეგობარი, რომლის სახელი დღემდე არ ვიცი.
- რა ხდება? - რატის გათიშულ სხეულს ხელის კვრით მომაშორა ექიმმა და უგონოდ მყოფს პულსი გაუსინჯა. - გთხოვთ ადამ აქედან გადით. - უჩვეულოდ მკაცრი იყო ექიმი. გარეთ გამოსული წამით დერეფანში ატირებულ მის მეგობარს შევეფეთე.
- თუ მართლა გიყვარს აიძულე წავიდეს და შენც მასთამ ერთად წადი. - სწრაფად მოვშორდი ატირებულს, დერეფნის გავლით მეორე სართულზე ავედი და ნაცნობი პალატის კართან წამით შევჩერდი. აღელვებული გული დავიმშვიდე, სახელური ჩამოვწიე და კარი შევაღე. წამით მუხლებში ძალა წამერთვა. ფეხარეული მივლასლასდი უგონოდ მყოფი სალის საწოლთან, სავარძელი ახლოს მივაჩოჩე, ღრმად ჩავეფლე მასში, მისი სუსტი ხელი ფრხილად ავიღე, თავი საწოლზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე. - სალი, როგორ მჭირდები. იცი რა ძლიერ მენატრება შენთან საუბარი? შენი ხავერდოვანი ხმა და შენი ბაგეებიდან წამოსვრილი ჩემი სახელი. - ვიგრძენი საცრემლე ჯირკვლები რა გამალებით ცდილობდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. - გახსოვს ერთხელ მითხარი, ადამ არ გაჩერდე, არ დანებდე, წინ იყურე თუ გაჩერდები ცხოვრება აზრს დაკარგავს, ბევრს ნუ იფიქრებ თორემ შეიძლება ბოლოს საკუთარი თავი შეგებრალოს, სუსტი ნუ იქნები, სუსტები ყოველთვის ხდებიან ძლიერთა მსხვერპლნი, შენ სუსტი არ ხარ მაგრამ ამას ჯერ ვერ ხედავ, როცა დაიბადე უკვე დიდი იყავი, პატარა-დიდი. - წამით მონოლოგს თავი ვანებე და მის თითებს ნაზად ვეამბორე. - პატარა-დიდი, ასე შემრაცხე, მაიძულე ვყოფილიყავი ძლიერი, მუდამ მესმოდა. - შენ შეგიძლია. ბოლოს დავიჯერე, რომ ჰო... მე შემიძლია და შემიძლია? რა თქმა უნდა შემიძლია. ჩაკლული მეობის და ფარად აღმართული სიძლიერის ფონზე ჰო შემიძლია. ახლა სად ხარ? აი ახლა როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება შენთან საუბარი გაშოტილხარ აქ და ეგოისტურად ტკბები ჩემი ტანჯვით, ხედავ როგორ ვნადგურდები და არაფერს აკეთებ რომ სასოწარკვეთილმა ყელი არ გამოვიჭრა. ორ სამყაროს შორის გახლეჩილი საკუთარ თავს და სურვილებს ამაოდ ვებრძვი, არც კი ვიცი რას ვებრძვი, თვალით არ მინახავს ჩემი მეობა. მე ასეთი ვარ, „ძლიერი“ კაცი, მე ყველაფერი შემიძლია... წყეულიმც იყავ სალი, წყეულიმც იყავ ჩემი მიტოვებისთვის. - ზიზღით შევაკურთხე სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე ცოლს, წამოვდექი, სინანულით დავაშტერდი, მის უსუსურ სხეულს გვერდით მივუწექი, არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი მის უგონო სხეულს სარეველასავით შემოხვეული, არც ის მახსოვს რამდენ ხანს ვემუდარებოდი გონს მოსვლას, არც ის მახსოვს როდის ჩამეძინა, გონს ექიმის მძიმე ხელმა მომიყვანა.
- ადამ.
- ჯანდაბა. ჩამეძინა. - სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, სალის შუბლზე ვაკოცე და გასასვლელისკენ წავედი.
- ადამ. - შემაჩერა ექიმის ხმამ.
- გისმენთ. - უხალისოდ შევბრუნდი მისკენ.
- მას უბრალოდ სტანჯავთ, გონს არ მოვა. დროა ამ აზრს შეეგუოთ.
- კიდევ ერთხელ გავიგებ თქვენი პირიდან ამოსულ ამ სიტყვებს და თქვენს ნაწლავებს სათითაოდ დავიხვევ ხელზე, თქვენი ძვლებისგან ნახარშს მოვამზადებ და ჩემს ქოფაკებს დავანაყრებ. გასაგებია? - ძლიერად დავარტყი შეშინებულ ექიმს მხარზე ხელი, გახსნილი პირი ხელით დავუმუწე, სათვალე შევუსწორე და პერანგიც შევულამაზე. - გასაგებია ექიმო?
- გა სა გე ბია. - დამარცვლით ძლივს ამოიბლუყუნა გაფითრებულმა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
- მშვენიერია. - ღიმილით დავუკარი თავი და პალატა დავტოვე.











4

საწოლზე იწვა, რამდენიმე საათის წინ განცდილი სიამოვნების კვალი ჯერ კიდევ არ გადარეცხილიყო მისი სახიდან, ბაგეზე ღიმილშეპარულს სიამოვნების ვარსკვლავები ჯერ კიდევ სიანცით უთამაშებდა თვალებში. წყვდიადს მოეცვა გარესამყარო და თავსხმა წვიმაც ავისმომასწავებლად ეხეთქებოდა უზარმაზარი სახლის გალავნებს, არაფრად აგდებდა ანა გარეთ გამეფებულ უჩვეულოდ საშიშს აურას, გონებაში ჯერ კიდევ ადამის კოცნის ღრმა კვალს გაედგა ფესვები და გარესამყაროს სრულიად გამოთიშულს არაფერი ახსოვდა მასთან გატარებული სასიამოვნო წუთების გარდა.
-, ასე თუ გაგრძელდა თავს შემაყვარებს, ეს კი არაფერში არ გაწყობს ანა, აშკარად კარგად გამოსდის ქალების გულის მოგება, გამოფხიზლდი, ნუ დაგავიწყდება აქ რისთვის ხარ. - შემოუძახა ანამ თავის თავს და მტკივნეულ წარსულს გონებში თვალი გადაავლო. სისხლი ერთიანად მოაწვა აღგზნებულ გონებას და სხეულიც ასტკივდა. ფიქრებში ფრენა კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.
- მობრძანდით. - საწოლზე სწრაფად წამოჯდა და ოთახში შესულ ლენას ღიმილით შეაგება მზერა.
- ადამი მოვიდა, გთხოვათ სავახშმოდ ჩახვიდეთ.
- თავად რატომ არ მოვიდა. - წყენით წარმოთქვა გოგონამ და საწოლიდან წამოდგა.
- რადგამ მასთამ იწექი თავი უკვე ოჯახის დიასახლისი გგონია?
- არ ვიცი ასე ძალიან რატომ არ მოგწონვართ თუმცა არ მაინტერესებს. - ტოლი არ დაუდო ანამ და კარისკენ წავიდა.
- არც ერთ მის გოგოს არ ვენდობი. - მაჯაში წვდა ლენა გოგონას და აიძულა ადგილზე გაშეშებულიყო. - არც შენ გენდობი. ლამაზი სახის მიღმა დარწმუნებული ვარ მხეცს მალავ და თუ ადამს გულს ატკენ გპირდები სადაც არ უნდა წახვიდე მოგაგნებ და ნაკუწებად დაგჩეხავ.
- ამ სახლში ყველა სისხლის ღვრის მოყვარული ხართ? - უხეშად აართვა ლენას ხელი და კიბე სწრაფად ჩაირბინა, სასადილოში შესულს შავ სპორტულ ზედაში გამოწყობილი მაგიდის თავში მჯდომი ვხვდები. ვხედავ როგორ უციმციმებს თვალები მაგრამ ჩემსკენ მოწყვეტით გამოქცეული ადგილზე გააშეშა ჩემმა ხმამ.
- დაჯექი. - ჯერ წარბები ეჭვით აზიდა, შემდეგ დამემორჩილა და ჩემს მოპირდაპირე მხარეს მოთავსდა.
- რამე მოხდა?
- ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი?
- ადამ. - ხმაში ბზარი შეეპარა ანას.
- ვისთან მუშაობ?
- მეღადავები?
- ვისთან მუშაობ-მეთქი? - მაგიდას ისე ძლიერად დავარტყი ხელი ჭიქებმა ადგილი იცვალეს.
- ჯანდაბას შენი თავი ადამ, რა გინდა ჩემგან? რას ბოდავ საერთოდ? თავი ვინ გგონია?
- ანა! - ჩემმა ხმამ კედლები გააღრვია.
- ეჭვიანი ეგოისტი ხარ, შეშინებული მხდალი, რომელიც ყველა კუთხეში ჩასაფრებულ მტერს ხედავს, ასეთი რა ჩაიდინე რომ მუდამ გეშინია, ასეთი რა მოხდა რომ უგრძნობ მხეცად იქეცი. შენი აზრით ვინ მოქცა უფლება ასე მელაპარაკო, თავი ვინ გგონია? - ტონში არ ჩამომვარდა ეს უკანასკელი.
- ბოლოჯერ გეკითხები ვისთან მუშაობ?
- მკურნალლობა გჭირდება. - სკამიდან წამოდგა ანა და გასავლელისკენ დაიძრა, სწრაფად წამოვხტი და უკან დავედევნე, კართან დავეწიე, ძლიერად ჩავავლე მკლავში ხელი, კარი გამოვაღე და ეზოში ძალით გავიყვანე.
- ვისთან მუშაობ. - გარს შემორტყმულ ქოფაკებში მასთან ერთად შევედი. - ერთ ლუკმად არ ეყოფი. - ვუჩურჩულე ატირებულს. - ვისთან მუშაობ.
- დანარჩენი გოგონებიც მათ დაგლიჯეს? - ძლივს ამოიკვნესა, მუხლები მოეკვეთა და იქვე რომ არ ვდგარიყავი ქვაფენილზე დაასხამდა ტვინს. მისი სახე ხელებში მოვიქციე და ცრემლიან თვალებში მზერა გავუსწორე. - ავადმყოფი ხარ! მიდი რას ელოდები ხელი მკარი, მიუგდე შენს ერთგულ ფინიებს ჩემი თავი საჯიჯგნად მაგრამ კარგად გახსოვდეს მე არავისთან არ ვმუშაობ. შენ კი ადამიანების მიმართ უნდობლობა ბოლოს მოგიღებს. - ზიზღით გამოსცრა კბილებში.
- უკან. - მის ფეხთან მიახლოებულ ქოფაკს შევუღრინე და ისიც მორჩილად დაჰყვა პატრონის ბრძანებას. - მაპატიე. ვიცი შენთვის ძნელია მაგრამ მაპატიე, მართალი ხარ, არავის ვენდობი და ხო დანარჩენი გოგონები მათ დაგლიჯეს რადგან შენგან განსხავებით მოგზავნილები იყვნენ, შეშინებულები ტირილით მევედრებოდნენ დანდობას, მე კი სიამოვნებით ვუცქერდი როგორ ხრავდა მათ სხეულებს ჩემი ქოფაკები, მხოლოდ მას შედმეგ რაც თავიანთი უფროსების სახელებს ამბობდნენ.
- მართლა ავადმყოფი ხარ! - სიმწრით გამოსცრა ანამ კბილებში და გონებაც დაკარგა.
-----------

თვალი გაახილა თუ არა თავისტკივილის გაუსაძლისი სიძლიერის გამო საშინელი გულისრევის შეგრძნება იგრძნო. სიმწრით დააშორა ერთმანეთს გამშრალი ბაგეები.
- წყალი. - ყრუდ ამოიჩურჩულა და თვალები ისევ დახუჭა. ტუჩზე მიდებული ჭიქა იგრძნო. ფრთხილად მოსვა და სახეზეც ტანჯვის კვალი ნელ-ნელა გადაირეცხა.
- თავს როგორ გრძნობ? - მზრუნველი ხელი იგრძნო თმებში და ნაზი კოცნა შუბლზე.
- როგორც ღმერთის ძმა.
- ხუმრობ. ესე იგი კარგად ხარ.
- რამდენ ხანს მეძინა?
- იმდენი რამდენიც საჭირო იყო.
- მთელი ეს დრო აქ გაატარე?
- რა თქმა უნდა.
- ასეთი კეთილი რატომ ხარ ჩემს მიმართ. - როგორც იქნა მზერა მიაპყრო თავთან დახრილ გოგონას.
- მიყვარხარ.
- ცუდად გამოიყრები. სახლში წადი, გამოიძინე.
- მარტო ვერ დაგტოვებ.
- დარწმუნებული ვარ საავადმყოფო სავსეა ჩემი ძმის ხალხით, წადი.
- არ მინდა. - მის ყელში ჩარგო გოგონამ ცხვირი და თვალები დახუჭა. - მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს.
- გთხოვ არ დაიწყო. - თვალები აატრიალა რატიმ და გოგონას ადგომა აიძულა. - ძველებურად არაფერი აღარ იქნება. თუ ამასთან შეგუება არ შეგიძლია გასასვლელი იცი სადაც არის, არავინ გაიძულებს აქ ყოფნას.
- ასე რატომ მელაპარაკები? - ცრემლები მოწყდა გოგონას თვალებს.
- დავიღალე. - ზურგი აქცია რატიმ გოგანას და თვალები დახუჭა.
- რატი. - ბოლოჯერ გაიბრძოლა გოგონამ.
- მარტო დამტოვე. - მკაცრი იყო მამაკაცის ხმა, სასოწარკვეთილებამდე მისული გოგონა ყრუდ ატირდა, პირზე ხელი სწრაფად აიფარა რომ მასში დატრიალებული გმინვა როგორღაც შეეჩერებინა და პალატიდან შეშლილივით გავარდა. მისი გასვლის შემდეგ რატი ისევ ზურგზე დაწვა, ჭერს არაფრისმთქმელი თვალებით მიაშტერდა და მუჭები ძლიერად ჭეკრა. ადამზე ფიქრობდა, უფროსი ძმის მიმართ გაჩენილ ზიზღს ისე მჭიდროდ გაედგა მის გონებაში ფესვები რომ მთელი სხეული უდუღდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მთელი სხეული ღრმა იარებით ჰქონოდა სავსე ადამი კი მას ყოველ ჭრილობაზე პეშვით აყრიდა მარილს. სიმწრით ჩააფრინდა ზეწარს და ნერწყვი ხმაურიდ გადააგორა ყელში. - წყეულო ნაბი/ვარო. - ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა. - წყეულიმც იყავ ადამ!
-----------

სავარძელში ვიჯექი, ვისკს ნება-ნება ვსვამდი და სიგარეტის ბურუსში გახვეულს რეალობის შეგრძნება საერთოდ დაკარგული მქონდა. ანას ცრემლიანი თვალები გონებიდან არ ამომდიოდა, ძალიან ვცდილობდი მაგრამ ჩემგან ვერაფრით განვდევნე შეშინებული გოგონას სასოწარკვეთილი თვალები.
- ადამ. - მხარზე მზრუნველი ხელი ვიგრძენი.
- რა მოხდა ლენა?
- იქნებ საწოლში დაწვე, გვიანია.
- მინდა როცა გაიღვიძებს აქ ვიყო. - სინანულით გავხედე საწოლზე მძინარე ანას.
- შენ ხომ დამპირდი ადამ.
- ლენა ხომ იცი ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ვენდობი, ვინც ჩემი ყველა ნაბიჯი იცის, ხომ იცი ამას რატომ ვაკეთებ? ფრხილად ავიღე მოხუცის მზრუნველი ხელი და ნაზად ვაკოცე.
- ამ სახლში ჯერ კიდევ მაშინ ამიყვანეს როდესაც შენ დაბადებულიც არ იყავი დაბადებიდან მე გზრდი, შვილივით მიყვარხარ ადამ, მაგრამ არ მინდა ვუყურო თავს როგორ ინადგურებ, არ მინდა ვუყურო იმას თუ ჩემი საყვარელი ბიჭი რად იქცა, მოსიყვარულე, მუდამ თბილი ბიჭი იყავი, ახლა კი... წამით მძიმეთ ამოისუნთქა და დადუმდა ლენა.
- მონსტრი ვარ არა? - ღიმილით ამოვილაპარაკე და მზერა გავუსწორე.
- შურისძიებით დაბრმავებულს ცხოვრება ხელიდან გეცლება. ადამიანებს აშინებ, ტკივილს აყენებ, შენში ბოროტება მძვინვარებს და მე მეშინია ამის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში არ დაიწვე.
- უკვე ვიწვი ლენა, უკვე ვიწვი. - სასმელი მოვსვი და ისევ მძინარე ანას გავხედე. - ლამაზია არა?
- სანამ მასაც რამეს დაუშავებ კარგად გაარკვიე დამნაშავე არის თუ არა. - სახეზე მზრუნველად მომისვა ერთგულმა მსახურმა ხელი და ოთახიდან გავიდა.

წარსულის ქექვაში დრო ისე გავიდა ვერც კი გავიაზრე როგორ ვიქეცი საკუთარი თავის ფერმკრთალ აჩრდილად, ტკივილი რომელიც გულს სარეველასავით მაქვს შემოხვეული ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად უფრო ძლიერდება და შესაბამისად კიდევ უფრო მჭიდროდ ეხვევა ერთადერთ მფეთქავ ორგანოს რომლის ფუნქციონირების გამოა რომ ჯერ ისევ ვამძიმებ დედამიწას ჩემი ნაბიჯებით, საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იმ დღეს გამიჩნდა, როდესაც ჩემი შვილი, უდანაშაულო, უცოდველი არსება მამის გზაარეულ ცხოვრებას ემსხვერპლა, ჩემი მშობლები გზასაცდენილი შვილის გამო ჩაცხრილეს ქალაქგარეთ მიმავალ მანქანაში, ჩემი ცოლი კი, ჩემი შვილის დედა კი... - ჯანდაბა. - გაუაზრებლად მოვისროლე ვისკის ცარიელი ჭიქა და მაშინვე ვინანე, რადგან ფიქრებში წასულს გადამავიწყა მძინარე ანა, ეს უკანასკნელი კი მსხვრევის ხმაზე კივილით წამოხტა და ჩემს დანახვაზე საცოდავად მიიკუჭა საწოლში, თვალებამდე აიფარა საბანი და ცრემლებმაც მაშინვე იწყეს გარეთ გამოსვლა. - ჯანდაბა ანა მაპატიე. - საწოლზე მოწყვეტით დავეცი, მის მუხლებს ძლიერად მოვხვიე ხელები და თავი მუხლის თავებს მივაბჯინე. - მაპატიე. მართალი ხარ, მხდალი ნაბი/ვარი ვარ, არავის ვენდობი, არავის ამ ქვეყნად. მაპატიე თუ შეგიძლია. - თავი ავწიე და მზერა გავუსწორე. სულ რამდენიმე წამით მის თვალებში საშინელი ზიზღი აკიაფდა, ოდნავ წამოიმართა საწოლზე და შემდეგ თვალებშიც დამიბნელდა. მის მიერ მოქნეული ხელი ხმაურით შეასკდა ჩემს სახეს, თვალებში ჩამდგარი წყვდიადი ნელ-ნელა გაიფანტა და ახლა სიბნელე ანას სახემ ჩაანაცვლა რომელსაც სახეზე აეფარებინა ხელი და აცახცახებული სიკვდილმისჯილივით ელოდა განაჩენს. - დავიმსახურე. - მისი ხელი ხელებში მოვიქციე და ნაზად ვაკოცე. - არაფერს მეტყვი?
- წასვლა მინდა.
- ამის გარდა რაც გინდა მთხოვე.
- წასვლა მინდა.
- ჩემი გეშინია? - ჩამოშლილი თმა ყურზე ფრთხილად გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე.
- მეშინია.
- არაფერს დაგიშავებ.
- ადამ წასვლა მინდა.
- არა!
- მე შენი საკუთრება არ ვარ. შენთან ყოფნას ვერ დამაძალებ.
- არ გაძალებ. ორი დღე მომეცი თუ ისევ წასვლის სურვილი გაგიჩნდება გპირდები გავიშვებ.
- მპირდები?
- გპირდები.
- ორი დღე?
- ორი. - მისი სახე ხელებში მოვიქციე, ტირილით დასიებულ ტუჩებზე ფრთხილად ვაკოცე და საწოლიდან წამოვდექი. - დაისვენე.
- ადამ.
- გისმენ.
- როცა ხალხს კლავ რას გრძნობ?
- უკვე არაფერს. - მშვიდად ვუპასუხე და ოთახში მარტო დავტოვე.
-----------
ღამის სამი საათია, საკუთარი კლუბის კერძო ნომერში ღია ფანჯრის წინ სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ხმაურში ჩაძირულ ქალაქს გავცქერი, ნება-ნება ვსვამ ვისკს, მთელი ოთახი სიგარეტის ნაცრისფერ ბურუსშია გახვეული, ჩემი ოთახის ქვემოდ მოგუგუნე კლუბიდან მუსიკის ჰანგები იღვრება და მიძინებულ ქალაქს ღრმად ჩაძინების საშუალებას არ აძლევს, ყოველ ღამით ერთი და იგივე მეორდება, ყოველ ღამით ვეშვები მოგონებების სქელ საბურველში და გათენებამდე მათთად ერთად უგზოუკვლოდ დავეხეტები, ბევრს ვსვამ, ცოტას ვჭამ, სარკეში არასდროს ვიყურები, ან თუ ვიყურები ამრეზით ვუცქერ იქედან მოცქირალ დასახიჩრებულ ანარეკლს. გამთენიისას როცა მზე მორცხვად და შეპარვით იწყებს ჰორიზონტზე კიაფს მეც ზიზღით ვათრევ მოდუნებულ სხეულს სავარძლიდან, საწოლს მთელი ძალით ვენარცხები და მხოლოდ მაშინ მეკარება ძილი, როდესაც მთელი ქალაქი იღვიძებს და უსარგებლო ცხოვრების ყოველდღიურ რუტინაში ერთვება. აქ მაშინ ვრჩები როდესაც სინდისით სრულიად დამძიმებულს ყველასგან განცალკავება და სასმლით გალეშვა მჭირდება. კარზე კაკუნი ფიქრებს მიფრთხობს, ფრთხილად შემოხსნილ კარში ჯერ ქერა თმები ჩნდება შემდეგ კი ნელ-ნელა სხეული და ბოლოს გრძელი ბეხები.
- მითხრეს უფროს სევდა მოერია და დარდის გაქარვება სუსრო. - ინტერესით შევათვალიერე ჩემს წინ მდგომი გოგონა, ვისკი ბოლომდე ჩავცალე, ჭიქა იქვე დავდგი და ხელით ვანიშნე რომ მოსულიყო. მორჩილად მომიახლოვდა და ფრთხილად მოთავსდა ჩემს მუხლებზე. - რა გაწუხებთ? - ფრთხილად აათამაშა თითები ჩემს უბესთან.
- არ გითხრეს როგორ ვერ ვიტან როდესაც უაზრო კითხვებს მისვამენ? - უხეშად ჩავავლე თმებში ხელი და თავი უკან გადავაწევინე, ყბის ძვლები დამეჭიმა მისი მფეთქავი არტერიის დანახვის გამო, ათრთოლებული მკერდი კი ლამის იყო ამოხტომოდა ღრმად მოხსნილი კაბიდან, სიმწრით იკბინა ქვედა ტუჩზე როგორც კი ძლიერად მოჭერილი მტევანი იგრძნო მკერდზე. - საქმეს მიხედე. - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან და ხელის მსუბუქი ბიძგით ვაიძულე ფეხზე ამდგარიყო, კულულებად დაყრილი ქერა თმა მსუბუქად შეიკრა და ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა, ნაზად აცურდა მისი თითები ჩემს ფეხებზე, სწრაფად შემიხსნა ქამარი და მოურიდებლად შეძვრა ჩემს საცვალში. თვალები დავხუჭე, ჩემი პერსონალის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემიტანია, მართალია წარმოდეგნა არ მქონდა ჩემს წინ მყოფ გოგონას რა ერქვა მაგრამ მთელი მონდომებით რომ ჩაფრენოდა ჩემს პენი/ს ზუსტად ვიცოდი ცოტა ხნით მაინც დამავიწყებდა წარსულის საშინელ მოგონებებს.
-------------
კარს ფთხილად მიუახლოვდა, საკეტი ხელის კანკალით ჩამოსწია, ძალიან გაუკვირდა როდესაც აღმოაჩინა რომ კარი ღია იყო, ფეხაკრებით ჩაირბინა კიბე და შემოსასვლელი კარისკენ აიღო გეზი. როგორც კი საკეტს მისწვდა თითქოს ძალამ უმტყუნა, თითქოს რაღაც იდუმალმა ადგილზე გააშეშა, ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა როგორ ცდილობდა ვიღაც ან რაღაც მის შეჩერებას, ღია კარიდან ლამაზად მოვლილ ეზოს გახედა, ქოფაკები არსად ჩანდნენ, შიშით ყბა უთრთოდა, მთელი სხეული გაეოფლა, წინ წასვლა სურდა მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა.
- რა ჯანდაბა მჭირს. - სიმწრით ამოიჩურჩულა და კარი მიხურა, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, მოეშვა, მოდუნდა და სხეულიც ნორმალურ ტემპერატურას დაუბრუნდა. - ანა გაები. - საყვადურობდა თავის თავს და სიმწრით გაეღიმა. უკან შებრუნდა თუმცა მისთვის განკუთვნილ საძინებელში შესვლის ნაცვლად სახლის თვალიერება დაიწყო. რამდენიმე ოთახი გულდასმით მოათვალიერა, ვერაფერი იპოვა რაც ადამის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწოდებდა, ერთ-ერთ კარს მიუახლოვდა, სახელურს მიწვდა და ის იყო ჩამოსწია ხელი რომ დაუჭირეს და ანამაც შიშით დაიკივლა.
- აქ შესვლა არ შეიძლება. - წარბის აწევით მიმართა ლენამ.
- რატომ?
- ზედმეტად ცბობისმოყვარე ხარ, ეს დაგღუპავს. - გოგონას მაჯაში ჩაავლო ხელი და აიძულა კარს მოშორებოდა.
- ყველაფერი ისეთი იდუმალია, იმდენი საიდუმლო ტრიალებს ადამის თავს.
- იმაზე მეტის ცოდნა ვიდრე გჭირდება არაფერს მოგიტანს. - ისე უპასუხა ლენამ ანა ვერ მიხვდა კიცხავდა თუ მზრუნველობა ჩანდა მსახურის ხმაში.
- მომიყევით ადამის შესახებ.
- თუ საჭიროდ ჩათვლის თავად მოგიყვება. შენს ოთახში შედი.
- არ მინდა.
- არ მაქვს დრო კუდში გდიო.
- მოვიწყინე. - სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები ანამ.
- კლოუნს ვგავარ? - ეჭვით აზიდა დოინჯშემორტყულმა ლენამ წარბები.
- ჯანდაბა, არ შეგიძლიათ ადამიანურად მელაპარაკოთ? ისედაც დაბნეული ვარ, უცხო ქვეყანაში ვიღაც იდიოტს გადავეყარე, ჩემი ნების წინააღმდეგ აქ მომიყვანა, არ მიშვებს, წარმოდგენა არ მაქვს რა სურს, რას მიპირებს, საერთოდ არ ვიცი რა გეგმები აქვს. გუშინ ლამის ქოფაკებს შეაჭმევინა ჩემი თავი, მანამდე სიამოვნების ტალღებში ჩემთან ერთად იფრინა, ხან კეთილია, ხან ბოროტი. იქნებ ჩემს მდგომარეობაში ვინმე მაინც შეხვიდეთ. ხალხი ხართ თუ მოსიარულე ზომბები? ემოცია არ გაგაჩნიათ? - კიბის მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო და თვალები დახუჭა ანამ. წამიერმა დუმილმა მოიცვა უზარმაზარი სახლი. უცქერდა მისკენ ზურგშეგცევით მდგომ გოგონას ლენა და მისდაუნებურად წამოსული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა.
- თუ გსურს შეგიძლია სადილის მომზადებაში მომეხმარო. ადამს გაუხარდება.
- მადლობა. - მისკენ შებრუნდა ანა და გულწრფელი ღიმილით შეანათა ამღვრეული თვალები მსახურს.

5
- ადამ. - მომიბრუნდა ჩემი მძღოლი როგორც კი ავტომობილი სახლის შესასვლელთან გააჩერა.
- რა იყო.
- ცუდად გამოიყურები, დასვენება არ გაწყენდა.
- ახლა დასვენების დროა?
- სარკეში ჩაიხედე და მიხვდები რატომ გეუბნები.
- ვიცი, მადლობა მზრუნველობისთვის. დასვენებას მაშინ ვეღირსები როცა სამართალი იზეიმებს და ის ხალხი ვინც ჩემი ოჯახი ასეთ დღეში ჩააგდო საკადრისად დაისჯება, ხომ არ დაგავიწყდა ჩემს მშობლებს რა უქნეს? ან ჩემ შვილს, ან სალის, მე კი ვერაფერი გავაკეთე მათ დასაცავად.
- თავს იმისთვის ისჯი რასაც ვერ შეცვლი.
- ლენასავით საუბრობ. - მსუბუქად დავარტყი მძღოლს მხარზე ხელი და ავტომობილიდან გადმოვედი, სახლში შესულმა პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, რადგან მხოლოდ იქედან გამომავალი სასიამოვნო სურნელის შეგრძნების შემდეგ გამახსენდა რომ საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს კარგად დავნაყრდი. - გამარჯობა. - ღიმილით მივესალმე სამზარეულოში მოფუსფუსე ქალებს, მათი უმრავლესობა ჩემს დანახვაზე მორცხვად აეკრო კედლებს, მხოლოდ ანა მიცქერდა ჯიუტად და ლენა. - მშია. - ისე ვთქვი ანასთვის მზერა არ მომიშორებია. - ლენამ მოახლეები სწრაფად დაითხოვა სამზარეულოდან და ჩემთვის მაგიდის გაშლას შეუდგა.
- ანამ მოამზადა. - ღიმილით დაამატა და გემრიელად შემწვარი სტეიკი წინ დამიდო.
- მადისაღმძვრელი სუნი აქვს. - სწრაფად დავაგემოვნე და სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე. - გემრიელია, მაგრამ უცნაური გემო აქვს, რისი ხორცია? - ინტრესით დავაჩერდი სტეიკის ნაჭერს.
- შენი ქოფაკის. - ღიმილით წარმოთქვა ანამ და სამზარეულოს მაგიდის ტილო მესროლა.
- მაპატიეთ. სასაცილო სანახავენი ხართ. - მხიარულად გაიღიმა ლენამ და მარტო დაგვტოვა.
- რომელი ქოფაკია? - კიდევ ერთი გემრიელი ლუკმა დავაგემოვნე და წითელი ღვინოც მოვსვი.
- მართლა ქოფაკია.
- მართლა გემრიელია.
- ჯანდაბა შენი წყობიდან გამოყვანა შეუძლებელია. - დანებების ნიშნად სკამს ხმაურით დაენარცა ანა და თითები მონოტორულად აათამაშა მაგიდის ზედაპირზე.
- შენ უკვე მნახე წყობიდან გამოსული. - ჭიქა მასაც შევუვსე და მივაწოდე.
- ზევით ერთი ოთახია, დაკეტილია. რა არის იქ?
- საინტერესო არაფერი.
- მაგრამ მაინტერესებს.
- ჩემი შვილის ოთახია. - ყრუდ ჩავახველე და სტეიკის თეფში წინ გავწიე.
- სად არის შენი შვილი?
- მოკლეს.
- ადამ. - ხმა აუთრთოლდა ანას, მაპატიე. არ ვიცოდი, ძალიან ვწუხვარ.
- ეს დიდი ხნის წინ მოხდა?
- და ვინ მოკლა?
- არ ვიცი.
- ამიტომ ხარ ასე მტრულად ადამიანების მიმართ განწყობილი?
- არა მხოლოდ ამიტომ.
- ადამ გთხოვ მომიყევი შენს შესახებ. რადგან აქ ვარ მინდა შენზე მეტი გავიგო. ვაკუუმში გყავარ მოქცეული, ზუსტად ისე მექცევი როგორც შენს ქოფაკებს. ლუკმა-ლუკმა მიგდებ ნაგლეჯებს. მინდა მესაუბრო. მინდა გავიგო რა ხდება შენში. - ფეხზე წამოდგა ანა, მომიახლოვდა და ფრთხილად მოთავსდა ჩემს მუხლებზე, ნაზად შემახო თითები ნაიარევზე და ჩემს ტუჩებთან ჩუმად ამოიჩურჩულა. - შენი მეშინია მაგრამ ამავდროულად საშინლად მიზიდავ. მინდა რომ გაგიცნო. შენზე მომიყევი, გთხოვ.
- მოგიყვები ანა. - თვითონ არ ვიცი რატომ მსურდა მასთან ამ თემაზე საუბარი მაგრამ ფაქტი იყო ძალიან მინდოდა მისთვის გული გადამეშალა. თუნდაც მენანა მაინც მსურდა მისთვის სიმართლე მომეყოლა. - მოგიყვები. - ფრთხილად შევუცურე ხელები კეფაზე და ვნებით დავეწაფე ტუჩებზე. - მოგიყვები პატარა. - მისი მსუბუქი სხეული ხელში ავაფრიალე და საძინებლისკენ წავიყვანე. ოთახში შესულმა ფრთხილად დავაწვინე მისი სხეული საწოლზე, თვალები დახუჭა, ღიმილი მომგვარა მისი სხეულის თრთოლვამ. ნაზად შევეხე მფეთქავ არტერიაზე და კოცნით ჩავუყევი უფრო ქვემოთ, ყელი ვნებით დავუკოცნე, ფრთხილად შემოვაცალე მაისური და ახლა უკვე ჩემს მუხლებზე მჯდომს მისთვის მტანჯველი სინელით ვუკოცნიდი აღგზნებულ სხეულს, მისი სხეულის სიმხურვალე თითების ბალიშს მიწვავდა, გახშირებული სუნთქვა მთელ სხეულში სუნამოს დამათრობელი სურნელივით გამიჯდა, ხელი საცვალში ისე შევუცურე მისი ტუჩებისთვის თავი არ დამინებებია.
- ადამ! - ქვედა ტუჩზე მტკივნეულად ჩამაფრინდა როგორც კი ფეხებშორის მოჭერილი ჩემი თითები იგრძნო. საკუთარმა სისხლის გემომ უფრო გამახელა. სწრაფად წამოვიწიე საწოლზე და ახლა მის სხეულს ზემოდან მოქცეულმა ვნებით დავუკოცნე აცახცახებული სხეული, უფრო ქვევით ჩავუყევი, მისი მსუბუქი წინააღმდეგობის მიუხედავად მუხლის თავები ერთმანეთს დავუშორე და ნაზად დავიწყე მისი სხეულის დაუფლება. წელზე შემოხვეულ ფეხებს სულ უფრო მჭიდროდ მარტყამდა სხეულზე, მთელი არსებით ვგრძნობდი მასთან ყოფნის სასიამოვნო აფეთქებას. თვალებდახუჭული, ათრთოლებული აკვროდა საწოლს და კიდევ უფრო მეტს მთხოვდა, ნაზი ალერსი უხეშ აქტში გადაიზარდა და ოთახი ორი ადამიანის სიამოვნების განცდით გაჯერებული ბგერებით აივსო. - როგორ შეგიძლია ერთდოულად იყო ასეთი გასაგიჟებელიც და საშინელიც. - ამოიჩურჩულა ღონემიხდილმა და სხეულზე უფრო მჭიდროდ ამეკრო.
- არ ვიცი. - გულწრფელად ვუპასუხე და კიდევ ერთხელ ვნებით დავუკოცნე ტუჩები.
- მეძინება.
- დაისვენე, როცა გაიღვიძებ ყველაფერს მოგიყვები.
- ადამ.
- რა?
- მგონი მიყვარდები. - ამოილაპარაკა უკვე ძილის საუფლოში მიმავალმა და მშვიდ ძილსაც მიეცვა.
- მგონი მეც. - ჩუმად ამოვილაპარაკე მის ყურთად თუმცა ვიცოდი ჩემი სიტყვები აღარ ესმოდა.
თავს ზედმეტად უცნაურად ვგრძნობდი მძინარე ანას ცქერის გამო, ალერსით დასიებული ტუჩები საყვარლად გამობურცვოდა, შავი თმა ლამაზად ეყარა ბალიშზე, მშვიდად სუნთქავდა, სიამოვნების კვალი ჯერ კიდევ შერჩენოდა სახეზე, ღიმილს მგვრიდა მისი სიმშვიდე, ღიმილთან ერთად კი უცნაურ ეიფორიას ვგრძნობდი სხეულში, თითქოს ვიღაც არამკითხე ღრმად შემიძვრა და ხელებს დაუკითხავად აფათურებდა ჩემს ტვინში, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ხორციელ სიამოვნებასთან ერთად ქალს ემოციები არ აღეძრა ჩემში, ანა კი ამას აშკარად შესანიშნავად ახერხებდა. სხეულში გამჯდარი მოულოდნელი შიში ავისმომასწავებლად მომედო, გონებას ძლიერად მოუჭირა თავისი უზარმაზარი მკლავები, სხეულის ცახცახით წამოვხტი საწოლიდან რომ მძინარე ანასთვის სიმშვიდე არ დამერღვია, სწრაფად ამოვიცვი შარვალი და ქურდივით გავიპარე მისი საძინებლიდან. დახურულ კარს ზურგით ავეკარი, თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და ღრმად ამოვისუნთქე. - მიშველე ადამ. - ძალიან ახლოდან მესმოდა სალის ხმა, სისხლი ამიდუღდა, სხეული დამეჭიმა, იქვე იატაკზე ფეხმორთხმით დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. - მიშველე ადამ. როგორი რთული იყო ამ ხმის მოსმენა.
- ადამ. - მხარზე ხელის შეხების გამო წამით შევხტი. - კარგად ხარ?
- არა. - ჩემს მკლავზე დადებული ლენას ხელი ავიღე და ძლიერად ჩავებღაუჭე.
- ჩემო საბრალო ბიჭო. - დედასთვის მახასიათებელი მზრუნველობით მომხვია მკლავები და ისიც ჩემს გვერდით მოთავსდა.
- წარსული თავს არ მანებებს ლენა. - საკუთარი ხმის სისუსტემ გული მომიკლა.
- ეს იმიტომ რომ თავად არ ცდილობ მისგან გათავისუფლებას.
- როგორ? - მზერა გავუსწორე ქალს.
- წინ გაიხედე, შეეცადე სამყაროში არსებული კარგიც დაინახო.
- და რა არის კარგი?
- მაგალითად ანა.
- როგორ მოხდა რომ ვიღაცამ თავი მოგაწონა? - გულწრფელად გამეღიმა და თავი მხარზე ჩამოვადე.
- მგონი უყვარხარ.
- არც კი მიცნობს, როგორ ფიქრობ როცა სიმართლეს გაიგებს ისევ მოისურვებს ჩემთან ყოფნას?
- ადამ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას.
- შეცდომას გააჩნია. მე შეცდომა არ დამიშვია, მე საყვარელი ადამიანები გავწირე.
- ეს შენი ბრალი არ იყო.
- იყო. მე ვხედავდი რას უკეთებდნენ სალის და მათ შესაჩერებლად ვერაფერი გავაკეთე. - სახეზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი ხელით შემიმშრალა ლენამ და შუბლზე მაკოცა.
- წამოდი შვილო, ცხელ ჩაის მოგიმზადებ.
- სალისთან უნდა წავიდე. - მოულოდნელდ წამოვხტი ფეხზე და შეშლილივით გავიქეცი კარისკენ.
--------

- კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნენა. - ღიმილით მიეგება ლენა შინ დაბრუნებულ რატის.
- იძულებით დაბრუნება. - ზიზღით გადახედა მის უკან მდგომ დაცვას ბიჭმა.
- ადამი ასე იმიტომ მოიქცა რომ შენი დაცვა სურს ჩემო ბიჭო.
- ჰო ადამი. - ზიზღით სახე მოექუფრა რატის. - ის ხომ ღმერთია, მან ხომ ყველაფერი სხვაზე უკეთ იცის.
- ნუ მკრეხელობ! - გაბრაზება ჩანდა ლენას ხმაში.
- მოხუცო მეზარება შენი ლექციის მოსმენა, ამას ჯობია რამე მაჭამო, საავადმყოფოს უგემური საჭმლისგან კუჭი მიხმება.
- როგორც იტყვი. - სამზარეულოსკენ გაეშურა ლენა და რატიც უკან მიჰყვა. - თავს როგორ გრძნობ?
- როგორც თევზი აკვარიუმში. - გაიღიმა რატიმ და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.
- ეს შენი სახლია.
- სახლი სადაც სული მეხუთება.
- ჩამოსწიე ფეხები და ისადილე. - თეფში წინ დაუდგა ლენამ და თავადაც ჩამოჯდა მაგიდასთან.
- ისე, როგორ უძლებ? - ლუკმის სუსტად გადამუშავება დაიწყო რატიმ და ქალს მიაშტერდა.
- ვის?
- ვის, ჩემს ძმას.
- მე თქვენ ორივე მიყვარხართ.
- ის ხომ მონსტრია.
- სულაც არა. - ხელზე მზრუნველად შეეხო ლენა ბიჭს.
- კარგი რა.
- რატი ადამი ისედაც ძალიან იტანჯება, შეეცადე ოდნავ მინც შეხვიდე მის მდგომარეობაში.
- და რა სტანჯავს?
- მის ცხოვრებას კარგად გადახედე რატი და შემდეგ განსაჯე.
- რა სჭირს მის ცხოვრებას, შეხედე და მდიდრულად ცხოვრობს.
- ფული ყველაფერი არ არის, მის სულში ცაგიხედავს?
- კარგი რა. - უკვე ირონიას ანთხევდა რატი.
- შენ გაუძლებდი იმას რასაც მან გაუძლო?
- რას, რომ ჩემს გამო, ჩემი უვარგისი ცხოვრების გამო ჩემი ცოლი ჩემს თვალწინ რამდენიმე კაცს ერთად გაეუპატიურებინა?
- რატი! - ხმა აუთრთოლდა ლენას.
- რა? თავიდან ბოლომდე მისი ბრალია ეს ყველაფერი. მის გამო მშობლები დამიხოცეს, შვილი მოუკლეს. ცოლი ფაქტიურად მოუკლეს ის კი, ის დამპალი ისევ დაეხეტება იქ სადაც მისი ადგილი არ არის.
- გაჩუმდი. - ყბის კანკალით მიმართა ქალმა და შემოსასვლელ კარში მდგომ ანას ცრემლიან თვალებს სინანულით მიაპყრო მზერა.
- ეს სიმართლეა? - სუსტად ამოულაპარაკა ანამ.
- ჯანდაბა. დამავიწყდა რომ ჩემს ძმას სტუმარი ყავს. - ზიზღით წარმოთქვა რატიმ და გოგონასკენ შებრუნდა, წამით გაშეშდა, ყელს მომდგარი ნერწყვი სიმწრით გადააგორა, გაოფლილი ხელები ძლიერად შეკრა და აცახცახებულ გოგონაზე მზერა გაუშეშდა. - რატი. - დაბნეულმა გაუწოდა ხელი მის წინ მდგომ ანას. ამ უკანასკნელმა დაბნეულ ბიჭის თვალებში ნაცნობი სხივი ამოიკითხა, ტანში გააჟრჟოლა, მის თვალებს მზერა მოსწყვიტა და გამოწვდილ ხელზე გადაანაცვლა, პასუხგაუცემლად აქცია ზურგი და სწრაფად დატოვა იქაურობა. - ამის დედაც. - სკამზე მოწყვეტიდ დაეშვა რატი. - იმაზე ბევრად ლამაზია ვიდრე შორიდან ჩანდა.
- ამის დროა? - ბრაზს ანთხევდა ლენა.
- რა გავაკეთო.
- ადამს დავურეკავ. - ტელეფონს წვდა ლენა და სრაფად აკრიფა გაზუთხული ნომერი. - გამორთული აქვს. - სიმწრით იკბინა ქალმა ტუჩზე, ტელეფონი იქვე დააგდო და სამზარეულოდან გავარდა.
- რა ბედი აქვს ამ ჩემს ძმას. - ზიზღით დააჩერდა რატი უკვე გაციებულ საჭმელს და თეფში წინ გასწია.
--------------

ვუცქერდი დასუსტებულ, ფერშეცვლილ სალის უგონო სხეულს და მთელი შიგნეული მეწვოდა, ჩემში გაჩაღებული ქარიშხალი ისე მძვინვარებდა ცოტაც და მთელ კაცობრიობას მიწასთან გაასწორებდა.
- სალი. - მის ყურთან დახრილმა ჩუმად ამოვილაპარაკე. - ვიცი რომ გესმის, ვიცი რომ მგრძნობ, ვიცი რომ ახლა სადაც არ უნდა იყო ნათლად ხედავ ჩემს ტკივილს, ვიცი რომ მხედავ და ისიც იცი რომ ყველაფერს ვაკეთებ მათთვის სამაგიეროს გადასახდელად. ვიცი რომ მალე გამოვააშკარავე მათ სახეებს. გპირდები სამართალს აღვასრულებ, მერე კი იქ მოვალ სადაც შენ ხარ. - საკუთარი აღსარების გამო სისხლი გამეყინა, მოულოდნელად ანა გამახსენდა, მისი სახე, სურვილით აღგზნებული სხეუილი. - ჯანდაბა. - ჩავილაპარაკე და სალის სხეულს მოვშორდი. - რა მემართება. - ამღვრეულ გამომეტყველებას ირონიულად შევავლე სარკეში მზერა და იქედან მომღიმარ მონსტრს თვალი გავუსწორე.
- ანას რას უპირებ. - ჩამეკითხა შინაგანი ხმა.
- რას ვუპირებ მას? - გავიმეორე ყრუდ და სავარძელში მოწყვეტით ჩავესვენე.
- მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა. - ახარხარდა შინაგანი ხმა. - ვერ შეძლებ მის გაწირვას. - კმაყოფილმა დაამატა და დადუმდა. - მის დილერობას აპირებ? მგლების ხროვას უნდა მიუგდო? იმისთვის რომ შენს მტერს სიმართლე დასტყუოს? ხომ იცი რომ შეიძლება გამოააშკარავონ და მოკლან. ეს გინდა? - კითხვები ერთმანეთის მიყოლებით ქაოსურად ტრიალებდა თავში.
- ჯანდაბა. - სწრაფად წამოვხტი სავარძლიდან და პალატა დავტოვე.
------------

საწოლზე იწვა, თვალები ჭერისთვის მიეპყრო, ვერაფერს გრძნობდა, თითქოს ვიღაცამ გული ამოგლიჯა და სისხლის უკანასნკელ წვეთამდე გამოწურა, შემდეგ უკან დააბრუნა და უფუნქციოდ მყოფი ჩაუტოვა პატრონს სხეულში. თვალებს ცრემლი უსველებდა თუმცა ვერ ხვდებოდა სად იღებდა დასაბამს ცრემლი. მთელი სხეული სტკიოდა. ეს მის გეგმებში არ შედიოდა ტუმცა გრძნობდა რომ მახეში გაება, მახეში რომელსაც ადამი ერქვა.
- ანა. - ჩუმად ამოილაპარაკა კარში მდგომმა ლენამ.
- მარტო ყოფნა მინდა. - პასუხი ისე გასცა ანამ მისთვის არც შეუხედავს.
- ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია.
- მართლა? - საწოლზე წამოჯდა ანა. - ყველა მე მატყუებთ. რამდენიმე დღეა რაც აქ ვარ და მგონია უკვე საუკუნე გავიდა. სული მეხუთება, ვაკუუმში მოქცეულს წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ჩემი მასპინძელი, საიდუმლოებებით სავსეა აქაურობა.
- ანა.
- დამეხმარეთ რომ აქედან წავიდე. - მოულოდნელად საწოლიდან წამოხტა ანა და ლენას მიეჭრა.
- არ შემიძლია. - სწრაფად გაითავისუფლა ლენამ მისგან თავი. - თავი ხელში აიყვანე ადამი დაბრუნდება, დაელაპარაკე.
- რატომ გააუპატიურეს მისი ცოლი? რა ჩაიდინა ასეთი?
- მარტო დაგვტოვე. - დაძაბულმა ჩუმად ამოვილაპარაკე და გაფითრებულ ქალებს გაგულისებული მზერა შევავლე.
- ადამ.
- ლენა მარტო დაგვტოვე. - ისე ვთქვი ანასთვის თვალი არ მომიშორებია.
- კარგი. - საგრძნობლად დაპატარავდა უცებ ლენა და ოთახიდან გავიდა. - დაჯექი. - სავარძლისკენ მივუთითე ანას რომელიც ჯიქურ მიცქერდა, საერთოდ არ ღელავდა, ზუსტად ისეთი იყო როგორც პირველად, მედიდური, შეუვალი, საკუთარ თავში დარწმუნებული. - დაჯექი ანა.
- შენი მარიონეტი არ ვარ. - სახე ისე ახლოს მომიტანა რომ მის სუნთქვას საკუთარში ვეღარ ვარჩევდი. - მორჩა. შენი არ მეშინია ადამ. - ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და ზიზღით სავსე მზერა შემანათა.
- ანა ნუ მიწვევ.
- ეს შენ მიწვევ და მეთამაშები აქ მოყვანის წამიდან. შენ მე ვერაფერს მავნებ, იმაზე მეტად ვეღარ მავნებ რაც ცხოვრებამ უკვე მავნო. შენი დამპალი გეგმები უკან გაირ/ე, მე მონაწილეობას არ მივიღებ შენს სისხლიან საქმეებში. არ მაინტერესებს რატომ მოგექცა ასე ის ადამიანი ვინც ოჯახი აგიოხრა, დარწმუნებული ვარ ამის მიზეზი ნამდვილად ექნებოდა. შენ ადამიანი არ ხარ, შენ მონსტრი ხარ! მონსტრი ხარ! - კბილებში გამოსცრა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ანამ. ღიმილით ვუცქერდი მის გარდაქმნას და ვგრძნობდი როგორ მომწონდა ეს ყველაფერი, ავადმყოფურად მსიამოვნებდა მისგან წამოსული ყოველი შეურაცხმყოფელი სიტყვა, ეს ზუსტად ის იყო რაც თავიდანვე მომეწონა მასში.
- მორჩი? - ღიმილით მივმართე ანას და სავარძელში ჩავეშვი.
- შენს ირონიულ სიმშვიდეს წყობიდან გამოვყავარ. - მზერა ფანჯარაში მიმართა ანამ და ამ მომენტში მთელი სიცხადით ვიგრძენი როგორ მშორდებოდა. მოულოდნელად გული მომეწურა, ვხედავდი როგორ არ მინდოდა მისი გაშვება, არადა ის ზუსტად ამას ითხოვდა ჩემგან. ეგოისტურად ვებღაუჭებოდი მას და ჰო მართალი იყო, გაცნობის პირველივე წამიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ ვაჩერებდი ჩემთან.
- მამაჩემს ერთი პარტნიორი ჰყავდა. - თავი ჩავხარე და საუბარი ისე დავიწყე თითქოს ანას კი არა საკუთარ თავს ვესაუბრებოდი. - ერთმანეთი დიდათ არც ერთს ეხატებოდა გულზე, მაგრამ საერთო საქმიდან გამომდინარე უწევდათ თამაში და ასე ვთქვათ "მეგობრობა", მამას პარტნიორს ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც ჩემი მომავალი მეუღლე უნდა ყოფილოყო, ეს სიყვარული არ იყო, ორი გავლენიანი ოჯახის გაერთიანება ასე სურდათ, ჩვენი დაოჯახებით ბერვი პრობლემა მოგვარდებოდა. ის გოგონა ჩემზე შეყვარებული იყო, მე კი მის მიმართ ზედმეტად გულგრილი ვიყავი, მამა მევედრებოდა რომ ეს ოჯახის გამო გამეკეთებინა. მაშინ სულ რაღაც ოცი წლის ვიყავი და საერთოდ არ მსურდა ოჯახის შექმნა, მითუმეტეს ისეთი ადამიანის ცოლად მოყვანა რომელიც არც კი მომწონდა, სიყვარულზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. დროს შეძლებისდაგვრად ვწელავდი. - საუბარი შევწყვიტე და ანას ავხედე რომელიც ინტერესით ისმენდა ჩემს მონოლოგს.
- მერე რა მოხდა?
- დავინიშნეთ, გოგონა ბედნიერებით ასხივებდა, მე კი ხელი ჩავიქნიე, სმა დავიწყე, ნარკოტიკებს მივეძალე, კახპებში სიარულს მოვუხშირე. ფეხებზე მეკიდა ცხოვრება რომესლაც ყველა მართავდა ჩემს გარდა. ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ვიყავი, იქ გავიცანი სალი. დანახვის წამიდან მისით სრულებით მოვინუსხე და ყურებამდე შეყვარებულს მეგონა ცხოვრების აზრი დამიბრუნდა. მალულად დავიწყეთ შეხვედრები. მინდოდა მის შესახებ ყველასთვის მეთქვა სიმართლე მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა რადგამ ვიცოდი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ამბავს. სალი დაფეხმძიმდა. - წამით ისევ შევისვენე, ამღვრეულ სახეზე ხელი მოვისვი და თხრობა განვაგრძე. - არ მოვიყვანე ის გოგო, მშობლების წინაღმდეგობის მიუხედავად სახლი მივატოვე და სალისთან ერთად გადავედი საცხოვრებლად. ლენა ერთადერთი იყო ვინც ჩემი გადაწყვეტილება არ გააპროტესტა და ჩვენს მოსახმარებლად ჩვენთან გადმოვიდა. უბედნიერესი ერთი წელი გავატარეთ ერთად. არ მაინტერესებდა ოჯახში დატრიალებული კონფლიქტები. სამკვდრო-სასიცოხლოდ გადაკიდებული მამა და მისი პარტნიორი. მერე გოგონა შეგვეძინა. - ღიმილით მოვისრისე ცრემლიანი თვალები. - მეგონა ყველაზე ბედნიერი ოჯახი მყავდა. მეგონა ადრე თუ გვიან მამაც და მისი პარტნიორიც მაპატიებდენენ ამ საქციელს მაგრამ მოულოდნელად მამას პარტნიორის ქალიშვილმა თავი მოიკლა, სიკვდილამდე წერილი დაწერა სადაც წერდა რომ მე მას ვაუპატიურებდი და ამის ატანა აღარ შეეძლო. - ვგრძნობდი როგორ მიდუღდა სისხლი ამ ამბის გახსენების გამო მაგრამ რადგან დავიწყე საუბარი უნდა დამესრულებინა.
- რა? - შიშით შეჰკივლა ანამ.
- იცრუა ანა, მისთვის ხელიც არ დამიკარებია არასდროს, უბრალოდ მისი მიტოვება ვერ მაპატია და სამაგიერო ასე გადამიხადა. ამას ხვდები ალბათ რაც მოჰყვა. ჩემი მშობლები იმ გოგოს დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ავტომობილში ჩაცხრილეს. ჩემი ძმა სასიკვდილოდ სცემეს მაგრამ გადარჩა. სახლში მომივარდნენ, ნიღბები ეკეთად, მათ სახეებს ვერ ვხედავდი ამიტომ ზუსტად არ ვიცი ვინ დამესხა თავს, მაგრამ ვიცი რომ ბაბლუანის ხალხი იყო, წყეული ბაბლუანის ხალხი, ლენა იმ ღამით სახლში არ იყო, ავადმყოფი დის მოსანახულებლად ქალქარეთ იყო წასული. ამიტომაც გადაურჩა იმ ღამეს ცოცხალი. საშინელი წვიმა ეხეთქებოდა სახლის კედლებს, ქარი კი ისეთი სიშმაგით დაძრწოდა უკუნით სიბნელეში აშკარად პრემიერა ჰქონდა. - საკუთარ ნათქვამზე მწარედ გამეცინა და ისევ განვაგრძე თხრობა. - სახლში შემოცვივნენ, რეაგირება ვერ მოვახერხე. წამში აღმოვჩნდი იატაკზე გაშოტილი, ხელები უკან შემიკრეს ერთი მათგანი ჩემს ზურგზე მოკალათდა. ჩემს პატარა გოგონას ჩემ თვალწინ გამოჭრეს ყელი. სალის კივილი კედლებს ანგრევდა, თუმცა გარეთ ისეთი ხმაური იყო არავის შეეძლო განწირული ქალის კივილის გაგება. ჯერ სალის აყურებინეს როგორ მცემეს, მერე კი. - აქ თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებს გზა გავუთავისუფლე. - ვუცქერდი როგორ აუპატიურებდა თითოეული მათგანი მონაცვლეობით ჩემ საყვარელ ქალს და ვერაფერს ვახერხებდი. ვყვიროდი, ვტიროდი, ვთხოვდი, ვევედრებოდი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ. მაიძულებდნენ მეყურებინა ამ სანახაობისთვის რითიც ასე ერთობოდა თითოეული მათგანი.
- შეეშვი. მოკვდა! - დაიძახა ერთ- ერთმა ნიღბიანმა, სწორედ ამ უკანასკნელმა დამისვა სახეზე დანა. - ეს იმისთვის რომ არასდროს დაგავიწყდეს შენი საქციელი. - ჩამჩურჩულა ყურში და მეგობრებს უკან გაჰყვა. როგორც კი ყველა მათგანი გავიდა სალის უგონო სხეულს გავხედე, სიმწრით მივბობღდი მასთან და მასზე დამხობილი მეც გამოვეთიშე რეალობას. როცა გონს მოვედი უკვე საავადმყოფოში ვიწექი, შემდეგ რა იყო ამას აზრი აღარ აქვს. - თხრობა დავასრულე, ცრემლი შევიმშრალე და ანას გავხედე, რომელსაც მთელი სხეული უთრთოდა და ტრილით სახედასიებული შეშლილ მწვანე თვალებს არ მაშორებდა.
- ადამ.
- მართალი ხარ მე მონსტრი ვარ ახლა კი ჩაიცი, მივდივართ.
- სად?
- სადაც მეტყვი იქ დაგტოვებ, შენ ხომ ჩემგან წასვლა გინდა.
- ადამ.
- ჩაიცვი! - ვიღრიალე განწირულმა და ატირებული ანა საძინებელში მარტო დავტოვე. ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ სიცივეს, სიბნელეს, ტკივილს და საშინელ მარტოობას.

6
- ადამ გააჩერე მანქანა. - ჩუმად ამოილაპარაკა ანამ და ჯიქურ გამიყარა მზერა.
- რისთვის? - გზისთვის თვალი არ მომიშორებია ისე ვუპასუხე.
- გააჩერე ეს წყეული მანქანა. - საჭეს დაეძგერა ანა და თავისკენ გადასწია.
- ჯანდაბა, ანა. რას აკეთებ ასე დავიმტვრევით. - ძლივს მოვახერხე საჭის დამორჩილება და ავტომობილი გზიდან გადავიყვანე, გარეთ ისევ უსაშველოდ წვიმდა. ძლიერად ჩავაფრინდი საჭეს და თვალები დავხუჭე.
- ვიცი რაც გინდა ჩემგან. - ყრუდ ამოიჩურჩულა ანამ.
- უკვე არაფერი არ მინდა ანა.
- გინდა მათთან შემაგზავნო ვინც შენი ოჯახი გაანადგურა, გინდა მათი საიდუმლოებები გავიგო, სავარაუდოდ ისიც გინდა რომ ოჯახის უფროს საწოლში ჩავუწვე და ყოველივე ბინძური აზრები დავსტყუო, მერე შენთან მოვიდე და მისი გეგმებისა და ზრახვების შესახებ მოგიყვე. გინდა რომ დილერი ვიყო? - სიბრაზე ჩანდა ანას ხმაში.
- ჭკვიანო გოგო ხარ. - დავასრულე თუ არა თვალებში დამიბნელდა. - დავიმსახურე. - ხელი მოვისვი სახეზე და აწითლებული ადგილი მსუბუქად დავიზილე. - მართალი ხარ სწორედ ეს მინდოდა, ძალიან მინდოდა მაგრამ ეს მანამდე იყო სანამ შენს მიმართ გრძნობა გამიჩნდებოდა.
- გრძნობა არა? - ზიზღს ანთხევდა ანა.
- მიყვარხარ. - თავად ვერ გავიაზრე ისე მოსწყდა ბაგეებს ეს ერთი სიტყვა.
- მერე?
- მერე ის რომ გიშვებ.
- ლაჩარი ხარ. სიყვარულისთვის იბრძვიან.
- შენ ჩემთან საფრთხე გელოდება.
- იცი მაინც მე რა გამოვიარე?
- არა.
- არც არასდროს გიკითხავს.
- ანა.
- ეგოისტი ხარ, საკუთარ წარსულზე ჩაციკლული ეგოისტი ნაბი/ვარი. სამყაროში ყველაფერი ისე არ არის მოწყობილი როგორც ჩვენ გვსურს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ ცუდი ხდება ირგვლივ. ადამიანების მრავალი კატეგორია არსებობს, შენ რომელ მათგანს განეკუთვნები ადამ?
- არ ვიცი.
- შესანისნავად იცი მაგრამ იმდენად მხდალი ხარ რომ აღიარება არ შეგიძლია.
- მოკეტე! - მაინც შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, გიჟივით მთელი ტანით შევბრუნდი მისკენ და გააზრება ვერ მოვასწარი ისე აღმოჩნდა მისი სახე ფანჯრის მინას აკრული, მძიმედ სუნთქავდა, არ ღელავდა, არ ეშინოდა, ამრეზით უცქერდა მის სახეზე მიბჯენილ ჩემს ხელის გულს.
- ახლა დამარტყავ? თუ მანქანას მოაბრუნებ და მეც იმ გოგონებივით მიმაგდებ ქოფაკების ლუკმად. - ხელი სწრაფად მოვაშორე მის სახეს.
- მითხარი სად დაგტოვო.
- შემიძლია ვიყო შენი დილერი.
- ანა. - სწრაფად შევბრუნდი მისკენ.
- ჩემს თვალებში რას ხედავ?
- არ ვიცი.
- იცი.
- ანა არ გინდა.
- თუ მართლა გიყვარვარ დამიმტკიცე.
- რა გინდა ჩემგან?
- მაკოცე.
- ცეცხლთან თამაში გიყვარს არა? - ღიმილით წავეპოტინე ყელზე და ჩამოშლილ თმებში სწრაფად შევუცურე თითები.
- შენ უბრალო მოკვდავი ხარ, ზუსტად ისეთი როგორიც ყველა, ზუსტად ისეთივე განცდებითა და ემოციებით სავსე როგორც ყველა. საშინელება ხარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი, ანგელოზი არც მე ვარ და ოდესმე გაიგებ ამას. - ორაზროვანი იყო ანას ჩურჩული ჩემს ტუჩებთან თუმცა მისგან მომავალმა სურნელმა გონება ერთიანად ამირია და უკვე ცუდად მესმოდა მისი სიტყვები. - აირჩიე. - სწრაფად მოაშორე ჩემს ტუჩებს სახე.
- რა?
- წარსული თუ მე?
- ანა. - ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეული.
- ორი გზა გაქვს. ორივე გზაზე შენთან ვიქნები. შემიძლია ვიყო შენი დილერი და მივიდე მათთან ან შემიძლია გაგილამაზო ცხოვრება მაგრამ შენ უნდა შეეშვა ყოველივე ამ მაზოხიზმს.
- ხვდები რას მთხოვ?
- არაფერს გთხოვ, არჩევანის საშუალებას გაძლევ.
- მიყვარხარ. - კიდევ ერთხელ ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან და ვნებით დავეწაფე ბაგეებზე.
მანქანის უკანა სალონში სანახევროდ კარს მიყრდნობილს ჩემს გულზე ჰქონდა თავი მისვენებული, მის შიშველ ზურგზე თითების ცეკვით ვირთობდი თავს, მის შუბლზე ტუჩებმიბჯენილს ბედნიერების უცნაური სხივი არ მშორდებოდა.
- მიყვარხარ. - კიდევ ერთხელ ვუთხარი და მთელი არსებით ვიგრძენი როგორი გულწრფელი იყო ჩემი სიტყვები. ამის გამო ტანში სასიამოვნოდ გამცრა.
- იმედი მაქვს ამას არასდოს ინანებ. - კბილებით ჩამაფრინდა ქვედა ტუჩზე და წამში მოექცა ჩემს სხეულს ზემოდან.
- მოუსვენარო. - სწრაფად წამოვიწიე და ჩემს ფეხებზე მოკალათებულს სხეულზე მჭიდროდ ავეკარი. თავი უკან ჰქონდა გადაგდებული. სუსტი მტევნები ჩემს მხრებზე ელაგა და თვალდახუჭული ენერგიულად მაყოლებდა სხეულს. ერთი ხელით ძლიერად მეჭირა მისი სხეული, მეორე ხელი კეფაზე შევუცურე, სუსტად მოვქაჩე თმებზე და უფრო უკან გადავაწევინე თავი, ხარბად დავუკოცნე ყელი და აკვნესებულს კიდევ უფრო ძლიერად გავურღვიე სხეული. მისი კბილები ვიგრძენი ბეჭზე და ამან კიდევ უფრო გამახელა, ვგრძნობდი მის დაჭიმულ, დანამულ სხეულს და ვხედავდი რომ ჩემს მკლავებში აკვნესებული ქალი მართლა ძალიან მიყვრდა. მე უკვე მას ვეკუთვნოდი, ჩემი გონება გამოთიშულიყო წარსულის ზმანებასა და ტანჯვას და მხოლოდ აწმყოს ნეტარი წამებით სულდგმულებდა. მხოლოდ ჩემს სხეულს აკრულ ქალს მოეცვა ჩემი გონება და ჩემში გაჟღერებული სასიამოვნო მელოდიით სრულიად მონუსხულმა ამდენი წლის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად.
- ანა. - ამოვილაპარაკე მის ყურთან და აქტით აქოშინებულს დამშვიდება ვადროვე.
- გისმენ ადამ.
- გახდი ჩემი ცოლი.
- ადამ? - სწრაფად მოეგო გონს ანა. - სერიოზულად?
- გახდი ჩემი ცოლი. - მტკივნეულად ჩავაფრინდი მკვრივ უკანალზე და კიდევ ერთხელ დავუკოცნე სავსე ბაგეები. - თანახმა ხარ?
წვიმა უსაშველოდ ესხმოდა მანქანის მინებს, ირგვლივ გამეფებული წყვდიადი საბნად გადაფარებოდა გარე სამყაროს, სულგანაბული ვუცქერდი ჯერ კიდევ გაოგნებულ ანას და პასუხის მოლოდინში კიდევ ბევრჯერ დავუკოცნე ტუჩები. ჩუმად იყო, სხეულის ცახცაცს ერთიანად აეტანა და ნერვიულობის დასაფარად სხეულზე მჭიდროდ მეკვროდა. მკვეთრი მუხრუჭის ხმამ გაარღვია ისედაც შეშლილი ბუნენა, წამით სისხლის მოწოლა ვიგრძენი თავში. მას სწრაფად მოჰყვა მტვრევის ხმა, კეფაში ჩავლებული ძლიერი ხელი და სახეში მოხვედრილი რამდენიმე ახმახის მუშტი.
- გაები ნაბი/ვარო. - ჩემს ყურთან ამოიჩურჩულა ნიღბიანმა და ამჯერად წიხლი ამომარტყა სახეში. წვიმა და ტალახი ერთიანად მომედო სხეულზე, უმწეოდ ვეგდე მიწაზე და ხელგაწვდილი ბუმდოვნად ვარჩევდი ანას სახეს, ეს უკანასკნელი ძალით გადმოიყვანეს მანქანიდან.
- ადამ. - ყვიროდა განწირული. შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა თუმცა სახეში მოხვედრილი ხელის გამო გონება დაკარგა და ერთ- ერთი მათგანის მკლავებში უგონოდ მყოფი მიესვენა. წამებში გამიელვა განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ. ცრემლი მომერია.
- გაუშვი. - წამოდგომას ვეცადე მაგრამ ისევ წიხლი მომხვდა სახეში. - გულაღმა ვიწექი, წვიმა სახეში მცედმა, კიდურებს ვერ ვგრძნობდი, ვერაფერს ვგრძნობდი. ძალიან მციოდა. - ხელი არ ახლოთ. - ჩუმად ვბუტბუტებდი და ძლივს გავარჩიე როგორ ჩატენეს ანა მეორე მანქანაში. ისევ ვცადე წამოდგომა. ამჯერად გამომივიდა, მაგრამ წყვდიადი მოედო მხედველობას. თავში ძლიერი საგნის ჩარტყმა ვიგრძენი და მოწყვეტით ჩავეშვი სახით ტალახში.
გული ფეთქავს, მართალია ძლიერად ვერ ქაჩავს სისხლს მაგრამ ფეთქავს, სუსტად მაგრამ ჯერ ისევ ფეთქავს. თვალებზე დაწოლილი სიმძიმით ვხვდები რომ ისეთი შეშუპებული ვარ ცემისგან ტყუილი მონდომება იქნება თვალები როგორმე დავაშორო ერთმანეთს, ამიტომ განზრახვაზე მალევე ვიღებ ხელს და ისევ ძილის საუფლოში მივექანები, გზად უამრავ შეფერხებას ვაწყდები. მტანჯველი გზის ბოლოს შეუმჩნევლად მაგრამ მაინც ანათებს თეთრი სხივი, სწორედ იქეთ მივიჩქარი, იქ სადაც ვხვდები რომ რაღაც განსაკუთრებული მელის.
- ანა. - ვჩურჩულებ და ღონემიხდილს მაშინვე მეძინება.
სასიამოვნო სიო ქალის თლილი თითებივით მელამუნება სახეზე, ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ როგორ მითამაშებს სახეზე ღიმილი, თვალს სწრაფად ვახელ.
- სად ჯანდაბაში ვარ. - ინტერესით მოვავლე თვალი უზარმაზარ სივრცეს. სიმწვანეში ჩაფლული მიდამო არარეალურ სამყაროს უფრო ჰგავდა ვიდრე აოხრებული მსოფლიოს რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიას. ცამდე აზიდული ხეების გამო სასიამოვნო სიგრილე იდგა ირგვლივ და აბიბინებული ბალახიც საოცრად ერწყმოდა ამ ყველაფერს. თვალები დავხუჭე და ხარბად დავიწყე სასიამოვნო სურნელის შეგრძნება. მსუბუქი ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე და ზურგს უკან ქალის ნაცნობი სურნელი. გულის ცემა ისე გამიმძაფრდა მგონი ხეებსაც კი ესმოდა მისი გამალებული ფეთქვა.
- აქ რას აკეთებ? - მჭიდროდ ამეკრო სუსტი სხეული ზურგზე და წელზე სარტყელივით შემომაჭდო ხელები. ო როგორ ადუღდა სისხლი, შადრევანივით ცდილობდა დაბერილი ვენების დახეთქვას და იქედან გადმოდიენაბას. გულის გახშირებული ფეთქვისგან უკვე გონება მიბნელდებოდა. - აქ რას აკეთებ? - გაიმეორე იგივე ხმამ და ნაზი კოცნა დამიტოვა ყბის ძვალზე, ფრხილად ჩავავლე მის მტევანს ხელი და მისკენ შევბრუნდი.
- ჯანდაბა. - ყრუდ ამოვიყვირე და მის წინ მუხლებზე დავეცი. - სალი. - ვერ ვიაზრებდი სიზმარი იყო თუ ცხადი. სხეული ჩემდაუნებურად მიცახცახებდა. იდგა ჩემს წინაშე, სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი, გრძელ წითურ თმას სიო ნაზად ურხევდა, ჭორფლიან სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, თეთრი მოკლე კაბა ეცვა, ზუსტად ის კაბა ეცვა უკანასკნელად რაც ეცვა. სისხლი გამეყინა. ღიმილით გამომიწოდა ხელი. დაბნეულმა შევაგებე გამოწვდილ ხელს საკუთარი მტევანი. რა ტკბილი იყო მონატრებულ თითებში ახლართული ჩემი თითების შეგრძნება. მსუბუქი ბიძგით მაიძულა ფეხზე ავდგარიყავი.
- გამარჯობა ადამ. - ღიმილით მითხრა, ფეხის წვერებზე აიწია, მსუბუქად ჩამავლო პერანგის საყელოზე თითები და ნაზად წამეტანა ტუჩებზე. - ისევ ისეთი გემრიელია. - წელზე მომხვია ხელები და სხეულზე მჭიდროდ ამეკრო. - არაფერს მეტყვი?
- დავიბენი. - ნაზად შევეხე ნიკაპზე თითები და მისი მომღიმარი ტუჩები კიდევ ერთხელ დავაგემოვნე. - როგორ მენატრებოდი. - სწრაფად ავაფრიალე მისი სხეული ხელში და პატარა ბავშვივით დავაბზრიალე, ორივე ხელი განზე გაშალა, თავი უკან გადააგდო და სიცილით გააყრუა არემარე. როგორ მომნატრებია მისი ხმა, მისი სხეული, მისი წითური თმა, მისი ჭორფლიანი სახე.
- დამსვი. - ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან, დავემორჩილე და მიწაზე დავაბრუნე მისი სხეული. ცოტა დრო გვაქვს. - სინანულმა გადაურბინა სახეზე.
- სალი.
- აქ შენი ადგილი არ არის ადამ.
- სად აქ?
- იქ სადაც ახლა ხარ ის ადამიანები იყრიან თავს ვისი სხეულიც ჯერ კიდევ ცოცხალთა სიაში წერია.
- მაბნევ.
- ეს ცოცხლებისა და მკვდრების გზის გასაყარია.
- შენ რატომ ხარ აქ? - ვიგრძენი როგორ მითამაშებდა ყბის ძვალი.
- ჩემი სხეული ხომ ისევ ებრძვის სიკვდილს. - ჩემი ხელი ხელებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა, თვალები დახუჭა და ნაზად აკოცა. შემდეგ გაშალა და სახე მასში ჩარგო. ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს.
- ჩემო პატარა. - სწრაფად მოვხვიე წელზე ხელი და სხეულზე მჭიდროდ ავიკარი. - მაპატიე რომ შენი დაცვა ვერ შევძელი, მაპატიე რომ ჩვენი შვილი ვერ დავიცავი. მაპატიე გთხოვ.
- შენი გული სხვაგვარად ძგერს. - სინანული ჩანდა მის ხმაში.
- უშენობით შეიცვალა.
- ასე ფიქრობ?
- არ ვფიქრობ სალი ასეა, დამიბრუნდი გთხოვ. - ცრემლიანი თვალები სწრაფად დავუკოცნე და ისევ გულში ჩავიკარი. ჰაერში გაჟღერებული სიო მელოდიასავით ერთვოდა ჩვენს რითმულ გულის ცემას.
- უნდა წახვიდე. - ჩემგან გათავისუფლებას ეცადა თუმცა მკლავები უფრო მჭიდროდ მოვუჭირე.
- აღარ გაგიშვებ, თუ სხვა გზა არ არის მეც აქ დავრჩები, შენთან.
- ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. - ღიმილით გამოძვრა სალი ჩემი მკლავებისგან და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
- სალი.
- ჯერ კიდევ გელის ერთი გადამწყვეტი ბრძოლა.
- რა ბრძოლა?
- იქ. - მიწისკენ გაიშვირა თითი. - მოუგვარებელი საქმეები დაგრჩა ადამ.
- ანა?
- თუნდაც.
- სალი.
- არაფერი თქვა. გიყვარს არა?
- სალი მისმინე.
- წადი. - ღიმილით მომხვია ყელზე ხელები. - ძალიან მალე ყველაფერს სხვა თვალით დაინახავ.
- რას გულისხმობ.
- როგორ მინდა სიმართლე გითხრა.
- რა სიმართლე სალი?
- წადი და თავად ნახე ყველაფერი. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს მე აქ ვარ და კიდევ, თავს გაუფრთხილდი ადამ. - გაშლილი ხელის გული მკერდზე მომადო, კიდევ ერთხელ მაკოცა და მსუბუქად მიბიძგა ხელი.
- სალი! - ერთხელ კიდევ მოვასწარი მისი სახელის წარმოთქმა, ერთხელ კიდევ შევავლე მის მომღიმარ სახეს თვალი, მიწამ რყევა იწყო, სალის სხეულს წყვდიადი მოედო, ხეები მიწამ შთანთქა, უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა ჩემს ფეხებ ქვეშ და მეც მოწყვეტით დავიწყე ძირს ვარდნა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიფრინე, არც ის ვიცი მიწას როდის დავენარცხე, მხოლოდ ის ვიცი თვალი გავახილე თუ არა სხეულის საშინელი ტკივილი და წყურვილის გაუსაძლისი სურვილი ვიგრძენი.
------------
- რა მოხდა? - დაბნეულმა იკითხა რატიმ და მისაღებში შეკრებილ ლენასა და დაცვის თანამშრომლებს ინტერესით მოავლო მზერა.
- ადამი გაქრა.
- რას ნიშნავს გაქრა? - სიცილი ვეღარ შეიკავა რატიმ.
- რატი შენი ძმა დაიკარგა. - ტირილით ამოთქვა ლენამ და ბიჭს გაგულისებული მზერა ესროლა.
- კარგით რა. - ზიზღით აღსავსე ჩაეფლო რატი სავარძელში. - დარწმუნებული ვარ არსადაც არ გამქრალა, ალბათ თავის მორიგ გოგოს სადმე მყუდრო ადგილზე გულის წასვლამდე ჟი/ავს, თქვენ კი ტყუილად ღელავთ.
- ჩემი უფროსის ძმა რომ არ იყო ცხვირ-პირს გაგიერთიანებდი. - სწრაფად ჩაავლო დაცვის უფროსმა რატის საყელოში მკლავები, ფეხზე წამოაგო და კედელს მთელი ძალით მიანარცხა. ტკივილით სახეალეწილი რატი იქვე ჩაიკეცა და საცოდავად ამოილაპარაკა.
- როგორ ბედავ?
- ერთი გატუტუცებული ლაწირაკი ხარ, შენი ძმის ადგილზე ცემით ამოგხდიდი სულს.
- დამავიწყდა, ადამი ხომ ღმერთია. - ზიზღით გადააფურთხა რატიმ და ფეხზე სიმწრით წამოდგა.
- ამის დრო არ არის, რამე უნდა ვიღონოთ. - აკანკალებული ჩამოეკიდა ლენა დაცვის უფროს მკლავზე.
- პირველ რიგში სალის დაცვა გააძლიერეთ. - მიუბრუნდა დაცვის უფროსი თანამშრომლებს. - სახლის დაცვაც გააძლიერეთ. რატი სახლიდან არ გავიდეს, არც შენ ლენა, ადამს ვიპოვით მაგრამ მის დაბრუნებამდე გარეთ ცხვირი არ გაყოს არავინ. დარწმუნებული ვარ ბაბლუანი გეგმას დასახავს, ალბათ მან გაიტაცა ადამი და შემდეგი ნაბიჯი სალი იქნება. სწრაფად მიხედეთ საქმეს. - დაცვის თანამშრომლები დაითხოვა უფროსმა და შეშინებულ რატის გახედა.
- მართლა გაიტაცეს?
- მისი მანქანა დამწვრია, არც ადამი ჩანს და არც ანა.
- ჯანდაბა. - მოწყვეტით ჩაეშვა რატი სავარძელში და პირველად იგრძნო როგორ შეეშინდა. გული გამალებით უცემდა და ნერვიულობის დასაფარად ხელის გულები ძლიერად შეკრა.
- დავაბრუნებთ შენს ძმას, მანამდე კი თავი ხელში აიყვანე, დაამტკიცე რომ კაცი ხარ.
- რა გავაკეთო? - სასოწარკვეთა ჩანდა რატის ხმაში.
- ადამი შეცვალე.
- რა?
- ადამის საქმეს უხელმძვანელე, იცოდე არაფერი მიქარო.
- ადამი მომკლავს.
- თუ რამეს გააფუჭებ მანამდე მე მოგკლავ. ხომ ამბობ რომ მზად ხარ ხოდა დაუმტკიცე ადამსაც და შენს მტრებსაც რომ ლაწირაკი კი არა ზრდასრული კაცი ხარ და შეგიძლია საქმე აკეთო.
- ჩემი შეყვარებულის ნახვა მინდა.
- უკვე მოჰყავთ. რატი.
- ბატონო? - ერთიანად გაფითრებულიყო რატი.
- ეს ვისაც არ უნდა გაეკეთებინა შემდეგი მისი ნაბიჯი ან შენ იქნები ან სალი. არ დავუშვებ რომ რომელიმე თქვენგანს რამე დაგემართოდ.
- სალი რომ სახლში გადმოვაყვანინოთ?
- სახიფათოა. თუმცა ცუდი აზრი არ არის. ყოჩაღ! - მხარზე მზრუნველად დაჰკრა დაცვის უფროსმა მკლავი რატის და გაუღიმა.

7
- კურორტზე არ ხარ, გაიღვიძე ნაბი/ვარო. - შოროდან ჩამესმა შემზარავი ხმა, გამოფხიზლებაში კი სახეში შესხმული ცივი წყალი დამეხმარა.
- ჯანდაბა. - შეშლილივით დავქაჩე თვალები და ცივ კედლებს მოვავლე მზერა. მკლავები მტკიოდა, თვალები მტევნებისკენ გავაპარე და მწარედ გამეცინა ჯაჭვებით დაბმული ხელების დანახვის გამო, მუხლებზე ვიდექი, ფეხზეც უზარმაზარი ჯაჭვები მქონდა შებმული, კლდეზე მიჯაჭვულ ამირანს ვგავდი მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ყვავების ნაცვლად ადამიანები მეხვივნენ გარს. - გამოიძინე? - უკნიდან მომესმა ნაცნობი ხმა.
- რა გინდა გიორგი? - ძლივს დავაშორე ერთმანეთს დახეთქილი ტუჩები.
- არა მართლა გეგონა რომ შეგრჩებოდა? ან ცოცხალი რომ დამტოვე არ იფიქრე რომ სამაგიეროს გადაგიხდიდი?
- ლაწირაკი ხარ, შენთან ომს არ ვაპირებ, მამაშენი სად არის.
- მე ვარ ლაწირაკი? - სახეში ძლიერად მოქნეული მუჭი მომხვდა და წამით წყვდიადში გავუჩინარდი. სახეზე მჭიდროდ ჩამავლო თითები და სახე ახლოს მომიტანა. - არც იფიქრო გონება დაკარგო. - ამოიჩურჩულა ჩემს ყურთან და ისევ მოიქნია ხელი.
- ანა სად არის?
- შენი კახპა? - სისხლიანი ხელი შეიმშრალა დაცვის მიერ მიწოდებულ ხელსახოცზე, სანახევროდ ჩამოჯდა მაგიდაზე, სიგარეტს მოუკიდა და ღრმად მოქაჩა. - ნუ გეშინია საიმედო ხელშია.
- სად არის?
- ჩემი დაცვის ბიჭები მონაცვლეობით ჟიმა/ენ, რამეს ხომ არ გახსენებს? გინდა ნახო როგორ კვნესის შენი საყვარელი ანა ჩემი ბიჭების ყოველი შეხებისას?
- მოგკლავ ნაგავო. - არამიწიერი ხმით ვიღრიალე, შეშლილივით წამოვხტი და მისკენ გავიქეცი ის იყო ყელში უნდა ვწვდომოდი ჯაჭვებმა რომ ზუსტად მის წინ შემაკავეს. გიჟივით ვფართხალებდი. აშლილ გონებას კონტროლს ვეღარ ვუწევდი. მთელი შიგნეული მეწვოდა და ვგრძნობდი როგორ ვდუღდი, ის კი მიცქერდა ურიაქციოდ, ირონიული სახით. - სახეს მოგიტ/ნავ ანას თუ თითს დააკარებ.
- ფეხები არ მომჭამო. - სიგარეტის გამონაბოლქვი სახეში შემაბოლა და კმაყოფილი ახარხარდა.
- რა არ გასვენებს, რა ჯანდაბა გინდა?
- იქამდე არ მოვისვენებ სანამ ყველა შენს საყვარელ ადამიანს არ მოვკლავ. მაგრამ შენი დახმარება მჭირდება უფრო სწორად ვეცდები არჩევანის საშუალება მოგცე.
- რას ბოდავ.
- მითხარი რომელი უფრო გიყვარს? სარეცელზე მყოფი მომაკვდავი ცოლი თუ შენი ახალი გოგო.
- მე გამისწორდი მათ თავი დაანებე.
- ოჰ, ნუთუ.
- კაცი ხარ, კაცურად მოიქეცი. ქალებთან რა გესაქმება?
- კაცობაზე საუბრობს კაცი რომელმაც ჩემი და ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე მიაგდო, სხვა ქალთან გაიქცა, ჩემს ოჯახზე ლაფის დასხმა არ იკმარა და ჩემს დას მანამ აუპატიურებდა სანამ საბრალო გოგო თვითმკ/ელობამდე არ მიიყვანა? - მოულოდნელად იღრიალა გიორგიმ და ფეხზე წამოხტა.
- შენი დისთვის თითი არ დამიკარებია. - ყრუდ ამოვთქვი და ვგრძნობდი რომ ტკივილისგან და წარსულის მოგონებებისგან გული მეკუმშებოდა. სალიზე ვფიქრობდი, მისი განწირული ხმა ახლაც ჩამესმოდა ყურებში. - ადამ მიშველე. - საშველად გამოწვდილი ხელი, ნიღბიანების სიცილი, მათი ოხვრა და სალის ცრემლები. - ადამ. - შეუჩერებლივ რომ იმეორებდა ჩემ სახელს და თვალს არ მაშორებდა. - ანას თუ რამე მოუვა. - ყბის ძვლები დამეჭიმა და გიორგის მზერა გავუსწორე. - გარდაცვლილ შვილს ვფიცავ მკვდარიც ავდგები მიწიდან, სადაც არ უნდა იყო მოგძებნი, წამებით ამოგხდი სულს, სხეულის ყველა კიდურს სათითაოდ დაგაჭრი და უკანასკნელ წვეთამდე დავლევ შენს სისხლს. აგიოხრებ ყველაფერს ისე რომ შენი გვარისგან მოგონებაც კი არ დარჩეს.
- იცი ადამ. მადლობა. მშვენიერი იდეა მომაწოდე. მისი სახლი გადაწვით. - უბრძანა დაცვის თანამშრომლებს და ღიმილით მომაშტერდა. - მისი ძმა ცოცხალი მჭირდება, მინდა აქ მოიყვანოთ, მინდა ნახოს როგორ ავქნი მის სხეულს ნაკუწებად და ამით რამხელა სიამოვნებას მივიღებ. - ისე უთხრა ერთ-ერთ მათგანს ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. - როცა სახლს გადაწვავთ, მისი ცოლის ჯერ კიდევ ცოცხალი სხეული აქ მოიტანეთ.
- გთხოვ. - უნებურად ამოვიჩურჩულე სიტყვა რომელიც ასე მძულდა.
- ვერ გავიგე? - ყურზე ღიმილით მიიდო გიორგიმ ხელი.
- გთხოვ. - გავიმეორე კიდევ უფრო ჩუმათ.
- ადამ ადამ, როგორი სუსტი ხარ როცა საქმე შენს ოჯახს ეხება. კარგი საშუალებას მოგცემ მათ შორის აირჩიო ერთი რომელსაც ხელს არ ვახლებ.
- არ გინდა.
- მითხარი ანა, სალი თუ რატი?
წამით სამყარომ არსებობა შეწტვიტა, ყველაფერი წყვდიადმა შთანთქა და მეც სიღრმეში ჩამითრია, დიდხანს მაბურთავა ტკივილმა ეკლიან გზაზე და სხეულ დაგლეჯილი ბოლოს მწარედ დამანარცხა მიწაზე. - ცოტა დროს მოგცემ, მოიფიქრე. - დაამატა გიორგიმ თუმცა მისი ხმა უკვე ძალიან შორიდან მესმოდა. რეალობას გამოთიშულმა სხეულის შეგრძნება დავკარგე, თითქოს საერთოდ დავტოვე სხეული რომელშიც ისედაც მეხუთებოდა სული და ახლა მისგან გათავისუფლებული თითქოს ზემოდან ვუცქერდი საკუთარ თავს, დასისხლულს, დასახიჩრებულს, დაჩოქილს, შეურაცხყოფილს. - რა უსუსური და გულისამრევი ხარ. - ზიზღით შევაფურთხე მიტოვებულ სხეულს, მის თვალებში ჩამდგარი შიში გულს მირევდა.. - მხდალო ნაბი/ვარო. - ყვირილი მინდოდა მაგრამ ხმა აღარ მქონდა, ენას ვერ ვგრძნობდი რადგან მასში უკვე აღარ ვიყავი. - ადექი ნაგავო. - ვუღრიალე საკუთარ სხეულს, უმწეოდ მომაშტერდა. - უსუსურო! - მხდალო! - წამიერად ადგილს მოვწყდი საკუთარ სხეულს ძლიერად ჩავაფრინდი და მასში ქარბორბალასავით შევსახლდი. ჩასისხლული თვალებით წამოვიჭერი სულის დაბრუნებით იმედმოცემულმა, ჯაჭვებით დაბმული ძლიერად შეკრული მუჭები სხეულისკენ დავქაჩე და არამიწიერი ხმა აღმომხდა პირიდან. - მოგკლავ შე გამოს/რებულო. - სწრაფად გაიელვა ბეიზბოლის მოქნეულმა ჯოხმა ჩემს თვალწინ, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი ყბაში და ბოლო რაც გავიგე საკუთარი სხეულის იატაკზე დანარცხების ხმა იყო.
---------
თავისი ძმის კლუბში იჯდა, მოცეკვავე წყვილებს სიამოვნებით უცქერდა, გარს რამდენიმე დაცვის წევრი შემორტყმოდა, რომლებიც გაფაციცებით აცეცებდნენ თვალებს აქეთ-იქეთ. ღელავდა, ადამის გაუჩინარების გამო მას უწევდა მოლაპარაკების წარმართვა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნარკო-მოვაჭრესთან, ყოველთვის სურდა ამის გაკეთება მაგრამ ფაქტის წინაშე მდგომი შიშმა აიტანა. ხელები უთრთოდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ლოდინი საერთოდ აფსიხებდა.
- სად ჯანდაბშია ეს დამპალი? - ზიზღით ახედა დაცვას.
- დამშვიდდი.
- მშვიდად ვარ.
- ჰო როგორ არა. - ირონიულად ჩაიღიმა დაცვის უფროსმა რომელიც რატის წინ იჯდა და თავადაც ძლივს ერეოდა თავს რომ ნერვიულობას არ გაეყიდა.
- როგორ ფიქრობ გამოვა? - იჭვნეული ხმით იკითხა რატიმ და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
- ყველაფერი შენს ხელშია.
- ადამი რომ აქ იყოს ყველაფერს ხუთ წუთში დაასრულებდა.
- მაგრამ აქ არ არის.
- ცოცხალი რომ აღარ იყოს? - ხმა საგრძნობლად ეცვალა ბიჭს.
- ადამს არ მოკლავენ.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- იმისთვის რომ ადამიანი გაამწარო მისი სიკვდილი კი არა მისი ახლობელი ადამიანების სიკვდილი გინდა, მის თვალწინ განადგურებული ოჯახი და საყვარელი ხალხი, ასე უფრო ატკენ ვიდრე ისე რომ თავად მას გამოუყვანო წირვა. ახლა მათი სამიზნე სალი და შენ ხართ? თქვენ ორს კი ვერავინ შეგეხებათ.
- ანაზე რას იტყვი? ისიც ხომ მასთან ერთად იყო. იქნებ ახლა მას აწამებენ ადამის თვალწინ. - პირველად იგრძნო ძმის მიმართ სიყვარული რატიმ და ყბაც საგრძნობლად აუთრთოლდა.
- იმედი მაქვს რომ ასე არ იქნება.
- მე კი მგონია ზუსტად ასეა. - ძლიერად მოისრისა რატიმ თვალები და შემოსასვლელში გამოჩენილ თეთრ შარვალკოსტუმში გამოწყობილ მამაკაცს მიაპყრო მზერა. - მოვიდა. - ჩუმად ამოთქვა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
- საღამომშვიდობის. - ჩაახველა თეთრპიჯაკიანმა და ალმაცერად გახედა რატის. - შენი ძმა სად არის?
- მოსვლა ვერ შეძლო.
- მე ადამი სერიოზული კაცი მეგონა, რას ნიშნავს მოსვლა ვერ შეძლო, ფიქრობ შენისთანა ღლაპტან ვაწარმოებ მოლაპარაკებას?
- ღლაპი არ ვარ. - ბრაზით დაეჭიმა რატის ყბის ძვლები. - გითხარი მოსვლა ვერ შეძლო, ან დადე ეგ გაპრიალებული უკანალი სავარძელზე ან არადა იმ კარში გადი საიდანაც შემოხვედი. - საკუთარი ხმა ვერ იცნო რატიმ და ამის გამო შეაჟრჟოლა. სიტყვა დაასრულა თუ არა თეთრპიჯაკიანის დაცვა იარაღს წაეპოტინა.
- მშვიდად. - ხელის აწევით ანიშნა სტუმარმა რომ იარაღი დაეშვათ. - ღლაპი კი ხარ მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული. - გაიღიმა უცნობმა, სავარძელზე მოკალათდა, ხელები ერთმანეთში ახლართა და სავარძელს მიყრდნობილი კმაყოფილი მიაშერტდა მის წინ მჯდომ ახალგაზრდა ბიჭს. - აბა.
- ახალი პარტია ჩამოდის, ძაღლებს ვიღაცამ მიაწოდა ინფორმაცია და ყველა ჩვენი გზა გაშიფრულია, ჩასაფრებული ელოდებიან როდის შემოვა ტრაილერები, შენი დახმარება გვჭირდება რომ ქვეყანაში შემოტანა უპრობლემოდ მოხდეს.
- უკვე ვიცი რომ ვიღაცამ ჩაგიშვათ, საქონლის ორმოცდაათი პროცენტი მინდა.
- ოცი. - სიგარეტს მოუკიდა რატიმ და გამონაბოლქვში ჩაძირულს კიდევ უფრო საქმიანი სახე მიეღო.
- დამცინი ხო? - კბილები ფართოდ გამოაჩინა უცნობმა და მაგიდის ზედაპირს მკლავებით დაეყრდნო.
- ოცი. - დაბალი ხმით გაიმეორა რატიმ.
- ორმოცი. - აშკარად უკან იხევდა თეთრპიჯაკიანი.
- ოცი და დამთავრდა.
- ოცდაათი. - უკვე ალმური მოედო უცნობს და თითებზე მორგებულ სამკაულებს ნერვულად დაუწყო წვალება.
- ოცი.
- ოცი პროცენტი და მოსალოდნელი შარი? ხელებიც დამიბანია.
- საქონლის ოცი პროცენტი და კლუბის სრულუფლებიანი წევრობა.
- რატი. - საუბარში ჩართვა სცადა მისმა დაცვის უფროსმა მაგრამ რატიმ ხელის აწევით შეაჩერა.
- ყველამ ვიცით რომ ამ კლუბზე ან/რევ, აქ მომუშავე გოგონებზე გიჟდები. - ღიმილით ამოიჩურჩულა რატიმ, სავარძლიდან წამოდგა და თეთრპიჯაკიანს გვერდით მიუჯდა. - ეს ხომ დახურული კლუბია სადაც მხოლოდ თინეიჯერები და მეპატრონეები დადიან, პოლიცია, ნარკომოვაჭრე, პარლამენტარი აქ ვერასდროს შემოდის, შენ კი უფლება გექნება მის შიგნით გამეფებული აღვირახსნილობით ის სურვილები დაიკმაყოფილო რასაც გარეთ ვერ ახერხებ, შეხედე. - სტრიპტიზიორისკენ მიუთითა რატიმ. - თუ დაუძახებ აქვე გაგიკეთებს მინე/ს. გინდა შევამოწმოთ?
- არა. - ჰალსტუხი მოუშვა თეთრპიჯაკიანმა და დაოფლილი შუბლი შეიმშრალა.
- ოცი პროცენტი. - ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა რატი.
- ოცი. - ამოთქვა თეთრპიჯაკიანმა და ისევ სტრიპტიზიორს მიაპყრო მზერა.
- გინდა არა? მოუყვანეთ. - დაცვას მიმართა რატიმ, რომელიც ახალგაზრდა ბატონის ნებას დაჰყვა და გოგონა მათ მაგიდასთან მოიყვანა. - სტუმარს შენთან განმარტოვე სურს. - ღიმილით მიმართა რატიმ გოგონას და მსუბუქად აარტყა მკვრივ უკანალზე გაშლილი ხელის გული.
- ღრუბლებში ფრენა იცით? - ნაზად შეეხო გოგონა მის ჰალსტუხს და ძლიერად მოუჭირა ყელზე.
- შენ თუ იცი. - ხარბად წვდა თეთრპიჯაკიანი მკვრივ უკანალზე და დასაკლავად გამზადებული ქათამივით მოუსინჯა დუნდულები.
- აქეთ. - თითის ქნევით გაიყვანა გოგონამ უცნობი დარბაზიდან და მეორე სართულზე ერთ-ერთ ნოემრში შეიყვანა.
- ახლა რა იქნება?
- ახლა ჩვენი გოგო ბატონ პიჯაკიანს კარგად გაჟ/მავს და ისიც სავსებით დაკმაყოფილებული მოლაპარაკებაზე წამოვა. - კმაყოფილი მიესვენა რატი სავარძელს და სიგარეტს ღრმად მოქაჩა.
- ახლა ადამივით საუბრობ. - გაეღიმა დაცვის უფროს.
- ჰო. - ღიმილში აჰყვა რატი.
-----------
მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა მეც ისევე მაწუხებს როგორც ყველას ჩემ გარშემო. სანამდე აქვს გასაქანი ჩემში არსებულ მრავალსახიანობას? არ ვიცი მე ხომ მრავალი ვარ. დღეს ერთი ვარ, ხვალ მეორე, შემდეგ მესამე და ასე დაუსრულებლად. ჩემი "სინადვილე" ჩემთვისაც ისევე შეფუთული და მიუწვდომელია როგორც ყველასთვის. ბევრჯერ ვეცადე საკუთარი თავი სარკეში მაინც გამომეჭირა ნიღბების გარეშე, მაგრამ როგორც კი გავიფიქრებდი "აჰა ხომ დაგიჭირე" მაშინვე ხელიდან მისხლტებოდა. ისევ დაუსრულებელი ქაოსი და ფიქრი, ისევ დაუსრულებელი ძებნა და წუხილი, წამიერი აღმაფრენა და ისევ დაცემა, აღზევება და განადგურება... და მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა სრულიად კაცობრიობას ისევე აწუხებს როგორც მე რომელმაც არც კი ვიცი "ვინ ვარ მე".
ჩემი ისტორია დიდი ხანია ისტორიაც აღარ არის. ცოცხლად დარჩენილი "ადამიანის" დასჯას უფრო ჰგავს ვიდრე სიცოცხლის წყურვილით გულანთებული ადამიანის ყოფას. რა მოხდა "მაშინ" ამ კითხვით გადის ჩემი უაზრო ყოფიერების ყოველი წამი. სად გაქრა სინათლის სხივი რომელიც სხეულსა და სულს ერთიანად მითბობდა. სად გავქრი თავად მე?! ის მე - რეალური. მოკლეს! დასაჯეს! შეცვალეს! დათრგუნეს! გააქრეს! და ვინ ვარ ახლა მე? მე "ის" ვარ და "ის" ვინ არის? "ისიც - ის" არის. დამაბნეველია არა? რა თქმა უნდა. სხვაგვარად როგორ შეიძლება. ეს ხომ სრული ქაოსია და სხვა არაფერი.
უცნაურმა სიცივემ ამიტანა, დამძიმებული ქუთუთოები სიმწრით დავაშორე ერთმანეთს. ცუდად განათებულ ოთახის შუაგულში ისევ ჯაჭვებით დაბმული, ისევ მუხლებზე დაჩოქილი სასაცილოდ ვქანაობდი ძალა გამოცლილი. ოთახში არავინ იყო, ცუდად ვხედავდი მაგიდასთან მჯდომ ერთადერთ სილუეტს, რომელიც თვალს არ მაშორებდა.
- გელა. - ღონემიხდილმა ამოვთქვი და დახეთქილი ტუჩები ოდნავ დავისველე.
- გამარჯობა ადამ. - მშვიდად მომმართა ბაბლუანის გვარის ყველაზე გავლენიანმა წარმომადგენელმა და ხელები ერთმანეში ახლართა.
- ანა სად არის?
- მასზე ღელავ?
- მისი ნახვა მსურს.
- მასაც სურს.
- სად არის?
- ადამ ადამ, ქალმა დაგღუპა წარსულში, ახლაც იგივე გემართება, ჭკუა ვერ ისწავლე არა?
- შენი შვილი ცოცხალი დავტოვე, მადლობას ასე მიხდი?
- ანაც ცოცხალია.
- დამიმტკიცე.
- იცი. - სკამი ახლოს მოაჩოჩა გელამ, ჩემს წინ მოთავსდა, თმებში ჩამავლო თითები და თავი მაღლა ამაწევინა, შეშუპებული თვალების გამო კარგად ვერ ვხედავდი თუმცა მის სახეზე ასახული ნაბი/ვრული კმაყოფილების ნიღბის დანახვა არ გამჭირვებია. - შენი ცოლი გონს მოვიდა.
- რა? - ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში რაღაცამ, კედლებს ხმაურით მიასკდა და ყველაზე ბნელ კუნჭულში საცოდავად მიყუჩულმა ამოიკვნესა.
- მე არ მინახავს მაგრამ ასე ამბობენ.
- ცრუობ.
- თუ ეს ტყუილია გამოდის ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტები ყველა დასახვრეტია. - გამიღიმა გელამ და სახეზე ხელი მომითათუნა. - ამბობენ როცა თვალი გაახილა და მის გვერდით ვერ დაგინახა ნერვული შეტევა მოსვლია.
- გეყოფა.
- მე იმას ვამბობ რაც მოვისმინე. იმასაც ამბობენ შეშლილი თვალები აქვს და ყველას ვინც მიუახლოვდება მოკვლით ემუქრებაო.
- მოკეტე. - უკვე ყელში ვგრძნობდი ცრემლებს.
- მეგონა გაგახარებდა ეს ამბავი. - სკამიდან წამოდგა გელა, მაგიდაზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოძვრინა, მოუკიდა და ტუჩებთან მომიტანა.
- არ მინდა.
- არადა როგორ გინდა. - კმაყოფილმა ღრმა ნაფაზი დაარტყა და სახეში შემაბოლა.
- ნინოსთვის თითი არ დამიკარებია.
- ვიცი.
- იცი?
- ჰო ადამ ვიცი. - ისევ სკამზე დაეშვა და სახე ძლიერად მოისრისა.
- მაშინ რას ერჩოდი ჩემს ოჯახს? - ძლივს გადავაგორე ყელში მოზღვავებული ემოციები.
- აბა ის ეთქვათ ბაბლუანის გოგომ თავი არაფრის გამო მოიკლაო?
- ავადმყოფო ნაბი/ვარო შენ მე ოჯახი ამიოხრე, ჩემი ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტე, შვილი თვალწინ მომიკალი და ახლა ამბობ რომ ეს არაფრის გამო გამიკეთე? მოგკლავ ნაგავო. - თუ რამე ძალის მაგვარი გამაჩნდა ერთად მოვუყარე თავი და ფეხზე წამოვხტი, მაგრამ მჭიდროდ მოჭერილ ჯაჭვებს ძვრა ვერ ვუყავი.
- ფიცხი ხარ ადამ. - ღიმილით ჩააქრო გელამ სიგარეტი, წამოდგა და კარისკენ დაიძრა, კართან წამით შეჩერდა. - შენ ცოლზე არ მომიტუებიხარ, გონს მაშინ მოვიდა როცა შენი ძმის გადაწყვეყილებით მისი უგონოდ მყოფი სხეული უკეთ დაცვის მიზნით სახლში გადაჰყავდათ. ახლა სახლშია მაგრამ სრულ ჭკუაზე არ არის. - კარი ხმაურით გაიხურა გელამ და აჭრილ ფიქრებთან ერთად მარტო დამტოვა.
- გელა!!! - ვიღრიალე რაც შემეძლო ხმამაღლა მაგრამ პასუხი აღარ დაუბრუნებია. ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა შესუსტდა და ბოლოს საერთოდ აუტანელმა სიჩუმემ მოიცვა ირგვლივ ყველაფერი.
-----------
თეთრად კედლებშეთითხნილი ოთახის შუაგულში, ფეხმორთხმით მჯდარი, თმადაუვარცხნელი, ოცდაათიოდე წლის გოგონა, ზარივით წკრილა, ტონალობაუცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაჰკივის. მისი კივილი ყველას ესმის. გოგონას მეხსიერებაში მოფარფატე, განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, გულის ძლიერ რითმთან ერთად მელოდიანარევ საშინელებას ჰქმნის, ყოფიერებით აუტანელ, უმოქმედო, ნირვანანარევი ოთახის გაურღვევლი კედლების უსაშველო აკუსტიკა. გოგონას თვალებს ძილი არ ეკარება. ის კივის, უცვლელი ტონალობით, უწყვეტად კივის და ეს მტანჯველი კივილი ყველას ესმის.
- საბრალო გოგო. - სიმწრით ჩააფრინდა ლენა ქვედა ტუჩს და ზედა სართულის ერთ-ერთი საძინებლიდან გამოსული კივილის გასაძლებად ერთი ჭიქა წითელი ღვინო სულმოუთქმელად ჩაცალა.
- ადამი მალე უნდა ვიპოვოთ. - მაგიდის ზედაპირს ძლიერად დაჰკრა რატიმ ხელი და დაცვის უფროს გაგულისებული მზერა შეავლო.
- ყველაფერს ვაკეთებთ რატი.
- როგორც ჩანს ისე არა როგორც საჭიროა. ერთ კვირაზე მეტი გავიდა, სად ჯანდაბაში ყავს ბაბლუანს გადამალული? - უკვე ღრიალებდა სახედაძარღვული ახალგაზრდა.
- ოცდაოთხი საათი ვუთვალთვალებთ, კვალს ვერ მივაგენით.
- ჯანდაბა. - თავზე ხელები შემოიწყო რატიმ.
- რა მოხდა?
- მაგ ნაგავმა იცის რომ ვუთვალთვალებთ, დარწმუნებული ვარ თავისი სახლის სარდაფში ეყოლება გამოკეტილი.
- ასე არ გარისკავდა რატი.
- შეტევისთვის მოემზადეთ. ამაღამ თავს უნდა დავესხათ, არ დავუშვებ რომ ჩემი ძმა იმ არაკაცის ხელიდან მოკვდეს.
- რატი, ადამი უფრო ფრთხილად მოიქცეოდა.
- ადამი აქ არ არის. ისე მოიქეცი როგორც გეუბნები. - სწრაფად დატოვა ბიჭმა ოთახი და სალის საძინებლისკენ გაეშურა, სახელური ჩამოსწია თუმც შესვლა გადაიფიქრა და ისევ უკან გამობრუნდა.

8
ტყვეობისგან, უჭმელობისგან და უწყლობისგან ღონემიხდილს საშინელი წინათგრძნობით დამფრთხალს გამომეღვიძა, ჰაერში დაკიდებულ დაჭიმულ მკლავებს უკვე ვეღარ ვგრძნობდი, მოჩვარულ ფეხებზე მყარად ვეღარ ვიდექი და ვიგრძენი რომ ჩემი მტანჯველი ცხოვრების უკანასკნელ საათებს ხარბად ითვლიდა კედელზე დაკიდებული ხმაურინი საათი. საკუთარ თავს ზიზღით დავცინე.
- მიდი. - პატარა სარკმლიდან შემომავალი მბჟუტავი სინათლისკენ მივმართე მზერა. - რაღას ელოდები მიდი.
- სასოწარკვეთილებამ ბოდვა დაგაწყებინა? - ღიმილნარევი ხმა გაისმა ოთახში და ახლაღა შევნიშნე რომ მარტო არ ვიყავი.
- ანას ნახვა მინდა.
- კარგი. რადგან ასე დაჟინებით ითხოვ. - კმაყოფილმა გადააჯვარედინა გიორგი ბაბლუანმა ხელები და დაცვას ანას მოყვანა სთხოვა. - მითხარი გიყვარს? შენს პირველ ცოლზე მეტად?
- მისი სახელი აღარ ახსენო. გეფიცები გიორგი აქედან რომ გავაღწევ პირველი რასაც გავაკეთებ ის იქნება რომ შენს სხეულს ასო-ასოდ ავქნი დავამარილებ და ჩემს ქოფაკებს სადილად გამოვუზოგებ.
- იცი ადამ, გულწრფელად მეცოდები იმის გამო რასაც ახლა გაიგებ და მოისმენ.
- რა უქენი ანას? - ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი.
- ნახავ. - კმაყოფილმა მოუკიდა სიგარეტს და თვალი გამისწორა. თვალწინ დამიდგა ანას დასახიჩრებული სახე და სხეული, სული შემეხუთა, დახურულ კარს მიღმა ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გულისწამღები კაკუნის ხმა გაისმა, გული საშინლად ამიჩქარდა და ვგრძნობდი ცოტაც და კუთვნილი ადგილიდან ამოხტებოდა. რკინის კარი მძიმედ გაიღო, ჯერ დაცვა გამოჩნდა, მის უკან კი წითელ პროვოკაციულად მოკლე კაბაში გამოწყობილი ანა, ქუსლების კაკუნითა და უკანალის რხევით შემოვიდა სარდაფში და კმაყოფილმა შემომანათა მზერა. შავი თმა მუსუბუქად შეეკრა, პატარა ცხვირზე სათვალე მოერგო და სრულიად სახეცვლილი იმაზე ახლოს ამესვეტა ვიდრე ვიფიქრებდი.
- გამარჯობა ადამ. - საკუთარი გულის ცემა ისე მძაფრად მესმოდა ცოტაც და აჩქარებული პულსაციისგან გონებას დავკარგავდი.
- წყეულო კახპავ. - თავი ვეღარ შევიკავე და გამეღიმა. - როგორ ვერ მივხვდი რომ თავიდანვე მატყუებდი. ხელები რომ დაბმული არ მქონდეს ტაშს დაგიკრავდი და ქედსაც მოვიხრიდი შენს წინაშე.
- ეჭვიც არ მეპარება რომ ასე მოიქცეოდი. მე რაც შემეხება შენ მიხვდი ადამ, ეჭვი შეგეპარა კიდეც. გამოცდებიც მომიწყვე, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. - ამოიჩურჩულა ჩემს სახესთან ახლოს და ოდნავ უკან დაიხია.
- რამდენი გადაგიხადეს როლში რომელიც ასე უბადლოდ შეასრულე?
- გგონია ფულზე ვიყიდები?
- სხვა რა მოგცეს ისეთი რომ ეს იკადრე?
- გეცნობა? - მაგიდაზე დადებული ფოტოსურათი სახესთან ახლოს მომიტანა.
- შენთან რა კავშირი აქვს? - ეჭვით ავზიდე წარბები ფოტოზე ასახული ქალის დანახვისას.
- ჩემი უფროსი დაა და ის შენმა ქოფაკებმა დაგლიჯეს. გახსოვს?
- მახსოვს როგორ ხრავდა მის ძვლებს ჩემი ძაღლები. - მის გასაღიზიანებლად ტუჩები გავილოკე, შედეგმაც არ დააყოვნა, ანა სწრაფად მომვარდა და სახეში გამარტყა.
- ვიზრუნებ რომ შენი შეშლილი ცოლი შენივე ქოფაკების ლუკმა გახდეს და გპირდები რომ ამ სანახაობის ცქერის სიამოვნებას არ მოგაკლებ.
- სალის ხელი არ ახლო კახპავ.
- ანა. - ბაბლუანი ჩაერთო საუბარში. - შენი მისია შეასრულე ახლა შეგიძლია წახვიდე.
- შეგიძლია მასთან სულ ორი წუთით მარტო დამტოვო?
- რისთვის?
- ეჭვმა შეიპყრო გიორგი.
- გთხოვ. - ყელზე ნაზად აუთამაშა ანამ ტუჩები და განაბული გიორგიც წამში დაჰყვა მის ნებას. კარი ხმაურით მიიხურა და ოთხახში მხოლოდ მე და ქალბატონი დილერი დავრჩით. ღრმად ამოისუნთქა, კარს ზურგით მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
- ეს გჟი/ავს?
- მოკეტე და მომისმინე. - სწრაფად დაუბრუნდა ანა რეალობას. - კამერებია ოთახში, გვხედავენ მაგრამ ხმა არ ესმით, დრო ცოტა მაქვს ამიტომ არ გამაწყვეტინო. ასეა დილერი ვარ, მათი შემოგზავნილი, ჩემი დის გამო შური უნდა მეძია, ჩემს გეგმებში არ შედიოდა ის რაც შემდეგ მოხდა, შემიყავრდი, ძალიან შემიყავრდი რადგან მე შევძელი დამენახა შენი ტკივილი, შენი ნამდვილი სახე, არ ხარ მონსტრი სულაც არა, სიტუაციამ გაგაბოროტა, ამის გაანალიზება მხოლოდ მას შემდეგ შევძელი რაც შენთან მარტო დარჩენის შესაძლებლობა მომეცა, ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს, როცა ცოლობა მთხოვე, მინდოდა მეთქვა რაც ხდებოდა რეალურად მაგრამ ვერ შევძელი, შემეშინდა. მაპატიე რომ ამ დღეში აღმოჩნდი ადამ.
- რა ვიცი რომ ესეც შენი მორიგი ხაფანგი არ არის?
- ადამ. - ზედმეტად ახლოს მოვიდა ანა, ამდენი ხნის საგულდაგულოდ შეკრული მარცხენა ხელი ფრთხილად შემიცურა წელზე, თითები ნაზად აასრილა მკლავზე ისე რომ კამერისთვის თვალი არ მოუშორებია, მკლავის ბოლოს თითებში შემიცურა ნახევრად შეკრული მუჭი და როგორც კი ჩვენი ხელის გულები ერთმანეთს შეეხო მტევანი მთლიანად გაშალა.
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- ხელბორკილების გასაღებია, კარგად შეკარი ხელი და შეეცადე არ დაგივარდეს. გააბნეულ სულ ჰგავხარ, წარსულს გინდოდა გაქცეოდი მაგრამ პირიქით მოხდა. დაგეწია და გაასწრო კიდეც. კედელზე დაკიდებულ საათს ხომ ხედავ?
- ვხედავ.
- შეეცადე არ ჩაგეძინოს, ღამის თორმეტ საათზე კამერებში მჯდომი დაცვა იცვლება დრო ხუთი წუთი გექნება, შეეცადე აქედან გააღწიო, კარს რომ გააღებ სწრაფად გაიქეცი, დერეფანში პირველივე მარცხენა გვირაბში გადაუხვიე და მანამ ირბინე სანამდეც შეძლებ.
- გვირაბის ბოლოს რა დამხვდება?
- მე.
- რატომ უნდა გენდო?
- მიყვარხარ ადამ.
- კახპა ხარ.
- ვიცი. არ დაგავიწყდეს სწრაფად უნდა ირბინო. ახლა გაგარტყამ. - დაასრულა თუ არა სახეში ძლიერად დამარტყა და რკინის კარს მიღმა გაუჩინარდა.
-----------

უზარმაზარი სახლის მისაღებ ოთახში დაძაბული ატმოსფერო სუფევდა, ზედა სართულიდან, პერიოდულად ისევ ისმოდა ქალის განწირული კივილის ხმა. მისაღების სავარძელში ჩაფლული, სიგარეტს ესწეოდა, ვისკს სვამდა და უძილობით აწითლებული თვალებიდან ბრაზს ანთხევდა.
- უნდა დაისვენო. - ქალის თხელი თითები იგრძნო კისერზე და თვალები დახუჭა. სიგარეტის ნამწვი ძლივს შეაძვრინა სავსე საფერფლის გულში და როგორც იქნა ჩააქრო.
- არ გამოვა. - ნაზად ჩაავლო ქალს მტევანზე თითები და აკოცა.
- ადამის დაკარგვამ ძალიან შეგვცალა. - მის მუხლებზე მოთავსდა გოგონა და ნაზად შეახო ტუჩები ყელზე.
- ბოდიში ყველაფრისთვის მარიამ. - ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, ნიკაპზე თითები ჩაავლო და ბაგეები ვნებით დაუკოცნა რატიმ გოგონას.
- მთავარი იცი რა არის?
- რა?
- ახლა ვხედავ სიმანდვილეში როგორი შეგიძლია იყო და ეს ძალიან მაბედნიერებს.
- მიყვარხარ მარიამ. - პირველად უთხრა გოგონას ეს სიტყვები და ძლიერად აიკრო სხეულზე.
- ცხოვრებისა და ბედისწერის უკუღმართობამ გაქცია ისეთად როგორიც ადამის გაუჩინარებამდე იყავი. ახლა კი როცა მარტო აღმოჩნდი და სრულიად მარტოს გიწევს ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლა ერთ რამეს მივხვდი.
- რას?
- შენ შეგიძლია მსოფლიო დაიპყრო და მსოფლიო შენზე ოდნავადაც ვერ იბატონებს. - გაუღიმა გიგონამ და შეყვარებულს მკერდზე მშვიდად მიასვენა თავი.
- საოცარი გოგო ხარ. - მის თმებში ნაზად შეცურდა მამაკაცის თითები და გულიც სხვაგვარად აუძგერდა.
- მეცოდება. - ჩუმად ამოთქვა მარიამმა როგორც კი ზედა სართულიდან ისევ სალის კივილის ხმა მოესმა.
- ადამი უნდა დაბრუნდეს. მხოლოდ ის შეძლებს სალის გონს მოყვანას. - ბრაზით დაეჭიმა რატის სახის ძვლები და ღრმად ამოისუნთქა.
--------
- უკუღმართად არის ეს ცხოვრება მოწყობილი. - ამოიოხრა ლენამ და თვალცრემლიანი ჩამოჯდა სამზარეულოს მაგიდასთან.
- ვიპოვით მას. - მშვიდი იყო დაცვის უფროსის ხმა.
- ამდენი წელი ელოდა საბრალო გოგონას გამოჯანმრთელებას, ამდენი წელი არ მისცა ექიმებს მისი აპარატის გამორთვის საშუალება, ამდენი წელი უთევდა ღამეებს ახლა კი, ახლა კი როცა საბრალო გოგო გონს მოვიდა ის აქ არ არის. - სახე ხელებში ჩარგო ლენამ და მწარეთ აქვითინდა.
- ისევ არაფერს ჭამს?
- არა.
- მგონი ჯობია საავადმყოფოში გადავიყავნოთ.
- არა. - მკაცრი იყო რატის ხმა რომელიც მოულოდნელად წამოადგა თავს სასადილოში მოსაუბრე ლენასა და დაცვის უფროს. - არსად ისე დაცულად ვერ იქნება როგორც აქ.
- მაგრამ ასე დიდხანს ვერ იცოცხლებს.
- დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევს. დღეს ღამით შტურმით ავიღებთ ბაბლუანების სახლს და ადამსაც გავათავისუფლებთ.
- რატი ძალიან მარტივად უყურებ ამ ყვეალაფერს. სისხლი დაიღვრება.
- დაიღვაროს. - მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო ახალგაზრდა. შუბლზე ამომჯდარი კაპილარები მის სახეს ზედმეტად საშიშ იერსახეს სძენდა. - დაიღვაროს, მაგრამ არა ადამის.
- ის შენით იმაყებს. - გაიღიმა ლენამ. - მაგრამ.
- მოხუცო ხომ იცი დედასავით მიყვარხარ მაგრამ ნუ ჩაერევი.
- ადამი ღრმერთმა უწყის ისევ ცოცხალია თუ არა არ მინდა რომ შენც რამე დაგემართოს.
- არაფერი მომივა. - მხარზე მზრუნველად მოხვია რატიმ აკანკალებულ მოხუცს ხელები და ხმაურით აკოცა ლოყაზე.
- ხვალამდე დავიცადოთ რატი.
- რას ველოდოთ?
- ხვალ საქონელი ჩამოდის.
- ჯანდაბა, ეს სულ დამავიწყდა. კარგი ასე იყოს, ხვალ საქონელი საიმედოდ დავაბინავოთ. შემდეგ კი ბაბლუანების სახლს თავს დავესხათ. - ადრენალი ჩანდა რატის ხმაში და კმაყოფილებით სავსეს ძლიერად შეკრული მუჭების აღქმით აჩქარებული გულის ცემისგან სახე ერთიანად ასწითლებოდა.
-------------

ხშირად მეგონა რომ თავისუფლად ვმოქმედებდი მაგრამ ის ფაქტი გამომრჩა რომ საკუთარ თავს მეტისმეტად ვარწმუნებდი ამ თავისუფლებაში. ანა მართალი იყო მე გზააბნეულ სულს ვგავდი რომელიც ისე დაიკარგა საკუთარი წარსულის ქექვაში რომ ცხოვებამ თვალწინ ღიმილით ჩაურბინა. ხშირად ისეთ პასუხებს ვეძებდი რომლებიც ძალიან ახლოს იყო მაგრამ სამყაროს მტრული დამოკიდებელების გამო მათ დანახვას ვერ ვახერხებდი. ჩემი ველური ბუნებიდან გამომდინარე ყველაზე საჭირო დროს დავკარგე ადამიანების მიმართ უნდობლობა, ყველაზე ცუდ დროს მივეცი უცხო ადამიანს უფლება ჩემში შემოსულიყო, შემოსახლებულიყო, გონება მომედუნებინა, ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა მტანჯველი რეალობა და სიცოცხლით გულანთებულს ვნებით დამეცხრო დაუკმაყოფილებელი ჟინი. მიყვარდა კი ანა? თუ ეს მხოლოდ მონატრებული ვნებისა და ინტერესის დაკმაყოფილება იყო?!
- წყეული კახპა. - ამოვილაპარაკე და გამშრალ ყელში სიმწრით გადავაგორე ნერწყვი. საათს გავხედე, დაღლილობისა და სისუსტის მიუხედავად ვცდილობდი არ ჩამძინებოდა, დრო არ გამომპარვოდა. მას არ ვენდობოდი მაგრამ დასაკარგი არც არაფერი აღარ მქონდა. ამდენდღიანი ცემისა და შიმშილობის შედეგად ისედაც გამოფიტულ სხეულს შეიძლება ხვალ დილამდე ვერც მიეღწია. კამერებს გავხედე, მერე ისევ საათს. - ადამ მიშველე. - ძალიან შორიდან მომესმა სალის ხმა. - ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. - ვგრძნობდი რომ ვტიროდი, მუხლებში ძალა სრულიად წამერთვა და ჯაჭვებზე სასაცილოდ ჩამოკიდებულს სხეულისა და სულის მტანჯველი ტკივილი სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ადრენალინმოზღვავებული ღიმილით მითვლიდა... თვალებზე უსაშველო სიმძიმეს ვგრძნობდი. მაინც ვახერხებდი წინააღმდეგობა გამეწია ძილისთვის რომელიც ასე მონდომებით ცდილობდა ჩემი გონების გათიშვასა და შემდეგ ჩემს სხეულზე ბატონობას. ფართოდ ვახელდი თვალებს. მოუსვენრად ვანაცვლებდი ფეხებს რომ მოდუნების საშუალება არ მიმეცა თავისთვის. არ ვიცი რამდენ ხანს ვეჭიდავე საკუთარ თავს, საათს გავხედე 23:58. - მოემზადე ადამ. - შევუძახე საკუთარ თავს. 23:59. - სალიზე იფიქრე ადამ! - ცრემლი ჩავყლაპე. - 23:00. - მიდი ადამ. - სწრაფად შემოვატრიალე ჯაჭვის გარედან ხელები და ძლიერად ავზიდე სხეული, დასუსტებული სხეულის მიუხედავად მაინც მომყვა ტანი, სწრაფად მოვიქციე პირში ხელის გულში დამალული გასაღები, მარცხენა ხელი გავითავისუფლე. 00:01 - მიდი. - ვამხნევებდი საკუთარ თავს და თვითონაც არ ვიცი საიდან მომეცა ამხელა ძალა, ისეთ ენერგიას ვგრძნობდი მეგონა მთელ ბაბლუანების მოდგმას ერთი მკლავის მოსმით, შიშველი ხელებით ამოვჟლიტავდი. მეორე ხელიც გავითავისუფლე. ახლა ფეხების ჯერი მიდგა. 00:02. ჯაჭვებისგან გათავისუფლებული სწრაფად ვეცი რკინის კარს რომელიც ანამ გასვლისას ღია დატოვა და არც ერთ გენიოს დაცვას არ მოაფიქრდა მისი დაკეტვა. სწრაფად გავიქეცი დერეფანში. გული ისე მიცემდა მეშინოდა არ ემტყუნა და შუა გზაში არ შეეწყვიტა ფეთქვა. პირველად არ მინდოდა რომ ემტყუნა, სისხლი მიდუღდა. პირველივე დერეფანში შევუხვიე. სწრაფად მივრბოდი, სიბნელეში კედლებს უმწეოდ ვასკდებოდი. რამდენჯერმე თავითაც შევასკდი ნესტით აქოთებულ აგურის ბარიერს, მაგრამ არ ვნებდებოდი. გავრბოდი, სულს ვეღარ ვითქვამდი მაგრამ მაინც გავრბოდი. მოშორებით სუსტ სხივს ვხედავდი, სწორედ იქეთ მივრბოდი. - ცოტაც ადამ, სალიზე იფიქრე. - მიშველე ადამ. - ისევ ჩამესმა ჩემი ცოლის განწირული ყვირილი. - მივდივარ პატარავ. - ამოვიბლუყუნე და მკვეთრ ნათებასაც შევასკდი. თვალები მომჭრა დღის შუქმა და მონაბერი ჰაერისგან სუნთქვაც შემეკრა. მუხლებმა მიმტყუნა, ვერ ვხედავდი მაგრამ ვიგრძენი ვიღაცამ ხელი შემაშველა.
- გონება არ დაკარგო ადამ. - სწრაფად გამოვფხიზლდი სახეში გარტყმული ხელის გამო. წამიერად შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და ისე მომინდა მის ყელზე მოჭერილი საკუთარი თითები მეგრძნო რომ სურვილით ხელები ამეწვა. - ახლა არა ადამ. - თითქოს მიმიხვდა ჩანაფიქრს. სწრაფად და მოხერხებულად ამომიდგა ანა მკლავქვეშ და იქვე მდგომი მანქანისკენ წამათრია. უკანა სალონში სწრაფად შემაგდო, კარი ხმაურით დახურა, სწრაფად მოთავსდა საჭესთან, ძრავა აამუშავა და ადგილს საოცარი სისწრაფით მოწყდა. - დალიე. - წყლის ბოთლი ისე მესროლა გზისთვის თვალი არ მოუშორებია. საცობი სწრაფად მოვხსენი და სულმოუთქმელად ჩავცალე ერთი ბოთლი სითხე. წყურვილმოკლულს ღიმილმა გადამირბინა სახეზე და დაძაბულ სხეულსაც ოდნავ სიმსუბუქე შეეპარა.
- ბაბლუანი გიპოვის და ყელს გამოგჭრის. - ხმა არ გამცა ანამ მაგრამ სისწრაფეს კიდევ უფრო უმატა. - შენ გელაპარაკები. - ისევ დუმდა ჩემი მძღოლი, რომელიც ნერვულად ჩაფრენოდა საჭეს და გაავებულ ქოფაკს უფრო ჰგავდა ვიდრე იმ ქალს მე რომ გონება ასე უცებ ამირია.
- ბაბლუანმა იცოდა რომ მისი შვილისთვის თითი არ დაგიკარებია, ამის მიუხედავად შენი ოჯახი გაანადგურა, მე ეს მხოლოდ ახლა გავიგე.
- და სინდისმა შეგაწუხა? - ღიმილით დავხუჭე თვალები და დაბეჟილი ძვლებს მჭიდროდ მოვხვიე მკლავები.
- მაპატიე.
- გააჩერე.
- ამის დრო არ არის ადამ. უკვე გაიგებდნენ რომ გაიპარე, ნებისმიერი წამი სიკვდილის ფასია.
- გააჩერე ეს წყეული მანქანა. - ვიღრილე და მუხრუჭმაც არ დააყოვნა. სწრაფად გადმოძვრა ანა უკანა სავარძელზე. ჩემი ხელები აიღო და ყელზე მიიბჯინა.
- ეს გინდა? მიდი რაღას ელოდები? მიდი! - რაც შეეძლო ხმამახღლა ყვიროდა და ცრემლებით მისველებდა მასზე მიბჯენილ თითებს. ხელის გულების გავლით ვგრძნობდი მის გამძფრებულ გულის ცემას. მთელი სხეულით თრთოდა და დახრჩობას გულწფელად მევედრებოდა. - მიდი! - გულზე დამცხო სუსტი ხელები. წამით უფრო მჭიდროდ ვიგრძენი მის ყელზე მახრჩობელა საკუთარი თითები და სიამობნებით გამაჟრჟოლა, ანას სახე ნელ-ნელა აწითლდა მე კი უფრო ძლიერ ვუჭერდი ყელზე ხელებს.საერთოდ არ მეწინააღმდეგებოდა, პირიქით სხეული ისე მოადუნა ცოტაც და გავგუდავდი. ჩაწითლებული თვალები დახუჭა თუ არა შეშლილივით გავუშვი ხელები. - თვალები გაახილა, აწითლებული ყელი დაიზილა, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და ისევ წინ გადაძვრა, ძრავი ჩართო და სწრაფი სვლით განაგრძო გზა.
- რატომ გადამარჩინე? - აუტანელი სიჩუმე დავარღვიე და საუბარი წამოვიწყე. - მე ხომ შენი და მოვკალი.
- შენ გარემოების მსხვერპლი ხარ, დამნაშავე არ ხარ იმ ყველაფერში რაც ჩაიდინე.
- მე ხომ მკვლელი ვარ.
- შენ მკლველად გაქციეს. შენ იმ ბავშვს გავხარ რომელიც შურისძიების მიზნით, სხვების დასჯის ნაცვლად საკუთარ თავს უფრო სჯის.
- ბაბლუანი არ გაცოცხლებს.
- ცხოვრება დიდი სცენაა და გაცილებით ძნელია ამ სცენაზე ისე ითამაშო რომ არ ინანო.
- შენი ქვეცნობიერი მერყევია ანა.
- ჩემს ქვეცნობიერში იმდენი ჭუჭყია დალექილი, ალბათ საუკუნეები დასჭირდება სანამ გაიწმინდება თუმცა მე ამას ვერ მოვესწრები.
- ანა. - სათქმელი ყელში გამეჩხირა რადგან ვუცქერდი ანას აცახცახებულ ზურგს და წარმოდგენა არ მქონდა მის მიმართ გრძნობა სიყვარული იყო, ზიზღი თუ უბრალოდ მადლიერება რომ მიუხედავად თავისი საქციელისა ბოლომდე მაინც არ გამწირა და იმ მგლების ხროვიდან დამიხსნა სადაც თავად შემაგდო.
- არ გინდა ადამ. წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი. ზოგჯერ გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. მოეჭიდე. - მისი სიტყვების აღქმა ვერ მოვასწარი, მკვეთრად გადაუხვია და მეც მთელი ინერციით შევასკდი მინას. - მაპატიე. - ისე ამოილაპარაკა ჩემთვის არ შემოუხედავს.
- ჩემთან დარჩი, ბაბლუანი გიპოვის და მოგკლავს.
- შენ ეს გადარდებს? - ღიმილმა მოიცვა მისი სახე.
- შენი სიკვდილი ნამდვილად არ მინდა.
- ზოგჯერ სიკვდილი გაცილებით სასიამოვნოა ვიდრე მუდამ შიშში ცხოვრება. საერთოდაც ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი სიკვდილის გარდა. მიწას რომელზეც დავდივართ ცოტა ხანში არც კი ემახსოვრება ჩვენი ნაფეხურები ასე რომ ჩემზე ნუ დარდობ. სახლში კომიდან გამოსული ცოლი გელოდება, ახლა მთავარი ეს არის. - ღიმილით დაამატა ანამ და სისწრაფეს კიდევ უფრო უმატა.
9
- რას აკეთებ? - უკანა სალონიდან ძლივს გადავფორთხდი წინა სავარძელზე და ჩემთვის აშკარად უცნობ გზას ინტერესით დავაკვირდი.
- უსაფრთხო ადგილზე მიმყავხარ.
- ანა ჩემი სახლისკენ წადი.
- იქ უსაფრთხოდ ვერ იქნები, დარწმუნებული ვარ გზად უკვე არიან ჩასაფრებული ბაბლუანების ხალხი.
- შენ არ გაქვს უფლება გადაწყვეტილება ჩემს ნაცვლად მიიღო, ჩემი ოჯახი საფრთხეშია, ფეხებზე ჩემი უსაფრთხოება თუ ამის გამო მათ რამე უნდა მოუვიდეთ, ტელეფონი მომეცი.
- არ მაქვს.
- გეყოფა ანა. - სწრაფად გადავუკარი საჭე და ისიც იძულებული გახდა გზიდან გადაეხვია.
- ახლა ხვდები რას აკეთებ? ასე ორივე მოვკვდებით? - გააფთრებით დამიშვა ანამ ორივე ხელი.
- მორჩი ისტერიკას, საჭესთან ჯდომა არ შემიძლია ამიტომ ისე მოიქეცი როგორც გეუბნები. ტელეფონი მომეცი. - შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მესროლა.
- ასე გეჩქარება მისი ნახვა? - აშკარად ხმა გაუტყდა ანას. - წამით ტელეფონის ეკრანიდან მზერა მის აცრემლებულ თვალებზე გადავიტანე, თითები უხეშად მოვკიდე ნიკაპზე, ახლოს მივიზიდე და ზედ მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე.
- ჩემი ცხოვრება სავსეა უსახელო ნაბიჭვრებით, რომლებმაც ის ვერ მიიღეს რაც სურდათ, არც შენ ხარ გამონაკლისი, გგონია რადგან იმ მგლების ხროვიდან დამიხსენი ჩემთან რამე შანსი გექნება? წყეული კახპა ხარ, ლამაზი, შესანიშნავი ქალი, მაგრამ მოღალატე, ყ/ეზე რა გამოიარე და ისიც რატომ მოხვდი ბაბლუანებთან. ისიც არ მადარდებს რომ შენს დას მე მოვუღე ბოლო, იცი რატომ? იმსახურებდა. მადლობა მითხარი რომ აქვე არ გკლავ. ახლა კი დაქოქე ეს წყეული მანქანა და სახლში წამიყვანე, სახლში ავადმყოფი ცოლი მელოდება რომელიც შენი ტყუილების გამო სულ ცოტა ხნით გადამავიწყდა, ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება და ახლა რომ გიყურებ ჩემს წინ აკანკალებულს ერთადერთი სურვილი მიჩნდება. იცი რა? - უფრო ახლოს მივიზიდე მისი სახე. - ეგ წყეული თვალები დაგთხარო რომ ვეღარასდროს შეძლო დღის სინათლის დანახვა, შენთვის სიკვდილი მეტისმეტად საუკეთესო გამოსავალი იქნება. - ხელი ფრთხილად ჩავუცურე წელზე, მანამდე დანახული ზურგს უკან დამალული იარაღისკენ სწრაფად გაიკვლია თითებმა გზა და ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწრო უიარაღო, სრულიად დაუცველი დარჩა ჩემს წინაშე. შუბლზე მიბჯენილ იარაღს ცრემლებით ახედა და ნერვიულობის დასაფარად ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა. - სიკვდილს ვერ ეღირსები მაგრამ აღარც თავისუფლება გეღირსება, ბაბლუანები სანატრელი გაგიხდება. დაქოქე წყეული მანქანა! - ვუღრიალე და ისიც საჭეს ჩაფრენილი ადგილს მოსწყდა.
- იარაღი დაუშვი გთხოვ. - ამოიჩურჩულა საცოდავად.
- გზას უყურე. - ისე ვუთხარი ტელეფონისთვის თვალი არ მომიშორებია, კეფაზე მიბჯენილი იარაღი უფრო მჭიდროდ მივაჭირე და რატის ნომერი ავკრიფე. - ამის დედაც უპასუხე რატი ტელეფონს. - სიმწრით დამეჭიმა ყბის ძვლები და ისევ დავაჭირე განმეორების ღილაკს თითი. - ჯანდაბა. - ბრაზით დავარტყი ხელი მანქანის სავარძელს, ანას გავხვედე, ერთიანად გაფითრებულიყო, იარაღი დავუშვი და მთელი ტანით მისკენ შევბრუნდი, დაჭიმულ ყელზე იარაღის ლულა ავუსვი და მფეთქავ არტერიასთან მჭიდროდ მივაჭირე, სიმწრით გადააგორა ყელს მომდგარი ნერწყვი და ცრემლებიც მოსწყდა თვალებს.
- ქოფაკებს უნდა მიუგდო ჩემი თავი? - ყრუდ ამოიჩურჩულა და უფრო ძლიერად ჩააფრინდა საჭეს.
- გეშინია?
- ტკივილის მეშინია, სიკვდილის არა. - წამით მზერა მომაპყრო და ისევ გზისკენ მიმართა მთელი ყურადღება.
- სად წავიდა ის ამბიციური ქალი მე რომ მომეწონა და მის მიერ დაგებულ მახეში გავები?
- მაშინ მოკვდა როცა მსხვერპლი შეუყვარდა. - მტკივნეულად იკბინა ტუჩზე და ისევ ჩემსკენ გამოაპარა მზერა.
- შეუყვარდა. - ზიზღით დამებრიცა სახე და მის ათრთოლებულ მკერდს შევავლე მზერა.
- მართლა მიყვარხარ ადამ.
- მერე? - სიტუაციის მართვამ აშკარად მომიყვანა ხასიათზე, კმაყოფილი ავეკარი სავარძელს და იარაღი ფეხებზე დავიდე.
- მინდა რომ მაპატიო.
- და სული გიცხონდება? - თავი ვერ შევიკავე და ავხარხარდი.
- ადამ. - საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო ანამ რადგამ მისი ტელეფონი გულისწამღებად აწკრიალდა, ნომერს დავხედე და სწრაფად ავუსვი ეკრანს ხელი.
- რატი დახმარება გამომიგზავნე, ჯანდაბა ამის დრო არ მაქვს, მერე აგიხსნი. - ჩავძახე ჩემი ხმის გაგონებით ენადაბმულ ძმას, მისამრთი ვუკარნახე და ტელეფონი გავთიშე. - რაღაცას ამბობდი.
- არაფერი. - ცრემლი შეიმშრალა ანამ რომელიც ვერ ვხვდებოდი ამ მომენტში ჩემი მხსნელი იყო თუ მძევალი.
-------------
- რომელმა იდიოტმა ვერ შენიშნეთ როგორ გაიპარა წყეული ნაბი/ვარი? - განწირული ყვიროდა გიორგი ბაბლუანი და ოთახში განთავსებულ საგნებს აქეთ-იქეთ ახეთქებდა. ბრაზით მთელი სახე დაძარღვოდა და ისედაც დასახიჩრებულ სახეს კიდევ უფრო გულისამრევი შესახედაობა შეეძინა. - დაგხოცავთ! - ყელში წვდა ერთ- ერთ დაცვას და ძლიერად მოუჭირა.
- თავი დაანებე. - სიგარეტის გამონაბოლქვი გარეთ გამოუშვა გელა ბაბლუანმა როგორც კი ოთახში შევიდა, სავარძელში კომფორტულად მოკალათებულმა კი ზედმეტად მშვიდი სახით გახედა გააფთრებულ ვაჟიშვილს.
- გაიქცა ის წყეული.
- ვიცი. - ისევ მშვიდად იყო გელა ბაბლუანი.
- და არ ღელავ? არაფერს იღონებ?
- რის გაკეთებას მთხოვ? დავედევნოთ? როგორ ფიქრობ ადამმა არ იცის რომ დავედევნებით და მზად არ დაგვხდება?
- აბა უფლებას მისცემ ასე უბრალოდ წავიდეს და ცხოვრება განაგრძოს? - მთელი ძალით მოიქნია გიორგიმ ფეხი და უკვე დამტვრეული სავარძელი ნაფლეთებად აქცია.
- აქ რომ მოიყვანე შემითანხმე? - სავარძლიდან წამოდგა გელა, სიგარეტი იატაკზე დააგდო, ფეხით დასრისა მორჩენილი ნამწვი, უკვე მობერებული ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო და იქ შეკრებილებს თვალი მოავლო. - ამის შემდეგ როცა ჩემი ფეთქებადი შვილის დავალებით ვინმეზე თავდასხმას და აქ მოთრევას გადაწყვეტთ აზრი მე მკითხეთ. - კარისკენ დაიძრა გელა.
- მამა! - ბრაზი და მუდარა ერთად შერეოდა გიორგის ხმას.
- როდემდე უნდა ვწმინდო შენი ჩასვრილი საქმეები? - წამით მზერა შეანათა გელამ შვილს.
- გაქცევაში ანა დაეხმარა.
- ადრე თუ გვიან ანა ამისთვის პასუხს აგებს, მაგრამ ახლა არა.
- რატომ?
- ღია ომი გინდა? სისხლი გწყურია? ადამს ყველა პატივს სცემს, შენ რა გაგიკეთებია იმისთვის რომ მასთან ბრძოლაში თანამოაზრეები იპოვო? საკმარისია ადამმა ერთი ითხოვოს დახმარება და ყველა მის მხარეს იბრძოლებს, შენ რას აპირებ? იქნებ ჩემი ხალხით აპირებ მათ გაუმკლავდე? თუ ასე ფიქრობ იმაზე მეტად სულელი ყოფილხარ ვიდრე მე მეგონა.
- მამა. - უკვე გატყდა გიორგი.
- მე რომ არ ვიყო აქამდე ასჯერ ჩაგცხრილავდა ვინმე, ტრა/ი დააყენე და თუ კიდევ რამეს მოიმოქმედებ ჩემს გარეშე საკუთარი ხელით გამოგჭრი ყელს. - ხმაურით მიხურა გელამ ოთახის კარი და გიორგი დაცვასთან ერთად სრულიად დამუნჯებული დატოვა.
- ბატონო გიორგი. - საუბრის წამოწყებას ეცადა დაცვის ერთ-ერთი დანამშრომელი თუმცა გიორგიმ ხმის ამოღების გარეშე დატოვა იქაურობა.
------------
- ადამ. - თვალცრემლიანი გამოიქცა ლენა როგორც კი ეზოში გაჩერებული მანქანიდან გადმოსული დამინახა. მთელი ძალით ჩამაფრინდა სახეზე და ყოველი ნაკვთი დამიკოცნდა. თან გაუჩერებლივ ტიროდა, და დალურჯებულ ადგილებს გულისტკივილით მითვალიერებდა.
- ნუ გაგუდავ. - ღიმილით გასწია რატიმ ლენა გვერდით, წამით შედგა, ამ მცირე ხანში გაზრდილი და დასერიოზულებული მეჩვენა, ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა, მის გამოწვდილ ხელს ღიმილთ დავხედე, ძლიერად ჩამოვართვი, ჩემსკენ დავქაჩე და გულში ჩავიკარი.
- მომენატრე ძმაო. - მისი აჩქარებული გულის ცემა მალამოსავით მომედო, სახეზე ხელები მოვკიდე და შუბლზე ვაკოცე.
- კარგად გაულამაზებიხარ იმ დამპლებს.
- არაფერია, მთავარია ახლა აქ ვარ.
- და როგორ დააღწიე თავი. - მხოლოდ რატის მიერ დასმული კითხვის შემდეგ გამახსენდა მანქანაში მჯდომი ანა. რატის მოვშორდი, მანქანას შემოვუარე და ანას კარი გავუღე.
- გადმოდი. - მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი.
- ადამ. - საცოდავად ამოიკვნესა და კიდევ უფრო დაპატარავდა.
- გადმოდი. - მის ყურთან დახრილმა დაბალი ხმით ჩავჩურჩულე და ხელი გავუწოდე, ორაზროვანი იყო ანას სახეზე ასახული ემოცია, ნაზად დამეყრდნო ხელზე და მანქანიდან გადმოვიდა, ახლა მას მიეჭრა ლენა, მისი ხელები ხელის გულებში მოიქცია და შემდეგ სხეულზე მიიკრო, ტირილამდე მისული ანა ხმას ვერ იღებდა და ერთ ადგილზე გახევებული თვალს არ მწყვეტდა.
- რამე ხომ არ დაგიშავეს იმ დამპლებმა. - მისი სხეულის თვალიერებას შეუდგა ლენა.
- მე კარგად ვარ. - ჩუმად ამოიჩურჩულა და თვალებით დახმარება მთხოვა.
- თავის ოთახში წაიყვანე. - მივუბრუნდი დაცვის უფროს და ანაზე ვანიშნე. - ყურადღება მიაქციე რომ ოთახიდან არ გამოვიდეს.
- რა ხდება ადამ? - ეჭვით სავსე თვალები შემანათა რატიმ და დამნაშავესავით აბუზული ანა ინტერესით შეათვალიერა.
- ბევრი გადაიტანა, მინდა კარგად დაისვენოს. - ნაბიჯი გადავდგი სახლისკენ და მისაღებში შესულს როგორც იქნა სახლის სიმყუდროვისა და სიგრილის წყალობით გულის ნორმალური ფუნქციონირება დამიბრუნდა. თვალი გავაყოლე კიბეზე მიმავალ ანას, რომელსაც დაცვა მიაცილებდა, ჩემი მზერა არ გამოპარვია დაცვის უფროსს.
- რა ხდება ადამ?
- ამაზე მერე. ახლა ჩემი ცოლის ნახვა მინდა. - სწრაფად ავირბინე კიბე, ანას გვერდით ჩავუქროლე და საკუთარი საძინებლის კარი სწრაფად შევაღე. საკუთარ გულის ცემას ყელში ვგრძნობდი, გაოფლილი ხელის გულები სიმწრით შევკარი და აცრემლებული თვალები ჭუჭყიანი პერანგით შევიმშრალე. საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა, წითური თმა აბურდვოდა, მზერა ერთ წერტილში გაშეშებოდა, უმეტყველო თვალებზე ბინდი გადაკვროდა, სხეულს ოდნავ არხევდა და დაბალი ხმით ჩემთვის კარგად ნაცნობ მელოდიას ღიღინებდა. ცრემლიან თვალებში შიში ჩაბუდებოდა, წამით მის თვალებში მთელი სამყარო ამოვიცანი. რამდენი წელი ველოდი მის გამოფხიზლებას, ახლა კი ჩემს წინ იჯდა, სხეულს შეშლილივით არწევდა, ჩუმად ღიღინებდა და თვალს არ მწყვეტდა, მისი მზერის გამო სისხლი გამეყინა, სხეულში დავლილმა სიმხურვალემ გონება ამირია და გაუაზრებლად დავეშვი მუხლებზე. სახე ხელებში ჩავრგე და საგულდაგულოდ დამალულ ცრემლებს გზა გავუთავისუფლე, საცრემლე ჯირკვლებმა ფუნქცია აღიდგინა და მიყუჩებული ტკივილებიც სწრაფად განმიახლდა. სალიმ ხმას უმატა, ღიღინი გაურკვეველმა სიტყვებმა ჩაანაცვლა, ბოლოს კი მკაფიოდ ვარჩევდი ყოველ სიტყვას რასაც მისი ბაგე ჩემი მისამრთით ისროდა. თავი ავწიე, მზერა გავუსწორე, ისევ ქანაობდა, ისევ სივრცეში გაყინვოდა მზერა, თვალებში კი ისევ შიში და ტკივილი ჩაბუდებოდა. ადგილს მოვწყდი, საწოლზე მის გვერდით დავეშვი, გამხდარ სხეულზე მკლავები მოვხვიე და მჭიდროდ ავიკარი.
- ჩემო პატარა. - ამოვიჩურჩულე მის ყურთად და უჭმელობით დასუსტებული სახე ვნებით დავუკოცნე. თავისთვის იჯდა, არ მეურჩებოდა, არ მეწინააღმდეგებოდა, დაძაბულს თითქოს სხეული შედარებით მოუდუნდა. რამდენიმე წუთში სხეულის ქანაობა შეწყვიტა და ჩემს გულს მიეყრდნო თავით. მის თვალებს ცრემლი მოსწყდა, ნიკაპზე ნაზად შევახე თითები, თავი ზევით ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. - სალი. - ნაზად ვაკოცე ტუჩებზე, კოცნა რომელიც ორი წამით გაგრძელდა ყველაზე ტკბილი კოცნა იყო, გული პატარა ბიჭივით მიძგერდა და ადრენალინმოზღვავებულს ცოტაც და სიყვარულისგან გონებაც გამეთიშებოდა. სამყარო გაჩერდა, ირგვლივ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მხოლოდ ჩემს მკლავებში მოქცეულ ქალს ჰქონდა მნიშვნელობა და დანიშნულება, მხოლოდ ის იყო ღირებული და სანუკვარი, ათრთოლებული, ჩემს გულზე მისვენებული, ტანჯვაგამოვლილი, უმწეო ქმნილება, რომელიც არაფრის გამო დასაჯა ცხოვრებამ, არაფრის გამო არგუნა ამდენი ტკივილი, მოწყვიტა სამყაროს, ამოგზაურა დაკარგულ სულთა საუფლოში და ბოლოს სრულიად გონება არეული მწარედ დაანარცხა დედამიწაზე. დედამიწაზე სადაც არაფერია ტკივილის და შურისძიების გარდა. დედამიწაზე სადაც ჩვენს სიყვარულის დასაბამიდან დევნიან. ცრემლები კოცნით ამოვუშრე, წინააღმდეგობის არანაირი სურვილი, ვგრძნობდი რომ მცნობდა და ხვდებოდა ჩემთან დაცული იყო, ამჯერად დაცული იყო, ამას ვგრძნობდი, მის ყელში ჩავრგე თავი და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე. ნაზი თითების შეხება ვიგრძენი კეფაზე, გამაჟრჟოლა და სწრაფად ავწიე თავი, ის იღიმოდა, სწორედ იმ ღიმილით იღიმოდა როგორც ყოველთვის, იმ ღიმილით სანამ იმ წყეულ ღამეს ნიღბიანები მის სულსა და სხეულს ერთიანად გათელავდნენ და ჩემთვის საყვარელ ღიმილს სამუდამოდ მოაშორებდნენ მის სახეს. - სალი. - ამოვიჩურჩულე მაგრამ მის მიერ ტუჩზე მიდებულმა თითმა გაჩუმება მაიძულა. თითებს ჩემს სახეზე დაასრიალებდა და იღიმოდა, სწორედ იმ ღიმილით მე რომ ასე ძალიან მიყვარდა. მოულოდნელად ყოველდღიურობის ილუზია ნარევი ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და ჩემი ქვეცნობიერის იდუმალებას გარეთ გამოსვლის საშუალება მივეცი, სწორედ მაშინ ვიგრძენი უმექმედობით გამოწვეული სასიამოვნო ნირვანა. ხმაურიან ყოველდღიურობას გამოთიშული, სულის სიცარიელე იდუმალი შეგრძნებით მივსებდა მთელ სხეულს. ვიჯექი საწოლზე, საყვარელი ქალის სხეული მჭიდროდ მყავდა გულზე მიხუტებული და სრულ ნეტარებაში ჩაძირული, ღიმილით ბაგე გაპობილი ირგვლივ გამეფებული სიჩუმის აღქმით ვტკბებოდი. შეგრძნება მანამ გასტანდა სანამ გარშემო მყოფები ჩემში ხელების ფათურს დაიწყებდნენ, ამიტომაც ამ სიამოვნების გასაგრძელებლად წამის გაჩერება მესაჭიროებოდა. ნეგატიური დღე... ჩემი ქვეცნობიერი მოითხოვდა რომ ამ წამს ასეთი ვყოფილიყავი და ცნობიერი შეძლებისდაგვარად ემორჩილებოდა.
ეს იყო წამი, ნეტარი წამი, საყვარელი ქალის სიახლოვით წარმოქმნილი დუმილის სიამოვნებით გაჯერებული ნეტარი წამი. სასიამოვნოდ გაჯერებული, დასვენებული ტვინის აქტიური უჯრედების პასიურ მდგომარეობაში ყოფნა. არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად. არ ხარ ათას ნიღაბს ამოფარებული მაიმუნი, ადამიანი ხარ... საყვარელი ქალის სიახლოვით გაბედნიერებული კაცი ხარ და არ მონსტრი ვისი სახელის გაგონებაც ასე აშინებს ყველას შენს ირგვლივ.
- სად იყავი ადამ? - ამოიჩურჩულა და მოწყვეტით დამეკრო ტუჩებზე.
- ჩემო პატარავ, ჩემო სიცოხლევ. - ვბუტბუტებდი კოცნის შუალედებში და უფრო მონდომებით ვუკოცნიდი ბაგეებს. - ახლა აქ ვარ, ახლა შენთან ვარ, ახლა ყველაფერი კარგად იქნება. - გულში ჩავიკარი მისი სხეული და პირველად ამდენი წლის შემდეგ ვიგრძენი რომ მე მარტო აღარ ვიყავი, რომ ცხოვრება კიდევ ერთ შანს მაძლევდა და მე ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, ზუსტად მაშინ როდესაც ყველაფერმა აზრი დაკარგა ცხოვრებამ სიცოცხლის გაგრძელების საბაბი მომცა და ეს საბაბი ახლა ჩემს მკლავებში განაბული სულის სიმშვიდეს ჩემთან ერთად იბრუნებდა.
------------

საწოლზე იწვა, თვალები ჭერისთვის მიეპრო და სრულ სიცარიელეში ჩაძირულს სიკვდილის გარდა ნატვრა აღარ ჰქონდა, იცოდა ადამი არასდროს აპატიებდა ამ საქციელს, ისიც იცოდა მისი ცოლის დაბრუნება ადამს სრულიად სხვა დამიანად რომ გარდაქმნიდა, ისიც იცოდა ანას მასთან მიახლოების ყოველი გზა რომ მოჭრილი ჰქონდა, საკუთარ თავს წყევლიდა რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, საკუთარ ბედს წყევლიდა რომ სამუდამოდ ტანჯვისთვის იყო განწირული, გული სტკიოდა, უსაშველოდ დამძიმებულს სხეული აღარ ემორჩილებოდა. საწოლიდან ძლივს აათრია დაღლილი სხეული, კართან ფრთხილად მივიდა, სახელური ჩამოსწია და მწარედ გაეღიმა ჩაკეტილი კარის გამო.
-უარესი გეკუთვნის ანა. - ზიზღით მიმართა სარკიდან დანახულ ანარეკლს. - რა გეგონა? დაეხმარებოდი გაქცევაში, სიყვარულში გამოუტყდებოდი და ყველაფერს გაპატიებდა? სწორად ვერ შეაფასე შენი მოწინააღმდეგე, არასოდეს ყოფილა ადამი მოსიყვარულე, და მიმტევებელი თავისი მტრების მიმართ. არც შენ იქნები გამონაკლისი, ღირსიც კი ხარ თავის ქოფაკებს მიუგდოს შენი თავი და სიამოვნებით უყუროს როგორ დაგლეჯს შენს სხეულს გაავებული ცხოველები? ეს გინდოდა? - თირილით შეუბღვირა საკუთარ თავს და იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა, მუხლები მოხარა და სუსტი მკლავები ფეხებს შემოხვია, აკანკალებული ნიკაპი მუხლის თავებზე ჩამსოდო და დაკეტილ კარს ტკივილით გახედა. - ახია შენზე. - სახე დახარა და მწარედ ატირდა.
-------------

აბაზანაში ჩემს გულზე მიყრდნობილი იწვა, კისერი უკან ჰქონდა გადაგდებული, წითური თმა კეფაზე მსუბუქად ჰქონდა შეკრული, თვალებდახუჭულს ერთი ხელის თითები ჩემს ხელებში ჰქონდა ახლართული, მეორე ხელის თითებს კი ქათქათა ქაფში აცურებდა, გული მშვიდად უცემდა, სახეზეც სიამოვნებისა და სიმშვიდის კვალი ღრმად გასჯდომოდა. ნაზად შევახე ყელზე ტუჩები და მეც მასთან ერთად დავიწყე ნაცნობი მელოდიის ღიღინი, პირველად ვმღეროდი და ზუსტად ვიცოდი რომ საშინლად.
- ასე დამაყრუებ. - ღიმილით შემოაბრუნა თავი, თითები კეფაზე შემიცურა, თავისკენ მიმიზიდა და ვნებით დამეწაფა ტუჩებზე, ახლაც ისე ამიჩქარდა გული როგორც მაშინ სულ პირველად რომ ვაკოცე.
- სალი მინდიხარ. - ყრუდ ამოვთქვი და პასუხს არ დაველოდე ისე შემოვაბრუნე მისი სხეული ჩემსკენ. ქაფით დაფარულ მკერდზე ნაზად ავუსრიალე ცერა თითი, იმის შიშით რომ ჩემს შეხებას მასში წარსულის მწარე მოგონებები არ გაეღვიეძებინა ზედმეტად ფრთხილად ვმოქმედებდი, ხელის გულში მოქცეულ მკვრივ მკერდზე ნაზად შევახე ენის წვერით, წრიულად დატრიალებულ ენას კი მსუბუქი კბენა მოვაყოლე და ინტერესით ავხედე თვალებდახუჭულს, არანირი შიში, მხოლოს საიამოვნებით სუნთქვაშეცვლილმა ენის წვერით შეეხო ქვედა ტუჩს და უფრო გასწორდა წელში. მის თეძოებზე მიზანმიმართულად ჩასრიალდა ჩემი თითები, ბეჭებზე დაყრდნობილმა კიდევ უფრო მოიღერა ყელი, წამით დაიძაბა მისი სხეული, თვალები გაახილა, ზემოდან დამაშტერდა, ღიმილი სახეზე შეეყინა, თვალებიც აემღვრა და სუნთქვაც კიდევ უფრო დაუმძიმდა. - სალი. - ღრმად ამოვისუნთქე და უფრო ავიკარი სხეულზე.
- კარგად ვარ ადამ. - სევდიან სახეზე ღიმილით მოწყდა მის ბაგეს ეს სამი სიტყვა და სულ მალე სიამოვნებით განცდილი მისი მონატრებული კვნესა მელოდიასავით მოედო ჩემს სმენას, არასდროს ვყოფილვარ ასეთი მოსიყვარულე, არასდროს მოვპყრობივარ ქალს ასე ნაზად, არასდროს წამომსვლია სიამოვნების აქტით აქოშინებულს ბედნიერების ცრემლი. - მიყვარხარ ადამ. - ამოიჩურჩულა ძალა გამოცლილმა სალიმ და ჩემს მხარზე მიასვენა თავი.
- მეც მიყვარხარ. - გულიდან ამოხეთქა ამ სიტყვებმა და ყველა ემოციაც თან ამოიყოლა. - ამის დედაც, ძალიან მიყვარხარ პატარავ.

10
- მზად ხარ? - ღიმილით მოვხვიე სალის ხელი, სხეულზე მჭიდროდ ავიკარი და საძინებლის კარი გავაღე. ღიმილით გავიდა პირველი საძინებლიდან, დამშვიდებული ჩანდა, რეალობას დაბრუნებულს სულ სხვა ელფერი დაჰკრავდა, წითური თმა უკან ჰქონდა შეკრული, მოკლე საზაფხულო სარაფანში ისეთი გამხდარი ჩანდა მეშინოდა შემთხვებით რამე არ დამეზიანებინა, ამიტომაც ზედმეტად ფრთხილად შევუცურე წელზე თითები და ნაზად ვაკოცე მოშიშვლებულ ყელზე. კიბე ჩუმად ჩავიარეთ და მისაღებში შევედით. კუთხის სავარძელში რატი იჯდა ჩაფიქრებული გამომეტყველებით, მის მუხლზე მარიამი მოკალათებულიყო და ჩემს დანახვაზე წამით დაძაბულმა სწრაფად ანება შეყვარებულის კალთაში ჯდომას თავი და გვერდით სავარძელში გადაჯდა, წინ და უკან მოსიარულე დაცვის უფროს ათასმა ფერმა გადაურბინა და ერთ ადგილზე გახევებული თვალს არ წყვეტდა ჩემს გვერდით მდგომ სალის. ლენა კბილებით ჩაფრენოდა ქვედა ტუჩს და ცრემლები ღვარად სდიოდა ნაოჭიან სახეზე.
- ჯანდაბა. - ამოიჩურჩულა რატიმ და ფეხზე წამოხტა.
- ჩემო გოგო. - სწრაფად მოსწყდა ლენა ადგილს და სალის გაძვალტყავებულ სხეულს ძლიერად მოხვია მკლავები, განცხრომით უკოცნიდა თხელ ხელებს და ღიმილმორეულს კიდევ და კიდევ იკრავდა გულში.
- ლენა ასე გაგუდავ. - ღიმილით დავიხსენი საყვარელი ქალის სხეული მსახურის აღგზნებული მკლავებისგან და გულზე მივიხუტე. - ის კარგად არის, უბრალოდ ძალიან შია. - შუბლზე ვაკოცე და მის წელზე ჩასრიალებული საკუთარი თითების აღქმით სული შემეხუთა.
- რასაც ისურვებ ჩემო სიცოცხლე. - მზერა შეანათა ლენამ ჩემს მკლავებში განაბულ სალის.
- ნაყინი მინდა.
- ნაყინი საჭმელია? - წამში დასერიოზულდა ლენა და წყენით შეკრა წარბები.
- მას გაჰყევი. - ნაზად ვაკოცე ტუჩებში და სამზარეულოში მიმავალს სიყვარულით გავაყოლე მზერა. ჯერ კიდევ შოკირებული მარიამიც მათ გაჰყვა, მისაღებში მხოლოდ მამაკაცები დავრჩით, მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში და კმაყოფილი მთელი ძალით ავეკარი საზურგეს.
- ეს როგორ მოხდა? - ძლივს ამოთქვა რატიმ. - მე ვნახე ის გაღვიძების შემდეგ, სრულიად არაადეკვატური იყო, ახლა კი თუ მის გამხდარ სხეულს არ ჩავთვლით მშვენივრად გამოიყურება.
- სიყვარული ძლიერი ელექა რატი, მიზეზიც ეს არის.
- ძალიან მიხარია შენი ამბავი ადამ. - მხარზე მზრუნველად დამკრა ჩემმა პატარა ძმამ ხელი და ვისკით სავსე ჭიქა მომაწოდა.
- შხამი რომ მოგენატრება. - სწრაფად ჩავცალე ჭიქა და სიგარეტს მოვუკიდე.
- რას აპირებ? - სრული სერიოზულობით მკითხა რატიმ და სასმელი თავადაც გამოცალა.
- ომს არა. - ღიმილით გავხედე გაფითრებულს.
- მათ გაგიტაცეს, გაწამეს, არაფერს მოიმოქმედებ?
- სალი გონს მოვიდა მთავარი ახლა ეს არის.
- ადამ, ხომ იცი ყოველთვის გეთანხმები მაგრამ ამჯერად არ შემიძლია რატის არ დავეთანხმო, ბაბლუანი თავს არ დაგანებებს, სამაგიერო უნდა გადაუხადო.
- რას მთავაზობთ? ოომს? - ღიმილით გავიშოტე სავარძელში და ჩემს წინ მდგომ დაცვის უფროსსა და რატის ყურადღებით დავაკვირდი. - მეგობრებო სალი გონს მოვიდა-მეთქი. ყლ/ზე ბაბლუანი მთელი თავისი მოდგმით, წამით არ ვაპირებ მის დატოვებას, გელამ იცის რომ თავს არ დავესხმებით, დარწმუნებული ვარ იცის, რადგან გიორგია აქ ყველაფრის თავი და თავი და მამამისი ახლა დარწმუნებული ვარ კარგად მოსვამს თავის ადგილზე, მე გელასთან ვაპირებ შეხვედრას მომავალში და ზავსაც მივაღწევ.
- მათ შენი შვილი მოკლეს. - კბილებში გამოსცრა რატიმ. - რა სინდისით უნდა იცხოვრო მას შემდეგ როცა შენი ოჯახის გამნადგურებლებს სიცოცხლის საშუალებას მისცემ.
- ვინ გითხრა რომ სიცოცხლეს განაგრძობენ? - ფრთხილად ავუსვი ცარიელი ჭიქის ზედაპირს თითები და აღგზნებულ რატის მზერა გავუსწორე.
- აბა რას აპირებ? - უკვე დაიბნა რატი.
- ახლა არაფერს, შემდეგ კი ნახავ. - სავარძლიდან წამოვდექი და სასმელი ისევ შევივსე.
- და ახლაც არ აპირებ რომ საქმის კურსში ჩამაყენო? - წყენა ჩანდა რატის ხმაში.
- მე დავბრუნდი რატი. - მხარზე მსუბუქად შევეხე ჩემს ძმას თუმცა ხელი ამიქნია და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი. - რატი არ გინდა.
- გამოფხიზლდი რა ადამ, გამოფხიზლდი. სალის დაბრუნების გამო სიყვარულით დაბრმავებულ იდიოტათ ნუ გადაიქცევი. - ბრაზს ანთხევდა ჩემი ძმა, ვუცქერდი მის დაძარღვულ სახეს და სხეული სიამოვნებით მიბუჟდებოდა, სახეცვლილი რატი იმაზე მეტად მომწონდა ვიდრე ოდესმე მომწონებია.
- ომი გწყურია? - შევეკითხე და სასმელი მოვსვი.
- სამართალი.
- და ფიქრობ მათი ამოხოცვა სამართლის აღსრულება იქნება?
- არ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ.
- კარგი. - წამით დავდუმდი და გონებაში დატრიალებულ ფიქრებს გადავავლე თვალი. - ვიომოთ. - დავამატე ბოლოს და ჭიქა გამოვცალე. - ვიომოთ ჩვენ და ბაბლუანებმა ერთმანეთს მანამ, სანამ ჩვენი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელიც არ აღიგვება მიწისგან. ეს გინდა?
- უბრალოდ მითხარი რას გეგმავ მათთან დაკავშირებით.
- ვიცი რომ საქმე ცუდათ მისდით, ანას წყალობით მათ შესახებ ყველაფერს გავიგებ, მერე კი დავტკბები მათი ტანჯვის ცქერით, სიკვდილი მათთვის ხსნაა ჩემო პატარა ძმაო, მე კი არ ვაპირებ მათ ხსნა ვაღირსო.
- ანა რა შუაშია? - უფრო დაიბნა რატი.
- დილერია, მათი შემოგზავნილი დილერი, რომელმაც თავისი საქმე შესანისნავად შეასრულა და მეც მახეში გავები, თუმცა ბოლოს საკუთარმა დაგებულმა ხაფანგმა ყელში მჭიდროდ მოუჭირა ხელები და ჩემს მიმართ გაჩენილი გრძნობის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანა თავისი საქმე.
- დილერი? - აღმოხდა რატის და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- კი, დილერი. - თვალი ჩავუკარი ჩემს ძმას და მის გვერდით მოვთავსდი.
- და მას რას უპირებ?
- ჯერ არ გადამიწყვეტია. - ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი სადაც ნაყინის ჭამით განაბული სალი სრულ განცხრომას განიცდიდა. წამით კართან შევჩერდი და მის კმაყოფილ სახეს დავაკვირდი, სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა, გულის ცემისგან კი უჰაერობა მგუდავდა, თუმცა არაფერი იქნებოდა ახლა ამ გრძნობით გამოწვეულ გაგუდვაზე სასიამოვნო, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მის ნიკაპს ნაზად მოვკიდე თითები და თვალებში ჩავხედე, თვალებში სადაც მთელ სამყაროს მოეყარა თავი, იღიმოდა, მშვიდად იღიმოდა და თვალს არ მწყვეტდა. - ჯანდაბა როგორ მიყვარხარ. - სწრაფად დავიხარე და სავსე ბაგეებზე დავეწაფე.
- ადამ. - მორცხვად ამოიჩურჩულა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
- წამოდი. - მისი სიფრიფანა სხეული ხელში ავიყვანე და ეზოში გავიყვანე.
------------

სათათბირო ოთახში მრგვალი მაგიდის ერთ კუთხეში იჯდა, მაგიდაზე გაშლილ მისთვის კარგად ნაცნობ სქემას ინტერესით ჩაჰკირკიტებდა, სიგარეტის ღრმა ნაფაზებს დიდხანს იჩერებდა ფილტვებში და ვისკსაც მონდომებით ეტანებოდა, მაგიდასთან მის გარდა კიდევ სამნი ისხდნენ, სამივეს თვალები დაძაბული ბატონისკენ იყო მიპყრობილი და მოთმინებით ელოდნენ დადუმებული ბაბლუანის ხმის ამოღებას, ეს უკანასკნელი კი არ ჩქარობდა, ნახაზებს ისე უცქერდა, ისე უკირკიტებდა ადამიანი იფიქრებდა მის წინ ჯერ კიდევ მსოფლიოსთვის უცნობი მიწის სქემა იყო დახატული. დაღლილობით თვალებაწითლებულმა ვისკის ჭიქა გამოცალა, სიგარეტი ჩააქრო, აწითლებული თვალები მოისრისა და სავარძლის საზურგეს აეკრო, კმაყოფილმა მოავლო ოთახში შეკრებილებს მზერა და რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- აქედან შევალთ. - საჩვენებელი თითი რუკაზე ერთ კონკრეტულ წერტილს დაადო. - ეს ყველაზე დაუცველი ადგილია.
- გიორგი გელამ რომ გაიგოს?
- თუ ენას კბილს დააჭერ ვერაფერს გაიგებს, გელა დაბერდა, ვეღარ აზროვნებს ისე როგორც საჭიროა, არ ვაპირებ ადამს ბედნიერებით ტკბობის საშუალება მივცე, ვერ მოვისვენებ სანამ ის ისევ ივლის იმ მიწაზე რომელზეც მე დავდივარ, ამას გარდა მასთან ანაა, რომელიც არ უნდა დაშავდეს, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ყველა ამოხოცეთ ვინც წინ გადაგეღობებათ, მხოლოდ ანას არ ახლოთ ხელი, ის მხოლოდ ჩემი ხელიდან უნდა მოკვდეს. - ზიზღით დაბრიცა გიორგიმ სახე და ისევ რუკას დააკვირდა. - წყეული მოღალატე კახპა. - ამოთქვა გამწარებულმა და სიგარეტს მოუკიდა.
- წინააღმდეგობა რომ გაგვიწიოს?
- ქალია, სუსტია, რამეს მოიფიქრებთ. - ირონიულად გახედა გიორგიმ დაცვას, მაგიდას მოშორდა, გამოცარიელებული ჭიქა პირამდე შეავსო სასმლით და ისევ თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. - ამდენი წელი ველოდი ამ დღეს, ვერაფრით მოვიხერხე წყეული ნაბი/ვარი მარტო, როგორც იქნა შევძელი და ანას დახმარებით ჩემს ხელში აღმოჩნდა, როგორ მოხდა რომ იმ წყეულმა თავი შეაყვარა. - თავისთვის ჩურჩულებდა გიორგი და დაძარღვულ სახეს ხელით ისრესდა.
- გელამ რომ გაიგოს შეთქმულებისთვის ყველას ამოგვხოცავს.
- ისევ გელა. - ღრიალით წამოხტა გიორგი ფეხზე და სკამიც ააყირავა, ორივე ხელი მაგიდის ზედაპირს ძლიერად დაარტყა და ამღვრეული თვალები შეანათა დაცვას. - უკვე გითხარი გელა გამოშტერებული მოხუცია, ცალი ფეხი სამარეში აქვს, არ ვაპირებ მის მორჩილებას, ოჯახს მე ვმართავ და ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვამბობ. კარგად მოამზადეთ ბიჭები, რაც შეიძლება მალე, რაც მეტ დროს მივცემთ ადამს მით უფრო მომზადებული დაგვხდება, ახლა კი ასწიეთ თქვენი გაბღენძილი ტრა/ები და საქმეს მიხედეთ! უვარგისებო. - დაამატა ყრუდ და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. დაცვის თამამშრომლები უხმოდ წამოიშალნენ და გიორგი ოთახში მარტო დატოვეს. სავარძელში იჯდა, რუკას თვალს არ წყვეტდა და ამღვრეულ თვალებში ჩამდგარ სევდას ძლივს ეწინააღმდეგებოდა. - წტეულიმც იყავ ანა, ეს როგორ გამიკეთე. - სახე ხელებში ჩარგო და მოზღვავებული ემოცია ყელშივე მოგუდა, გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცა. სახეალეწილი გიორგი ბანლუანი ფიქრებმა რეალობას მოწყვიტა და წარსულის მოგონებებში სამოგზაუროდ მოისროლა.

წარსული...
კლუბიდან საშინლად მთვრალი გამოვიდა, არა კი არ გამოვიდა გამოიტანეს, გინებით აიკლო მთელი ქუჩა სანამ მისმა პირადმა დაცვამ ძალით არ ჩატენა ავტომობილში.
-მამაშენის ბრძანებაა, გეყოფა გიორგი. - შეუღრინა დაცვამ სასმლით გამოშტერებულ თინეჯერს და ძრავა აამუშავა.
- გაგკა/ით შენც და მამაჩემსაც. - ზიზღით წამოისროლა გიორგიმ და უკანა სალონის სავარძელს მთელი ძალით აეკრო, თავბრუსხვევისგან გული ერეოდა, მოზარდისთვის მახასათებელი ვნებით ანთებული გონება ისევ გართობისკენ ექაჩებოდა. არც ისე დიდი მანძილი ჰქონდათ გავლილი გიორგიმ ფანჯრის მინიდან პარკში განთავსებულ ხის სკამზე მჯდომი გოგონა რომ შენიშნა. მოულოდნელად უცნაურად აუძგერდა გული და ყელში მომჯდარი ემოციებისგან მსუბუქად წამოაზიდა. - გააჩერე მანქანა. - სწრაფად მიმართა დაცვის თანამშრომელს.
- გეყოფა.
- გული მერევა, გააჩერე ეს წყეული მანქანა.
- ჯანდაბა. - სწრაფად დაამუხრუჭა მძღოლმა, ხმაურით მიხურა კარი და ახალგაზრდა ბატონის კარი გაგულისებულმა გააღო.
- გეხუმრე. - სულელურად გაიკრიჭა გიორგი, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა.
- მამაშენს რომ პატივს არ ვცემდე აქვე ამოგხდიდი ცემით სულს.
- ფრთხილად მეგობარო. - მხარზე დაჰკრა ბიჭმა ხელი და კიდევ უფრო გამოაჩინა თეთრი კბილები. - ცოტა მოდუნდი. იქ სკამზე გოგონა ზის. უბრალოდ ვნახავ რამე ხომ არ სჭირს.
- როდის მერეა მაწანწალების ბედი გადარდებს?
- ალბათ სიმთვრალის ბრალია. - ახარხარდა გიორგი და გოგონასკენ დაიძრა. განრისხებული დაცვა მანქანას მსუბუქად მიეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა და ფეხისარევით მიმავალ გიორგის ზიზღით გააყოლა მზერა, მამამისის შიში რომ არ ჰქონოდა ისე სძულდა ეს გატუტუცებული ბიჭი, რომ აქვე გამოჭრიდა ყელს.
- გამარჯობა. - გოგონას გვერდით მოწყვეტით დაეშვა და აცრემლებულ თვალებში მზერა გაუსწორა, გოგონამ ამღვრეული თვალები ძირს დახარა, ხმა არ გასცა უცხო მამაკაცს და ოდნავ მოშორებით გაიწია. - არაფერს დაგიშავებ, რა გქვია? - ნელა შეახო ბიჭმა ხელი სახეზე და ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, წამით ადგილს მიეყინა მისი მწვანე თვალების დანახვის გამო. - ჯანდაბა, ძალიან ლამაზი ხარ. - სწრაფად შეუცურა ხელი კეფაზე, ძლიერად მოუჭირა, თავისკენ მიიზიდა და გაშმაგებით დაეწაფა ტუჩებზე. რამდენიმე წუთიანი გაბრძოლების შემდეგ გოგონამ მოძალადის მკლავებს თავი დააღწია, ჯიბიდან დაკეცილი დანა მოხერხებულად ამოძვრინა, წამში გახსნა და სასმლით აქოთბულ ბიჭს ისე მიაბჯინა ყელზე რომ ბიჭმა გააზრებაც ვერ მოასწრო.
- აქვე რომ ყელი გამოგჭრა ვინმე გიდარდებს?
- დანა დააგდე. - ზურგს უკან მოესმა გოგონას მამაკაცის ხმა, იქეთ შებრუნდა საიდანაც ხმა მოესმა და მის სახესთან მიბჯენილი იარაღის დანახვის გამო მუხლებმა უმტყუნა.
- ჰო, პატარავ მიდარდებენ, შენ კი ამის გამო დედას გიტირებენ. რა გქვია?
- ანა. - ჩუმად ამოთქვა აცახცახებულმა გოგონამ და დანა დაუშვა.
- შენს სახეს უხდება, წამოიყვანე. - დაცვას მიმართა ბიჭმა და თავად მანქანისკენ დაიძრა.
- სად? - ტკივილით წარმოთქვა გოგონამ და ცრემლები წასკდა.
- მამას მოეწონება. - ღიმილით ჩაუკრა დაცვას თვალი მთვრალმა გიორგიმ და გზა განაგრძო.

აწმყო...
-წყეულო კახპავ, ჭაობიდან ამოგათრიეთ, მადლობა ასე გადამიხადე? - მაგიდაზე გაგშლილი ნივთები ერთი ხელის მოსმით მოისროლა გიორგიმ ძირს, კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს ცოტაც და ყბა გაუტყდებოდა. - დამაცადე შე ნაბო/არო. წამებით ამოგხდი სულს.
- შენ ის გიყვარს. - ზურგს უკან მოესმა მამის ხმა და ადგილს მიეყინა.
- აქ რას აკეთებ?
- გიყვარს?
- რა გინდა მამა?
- იმაზე დიდი ნაგავი ხარ ვიდრე მეგონე, ქალი გიყვარდეს და შენს მტრებს შეუგზავნო? თან როგორ მტერს, ხომ იცი ადამი მოღალატეებს როგორც უსწორდება, ამის მიუხედავად მაინც გაწირე? - ხელები ერთმანეში ახლართა გელამ და შვილს ალმაცერად გახედა.
- შემეშვი.
- ან როგორი სიყვარულია, როცა შენს საყვარელ ქალს ეუბნები რომ შენი მტრის საწოლში იკოტრიალოს?
- მამა გეყოფა!
- იმაზე სულმდაბალი ხარ ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. - ზიზღით დამოსცრა გელამ კბილებში და გააფთრებული შვილი მარტო დატოვა ოთახში.
- ნაბი/ვარი. - მოწყვეტით დაეშვა გიორგი სავარძელზე.
-------------

ჩემსა და ხეს შორის მოქცეული სალი მსუბუქად დაასრიალებდა ჩემს გულზე სუსტ თითებს, სახეს ისევ ღიმილი უმშვენებდა, თვალს არ მწყვეტდა, მძიმედ სუნთქავდა და სხეულზე მჭიდროდ აკრულს გული სასიამოვნოდ აქოშინებოდა, თითებით გადავუწიე სახეზე ჩამოშლილი თმა, ნაზად შეცურნენ ჩემი თითები მის კეფაზე და ათრთოლებულ ბაგეებსაც სწრაფად დავწვდი, მისი ენა ოსტატურად ცეკვავდა ჩემთან ერთად, მისი თხელი მკლავები ბეჭებზე მსუბუქად მეწყო, მინდომებით პასუხობდა ჩემს ვნებას და სუნთქვაშეცვლილი კიდევ უფრო მეტს ითხოვდა ჩემგან.
- აქვე? - ღიმილით ავაფრიალე მისი სხეული და მუცელზე შემოსმული ზურგით ძლიერად ავაკარი ხეს, ყრუდ ამოიკვნესა მაგრამ ვნება უფრო გაუმძაფრდა.
- საკმარისი არ იყო ის წლები რაც უჩემოდ გაატარე? - სწრაფად ჩამავლო სახეზე ხელები და ისევ მაკოცა.
- ჯანდაბა, ლამის დამავიწყდა როგორ მაგიჟებდი. - ღიმილით ამოვთქვი და გამკვრივებულ მკერდზე მტკივნეულად მოვუჭირე ხელი.
- დაგვინახავენ. - სიცილით ამოთქვა უკვე აღგზნებულმა და თავი უკან გადააგდო.
- დაგვინახონ. - სწრაფად ჩავავლე თმებში ხელი, გახშირებული სუნთქვა კოცნით ჩავუხშე, ორივე ხელით მის უკანლს ჩავაფრინდი და უფრო მივიზიდე მისი სხეული. - სალი.
- რა? - ისე ამოთქვა ჩემი ტუჩებისთვის თავი არ დაუნებებია.
- თუ ზედმეტი მომივა მითხარი.
- შენთან არაფრის მეშინია, უკვე აღარ. - სასიამოვნო ჯრუანტელმა დამიარა სალის სიტყვების გამო, უხეშად მოვხვიე ყელზე ხელი, წამით მზერა გავუყარე აღგზნებული ცოლის თვალებს, ვხედავდი სურვილით როგორ იცვლებოდა მისი გულის ცემა, გაშმაგებით დავეწაფა მის ბაგეებს. ორივე ხელით მჭიდროდ მეჭირა მისი უკანალი და ძლიერი კოცნით ვცდილობდი ისედაც აღგზნებული სალის კიდევ უფრო მეტად აღგზნებას, მთელი ტანით ქალის მსუბუქ სხეულს მივაწექი და ერთი ხელით მის მკერდს წავეპოტიე. - ჯანდაბა. - გავიფიქრე როგორც კი სარაფნის მიღმა უბიუსჰალტერო მკერდის გამკვრივებული ძუძუს თავი შემრჩა, მტკივნეულად მოვუჭირე ხელი და ახლა კბილი ჩავავლე მის მკერდს. სალის აღგზნებული სუნთვა სმენას მიხშობდა. ვგრძნობდი ჩემი სხეულის გარკვეული ნაწილიც იცვლებოდა და უფრო მეტის მიღება სურდა, სალის სხეული ძირს დავსვი და ისე რომ გააზრება ვერ მოასწრო სახით ავაკარი ხეს, წამით სხეულის დაჭიმულობა ვიგრძენი და შიშით დაველოდე მის რეაქციას.
- გაჩერება არც იფიქრო. - შეცვლილი ხმით ამოიჩურჩულა სალიმ და თხელი თითები ჩემს უბესთან ჩაატარა.
- ამის დედაც. მოსალოდნელი სიამოვნების გამო კმაყოფილს გამეღიმა, ახლა უკნიდან ვაწვებოდი მთელი ძალით, ერთი ხელით მისი მოკლე კაბა საჯდომზე ავასრიალე და დაუკითხავად შევძვერი საცვლის შიგნით, როგორც კი სალიმ ფეხებს შორის მოსრიალე ჩემი თითები იგრძნო სხეული ერთიანად აუფეთქდა და კვნესაც აღმოხდა მის ბაგეებს, ტუჩებზე აფარებული ხელის წყალობით, მისი გმინვა ყრუდ მოედო არემარეს, გაჩერებას არ ვფიქრობდი, უფრო ღრმად და რითმულად ვასრიალებდო მის ვაგი/აში თითებს, სალის სიამოვნებისგან მუხლები მოეკვეთა, მოწყვეტილ სხეულს ხელი შევაშველე და ისევ სახით ჩემსკენ შემოვაბრუნე. ათრთოლებულ მტევანში ხელი ჩავავლე და თვალებით უფრო მოფარებული ადგილი მოვძებნე, ბაღის შუაგულში, უფრო განიერი ხის ზედაპირს აკრული აღმოჩნდა წითური ლამაზმანი, ისევ წავეპოტინე მის მკერდს მოწყურებული, მტკივნეულად მაგრამ სასიამოვნოთ მეჭირა მისი სავსე მკერდი მუჭში.
- გთხოვ. - სალის სუსტი ხმა ჩამესმა ყურში.
- ჯერ არა. - მოკლე სარაფნისგან გავათავისუფლა და ისევ მის ბაგეებს დავეწაფე. ტუჩებიდან ყელზე გადავინაცვლე. სურვილით აკანკალებულმა ფრთხილად წაიღო ხელი ფეხეებსშორის მაგრამ ღიმილით შევაჩერე, მისი ტანჯვა უნდა დამესრულებინა და ამიტომ თავად შევასრიალე მის სისველეში თითები.
- ჯანდაბა. - ყელზე ძლიერად მიკბინა. - შეუდარებელი ხარ. - დასრულება ვერ მოასწრო ისე აღმოაჩნდა მის გავარვარებულ ვაგინა/ი ჩემი მეგობარი. თვალებდახუჭული, ძლიერად ჩააფრინდა ქვედა ტუჩს და მოზღვავებული კვნესის დაოკება ვეღარ შეძლო. აქტით აფეთქებულს თვალს არ ვწყვეტდი, ჯანდაბა როგორ მიყვარდა ჩემს წინ მდგომი ქალი და როგორ მაბედნიერებდა მისი ბედნიერებით გაბრწყინებული სახის ცქერა.
- ადამ. - ფრთხილად გაახილა თვალები როგორც კი სუნთქვა დაურეგულირდა.
- გისმენ პატარავ. - ნაზად ვაკოცე შესიებულ ბაგეებზე და მისი სხეული მიწაზე დავაბრუნე.
- მინდა რომ ყოველთის ასე იყოს.
- ასეც იქნება. - ღიმილით ჩავიკარი გულში. ძირს დაგდებული სარაფნის ჩაცმაში მოვეხმარე და აჩეჩილი თმაც გავუსწორე. მის სახეზე ბედნიერების სხივი მოულოდნელად სევდამ ჩაანაცვლა, სხეულში დავლილი უსიამოვნების გამო სხეული დამეჭიმა და სუნთქვაც დამიმძიმდა. თავში მოწოლილი სისხლის გამო თავიც საშინლად ამტკივდა. - რა მოხდა? - ჩუმად ამოვთქვი და პასუხის მოლოდინში საკუთარი გულისცემის მელოდია დავიზეპირე.
- კიდევ მინდა შვილი გაგიჩინო. - ჩუმად ამოილაპარაკა სალიმ და ცრემლებმაც არ დააყოვნა.
- ოღონდ არ იტირო. - საკუთარი ხმის უმწეობამ გული მომიკლა. - ოღონდ არ იტირო სალი. - მის შუბლზე მიბჯენილი საკუთარი ტუჩები ვიგრძენი და კიდევ ერთხელ მთელი რეალობით შევასკდი ჩვენი წარსულის ყველაზე მტკივნეულ შეგრძნებას. - ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები პატარავ.

11
- რა მოხდა იქ? - ბრაზით დაახეთქა ლენამ სამზარეულოს ნიჟარაში ხელუხლებელი თეფში, წარბები კუშტად შეკრა და მზერა მომაპყრო.
- რა გინდა ლენა.
- ანაზე გეკითხები.
- ხმას დაუწიე, არ მინდა სალიმ გაიგოს.
- რა სჭირს იმ გოგოს, ან რატომ გყავს გამოკეტილი, არაფერს ჭამს, გამაგებინე რა ხდება ადამ.
- ის შემოგზავნილი იყო. - მშვიდად ამოვთქვი და სიგარეტს მოვუკიდე.
- რა? - აკანკალებული, მოწყვეტით დაეშვა ლენა ჩემა წინ მდგომ სკამზე და ათრთოლებული ხელების დასამალად თითები ერთმანეში ახლართა.
- დილერი იყო, ზუსტად ისეთი როგორიც დანარჩენები, უბრალოდ შედარებით კარგად გაწვრთნილი.
- ახლა რას უპირებ?
- არ ვიცი. - მძიმედ ამოვიოხრე და სახე მოვისრისე. - ვერ ვიმეტებ. სიკვდილისთვის.
- მის მიმართ რამეს გრძნოობ? - ხმას დაუწია ლენამ.
- სალის დაბრუნებამდე მეგონა რომ ჰო, ახლა არ ვიცი, მაგრამ ის რომ მისი სიკვდილი არ მინდა ფაქტია.
- ადამ შარი არ გელევა.
- საჭმელი გაუმზადე მე თვითონ ავუტან.

საწოლზე იწვა, ტირილით სახედასიებულს სხეულის ყველა კიდური სტკიოდა, ოთახში გამოკეტილს სული ეხუთებოდა, ერთადერთი რაც სურდა აქედან ძალიან შორს ყოფნა იყო. ტკივილით მოკუჭული კარის გაღების გამო სწრაფად წამოხტა საწოლიდან. დამინახა თუ არა ცახ-ცახმა აიტანა და კედლის კუთხისკენ ფეხაკრებით გაიწია, კედელს აკრულს გული ისე უცემდა მისი ხმა ოთახის მეორე მხარესაც მკვეთრად მესმოდა.
- მითხრეს რომ არ ჭამ. - ლანგარი დაბალ მაგიდაზე დავდგი და საწოლზე ჩამოვჯექი. - გეყოფა კანკალი ანა, არ ვაპირებ რამე დაგიშავო, ეს რომ მინდოდეს აქამდე გავაკეთებდი, ასე რომ დაჯექი და საჭმელი ჭამე.
- არ მინდა.
- გინდა. - სწრაფად მივიჭერი მასთან, მაჯაში ხელი ჩავავლე და მაგიდასთან მივიყვანე. - აქედან მანამ არ გავალ სანამ ბოლომდე არ შეჭამ.
- მაშინ საერთოდ არ შევჭამ და ამ ოთახიდან ვერასდროს გახვალ. - შეუმჩნევლად გაიღიმა და თავი ჩახარა, არ მინდოდა მაგრამ მისი სიტყვების გამო გამეღიმა.
- მე გაჭმევ. - მაგიდაზე დადებულ ხორცის ნაჭერს ჩანგალი ჩავარჭე და ტუჩებთან მივუტანე, წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და მის თბალებში ახლა ზუსტად იმ შიშის სხივი შევნიშნე რაც სალის თვალებს არასდროს ტოვებდა, მიუხედავად მისი საკუთარ თავთან ბრძოლისა. - ასეთი თვალებით ნუ მიყურებ. - ჩანგალი თეფზე დავაბრუნე, მის მხრებს ხელი მოვხვიე და გულზე მივიხუტე. ო როგორ ძლიერ ფეთქავდა მისი გული, როგორ უცახცახებდა სხეული და როგორ სეტყვასავით მოსწყდა მის თვალებს ცრემლი. - ანა. - სახე ავაწევინე და ცრემლები თითებით შევუმშრალე. - ხომ ხვდები რომ არაფერს დაგიშავებ, მითხარი რის გამო ტირიხარ?
- აქ რას ვაკეთებ ადამ?
- სად გაგიშვა ანა? არ მემეტები იმისთვის რომ ბაბლუანებმა ყელი გამოგჭრან, არ ვიცი, სულელურად გამომდის შეიძლება მაგრამ არ მინდა რამე დაგემართოს.
- ადამ მიყვარხარ. - სუსტად წამეტანა ანა ტუჩებზე მაგრამ შევაჩერე.
- ის რომ შენი სიკვდილი არ მინდა არ ნიშნავს იმას რომ ერთად ვიქნებით.
- სალის გამო? - ისევ ცრემლები წასკდა ანას.
- მე ის მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა და მუდამ მეყვარება.
- მაშინ გამიშვი, ნუ მაიძულებ ვუყურო თქვენს ბედნიერებას.
- ბაბლუანი ყველგან მოგაგნებს.
- მომაგნოს.
- სიკვდილი გინდა? მას ეძებ? რატომ ანა? - მის სუნთქვას უკვე ძალიან ახლოს ვგრძნობდი და გაოფლილი ხელის გულები ძლიერად შევკარი.
- ადამიანის ცხოვრება სიმფონიის ჟღერადობას ჰგავს, სადაც ბოლო აკორდის სიდიდადე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შესრულდა მთელი სიმფონია. ჩემი სიმფონია ცუდად ჟღერს.
- გეყოფა კარგი? - მისი სხეული გულზე მჭიდროდ მივიკარი და თავადაც ვერ გავიაზრე ისე ვაკოცე შუბლზე. - რამეს მოვიფიქრებ.
- აზრი არ აქვს. - სწრაფად გაითავისუფლა თავი ჩემი მკლავებისგან და უკან დაიხია. - უბრალოდ თუ მასთან ყოფნა გინდა მე გამიშვი დანარჩენი უკვე შენ არ გეხება.
- ვერ გაგიშვებ.
- ეგოისტი ხარ.
- ვიცი, იმდენად ეგოისტი ვარ რომ ვერ დაგთმობ. - გაუაზრებლად წამოსროლილი სიტყვები მაშინვე ვინანე და ანას მზერა ავარიდე.
- ბაბლუანები რატომ არ ამოხოცე?
- დანამდვილებით არ ვიცოდი რომ სალის ისინი დაესხნენ თავს. არც ის უნახავს ვინმეს თუ როგორ ამოხოცეს ჩემი ოჯახი, არც ჩემს ძმაზე თავდამსხმელები იყვნენ ცნობილები, მაშინ მე სრულიად უსუსური ვიყავი და არავინ მყავდა ვინც სამართლის აღსრულებაში დამეხმარებოდა, ჩემს ვარაუდს ყველა უარყოფდა რადაგან ყველას ეშინოდა ბაბლუანებთან ომის. დრო დამჭირდა სამყაროში თავი დამემკვიდრებინა და ჩემი სახელიც ისეთივე შიშის მომგვრელი ყოფილიყო ყველასთვის როგორიც მათი. დრო დამჭირდა თუმცა გამომივიდა, ახლა კი როდესაც ბაბლუანმა თავისი პირით აღიარა ყველაფერი, უკან დახევას არ ვაპირებ, მათი გვარის ყველა მატარებელს გავანადგურებ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვისვენებ, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ შენთვის კარის გაღებას და გაშვებას.
- არ გიყვარვარ მაგრამ არც ჩემი სიკვდილი გინდა, ჩემზე ღელავ, რა გინდა ადამ?
- არ ვიცი. - გულწრფელად ვუპასუხე და საწოლზე დავეშვი.
- სალი როგორ არის?
- უკეთ.
- მიხარია რომ გამოჯანმრთელდა. - საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა და უკვე დამშვიდებულმა თვალები დახუჭა. - როდესაც პოულობ შენ თავს, შენ პოულობ ყველას. მე ჯერ ვერ ვიპოვე ჩემი თავი, ცხოვრების გასავლელ გზაზე უამრავ დინებას, ქარს, ნამქერს ვეჩეხები მაგრამ ჩემთვის სულერთია. ახლა უკვე გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემს სავალ გზას ავცდი. ის კუნძული კი საითაც აქამდე მივიჩქაროდი ჰორიზონტზე თანდათან უჩინარდება, მაგრამ ამის მიუხედავად ასე მგონია თუ გავჩერდები ცხოვრება აზრს დაკარგავს. ადამიანები ვიბადებით და სანამ სამყაროს რეალური სახის დანახვას შევძლებთ ყველაფერი იდეალური გვეჩვენება, შემდეგ ვიზრდებით და იწყება ბრძოლა თავის გადასარჩენად, სწორედ მაშინ იჩენს თავს ის უარყოფითი თვისებები, რასაც ეწირება ადამიანის სული და გონება, იწყება სხეულისა და სულის განშორება და ბრძოლა სამყაროს შეცნობისა. როცა ყველაზე მეტად ხარ სასოწარკვეთილი სწორედ მაშინ თუ გულისყურს კარგად მოუსმენ, მიყვები გზას რომლისკენაც გონება და გული ერთდროულად გიბიძგებს, სწორედ ამ დროს ხდება ის, რასაც ჩვენ, ადამიანები ღვთისგან ბოძებულ სასწაულს ვუწოდებთ. მე მასწავლიდნენ რომ ვყოფილიყავი დამთმობი, მომთმენი, მიმტევებელი მაგრამ ჩემს მიმართ მსგავს ქმედებებს ნაკლებად ავლენდა ის სოციუმი სადაც მე ცხოვრება მიწევდა.
ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს მხოლოდ თუ სული ცარიელია, ყოფის აუტანლობა პიკს აღწევს და ამ დროს ისმის კითხვა. რისთვის ვცხოვრობ? ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვგონია, არც ადამიანები არიან ისეთები როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი... ადამიანი ადამიანობს სიტუაციის შესაბამისად როგორც აწყობს. სხვა ადამიანების მსგავსად ჩემშიც ათიათასობით ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათქანს თავისი თავის პირველ ადგილზე წარმოჩენა სურს. პერიოდულად ყველა მათგანს ვნებდები და ასპარეზს ვუთმობ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიგო ვინ ვარ, ვიპოვო საკუთარი თავი, რომ შემდეგ ვიპოვო სხვები. თუ მკითხავ მომწონს თუ არა ასეთი მრავალსახიანი საკუთარი თავი გეტყვით, რომ ხო, მომწონს, მაგრამ თუ იმას მკითხავ შემიძლია მათ გარეშე ცხოვრება თუ არა გიპასუხებთ, რომ არა, არ შემიძლია.
- ანა.
- დამასრულებინე. - სიტყვა გამაწყვეტინა ანამ, ფრთხილად აასრილა ჩემს ფეხზე ხელი და საუბარი განაგრძო. ჩემი ისტორია უკვე მოძველდა, დამძიმდა, ტარება შეუძლებელია და თანდათანობით ისეთი "სერიოზული" გახდა, იძულებული გავხდი ზავი დამედო, განა აწმყოს შევეჩვიე და წინ წასვლის სურვილი არ მაქვს?! წარსულის ქექვაში ვერც კი მივხვდი, რომ საკუთარი თავის ფერმკრთალ აჩრდილად ვიქეცი. ამიტომაც ვივიწყებ საკუთარ ისტორიას რადგან როდესაც ვივიწყებ ვინ ვარ, ჩემი ისტორია ტვირთად აღარ მაწევს. გული ახლა მაქვს დამძიმებული, თორემ ხვალ შეხორცდება. შეხორცდება და ისევ გააგრძელებს ცხოვრების "მშვენიერებით" ტკბობას. ცხოვრება ხომ წრეა. აქ ყველაფერი მეორდება. ადამიანმა უნდა იცოდე როდის დაასრულო რაღაც ეპიზოდი, როდის გაიხურო კარი. მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ დასასრულს, მთავარია ცხოვრების უკვე გავლილი ეპიზოდი წარსულში დატოვო... უბრალოდ დაუსვი ადამ წერტილი და გამიშვი.
- ჯანდაბა ანა. - გაუაზრებლად მოვუჭირე სახეზე თითები და ვნებით ანთებულმა დავუხშე სასაუბრო ღრუ. - არასდროს მინახავს ასეთი სრულყოფილი დილერი. ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან და კიდევ ერთხელ ხარბად დავუკცნე სავსე ბაგეები.
- ადამ გეყოფა. - მასში არსებულ ძალას ერთად მოუყარა ანამ თავი და ჩემს მკლავებში მომწყვდეულმა ძლიერად გაიბრძოლა.
- ჯანდაბა არ ვიცი რას მიკეთებ. - წინააარმდეგობის მიუხედავ სწრაფად მივაწვინე საწოლზე მისი სხეული, ორივე ხელი თავს ზემოთ დავუჭირე და მოღერებული ყელი ვნებით დავუკოცნე.
- ამას ინანებ. - წინააღმდეგობას ანება თავი და სხეულიც შედარებით მოუდუნდა. მის სხეულს ზემოდან მოქცეულმა ამღვრეულ თვალებში მზერა გავუსწორე, მაისურს მიღმა დამალული სავსე მკერდი გახშირებული სუნთქვის გამო მკვეთრათ უცახცახებდა, თავისუფალი ხელით სწრაფად შევძვერი მის მკერდთან და გამკვრივებულ კერტებზე ნაზად ავუსვი ცერა თითი, სურვილით აღრგზნებულმა თვალები დახუჭა და ახლა უკვე თავად დამეწაფა ტუჩებზე. მკერდზე მოჭერილი ხელის გამო მტკივნეულად ამოიკვნესა და ქვედა ტუჩზე ისე მიკბინა საკუთარი სისხლის გემო ვიგრძენი.
- ადამ! - სიმყუდროვე გვერდითა საძინებლიდან გამოსულმა ლენას განწირულმა ყვირილმა დამირღვია და ზუსტად ერთ წამში აღგზნებული სხეული სიმწრის ოფლმა დამისველა, არც ჩემს სხეულს ქვემოდან მოქცეული ანა იყო უკეთეს მდგომარეობაში. - ადამ! - ისევ განმეორდა ლენას ხმა, სწრაფად მოვშორდი ანას სხეულს და ოთახიდან შეშლილივით გავვარდი.
- რა ხდება? - გიჟივით შევარდი ჩემი საძინებლის ღია კარში. საკუთარ გულის ცემას ყელში ვგრძნობდი, გაოფლილი ხელის გულები სიმწრით შევკარი და აცრემლებული თვალები ხელის გულით შევიმშრალე. საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა, წითური თმა აბურდვოდა, მზერა ერთ წერტილში გაშეშებოდა, უმეტყველო თვალებზე ბინდი გადაკვროდა, სხეულს ოდნავ არხევდა და დაბალი ხმით ჩემთვის კარგად ნაცნობ მელოდიას ღიღინებდა. ცრემლიან თვალებში შიში ჩაბუდებოდა, წამით მის თვალებში მთელი სამყარო ამოვიცანი. ხელები საცოდავად ეწყო მუხლებზე და მაჯებიდან სწრაფად იღვრებოდა მუქი სითხე. სხეულს შეშლილივით არწევდა, ჩუმად ღიღინებდა და თვალს არ მწყვეტდა, მისი მზერის გამო სისხლი გამეყინა, სხეულში დავლილმა სიმხურვალემ გონება ამირია და მიყუჩებული ტკივილებიც სწრაფად განმიახლდა. სალიმ ხმას უმატა, ღიღინი გაურკვეველმა სიტყვებმა ჩაანაცვლა, ბოლოს კი მკაფიოდ ვარჩევდი ყოველ სიტყვას რასაც მისი ბაგე ჩემი მისამრთით ისროდა. თავი ავწიე, მზერა გავუსწორე, ისევ ქანაობდა, ისევ სივრცეში გაყინვოდა მზერა, თვალებში კი ისევ შიში და ტკივილი ჩაბუდებოდა. ადგილს მოვწყდი, საწოლზე მის გვერდით დავეშვი, სისხლიან მაჯებზე ძლიერად მოვუჭირე თითები და მჭიდროდ მივიკარი გულზე. - რა მოხდა? - თვალებამღვრეულმა გავხედე იქვე მდგომ ლენას რომელიც უცქერდა სალის სახეცვლილებას და გულში გამეფებულ ტკივილს ვერაფრით ნიღბავდა.
- არ ვიცი ადამ. შემოვედი და ასე დამხვდა.
- რა ხდება? - ოთახში შემოვარდა რატი და როდესაც დასისხლული სალი დაინახა ადგლზე გაშეშდა.
- სასწრაფო გამოიძახე. რატი დროზე! - ვიღრიალე არამიწიერი ხმით და სალის სხეული უფრო მჭიდროდ ავიკარი სხეულზე. - აქედან გადი. - ვუღრიალე ოთახში შემოსულ გაფითრებულ ანას რომელიც თვალს არ წყვეტდა სისხლში ამოსვრილ, თმააწეწილ სალის. - ანა გადი! - კიდევ ერთხელ დავიყვირე და ვიგრძენი მისი სიახლოვით როგორ ვფეთქდებოდი.
- შეტევა აქვს. - ისე ამოიჩურჩულა თითქოს ჩემი ღრიალი არ გაეგოს, მოწყვეტით დაეშვა ჩვენსკენ და საწოლზე სწრაფად შეხტა მუხლებით.
- ანა! - მისი ხელი ჰაერში გავაჩერე რადგან სალის შეხებას ცდილობდა.
- ჯანდაბა ადამ, მადროვე, ვერ სუნთქავს. - ბრაზით წამოენთო მწვანე თვალები და ჩემს ხელს ძლიერად მიაწვა უკან გაწევის მიზნით, სალის დავხედე, თვალებ ატრიალებულს, ტუჩები გალურჯებოდა და სუნთქვის ნაცლად უცნაური ხროტინი სწყდებოდა ბაგეებიდან. შიშმა ერთიანად ამიტანა, ზურგის არეში სიცივისა და სიმხურვალის შეგრძნებები ერთმანეთს გიჟური სისწრაფით ანაცვლებდნენ, თვალს დამიბნელდა და შეშლილი თვალებით გავხედე ანას, რომელიც მასთან მიახლოვების უფლებას მთხოვდა.
- ადამ, თუ არ მიმიშვებ მოკვდება.
- სასწრაფო გზაშია. - ამოვიყვირე და იმის შიშით რომ ანა მას რამეს დაუაშავებდა სალის სხეული კიდევ უფრო მჭიდროდ მივიკარი გულზე.
- ადამ! - ახლა ანამ იყვირა განწირულმა. - კვდება გესმის? უფლება მომეცი დავეხმარო. - სალის სხეული ერთიანად მოწყდა, ყრუ ხროტინი კი სპაზმურ კანკალში გადაუვიდა, რატის გავხედე, მერე ლენას, შოკირებულს თავზე შემოეწყო ორივე ხელი და კუთხეში საცოდავად მიყუჩული ყრუდ ტიროდა.
- ჯანადაბა. - სალის სხეულს მოვშორდი და ანას გავხედე.
- იატაკზე დააწვინე, სპირტი მჭირდება და წვრილი დანა. - დაიყვირა ანამ და იატაკზე მწოლიარე სალის გვერდით მუხლებზე დაეშვა. - კიდევ პატარა მილი რომ ხორხიდან ჰაერი გამოვტუმბო.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - ხელი დავუჭირე საქმეში ჩართულს და თავი ძლივს შევიკავე რომ არ დამერტყა.
- ვცდილობ შენი ცოლი გადავარჩინო.
- ადამ ადროვე. აშკარად იცის რასაც აკეთებს. - ანას მოპირდაპირედ მუხლებზე დაიჩოქა რატიმ და მის მიერ მოთხოვნილი ნივთები მიაწოდა.
- არაყი ყელზე დაასხი. - სწრაფად უთხრა ანამ და რატიც მის ნებას დაჰყვა. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და სუნთქვაშეკრული თვალს არ ვწყვეტდი ანას სწრაფ მოძრაობებს, აშკარად გაწაფულს იმაში რასაც აკეთებდა, სერიოზული მიმიკა მოერგო სახეზე და ხელებს ისეთი სისხარტით ასრიალებდა მის ყელზე რომ უკვე მიჭირდა ყოველი მოძრაობის დაჭერა. სწრაფად შეარჩია ადგილი, მარჯვენა ხელში წვრილმა დანამ გაიელვა და მუხლებიც მომეკვეთა, ყელზე ფრთხილად დაუტოვა მცირე ზომის ჭრილობა მომაკვდავ სალის, ოსტატურად ჩაარჭო გაჭრილ ადგილზე წვრილი მილი და სისხლიანი ხელით სახეზე ჩამოშლილი თმა შეისწორა. - მიდი. - ამოიჩურჩულა თუ არა სალიმაც თვალები გაახილა და ხროტინის ნაცვლად სუსტი სუნთქვა ამოუშვა დაჭიმული ხორხიდან.
- ჯანადაბა, გამოგივიდა. - ღიმილით უთხრა აკანკალებულ ანას რატიმ და ფეხზე წამოდგა. ანამ სალიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა. ვუცქერდი სისხლში ამოსვრილ მის სახეს და ახლა გაცილებით ლამაზი მეჩვენა ვიდრე აქამდე. მაისურს მიღმა დაძაბული მკერდი სწრაფად ფეთქვადა და მინდოდა თუ არა მაინც თვალი გამექცა და ამის გამო სასიამოვნოდ დამეჭიმა სხეული. ანა დაიძაბა, აშკარად ხედავდა როგორ ვაშიშვლებდი მზერით და ამის გამო სუნთქვა დაუმძიმდა.
- კარგად იქნება. - ყრუდ ამოიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.
- სასწრაფო მოვიდა. - დაიყვირა დაცვამ და ოთახიც თეთრხალათიანებით აივსო, ყველა მათგანი იატაკზე მწოლიარე სალის შემოეხვია გარს, ერთი მაჯებს უხვევდა, მეორე ხორხში გარჭობილ მილს უკეთ უმაგრებდა, მესამე პულს უსინჯავდა. ყურები დამიგუბდა, მხედველობა ამერია, შორიდან მესმოდა ოთახში გამეფებული ხმაური, სილუეტებსაც ცუდად ვარჩებდი, ჩემი მზერა ერთ წეტილს მიშტერებოდა. წერტილს სადაც კედელს აკრული აცახცახებული ანა იდგა და ჩუმად ტიროდა.
----------------


ორივე ხელის გულები აბაზანის ცივ კედლებზე ჰქონდა მიბჯენილი, თავჩახრილს კეფაზე ესხმოდა ცხელი წყლის ჭავლი, სახიდან და ხელებიდან ნელა იწმინდებოდა საყვარელი მამაკაცის მომაკვდავი ცოლის სისხლი, გული ისე უცემდა ცოტაც და უჰაერობით გონებას დაკარგავდა, ფთხილად აისვა სავსე მკერდზე თხელი თითები და თვალები დახუჭა, გაუაზრებლად იკბინა ქვედა ტუჩზე და რამდენიმე საათის წინ დატრიალებული სურათის გამო ისევ ყელში მოაჯდა ემოცები. მისდაუნებურად მოსწყდა თვალებიდან ცრემლი და სხეულლში დავლილმა ემოციამაც ერთიანად ააფორიაქა, სხეულზე შერჩენილი დაძაბულობის კვალი ნელა ეგლიჯებოდა კანიდან, ხმაურით ეხეთქებოდა მეტლახზე, რომელსაც სისხლის შეუმჩნეველი ლაქები გასჩენოდა და "ტრაპისკენ" ქურდულად გაპარულები საბოლოოდ ტოვებდნენ ანას გონებას.
- ჯანდაბა. - ამოიჩურჩულა და შუბლით კედელს მიეყრნო.
- შენ აქ დარჩი! - ყურში ჩაესმა ადამის სიტყვები როდესაც სალის სხეული ექიმებმა სასწრაფო მანქანის სალონში მოათავსეს. სწრაფად შეხტა ადამიც ავტომობილში და ისე რომ მისთვის აღარ შეუხედავს იქაურობას გაეცალა.
- ჯანდაბა, ჯანადაბა. - მოწყვეტიდ დაუშვა ანამ კედელს ხელის გული და მხოლოდ მაშინ ანება ცივ კაფელთან ხელჩართულს ომს თავი როდესაც ტკივილისგან ხელის გულები აეწვა და დაუწითლდა. - რას ელოდები ანა? - ჩუმად ჰკითხა თავის თავს და როდესაც გონებაში დატრიალებულ ქაოსში მისთვის საჭირო პასუხი ვერ მიიღო გული ტკივილით შეეკუმშა.
- ანა. - აბაზანის მინის კარს მიღმა მოესმა რატის ხმა და ისედაც აჩქარებულმა გულმა რომელსაც ვერაფრით იოკებდა კიდევ ერთხელ და მძაფრად შეახსენა მისი არსებობის შესახებ. აწითლებულ სახეზე თითები სწრაფად მიიჭირა და გაინაბა. - კარგად ხარ? - იგივე ინტონაციით გაიმეორე რატიმ და მინის კარს ორივე ხელით მიეყრდნო.
- სალი როგორ არის? - წყალი გადაკეთა ანამ, პირსახოცი შემოიხვია და აბაზანიდან გამოვიდა, სულ რამდენიმე წამით ხარბად შეათვალიერა რატიმ ნახევრადშიშველი ქალი და ნერწვიც ხმაურით გადააგორა ყელში.
- გადარჩა. მაგრამ სრულ ჭკუაზე არ არის.
-ანუ?
- ანუ ის რომ ისევ შეშლილია. - ჩემი ხმის გამო ორივეს ფერი ეცვალა და ერთმანეთიდან მზერა ჩემზე გადმოიტანეს. - რატი მარტო დაგვტოვე. - ისე ვუთხარი ჩემს ძმას ანასთვის თვალი არ მომიშორებია. რატიმ ერთხელ კიდევ შეავლო პირსახოცშემოხვეულ ანას მზერა და ოთახიდან გავიდა. - შეიძლება? - ხელით ვანიშნე ჩამოშლილი თმისკენ და ფრთხილად გადავუწიე ყურზე, ჯერ კიდევ სველს ისე უთრთოდა სხეული რომ მისი სიახლოვით გამოწვეულ ადრენალინს ვერაფერს ვუხერხებდი. ფრთხილა ჩამოვუსვი თითები დანამულ ყელზე, წამით თვალებში უცნაური სხივი ჩაუდგა ჩემს წინ მდგომ ანას. კიდევ უფრო ქვევით ჩავუცურე თითები და ხელი ზუსტად იქ გავაჩერე სადაც პირსახოცი შეკრული ჰქონდა.
- ადამ.
- წამი მჭირდება შენს გასაშიშვლებლად.
- რა გემართება ადამ? - ჩემი ხელი მოიშორა ანამ და უკან დაიხია.
- შენ მემართები წყეულო. - სიმწრით დამეჭიმა ძვლები.
- გამიშვი, მე შენი მძევალი არ ვარ, არც სათამაშო როცა მოგინდება მოხვიდე და მეთამაშო, მერე ცოლთან გაიქცე და მე გვერდით ოთახში გამოკეტილი დამტოვო. ჩემს თავისუფლებას ნუ ზღუდავ, შენი მონა არ ვარ! - თვალცრემლიანი, გატეხილი ხმით ჩურჩულებდა და კიდევ უფრო უკან იხევდა რადგან მე აღარ მესმოდა მისი სიტყვები, მხოლოდ პირსახოცს მიღმა გახვეულ სასურველ სხეულს ვხედავდი და მისი დაუფლების სურვილით ერთიანად ვთრთოდი. - გეყოფა. - გულზე ძლიერად მომაჭირა ხელები როგორც კი კედელთან მიმწყვდეული უმწეოდ აღმოჩნდა გამოჭერილი. - ადამ! - იყვირა და მთელი ძალით გამარტყა სახეში.
- მაპატიე. - მისი სახის გასწვრივ კედელს ორივე ხელის გულით მივეყრდენი და თავი მის ყელში ჩავრგე. - მაპატიე. - ოდნავ შევეხე ცხვირის წვერით მფეთქავ არტერიაზე და მსუბუქად ვაკოცე.
- რა გაპატიო? - დაიბნა ანა, სახე ამაწევინა და მაიძულა რომ მისთვის შემეხედა.
- დაბნეული ვარ. - ფრთხილად შევახე ტუჩები ცხვირზე.
- სალი როგორ არის? - თითქოს ცივი წყალი გადამასხა ისე სწრაფად დავუბრუნდი რეალობას. წამიერად შევავლე მის მწვანე თვალებს მზერა და უკან დავიხიე.
- ექიმმა თქვა რომ მისი გონებრივი მდგომარეობა სავალალოა, ის ერთ დღიანი გამოფხიზლებაც ძლიერი ემოციური ფონის ბრალი იყო, ამავე ემოციის ბრალი იყო ისევ მისი ჭკუიდან შეშლა, უფრო სწორად პირვანდელ მდგომარეობას დაბრუნება, ცოტა ხნით დაუბრუნდა რეალობას, ახლა კი. - ვგრძნობდი სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს და მოზღვავებული ემოციებით ყბის ძვლები დამეჭიმა, ხელის გულები ძლიერად შევკარი და ანას გავხედე. - ის გიჟია.
- ვწუხვარ ადამ. - გულწრფელად ამოიჩურჩულა ანამ
- მადლობ რომ გადაარჩინე. - სწრაფად ამივთქვი და მისი საძინებელი დავტოვე.

12
გისოსებს მიღმა ვიდექი და ცივ მეტალზე ძლიერად ჩაფრენილი ვუცქერდი წითურ მოჩვენებას, არაადეკვატური თვალები მიეპყრო ჭერისთვის, თეთრ ხალათში გამოწყობილს ხელები შეკრული ჰქონდა, მუხლებზე იჯდა, ტანს უაზროდ არხევდა და ჩემთვის კარგად ნაცნობ მელოდიას ყრუდ ღიღინებდა.
- სალი. - ჩუმად ამივილაპარაკე და უფრო ძლიერად მოვუჭირე მეტალს ხელები.
- მას თქვენი არ ესმის ადამ. - ზურგზე ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი, სასიამოვნო დაბალი ტონალობის ხმაც თითქოს გონებაში მიზანმიმართულად შემიძვრა და დამეპატრონა.
- რატომ? - თვალები დავხუჭე და როცა გავახილე უკვე სალის ექიმის სანდომიან სახეს შევეჩეხე პირისპირ.
- მას ძლიერი შოკი აქვს, მისი გონებრივი ფუნქციონირება ხუთ პროცენტზეა დასული.
- მაგრამ ის კარგად იყო. - ექიმიდან მზერა ისევ სალისკენ გავაპარე, რომელიც ისევ სივრცეს მიშტერებული, სახეზე ჩემთვის ჯერაც უცნობი ღიმილის ნიღბით აკრული ყრუდ ღიღინებდა და სხეულს აქეთ იქეთ არწევდა.
- კარგად არ იყო, თქვენი მეუღლე არც ერთი წამით არ ყოფილა კარგად, ეს უეცარი გამოფხიზლება იყო, სავარუდოდ რამე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ემოციის გამო, ის პერიოდი რასაც თქვენ კარგად ყოფნას უწოდებთ სიმანდვილეში მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან ამავარდნა იყო და სხვა არაფერი.
- ექიმო, ის მე მეხებოდა, მესაუბრებოდა, მეუბნებით რომ მაშინ როცა ეს ხდებოდა რეალურად სალი არ იყო ჩემთან?
- მისი გონება ერთი დღით დაუბრუნდა რეალობას, ახლა კი ისევ ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა, ძალიან ვწუხვარ ადამ მაგრამ ის გიჟია.
- ასე ნუ ამბობთ? - თავად არ ვიცი როგორ მოხდა გისოსებს აკრული ექიმი, რომელსაც ჩემი ყელს მიბჯენილი ხელები ცოტაც და გაგუდავდა. - ჩემს ცოლზე ასე ნუ საუბრობთ. - ძლიერად დავიყვირე, ხელი გავუშვი და უკან დავიხიე.
- თქვენი მესმის ადამ. - დაბალი ხმით ამოიჩურჩულა ექიმმა როგორც კი სული მოითქვა.
- არ გესმით. - ისევ გისოსებს მივაბჯინე შუბლი და მუხლმოყრით მჯდომ სალის ტკივილით განაგდურებულმა გავხედე.
- მასზე ნუ იღელვეთ, ჩვენ მიხვედავთ, სახლში წადით ადამ, დაისვენეთ.
- მიხედვაში რას გულისხმობთ? იმას რომ ხელფეხშეკრულს ძაღლივით გამოკეტავთ ოთახში?
- ადამ ეს მისი უსაფრთხოებისთვის არის. ამ ეტაპზე მას მძაფრი აგრესიული ფონი აქვს, როგორც კი შედარებით დამშვიდდება მაშინვე გავუთავისუფლებთ ხელ-ფეხს.
- გარეთ დაცვის რამდენიმე თამაშრომელი იქნება, ბევრი მტერი მყავს, არ მინდა სალის რამე დაემართოს.
- ვიცი ადამ. შეგიძლიათ მშვიდად იყო.
- ნებისმიერ დროს დამირეკეთ.
- კარგით. - ხელი ჩამომართვა ექიმმა და გასასვლელისკენ მიმითითა. ერთხელ კიდევ შევავლე თვალცრემლიანმა თმააწეწილ წითურ მოჩვენებას მზერა და გულის ცემაც თითქოს ოდნავ მიმიყუჩდა.
------------

სველ სხეულზე თხელი პირსახოცი შემოიხვია, თმა მსუბუქად შეიკრა და სააბაზანოდან გამოსულმა წამით სევდიანი მზერა შეავლო სავარძელში მჯდომ რატის, რომელიც სიგარეტს ღრმად ქაჩავდა და ვერც კი შენიშნა მის წინ მდგომი შიშველი ლამაზმანი.
- რატი. - ფრთხილად შეეხო გოგონა წამოზრდილ თმებზე და მსუბუქად მოქაჩა თავისკენ, ნაზად დაიხარა და ყბის ძვალზე ფრთხილად შეახო ტუჩები.
- რაო პატარავ? - გონს სწრაფად მოეგო რატი, სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა, სწრაფად შეუცურა პირსახოცში ხელი და მკვრივ უკნალაზე ძლიერად მოუჭირა თითები.
- მომენატრე. - მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა მარიამმა, პირსახოცი შეიხსნა და დედიშობილა მოთავსდა რატის მუხლებზე, მკერდი მჭიდროდ მიაბჯინა გულზე და დაჭიმული სხეული მსუბუქად აამოძრავა რომ მამაკაცი უფრო სწრაფად აღგზნებულიყო.
- მეც. - სწრაფად წვდა რატი გოგონას თმებში და ვნებით დაუკოცნა შიშველი სხეული, სავარძლის ზურგს ორივე ხელით ეყრდნობოდა მარიამი და პარტნიორს ნებას აძლევდა ისე ესრილებინა ძლიერი თითები მის სხეულზე როგორც თავად მოისურვებდა. ერთი ხელი მის ყელზე ძლიერად ჰქონდა რატის შემოჭერილი, მეორე ხელი კი სწრაფად ჩააცურა ჯერ კიდევ სველ სხეულზე, მიზანმიმართულად გაიკვლია თითებმა გზა და მის სხეულს გადამჯდარი გოგონას ფეხებს შორის სწრაფად აღმოჩნდა შესრიალებული. როგორც კი მისი შეხება იგრძნო მარიამმა სხეული კიდევ უფრო სწრაფად აამოძრავა და თავად მისცა მამაკაცის თითებს მიმართულება რომ უფრო სასიამოვნოდ გაერღვია მისი სხეული. რატის ღიმილი არ შორდებოდა სახიდან როდესაც ასე აღგზნებულ მარიამს უცქერდა, სავარძლიდან ისე წამოდგა მისთვის ხელი არ გაუშვია. უხეშად დაანარცხა საწოლზე და მის სხეულს ზემოდან მოქცეულმა ახლა ყელი დაუკოცნა გაშმაგებით, უფრო ქვემოთ ჩაუყვა, ათრთოლებულ მკერდს გვერდი აუარა, ჩიპს წრიულად შემოატარა ენა და ლარივით დაჭიმულ მარიამის სხეულს ძლიერად მოხვია მკლავები, კიდევ უფრო ქვევით ჩაუყვა.
- რატი. - ჩუმად ამოთქვა მარიამმა და სხეულის აფეთქების მოსალოდნელი სიამოვნება იგრძნო, სწრაფად დააშორა რატიმ მისი მუხლის თავები ერთმანეთს, ერთხელ კიდევ ძლიერად მოუჭირა სა/ოზე თითები და ხარბად დაუკოცნა უკვე შეშუპებული ბაგეები ქალს. მარიამმა მასში არსებულ ძალას თავი მოუყარა, ხელის კვრით მოიშორა მამაკაცის სხეული და ახლა თავად მოექცა ზემოდან. სიამოვმენით შეაჟრჟოლა რატის და თვალები დახუჭა. სწრაფად შეხსნა მისი ქამარი გოგონამ, ნაზად შეცურდნენ მისი თითები მამაკაცის უბეში, მსუბუქი შეხება იგრძნო რატიმ უკვე გამკვრივებულ მეგობარზე, თითებს პირისღრუ მიაშველა მარიამმა და რატის უკვე ვნებისგან მთელი სხეული დაენამა.
- ჯანდაბა მარიამ. - ნაზად შეახო თმებზე ხელები და სულ ცოტათი დაეხმარა მისი მეგობრის დაუფლებაში. ფეხის თითებში სასიამოვნო სიცივე იგრძნო რომელიც რამდენიმე წამში მთელ სხეულზე ერთიანად მოედო. სწრაფად მოიშორა გოგონა, ზურგით საწოლს ააკრა და ძლიერი ბიძგებით დაიწყო მასში შეღწევა, ზურგზე ჩაფრენილი თხელი თითები ჭკუიდან შლიდა, ტემპს უფრო უმატა და ბოლოს აქტით გაოფლილი საყვარელი ქალის მკერდს მოწყვეტით მიესვენა. სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, თვალდახუჭული სუსტად მაგრამ ისევ ასრიალებდა ჯერ კიდევ მკრივ მკერდზე თითებს. - მიყვარხარ მარიამ. - ამოიჩურჩულა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- მეც. - კოცნითვე უპასუხა მარიამმა და მის მკერდზე მიასვენა სასიამოვნოთ დაღლილი სხეული.
----------------


შუაღამის ორი საათი იყო, მოსალოდნელი იერიშის გამო მოუსვენრად მყოფი, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, საათს თვალს არ წყვეტდა და დროის ამგვარი გაწელვა საერთოდ აღაგზნებდა მის შეშლილ გონებას.
- შენი დრო ამოიწურა ადამ! - ზიზღით ამოიჩურჩულა, სიგარეტი ჩააქრო და კარისკენ შეტრიალდა ადგილს რომ შიშით მიეყინა.
- არ ჩაიფსა. - ირონულად გავხედე და შუბლზე მიბჯენილი იარაღი უფრო ძლიერად მივაჭირე. - ენა გადაყლაპე? - მოქნეული იარაღის ტარი სახეში ძლიერად დავარტყი, ტკივილით მოკრუნჩუხლს პერანგში ხელი ჩავავლე და იატაკს მთელი ძალით დავანარცხე. სახეზე ქუსლი დავაჭირე და კიდევ ერთხელ ჩავარტყი იარაღის ტარი. - გახსოვს რას დაგპირდი? - ამოვიჩურჩულე მის ყურთან დახრილმა და იარაღის ლულა თვალში დავუტრიალე. დაყვირება დააპირა მაგრამ პირზე ხელი ძლიერად დავაჭირე და ყელს მომჯდარი ხმაც იქვე მიყუჩდა. - ჯერ სად ხარ ნაგავო. - სრაფად წამოვაყენე ფეხზე და ხელები ზურგს უკან შევუკარი.
- როგორ შემოაღწიე? - მხოლოდ ეს ამოიჩურჩულა სასოწარკვეთილმა და ქალივით აკანკალდა.
- ანამ გაგყიდა, ისე რომ თვალიც არ დაუხამხამებია. - ღიმილით წამოვარტყი თავში ხელი, პირი ავუკარი ფანჯარასთან მივიყვანე, ღია ფანჯრიდან ჰორიზონტს თვალი მოვავლე, სუსტად დავუსტვინე და ქვემოდან საპასუხო სტვენაც მივიღე. - მალე შევხვდებით. - ხელი ვკარი გიორგი ბაბლუანს და ფანჯრიდან გადავაგდე.
--------------

ნესტიანი სარდაფის ცუდად განათებულ ოთახში ოთხნი ვიყავით. ოთახის შუაგულში ცემით გონებისდაკარგვამდე მისული გიორგი ბაბლუანი სიმწრით აფურთხებდა პირში ჩაგუბებულ სისხლს, რკინის ძველ სკმაზე იჯდა, ხელები უკან ჰქონდა შეკრული და თავდაღუნულს სიმწრის სიცილი არ შორდებოდა სახიდან. ჩემი დაცვის უფროსი თავზე ადგა ორი წუთის შუალედით ძლიერად ურტყამდა სახეში რკინებ მორგებულ თითებს, ოთახის კართან კიდევ ერთი დაცვა იდგა და შეძლებისდაგვარად ცდილობდა ამ ძალადობის ცქერით როგორმე გონება არ დაეკარგა, მე რაც შემეხება ბაბლუანის წინ სავარძელში ვიჯექი, ვისკ ნება-ნება ვწრუპავდი, სიგარეტს მშვიდად ვეწეოდი და სრულიად კმაყოფილი ვუცქერდი ჩემს წინ გადაშლილ სანახაობას.
- შენი დაცვის ნომერი მითხარი. - მშვიდად მივმართე ბაბლუანს და ტელეფონი მოვიმარჯვე.
- რად გინდა? - სიტყვებს სისხლი ამოაყოლა გიორგიმ და ხველება აუტყდა.
- ვიცი რომ თავდასხმას გეგმავდი, მინდა დაურეკო და უთხრა რომ გააუქმონ.
- გგონია ცემით შემაშინებ?
- არც გაშინებ. - გავიღიმე და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. - სისხლი დაიღვრება, თანაც უაზროდ, შენი ხალხი ამოწყდება თანაც უმიზნოდ, მე არ მინდა მათი დახოცვა. - ღიმილით მოვსვი სასმელი და ღრმად ამოვისუნთქე. - მაგრამ თუ შენ ფეხებზე გკიდია ისინი მე მითუმეტეს . - გავიღიმე და დაცვის უფროს ავხედე, რომელმაც ჩემი მზერის საპასუხოდ ისევ ძლიერად დაარტყა მის დასისხულ სახეს.
- გავიგე შენი ცოლი სულ რამდენიმე საათით გაგი/იმავს და ისევ არევია გონება. - ზიზღით ამოიჩუეჩულა გიორგიმ და მზერა გამისწორა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვწყდი სავარძლეს და რა დრო დამჭირდა მასთან მისაჭრელად, მხოლოდ ის ვიცი მხეცივით რომ ვღრიალებდი და ძირს დაგდებულ ბაბლუანს გამეტებით რომ ვურტყამდი ორივე ხელს სახეში. ძლივს შეაკავა ჩემში გაღვიძებული მხეცი დაცვის ბიჭებმა და წინააღმდეგობის მიუხედავად მის სხეულს მომაშორეს.
- გაითიშა ადამ! - ძლიერად დამაჭირა გულზე იდაყვი დაცვის უფროსმა და სუნთქვის დარეგულირება მადროვა. - გაითიშა გესმის? - სწრაფად მოვიშორე მისი ხელები სხეულიდან და იქაურობას გავეცალე.
-----------------

- რა მოხდა? - შეშინებული წამოხტა ანა როგორც კი მის საძინებელში შესულმა ზურგს უკან ხმაურით მივიხურე კარი.
- რა არის მისი სუსტი წერტილი?
- ადამ გთხოვ. - ჩუმად ამოიჩურჩულა და ნერვიულობით აცახცახებული ხელები ზურგს უკან დამალა.
- რა არის მისი სუსტი წერტილი ანა?
- არ ვიცი.
- წლები გაატარე მათთან, წლები მოანდომეს შენგან იმის გამოყვანას რადაც იქეცი, არ მჯერა რომ არ იცი მისი სისუსტე. - ჩემსა და კედელს შორის მომწყვდეული ანას სახის გასწვრივ გავშალე ორივე ხელი და შუბლით მის შუბლს მივეყრდენი, სუნთქვა დამიმძიმდა და სულშიც არამიწიერი ტკივილი გამიჯდა. - დამეხმარე რომ ისე გამწარდეს როგორც მე გამამწარა მისმა ოჯახმა. მითხარი რა არის მისი სუსტი წერტილი? - მკლავებში ჩავაფრინდი და ძლიერად შევანჯღრიე.
- მტკივა.
- ! - უფრო ძლიერად მოვუჭირე ხელები.
- ადამ გამიშვი. - მთელი ძალით მეწინააღმდეგებოდა თუმცა ფაქტი იყო მისი წინააღმდეგობა კიდევ უფრო მახელებდა, სწრაფად მოვუჭურე სახეზე ხელი და ტირილით დასიებულ ბაგეებზე ვნებით დავეწაფე. რამდენიმე წუთიანი სუსტი წინააღმდეგობის შემდეგ ანა მაინც გატყდა, სხეულის დაჭიმულობა სადღაც უკუაგდო და ახლა უკვე თავად ასხივებდა იმ ვნებას რაც მისი დანახვის წამიდან ასე მომწონდა, ჩემს მკლავებში აღგზნებულს სუნთვა მალე ეცვალა, კოცნებს შორის სალანძღავ სიტყვებს არ მაკლებდა და ზუსტად მაშინ როდესაც მეგონა დამნებდენოდა ფეხებბშორის ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. სიმწრით დამეჭიმა მთელი სხეული, წელში მოხრილი მუხლის თავებს დავეყრდენი და ღიმილით ავხედე აქოშინებულ ანას, რომელიც გამარჯვებას გულში უკვე ზეიმობდა. - მე არასდროს ვიქნები შენი სანამ ეს კარი გარედან იქნება ჩაკეტილი და როცა შენ აგიდგება მაშინ გაიღება. გასაგებია?
- ჰო. - სიმწრის სიცილით ამოვიჩურჩულე და იატაკზე დავჯექი.
- ძალიან გატკინე? - ჩემს წინ მუხლებზე დაიჩოქა ანამ და ნიკაპი მუხლის თავებზე ჩამომადო.
- საკმაოდ. - დანამული შუბლი შევიმშრალე და სახეზე ნაზად შევახე თითები. - ძალიან ლამაზი ხარ. უცებ ვწვდი მის ტუჩებს და ძლიერად ვუკბინე.
- გეყოფა. - სწრაფად მომიშორა და ფეხზე წამოდგა. - ნება მომეცი დაგეხმარო ბაბლუანებთან დაკავშირებით მაგრამ ერთი პირობით?
- რა პირობით?
- როცა იმას მიიღებ რაც შენს სულს დაამშვიდებს, მე უნდა გამიშვა.
- ანა. - ვიგრძენი როგორ ამიდურდა სისხლი.
- უბრალოდ გამიშვი ადამ.
- ფიქრობ უშენოდ კარგად ვიქნები?
- კარგად არ იქნები მაგრამ უნდა გამიშვა, მე ვერ ვიქნები ქალი რომელსაც ერთ ოთახში გამოკეტავ, მე ჰაერი მჭირდება, არ შემიძლია დარჩენილი სიცოცხლე ამ კედლებს შორის გამოკეტილმა გავატარო. სადმე შორს წავალ, ისეთ ადგილზე სადაც ვერასდროს ვერავინ შეძლებს რამე დამიშავოს.
- და სად არის ასეთი ადგილი?
- არც შენ გეტყვი ამას, მაგრამ არის ასეთი ადგილი. - სახე ძალიან ახლოს მომიტანა ისე რომ მისი ცხელი სუნთქვა კანს მიწვავდა. - მიყვარხარ. - ამოიჩურჩულა და ნაზად მაკოცა. - მპირდები?
- გპირდები. - ვერ გავიაზრე ისე წამოვისროლე ეს სიტყვა და ჩემს წინ მჯდომი საოცარი ქალის ტუჩები განცხრომით და კიდევ ერთხელ დავაგემოვნე.
- გიორგი უბრალო პაიკია, უემოციო, უპრინციპო, უმორალო, საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი, არც სუსტი წერტილი აქვს რადგან მას გრძნობები არ გააჩნია, სამაგიეროდ შეგიძლია გელა დააჩოქო.
- რას გულისხმობ? - ინტერესით დამეჭმა სხეული და სმენად ვიქეცი.
- ბაბლუანს მემკვიდრე არ ჰყავს, გიორგი მისი ერთადერთი ვაჟია და უნდა თუ არა თავის საქმეს ადრე თუ გვიან მაინც გადააბარებს. თავის შვილის უაზრო ხასიათი გადასარევად იცის მაგრამ ის მაინც მისი შვილია, ერთადერთი ცოცხალი შვილი და ახლა ის შენს ხელშია. შენ შეგიძლია გელა გაამწარო, თუ მათი ამოხოცვა გინდა ეს სხვა საქმეა მაგრამ თუ ის ტკივილი გინდა არგუნო რაც მათ შენ, მაშინ უბრალოდ ისე უნდა მოიქცე რომ გელა ბაბლუანი მუხლის ჩოქვით მოვიდეს შენთან.
- საშიში ქალი ხარ ანა. - ღიმილი მომგვარა მისმა საუბარმა და უფრო დიდი ინტერესი გამიჩინდა მის მიმართ.
- დარწმუნებული იყავი გელა თავს არ დაგესხმება, მანამ სანამ გიორგი აქ გეყოლება, შენ შეგიძლია დრო მოიგო და მისი საქმე ჩაძირო, თუ გელა გაკოტრდება შესაბამისად დაკარგავს იმ თანამოაზრეებს რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, გაკოტრების შემდეგ ის სრულიად დაუცველი დარჩება და იძულებული გახდება ზავი დაგიდოს შენ კი შეგიძლია უბრალოდ მშრალზე დატოვო ბაბლუანები და ქვეყნიდან გადახვეწო.
- მითხარი რომ კიდევ მახეს არ მიგებ? - სწრაფად ვწვდი სუსტ ყელზე და ძლიერად მოვუჭირე.
- იდიოტო. - ამოიჩურჩულა და ხელი მოიქნია, თუმცა თავისუფალი ხელით მოვასწარი მისი მტევნის დაჭერა, ყელზე მოჭერილი თითები გავუშვი, სწრაფად შევუცურე წელზი ხელი და სხეულზე მჭიდროდ ავიკარი.
- იქნები ამ ომში ჩემთან? - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან და პასუხის მოლოდინში გულის ცემის მელოდია დავიზეპირე.
- მხოლოდ იმ პირობით რომ ჩემზე ძალადობას შეწყვეტ. - ცხვირის წვერი ოდნავ შემაყო ტუჩებზე და თავი უკან გასწია. - და როცა ომს მოიგებ.
- ვიცი ანა. გაგიშვებ! - სინანულით დავამატე და თავი მის ყელში ჩავრგე. - აიღე. - ჯიბიდან ამოვიღე გასაღები და ხელის გულზე დავუდე. - ამის შემდეგ კარს მაშინ გამიღებ როცა თავად მოგესურვება.
- ადამ. - სწრაფად მოწყდა მის ბაგეს ჩემი სახელი.
- არ მიღალატო, თორემ გპირდები გიპოვი და...
- მოკეტე!
- სამამდე დაითვალე და თვალები დახუჭე. სანამ არ გეტყვი არ გაახილო. - მკაცრი იყო ჩემი ხმა. ანას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში.
- ერთი. - ორი.
- სამი. - დავაასწარი. მისი მაისური ერთხი ხელის მოსმით გავხიე, მთელი სხეულით კანკალებდა, ძალა სრულიად გამოეცალა, როდესაც ჩემი კბილები იგრძნო მკერდზე. მტკივნეულად მაგრამ სასიომოვნოდ მოვიმწყვდიე მუჭში სავსე მკერდი და კიდევ ერთხელ დავაწაფე მოწყურებულივით. მკერდიდან ყელისკენ გადავინაცვლე კოცნით, სახის თითოეულ ნაკვთს ვუკოცნიდი, სიმხურვალის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, ვხედავდი ჩემი კოცნის სურვილით ჭკუიდან როგორ იშლებოდა, მე კი სპეციალურად ვაჭიანურებდი მისთვის ამ სიამოვნების მინიჭებას, მძიმედ სუნთქავდა, აცახცახებულ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა, მისი ცხელი სუნთქვა სასიამოვნოდ მედებოდა სახეზე, ტუჩებზე ოდნავ შევახე ტუჩები და რა წამსაც იფიქრა რომ ვაკოცებდი, ზუსტად ამ დროს ყურში ჩავჩურჩულე. - რაც არ უნდა მოხდეს თვალები არ გაახილო ანა. - ვნებით ჭკუიდან გადასულმა ტუჩზე სიმწრით იკბინა მერე კი მუცლის ქვემოთ იგრძნო ჩემი კოცნა, კვნესის შეჩერება სცადა მაგრამ სხეულში დავლილმა ემოციამ ორგანიზმის კედლები გაურღვია და ოთახიც მისმა სასიმოავნო ხმამ მოიცვა.
- ადამ! - ხმა არ გავეცი. სწრაფად შევატრიალე და ახლა უკვე ხერხემალზე იგრძნო ტუჩები შეხება, ორივე ხელით ძლიერად მეჭირა მისი წელი, უკვე აღარ ცდილობდა კვნესა შეეჩერებინა, პირიქით სხეული შიგნიდან წამოსულ ემოციას რითმულად ააყოლა, ეს უფრო მახელებდა, - ადამ! - გაგრძელება ვერ მოასწორო რადგან მოულოდნელად ხელი ვკარი და როდესაც ზურგს უკან სიმყარე იგრძენო გაეღიმა, გავარვარებულ სხეულზე ცივი კედლის შეხება ესიამოვნა. ვხედავდი მის სხეულში დატრიალებულ ძლიერ ვიბრაციებს, მის მოთმინებას ინტერესით ვცდიდი, ფრთხილად, მოულოდნელი კოცნებით გამომყავდა მდგომარეობიდან და ამის გამო საიცარ სიამოვნებას განვიცდიდი. ანას კვნესაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა ოთახში. - ადამ გთხოვ! - ისევ შემევედრა მაგრამ არ ვჩქარობდი, მას კი უკვე მთელი სხეული ებრძოდა. კვნესით წაიღო ხელი ფეხებშორის, შევაჩერა და მაშინ როდესაც სიბრაზისგან თვალები უნდა გაეხილა ძლიერი ბიძგიც იგრძნო. სიმწრისგან ჩემს სხეულს დაეყრდნო, ძლიერად მიკბინა ბეჭზე და ჩემს მოძრაობას სინქრონულად ააყოლა სხეული. სიამოვნების იმ მორევში გადავეშვი რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა. რითმს სულ უფრო და უფრო ვუმატე და ანასთან ერთად სიამოვნებისგან გონება სრულიად დამებინდა. რადმენიმე წუთში ჩემი გმინვა შეერწყა მის ხმას და რომ არა თავის დროზე მყარად აგებული კედლები და ხმის დახშობის სისტემა მთელი სახლი გაიგებდა ოთახში გაჩაღებულ ვნებიან ომს, რომელიც იმაში გადაიზარდა რომ ხან ანა მიენარცხა კედლის ერთ მხარეს, ხან მე მივენერცხე მეორე მხარეს, გადაყირავებულ მაგიდასა და დამტვრეული ნივთების აღწერას აღარ დავიწყებ რადგან ასეთი საკმაოდ ბევრი იყო.
- თვალები გაახილე! - ვუჩურჩულე როგორც კი ეს საოცრად სასიამოვნო ომი დასრულდა. - დამემორჩილა და მწვანე თვალები შემანათა. - ოთახს შენ ალაგებ. -სწრაფად ავაფრიალე მისი სხეული და საწოლში მასთან ერთად გადავეშვი.
- იდიოტო! - ამოიჩურჩულა ანამ და ძალიან მალე მის სხეულს მოხვეულს მეც მშიდმა ძილმა წამართვა თავი.

13
უზარმაზარი სასადილოს ოც კაციანი მაგიდა ერთ კაცზე იყო გაშლილი, სუფრის თავში ჩაფიქრებული გელა იჯდა და განერვიულებულს, მკვეთრად დამჩნეოდა ლურჯი კაპილარები სახესა და ყელზე, ნერვულად გადაეჭდო სიბერით დაძაბუნებული თითები ერთმანეთში და ირონიულად უცქერდა მაგიდაზე დალაგებულ ხელუხლებელ სურსათს. მჭიდროდ შემოაჭდო ღვინის ბოკალს დაკოჟრილი თითები და მოზრდილი ყლუპი მოსვა, სახე აემღვრა სასმელს გადაჩვეულს და ალკოჰოლისგან გაფითრებულს გულიც უფრო მძიმედ აუძგერდა.
- წყეულო ნაბი/ვარო. - ამოიყვირა სასოწარკვეთილმა და ღვინის ჭიქა მაგიდაზე სწრაფად დააბრუნა. სისხლი უდუღდა, გონება კი ისე ჰქონდა არეული ცოტაც და ახალშობილივით აქვითინდებოდა.
- ბატონო გელა. - ზურგს უკან მოესმა მამაკაცის მერყევი ხმა.
- რა გინდა? - პასუხი ისე გასცა რომ მისთვის არ შეუხედავს.
- ადამია მოსული.
- რა? - ელდანაკრავივით წამოხტა გელა და მაშინვე უმტყუნა ასაკით დაუძლურებულმა სხეულმა, ორივე ხელით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და სუნთქვის დასარეგულირებლად თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. - მარტოა?
- მარტო და უიარაღო.
- შემოვიდეს. - სისხლი ტვინს ისეთი სისწრაფით აწვებოდა გელას უკვე მეტყველება უჭირდა, გაოფლილი შუბლი ხელსახოცით შეიმშრალა და ყელს მიბჯენილი ჰალსტუხიც მოუშვა სულის მოსათქმელად, სკამზე ნელა დააბრუნა სხეული და ადამის მოლოდინში ორი წუთი მთელ საუკუნეთ მოეჩვენა.
- დილამშვიდობის. - ირონიული მეჩვენა საკუთარი ხმა, როდესაც გაფითრებულ გელას მივესალმე და თანხმობის მიღების გარეშე მოვთავსდი მის გვერდით მდგარ ცარიელ სკამზე, სუფთა ჭიქა სწრაფად ავაფრიალე თითებში და სასმელი დავისხი, ოდნავ შევანჯღრიე, დავყნოსე და მოვსვი. - კარგი ღვინოა. - გულწრფელად დავამატე, ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დავაბრუნე, სკამის საზურგეს მთელი სიძლიერით ავეკარი და სიტუაციის მართვით გახალისებულმა კმაყოფილი მზერა შევანათე ჩემი ვიზიტით ჯერ კიდევ დადუმებულ გელას. - ალბათ ხვდები აქ რატო ვარ. - ღიმილით დავამატე და უფრო მჭიდროდ ავეკარი სავარძელს.
- გიორგი შენ გყავს? - მღელვარების დამალვას ამაოდ ეცადა ბაბლუანი.
- ჭკვიანი კაცი ხარ. - წამოვიმართე, იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დავეყრდენი და ინტერესით ჩავაშტერდი მობერებულ თვალებში, თვალებში სადაც ასაკის მიუხედავად კერ კიდევ მკვეთრად ჩანდა ბაბლუანის შურისშიების დაუოკებელი სურვილი და ახალგაზრდული სულისკვეთება.
- რა გინდა?
- კითხვები მაქვს და იმედი მაქვს გულწრფელად მიპასუხებ. - სიგარეტის ერთი ღერი ტუჩებსშორის მოვიქციე, მოვუკიდე და ღრმად მოვქაჩე.
- შემიძლია აქვე გაგაფრთხობინო სული.
- არა. - გავიღიმე და გამონაბოლქვი გარეთ გამოვუშვი. - ჭკვიანი კაცი ხარ გელა, მე თუ მომკლავ მშვენივრად იცი რომ გიორგის ვეღარასდროს ნახავ.
- არ მადარდებს. - ეცადა მაგრამ ყბა მაინც აუთრთოლდა ბაბლუანს და ყურადღების გადასატანად სასმელი მოსვა.
- რაც არ უნდა მითხრა ის შენი შვილია, უვარგისი, მაგრამ შვილი, მის გარდა არავინ გყავს, მიმოიხედე. - დემონსტრაციულად გავშალე ხელი და უზარმაზარი ცარიელი ოთახისკენ გავიშვირე. - სრულიად მარტო ხარ, ერთადერთი ადამიანი რომელიც გვერდით გყავდა ახლა სარდაფში, თაგვებთან ერთად მყავს გამოკეტილი და თუ ისე არ მოიქცევი როგორც მე გეტყვი ყოველ დილით მისი სხეულის თითო ნაწილს მიიღებ ფოსტით და ეს მანამ გაგრძელდება სანამ ბოლოს მის თავს არ მოგართმევ ლანგრით.
- ამას ვერ გააკეთებ. - რატომღაც თვითაჯერებული გახდა უცებ ბაბლუანი.
- შევამოწმოთ? - ჯიბიდან პატარა ყუთი ამოვიღე და წინ დავუდე. - გახსენი და თავად დარწმუნდი. - სასმელი მოვსვი და მოთმინებით დაველოდე ბაბლუანის რეაქციას, რომელმაც ათრთოლებული თითებით სწრაფად გახსნა კოლოფი და წამებში ამოაჯდა სიმწრით დაბერილი ძარღვები დანაოჭებულ კანზე. - მარცხენა ხელის საჩვენებელი თითია, ქალივით ტიროდა როცა ვაჭრიდი, მაგრამ ჯერ არ იცის რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ასე რომ.
- რა გინდა ადამ! - ხმაურით გადაყლაპა ბაბლუანმა პირს მომდგარი ნერწყვი და ამღვრეული თვალები მომაპყრო.
- ასე უკეთესია. - სასმელი გამოვცალე და ღიმილით გავხედე სასიკვდილო განაჩენის გამოტანით სახეალეწილ ბაბლუანს, რომელიც ერთ წუთში ისე დაპარავდა, ისეთი უსუსური მეჩვენა რომ არ მცოდნოდა ვინ იყო ალბათ სახლში წავიყვანდი და უზრუნველი სიბერით ვუზრუნველყოფდი. - პირველ რიგში ჩემი ოჯახის ხელშეუხებლობის გარანტია მჭირდება.
- მიიღებ მას.
- ეს ანასაც ეხება.
- ანა შენი ოჯახის წევრი არ არის. - სიგარეტს მოუკიდა გელამ და ვაჭრობისთვის მოემზადა.
- მართალი ხარ არ არის, მაგრამ მას ხელს არ ახლებ, თუ რამე მოუვა.
- შეგიყვარდა? - ირონიულად გადაწვა ბაბლუანი სავარძლის საზურგეზე და ჰალსტუხი კიდევ უფრო მოუშვა.
- ეს შენ არ გეხება.
- გიყვარს! - ღიმილით დაამატა და სიგარეტს ღრმად მოქაჩა. - გავიგე შენი ცოლი გაგიჟებულა, ვწუხვარ.
- სალის სახელს მეორედ თუ იტყვის შენი ბინძური პირი მაგ ენას ამოგაძრობ და უკან გაგთხრი. - ძლიერად შევკარი ხელის გულები და საკუთარ თავს დამშვიდება ვაიძულე.
- გრძნობები ბოლოს გიღებს ადამ. არ იცი როგორ მოიქცე არა? ვერც ერთს ვერ თმობ და ეს გაგიჟებს, ხომ ასეა? ქალები გღუპავდა ყოველთვის.
- ანას ხელს არ ახლებ.
- ამას ვერ შეგპირდები.
- მაშინ გარიგება არ შედგება, ხვალ კი გიორგის მეორე თითს ელოდე.
- ასე არ გამოვა, ის რომ ჩემი შვილი ტყვედ გყავს არ ნიშნავს რომ ყველა შენს მოთხოვნას დავაკმაყოფილებ.
- ამდენად არაფერს ნიშნავს გიორგი შენთვის?
- ეს შენ არ გეხება, წლებით ნაშენებ ციხესიმაგრეს ვიღაც დილერის გამო არ დავანგრევ. ის მოღალატე კახპაა და საკადრისად დაისჯება, ახლა პრინცესასავით გყავს გამოკეტილი მაგრამ ყოველთვის ვერ შეძლებ მის დაცვას.
- დაასრულე? - ბრაზით წამოვენთე და სასმელი მოვსვი.
- ანასთან დაკავშირებით კი და თუ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას გიორგის მორიგი თითი უნდა შეეწიროს თანახმა ვარ. - სათქმელი პირზე შემაშრა გელას მოზღვავებული ადრენალინისა და თვალებში ჩამდგარი სიბოროტის გამო. წამით მის თვალებს მზერა გავუსწორე, ადუღებულ სისხლს ყურადღება არ მივაქციე, ღრმად ამოვისუნთქე და სავარძლიდან მშვიდად წამოვდექი. გელამაც იგივე გაიმეორა.
- შედეგებზე პასუხს შენ აგებ. - სწრაფად გავეშურე გასასვლელისკენ და სახლი რომელიც სულს ასე მიხუთავდა უკანმოუხედავად დავტოვე.
------------

ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, უცნაურად აფორიაქებული უცქერდა ჰორიზონტზე გადაჭიმულ სიმწვანეს, სახეზე ასახული ემოცია ისეთივე გაურკვეველი იყო როგორც მის გულსა და გონებაში დატრიალებული ქაოსი, ამ ორ, მისთვის მნიშვნელოვან სხეულის ნაწილებს ხელჩართული ომი გაეჩაღებინათ ერმანეთთან და სწორედ ჭრილობებით მიყენებული ტკივილის კვალი კიაფებდა მის მწვანე თვალებში. გაურკვეველი ემოციების დალაგებაში ხელი კარზე კაკუნმა შეუშალა, სწრაფად ჩამოხტა ფანჯრის რაფიდან, სარკეში არეულ გამოსახულებას წამიერად შეავლო თვალი, აბურდული თმა შეისწორა და კარის გასაღებად წავიდა.
- შეიძლება? მორცხვად ითხოვა მარიამმა შესვლის ნებართვა და ანამაც უფრო ღრმად გააღო კარი. - ერთმანეთი არ გაგვაცნეს? - საწოლზე ჩამოჯდა მარიამი და ღიმილით ახედა ფეხზე მდგომ ანას, რომელიც ვერაფრით მიმხვდარიყო რატომ გადაწყვიტა რატის მეგობარმა გოგონამ მისი გაცნობა. - მარიამი. - მის გამოწვდილ ხელს წამიერად შეავლო მზერა და საპასუხოდ ხელი შეაგება.
- ანა.
- გავიგე რაც ადამის ცოლისთვის გააკეთე, სხვა ასე არ მოიქცეოდა.
- ასე რატომ ფიქრობ?
- შენ გიყვარს ადამი. - მორცხვად ამოიჩურჩულა მარიამმა და თვალებით იატაკი გაბურღა.
- ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი ცოლის სიკვდილი მენდომება. - სწრაფად მოთავსდა ანა მის გვერდით და დაკვირვებით შეათვალიერა მის წინ მჯდომი ოციოდე წლის ქერა გოგონა, რომელსაც სავსე მკერდს პროვოკაციულად შემოტმასნული მაისური ძლივს უკავებდა და მღელვარებისგან აწითლებულ ყელზე შესამჩნევად გასჩენოდა წითელი ლაქები. - ღელავ? - ფრთხილად შეახო ანამ ხელი და გოგონა კიდევ უფრო დაიბნა.
- ასე მეტყობა?
- შენზე ათი წლით უფროსი მაინც ვიქნები, ასე რომ კი გეტყობა. - გაიღიმა ანამ და მარიამს ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია. - რამე გაწუხებს?
- ფეხმძიმეთ ვარ. - დაბალი ხმით ამოიჩურჩულა მარიამმა და ნერვიულობით ქვედა ტუჩს ჩააფრინდა.
- ეს ხომ შესანიშნავი ამბავია?
- რატის არ უყვარს ბავშვები.
- უკვე ესაუბრე?
- არა.
- იქნებ ცდები და პირიქით ასეთი დაძაბულობის ჟამს ამ ამბავმა გაალღოს ამ სახლის თითოეული ბინადრის გული?
- ამისთვის ახლა არავის ცხელა, ადამს არასდროს მოვწონდი, არც მათ გამზრდელ ლენას ვეხატები გულზე, რატიც სულ ახლახანს გათბა და გალღვა ჩემს მიმართ, მეშინია ამ ამბის გამო არ შემიძულოს.
- ბავშვის გამო? - გულწრფელად გაიღიმა ანამ, მარიამს ათრთოლებულ ნიკაპაზე ხელი ჩაავლო, თავი ზევით ააწევინა და თითებით ცრემლები შეუმშრალა. - ჩემთან რატომ მოხვედი?
- ვინმესთვის უნდა მეთქვა.
- რამდენის ხარ?
- ორი თვის.
- გინდა ეს ბავშვი?
- რა თქმა უნდა. - თავი ვეღარ შეიკავა მარიამმა და ცემლები სეტყვასავით მოსწყდა მის დაბნეულ თვალებს.
- დამშვიდდი. - გულზე ნაზად მიიხუტა ანამ მარიამის აკანკალებული სხეული და მის ყურთან დაბალი ხმით დაიწყო მშვიდი მელოდიის ღიღინი.
- სასიამოვნო ხმა გაქვს. - პატარა ბავშვივით უფრო მჭიდროდ აეკრო მარიამი ანას სხეულს და სულ მალე იგრძნო როგორ დაუმშვიდდა აფორიაქებული გონება.
- დედისგან გამომყვა, არასდროს მინახავს მაგრამ ვიცი რომ კაბარეს მოცეკვავე იყო და შესანიშნავად მღეროდა. - ხმაში ბზარი შეერია ანას.
- არასდროს გიცდია მისი პოვნა?
- რისთვის? როცა გტოვებენ გამოდის ასე იყო საჭირო.
- იქნებ მიზეზი ჰქონდა.
- ალბათ ჰქონდა თუმცა მე ეს არ მაინტერესებს. - ძლივს გადააგორა ანამ ყელს მომდგარი ემოცია და ფეხზე წამოდგა. - შენს შეყვარებულს უნდა უთხრა ბავშვის შესახებ, თუ უყვარხარ შენთან ერთად გაიხარებს ამ ამბით, ბავშვი უცოდველი არსებაა, შეუძლებელია ის გძულდეს.
- მადლობა, მაპატიე რომ შეგაწუხე. - ფეხზე წამოდგა მარიამი და კარისკენ დაიძრა.
- ხო საქმეს მომაცდინე. - სახე დაემანჭა ანას. - ასეც არ იყოს ერთადერთი ხარ ამ სახლში ვისაც ჩემთან საუბრის სურვილი გაუჩნდა. სხვები ისე მიყურებენ თითქოს კაციჭამია ვიყო. - ღიმილით დაამატა ანამ და სტუმარი ოთახიდან გაისტუმრა. - საბრალო. - ამოიჩურჩულა როგორც კი მარტო დარჩა. - ჯერ სულ ბავშვია. - ისევ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, ამჯერად ადამზე აღარ ფიქრობდა, ქალის ნაკვთებს ალაგებდა გონებაში და იმ სახის გახსენებას ცდილობდა, რომელიც ერთადერთხელ ნახა უპატრონო ბავშთა სახლში გატარებული წლების პერიოდში საბუთებზე აკრული სურათის წყალობით. გამოუვიდა, გაიხსენა, გულის არეში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო, სისხლი შადრევანივით მიასკდა მის გონებას და ცხარე ცრემლით აქვითინდა.
-----------
სარდაფის ნესტიან კედლებში, ცემისგან სრულიად დაუძლურებულს, წვეთობით მოსდიოდა მოჭრილი თითის ადგილიდან ბლანტი წითელი სითხე.
- წყალი. - ძლივს ამოიჩურჩულა და გამშრალი ტუჩები ენით გაისველა.
- თუ სწორად მახსოვს როცა ტყვეობაში მე ვიყავი შენ კი ჩემს ადგილზე იყავი წვეთი წყალი არ მოგიწოდებია ჩემთვის. - სავარძლიდან წამოვიმართე და სკამზე დაბმულ გიორგის წინ დავუდექი. ჭუჭყიან თმებზე სწრაფად ჩავავლე თითები და თავი ავაწევინე, გახეთქილი წარბიდან სისხლი ისევ მოჟონავდა. - მზად ხარ მეორე თითიც დაკარგო?
- ადამ. - სისხლთან ერთად ცრემლმა გაიელვა გიორგის თვალთან.
- სად გაქრა ის მაგარი ბიჭი არაფრის რომ არ ეშინოდა? - ძლიერად მოქნეული იდაყვი სახეში შევანარცხე, წაბარბაცებულ სკამი სწრაფად დავაბრუნე თავის ადგილზე, ხარხარით შემოვუარე სკამზე გაშოტილ ბაბლუანს, მარცხენა ხელის მაჯაში ძლიერად მოჭერილი ჩემი თითები იგრძნო თუ არა არამიწიერი ღრიალიც აღმოხდა მის ყელს. სწრაფად გაიელვა ჩემს ხელში ბასრმა დანამ და მოჭრილი ცერა თითით ხელში ატირებულს ყრუ ყვირილი რომ უხეთქავდა ფილტვებს წინ მისივე თითის ქნევით ავესვეტე.
- ნაბი/ვარო.
- მადლობა მამიკოს უთხარი. - სახეზე ხელი მოვუთათუნე. - შეფუთეთ და მამამის გაუგზავნეთ. - მოჭრილი ცერა თითი დაცვას ვესროლე, სისხლიანი ხელი ხელსახოცზე გავიწმინდე და სარდაფი დავტოვე. - აქ რას აკეთებ? - სხეული დამეჭიმა კართან მომლოდინე რატის დანახვის გამო.
- ჩემთვის როდის უნდა გეთქვა რომ ბაბლუანი სარდაფში გამოკეტილი გყავს და მის სხეულს ნაწილ-ნაწილ ჭრი.
- ეს შენ არ გეხება რატი. - გვერდის ავლა ვცადე მაგრამ ჩემი პატარა ძმა წინ გადამეღობა. - გამატარე.
- რატომ არ მითხარი?
- რაც უფრო ნაკლები გეცოდინება შენთვისვეა უკეთესი, სხვანაირად ვერ დაგიცავ.
- მე დაცვა არ მჭირდება! - ჩემთვის ჯერაც უცნობი ხმით იღრიალა რატიმ.
- აბა რა გჭირდება? - ხელის ძლიერი ბიძგით ავაკარი პატარა ძმა კედელზე და მის ყელს იდაყვი ძლიერად მივაჭირე. - გინდა რომ ოჯახის საქმეში ბოლომდე ჩახედილი იყო.
- მეც ამ ოჯახია წევრი ვარ. - ჩემი მაჯის ამოტრიალებას ეცადა ეს უკანასკნელი მაგრამ არ გამოუვიდა.
- მარიამს ხელი მოკიდე და ამერიკაში წადი. - ძლიერად მივაჯახუნე კედელს და იქაურობას სწრაფად გავეცალე.
- ადამ! - კიბეებზე დამეწია ჩემი ძმის ყვირილი თუმცა ყურადღება აღარ მივაქციე და დარჩენილი კიბის საფეხურები სწრაფად ავირბინე.
------------

- უკეთესობა არ აქვს. - ზურგში დანის ჩარტყმას ჰგავდა ექიმის სიტყვები, გისოსებს ძლიერად ჩაფრენილს სისხლი მიდუღდა, არ შემეძლო სალის ამ მდგომარეობაში ყურება, არ შემეძლო მისი შეშლილი, ჰორიზონტში გაყინული თვალების ცქერა. მის სხეულს ზურგი ვაქციე, გისოსებს ზურგით ავეკარი, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. - ვწუხვარ. - დაამატა ექიმმა და მხარზე მზრუნველად შემახო ხელი.
- წუხართ? - ღიმილით ამოვთქვი ისე რომ თვალი არ გამიხელია. - რის გამო სწუხართ? იმის გამო რომ ჩემმა ცოლმა შვიდი წელი ჯერ კომაში მყოფმა გაატარა, ახლა კი დარჩენილი ცხოვრება ოთხ კედელსშორის გამოკეტილმა უნდა გაატაროს? ბოლოს რა იქნება? ქალს რომელსაც ფაქტიურად არ უცხოვრია, არ ყოფილა საზოგადოების ნაწილი, არ უცინია, არ უტირია, ბედნიერება არ ღირსებია მკვდარს გავიტან ამ აქოთებული საავადმყოფოდან და მიწას ისე მივაბარებ თითქოს არაფერი? - ხმაში ადრენალინს ვგრძნობდი და შეშლილი თვალები შევანათე ექიმს. - წუხართ არა? უკან გაირჭეთ თქვენი მწუხარება. - ამოვიჩურჩულე ჩემზე ორი თავით დაბალი ექიმის სახესთან დახრილმა და ისევ სალის გავხედე, ისევ სივრცეში მზერა გაყინული იჯდა, ისევ ღიღინებდა ჩემთვის კარგად ნაცნობ მელოდიას, მელოდიას, რომელსაც ჩვენს პატარას ძილის დროს უმღეროდა. - მიშველე ადამ. - ახლაც ყურში ჩამესმა სალის განწირული კივილი.
- ვერ გშველი პატარავ. - თვალდახუჭული მივეყრდენი ცივ გისოსებს და მხების ცახცახით მივხვდი რომ ვტიროდი.
------------

ღამის სამი საათია, საკუთარი კლუბის კერძო ნომერში ღია ფანჯრის წინ სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ხმაურში ჩაძირულ ქალაქს გავცქერი, ნება-ნება ვსვამ ვისკს, მთელი ოთახი სიგარეტის ნაცრისფერ ბურუსშია გახვეული, ჩემი ოთახის ქვემოდ მოგუგუნე კლუბიდან მუსიკის ჰანგები იღვრება და მიძინებულ ქალაქს ღრმად ჩაძინების საშუალებას არ აძლევს, ყოველ ღამით ერთი და იგივე მეორდება, ყოველ ღამით ვეშვები მოგონებების სქელ საბურველში და გათენებამდე მათთად ერთად უგზოუკვლოდ დავეხეტები, ბევრს ვსვამ, ცოტას ვჭამ, სარკეში არასდროს ვიყურები, ან თუ ვიყურები ამრეზით ვუცქერ იქედან მოცქირალ დასახიჩრებულ ანარეკლს. გამთენიისას როცა მზე მორცხვად და შეპარვით იწყებს ჰორიზონტზე კიაფს მეც ზიზღით ვათრევ მოდუნებულ სხეულს სავარძლიდან, საწოლს მთელი ძალით ვენარცხები და მხოლოდ მაშინ მეკარება ძილი, როდესაც მთელი ქალაქი იღვიძებს და უსარგებლო ცხოვრების ყოველდღიურ რუტინაში ერთვება. აქ მაშინ ვრჩები როდესაც სინდისით სრულიად დამძიმებულს ყველასგან განცალკავება და სასმლით გალეშვა მჭირდება. ახლა კი ჩემი სინდისის სიმძიმე სრულ ზენიტში იყო ასული და ისე მწარედ მიპირებდა ძირს დანარცხებას, ვიცოდი იქედან გადმოვარდნილს სული რომ ვერანაირად დამყვებოდა მიწაზე. ცხოვრებისეულ სასწორზე საყვარელი ადამიანების ბედი ეკიდა, ერთ მხარეს სალი იყო, შეშლილი ცოლი, რომლის სიყვარული ისე ძლიერად მქონდა ძვლებში გამჯდარი რომ ყოველი მისი გახსენებისას უნებურად იწყებდა საცრემლე ჯირკვლები ფუნქციონირებას, მის უაზრო ცხოვრებას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა და ეს მიზეზი მე ვიყავი, მე უნდა განმეცადა ყველა ის ტკივილი რაც მან განიცადა, მე უნდა ვყოფილიყავი შეშლილი, საავამდყოფოს კედლებში გამოკეტილი და არ ის ქალი რომელსაც ჩემი გამოჩენის დღიდან ბედნიერება არ ღირსებია. მეორე მხარეს ანა იყო, მთელი თავისი საიდუმლოებებით, ანა ჩემში იმხელა ვნებას აღძრავდა რომ კონტროლს ვეღარ ვუწევდი მასთან ყოფნის სურვილს, მომწონდა, მიზიდავდა და მასთან სიახლოვის სურვილი კიდევ უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა, მინდოდა მასზე მეზრუნა, ის მაინც დამეცვა. სინდისის ქენჯნა ამ ორი რადიკალურად განსხვავენული ქალის ჩემს ცხოვრებაში არსებობის გამო ჭკუიდან მშლიდა. ვერც ერთს ვთმობდი, არც ერთი მემეტებოდა.
- ნაბი/ვარი ხარ ადამ! - ზიზღით შევაკურთხე საკუთარ თავს და სასმელი ჩავცალე, არ მახსოვს მზე როგორ ამოვიდა ჰორიზონტზე, არც ის მახსოვს როდის შემოვიდა ჩემს ოთახში ჩემი კლუბის ორი მოცეკვავე გოგონა, არც ის მახსოვს როდის ან როგორ გავაშიშვლე მათი სხეულები, არც მათი სასიამოვნო კვნესის ხმა შემორჩენოდა ჩემს მეხსიერებას, მხოლოდ ის მახსოვს თვალები რომ სიმწრით გავახილე, თავის ტკივილისგან გული მერეოდა და როდესაც ჩემს საწოლში გაშოტილი ორი შიშველი, მძინარე გოგო დავინახე უარესად მომიჭირა სისხლში დარჩენილმა ალკოჰოლმა და იქვე რომ არ მერწყია სწრაფად მივაშურე საპირპარეშოს.

14
სული მოვითქვი თუ არა, სააბაზანოს ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი და სარკეში ჩაწითლებულ თვალებს ზიზღით შევავლე მზერა, წამოზრდილ წვერზე ზოლად ჩაყოლილი უზარმაზარი ჭრილობა გულს მირევდა, თუმცა ეს ჭრილობა არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც გულში მქონდა გაჩენილი, გისოსებს მიღმა, მუხლმოყრით მჯდომი სალი გამახსენდა, შემაჟრჟოლა და სიმწრისგან ლურჯი კაპილარები ამომაჯდა შუბლზე. სალის სახე ანამ ჩაანაცვლა, აქ კიდევ უფრო რთულად იყო საქმე, ქალი რომლის გვერდითაც დაკარგულ სულს სიმწრით ვპოულობდი ჩემგან წასვლას ითხოვდა მე კი უფლება არ მქონდა რომ შემეჩერებინა. არ მინდოდა მისი გაშვება მაგრამ ვგრძნობდი ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა და ამის გამო საკუთარი თავის უაზრო ყოფაში კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი. არეული სახე ცივი წყლით დავიბანე და საძინებელში დაბრუნებულმა თვალებმოჭუტულმა გავხედე ერთმანეთში ახლართულ ორ ლამაზმანს.
- ამის დედაც. - ჩუმად ამოვივურჩულე და იქაურობა დავტოვე.
-------------

ოთახში წინ და უკან შეშლილივით დააბოტებდა, ბრაზისგან გონება უდუღდა და ადგილს ვერ პოულობდა, უწმაწურ სიტყვებს დაუღალავად ისროდა და შეშლილ თვალებში სიბოროტით გაჟღენთილი მზერა ჩასდგომოდა. შეშინებული მარიამი სავარძელში შესაბრალისად მიკუჭულიყო და თვალს არ წყვეტდა წყობიდან გამოსულ შეყვარებულს.
- ყოველთვის ასე იყო! - სიმწრით იღრიალა რატიმ და კედელს მთელი ძალით დაარტყა ხელის გული, ტკივილს ყურადღება არ მიაქცია, ახლა შუბლით მიებჯინა კედელს და თვალები დახუჭა.
- რატი. - მსუბუქი ხელი იგრძნო ბეჭზე მაგრამ გოგონას ხელი აუქნია და სახით მისკენ შებრუნდა.
- ვერ ვიტან ჩემს ძმას! - ზიზღი ამოაყოლა ამ რამდენიმე სიტყვას და თვალებიც აემღვრა. - თავი ყოვლისშემძლე ჰგონია, სინამდვილეში ერთი არაფრის მაქნისი არარაობაა, რომელსაც ისიც კი ვერ გაურკვევია შეშლილი ცოლი უფრო უყვარს თუ თავისი სექსუალური დილერი.
- და რას ითხოვ მისგან? - მის სახეს ფრთხილად შეახო გოგონამ ათრთოლებული თითები და აიძულა თვალებში ეცქირა.
- შენ რა გჭირს? - ახლაღა შენიშნა რატიმ მისი ამღვრეული თვალები.
- შენზე ვღელავ, არ მინდა ისევ სამკვდრო-სასიცოცხლოთ გადაეკიდოთ შენ და ადამი ერთმანეთს, იქნებ ის მართალია, იქნებ უკეთესია აქაურობას გავეცალოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ.
- შენ არ ამბობდი რომ მე შემიძლია სამყარო ვმართო ისე რომ სამყარო ოდნავადაც ვერ იბატონებს ჩემზე? - ღიმილით ჰკითხა რატიმ მარიამს და აკანკალებული ტუჩები ვნენით დაუკოცნა.
- მეშინია რატი. - ამოიჩურჩულა მარიამმა და მის მკერდს მიეყრდნო თავით.
- რისი პატარავ?
- შენი დაკარგვის.
- არ დამკარგავ. - მჭიდროდ მოხვია რატიმ ატირებულ შეყვარებულს მკლავები და შუბლზე ნაზად აკოცა.
-----------

მისაღებში იჯდა, თვალცრემლიანი უცქერდა სისხლშემხმარ ცერა თითს, გულის რევის შეგრძნებისგან მთელი სხეული უდუღდა. თავში მოხეთქილი სისხლისგან თვალები ეწვოდა.
- წყეულო ნაბი/ვარო! - დაიყვირა გელა ბაბლუანმა და სავარძლიდან წამოდგა.
- ბატონო გელა. - შეპარვით წარმოთქვა კართან მდგომმა დაცვამ და როდესაც გელას გააფთრებულ თვალებს გადააწყდა მთელი სხეული ნერვიულობით გამოწვეულმა ოფლმა დაუნამა.
- რა ჯანდაბა გინდა.
- იდეალურად დაცული აქვს ადამს თავისი ტერიტორია, გამორიცხულია შენობაში შევაღწიოთ.
- მის შეშლილ ცოლზე რას იტყვი?
- აუღებელია იქაურობა.
- ნაბი/ვარი!
- ის წყეული დილერი ისევ სახლში უგდია?
- გარეთ გამოსული არ გვინახავს.
- მისი ძმა?
- რამდენჯერმე დატოვა სახლი თუმცა დაცვის ათიოდე თანამშრომელი მაინც ახლავს თან.
- ანუ მეუბნები რომ გიორგი განწირულია? - სიმწრით ჩაეშვა გელა სავარძელში და დაღლილი სახე ხელისგულებით მოისრისა.
- ვფიქრობ თუ მისი გადარჩენა გინდათ ადამის მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ. - დამნაშავე ბავშვივით ჩახარა დაცვამ თავი და ხელის გულები ძლიერად შეკრა.
- იმ ლაწირაკმა როგორ უნდა მაჯობოს? - ბრაზით წამოენთო გელა.
- კარგად შეირაღებულია ბატონო გელა. ომს თუ დავიწყებთ დავმარცხდებით, არც მათთან საბრძოლო ძალები გაგვაჩნია და არც სათანადო რაოდენობის მოკავშირეები გვყავს.
- გეგჭკორზე რას იტყვი?
- მიჭირს ამის თქმა თუმცა გეგეჭკორმა აშკარად ადამის მხარეს გადაინაცვლა.
- ეს რას ნიშნავს? - სახე გაუფითრთდა გელას.
- იმ დღეს ბიჭებმა დაინახეს როგორ მხიარულად გამოვიდნენ ადამი და გეგეჭკორი კლუბიდან, ერთმანეთს მოეხვივნენ და გულთბილად დაემშვიდობნენ.
- ახალკაცი? - ყბა აუთრთოლდა ბაბლუანს.
- ორჯერ ესტუმრა ამ პერიოდის მანძილზე ადამის სახლს, როგორც ჩანს ისიც გადაიბირა.
- ვაშაძე? - ამღვრეულ თვალებში სასოწარკვეთა გაუკრთა გელას და გულის არეში ძლიერი ჩხვლეტაც იგრძნო, სიმწრით მოიჭირა სუსტად მფეთქავ ორგანოზე ხელის გული და სახე დაეძარღვა.
- ეგეც!
- და დარჩა ვინმე? - თვალები ძლიერად დააჭირა გელამ ერთმანეთს და სავარძლეში უფრო ღრმად ჩაეჰლო.
- პატარაია!
- მაგას თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს მე რაში უნდა გამომადგეს. - ცოტა ხანს ისე დადუმდა ბაბლუანი რომ საკუთარი კი არა კართან მდგომი დაცვის თანამშრომლის გულის ცემაც კი მკაფიოდ ესმოდა. - ჭკვიანია ის ნაბი/ვარი, ძალიან ჭკვიანი. - დაამატა ბოლოს და სავარძლიდან წამოდგა.
- რას მიბრძანებთ?
- ჯერ არაფერს.
- მაგრამ გიორგი მათ ყავთ.
- შენი შეხსენების გარეშეც ვიცი რომ ის იდიოტი მათთანაა. - წყობიდან გამოვიდა გელა და განწირულმა დაიყვირა. - მოვიფიქრებ და გეტყვი როგორ მოვიქცეთ. - წელში საგრძნობლად მოხრილიყო გელა ბაბლუანი და ოთახიდან გასვლისას აშკარად ეტყობოდა რომ დაუძლურებული ფეხები აღარ ემორჩულებოდა და ძლივს მიათრევდა დამძიმებულ კიდურებს.
------------

სახლის უკანა მხარეს დატანებული საიდუმლო კარი ბრაზით გავაღე, სწრაფად ჩავირბინე წვრილად ნაშენები ხის კიბეები, თითის ქნევით დავუბღვირე კართან მდგომ დაცვას, რკინის მძიმე კარი წიხლით შევანგრიე და თავჩაქინდრულ ბაბლუანს მოწყვეტით გავუქანე სახეში ხელი.
- ყლ/ზე კიდიხარ მამაშენს. - სახეში მივახალე და მისგან მომავალმა ოფლისა და ჭუჭყის ნაზავის სურნელის გამო წამომაზიდა.
- ნუთუ. - სიმწით გამოსცრა დახეთქილი ტუჩებიდან.
- შენი დედაც. - მაგიდაზე დადგმულ წყლის გრაფინს დავწვდი და სახეში შევასხი გამოსაფხიზლებლად. მტანჯველი სინელით გაისველა გიორგიმ ტუჩები და ცემით დასიებული თვალებიდან ძლივს გამისწორა მზერა.
- ალბათ ისეთი რამ სთხოვე რაზეც წამოსვლა არ უნდა.
- შენც გაწირავდი მის ადგილზე ერთადერთ შვილს?
- ადამ. - ყრუდ წარმოთქვა გიორგიმ ჩემი სახელი და სისხლი ამოახველა, რამდენიმე წამით დადუმდა და შემდეგ საუბარი განაგრძო. - ზოგჯერ გიწევს საყვარელი ადამიანების გაწირვა იმისთვის რომ ომი მოიგო.
- რა ხალხი ხართ საერთოდ? - თავზე ორივე ხელი მჭიდროდ შემოვიხვიე და თვალები დავხუჭე. საოცრად მიჭირდა გონებაში დანთებული ქარცეცხლის დაოკება, ვხედავდი ბაბლუანების უგულო დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და სულ უფრო ვრწმუნდებოდი რამხელა საფრთხე ემუქრებოდა ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს თუ ეს ორი ნაბი/ვარი ისევ განაგრძობდა სიცოცხლეს. სხვა გზა აღარ მრჩებოდა, ომი რომლის დწყებასაც ასე ვერიდოებოდი კარს მქონდა მომდგარი და მინდოდა თუ არა უნდა გამეკეთებინა საპასუხო დარტყმა, უნდა მეჩვენებინა რომ მათი არ მეშინოდა და ჩემი ოჯახის დასაცავად ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.
- მამაშენს შეგახვედრებ. უკანასკნელ შანს მოგცემთ რომ თავები გადაირჩინოთ.
- ლაფში გასვრას სიკვდილი მირჩევნია.
- შენი ნებაა. - თავში მოწოლილ სისხლს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე, ბაბლუანის დაუძლურებულ სხეულს სწრაფად ჩავავლე ხელები, სკამიდან წამოვაყენე და მაგიდას სახით ავაკარი. თითებ მოჭრილი ხელი სახის გასწვრივ ისე დავუჭირე რომ კარგად დაენახა.
- არ გინდა. - წინააღმდეგობის გაწევას ეცადა მაგრამ ტყვეობით დაუძლურებულს ძალა არ შესწევდა შემწინააღმდეგებოდა.
- იქნებ ამან მაინც მოგიყვანოთ გონს. - მის მაჯასთან სწრაფად გაილევა უზარმაზარმა დანამ, თვალებდახუჭული ყრუდ ხრიალებდა გიორგი ბაბლუანი, სახე ერთიანად დამისვარა მაჯიდან ამოხეთქილმა სისხლის შადრევანმა. ბაბლუანის გონება დაკარგული სხეული ისევ სკამზე დავაბი. მაგიდის ზედაპირზე დატოვებული შემზარავი სანახაობის მოჭრილი მტევანი ხელში ავიღე და დაცვას ვესროლე, რომელიც ცოტაც და ღებინებით გონებას დაკარგავდა. - ექიმი მოყვანეთ, არ მინდა სისხლისგან დაიცალოს, მისი ხელი კი მამამის გაუგზავნეთ.
- ადამ. - ზურგს უკან მომესმა რატის ხმა, წამიერად სხეულის ყველა კიდური მომეყინა, ყბის ძვლები ამომაჯდა და ხელებშეკრული შევტრიალდი ხმის მიმართულებით.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ რატი?
- ამ სასაკლაოში რამდენი ადამიანი გყავს დანაწევრებული? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა რატიმ და ნერვიულობით აცახცახებული ხელები ზურგს უკან დამალა.
- გინდა იცოდე? ბოლოსდაბოლოს გინდა რომ ეს საქმე აკეთო? - ხმაში აღზნება შემეპარა, ჩემს ძმას სისხლიანი ხელები პერანგში ჩავავლე და მზერა გავუსწორე. - ბევრი მომიკლავს, ბევრიც დამინდია, მაგრამ ისე დამინაწევრებია რომ მის დანდობას აზრი აღარ ჰქონია, ყველა ვინც ჩემს ოჯახს ერთხელ მაინც დამუქრებია აი აქ, ამ სკამზე წამებით ითვლიდა ბოლო წუთებს. გინდა შენც ისეთივე მონსტრი გახდე როგორიც მე ვარ? ეს გინდა? - უკვე ვგრძნობდი როგორ ვღრიალებდი და დაბნეულ რატის კიდევ უფრო როგორ ვაბნევდი. - არ მინდა რომ მკლელი იყო გესმის? - სახეზე ძლიერად მოვუჭირე ორივე ხელი. - მინდა მშვიდად ძილი შეგეძლოს, მინდა ბედნიერების შეგრძნებით ატარებდე შენს ცხოვრებას და არა ისე როგორც მე. არ მინდა ისეთივე უემოციო გახდე როგორიც მე ვარ. არ მინდა ისე დაიტანჯო როგორც მე. ხედავ სალის რა მოუვიდა? გინდა რომ მარიამმაც მისი ბედი გაიზიაროს? ვერ ხვდები რომ ჩემი სისუსტე საყვარელი ადამიანებია? ვერ ხვდები რომ არავის უნდა ადამის მოკვლა მაგრამ ყველას სურს შენი, სალის და ახლა უკვე ანას სიკვდილიც, მარიამიც მალე შევა მათ რიცხვში, რა იცი რომ უკვე არ შესულა? რა გინდა რატი? ეს გინდა? - ძლიერად მოვუჭირე კეფაზე ხელი და შუბლით მის შუბლს მივეყრდენი. არაფერს ამბობდა, იდგა ერთ ადგილზე გახევებული და ტახიკარდიის დარეგულირებას ამაოდ ცდილობდა. - შენ რომ რამე მოგივიდეს მოვკვდები. - ჩუმად ამოვთქვი და ვიგრძენი როგორ მომეშვა. ჩემი ძის აცახცახებული ხელები ვიგრძენი მხრებზე რომლებიც ისე ძიერად მიჭერდა, ცოტაც და გამგუდავდა.
- მაპატიე. - ყრუდ ამოიჩურჩულა და კიდევ უფრო მჭიდროდ მომეხვია.
- შენ მაპატიე რომ ისეთი ძმა არასდროს ვყოფილვარ როგორიც გინდოდა რომ ვყოფილიყავი. - ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და გავუღიმე.
- დაიბანე თორემ ისეთი სისხლიაინი ხარ ვინმეს შეაშინებ. - ღიმილით გამკრა რატიმ მხარი და იქაურობა ჩემთან ერთად დატოვა.
-------------

სარკის წინ იდგა, სევდიანად უცქერდა სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას, გული ძლიერად ფეთქვდა და ხარბად ამუშავებდა სისხლის მდინარეებს. ღრმად სუნთქავდა, საკუთარ გულისცემას უგდებდა ყურს და ცდილობდა არც ერთი გამოხმაურება უყურადღებოდ არ დაეტოვებინა, სხვა საქმე არ ჰქონდა, კვირაზე მეტი გავიდა რაც ოთახიდან ცხვირიც კი არ გაუყვია. ცრემლი მოერია, ცხვირის წვერი აეწვა მაგრამ თავს მოერია. ტირილის უფლება არ ჰქონდა, ასე იყო საჭირო, ადამს ენდობოდა, იცოდა რომ ბოლოს მაინც გაუშვებდა. ცრემლები უკუაგდო და ის იყო დასაწოლად მოემზადა კარზე რომ დაუკაკუნეს. სწრაფად მივიდა და საკეტი გახსნა.
- გამარჯობა. - პასუხს არ დაველოდე, ისე ავაფრიალე მისი სხეული ხელში და ხარბად დავუკოცნე სასურველი ბაგეები. - ძალიან მომენატრე. - ძლიერად მოვუჭირე მკვრივ უკანალზე თითები და მისი მსუბუქი სხეული წელზე შემოვისვი, ერთი ხელით კარი მივხურე და მის ზედაპირზე ზურგით ავაკარი ანას აცახცახებული სხეული.
- ხომ დამპირდი რომ ჩემზე ძალადობას შეწყვეტდი? - ღიმილით მითხრა კოცნებს შორის.
- კარი თავად გამიღე. - წარბის აწევით ავხედე ჩემს ბეჭებზე დაყრდნობილს, რომლის თითებიც დაუკითხავად შესრიალდა ჩემი პერანგის საყელოსთან და სწრაფი მოძრაობით გადაღეღა მსუბუქი მატერია, ღიმილით გააყოლა თვალი ძირს გაგორებულ ღილებს და ქვედა ტუჩს ოდნავ შეეხო კბილებით.
- მეც მომენატრე. - ახლა თავად დამეწაფა ტუჩებზე და ენა ოსტატურად ააცეკვა ჩემს პირში.
- მაგიჟებ პატარავ. - ხმა საგრძნობლად მეცვალა, რაზეც ანას ჩაეღიმა. სწრაფად წავედი საწოლისკენ და როგორც კი ზურგს უკან რბილი საწოლი იგრძნო ორივე ხელით გულზე მომაწვა და გაჩერება მაიძულა. - რა იყო?
- ადექი. - მკაცრი იყო მისი ხმა.
- რატომ?
- ადექი. - ინტერესმა მძლია და დავემორჩილე, საწოლს მოვშორდი, ისიც წამოდგა, ტანის სასიამოვნო რხევით მომიახლოვდა, თითები ნაზად ამიტარა სახეზე, ტუჩებთან უფრო მსუბუქად გადაატარა, ამობრუნებული ხელით ჩაუყვა ყელს და მუცლის გავლით ქამრის სათავესთან შეჩერდა, გაშლილი ხელის გული აუსვა შარვალს ზემოდან, ფეხის წვერებზე აიწია და მოწვეტით მაკოცა. როგორც კი ხელები მოვხვიე წელზე, მაშინვე მომიშორა.
- ანა რა გინდა? - ღიმილით შევეცადე ისევ შევხებოდი თუმცა სწრაფად გახტა უკან, თითების მსუბუქი მოძრაობით გაითავისუფლა ერთხი მხარი სარაფნის წვრილი ზოლისგან, ნაზად ამოასრილა მხარი და მოშიშველბულ მკერდზე ხელის გული აიფარა. გამეღიმა და ფეხის თითებშიც სასიამოვნო სიცივე ვიგრძენი. ახლა მეორე მხარი გაითავისუფლა, სხეულზე ნაზად ჩასრიალდა მსუბუქი მატერია და მის ფეხებთან დავარდნილს წამით მზერა მომპარა, თვალები ნელა ავაჩოჩე უფრო ზევით, შავი პროვოკაციული საცვალი მჭიდროდ ჰქონდა მორგებული სავსე უკანალზე, ორივე თეძოს გავლით ჩაასრიალა თითები და ახლა საცვალიც ნაზად შემოეძრაცვა მის ტანს, დედიშობილმა თმა მსუბუქად აიწია კეფაზე და ნაბიჯი კიდევ უკან გადადგა. - ჯანდაბა ანა. - ძლივს გადავაგორე ყელში მომჯდარი ემიცია და გამშრალ ტუჩს მტკივნეულად მოვუჭირე.
- მოდი. - სააბაზანოსკენ დაიძრა ჩემი დილერი და თითის ქნევით მეც თან გამიყოლა.
- მართლა მაგიჟებ. - ხმა არ გამცა ისე შემომაცალა ისედაც დახეული პერანგი, წყალი მოუშვა და ხელის მსუბუქი ბიძგით მის ქვეშ შემაგდო, აღგზნებულს ისე მესიამოვნა ცივი კედლის შეხება წამით სიამოვმებისგან ამოვიგმინე კიდეც, ზურგით ამეკრო სხეულზე და მის უკანალს მჭიდროდ მიბჯენილი უკვე ვგრძნობდი საკუთარ ერექ/იას. წყალი მდინარეებად ჩადიოდა მის სხეულზე და ისედაც გაგიჟებულს სულ მახელებდა მისი სველი კანის შეხება. მოულოდნელად შემობრუნდა, ქამარი სწრაფად შეხსნა და საცვალი შარვალთან ერთად ჩამატარა ფეხებზე.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ. - გამომწვევად ამომხედა უკვე მუხლებზე მდგომმა და ნაზად მოიქცია ჩემი მეგობარი თითებს შორის.
- ჯანდაბა. - მთელი ძალით ავეკარი კედელს და თვალები წამიერად დავხუჭე როდესაც მისი ენა ნაზად ასრიალდა ჩემს პენი/ზე, რამდენჯერმე გაიმეორა და ბოლოს ენას პირისღრუც მიაშველა. ზურგზე ჩამოშლილი მისი თმა თითებში მოვიქციე და დაჭიმულმა დავხედე ჩემს მეგობარს მონდომებით ჩაფრენილს, მის ფრჩხილებს ვგრძნობდი საჯდომზე და მის ენს პენი/ზე. ფეხის თითები მომეყინა ანა კი უფრო ძლიერად ჩამაფრინდა და სიცივე ცოტა ხანში გაუსაძლისმა სიცხემ ჩაანაცვლა. მაჯებში მტკივნეულად მოვუჭირე ხელი, ფეხზე წამოვაგდე და სახით კედელს აკრულს მსუბუქად მივაწექი ხელით კეფაზე, ამოიკვნესა და კეფაზე სწრაფად ჩამაფრინდა თითებით. ორივე ხელი მის მკერდს მოვხვიე და მასში ძლეირად შესულს სიმწრის კვნესა აღმოხდა, სწრაფად და მტკივნეულად ვარღვევდი მის ორგანიზმს, მტკივნეულად მაგრამ სასიამივნოდ, კვენასას არ ერიდებოდა, ეს უფრო მახელებდა, გრილი წყალი ამაოდ ცდილობდა ორი ვნებით აჭრილი ადამიანის გაგრილებას, პირიქით უფრო ვხელდებოდი მისი სველი კანის შეხებისას. - მიდი. - ბრძანებას უფრო ჰგავდა ჩემი ხმა და საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა, ძლიერი მოჭერა ვიგრძენი და ათრთოლებული ანას სხეულიც მკლავებში ლამის ჩამადნა.
- ვერ გიტან. - ამოიჩურჩულა ღონემიხდილმა, ჩემსკენ შემობრუნდა და ისევ დამეწაფა ტუჩებზე.
- ჰო, იმდენად ვერ მიტან რომ პირველად მოგინდა მინ/ტის გაკეთება და ისიც ჩემთვის.
- რა იცი? - სახე შეეფაკლა და სუსტად დამარტყა გაშლილი ხელის გული მკერდზე.
- ვიცი პატარავ. - მისი სხეული ხელში ავაფრიალე, წყალი დავკეტე, საძინებელში ხელში აყვანილი გამოვიყვანე და უკვე ძილის საუფლოში მიმავალი ნაზად დავაწვინე საწოლზე. თვალები დახუჭა, ალერსით დაწითლებული ტუჩები საყვარლად გამობურცა და გაინაბა.
- მიყვარხარ. - ამოიჩურჩულა და მშვიდი სუნთქაც ამოუშვა.
- შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ მიყვარხარ. - ჩავჩურჩულე ყურში თუმცა ვიცოდი მას უკვე ეძინა. კიდევ რამდენიმე წუთი ვუცქირე მძინარეს ღიმილმორეულმა, ბოლოს მკლავები ძლიერად მოვხვიე და მის ყელში ცხვირჩარგულს მალევე ჩამეძინა. სხეულში გამჯდარი მოულოდნელი შიში ავისმომასწავებლად მომედო, გონებას ძლიერად მოუჭირა თავისი უზარმაზარი მკლავები, სხეულის ცახცახით წამოვხტი საწოლიდან რომ მძინარე ანასთვის სიმშვიდე არ დამერღვია, სწრაფად ამოვიცვი შარვალი და იქვე საწოლის კიდესთან იატაკზე ფეხმორთმით დავჯექი. თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და ღრმად ამოვისუნთქე. - მიშველე ადამ. - ძალიან ახლოდან მესმოდა სალის ხმა, სისხლი ამიდუღდა, სხეული დამეჭიმა, ადუღებამდე მისული თავი ხელებში ჩავრგე. - მიშველე ადამ. - როგორი რთული იყო ამ ხმის მოსმენა.
- ადამ. - მხარზე ხელის შეხების გამო წამით შევხტი. - კარგად ხარ?
- წინათგრძნობების გჯერა ანა?
- რას გრძნობ ახალ? - შიშველ სხეულზე ზეწარი შემოიხვია და იატაკზე ისიც ჩემს გვერდით დაჯდა.
- ტკივილს. დიდ ტკივილს მხოლოდ ტკივილის ზუსტი სახელი არ ვიცი. - მკერდზე ავიკარი ანას სხეული და შუბლზე ვაკოცე.
- შენ მოიგებ ამ ომს ადამ.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- ძლიერი მოტივი გაქვს.
- ჰოო? - ღიმილი მომგვარა მისმა პასუხმა.
- შენ კეთილი გული გაქვს. - თითები ნაზად შემახო მკერდზე და თავი ჩემ მხარზე მოათავსა.
- რა იქნება ომის შემდეგ? - ვიგრძენი პასუხის მოლოდინში გული როგორ ამიჩქარდა.
- სიმშვიდე.
- და მე და შენ რა გველის? - სხეულის ტემპერატურა უკვე ნორმას საგრძნობლად აჭარბებდა და სუნთქვაც მიჭირდა.
- მგონია, რომ ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი, ახლა კი თითქოს მეხსირება დავკარგე, დამავიწყდა ვინ ვარ. არაფერია იმაზე უარესი, როცა გრძნობ რომ არავის აღელვებს შენი არსებობა, არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე, რომ სამყარო უშენოდაც მშვენივრად გააგრძელებს სიარულს და შენი არსებობა ოდნავადაც არ შეაკრთობს. მე აქ ვიქნები. - გულზე დამადო ანამ ხელი. - აქაც. - ამჯერად შუბლზე მომადო ხელი. - მაგრამ არა ამ სახლში შენს გვერდით. - ვიგრძენი როგორ დამივარდა ტემპერატურა და ტკივილის მახრჩობელა კლანჭებმა როგორ მჭიდროდ შემიკრა სასუნთქი გზები.
- რატომ ანა? რატომ არ გინდა ჩემთან დარჩე?
- შენ მოგწონს ჩემტან ყოფნა რადგან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გძულს, ყოველთვის თავგადასავალებს ეძებ რადგან გინდა გაცილებით მნიშვნელოვანი რამეები დაივიწყო, საკუთარ ძარღვებში წარმოქმნილ ადრენალინზე ხარ მიწებებული, ის კი გავიწყდება, რომ ძარღვებში სისხლი უნდა ჩქეფდეს, სისხლი და სხვა არაფერი, გაიგე?
- კითხავაზეარ მიპასუხე.
- ჩვენი ურთიერთობა მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე სიარულს ჰგავს, თუმცა არავინ გვავალდებულებდა ამ გზაზე შედგომას, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ვიღაც სხვა ადამიანის სიზმარში ამოვყავი თავი. მე ჯერ არ მიპოვია რაღაც ადამ, როდესაც მას ვიპოვი მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ ვიპოვო სხვების ადგილი ჩემს ცხოვრებაში.
- და რას ეძებ?
- საკუთარ თავს. - ცრემლებით ამოიჩურჩულა და მჭიდროდ ამეკრო სხეულზე, ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია, მე მესმოდა მისი, ძალიან კარგად მესმოდა და არანაირი უფლება არ მქონდა მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქცევა მეიძულებინა.

15
მისაღების უზარმაზარი მაგიდის ირგვლივ მხიარულად მოთავსდა რატი და მარიამი, რატის სიყვარულით აღსავსე თვალები საოცარ სიმშვიდეს მგვრიდა და მივხვდი მარიამი ზუსტად ის იყო ვინც მას სჭირდებოდა, ამის გაანალიზების გამო თავი საოცრად მშვიდად ვიგრძენი და წითელი ღვინო კმაყოფილმა მოვსვი. სუფრას მათ გარდა ჩვენი ორი ბიძაშვილი, გიორგი და ლუკა შემოსხდომოდნენ, სუფრის თავში ვიჯექი და სრულიად კმაყოფილი ვუცქერდი მაგიდის წევრებს შორის წარმოქმნილ სიმყუდროვეს.
- ადამ. - მხარზე მზრუნველად შემახო ხელი ლენამ, სწრაფად ავიღე მისი მობერებული მტევანი და ნაზად ვეამბორე.
- რა მოხდა მოხუცო?
- სუფრა შვიდ კაცზე გამაშლევინე, თქვენ კი მხოლოდ ხუთნი ხართ, კიდევ ველოდებით ვინმეს?
- ერთი თავისუფალი ადგილი შენია ლენა, მინდა როგორც ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ისე მოთავსდე ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად ივახშმო.
- ჩემო საყვარელო ბიჭო. - თვალს მომდგარი ცრემლი სწრაფად შეიმშრალა ლენამ და მხრებზე მომეხვია.
- შენ რომ არა, მე და რატი საერთოდ დავკარგავდით ოჯახურ გარემოს, ასე რომ მინდა დღეის შემდეგ სიკვდილის უკანასკნელ წამამდე მხოლოდ ჩვენი ცქერით დაკავდე, აღარ მინდა ოჯახის საქმეებში იყო ჩართული, ვინმე სხვას გადააბარე შენი ცოდნა, შენ კი უბრალოდ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მინდა ისარგებლო.
- ეს არ დამიმსახურებია. - სლუკუნით ამოილაპარა ლენამ. სახეზე ძლიერად ჩამავლო თითები და შუბლზე ხმაურით მაკოცა.
- როგორ არა მოხუცო, დაიმსახურე თან როგორ. - ღიმილით ამიბა რატიმ მხარი. ლენა ახლა მას მიეჭრა და ლამაზი სახე განცხრომით დაუკოცნა.
- ღმერთი ამისთვის დაგაჯილდოვებთ. - ღიმილით ჩაგვჭიდა მე და რატის ხელი, შემდეგ კი მაგიდაზე ჩემს მარცხნივ დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი.
- ერთი ადგილი ისევ ცარიელია. - ჩემს მარჯვნივ ცარიელ სკამს გახედა მარიამმა, შემდეგ კი მზერა ჩემზე შეაჩერა. - კიდევ ვინმეს ველოდებით?
- მას. - ენის ბორძიკით ამოვიჩურჩულე და კარში შემოსულ ანას მზერა შევანათე. თეთრი კაბა ეცვა, წვრილ სალტებზე, მკერდთან პროვოკაციულად ჩახსნილი და სრულიად უზურგო, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ნაზად ეხებოდა მის სავსე თეძოებს, შავი თმა მსუბუქად შეეკრა კეფაზე და მწვანე თვალებში ჩამდგარ ვნებას ისე ასხივებდა წამი დასჭირდა რომ მთელი მისაღები მისით მონუსხული, დამუნჯებული დაეტოვებინა. - ჯანდაბა, რა ლამაზი ხარ. - ხმაურით წამოვდექი და ჩემსკენ მომავალს ხელი შევაგებე, რა ტკბილი იყო მისი თითების შეხება, ტანში სასიამოვნოდ გამცრა და გამშრალი ყელი სასმლით გავისველე.
- კარგად გამოიყურები. - ღიმილით უთხრა ჩემს გვერდით მოთავსებულ ანას მარიამმა და თავი დაუკრა.
- მადლობა. - დაძაბული ხელები მუხლებზე დაიწყო ანამ და ძლიერად მოუჭირა.
- კეთილი იყოს შენი ჩვენს ოჯახში შემობრძანება. - დაბნეულმა გახედა რატიმ ჯერ ანას და შემდეგ მე.
- ადამ. - საუბრის დაწყება სცადა ლენამ და ამღვრეული თვალები შემანათა.
- გისმენ მოხუცო.
- დარწმუნებული ხარ? - ხმა საგრძნობლად ეცვალა ლენას და ცრემლიანი მზერა ჩემიდან ანაზე გადაიტანა, რომელიც დაძაბულობის გამო სრულიად გაფითრებულიყო და ერთიანად თრთოდა.
- ანა ჩვენი სტუმარია. - ნაზად შევეხე მის ხელს, ძლიერად მოვუჭირე თითები და ვიგრძენი როგორ მოგვარა ამ ყველაფერმა სიმშვიდე. - ჩვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ მას საკმაოდ დიდი საფრთხე ელოდება, ამიტომაც გადავწყვიტე სანამ ომი რომელიც დაწყებულია არ დასრულდება და გარანტირებულად არ მეცოდინება რომ მას საფრთხე აღარ ემუქრება აქ იცხოვრებს. ჩვენთან ერთად ისაუზმებს, ივახშმებს და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით ის ჩვენი სტუმარია, სტუმარი რომელსაც საფრთხე ემუქრება და დაცვა სჭირდება, როგორც კი საფრთხე ჩაივლის. - ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხმა და ნერვიულობის დასაფარად ღვინო ბოლომდე გამოვცალე. - როდესაც ყველაფერი დასრულდება თავად გადაწყვეტს წავა თუ დარჩება. - ბოლო სიტყვები ისე ვთქვი მისთვის თვალი არ მომიშორებია, არ ვიცი რატომ მსურდა მის თვალებში პასუხების დანახვა თუმცა მხოლოდ ერთი პასუხი დავინახე, პასუხი რომელმაც გული კიდევ ერთხელ მომიკლა. ახლა ზუსტად ისე მსურდა საკუთარი სხეულიდან გამოსვლა და გაუჩინარება როგორც ადამიანი გამოდის და ტოვებს საკუთარ სახლს. - მიირთვით. - მივუბრუნდი სუფრის წევრებს და სიტუაციის განმუხტვის მიზნით პირველმა მე დავიწყე თეფშე მოთავსებული საჭმლის დაგემოვნება. ათი წუთის მანძილზე მაგიდის ირგვლივ საშინელი სიჩუმე ჩამოწვა, ეს აუტანელი სიჩუმე კი დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებდა, ანას გავხედე, ნერვულად ჩაფრენოდა ჩანგალს და უგემურად ამუშავებდა პირისღრუში მოთავსებულ ლუკმას.
- შეიძლება რაღაც გკითხო? - სიჩუმე რატიმ დააღვია, ჩანგალი ხმაურით დააგდო თეფშე და ანას გახედა.
- გისმენ. - ჩუმად ამოთქვა ანამ და განაჩენის მოლოდინში ერთიანად გაფითრდა.
- დიდი ხანია ამ პროფესიას ემსახურები?
- რატი. - ანასთვის საუბრის თავიდან აცილებას ვეცადე თუმცა ამ უკანაკნელმა ღიმილით შემახო ხელი და მწვანე თვალები შემანათა.
- არაუშავს. საკმაოდ. - მოკლედ გასცა რატის პასუხი და შემდეგი კითხვის მოლოდინში თითები ერთმანეთში ახლართა.
- რამდენჯერ დამარცხდი?
- მხოლოდ ადამთან.
- ეს უნდა მიხაროდეს? - ღიმილმა გადაურბინა რატის სახეზე.
- გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ. - ღიმილითვე უპასუხა ანამ და შედარებით მოდუნდა.
- სად აპირებ წასვლას?
- შორს?
- რისთვის?
- არის რაღაც რაც უნდა გავაკეთო?
- კიდევ დაგრჩა ვინმე ვისაც ყელს გამოჭრი?
- რატი. - ბრაზით დავუქაჩე ჩემს ძმას თვალები.
- ერთი ადამიანი უნდა ვიპოვო, მაგრამ მისთვის ყელის გამოჭრას არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა რაღაც კითხვებზე გამცეს პასუხები.
- და ვინ არის ეს ადამიანი?
- ამას არ აქვს მნიშვნელობა. - რატიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა ანამ და გამიღიმა.
- შემდეგ რა იქნება როცა მას იპოვი და კითხვებზე პასუხებს მიიღებ.
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია. - მხრები აიჩეჩა ანამ.
- გეყოფა რატი. - სასმელი მოვსვი და რატიც დადუმდა.
- მეც მაქვს კითხვები. - ახლა ლენამ დაარღვია სიჩუმე.
- არ გინდა მოხუცო.
- გიყვარს ადამი? - მოურიდებლად მიახალა ლენამ ანას და თვალებში დაჟინებით მიაშტერდა. მისაღებში ჩამოწოლილ სუჩუმეს მხოლოდ მაგიდის ირგვლივ შეკრებილთა გულის ცემის ხმა არღვევდა, ყველას თვალები ანასკენ იყო მიპყრობილი, ანა კი წამით არ მწყვეტდა მწვანე თვალებს, თვალებს სადაც მთელ სამყაროს მოეყარა თავი, თვალებს სადაც ტკივილი და ბედბიერება წამის მეასედში ანაცვლებდნენ ერთმანეთს.
- ადამი რომ არ მყვარებოდა ახლა ის თქვენთან ერთად არ იჯდებოდა ამ მაგიდასთან. - ჩუმად ამოთქვა ანამ და ლენას გახედა, რომელიც მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო და აშკარად ეტყობოდა როგორ ღიზიანდებოდა მის გვერდით ყოფნის გამო. - უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ. - საუბარი განაგრძო ანამ. - გძულდეთ რადგამ ვიმსახურებ ამას, შეგიძლიათ მაქილიკოთ ეს თქვენი ნებაა, მაგრამ ის რომ ადამი მიყვარს ეს განხილვას არ ექვემდებარება.
- და თუ გიყვარს რატომ აპირებ მისგან წასვლას? - ისევ რატიმ დასვა კითხვა.
- ჯანდაბა, თავი დაკითხვაზე მგონია. - სიმწრით გაიღიმა ანამ და წყალი მოსვა.
- ასეც არის!
- ანას დავპირდი რომ მის არჩევანს პატივს ვცემ, აღარ მინდა მის მიმართ გაჟღერებული მსგავსი კითხვები ვისმინო. ასე რომ კეთილი ინებეთ და თემა შეცვალეთ. - ვიგრძენი როგორ მომერია ბრაზი და დაჭიმული ყბის ძვლებისგან თავიც საშინლად ამტკივდა.
- ფეხმძიმეთ ვარ! - ჩუმად ამოთქვა მარიამმა და თავი ჩახარა.
- რა?
- რა?
- რა? - ერთხმად წამოვიძახეთ სუყველამ, გაოცებული რატი ყინვაში მოყოლილი ადამიანივით აცახცახდა, ყბა ისე უკანკალებდა ენას ვეღარ აბრუნებდა პირში.
- ფეხმძიმეთ ვარ. - ისევ ჩუმად ამოთქვა მარიამმა და მზერა რატისკენ გააპარა, რომელსაც აცახცახებული სახე ხელებში მოექცია და დამუნჯებული ერთ ადგილს მიყინვოდა.
- ეს მშვენიერი ამბავია. - ღიმილით ასწია ანამ სასმლის ჭიქა და მარიამს თვალი ჩაუკრა. - გილოცავ.
- ამის დედაც. - სახეზე ძლიერად მოისვა რატიმ ხელები და მარიამს გახედა, რომელიც განაჩენს მხრების კანკალით ელოდა, ყბა ისე უთრთოდა მისი ცქერისგან ცხვირის წვერიც კი ამეწვა.
- მხოლოდ ამის დედაც? - სიმწით წარმოთქვა მარიამმა და ატირებული სახე ხელებში ჩარგო. ყველამ კარგად ვიცოდით როგორ ვერ იტანდა რატი ბაშვებს, ამის გამო დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა და ოთახი დენთის სუნით გაიჟღინდა. რატი მაგიდიდან წამოდგა, მისაღებში გაიარ გამოიარა. მოულოდნელად მკლავში წვდა მარიამს და ფეხზე ააყენა.
- რატი! - გიჟივით ავაყირავე სკამი, მაგრამ ანამ შემაჩერა, რატი თვალცრემლიან მარიამს თვალს არ წყვეტდა.
- მინდოდა ეს მაშინ გამეკეთებინა როდესაც ეს დაძაბულობა ჩაივლიდა, მაგრამ - ჯიბეში ჩაიყო რატიმ აკანკალებული ხელი და იქედან პატარა ბეჭედი ამოაძვრინა, გაოცებულ მარიამს ცრემლი თვალებზე შეაშრა და უფრო მეტად გაფითრდა.
- იდიოტი. - გამეღიმა და სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
- გახდები ჩემი ცოლი? - ჩუმად იკითხრა რატიმ და ისე რომ პასუხს არ დაელოდა ვნებით დააცხრა გოგონას ტუჩებს. ანას გავხედე, თვალცრემლიანი უცქერდა მისაღებში განვითარებულ სურათს, გულის არეში ძლიერი ჩხვლეტა ვიგრძენი და ფეხის თითებიც მომეყინა, სწრაფად მოვიჭირე სუსტად მფეთქავ ორგანოზე ხელი და თვალები დავხუჭე.
- კარგად ხარ? - მზრუნველად შემახო ანამ ხელი.
- ჰო. - სიმწრით გადავაგორე ყელში ემოცია და ერთმანეთს მოხვეულ მარიამსა და რატის გავხედე. - თქვენ გაგიმარჯოთ! - ფეხზე წამოვდექი და სასმელი გამოვცალე, შემდეგ რატის მკლავებისგან დავიხსენი მარიამი, მისი სახე ხელებში მოვიქციე და მზერა გავუსწორე. - მინდა რომ ბედნიერი იყო. - შუბლზე ხმაურით ვაკოცე და გულში ჩავიკარი.
----------

- ახლა შეგვიძლია ის მივიღოთ რაც ჩვენია. - კმაყოფილებით აღსავსე ჩაეფლო გელა სავარძელში და აკანკალებულ დაცვის უფროს გახედა. - ქალივით ცახცახებ, იმედია შიშით არ ჩაიფსამ. - სისხლიანი ხელები სუფთა ხელსახოცხე შეიმშრალა და საწოლზე დაბმულ გონებადაკარგულ გოგონას ირონიულად გახედა.
- ადამი ამის გამო ყველას ამოგვხოცავს.
- ფეხებსაც ვერ მოგვჭამს, მის დასაბრუნებლად ყველაფერზე წამსვლელია ასე რომ დროა კარტები ჩვენს სასიკეთოდ გავშალოთ, ნახავ მუხლებზე დაჩოქილი როგორ მოვა ჩემთან და მაშინ როდესაც მისგამ იმას მივიღებ რაც მსურს ყველაფერს ერთხელდასამუდამოდ დავუსვამ წერტილს.
- რას გულისხმობთ?
- ნახავს როგორ მოკვდება მისი საყვარელი ადამიანები შემდეგ კი ისიც მოკვდება.
- არამგონია ასე მარტივად მოგვარდეს ეს საქმე.
- მეჩვენება თუ ჭკუას მარიგებ. - ბრაზით წამოენთო გელა.
- მაპატიეთ.
- სურათები გადაუღე და გაუგზავნე. მინდა დღესვე მიიღოს ჩემი შეტყობინება.
- კარგით. - უხალისოდ დათანხმა დაცვის უფროსი აღგზნებული გელას მოთხოვნას და მტევნებმოჭრილი გოგონასთვის ფოტოების გადაღებას შეუდგა.
--------------


სავარძელში ჩაფლული ნება-ნება ვსვამდი მწარე სითხეს, სიგარეტის კვამლში ერთიანად გახვეულს, უცნაური შეგრძნება წამით არ მტოვებდა, ძლიერი წვიმა რომელიც დაუღალავათ ესხმოდა გალავნებს ზუსტად იმ საშინელ ღამეს მახსენებდა როდესაც თავს დაგვესხნენ, ქარი რომელიც ასე უბატონოდ დაბოგინებდა გარე სამყაროში საერთოდ ჭკუიდან მშლიდა, არვიცი მერამდენედ ავკრიფე სალის ექიმის ნომერი მაგრამ ყურმილის გაბმული ზარის შემდეგ ისევ სრული სიჩუმე სუფევდა.
- ამის დედაც. - სიმწრით მოვისროლე ტელეფონი და სახეზე ძლიერად ჩამოვისვი ხელი, გულის არეში ისევ ძლიერი ტკიბილი ვიგრძენი და სწრაფად მოვუჭირე ხელის გული ატკიებულ ორგანოს.
- ექიმს უნდა აჩვენო. - მშვიდი ხმა ჩამესმა ზურგს უკან და ნაზი თითებიც ჩემს მხრებზე ასრიალდენენ.
- კარგად ვარ. - ვიცრუე და ანას ხელს ნაზად ვაკოცე.
- არ ხარ კარგად. - ფრთხილად შემოუარა ანამ ჩემს სხეულს და მუხლებზე მოთავსდა, ნაზად შემახო ყელზე თითები და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. ვისკის ჭიწა იატაკზე დავდგი და ხელები წელზე მოვხვიე. ვუცქერდი ჩემს მუხლებზე მოკალათებულ ქალს და გულის არეში კიდევ უფრო ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი. - დამპირდი რომ ექიმს აჩვენებ. - თვალზე ცრემლი დაუკითხვად მოსწყდა ანას.
- ნუ ტირი კარგი? - მის ტუჩებს ნაზად შევეხე და ხარბად შევისუნთქე მისგამ მომავალი სურნელი.
- საკუთარ თავს საერთოდ არ აქცევ ყურადღებას. - საყვადერი ჩანდა მის ხმაში.
- ამაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც გვაქვს.
- შენი გული.
- ჩემს გულს არაფერი ჭირს. - საუბარი შევაწყვეტინე და ვნებით დავეწაფე მის ტუჩებს. ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ ორი შეყვარებული ადამიანის ძლიერი გულის ცემის ხმა ისმოდა, გარედან შემომავალი თავსხმა წვიმა საბნად გვეფარა და ირგვლივ ყველაფერი სუნთქვას წყვეტდა როცა ამ ქალის გვერდით მარტო ვრჩებოდი. - იქნებ გადაიფიქრო წასვლა.
- ამაზე ხომ ვისაუბრეთ? - ღიმილით მომმართა და კიდევ ერთხელ მაკოცა.
- ადამ! - შემოსასვლელი კარი ხმაურით გაიღო და თავიდანფეხებამდე გაწუწული დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ქოშინით შემოვარდა ოთახში.
- რა მოხდა? - სწრაფად წამოხტა ანა ჩემი მუხლებიდან და შუქი აანთო.
- ის, ის. - დამძიმებული სუნთქვის გამო სათქმელი ვერაფრით ამოუშვა პირიდან გაფითრებულმა ახალგაზრდამ. - ჯანდაბა. - ყუთი რომლიც ხელში ეჭირა ჩემს ფეხებთან დადო და თვითონ უღონოდ დაეცა იატაკზე.
- ეს რა არის? - შიშით აეკრო ანა კედელს და მთელი სხეულით აცახცახდა. ოთახში სწრაფად მოირბინა ოჯახის სხვა წევრებმაც და ახლა ყველას თვალები ჩვენს შორის დადგმულ შავ ყუთზე იყო შეყინული.
- მე თვითონ. - სწრაფად შევაჩერე ყუთის გასახსნელად დახრილი დაცვის უფროსი, ფრთხილად დავიჩოქე მუხლებზე და ყუთს თავი ავხადე...
--------------

წვიმს, არა არ წვიმს, ეს მე მგონია რომ წვიმს, ან იქნებ მართლა წვიმს, ვერაფერს ვხედავ, არც კი ვიცი ამდენმა ცრემლმა სად მოიყარა ჩემში თავი. ემოციებაფეთქებულს უჰაერობისგან სპაზმური შეტევა მომივიდა, უაზრო ხროტინი აღმომხდა ხორხიდან, მარიამის კივილი ძალიან შორიდან წვდება ჩემს სმენას.
- მარიამი ოთახიდან გაიყვანეთ. - ბუნდოვნად აღვიქვი დაგუბებულ ყურებში რატის ღრიალი, მერე ვიღაც შემეხო მხარზე, ადგილი სადაც ქალის თითები შემეხო ძალიან ამეწვა, სიცივემ მოიცვა ირგვლივ ყველაფერი, ჩამობნელდა, წყვდიადში მიმავალი პირველად ვეღარ ვხედავდი იმ სუსტად მოკიაფე თეთრ ნათებას, რომელიც ყოველთვის მინათებდა დაკარგულს გზას. ფეხის თითებში საშინელი სიცივე ვიგრძენი, სიცივე რომელიც ნელ-ნელა იწევდა ზევით, მუხლის თავებს აცდა და ახლა წელს ქვემოდ მთლიანად მოყინული საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, კიდევ უფრო ზევით აიწია მტანჯველმა სიცივემ, ახლა მუცლის ღრუში დატრიალდა უცნაურად ტკივილისა და გულისრევის უგემოვნოდ შეზავებული ტანდემი, კიდევ უფრო ზევით აიწია და ვიგრძენი როგორ მომხვია ლუციფერმა თავისი ძლიერი და ცივი ხელები სუსტად მფეთქავ ერთადერთ ორგანოზე. მჭიდროდ ჩამასო გრძელი კლანჭები და ისე გამოწურა მასში შერჩენილი სისხლი რომ სუნთქვა ვეღარ შევძელი.
- ადამ! - უკვე ძალიან შორიდან მესმოდა ჩემი ძმის განწირული ყვირილი. სხეული კი უფრო და უფრო მიცივდებოდა, ცრემლიც აღარ გამაჩნდა რომ რაღაცით მაინც გამელღვო ჩემში მოულოდნელად დატრიალებული ეს ყინული. - ადამ! - ისევ იყვირა რატიმ და ძლიერად დამარტყა სახეში. - ხელები, მოჭრილი ხელები და ფოტოსურათები, სისხლიან სურათებზე ასახული ხელებომჭრილი სალი. ჩემი სალი, ხელებმოჭირილი სალი. მცივა. გონებაში ავისმომასწავებლად ინთება წითელი ნათურა. თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ცხელა. მზეს ვერ ვხედავ თუმცა მის სითბოს ერთიანად შეიგრძნობს ჩემი სხეული, სასიამოვნოდ ვივსები სითბოთი და მგონი ბაგეს ღიმილიც მიპობს. გონებას ისევ ამაოდ ვებრძვი. არც ერთი მოგონება მხოლოდ სივრცე. საშინელი სიჩუმით გაჯერებული მე და სივრცე. წამიერ ღიმილს ისევ სასოწარკვეთა ანაცვლებს ჩემ სახეზე. ძალიან მწყურია. სმენას ვძაბავ, სრული სიჩუმე. ისევ წარმოსახვით ბილიკს მივუყვები, ამჯერად მეტად წელში გამართული. არც ვეცემი მხოლოდ გამხმარ, გახურებულ ქვიშას ვგრძნობ ფეხის გულებზე და წვას. სულის მოსათქმელად ვჯდები.
- არის აქ ვინმე? პასუხი არ არის. შიმშილისა და წყურვილისაგან გონებას ვკარგავ, უფრო სწორად მგონია რომ ვკარგავ. თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ისევ წვიმს. მცივა. სხეულს ძლივს ვიმორჩილებ და გზას ვადგები. ამჯერად აღარ ვფრთხილობ. რა აზრი აქვს. მაინც ვერაფერს ვხედავ. მაინც მარტო ვარ ამ წარმოსახვით, ნისლით დაფარულ სივრცეში. აღარ მშია. შიმშილის შეგრძნება დავკარგე. ახლა მხოლოდ წყალი მინდა. ერთი ყლუპი წყალი. მერე გონება მინათდება. ორივე ხელით პეშვს ვკრავ და წვიმას ვუშვერ. წვიმამ გადაიღო. ირონია. ისევ ძალიან მწყურია. თვალს ვახელ. უფრო სწორად ვცდილობ გავახილო. საკუთარ ქუთუთოებს გამალებით ვებრძვი დანებებას არ ვაპირებ. უნდა გავახილო. მტკივა. როგორც იქნა საბოლოოდ ვიმორჩილებ და თვალებს ფართოდ ვახელ. არაფერი. ისევ თეთრი სივრცე. თვალის კუთხეში ცრემლს ვგრძნობ. შიშის სუნით გაჟღენთილ ცრემლს.
- ადამ, გონს მოდი. - კიდევ ერთხელ მესმის წარმოსახვით ლაბირინთში მიმავალს ჩემი ძმის განწირული ყვირილი. ვერაფერს ვგრძნობ, მხოლოდ სიცივეს, სიცარიელეს და ლუციფერის გაყუნულ თითებს ერთადერთ მფეთქავ ორგანოზე. მართალია შიგნით გულში არაფერს გაუტკაცუნებია მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გაშიშვლებულ სადენებს შევეხე შიშველი ხელებით. ტკივილი მარჯვენა მხრიდან დამეწყო, უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადამიხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩამიყო და გული ყურძნის მტევანივით დამიწურა... ისე დაწურა... სისხლის ნატამალი აღარ დატოვა შიგ და ასე დამშრალი და დაჭ....ტილი მიაგდო კუთხეში. - გული გაჩერდა.


16
- ადექი. ყურში ჩამესმა ქალისთვის შეუფერებლად დაბალი ტონალობის ხმა. თვალები ძლივს გავახილე და ჯერ კიდევ ღამის წყვდიადში მოცულ ოთახს გამოუფხიზლებელი მზერა მოვავლე. - ადექი. - იმეორებს იგივე ხმა.
- რომელი ხარ? - ვკითხულობს სივრცეში და საწოლში შესაბრალისად ვიკუჭები.
- ადექი. - ისევ განმეორდა ხმა.
- ერთი წუთით. - საწოლზე ვჯდები და თვალებს ვისრესს. - უკეთესი ხმა ვერ მოიფიქრე? რამე სათნო, სასიამოვნო რომ ყოფილოყო. - წარბები შევიჭმუხნე და საწოლიდან წამოვდექი, იქვე დაგდებული ხალათი შემოვიცვი, შუქი ავანთე და სარკის წინ ჯერ ისევ მძინარე სხეული შევათვალიერე. მერე თითქოს გონება გამინათდა ხმის მიმართულებით გავიხედე, სავარძელში იჯდა, თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც სისხლის საშინელი ლაქები მოსდებოდა ალაგ-ალაგ. შიშით შევხტი და მომხდარის გაანალიზებას ვეცადე. - სად ჯანდაბაში ვარ, ან შენ აქ რას აკეთებ? - მოწყვეტით დავეში სალის წინ მუხლებზე და მჭიდროდ მოვხვიე ფეხებზე ხელები.
- დასამშვიდობებლად მოვედი.
- რას ნიშნავს დასამშვიდობებლად? ან შენი ხელები? - სწრაფად ვტაცე მაჯებში ხელები და ვნებით დავუკოცნე საღი თითები. - როგორ მოხდა? რანაირად, მე ხომ ვნახე ისინი მოჭრილი. - ვგრძნობდი გული რა გამალებით მიცემდა და ადუღებული სისხლის გამო თვალები ამეწვა.
- ადამ. - ნაზად შემახო თითები ნიკაპზე და თავი ზევით ამაწევინა. - ყველაფერი დასრულდა ადამ, დროა გაიღვიძო.
- სალი მაბნევ. - საკუთარი ხმის უმწეობამ გული მომიკლა.
- აქ არ უნდა იყო.
- სად აქ? შენთან? - სწრაფად მოვხვიე წელზე ხელები და სხეულზე მჭიდროდ ავიკარი.
- ყველაფერი დასრულდა, მე უნდა გამიშვა ადამ.
- და სად უნდა გაგიშვა? - ვიგრძენი გული როგორ ამიჩქარდა.
- იქ. - მოულოდნელად სინათლის მკვეთრი სხივი შემოიჭრა ოთახში და თვალები მომჭრა, სწრაფად გამისხლტა ხელიდან სალი და დავინახე როგორ მოსწყდა მისი სხეული იატაკს, რამდენიმე სანტიმეტრით ზევით აიწია, სინათლის სხივი ერთიანად მოედო მის სხეულს, წითური თმები საოცრად უბზინავდა, ჭორფლიან სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, მკლავები განზე გაშალა და კიდევ უფრო ზევით აფრინდა მისი სხეული.
- სალი. - ჩუმად ამოვიჩურჩულე და მუხლებზე მოწყვეტით დავეშვი.
- ჩემზე აღარ იდარდო ადამ. მე ბედნიერი ვარ და მინდა შენც ბედბიერი იყო. - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, სინათლე კიდევ უფრო მკვეთრი გახდა, თვალები მოვიჩრდილე და დადუმებული ვუცქერდი სალის სხეულს რომელიც ღიმილით მაღლდებოდა და უფრო და უფრო მშორდებოდა.
- სალი! - ვიყვირე განწირულმა, სინათლემ სრულიად დამიბნელა თვალები და წამის წინ განათებული გარემო სრულ წყვდიადში გაუჩინარდა, ცარიელ ოთახს შიშნარევი მზერა მოვავლე, სავარძელი სადაც რამდენიმე წუთის წინ სალი იჯდა ცარიელი იყო, ჭერი საიდანაც მკვეთრი შუქი ასე მოულოდნელად შემოიჭრა ისევ დალუქულიყო და ყველაფერს პირვანდელი სახე მიეღო. სხეულს სიმწრით ვათრევ და საწოლზე ვწვები, თვალებს ვხუჭავ. ემოციები მალე მერევა და ძილი ჰადესის საუფლოში მიმათრევს სადაც არაფერია ნათელი, ყველაფერი შავით არის მოსილი, სადაც ყველაფერს შიშისა და ტკივილის სუნი და ელფერი ასდის. - სალი. - ამოვიჩურჩულე და გონებაც დავკარგე.
------------

ერთმანეთზე მიკრული ქუთუთოები სიმწრით დავაშორე ერთმანეთს. გამშრალი ყელისგან ყრუ ხველა დაუკითხავად აღმომხდა და დაუძლურებული სხეულიც მომენტალურად დამიბუჟდა.
- მშვიდად. - ქალის სასიამოვნო ხმა მალამოსავით მომედო, ტუჩებზე სველი ტილოს შეხება ვიგრძენი, მესიამოვნა დამსკდარ ბაგეებზე ცივი სითხის შეხება.
- წყალი. - ყრუდ ამოვიჩურჩულე და თვალები გავახილე. მაშინვე მომაწოდა თეთრხალათში გამოწყობილმა ახალგაზრდა ქალმა ჭიქა და გამშრალი ყელის დაამებაში დამეხმარა.
- დაბრუნებას გილოცავთ. - ღიმილით დადგა დაბალ მაგიდასთან ჭიქა, თვალებში ძლიერი მკვეთრი შუქი შემანათა და კმაყოფილმა რაღაც ჩაინიშნა პატარა წიგნაკში. - გაიღვიძა. - ღიმილით მიმართა ოთახში შემოსულ რატის, რომელიც ჩემს დანახვაზე ადგილს საოცარი სისწრაფით მოსწყდა და ჩემს სხეულს ისე დაემხო თითქოს სიკვდილის პირას მყოფი პატარა ბავშვი ვყოფილიყავი.
- მეტკინა. - სახე დამეჭიმა და რატიც სწრაფად გასწორდა წელში.
- მაპატიე. - ამღვრეული თვალები ამარიდა ჩემმა პატარა ძმამ და გაიღიმა. - დაბრუნებას გილოცავ.
- დიდხანს მეძინა?
- თუ იმას ჩავთვლით რომ ყველაფერი გამოტოვე, ხო დიდხანს გეძინა. - სწრაფად მოაჩოჩა ჩემს საწოლთან სავარძელი და მასში მოთავსდა.
- რა გამოვტოვე? - წამოჯდომას ვეცადე მაგრამ ექიმის ხელებმა საწოლზე დამაბრუნეს.
- თქვენთვის მოძრაობა არ შეიძლება, არც ნერვიულობა, გულზე ოპერაცია გაგიკეთდათ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ჩემს მითითებებს მიჰყვეთ, კიდევ ერთ ინფაქტს ვერ გაუძლებთ.
- რა მოხდა რატი? - ისე მივუნრუნდი რატის თითქოს ექიმის საუბარი არც გამეგოს.
- ნუ მაიძულებთ ოთახის დატოვება მოგთხოვოთ. - უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ექიმმა წარბები და გაგულისებული მზერა მიაპყრო რატის.
- ახალგაზრდავ, მადლობთ რომ ასე ზრუნავთ თქვენს პაციენტზე, სახელმწიფო დაგიფასებთ ამ თავდადებას, მაგრამ ახლა კეთილი ინებეთ და ჩემს ძმასთან მარტო დამტოვეთ. - უკვე ვიგრძენი როგორ მაბრაზებდა გოგონას ზედმეტი მზრუნველობა რომელმაც ჩემი ტონით განაწყენებულმა სწრაფად დატოვა პალატა.
- ახლა იტირებს. - ღიმილით მითხრა რატიმ როგორც კი ოთახში მარტო დავრჩით.
- სალი სად არის? - ვიკითხე მოულოდნელად და რატის სახეზე ასახული ღიმილი მაშინვე შეეყინა.
- ადამ.
- უაზრო სიზმარი ვნახე, საერთოდ იმასაც ვეღარ ვხვდები რა არის სიზმარი და რა ცხადი, მითხარი რა მოხდა? სალი სად არის? ანა? ან რა გამოვტოვე? - ადრენალინისგან გული ამიჩქარდა და ჩემს სხეულზე მიერთებული კარდიოგრამის აპარატიც გულისწამღებად აწრიპინდა.
- ექიმი მართალია, შენი ნერვიულობა არ შეიძლება. - სწრაფად წამოხტა რატი და დახმარების მოსაყვანად გაიქცა.
- რატი მანდ გაჩერდი და მითხარი სალი სად არის?!
- მოკვდა! - ისე ამოიყვირა ზურგით მდგომმა ჩემთვის არ შემოუხედავს. ეკრანზე გამოსახული კარდიოგრამა საშინელი სისწრაფით აცეკვდა, ფეხებში სიცივე ვიგრძენი, სხეული დამიბუჟდა და გონება რომ არ დამეკარგა ფრჩილები ძლიერად ჩავარჭე ხელის გულებში. - მოკვდა. - გაიმეორა რატიმ და ჩემსკენ შემობრუნდა. ვერ მივუსწარით. როცა შეტევა დაგემართა ექიმის მოსვლამდე ვერაფერი მოვიმოქმედეთ, მხოლოდ შენი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ შევძელით საპასუხო დარტყმის მიყენა დამპალი ბაბლუანისთვის.
- სალი სად არის? - გიჟივით ვიმეორებდი ამ სამ სიტყვას და აღარფერი აღარ მესმოდა კარდიოგრამის საშინელი წრიპინის გარდა.
- შენი შვილის გვერდით დავკრძალეთ. - ფრთხილად აიღო რატიმ ჩემი ხელი და ძლიერად მომიჭირა. - მაპატიე რომ მისი გადარჩენა ვერ შევძელი, სანამ მივედით სისხლისგან დაცლილიყო.
- ბაბლუანი სად არის?
- გიორგი მკვდარია ისევე როგორც მამამისი.
- როგორ?
- გელა მასთან სახლში ავიყვანეთ, იქვე ვაპირებდი მისთვის ყელის გამოჭრას მაგრამ ანამ შემაჩერა.
- რატომ?
- ორივე მათგანის თავი შენს ქოფაკებს დააგლეჯინა.
- მისი იდეა იყო?
- კი. გიორგი ქალივით კიოდა გელა კი ისე დაანაწევრეს ძაღლებმა რომ წარბიც არ შეუხრია.
- ეს როგორ გამოვტოვე? - ვიგრძენი როგორ ამეწვა ცხვირის წვერი.
- ანამ ყველაფერი გადაიღო. იცოდა რომ ნახვას მოისურვებდი.
- და ანა სად არის?
- როგორც კი ყველაფერმა ჩაიარა ანა წავიდა. სალის დაკრძალვას მან გაუკეთა ორგანიზება, ყველაფერი ისე გააკეთა როგორც შენსცოლს ეკადრებოდა. ბაბლუანებთან ომში ჩვენს გვერდით იდგა, სანამ შენი მდგომარეობა არ დასტაბილურდა გვერდიდან არ მოგშორებია, შენს პალატაში, სავარძელში ეძინა, როცა ექიმმა თქვა რომ საფრთხემ ჩაიარა და უბრალოდ დრო იყო საჭირო ანა დაგვემშვიდობა და წავიდა.
- სად? - ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეული.
- არ ვიცი. - მხოლოდ ეს დატოვა შენთვის. - გულის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო რატიმ და მომაწოდა. - მე გავალ! - ფეხზე წამოდგა ჩემი ძმა და პალატაში მარტო დამტოვა. არ ვიცი რამდენ ხანს მეჭირა კონვერტი ძლიერად ჩაბჯულ თითებში, არ ვიცი როგორ მოვერიე თავს რომ სალის სიკვდილის გამო გულს კიდევ ერთხელ არ ემტყუნა ჩემთვის, ბოლოს გამბედაობა რომელიც საერთოდ აღარ შემრჩენოდა მოსმენილი ინფორმაციების გამო როგორღაც მოვიკრიბე და კონვერტი გავხსენი.
„ადამ“ - ასე იწყებოდა წერილი, არანაირი ძვირფასო ადამ, საყვარელო ადამ ან რამე მსგავსი, უბრალოდ „ადამ“ მხოლო მისი ხელით დაწერილი საკუთარი სახელის წარმოთქმაც კი საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა.

„ადამ... რამდენი ტკივილი და სევდა ტრიალებს ჩვენს გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. საკუთარი ტკივილი გვკლავს და გვამონებს, წარმოიდგინე რა მოხდებოდა გარშემო მყოფთა ტკივილებსაც რომ ისევე რეალურად ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ როგორც საკუთარს. უფრო სწორად მინდოდა მეთქვა გულს რომ ვხედავდეთ თორემ ტკივილი ისე ღრმად ჩანს ადამიანების თვალებში თუ მისი დანახვა გინდა აუცილებლად დაინახავ, მთავარია როგორ შეხვდები ამ ტკივილს, რა მალომოს მოიფიქრებ მის დასაამებლად.
ადამ... ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგისთვის – ამომავალიც ჩამავალი.. ის წყეული დღე რომელიც სალისთვის ჩამავალი გამოდგა, ბაბლუანებისთვისაც ჩამავალი იყო, არც შენთვის იქნება ის დღე კაშკაშა სხივებით გაბრწყინებული თუმცა ვიმედოვნებ გონს მოსული ეცდები რომ ამომავალ მზედ იქციო ის მტანჯველი დღე, რთულ რამეს გთხოვ ვიცი, არც უფლება არ მაქვს მაგრამ არ მინდა რომ შენ ადამი, კაცი რომელმაც ამდენ ტკივილს გაუძლო ფარხმალდაყრილი ვიხილო.
ადამ... ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და სიხარულს სჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს.. მუდმივი ამაღლება და დაცემა ესაა ჩვენი ცხოვრების რეალური სახე.. და თუ დღეს შენ თვლი, რომ უბედური ხარ, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე სიცოცხლისთვის რომელიც გაჩუქა რათა ერთხელ მაინც შესძლო ბედნიერი იყო. ალბათ გაიფიქრებ? როგორ ვიყო ბედნიერი ამ ყველაფრის შემდეგ. არ ვიცი, მე ვიცი მაგრამ შენ თვითონ მინდა რომ იპოვო. შენ თუ მზე არ გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ნაღვლიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან შენზე მეტად იყინება...

ადამ...მაპატიე რომ შენი ცოლი მოკვდა, მაპატიე რომ მისი დაცვა ვერ შევძელით, შენ რომ აპარატზე შეერთებული არ ყოფილიყავი დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ შეძლებდი მის გადარჩენას, ის ხომ ყველაზე ნათელი წერტილი იყო შენს ცხოვრებაში, მაპატიე რომ სითავხედე მეყო და მისი დაკრძალვა საკუთარ თავზე ავიღე, დანარჩენები ჯერ კიდევ შეშინებულები, ვერ აზროვნებდნენ და მე კიდევ მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც შენ გენდომებოდა მისთვის, შენი გოგონას გვერდით დავკრძალეთ, მთელი ქვეყანა გლოვობდა შენს ცოლს და მე კიდევ ერთხელ დავინახე როგორ უყვარდა ის მთელ ქალაქს. მაპატიე რომ შენს ნაცვლად მე ვთქვი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, ისიც მაპატიე რომ პირველმა მე მივაყარე მის ცხედარს მიწა. მაპატიე რომ გაღვიძებულს ის ცოცხალი არ დაგხვდა. არ ვიცი ეს შვებას მოგგვრის თუ არა მაგრამ მე ვეცადე ბაბლუანის სისხლით განმეწმინდა სალის სიკვდილი, ისინი დაისაჯნენ.

ადამ... ადამიანის ცხოვრება მდინარეს ჰგავს, დინებას უნდა გაჰყვე, შეებრძოლო, საბოლოოდ ან ფონს გახვალ ან დაიხრჩობი.

წერილი დავკეცე, თვალებდახუჭული ვიწექი და საკუთარ გულისცემას ვუგდებდი ყურს, ნიაღვრებად მოხეთქილ ემოციებს გზა გავუთავისუფლე, სალის სიკვდილს ჯერ ისევ ვერ ვიაზრენდი, მეგონა სიზმარში ვიყავი და ერთადერთი ნატვრა რაც გამაჩნდა ის იყო რომ რაც შეიძლება მალე დამეღწია ამ მტანჯველი სიზმრისგან თავი, მაგრამ რეალობა მკაცრი აღნოჩნდა, მკაცრი და მტკივნეული. მე ის დავკარგე. შურიც კი ვერ ვიძიე მის გამო, იმდენად მხდალი აღმოვჩნდი რომ ესეც სხვამ გააკეთა. საკუთარი თავი ისე ძლიერად შემეზიზღა რომ გულისრევა ვეღარ შევიკავე.
-----------



ცუდად განათებული ოთახის შუაგულში მდგარი დაბალი მაგიდის წინ იჯდა, თმა დაუდევრად შეეკრა და გამხდარი მხრები საზარელი სანახაობით ამოყროდა მოხსნილი მაისურიდან. თვალებში ჩამდგარი ცრემლის გამო ვინ იცის მერამდენე ფურცელს ხევდა აბდაუბდათ დაწერილი ასოების გამო და ბრაზით აგდებდა ნაგვის ურნაში. იქვე საწოლზე პატარა ბიჭუნა იწვა და მშვიდად ეძინა. დრო და დრო ტკივილით სავსე თვალებით აკვირდებოდა მის ნაკვთებს და ცდილობდა ღრმად ჩაებეჭდა გონებაში. ახალი ფურცელი მოიმარჯვა და ისევ წერა დაიწყო, მთელი ღამე წერდა, შლიდა, ხევდა და ისევ თავიდან იწყებდა, სათქმელს თავს ვერაფრით უყრიდა და ამის გამო საკუთარ თავზე ბრაზი მოსდიოდა.
- ის დაწერე რასაც გრძნობ. - ქალის მზრუნველი ხმა მოესმა ზურგს უკან და ლოყაზე ნაზი შეხება იგრძნო, თვალები დახუჭა, ახალმოსულის ხელი აიღო და ნაზად აკოცა.
- დღემ როგორ ჩაიარა?
- ნორმალურად. წამლები დალიე? - დავლიე.
- არ მატყუებ?
- გეყოფა. - ღიმილით მიმართა სევდით სახეცვლილ ახალმოსულს, მაგიდას მოშორდა, პატარას მიუახლოვდა, სახეზე ჩამოშლილი კულულები გადაუწია და ნაზად აკოცა შუბლზე. - არასდროს დამივიწყო. - თვალს მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და მზერას რომელიც სახეს უწვავდა თვალი გაუსწორა, გამხდარ მუხლებს ხელით დაეყრდნო, წამოდგა და მისკენ დაიძრა. - გააკეთებ ამას ჩემთვის?
- რა თქმა უნდა.
- მადლობა. - მის მკერდს მთელი სხეულით აეკრო და ღრმად ამოისუნთქა. - დავასრულებ წერას. - თავი გაითავისუფლა მზრუნველი მკლავებისგან და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა, სუფთა ფურცელი მოიმარჯვა, გამხდარ თითებში კალამი მოიქცია, ღრმად ამოისუნთქა და წერა დაიწყო.
----------------


ერთი წელი მაინც დამჭირდა სანამ საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი, ნაოპერაციები გულის გამო ხშირად მაწუხებდა სისუსტე და აჩქარებული პულსაცია, თუმცა დროთაგანმავლობაში ამასაც მივეჩვიე და რაც დრო გადიოდა სულ უფო იშვიათად მაწუხებდა სისუსტე და თავბრუსხვევა. საავდმყოფოდან გამოწერის პირველსავე დღეს სალის საფლავზე წაყვანა ვითხოვე, რატი გაჯიუტდა თუმცა ბოლოს მაინც დაჰყვა ჩემს ნებას, ვერ ავღწერ იმ ემოციას რაც მის საფლავზე მისვლისას დამეუფლა, თითქოს დრო გაჩერდა და სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა, თითქოს სალი იყო დედამიწის ღერძი და ჩვენ ყველანი მის ირგვლივ ვტრიალებდით. მე პაიკი ვიყავი რომელიც თავისი დედოფლის გარდაცვალებას ჩუმად გლოვობდა, კვირაში ერთი დღე ავდიოდი მის საფლავზე და საათობით იქ მყოფი ვესაუბრებოდი ყველაფერზე რაც მაწუხებდა, ის იყო ჩემი ერთადერთი მსმენელი რომელსაც ჩემში არსებულ თითოეულ ემოციას დაუფარავად, ყოვეგვარი შელამაზების გარეშე ვუზიარებდი. პასუხს არასდროს მიბრუნებდა მაგრამ მთავარია მისმენდა. მარიამმა ულამაზესი გოგონა მოავლინა ქვეყანას, მისი დაბადების აღსანიშნავად დიდი ზეიმი გავმართეთ და მთელი ქვეყანა დავპატიჟეთ, ადამიანების ნაწილი გულწრფელად იზიარებდა ჩვენს სიხარულს, ნაწილი კი მოჩვენებითი თავაზიანობით გვილოცავდნენ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. ბაბლუანების ამოჟლეტვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომაკითხა სამართალდამცავი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თუმცა ფაქტების არ არსებობის გამო ბოლოს თავი დამანებეს. ორი წელი ამაოდ ვეძებე ანას კვალი, ისე გაქრა, ისე გაუჩინარდა თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ვერსად მივაგენი მის კვალს. მსოფლიოს მაშტაბით მქონდა მასზე ძებნა გამოცხადებული თუმცა ვიცოდი სანამ თავად არ მოისურვებდა მაინც ვერ ვიპოვიდი, ბოლოს თითქოს შევეგუე კიდეც ამ აზრს და მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება გადავწყვიტე. გადავწყვიტე მისი სიტყვები სისრულეში მომეყვანა და უფლისთვის მადლობა შემეწირა ბოძებული სიცოხლისთვის. ცხოვრება გრძელდებოდა. ანა იმაშიც მართალი იყო რომ კიდევ კარგი არ შეგვეძლო ადამიანებს ერთმანეთის გულის დანახვა, ასე რომ არ ყოფილიყო და გარშემომყოფთ ის ტკივილი დაენახათ რასაც ასე ვნიღბავდი და ღრმად ვმარხავდი ჩემში ღიმილიც კი დაავიწყდებოდათ რა იყო.
ერთ მშვენიერ, სხვებისაგან არაფრით გამორჩეულ დილას, ჯერ კიდევ ძილით გაბრუებულმა ნელა ჩავიარე მისაღებში ჩამავალი კიბე და ღია კართან მდგომ ლენას, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა ინტერესით შევავლე მზერა.
- აი ისიც. - ჩემი ფეხის ხმა იცნო ლენამ და კარში მდგომ მოხუც ქალს ჩემსკენ მიუთითა. - ადამ შენთან არიან. - უხალისოდ მოვისრისე ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი სახე და კარისკენ დავიძარი.
- გამარჯობა. - თავს ძალა დავატანე და კარში მდგომ მოხუცს გავუღიმე, შემდეგ კი მის გვერდით მდგომ ოთხიოდე წლის ბიჭუნაზე შევაჩერე მზერა, რომელსაც შავი კულულები ლამაზად დაჰყროდა შუბლზე, ჭორფლით დაფარულ სახეს კი მწვანე თვალები უმშვენებდა. მისი თვალების დანახვისას ტანში სიცივე შემეპარა და უსიამოვნო გრძნობით შეპყრობილს სახე დამეჭიმა. - სახლში შემობრძანდით. - გზა დავუთმე უცხო სტუმრებს და მისაღებისკენ გავუძეხი, დაბნეული ქალი ნერვულად ჩაეფლო ჩემს მიერ მითითებულ სავარძელში და პატარა ბიჭიც კალთაში ჩაისვა. - რით შემიძლია გემსახუროთ? - როგორც შემეძლო თავაზაიანად მივმართე და სავარძელში მის წინ მოვთავსდი.
- ინებეთ, სათქმელს ეს წერილი უკეთ გეტყვით. - ხელის კანკალით გახსნა მოხუცმა ჩანთა და იქედან წერილი ამოასრიალა. ინტრესით გამოვართვი კონვერტი, სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და წერილი გავხსენი.

"ადამ" - ჯანადაბა როგორ ამიდუღდა ამ ერთი სიტყვის წაკითხვის გამო მაშინვე სისხლი, წერილს წამით მოვწყვიტე მზერა და აკანკალებულ ქალს გავხედე რომელსაც მწვანეთვალება ბიჭუნა ისე მჭიდროდ მიეკრა გულზე ცოტაც და გაგუდავდა. ისევ წერილს მივუბრუნდი და კითხვა განვაგრძე.
"ადამ მაპატიე რომ ყველაფერი ასე გამოვიდა, ახლა ალბათ საშინლად გეზიზღები მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ავადმყოფობა რომელიც ჩემს ორგანიზმს შეეპერა ნელი და მტანჯველი ტკივილით მიღებდა ბოლოს, წერილის მომტანი დედაჩემია, რომელიც შენგან წასვლის შემდეგ ვიპოვე, მოვისმიმე ის პასუხები რომლებიც მჭირდებოდა და მივუტევე ჩემი მიტოვების გამო, ის ზრუნავდა ბოლო წუთამდე ჩემზე და პატარა ანდრეაზე, ბიჭუნას ანდრეა ჰქვია, მაპატიე რომ შენს გარეშე შევურჩიე სახელი". - ბინდად ქცეულ ნაწერს თავი ვანებე და ისევ ქალს გავხედე განაჩენივით რომ ელოდა ჩემგან პასუხს. წამით მასზე შევაჩერე დაბინდული თვალები და ბოლოს ისევ წერილს დავაშტერდი. სხეული ერთიანად მიცახცახებდა.

"ადამ, ჩემო ადამ, იმდენი რამის თქმა მსურს შენთვის მაგრამ ვხვდები აზრი არ აქვს, სინდისდამძიმებული ვტოვებ რეალობას და ტკივილს რომელსაც ბეჭებით დავათრევ მთელი ეს წლებია სიცოცოცხლისა და სიკვდილის გზის გასაყარზე მოვისხნი და სრულიად თავისუფალი გავფრინდები იქ სადაც ლუციფერი მოისურვებს. გახსოვს გითხარი წასვლა იმიტომ მინდა რომ საკუთარი თავი ვიპოვო-მეთქი. ხოდა ვიპოვე ჩემო ადამ, დედაჩემის თვალელბში ვიპოვე საკუთარი თავი და ზუსტად ამის შემდეგ ვიპოვე სხვების ადგილი ჩემს ცხოვრებაში. როდესაც შენგან წავედი არ ვიცოდი თუ ბავშვს ველოდი, შემდეგ კი ძალიან გამიჭირდა უკან დაბრუნება, გამიჭირდა რადგამ არ ვიცოდი მიმიღებდი თუ არა, ახლა კი როდესაც უკანაკსნელ საათებს ვითვლი და ამ წერილს სწრაფად ვწერ რათა უთქმელი არაფერი დამრჩეს ძალიან ვნანობ რომ არ დავბრუნდი, ვნანობ რომ მშიშარა აღმოვჩნდი. ჩვენ იშვიათად ვაცნობიერებთ რომ ყველაფერი არაჩვეულებრივი აქვეა, ჩვენ გარშემო, რომ სასწაულები ჩვენ თვალსწინ ხდება. სასწაული და ციური ნიშნები გზას გვიკვალავენ, ანგელოზები გვევედრებიან, ყური მივუგდოთ, ჩვენ კი ჯიუტად ვერ ვხედავთ ამას და დაჟინებით ვიმეორებთ, რომ უფალთან მისასვლელად გარკვეული წესები უნდა დავიცვათ და გარკვეული ლოცვები წარმოვთქვათ. ჩვენ არ გვესმის უმთავრესი-რომელ კარსაც გავუღებთ მას, იმ კარით შემოვა ჩვენთან, სხვა შემთვევში სიკვდილის სარეცელზე მყოფი ჩემსავით მიხვდები რომ ცხოვრება უაზროდ გაფლანგე. ყველა თვითონ ვიქმნით ჯოჯოხეთს იმისგან, რაც ყველაზე მეტად გვძულს. მეც ჯოჯოხეთი მოვიწყვე, კინოფირივით ვატრიალებ ყველა შეცდომას, რაც კი ოდესმე ჩამიდენია და ყველა შესაძლებლობას, რაც კი ოდესმე ხელიდან გამიშვია.
ადამ... შენი თვალები და გული ჩემთვის გადაშლილი წიგნია, შენ კეთილი გული გაქვს ადამ, გაუფრთხილდი ჩვენს შვილს, ხშირად ესაუბრე ჩემზე, გთხოვ არ დაავიწყო ჩემი თავი და ყოველ დილით უთხარი რომ დედას ძალიან უყვარს, ვიცი ძალიან მალე შენ მას მთელი ვნებით შეიყვარებ.“ - ამ მომენტში ნაწერს ეტყობოდა როგორ ატირდა ანა, რადგან ადგილ-ადგილ დანამაული ფურცელი ლამის შემომეხა. სწრაფად შევიმშრალე ცრემლი და კითხვა გავნაგრძე. „- არასოდეს შეგებრალოს საკუთარი თავი, შენ მუდამ ძლიერთა მსხვერპლი იყავი, არ დაუშვა რომ ანდრეამაც იგივე გზა განვლოს, არ დაუშვა რომ შურისმაძიებელი გახდეს და ადამიანებს იმაზე მეტი ტკივილი მიაყენოს ვიდრე შენ იწვნიე. ამით მხოლოდ დროს დაკარგავს, დროს რომელიც ასე ცოტა გვაქვს და ვერასდროს ვიყენებთ სწორად. რამდენიმე ფოტოს სამახსოვროდ გიგზავნი, მინდა რომ ანდრეას ჰქონდეს დედის ფოტოსურათები. დაეხმარე მას რომ იპოვოს თავისი თავი ამ სამყაროში, როცა ამას შეძლებს შემდეგ სხვების ადგილსაც იპოვის. მე მჯერა შენი ადამ. სიყვარულით ანა."
- სწრაფად ავიფარე პირზე ხელი რომ ჩემში გამძვინვარებული მხეცის ღრიალის გამო ჩემი შვილი არ დამეფრთხო, ვიგრძენი როგორ მომიჭირა სიკვდილის ანგელოზმა ავადმყოფ გულზე მძიმე ხელები თუმცა უფლება არ მივეცი ამჯერადაც დავეჩოქებინე. სწრაფად მივიშორე მისი ცივი ხელები და თვალცრემლიან ქალს გავხედე. სავარძლიდან ძლივს ავათრიე დაძაბუნებული სხეული და მათი სავარძლის წინ მუხლებზე დავეშვი, უხმოდ გავიწიე მწვანეთვალება ბიჭუნასკებ და ქალმაც სწრაფად დამითმო მისი სხეული, ნაზად მოვხვიე გაოცებულს მკლავები და თვალებში ჩავხედე, თვალებში სადაც მთელ სამყაროს მოეყარა თავი. - ჩემო პატარავ. - სწრაფად ჩავიხუტე გულში და სხეულსაც სასიამოვნო სითბო დაეპატრონა. თვალები დავხუჭე და საკუთარ გულისცემას მივუგდე ყური, გული ახლა უფრო ძლიერად ფეთქავდა, მეტი მონდომებით ქაჩავდა სისხლს ძარღვებიდან და სასიცოცხლო ძალებს აწვდიდა ჩემს დაბინდულ გონებას. მაშინვე გავაცნობიერე რომ ჩემი გული, სისხლი და გონება ნელ-ნელა ძალას იკრებდა. გავაცნობიერე და გულწრფელი ცრემლებიც მოსწყდა ჩემს თვალებს.

დასასრული....





პ.ს მოკლედ ჩემო მეგობრებო და საყვარელო მკითხველებო, არ ვიცი როგორ მიიღებთ ამ დასასრულს თუმცა მე სხვაგვარად ვერ ვხედავდი ამ ისტორიის სიუჟეტს. მიუხედავად ამდენი მძიმე და ტკივილით სავსე სიუჟეტისა მე ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია თავისი გმირებით და ენით ვერ ავღწერ იმ შეგრძნებებს რაც წერის პროცესში გავიარე, ახლა სრულიად გამოფიტული და ენერგია გამოცლილი განაჩენივით ველი თქვენს შეფასებებს, ომელსა ვიმედოვნებ არ დაიშურებთ და თქვენს აზრს გამიზიარებთ, იმედია ეს ისტორია დიდახნს დარჩება თქვენს გონებაში. მაპატიეთ თითოეული ცრემლი რაც ჩემი ნაწერის გამო დაგიღვრიათ.
მე რაც შემეხება ვფიქრობ ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობით, ძალებს აღვიდგენ და დაგიბრუნდებით. მიყვარხართ და დიდი მადლობა რომ მუდამ ჩემს გვერდით ხართ<#скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი სიბილა

არ გავიგონო ახლა ის რატო მოკვდა ეს რატო მოხდა
ძალიან სწორედ და დროულად მოხდა რაც მოხდა
ძალიან ლოგიკურადააა აღწერილი რაცაა
ასეთი უბედურებების დროს მეტი რომც მოინდომო არ გამახსოვრდება
ანდრეა
უკვე ვიცი როგორი გაიზრდება
უკვე ვიცი ოდესმე სხვა თავისი ისტორიის გმირი გახდება
და ბლექი დაწერს)))
მადლობა ავტორს კარგი ნაშრომისათვის

 


№2  offline წევრი ნორმი

უკეთესს ამ დილით ვერც ვინატრებდი..
როგორც იქნა დაიდო სრულად,,აი ახლა კი წავალ და წავიკითხავ..
heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
მორფეოსი

 


№3 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სიბილა
არ გავიგონო ახლა ის რატო მოკვდა ეს რატო მოხდა
ძალიან სწორედ და დროულად მოხდა რაც მოხდა
ძალიან ლოგიკურადააა აღწერილი რაცაა
ასეთი უბედურებების დროს მეტი რომც მოინდომო არ გამახსოვრდება
ანდრეა
უკვე ვიცი როგორი გაიზრდება
უკვე ვიცი ოდესმე სხვა თავისი ისტორიის გმირი გახდება
და ბლექი დაწერს)))
მადლობა ავტორს კარგი ნაშრომისათვის


მადლობა ჩემო ოქროს ადამიანო <3

ნორმი
უკეთესს ამ დილით ვერც ვინატრებდი..
როგორც იქნა დაიდო სრულად,,აი ახლა კი წავალ და წავიკითხავ..
heart_eyes heart_eyes heart_eyes



გელი <3

 


№4  offline წევრი ნანა73

ვიტირე ... დედას გეფიცები... ამ ნაწარმოებმა კითხვის დროს იმდენი ემოცია გამოიწვია ჩემში აღარ ჩამოვთვლი, შენ იცი... ფინალმა კი, იცი? თითქოს თავი მოუყარა ყველაფერს და სინანულით, მაგრამ მაინც დიდი კმაყოფილების გრძნობით დასრულდა. ვიცოდი რომ არაფერი შეგეშლებოდა... ყველა მოქმედებას მიიყვანდი კულმინაციამდე და ბოლო აკორდსაც გააჟღერებდი ისე, რომ ღრმად ამოვისუნთქავდი და დავიცლებოდი. სწორედ ის გამოვიდა რაც უნდა გამოსულიყო! თუნდაც ეს ჟანრი, განსხვავებული, მძაფრი და ღირსეული, შენი და ჩვენიც... გადასარევი გოგო ხარ ენ kissing_closed_eyes გამორჩეული და დაუვიწყარი! ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნანა73
ვიტირე ... დედას გეფიცები... ამ ნაწარმოებმა კითხვის დროს იმდენი ემოცია გამოიწვია ჩემში აღარ ჩამოვთვლი, შენ იცი... ფინალმა კი, იცი? თითქოს თავი მოუყარა ყველაფერს და სინანულით, მაგრამ მაინც დიდი კმაყოფილების გრძნობით დასრულდა. ვიცოდი რომ არაფერი შეგეშლებოდა... ყველა მოქმედებას მიიყვანდი კულმინაციამდე და ბოლო აკორდსაც გააჟღერებდი ისე, რომ ღრმად ამოვისუნთქავდი და დავიცლებოდი. სწორედ ის გამოვიდა რაც უნდა გამოსულიყო! თუნდაც ეს ჟანრი, განსხვავებული, მძაფრი და ღირსეული, შენი და ჩვენიც... გადასარევი გოგო ხარ ენ kissing_closed_eyes გამორჩეული და დაუვიწყარი! ❤️❤️❤️



ძალიან დიდი მადლობა ნან, გელოდი და მიხარია რომ გაჟღერდა ბოლო აკორდი ისე როგორც საჭირო იყო, უღრმესი მადლობა რომ ასე მამხნევებდი და ჩემს გვერდით იყავი :*

 


№6 სტუმარი Elgernoni

Rogori usamartlobaa sali mokvda, salis shvili mokvda, kai es bozandara anac ki codoa egec mokvda da es dampali adami gadarcha da plius shvilic yavs...
ai egaa ra dzmao nabichvar adamianebs umartlebt cxovrebashi

 


№7 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Elgernoni
Rogori usamartlobaa sali mokvda, salis shvili mokvda, kai es bozandara anac ki codoa egec mokvda da es dampali adami gadarcha da plius shvilic yavs...
ai egaa ra dzmao nabichvar adamianebs umartlebt cxovrebashi


სამაყარო რთული ლაბირინთია.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

Elgernoni
Rogori usamartlobaa sali mokvda, salis shvili mokvda, kai es bozandara anac ki codoa egec mokvda da es dampali adami gadarcha da plius shvilic yavs...
ai egaa ra dzmao nabichvar adamianebs umartlebt cxovrebashi

როგორ გეთანხმები smiley

 


№9  offline წევრი მაია❤

გულში გამიარა ყველაფერმა,სავსებით ლოგიკური დასასრული და ემოციების ოკეანე....
არაჩვეულებრივი ხარ ენ ♥️♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი NA NO

მგონი ყველაზე ლოგიკური და არაბანალური დასასრული გამოგივიდა. არ იყო ჩვეულებრივი ,,მიყვარხარ და სიკვდილამდე ერთად ვიყოთ ისტორია", იყო ერთ_ერთი ვარიანტი იმისა თუ რა შეიძლება მოხდეს და რად შეიძლება იქცე, როდესაც ცხოვრება წამში გენგრევა , რაც ზედმეტად მწარე რეალობას მიუახლოვდა. ჯამში ძალიან კარგად გამოკვეთე თითოეული პერსონაჟის ხასიათი და სხვანაირად მათი ბოლო არც შეიძლებოდა.

 


№11 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

მაია❤
გულში გამიარა ყველაფერმა,სავსებით ლოგიკური დასასრული და ემოციების ოკეანე....
არაჩვეულებრივი ხარ ენ ♥️♥️♥️♥️



ძალიან დიდი მადლობა. მიხარია თუ მოგეწონა

NA NO
მგონი ყველაზე ლოგიკური და არაბანალური დასასრული გამოგივიდა. არ იყო ჩვეულებრივი ,,მიყვარხარ და სიკვდილამდე ერთად ვიყოთ ისტორია", იყო ერთ_ერთი ვარიანტი იმისა თუ რა შეიძლება მოხდეს და რად შეიძლება იქცე, როდესაც ცხოვრება წამში გენგრევა , რაც ზედმეტად მწარე რეალობას მიუახლოვდა. ჯამში ძალიან კარგად გამოკვეთე თითოეული პერსონაჟის ხასიათი და სხვანაირად მათი ბოლო არც შეიძლებოდა.



მადლობა, ძალიან მიხარია თუ მეთანხმები ❤

 


№12 სტუმარი Sibila

Am dislaikebis avtorebi marazmshi xrotineben albat sruli marazmi

 


№13 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Sibila
Am dislaikebis avtorebi marazmshi xrotineben albat sruli marazmi


ყველას თავისი მოსაზრება აქვს, რას ვიზამთ. თუმცა უკეთესი იქნებოდა აზრის დაფიქსირების რომ არ ეშინოდეთ და დისლაიქს უკან ამოფარებული შიშით არ თრთოდნენ.
მე მაინც ყველა მიყვარხართ ❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ანა

ეს იყო საუკეთესოზე საუკეთესო ისტორია ისტორია ანაზე და ადამზე რომლებმაც ბევრი ტკივილი და სიხარული გადაიტანეს ერთად ბევრი დაამარცხეს .გულიმატკინა ანას სიკვდილმა მაგრამ მისმაგივრად ადამს ახალი საზრუნავი გაუჩნდა პატარა ბიჭუნას მეშვეობით დასასრულის კითხვამ ცრემლის გარეშე ვერ ჩაიარა მაგრამ ერთიანობაში ესიყო საუკეთესო ისტორია რაც აქამდე წამიკითხავს ❤დიდი მადლობა შენ ამყველაფრისთვის❤❤

 


№15  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ანა
ეს იყო საუკეთესოზე საუკეთესო ისტორია ისტორია ანაზე და ადამზე რომლებმაც ბევრი ტკივილი და სიხარული გადაიტანეს ერთად ბევრი დაამარცხეს .გულიმატკინა ანას სიკვდილმა მაგრამ მისმაგივრად ადამს ახალი საზრუნავი გაუჩნდა პატარა ბიჭუნას მეშვეობით დასასრულის კითხვამ ცრემლის გარეშე ვერ ჩაიარა მაგრამ ერთიანობაში ესიყო საუკეთესო ისტორია რაც აქამდე წამიკითხავს ❤დიდი მადლობა შენ ამყველაფრისთვის❤❤



მადლობა ანა რომ შენი ემოციები გაიმზიარე kissing_heart
მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes

 


№16  offline წევრი ნორმი

ნუ რა ვიცი რა უნდა გითხრა.
საუკეთესო,რომ ხარ და ძალიან ისტორიებს უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი "შვილებს" რადგან ისტოეიბზე მეტად ეს სიტყვა შეესებამება.იმაზე მეტად ზრუნავ ისტორიის სიტყვებზე,რომ შეუძლებელი უბრალოდ სხვა სიტყვა გამოვიყენო.
ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს და ვიცი რას ნიშნავს ისიამოვნო საუკეთესოთი.
ნამდვილად საუკეთესო ისტორია იყო და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორია გახდება.
სიმართლე ვთქვა ბოლოს ანას სიკვდილი ძალიან არ მომეწონა და არც მსურდა,მაგრამ ასეთი დასასრული უფრო მოუხდა ვიდრე "კარგი" მოუხდებოდა..
პირველადაა როდესაც ისტორიის წყვილებს გამოვყოფ,რადგან განსაკუთრებული წყვილი ისტორიიდან არ მყავს,ახლა კი შემიძლია თამამდ ვთქვა,რომ ისტორიიდან ჩემი საყვარელი წყვილი ადამი და ანაა...
საღოლ შენ სუპერ ისტორიის სუპერ მწერალი ხარ! heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
მორფეოსი

 


№17  offline ადმინი ენ ბლექი

ნორმი
ნუ რა ვიცი რა უნდა გითხრა.
საუკეთესო,რომ ხარ და ძალიან ისტორიებს უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი "შვილებს" რადგან ისტოეიბზე მეტად ეს სიტყვა შეესებამება.იმაზე მეტად ზრუნავ ისტორიის სიტყვებზე,რომ შეუძლებელი უბრალოდ სხვა სიტყვა გამოვიყენო.
ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს და ვიცი რას ნიშნავს ისიამოვნო საუკეთესოთი.
ნამდვილად საუკეთესო ისტორია იყო და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორია გახდება.
სიმართლე ვთქვა ბოლოს ანას სიკვდილი ძალიან არ მომეწონა და არც მსურდა,მაგრამ ასეთი დასასრული უფრო მოუხდა ვიდრე "კარგი" მოუხდებოდა..
პირველადაა როდესაც ისტორიის წყვილებს გამოვყოფ,რადგან განსაკუთრებული წყვილი ისტორიიდან არ მყავს,ახლა კი შემიძლია თამამდ ვთქვა,რომ ისტორიიდან ჩემი საყვარელი წყვილი ადამი და ანაა...
საღოლ შენ სუპერ ისტორიის სუპერ მწერალი ხარ! heart_eyes heart_eyes heart_eyes



მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა, ისიც მიხარია რომ მათ სწორედაც შვილებს უწოდებ,ისიც თუ შენი ფავორიტი გახდა.
ანას სიკვდილს ორი სიტყვით ავხსნი... ის დაკარგული სული იყო, გასაგიჟებელი ქალი მაგრამ დაკარგული, სამაგიეროდ მან დატოვა ყველაზე კარგი რამ რაც შეიძლებოდა დაეტოვებინა. ისედაც ვერაფრით წარმომედგინა ამ ისტორიის "ჰეფი ენდი"
ადამი და ანა ერთად? - არა!
ადამი და სალი ერთად? - არა!
ყველას თავის გზა ჰქონდა თავიდანვე და ზუსტად ისე დავასრულე როგორც ჩავიფიქრე
kissing_heart
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ რომ გამიზარე შენი ემოცია heart_eyes

 


№18 სტუმარი სტუმარი მაკო

ეს მართლაც შთამბეჭდავი ფინალი იყო სუპერ უკეთესს რომ ვერ წარმოვიდგენდი ძალიან საინტერესო და გულში რომ გაიარა ისეთი.

 


№19  offline წევრი Rania

Es cutia davasrule en bleq. Chemo saocaro gogov. Mxolod shen shegizlia dacero aset samyaroze. Sisxlit da gvamebit savse samyaroze. Rac gulisamrevia. Magram iseti kutxit agcer. Yvelaferi gasagebi da misagebi tuara. Ise mainc chans mimyeveblobit vuyurebt mas. Arvici ras vbodialeb. Ise var emociebit damuxtuli. Asafetqeblad gamzadebul nagms vgavar. Saocrad chkvianurad da mizanmimmartulad daasrule. Sxvanairad ase kargi ariqnebodaa. Adami. Esaa personaji binzuri garemodan gamosuli .... Romelic mainc chaitries am chaobshii. Imxela eshmaki ajda sajnian bechebze. Rom shurisziebit dabrmavebuli mravalmxriv adamianad gadaiqca da misi ketili gulic im mravnigbianobas sheecira. Ana ki saocari peraonajia. Imdenad zgvardaudebwli sizulvili da siyvaruli. Lmobiereba da sisastikea mashi. Ver gaarchev mis namdvil saxes. Sali. Esaa msxverplad sheciruli tarigi da yvelaze shesabralisi adamianiaaa. Rati. Ambiciuri. Magram arqjansagad momtxovni pirovnebaa. Arvici yvelas daxasiateba sanamde mimiyvans. Ubralod adamisgan monstri babluanebma sheqnmnes daaset samyaroahi sxvagvarad ver iqnebaa. Saocari rame iyoo. Aibarvici. Visurvebdi naklebi aseti garemo da ufro sijansage iyos chven irgvliv. Magram imdenad realurad agcere yvelaferi. Imdenad sisastikea irgvliv rom sheuzlebelia. Tundac eetma monstrma tavisi sisaatikit arvsheqmnas mravali. Mapatie tavtologiebistvis da bodialistviss.kargi zafxuli saocaro gogovvvv

Andrea ki is sxiviaaa. Romelic ase schirdeboda adams sicocxlistviss. Imedia odeame maszec vixilavt istoriass. Magram argvina. Argvinda isic aset samyaros sheeciros. Imedia adami firseulad agzrdis da ecdeba naklebi sisatike iyos mis irgvliv
--------------------
Q.qimucadze

 


№20 სტუმარი

ჩვენ ყველა დაკარგული სულები ვართ...

 


№21 სტუმარი მარუსაა

სასწაული იყო❤

 


№22  offline ადმინი ენ ბლექი

მარუსაა
სასწაული იყო❤


მადლობა <3

ჩვენ ყველა დაკარგული სულები ვართ...



არ შემიძია რომ არ დაგეთანხმო

Rania
Es cutia davasrule en bleq. Chemo saocaro gogov. Mxolod shen shegizlia dacero aset samyaroze. Sisxlit da gvamebit savse samyaroze. Rac gulisamrevia. Magram iseti kutxit agcer. Yvelaferi gasagebi da misagebi tuara. Ise mainc chans mimyeveblobit vuyurebt mas. Arvici ras vbodialeb. Ise var emociebit damuxtuli. Asafetqeblad gamzadebul nagms vgavar. Saocrad chkvianurad da mizanmimmartulad daasrule. Sxvanairad ase kargi ariqnebodaa. Adami. Esaa personaji binzuri garemodan gamosuli .... Romelic mainc chaitries am chaobshii. Imxela eshmaki ajda sajnian bechebze. Rom shurisziebit dabrmavebuli mravalmxriv adamianad gadaiqca da misi ketili gulic im mravnigbianobas sheecira. Ana ki saocari peraonajia. Imdenad zgvardaudebwli sizulvili da siyvaruli. Lmobiereba da sisastikea mashi. Ver gaarchev mis namdvil saxes. Sali. Esaa msxverplad sheciruli tarigi da yvelaze shesabralisi adamianiaaa. Rati. Ambiciuri. Magram arqjansagad momtxovni pirovnebaa. Arvici yvelas daxasiateba sanamde mimiyvans. Ubralod adamisgan monstri babluanebma sheqnmnes daaset samyaroahi sxvagvarad ver iqnebaa. Saocari rame iyoo. Aibarvici. Visurvebdi naklebi aseti garemo da ufro sijansage iyos chven irgvliv. Magram imdenad realurad agcere yvelaferi. Imdenad sisastikea irgvliv rom sheuzlebelia. Tundac eetma monstrma tavisi sisaatikit arvsheqmnas mravali. Mapatie tavtologiebistvis da bodialistviss.kargi zafxuli saocaro gogovvvv

Andrea ki is sxiviaaa. Romelic ase schirdeboda adams sicocxlistviss. Imedia odeame maszec vixilavt istoriass. Magram argvina. Argvinda isic aset samyaros sheeciros. Imedia adami firseulad agzrdis da ecdeba naklebi sisatike iyos mis irgvliv


ჩემო გოგო, როგორ გამიხარდა შენი დანახვა, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე შენი კომენტარი, ღიმილი არ მომშორებია სახიდან, არაფერი შეედრება იმას როცა წერ, მთელ სულს დებ მასში და მკითხველს ასე კარგად ესმის შენი kissing_heart

 


№23  offline აქტიური მკითხველი Sick Dreamer

" ვიცი როცა ამ ისტორიას დავასრულებ შენ უზომოდ ბევრ დადებით ემოციებსს მოგიტან"
- ზუსტი ციტირებაა შენი სიტყვების ,ერთი ასოც კი არ შეკიცვლია ,ზედმეტი სასვენი ნიშანიც არ დამიმატებია..
ბრჭყალები მოითხოვა-ეგეც არ უნდა დამესვა და მიყვირა იმ თერთმეტმა სიტყვამ ,ყველამ სათითაოდ...
უზომოდ ბევრი?...
გაგიჟდი ბლექ...
ეს ორი სიტყვა ზღვაში წვეთია იმ ყველაფრის ასაღწერად რაც ამ დასასრულით მომიტანე...
არ ვიცი რა შეიძლება ჩავანაცვლო მას..
უამრავი იყო...
აუარებელი...
დაუთვლელი..
ის ფურორი მოსაგონი გახდა....
ხო მჯეროდა იმის ბლექ ,რომ ისეთს გააკეთებდი ,სულ რომ არ წარმომედგინა?..
ამის ყოველთვის მჯერა...
ახლა განსაკუთრებით...

"შენს ისტორიებში ,ხომ გაქვს ხოლმე ყოველთვის ზღვარი,რომელთა დაწესებაც არც ისე გიჭირს ჩემი თქმით...
ხოდა ჩემს ზღვარს ,რომელიც მიღებული ემოციებისთვის დავაწესე ,უკვე საკმაოდ გადასცდა ეს დასასრული..."
-ხო აი ეს უკვე ჩემი სიტყვებია...
იგივე ხდება ბლექ...
იცი როდესაც ახალ ისტორიას იწყებ ყოველთვის მიწევს ამ ზღვარის წინ გადაწევა და ბარიერის ამაღლება ,თუმცა სასურველს მაინც წვდები და მუდამ შლი მას...
ნამცეცებად აქცევ სულ რაღაც პირველ თავებში და დასასრულამდე კიდევ მერამდენე უნდა დავაწესო..

°°°°°°°
"სჯობდა"
სიკვ.დილი "სჯობდა"
ეს შვება "სჯობდა"
გაფრენა "სჯობდა"
თავისუფლება "სჯობდა"
დასრულება "სჯობდა"....

სჯობდა- ტკივილს, ომს , დანებებას, ტანჯვას, წამებას...

სჯობდა- სიმშვიდე, სამოთხე, ბედნიერება, შვილთან ყოფნა...

და ნებისმიერს ჩავუთვლიდი სიკვ.დილს დანებებაში მაგრამ არა სალის...

პირველი იყო...
"ადამთან ერთად გავაკერპე"..
პირველი და უკანასკნელი....
სუსტი წერტილი...
ფერადი გოგონა...
ჟღალი თმით ადვილად ამოსაცნობი..
ყველაზე ძლიერი...
ყველაზე მტკიცე...
ყველაზე გულწრფელი..
ყველაზე სუფთა..
ყველაზე წმინდა...
ყველაზე დაუცველი..
ყველაზე დიდი მსხვერპლი...
ყველაზე ნათელი წერტილი..
ყველაზე ტანჯული..
ყველაზე მყარი...
ყველაზე გულთბილი...

და მაინც რა ფერადი იყო არა...
როგორ იღებებოდა მისი სული და როგორ კარგად ჩამედმოდა ის მისი ნათვქამი "ბედნიერი ვარ"...
როგორ წარმოვიდგინე ის ყველა ნათელ ფერთან ერთად...
და არსად იყო მაინც წითელი...
ბევრჯერ დაამჩნდა მის სხეულს წითელი ,მის წარსულს წითელი..
მომავალს აღარ უხდებოდა რა..
ტანჯვის ფერია ეს დამპალი...
თეთრ ფერზე ,რომ ეცემოდა წითელი სისხლის წვეთები ,ხომ არ მოსწონდა არა...
არადა თმა ,რომ ჰქონდა წითელს მიმსგავსებული?...
ყველაზე კარგი ფერი რომ იყო მისი თმა...

ყველაზე ბევრი კი თეთრი ფერია...
ყველაზე სუფთა ფერია...
ყველაზე წმინდაა სალივით..
ყველა ფერი საშინლად ემჩნევა.
ამით გავს..
მის ცხოვრებასაც აუარებელი ბინძური ლაქა ეცხო..
მისი მიზეზით ,რომ არც ერთი იყო გამოწვეული მაგიტომ იყო ყველაზე სუფთა..
ხო საინტერესოა....
და ოდნავ ილუზიური ადამიანის ცხოვრების ფერების განხილვა...
როგორ მინდა ახლა მშვიდად ვიყო ,როგორ მინდა მქონდეს საკმარისი სიტყვები და როგორ კინდა არ მჭირდებოდეს გონების ასე დაძაბვა ,რომ რაიმე გავიხსენო....

იცი ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი ამ დროს, მაგრამ ოდნავ ცრემლიანი...
სევდიანი ღიმილი იყო და ბედნიერებას გამოხატავდა..
აი ისეთს ვიღაცის კარგი რომ გაგიხარდება ,რადგან გიყვარს და მისი წარმატება გიხარია ,მაგრამ იცი რომ ეს შენთვის ცუდია..
აი სადღაც მასე ვიყავი...
განა ცუდია ანგელოზად მოევლინება ადამს , მისი ერთადერთი ნათელი წერტილი...

°°°°°°°
მზე ჩავიდა....
ორი საყვარელი ქალის წასვლის შესახებ. რომ იგებ..
მზეც ჩადის და სევდაც საოცრად იმატებს...

ანა ,რომ სალიზე წერდა მანდ უკვე ვტიროდი...
ანას ,სიკვდი.ლი ,რომ გავიგე უკვე საშინლად ვტიროდი...
და რატომ??...
იქნებ იმიტომ რომ ამ გოგომ თავიდანვე შემოაღწია ჩენს გულში და აღიარება არ მინდოა..
მხოლოდ ამოჩემებული მქონდა ,რომ მისი ხასიათი მომწონდა..
მისი სიმტკიცე მომწონდა..
მისი ძლიერი მხარე მომწონდა..
ეს გოგო მომწონდა ,ყოვეკთვის რომ ბრძოლობდა..
ბევრი რომ ჰქონდა გადატანილი და ფეხზე მყარად ,რომ იდგან...

საყვარელი კაცის ცოლი ისე დამარხა ,თითქოს ბავშვობის დაქალს აბარებდა მიწას...

და სალის სიკვდილის გამო ბოდიშს იხდიდა, საოცარია არა...
ერთდროულად ჩავიდა მზე სალისთან და დამთავრდა ყველა ნათელი დღე ბაბლუანებისთვის...

ამ გოგოში ,ყოველთვის ვაფასებდი იმ პატარა ნაწილს ,რომელიც ხანდახან გაღვივდებოდა და ანასაც პატარა ბავშვად აქცევდა..

ყველაფერმა ერთად დააპატარავა ანა...
ყველა ტკივილმა ერთიანად გაუმუქა სიცოცხლე...
ბევრს ვხვდებოდი ხშირად მისი მონოლოგებიდან და ამით უფრო მყარად იდგამდა ფესვებს ჩემს გონებაში...

"მთელი ქვეყანა გლოვობდა შენს ცოლს და მე კიდევ ერთხელ დავინახე როგორ უყვარდა ის მთეკ ქალაქს."
ამ მომენტის გამოტოვება არ შემეძლო..
თურმე რამდენ ემოციას იტევდა ის ცივი გოგო ,ქვის გულის პატრონი რომ მეგონა...
როგორ იტანჯებოდა ყოველ მის სვლაზე..
როგორ უყვარდა ადამი..
იმდენად ,რომ მის ცოლს აფასებდა...
პირდაპირ თუ არაა ნათქვამი მისი საქციელებიდან სჩანს..

მისი ერთი დიდი ბედნიერებაა ანდრეა და ის აუხდენელი ოცნება ბაბლუანებთან გასწორება ,რომ რეალურად აქცია...

°°°°°°°
ადამი...
ამ ადამიანისთვის ტკივილი ყოველ დღე უფრო ძლიერდებოდა...

გაწამებული ცოლი...
მოკლული შვილი..
ამოხოცილი ოჯახი..
ძლივს გადარჩენილი ძმა...
ღალატის შეგრძნება..
ცოლის გაგიჟება...
ცოლის წამება...
მისი მოკვლა..
საყვარელი ქალის სიკვდი.ლი...

ეს ტკივილი სულში იყო უკვე...
სისხლთან ერთად ვენებში მოძრაობდა და ადამის ორგანიზმს ერთი წუთითაც არ ეშვებოდა...
ადამი?..
ზოგისთვის მკაცრი..
უგულო...
ამაზრზენი..
ჩამოუყალიბებელი...
მოღალატე...

ჩემთვის ერთი ძლიერი იდეალური ნაბიჭ/არია...
უკეთესი სიტყვებით ვერც კი ავღწერ ,ამ პერსონაჟისადმი ჩემს დამოკიდებულებას...
ყველაზე ნაკლებად იმსახერებდა ამ დროის და ისტორიის განმავლიბაში გალანძღავს...
მტკიცე..
ძლიერი...
არაპროგნოზირებადი??...
ხმასაც არ ვიღებ...
კიდევ კარგად იყო სრულ ჭკუაზე და ამას ალბათ ყველა ვხვდებით...
ცოცხალი გადარჩა?..
იმსახურებდა..
შვილი და ძმისშვილი ჰყავს გასაზრდელი...
პატარა მწვანეთვალება ,შავთმიანი და "ჭორფლიანი " ბავშვი...

ადამს ხომ იქ მაღლა ორი ანგელოზი ჰყავს...

°°°°°°
არასდროს ამომიღია ხმა ,რომელიმე პერსონაჟის შეცვლასთან დაკავშირებით ,არასდროს შევკამათებივარ არავის ,იმიტომ რომ ვიცოდი, არასწორად არაფერს აკეთებდი..
შენ ეს გინდოდა ესეიგი ,შენს ნაწარმოებში შეცდომას არ დაუშვებდი და ისე არ წავიდოდა,როგორც შენ არ გინდოდა..
ბევრი დასასრული იყო..
ხან რომელთან განვიხილავდი, ხან საერთოდ ადამს ვკლავდი ,მაგრამ ვერც ერთი ამერჩია ,ამიტომ მოგყვებოდი შენ..
და ესეც რომ არა მაინც გამოგყვებოდი..
მხოლოდ ჩემი ემოციების და აზრების გახმკვანებით...
ვერასდროს ვხვდებით რას იზამ ,მაგრამ ბოლოს მაინც ვხვდები ,რონ ყველა ის დასასრული რაც კი ოდესმე გაკიფიქრებია დებილობა იყო და შენ იპოვე მხოლოდ ის საუკეთესო...
მიხარია, რომ ისე დაასრულე ,როგორც შენ გინდოდა...
მიხარია რომ დაწყებაში ნათქვამი სიტყვები ამისრულე...

ბლექ...
საუკეთესო ხარ...
ყოველთვის ასე იქნება..
ეს ნათქვამის მაქვს..
ალბათ ადრე დიდი ფიქრის და ყოყმანის შემდეგ დავასახელებდი ჩემი საყვარელი ისტორიის ავტორს ,თუმცა ახლა ამ კითხვის შემდეგ თუ ვინ არის საუკეთესო შენს სახელს დაუფიქრებლად ვიტყვი...

მიყვარხარ...
მომავალ შეხვედრამდე ბლექ..

 


№24 სტუმარი kati

arc ki vici ra davwero.shokshi var.dasasrulic logikuri da sasiamovno iyo.

 


№25  offline წევრი გროსმაისტერი

მოგკლავ. არა არ მოგკლავ შე უნამუსო გული რატო მომიკალაი მიუხედავად ამისა მაინც კარგი დასასრული ქონდა დაძაან დიდი ემოციებით ვკითხულობდი ცრემლები ახლაც კიმაქ რომელიც ანას სიკვდილმა გამოიწვია გიო და გელა კარგად და ჯიგრულად მოკვდნენ სალი უნდა მომკვდარიყო ეგ ვიცოდი აი ხელებზე ცრემლი კი გადმოვაგდე მაგრამ.. აბა კარგად წარმატებები❤❤❤ იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები და უი ანდრეა გამომრჩა ესეიგი ძვირფასი ადამი მეორედ გახდა მამა არააა? აბა მშვიდობით

 


№26 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Sick Dreamer
" ვიცი როცა ამ ისტორიას დავასრულებ შენ უზომოდ ბევრ დადებით ემოციებსს მოგიტან"
- ზუსტი ციტირებაა შენი სიტყვების ,ერთი ასოც კი არ შეკიცვლია ,ზედმეტი სასვენი ნიშანიც არ დამიმატებია..
ბრჭყალები მოითხოვა-ეგეც არ უნდა დამესვა და მიყვირა იმ თერთმეტმა სიტყვამ ,ყველამ სათითაოდ...
უზომოდ ბევრი?...
გაგიჟდი ბლექ...
ეს ორი სიტყვა ზღვაში წვეთია იმ ყველაფრის ასაღწერად რაც ამ დასასრულით მომიტანე...
არ ვიცი რა შეიძლება ჩავანაცვლო მას..
უამრავი იყო...
აუარებელი...
დაუთვლელი..
ის ფურორი მოსაგონი გახდა....
ხო მჯეროდა იმის ბლექ ,რომ ისეთს გააკეთებდი ,სულ რომ არ წარმომედგინა?..
ამის ყოველთვის მჯერა...
ახლა განსაკუთრებით...

"შენს ისტორიებში ,ხომ გაქვს ხოლმე ყოველთვის ზღვარი,რომელთა დაწესებაც არც ისე გიჭირს ჩემი თქმით...
ხოდა ჩემს ზღვარს ,რომელიც მიღებული ემოციებისთვის დავაწესე ,უკვე საკმაოდ გადასცდა ეს დასასრული..."
-ხო აი ეს უკვე ჩემი სიტყვებია...
იგივე ხდება ბლექ...
იცი როდესაც ახალ ისტორიას იწყებ ყოველთვის მიწევს ამ ზღვარის წინ გადაწევა და ბარიერის ამაღლება ,თუმცა სასურველს მაინც წვდები და მუდამ შლი მას...
ნამცეცებად აქცევ სულ რაღაც პირველ თავებში და დასასრულამდე კიდევ მერამდენე უნდა დავაწესო..

°°°°°°°
"სჯობდა"
სიკვ.დილი "სჯობდა"
ეს შვება "სჯობდა"
გაფრენა "სჯობდა"
თავისუფლება "სჯობდა"
დასრულება "სჯობდა"....

სჯობდა- ტკივილს, ომს , დანებებას, ტანჯვას, წამებას...

სჯობდა- სიმშვიდე, სამოთხე, ბედნიერება, შვილთან ყოფნა...

და ნებისმიერს ჩავუთვლიდი სიკვ.დილს დანებებაში მაგრამ არა სალის...

პირველი იყო...
"ადამთან ერთად გავაკერპე"..
პირველი და უკანასკნელი....
სუსტი წერტილი...
ფერადი გოგონა...
ჟღალი თმით ადვილად ამოსაცნობი..
ყველაზე ძლიერი...
ყველაზე მტკიცე...
ყველაზე გულწრფელი..
ყველაზე სუფთა..
ყველაზე წმინდა...
ყველაზე დაუცველი..
ყველაზე დიდი მსხვერპლი...
ყველაზე ნათელი წერტილი..
ყველაზე ტანჯული..
ყველაზე მყარი...
ყველაზე გულთბილი...

და მაინც რა ფერადი იყო არა...
როგორ იღებებოდა მისი სული და როგორ კარგად ჩამედმოდა ის მისი ნათვქამი "ბედნიერი ვარ"...
როგორ წარმოვიდგინე ის ყველა ნათელ ფერთან ერთად...
და არსად იყო მაინც წითელი...
ბევრჯერ დაამჩნდა მის სხეულს წითელი ,მის წარსულს წითელი..
მომავალს აღარ უხდებოდა რა..
ტანჯვის ფერია ეს დამპალი...
თეთრ ფერზე ,რომ ეცემოდა წითელი სისხლის წვეთები ,ხომ არ მოსწონდა არა...
არადა თმა ,რომ ჰქონდა წითელს მიმსგავსებული?...
ყველაზე კარგი ფერი რომ იყო მისი თმა...

ყველაზე ბევრი კი თეთრი ფერია...
ყველაზე სუფთა ფერია...
ყველაზე წმინდაა სალივით..
ყველა ფერი საშინლად ემჩნევა.
ამით გავს..
მის ცხოვრებასაც აუარებელი ბინძური ლაქა ეცხო..
მისი მიზეზით ,რომ არც ერთი იყო გამოწვეული მაგიტომ იყო ყველაზე სუფთა..
ხო საინტერესოა....
და ოდნავ ილუზიური ადამიანის ცხოვრების ფერების განხილვა...
როგორ მინდა ახლა მშვიდად ვიყო ,როგორ მინდა მქონდეს საკმარისი სიტყვები და როგორ კინდა არ მჭირდებოდეს გონების ასე დაძაბვა ,რომ რაიმე გავიხსენო....

იცი ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი ამ დროს, მაგრამ ოდნავ ცრემლიანი...
სევდიანი ღიმილი იყო და ბედნიერებას გამოხატავდა..
აი ისეთს ვიღაცის კარგი რომ გაგიხარდება ,რადგან გიყვარს და მისი წარმატება გიხარია ,მაგრამ იცი რომ ეს შენთვის ცუდია..
აი სადღაც მასე ვიყავი...
განა ცუდია ანგელოზად მოევლინება ადამს , მისი ერთადერთი ნათელი წერტილი...

°°°°°°°
მზე ჩავიდა....
ორი საყვარელი ქალის წასვლის შესახებ. რომ იგებ..
მზეც ჩადის და სევდაც საოცრად იმატებს...

ანა ,რომ სალიზე წერდა მანდ უკვე ვტიროდი...
ანას ,სიკვდი.ლი ,რომ გავიგე უკვე საშინლად ვტიროდი...
და რატომ??...
იქნებ იმიტომ რომ ამ გოგომ თავიდანვე შემოაღწია ჩენს გულში და აღიარება არ მინდოა..
მხოლოდ ამოჩემებული მქონდა ,რომ მისი ხასიათი მომწონდა..
მისი სიმტკიცე მომწონდა..
მისი ძლიერი მხარე მომწონდა..
ეს გოგო მომწონდა ,ყოვეკთვის რომ ბრძოლობდა..
ბევრი რომ ჰქონდა გადატანილი და ფეხზე მყარად ,რომ იდგან...

საყვარელი კაცის ცოლი ისე დამარხა ,თითქოს ბავშვობის დაქალს აბარებდა მიწას...

და სალის სიკვდილის გამო ბოდიშს იხდიდა, საოცარია არა...
ერთდროულად ჩავიდა მზე სალისთან და დამთავრდა ყველა ნათელი დღე ბაბლუანებისთვის...

ამ გოგოში ,ყოველთვის ვაფასებდი იმ პატარა ნაწილს ,რომელიც ხანდახან გაღვივდებოდა და ანასაც პატარა ბავშვად აქცევდა..

ყველაფერმა ერთად დააპატარავა ანა...
ყველა ტკივილმა ერთიანად გაუმუქა სიცოცხლე...
ბევრს ვხვდებოდი ხშირად მისი მონოლოგებიდან და ამით უფრო მყარად იდგამდა ფესვებს ჩემს გონებაში...

"მთელი ქვეყანა გლოვობდა შენს ცოლს და მე კიდევ ერთხელ დავინახე როგორ უყვარდა ის მთეკ ქალაქს."
ამ მომენტის გამოტოვება არ შემეძლო..
თურმე რამდენ ემოციას იტევდა ის ცივი გოგო ,ქვის გულის პატრონი რომ მეგონა...
როგორ იტანჯებოდა ყოველ მის სვლაზე..
როგორ უყვარდა ადამი..
იმდენად ,რომ მის ცოლს აფასებდა...
პირდაპირ თუ არაა ნათქვამი მისი საქციელებიდან სჩანს..

მისი ერთი დიდი ბედნიერებაა ანდრეა და ის აუხდენელი ოცნება ბაბლუანებთან გასწორება ,რომ რეალურად აქცია...

°°°°°°°
ადამი...
ამ ადამიანისთვის ტკივილი ყოველ დღე უფრო ძლიერდებოდა...

გაწამებული ცოლი...
მოკლული შვილი..
ამოხოცილი ოჯახი..
ძლივს გადარჩენილი ძმა...
ღალატის შეგრძნება..
ცოლის გაგიჟება...
ცოლის წამება...
მისი მოკვლა..
საყვარელი ქალის სიკვდი.ლი...

ეს ტკივილი სულში იყო უკვე...
სისხლთან ერთად ვენებში მოძრაობდა და ადამის ორგანიზმს ერთი წუთითაც არ ეშვებოდა...
ადამი?..
ზოგისთვის მკაცრი..
უგულო...
ამაზრზენი..
ჩამოუყალიბებელი...
მოღალატე...

ჩემთვის ერთი ძლიერი იდეალური ნაბიჭ/არია...
უკეთესი სიტყვებით ვერც კი ავღწერ ,ამ პერსონაჟისადმი ჩემს დამოკიდებულებას...
ყველაზე ნაკლებად იმსახერებდა ამ დროის და ისტორიის განმავლიბაში გალანძღავს...
მტკიცე..
ძლიერი...
არაპროგნოზირებადი??...
ხმასაც არ ვიღებ...
კიდევ კარგად იყო სრულ ჭკუაზე და ამას ალბათ ყველა ვხვდებით...
ცოცხალი გადარჩა?..
იმსახურებდა..
შვილი და ძმისშვილი ჰყავს გასაზრდელი...
პატარა მწვანეთვალება ,შავთმიანი და "ჭორფლიანი " ბავშვი...

ადამს ხომ იქ მაღლა ორი ანგელოზი ჰყავს...

°°°°°°
არასდროს ამომიღია ხმა ,რომელიმე პერსონაჟის შეცვლასთან დაკავშირებით ,არასდროს შევკამათებივარ არავის ,იმიტომ რომ ვიცოდი, არასწორად არაფერს აკეთებდი..
შენ ეს გინდოდა ესეიგი ,შენს ნაწარმოებში შეცდომას არ დაუშვებდი და ისე არ წავიდოდა,როგორც შენ არ გინდოდა..
ბევრი დასასრული იყო..
ხან რომელთან განვიხილავდი, ხან საერთოდ ადამს ვკლავდი ,მაგრამ ვერც ერთი ამერჩია ,ამიტომ მოგყვებოდი შენ..
და ესეც რომ არა მაინც გამოგყვებოდი..
მხოლოდ ჩემი ემოციების და აზრების გახმკვანებით...
ვერასდროს ვხვდებით რას იზამ ,მაგრამ ბოლოს მაინც ვხვდები ,რონ ყველა ის დასასრული რაც კი ოდესმე გაკიფიქრებია დებილობა იყო და შენ იპოვე მხოლოდ ის საუკეთესო...
მიხარია, რომ ისე დაასრულე ,როგორც შენ გინდოდა...
მიხარია რომ დაწყებაში ნათქვამი სიტყვები ამისრულე...

ბლექ...
საუკეთესო ხარ...
ყოველთვის ასე იქნება..
ეს ნათქვამის მაქვს..
ალბათ ადრე დიდი ფიქრის და ყოყმანის შემდეგ დავასახელებდი ჩემი საყვარელი ისტორიის ავტორს ,თუმცა ახლა ამ კითხვის შემდეგ თუ ვინ არის საუკეთესო შენს სახელს დაუფიქრებლად ვიტყვი...

მიყვარხარ...
მომავალ შეხვედრამდე ბლექ..



ვიცი რომ ამ ისტორიას როცა დავასრულებ შენ ძალიან ბევრ დადებით ემოციას მოგიტან...
იცი რა არ ვიცი საიტს კიდევ ყავს თუ არა მწერალი რომელიც ისე იყოს შეყვარებული თავის მკითხველზე როგორც მე შენზე, ისე ცდილობდეს მისი სულის გაშიშვლებას როგორც მე შენს სულს ვაშიშვლებ... არამგობია რომწლიმე ავტორი წერდეს იატორიას და ყველაზე მეტად ელოდეს ისეთი მკითხველის შეფასებას როგორიც შენ ხარ.
არ დავიღლები იმის განმეორებით რომ საოცრება ხარ და საოცარი მუხტი მოდის შენგან, მხოლოდ ამიტომ შემიძლია მიყვარდე. ❤
მადლობ რომ მუდამ ჩემთან ხარ

გროსმაისტერი
მოგკლავ. არა არ მოგკლავ შე უნამუსო გული რატო მომიკალაი მიუხედავად ამისა მაინც კარგი დასასრული ქონდა დაძაან დიდი ემოციებით ვკითხულობდი ცრემლები ახლაც კიმაქ რომელიც ანას სიკვდილმა გამოიწვია გიო და გელა კარგად და ჯიგრულად მოკვდნენ სალი უნდა მომკვდარიყო ეგ ვიცოდი აი ხელებზე ცრემლი კი გადმოვაგდე მაგრამ.. აბა კარგად წარმატებები❤❤❤ იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები და უი ანდრეა გამომრჩა ესეიგი ძვირფასი ადამი მეორედ გახდა მამა არააა? აბა მშვიდობით



გელოდი ❤ დილის ტრადიცია დაარღბიე და საღამოს მოხვედი მაგრამ მაინც მოხვედი.
მადლობა რომ ჩემთან იყავი ❤

kati
arc ki vici ra davwero.shokshi var.dasasrulic logikuri da sasiamovno iyo.


დიდი მადლობა ❤

 


№27 სტუმარი barbarra.m

ერთადერთი კომენტარია, რაც კი მე გამიკეთებია ამ საიტზე, ერთადერთი მწერალი ხარ, რომლის ისტორიების წაკითხვისას სიამოვნება მეუფლება. ძალიან მაგარი ხარ,ცეცხლი ხარ და ნავთი, ძალიან დიდი მომავალი გაქვს, წარმატებებს გისურვებ. ! heart_eyes

 


№28 სტუმარი mashokavtaradze

ხვალ უნარების გამოცდა მაქვს, მე აქ თვალცრემლუიანი ვზივარ და არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.
ჰეფი ენდები მიყვარს, რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ სხვანაირად არც გამოვიდოდა.
ბევრის დაწერა მინდოდა მას შემდეგ რაც ვკითხულობ, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ვერც ეხლა ვუყრი სათქმელს თავს და არ ვიცი რა ვთქვა.
თუმცა
არაჩვეულებრივი იყო.
ყველა ემოცია.
სევდა, ვნება, ტკივილი.
ყველაფერი.
პერსონაჟებზე აზრს და ემოციებს ფიზიკურად ვერ გადმოვცემ.
დანარჩენი უბრალოდ ბრავო.
სასწაული იყო.

 


№29  offline წევრი kasssi

ღმერთო ჩემო ეს რა იყოო,გამოვშტერდი ოღონდ მართლა ))არაჩვეულებრივად წერ ყველა ემოციას ისტორიაში დებ და იმდენად ამაღელვებელს ხდი ,რომ ვგიჟდები)ამდენი ემოცია ბოლოს რომელი ისტორიით მივიღე არ მახსოვს)თავიდან ისე მომწონდა ანა და ადამი არა ბოლომდე მომწონდა,მაგრამ რეალური დასასრული ეს იყო ))იმდენი რამის დაწერა მინდა,მაგრამ თავს მოგაბეზრებ)ვაფასებ შენს ასეთ შრომას,რომ ასე ცდილობ მთელი გული და სული ჩადო ისტორიაში ეს ბევრს არ შეუძლია ))წარმატებები შენ )

 


№30 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

mashokavtaradze
ხვალ უნარების გამოცდა მაქვს, მე აქ თვალცრემლუიანი ვზივარ და არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.
ჰეფი ენდები მიყვარს, რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ სხვანაირად არც გამოვიდოდა.
ბევრის დაწერა მინდოდა მას შემდეგ რაც ვკითხულობ, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ვერც ეხლა ვუყრი სათქმელს თავს და არ ვიცი რა ვთქვა.
თუმცა
არაჩვეულებრივი იყო.
ყველა ემოცია.
სევდა, ვნება, ტკივილი.
ყველაფერი.
პერსონაჟებზე აზრს და ემოციებს ფიზიკურად ვერ გადმოვცემ.
დანარჩენი უბრალოდ ბრავო.
სასწაული იყო.



ერთადერთი კოკემტარი? - დიდი პატივია ეს ჩემთვის, ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤

mashokavtaradze
ხვალ უნარების გამოცდა მაქვს, მე აქ თვალცრემლუიანი ვზივარ და არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.
ჰეფი ენდები მიყვარს, რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ სხვანაირად არც გამოვიდოდა.
ბევრის დაწერა მინდოდა მას შემდეგ რაც ვკითხულობ, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ვერც ეხლა ვუყრი სათქმელს თავს და არ ვიცი რა ვთქვა.
თუმცა
არაჩვეულებრივი იყო.
ყველა ემოცია.
სევდა, ვნება, ტკივილი.
ყველაფერი.
პერსონაჟებზე აზრს და ემოციებს ფიზიკურად ვერ გადმოვცემ.
დანარჩენი უბრალოდ ბრავო.
სასწაული იყო.



წარმატებები გამოცდაზე, ❤
მიხარია თი ისიამოვნე და მადლობა რომ შენი ემოცია გამიზიარე

kasssi
ღმერთო ჩემო ეს რა იყოო,გამოვშტერდი ოღონდ მართლა ))არაჩვეულებრივად წერ ყველა ემოციას ისტორიაში დებ და იმდენად ამაღელვებელს ხდი ,რომ ვგიჟდები)ამდენი ემოცია ბოლოს რომელი ისტორიით მივიღე არ მახსოვს)თავიდან ისე მომწონდა ანა და ადამი არა ბოლომდე მომწონდა,მაგრამ რეალური დასასრული ეს იყო ))იმდენი რამის დაწერა მინდა,მაგრამ თავს მოგაბეზრებ)ვაფასებ შენს ასეთ შრომას,რომ ასე ცდილობ მთელი გული და სული ჩადო ისტორიაში ეს ბევრს არ შეუძლია ))წარმატებები შენ )


კასი ლამაზაი იყო, ძალიან ლამაზი ❤
უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, ბედნიერი ვარ რომ ასე ისიამოვნე ჩემინიატორიით ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent