შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყინულზე [1]


9-05-2019, 13:49
ავტორი Swaswi
ნანახია 255

ერთად ყინულზე [1]

პედიატრიულ ონკოლოგიის ინსტიტუტში, საკონფერენციო დარბაზი განთავსებული იყო პირველ სართულზე. სადაც არ იყო პალატები, მხოლოდ მისაღები ოთახები და კაბინეტები. ის იმყოფებოდა ლოჯიდან შორს, ამიტომ არასდროს ჩაუკეტია კარები.თუმცა, ამ შვიდობიან წლებში , საავადმყოფოები არც არავის გაუძარცვამს. ამასთანავე, საკონფერენციო დარბაზში,არც არაფერი იყო მოსაპარი. გარდა დიდი,ძვირადღირებული პიანინოსი. მიუხედავად იმისა რომ , პიანინო ბორბლებზე იყო , მას არც არავინ გაათრევდა, მისაღები პალატების და საკანცელარიო ოთახის გავლით გასასვლელისკენ. ანდრია მაჩაბელის მშობლებმა, იქამდე სანამ შვილს კლინიკაში დააწვენდნე, პროფესორ თემურ ლაბაძესთან, შეთანხმდნენ, რომ მათ შვილს, ცნობილ ახალგაზრდა პიანისტს " მეორე მოცარტს" როგორც მას მშობლებმა ოსტატურად შეარქვეს, უფლება მიეცემოდა საღამოობით პიანინოზე დაეკრა. მაშინ როდესაც ექიმები და თანამშრომლები მუშაობას მორჩებიან და დარბაზი აღარავის დასჭირდება. ეს იყო მანამდე სანამ ექიმები დაუდგენდნენ ანდრიას ძვლის კიბოს და გაუკეთებდნენ ოპერაციას მხრის ძვალზე. მალევე მას აღმოუჩინეს ფილტვებში მეტასტაზები და მის მშიბლებს ეჭვი შეეპართ იმაში რომ მათი შვილი გენიალური პიანისტი გამოვიდოდა.ახლა როდესაც მშობლები ანდრიას სანახავ მიდიოდნენ , ყოველ წამს აღარ ახსენებდნენ პიანინოზე დაკვრის აუცილებლობას და ანდრია მხოლოდ ხანდახან თუ დაუკრავდა საღამოობით. ანდრია უკრავდა მხოლოდ ადვილად შესასრულებელ კომპოზიციებს , რასაც თავისი დაბუჟული ხელები კიდევ უმკლავდებოდა. ანდრიას მშობლები , სულ უფრო იშვიათად სტუმრობდნენ მას. მიზეზად კი უცლელობას და გასტროლებს იგონებდნენ. ის არ ადანაშაულებდა მათ, ხვდებოდა რომ ისინი დაიღლნენ მისი ავადმყოფობით და ამდენი მწუხარებით. მათ , წარმატებულ ადამიანებს, უცბად დამტყდარი უბედურება რატომღაც ამცირებდა და თავს შეურაცხყოფილად აგრძნობინებდა, ამიტომ ისინო ცდილობდნენ ცხოვრება ძველებურად გაეგრძელებინათ ვითომაც არაფერი მომხდარა. ამასთანავე ანდრიას მშობლებმა მის უმცროს დაზე , რომელოც ვიოლინოზე უკრავდა და აშკარა იმედებს აძლევდა მშობლებს, გადაქონდათ ყურადღება და მისგან მომავალ ოჯახის ვარსკვლავს ზრდიდნენ. ანდრიას კი კვირაში ორჯერ მოსამსახურე ლილია სტუმრობდა. მას მოქონდა ახალი თეთრეული , წიგნები ბიბლიოთეკიდან , წვენები , ხილი და სახლში მომზადებული საკვები. მიუხედავად იმისა რომ კლინიკაში მშვენიერი საკვები იყო, მშობლები ასე უფრო მშვიდად იყვნენ როცა იცოდნენ რომ ანდრია უზრუნველყოფილია ყველაფრით.
იმ დღისით ანდრია იჯდა და უკრავდა პიანინოზე ყველაფერს რაც კი მოაგონდებოდა. როცა დაბნელდა ანდრიას დაეზარა შუქის ანთება, იჯდა და უკრავდა სიბნელეში, ოღონდ მუსიკა სულ უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა.
- გეხვეწები ნუღარ უკრავთ - სიბნელეში გაისმა მშვიდი, ნაღვლიანი ხმა - ძალიან სევდიანია, ნუღარ უკრავთ!
ანდრია შეკრთა. მიმოიხედა და, ოდნავ შეხსნილი კარების შუქზე, დაინახა ნაცრისფერი სილუეტი.
- მაშინ მოდო და რამე სხვას დაგიკრავ, შენ კიდევ მომისმინე - ანდრიამ გაუღიმა და ხელით ანიშნა რომ მოსულიყო.
სილუეტი დაიძრა და როდესაც ანდრიას მიუახლოვდა ბიჭმა ჯერ ვერ გაიგო გოგო იყო მის წინ თუ ბიჭი რადგან ბავშვს მოკლედ, ბიჭურად, ჰქონდა შეჭრილი თმები. მაგრამ როდესაც მის ყვავილებიან ხალათს დააკვირდა მიხვდა რომ ეს გოგონა ოყო.
- ანუ სევდიანი მუსიკა არ გიყვარს?
- ხანდახან მიყვარს , მაგრამ დღეს არა - აუხსნა გოგონამ - დღეს სევდიანი დღეა და ეს მუსიკა უფრო სევდიანს ხდის მას.
- როგორი მუსიკა გიყვარს?
- ყველანაირი, მაგრამ კომპოზიტორების სახელები არ ვიცი. მე თითქმის ყოველ დღე მოვდივარ და ვუსმენ როგორ უკრავთ. - აი ეს კი ანდრიასთვის იყო რაღაც სრულიად მოულონელი.
- მაშინ რატომ არ შემოდიოდი დარბაზში? - ანდრია კარგაად დააკვირდა გოგონას და მიხვდა რომ ის მისი თანატოლი უნდა ყოფილიყო.
- მერიდებოდა - განუმარტა გოგონამ.
- ჰოდა ნუღა გერიდება - გაუღიმა ანდრიამ - მოდი და მომისმინე ხოლმე.
- მაშიმ შეიძლება პიანინოს გვერდით ვიდგე? მე მგონია რომ აქ უფრო მეტი მუსიკაა.
- შეიძლება - გააუღიმა ანდრიამ და გოგონა პიანინოს დაეყრდნო.
ანდრიან უკრავდა და გოგონა სიამოვნებით უსმენდა
- რა გქვია? - დაკვრას რომ მორჩა კითხა ანდრიამ
- დარინე კანდელაკი. შენ რომელი სტადიის კიბო გავქს?
აი ეს შეკითხვა კი ანდრიასთვის სრულიად და სრულიად მიუღებელი და მოულოდნელი იყო მაგრამ მაინც უპასუხა.
- ევინგის სარკომა.
- ჩვენთან პალატაში ორ გოგონას აქვს ევინგის სარკომა. მე კიდე ტვინის ღეროს დიფუზური გლიომა. ოპერაციას ველოდები მაგრამ ჯერ წამლებით სიმსივნე უნდა დააპატარაონ. და თქვენ როდის იკეთებთ ოპერაციას?
- მე უკვე გავიკეთე, ამიტომაც ვუკრავ ეგრე ცუდად.
- რაა!? თქვენ ცუდად უკრავთ? - გადაიხარხარა გოგონამ - ეგ არასდროს თქვათ. არაჩვეულებრივად უკრავთ. ცუდია რომ მუსიკის არაფერი გამეგება.
- გინდათ თან დაგიკრავთ და თან მუსიკის შესახებ მოგიყვებით?
- კი მინდა ! - აღრფთოვანენულმა შეჰყვირა გოგონამ - მშვენიერია მუსიკა თავისი ისტორიებით, გავერთობი მაიმც, თორე მთელი საღამოები მარტო ვარ.
- ანუ შევთამხმდით. ხვალ საღამოთი აქ გელოდებით.
- ხვალ ხომ კვირაა?
- მერე რა? თუ თქვენთან ვინმე მოდის?
- არა უბრალოდ კვირას არანაირი პროცედჯრები არ ტარდება და ვიფიქრე დღისით ბაღში ჰომ არ გაგვესეირნა, თან მუსიკის შესახებ რამეს მომიყვებოდით, საღამოთი კი მოგისმენდით.
- მშვენიერია! ჰოდა ესე მოვიქცეთ. ხვალ დილიდანვე წავიდეთ სასეირნოთ კარგი?
- კარგი. და თქვენ მერამდენე სართულზე ხართ?
- მეორეზე, მეთორმეტე პალატაში.
- მე კოდე მესამეზე, ოცდამეოთხე პალატაში. ძალიან დასანანია რომ ერთ სართულზე არ ვართ. ერთ სასადილოში ვივლიდოთ და ტელევიზორსაც ვუყურენდით ხოლმე ერთად.
- ჰო სამწუხაროა - თქვა ანდრიამ და დაუმატა - მაში დილიდან მისაღებში დაგელოდებით.
- აუცილებლად მოვალ.

-------
არ ვიცი ამ ისტორიას გავაგრძელებ თუ არა, მაგრამ პირველ თავს მაინც შემოგთავაზებთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.