შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი არაფერია (ნაწილი 2)


3-07-2019, 10:38
ავტორი თუკა
ნანახია 1 872

შეუძლებელი არაფერია (ნაწილი 2)

– ასე ნუ მიკეთებ რა– ჩუმად გავეცი პასუხი, რომლის სათქმელადაც მთელი ნახევარი საათი დამჭირაა..
– რატომ?– ისე მკითხა თითქოს არ იცოდა ჩემი პასუხი..
– კარგად იცი რატომაც..
– ამიხსენი ...
– დათო მორჩი, ხო ხედავ მაწითლებ..
– შენი ლოყები ისედაც წითელია ამ ბუხრის სიცხისაგან... ნანუკა.. – ისე დამიძახა მივხვდი მალე გონება დამებინდებოდა..
– რა?– ვთქვი თუ არა ვთქვი ეგეც არ მახსოვს, გონებაში იმდენი აზრი მომდიოდა...
– გარეთ გავიდეთ? შენ ხო მცივანა ხარ.. ამით ვისარგებლებ. გულში ჩაგიკრავ, ხელებს მაგრად შემოგხვევ და მთვარით განათებულ თოვლიან ეზოში გატარებ...
ეზო მართლაც გაენათებინა უზარმაზარ მთვარეს.. მისი სახე ისეთი თეთრი და მიმზიდველი ჩანდა... მოულოდნელად შედგა. როგორც მჩვევია ფეხი ფეხს წამოვკარი და დათოს ხელებში გავადინე ზღართანი, სახეზე ღიმილი აუთამაშდა..
– კმაყოფილი ხარ არა?– ღიმილით ვუთხარი და გავსწორდი..
– მერედა როგორ... შეგიძლია ასეთი ტრიუკები სულ განახორციელო, ოღონდ წინასწარ გამაფრთხილე რომ დაგიჭირო...
– ასეთ ტრიუკებს მე ბავშობიდან ვახორციელებ. ამის შედეგად მაქვს უამრავი კვალი ფეხებზე...
– ანცი ხარ... მაგრამ მე მაინც მიყვარხარ, ასეთი როგორიც ხარ..
– ვერ გავიგე– დაბნეულმა ჩავხედე თვალებში და მის სიტყვებს ჩავუღრმავდი....
– ყველაფერიც გაიგე, როგორ გიყვართ ეს ქალებს მილიონჯერ გამეორება... გითხარი მიყვარხარ –თქო...
– შეუძლებელია...
– ვითომ რატომ? შეუძლებელი არაფერია.... მაშინ შემიყვარდი– როცა შიშისაგან აცახცახებული მეჯექი მანქანაში და ცრემლები ჩამოგდიოდა ყინვისაგან გაწითლებულ ლოყებზე.. როცა შენი ტუჩები შემეხო მაშინ მივხვდი რომ ერთ სულელ გოგოს უკვე კარგად ვყავდი გამოჭერილი...
– დათო ეს სახუმარო თემა არაა...
– მერე ვინ გითხრა რომ გეხუმრები.. მე მართლა მიყვახარ, ვიცი მეტყვი ასე უცებ როგორ მოახერხეო. არ ვიცი, გეფიცები მართლა არ ვიცი. შენ მოახერხე მე კი არა.. არ ვიცი ჯადო გამიკეთე ალბად..ვიცი რომ შენს გაქვს ჩემს მიმართ სიმპატია, ხო ხედავ რა კორექტულად ვსაუბრობ.. – მის სიტყვებზე გამეცინა და მუჯლუგუნი ვუთავაზე გვერდში... აუჩ.. მეტკინა, იცოდე ინვალიდი გეყოლები ..
– რა იცი რომ მე მეყოლები?
– ვიცი, ვგრძნობ როგორ დნები როცა გიახლოვდები.. გინდა გითხრა რატომ ?
– რატომ? აბა შემდეგ ბრძულ აზრებს ველოდები..
– იმიტომ რომ ისევე გიზიდავ როგორც მე შენ... იმიტომ რომ შენ სხვებს არ გავხარ და არ გყოლია უამრავი მამაკაცი გვერდით.. იმიტომ რომ შენ მე მელოდებოდი– მისი სიტყვები გიპნოზს მიკეთებდა დამაბრუებდა..
– აჰააა..– ჩემდა უნებურად დავეთანხმე და მისმა სიცილმა გამომაფხიზლა.
– ესეიგი მეთანხმები რომ გიზიდავ?
– დათო...– რა უტაქტო ხარ.. ასე როგორ მეუბნები... გაბუტულმა ჩავიყავი ჯიბეებში ხელები და ეზოს ბოლოსაკენ ავიღე გეზი რომ ორ წუთში დამეწია და კუთხეში ეულად მდგარ ვაშლის ხეზე მიმაყუდა... ვიგრძენი რომ მისი ყოველი სიტყვა სიმართლე იყო...
– გეშინია თუ რა ხდება?– ირონიულად მკითხა და გამიღიმა.. შენი გახშირებული სუნთქვით თუ ვიმსჯელებთ ან გეშინია ან გინდა რომ გაკოცო..
– დათო...– მორჩა გაგებუტე უკვე, გაგებუტე კი არა გავბრაზდი... ზღვარი დაკარგე?
– ზღვარი მაშინ დავკარგე იქ რომ მაკოცე ..
– ოჰჰოოო– სიცილით ვუთხარი და მისი მკვავებიდან განვთავისუფლდი... ძალიან არ დაკარგო ეგ ზღვარი ბატონო დავით... ზღვარს იქით არ აღმოჩნდე...
– ნანუკა. მოდი ჩემთან – მის სიტყვებზე ადგილზე გავიყინე და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი... მოდი , ნუ მაწვალებ რა.. მე ხო არაფერს გთხოვ.. საერთოდ არაფერს.. მხოლოდ ის მინდა რომ მაგრად შემოგხვიო ხელები და ვიგრძნო რომ არსებობ, რომ ჩემი ხარ, ან შეიძლება იყო ჩემი... მისი ხმა თანდათან მიახლოვდებოდა... მისი გაყინული ცხვირი ვიგრძენი კისერში და ჟრუანტელმა უმალ დამიარა... ხელები ჩემს მუცელზე გადაგრიხა და გაიტრუნა..
– დათო.
– ჰმ – ყრუდ მიპასუხა და გამეღიმა..
– დიდი ხანი უნდა ვიყოთ ასე?
– სანამ ცოცხალი ვარ.. წინააღმდეგი ხარ??
– არა... მაგრამ ისე ძალიან მიჭერ ხელებს რომ ვერ ვსუნთქავ..
– მაშინ ასე მოდი ჩემთან– გააზრება ვერ მოვასწარი ისე შემატრიალა და გულზე მიმიკრა.. ნანუკა. გკითხო?
– მკითხე...– მისი სუნამოს სუნით გაჟღენთილმა გავეცი პასუხი .
– რომ გაკოცო გამარტყავ?
– ცადე...– ისევ გაუაზრებელი პასუხი წამოვროშე და რამოდენიმე მილიმეტრით მომშორდა.. ცალი ხელი ყურთან შემიცურა და თმებზე გამეთამაშა... თვალები დავხუჭე და მისი ტუჩების თავიდან დაგემოვნების მოლოდინში სუნთქვა შევყვიტე...გათოშლი ტუჩები შემახო ლოყაზე და ყურში მიჩურჩულა..
– სხვაგან ელოდი კოცნას?
– აჰაააა..– ჩემი პასუხით გაოცებულმა შევხედე და გამეცინა..
– ვიცი რომ სხვაგან კოცნას ელოდი.. მეშინია რომ დაფრთხები და გამექცევი, თუკი ცოტა სითამამეს გამოვიჩენ.... ორივე ფეხზე დავაბიჯე და ფეხის წვერებზე ავიწიე...მთელი ძალით მოვწიე ჩემსკენ და ალუბლისფერ ტუჩებზე ვაკოცე... ხელები წელზე შემომხვია და ჰაერში ამწია. არ ვიცი რამდენი წამი ვიყავი ასე ვნებებისაგან თავდაკარგული.. მაგრამ მეგონა რომ საუკუნოდ დავრჩი მის სხეულში და ტუჩებზე...
ტატოს ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა , წამებში დამსვა მიწაზე და ტატოს გასძახა მოვდივართო.... საშინლად მცხვენოდა.. სისულელეს– სისულელეზე მიყოლებით ვაკეთებდი და ვერ ვაანალიზებდი ჩემს ემოციებს...სახლის კუთხესთან გამაჩერა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.... ოდნავ დაიხარა და კიდევ ერთხელ შეეხო ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს. ცერა თითი გადამისვა ქვედა ტუჩზე და გამიღიმა..
– მარტო ჩემი იყავი რა.. როგორ მინდა მარტო ჩემად გიგულო...
– მარტო შენი ვიქნები..ოღონდ ასე ნუ მექცევი, შიგნით შევიდეთ რა გავიყინე..
– მერე მე რისთვის ვარ, გაგათბობ.. სულელო..
– დათო გთხოვ...
– კარგი, კარგი, შევიდეთ და ბუხარმა გაგათბოს ჩემს ნაცვლად მაშინ.
**
სუფრა უკვე გაეშალათ... მე და დათო გვერდიგვერდ დაგვსვეს და პირველივე ჩვენი სადღეგრძელო დალიეს. სახეზე სიწითლემ გადამკრა და დათოს გვერდში ვუჩქმიტე... მიხვდა რომ მის მეგობრებს ზედმეტი მოსდიოდათ..
– არ გვინდა ეს ოფიცილურობა , უხერხულობაში ვაგდებთ ნანუკას.. – სიტუაციის განმუხტვა მაინც სცადა დათომ და დავინახე როგორ ჩაუკრა თვალი ტატოს..
– დათო მართალია. ყველანი მეგობრები ვართ, რა საჭიროა ეს სადრეგრძელოები და რაღაცეები, თანაც ისე მომშივდა რომ ბაჩოს სადღეგრძელოების თავი არ მაქ..
მადლობა თვალებით გადავუხადე ტატოს და შემწვარ კარტოფილს გაუბედავად ჩავურჭე ჩანგალი..
– ხო მართლა.. რა კარგია რომ ყველანი აქ ხართ.. დუმილი ისევ ტატომ დაარღვია და დათოს გახედა.. მაღაზიისათვის მენეჯერს ვეძებთ.. ვინმე კარგი, ლამაზი სანდომიანი გოგო გვჭირდება...
– მერე???– თვალები დაუბრიალა დათომ და გამომხედა..
– რა მერე, ვიფიქრე რომ შენი მეგობარი კარგი კანდიდატურა იქნებოდა. თუ ვცები??
– მე?– ჩემზე ამბობ?– გაოცებულმა შევხედე ტატოს და მერე დათოს.. მე არ მაქვს ისეთი გამოცდილება რომ მენეჯერი ვიყო ტატო..
– ეგ არაფერი, ამის კურსები არსებობს, თან ისწავლი თან იმუშავებ, თანაც მე იქ ვარ და ყველაფერს გასწავლი...
– შენც იქ მუშაობ?? არ ვიცი რა ვთქვა.. თანაც იქიდან როგორ წამოვიდე.. რა გავაკეთო?? დათოს გაოცებულმა ავხედე და გავუღიმე.. შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო??
– რა თქმა უნდა..
ბუხართან გვერდიგვერდ ვიჯექით და თავში უამრავი აზრი მომდიოდა ერთად... ისიც მოთმინებით მელოდა.. ბოლოს ხელი მხარზე შემომხვია და ზედ მიმიყუდა..
– ნერვიულობ რომ იქიდან ვერ წამოხვალ? ამას განიცდი? რაზე ნერვიულობ ნანუკა?
– დათო, წამოსვლაზე არ ვნერვიულობ ეს ჩემი საქმეა.. თინასთან მივალ და დაველაპარაკები.. მაგრამ იმ ფულს რა ვუყო,წინასწარ რომ მომცა.. ნახევარი დედაჩემს გავუგზავნე, ნახევარიც არ დამრჩა... რომ წამოვიდე ის თანხა ხომ უნდა დავაბრუნო...
– ესაა შენი მიზეზი? ამაზე არ ინერვიულო, ხომ გითხარი რომ დაგეხმარებოდი, და ასეც გავაკეთებ... ამას მოვაგვარებთ. შენ იქიდან წამოსვლაზე დაელაპარაკე ... მოულოდნელად გაჩუმდა და გამიღიმა... ნახე გარეთ როგორ თოვს? რა ლამაზია. მაშინაც ასე თოვდა როცა პირველად დაგინახე. თავზეე ისე ლამაზად გეყარა თოვლის ფანტელები... რომ ჩემი გონებიდან ვერ ამოგიგდე... მე შენ და თოვლი, ერთმანეთთან გვაკავშირებს ხო ასეა??
– ალბად ასეა.. მგონი დროა სახლში წავიდეთ... გვიანია..
– კარგი წვიდეთ...წსასვლელად წამოვდექით რომ ხათო მაშინვე ჩვენთან გაჩნდა და ორივეს ხელი გვტაცა..
– მოდით დღეს ყველანი აქ დავრჩეთ... თან საქმეზე ილაპარაკებთ. ტატო ყველაფერს აგიხსნის... რა ჯობია ამათთან მუშაობას. იცოდე შენზე მაგარი უფროსი არავის ეყოლება...
– ხათო, აქ ვერ დავრჩები ხო იცი.. არ შემიძლია...
– ვითომ რატომ? არ მითხრა რომ გცხვენია... დამშვიდდი ერთად კი არ დაგაძინებთ. ამხელა სახლია ყველანი მოვთავსდებით...
– ნანუკა მართალია, ჩვენი წასვლის დროა, აქ ვერ დავრჩებით ხათუ...
– ვითომ რატომ? უკვე გვიანია, თანაც წეღან საკმაოდ დალიე, არ გეშინია რომ გზაზე მანქანა მოგიცურდეს? – საუბარში ტატო ჩაერთო და გამიღიმა.. ნანუკა, დარჩი რა.. შენებს დაურეკე და უთხარი რომ ჩვენთან ერთად ხარ..
– მე. მარტო ვცხოვრობ ტატო. უბრალოდ აქ პირველად ვარ, თქვენც პირველად გხედავთ და სირცხვილია, პირველივე ჯერზე აქ დავრჩე..
– ჯერ ეგ ერთიც, ეს დათოს სახლია.. ნებართვას თუ გაძლევს უნდა დარჩე აბა რა უნდა ქნა? მეორეც დღეს პირველად გვხედავ და ხვალ მეორედ დაგვინახავ რა პრობლემაა.. დარჩი და ამაღამ კარგად გავერთობით გპირდები... შეგვიძია ვიგუნდაოთ, თოვლის პაპა გავაკეთოთ , ან რავიცი მოვიფიქროთ რამე. გპირდებით რომ არავინ გატკენს გულს..
– არა ეგ არც მიფიქრია...
– მაშინ დავრჩეთ კარგი?– ჩუმად მითხრა დათომ და უმალ ვიგრძენი მისი ხელი ჩემს თეძოზე, ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ავხედე.. თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი და ძველ ადგილს დავუბრუნდი... დათომ ბოდიში მომიხადა და ეზოში გავიდა, ვხედავდი როგორ ნერვიულბდა ხათოს გაოცებულმა დავუძახე და გვერდით მოვისვი. დათოსენ გავახედე , გარეთ ნერვიულად რომ სცემდ ბოლთას ..
– ალბად სახლში რეკავს და ამბებს არკვევს.. – დაუფიქრებლად მიპასუხა და თვლი ჩამიკრა...საუკეთესო კაცი გყავს გამოჭერილი...
– მე? გამოჭერილი? არა რას ამბობ.. მე და დათო მეგობრები ვართ.. ხათო.. სხვა არაფერი ხდება...
– ხოო დაგიჯერე როგორ არა... დათოს ბავშობიდან ვიცნობ, ნუ მასწავლი რას გრძნობს. – სიცილით მითხრა და მხარი გამკრა...
**
ორი საათი ხდებოდა ვერაფრით დავიძინე, ტანზე ჩავიცვი და ქვედა სართულზე ჩავედი... ბუხარში აქა–იქ კაშკაშებდა მარტოდ დარჩენილი ნაკვერჩხალი. ბავშობა გამახსენდა, ჩემი სახლი სოფელში. ჩემე ბუხარი მამა რომ ჩემთვის ანთებდა.. გამეღიმა ჩემს უმტკივნეულო და უნაკლო ბავშობაზე.... როგორც მაშინ ახლაც ვიმარჯვე.. ბუხარს შეშა შევუმატე და უმალ დაიწყო გიზგიზი.... ჩახველების ხმამ ისე შემაშინდა რომ ადგილზე შევხტი.. მივხვდი რომ დათო იყო..
– შენი კარის ხმა გავიგე და მივხვდი რომ არ გეძინა. ხათო მიაძინე??
– ხო.. ხათო გაითიშა, ალბად ორსულობის ბრალია, რაღაცას საუბრობდა და სანამ პასუხი გავეცი უკვე ეძინა.... ლამაზია არა ცეცხლი?? ბავშობიდან მიყვარდა მისი ყურება. ხშირდ ცეცლის ალს ვუყურებდი და ვოცნებობდი..
– რომანტიული ყოფილხარ.. მიყვარს რომანტიული ადამიანები.. ნახე რა უცებ გადაეკიდა ცეცხლი ამხელა შეშას? თუ უფლებას მომცემ და შენს გულში ადგილს დამითმობ მეც ასე გადავეკიდები შენს გულს და არ მიგატოვებ..
– მაგრამ დამწვარი შეშა დანაცრდება და მერე გადაყრიან დათო..
– ორაზროვნად ნუ მელაპარაკები ნანუკა.. მე არ ვარ ვაპირებ არსად წასვლას. კი შეიძლება შენი სიყვარულით დავიწვა და დავაცრდე კიდეც მაგრამ მოღალატე არ ვარ...
– მჯერა. მაგრამ მაინც, არ თვლი რომ ჯერ ამ ყველაფერზე საუბარი ადრეა?
– რამოდენიმე საათის წინ ისეთი კოცნით დამასაჩუქრე რომ ნაადრევი აღარაფერი მეჩვენება.. მინდა რომ ერთად ვიყოთ...
– ერთად ვიყოთ?– გაოცებულმა შევუბრუნე კითხვა.. ერტად ყოფნაში რას გულისხმობ?
– ყველაფერს ცუდად იგებ? იმას არა რაც შენ გგონია. უბრალოდ ჩემს გვერდით მინდა იყო, როგორც ჩემი ნაწილი...
– ლამაზად საუბრობ.. რამდენი წლის ხარ. რა გვარი ხარ. ვინ ხარ. საერთოდ არაფერი ვიცი შენზე დათო ეს არაფრად მიგაჩნია?
– შენ ეს არასოდეს გიკითხავს.. იცი რომ მძღოლი ვარ. სადაც ვმუშაობ ეგეც იცი.. სხვა რა გითხრა. ოცდათხუთმეტი წლის ვარ. სხვა რამ არის კიდევ რაც გაინტერესებს??
– არის.. მითხარი ასეთი სევდიანი თვალები ვისი ბრალია? გიყვარდა არა?
– ამაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ ის რაც წარსულში იყო.. წარსულში ყველას გვიყვარდა.
– მე არ მყვარებია.. მე ჯერ არ ვიცი რა არის სიყვარული..
– ეს სიყვრულია, რასაც შენ აკეთებ...ასეთი მზერა და ეს კოცნა, შეხება. უკვე სიყვარულია.. ნანუკა– ბევრ ქალს შევხვედრილვარ, ოღონდ შენნაირს არა.. არ მინდა გული გატკინო..
– ხოდა არ მატკინო.. ისედაც საკმარისად მატკინა ყველამ გული...
– ვეცდები, რომ არასოდეს გატკინო გული ნანუკა, იმიტომ რომ შენს დაკარგვას ვერ გადავიტან... ვერ გავუძლებ რომ ხელიდან გამომეცალო. ტატოს სამსახურზე დათანხმდი, ჩემი ხათრით. იქ შენი ადგილი არააა. მეშინია რომ ის ცხოველი რაიმეს დაგიშავებს..
– დამშვიდდი, ასე გავაკეთებ.. დილით ადრე უნდა ავდგეთ არა?
– არა რატომ? არავინ მელოდება..
– შენი უფროსი? არ დაგირეკავს?
– ააა, ხო. მეგონა სხვა რამეს გულისხმობდი... ჩემი თავის უფროსი მე ვარ– სიცილით მითხრა და გულზე მიმიკრა....
– ნეტა ჩემი უფროსიც შენ იყო...
– ვიქნები, მაგაზე როგორ განერვიულებ. შენი უფროსი ვიქნები ამ წუთიდან ყველგან...
– ჩემს გულშიც?
– მანდ უკვე უფროსი ვარ ნანუკა.. რა საყვარელი და ტკბილი ხარ.. როგორ გამიმართლა რომ გიპოვე... დაველოდები იმ დღეს როცა მეტყვი რომ შენსც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ...
**
ერთმა კვირამ ისე უცებ გაირბინა ვერც კი გავაცნობიერე... დათო ყოველ დრე მოდიოდა და ჩვენი უთიერთობა ძირითადად ფეხით სეირნობიტ შემოიფარგლებოდა.. ხშირად მის სახეზე გაუსაძლის ტკივილს ვკითხულობდი მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა რაიმე მეკითხა ჩავძიებოდი და გამერკვია...
ორშაბათ დილას ადრიანად ავდექი და თინა ბებიასკენ წავედი. ფეხები უკან მრჩბოდა ისე მეშინოდა იქ მისვლა.. ეზოში გაუბედავად შევაბიჯე, გამეფებულმა სიყნარემ სითამამე შემმატა და ოთახში შევედი... ჩართული ტელევიზორის წინ მხოლოდ თაზო იჯდა, დამინახა თუ არა ფეზე წამოდგა და უკან დავიხიე..
– ოოო, ამას ვის ვხედავ. დამშვიდდი არ მოგეკარები.ასე შეშინებული ნუ მიყურებ, ვინმე იფიქრებს რომ შენი შეჭმა მინდა..
– სადაა ბებიაშენი?
– მალე მოვა..
– სადაა თქო, მე ეს გკითხე..
– ბანაობს. წადი შეამოწმე ხო არ გატყუებ. დაჯექი და მოვა. რა დამფრთხალი შველივით ცქმუტავ გოგო... ჩემსკენ წამოვიდა და მკლავში ხელი მტაცა. ძალით დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა.. სანამ თინა მოვა, მე შენი სიახლოვით დავტკბები....
– არც იოცნებო.. გაიწიე და ცოტა იქით დაჯექი.. მაშინვე მომემატა სითამამე და გაცოფებულმა შევხედე..
– ოოო, რა ბრაზიანი ხარ ნანუკა...
– თაზო არ ვხუმრობ, არ მსიამოვნებს შენი გვერდით ჯდომა... წავალ და ოთახში დაველოდები...
– წადი... ასე მარტივად რომ გამიშვა შემეშინდა კიდეც. სწრაფად წამოვდექი და კიბეებზე ავედი... თინას ოთახშმუდამ სისადავე იყო. შევედი თუ არა შვებით ამოვისუნთქე, ფანჯარსთან გავჩერდი და მოფარფატე ფანტელებს გავუღიმე... ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული რომ მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე და შევკრთი.. გული გამალებით მიძგერდა... ოთახის კარები ნელა მიკეტა და გადაჯვარედინებული ხელებით დამიდგა წინ..
– იპოვე თინა?– სააბაზანოში არ შეხვედი ? რა სულელი გოგო ხარ.. თინა სახლში რააა შტერო..
– მომატყუე?? რას ქვია არააა. დილით ველაპარაკე...
– მერე რა. ბოლომდე უნდა უსმინო , თინამ ხო გითხრა თერთმეტზე მოდიო.. შენ კიდე ადექი და ათზე მოხვედი.... ალბად მე მოგენატრ ხო ასეა..
– თაზო მორჩი სისულელეების როშვას, წავალ და გვიან მოვალ....
– ნწუ, ვერსად ვერ წახვალ.. ამხელა სახლში მხოლოდ მე და შენ ვართ...
– იცოდე არ გაბედი, კიდევ ერთ ნაბიჯს თ გადმოდგავ ვიყვირებ...
– იყვირე. ვგიჟდები ვნებიან ქალებზე. გითხარი რომ მარტო მე და შენ ვართ სახლში სულელო გოგო....
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ნერვიულობისგან მთელი ყელი გამშრობოდა.. მუხლები მეკვეთებოდა... ჩესკენ წამოვიდა და მაშინვე კედელს ავეკარი. გუნებაში ვაგინებდი ჩემს უტვინო თავს რომ ბოლომდე არ ვუსმენდი არასოდეს ადამიანებს.... ხელები მაგრად შემომხვია წელზე და ისე მაგრად მიმიკრა ზედ რომ სუნთქვაც კი მიჭირდა... ვიგრძენი როგორ შემიცურა ცალი ხელი მაისურის ქვეშ და შიშველ წელზე დამისვა.... ცრემლებს ვერ ვიკავებდი... მაგრამ ეს თაზოს სულაც არ ადარდებდა.. მხოლოდ ტავისი ჟინის დასაკმაყოფილებლად იბრძოდა.. გატოკების ძალაც არ მქონდა ისე ძალიან ვყავდი ჩაბღაუჭებული... მისი ცხელი სუნტქვა სახეზე მედებოდა და გულის რევის შეგრძნება მქონდა.. მშიერი ცხოველივით მეძგერა ტუჩებზე და კოცნა დამიწყო... ტირილს ვუმატე... მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, მის ხელებს ყველგან ვგრძნობდი... ვგრძნობდი როგორ მებინდებოდა თვალებში..... სუნთქვა მეკვროდა... მეტი არაფერი მახსოვს...
თვალები რომ გვახილე თავზე და თინა მედგა და მეორე მხრიდან თაზო მეჯდა.. მისი სახის დანახვაზე, თინას ავეკარი და მაშნვე მიხვდა რაც ხდებოდა.. თაზოს ოთახიდან გასვლა უბრძანა და გულში ჩამიკრა..
– ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, და ესეც მოხდა..როცა ჩემმა შვილმა მითხრა რომ ახალგაზრდა გოგო მოყავდა მაშინვე შემეშინდა რომ ეს ცხოველი რაიმეს დაგიშავებდა.. ასეც აკეტებს..
– თინა ბებია. წასვლა მინდა . აქ ვერ ვიმუშავებ,არ შემიძია, აქ მოსვლისაც კი მეშინია..
– ვიცი ბებია ვიცი... ბედზე მოგისწარით ხო ასეა.. რა უნდოდა ამ ავადმყოფს. თაზო ბავშობიდან ასეთი ავადმყოფია შვილო... რაღაცას თუ ამოიჩემებს მერე იმ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს... წადი და თავს უშველე...
– თქვენი დატოვება არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.. თინა ბებია იმ თანხას უახლოეს დღეებში...
– არა ნანუკა.. არავითარი თანხა არ მჭირდება.. მუდამ მინდოდა შენნაირი ლამაზი შვილიშვილი მყოლოდა... იცოდე თუ დახმარება დაგჭირდება მე მუდამ ვიქნები შენს გვერდით ... იცოდე რომ ჩემი სახით გყავს ბებია რომელსაც ძალიან უყვარხარ...

**
– იცის სიმართლე? იმ გოგომ სიმართლე იცის დათო? ასე როგორ ეთამაშები?– არ ცხრებოდა ქალბატონი დალი და სამზარეულოში ნერვიულად დადიოდა...
– სიმართლე მე ვარ დედა.. ჩემი გული და გონებაა სიმართლე. ეს საკმარისი არააა??
– არაააა, შვილო არააა.!!!! ცდები.. სიმართლე იმისაა რომ უნდა ითქვას დათო.. ამით საწადელს ვერ მიაღწევ.. იმ გოგოს სულს ატკენ. დამიჯერე ასე უფრო დაკარგავ..
– არა .. ვერ ვეტყვი. არ შემიძლია, ჯერ მაინც დედა.. ცოტაც მადროვე...
– ეს ჯერ მაინც რამდენია??? ერთი წელი? როდის ეტყვი ? როცა გამოგიტყდება რომ უყვარხარ??? ცუდად იქცევი..
– შემეშვი..... – გაბოროტებულმა დაიყვირა დათომ ..მაცადე მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს რა.. ახლა რომ გაიგოს სიმართლე ხელს მკრავს არ გესმის? ახლა ადვილად მოერევა თავის გრძნობას...
– ცდები.. ჯობია ახლა გაიგოს და ისეთი შეგიყვაროს როგორიც ხარ. ვიდრე მერე... გაბრაზებული გავიდა დალი სამზარეულოდან და დათო თავის ფიქრებთან მარტო დატოვა...
გამწარებულმა დადგა ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დათომ და მობილურს დასტაცა ხელი დასარეკად რომ ოთახში ინვალიდის ეტლი შემოგორდა და მის წინ გაჩერდა..
– ნიაკო. ჩემო ლამაზო.. გაიღვიძე??
– რა ხდება დათო? დედა რატომ ჩხუბობდა? შენ გეჩხუბებოდა არა?
– ეგ არაფერი, დედას ხო იცნობ... ვერაფერს გაუგებ...რა უხარია და რა სწყინს..
– არა, ასე არაა. ამჯერად დედა მართალია... უნდა უთხრა სიმართლე იმ გოგოს... უთხარი რომ ინვალიდი და გყავს.. ამის მერე ყველაფერი უთხარი რაც შენს ცხოვრებაშია... ნუ დაუმალავ დათო... თუკი არ მოისურვებს შენთან ურთიერთობას მალევე წავიდეს ჯობია, ასე არც ერთს გეტკინებათ გული....
– ასე ადვილია? მივიდე და ვუთხრა. იცი ნანუკა მე სახლში ინვლიდი და მყავს. რომელსაც არასოდეს გაუვლია.. კიდევ შვილი მყავს 3 წლის მარიამი რომელიც გულის მანკითაა ავად და მყავდა ცოლი რომელმაც მიმატოვა.... მივიდე და ერთი ხელის მოსმით დავუნგრიო ცხოვრება??? არ შემიძლია ნია.. ხო ბოროტი ვარ... ბოროტი ვარ იმიტომ რომ მინდა ბედნიერი ვიყო... მინდა მეც მიყვარდეს და ვუყვარდე ისეთი როგორიც ვარ, არა ისე როგორც თიკას ვუყვარდი, ფულის და ტანსაცმლის გამო..
– ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ ახლა შენც ისევე იქცევი როგორც თიკა მოიქცა არა??? ნუ დაუმალავ, მას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე...
– ვიცი რომ აქვს. მაგრამ ჯერ ვერ ვეტყვი....
დათოს მობილურის ზარმა მათი საუბარი გაწყვიტა.. ახლავე მოვალო მხოლოდ ორი სიტყვა თქვა. დას თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა...

**
საწოლზე ემბრიონის პოზაში ვიწექი და ნატა ამაოდ ცდილობდა რაიმე ეთქმევინებინა... არც კარზე ზარს ქონია ჩემზე რეაქცია და არც ტელეფონს.... გაფითრებული სახით შემოვიდა დათო და საწოლზე ჩამომიჯდა... შეუბლზე დაყრილი თმები გვერძე გადამიწია და ლოყაზე მაკოცა.. მიხვდა რომ თაზოს უკვე მოესწრო ჩემთვის დაღის დასმა...
– ნანუკა, არ მეტყვი რ მოხდა?
– სათქმელი არაფერია..– ყრუდ ჩავილაპარაკე და გვერდი ვიცვალე....
– სათქმელი გაქვს და იცოდე თავს ასე ვერ დაიძვრენ.. გადმობრუნდი... ფრთხილად დამადო წელზე ხელი , ფეთიანივით წამოვხტი საწოლიდან და შეშინებული ავეკარი კედელს.. მისი გაცრეცილი სახე უფრო გაცრეცილიყო და ვერაფერს ხვდებოდა...რა მოხდა არ მეტყვი??
– არ მინდა ლპარაკი...
– საკმარისია. მოდი აქ და მომიყევი რა მოხდა იმ წყეულ სახლში... გასაგებია... ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა... ძალა გამოცლილი მიმიკრა გულზე და ხელები შემომხვია.... ისევ ეცადა შენზე ძალადობას ხო ასეა...
– ხო.. ოღონდ ამჯერად ვერ დავეხსენი..– ჩემს სიტყვებზე გაოცებულმა გამწია განზე და შემომხედა..
– ვერ გავიგე...
– ვერ დავეხსენი დათო.. გიჟივით მკოცნიდა და მეფერებოდა.. ყველგან, სულ ყველგან... მეზიზღება ჩემი თავი...
– მოიცადე რას ლაპარაკობ, გინდა ჭკუიდან ამწიო? საბოლოოდ გინდა რომ შემშალო გოგო?? რაიმე გაგიბედა? ნანუკა თქვი– მთელი ძალით შემანჯღრია და გაავებული დამაშტერდა ცრემლიან თვალებში...
– ვერ მოასწრო...– ჩემი სიტყვების გაგონებაზე გულზე მოეშვა ნატას დაუძახა და ჩემი თავი ჩააბარა.....
– მითხრი სად ცხოვრობს ეგ ტიპი...
– არ გეტყვი..
– ნუ მაღიზიანებ ზედმეტად, თქვი სად ცხოვრობს ნანუკა. გცემ და ისე გათქმევინებ.. გეფიცები კაცობას თუ არ გცემო... შეშინებულმა ვუთხარი მისამართი და ელვის სისწრაფით გავარდა დათო სახლიდან..
გზიდან ტატოს და და ბაჩოს დაურეკა... დათქმულ ადგილას სამივე ერთ დრულად მივიდა... სიმწრისაგან ხელები ექავებოდა დათოს, ერთი სული ქონდა ის არაკაცი ენახა და ჭკუა ესწავლებინა.... კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღოთ და თავაზიანად იკითხეს თაზო... ჯერ კიდევ გვარიანად თოვდა... სვიტერის ამარა გამოვიდა თაზო ეზოში და უცხო მამაკაცებს წინ გაუჩერდა...
– რა ხდება? თქვენ ვინ ხართ?– ინტერესით იკითხა და ყველა მაღალს თვალი თვალში გაუყარა...
– ვინ ვარ არა??? ახლა განახებ ვინც ვარ... დათოს მოქნეული მუშტი ყბაში მოხვდა და მოყინულ თოვლზე დაეცა.... დაგდებულს დასტაცა დათომ ხელი სვიტერის ყელში და გაცოფებულმა კიდევ მეორე გაარტყა.. იცოდე ნანუკას კიდევ ერთხელ რომ მიუახლოვდე ღორივით დაგკლავ არაკაცო... ხელებს დაგალეწავ. ნანუკზე ოცნებასაც კი გიკრძალავ.. მიახლოვებას კი არა.. ბო*ი შვილი ვიყო , ძვლებში გადაგმტვრევ გასაგებია?!!....
ხმაურზე ჯოხის კაკუნით გამოვიდა თინა ეზოში და თვლებს არ უჯერებდა მომხდარ სცენას... მაშინვე გაუშვა დათომ ხელი და წამოდგომაში მიეხმარა.... რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ და თავაზიანად გაუწოდა ხელი..
– თქვენ ალბად ქალბატონი თინა ხართ..
– დიახ, და ამიხსენით ახალგაზრდავ რა ხდება აქ...? ჩემს სახლში, ჩემს ეზოში..
– სიამოვნებით.. დარწმუნებული ვარ თქვენი თაზოს გარყვნილობის ამბავი ჩემზე კარგად იცით.. მე დათო ...
– ტაბიძე ხარ. ვიცი ვინც ხარ ბატონო დათო. მე ის მაინტერესებს ამ უმაქნისთან რა ვერ გაიყავით...
– არაფერი ქალბატონო თინა.. მე ნანუკას შეყვარებული ვარ.. თქვენი შვილიშვილი გავაფრთხილე რომ არ მიეკაროს თორემ მეორეჯერ არ დავინდობ....
– ჩემი ნანუკასი? არ უთქვამს თუ თქვენ ერთმანეთი გიყვრდათ....
– ახლა ხომ იცით. არავის მივცემ უფლებას გული ატკინოს და მასზე ცუდად იფიქროს... ბოდიშით რომ არეულობა გამოვიწვიე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა..
– წინააღმდეგი არ ვარ ბატონო დავით. ამას მოუხდება.. წადი ახლა ბებია და ჩემს გოგოსთან იყავი.. უთხრი არ დამივიწყოს. გულზე დარდი მოეშვა თინას, როცა იგრძნო რომ ნანუკას ყავდა მცველი, რომ თაზო ვერ შეძლებდა მისთვის რაიმე დაეშავებინა...
**
სამზარეულოში ჩაის ფინჯნით ხელში ვიჯექი , ჩემს წინ ნერვიულობისაგან გადაღლილი ნანუკა იჯდა და გაშტერებული მიყურებდა.. ბოლოს სკამი ჩემს გვერდით მოაჩოჩა ზედ მიმიყუდა...
– ნატ-ყველაფერი მე რატომ მემართება? სულ ცუდი ხდება ჩემს გარშემო.. ბოლოს კარგი როდის მოხდა გახსოვს? ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი , ეს როდის იყო, მამა რომ ცოცხალი იყო? მის მერე როდის გავიღიმე გულით.... როგორ მინდა ისევ ძველი დრო დაბრუნდეს...
– ასე ნუ ამბობ.. შენ ბედნიერი სულ რამოდენიმე დღის წინათ იყავი, არ გახსივს როგორ მიყვებოდი შენი და დათოს ლამაზად გატარებულ ღამეს??? ასე ნუ მოიწყენ, მთავარია ამ სახლიდან წამოხვედი ნანუკა.. იქ აღარ მიხვალ..
– ხო იქ აღარ მივალ, მაგრამ მითხარი, ახლა დათოს რომ რაიმე დაემართოს რა ვქნა??? მასთან წავიდა, ის ავადმყოფია.. დაიმახსოვრებს ვინაა და ჯავრს იყრის მასზე..
– მისმინე ნანუ.. ასე რომც იყოს არაფერია. დათო გიცავს, ხო ხედავ უყვარხარ, შენი ბედნიერების გამო ყველაფერს აკეთებს.... ვიცი ახლა ამის დრო არაა მაგრამ მაინც გკითხავ... ასეთი უფროსი როგორ ყავს რომ ნებისმიერ დროს მოდის და მიდის, რომ ერთხელაც არ ურეკავს ნანუკა...
– ასეთია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ კაცზე.. ამაზე გვიან ვილაპარაკოთ... ახლა ამის თავი არ მაქვს.. მინდა მოვიდეს და დავინახო რომ კარგადაა..რომ არაფერი დამართვნია..ოღნდ ახლა ყველაფერი კარგად დასრულდეს და შარშ თავს აღარ გავყობ მეტად...
მთელი საათი მოვთქვავდი და ნატაც მოთმინებით მიყურებდა... კარზე ზარის ხმა გავიგონე თუ არა სირბილით წავედი , ჩემს წინ იდგა უვნებელი და ბედნიერი.... რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ და გულში ჩავეხუტე...
– ღმერთო როგორ ვინერვიულე– ჩუმად ამოვიჩურჩულე და ცრემლები გადმოვყარე...
– დამშვიდდი. სახლში შემოგვიშვებ???
– რა თქმა უნდა... მხოლოდ ახლა დავინახე მის გვერდით მდგარი ტატო და ბაჩო... დათოსთვის ხელი არ გამიშვია.. ნატას გავძახე სტუმრები მისაღებში შეიყვანე თქო და დათო საძინებელში გავიყვანე.. საწოლზე გვერდით დავისვი და ამღვრეულ თვალებში ჩავხედე.. მითხარი რა მოხდა... დათ ნუ ხარ ჩუმად. სცემე?
– არა. მხოლოდ ორჯერ მოხვდა, მგონი საკმარისია.. თინამ არ მაცალა.. გამოვიდა თუ არა მიცნო და..
– გიცნო? თინამ როგორ გიცნო??
– როგორ და იცის ვისი მძღოლიც ვარ, რამოდენიმეჯერ გვქონდა მათთან შეხვედრა მაგრამ ეს თუ მისი სახი იყო არ მეგონა....
– დათო მეშინია, რომ რაიმეს დაგიშავებს.. შენ არ იცი ეგ რა ავადმყოფია...
– არ მეშინია.. მთავარია შენ არაფერი დაგიშაოს და... მიყვარხარ ნანუკა, და ვერ ავიტან რომ ვინმემ გული გატკინოს.. მოვკლავ ყველას.. არავის დავინდობ....
– ჩამეხუტე რა.. მაგრად ჩამეხუტე გთხოვ..
ნერვიულობისაგან გათოშლი ხელები კისერზე შემოვხვიე და გავიტრუნე..... ნელა ჩამოვაცურე ცალი ხელი და ოდნავ გაუპარსავ წვერზე დავუსვი.. უმალ იგრძნო ჩემი ქმედებები საითკენაც მიდიოდა და გამიღიმა..... გულს უფლება მივეცი თავი ბედნიერად ეგრძნო. ის გაეკეთებინა რაც სინამდვილეში სურდა.. აქამდე მხოლოდ იმას ვაკეტებდი რაც ჩემს მშობლებს უნდოდა. რომ მამა არ შემერცხვნა. რომ დედას შეძლებოდა ამაყად სიარული.. მაგრამ ახლა ისე მინდოდა მასთან ყოფნა.. მისი სითბო თავს ვერ ვერეოდი..არ ვიცი იმ წუთში რა მაძლევდა გამბედაობას ვნება თუ სიყვარული რომელიც ტვინში და სხეულში მერეოდა. მაგრამ მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა. მისი სიახლოვის...მთელი ძალით ავეკარი ზედ და მისი გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი სახეზე. თვალები დაეხუჭა და ვგრძნობდი რომ ისიც ჩემს დღეში იყო.... ქურთუკის ქვეშ შევუცურე ხელი და დაკუნთულ მკერდზე მოვეფერე.. უმალ ვიგრძენი მისი დიდი ხელები ჩემს წელზე... ნელა გავუხსენი ღილები და ავხედე.. სახეზე სიამოვნების ნოტები ებეჭდებოდა... ოდნავ გახსნილი ტუჩებიდან ვნება მორეულ სუნთქვას ვგრძნობდი... ცერა თითი გადავუსვი ქვედა ტუჩზე და გამიღიმა.. ნელა გაახილა თვალები და საკოცნელად გამოიწია. მის ცხელ ტუჩებს ჩემი გადარეული ტუჩები დავახვედრე და უარესად ჩავიძირე ვნების მორევში... გიჟივით ვკოცნიდით ერთმანეთს , რომ არა კარზე ნატას კაკუნი ალბად ზღვარს დათო კი არა მე გადავიდოდი და მერე იქნება ეს ყოფილიყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაშაული..
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და აჭარხალებული სახით გავეშურე კარისაკენ...
– კარგად ხარ? ვიფიქრე ცუდად ხომ არ გახდა თქო...
– არა მოვდივარ.. ვსაუბრობდით.... ნატა გატრიალდა თუ არა კარი დავკეტე და ზედ მივეყუდე...
– ვსაუბრობდით არა? შენ ძალიან ვნებიანი საუბარი გცოდნია ნანუკა– ირონიულად მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა..
– არ მომიახლოვდე და მანდ იჯექი სადაც ხარ..– მორიგი სისულელე დავაყრანტალე და ჩემს სიტყვებზე თვითონ გამეცინა...
– რატომ, გეშინია რომ ვნება დაგძალავს და თავს ვერ მოერევი?? აღიარე რომ შენც იგივეს გიქრობ რასაც მე...
– არა, ცდები. მე შენნაირი გარყვნილი აზრები არ მაქწუხებს ...
– არა? აბა ეს რ იყო რამოდენიმე წამის წინ, ჩემს ჭკუიდან გადასვლას რომ აპირებდი ქალბატონო?? აღიარე ნანუკა.. რომ ჩენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა..
– არ ემთხვევა.. ეს ისე უბრალოდ გაკოცე..
– ეს ისე უბრალოდ იყო??? საკმაოდ ჯიუტი ხარ, თუმცა მაინც აღიარებ ერთ დღეს რომ ეს გარყვნილი აზრები ჩემს კი არა შენს თავში მოვიდა პირველად... ახლა წამოდი გავიდეთ , თორემ მერე ბიჭების დაკითხვას ვერ გავუძლებ...
უჩვენოდაც კარგად ისხდნენ და ნატასთან ერთად წითელ ღვინოს წრუპავდნენ... ტატომ დამინახა თუ არა თვალი ჩამიკრა და გამიღიმა...
– აბა ნანუკა. რაო , რა ხდებაო? რა მოიფიქრე სამუშაოზე???
– თანახმა ვარ.. ყვეგლან ვიმუშავებ ოღონდ იქ აღარ მივიდე..
– კარგია რომ ასე მოიფიქრე, აბა დათოსნაირი უფროსი ყველას კი არ ყავს...– დათოს ავხედე და გავუღიმე...
– მე , მისი უფროსი სამსახურის გარეთ ვარ ბაჩო... აბა მე იქ ვინ მაუფროსებს... ოდნავ გამკაცრებული საიხთ გახედა მეგობარს დათომ და ხელი მომხვია...
**
სახლში მარტო დავრჩი თუ არა ფიქრში გადავვარდი.... მთელი ბავშობა ისე გავატარე, მხოოდ მშობლების აზრებით და სურვილებით ვცხვრობდი..სკოის დამთავრების მერე სწავლის გაგრძელებაზეც კი ჩემს ნაცვლად გააკეთეს არჩევანი. მე როგორც დამჯერმა გოგომ, არც აქ გამოვხატე წინააღმდეგობა და ისე დავამთავრე უნივერსიტეტი ერთხელაც არ დამიწუწუნია. მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემთვის აბსოლუტურად არ იყო საინტერესო....
მთელი ბავშბა დედაჩემის კალტაზე გამოკერებული ვიზრდებოდი, მარტოს წასვლა, მხირულება არასოდეს შემეძლო.. ჩემთვის არ არსებობდა არც მეგობრის დაბადების დრე, არც ექვსკურსია და არც უბრალოდ გართობა..
მერე როცა მამა გვერდიდან გამომეცალა, მივხვდი რო რაღაცა დიდი დავკარგე. ისეთი დიდი რომ ტკივილმა წამიღო.. დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში.... ერთ დღეს გამოღვიძებული მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ამაზე ასე გასაჯაროვებულად დარდს,, გულში უნდა მტკიებოდა..
მაშინ უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ ცხოვრებას ავყვებოდი, რომ ფეხს ავუწყობდი და უკან არ ჩამოვრჩებოდი....
ახლა სწორადაც რომ ეს დრო იდგა.. ახლა უნდა გამეკეთებინა ყველაფერი ჩემი ბედნიერებისათის.. ვიცოდი რომ დათოსთან მიმართებაში სისულელეებს ვაკეთებდი მაგრამ არც ამაზე ვიყავი წინააღმდეგი, ახლა ისე მჭირდებოდა სითბო და ვინმეს გვერდით დგომა... ახლა როცა დედაჩემს ერთი წამითაც არ ვახსენდებოდი...ტელეფონი ავიღე და სოფელში დავრეკე..
– ნანუკა.. როგორ ხარ დედა?– მონატრებულმა ხმამ გულში დამიარა და გამეღიმა, ყველა ტკივილი ერთიანად დამავიწყდა თითქოს..
– კარგად ვარ.. მისმინე რაღაცას გეტყვი და არ გადაირიო...
– მოხდა რამე/
– მოხდა. სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ ამაზე არ იდარდო, ხვალიდან სხვა სამსახურში გავალ... თქვენ არაფერი მოგაკლდებათ.. ნინო როგორააა? ვეცდები რომ ჩამოვიდე რამოდენიმე დღით...
– კარგს იზავ, ძალიან მოგვენატრე... ცოტა ფულიც გამოგველია.. ნინოს ახალი ტანსაცმელი უნდოდა და...
– არაუშავს დედა, ვეცდები რომ წინასწარ ავიღო და გადმოგიგზავნით, მანამდე რამე ნაირად გაიტანეთ თავი.... ნინოს აკოცე, ძილი ნებისა...
ტელეფონი მაგიდაზე დავაგდე და ნერვიულად მოვისრისე შუბლი.. ცემლებს გასაქანი მივეცი, გულს ისე სჭირდებოდა დაცლა ამ ყველაფრისაგან... როგორც ყოველთვის ახლაც არ ახსენდებოდა დედაჩემს ჩემი არსებობა... არც კი დაინტერესდა რატომ წამოვედი სამსახურიდან, ან სად ვიწყებდი მუშაობას...
ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე და ტკივილიანი სიმართლე იყო. რომელიც ბავშობიდან ხმის ამოუღებლად მტკიოდა. შინაგანად მტეხავდა და მანგრევდა...ახლა ხელს მკრავდა, მაგრამ ამავდროულად ახალ ძალას და იმედს მძენდა.. ცხოვრება ჩემს დაჩოქებას ცდილობდა თაზოს სახით...მაგრამ დათოს ძალით ისევ ფეხზე მაყენებდა..

**
ცხოვრება ხომ ასეთი რაღაცააა, ერთხელ თუ შეგატყო რომ დაგაჩოქა მერე აღარ გინდობს. ან ფეხი უნდა აუწყო ან უნდა დაემორჩილო....
არ ვიყავი მე ის გოგო ცხოვრებისათვის რომ წინააღმდეგობა გამეწია.... საწოლში შევწექი და ბალიშს მაგრად შემოვხვიე ხელები..
დილით იგივე პოზაში გამეღვიძა..ადგომის თავი არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი რომ დათო აუცილებად მომაკითხავდა, დღეს ახალ სამსახურში გავდიოდი და სხვა გზა არ მქონდა...
ფეთინივით წამოვხტი ზეზე და სააბაზანოს ვეცი..უკვე ცხრა ხდებოდა, კარზე ზარის ხმა რომ გავიგონე და მთელი სინაზით აღსავსე გავეშურე კარის ასაღებად. გაღებულ კართან სახტად დავრჩი, ჩემს წინ ბაჩო იდგა და მიღიმოდა..
– მზად ხარ, რომ წავიდეთ?
– მზად ვარ, სიმართლე რომ ვთქვა დათოს ველოდი...
– ხო, მაგრამ დაურეკეს და წავიდა... გეწყინა მე რომ მოვედი?
– არა რას ამბობ ბაჩო... უბრალოდ არ გელოდი.. ახლავე, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ..
მანქანაში ჩავჯექით თუ არა მუსიკა ჩართო და გამომხედა. მინდოდა რაიმე თემით დამეწყო საუბარი საიდანაც მარტივად გადავიდოგი დათოსკენ..
– დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ შენ და დათო??
– საკმაოდ.. რაც მაღაზიათა ქსელი დაარსდა მის მერე.. ერთი უბრალოდ ბიჭი ვარ. მშობლები მე მყავს. შევეცოდე და თავისთან წამომიყვანა სამუშაოდ..
– თავისთან , სად არის ეს ბაჩო?..
– აქ რა. მეც ამ მაღაზიებში ვარ. როცა ვინმეს რამე დაჭირდება მავალებენ, ძირითადად ტატოს..
– ანუ მეგობრები ხართ სამივე?
– მეგობრები ვართ რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონი დავითი მაინც დისტანციას იცავს ჩემტან კი არა ტატოსტანაც კი...
– „ბატონი დავითი“– ისევ მომხვდა ყურში ეს სიტყვები და გულმა რეჩხი მიყო... ტატოს დიდი ხანია იცნობ?
– კი ბავშობიდან, ერთად გაიზარდნენ...ყველაფერში მხარში უდგას... მაგარი კაცია.
– და თქვენი უფროსი როგორი კაცია??
– მოულოდნელად დაიბნა და გამომხედა..– კარგი კაცია. ყურადღებიანი და ყველას გვიყვარს..
– მეჩვენება თუ არც ერთს არ გიყვართ უფროსზე საუბარი??
– ხო რაღაცა ამ სტილში, თვითონ არ უყვარს როცა მასზე ვლაპარაკობთ და. შენც ხო გაიცნობ ხოდა მერე თვითონ იტყვი რომ მართალი ვიყავი.... აი მოვედით კიდეც.. ისე მითხრა გეგონებოდათ გულზე ლოდი ეწვა და მოიშორაო....
ბაჩოს გვერდით გულის ფანცქალით მივდიოდი, ვირაც ბებერს და არაორდინალურ ადამიანს ველოდი კაბინეტში... ჩემდა გასაოცად შავ ტყავის სავარძელში მოკალათებული ტატო დავინახე თუ არა გავუღიმე..
– ოო, ეს ვინ მოსულა. მოდი მოდი, დაჯექი..
– მოიცადე. შენ რას აკეთებ აქ?
– ვმუშაობ... ნანუკა, რატო მიყურებ ასე გაოცებული??
– შენ ხარ უფროსი??
– არა გოგო. რა მე... მოადგილე ვარ.. მეწილეც..
– ვაააა, შენ რა მაგარი ვიღაც ყოფილხარ ტატო... უფროსთან უნდა შემიყვანო?
– არააა. დამშვიდდი , მასთან რა გინდა. უკვე ყველაფერი მოვაგვარე. და იცის რომ ახალი მენეჯერი ამყავს...
– რა კარგია, ტატო ვნერვიულობდი... რავიცი რო არ მოვწონებოდი ... დათო აქ არ მოდის ხოლმე???
– მოდის მოდის,, გვიან მოვა.. გინდოდა რამე?
– არა ისე...
სკამიდან წამომაყენა და ხელი მომხვია,, ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობდი რომ ძლიერი ვიყავი...
თანამშრომლები სათითაოდ გამაცნო და დერეფნის ბოლოში პატარაა ოთახისაკენ წამიყვანა.. კედელზე დიდი ასოებით ეწერა ჩემი სახელიდ და გვარი.. ქვეშ ჩემი თანამდედობაბც მიეთითებინათ. გაოცებულმა გავხედე ტატოს და თვალი ჩამიკრა..
– აბა რა გეგონა.. გეუბნებოდი მაგარ სამსახურს გთავაზობთ თქო.. გოგო მენეჯერი ხარ კონსულტანტი კი არა.. ხო იცი ახლა ბევრი საქმე გექნება ნანუკა და არ მინდა შემარცხვინო მე რა?!– დათო არ შეარცხვინო ..
– არა რას ამბობ ტატო, მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო... არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო...
– მადლობა დათოს გადაუხადე ..
**
სახლში გადაღლილი მივედი მაგრამ ემოციებს ვერ ვფარავდი.. ასეთი გარემო ასეთი ხალხი , ალბად ამაზე კარგს ვერაფერს წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში...დაწოლას ვაპირებდი რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება აკიაფდა ჩემს ტელეფონზე... გაოცებულმა დავხედე ეკრანს და კარისაკენ წავედი... ჩემს წინ ყვავილებით , და შამპანიურით ხელში იდგა დათო... ვნება მორეულმა გამიღიმა... ისე შემოვიდა შეიგნით არაფერი უთქვამს.. ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და ცერად გამომხედა..
– რა ხდება?– სიცილით ვკითხე და დოინჯი შემოვიყარე...
– არაფერი. იმ საქმის დასასრულებლად მოვედი გუშინ რო დავიწყეთ...
– და გუშინ რომ არაფერი დაგვიწყია?
– არა?? მოიცადე გაგახსენებ, გუშინ მე და შენ საძინებელში ..
– დათო . კარგი. ვსიო საკმარისია, ნუ მახსენებ...
– რატომ? მე ჯერ არც დამვიწყებია.. არა შენი სიხალოვე არ მაძლევს დავიწყების საშუალებას ნანუკა... ხელები წელზე მაგრად შემომხვია და გულზე მიმიკრა.. ვიცი ახლა ფიქრობ რომ თაზოსგან არაფრით განვსხვავდები, მაგრამ მიყვარხარ.. ჯიბრზე მექცევი მგონი ასე რომ ჯუიდან გადამიყვანო არა?? ხან მეფერები ხან ხელს მკრავ..
– მოდი სხვა დროისთვის გადავდოთ ეს ყველაფერი....
– კარგი, როგორც გინდა– უმალ გამიშვა ხელები და საკმაო გაოცება აღიბეჭდა ჩემს სახეზე...
აივანზე ვიჯექით და ცივ შამანიურს ცივ ამინდში გემრიელად მივირთმევდით... აქამდე არასოეს დამელია. თუ ერთ ჭიქა კახურ ღვინოს არ ჩავთვლით.. ისიც მხოლოდ ახალ წელზე ხდებოდა... თვალები მაგრად დავხუჭე და თავი გვიქნიე.. მხვდა რომ წესრიგში არ ვიყავი.. გავუღიმე და თმები ცალ მხარეს გადმოვიყარე...
– გავიყინე.. არ გინდა ჩემსკენ მოხოხდე??
– მოვხოხდე? მერე რის უფლებას მომცემ?
– ჩახუტების... მაგრად მაგრად ჩამეხუტე .. მე თავს დაგადებ და გავიტრუნები...
– მარტო ჩახუტების?? მოხოხდე იმიტომ რომ ჩაგეხუტო?? ჩემმა ხელებმა რომ უფრო მეტი მოინდომონ?
– მეტი რამდენია?
– მხოლოდ ჩახუტება და კოცნა..მეტი არაფერი.....
– გიტხარი ეგ ჩემს ხელებს უთხარი–ტქო...
– ვეტყვი ვეტყვი.. არ შემეშინდება.... ჰა მოხოხდები თუ არაა...?
– ნანუკა მიწვევ, და მერე როგორ... ჭკუიდან მწევ... სწრაფად წამოდგა და ოთახში შევიდა. ჯიბრზე შევყევი უკან. სასმელი საშინლად მათამამებდა..
ზურგიდან შევუცურე ხელები და მკერდზე ნელა დავუსვი, მივხვდი ესიამოვნა... თვალები დავხუჭე და განიერ მხრებზე ვაკოცე.... ხელზე მაგრად მომიჭირა ხელები და თავისკენ შემატრიალა.... გაცხელებული ტუჩები შემახო ქვწდა ტუჩზე და ვიგრძენი როგორ ამემღვრა სისხლი ძარღვებში.. როგორ ავიდა ორასამდე ჩემი არტერიული წნევა...ხელები კისერზე ჩემოვხვიე და კოცნში ავყევი... არა კი არ ავყევი, ვაიძულე რომ თავი დაეკარგა.. ვაიძულე რომ გიჟივით დაეწყო ჩემთვის კოცნა... პერანგის ღილები ნელა გავუხსენი და ორივე ხელი მტაცა ხელზე... უარის ნიშნად თავი გამიქნია მაგრამ იმდენად მქონდა ვნება მორეული, მთელი ძალით ავუქნიე ხელები და მხრებიდან გადავაძრე.. ჩემს ქცევაზე გაეცინა და ნერვიულად გამიქნია თავი... მაისურის ქვეშ ნელა შემიცურა თბილი ხელები და ჩემს რეაქციას ბოლომდე დაელოდა.... მთელი ძალით ავეკარი მკერდზე.... რამოდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან და კედელს ავეყუდე... ორ წუთში მოახერხა ჩემი სხეულის მოშიშვლება და საძინებლისაკენ კოცნაში გართულები გავედით.... არაფერს ვგრძნობდი და არაფერზე ვფიქრობდი, მასტან ყოფნის გარდა.... მომინდა მისი სხეულის სითბო მეგრძნო.. მინდოდა ის ყოფილიყო ჩემთვის პირველი მამაკაცი... მამაკაცი რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი, მაგრამ ისე მწყუროდა მისი სიახლოვე როგორც მწყურვალს.... დახელოვნებულივით ვკოცნიდი და შიშველ ზურგზე ვნებიანად ვუსვავდი ხელებს.... უეცრად მოეგო გონს და ხელები გამიშვა...
– იქნებ ადრეა ნანუკა.. შენმა მოხოხებამ ხო ხედავ სადამდე მიგვიყვანა..
– ადრე კი არააა უკვე დავაგვიანეთ...– ჩუმად ვუჩურჩულე და ყურთან ვაკოცე..
სანთელივით დადნა, ეს პიკი იყო მისი ვნებების მოზღვავებისა.. ხელში ამიტაცა და საწოლზე ნელა დამაწვინა.. წამში ვიგრძენი მისი გავარვარებული სხეული ჩემს ზემოდან და თვალები დავხუჭე.... ვნების ქარცეცხლში მოქცეული ხმის ამოღებსასაც ვერ ვახერხებდი. იმდენად მსიამოვნებდა მისი ყოველი ქმედება და ქცევა.... დრო და დრო მკოცნიდა მოშიშვლებულ მკერდზე და დაბერილ ტუჩებზე....
მერე კაგა ხანს ასე უხმოდ ვიწექით ორივე...გაოცებულმა მომაპყრო მზერა, შიშველ მხრებზე პერანგი მოიცვა და აივანზე გახურებული გულის გასაგრილებლად გავიდა... ცოტა ხანი ვადროვე და მეც მასთან გავედი.... ჩემ შეხებას არ შეუშინებია ისედაც მელოდა....
– დათო ხდება რამე? ასე რატომ წამოხტი...
– იმიტომ, ეს რაც გავაკეთეთ წამიერი იყო შენთვის არა? სასმელმა გაგათამამა ნანუკა? ვიცი რომ არ გიყვარვარ.. არ ვიცი ამ თამაშში რატომ აგყევი.. სისულელე გავაკეთე,..
– არა, ცდები ასე არაა.....
– ასეა.. შენ ჩემში გიზიდავს ყველაფერი. ჩემი სხეულში ვნებას გმატებს აღგაგზნებს მაგრამ გულში რა ხდება? იცი როგორ შემიყვარდა ეს შენი უბრალო გაცრეცილი სახე?? შენი ქერა თმები... შენი დაბერილი ტუჩები.... სისულეე გავაკეთე.. ჩვენმა მოხოხებამ ხო ნახე სად მოგვიყვანა...
– მის სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე და თავი მხარზე დავადე.... ცდები. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. აქამდე მხოლოდ ჩემი მშობლების სიტყვებზე ვცხოვრობდი, ახლა მინდა ისე ვიცხოვრო როგორც მინდა...
– და შენი პირველივე სურვილი ეს იყო?? შენი ქალიშვილობა იმ კაცისთვის დაგეთმო ვინც არ გიყვარს და ვისაც ჯერ არ იცნობ წესიერად არა.... ხელები გამაშვებინა და მისაღებში შევიდა... მიკეტილ კარს მვეყუდე და მის დაკუნთულ სხეულს კიდევ ერთხელ ავაყოლე თვალი.... ნერვიულობისაგან შამპანურის ბოთლს სტაცა ხელი და პირდაპირ აიყუდა.. მოთმინების ფიალა ამივსო მისმა ქცევამ. მისკენ წავედი და ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე....
– ხო ეს თითქმის უცნობ კაცთან გავაკეთე... ხო კარგად არ გიცნობ.. მართალი ხარ შენი ყველაფერი მიზიდავს და ჭკუიდან გადავყავარ. მაგრამ როგორც შენ ტქვი ჩემი ქალიშვილობა იმ კაცს ჩავაბარე ვინც ამად ღირდა.. იმ კაცს რომელიც სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა... ჯერ კიდევ მაშინ როცა მანქანაში ჩამისვა და აკანკალებულ ხელებზე თავისი თბილი ხელები დამადო.... ნუთუ რთულია იმის მიხვედრა რომ მიყვარხარ.. როგორ გგონია შენამდე არ იყო ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი? მაგრამ მათტან არ დავწოლილვარ... შენთან ვიწექი იმიტომ რომ მინდოდა პირველიც და ბოლოც შენ ყოფილიყავი.....
– თავი ზღაპარში მგონია უსინდისო ვიყო.. არ მჯერა ამ ყველაფრის რა...– ნერვიუად მოისრისა შუბლი და გულშ ჩამიკრა... მიყვარხარ , ყველაზე და ყველაფერზე მეტად.... შენს მეტი არავინ მჭირდება ნანუკა... არასოდეს მიმატოვო...
– გპირდები....
**
დილით მის მკლავზე თავდადებულს გამომეღვიძა.. ნელა გავახილე თვალები და ავხედე. გაშტერებული მიშტერებოდა თეთრ ჭერს და ხმას არ იღებდა.. ვგრძნობდი რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობდა.. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მე არ მქონდა სინდიდის ქენჯნის გრძნობა.. მე არ ვგრძნობდი დანაშაულს. არ ვთვლიდი რომ ცუდად მოვიქეცი...
მახსოვს მაშინ ჯერ კიდევ მეთეთმეტე კლასში ვიყავი, როგორც წესი გოგოები ამ დროს ბიჭებზე ფიქრობენ და ყველას უნდა ყავდეს შეყვარებული, რაღა დაგიმალოთ და არც მე ვიყავი გამონაკლისი.. მიუხედავად იმისა რომ თვალის მომჭრელი სილამზით არ გამოვირჩეოდი, ნუ მე ასე ვთვლიდი, მეც ვცდილობდი მყოლოდა ვინმე ვინც მეყვარებოდა... მაშინ პირველად წავედი ჩემი მშობლების წინაღმდეგ , მოვიტყუე და მასთან შესახვედრად წავედი.. ახლაც კი მახსოვს ის განცდა რა დრეში ვიყავი როცა სახლშ მივდიოდი, მეგონა დედაჩემს კი არა მთელ სამყაროს მოვატყუე და სინამდვილეში ყველამ იცოდა სიმართლე...
ახლა არ ვგრძნობდი არაფერს.. ახლა ისე ვიყავი მისი სიყვარულით გაბრუებული რომ სხვა არაფერი მადარდებდა ..არც ის მადარდებდა რას იტყოდა დედაჩემი, არც ის მადარდბა რა იქნებოდა ერთი დღის მერე... ახლა ამ წამს ამ წუთში ვიყავი ბედნიერი, ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო ჩემთვის...
წამოვჯექი და ტუჩებზე ვაკოცე..
– წავალ საუზმეს გავამზადებ და მერე წავიდეთ სამახურში– ღიმილით ვუთხარი რომ მოულოდნელად მტაცა მაჯაში ხელი და საწოლშ შემაბრუნა..
– მისმინე,, სანამ წახვალ მინდა რაღაც გითხრა... ნანუა, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს ნუ იცინი..
– კარგი აღარ ვიცი, რა ხდება?
– მე .. როგორ გითხრა....მე...– კარზე გაბმულმა ზარმა ორივე შეგვაკრთო.. ვიღაცა ჯინაზე არ აპირებდა წასვლას.. ხალათი შემოვიცვი და ჩემს წინ მდგარ ტატოს გაოცებულმა ავხედე. სახეზე ფერი არ ედო.. მთლიანი ტანით ცახცახებდა....
– დათო აქააა?–
– რა მოხდა ტატო, შემოდი... – გაოცებულმა დავუთმე გზა... დაუკითხავად შევარდა საძინებელში და დათოს გამყინავი მზერა მიაპყრო.... ისიც თითქოს უთქმელად მიხვდა ყველაფერს...
– რა ხდება არაფერს მეტყვით?– აცრემლებული ჩავერთე საუბარში და დათო განზე გავსიე...
– ნანუკა, შენ სამსახურში წადი მ.. მერე მოვალ და გეფიცები ყველაფერს მოგიყვები...
– კარგი...– შეშინებულმა ჩავიფრუტუნე და ლოყაზე ვაკოცე...
**
მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი. ჩემს ჯინაზე ამ დღეს მოუნდა ყველას ჩემი გაცნობა და უამრავი ადამიანი შემოდიოდა, ყველა ათასგვარ სისულელს მეკითხებოდა და მეც გაღიმებული ვასუხობდი... უკვე ოთხი ხდებოდა ოთახიდან გასვლა რომ მოვახერხე და პირდაპირ ტატოსკენ წავედი.. გული საშინელებას მიგრძნობდა, დილის მერე დათოს გათიშული ტელეფონი კარგზე არაფერზე მეტყველებდა.. შეღებულ კარში ხმამაღლა საუბრობდა ტატო თავის ცოლტან, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა ნერვიულობისაგან... შესვლა დავაპირე ამბის გასაგებად რომ გაგონილმა სიტყვებმა ადგილზე მიმაჯაჭვა..
– ახლა რას ეტყვის ნანუკას?? ტატო ამზე არ ფიქრობთ? ეტყვის რომ მარიამი მისი შვილია? ამ გოგოს ხო აქვს უფლება იცოდეს სიმართლე..
– აქვს და მერე როგორ ხათუ... დილით ნანუკასთან მივაგენი დათოს, ანუ ეს იმაზე მეტყველებს რომ მათი ურთიერთობა უფრო შორსაა წასული ვიდრე მე მეგონა.. ხო იცი დათო რა ტიპია. ქალი თუ არ უყვარს არ გაიკარებს ზედ..
– კარგი ახლა, ისევ დათოს ამართლებ?? ის არ იკმარეთ რომ სიმართლე დაუმალეთ და მძღოლად ასაღებს თავს... ახლა კიდევ მარიამიც დაემატა....
– ხათუნა შენ ნუღარ მიშლი ნერვებს რააა... ისედაც ლამისაა ნერვიულობით გამისკდეს გული.. თვითონ მოაგვარებს ყველაფერს.. მე რა უფლება მაქვს რაიმე ვუთხრა....
გაყინული ვიდექი და ვრფერს ვაანალიზებდი. თავი ზღაპარში კი რა სერიალში მეგონა, ბრაზილიურ სრიალში სადაც მოულოდნელად მოვარდნილი ბედნიერება ასე მთვარდება... გამორებულ კართან ხათუნას ხელში მე შევრჩი და უმალ ეცვალა ფერი სახეზე, ქმარს გახედა ყველაფერი ცუდადააო და ჩემს სანუგეშოდ გამოიწია რომ უკან დავიხიე. ნერვების აუტოკებლად წავედი ჩემს ოთახში, ჩანტას ხელი დავტაცე და შენობიდან გავედი....
რა აზრი ქონდა ახლა რაიმეს კეთებას და გლოვას. გამიგონია არ ღირს ისეთ პრობლემაზე ნერვიულობა რაც მოგვარებადია, და რაც არ მოგვარდება მითუმეტეს რატომ უნდა ინერვიულოო. ახლა მეც ასე ვიყავი.. გარეთ საშინლად ციოდა... ტელეფონი გავთიშე და ხელები ჯიბეებში ჩავიყავი... ერთადერთი სადაც მისვლა მინდოდა ეს თინა ბებია იყო... მაშინვე დავურეკე და სახლტან მდებარე წიგნის სახლში დამინიშნა შეხვედრა...
**
გათოშილი შევედი თუ არა თინას დავუწყე თვალებით ძებნა, ბევრი დრო არ დამჭირვებია.. დავინახე თუ არ მისკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე.... უთქმელად მიხვდა ჩემს ტკივილს სკამი გვერდი მოიდგა და თავზე მაკოცა..
– შენი ტკივილის მიზეზი დათოა?– უმალ მკითხა და გაოცებულმა ავხედე...
– რა იცით თქვენ?
– ვიცი, შენს დასაცავად რომ მოვიდა მაშინ მითხრა რომ უყვარდი... ნანუკა ბებო, რატომ არ მითხარი რომ დათოს ხვდებოდი.. ჩვენ ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს....
– არც კი ვიცოდი ვინ იყო თინა ბებია, დამიმალა მითხრა რომ მძღოლი იყო. უბრალო ჩემნაირი ადამიანი..
– შენ უბრალო არ ხარ გოგო– გაბრაზებულმა მითხრა და წელში გამასწორა.. შენ ოქროს გოგო ხარ. საუკეთესო.... ასე მეტჯერ აღარ თქვა.. რა გატირებს ახლა, იმაზე ტირი რომ გაიგე მდიდარია??
– არა იმაზე ვტირი რომ შვილი ყოლია... ესეც დამიმალა.. შვილი ყავს თინა ბებია...
– რა მოხდა ბებია.. ქალები ოჯახებს ანგრევინებენ კაცებს და მერე თუ დასჭირდათ მათ შვილებსაც იყვარებენ და შენ რა დაგემართა... შენს დასაცვად იყო, განაცხდა ამიყვარსო,.. ესეიგი ცოლი არ ყავს ბებია..
– არ მინდა მისი ნახვა. დამაჯერა სიყვარულშ, დამაჯერა რომ ოცნებები ხდებოდა.. დამაჯერა და ახლა გული მატკინა..
– კი არ დაგაჯერა ეს შენ დაიჯერე. ქალები ასეთები ვართ.. ცალტვინები., ბევრჯერ ჩვენს თავს რაღაცეებშ ვაჯერებთ.. ხანდახან ისე გვგონია რაც არ ხდება.. ახლა უნდა იჯდე და ამაზე იტირო? ჯერ მოუსმინე შვილო, აცადე აგიხსნას, თუ ჩათვლი რომ უნდა წავიდეს მაშინ გაუშვი....
მთეი საათი გავატარეთ საუბარშ მე და თინამ.. ჩემი მობილური რეკვას არ წყვეტდა, ბოლოს იძულებული გავხდი ისიც თინას დაჟინებული თხოვნით მეპასუხა..
– ერთ საათში ჩემთან მოდი– ხმამაღლა და გასაგებად ვუთხარი და გავუთიშე..(
**
სახლთან მისულს დათო უკვე იქ დამხვდა.. მზერა ავარიდე და კიბეებს ნელა ავუყევი.. ვიგრძენი როგორი მძიმე აბიჯებით მომდევდა უკან.. გასარები ფრთხილად გადავატრიალე და ჩაბნელებულ სახლში შევედი... კარი მიკეტა თუ არა მაშნვე მკლავში მტაცა ხელი, მაგრამ წინააღმდეგობა გავუიე. განადგურებული შევედი სამზარეულოშ და შუქი ავანთე.. ჩემი სახის დანახვაზე თვალევი ცრემლით აევსო.. წარმომიდგენია როგორი დასანახი ვიქნებოდი, ტირილისაგან დასიებული...
– ნანუკა , აგიხსნი, ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ, მომისმინე...
– გისმენ– ჩუმად ამოიკვანვე და ცრემლები გადმომცვივდა...
– ნუ ტირი, ოღონდ ნუ ტირი გევედრები....
– მისი ამიხსენი , მოყევი ჩემი დამცირების დამბავი, ჩემი გასუელების და გაშტერების.. ბატონო დავით..
– როგორც ჩანს ესეც გაგიგია... ხო ასეა, არ ვარ მძღოლი, მე ვარ მეპატრონე, იმ მაღაზიათა ქსელის. მაგრამ არ მინდოდა გცოდნოდა. მინდოდა ჩემში ჩემი ბუნება და სულიერება შეგყვარებოდა, და არა ჩემი თანამდებობა, და ჩემი ფულები ნანუკა...
– მე ვგავარ ასეთ ქალს? რომელიც ასე ფულზე ნადირობ???
– არც ის გავდა გესმის??? არ გავდა. არც ერთი ქალი არ გავს ისეთს რომ ამას ასე წამებში მიხვდე....
– ვინ ის? ვინააა ის? შენი შვილის დედა??
– ხო, ჩემი შვილის დედა...ახლა ყველაზე მეტად მჭირდები. გევეცდრები ახლა არმიმატოვო, შენი გვერდით დგომა ისე მჭირდება როგორც ჰაერი...
– არა დათო.. არ შემიძლია.. ყველაფერი ეს , არ ვიცი ზღვაპარია თუ რა ჯანდაბაა.. ყველაფერი ამომიტრიალდა....
– ახლა არ დამტოვო..– ლამის ხვეწნად გადაიქცა და ჩემს წინ მუხლებზე დავარდა.. თავი კალთაში ჩამიდო და პატარა ბავშვივით აქვითინდა.... დილით აქედან რომ წავედი, საავადმყოფოში მივედი, ამ წუთას გამოვედი იქიდან, როცა ტატომ მითხრა სიმართლე გაიგოო... არ ვიცი შენ რას გააკეთებ მაგრამ მე ისევ უკან ვბრუნდები ნანუკა.. იქ ჩემი შვილი დავტოვე, სიკვდილს რომ ებრძვის, ახლა მისი ხელი რომ უნდა მეჭიროს და მე შენტან რომ წამოვედი.. ჩემი პატარა მარიამი სულ სამი წლისააა.. გულის მანკით დაიბადა. ძალიან ცუდადაა, არ ვიცი რამდენი ხანი იცოცხლებს..
– ვერ გავიგე?– ძლივს მოვბი სიტყვებს თავი და ფეხზე წამოვდექი... შენი შვილი ცუდადააა??? ღმერთო რა დავაშავე.. დედამისი სადააა?
– არ ვიცი, სამი წლის წინათ მიმატოვა. სამშობიაროდან გამოვიყვანე თუ არა მეორე დღესვე მიგვატოვა მეც და მარიამიც... წერილში გასაგებად გვიხსნიდა რომ შვილი მისი სამე არ იყო.. მისი მიზანი კარიერა იყო.. წავიდა და ერთი კვირის ბავშვით ხელში დამტოვა ნანუკა...
– არ შემიძლია ამის მოსმენა.. დათო, წადი. წადი ბავშვთან. თუ საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ მოვალ შენთან.. ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და რა გავაკეთო... წადი დათო..
რამოდენიმე წამით იდგა თავდახრილი ჩემს წინაშე, მერე ადგა და უხმოდ წავიდა..კარების დაკეტვის ხმასთან ერთად, ჩემი გულიც დაიკეტა.... კარგა ხანს ვიჯექი ას გახევებული. მერე ტელეფონმა შემაკრთო.....დაახლოებით ათი წუთი ვიჯექით მე და ტატო ერთმანეთის პირისპირ ჩმად, ბოლოს დუმილი მან დაარღვიაა..
– ყველაფერი 5 წლის წინათ დაიწყო... მაშინ საქმე ახალი დაწყებული გვქონდა.. ოცდაათი ელიწადი ხო არც ისე ბევრია.. გვიქროდა.. გვიხაროდა. არებულ ათასბს ქალებში ვხარჯავდით... ერთ ასეთ დრეს დათო შემთხვევით გადაეყარა თიკას... ვიგრძენი რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო.. მერე მისი სიმპატია გრძნობაშ გადავიდა. ერთი შეხედვით თიკა ძალიან უბრალო და არაფრის მთქმელი გოგო იყო.. ისიც კი მიკვირდა დათოს თავი როგორ შეაყვარა თქო..
– ამას რატომ მიყვები? ეს რაში მჭირდება ამიხსენი რა.. გაბრაზებულმა შევხედე ტატოს და ფეხზე წამოვდექი რომ დივანზე ძალით დამსვა..
– ამას იმიტომ გიყვები რომ იცოდე რას გრძნობს ახლა დათო. როგორააა, და რა სტკიოდა მაშინ , როცა შენ ბედნიერი იყავი...
– შენ იცი რას ნიშნავს როცა ერთი კვირის ბავშვით ხელშ მიგატოვებს ცოლი, რომელზეც ჭკუას კარგავდი? გაიგებ რომ უფრო ფულიანში და მაგარ ტიპშ გადაგცვალა? შენ თავს ვინ ჩივის ბავშვსაც რომ დაგიგდებს და მიგატოვებს, როცა არ იცი როგორო გაზარდო შვილი, ხელშ ჭერაც კი არ იცი.. მტელი ნახევარი წელიწადი სახლშ იჯდა და შვილს უვლიდა... მერე ერთ დღეს მარიამი ცუდდ გაგვიხდა, მაშინ რვა თვის ხდებოდა, ექიმებმ ტანდაყოლილი მანკი დაუდგინეს.. იმის მერე ყოველ თვე, ყოველ დღე , წუთს და წამს ხელებში გვაკვდება ბავში ნანუკა.. სანამ ოთხის არ გახდება პერაციას ვერ ვუკეტებს, საბედნიეროდ მანამდე სულ რამოდენიმე კვირა დარჩა... ამიტომ ამაღამ ოპერაციას უკეთებენ მარიამ..
– დათოს არაფერი უთქვამს..
– და მოუსმინე რომ????
– როცა მითხრა რომ გაგიცნო. რომ მოგატყუა არ მომეწონა მისი აზრი მაგრამ ახლა ვხვდები რომ სწორად იქცეოდა. ჩემი ბრალია უფრო დაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი. ამის ეშინოდა რომ ხელს კრავდი. როგორ გაუგებდი რომ შვილი ყავდა თანაც ავადმყოფი. მეგონა რომ შენ იმ ტიპიურ გოგოებს არ გავდი ჩვენს გარშემო რომ იყვნენ, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით გეტყვი რომ შენ მათზე უარესი ყოფილხარ ნანუკა– მწარებულმა გამოსცრა კბილებში და შემოსასველის კარები ხმაურით გაკეტა...
**

მთელი ღამე ვწრიალებდი ლოგინში ვერაფრით დავიძინე, საათის ისრები ოთხს უჩვენებდა.. დათოს არც ერთი შემოსული ზარი არ იყო.. ტატოს სიტყვები ჯერ კიდევ მიტრიალებდა, ჯერ კიდევ მტკიოდა სული მისი ცრემლების გახსენებაზე... ხალათი შემოვიცვი და აივანზე გავედი.. ჯერ კიდევ საოცრად თოვდა,,ისევ მსხვილ–მსხვილად ბარდნიდა და ბარდნიდა რაღაცნაირად სიჯიუტითა და დაჟინებით...უკვე რამდენი დღე იყო ასე მშვიდად , ბარაქიანად და ტრიალ–ტრიალით ეშვებოდნენ თოვლის ფანტელები და უხმაუროდ ეფინებოდნენ ყველაფერს..ხეებმა, სახურავებმა თოვლით თეთრად მოიცვეს ყველაფერი... აივნის მოაჯირს იდაყვებით დავეყრდები და სახე ხელებში მოვიქციე.. დიდი ხანი იყო ასეთი თივლი არ მახსოვდა თბილისშ, მოძრაობა რომ არ შეფერხებლიყო ქუჩებს დრეში ორჯერ ასუფთავებდნენ თოვლისგან ...
ლამაზი დასანახი იყო თოვლის ქათქათა საფარველში გახვეული ქალაქი... განსაკუთრებით ლამაზი კი ღამით იყო , როცა ირგვლივ სამარისებული , ყრუ, დახშული მყუდროება ისადგურებდა და ნაზი მოყვითალო ფერი ედო გარე განათების შუქზე თოვლს..
ტანზე სწრაფად ჩავიცვი და ქუჩაში გავედი... სულის სიღრმეში მეგონა რომ ვგიჟდებოდი, ჩემი ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იყო, აუღევებელი და უშფოთველი გამომეტყველებით მივდიოდი და თოვლში ფეხებს ვურევდი..ჩემს სულ კი უთქმელი და დაიძლეველ–დაუოკებელი სევდა მძიმე ტვირთად ეჭიდებოდა სულში..
ახლა ამ წუთებში, ამ სიჩუმეში ამ დაჟინებულ თოვაში უფრო მძაფრი , უფრო ცხადი ტკივილივით მწვავე იყო გახსენება, მონატრება და ამ მონატრებით გამოწველი უსაშველო სევდა..ახლა თუკი ვინმე მახსოვდა, თუკი ჩემს ტვინში საერთოდ ვინმეს სახე ტრიალებდა ეს დათო იყო–რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.. ჩემს დაულაგებენ სიმშვიდე მოკლებულ აფორიაქებულ ცხოვრებაში.. წამით გაიელვა მეტეორივით და მერე ისევ მოულოდნელად გაქრა და ჩაქრა როგორც მანამდე იყო.
გულს ბაგა–ბუგი გაუდიოდა,, ვხვდებოდი რომ დათო ის კაცი იყო რომელიც ასე მიზიდავდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა და არც ამის მერე იქნებოდა სხვა მამაკაცი.... ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე და ბედზე გამოვლილ ტაქსს ხელი დავუქნიე...
ნახევარი საათის მერე საავადმყოფოს კიბეებზე ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა.. ფეხებიუკან მრჩებოდა. ცხოვრებაში პირველად გული და გონება ერთ აზრზე იყო... ღრმად ცავისუნტქე მერე თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე თუ არა კიბეებზე სირბილით ავედი.. გონებაში არაფერზე ვფიქრობდი, ვიცოდი ერთ უბრალო აზრსაც კი შეეძლო ჩემო გონების უმალ გადაფიქრება... რეგისტრატურაში ამბის გაგების მერე ტავდაღუნული ავუყევი კიბეებზე მეორე სართულამდე.. დერენაში ამაყად შევაბიჯე... სკამზე ნერვიულობისაგან დალეული და მისავათებული იჯდა დათო... ხმაურზე ქვემოდან გამოიხედა.. მოულოდნელად ეცვალა სახეზე ფერი.. ყველაფერს ელოდა ოღონდაც მე არა... ფეზე სწრაფად წამოდგა.. ტირილისაგან მტელი სახე დასველებოდა... ნაბიჯს ვუმატე მისკენ წავედი დამთელი ძალით ჩავიხუტე გულში... ჩემი სითბოს შეგრძნებაზე პატარა ბავშვივით ატირდა...
– კარგი , მორჩა..მე შენთან ვარ...
– არ გელოდი.. ჩუმად მიჩურჩულა და თვალებში ცამხედა..
– მაგრამ მოვედი, აღარასოდეს წავალ შენგან...
– მიყვარხარ ნანუკა.. მიყვარხარ რომ ასეთი ხარ..
– მეც მიყვარხარ... სულ შენს გვერდით ვიქნები. მარიამი კაგად იქნება. მერე ერთად ვასეირნოთ და გავზარდოთ...
– მართლა? მართლა მიიღებ ჩემს შვილს??
– შენი შვილი ჩემიც იქნება.. შენ თუ გიყვარს მეც შევიყვარებ... ვეცდები რომ საუკეთესო დედა გავხდე მისთვის...
– მაინც გამაცინე.. უკვე მომავალზე ალაპარაკდი ხო ხედავ...
– მიყვარხარ და მხლოდ ამიტომ....
სახე გაბადრული მოდიოდა ჩვენსკენ დაბალი ტანის ლამაზი ქალბატონი, დამინახა თუ არა გაოცება აღებეჭდა სახეზე და დათოს წინ შედგა..
– ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.. გადავრჩით. მარიამს საფრთხე არ ემუქრება.. მორჩა შვილო, ყველა ტკივილი ამ საავადმყოფოს კედლებშ უნდა დავტოვოთ, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ექიმს თვითონ გაუკვირდა ასე კარგად რომ გადაიტანა.. ახლა ნარკოზიდან როგორც კი გამოვა მასთან შეგიშვებენ....ქალი მის წინ დაიმუხლა და ნერვიულად დაუსვა თავზე ხელი...
– ამის გაგონებაზე რამდენი წელი ვოცნებობდი დედა.. ღამე მელანდებოდა რომ მარიამს სიკვდილის ვაგლიჯავდი ხელიდან... ახლა გადავრჩი.. ჩემი შვილი კარგადაა, არ მჯერაა...
– ყველაფერი კარგად იქნება , მთავარია ეს გადაიტანეთ– აცრემლებულმა ვუთხარი და დათოს ჩავეხუტე.მთავარია ბავშვი გადარჩა. ახლა სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.
**
ხათოს გვერდით ვიჯექი და ხმას ვერც ერთი ვიღებდით, ხელი ხელზე დამადო და გამიღიმა..
– მაპატიე. ვწუხვარ რომ ყველაფერი ჩემიდან გაიგე დათოს ნაცვლად..მოკლედ ენა მისწრებს წინ რა... უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი თავად ეთქვა...
– ეგ არაფერი..მაგაზე აღარ იდარდო, ყველაფერი ნათელი იქნებოდა ადრე თუ გვიან ხათო. თანაც მივხვდი რომ ამის გამო დათოს ვერ მივტოვებ, ეს ერთადერთი იმედია ჩემი ცხოვრების , მის გვერდით მე ისეთი კარგი ვარ, როგორ გითხრა ისეთი ძლიერი და დაცული .. ეგოისტი ვარ არა? მას კი არა ჩემ თავს ვერ ვიმეტებ ტკივილისათვის..იმდენად კარგია, იმდენად სუთა, თავს სასურველად ვგრძნობ..ჩვენს საუბარში მოულოდნელად ჩაერთო ტატო და ღიმილით მითხრა დათო გელოდება პალატაშიო....
გაოცებულმა ავხედე. ნელა წამოვდექი ფეხზე და გულგახეთქილი წავედი პალატისაკენ.. კარი ფრთხილად შევაღე და ცრემლებმა უმალ დამიმალა თვალთახედვა.. მეგონა ჩემს წინაშე ბავში კი არა პატარა ანგელოზი იწვა... ქერა კულულები მხრებზე ბალიშზე უხვად ეყარა... დიდ მწვანე თვალებს ისე აბრიელებდა რომ სურვილი გამიჩნდა მისი გულში ჩაკვრის..დამინახა თუ არა გამიღიმა და მისკენ წავედი.. საწოლის წინ მუხლებზე დავდექი და მიდი სათუთი ხელი ტუჩებტან მივიტან. ჯერ კიდევ არ ედო სახეზე ფერი.. ვენაზე მიმაგრებული წვეთოვანი გულს მისერავდა.. ცრემლები დავუმალე და თავი დავხარე...
– რა საყვარელი ხარ , ჩემო პატარავ– ჩუმად ვუთხარი და ფუშფუშა ლოყაზე შევახე ტუჩები...
– მე მარიამი მქვია. –გაოცებულმა მითხრა და ხელი სახეზე დამისვა. მამამ თქვა შენზე ნანუკაო..
– აასეა. მე ნანუკა მქვია..
– ჩემი მეგობარი იქნები?
– ვიქნები შენ თუ გინდა ვიქნები ჩემო ლამაზო.... ახლა უმჯობესია დაიძინო კარგი? მე და მამიკო აქ შენს გვერდით ვიქნებით.. შენ დაიძინე, ძალიან მალე კარგად გახდები და მერე ბევრი ვისეირნოთ ..
– კარგი– ღონე მიხდილმა ამოიფრუტუნა და ძილმ წაიღო...
დივანზე გვერდიგვერ ვიჯექით.. თავი ტავზე მომადო და ხელი წელზე შემომხვია...
– მეგონა რომ აღარასოდეს მოხვიდოდი ჩემთან...
– შეცდი, უშენოდ ვერ გავძელი ხო ხედავ..ასე ადვილია მიატოვო კაცი რომეიც გიყვარს???
– მეგონა რომ ამას შეძლებდი ნანუკა.. არ ვიცი ასე როგორ შემიყვარდი...მარიამს შენზე მოვუყევი, ვუთხარი რომ მიყვარხარ.. იცი რა ქნა? – გაიცინა.. ისე საყვარლად იცინოდა.. მითხრა მეც მიყვარს ბაღში ერთი ბიჭიო... უკვე დიდი გოგო მყავს..
– გვყავს. დიდი გოგო გყვავს დათო.. მინდა რომ მარიამი ჩემი შვილიც იყოს.. მინდა მივიჩვიო და ჩემად ვიგულო..
– ამისათის იცი რა არის საჭირო?
– რა?
– რა და ცოლად უნდა გამომყვე....
– გამოგყვებ, ოღონდ ცოა უნდა მაცადო.. ჯერ მინდა მარიამთან ურთიეთობა მოვაგვარო, კარგად გამიგე. არ მინდა მერე გამიუცხოვდეს, თუ ვიმეგობრებთ ასე უფრო ადვილად დავიკავებ მის გულში ადგილს...

**
ერთი კვირის შემდეგ მარიამი საავადმყოფოდან გამოწერეს და მისი მონახულება სახლში დავიწყე.. ჩემი დღის რეჟიმი იმაზე უფრო რთული იყო ვიდრე წარმომედგინა, დილიდან საღამომდე სამსახურში ვიყავი. მერე ბავშვთან მივრბოდი და გადაღლილი ვბრუნდებოდი უკან ლამის შუაღამისას.. უკვე რვა ხდებოდა ტელეფონი რომ აწკრიალდა ვიცოდი მარიამი იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად თინა ბებია მირეკავდა..
– თინა ბებია როგო ხართ?– გაღიმებულმა ჩავძახე და ადგილზე გავიყინე როცა თინას ნაცვლად თაზოს ხმა გავიგონე..
– ნანუკა ბებია ცუდადაა. შენი ნახვა უნდა..
– არ მჯერა...
– გეფიცები,მართლა ცუდადაა.. დაელაპარაკე. მიდი..
– კარგი..
– ნანუკა ბებია როგორ ხარ? შენი ნახვა მინდა.. მინდა რაღაც გაგანდო, იქნება დრეს მოსულიყავი...
– კარგით მოვალ, ახლავე გამოვალ, ოღონდ არსად გახვიდეთ რა სახშ დამხვდით...
– არა ბებია, სახლში ვიქნები..
ნერვიულობამ მაშინვე ამიტანა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებია. აუღელვებლად ჩავალაგე ჩანთაში წასაღები საბუთები და შენობიდან გავედი. უკვე მომლოდინე ტაქსში ცავჯექი და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი რომელიც შიშისაგან და ემოციებისაგან მიფართხალებდა... უზარმაზარი ჭიშკრის წინ ვიდექი და ვერ გამებედა შესვლა. ბოლოს მაინც დავრეკე ზარი და თინას მოლოდინში თაზომ გამიღო კარი..
– ვაააა. ეს ვინ მოსულა. როგორც ყოველთის სექსუალურად გამოიყურები...
– ახლა შენი სუსულელეების მოსმენისათვის არ მცალია..
– უყერ ერთი ამას რა– სიცილით დაიძახა და ეზოში შემათრია.. გოგო შენ გაბლატავდი თუ მეჩვენება ?
– თაზო, ნუ თმაშობ ჩემს ნერვებზე თორემ...
– რა თორემ. შენს კაცს ეტყვი რომ გაუხებ? მოვა და კიდე საქმეს გამირჩევს..
– მომეშვი რა მომეშვი..– გაღიზიანებულმა დავუტიე და სახლისაკენ წავედი რომ შემაჩერა და ორივე ხელი მკლავშ მაგრად მომიჭირა..
– ის, ტაბიძე რითი მჯობია? ჩემზე კარგი კოცნა იცის? გახსოვს ჩემი ვნებიანი კოცნა? თავის დასაღწევად გავიფართხალე მაგრამ არ გამომივიდა.. მასთან სექსი მოგეწონა? როგორია?– გაოცებულმა დავაჭყიტე თვალები და ხელები ავუქნიე..
– მანიაკო შენ. ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება და მომეშვი.. შეიგნე...
– მითხარი მოგეწონა თქო?
– ხოოოო, მომეწონა საკმარისია ??
– ვააა, რა თამამი განცხადებაა ეს. ჩემთან რო არ იცი როგორია სექსი, იმისი როგორ მოგეწონა??
– მეჯავრები ასეთი ავადმყოფი რომ ხარ რა. გაღიზიანებულმა გავეცი პასუხი და გეზი პირდაპირ თინას ოთახისაკენ ავირე...
საძინებელში წამლები და საკმევლის სუნი ერთმანეთში ირეოდა... საწოლზ მობუზული იჯდა.. დამინახა თუ არა გამიღიმა და ხელები გამომიწოდა.. მისკენ წავედი და გულში ჩავეხუტე..
– რა საორად თბილი ხარ ბე.. ჩემდა უნებურად ვუთხარი და უფრო მაგრად შემოვაჭდე ხელები წელზე.. საუკეთესო ბებია ხარ .. ყველაზე ყველაზეე კარგი..
– არც ისეთი კარგი შენ რომ გგონივა ნანუკა...
– არა , მაგას ვერვინ და ვერაფერი დამაჯერებს...
– მე მინდა დიდი საიდუმლო გაგანდო.. ძალიან ტკივილიანი და სევდიანი, ახლა ასე მგონია სიკვდილი კართან მიდგას და მინდა არსარება ჩაგაბარო..
– მე?? მე ხომ მოძღვარი არ ვარ...
– სწორადაც მაგიტომ, მის წინაშე ვერაფერს ვიტყვი, მის წინაშე შემრცხვება... მინდა შენ გაგანდო ის რაც ამდენი წელიწადის განმავლობაში მტკიოდა....
– მაშინ მოვკალათდები– ღიმილით ვუთხარი , ფეხები საწოლზ ავიკეცე და თავი მხაზე დავადე...
– როცა გავთხოვდი ძალიან ახლგაზრდა ვიყავი,, ვერ ვიტყვი რომ ჩემი ცხონებული ქმრის მიმართ გრძნობა არ მქონდა, მაგრამ არც სიგიჯემდე მიყვარდა.. ასე იყო თუ ბედს დავყაბულდი და ოჯახურ ცხოვრებაში ჩავერთე.. როცა ჩემი ლეილა სკოლაში შევიყვანე იქ გავიცანი მისი კლასელის მამა, ის ისეთი უცხო შეხედულების , ზრდილი და კულტურული მამაკაცი იყო... გასაოცრია და დავინახე თუ არა ვიგრძენი როგორ ძალიან მგავდა.. ხო იცი ასეთი ადამიანები იშვიათად მოიძებნება ცხოვრებაში შვილო.. მისგან თავის არიდების მცდელობა არაერთხელ მქონდა, მაგრამ რაც უფრო შორს მივდიოდი მისგან უფრ სიახლოვე მინდებოდა.. მივდიოდი და უკან მომყვებოდა მისი თვალები.. მისი აჩრდილი, მისი სული... მერე საერთოდ შევყვიტ სკოლაში სიარული და ჩემს დედამთილს დაყავდა, დილით ადრე ადგომა მოვიმიზეზე.. ერთ დღეს როცა ლეილას დაბადების დღე ქონდა, სკოლაში ტორტის წასარებად მისულს იქ დამხვდა,. თვალებით მანიშნა უკან გავყოლოდი... მაშნ გავაკეთე პირველი სისულელე და სალაპარაკოდ გავყევი... მითხრა რომ ჩემს გარეშე ვეღარ ძლებდა, რომ ვუყვარდი, რომ ყოვე დღე მითვალთვალებდა... რა თქმა უნდა შევიცხადე უარი ვუთხარი.. ეს როგორ მაკადრე თქო..
– მე რატომ მიყვებით ამას??
– თავად მიხვდები, ნანუკა შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ახლა მაცადე სათქმელი ბოლომდე გითხრა.. ბოლოს იქამდე მივედი რომ, ქმარი მივლინებაში გავისტუმრე, ლეილა დედამთილთან ერთად ბაკურიანში და საკუთარ სახლში საკუთარ საძინებელში დავნებდი... ჩვენი რომანი მანამდე გაგრძელდა სანამ ჩემმა შვილმა არ გვნახა ერტად, მაშნ ის უკვე ათი წლის იყო...
– ეს როგორ, ხუთი წელი გრძელდებოდა თქვენი სიყვარული?
– ხუთი წელი? მე ის ახლაც მიყვარს ნანუკაა.. ის ჩემს გულში მუდამ იქნება.. იცი რამდენი ხანი დამჭირდა იმისათვის რომ ლეილა ამ მდგომრეობიდან გამოსულიყო??? ჩემმა ქმარმა ყველაფერი გაიგოო, მაგრამ მაპატია.. არა იმიტომ რომ ვუყვარდი, იმიტომ რომ მე მასზე შეძლებული ვიყავი... იცოდა რომ ხვა შემთხვევაში განქორწინებაზე უარს ვერ ვეტყოდი..... რამოდენიმე ღის წინათ შენი შეყვარებული იყო მოსული.. მისმა დანახვამ გული ისე ძალიან მატკინა.. მის მერე თვალზე ცრემლი არ შემშრობია, არ გამიცინია....
– დათო რა შუაშია თინა ბებია???
– ეხ შვილო, რო იცოდე ცხოვრება რა მოუთმენელი რაღაცაა.. ასე იცის იმ დროს აფეთქდება როცა არ ელოდები, მაშნ ჩაგირბენს წინ კინოკადრივით როცა ყველაფერი დამშვიდებული და დალაგებული გგონია... დათს თვალებმა მისმა ლამაზმა სახემ, მისმა სივაჟკაცემ შენი დაცვისას რომ გამოავლინა ის გამახსენა... ჩემი დათო გამახსენა, ჩემი თბილი და დაკარგული სიყვარული...
– არა მაინც ვერაფერი გავიგე.. ეს ყველაფერი მესმის რომ გიყვარდათ რომ შვილი არჩიეთ მას, მაგრამ ჩემი დათო, რა შუაშია.. ვერაფერი გავიგე..
– კაცი რომელიც ასე მიყვარდა, ცოცხალი აღარაა ნანუკა.. მახსოვსყველაფერი მე მათ სახლში ვიყავი... დიდი უზარმაზაი ეზო მწვანეს დაეფარა.. ეზოს შუაში პატარა რკინის მაგიდა იდგა.. ზედ მუდამ იდგა მისი ხელით ნაკეთი მოწნული ვაზა.. სადაც შემოდგომით თვითონ ყრიდა მახმარ ფოთლებს ამბობდა ასე მომწონსო.. გაზაფხულზე ჯერ კიდევ გაუშლელ ვარდის კოკრებს ყრიდა იქ.. წიტელი აგურით ნასენელი სახლი იყო... დახვეული ზის კიბით ადიოდი სართულებზე.. ეს ყველაფერი ისე ლამაზად იყო ნაკეთები რომ როცა პირველად ვნახე იქაურობა თავი ზღაპარში მეგონა.... ყოველ მისვლაზე თითო ვარდ წყვეტდა და თმაში მიკეთებდა..... მისაღებში მუდამ ბუხარი გიზგიზებდა. მის წინ ორი უშველებელი სავარძელი იდგა. წინ დათვის ტყავი ეგო, ამით იწონებდა ხშირად ტავს..
– ერთი წუთით... ეს ყველაფერი ზღაპარია თუ თქვენც ჩემს გაგიჟებას ცდილობთ????
– არა ზუსტად ისეა რაც გაიფიქრე ნანუკა...
– ის კაცი დათოს ბაბუა იყო.... მე მისი სახე ახლაც თვალწინ მიდგა..
– თქვენ რა ჯინაზე იგონებთ ამეებს. ასე ყველაფრის სათავეში მე როგორ ვარ???? ამას რატომ მიყვებით?? რას ითხოვთ ჩემგან??
– არაფერს, მხოლოდ ის მინდა რომ დათოს სიმართლე მოაყილინო ბაბუამისის შესახებ..
– დათო რა შუაშია თინა ბებია...
– არის. რადგან ვამბობ ესეიგი არის....
**
დილით სახმსახურში მივედი თუ არა მაშინვე საქმეს შევუდექი, ვერაფრით ვხვდებოდი რისი გაგება უნდოდა დათოსგან თინას. ანდა როგორ უნდა მეთქვა მისთვის ეს ყველაფერი.. როგორ გამემხილა რას ვითხოვდი და საერთოდ თინა რას ითხოვდა..
დახლებს შორის დავდიოდი და ვცდილობდი შემემოწმებინა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.. კონსულტანტების კიტხვებს გაუაზრებლად ვცემდი პასუხს ... ვერ ვაკავშირებდი ერტად ამ ორ რაღაცას....
– დედა.... მოულოდნელად ვიგრძენი ზურგს უკან ბავშვის ხმა და კაბის კალტაზე პატრა ხელების პოტინი... გაოცებული შევტრიალდი, ჩემს წინ მარიამი იდგა და მიღიმოდა.. დედა...– კიდევ ერთხელ დამიძახა და ფეხებზე შემომეხვია....
– საოცარი ტკივილი ვიგრძენი გულშ.. სული მტკიოდა... მუხლებზე დავდექი და გულში ჩავიკარი.... ჩემი ყველა ემოცია ერთმანეთს ერწყმოდა. ჩემი ყველა განცდა ერთიანად იღბეჭდებოდა სახესა თუ გულში... ჩემი სიხარული და ბედნიერება აქ მარიამტან იწყებოდა და მასთან ერთად მტავრდებოდა... მაგრად შემოვხვიე ხელები და ხელში ავიყვანე...ასე რატომ დამიძახე– ბოლოს ძლივს მოვუყარე თავი სიტყვებს როცა თვალებიდან წამოსული ცემლები პატარა ხელებით მომიწმინდა...
– მამას ვკითხე და დაუძახეო ....
– მამამ გაიძულა?
– არა მე ვაიძულე– სიცილით მიტხრა და ხეები კისერზე შემომხვია..ჩემი დედიკო იყავი რა..
– ვიქნები. ჩემო ლამაზო, ჩემო ტკბილო, სადაა შენი მამიკო???
– თავის ოთახშია....
კარზე ფრთხილად დავაკაკუნეთ და შიგნით შევედით.. ბედნიერი თვალები შემომანათა , ფეხზე წამოდგა და ორივე გულშ ცაგვიკრა, მაგრად მაკოცა ტუჩებში და გამიღიმა..
– ჩემი ორი ბედნიერება ხართ თქვენ. დღეს ჩვენი გოგო ოთხი წლის გახდა დედიკო... –ღიმილით მითხრა და თვალი ჩამიკრა...
– დღეს? მე რატომ არ ვიცოდი ეს....
– ტორტი უნდა ჩავაქრო იცი?? – ბედნიერმა მომითათნა ხელები თმებზე და ლოყაზე მაკოცა.. შენ ჩაგიქიფრებ დედა...
– ჩემო სიხარულო.... როგორ მაბედნიერებს შენი არსებობა რო იცოდე.. ესეიგი დღეს ტორტი გვექნება?
– ხო, დიდი და ლამაზი, მამამ თქვა იქნებაო და..
– რადგან მამამ თქვა იქნება ...
– ნანუკა. დღეს რვაზე ბერმუხაში ვიკრიბებით. მე და იუბილარი გამოგივლით და მზად იყავი... მინდა ყვეას გავაცნო შენი თავი. ყველამ გაიგოს რომ მიყვარხარ და ჩემი მარიამის დედა ხარ. ასეთი ლამზი და მოსიყვარულე დედა...

ესეც მეორე ნაწილი...
მადლობა ჩემო კარგებო და ტკბილებო ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ისე ვკითხულობდი,მეგონა სადღაც ახლოს მეც ვიყავი,ძალიან მომწონს,მადლობა

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე დადე შემდეგიც რა..გთხოვ????

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეე!! არ ვიციი როგორ დავწეროო იმ ემოციებზეე, რაც განვიცადეე????????სასწაულიაა ????ველოდებით შემდეგ ნაწილს

სტუმარი მარიამი
?


სტუმარი მარიამი
ვაიმეე!! არ ვიციი როგორ დავწეროო იმ ემოციებზეე, რომელიც განვიცადეე ????საწაულიაა ველოდებით შემდეგ ნაწილს????

სტუმარი მარიამი
?

 


№4  offline წევრი cremliani111

იდეალურია ????

 


№5  offline ადმინი თუკა

სტუმარი მარიამი
ვაიმეე!! არ ვიციი როგორ დავწეროო იმ ემოციებზეე, რაც განვიცადეე????????სასწაულიაა ????ველოდებით შემდეგ ნაწილს

სტუმარი მარიამი
?


სტუმარი მარიამი
ვაიმეე!! არ ვიციი როგორ დავწეროო იმ ემოციებზეე, რომელიც განვიცადეე ????საწაულიაა ველოდებით შემდეგ ნაწილს????

სტუმარი მარიამი
?

მადლობა მარიამ. <3
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent