შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (4)


5-07-2019, 00:00
ავტორი omexi
ნანახია 475

დღე მეოთხე
დამესიზმრა, თითქოს გამოცდაზე ვიყავი, ხელში ბილეთი მეჭრა და საგამცდო საკითხს ვყვებოდი, ვყვებოდი ხმამაღლა, თავდაჯერებით, მაგრამ რატომღაც ჩემი ხმა არავის ესმოდა, ლექტორი გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, ფეხზე წამოვარდა და სახეაჭარხლებულმა დამიღრიალა.
- ადექი!
შიშისგან საწოლში ნერვულად შევხტი და გამომეღვიძა, გათენებულიყო, თავს ბებო დამდგომოდა.
- ადექი, ავტობუსზე არ დაგაგვიანდეს, - ხმადაბლა მითხრა.
გავიზმორე, ლოგინზე მთქნარებით წამოვჯექი.
- უუფ, - უკმაყოფილოდ წარმოვთქვი და შუბლი მოვისრისე, ნაბახუსევისგან თავი მისკდებოდა.
ავტობუსის მოსვლამდე მთელი საათი იყო დარჩენილი, მსუყედ ვისაუზმე და მიუხედავად იმისა, რომ «პახმელია» მტანჯავდა საგამოცდო კონსპექტებს ზერელედ გადავავლე თვალი.
მოგეხსენებათ მესამე კურსის სტუდენტი ვარ, სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი ცოდნის წყალობით ყოველგვარი ექსესის გარეშე გადავდიოდი კურსიდან-კურსზე, ყოველთვის კარგად ვიცოდი საგამოცდო მასალა, ასე მოუმზადებელი არცერთ გამოცდას არ შევხვედრივარ, ამიტომ წარმოდგენა არ მქონდა რა მეშველებოდა.
მართალია უნვერსიტეტში ჯერ ისევ შემორჩენილიყო კომუნისტების დროინდელი კორუფცია, სტუდენტები ათასნაირ ხრიკს მიმართავდნენ რათა გამოცდები გაურთულებლად ჩაებარებინათ: ზოგი გავლენიან ნათესავს ჩარევდა, ზოგი ლექტორს მოისყიდდა, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური ეგრეთწოდებული «პადაგრევები» იყო, რომელიც უმეტესად წვრილ-წვრილი საჩუქრების სახით მიჰქონდათ სტუდენტებს ურჩი ლექტორებისთვის.
შემეძლო «პადაგრევით» მეც მეცადა ბედი, რადგან არც ბევრი ფული მქონდა და არც გავლენიანი ნათესავები მყავდა, თუმცა იყო ერთი «მაგრამ», ლექტორი რომელთანაც გამოცდა მქონდა დანიშნული, პატიოსნობით და საქმისადმი ერთგულებით გახლდათ ცნობილი.
«ალბათ მამიდაჩემი გადაირევა, როცა ჩემი მოუმზადებლობის ამბავს გაიგებს» - გამიელვა გონებაში.
საერთოდ როგორც საქართველოშია მიღებული, სტუდენტი სტუდენტობას ნათესავის ოჯახში ატარებს, მეც ანალოგიური გზა გავიარე, როცა ქუთაისში მიწევდა ჩასვლა ყოველთვის მამიდაჩემთან ვრჩებოდი, ქუთაისის ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში, რომელსაც ადგილობრივები «ჭომას» ეძახდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უბანი წვრილ-წვრილი დანაშაულის ფონით ყველაზე მეტად გამოირჩეოდა, რამდენიმე კრიმნალური ავტორიტეტი კი სისტემატურად ცხოვრობდა იქ, უბანი მაინც ყველაზე ცნობილი და კოლორიტული ადგილი იყო ადგილობრივებისთვის.
«ჭომა» რიონის კალაპოტის გასწვრივ გაშენებული, ერთიანად მწვანეში ჩაფლული უბანი გახლდათ, ბოტანიკური ბაღი და ცნობილი რესტორანი «ხვამლი», რომელიც კომუნისტების ეპოქის დასრულების შემდეგ არ ფუნქციონირებდა მისი სავიზიტო ბარათი იყო.
ამ სამი წლის განავლობაში საკმაოდ კარგად შევისწავლე ეს უძველესი უბანი, რაშიც ხელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმცირემ შემიწყო, ყოველდღიურად სასწავლებლამდე ფეხით მიხდებოდა მისვლა და მეც ყოველ დღე უბნის მეტამორფოზის მოწმე ვიყავი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობისდა მიხედვით იცვლიდა სახეს.
რაც შეეხება უბნელებს, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას უბნის ცხოვრებაში: საღამოობით ვთამაშობდი ჯოკერს, ნარდს, დომინოს, ბოლო ხანს კინგს და პრეფერანსაც, ვქეიფობდი ბიჭებთან ერთად და განვიხილავდი ადგლობრივი ავტორიტეტების მდიდარ კრიმინალურ მოღვაწეობას.
- დია ქუთაისში რომ ჩახვალ, ყველა ჩაკოცნე, მოიკითხე, მათი ამბები გეიგე და ჩვენი ამბებიც მოუყევი, - მაგიდის თავში მჯდარი ბებიაჩემი პატარა ბავშვივით მარიგებდა.
- არ ინერვიულო შურა ბებო, პირველად ხომ არ მივდივარ, - თავი დავუქნიე ბებოს.
- კაი ბებო გენაცვალოს, ოღონდა გუშინდელივით არ დათვრე იქინე, სირცხვილია რას იტყვის მამიდაშენი.
- ყველაფერი გასაგებია გენერალო! - ხელი შუბლზე მივიბჯინე და სასაცილოდ გავიჯგიმე.
- ნუ მაიმუნობ ბიჭო, - გამიჯავრდა ბებო, შემდეგ თვალები მოჭუტა და შემპარავად მკითხა, - ისე სად დალიე ამდენი?
- თამაზისთან შურა ბებო, დაგავიწყდა ღვინის მოსატანად რომ გავყევი? - მოჩვენებითად გავიკვირვე.
- მომკალი და არ მჯერა მაგი დია.
- კარგი მაშინ სიმართლეს გეტყვი, - ბებიაჩემს სერიოზულად მივაცქერდი, - ქალის მოსატაცებლად ვიყავით, მოვიტაცეთ და ვიქეიფეთ.
- უი შენ დეგეყარა მიწა მაგ ენაზე, - შეიცხადა ბებიაჩემმა, - მაგფერი ტყვილის თქმა რავა შეიძება.
- შენ არც სიმართლე გჯერა და არც ტყუილი და რა ვქნა მე, - მხრები ავიჩეჩე,
- გირჩევნია დროზე ჭამო საჭმელი, თორემ ავტობუსი გაგასწრებს, - ბებო მაგიდას მოშორდა, მეორე ოთახიდან პირთამდე გავსებული ჩანთა გამოიტანა და ხელში მომაჩეჩა, - ა დია აქანე შენი ტანსაცმელია ჩაწყობილი, კიდევ ჩურჩხელები და მჭადის ფქვილი, ხელი მაგრად მოკიდე ავტობუსში არ წაგექცეს, თვარა დევიღუპები.
- ყველაფერი რიგზე იქნება გენერალო, - კვლავ ჯარისკაცივით გავიჯგიმე და ჩანთა წამოვწიე, მემძიმა თუმცა არ შევიმჩნიე.
შემდეგ ჩემი განუყრელი ტყავის ქურთუკი ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.
- ა კიდო ბებია, - უკან დამედევნა ბებიაჩემი, - აი ცოცხი წოუღე მამიდაშენს, - მან საიდანღაც უზარმაზარი ცოცხი დაითრია და ჩანთაში ჩატენა.
- კაი რა შურა ბებო, - ნაწყენმა ვუთხარი, - მთელი სოფლის ტვირთი რომ ამკიდე, ხომ იცი რამოდენა გზა მაქვს ფეხით გასავლელი.
- არ მოკვდები ნუ გეშინია, - ბებომ შუბლზე მაკოცა და პირჯვარი გადამწერა.
დავემშვიდობე და ჭიშკრისკენ გავეშურე, ამასობაში შორიდან ავტობუსის ხმაც მომესმა, სირბილით გადავკვეთე ეზო, მოახლოვებულ ძველ, დანჯღრეულ ავტობუსს ხელი დავუქნიე და კაბინაში შევხტი, თუმცა ბებიაჩემის ერთი დარიგება მაინც ჩამესმა ძრავის რახრახთან ერთად.
- არ აყვე ბებია ჯიბგირებს და მამაძაღლებს და შენ იცი ჭკუით მოიქეცი.
ავტობუსის კაბინა კვამლით იყო სავსე, რომელიც უხეიროდ გაკეთებული საკვამლე მილიდან შემოდიოდა, მხოლოდ ორი მგზავრი იჯდა წინა სავარძლებზე, ამ სიცივეში ფანჯრები გაეღოთ და ცდილობდნენ წარმოქმნილი ორპირი ქარით კვამლი გაეფანტათ.
ცარიელი კაბინა გადავკვეთე და ფანჯარასთან მოვკალათდი, თვალი გავაყოლე მარტოდ დარჩენილ ბებოს, რომელმაც ამჯერად მიმავალ ავტობუსს გადაწერა ჯვარი, თავსაფრის კუთხით მალულად მოიწმინდა ცრემლი და ნელა შეფრატუნდა ეზოში.



№1  offline წევრი Rania

Zalian kargad cert. Gamartulad. Sadad da zedmetobwbis gareshe. Erti siamovnebaa amis kitxvaa. Zalian mainteresebs gagrzelwba. Imedia male dadebttt

Cina istoria arachveulebrivi iyo. Imedia esec gaamartlebs molodinebss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი omexi

მადლობა სასიამოვნო შეფასებებისთვის. ეს ნაწარმოები შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს ძველ ფაილებში, დასრულებულია, თუმცა გადახალისებას საჭიროებს. ასე რომ ალბათ გარკვეული დრო დამჭირდება, რომ საბოლოოდ დავდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent