შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი არაფერია ( ნაწილი 4) დასასრული


6-07-2019, 22:07
ავტორი თუკა
ნანახია 1 733

შეუძლებელი არაფერია ( ნაწილი 4) დასასრული

თითქმის ორი კვირა გავატარე ბათუმში ნატასთან ერთად, ვერ აგიღწერთ რა მძინე იყო ყოველი დღის გათენება და დაღამება.. ისეთი მტკივნელი და სევდა ნარევი... ხელეი მიცახცახებდა როცა ტელეფონს ვრთვდი და დათოს მინიმუმ ოცი ზარი და ასობით მესიჯი მომდიოდა. მინდოდა დამერეკა და მეთქვა რომ პირობას შევასრულედი და არასოდეს მივატოვებდი... მინდოდა გულშ ცამეკრა და მეტქვა როგორ ძალიან მიყვარდა, რომ მიუხედავად ამ ყველა დიდი ტკივილისა მაინც მზად ვიყავი მისთვის ცოლობა და მარიამისათვის დედობა გამეწია.... ყავის ფინჯნით ხელში ვიჯექი აივანზე როცა ნატას შეხებამ გამომაფხიზლა…
- დათო ჩამოდის...
- ვერ გავიგე?- გაოცებულმა შევუბრუნე კითხვა და ფეხზე წამოვდექი.. რას ქვია ჩამოდის, და ვინ უთხრა რომ აქ ვართ?
- მე...
- ნატა, ყოვეთვის პრობლემას რატომ მიქმნი ამიხსენი, აქ რისთვის წამოგიყვანე, იმისთვის რომ დათოსთვის დაგერეკა გოგო?
- ნუ მიყვირი გაიგე?? მინდოდა და დავრეკე. ვერ ვუყურებ ყოველ დღე როგორ კვდები გოგო. ადამიანს აღარ გავხარ. შეხედე შენს თავს... თვალები ამოგიღამდა. გული გტკივა. გგონია ვერ ვიგებ ყოველ ღამე როგორ ტირი????
- როდის ჩამოვა?
- უკვე აქაა..
- აბა ჩამოდისო????/- გაბრაზებულმა ვუყვირე და სამზარეულოში შევვარდიი...
- ნუ მიყვირი ნუ- წყობიდან გამოვიდა და ხელი მტაცა მკლავში... ფეხებზე რომ გაწყენინე.. ახლა შენი ქმარი კიბეებზე ამოდის და კარი თვითონ გაუღე...
- ეგ ჩემი ქმარი არაა..
- არის... არის. შენი ქმარია როცა ამდენი გაბედეთ ერთად... კაცმა ცოლობა გთხოვა. ახლა ამ უაზრო გოგოს გულისათვის უნდა მიატოვო? რანაირი ადამიანი ხარ ნანუკა, ხანდახან ვერ გცნობ. მართლა ვერ ვხვდები ხოლმე რა გინდა და რა არა...გინდა იმ გოგოს ხელში გაუგდო კაცი რომელსაც შენ უყვარხარ..
- ბავშვი..
- მოეშვი ამ ბავშვს გოგო... ბავშვს უყვარხარ. შენზე გიჟდება დედას გეძახის, შენ მიატოვე ორივე და წამოხვედი...
ჩვენი კამათი ზარმა გაწყვიტა....ზღურბლზე ძალა გამოცილი და სევდისაგან ფერმიხდილი იდგა და მიყურებდა... მელოდა როდის ჩავიკრავდი გულში..... მიყურებდა ისეთი თვალებით რომ ტკივილს ვერ გავუძელი, სირბილით წავედი მისკენ და გულში ჩავიკარი. მაგრამ შემოვხვიე ხელები განიერ მხერბზე და თავი მხარზე დავადე... უმალ ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ჩემს წელზე , ფრთხილად შემახო ტუჩები თმებზე და მის სითბოში გავიტრუნე...
- მომენატრე- ჩუმად ვთქვი და მის პასუხს დაველოდე...
- მეც.. წამოდი რა უკან ჩემთან ერთად ნანუკა...
- აქ ამისთვის ჩამოხვედი?? ხომ იცი რომ არ დავბრუნდები დათო..
- უნდა წაგიყვანო. მარიამს ძალიან მოენატრე, გუშინ მთხოვდა ნანუკა დედა მოვიდესო... ნანუკა ასე ნუ გვექცევი რა.. ძალიან გთხოვ, პატარა ბავშვივით იქცევი და დაგსჯი....
- როგორ თიკას შეურიგდები თუ კიდევ ერთელ დაწვები მაგასთან?
- ვერ დაივიწყე არა? სულელი ვარ, არა უფრო სწორად არაკაცი ვარ, ასე როგორ მოვიქეცი არ ვიცი, მაგრამ გეფიცები მარიამის სიცოცხლეს გეფცები ძალიან მიყვარხარ, ასე ნუ მომექცევი , სამარისად მტკიოდა..
- მე არ მტკიოდა???? გაცნობის დღიდან რამდენი რამე მომატყუე, ჯერ მძღოლი ვარ, მერე შვილი მყავსო, ახლა ცოლი მყავსო და თურმე მძღოლი კი არა მეპატრონე ყოფილხარ, აღარ ვიცი რა უნდა დავიჯერო და რა არა..
- შენ ყველაფერი გჯერა იმის გარდა რომ მიყვარხარ...
- ასეა. ასეე... და შენს თავს კითხე აბა რატომაა ასე.. ამდენი ტყუილი მითხარი. მერე თიკასთან იწექი ... ახლა კიდე გინდა რაიმე დავიჯერო? სანამ შენი ცოლია გვერდით არ გაგიკარებ დათო.. შენი სიყვარულით რომ მოვკვდე, შენმა მონატრებამ რომ გადამიყოლოს, ცოლიანი კაცის საყვარელი არ გავხდები.....
- კარგი არ გამიკარო, მაგრამ დაბრუნდი,, თბილისში დაბრუნდი, არ ვიცი რა გავაკეთო. უშენოდ ვერ ვცოცხლობ ნანუკა... მარიამს ენატრები. ვერ ვუხსნი ვერაფერს.... იმის უფლება მაინც მომეცი დღეში ერთხელ გნახო თუნდაც სულხუთი წუთით...
- არა ,,, მერე ვეღარ წავა შენგან.. ისევ თავიდან შემიყვარდები...
- და რა ახლა აღარ გიყვარვარ?
- ვცდილობ გადამიყვარდე, რთული გასაგებია??? ის რომ შვილი გყავდა და ამდენი რაღაც მომატყუე არაფრად ჩავაგდე და მაინც ვიყავი შენთან ერთად.. ახლა კი ცოლიანი ხარ. ის შენი ოფიცილური ცოლია ვერ ხვდები ამდენს?????
- ვხვდები გოგო ვხვდები, მაგრამ რა გავაკეთო რომ ვერ ვშორდები ჯერ. სასამართლოში შემაქ საბუთები, ტატო შეიტანდა უკვე.. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში რომ არ გნახო ვერ მოითმენ ნანუკა მოვკდები...
- არ მოკვდები.. არც ასეთი სუსტი ხარ...
- უშენოდ ვარ სუსტი, როცა შენ ჩემს გვერდით ხარ ძალიან ძლიერი ვარ ნანუკა, ბედნიერი და ენერგიული... ახლა კი ... გევედრები დაბრუნდი უკან რა...
მაგრად მიმიკრა ზედ და შუბლზე შემახო ათრთოლებლი ტუჩები... ნაზად მისვავდა თმებზე ხელს და მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა... მონატრებას ვერ გავუძელი, ხელები ბეჭებზე დავუსვი და თავი მხარზე მივადე, მის ალერსშ გავიტუნე და დაველოდე როდის გადმოდგავდა შემდეგ ნაბიჯს... ორი თითით ამაწევინა სახე და თვალებში ჩამხედა... ოდნავ დაიხარა და ტუჩებზე შემეხო...ფრთხილად ჩამოვუსვი სახეზე ხელი და ვნებამორეული ავყევი კოცნაში... წამიერად მოვექეცი მის მკლავებში.... სწრაფად ამიყვანა ხელში და საძინებლისაკენ ნელი სვლით წავიდა,,, ვგრძნობდი როგორ მიხურდა მთელი სხეული, როგორ მიდუღდებოდა სისხლი ნელ-ნელა. მაგრად ვეკვროდი ზედ.... ფრთხილად გამხადა ტანზე მჭიდროდ შემოკრული მაისური და იატაკზე მოისროლა...
- ნანუკა, მიყვარხარ , მართლა მიყვარხარ ამის დედა მო***ან, ახლა ჩაგაბარგებ და თბილისში წაგიყვან, უშენოდ ადამიანს აღარ ვგავარ...
- მეც მიყვარხარ , ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე და შიშველი მკერდით ზედ ავეკარი....
ჩვენი სიყვარული უსასრულო და ძლიერი აღმოჩნდა... იმ დღეს დათოს ნებას დავყევი, ნატასთან ერთად თბილისისაკენ მიმავალ გზაზე ვიდექით... გული მტკიოდა, თავში ათასი აზრი მომდიოდა, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მოვქეცულიყავი, რა უნდა გამეკეტებინა, რომელი იქნებოდა სწორი და რომელი არასწორი, გზა მხოლოდ ერთი იყო და ეს გზაც მხოლოდ ერთი ხსნისაკენ მიდიოდა... მისი ცოლი მხოლოდ მაშინ დამერქმეოდა როცა ოფიციალურად გაშორდებოდა თიკას.. აქამდე კი ლოდინი იყო საჭირო... ლოდინი რომელიც შინაგანად მანადგურებდა...
ღამის პირველი საათი ხდებოდა სახლში რომ მივედი... გადაღლილი დავეგდე საწოლზე და თვალები დავხუჭე...
- როგორ მომნატრებია ჩემი სახლი- ღიმილით ჩავილაპარაკე და ჭერს მზერა გავუშტერე..
- მე კიდევ შენ მომენატრე სულელო- ჩუმად მიჩურჩულა დათომ და წამში მოექცა ჩემს გვერდით...
- მთელი გზა ვფიქრობდი, მთელი გზა დათო, მეტს აღარ დაგშორდები, უბრაოდ ვერ გავუძლებ, ადამიანს არ ვგავარ.. ძალა აღარ მაქვს , მინდოდა დამევიწყებინე და არ გამომივიდა, მინდოდა გლიდან ამომეგდე და არც ეს გამომივიდა... ახლა შენთან ერთად ვიბრძოლებ. შენს გვერდით ვიდგები...

ჩვენი მოფერება და ალერსი დათოს ტელეფონის ზარმა გაწვიტა, გაფართოვებული თვალებით შემომხედა და საწოლზე წამოჯდა....
- რა მოხდა დათო, პატარა ბავშვივით დავქაჩე მკლავზე და გაცებულმა ავხედე....
- მარიამი,თიკას ძალით წაუყვანია... მოვკლავ ამ გოგოს, ჩემი ხელით დავახრჩობ....
- ცდები . ადექი წავიდეთ, წავიდეთ და ჩვენი შვილი წამოვიყვანოთ,
- ამას მართლა ამბობ?
- რა არ შეიძლება? ის ჩემი შვილია, წამოდი ჩვენი შვილი წამოვიყვანოთ ჩვენს სახლში...
არ ვიცი ეს სითამამე საიდან მომემატა, არ ვიცი რა ძალა მაძლევდა ასეთი სისულელის ლაპარაკისათის. ფეხზე წამოვხტი და კარისაკენ წავედი.... გული გამალებით მიძგერდა.. საგუედან ამოხტომას ლამობდა....
სადარბაზოს კიბეები სწრაფად ავირბინეთ და გაბმული ზარი დავრეკე კარზე.... ხალათში გახვეულმა გამიღო თიკამ კარი და ჩემს დანახვაზე შეკრთა..
- ოხ, ეს ვინ მიკადრა, რა ქარმა გადმოგაგდო ქალბატონო აქეთ???
- წესიერად შენ გოგო, ბავშვი სადააა? რა უფლებით წამოიყვანე ჩემი შვილი- გამწარებულმა უყვირ დათომ და ხელი კრა...
- ეეეე, ხელები გააჩერე გაიგე? ეს ბავშვი ჩემი შვილიცაა, ნუ გავიწყდება.. მე გავაჩინე მე...
- მერე ვინ გითხრა რომ მხოლოდ გაჩენაა მთავარი....??!!! ბავშვა გაზრდა და აღზრდა უნდა, შენ რომელი ერთი იცი? შენ ხო ფულზე დახამებული კარიერისტი მოდელი ხარ. მოღალატე ცოლი და დედა...
- დათო ზედმეტი მოგდის...
- არა ეს შენ მოგდის ზედმეტი...
- მარიამი გამომიყვანე მალე..
- სძინავს..
- ფეხებზე გოგო,, ჩემი შვილი გამომიყვანე და ფეხებში ნუ მებლანდები....
- მიდი , მიდი დათო, ყოველთვის არკაცი იყავი, და ახლაც ასე მოიქეცი, მიდი , შეაშინე და მძინარე ბავშვი ძალით წაიყვანე. არ მესმის ეს შენი ბო**ი რაღას მომითრიე აქ??
- წესიერად ილაპარაკე გოგო, თორემ ენას ამოგაგლიჯავ, სანამ ვინმეს ბო*ს უწოდებ შენ თავს შეხედე და მერე ილაპარაკე....ადი და მარიამი ჩამომიყვანე თიკა, წყობიდან ნუ გამოგყავარ....
- მე ავალ- არ ვიცი რა ძალამ მათქმევინა, თიკა გვერდზე გავწიე და კიბეებზე სირბილით ავედი.. ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში შეშინებული იჯდა მარიამი, და ხმამაღლა ტიროდა.. დამინახა თუ არა მაშინვე ჩემსკენ გამოიქცია და აცახცახებული სხეულით ჩამეკრა გულში...მაგრად შემოვხვიე ხელები და ცრემლით დასვენებულ ლოყებზე ვაკოცე.....
- დედა..- ჩუმად დამიძახა და უფრო მძლავრად მომხვია პაწია ხელები, რატომ მიმატოვე?- მისმა კიტხვამ დამაბნია.... თვალებში ჩავხედე და გავუღიმე...
- დედა არასოდეს მიგატოვებს, იმიტომ რომ დედაას უყვარხარ მარიამ, წამოდი დაბლა მამა გველოდება, სახლშ უნდა წავიდეთ. და იცოდე ასე აღარასოდეს მოიქცე მარიამ. მამაშენი ნერვიულობით მოკვდა რომ გაიგო აქ იყავი...
- ძალით წამომიყვანა, მე არ მინდოდა დე...
- მჯერა ჩემო პაწია.. წამოდი წავიდეთ გვიანია.. საწოლიდან გადმოვსვი და ხელი ჩავკიდე... კარებში გავედით თუ არა თიკა წინ ამესვეტა...
- მომისმინე ქალბატონო, თუ გგონია რომ დათოც და მარიამიც შენია და წამართვი ცდები .. ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ...
- მართალი ხარ ვილაპარაკეთ და არ ვაპირებ არც ერთის დათმობას....
- ხელი გაშუვი ჩემს შვილს და ჯანდაბაშიც წასულხართ ორივე ერთად- გამწარებულმა მიყვირა თიკამ, მარიამს მთელი ძალით დაეჯაჯგურა მხრებში.... კივილით გამოგლიჯა ბავშვმა ათრთოლებლი ხელი და ინერციით დამეტაკა.... ვიგრძენი რომ წონასწორობას ვკარგავდი.... ბოლოს რაც ვიგრძენი ძლიერი ტკივილი იყო ზურგის მიდამოებში რასაც ძლიერი დაცემა და დათოს ყვირილი მოყვა...
**
რეანიმაციის კართან უკვე მეათე დღეს აღამებდა დათო.. განადგრებული სახით იჯდა კუთხეში მიყუჟური და ფიქრები გონებას უბინდავდა.. მეგობრის ხელის შეხებამ შეაკრთო და ამღვრეუი თვალებით ახედა ტატოს.
- ყავა დალიე ძმაო, გონებაზე მოხვალ, მეათე დღეა სახლში არ წასულხარ. დროა დათო. მე ვიქნები აქ..
- არა, ვერ მივატოვებ... მარტო ვერ დავტოვებ, ჩემი ბრალია რომ ასეთ მდგომარეობაშია...
- ექიმები რას ამბობენ..???
- გემატომა აქვს თავში, გონებაზე როგორც კი მოვა მერე ყველაფერს გაარკვევენ, მძიმედაა ტატო, ჩემი ბრალია.. არ უნდა წამყვანა, მარტო უნდა წავსულიყავი, რად მინდოდა ნანუკა იქ არ ვიცი, რატომ წავიყვანე,
- შენ ბრალი არაა , თავს რატომ იდანაშაულებ არ ვიცი, მოხდა ის რაც ისდაც მოხდებოდა, კარგად იცი თიკას გადარევის ამბები... ხომ ხედავ ჯერ არ გამოსწორებულა... მარიათტან ვიყავი, ჯერ კიდევ შოკშია, ზის და ტირის, ნანუკას ნახვას ითხოვს...
- მჯერა, მაგრამ რა გავაკეთო მგონი ჩემი ხელით გამოვუტანე განაჩენი ჩემს სიყვარულს, ქალი რომელიც მიყვარს ვინ იცის ოდესმე გაახელს თუ არა თვალს...მინდა მასთან შევიდე და ვუთხრა როგორ მიყვარს მაგრამ ძალა არ მყოფნის, ფეხები არ მომდევს იქამდე ტატო.... არ ვიცი რა ვუთხრა დედამისს, მის დას, რა გავაკეთო. როგორ მოვიქცე.. ძალა აღარ შემომრჩა....
- ახლა ყველაზე ძლიერი უნდა იყოს, როგორც მაშინ როცა მარიამით ხელში მარტო აღმოჩნდი, მაგრამ ჩვენ ეს შეძელით ახლა ამასაც შევძლებთ დავით, იმედი არ დაკარგო....
- უკვე ათი დღეა, იმედი გადამეწურა, იმედი გამიუფერულდა.. იმედი აღარ დამრჩა ტატო. სახლში მისვლის მეშინია, არ ვიცი რა ვუთხრა მარიამს, როგორ მოვიქცე..

**
საავადმყოფოს მოსაცდელში ფერწასული და ნერვიულობისაგან სახე გაცრერილი იჯდა დათო, თვალები დაეხუჭა გაყინულ კედელზე თავი ქონდა მიდებული და სუნთქვას ხანდახან ოხვრას ამოაყოლებდა ხოლმე.... მერე ხელის ნელი მოძრაბით იწმენდდა აქა-იქა წამოსულ ცრემლს და და ეტყობოდა ღრმად ფიქრშ მყოფი სახეზე გამოსახულებას ღბეჭდავდა....
ხელის შეხებამ შეაკრთო და თვალები ნელა გაახილა...
- ბატონო დავით თქვენი მეუღლე გონზე მოვიდა, გინდათ ნახოთ?- ექიმის სიტყვები სიმღერასავით ჩაემა ყურებშ...
- ნანუკამ გაიღვიძა??
- წამოდით.. განახებთ უკვე მერამდენე დღეა აქ ზიხართ.. წამოდით და განახებთ ....
სრფად წამოხტა ფეხზე და ექიმს უკან გაყვა.... ნელა შეაღო რეანიმაციის კარი და დათოს გახედა..
- ბევრი არ ალაპარაკოთ ჯერ სუსტადაა... ეს ხალათი მოიცვით და პირბადე გაიკეთეთ....
- გმადლობ- ლამის მუდარით გადაუხადა მადლობა ექიმს და ზურგს უკან კარი ფრთხილად მიხურა.... ღმერთო როგორ მომენატრე.... ჩემი საყვარელი გოგო- ერთი ამსუნთქვით ჩაილაპარაკა დათომ და გაყინულ ხელზე აკოცა....
- მოხვედი?- მთელი ენერგია მოვიკრიბე და ძლივს ამოვღერღე...
- სულ აქ ვიყავი,, წუთით არ მიმიტოვებიხარ ნანუ... როგორ მანერვიულე. მოვკვდი გეფიცები და ახლა თავიდან დავიბადე, რა აღარ ვიფიქრე....
- ხო გითხარი არ მიგატოვებ მეთად თქო...
- მიყვარხარ, და იცოდე ასე აღარასოდეს მოიქცე, შენ რომ რაიმე დაგმართნოდა მე რა უნდა გამეკეთებინა უშენოდ ნანუკა... ნუ ხარ ასეთი რა, უკვე დიდი გოგო ხარ და არაა საჭირო ყოველ ნაბიჯზე ასეთი ტრიუკების გაკეტება...
- როგორც მაშინ სულ პირველად თოვლში რომ წავიქეცი?? გახსოვს დათო... მთაწმინდაზე ..
- მახსოვს,მე ყოველი დღე , წუთი და წამი მახსოვს შენთან ერთად გატარებული ჩემო ერთადერთო....
- მარიამი სადააა? მარიამი მომიყვანე რა... მითხარი ხო არგადააა???
- კარგადაა, მთელი დღეები შენზე ლაარაკობს, გელოდება და უნდა რომ მალე გნახოს....
- მითხარი , დედაჩემს უთხარი?????
- არა. არ მითქვამს... შემეშინდა და ვერ გავბედე... ახლა დავურეკოთ და ვეტყვი რომ უბრალოდ ცუდად იყავი... არ ვიცოდი რა მეთქვა.. როგორ მეთქვა ჩემი შვილის გამო დაგორდა კიბეებზე თქო....
- ის ჩემი შვილიცააა, შენეს გავიწყდება და დედა მუდამ მზადააა შვილი დაიცვას.... შეიძლება რაღაც გთხოვო?
- რაც გინდა ჩემო სიყვარულო...
- მაშინ მაკოცე რა... სულ სულ ოდნავ მაკოცე.. შენი სიახლივის და სითბოს გარეშე ვიყინები.....

**
- მე დედაშენი ვარ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ გასაგებია?- ხმა მაღლა უყვირა თიკამ მარიამს და გაშლილი ხელი სახეში გაარტყა...
- შენ არ ხარ დედაჩემი, ჩემი დედიკო ნანუკააა, არ მიყვარხარ გაიგე? არ მინდა შენი სათამაშოები არც ეს კამფეტები.... დედასტან წამიყვანე....
- დედაშენი მე ვარ- თქო ლაწირაკო შენ. მოგიყვან ჭკუაზე და გასწავლი როგორ უნდა ელაპარაკო დედას... როგორ გაუფუჭებიხარ მამაშენს, ზუსტად მამაშენის ასლი ხარ. ნუ მიყურებ მისი გამოხედვით ნუ....
- მამასთან მინდა, მამა დედასთანააა... ტირილს უმატა მარიამმა და კუთხეში დაჯდა....
- ტირილი ნუ მესმის მარიამ, ტირილი შეწყვიტე რა, გაცოფებულმა უყვირა თიკამ და მტირალი ბავშვი ფეხზე წამოაყენა.. ძალით მიიყვანა დივნამდე და მთელი ძალით დაახეთქა ... ახლა შემომხედე და კარგად გაიაზრე რასაც გეტყვი... მე ვარ დედაშენი, ნანუკა დედაშენი არაა, მამაშენს გვართმევს გესმის? ნანუკა მამაშენის საყვარელია... უთხარი მამას რომ ჩემთან გინდა ცხოვრება და სამივე ერთად ვიცხოვრებთ.....
- არ მინდა შენთან არაა, არ მინდა.. მამასთან და ნანუკასთან მინდა, ჩემი დედიკო ნანუკააა-
- გაჩუმდი გოგო.. მხრებში ხელი სტაცა და ბავშვი რამდენჯერმე შეანჯღრია... კიდევ ერთხელ რომ მიხსენო მაგ ბო**ის სახელი ენას ამოგაგლიჯავ გაიგე.....
ჯერ კიდევ სლუკუნებდა მარიამი თიკამ საწოლში ძალით რომ ჩააწვინა და დაძინება უბრძანა.. განერვიულებული დადიოდა წინ და უკან, გონებაშ გეგმას სახავდა როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა დაეშორებინა მოსიყვარულე „გვრიტები“ ერთმანეთს.. რადაც არ უნდა დასჯდომოდა მზად იყო ყველაფერზე წასულიყო და დათო ხელში ჩაეგდო....

**
ნანუკას მშვიდად ეძინა, დათოს მის საწოლზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა... ტელეფონის ზარმა ოდნავ შეაშინა კიდეც, მთელი ამ დროის განმავლობაში ძლივს მოხუჭა თვალი მშვიდად და ახლაც არ აცდიდნენ... ეკრანზე თიკას სახელი დაეწერა თუ არა ხასიათი წაუხდა, საატს რომ დახედა უკვე კარგად გვიანი იყო... ფეხაკრეფით გავიდა პალატიდა ნდა ზარს უპასუხა..
- ამჯერად რა ხდება???
- დათო მარიამი ცუდადააა.. მოდი .
- რა მოუვიდა ბავშვს გოგო...- ნერვებ დაწყვეტლმა ჩაყვირა და პასუხის მოლოდინში ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე..
- სიცხისაგან იწვის, ბოდავს შენ გკითხულობს....
- გასაგებია, გამოვდივარ...
უკან შებრუნდა მძინარე ნანუკას შუბლზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისაენ... მთელი გზა ფიქრობდა რა უნდა მოერერხებინა , როგორ უნდა დაეთანხმებინა თიკა გაშორებაზე.. როგორ უნდა გაებედნიერებინა საყვარელი ქალი... როგორ დაეხსნა შვილი ამ ტერორისაგან. ფიქრებში გართული მივიდა თიკას სახლამდე , ლიფტს არ დალოდებია, კიბეებზე სირბილით ავიდა და გულამოვარდნილმა მიაჭირა ზარის ღილკს თითი...სახლში კი არ შევიდა ლამის შევარდა და თიკას მაგრად მოკიდა ხელები მხრებში
- მარიამს რომ რაიმე დაემართოს არაკაცი ვიყო თუ არ მოგკლა გოგო, რამდენჯერ გითხარი ბავში არ წამოიყვანო თქო, რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ ხელი არ გეხლო მისთვის რა უქენი ამიხსენი.. დილით კარგად იყო ახლა რა დაემართა ასე უცებ..
- არ ვიცი დათო, მართლა არ ვიცი გეფიცები...შენ ენატრებოდი ალბად ამიტომ..
- დარწმუნებული ვარ ანერვიულე, რომ მითხრას რომ ანერვიულე აგაორთქლეს იცოდე....
მძინარე მარიამი ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა, სიცხისაგან თრთოდა და კანკალებდა... ოფლში იყო გაწუწული და მხოლოდ ნანუკას სახელს ბუტბუტებდა..ადიელაში შეახვია და კიბეებზე დაეშვა....
გული ვეღარ უძლებდა ცალ მხარეს საყვარელი ქალი, მეორე მხარეს კი ერთადერთი შვილი, რომელიც მხოლოდ მან გაზარდა, მან უთენა ღამეები და მისით იყო გაჟღენთილი.. შვილი რომელიც მთელს ქვეყნიერებას ერჩია. დროდადრო უსინჯავდა პატარა ხელს.... სიცხე არ უკლებდა...
**
მზე ანათებდა ოთახს თმებზეხელის შეხება რომ იგრძნო დათომ, ეგონა რომ ესიზმრებოდა, ეგონა რომ ყველაფერი ცუდად იყო და დამტავრდა....
- მე გავიღვიძე- მარიამის ხმაზარივით გაისმა ოთახში.. მამიკო..
- ჩემო ლამაზო, როგორ შემაშინე წუხელ მარიამ..
- ბოდიში, მეტად აღარ ვიზავ ბოდიში კარგი?
- ბოდიშს ნუ მიხდი.. არ გინდა მითხრა რამოხდა თიკასთან??
- არა მეშინია..
- რისი გეშინია.. მითხარი, შენ თიკასთან აღარ წახვალ, მითხარი რა მოხდა მამაა..
- მითხრა რომ ნანუკა ჩემი დედიკო არაა და შენს თავს მართმევს და მერე მცემა..
- გცემა?!- გაავებულმა იყვირა დათომ სკამიდან ფეხზე წამოხტა... რას ნიშნავს გცემა შვილო....
- ლოყაში გამარტყა და მერე დამაჯანჯღარა მამა...
- მოეთრევა აქ და დაჯანჯღარებას ვანახებ მე მაგას...
- ჩემი ნანუკა როგორაააა? მამიკო, ნანუკა რატომ აღარ მოდის ჩვენთან?
- დღეს მე და შენ წავიდეთ ნანუკასთან. და განახებ. ალბად გამოიძინებდა უკვე.. ისე წამოვედი ვერც კი ვუთხარი ვერაფერი... ალბად ნერვიულობს...
ლამის ტირილით შემოვიდა პლატაში ქალბატონი დალი და მარიამს საწოლზე ჩამოუჯდა, მერე აცრემლებული თვალებით ახედა დათოს და გაუღიმა...
- ბებიკოს ლამაზი გოგო როგორააა?? ბები გტკივა რამე??
- კარგად ვარ ბებო... მამიდა რატომ არ მოვიდა...
- მამიდასთან შენ წახვალ მერე და ჩეხუტები.. ნახე შენი თოჯინა მოგიტანე ბებიკო მარტო რომ არ იყო...
მერე ფეხზე წამოდგა და შვილს წინ დაუდგა, სიტყვის უთქმელად ითხოვდა ახსნას... ამდენი წლის განმავლობაშ მარიამი მათთვის პირველიიყო და ახლა ვერავინ დაუნგრევდათ ამ იდილიას...
- დამშვიდდი დედა რაა, შენი ნერვების მოშლაღა მაკლია ახლა.მოვა და დაველაპარაკები...
- რა მოხდა ის მაინც მითხარი..
- არ ვიცი , არ ვიცი და რა გითხრა... არ ვიცი რა მოხდა..მხოლოდ ის ვიცი რომ მარიამი სიცხისაგან იწვოდა როცა მოვიყვანე...
- ნანუკა როგორაა??
- კარგადააა, მისმიმე დარჩი მარიამთან და გავალ ნანუკას ვნახავ რა. წუხელ ეძინა მარიამთან რომ წავედი და ალბად გიჟს გავს...
- მიდი კარგი..
**
პალატაში შემოვიდა თუ არა მაშინვე გაოცებული მზერა მივაპყარი და ხელი გავუწოდე.. თავის თბილ ხელებში უმალ მოიქცია ჩემი ჯერ კიდევ გაყინული ხელი და გამიღიმა... მიხვდა რაც მაინტერესებდა..
- ნანუკა მაპატიე რომ ასე წავედი მარიამი...
- დათო.- სიტყვის თქმა არ დავაცადე და საწოლზე წამოვჯექი.. მინდა შენი ცოლი მერქვას.. და რაც შეიძლება მალე...
- სახეზე ფერი ეცვალა, მივხვდი გულის ცემაც კი გაუხშირდა...ეგ მეც მინდა.. სუ მინდოდა, შენც ხო კარგად იცი... მაგრამ დრო.
- არავითარი დრო.. მინდა ძალიან მალე მერქვას შენი ცოლი. მინდა რომ აღარასოდეს დავშორდეთ , ერთად დავიძინოთ და გაღვიძებული შენს თვალებს გადავეყარო.... კი არ მინდა მოვითხოვ....
- ასე დაჟინებით ნუ მთხოვ ამას გევედრები, დრო მომეცი..
- ერთი თვე გეყოფა?!- მეტს არ მოვიცდი.. ერთი თვე საკმარისია.. დაგეგმე ქორწილი და ყველაფერი რაც მე და შენ გვეხება...
- ნანუკა გინდა ჭკუიდან გადამიყვანო თუ რა ხდება? ქორწილი დავგეგმო? დაგავიწყდა რომ თიკა ჯერ კიდევ ჩემი ცოლია? განა შენ არ იყავი რომ უარს მეუბნებოდი ამის გამო ცოლობაზე???
- ხოდა ახლა ოცნება უნდა აგისრულო და ერთ თვეში ან შენი ცოლი ვიქნები ან არადა აღარასოდეს გნახავ გასაგებია?!
- მგონი შენმა გემატომამ შედეგი გამოიღო არა? რაც აქამდე სიმშვიდე გქონდა ყველაფერი გაბრაზებაშ გადავიდა?? უნდა მაცადო, დრო მჭირდება..
- მე არ მაქვს მეტი დრო, გითხარი და ასე იქნება.. მოკლედ გეტყვი როგორც მინდა... მინდა ჯვარი სვეტიცხოველში დავიწეროთ ისე როგორც უმეტესობა, მინდა ხელი მოვაწეროთ შენი სახლის ეზოში, მთელ ეზოს ყვავილებით მოვრთავთ. მინდა დიდი ფუმფულა თეთრი კაბა მეცვას და ჩემს წინ წითელი ვარდების თაიგუით მიდიოდეს მარიამი....
- მოიცა მოიცა... გაოცებული წამოხტა დათო და საფეთქლები დაიზილა. უეჭველი მაგიჟებ ხო? თუ რა არის ეს.... გამაგებინე გინდა რომ ბოლომდე ავიწიო ჭკუიდან არა??
- ნწუ, ნწუ ნწუ, განერვიულდა ბიჭი. მოდი აქ მაკოცე ჯობია..
- ვაიმე ნანუკა ასეთი აუტანელი იყავი თუ ახლა გახდი აღარ ვიცი...
- მოდი მოდი, ნუ წუწუნებ მაკოცე და დაგასაჩუქრებ...
- ნანუკა გულს მიხეთქავ... საწოლზე ნელა ჩამომიჯდა.. პერაგნის საყელოში ვტაცე ხელი და ჩემსკე მოვწიე. მოწყურებული დავეწაფე ტუჩებზე და გულზე მივიკარი.
- პირობას გაძლევ ერთ თვეში შენ ჩემი ქმარი გერქმევა... სწრაფად ასწია თავი და თვალებში ჩამხედა.
- მაგიჟებ ნანუკა. მკლავ..
- ცდები, გაბედნიერებ დათო.... ხელებში თეთრად მოფარფატე ფურცელი ჩავუდე და გავუღიმე... სანამ შენ მოვიდოდი თიკა იყო მოსული, განქორწუნების ფურცელზე ხელი მოუწერია და მომიტანა. ბოდიში მომიხადა ყველაფრის გამო. მითხრა მარიამის ცხოვრებაში ადგილი არასოდეს მქონია და არც ახლა მექნება, უმჯობესია შენ გაუწიო დედობა და ნამდვილ ადამიანად გაზარდოო. მომიყვა როგორ ტიროდა წუხელ ჩემს გამო. ძალიან ვწუხვარო მითხრა და წავიდა..
- მეკაიფები?- სიხარულით იყვირა დათომ და ფურცელს მიაშტერდა... არ მჯერა ეეე. არ მჯერა... ერთ თვეში ჩემი ცოლი იქნები??? სულ ჩემი და არავისი სხვისი... ჩემი გოგო ჩემი იქნება სიცოცხლის ბოლომდე....
**

ალბად მკითხავთ მერე რა მოხდაო??? - მერე ჩემმა ცხოვრებამ ახალი ათვლსი წერტილი იპოვა... მერე მე დავიბადე ტავიდან ამ ათვლის წერტილთან ერთად.. მე მომეცა უფლება ბედნიერი ცოლი და სამი შვილის დედა ვყოფილიყავი....
ახლა ვხდები და მინდა ყველას ვუთხრა რომ ცხოვრება დიდი მოულოდნელობაა, როცა არ ელი მაშინ მოხდება, როცა არ ელოდები მაშინ მოვა.. როცა გგონია რომ ბედნიერი ხარ მაშინ ეცემი მიწაზე და საშინლად გტკივა.. თუმცა სე ხდება, ყველა ადამიანის ცხოვრება ასეა მოწყობილი და არც მე ვიყავი გამონაკლისი, დიდი უბედურების მიუხედავად მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ შეუძლბელეი არაფერია..
ის რაც შეუძლებელიმეგონა შევძელი. დავძლიე ის რაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა... ჩემი ცხოვრების ერთადერთი დიდი დანაკარგი ეს თინა ბებია იყო.. რომელიც მაშინ გამომაცალა ხელიდან როცა ყველაზე მეტად მინდოდა მისი სითბო....
თუმცა მე ბედნიერი ვარ, ჩემი სიყვარულით ვარ ბედნიერი,,, ახლა ჯერ კიდევ ისევ ისე ვცქუტავ სახლში მომავალი დათოს დანახვაზე, ჯერ კიდევ ისევ ისე მიკრთის გული როცა მის სუნტქვას ვგრძნობ ჩემს თმებზე.. როცა მისი ხელები მეხება და ტუჩები მკოცნის.....
შეუძლებელია არაფერია- რასაც გულით მოინდომებთ, რისიც გწამთ და გჯერათ.. შეუძლებელი არაფერია და რომც იყოს, შეუძლებელსაც შეძლებთ თუკი ამის გამბედაობა და მოთმენის უნარი გეყოფათ....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი kati

Kidev ertxel gadavikitxe da gavixsene es istoria.zalian kargia.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent