შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრების მცველი(3)


4-07-2019, 17:55
ავტორი dara
ნანახია 2 479

დრომ სწრაფად გაიარა და წავიდნენ ბათუმში.იმ კვირის მანძილზე ხმა არ ამოუღიათ ალექსანდრეც ვერ იყო ხასიათზე ამიტომ თავს არიდებდა გოგოს.ოთახშიც მხოლოდ მაშინ შედიოდა როცა ეძინა ცოტახანს თავთან უჯდა და მძინარეს უყურებდა შემდეგ კი ისევ ტოვებდა ოთახს არ იცოდა რას აკეთებდა ასე საკუთარ თავს სკიდა თუ ტაისას აგრძნობინებდა რომ ყველაფერი ყოველთვის ისე მოხდებოდა როგორც კაცი მოისურვებდა.აი ახლაც მანქანაში ისხდნენ და ხმას არ იღებდა მხოლოდ თვალს აპარებდა გოგოსკენ,რომელსაც თავი ფანჯრისთვის მიედო და თვლემდა.როცა ჩავიდნენ ტაისამაც გაიღვიძა,სახლი ძალიან ლამაზი იყო მყუდრო და ამავდროულად საკმაოდ დიდი.იმ დღეს საკმაოდ გვიან ჩავიდნენ ამიტომ დაიძინეს სა ზღვაზე გასვლა ხვალისთვის გადადეს.ალექსანდრემ რაღაცატომ ისევ ანასტასიას გვერდით დაიკავა ადგილი და უხერხულობას შეუქმნა გოგოს.დილით როგორც ყოველთვის ალექსანდრეზე ადრე გაიღვიძა იცოდა ბიჭი კიდევ დიდხანს არ ინებებდა თვალის გახელას,არ აპირებდა მოწყენილობისგან მომკვდარიყო ამიტომ ზღვაზე გასვლა გადაწყვიტა.ასეც მოიქცა ცოტახანი პლიაჟზე გაწვა,მერე იბანავა,უკან დაბრუნდადა მზეს მიუშვირა სახე.
ალექსანდრემ გაიღვიძა თუ არა მაშინვე ანასტასიას ძებნა დაიწყო,მერე მიხვდა სადაც იქნებოდა სწრაფად გაემზადა და თავადაც სანაპიროსკენ დაიძრა,მალევე მოძებნა ანასტასია და უჩუმრად მიეპარა.
-ვინ დატოვა ეს ქალობატონი მარტო?-პირდაპირ მის ყურის ძირში დაიჩურჩულა,ტაისა მოულოდნელობისგან შეხტა.-ხპომ არ შეგაშინე?რამე მოხდა?
-არა არაფერი!უბრალოდ ვერ შეგამჩნიე!-გულზე ხელი ჰქონდა მიჭერილი და ისე ლაპარაკობდა.
-კარგი დამშვიდდი!კარგად ხარ?
-კი!რა საჭირო იყო ასე მოპარვა?!
-რავიცი ვიფიქრე ორიგინალურად მივალთქო!არ გინდა ნუ გინდა!-მშვიდად გადაიძრო მაისური და იქვე წამოწვა.ანასტასია უკვე ცუდად ხდებოდა ამდენი მომზირალი თვალისგან აღსანიშნავია ყველა მათგანი ქალს ეკუთვნოდა თანაც კიდევ უფრო ღიზიანდებოდა როცა აცნობიერებდა რომ თავადაც გაურბოდა თვალი ალექსანდრესკენ.
-უფფფ შეგიძლია წყალში შეხვიდე?!-პატარა ბავშვივით ამოიბუზღუნა.-დავიღალე უკვე ყველა აქეთ იყურება!
-დარწმუნებული ხარ მაგიტომ გინდა შევიდე?იქნებ თავადაც ვერ თოკავ თავს?!ან იქნებ...ეჭვიანობ კიდეც?!-ტუჩებთან ახლოს ამოიჩურჩულა წამიერად შეეხო და მართლაც წავიდა წყლისკენ.
-ვეჭვიანობ როგორ არა!მეტი საქმე არ მაქვს!ვეჭვიანობ თურმე!...არა რა ჯანდაბაა როგორ ცხელა! წავედი მე წვენი მინდა!-ბოლო სიტყვები ალექსანდრეს გასაგონად თქვა და ბარისკენ დაიძრა.ბიჭმაც ცოტა ინებივრა შემდეგ კი ისიც იგივე კაფისკენ გაემართა.
-აუ მშია!რამე გემრიელი მომიტანეთ რა!...აბაა?!გაგრილდი?-თვალი ჩაუკრა.
-გემუდარები რაა!-გოგომ მობეზრებულად გახედა.
-უიმეეე უჟმური!
-და ამას ვინ მეუბნება?!
-აშკარად ცუდად იმოქმედა შენზე იოანესტან დროის გატარებამ!
-ისე მართლა არ ცამოვა?
-არა იქ რა ვაკეთოო?!ხო არ მოიკლებს ბიჭი გართობას?-გააეცინა.
-აშკარად ხელს გიშლი გართობაში!
-კარგად მომისმინე ლამაზო შენ მე ვერასდროს ვერაფერში შემიშლი ხელს!-გოგომ ხმამაღლა გაიცინა.
-გგონია როცა გინდა წახვალ და ვისთანაცგინდა იმასთან გაერთობი არა?!-ცინმიკური ღიმილით მიაშტერდა.-არც იოცნებო!შენ თვითონ გაყავი თავი არ დაგავიწყდეს!
-ჰაჰაჰა ვაიმე ცუდად ვარ!და შენ როგორ შემაჩერებ?
-იქნებ იმით დავიწყოთ რომ მაგ შემთხვევაში მთელი საქართველო გაიგებს ამას!უკვე წარმოვიდგინე სტატიები სათაურებით:“წლის სასიძო მოღალატე ქმარი გამოდგა“ „ალექსანდრე ნაკანი საყვარელთან გამოიჭირეს“მერე მეც მოვირგებ გულგატეხელი ქალის ნიღაბს!ან უბრალოდ...
-ახლა კარგად მომისმინე!მე როცა მომინდება და რასაც მომინდება იმას გავაკეთებ შენკი თუ შეიძლება შეეცადე წყობიდან არ გამომიყვანო და საწყალი კი არა შეყვარებული ქალის ნიღაბი მოირგე!
-და რას იტყვი მეც რომ წავიდე სხვასთან!
-შეგიძლია დღესვე მიბრძანდე!....და მერე ერთად ვიტიროთ ანდრია დაშნიანის საფლავთან გინდა?-ირონიულად გახედა და გოგოსაც მაშინვე სერიოზული გაუხდა სახე.-გაცივდები ასე!-სველ თმაზე მიუთითა.
-ღმერთო რა მზრუნველი ხარ!
-ყველას შენსავით არ უმართლებს!
-იქნებ შეწყვიტო ეს ცინიზმი?!
-არა რატომ მე მომწონს!
-შენთან ლაპარაკი არ ღირს!-ფეხზე წამოდგა-მე სახლში მივდივარ!
-მოიცა მეც წამოვალ!-ანასტასია ლამის გარბოდა უნდოდა სწრაფად მისულიყო.იმდენად იყო გაფანტული ვერც კი შეამჩნია როგორ წამოედო ქვას.ფეხი ძალიან ეტკინა იმდენად, რომ ცრემლები წასკდა.ამან ალექსანდრეზე საშინლად იმოქმედა დენდარტყმულივით მივარდა. -ტაისა,ტაისა კარგად ხარ?
-არა!-ტირილით ამოთქვა.
-ძალიან გტკივა?...თუმცა რას გეკითხები ალბათ გტკივა...დამშვიდდი!-ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა.სახლში მიიყვანა თუ არა საწოლზე დასვა და პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა.
-ალექსანდრე!...ალექსანდრე მტკივა გთხოვ!
-კარგი დამშვიდდი გაგივლის!მალე კარგად იქნები!-ტაისას ამშვიდებდა არადა თავადაც არ იყო კარგად.დაამთავრა თუ არა ფეხის შეხვევა მაშინვე შეინახა ყუთი და ისევ ოთახში. -გაგიარა? -არა!-ისევ ცრემლები სდიოდა. -კარგი დამშვიდდი აი ნახე მალე ყველაფერი გაივლის!-მის გვერდით დაჯდა და ჩაიხუტა ანასტასიასაც არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის თავი.ალექსანდრეს გული ისეთი სიჩქარით ცემდა ეგონა მალე ამოვარდებოდა საგულედან.ანასტასიას თმას ეფერებოდა და ჟრუანტელი უვლიდა გოგონასაც კი სიმშვიდე მოუტანა მისმა სიახლოვემ და ჩაეძინა.ალექსანდრე დიდხანს უყურებდა და ტკბებოდა მისი მშვიდი ძილით.მერე წამოდგა და გადაწყვიტა რომ როცა გაიღვიძებდა მოშივდებოდა ამიტომ ბევრი წვალების შემდეგ გაიაზრა რომ თავად ვერაფერს გააკეთებდა და მზა საჭმელი გამოიძახა.ამ დროისთვის ანასტასიამაც გაიღვიძა.
-აი მეც მოვედი!-კარი ფრთხილად შეაღო და ლანგარი საწოლზე დაუდო.-ახლა ამას შეჭამ და მერე რაც გინდა ის ვაკეთოთ!ნუ რასაც ადგომის გარეშე შეძლებ!
-რა არის?-სახედამანჭულმა გახედა.
-წვნიანი!
-არ მინდა!
-როგორ არა ძალიან გემრიელია!
-გითხარი არ მინდა მეთქი!-ცხვირი აიბზუა და გვერდი იცვალა.
-ანასტასია გამოიხედე!...გთხოვ სულ ცოტა! მშიერი ხომ არ იქნები არა!
-არ მინდა!
-ისევ გტკივა?გინდა ექიმთან წავიდეთ?
-არა არა ექიმი არა!-უცებ წამოჯდა.
-ანუ ექიმი არა?!მაშინ უნდა შეჭამო!
-მაგას არაფრის გულისთვის არ შევჭამ!
-გამიღე პირი!პატარა ანასტასია ახლა წვნიანს შეჭამს!-კოვზს პირთან უტრიალებდა ბოლოს მაინც მოახერხა და აჭამა.-აი ასე ახლა დათას ხათრით გამიღე პირი!-ანასტასიას დათას ხსენებაზე სახე მოექუფრა.
-არასოდეს არ ახსენო დათა გასაგებია?!შენ არა!-ალექსანდრე უცებ მოვიდა აზრზე ლანგარი ტაისას მიაწოდა და წამოდგა.
-იქნებ შენით განაგრძო?შეეცადე თავს ძალა დაატანო!
ანასტასიამ მართლა მიირთვა კერძი. -ალექსანდრეე!
-გისმენ!-სწრაფად შემოვიდა ოთახში.-გტკივა?
-არა მოვიწყინე წავიდეთ სადმე!
-ანასტასია ვერ ადგები გეტკინება! -გასაგებია შენ არ გინდა წასვლა კარგი მარტო წავალ!
-ანასტასია ფეხი გეტკინებ..-გოგონა მაინც წამოდგა თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წაიქცა. -რატომ არ მისმენ!-ალექსანდრე სწრაფად მივარდა და ისევ საწოლზე დააწვინა.-ანუ მოიწყინე მოიწყინე არა?!მაშინ....რამე ფილმს ვუყუროთ!
-ერთად?
-ხო რა იყო?!
-არა არაფერი კარგი ვუყუროთ!-ალექსანდრემ უცებ ააფრიალა ხელში და მისაღებ ოთახში ჩაიყვანა,დივანზე წამოაწვინა,პლედი მიუტანა და თავად სამზარეულოში გავიდა.მალევე დაბრუნდა წვენითა და ტკბილეულობით ხელში.-აი ისევ მოვედი!რა ფილმი ჩავრთო?
-არ ვიცი!
-კარგი ისევ მე მოვიფიქრებ!-წამოდგა და რაღაც ფილმი ჩართო,კომედიური ჟანრის ისეთი რომ ანასტასია სიცილს ვერ იკავებდა.ბევრი იცინეს,თუმცა შუა ფილმის დროს რაღაც გამოძრავდა სახლში დაალექსანდრეც წამოდგა სანახავად,ოთახში დაბრუნებულს ხელში პატარა ლეკვი ეჭირა.-ნახე ვინ გვესტუმრა!რა საყვარელი ხარ!ლამაზო!ძალიან მიყვარხარ!-შემდგომ ლეკვთან თამაშს მოყვა,ამ ხნის განმავლობაში ანასტასია პირველად ხედავდა ასეთ მხიარულ ალექსანდრეს,ის არ გავდა იმ კაცს რომელსაც ცოლად გაყვა,არ იყო ჯმუხი და თავხედი,პირიქით მცრუნველი და კეთილი იყო,როგორ უნდოდა დაეჯერებინა რომ ეს ალექსანდრეს ნამდვილი სახე იყო და შეძლებდა მასთან დამეგობრებას თუ არა მშვიდობიან ცხოვრებას მაინც მაგრამ მას სულ სხვანაირი ალექსანდრე გააცნეს!



№1 სტუმარი სტუმარი salome

dzalian gtxovt mal male dadet. tore movkvdi interesit ????

 


№2  offline წევრი dara

სტუმარი salome
dzalian gtxovt mal male dadet. tore movkvdi interesit ????

shevecdebi male davdi da imedebi ar gagicruo

 


№3  offline წევრი izabella

რაღაცატომ თუ რატომღაც? ცუდად მომხვდა თვალში და მგონი ბეჭდური შეცდომა უნდა იყოს.
რაც შეეხება ალექსანდრეს, ჯერჯერობით ჩემი გული ვერ მოიგო. კარგია, რომ ტაისაზე ზრუნავს, ურთიერთობაშიც ძალიან დათბა, მაგრამ რეალურად რამ აიძულა მისი ცოლად შერთვა ჯერ კიდევ უცნობია და ეჭვის თვალით ვუყურებ, დიდი შანსია თამაშობდეს.
სიუჟეტი მომწონს, მაგრამ ძალიან პატარა თავებია და ცოტა რომ გაგეზარდა კარგი იქნებოდა. ველი შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი dara

izabella
რაღაცატომ თუ რატომღაც? ცუდად მომხვდა თვალში და მგონი ბეჭდური შეცდომა უნდა იყოს.
რაც შეეხება ალექსანდრეს, ჯერჯერობით ჩემი გული ვერ მოიგო. კარგია, რომ ტაისაზე ზრუნავს, ურთიერთობაშიც ძალიან დათბა, მაგრამ რეალურად რამ აიძულა მისი ცოლად შერთვა ჯერ კიდევ უცნობია და ეჭვის თვალით ვუყურებ, დიდი შანსია თამაშობდეს.
სიუჟეტი მომწონს, მაგრამ ძალიან პატარა თავებია და ცოტა რომ გაგეზარდა კარგი იქნებოდა. ველი შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

გმადლობ საყვარელო იმედია მოგეწონება და გავამართლებ შენს იმედებს,ყოველ შემთხვევაში ვეცდები მაინც!ალექსანდრე კი....ოოო ვნახოთ ვნახოთ!!იმიტომ რომ ის ჩემთვისაც ძალიან დიდი ამოცანაა რომელსაც იმედი მაქვს თანდათან ამოვხსნი! blush blush

 


№5 სტუმარი ლიზა აბაშიძე

მადლობა დარა რომ ზაფხულის მოსაწყენ და უსაქმურ დღეებს ასე მიფერადებ.ძალიან მონწონს შენი პერსონაჟები(განსაკუთრებით ალექსანდრე,ჯმუხი ბიჭი).მიყვარს კითხვა და მსგავს ისტორიებში მოგწაურობა.❤ კიდევ ერთხელ მადლობა ჩემო გოგოვ ❤
სხვათა შორის ეს სახელიც შენი პერსპნაჟის მიხედვით დავირქვი????

 


№6  offline წევრი dara

ლიზა აბაშიძე
მადლობა დარა რომ ზაფხულის მოსაწყენ და უსაქმურ დღეებს ასე მიფერადებ.ძალიან მონწონს შენი პერსონაჟები(განსაკუთრებით ალექსანდრე,ჯმუხი ბიჭი).მიყვარს კითხვა და მსგავს ისტორიებში მოგწაურობა.❤ კიდევ ერთხელ მადლობა ჩემო გოგოვ ❤
სხვათა შორის ეს სახელიც შენი პერსპნაჟის მიხედვით დავირქვი????

ვიცი საყვარელო და მადლობა შენ რომ ასე ერთგულად კითხულობ ჩემს ისტორიებს!არ დამჭირდება იმის შეხსენება რომ შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ჩემთვის.შენ მე ყოველთვის რაღაცას მასწავლი და შენი რჩევა შემდგომ ყოველთვის მადგება.ლიზა ჩემი განსაკუთრებული პერსონაჟი იყო და შენც განსაკუთრებული ხარ!ძალიან მიყვარდა ლიზა და შენც ძალიან მიყვარხარ! heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent