შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო,არის და.. (თავი 2)


4-07-2019, 12:33
ავტორი თუთი
ნანახია 1 051

თუთს გაიღვიძე ,გავდივარ_
__მოიცადე სად მიდიხარ?
_ უნდა ავიდე სახლში გადავივლო,აზრზე მოვიდე გამოვიცვლი და გამოგივლი
_მოიცადე ,დამელოდე, კარგად ხააარ?? მივაძახე ჩემი ოთახიდან ტყვიასავით გავარდნილ ნოას
_ეხლა ვერ აგიხსნი,ერთ საათში აქ ვარ ,მოემზადე შენც და ერთად გავგაზოთ უნივერსიტეტში
საათნახევარში ზუსტად,კვლავ ჩემს აუდიტორიასთან ვიდექით ორივე ,მთელი გზა ხმა არ ამოუღია,. აქ დამემშვიდობა წყნარად და შეტრიალდა დერეფნის ბოლოსკენ,თითქოს ეს კადრი უკვე ნანახი მქო და,ყველაფერი ისე იყო როგორც გუშინ დილას,უბრალოდ იმ განსხვავებით რომ სცენარს სალიტა აკლდა კადრის ბოლოს.. სალიტა!!!! აი რა მოხდა,გამინათდა თითქოს უცებ გონება და სასწრაფოდ უკან დავედევნე ნოას, ზუსტად აუდიტორიის შესასვლელთან დავინახე,როგორ შეხვდა ეს ალქაჯი,კისერზე ჩამოეკიდა,ამან კი უხეშად მოიშორა,მაჯაზე ხელი ჩაავლო და საპირფარეშოსკენ წაათრია,ვერ მოვითბინე და უკან გავყევი,რადგან მართლა ძალიან მაინტერესებდა რა გაუკეთა ამ გოგომ ასეთი და დამერწმუნეთ არა ნაკლებად შოკირებული დავრჩი მოსმენილით,.. 23 წლის ასაკში ნოა მამა უნდა გამხდარიყო,თუმცა აღმოჩნდა რომ სალიტას ბევრად ადრე გადაუწყვეტია ამ ბავშვის დაბადება არ დაბადების საკითხი და მოუშორებია ნაყოფი,ეს ამბავი კი ნოამ თოკასგან გაიგო რადგან დედამისი ერთ_ერთი წამყვანი გინეკოლოგია თბილისში.. შემეშინდა არ დავენახე და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.
სახლში მოსულმა ნოას დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე საღამოს უკვე ჩემს აივანზე ვისხედით პლედებითა და ფინჯანი ჩაით ხელში.._
_ ყველაფერი ვიცი
_რას გულისხმობ?
_ვიცი გუშინ რაც გაიგე და რატომ იყავი ესეთ მდგომარეობაში
_საიდან გაიგე?
_დღეს შენ და სალიტას მოგისმინეთ საპირფარეშოსთან
_როდიდან მისმენ ჩუმად?
_მაპატიე,უბრალოდ ვერ მოვითბინე და..
_რას ფიქრობ?
_არ ვიცი,.
_მაშინ რატომ ვსაუბრობთ?!
_ცუდად ვარ ,როცა ცუდად ხარ და მხოლოდ ამიტომ
_ვიცი,მაპატიე უბრალოდ არ ვიცი ეს როგორ გადავხარშო
_შეიძლება არ მოგეწონოს რასაც გეტყვი,ხომ იცი ამ გოგოს მხარეს არასოდეს დავიჭერ,მაგრამ დაფიქრდი იქნებ 23 წელი ძალიან ცოტაა იმისთვის რომ მშობლები იყოთ..
_აღარ გაბედო და ეგ რაც თქვი აღარასოდეს გამიმეორო
_ვიცი,არ არის მარტივი,მაგრამ
_მარტივი?! გესმის საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? მითხარი გიყვარვარ?
_რა სისულელეს მეკითხები ხომ იცი..
_ხოდა რომ ვიცი,მიპასუხე შეძლებ ჩემი შვილი მოკლა?!
მის თვალებში ისეთი იმედგაცრუება იყო,ვერაფერს ვახერხებდი,პირველი შემთხვევა იყო,როცა,სიტყვებს ვერ ვპოულობდი მის დასამშვიდებლად,თითქოს ამ ამბავმა მისი რაღაც ნაწილი წაიღო ,რომელიც უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა,მე კი არ ვიცოდი როგორ დამებრუნებინა დრო ,რომ ამ ყველაფრისთვის ხელი შემეშალა,ან პირიქით დამეჩქარებინა რომ მალე გადაელახა ეს მდგომარეობა,მაგრამ ყველაზე მეტად ის გაურკვევლობა მკლავდა,რომელიც გულს და ტვინს ერთად მიჭამდა რეალურად ნოა რამ უფრო მეტად გაანადგურა?! ბავშვის დაკარგვამ თუ იმ ფაქტის გაანალიზებამ რომ სალიტას არ უყვარდა.. ამ ფიქრებში ვიყავი გადავარდნილი,როცა ნოას ხმამ გამომაფხიზლა
_წავალ,გვიანია
_კარგი,ხვალ დაგირეკავ და
_არა ხვალ არ მოვდივარ,ალბათ რამდენიმე დღე ციხისძირში წავალ,ცოტა დრო და აზრზე მოსვლა მჭირდება
_კარგი..მიდი და შემეხმიანე..
გავაცილე და დასაძინებლად ამოვედი ზემოთ,თუმცა სრულიად უშედეგოდ ვცდილობდი მთელი ღამე დაძინებას,მხოლოდ მასზე მეფიქრებოდა..

მეორე დღეს უნივერსიტეტში მისულს შესასვლელში სალიტა შემეფეთა,მელოდებოდა უნდოდა დავხმარებოდი,თუმცა ვერ მივხვდი რატომ გადაწყვიტა რომ მის მხარეს დავიჭერ,,გადასარევად იცის რომ ერთმანეთი არ მოგვწონს,ხოდა ზუსტად ის პასუხი მიიღო ჩემგან რასაც ელოდა!! მასთან საუბარმა ამაფორიაქა ვეღარ მოვისვენე,საღამოს სახლში მოსულმა ჩემოდანი ჩავყარე და ციხისძირში წავედი ნოასთან
გვიან სადღაც ორი იქნებოდა რომ ჩავაკითხე,კარი ღია იყო და პირდაპირ შევბორიალდი ეზოში..
_ ნოააა
_ჯანდაბა,შენ რა დამცინიი??
_არა,ჩამოვედი
_მარტო მინდა ვიყო
_ნუ სულელობ,უჩემოდ აქ რა გინდა
_ეხლა არ მაქვს მაგისი თავი,დაიძინე დაღლილი იქნები და ხვალ უკან დაბრუნდი
_უშენოდ ვერსად წავალ
_ძალიან გთხოვ ნუ გამაბრაზებ
_არაფერი მსგავსი არ მიფიქრია,უბრალოდ შენთან მინდა ყოფნა
_ყელში ამოვიდა,რა ვერ გაგაგებინე არ მჭირდება ეს თქვენი მზრუნველობა,იქიდან ირინკას გამოვექეცი,აქ შენ ჩამოხვედი,ვერსად წავედი თქვენს გარეშე ,რას ვითხოვ? მხოლოდ მარტო მინდა დარჩენა,არ შემიძლია ყველაფერი გაგიზიარო,არსებობს რაღაც რაც ჩემია,მაინც მაყვირებ,რა მოიტანა შენმა ჩამოსვლამ აქ კარგი,უარესად მომიშალე ნერვები და გიყვირი,მხოლოდ ერთი რამ მინდა გაიგო , მე დღეს არ მჭირდები!!!
_სამაგიეროდ მე მჭირდები..
არ ვიცი რა დამემართა,არ ვიცი როგორ გადავდგი მისკენ მიმავალი ის სამი ნაბიჯი,რომელმაც სამუდამოდ არია და ამოაყირავა ყველაფერი,არ ვიცი როგორ გავბედე და როგორ შევეხე მის ტუჩებს,არ ვიცი.. მართლა არაფერი არ ვიცი.. გარდა ერთისა!!! ვკოცნიდი და მინდოდა არასდროს დასრულებულიყო ეს წუთი,. მხოლოდ მის ცხელ ბაგეებს ვგრძნობდი ,რომლებიც უძრავად იყვნენ გაყინული ჩემს ტუჩებზე ვიცოდი ეს კოცნა ცალმხრივი იყო,მაგრამ არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა,საერთოდ არაფერს,წამის მეასედში ზუსტად ვიცოდი ჩემს საქციელს რაც მოჰყვებოდა,თუმცა სრულიად არ მანაღვლებდა ეს ამბავი,მხოლოდ იმას ვნატრობდი,წამი წუთად ,ხოლო წუთი საათად ,საათი წლად, წელი საუკუნედ გადაქცეულიყო და სამუდამოდ გაჩერებულიყო დრო ამ მომენტზე.,მაგრამ ამ ფიქრებიდან მხოლოდ მხრებზე რაღაც პატარა ბიძგმა გამომიყვანა და ნოას ხმამ
_რას აკეთებ?!
_ მეე არ ვიცი,მე უბრალოდ
_ზემოთ ადი და დაიძინე
_მაპატიე..
_დავამთავრეთ!
_ არ დავამთავრეთ,ეხლა ვიწყებთ!
_ თუთი ჭკუიდან ნუ გადამიყვან ,საერთოდ რას ლაპარაკობ გესმიიის??? შემეშვი არ მინდა კიდევ უარესად გაწყენინო ,ამიტომ გთხოვ შემეშვი

მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა,მივხვდი რომ რაღაც სრულიად დაულაგებელი და ჩემთვისაც კი გაურკვეველი რამ წამოვროშე და რაც მთავარია გავაკეთე,ამიტომ დასაძინებლად შევედი სახლში ,მეორე დილით კი ვიდრე ნოა გაიღვიძებდა ,იქიდანაც წამოვედი და თბილისში დავბრუნდი..

გზაზე საშინელ თავსხმაში მოვყევი,თუმცა გაჩერებაც არ მინდოდა,მხოლოდ ის მსურდა სწრაფად მოვშორებოდი იმ ადგილს..თითქოს მრცხვენოდა ან უბრალოდ მეშინოდა,ყველა გრძნობა ერთმანეთში იყო არეული და მაინც მხოლოდ იმ წამზე და მის შეჩერებაზე ვვოცნებობდი კვლავ..
ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა ნოამ დარეკა
_სად ხარ?
_თითქმის თბილისში ვარ უკვე
_რატომ წახვედი?
_დარჩენა არ გითხოვია
_საღამოს თბილისში ვიქნები,მე და შენ ვილაპარაკებთ
_არ ღირს ჩემს გამო წამოსვლა,მანდ ხომ რამდენიმე დღე აპირებდი დარჩენას?
_აზრი აღარ აქვს,მოახერხე და ჩემს ერთ თავის ტკივილს მეორეც დაამატე
_რაც მოხდა თავის ტკივილია?
_საღამოს შევხვდებით

გავთიშე თუ არა ტელეფონი ,საოცარმა შიშმა შემიპყრო,თითქოს გული უნდა წამსვლოდა ისე ვნერვიულობდი,ეს გზაც როგორ გაიწელა და აღარ დასრულდა ,ვეღარ მივაღწიე სახლამდე.. ვფიქრობდი რა და როგორ მოხდებოდა უამრავი ვერსია წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრის,მერე ჩვენი საუბრის,მერე ჩვენი ახლობლების რეაქციის და რავიცი მოკლედ ათას სისულელეზე ვიფიქრე. ასე მოვიდა საღამოც და გაისმა იმ ზარის ხმა ჩემს კარზე, რომელსაც ალბათ ყველაფერი უნდა შეეცვალა ჩემთვის,ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა და ასე მსურდა..
_თუთი ..
_შემოდი..
აივანზე გავედით და იქვე პუფებში ჩავსხედით სალაპარაკოდ.
_ვეცდები ყველაფერი მარტივად და გასაგებად აგიხსნა,თუ კი ვინმე არსებობს ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველასგან განსხვავებული ადგილი გიჭირავს ჩემს გულში და ფიქრებში,უშენოდ ვერ წარმიმიდგენია ვერც ერთი დღე,უშენოდ ალბათ მოვკვდები კიდეც,მაგრამ მერწმუნე ეს ის არ არის რასაც შენ ელი ჩემგან,გუშინ უხეშად გამომივიდა ,მაგრამ უბრალოდ დავიბენი და ძალიან დამძაბა იმის გაფიქრებამ რომ გულს გატკენ ,თუნდაც ერთი წამით,ან საერთოდ შეიძლება დაგკარგო..მე მხოლოდ..
__შეწყვიტე ,გთხოვ აღარ გააგრძელო,ამის მოსმენა არ მინდა,ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს,მე თვითონაც არ ვიცი რა დამემართა ან ის სისულელე რამ გამაკეთებინა..
__ვიცი სალიტა არ მოგწონს,ისიც მესმის რომ მასზე გაბრაზებული ხარ,მეც არეული მაქვს სიტუაცია და არც ვიცი ოდესმე რამე დალაგდება თუ არა მასთან,მაგრამ მხოლოდ ერთი რამ ვიცი ეს ყველაფერი,არ ცვლის იმ ფაქტს რომ მასზე ვარ შეყვარებული..
__გასაგებია,მარტო ერთ რამეს გთხოვ,მოდი ვცადოთ და დავივიწყოთ გუშინდელი ღამე,ჩავთვალოთ რომ არაფერი ყოფილა.
_მეც მხოლოდ ეგ მსურს
_ძალიან კარგი,ეხლა დასაძინებლად ავალ შენ თუ გინდა დარჩი თუ გასვლას გადაწყვეტ კარი გარედან დაკეტე .კარგი?
_ კარგი მაშინ მე წავალ,ხვალ შემოგივლი და ერთად წავიდეთ დილით
__იყოს,რაღაც საქმე მაქვს და მერე მე თვითონ მოვალ.
_კარგი ,წავედი მაშინ და ხვალ შევხმიანდეთ
_დროებით..
საძინებელში ასვლა და წამსკდარი ცრემლები ერთი იყო,უაზროდ ვტიროდი და რა მატირებდა მეც არ მესმოდა,მარტო იმას ვხვდებოდი რომ გული მეკუმშებოდა და საშინლად მტკიოდა ,თუმცა მიზეზი უცნობი იყო..
მეორე დილას გაღვიძებისთანავე,დედაჩემის სმს დამხვდა მობილურზე,
თუთი დღეს ღამით მოვფრინავთ მე და მამა ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად ,გვიან ჩამოვფრინდებით ,ბებო ალას მოიყვანს სახლის დასალაგებლად, ,შეეხმიანე და გასაღები მიეცი”
გამიხარდა ჩემების ჩამოსვლის ამბავი,თუმცა სტუმრიანობის თავი ნამდვილად არ მქონდა,რას ვიზავდი სწრაფად მოვემზადე და გავიქეცი უნივერსიტეტში. იქ მისულს,პირველი რაც თვალში მომხვდა , ნოას მანქანა იყო,რატომღაც დიდად არ მესიამოვნა და ვცადე მეორე შესასვლელიდან შევსულიყავი ,მაგრამ რა აზრი ჰქონდა,აუდიტორიის კართან დამხვდა:
_თუთი დაგაგვიანდა.
__არაუშავს ..
__ესე ნუ მელაპარაკები,
__მაგვიანდება,შევალ
__ერთი წუთით,დღეს მოდიან შენები ხო?
__კი,საიდან გაიგე?
__დილას ლეო ელაპარაკებოდა საშკას და რაღაც შეხვედრაზე ლაპარაკობდნენ,მგონი ხვალ რაღაც ვახშამია ,ახალ ბიზნეს პარტნიორთან და მგონი ოჯახებით უნდა იყვნენ
__არ ვიცი,კარგი წავედი და მერე გნახავ..
__კარგი შესვენებაზე ამოვივლი
__ალბათ არ მეცლება,ლექციების მერე გნახავ
__კარგი..
ლექციების ბოლოს ,წამოსვლას ვაპირებდი უკვე, როცა შემთხვევით ნოა და სალიტა შევნიშნე ვერანდაზე,ალქაჯი მთელი მონდომებით უმტკიცებდა ნოას რაღაცას ,ის კი ჩუმად იდგა ,უსმენდა და ხელებს ნერვიულად აწვალებდა,აღარ მინდოდა ამ საცოდაობის ყურება,იქაურობას სწრაფად გავეცალე და სახლში წავედი მშობლების დასახვედრად..
გვიან ღამით ჩამოვიდნენ ,როგორც ყოველთვის შეხვედრამ ცრემლებით და ხვევნა კოცნებით ჩაიარა,დედა ვერასდროს იკავებს თავს ,სულ ტირის, ,თითქოს საუკუნე იყოს გასული და არ ვყავდე ნანახი,იწყება ყველაფრის დეტალებში გამოკითხვა და ვიდრე უძილობისგან თვალები სულ არ დამიწვრილდება იქამდე არ მანებებს თავს..
მეორე საღამოს ჩვენთან სახლში გამართეს ვახშამი,მამამ მთხოვა საუკეთესო კაბა ჩამეცვა,მოვწესრიგებულიყავი და სტუმრების მიღებაში დავხმარებოდი,თან გამაფრთხილა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა მისთვის,ამიტომ მაქსიმალურად “კარგად” უნდა მოვქცეულიყავი და არაფერი არ უნდა ამერ-დამერია.მეც კარგად მოვემზადე ,ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მთხოვეს და აი დადგა საღამოც,გაისმა კარზე ზარის ხმა და ჩემები დუეტში გაემართნენ სტურების მისაღებად
პირველად ლეო,ირინკა,მაშო და ნოა მოვიდნენ,უკან კი მალევე მოჰყვნენ ქალბატონი ეკატერინე და ბატონი ანდრეა თავის ვაჟთან გუგასთან ერთად!
ღმერთო ჩემო გუგაა,ღმერთო გუგაა,მეჩვენება,შეუძლებელია,ჯანდაბა,ამას აქ რა უნდა?!
აი ესეც უიღბლობის ახალი ეტაპი,გუგა,ხო ის გუგა მათი ვაჟია,ახლა მომიწევს ამისი ატანა საკუთარ სახლში,მერე კომპანიაში და კაცმა არ იცის კიდევ სად,..
_თუთი..
__გუგა..
__ეს უცნაურია?!
__ეს სასაცილოა!!
__არა ეს სასიამოვნოა
__ალბათ ცდები!
__არასდროს!
__აი მანდ შეგეშალა!
__სასიამოვნოდ ვისაუბრეთ,დანარჩენს მერე განვაგრძობთ..
__ეგეც შეგეშალა!
__დროებით თუთი..
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა და როცა სტუმრები ბაღში გავიდნენ ჩაის დასალევად,მე ჩემს საძინებელში ავედი ,ვიფიქრე ცოტას დავისვენებდი, თუცა კარის გაღების შემდეგ უცნაურმა კადრმა გამაშეშა ადგილზე ,.. ვხედავ გუგა ჩემს საწოლზეა წამოსკუპებული ჩემი სუნამოთი ხელში და ჩემს ალბომს ათვალიერებს ,ისე დავიბენი არ ვიცოდი რა მექნა ,უბრალოდ საშინლად გამოვედი წყობიდან,მინდოდა რაღაც ჩამერტყა თავში და მეორე სართულიდან ისე გადამეგდო,მართალია ამდენი ვერ მოვახერხე,მაგრამ გამწარებული კი ვეცი ბალიშს და მთელი ძალით მოვუქნიე,შემთხვევით ფეხი ამისრიალდა და მის გვერდით გავიშოტე საწოლზე,,აზრზე მხოლოდ მისმა სიცილმა მომიყვანა და მისმა სახემ,რომელიც ზედმეტად ახლოს იყო ჩემს სახესთან..
__ რას აკეთებ ?? გაგიჟდი??
__ მე არაფერს,ეს შენ დამეცი ზემოდან..))))
სწორედ ამ დროს შევნიშნე ჩემს კარში მდგომი ნოა,.
__ ხელი გაუშვი,ხო არ უბერავ?! აქ ვაფშე რა გინდა? გაცოფებული ეცა გუგას საყელოში და ისე გაათრია ჩემი საძინებლიდან,თუმცა ორივე მალევე მოეგო გონს და იქვე დაწყნარდნენ,ნოა ჩემთან შემოვათრიე,გუგა კი დაბლა ჩავუშვი .
__რა გჭირს? გადაირიე?? რანაირად იქცევი?
__მე გადავირიეე?? ხომ გითხარი მისგან თავი შორს დაიჭირეთქო?!
__რამენაირად თავად გავარკვევ,ვისთან რა ურთიერთობა მქონდეს!
___ურთიერთობა??? რაზე მელაპარაკები? ხო კარგად ხარ? იმედიც არ გქონდეს რომ სადმე რამეს გამომაპარებ!! ეგ საკითხი დახურულია!
__შენთვის არაფრის, არც მოტყუებას და არც დამალვას არ ვაპირებ,უბრალოდ თავად გადავწყვეტ რა და როგორ იქნება!
დემონსტრაციულად დავტოვე საკუთარი საძინებელი და თითქოს ცოტათი ამაყიც კი გამოვედი იქიდან,რადგან მოვახერხე საკუთარი პოზიციის მყარად დაფიქსირება,მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო რომ,რაც ნოას ვუთხარი სულაც არ მითქვამს ჯიბრით,გუგა იმ საღამოს სრულიად სხვანაირი თვალით დავინახე და თითქოს რაღაც პატარა მუხტიც გაჩნდა ჩვენს შორის..
ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი,ჩვენ შეხვედრა დავიწყეთ,არაფერი ხდებოდა,უბრალოდ მოგვწონდა ერთად ყოფნა,ვერთობოდით,უამრავი საერთო ინტერესიც აღმოგვაჩნდა და ასე მიიწურა თითქმის პირველი სასწავლო წელიც უნივერსიტეტში,.ყველაფერი კარგად იყო ერთი შეხედვით თუ ჩემსა და ნოას არეულ ურთიერთობას არ ჩავთვლიდით,მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ამის ბალანსირებასაც ვახერხებდით .. მეც მოვეშვი სალიტაზე ნერვების შლას და მხოლოდ შირიდან ვადევნებდი თვალს მათ ურთიერთობას,რომელიც ხან ჩაწყნარდებოდა ხანაც კი ბობოქრობდა..
ასე მოვიდა ზაფხულიც და დასასვენებლად წასვლის დროც,მე რა თქმა უნდა ციხისძირში მიკრეს თავი ლეოსთან,მაშოსთან და ირინკასთან ერთად ..მშვენივრად ვისვენებდი,სანამ ნოა არ ჩამოვიდა ჩვენთან..
__თუთიი ..
__ეზოში ვარ ნოა ჩამოო..
__გარეთ გავიდეთ,საქმე მაქვს
__რა ხდება??
__ ხესთან წავიდეთ და დავსხდეთ
დაბლა ჩავედით,ჩვენს ხესთან,ძირს დავსხედით საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა..
__გისმენ,რა გინდოდა გეთქვა? მოხდა რამე?
__არაფერი,უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო,ყველაფერი ისეთი არეულია ,მეც ავირიე და საერთოდ ვერ ვხვდები რა მჭირს და რა ხდება,ეს რამოდენიმე თვე საერთოდ ვერ მივხვდი უშენოდ სად გაქრა,არ ვიცი როგორ შევძელი ამ პერიოდის გადატანა,მარტო ის ვიცი რომ არ მინდა სხვამ ჩამანაცვლოს,არ მინდა სხვისი გერქვას და არ შემიძლია გუგას ატანა..
__ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობ..
__რა არის გაუგებარი ? მინდა ჩემთან იყო,მინდა ყველაფერი ისევ ისე იყოს როგორც ადრე,უშენოდ არ შემიძლია.. მაშინ როცა შენ..
__როცა მე რა??
__როცა შენ მაკოცე ,მე კი ხელი გკარი,მაშინ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა,და მერე გამოჩნდა გუგაც ,მაპატიე,უბრალოდ ჩემთან იყავი.
__სალიტა?
__ მიყვარხარ..
__რაღაცას ურევ..
__მიყვარხარ..
და ამის მერე იყო ის განუმეორებელი ემოცია რომელიც სულს ანგრევს ,ადგილზე გყინავს და მოძრაობის უნარს გიზღუდავს.. მინდოდა მეყვირა რომ მიყვარდა,თითქოს ერთ წამში ყველაფერი ნათელი გახდა,ყველაფერს აეხადა ფარდა, რასაც ასე გულმოდგინედ ვმალავდი ალბათ ეს წლები,ამდენი ხნის განმავლობაში ალბათ საკუთარ თავთან ერთხელაც კი არ მიღიარებია რომ მიყვარდა უზომოდ,რომ მის გარეშე სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო.
__ძალიან გთხოვ ჩუმად ნუ ხარ უბრალოდ თქვი რამე..
__რა უნდა ვთქვა?! მიყვარხარ უზომოდ ,ძალიან ბედნიერი ვარ ,მინდა სულ ჩემთან იყო,მინდა სულ გიყვარდე და მხოლოდ ჩემი გერქვას..
მოვეხვიე და მთელი არსებით ვგრძნობდი,როგორ სწრაფად მიცემდა გული,როგორ ძლიერად მიჭერდა მკლავებს წელზე და მეხუტებოდა..
მეორე დღეს ბათუმში მივდიოდით,მაშოს დაბადების დღის აღნიშვნას იქ ვაპირებდით.. მთელი დღე განსაკუთრებულად ვემზადებოდით ,თბილისიდანაც ჩამოვიდნენ ბავშვები,დანარჩენები კი პირდაპირ ბათუმში წავიდნენ..მე და მაშო საგანგებოდ გამოვეწყვეთ და გვიან შევუერთდით ჩვენებს.ყველაფერი იდეალური იყო.ვიდრე შემოსასვლელში სალიტა არ დავინახე. ნერვიულობისგან კინაღამ ცუდად გავხდი,მალევე უკან გუგა შემოყვა,ამაზე საერთოდ შოკი დამემართა,ვერაფრით დავაკავშირე ეს ადამიანები ვერც ბათუმთან და ვერც მაშოს დაბადების დღესთან.სასწრაფოდ ნოას მოძებნა დავიწყე როცა დერეფანში გუგამ შემაჩერა..
__აქ რა გინდა გუგა?
__მაპატიე,ვწუხვარ..
__რატომ?? რა მოხდა??
__ ვიცი რომ ნოა გიყვარს,მაგრამ ის მხოლოდ სალიტაზე ფიქრობს,ის რაც გუშიმ მოხდა,მხოლოდ იმიტომ რომ მე გავემწარებინე და ჩემთვის დამეტკიცებინა რომ მხოლოდ მისი ხარ.. მე..
__რას ბოდავ? ან საერთოდ რა იცი გუშინ რა მოხდა?
ამ დროს შეგვაწყვეტინა სწორედ ნოამ საუბარი..
ნ__ სიმართლეს გეუბნება, მისთვის ვინმეს უნდა აეხსნა რომ მას არ ეკუთვნი,შენ კი აზრზე მოსვლა გჭირდებოდა ,მაშინ რაც მითხარი შენს საძინებელში ეს ყველაფერი იმან გამოიწვია!! ისე ვერ იქნება როგორც შენ გადაწყვეტ და მოგინდება,ვალდებული ხარ სხვისი აზრიც გაითვალისწინო
წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული,სალიტა შემოგვიერთდა ,ნოას კისერზე ჩამოეკიდა და დასალევად გაათრია.
გაოგნებული ვიდექი,ვერ ვაზროვნებდი რა ხდებოდა, მეგონა მოვკვდებოდი,ვერ ვმოძრაობდი და ვერ ვიჯერებდი რომ მოსმენილი რეალობა იყო და არ მეჩვენებოდა.. მალევე გავყევი ნოას უკან,ბართან ვიპოვნე და ეზოში გავიყვანე
__ანუ ის რაც გუშინ იყო ტყუილია?
__მე უკვე ყველაფერი აგიხსენი და სათქმელი აღარაფერი მაქვს
__ზუსტად იცი რომ ეს დასასრულია?
__არც არაფერი ყოფილა,მხოლოდ შენი აზრზე მოყვანის მცდელობა!
__გთხოვ ,ესე ნუ მომექცევი,მითხარი რომ გიყვარვარ,მერე თვალებს დავხუჭავ და ყველაფერს დავივიწყებ,გაპატიებ,უბრალოდ მითხარი რომ გიყვარვარ..
__შენს მოტუებას აღარ ვაპირებ,ვწუხვარ ,მაგრამ მასთან საქმე არ უნდა დაგეჭირა..
___ არასდროს დავივიწყებ, რაც გამიკეთე და გპირდები არც შენ მოგცემ ამის დავიწყების საშუალებას!
მოვბრუნდი მანქანის გასაღები და ჩანთა ავიღე.მინდოდა სადღაც დავკარგულიყავი,მინდოდა დამვიწყებოდა ,მინდოდა ყველაფერი რაც გარშემო იყო გამქრალიყო ჩემთან ერთად. არ მახსოვს მანქანას საერთოდ როგორ ვმართავდი,და ბოლო კადრი რაც დანამდვილებით და კარგად მახსოვს ჩემს წინ,ბათუმის უღელტეხილზე ამოყირავებული სატვირთო მანქანა და ჩემი სრულიად დამტვრეული მანქანა გახლდათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent