შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი არაფერია (ნაწილი 3)


4-07-2019, 15:47
ავტორი თუკა
ნანახია 1 826

შეუძლებელი არაფერია (ნაწილი 3)

რვა საათზე ყველანი რესტორანში ვიყავით... მარიამი წუთით არ შორდებოდა გვერდიდან, მისგან იმდენად დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა მზად ვიყავი ყველაფერზე დამეხუჭა თვალი...... მოულოდნელად გადამიხტა კალთიდან და კარისაკენ გაიქცა... დავინახე როგორ შემოიყვანეს გოგონა ინვალიდის ეტლით და მარიამი გულში აეკრა... გაოცებულმა ავხედე დათოს, მიხვდა რომ იმ წუთს ვერაფერს ვხვდებოდი.. ხელი ჩამკიდა და მისკენ წამიყვანა... აცრემლებული თვალებით ამომხედა და ოდნავ შესამჩვევად გამიღიმა..
– ნანუკა, ეს ჩემი დაა. ნიაკო...
– მისი სახის დანახვაზე მეც ცრელი მომერია. მის წინ დავიხარე და მაგრად ვაკოცე ლოყაზე..შენ საუკეთესო ხარ...– ჩუმად ვუჩურჩულე და ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი მოვწმინდე..
– არა საუკეთესო შენ ხარ, რომ ჩვენნაირ გიჟ ოჯახს გაუგე ღიმილით მითხრა და თანაგრძნობის მიზნით ხელი ჩამკიდა...დაჯდები ჩემს გვერდით?
– რა თქმა უნდა, სიამოვნებით...
მერე მოხდა ის რაც ხშირად ხდება ხოლმე ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, სადღეგრძელოები ლექსად, სიმღერად თუ სევდად, ყველაფერი ითქვა... ათი ხდებოდა მარიამს რომ გავხედე , საწყალი ძლივს ახელდა თვალებს.. მის ქცევაზე გამეღიმა და ჩემი ბავშობა გამახსენდა როცა ახალი წლის ღამეს ჯიუტად ვიმეორდები ხოლმე რომ არ მეძინებოდა და მეც ასე მთვლემდა. დათოს თვალით ვანიშნე წავიყვანოთ თქო...
– მისმინე, შენ იყავი აქ. მარიამს მე წავიყვან და მოვალ. ნიაკოც აქაა და ბიჭებიც კარგი??
– კარგი, ოღონდ მალე მოდი..
– გპირდები, მალე– მალე– შუბლზე მაკოცა , მარიამი ხელშ აიყვანა და რესტორნიდან გავიდა...
მარიამს კი არა მეც სიამოვნებით დავიძინებდი ისე ვიყავი დათიშლი, მეორე მხარემჯდომ ხთუნას თავი დავადე და უმალ ვიგრძენი მისი თბილი ხელი ჩემს მუხლზე... ღიმილს ღიმილით ვუპასუხე და ფანჯარაში გავხედე ჯერ კიდევ უხვად მოფარფატე ფიფქებს....
– ვაა, ხატიაც მოვიდა, ხმამაღლა დაიძახა ტატომ და მოულოდნელად შედგა... მის რეაქციით გაოცებულმა გავხედე ხატიას რომელიც ჩვენი ფირმის ბუღალტერი იყო და შამპანიურის ჭიქა კინაღამ ხელიდან გამივარდა.... წამშ გაჩნდა ტატოს ჩემთან, და ძლიერი ხელები შემომხვია მხარზე... შეშინებულმა ავხედე და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.. ბოკალი ბოლომდე გამოვცალე და ტატოს ზედ ავეკარი....
– ტატო, როგორ ხარ? რამდენიმე დღეა ვეღარ გნახე.. ვაა ხათუ, შენც აქ ხარ?– სანდომიანი ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ და ხათუნას გადაეხვია..... მერე შემომხედა და გამიღიმა, ნანუკა კი ვნახე, ერთმანეთის მეტს ვერავის ვხედავთ რა...ასე არაა ნანუკა?
– ასეა ხატია.. კიდე კაი შენ მაინც გხედავ ხოლმე...
– რას მიხუტებიხარ ამ ტატოს, ცოლი უნდა აჭვიანო?
– არა, ცოტა შეუძლოდააა და მსი გაყვანა მინდოდა , სანამ დათო მოვა..
– დათო სადააა? რა შუაშია დათო? რამე ხდება და არ ვიცი??
– მე გეტყვით, მის გვერდით მგდომმა დაიძახა თაზომ და გამიღიმა, ჩვენი ნანუკა და თქვენი დათო, როგორც ვთქვა საყვარლები თუ შეყვარებულები თუ ლოგინის მეგობრები არიან....
– რა სისულელეა, და ნანუკას საიდან იცნობ??
– ნანუკა ჩვენთან მუშაობდა.. ბებიაჩემთან ხოდა იქიდან, მინდა გითხრა რომ ძალიან მაარი გოგოა, სექსუალური და ვნებიანი...
– ან გაჩუმდი ან წადი– რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ტატომ და თავის და ხათოს შუაში ჩამსვა...
– ავადმყოფია.. აქ საიდან გაჩნდა,ტატო. საიდან იცნობს ხატიას, არააა ასეთ სცენარს ვერც ერთი ბრაზილიელი სცენარისტი ვერ დაწერდა რაც ჩემს თავს ხდება...
– დამშვიდდი , დათო მოვა და წახვალთ.. არ მინდა დავურეკო და ავანერვიულო.. აქ იჯექი და არ გატოკდე ნანუკა.. შარს არ ვეძებთ ხო ასეა...
ვიგრძენი როგორ შემახო მხარზე ხელი დაშეშინებული ადგილზე შევხტი..
– რა გაშინებს ასე ძალიან არ ვიცი– ირონიულად მითხრა და ადექიო მანიშნა..
– თაზო შეეშვი. პრობლემები არ გვჭირდება, დღეს ბავშვის დაბადების დღეა..
– არანაირი პრობლემა არ იქნება . აი აგერ თქვენს ზურგს უკან ვკითხავ რაღაცას და ორ წუთში გამოვუშვებ... ნანუკა ნუ ბავშბ, ამდენ ხალხში რა უნდა დაგიშაო..
– შენგან არაფერი გაიკვირდება...
– ასეთი ცხოველიც არ ვარ...
– არა? კიდე თავს იზღვევ?
– მოდი აქ მოდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ, გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში და რამოდენიმე ნაბიჯის იქით გამაჩერა... რა უნდოდა თინას? თავისი ბის შესახებ მოგიყვა?
– რა?? რა სისულელეებს ლაპააკობ ბიჭო..
– გგონია არ ვიცი? ეგ ამბავი ჯერ კიდევ მაშინ გავიგე არავინ რომ არ იცოდა, ვიცი რომ შენი საყვრლის ბაბუასთან იწვა....
– ჯერ ეგ ერთი თინას ცხოვრება ჩემი საქმე არაა, მეორეც დათო ჩემი საყვარელი კი არა საქმროა.. ან ქმარი როგორც გინდა ისე უოდე მაგრამ არ შეცდე და საყვარად არ მომიხსენიო..
– ოოო, რა ბრაზიანი გოგო ხარ ნანუკა... დედაშენმა იცის რომ მაგასთან გორაობ?
– ეგ შენი საქმე არაა, ჯერ კიდევ ვერ მიხვდი???
– ვერა... იმიტომ რომ შენთან სულ სხვა სამე მაქვს..
– მაინც???
– მიყვარხარ..
– არ გამაცინო.... ვერ გავიგე?– დაბნეულმა შევუბრუნე კითხვა და ნერვიულობისაგან აკანკალებული ხელები გადავიჯვარედინე..
– რა ვერ გაიგე, მიყვარხარ–თქო.. ამასობაში შემიყვარდი. სანამ შენთან სექსის სურვილით ვიწვოდი შემიყვარდი... არც ისეთი ცუდი ვარ როგორიც გგონივარ..
– მე ჯერ შენი კარგობა არაფერში და არსად არ დამინახავს თაზო. და მეორეც კარგი რომც იყო, მე დათო მიყვარს...
– დათო გიყვარს? ეგ რისი მომცემია? მაგას რა შეუძლია, მითხარი მოფერება მაინც თუ იცის წესივრად?
– მოკეტე და შემეშვი... ჩემი პირადი ცხოვრები შენთვის განხილვას არ ვაპირებ.. დეგენერატო. გამწარებულმა მივახალე და ხათოს გვერდით დავიკავე ადგილი...
ჩემს წინ იჯდა და არც ერთი წამიტ არ მაშორებდა მზერას. რამოდენიმეჯერ გავხედე ალმაცერად მაგრამ ეს მასზე არ მოქმედებდა.. სანაცვლოდ მხოლოდ ირონიულ მზერას მახვედრებდა... დათო მოვიდა– ტატოს ხმამ გამომაფხიზლა.. სკამიდან სწრაფად წამოვხტი და დათოს მაგრად ჩავეხუტე..
– ნანუკა ეს ახვარი აქ რას აკეთებს, რა უნდა ამას ჩემი შვილის დაბადების დღეზე?
– ხატიას შეყვარებული ყოფილა, არ ვიცოდი დათო გეფიცები..
– დამშვიდდი შენ რა შუაში ხარ. რამე ხო არ გითხრა?
– არაფერი.. მაგრამ აქ გაჩერება არ მინდა, წავიდეთ რაა..
– წავიდეთ ოღონდ ჯერ ჩენს შესახებ გამოვაცხადებ ... სუფრასთან ხელჩაკიდებული მიმიყვანა, მთელი ძალით მიკრავდა გულზე. თითქოს ეშინოდა რომ თაზო ჩემს ტავს წაართმევდა... ცერემონიულად აიღო ღვინით სავსე ჭიქა და ყურდრება ითხოვა... მოკლედმ ბევრს არ ვილაპარაკებ არც თავს შეგაწყენთ.. მინდა ყველას თვალწინ ქალს რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ვთხოვო დამტანხმდს და გახდეს ჩემი მეორე ნახევარი.... თავისკენ შემატრიალა და თვალებში ჩამხედა.. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძრო და სახეზე ბედნიერი ღიმილლი მოედო... ნანუკა, გამომყვები ცოლად??
– კი.. –ძლივს ამოვიკნავლე და მხურვალე კოცნით დავაჯილდოვე... თაზოს გავხედე, სახეზე ფერი არ ედო, მივხვდი რომ ამას არ ელოდა.. მისი ამღვრეული თვალების ისე მეშინოდა არც კი ვუყურებდი სახეში..... ტატოს რაღაც გადაუჩურჩულა, ნიას გაბარებო გასვლისას მიაძახა ხელი დაავლო და მანქანისაკენ ლამის სირბილით წამიყვანა...
მანქანა ჩემს სახლთან შეაჩერა და გამიღიმა... მივხვდი საიტაც უმიზნებდა, თუმცა არც მე ვიყავი წინააღმდეგი... სასმელს უფრო გავეთამამებინე.. მისკენ გადავიხარე, პერანგის საყელოთი ჩემსკენ მოვქაჩე და ტუჩებში ვაკოცე... მერე ყურთან გადავინაცლე და ვნებიაბად ვუჩურჩულე მაღლა ავიდეთ –თქო..
– წყალს დავლევ და მოვალ– სწრაფად მივაძახე და ტანზე გახდილი პალტო სკამზე ვისროლე...
– წყალს მეც დავლევ– წამში ამედევნა უკან და კედელზე ამაკრა....
– დათო, აქ არა..
– რატომ? მაინც დამაინც საწოლი გინდა??
– ასეთი ვნებიანი და ფანტაზიორი არ მეგონე,, როცა პირველად გაგიცანი ისეთუ მორიდებული იყავი..
– აბა პირველივე ჯერზე მეთქვა რომ შენთან მინდოდა.... კაბის შესაკრავი ნელა ჩამიხსნა და იატაკზე მოწყვეტით დაეცა...
– აქ არა თქო– ჯიუტად შევხედე თვალებში და ენა ტუჩებზე გადავისვი...
– მაგიჟებ .. აქ და ამ წუთში– თავისას არ იშლიდა... მზერა მაგიდისაკენ გააპარა.. წელზე ხელი მომხვია და ორ წამში მაგიდაზე შემომსვა. მისი ცხელი ტუჩები არ წყვეტდა მოშიშვლებული ყელის კოცნას.... პერანგის ღილებს სწრაფად ვუხსნიდი .. მოშიშვებული მკერდიტ ზედ ავეწებე და სასიამოვნოდ დავიკრუსუნე.. ჩემი ვნებიანი გოგო– ჩუმად მიჩურჩულა ყურში და მაგიდაზე გადამაწვინა...
**
დილით გამოღვიძებს დათო გვერდით არ დამხვდა.. ცარიელ ლოგინს ხელი მოვუსვი და გამეღიმა... ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასეთი ძლიერი და დიდი სიყვარული შემეძლო.. ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ უფალი ასე დამაჯილდოვებდა.. იატაკზე დაგდებული მობილური მოვიმარჯვე და დათოს მივწერე რომ სოფეში მივდიდოი დედაჩემთან. უმალ დამირეკა და წაყვანა შემომტავაზა მაგრამ უარი ვუთხარი, მინდოდა ყველაფერი გამერვკია დედაჩემთან...
შვილი ხდებოდა კახეთში რომ ცავედი, როგორც ხდება ხოლმე, მეზობლებმა არ მომცეს იმის საშუალება სახლში დროულად მივსულიყავი, ყველას აინტერესებდ ახალი ამბები ჩემზე თუ სხვებზე...
დედაჩემი ეზოს ალაგებდა.. დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და გაყინული ხელები შემომხვია ზურგზე... მაგრად ვაკოცე ლოყაზე და გულში ჩავიკარი.... როგორც ბავშობაში ახლაც აგუზგუზებული ფეჩის გარშემო ვიჯექით და ცეცხლ მოკიდებული შეშის ტკაცუნს ვუსმენდი....
– რა მაგრად თოვს არა?– უცებ წამოიძახა ნინომ და გამიღიმა.. გახსოვს ნანუჩი იმ ზამტარსაც ასე თოვდა ჩვენ რომ ეზოში დიდი თოვლის პაპა გავაკეთეთ.. გახსოვს?
– რა თქმა უნდა ჩემო ლამაზო.. სიმართლე რომ ვთქვა რაღაც საქმე მქონდა ტქვენთან და...
– შეყვარებული ხარ არა?– ალმაცერად გამომხედა დედაჩემმა და თითზე მანიშნა. გეგონა ამხელა ბრილიანტის ბეჭედს ვერ შეგამჩნევდი? ვინააა?? ფულიანია ხო ასეა?
– ეს პრობლემაა დედა?? ხო შეძლებული ოჯახია. დათო ტაბიძე, მაღაზიათა ქსელი ნარცისი მეპატრონეა...
– ვაააა. რა მაგარია ნანუჩი, ესეიგი თხოვდები??
– ასე გამოდის, გუშინ შვილის დაბადების დღე ქონდა, ცოლობა მთხოვა და დავტანხმდი..
– როგორ თუ შვილის?– გაბრაზებული ჩამერთო დედაჩემი საუბარში და გამომხედა..
– შვილი ყავს 4 წლის მარიამი.. ისეთი საყვარელია... დედას მეძახის...
– შვილიან კაცს მიყვები გოგო ცოლად? 26 წელი იმიტომ ეგდე სახლში რომ შვილიანი კაცის ცოლი დაგერქვას და სხვისი ზარდო???
– ასე ნუ ლაპარაკობ.. მარიამს ასე ნუ უწოდებ. გითხარი რომ დათო მიყვარს და ესეიგი მისი შვილიც მიყვარს.. გასაგებია.. ხო შვილი ყავს მერე რა...
– მერე ის რომ, არა ნანუკა ამის უფლებას არ გაძლევ..
– არ მაინტერესებს რის უფლებას მაძლევ, მე უკვე იმაზე მეტი გავაკეთე ვიდრე გგონია..
– მასთან იწექი არაა??? ქუჩის ქალივით მოიქეცი??
– ვიწექი. ჯიბრზე ვუპასუხე და საშინელი ტკვილი ვიგრძენი სახეში... მადლობა რომ გამარტყი... მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა შენი აზრი არ მაინტერესებს... ადრეც ვიწექი, გუშინაც და ხვალაც დავწვები მასთან და ეს ჩემი ცხოვრებაა...
– მე შენ ასეთად არ გამიზრდიხარ..
– იქნებ ცოტა მეტი დრო რომ დაგეთმო ჩემთვის, არ გამებედა სხვასთან ასე დაწოლა... – გაბაზებლმა მივახალე დედაჩემს და დასაძინებლად გავედი....
**
დილით რვა საათზე უკვე ჩემი სახლის წინ იდგა დათოს მანქანა და გადმოსვლას ვერ ბედავდა.. ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა....როცა კარებში მისი სახე დავლანდე კინაღამ გონება დამებინდა შიშისაგან.... სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ეზოში გავარდი. დავინახე როგორ ესაუბრებოდა დედაჩემი რააღაცაზე. როგორც ჩანდა კმაყოფილი და ბედნიერი სახით შენატროდა დედაჩემი... როგორ მაღიზიანებდა მისი ეს მზერა. მისი ეს ხელების უბრალოდ დასმა ვითომდა სითბოს გამოსახატავად, არავინ იცოდა ეს უბრალო ღიმილი და სითბოს გამოხატვა რამდენჯერ მტკენდა გულს ბავშობაში..
– დათო??– გაოცებულმა დავუძახე და მისკენ წავედი... ფეხის წვერებზე ავიწიე და მის გაბერილ ტუჩეს დავეპატრონე..
– ნანუკა სირცხვილია...
– მე არ მცხვენია... ჩემს სიყვარულს ვკოცნი სხვისას ხო არა...
– ასეა, მაგრამ მაინც.. მზად ხარ წავიდეთ????
– კი მაგრამ როგორ ასე მალე? შემოდით ერთად ვისაუზმოთ, ნინიკოსაც გავაღვიძებ ახლავე ხომ უნდა გაინცოთ....
– არ მინდა რომ შეგაწუხოთ..
– არ ვწუხდები– თაფლივით დატკბა დედაჩემი და დათოს სულ ხელის კვრით შეაგდო ოთახში...
**
ყოველთვის მაღიზიანებდა დედაჩემის ეს ქცევა. ყოველთვის მიქმნიდა უხერხუობას.. სულ რარაც წინა ღამით ამის გამო გვქონდა ჩხუბი და ახლა საპირისპიროს აკეტებდა.. დათომ გაოცებულმა გამომხედა და ხელი თამამად შემომხვია წელზე...
– ცხვირი გაგყინვია– ღიმილით მიჩურჩულა და თავზე მაკოცა..
– უშენოდ ცხვირი კი არა გული მეყინება დათ...
– ჩემი თბილი გოგო. ნანუკა რატომ აქამდე არ შეგხვდი.. რატმ აქამდე არ შეგიყვარე.. თუმცა ბევრი დროც არ დამიკარგავს.. დაგინახე თუ არა შემიყვარდი....
– ხო??? არადა რა მშვიდი ჩანდი.... მეც...
– რა შენც...?
– დაგინახე თუ არა მომეწონე..
– კარგი ახლა...
– მართლა, შენი თვალები ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოგწყვიტე .. როგორ მინდა მალე– მალე დამერქვას შენი ცოლი....
– რა მოუთმენელი მყავხარ...
– აბა ქორწილის მერე რა იქნება? – მოულოდნელად ჩაერთო დედაჩემი საუბარში და ჩვენს წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა...
– როგორ გითხრათ გეგმები დიდია.. მინდა ნანუკასთან და მარიამთან ერთად ცალკე გადავიდე. ალბად იცით რომ შვილი მყავს. მის მიტოვებას არ ვაპირებ...
– ძალიან კარგი.. ნანუკა ისე თბილად მიყვებოდა მასზე..
– დედა რა გჭირს? სულ რაღაც გუშინ იყავი წინააღმდეგი შვილიანი კაცის ცოლი გავმხდარიყავი...ამოციებმა წამიერად იფეთქა ჩემში და გაცოფებული წამოვხტი ფეხზე..
– ნანუკა.. ვიცი რომ წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ასეა ყველა დედა... ალბად გამიგებს დათოც , ყველას უნდა მისი შვილისთვის იდეალური...
– მე იდეალური არ ვარ.
– სწორადაც რომ ხარ. იდეალური ხარ, შენი შვილით და შენი ოჯახით.. იდეალური ხარ და შენზე კარგ ადამიანს ვერსად ვიპოვი..
– საკმარისია, მორჩა. ერთი ნახტომით გაჩნდა დათო ჩემთან და გულზე მიმიკრა... უმჯობესია წავიდეთ რა.. ახლა არ მინდა ცუდად იყო, მინდა მხოლოდ ბედნიერება და სიყვარული მოგიტანო..
– წავიდეთ, მართლა ჯობია.. ჩემს სახლში მივიდეთ იქ ვიყოთ თბილად..
**
ორივენი დივანზე ვიჯექით და ხმას ვერ ვიღებდი, როგორ მეტქვა მისთვის დედაჩემის საქციელის შესახებ, დათოს ჩუმად იყო. ბოლოს ვეღარ მოითმინა თავზე მაკოცა და გამასწორა...
– ნანუ, ნუ განიცდი რა, არავის არაფერი არ გვჭირდება.. მე და შენ და მარიამი უკვე ოჯახი ვართ... რო იცოდე როგორ უყვარხარ...
– ვიცი დათო, მაგრამ მაინც, დედაჩემის ქცევას ჭკუიდან გადავყავარ. მაგიჟებს რომ შეუძლია ასეთი ცივი იყოს.. უნდა მხოლოდ იმიტომ ვარსებობდე რომ ფული ვუგზავნო... ხო ხედავ როგორ მოიქცა...
– დამშვიდდი, მაინც დედაშენია და სხვა გზა არ არის. უნდა უგზავნოკიდეც...მაგრამ არ მესმის ამას შენი და რატომ იტანს? ის ხომ არაა ისეთი როგორიც მანანა?
– რავიცი იქნებ ისიც ასეთია.. ჩემი მხსნელი მარტო მამა იყო, მარტო მას ესმოდა ტკივილისა და სიხარულის შესახებ. იცოდა როდის რა მტკიოდა..
– მაგრამ მამა გვერდით აღარ გყავს და მე გყავარ ხო ასეა??? მინდა რომ ჩვენი ერთად ყოფნა მალე დავაგვირგვინოთ ნანუ, აღარ მინდა ლოდინი და ტყუილად გაწელვა, მინდა რომ მალე დაგერქვას ჩემი ოფიციალური ცოლი. ამ სახლიდან წაგიყვანო და ჩვენს ბუდეში ვიყოთ ერთად.. როცა დილით გამაცილებ და საღამოს სახლის კართან ატუზული დამელოდები....
– მიყვარხარ დათო..– კისეზე შემოვხვიე ხელები და მის გულზე გავიტრუნე.. ვიგრძენი როგორ აბედნიერებდა ჩემი სითბო და უფრო გავტამამდი.. ხელები კისრიდან ბეჭებზე ჩამოვაცურე და ავხედე...
– ახლა არა.. უნდა წავიდე.. – აღელვებულმა მიჩურჩულა ყურში და ლოყაზე მაკოცა... საღამოს დამელოდე ...
– კარგი....
მთელი საღამო დათოს ლოდინში გავატარე... ათი ხდებოდა, როცა კარზე სასურველი ზარის ხმა გავიგონე.. ჩემს წინ დათო და ტატო იდგა.. არც ერთს სახეზე ფერი არ ედო. ხმას ვერ იღებდნენ, ერთმანეთს მშვიდად უყურებდნენ... მისარებში დივანზეც ერთმანეთის ვერდით ჩამოსხდნენ და ორივემ გაცებულმა შემომხედა..
– რა ხდება აღარ იტყვით?– შეშინებულმა ამოვღერღე და დათოს წინ ჩავიცუცქე...
– საშინელება ნანუ..
– რა დათო, რას ეძახი საშინელებას....
– თიკა, დაბრუნდა.. მარიამი წაიყვანა.. სახლში მისვლა ვერ მივასწარი...
– კი მაგრამ ეს როგორ? რას ნიშნავს დაბრუნდა და წაიყვანა. მაგან არ მიატოვა ოთხი წლის წინათ??
– ასეა, მაგრამ დედაა დაა...
– ასე არაა ძმაო, ცდები... ვუჩივლებთ რომ შენს გარეშე წაიყვანა ბავშვი, ძალიან მარტვად ჩაოვართმევთ დედობის უფლებას– არ ცხრებოდა ტატო.... გასაგებია რომ დედაა. მაგრამ ის დედა მაშინაც იყო როცა მიატოვა ბავშვი...
– სასამართლომდე მივა საქმე გული მიგრძნობს მაგრამ მანამდე შვილი უნდა ვიპოვო... ჯერ კიდევ იმედი მაქვს დამირეკავს და მეტყვის სადაცა.....
განადგურებული გავედი სამზარეულოშ და ინსტიქტურად შევაერთე ჩაიდანი დენში, ფინჯნები გადმოვიღე და ჩაიას დასხმას შევუდექი რომ დათოს ხელმა შემართო...
– არ მიმატოვო რა ამის გამო...
– არასოდეს, არც მიფიქრია შენი მიტოვება. ახლა მხოლოდ მარიამზე მეფიქრება....
– დავით ვიღაც რეკავს– ტატოს განადგურებულმა ხმამ ადგილზე მიგვაყინა... მგონი ეგაა ტო. რამოდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ გამომხედა და გამიღიმა...
– მარიამთან მივდივარ, ტირის რომ ჩემთან უნდა...
– მეც მოვდივარ– ხმამაღლა დავიძახე და ქურთუკს ვტაცე ხელი...
– არ ღირს ნანუკა– ტატომ გამაჩერა და თავი გამიქნია..
– ის ჩემი შვილიცააა, და ვერავინ გამაჩერებს...
**
კოჯორში უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა დათომ მანქანა და სირბილით შევცვივდით ეზოში. მარიამის ტირილი ჯერ კიდევ გარეთ ისმოდა.... არ ვიცი იმ წუთში რა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში. არ ვიცი რატომ გავითავისე ასე ძაიან რომ ის ჩემი შვილიც იყო... რაღაც ძალა მიბიძგებდა მასთან გავქცეულიყავი და გულში ჩამეკრა, დამეცვა ნამდვილი დედისაგან რომელმაც რამოდენიმე დღის მიატოვა... კიბეები სირბილით ავიარე და ოთახში გიჟივით შევვარდი.. ჩემს დანახვაზე მარიამმა ტირილს უმატავა და სირბილით გამოიქცა ჩემთან..
– დედა – მისმა ხმამ თითქოს გარემო მოიცა, ყურებში გაბმულმა ხმამ გუგუნი დაიწყეს. მუხლებზე დავდექი და მარიამი გულშ ჩავიკარი...
– ჩემო პატარა, ჩემო ლამაზო, როგორ ხარ. მარიამ, შემომხედე. როგორ გიტირია ჩემო ლამაზო– მინდოდა ყველა თბილი სიტყვა ერთად მეთქვა მისთის..
– დედიკო, წამიყვანე რა– არ ცხრებოდა და პატარა ხელებს მაგრად მიჭერდა კისერზე...
ცხოველივით ეცა დათო მკლავში თიკას და მხოლოდ ახლა შევხედე რაოდენ დიდი იყო მისი სილამაზე... შავი სწორი თმები წელამდ სწვდებოდა.. დიდი სერი თვალები და ქათქათა კანი მის სილამაზეს კიდევ უფრო არაამქვეყნიურს ხდიდა...
– როგორ გაბედე ჩემი შვილის ასე წაყვანა.. როგორ გაბედე–თქო.. მტელი ძალით მოიქნია ქალი და დივანზე დააგდო..
– ის ჩემი შვილიცაა დათო– რაც შეეძლო ხმადაბლა და ნერვების მოუშლელეად უპასუხა..
– შენი შვილი მაშინაც იყო როცა მიატოვე. როცა სხვა კაცს გაეკიდე , კარიერის მოსაწყობად.... ფეხებზე რომ შენ გააჩნე.. მარიამს ყავს დედა.. რომელიც უყვარს.. ყავს დედა რომელიც აძლევს სითბოს..
– გასაგებია, ვხედავ, მაგრამ ის ჩემი შვილია მე გავაჩინე...
– არ გაბედო გესმის? მეტჯერ შენი შვილი არ უწოდო... შენი შვილია არა? მითხარი მაშინ სად იყავი როცა ხელებში მიკვდებოდა , როცა ოპერაცია გავუკეთე დამის გადარჩენას ღმერთს ვთხოვდი, სად ჯანდაბაში იყავი მაშინ როცა მაღალი სიცხით იწვოდა, როცა მე ღამეებს ვუთებდი. სად იყავი–თქო გოგო... შენ რა დედა გქვია. შენ რა ქალი ხარ. ერთი კვირის შვილი მიაგდე და წახვედი.. იცი შენნაირ ქალს რა ქვია ? ... ზუსტად შენნაირები არიან, თუმცა ერთი განხვავებით. მათ შვილები სახლში ყავთ და ბევრი მათგანი შვილების გამო ბს....
– ასე არაა. აგიხსნი..... დათო– ცემლები ნაკადულად დაედინა სახეზე და გამომხედა...
– რა უნდა ამიხსნა რა??!!– ჩხუბიდან ყვირილზე გადავიდა დათო, ნერვიულობისაგან სახე გახურებოდა და ვგრძნობდი რომ ამ წუთში შეეძლო ესგოგო ადგილზე მოეკლა...
– აგიხსნი ეს რატომ გავაკეთე... აგიხსნი რატომ მიგატოვეთ...
– ამას ახსნაც აქვს? რა საცოდავი ხარ თიკა, რა ძალიან საცოდავი ხარ. ოთხი წლის წინათ შვილი მიატოვე და ამას მიზეზიც აქვს??? ჩემთან საკმარისად ვერ გაერთე? სხვისი გულიც გატეხე ალბად. შენ ხო თავი მუდამ ყველაზე ლამაზი გეგონა... გარეგნობა კი არა სულიერი სილამაზეა მთავარი , რაც შენ არასოდეს გქონია. მეცოდები რომ ასეთი გულცივი ქალი ხარ. მეცოდები რომ არასოდეს გიგრძვნია შვილის სითბო. რომ არ გინახავს როგორ თქვა პირველი სიტყვა, როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი.... ეს ყველაფერი არ გინახავს, და ეს შენს ცხოვრებაში არასოდეს განმეორდება.... შენ არ იყავი ის ქალი წერილი რომ დამიტოვე, ოჯახი და შვილი ჩემი საქმე არაა და კარიერის მოსაწობად მივდვიარო..
– და შენ არც ერთხელ არ მომძებნე დათო....– ასე გიყვარდი?
– უნდა მომეძებნე?? მე ბოზებს უკან არ ვაბრუნებ. ერთხელ მაინც გეთქვა შენი სურვილების შესხებ, იქნებ მე არ გიშლიდი.... ერთხელ გაგენდო,. მაგრამ არა, შენ შვილი დაგიშლიდა, შვილი რომელიც შენს წასვლას გამოეტირებოდა....
– საკმარისია, ეს ჩხუბი და ყვირილი– მორჩა. გამწარებულმა ვიყვირე და მარიმი ხელში ავიყვანე... ჩვენ მანქანაში ვიქნებით.. თქვენ მოაგვარეთ ეს ყვირილის საქმე და მერე გამოდი.. თქვენი თავი თ არა ბავშვი შეიცოდეთ...
– ჩემი შვილი აქ დატოვე..– მისმა სიტყვებმა გლის რევის შეგრძნება გააღვივა ჩემში...
– მარიამი ჩემი შვილია, და მიმყავს.. მთავარი გაჩენა არაა. მთავარია მისი სიყვარული შეძლო...
– მარიამ დარჩი–თქო– მისმა გამყინავმა ტონმა ცრემლი მოადინა მარიამს და უფრო მაგრად მომეკრო ზედ..
– დედიკოსთან მინდა. დედას გავყვები მამა რა– ტირილით ამოისლუკუნა და დათოს თანხმობაზე უფრო მაგრად ჩამეხუტა...
– ესეიგი ჩემი შვილი ამ ქალთან იზდება....??? არ გაქვს ამისი უფლება.. მე შენ სასამართლოში გიჩივლებ...
– უფლებაზე ნუ მელაპარაკები თორემ მოგკლავ გეფიცები, მაგრად წაუჭურა ხელები ყელში და მოულოდნელად გონს მოსულმა გაუშვა უმალ.. რა უფებაზე მელაპრაკები, შენ უფლება მაშინ ჩამოართი შენს თავს როცა წახვედი. სასამართლოშ აუცილებლად შევხვდებიტ ერთმანეთს. და იქ გავარჩევთ გაქვს თუ არა დედობის უფლება....
– დათო შვილს ნუ დამაკარგინებ...
– შვილი შენ დიდი ხანია დაკარგე. შენი ერთი ფურათიც კი არ აქვს... არასოდეს უნახიხარ როგორი ხარ. და არც არასოდეს უკითხავს... იცი რატომ? იმიტომ რომ მარიამს არ სჭირდება ასეთი დედა... ცივი და მოღალატე... ქალი რომელიც მხოლოდ იმას ფიქრობს მოდულად გამოიყურებოდეს და არ ცამორჩეს ვინმეს ჩაცვმაში...
– ხო? გეტყობა, იმიტომ გყავს გვერდით ასეთ ძონძებში გამოწყობილი გოგო?
– მირჩევნია უბრალოდ და სადად ეცვას, და გული ქონდეს სუფთა, ვიდრე შენნაირი იყოს... ნანუკა იმაზე ბევრად კარგია ვიდრე შენ გგონია, და შენ სერთოდ რა იცი რა არის იყო კარგი? შენი ცხოვრების მანძილზე ერთი დღე მაინც თუ ყოფილხარ კარგი და გულახდილი? ერთი დღე მაინც თუ გითქვამს სიტყვა მიყვარხარ გულით ....
– მე შენ ამას მუდამ გულით გეუბნებოდი, იმიტომ რომ მიყვარდი, მთელი გულით და ახლაც მიყვარხარ.. შენს გამო დავბრუნდი....
– და სულ ტყუილად.. სულ ტყუილად დაბრუნდი....მალე ნანუკა ჩემი ცოლი გახდება..
– მაგასაც ვნახავთ, ნუ დაგავიწყდება რომ მე და შენ ჯერ კდიევ ოფიციალურად ვართ ქორწინებაში....
– მაგასაც მოევლება..– კბილებში გამწარებულმა გამოსცრა დათომ და სახლის კარები გაიჯახუნა...
**
განერვიულებული დადიოსა მისაღებში დათო და ჩემს ნერვებზე უფრო მოქმედებდა... საძინებლიდან ძლივს გამოვაღწიე და სავარძელშ მოწყვეტით ჩავჯექი..
– დაიძინა?– ისე მკითხა მივხვდი ნერვებს ვერ თოკავდა..
– დაიძინა, და დაჯექი რა ასე რო დადიხარ მეც ვღიზიანდები....
– ხო კარგი ვჯდები..– თითქმის გაუგონრად ჩაიბურტუნა და გვერდით მომიჯდა დივანზე.. ასეთი ქალები რატომ იბადებიან? ახლა გაზრდილი შვილი მოუნდა არა?
– საკმარიაია– უმალ შეაწყვეტინა ტატომ და გამომხედა.. დათო მოეშვი ამაზე ფიქრს, ჯობია ის იფიქრო მერე რა იქნება.. ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ.. ადვოკატი გვჭირდება. რომელიც შეეცდება განაჩენი ჩვენს სასარგებლოდ მიიღოს..
– და მარიამზე არ ფიქრობთ ხალხნო?– ის სულ 4 წლისაა, ამდენი რამის ატანა მისთვის რთული ფსიქოლოგიური მომენტია.. ჯობია სასამართლოს გარეშე მოაგვაროთ ყველაფერი...
– გგონია ის გაფუჭებული ამაზე დაგვთანხმდება? მიზან აქვს რაღაცა მაგას ნანუ– ისევ განერვიულებული წამოენთო ფეხზე დათო და მუშტი მაგრად დაკრა კარებს..
– ბავშვს სძნავს იქ ბავშვს.. მაშინვე ხელში ვეცი და შემოვატრალე.. გასაგებია რომგანიცდი, ყველა განვიცდით იქნებ შენ ყველაზე მეტადაც კი. მაგრამ ბავშვზე იფიქრე. დაელაპარაკე, აუხსეი რომ მისცემ ნახვის უფლებას კვირაში ორჯერ დათო.. ამ ბავშს ნუ ატარებ სასამართლოში.. მუდამ დარღება მის გონებას ეს დარად..
– ნანუკა მართალია დათო.. არ ღირს. დაელაპარაკე და აუხსენი.. ბავშვმა არც კი იცის რომ დედა. ჯერ ხო უნდა მიეჩვიოს, მაგრამ ვერც იმას გავაკეთებთ რომ მთლად ჩამოვაშოროთ..
– გავაკეთებ .. და ნახავ როორ კარგად.. დედობის უფლება მაშინ დაკარგა როცა წაეთრია და სხვა კაცს გაყვა. მაშინ ტატო....
– მესმის. რომ გტკივა. და საერთოდ ის მაინც თუ კითხე რისთვის დაბრუნდა..
– ფეხებზე .. მაგისი ცხოვრება არ მეხება..
– მაგრამ ის შენი ოფიციალური ცოლია...

ინსტიქტურად გავუშვი დათოს ხელი და აივანზე გავედი.. ახლა ცივი ჰაერი გონებაზე მოსასვლელად ნამდვილად მჭირდებოდა.. ესეიგ რა გამოდიოდა.. მიყვარდა ცოლიანი კაცი... სახეზე ავიფარე ხელები და კედელს მივეყუდე... მოყინულ მეთლახზე დავჯექი და თოვლით გადათეთრებულ თბილის გავხედე... გულში საშინელი სიცივე და სიცარიელე მქონდა... საოცრად მტკიოდა ყველაფერი... ვერაფრით ვიჯერებდი რომ ცოლიან კაცს ჩავუწქი ლოგინში... ყურებზე ავიფარე ხელები და გულის გუგუნს არ მივეცი საშუალება მთელი სხეული დაეტბორა.....
– ადექი გაცივდები– მისმა ხმამ შემაკრთო ..
– არ მცივა.. ცოტა ხანს მარტო დამტოვე..
– აქედი ნანუ, შიგნით ვილაპარაკოთ რა , გაცივდები.. ტატო წავიდა.. წამოდი..
– დათო გთხოვ.
– ვიცი რასაც ფიქრობ, როგორც გინდა ისე გამომლანძღე მაგრამ ადექი....
– მითხარი.. როგორ აპირებდი ჩემს ცოლად მოყვანას თუ თიკასთან ისევ ქორწინებაში იყავი..... ამიხსენი, ამას ვერ ვხვდები...
– არ ვიცი. არც გამხსენებლაი ნანუ. გთხოვ...
– ესეიგი რა გამოდის?? ცოლიანი კაცის საყვარელი ვარ? ეს ბეჭედი, ეს იმედები ყველაფერი ფუჭია და უაზრო????– აცახცახებულ ხელზე დავიხედე და ცრემლები გადმომცვივდა.... ჩემი ყველა დღე შენთან გატარებული არაფრის მთქმელი იყო , ხო ასეა..?
– არა. არაა. ასე არააა. გავშორდები, ხვალვე დაველაპარაკები და გავეყრები,,, კარგად იცი როგორ მიყვარხარ.. შენთან მინდა , მარტო შენ ხარ ჩემი სასურველი ქალი ნანუ.. ფეხზე წამომაყენა და გათოშილი ცხვირი კისერში ჩამიყო...შენ ხარ ჩემი ქალი, ჩემი სასურველი და სექსუალური ქალი.. გონია რომ ოდესმე მიგატოვებ?– არასოდეს ნანუ.. ჩემი გოგო ხარ შენ. ჩემი სიამაყე და ჩემი სიყვარული.... სახეზე ჩამოგორებული ცრემლები კოცნით შემიმშრალა და ტუჩებში მაკოცა...
– საითკენ მიგყავს საქმეე?– გაღიმებულმა ავხედე და წარბი გაბრაზების ნიშნად ზემოთ ავზიდე... გავიწყება რომ მარიამს სძინავს ჩვენს ლოგინში??
– ლოგინი რა ჯანდაბად გვინდა გოგო.. ვნება მორეულმა მიჩურჩულა ყურში და ხელში ამიტაცა... ორ წუთში აღმოვჩნდი დივანზე და მის გავარვარებულ ხელებს უფლებამივეცი ჩემი სხეული დაეპყროთ...
– დათო ბავშვია იქით– მაინც ამოვიკნავლე უკანასკნელი ძალებით და თვალებში ჩავხედე..
– ბავშვები რომ გვეყოლება სექსით აღარ დავკავდეთ???– სძინავს იმ ბავშვს გოგო..
– ვიცი მაგრამ მაინც.... მინდოდა მეთქვა თავი შევიკავოთ თქო მაგრამ კოცნით გამაჩუმა და მაისური წამებში ამაძრო სხეულიდან...
**
მარიამი სახლში დავტოვეთ თუ არა მე და დათო მაშინვე სამსახურში წავედით. მთელი გზა სიტყვა არ მითქვამს მისთვის. გულის სიღრმეში მეშინოდა რომ თიკა შეძლებდა მის წართმევას, შეძებდა და გაყინული გულით და გინებით დავრჩები როგორც შუა ზღვაშ ჩაძირული გემი.. როგორც ზღვის თავზე მარტოდ მოფარფატე თოლია... აცრემლებული თვალებით გავხედე და მაშივე მიმივხდა გულის ტკივილს..
– ცუდზე ნუ ფიქრობ, აი ნახავ დღეს დაველაპარაკები.ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის რომ მალე გავეყაროთ ერთმანეთს და ჩვენი ლამაზი ქორწილი დავგეგმოთ..
– მარტივად საუბრობ– ჯინაზე გავეცი პასუხი უხეშ ტონით და სახეზე გაბრაზება შევატყე.
– დაშენ ჯინაზე მოქმედებ ჩემს ნერვებზე ნანუკა?!– ვცდილობ რომ ყველაფერი კარგად იყოს, არ მინდა ინერვიულო, არ მაცდი ყველაფერი მოვაგვარო..
– ეს აქამდე უნდა მოგეგვარებინა დათო... მე ყველას გადავაბიჯე და შენთან ერთად ის ნაბიჯი გადავდგი რასაც ცხოვრებაში არასოდს გავაკეთებდი... შენ კიდევ რითი გინდა დამამშვიდო, იმით რომ ცოლს გაეყრები?? ის შენი ცოლია, და მე საყვარელი....
– გაჩუმდი გაიგე?– ხელი ლოყებში მაგრად მომიჭირა და ტკივილისაგან სახე დამეჭყანა.. ის ჩემი ცოლი რააა. მე მხოლოდ ერთი ცოლი მყავს , შენ, და კიდე თუ შეადარებ შენს თავს საყვარელს მოგკლავ...
– მეტკინა, გამიშვი– ძლივს ამოვიკნავლე და გაწითლებულ ლოყებზე ხელი მოვისვი...
– მიდი გადადი, მოვედით..
– შენ?
– რა მე? მე არ მოვდივარ. კოჯორში ავდივარ რომ საქმე მოვაგვარო...შენ გადადი. და მე დაგირეკავ...
– კარგი– გასასვლისას მაგრამ მომქაჩა თავისკენ და ვნებიანი კოცნით დამაჯილდოვა.
**
სახლში შესულ დათოს თიკა ჯერ კიდევ ხალათის ამარა დახვდა.. მაშინვე აარიდა მზერა სექსუალურ ქალს და სავარძელში გადაღლილი ჩაეშვა..
– ხო იცოდი რომ მოვდიოდი, ჩაგეცვა მაინც...
– რატომ ასე ღიზიანდები?
– არა, არ მსიამოვნებს როდესაც ჩემს წინ უცნობი ქალი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დგას..
– უცნობი ქალი??? ნუ გამაცინე.. უცნობი მაშინ არ ვიყავი ვნებიან ღამეებს რომ გჩუქნიდი?
– ეგ ადრე იყო...
– მე შემიძლია ეს ახლაც გაჩუქო, ის რომ ის შენი გოგო ვერაფერს გაიგებს... ორიოდე ნაბიჯი გადადგა დათოსკენ და კათაში ჩაუჯდა.. ასადგომად წამოიმართა მაგრამ ქალი გაუძალიანდა და სავარძლიდან ადგომის უფლება არ მისცა...
– თიკა საკმარისია. აქ სალაპარაკოდ მოვედი...
– თან ვილაპარაკოთ დათ... იცი როგორ მენატრებოდა შენი თვალები? ნატიფი თხელი თითებილი დაუსვა თვალებზე ქალმა.. შენი ტუჩები მითუმეტეს ეს ქვედა ტუჩი, გრძნობით სავსე რომ მიკოცნიდა სხეულს... ჩემია ჯერ კიდევ შერჩენია ჩემი სურვნელი... იცი რა მენატრებოდა ყველაზე მეტად? შენი ხელები.. შენი დიდი და ლამაზი ხელები დათო... ყოველ ღამე თმებზე რომ მეფერებოდა..
– და შენ ეს ყველაფერი გქონდა.. ამის დედა მოვ***ან გქონდა და წახვედი... მიმატოვე ძაღლივით მიგვაგდე მე და მარიამი...
– მაგრამ სულ შენზე ვფიქრობდი... როგორ მჭირდებოდი იქ რო იცოდე. ყოველ ღამე ვტიროდი რომ შენს გვერდით არ მეძინა..
– და ახლა რისთვის დაბრუნდი? იქ მოუკალი გული სხვას და ახალი სეანსის ჩასატარებლად მოხვედი???
– გულახდილად გითხრა?– უშენობას ვეღარ მოვერიე, ისე მომენატრე, ისე მინდოდი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი... ნელა უხსნიდა დათოს პერანგის ღილებს და ვნება მორეული უკოცნიდა სახეს და კისერს...
– საკმარისია– გიჟივით წამოხტა ფეხზე დათო და ქალი ფეხებიდან გადმოაგდო.. მე შენთან სექსისათვის არ მოვსულვარ... სალაპარაკოდ მოვედი, შენ არ შეცვლილხარ, მაშინაც ასეთი იყავი, ცივი და უგულო, ახლაც ასეთი ხარ. შენნაირ ქალებს არ აქვს დედობის ინსტიქტები და არც შეგრძნებები.....
– ცდები... წამოდი განახო, წამოდი როგორ მოვუწყე მარიამს ოთახი..
– მარიამი ჩემი შვილია და შენი ოთახები არ აინტერესებს..
– წამოდი , გთხოვ..– თიკამ ხელი ჩაკიდა დათოს და მაღლა კიბეებისაკენ წაიყვანა..
კიბეებთან მდებარე პირველივე საძინებლის კარი გააღო და ხელის კვრით შეაგდო დათო შიგნით... გაოცებული მზერა მიაპყრო ქალს, რომელმაც ხმაურით გადაკეტა კარი და აბრეშუმის ხალათი მხრებიდან გადაიძრო....
– მოიცადეე.. შენ რა ჩემს ლოგინში შეთრევას ცდილობ თუ მეჩვენება???
– არც ვცდილობ და არც გეჩვენება.. პირაპირ გეუბნები რომ მინდიხარ... შენ ხომ ასეთი საუბარი მუდამ გაგიჟებდა დათო... ჩემი ხელები როცა შენს დაკუნთულ სხეულს ეხებოდა როგორ თრთოდია სიამოვნებისაგან...
– მორჩი.. ეს ძველი დროა.. ჯობია მარიამზე ვისაუბროთ...
– რატომ გეშინია რომ ცდუნებას ვერ გაუძლებ და ჩემი მოფერება გაგაგიჟებს??
– თიკა საკმარიაი რა ეს ბავშობა და ცანცარი. კარგად იცი რომ ნანუკა მიყვარს..
– არ გეუბნები არ გიყვარდეს თქო. მე მხოლოდ მონატრებული სხეულის შეგრძნება მინდა... მე ხომ არ გიმალავ, მყავდა მამაკაცი რომელიც გვერდით ისე მეწვა როგორც ბალიში.. შენ სულ სხვა იყავი, ვნებიანი, ცეცხლოვანი.... ხელები კისერზე შემოხვია და მკერდით აეკრო ზედ დათოს... მიხვდა რომ მამაკაცსაც დაწყებოდა სისხლის დუღილი.. ცხელი სუნთქვა დათოს სახეზე ეფინებოდა და ხვდებოდა რომ ან ახლა უნდა გაქცეოდაოდესღაც სასურველი ქალის ხელებს ან არადა ჭაობი ჩაითრევდა.. იქ ყოფნა კი ნამდვილად არ უნდოდა.. ქვედა ტუჩზე ამაყი მზერით მოუჭირა კბილები და მამაკაცის ხელები წელზე შემოიწყო.... ვიცი რომ შენც გინდივარ, რატომ გამირბიხარ.. მხოლოდ ეს ერთხელ.. ვერ დამაჯერებ რომ ის ვნება ასე გაგიქრა, რომ ჩემი შეხება შენში აღარაფერს არ იწვევს დთო. სად გაქრა ის სიყვარული...
– შენ გააქრე– ძლივს გასაგონად ამოიჩურჩლა დათომ და გიჟური ფიქრების გასაქარველბად თავი ნერვიულად გააქნია....
– ვიცი რომ შენც ისევე გინდივარ, როგორ მე შენ.. ვიცი, მე ამას სულ ვგრძნობ. ვიცი რომ იწვი ჩემი კოცნის სურვილით.. ერთხელ გაბედე დათო.. ეშმაკივით ეხვეოდა გარს თიკას სიტყვები დათოს გონებას... მოულოდნელად აიტაცა ქალი ხელში და საწოლზე დააგდო. რას აკეტებდა, ამაზე არ ფიქრობდა, მხოლოდ იმ მომენტით იკმაყოფილებდა წყურვილს და ჟინს.. იმ წუთში არ გახსენებია ნანუკა, არც თავისი სიყვარული , მხოლოდ თიკას ვნება და მისი სხეულის ბოლომდე დაპყრობის სურვილი ამოძრვებდა....
**
აბაშიძის 42 ნომერში აცახცახებული ხელით დავრკე ზარი... ტირილისაგან თვალები დამსიებოდა, ცხვირი გამწითლებოდა. და ყველაზე მთავარი გული მტკიოდა სიკვდილამდე... გაოცებულმა გამიღო ხათომ კარები და შიგნით შემიყვანა.. დიდი ფინჯნით ცხელი ჩაი დამიდგა, ხელშ ნამცხრიანი თეფში მომაჩეჩა და მხარზე მაკოცა..
– რა მოხდა ნანუ , რატომ ხარ ასე? მიდი ჩაი მოსვი გაყინული ხარ.. გოგო ნუ მაშინებ.... იცოდე დათოს დავურეკავ...
– ყველას დაურეკე მაგის გარდა...
– იჩხუბეთ???
– არა..
– აბა რა მოხდა, აღარ მეტყვი???
– ის, რაც ვიცოდი რომ გადაუვალი იყო.. იცი ჩემი ცხოვრება როგორააა??? ერთი დიდი ბრაზილიური სერიალია. აი ყველაფერს რომ მოიცავს, უცებ ბედნიერებას, მერე ტკვილს, შენს საყვარელ კაცს რომ ცოლი და შვილი ყავს.. და მერე ბოლოში ის რომ გიღალატებს , ზუსტად ასეა..
– მოიცადე, დათომ გიღალატა? თიკასთან???– ისტერიულად იკივდა და ფეხზე წამოდგა..
– როგორ გავიგე გაინტერესებს არა?? აი.. ამითი... – ჩანთიდან დისკი ამოვაძრედა ხათოს მაგიდაზე დავუდე... ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ დათო ლოგინში შეეთრია.. და გამოუვიდა კიდეც...
– დისკზე ჩაიწერა იმ ამაზრზენმა ქალმა? მახინჯი ეგ...
– მახინჯი ხათო? მახინჯი ეძახე და თვალსა და ხელს შუა ამაცალა საყვარელი კაცი...
– მაგასაც ეგ უნდოდა გოგო... უნდა დანებდე?
– დავნებდე? და ჩემი როდის იყო? როდის ??? ერთი მისვლა დასჭირდა იმისათვის რომ მის მკლავებში გაეტარებინა დრო.. არადა მე მას ვენდობოდი... მე..
– დამშვიდდი. ასე მარტივად ხო არ გადაულოცავ საყვარელ კაცს გოგო...
– რომელ საყვარელ კაცს... მაგიდაზე ხმაურით დავდე თეფში და ხათოს ავხედე.. მისი ქმარია,, ჩემი საყვარელი კაცი მისი კანონიერი ქმარია ხათო... შვილი ჰყავთ.. და თიკა გაყრას არ აპირებს.. ვიჯდე და ველოდო როდის მოუნდება გაყრა??? როგორმოვიქცე აღარ ვიცი....
– არ ვიცი რა გირჩიო.... მისმინე ტატოს დავურეკავ ერთი, იქნება იცოდეს რაიმე...
– დაურეკე, მაგრამ ზუსტად ვიცი ტატოსაც არ ეტყოდა მაგას ვიცი რომ ახლა სცხვენია თავისი საქციელის მაგრამ , ვეღარაფერი შეიცვლება...
**
კარის გაღების ხმამ შემაკრთო.. თუმცა არაფერი შევიმჩნიე.. სამზარეულოში აკეცილი ფეხებით ვიჯექი სკამზე და გაცხელებულ ჩაის ფინჯანს მაგრად ვუჭერდი ხელებს.. მისკენ არ გამიხედავს... ზურგს უკან ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას.... დაიხარა და გაყინული ტუჩები თმებზე შემახო..
– ვილაპარაკოთ ნანუ?– მოულოდნელმა კითხვამ წყობიდან გამომიყვანაა.
– რაზე?
– ჩვენზე. რატო მეკითხები ამას. მინდა რომ რაღაც მოგიყვე. დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაშაული ჩავიდინე..
– რას გულისხმობ, თიკასთან სექსს?
– შენ რა იცი?– გაოცებულმა წამომაყენა ფეხზე და თვალებში ჩამხედა...
– თანამედროვე ტექნოლოგიები რას არ მოიგონებს არა? წამოხვედი თუ არა დისკით მივიღე შენი საქციელის თვალსაჩინოება..
– მოიცადე , ეს როგორ...რა ვარ.. ამაშიც კი მაჯობა...
– რა მნიშვნელობა აქვს ამას დათო. შენ მეტყოდი თუ ასე ვნახავდი...
– ვიცი რომ არაკაცივით მოვიქეცი.. ვიცი მაგრამ თავსაც ვერ ვიმართლებ...რა გითხრა, როგორ მოვიქცე ნანუკა....
– თავს ნუ იმართლებ. ის შენი ცოლია... შენი შვილის დედა. ეს კიდევ ერთი ფაქტია იმის რომ მის მიმრათ ბოლომდე არ ხარ გულგრილი დათო.ამას არ უნდა ბევრი ახსნა.. ხო ხედავ არც ისტერიკას გიწყობ, არც ვჩხუბობ. უბრალოდ მინდა რომ წახვიდე..
– სწორადაც რომ ამის მეშინოდა.. ვიცოდი რომ შენი რეაქცია ასეთი იქნებოდა..
– მე რომ შენი ცოლი ვყოფილიავი და გეღალატა ალბად ყველაფერს დაგალეწავდი თავზე.. მაგრამ ახლა ამისი უფლება არმაქვს.. მე თვითონ ჩაგიწექი ლოგინში , ჯერ კიდევ სრულიად უცნობს.. ისე რმ არაფერი ვიცოდი შენზე... ახლა რაც დავთესე იმას ვიმკი..მხოლოდ ის მინდა რომ წახვიდე და ჩემი სახლისაკენ მოსასვლელი გზა დაივიწყო...
– გემუდარები ნუ მიმატოვებ.... ეს შეცდომა იყო ნანუ.
– შეცდომა, მაგრამ შენ ეს შეცდომა არასოდეს დაგიშვია სხვა ქალთან დათო.. სინამდვილეში შენს გონებას და სხეულს უნდოდა მასთან და ვეღარ მოთოკე ემოციები.. აი ესაა სიმართლე.. გთხოვ წადი და მარტო დამტოვე,... მარტო მინდა ყოფნა...
გულშ მაგრად ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა.... ვიცოდი რომ ახლა თუ არ შემეწინააღმდეგებოდა და წავიდოდა მერე აღარასოდეს დავაბრუნებდი უკან... ვიცოდი რომ ამის გაკეთებისათვის ძალა არ მეყოფოდა.. მე ხომ ასეთი ვიყავი ცივი და უგულო.. გულის ტკენის გამო შემეძლო ყველა და ყველაფერი მიმეტოვებინა... აცრემლებული თვალებით ჩავხედე თვალებში და ტკივილნარევი ღიმილი მომედო სახეზე...
– წავიდე??? ვიცი რომ ახლა თუ წავედი უკან აღარასოდეს მიმიღებ...
– არც მინდა რომ უკან მიგიღო და მოხვიდე... წადი დათო.. ასე ჯობია, ყველასთის...
– ჩემთვის არა....ნანუკა მიყვარხარ ხო იცი... ნანუ...გთხოვ. ძივს აბმდა სიტყვებს ერთმანეთს დაგულშ მიკრავდა...
– წადი დათო.. ჩემი ბედნიერების გამო წადი.... და არასოდეს დაივიწყო ერთ სულელ გოგოს ყველზე მეტად უყვარდი და სწამდი ამ ქვეყნად.. უყვარდი ისე რომ შენი მტვერიც კი უყვარდა.... ახლა წადი... და აღარასოდეს მოიხედო ჩემსკენ...
**
ორი დღე სრულ აგონიაში გავატარე.. ხათო და ნატუკა ამაოდ ცდილობდნენ ჩემი ხასიათის გამოსწორებას.... მთელ დღეებს ლოგინში ვატარებდი.... დამეკარგა ხალისი და განცდა ყველაფრისა..... თინა ბებიას შემოსვლამ ოთახში სახეზე უარესი ტკივილი აღმიბეჭდა .. გვერდით დამიჯდა და ჩემი ხელი თავის დანაოჭებულ ხელებში მოიქცია..
– მე შენ ტყუილად არ მოგყევი ჩემი ისტორია ნანუკა... ცხოვრება ასეთია ბებია.. ვიცოდი რომ ერთ დღეს შენც ასე გეტკინებოდა გული... იცი მე და თითქოს ვგავართ ერთმანეთს მარამ შენ უფრო ძლიერი ხარ ბებო.. მე მაინც ვიყავი შვილიანი კაცის საყვარელი, შენ ეს ვერ აიტანე.. შენ მისი შვილის ბედიერება დააყენე პირველ ადგილას და შენი ტკივილი ამჯობინე...
– სხვანაირად არ შემეძლო.... სხვანაირად ვერ ამოვიგლეჯდი გულიდან მის სიყვარულს...
– მე შენ მიყვარხარ ამის გამო... შენ ძლიერი ხარ ბებო... შენ შეგეძლო სიყვარული დაგემარცხებინა, ის დიდი გრძნობა დაგეჯაბნა და ამაყად წელში მოუხრელად უნდა იარო.... გგონია ასე წოლით რაიმეს შეცვლი?? გგონია ასე თუ იტირებ ტკივილი და სიყვარული გაგიქრება???
– ვიცი თინა ბებია.. მაგრამ ჩემს თავს ვერ ვპატიობ რომ ასე ვენდე, რომ მე მასთან ..
– იწექი??? მერე რა მოხდა.. შენ ის გიყვარდა.. შენი საქციელი გაამართლე.. რატომ იწექი მასთან და არა სხვასთან??? იმიტომ რომ ის იყო ის მამაკაცი რომელიც გავსებდა ნანუკა. რომელიც შენმა გულმა და სულმა გაითავიდა ბებია... შენი ტავი არ შეიძულო ამის გამო.... შენ ეს ნაბიჯი სიყვარულმა გადაგადგმევინა...
– მე ის ახლაც მიყვარს... ახლა ამ წამს რომ შემოვიდეს ვეტყვი რომ მიყვარს და მზად ვარ მისი საყვარელი ვიყო მთელი ცხოვრება.. მაგრამ ის არ მოვა.. ის იმაზე კარგად მიცნობს ვიდრე გვგონია... ის ჩემს სიტყვას პატივს სცემს ....
– შენ საუკეთესო ადამიანი ხარ.. ყველაზე კარგი... ახლა მესმის რატომ შეუყვარდი თაზოსაც, თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება...
– თქვენც გითხრათ???
– მითხრა, მაგრამ შენ არ გაივლო ეს გულში.. დათოსთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით თაზოს არ გაეკარო... მისგან განსხვავებით ის ნამდვილი ცხოველია და შენ ეს კარგად იცი...
– რა მეშველებოდა თქვენ რომ არ მყავდეთ.. როგორ ვიქნები თქვენს გარეშე....
– მე მუდამ შენთან ვიქნები.. ახლაც და სხვა ცხოვრებაშიც.... ჩანთიდან გატკიცინებული ქარალდები ამოაძრო და ფეხებზე დამიდო.... გაოცებულმა ავხედე და თვალებით ვანიშნე ეს რა არის თქო... ეს შენია... მე შენ ანგარიში გაგიხსენი... მასზე თანხა დევს. შენ გეყოფა.. და კიდევ, ეს ჩემი სახლია , მცხეთაში... მინდა ეს ყველაფერი შენი იყოს... შენ ამას იმსახურებ. შენ ღირსეული ადამიანი ხარ...
– რას ამბობთ თინა ბებია... საიდან მერგება თქვენი თანხა და ბინა მე???
– გერგება, იმიტომ რომ ეს მე მინდა... მინდა რომ შენ გქონდეს ჩემგან სამახსოვრო ეს ყველაფერი.. მინდა მოუარო ჩემს სახლს ეზოს და გამიხსენო.. ვიცი როცა წავალ იმ ქვეყნად მხოლოდ შენ გაგახსენდები... არ დაივიწყო რომ გყავდა ბებია.. რომელსაც ძალიაან უყვარდი...
**
ვინმეს რომ ეკითხა ჩემთის ცხოვრებაში ყველაზე რთული რა არის თქო, პირდაპირ ვეტყოდი ცხოვრება–თქო.. განა მასზე რთული და გაუგებარი რაიმე არსებობს???
არ არსებობს და ალბად არც არაფერი იარსებებს... ის ერთადერთია რომელიც ჩვენით ერთობა.. სხვა ყველაფერი წარმავალია, სხვა ყველაფერს ეშველება ოღონდ ამას ვერა..
ცხოვრებას ვერ შეცლი, ის ან კარგია ან ცუდი, ან გიმეტებს ტკივილისათვის ან არა...
აივანზე ვიჯექი და გაზაფხულის მოსვლით ვტკბებოდი.. გული საოცარი დარდი და ტკივილი მჭამდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.. უკვე ამდენი დრო იყო გასული.. მე ის არც ერთხელ არ მოვუშვი ჩემამდე. არც ერთხელ არ მივეცი უფლება ჩემი კარის ზღურბლზე გადმოებიჯებინა...
აივანზე მდგარ პატარა მაგიდაზე ყავის ფინჯანი დავაბრუნე და კარის გასაღებად გავემზადე..
- შენთან მოვედი არ გამიბრაზდე რაა– ლამის ტილით მითხრა მარიამმა რომელიც ტატოს ზურგს ამოფარებოდა და მხოლოდ პატარა თითები მოუჩანდა...ხო არ გამიბრაზდები???
- არა. არ გაგიბრაზდები, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხვალ და ჩამეხუტები....
პატარა ხელები მაგრად შემომხვია კისეზე და ხელში ავიტაცე.... ასე ჩახუტებული შევიყვანე მისარებამდე და მთელი დარჩენილი დრო გვერდიდან არ მომშორებია... ვიცოდი ტატოს სინამდვილეშ საუბარი უნდოდა და მარიამი მხოლოდ მიზეზი იყო მაგრამ თავს ვერ აბავდა ვერაფერს.. ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა და გვერდით მომიჯდა.
– ნანუ, აპატიე რა.. უკვე საკმარისი დრო გავიდა..
– აქ ამისათვის მოხვედი ტატო?? რო ვაპატიო რაა რო??
– უყვარხარ...
– მას ცოლი ყავს. ცოლიანი კაცის საყვარელი არ ვიქნები... ამას ხო უნდა ხვდებოდეთ ორივენი არა..
– ვიცი ამას ვხვდები მაგრამ, შენ რომ გვერით ეყოლები უფრო ძლიერი იქნება და მალე მოაგვარებს ყველაფერს ნანუკა...
– ის უჩემოდაც ძლიერია.... თიკა მისცემს ძალას..
– თიკას საერთოდ არ ხვდება.. მას მერე არც უნახავს, დამიჯერე გთხოვ. მართლა სჭირდები. ძალინ ცუდადაა...
– მეც ცუდად ვარ. მაპატიე თუ უგულო გეჩვენები მაგრამ ამდენმა ტკივილმა გამაცია ტატო... ყველაფერს დავიჯერებდი მისგან და ამას არა..თვითონ მას რომ ეთქვა თიკასთან გიღალატეო სიცილად არ მეყოფობა.. ხედავ რა მიქნა ჩემმა თავდაჯერებულობამ???
– ასე არააა. ყველა ცდება...
– ყველა ცდება ნამდვილად, ოღონდ გააჩნია სად და როდის.. ესეიგი ისე ძალიან არ ვუყვარდი დათოს რომ ასე მარტივად მიღალატა, ხო ასეა? ერთხელ მაინც თუ გავახსენდი როცა მას კოცნიდა ტატო??
– ნანუკა კარგი რა.. ქალებს ყველაფრის გაზვიადება გიყვართ... აპატიე.. და შეურიგდი ცოდოა... ვიცი რომ შენს გენატრება და...
– ხო მენატრება მაგრამ ვერ შევურიგდები ტატო. ცოლი ყავს ცოლი.... ოფიციალური ცოლი, ამას რატომ არ იგებ???
– ვიგებ ადამიანო ვიგებ მაგრამ შეურიგდი და ერთად იბრძოლეთ ბედნიერებისათვის...
– ბედნიერება არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩემთან და სხვაგან არის თუ არა არ ვიცი... ის ჩემგან ისევე მალე წავიდა როგორც მოვიდა, და ჯობდა სულ არ მოსულიყო,...
– კარგი რა... სასოწარკვეთილი ქალივით ლაპარაკობ...
– იქნება და ვარ კიდეც... მოდი გულახდილად მითხარი რაც დათო გავიცანი ერთი დღე თუ იყო ჩემს წინაშე მართალი? ჯერ დამიმალა ვინ იყო, მერე შვილი დამიმალა და მისი ავადმყოფობა. მერე საკუთარი და და ახლა ცოლი და ღალატი..
– ვიცი და არ გამტყუნებ, თუმცა მინდა რომ ბედნიერები იყოთ ერთად....
– ვერ ვიქნებით ტატო...

**
არის ცხოვრებაში რაღაცეები რასაც ვერავის ვპატიობთ.. არს ისეთი ნაბიჯები რომელსაც საკუთარ სავსაც ვერ ვპატიობთ და მისი ჩადენის მერე თვასაც ვერ ვუსწორებთ სხვას.. ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაშ იყო დათო, კაბინეტში იჯდა და მის წინ დადებულ ნანუკას სურათთს მზერას ვერ აშორებდა..
ფეხაკრეფით შევიდა ტატო და მის წინ სავარძელშ ჩაეშვა..
– თიკა უარს ამბობს გაყრაზე, როგორ მოვიქცე აღარ ვიცი, მარიამი არ ეკარება, იძახის რომ დედამისი ნანუკაა, ტატო ლამისაა თავი გამისკდეს, როგორ მოვიქცე მართლა აღარ ვიცი..
– არ ვიცი რა გირჩიო.. შენს დაუკითხავად მე და მარიამი სადღაც ვიყავით...
– სად იყავით??? საქმეს ნუ გაართულებთ რა..
– ნანუკასთან.. ვილაპარაკეთ. ბავშვი შემეცოდა მივედი და ტიროდა დედა მენატრებაო... წავიყვანე, მთელი დრო გულზე ჰყავდა მიხუტებული. დავით ერთად რომ ვხედავ მართლა დედა–შვილი მგონია.. ორივეს ერთნაირი თმები აქვთ...
– მერე რო იყავით რა გაარკვიეთ/??
– უარს ამბობს, იძახის ვერ შევურიგდებიო. ცოლი ყავსო.... ცოლიანი კაცის საყვარელი ვერ გავხდებიო..
– და ღალატზე რას ამბობს ტატო? ჩემს თავს ვერ ვპატიობ, ეს როგორ გავაკეთე.. მდაბიო კაცივით , არ ვიფიქრე არაფერზე, როგორ ამიყოლია არ ვიცი. ქალი კი არა ეშმაკია.
– მოეშვი მაგაზე ფიქრს, მაგას მაინც ვეღარ შევცვლით , შენ მთავარია იფიქრე როგორ დავითანხმოთ გაყრაზე...
– ერთი პირობით მთანხმდება მხოლოდ, თუ მარიამს გავატან. ამას ვერასოდეს გავაკეთებ ტატო. მთელი ცოვრება რომ დავკარგო ნანუკა, და გვერდით არ გამიკაროს, ამას ვერ გავაკეთებ, მარიამს ვერ დავთმობ..
– მესმის. მითუმეტეს ვიცი როგორც გაიზარდა ეს ბავშვი.. რაიმე გამოსავალი უნდა იყოს...
– უნდა იყოს მაგრამ არაა. იცი რა ხდება? სიმართლეს თვალი უნდა გავუსწორო.. ნანუკას დავკარგავ, მაგრამ თიკას თუ გონია მასთან დავბრუნდები ცდება.. მაგას არასოდეს გავეკარები ...
– დამშვიდდი... ამ საღამოს ჩემთან მოდი, ხათოს დავარეკინებ ნანუკასთან და ისიც მოვა, იქნება ილაპარაკოთ და რაიმე გამოსავალი მონახოთ ერთად..
– არ ვიცი ტატო, არ ვიცი რა..
**

იმ საღამოსვე ჩავალაგე ჩემოდანი და სოფელში წავედი.. მინდოდა რამოდენიმე დღე გული გადამეყოლებინა მომხდარი ამბებისაგან, ვცდილობდი დათოზე რაც შეიძლებოდა ნაკლები მეფიქრა, ყველაფერში მაინც საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი... ჩემი თავის მიკვრდა როგორ გავბედე ასე უცხო მამაკაცის შეყვარება და მითუმეტეს მასთან დაწოლა.... ისე რომ არაფერი ვკითხე მის პირად ცხოვრებაზე....
სახლში ისე შევედი დედაჩემს არაფერი გაუგია... აგუზგუზებულ ბუხართან იჯდა ნინო და წიგნს კითხულობდა, დამნახა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოხტა და კისერზე ჩამომეკიდა... ახლა ყველაზე ძალიან მინდოდა მის მხარზე თავდადებულს მეტირა მაგრამ ტავი შევიკავე, დედაჩემის ჩხუბს ვეღარ გადავიტანდი...
– დათო როგორააა?– ღიმილით გამკრა მხარი ნინომ და ცხელი ჩაის ფინჯანი გამომიწოდა...
– ნინო რაღაცას გეტყვი და დედას არ უთხრა....
– რა ხდება ნანუ??
– დათოს დავშორდი. ერთად აღარ ვართ. ამიტომ ჩამოვედი აქ, დასვენება მინდა. ჩხუბის თავი არ მაქვს...
– მოიცადე ეს როგორ, მეგონა რომ იდეალური წყვილი იყავით....
– იდეალური არაფერი არსებობს ამ ქვეყნად ნინო, და ჩვენ როგორ ვიქნებოდით... გახსოვს ადრე რომ გყვებოდი დათოს ცოლზე, დაბრუნდა, ბავშვის წაყვანა უნდა. მოკლედ არ ვიცი რა გავაკეთო. ის ჯერ კიდევ ოფიციაური ცოლია დათოსი ნინო..
– გასაგებია მაგრა ამდენი წელი აქ არ იყო. როცა იცი რომ დათოს შენ უყვარხარ როგორ შეგიძია ასე მარტივად დათმო ნანუკა???? ბიჭი შენს გამო აქაც ჩამოვიდა, ყველაფერი გააკეთა შენი ბედნიერებისათი...
– იცი, მაგრამ ცოლიანი კაცის საყვარელი ვერ ვიქნები გამიგე...
– გიგებ და მარტოს თუ დატოვებ დათოს ეს არ იქნება კარგი საქმე,, იცი ასე რას გააკეთებ? გზას იმ გარყვნილს გაუხდი და დარჩები მშრალზე... თუ გიყვარს იბრძოლე მისთვის.. ასე ნუ იქცევი რა.. გახსოვს მამა მუდამ ამაყობდა შენით რომ ჩვენს ოჯახში ყველაზე გაბედული და აზრიანი იყავი, ახა რა მოხდა ნანუ..
– მხოლოდ ის რომ ცოლი ყავს ნინო... ცოლი რომელიც არ შორდება, რა გავაკეთო საყვარლის სტატუსით მის ცხოვრებაში არ ვიქნები ...
– არ ვიცი , მე მხოლოდ იმას გეუბნები რომ სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო და არა ყურები ჩამოყარო...
**
თითქმის მთელი კვირა გავატარე სოფელში. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსხი იყო, მაინც არ ვთმობდი ბავშობის სიჯიუტეს და ჰამაკში ვნებივრობდი საყვარელი წიგნით ხელში.მანქანის დასიგნალება და არც კართან შეჩერება არ გამიგონია.. ყველაფერი მაშნ გავაანალიზ როცა ჩემს წინ სამი მუშკეტერივით მდგარი დათო, ტატო და ხათუნა დავლანდე... სწრაფად წამოვხტი ფეხზე და გაოცებული მზერა მივაპყარი, კითხვებზე პასუხებს მათ თვალებში ვეძებდი...
– ნანუ, მისმინე, ახლა არ იჩხუბო– გვერდით გამიყვანა ხათუნამ და ლამის მუხლებზე დამიჩოქა.. რამდენი დღეა სვავს, ახლაც ნასვამია.. მარტო ვერ გამოვუშვით და ჩვენც აქ ვართ...
– ხათო მისმინე, მშვიდად ვარ, იმედია საღამომდე წავალ..
– არა მგონია გოგო, ფეხზე ვერ დგას, მთელი გზა ძიძგილაობდა საჭეთან დამსვიო, მე კიდე ვიმიზეზები ნასვამი ხარ და მეშინია ჩემი ქმარი იჯდეს თქო...
– მოკლედ რა, ადამიანს არ დაასვენებთ თქვენ რა... წამოდი შევიდეთ . დედაჩემიც მოვა ახლა, ჩემი და ოთახშია.
სახლში შესვლა დავაპირე რომ დათომ მკლავში ხელი მტაცა , თავი ვეღარ შევიმაგრე და ზედ ავეკარი.. მისმა სხულის სითბომ უეცრად დამიარა და გამაბრუა.. მივხვდი როგორ ვჭირდებოდით ერთმანეთს..უმალ შემომხვია ხელები წელზე და მაგრად მიმიკრა გულზე.. ნელა და გაუბედავად ავამოძრავე ხელები მის ბეჭებზე.. მინდოდა მისგან წავსულიყავი მაგრამ გული არ მიშვებდა. თავი მხარზე დავადე და შეუმჩნევად ავსლუკუნდი..
დედაჩემის ხმამ ორივე შეგვაკრთო და მე და დათო ლამის ძალით შეგვტენა სახლში.. როგორც კახეთს სჩვევია, იმ საღამოს დედაჩემა თავი გაიგიჟა და სტუმრები ჩვენთან დატოვა... დასაძინებლად ასულებმა კი გაოცებული მზერა მივაპყარით დედაჩემს..
– თქვენ ერთად გაგიშალეთ ლოგინი– ღიმილით მითხრა და ოთახიდან გავიდა...
– ესეიგი მე და შენ ერთად ვიძინებთ?– ირონიულად გამომხედა და ჩემსკენ წამოვიდა...
– ჯობდა არ დაგელია, ისედაც ნასვამი იყავი, ფეხზე ვერ დგახარ რა..– ბუზღუნით გავეპასუხე და ლოგინისაკენ წავედი...
– მე და შენ ერთად ვიძინებთ თქო–?– ხმას აუწია და თავისკენ შემატრიალა..
– კი , და ეს არაფერს ცვლის. შენ შენს ნახევარში დაეტიე..
– ხო? ხანჯალიც ხო არ ჩავიდო??
– არა სამწუხაროდ ხანჯალი აღარ გვაქვს, სამაგიეროდ მუთაქა გაგვაჩნია ოხრად...
– ჩინეთის კედელს ნუ ამომიშენებ რა, მითუმეტეს ახლა როცა საშინლად მინდიხარ...
– მისმა სიტყვაბმა და თვალებმა დამაბნია და ზურგი ვაქცია, რომ მოულოდნელად ამეკრა ზურგიდან, თმები ცალ მხარეს გადამიწია და მოშიშვლებულ კისერზე მაკოცა.... დათო არ გინდა– ძლივს ამოვიჩურჩულე და მისკენ შევტრიალდი..
– არ გინდივარ? – მის ასეთ სითამამაეს არ ველოდი და დავიბენი...
– ეს რა შუაშია?? მინდიხარ მაგრამ....
– მაშინ არავითარი მაგრამ არ არსებობს ნანუკა.. როგორ მომენატრა შენი თმები, თვალები, ეს ტუჩები როგორ მომენატრე ნანუ.... გთხოვ არასოდეს მიმატოვო რა, აღარასოდეს,,, მიყვარხარ.. შენს მეტი არავინ მინდა ნანუკა.... გიჟივით მკოცნიდა და ტანზე მხდიდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია... მინდოდა მისი სიახლოვე, მისი შეხება მინდოდა ყველაფერი მისი ჩემად მეგრძნო..
**
დილით მის მკერდზე თავდადებულს გამომეღვიძა, მკლავები ისე მაგრად ქონდა შემოხვეული , თავი ძლივს გავინთავისუფლე რომ კარი გამეღო....
ავდექი თუ არა დამიჭირა და ლოგინშ შემატრიალა...
– მაცადე, მგონი ხათოა კართან....
– უუუუ კაი რა... თვალები არ გაუხელია ისე დაიზმუვლა და ხელები გამიშვა...
– ორ წუთში მოვალ და უკან დაგაბრუნებ მაგ საწოლში არ ადგე, ჩუმად ვუჩურჩულე ყურში და ხალათი შემოვიცვი...
კართან ცოლ–ქმარი ერთად იდგა და იღიმოდა.
– რა გაცინებთ?– გაოცებულმა ვუთხარი და მეც გავუღიმე...
– საწოლი მთელი გაქვთ?– ისე მკითხა ტატომ სიცილს ვერ იკავებდა...
– ჰა? ტატო.. ნუ ხარ გაფუჭებული...
– რავიცი ისე გკითხეთ.... იმ ლოთს სძინავს???
– ხო, რაღაც მასეა... ჯერ ვერ გაარკვია მგონი რომ გათენდა..
– კაი ჩვენ ჩავალთ თორემ ამას საჭმლის სუნი ეცა ამ ცხვირში და შია უკვე...
– ნუ რა ქნა ჩვენ ხო ორნი ვართ დააა.– თავი მაშინვე იმართლა ხათომ და ქმარს მაგრად უთავაზა მუჯლუუნი...
– ჩადით და ჩვენც მალე მოვალთ....
კარები მივკეტე თუ არა დათო შეხება ვიგრძენი მუცელზე და ზედ ამეკრა..
– აქ როდის გაჩნდი? ახლა ხო გეძინა....
– შენი სხეულის სურნელი გზას მიკვლევს შენსკენ. ჩემო ერთადერთო....
– დათო...
– ნანუ.. მაკოცე რა. დამპირდი რომ მეტი აღარასოდეს მიმატოვებ შურიანების ჯინაზე.. ჩემს გვერდით იქნები და ყველაფერს ერტად მოვაგვარებთ...
– გპირდები რომ აღარასოდეს მიგატოვებ, აღარასოდეს დათო.. ოღონდ დამპირდი შენც რომ ყველაფერს გააკეთებ ჩვენი ბედნიერების გამო...
**
მთელი კვირა ერთად გავატარეთ, თბილისში დაბრუნების ყველაზე მეტად მეშინოდა.. მეშინოდა რომ ყველაფერი ეს დამეკარგებოდა და გამიქრებოდა, თუმცაღა რეალობა სულ სხვა იყო..ვიცოდი რომ აუცილებლად წავიდოდით უკან. ვიცოდი რომ ისევ გადაეყრებოდა თიკას თვალებს და მეშინოდა.. მეშინოდა რომ კიდევ წამართმევდა ბედნიერებას.. მიუხედავად მისი ღალატისა მე მეშინოდა მისი დაკარგვის..
დილით ადრიანად გავემგზავრეთ, სამსახური გველოდა ყველას... მთელი კვირის მარაგი ერტად უნდა გადაგვეტანა..სამივენი სამსახურში მივედით, მაშნვე კაბინეტში შევიკეტე და მუშაობის ნაცვლად ფიქრი დავიწყე.. როგორ უნდა მომეგვარებინა ეს საქმე.. როგორ უნდა ამეწყო ცხოვრება დათოსთან ერთად..
თვალები დავხუჭე და ჩვენი ოცნებები დავსახე გონებაში... ყველა ოცნება გავაერთიანე და შედეგად დათოს სახე მივიღე.. მისი თვალები, ტუჩები, ხელები... ფიქრებიდან ხელის შეხებამ გამომაღვიძა, ჩემს წინ დათო და მარიამი იდგა და მიღიმოდა... მაშინვე კალთაში ჩამიხტა და პაწია ხელები კისერზე შემომხვია..
– ჩემო დახატულო, როდის მოხვედი?– მე რომ ვერ გავიგე...
– შემოვიპარე– ჩუმად მიჩურჩულა ყურში და ლოყაზე მაკოცა..ზოოპარკში წამიყვან??– იცოდე ვიტირებ.. დათოს ავხედე და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად...
– წაგიყვან.. ერთი პირობით შენ მომიყვები ახალ ამბებს??
– კარგი თანახმა ვარ..... ჩახტი და წავიდეთ...
მარიამთან ერთად სეირნობა ყველფერს მერჩივნა.. პატარა ხელს მაგრად მიჭერდა და დრო და დრო მეკიდებოდა ქურთუკის კუთხეზე...
– დედა იყო ჩემთან– მოულოდნელად მითხრა და სკამზე ჩამოსკუპდა ბამბის ნაყინის შესაჭმელად...
– დედა იყო?– შენი დედიკო?
– ხო, თოჯინა მომიტანა, და კიდევ კამფეტები..იცი ნანუ , მინდა დედაც ჩვენთან იყოს...მენატრება ხოლმე..
– ჩვენთან რას ნიშნავს ჩემო საყვარელო?
– მინდა რომ მამიკოსთან და ჩემთან ერთად იყოს, ბაღში დედიკოები ყავთ ბავშვებს და მეც მინდა.. შენ კი მიყვარხარ მაგრამ ჩემი დედიკოც ძალიან მიყვარს...
– რა თქმა უნდა მარიამ. ის შენი დედიკოა.. და უნდა გიყვარდეს... ეს კვირა დედიკოსთან ერთად გაატარე?
– ხო. ბებო მიშვებდა და სულ მასეირნებდა, დიდ კარუსელებზე წამიყვანა და მერე ბევრი მაკოცა...
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ასეთ დროს, ყელში მებჯინებოდა ცრემლები .. მაგრად მივიკარი გულზე ბავშვი და ხელები შემოვხვიე, მთელი დრო ნაძალადევი ღიმილით ვუყურებდი, სინამდვილეში ერთი სული მქონდა სახლში მიმეყვანა მარიამი უკან მამამისთან..
განადგურებულმა მივიყვანე ბავშვი სახლში და ნაძალადევად შევაბიჯე ეზოში... დათო მაშინვე გამომეგება.. ნიაკო კართან მელოდა და ხელს მიქნევდა,, თავი ვაიძულე ნერვები მომეთოკა და დებილის როლი მეთამაშა...
ცხელი ყავის ფინჯანი ფიქრებში გართულმა გამოვართვი და ფეხებზე გადავისხი... არაფერი მიგრძვნია, გული იმდელად მტკიოდა... ახლა ამ ტკივილზე დიდი ტკივილი არ იქებობოდა ჩემს ცხოვრებაში.. ამაზე მეტად ვერავინ და ვერაფერი მატკენდა გულს.
სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ტირილით გავარდი ეზოში.... გამავალ კართან დამიჭირა დათომ და თავისკენ შემატრიალა...
– რა ხდება ნანუ??
– სახლში მინდა..–სლუკუნით ვუთხარი და ზურგი ვაქციე...
– მოხდა რამე???
– არა უბრალოდ სახლში წამიყვანე რა...მარტო ყოფნა მინდა..
– ნანუ რა მოხდა, ვინმე ნახე გზაში? რა მოხდა?????
– არაფერი, ადამიანო არაფერი, მარტო მინდა ყოფნა, უშენოდ და ყველას გარეშე...
– ნანუკა, შემომხედე დამითხარი რა მოხდა თქო, ვინ გაწყენინა ასე???
– ცხოვრებამ, შეგიძია დასაჯო? ეჩხუბო, უსაყვედურო? შეგიძლია ,? გაქვს მაგდეი ძალა???
– რა დაგემართა ადამიანო წესიერად გამაგებინე, სულ ცოტა ხნის წინათ ბედნიერი იყავი....
– აღარ ვარ.. და მინდა რომ წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან, მინდა რომ აღარასოდეს გნახოს ჩემმა თვალებმა. ერთადერთი სურვილი მაქვს. შენი შვილი ბედნიერი ვნახო. ბავშვს დედა სჭირდება დათო...
– შენ ხარ დედამისი და მორჩა..
– თავს ისულელებ თუ მე მასულეებ ჰა? შენს შვილს კითხე. კითხე მარიამს მიდი .. დედა უნდა, ნამდვილი დედა... მთხოვა რომ არ მეწყინოს, რომ თიკა უყვარს... მე შენს ცხოვრებაში ზედმეტი ვარ, მილიონჯერ დავაჯერე ჩემი თავი რომ შენი ცხოვრების ნაწილი ვიყავი მაგრამ ასე არააა, ეს შენ ხარ ჩემი ცხოვრების ნაწილი.... შევცდი და ამ შეცდომას ვნანობ..
– მარიამმა გითხრა? ცდები, ის პატარაა ოთხი წლის არის ნანუკა, მასზე როგორ უნდა გაბრაზდე??
– მასზე არ ვბრაზობ ადამიანო, გაგება ხომ გაქვს, საქმეც მაგაშია რომ ის ოთხი წლის არის და დედა უნდა ნამდვილი დედა.. და არა მე.... დედა უყვარს. უნდა რომ ერთად იყოთ სამივე..
– მე არ მინდა, მე არაფერს მეკითხები???
– არ გეკითხები იმიტომ , რომ არ მაინტერესებს შენ რა გინდა.. მე რა მინდა ის ვიცი,,, მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე... გაქრე ისევე როგორც მოხვედი....

**
სახლთან მისულს გული უარესად ამიჩუყდა, პირზე ხელი ავიფარე და სირბილიტ შევედი სადარბაზოში... საშინლად მტკიოდა გული, ვერ ვიქნებოდი ასეთი ცხოველი, დედას ვერ წავართმევდი, ოჯახს ვერ დავუნგრევდი.... ბევრისათვის ალბად გასაკიცხიც ვიქნები მაგრამ , ვერ გავბედე ბედნიერება მომეპოვებინა ჩემი ტავისათვის.. მუდამ სხვის ბედნიერებაზე ვფიქრობდი ასე იყო.. ახლაც ასე იყო.. ჩემი თავი მუდამ უკანა პლანზე მეყენა...
გასაღები გადავატრიალე და სახლში გამეფებულმა სიმშვიდებ გულზე ლოდივით დამაჭირა ხელები.... კარის მიხურვას ვაპირებდი რომ ვიღაცის შეხებამ სიკვდილამდე შემაშინა...
– ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ– თაზოს ხმა გავიგონე თუ არა, შეშინებული ავეკარი კედელს.... ნუ გეშნია თქო.. ასე რამ გაგაფითრა გოგო– გაცოფებულმა მომახალა და სახლში დაუპატიჯებად შემოვიდა...
– რა გინდა აქ? რისთვის მოხვედი??
– საქმე მაქვს, ნანუკა ნუ ცახცახებ რა.. გადამიარა შენმა სურვილმა.. არც ჩემს გრძნობებეზე სალაპარაკოდ მოვედი...
– აბა რა გინდა–თქო?
– ბებიაა ცუდად .. საავადმყოფოშია. მთხოვა რომ მიგიყვანო... კიდევ ეს დოკუმენტები გამომატანა შენთან. მითხრა რომ თვითონ მიხვდები...
– რა სჭირს ბებოს?– ძლივს ამოვიჩურჩულე და დივანზე ჩამოვჯექი..
– ინფაქტი გადაიტანა, მძიმედაა... შენ რა იტირე? თვალები რა დღეში გაქვს...
– შენი საქმე არააა..
– მართალი ხარ... მიყურებ და გიკვირს ასე რამ შემცვალა არა???? სიცივემ.. სიბოროტემ.. უფრო მარტივად შემიძლია გითხრა ასეთად რამ გამხადა... ჩემი მშობლების ფეხებზე დაკიდებამ, არაობად როცა გთვლიან, როცა არავის ადარდებ.. ბოროტდები, იქნებ ზოგისთვის ეს სტიმულიც კი ყოფილიყო მაგრამ მე გავბოროტდი. მერე ფულის გამოყენება დავიწყე ცუდად, ხო ხედავ როგორი გავხდი სინამდვილეშ.. ხო ასეთი არ ვიყავი, მაგრამ ახლა ნაგავი ვარ. ნამდვილი არაკაცი. რომელმაც კინაღამ ცხოვრება დაგინგრია.. მაგრამ მე მართლა მიყვარხარ...
– არ გინდა თაზო. ამაზე არ გვინდა...
– კარგი არ გვინდა,, მაგრამ მე არაფერს გთხოვ ნანუკა... შენდამი სიყვარული ჩემი სასჯელია.. ვიცი ცხოვრებაშ ბევრს ვატკინე გული... იმ გოგოსაც კი შენს ტანამშრომელს.. მაგრამ ვერ შევძელი ვერც მისი და ვერც სხვისი შეყვარება... შენი სიყვარული მთელი ცხოვრება მეყოფა ტანჯვად. როცა მეცოდინება რომ ჩემი საყვარელი ქალი სხვასთან ბედნიერია...
– ვაიმეე, ასეთი რა დავაშავე არ ვიცი, ერთი გიჟი არ მეყოფოდა ახლა კიდევ მეორეც გადავიკიდე.... რომელ საავადმყოფოშია თინა????
– გაგიყვან..
– არა...
– გაგიყვან ნანუკა, ვიცი სანდო არ ვარ მაგრამ შერჩენილ კაცობას გეფიცები ხელსა არ გახლებ...
– კარგი.. იცოდე სანანებელი არ გამიხადო ის რომ შენში ადამიანი დავინახე თაზო....
ჩანთას ხელი დავავლე კარებისაკენ წავედი....
**
თეთრა შეღებილ პალატაში გაფითრებული სახით იწვა თინა... ჭაღარა თმებზე ხელი ნაზად გადავუსვი და ლოყაზე ვაკოცე.. მაშინვე გაახილა თვალები და გამიღიმა...
– ჩემი ლამაზი გოგ მოსულა.... როგორ გაიგე ბებია???
– თაზომ მითხრა.. რატომ მანამე არ დამირეკეთ, მაპატიეთ რომ დიდი ხანი ვერ მოგიკითხეთ..
– შენ რა შუაში ხარ, ჩემო ლამაზო.. მინდოდა შენი ნახვა, ვიფიქრე იქნება გაიგოს და მოვიდეს თქო.. მგონი ჩემი დრო მოვიდა, სანამ წავალ მინდა ბოლომდე გითხრა ჩემი დარდი და სათქმელი ბებია...
– ახლა არა თინა ბებია.. ახლა სუსტად ხართ...
– არა ხლა, უნდა გაგანდო ყველაფერი, სანამ მარტოები ვართ... გახსოვს ჩემს დიდ სიყვარულზე გიყვებოდი.. ხომ გახსოვს გითხარი დავკარგეთქო... შენ არ დაკარგო ბებია დათო.. ის კარგი ბიჭია , ვიცი რომ გული გატკინა და გიღალატა. მაგრამ კაცები სუსტები არიან, ეს ჩვენ გვინდა რომ ძლიერები იყვნენ, ჩვენ გვინდა რომ ასეთებად დავსახოთ ჩვენს გონებაში მაგრამ ასე არააა, ყოველი კაცი რომელიც ძლიერ მხარეს გვაჩვენებს სუსტი მხარეც გააჩნია... ასეა, უნდა აპატიო, უნდა გაუგო, თუ გიყვარს უნდა დაელოდო კიდეც.. აიძულე ნანუკა, აიძულე რომ შენი იყოს... აიძულე რომ კაცობა გამოიყენოს და შენს გვერდით დარჩეს....
– თინა ბებია, როგორ გითხრათ არც ვიცი... მარიამს დათოს შვილს, დედასთან უნდა ყოფნა....
– ის ბავშვია შვილო, ის პატარაა, ვინც გაახალისებს მასთან გაუწევს გული...
– არ ვიცი,,, გული მტკივა....
– მე დავკარგე ჩემი სიყვარული, ცხოვრებაში გავაკეთე არჩევანი თორემ გული ყოველთვის მისი იყო... გული და გონება მისი იყო.. იცი რა არის ყველაზე დიდი დანაშაული?! ღალატი კი არა, როცა წევხარ ქმრის გვერდით და სხვა კაცზე ფიქრობ... აი ესააა ყველაზე დიდი ცოდვა, მარტო ფიზიკურად კი არა სულიერადაც რომ ღალატობ და ცოდვას ცოდვაზე იკიდევ ნანუკა....
– თქვენი სიტყვები მუდამ მამშვიდებდა ,მაგრამ ახლა ვერ მიშველის... მარიამს ვერ დავუნგრევ ცხოვრებას.. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ერთადერთი რაც მინდა აქედან წასვლაა.. ყველასაგან გაქცევა და თავის დაღწევააა...
– წასვლა რომ გამოსავალი ყოფილიყო შვილო, მე დიდი წნის წინათ გავიქცეოდი... დიდიხნის წინათ მივატოვებდი ყველას და ყველაფერს.. წახვალ და ფიქრები თან გაგყვება.. შენ იმაზე იფიქრე რომ იმ გოგომ შვილი 4 წლის წინათ მიაგდო, ქმართან ერთად. ბევრი შენს ადგილას საკუთარი ბედნიერებისათვის იბრძოლებდა და ი გოგოს კუას ასწავლიდა, შენ კიდევ ტირილისაგან თვალები დაგსიებია.. ტირი და არაფერს აკეთებ.... უნდა იბრძოლო შვილო.. ჩემს შეცდომებს ნუ გაიმეორებ....
**
თორმეტი ხდებოდა სახლში რომ მივედი, ნერვულობისაგან და ამდენი ფიქრისაგან ფეხზე ძლივს ვიდექი, ხან მარიამის და ხანაც თინას სიტყვები ჩამესმოდა ყურში.. ვერ ვხვდებოდი რომელი იყო სწორი არცევანი.. რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი და როგორ მოვქცეულიყავი..
ფეხსაცმელები ოთახის კუთხეში მივყარე. დენში ჩაიდანი შევაერთე და ნატას დავურეკე. ახლა მისი დამშვიდება წამალით მომედებოდა..
ცოტა ხანში ჩაის ფინჯნებით ხელში ვიჯექით სამზარეულოს მაგიდის გარშემო და სლუკუნით ვუყვებოდი ჩემს ტკივილზე....
– და რა გამოდის,იმ გოგოს დათოს უთმობ?? ასე მარტვივად და აუღელვებლად როგორ უთმობ გოგო, კაცს შენ უყვარხარ.. და მაინც გაიძახი რომ ოჯახს ანგრევ.. რომელ ოჯახს , რომელიც არც არსებულა ნანუკა??? პატარა ბაშვივით მსჯელობ. შენ ტავს იდანაშაულებ ყველაფერში..
– იმიტომ რომ დამნაშავე ვარ.. ნატა... სანამ ვიღაცის ლოგინში ამოვყოფდი თავს ჯერ უნდა გამერკვია ყველაფერი.... დებილი ვარ, ამ გრძნობამ დამაბრმავა...
– არა. დებილი არ ხარ, შეყვარებული ხარ და ისე მოიქეცი როგორც შეყვარებულ ქალს შეეფერება... იბრძოლე სასურველი კაცისთვის... იბრძოლე და იმ გოგოს ნუ მიანიჭებ გამარჯვებას ნანუკა ..
**
დილით საოცარი ენერგიით აღსავსეს გამომეღვიძა.. ნატას მშვიდად ეძინა ჩემს გვერდით...ფეხაკრეფით გავიპარე აივანზე და ტატოს დავურეკე.. არ ვიცი რა ძალა მიბიძგებდა რომ თიკასთან შესახვედრად წავსულიყავი... დიდი ხვეწნის მერე მისამართი ვათქმევინე... სწრაფად გავემზადე და სახლიდან გავედი..
მისი სადარბაზოს წინ ვიდექი და ვერ ვბედავდი ასვლას, ფეხები ნერვიულობისაგან ისე მიკანკალებდა რომ ნაბიჯს ვერ ვდგავდი.. გამბედაობა მოვიკრიბე, ჩემს თავს შემოვძახე და ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე... კარები გაიღო თუ არა სწრაფად გავედი და კედელს მივეყუდე... გული საშინლად მიფართხალებდა... ჩემს წინ დიდი თეთრი კარი იყო, ვიცოდი რომ აქ გამიზნულად ვიყავი მოსული და ესეც უნდა გამეკეთებინა...
– ეს ვინ მოსულა, სიმართლე გითხრა მე თვითონ მინდოდა შენი ნახვა– კარის გაღებისთანავე მითხრა და სახლში შემიპატიჟა...
– ხო?? საინტერესოა რა საქმე გქონდა..
– ის რაც შენ.. ყავას ხო დალევ... ტანზე გადავიცვამ და მოვალ.. სამზარეულოში ყველაფერი მაგიდაზე აწყვია, თუ არ გეზარება დაასხი და ახლავე მოვალ...– ისე მომაძახა როგორცდაქალს და უკანალის ქნევით შევიძა საძინებელში...
უკან ჯინსებში და უბრალო მაისურში გამოწყობილი დაბრუნდა... სულ არ იყო ეს ის ლამაზი თიკა მე რომ პირველად ვნახე, ახლა ჩემს წინ უბრალო გოგო იჯდა , რომელსაც ქონდა თავისებული ეშხი და მიმზიდველობა...
– მაშ, ასე, მოდი ჯერ მე გეტყვი, მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ ნომერი არ ვიცოდი, სამსახურში მოსვლა და დათოს ნახვა არ მინდოდა.. თუმცა მიზეზი დათოა ნანუკა...
– მეც ამ მიზეზით ვარ აქ... იქნება ამიხსნა რა ხდება???
– აჰაა. საინტერესო შემთხვევაა არა? ორი ქალი ერთი კაცისათვის იბრძვის... –გამაცინე..– ირონიულად გამომხედა და ცხელი ყავა მოსვა....
– მე არ ვიბრძვი, დათო ისედაც ჩემია.. მაგრამ მე ის ვერ გავიგე შენ რა გინდა თიკა...
– ჩემი შვილი და ქმარი..
– რომელი შვილი და ქმარი, რომელიც არ გყავს? ქაღალდზე შვილს და ქმარს გულისხმობ???
– არა რატომ, მე და შენს დათუნას ვნებიანი სექსი გვქონდა..
– არაუშვას,, თუ გგონია ამითი ამაგდებ ცდები... რა მნიშვნელობა აქვს ბო*ებში წავიდოდა თუ შენთან...
– ოხ, უყურე ერთი, რა მშვიდი ჩანხარ და სინამდვილეში რა გაქექილი ყოფილხარ. მაგრამ ცდები, მე მართლა მინდა ოჯახის დაბრუნება ნანუკა და შენ უნდა გაქრე..
– მე გავქრე? და გონია რომ ასე დაიბრუნებ დათოს?? დათოს არ უყვარხარ ..
– ხო?? ქალი რომელიც არ გიყვარს ასე უცებ ვერ გაცდუნებს არ იცი?? ნახევარი საათიც არ დამჭირდა რომ ჩემი ნება ეგრძნო გოგო.. ის არაა გულგრილი ჩემს მიმართ.. თან მარიამსაც უნდა რომ ჩვენ ერთად ვიყოთ... ვიცი რომ კარგად ექცეოდი, ვიცი რომ უყვარხარ მაგრამ მე დედამისი ვარ.. რაც არ უნდა იყოს, ვერავინ დამიშლის ..
– შენ ის ოთხი წლის წინათ მიატოვე... ოპერაციის დროს მე ვიყავი მათთან, როცა ცუდად იყო და სტკიოდა მე ვუვლიდი,,, დედობა მხლოდ გაჩენა არააა... ყველა იზრდება თიკა, მთავარია აღზრდაა...
– არ ვცი, იქნებ მართალიც ხარ, მაგრამ ის ჩემი შვილია. მინდა რომ სრულფასოვან ოჯახში გაიზარდოს.. მე მქონდა მიზეზი რისთვისაც მივატოვე ისინი...
– ხო გქონდა, კარიერა...
– ხო, ასეა.. ვიცოდი რომ დაბრუნების მერე დათო მიმიღებდა, ჩვენ იმდენად დიდი და ლამაზი სიყვარული გვქონდა ისე ვერ შეძლებდა ჩემს ასე მალე დავიწყებას...
– და ანგარებიანი არა??? მის ფულზე დახამებული იყავი მთელი ის წლები რაზე მელაპარაკებ, როგორ უნდა დაგიჯერო რომ შენ ის გიყვარდა და გიყვარს.. შენ უბრალოდ სხვა წასასვლელი არ გაქვს.. სხვა გზა არ გაქვს და გინდა რომ დთოსტან დაბრუნდე.. უფრო კარგი თუ გამოჩნდბა ისევ მიატოვებ ქმარს და შვილს და წახვალ..
– არა, ეგ პერიოდი უკვე გადავიტანე.. მე ის მიყვარს. მიყვარდა მთელი ეს დრო..
– საოცარი დასაჯერებელია, არ მესმის ასეთი დედების შვილებს რომ ასე თმობენ.. არ მესმის და რა გავაკეთო....
– შენ არ გყავს შვილი და რა იცი რა ტკივილია როდესაც ტოვებ მას და მიდიხარ..
– და შენ გტკიოდა? ერთი კვირის ბავშვი მიატოვე, რომელ ტკივილზე მელაპარაკები თიკა... შენ საერთოდ იცი რა არის ტკივილი?? შენ ხოლოდ შენი ტავი გიყვარს, ნარცისიზმით დაავადებული ადამიანი ხარ..
– თუნდაც.. ჩემი შვილი ჯანმრთელია, გაიზარდა, დედა უყვარს მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანი მივატოვე. დამპირდა რომ მამას დაელაპარაკება და ჩემთან დააბრუნებს...
– ესეიგი შენი დაბრუნების მიზეზი ესაა რომ დათოს თავიდან ჩაიგდო ხელში ასეა???
– ასეა, და მე ამას არ ვმალავ. ის კაცია რომელიც მიყვარს და მინდა, მჭირდება, მისი ყოველი ნაკვთი მიზიდავს... შენ ასე არ ხარ განწყობილი მის მიმართ ნანუკა, შენ ხო ის წრფელი გულით გიყვარს, მე კიდევ ვნება მაქვს მის მართ, რომელსაც ვერ ვმალავ, ვერ ვთოკავ, მასთან ყოფნა მელანდება...
– ავად ხარ გეფიცები.. გიჟი ადამიანივით ლაპარაკობ... ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით დავეშვი...
**
სამსახურში მივედი თუ არა ტატოსთან მივედი და მის წინ დავჯექი..
– რა ხდება?– ემოცია ვერ დაფარა...
– თიკასთან ვიყავი, მზადააა მარიამიც და დათოც წამართვას..
– და შენც თმობ?– ესა ხარ სულ ნანუკა?
– ეს ვარ თუ ის ვარ, ფაქტი ის რომ ბავშვს დედა უნდა..
– ბავშვს ის უნდა ვინც მამას ეყვარება გოგო...
– ასე არაააა. ბავშვს მამა და დედა ერთად უნდა.. ერთად გესმის? მე ვარ მათ შორის მურმანის ეკალი , ვეღარ გაიგე??? ჯობია წავიდე..
– სად უნდა წახვიდე??? გადაირიე????
– იცი თიკამ ერთი სწორი რაღაც მითხრა. მე რომ წავიდე მათი ცხოვრებიდან რა იქნება ტატო? იქნებ მართლა მე ვაკავებ დათოს? იქნება მე ვარ მიზეზი? თუ მის მიმართ ასეთი ცივია ასე უცებ როგორ დაახვია თავბრუ ამიხსენი, შენც ხო კაცი ხარ. ალბად ჯერ კიდე აქვს გრძნობა შემორჩენილი... უნდა წავიდე.. ცოტა ხნით მაინც უნდა მივატოვო... უნდა დაფიქრდეს, უნდაგაიგოს რას ფიქრობს რა უნდა.. ასე ჯობია..
– არც კი ვიცი რა უნდა გითხრა ნანუ.. ვიცი რომ დათოს უყვრხარ..
– მაგრამ თიკაც უყვარს, ის გრძნობა ეტყობა ვერ დაივიწყა ჯერ. უნდა მივატოვო .. სლუკუნით ვუთხარი და ოთახიდან გავედი...
„ დღეს პირველად ვწერ შენზე.. სინამდვილეში ისიც კი არ ვიცი როგორი ხარ.. ვინ ხარ... მხოლოდ შენი გულის მესმის, მხოლოდ მისი ძგერის და სითბოსი..
როგორ მინდა ვიგრძნო შენი გამოხედვა.. თან წარსული ხარ. უნდა დაგტოვო, თან ამისათვის არ მემეტები.. ვიცი ვინ და მაინც როგორი უცხო მგონიხარ.. არ ვიცი როგორ უნდა გაგანდო ეს დიდი გრძნობა ბოლომდე, არ ვიცი როგორ უნდა აგარიდო თვალი.. საოცრებაა, ყველაფერი ეს წმინდა თამაშია...
შენ იმდენად მგავხარ იმდენად ჩემნაირი მეგონე, იმდენად, იმდენად რომ ახლა მენანები,, მაგრამ ჩემი ცხოვრების წინააღმდეგ ვერ წავალ. ერთი ხელის მოსმით ვერ დავინგრევ ყველაფერს..
ასე ნუ მექცევი, ნუ ცდილობ ჩემი გული არაობად აქციო, ნუ ცდილობ რომ ფეხქვეშ გამიგდო და მერე ამ მანძლის სიშორის გამო ვერაფერი შევძლოთ... ნუ მეტყვი რომ ცივი ვარ. ნუ მეტყვი ნუ გამიმეტებ ასეთი ტკივილისათვის... ვიცი რომ ჩემი გრძნობები საშინლად ჰგავს შენსას.. ასე ნუ გამიმეტებ რა, ცოტა მეც დამინდე... ცოტა ჩემზეც იფიქრე..
ასე ერთი ხელის მოსმიტ ნუ გამანადგურებ.. ისე ნუ გამაკეტებინებ რომ უკან დაბრუნება ვერ შევძლო, ვერარასოდეს მოვიდე შენამდე და ვერ ჩაგხედო თვალებში...ასეთი ძლიერიც არ ვარ.. იმაზე ბევრად სუსტი ვარ ვიდრე ეს შენ გგონია.. ვიდრე ეს სუტყვებიტ შემიძლია გადმოგცე... ვიცი რომ მე და შენ შევიძლია შევქმნათ ერთი „მე“ მაგრამ ამისათვის ალბად დრო გვჭირდება... ამ ნაბიჯს ასე მარტივად ვერ ვდგავთ...
მაპატიე რომ სუსტი ვარ...
მაატიე რომ იმედი მოგეცი და მერე მიგატოვე.. უბრალოდ მე შენტან ყოფნა იმდენად მინდა რომ უნდა დაგტოვო ახლა უნდა დაგტოვო სანამ ამისი ძალა მაქვს მერე ყველაფერი გვიანი იქნება.. ახლა თუ არ წავედი , მერე ვერარასოდეს ვიტყვი შენზე უარს...“

წერილი მაგიდაზე დავტოვე და შენობიდან ისე გავიპარე რომ არავის დავენახე... სახლში მისულმა ყველაფერი ჩავალაგე რაც მჭირდებოდა.. ნატა დავურეკე და დროებითი თავშესაფარი ვთხოვე...
ერთი საათის მერე ბათუმისაკენ მიმავალ მატარებში ვიჯექით და ხმას არც ერთი ვიღებდით.. საშინლად მტკიოდა გული.. მტკოდა რომ ასე ვიქცეოდი, მაგრამ ამასაც ჩემი თავის გამო ვაკეთებდი... უნდა გამეგო საბოლოოდ მისი აზრები როგორო იყო, რას ფიქრობდა და არა ნდოდა ჩემგან, ცხოვრებისაგან, მზად იყო თუ არა თიკას დაშორებოდა.... ყურსასმენები გავიკეთე და წიგნი გადავშალე... მის კითხვაში ჩავიძირე, თითქოს ტვინაც შეყვიტა ტკივილზე ფიქრი .. კოელიოს ზარის ორაზროვანი ფრაზა მაშინვე მომხვდა გულზე „ როცა ადამიანები პრობლემებს ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან რომ , იმაზე უკეთ შეუძლიათ პრობლემების გადაწყვეტა, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ“– მწარედ გამეცინა და ნატას გავხედე. უშფოთველად ჩაძინებოდა მატარებლის რწევაში...

ბათუმში მზე ანარეკლებს ისროდა, ნატა გადაღლილი დავტოვე სახლში და მე ჩემი ონების სანაპიროსაკენ ავიღე გეზი..ჰაერში გამეფებული მლაშე სუნი სიცოცხლის ხალისს მიღვივებდა... ტელეფონი გავთიშე და შარვლის ჯიბეში ჩავიდე... ჩანთიდან პასტა და ბლოკნოტი ამოვაძრე და სანაპიროზე დავჯექი.. ზღვა ჯერ კიდევ რელავდა, ალბად ჩემთან ერთად განიცდიდა სათითაო ცრემლს ... ნიკაპით მუხლებს დავეყრდენი და თვალები დავხუჭე...
როგორ მინდოდა ტელეფონი ჩამერთო დამერეკა და მეტქვა როგორ მიყვარდა.. როგორ მინდოდა ეს ყველაფერი უკან მომეტოვებინა და მასტან გავქცეულიყავი...მაგრამ რარაც მაჩერებდა, იქნებ ეჭვიც კი მეპარებოდა მის გრძნობაში.. იქნებ მეშინოდა რომ ბოლოს მაინც მარტო დავრჩებოდი....გულის სიღრმეში მეშინოდა რომ ბავშვის გამო მაინც დამთმობდა და ცოლს დაუბრუნდებოდა.. მეშინოდა რომ თუნდაც ჩემტან ყოფნისას გაიქცეოდა მასტან ისევ.. მინდოდა მის გრძნობაში ჯერ თვითონ დარწმუნებულიყო და მერე მე...

**
გაფითრებული იჯდა დათო კაბინეტში და ამაოდ დაყურებდ ნანუკას მიერ დატოვებულ წერილს... ახალი ემოციებით სავსე შევიდა ტატო და წინ საბუთები დაუწყო..
– მაგარი იდეა მაქვს, ახალი რეკლამა გვაკეთეთ და მაგარი პროდუქცია შემოგვაქ დავით ჯერ საქართველოში რომ არავის აქვს..
– კარგი– განადგურებულმა დაუბრუნა პასუხიი ისე რომ არც კი შეუხედავს..
– არ მისმენ?
– კარგი–თქო.. თანახმა ვარ ყველაფერზე.
– ხდება რამე?
– წავიდა.. წერილი დამიტოვა და წავიდა ტატო.. ამჯერად საბოლოოდ მიმატოვა. ჩემი ბრალია, ვერ დავაჯერე როგორ მიყვარს, ვერ დავანახე..
– ასე ბავშვის გამო მოიქცა.. დამიჯერე.. საიდუმლოდ შენახვა მთხოვა მაგრამ მაინც გეტყვი..
– რას მეტყვი ტატო?
– დილით თიკასთან იყო. არ ვიცი იქ რა ილაპარაკეს, განადურებული მოვიდა იქიდან, მითხრა რომ შენს თავთან უნდა დაეტოვებინე.. არ სჯერა შენი სიყვარულის...ასე მარტივად შეგაცდინა თიკამ დავით..
– ყველაფერი მე გავაფუჭე–– გამწარებულმა იღრილა დათომ და ტელეფონი კედელს მიახეთქა.... ჩემი ბრალია ჩემი.. ვერ შევინარჩუნე, ვერ გავაკეთე ისე როგორც საჭირო იყო..არაკაცი ვარ, ცხვირ–პირს დავუმტვრევ იმას რო მივალ იქ....
– ეს კაცობა იქნება??? მაგას ჯობია მიხვიდე და ცივილიზებული ადამიანივით დაელაპარაკო.. აუხსნა რომ ასე არ ხდება როგორცმას გონია. მიდი და უთხარი რომ ბავშვით ნუ მანიპულირებს...
– ასეც ვიზავ.. – სწრაფად წამოხტა დათო სკამიდან და კაბინეტიდან გავიდა..
**

კარზე გამეტებით ურტყავდა დათო მანამ სანამ გაოგნებულმა არ გააღო თიკამ და ალმაცერად გახედა..
- რა ხდება მშვიდობააა????
- ჯერ-ჯერობით კი... რა უთხარი ნანუკას?
- აი თურმე რისთის მობრძანებულხარ ვაჟბატონო..
- ხო აბა გეგონა რომ მომენატრე? მომისმინე , შენ ხომ ადამიანი არც არასოდეს ყოფილხარ და ახლაც არ ხარ... შენ რომ ნამდვილი დედა იყო, შენს შვილს უფლებას მისცემდი რომ ბედნიერი ყოფილიყო, საერთოდ არ გამოჩნდებოდი ჩვენს ცხოვრებაში როცა, შენი შვილი სულ პატარა მიატოვე, ახლა რა უფლებით მოდიხარ და მას სთხოვ უყვარდე ჩემგან ითხოვ რაიმეს..კი მიყვარდი, ამას არ ვმალავ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი.. მაგრამ წავიდა ეგ დრო თიკა, დაივიწყე.. შენ ჩემთის აღარ არსებობ, არც იარსებებ. იმიტომ რომ მთელი გულით და გონებით ნანუკასი ვარ.. გგონია ის ერთხელ თუ ლოგინში ჩამიწექი ახლაც შევცდები.!???!!! ცდები ადამიანო... იცი როგორ მოიქეცი? ისე როგორც გახასიათებდა. ისე როგორც თავის დროს შემიტყუე ამით, ისე როგორც იმ კაცს აურიე თავგზა. შენ არ ხარ დედობის ღირსი.. სულ მიკვირს რატომ აძლევს უფალი შენნაირ ქალებს შვილებს და მათ ვისაც მთელი გულით სურთ შვილი რატომ არ ყავს საოცნებო შვილები, რომლებსაც მთელს ცხოვრებას შეალევენ... რა ადამიანი ხარ. რანაირი ქალი ხარ ვერ გავიგე...
- რანაირი და აქეთი თავისი შვილისათვის რომ იბრძვის...
- შვილისათვის? მე ოდესმე აგკრძალე შენ ბავშვთან ურთიერთობა? მე და ნანუკას მოგვეშვი თიკა.. მოგვეშვი გასაგებია? არ მანტერესებს არანაირად.. არ ხარ შენ ჩემთვის სასურველი ქალი..... მაგრამ მოუჭირა ხელი მკლავებში და სარკის წინ დააყენა... შეხედე, ქალი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა შენში აღარააა, ახლა შენ სულ სხვა ხარ ადამიანო. შეუშვი ამ თავში.. გაითავისე რა....
- რას მთხოვ? მარიამი მივატოვო???
- არა, მაგას არ გთხოვ.. ხელი მომიწერე განქორწინებაზე, სხვა არაფერს გთხოვ..
- არა, თქო არააა.. გასაგებია? არაა, არ ვაპირებ დაგთმო ასე მარტივად..
- რომელ დათმობაზე მელაპარაკები ადამიანო? მოგკლავ გაიგე??? გაგანადგურებ და ციხეში წავალ. არ მოგცემ უფლებას ნანუკას გული ატკინო... შვილი მაინც შეიცოდე.. თუმცა რა მიკვირს შენ ხო ქალი არ ხარ. ნამდვილი ბო*ი ხარ... - გამწარებულმა უყვირა და კარი მაგრად გაიჯახუნა....
**
სანაპიროს დაფიქრებული დავყვებოდი... ნატას გადამკიდეს ტვინის ნახევარი მტკიოდა გაუჩერებელი ლაპარაკისაგან.. ბოლოს მიხვდა რომ ამაოდ მელაპარაკებოდა და მუჯლუგუნი მითავაზა..
- ქალნატობო ნანა, არ მისმენთ?
- გისმენ- მიკვანებულმა ვუთხარი და გავხეე..
- მისმენ არა კიდე რა მინდა არა?!- არ მისმენ დათოსთან დაფრინავ.....
- ცდები.. არსად არ დავფრინავ, ვერ ხედავ აქ ვარ.. შენს გვერდით...
- შენ აქ ხარ, გული და ფიქრები თბილისშია.. ნუ მოკალი კაცი ნერვიულობით ის მაინც უთხარი რომ კარგად ხარ...- სწორედ ამ დროს აწკრილდა ნატას ტელეფონი და გამომხედა... დათოა.. უნდა ვუპასუხი...
- როგორც გინდა- უღიმღამოდ ჩავილაპარაკე და გვერძე გავედი..
- გისმენ ბატონო დავით, რით შემიძლია გემსახუროთ?- სიცილით ჩასძახა ნატამ ტელეფონში..
- კარად იცი, რითაც უნდა მემსახურ. მაგას უთხრი რომ ჩემგან გაქცევით თავს ვერ უშველის.... სად არის ის მაინც მითხარი რა. შენს მასთან ერთად ხარ ნატა? ადამიანს აღარა ვგავარ, არ გეცოდები მაინც??
- მეცოდები და მერედა როგორც, მაგრამ ნანუკა უფრო მეცოდება , ვერ ხვდები რომ გამოუვალ მდგომარეობაშია?
- ვხვდები, და მინდა გავარკვკიო ყველაფერში, გეხვეწები მითხარი სად ხართ?? მინდა დაველაპარაკო , მინდა ვნახო ნატა... დამელაპარაკოს მაინც, ხმა გამაგონოს რომ კარგადაა...
- ვეცდები დაგალაპარაკო , კარგადაა თქო ვერ გეტყვი. დაილია სანთელივით, ისე დადის, მაგრამ შენი ბრალია რომ ასე შეაყვარე თავი...
- ვიცი.. უთხარი რომ დამელაპარაკოს, მხოლოდ ორ სიტყვას ვეტყვი გეიცები მარიამის თავს...
- დამელოდე- ოხვრით თქმა ნატამ და ყურმილი გამომიწოდა... დალეაპარაკე რა. ნახვას ხო არ გთხოვ დაელაპარაკე , ძალიან ცუდადაა.. შენც ხო ადამიანი ხარ ნანუკა..
- კარგი . დაველაპარაკები.. მაგრამ იცოდე უკანასკნელად...
- ასე იყოს. როგორც გინდა, მხოლოდ ახლა შენი ხმა გააგონე..
- გამარჯობა დათო- ძლივს ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა...
- ნანუკა, ღმერთო ჩემო როგორ მაგიჟებ. სად ხარ გამაგებინე,. როგორ ხარ? ვკვდები ნერვიულობით ადამიანო... როგორ მენატრები...
- დამშვიდდი, კარგად ვარ . ნუ ღელავ, ვცდილობ დაგივიწყო...
- დამივიწყო? რატომ ნანუკა ? განა აღარ გიყვარვარ???
- მიყვარხარ და მერე როგორ. სწორედ ამიტომ მინდა დაგივიწყო..... მარიამის სიკეთის გამო.. ბავშვს დედა სჭირდება.. თვითნ მითხრა დათო. უნდა რომ სამივე ერთად ცხოვრრობდეთ.. ამას ელოდება.. მე ვერ ავურევ ფიქრებს და აზრებს. არ მინდა დედამისის შემცველი გავხდე... არ მინდა გესმის? არ ვარ მზად, ძალა არ მაქვს ამისი...
- მისმინე, ცუდად ფიქრობ, შენ არაფერ შუში ხარ, მარიამს ძალიან უყვარხარ, თიკას ველაპარაკე იმედია ყველაფერზე დაფიქრდება, ტატომ მითხრა რომ მასთან ყოფილხარ,გევედრები მის გამო ნუ მკრავ ხელს ნანუკა. მიყვარხარ ეს არაფერს გეუბნება??
- სანამ ცოლიანი კაცი ხარ, შენს სიახლოვეს ვერ ვიქნები... არ შემიძლია. შენი დანახვა შენი თვალების დანახვა მანგრევს დამიჯერე. ეს ჩემთის ადვილი არა, ყველაფერი იმის დავიწყება რაც ჩვენს შორის იყო მაგრამ ასე. მომიწევს ჩემი ცხოვრება სხვანაირად დავალაგო....
- ცუდად იქცევი. მე მაინც ვიბრძოლებ. ბოლომდე ვიბრძოლებ ამის გამო.... არ დაგთმობ გესმის.?? მარიამსაც დაველაარაკები და გავარკვევ რითი აგულიანებს დედამისი ასე.... იცოდე არ მიგატოვებ, ვერ დაგთმობ შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ.... მიყვარხარ იცოდე...
**
უკვე რვა ხდებოდა დათო სახლში რომ მივიდა. სახეზე ფერი არ ედო, ძალა გამოცლილი ჩაესვენა სავარძელში და ნიას გახედა.... ტკივილნარევი ღიმილით დაუბრუნა მზერა დამაც , მის ფეხებთან მოკალათდა დათო და თავი კალთაში ჩაუდო..
- წავიდა გესმის? ნანუკამ მიმატოვა. თიკას უარს ამბობს განქორწინებაზე, მარიამს დედა შეუყვარდა რატომღაც ასე უცებ.. მე კი საშინლად მტკივა ყველაფერი ნიაკო.. შენი ძმა სუსტი აღმოჩნდა საყვარელი ქალიც კი ვერ დაიჭირა რომ გულში ჩაეკრა..
- მოვა აუცილებლად მოვა შენთან , იცოდე ნანუკას უყვარხარ, ასე წრფელი სიყვარულით ჯერ არავის ყვარებიხარ როგორც ამ გოგოს, მისთვის ბოლომდე იბრძოლე.... იბრძოლე და არ დათმო...
- არ გამომდის, არ უნდა ჩემი დანახვა, ჩემი გაგონება და მოსმენაც კი არ უნდა ნიაკო, როგორ მოვიქცე... მარიამი სადაა? უნდა დაველაპარაკო...
- წეღან თიკამ წაიყვანა , მაღაზიაშ და სადაცაა მოვლენ...
- გასაგებია როგორც ყიდულობს ბავშვის გულს.. ახლა მესმის....
- აი მოვიდნენ კიდეც....- ღიმილით გაიხედა ნიაკომ კარისკენ და პარკებით ხელდამშვენებული შემოვიდა მარიამი თიკასთან ერთად..
- მამიკო..- მთელი ხნით დაიყვირა და კისერზე ჩამოეკიდა... მამიკო, რა მალე მოსულხარ..
- სად იყავი მარიამ? მამას არაფერი უთხარი და ისე წახვედი??
- თიკამ მითხრა მამას მე ვეტყვიო და....
- მარიამ თიკა კი არა დედა უნდა დამიძახო- გაბრაზება შეეპარა თიკას ხმაში და ბავშს თითი დაუქნია...
- ბავშვი დედათაც კი ვერ აღგიქვამს რას სთხოვ... მისთის თიკა ხარ, რომელიც დღეში მილიონ სათამაშოს ყიდულობს და მეტი არაფერი. ოდესმე დაინახავ და შეიგნებ ამას?? ბავშვმა არ იცის რა არის დედის სიყვარული და არ გაბედო მეორედ ჩემი შვილის დასჯა გასაგეია???
- ის ჩემი შვილიცაა...
- არაააა, ამის დედაც მოვ****ან, ის შენი შვილი არაა.... ჩემია მხოლოდ ჩემი.... მე გავზარდე... მე ვიყავი მისთის დედაც და მამაც,, დაიმახსოვრე.....
- მამიკო, მამიკო, არ იჩხუბო რა.. ტირილით მოეხვია მარიამი ფეხებზე , დათომ ბავშვი ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა... დედასთან წავიდეთ.. ნანუკა დედა რატომ აღარ მოდის ჩვენთან???
- ნანუკა თბილისში არაა ჩემო საყვარელო, როგორც კი ჩამოვა მასთან წავალთ...
- ის დედაშენი არაა... დედაშენი მე ვარ - დაიმახსოვრე - ისტერიულად იყვირა და ბავშვისაკენ წამოვიდა...
- ჩემს შვილს ხელი არ დააკარო თორემ, ხელებს დაგამტვრევ... იცოდე... ახლა ხო დაინახე რომ ამ ბავშვს მხოლოდ ერთი დედა ყავს.. და შენ მისთვის არაფერი ხარ... ნიაკო წავალ მარიამს დავაძინებ და იცოდე.... მამიდას აკოცე ლამაზო- ჩუმად უთხრა შვილს ყურში და ბავშვი ნაიაკოსაკენ გადახარაა..
ერთ ხანს ასე შუა ოთახში გახევებული იდგა თიკა, ბოლოს ნიას წინ ჩამოჯდა და გაუღიმა.
- შენ არ შეცვლილხარ, ისეთივე თბილი თვალები გაქვს რაც იყავი..
- მაგრამ შენ შეიცვალე თიკა... როგორ გახდი ასეთი? ცივი და უხეში? როდის ? როგორ შეგეძო ასე მიგეტოვებინა შვილი, სხვა კაცის და კარიერის გამო...
- შენც იგივეს ამბობ არა???
- მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ... რომელმაც ჩემი ძმის ცხოვრება ნულამდე დასვა. მხოლოდ ნანუკას გამოჩენით გაშალა ფრთები. ნანუკამ თავიდან გამოაოცოცხლა.. დაანახა რომ ისევ შეიძლება უყვარდეს, რომ მიუხედავად შენ მიერ მიყენებული ტკივლიდა სიყვარული მეორედაც შეიძლება მოვიდეს და რომ შეუძლეელი არაფერია...
- ვნაბობ, მართლა ვნანობ რომ ასე გავაკეთე და წავედი..
- მაგრამ ახლა ვერაფერს გამოასწორებ ხო ასეა?? ამიტომ სხვებს მიეცი უფლება ბედნიერები იყვნენ თიკა, ნუ გაბოროტდები ასე რა..კარგი დათო და ნანუკა არ განაღვლებს , თუკი ასე დარდობ შენს შვილზე მაინც იფიქრე..
- ჩემს შვილზე რომ ვფიქრობ იმიტომ ვიბრძვი მასთან ყოფნისათვის.
- უფალს ვთხოვ თუ შენნაირი დედა უნდა ვიყო, რომ არასოდეს მეყოლოს შვილი... შენ არ ხარ დედად დაბადებული ქალი.. ნანუკამ სხვისი შვილი საკუთარივით შეიყვარა შენ კი, საკუთარი შვილი მიატოვე და ახლა მის შებმას სათამაშოებით ცდილობ.

დათომ ფრთხილად ჩააწვინა შვილი ლოგინშ და გვერდით მიუწვა.. ძალიან რთული იყო ასეთ პატარა ბავშვს საკუთარ განცდებზე დალაპარაკებოდა... ცდილობდა რაიმე ხერხი მოეძებნა საამისოდ..
- მამიკო, ნანუკა დედა რომ წავიდა, აღარ ვუყვარვართ???
- რა სისულელეა მარიამ, ვუყვარვართ.. ნანუკას ძალიან უყვარხარ.. უბრალოდ ვწყენინე..
- რატომ აწყენინე მამა. ნაყინი არ უყიდე და იტირა?
- არა მამა. ნანუკა ხო დიდი გოგოა.. შენი დედიკო რომ დაბრუნდა ნანუკამ წასვლა გადაწყვიტა. იფიქრა რომ თიკასთან უფრო კარგად იქნებოდი....
- მე ნანუკა დედა მენატრება.. თიკა ჩემი მეგობარია.. სათამაშოებს ყიდულობს. მაგრმ თუ ნანუკა დედას აწყენინა მეც არ მინდა მისი თოჯინები...
- მარიამ მისმინე.. თიკა შენი ნამდვილი დედა.. შენ შეგიძლია ის ნახო მასთან იარო და ითამაშო, მაგრამ მამას ნანუკა უყვარს , როგორ აგიხსნა, რა პატარა ხარ..
- ვიცი , დაგინახე რომ აკოცე ნანუკას თანაც ტუჩებში და ხელები ავიფარე...
- ოხ, შე მაიმუნო შენა... როდის მოახერხე...
- ერთხელ დავინახე მამა. ნანუკასთან წავიდეთ რა...ნანუკსთან მინდა...
- ვერ წავალთ. ნანუკას თვითნ უნდა მოუნდეს ჩვენთან ყოფნა.. მაგრამ მე შენ და ნანუკამ რომ ერთად ვიცხოვროთ მარიამ. თიკა ჩვენთან ერტად ვერ იქნება იცი ეს?
- ვიცი.. თიკამ მთხოვა მამას უთხარი შევრიგდეთ და ერთად ვიცხოვროთო. ვერ გავიგე თქვენ ხომ არ ხართ გაბუტულები და, ვუთხარი მე ნანუკა დედასთან მინდაცხოვრება თქო და მეჩხუბა...
- არაუშავს მამიკო. დაიძინე ახლა.. ნანუკას დავურეკავ და თიკასაც დავეაპრაკები. შენ ტკბილად იძინე ოღონდ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Sweet Home

ძალიან კარგია ოღონდ გთხოვ ეს ტკბილი ოჯახი ერთად შეკარი, არ დააშორო ნანუკადა დათო

 


№2  offline წევრი anamaria♡

ვაიმე ტანჯვით დავიტანჯე რა ნანუკას ცოდვით გავთავდი ბავშვი თან ნერვები მეშლება რამდენჯერ უნდა შეიყარ გაიყარონ არ რას რიგდებიან ერთ წუთში და რას პირდებიან ერთმანეთს რაღაცეებს და მერე რო წიკიანებივით გარბიან ერთმანეთისკენ ნუ საბოლოოჯამში კი საინერესოა მარა ძაან ბევრი გაყრა შეყრაადა დამეგლიჯა ნერვები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent