შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვარ ლეა (სრულად)

10-05-2019, 19:09
ავტორი Alice76
ნანახია 2 414

მე ვარ ლეა (სრულად)

არადროს მიყვარდა ნათესავებთან სტუმრობა,მით უმეტეს,თუ ისინი შორს ცხოვრობდნენ.
ერთ ქალაქს კი განსაკუთრებით ვერ ვიტანდი,სადაც რამდენჯერმე მომიწია წასვლა,რადგანაც დეიდაჩემი ცხოვრობდა,მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად.
ჩემი სტუმრობები არასროს გრძელდებოდა დიდ ხანს და უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაბადებას ან გარდაცვალებას.
ბოლოს აქ მაშინ ვიყავი,როდესაც ჩემი დეიდაშვილი-იკო დაიბადა,ორი წლის შემდეგ კი მისი ბებია გარდაიცვალა. აი,რატომ მივდიოდი საძულველ ადგილას.
სიძულვილი კი იმით იყო გამოწვეული,რომ იქ ყოფნისას საშინელი სიზმრები მჩემდებოდა,რომლებიც კვირების,ხანდახან კი თვეების განმავლობაშიც კი გაგრძელებულა.
უცნაური,ჩუმი ხალხი,მუდამ ცუდი ამინდი და ნაცრისფერი ცა,ერთიანობაში ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა,იქ ჩასულს მაშინვე თვითმკვლელობის სურვილს გაგიჩენდათ.
-აქ როგორ ძლებ?-დეიდას გადავეხვიე თუ არა,ტრადიციული კითხვა დავუსვი.
-ჩემო გოგო,როგორ გაზრდილხარ-თავზე ხელი ღიმილით გადამისვა,ბოლოს როდესაც მნახა,22-ის ვიყავი,24 წლის ასაკში კი თავს ვეღარანაირ გაზრდას ვერ ვატყობდი,სამწუხაროდ.
-მაისში ასეთი სიცივე გაგონილა?-სანდლები გავიხადე და გაყინული ფეხები თბილ ფაჩუჩებში შევაძვრინე-საშინელი ადგილია,რატომ არ გადადიხართ?
-მაისის დასაწყისია მხოლოდ,თანაც ყველა ადგილი საშინელია,თუ სიყვარული არ გათბობს-თვალები ავატრიალე,მან კი განაგრძო-და პირიქით,თუ სიყვარული გაქვს,არც ერთი ადგილი არ გეჩვენება საშინლად.
-გამახსენე,შემდეგი წამოსვლისას,ერთი სიყვარული ჩავაგდო ჩანთაში-უკმაყოფილოდ ამოვიბურტყუნე.
დეიდას ყოველთვის გადაჰქონდა თემა,როცა მისი ქმრის ქალაქის საზიზღარ აურაზე ვიწყებდი საუბარს. თითქოს აქაურ მაცხოვრებლებს ამაზე საუბარი აკრძალული ჰქონდათ.
-დედაშენი როგორაა?-მკითხა მოღუშულმა.
-იმდენი ბოდიში დამაბარა,ერთიც კი ვერ დავიმახსოვრე. ვმუშაობო რა,ხომ იცი,გადამკვდარია თავის კლიენტებზე.
-ნუ ეჭვიანობ.-ისე მითხრა,თითქოს თავად არ ეჭვიანობდა.
შევათვალიერე,წონაში აშკარად დაეკლო,თმაში ბევრი ჭაღარა შეიმჩნეოდა,არა და ჩემზე მხოლოდ 6 წლით იყო უფროსი.
მესმოდა კიდეც,მე ალბათ მის ადგილას უარესად გავხდებოდი.
გავხდი კიდეც,პირველივე დღეს,როდესაც კივილით გამომეღვიძა და ჩემი 2 წლის დეიდაშვილი ისე შევაშინე,აქეთ ვაწყნარებდი.
სიზმარში კი ვნახე ბოროტი არსება,რომელსაც მეორე სართულის “ზალაში” განსვენებული ქალბატონი კლარას სახე ჰქონდა,ოღონდ რქებდამატებული.
პირიდან სისხლი მოსდიოდა და რაღაცას მებუყბუყებოდა,მერე მივხვდი,გაჭრილი მუცლიდან გადმოცვენილი,დახვეული ნაწლავები აწუხებდა და ალბათ ამიტომ იყო,უკმაყოფილო სახე რომ ჰქონდა.
იკამ საუბარი ჯერ კიდევ არ იცოდა,მხოლოდ ტიროდა,ეს ტირილი კი უარესად მხდიდა.
-მობილურში რამე ჩაურთე,გაჩუმდება-მომესმა წვრილი ხმა და სიბნელეში იკას ძმის-მათეს საწოლს გავხედე.
მისი მითითება შევასრულე და იკა გვერდით მოვიწვინე. ასე უფრო მშვიდად იქნებოდა,ან მე ვიქნებოდი. მადლობა ღმერთს,დეიდა მიხვდა და ოთახში მარტო არ გამამწესა.
-რა დაინახე?-ისევ მათეს ხმა იყო.
-მგონი,ბებიათქვენი.-წამომცდა და მერე მივხვდი,რომ ექვსი წლის ბავშვისთვის ეს არ უნდა მეთქვა.
-მერე,მაგის გამო ყვიროდი?-აშკარად გაუკვირდა.
-ცოტა საშიში იყო.-თავი ვიმართლე.
-თუ საშიში იყო,ესე იგი,ბებო არ ყოფილა. ვიღაცამ გაგაცურა,ყურადღება არ მიაქციო.
ალბათ მათეს ჩემი დამშვიდება უნდოდა,მაგრამ მისმა ხმამ და სიტყვების შინაარსმა უარესად შემაშინა.
იქნებ,აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო ბოროტი სულები სიზმარში? ან იქნებ არა მარტო სიზმარში?
სიგიჟე იყო,მაგრამ ყველანაირი გიჟური აზრი აქ ყოფნისას რეალურად მეჩვენებოდა.
გამთენიისას ჩამეძინა და თითქმის მაშინვე გამეღვიძა,ყოველ შემთხვევაში,ასე მეგონა.ჩემი პატარა დეიდაშვილები არ ჩანდნენ.
-შეგიძლია,მათე სკოლიდან წამოიყვანო?-მკითხა დეიდამ,როდესაც უგემურ ყავას მივირთმევდი და ვცდილობდი,რაიმე სასიამოვნოზე მეფიქრა.-ხვალ გასვენებაა,ბევრი საქმე მაქვს,მანქანა წაიყვანე.
სახე დამემანჭა.გარეთ ცხვირის გაყოფაც კი არ მინდოდა, გულს მირევდა აქ გამეფებული სუნი,რომელიც ისეთ გრძნობას მიტოვებდა,თითქოს მეზობელ ქუჩაზე აყროლებული გვამი ეგდო,მაგრამ უარს როგორ ვიტყოდი?
მანქანის გადაღები გამოვართვი და მათი ძველისძველი მერსედესით გავეშურე მათეს სკოლისაკენ.
გზის ნახევარიც კი არ მქონდა გავლილი,როდესაც მაქანამ უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო,საჭის დამორჩილება გამიჭირდა და სანამ რამეს შევასკდებოდი,გავაჩერე. ისედაც შიშით ფეხები მეკეცებოდა,მანქანის მართვას მერჩივნა,ფეხით მევლო.
მანქანა ჩავკეტე,ხუთიოდე წუთი ველოდებოდი გამვლელს უკაცრიელ ქუჩაზე,ბოლოს გულიანად შევიგინე და ვარაუდით განვაგრძე სკოლის ძებნა.
ნახევარი საათის შემდეგ,საშინლად გულმოსული მივადექი სკოლას,რადგანაც ერთი გამვლელიც კი ვერ ვიპოვე,გზა რომ მეკითხა.
მათე ეზოში,სკამზე მჯდომი, მეგობრებთან ერთად საუბრობდა.
უფრო სწორად,მათ საუბარს უსმენდა,როგორც შემდეგ მივხვდი.
დავუძახე,წავიდეთ მეთქი,რამაც,ჩემდა სამწუხაროდ,ყველა ბავშვის ყურადღება მიქცია და ჩემსკენ აბეზართა მთელი ხროვა დაიძრა.
-შენ ვინ ხარ?-გვერდით ამომიდგა თავისი ასაკისთვის მაღალი,გამხდარი,ავადმყოფური ფერის ბიჭუნა.
მათეს ჩანთა გამოვართვი,ზურგზე გადავიკიდე და არამკითხე მოამბეს თვალები დავუბრიალე.
-ბრიტნი სპირსი,შენ?
-მართლა მასე გქვია?
-გატყუებს,ეგ ვიღაც პრეზიდენტს ქვია!-გამოხტა მესამე ბიჭი,წითელთავა,რომელიც მანამდე დინჯად მაკვირდებოდა.
-ოჰ,ღმერთო,რა თაობა მოდის!-თავი გავაქნიე.
-გინდა,ის ისტორია მოგიყვე,რასაც მათეს ვუყვებოდი?-არ მომეშვა წითელთავა.
უნდა მეთქვა,არ მაინტერესებს-მეთქი,მაგრამ მათეს სახეს რომ შევხედე,აზრი შემეცვალა-შეშინებული ჩანდა.
-აბა,გისმენ-ვნახოთ,რა ჩაიფიქრა პატარა დემონმა.
-ბიძაჩემს ბევრი ძროხა ყავს...
-მიულოცე ჩემს მაგივრად-ჩავიფხუკუნე.
-იმ დღეს დავინახე,როგორ მოკლა-ყურადღება არ მომაქცია და განაგრძო. მისი ხმის ტემბრში იყო რაღაც საშინლად ცივი,ისეთი,ჩემნაირ “ზრდასრულ და გაწონასწორებულ” ადამიანს რომ გულს გადაუტრიალებდა. თუმცა სხვა რას მოველოდი? ამ წყეულ ქალაქში დაიბადა,აქაური ჰაერით სუნთქავს და ნორმალური იქნება?
-ცოცხალი იყო და აი ასე ღმუოდა ,მუუ-უ!-დაიღრიალა და შევხტი.
ბოროტულად ჩაიცინა და გააგრძელა
-იცი,რატომ ღმუოდა ასე? ბიძიამ ჯერ ფეხები დააჭრა,მერე მუცელი გაუჭრა,კუჭი ამოაძრო,იცი,რამხელა იყო? ჩემი ზომის მარტო კუჭი ჰქონდა იმ საზიზღარს,ხო და ბოლოს თავი მოაჭრა.
მათეს გავხედე,აშკარად უსიამოვნო მონათხრობი იყო,მაგრამ ის იმაზე შეშინებული ჩანდა,ვიდრე უნდა ყოფილიყო.
-ხო და ბიძაშენს ზუსტად მასე მოკლავს კარმა-გულმოსულმა ჯანდაბაში გავუშვი სინდისი,რადგან ბავშვს კი არა,პატარა ლუციფერს ვესაუბრებოდი-აი ასე,დაიჭერს,ჯერ ხელ-ფეხს დააჭრის და მერე შენ მოგადგება,ენას ამოგაძრობს იმიტომ,რომ სხვების შეშინება გსიამოვნებს.
-კარმა ვინაა?-შიში არ დასტყობია.
-ძროხების მფარველო ანგელოზი.
-ძროხებსაც ჰყავთ ანგელოზები?-მათემ,როგორც იქნა,ხმა ამოიღო.
-ყველას ჰყავს,პატარა ბზიკსაც კი. რაც უფრო დიდია არსება,უფრო დიდი და ძლიერი ანგელოზი ჰყავს.
-აბა,დინოზავრები რატომ გადაშენდნენ?
-იმიტომ,რომ ღმერთს თავისთან კარგები უნდა-არ დავიბენი-წაიყვანა სამოთხეში და იქ უყურებს. შენ კიდევ,ენას თუ არ გააჩუმებ,ანგელოზს არ დაველოდები და ჩემით ამოგაძრობ ენას-თითი დავუქნიე,თუმცა ისეთი მზერით შემომხედა,საერთოდ ვინანე,რომ დაველაპარაკე.
აქაურებთან ხუმრობა არ ღირდა,არც დიდთან და არც პატარასთან.
ცოტა ხანს მდუმარედ მივდიოდით,მეგონა,სახლამდე მშვიდად მივაღწევდით,თუმცა რა თქმა უნდა,სულ ტყუილად.
-ძველი სკოლა-გიდივით გაიშვირა ხელი წითელთავამ,როდესაც რაღაც მიტოვებულ,ნანგრევებად ქცეულ შენობას ჩავუარეთ.-აქ თოჯინები ცხოვრობენ.
-როგორ თუ ცხოვრობენ?-ვერ მოვითმინე და ვკითხე.
-პატარა,ფაიფურის თოჯინები-ისევ იმ დამპლური ხმით განაგრძო-იმ ბავშვების სულები ჰყავთ ჩასახლებული,რომლებიც ამ სკოლაში დაიწვნენ. უცხოები არ უყვართ.
-დედაშენს უთხარი,ფსიქიატრთან წაგიყვანოს-დავმოძღვრე .
-მერე არ თქვა,არ გამაფრთხილეო-მხრები აიჩეჩა წითელთავამ.
-თქვენ ყველა ასეთები ხართ თუ ეს გამორჩეულად გარეკილია?-დანარჩენებს მივუბრუნდი.
პასუხი აშკარად მეორე იყო,რადგანაც ბავშვებმა თვალი ამარიდეს და ინტერესით შეაჩერდნენ ნანგრევებს.
ჩემი მობილური აწკრიალდა და ცოტა ხნით თვალი მოვაშორე მათესა და წითელ ეშმაკს. დედა მირეკავდა.
ვუპასუხე,თუმცა ისეთი შრიალი ისმოდა,მისი ერთი სიტყვაც კი ვერ გავარჩიე.
-ჯანდაბა,ყველა სიკეთესთან ერთად,მობილურიც კი არ იჭერს-ამოვიქვითინე და ადგილი ვიცვალე,რათა როგორმე სიგნალი დამეჭირა.
არ გამოვიდა.
გაგულისებულმა დავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში და მათეს მივუბრუნდი,სახლში დროზე უნდა დავბრუნებულიყავით,მაგრამ...
არც მათე და არც ერთი სხვა ბავშვი ადგილზე არ დამხვდა,თითქოს მიწას ჩაეყლაპა.
იმ წამსვე მომაწვა პანიკა ყელში,გულ-მუცელი ამომიტრიალდა და სუნთქვა შევწყვიტე.
მხოლოდ მაშინ დამიბრუნდა აზროვნების უნარი,როდესაც ნანგრევების მხრიდან ბავშვის სიცილის ხმა მომესმა.
-მამასხარავებენ-დავიღრინე და გულმოსული წავედი შენობისაკენ-პატარა ნაბი*ვრები!
უსიამოვნო შეგრძნება,რომელიც საეჭოდ ჰგავდა შიშს,სიბრაზემ გადაფარა-ამ წყეულ ქალაქში ისეთი უბრალო რამის გაკეთებაც კი პრობლემა იყო,როგორიც ბავშვის სკოლიდან წამოყვანაა. ყველაზე უარესი სცენარი,რაც შეიძლება მომხდარიყო,აქაურობის ყოველდღიურობა გახლდათ.
ცაცხვებს შორის,აბალახებულ ბილიკზე მივდიოდი და მათეს ხმამაღლა ვეძახდი. პასუხად მხოლოდ სიცილი ისმოდა შენობიდან.
-ჩემი შეტყუება უნდათ,მძორები!-უწმაწური სიტყვებით მორთულ კართან შევჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე-იმ წითელთავას იდეა იქნებოდა და ვფიცავ,თუ დავიჭირე,ბიძამისის ძროხის მდგომარეობას სანატრელს გავუხდი!-კარი შევაღე და უცნაურად ჩაბნელებულ დერეფანს გავუყევი. ვცდილობდი,იმაზე არ მეფიქრა,რომ შერეკილი ბავშვის მონაყოლის მიხედვით,აქ ბოროტი თოჯინები ცხოვრობდნენ,თუმცა იმ წყეულ ადგილას ყველანაირად დაუჯერებელი საშინელებაც კი რეალურად მეჩვენებოდა. თავს შევუძახე,რომ სიმშვიდე მჭირდებოდა და ისიც ვიფიქრე,რომ თუნდაც “თოჯინებს” რეალურად ეარსებათ,ფეხებს ვერ მომჭამდნენ.
ნაგვით სავსე დერეფნიდან ფართო ოთახში აღმოვჩნდი,სადაც ყველაფერი ჭვარტლიანი და უსახური იყო,ოდესღაც აქ საკმაოდ ძლიერი ხანძარი უნდა ყოფილიყო.
ათასგვარი ხარახურა მოეტანათ ძველ სკოლაში,ვივარაუდე,რომ წითელთავას მსგავსი სისხლისმსმელი და ამგვარი ბნელი ადგილების მოყვარული ბავშვი ქალაქში მრავლად იყო,შესაბამისად,ყველა ეს გამოუსადეგარი ნივთი მათი მოძიებული იქნებოდა,რათა გულის გახეთქვამდე შეეშინებინათ რომელიმე ნორმალური აზროვნების ადამიანი. კედლებზე უამრავ,ჩემთვის გაუგებარ სიმბოლოსაც იგივე იდიოტი ბავშვები დახატავდნენ.
საბოლოოდ,იმ დასკვნამდე მივედი,რომ მეტი საქმე არ მქონდა,იდიოტი არასრულწლოვნის გამოგონილი მითის გამო ამკანკალებოდა ფეხები,ამიტომაც მათეს სახელი დავიწივლე და თან უცნობ მსმენეკს მივაძახე,რომ ჩემთან თამაშს არ ვურჩევდი.
რამდენიმე წუთიანი ოთახიდან ოთახში ბოდიალის შემდეგ, ხმა მომესმა.
ისევ ის საზიზღარი სიცილი!
ნერვებმოშლილი დავეშვი კიბეებზე,თან ვბუტბუტებდი:
-დედამო**ნული საშინელებათა ფილმი გინდათ? მიიღებთ,იდიოტებო.
ნულ სართულზე ჩასულმა კიბესთან დახვავებული სკამები ფეხით გავწიე,მათეს კიდევ ერთხელ დავუძახე და თან წითელთავას მიმართ მუქარა მივაყოლე.
მობილურის სანათი ჩავრთე,დერეფანს გავხედე და მის ბოლოში მოძრაობა შევნიშნე.
მაშინვე მოვწყდი ადგილს და მალე ჩიხში მოქცეული წითელთავა გამოვიჭირე. მისი თვითკმაყოფილი ღიმილი გამქრალიყო,სინათლეს ხელებით იფარავდა და ჩუმად ბუტბუტებდა.
-აუ,რა მაგრად დაგერხა-ა!-წავისისინე,მივუახლოვდი და ყურში ვწვდი.
-გამიშვი,დებილო!-დაიწკმუტუნა,მე კი უფრო მაგრად მოვქაჩე.
-ახლა მეტყვი,მათე სადაა და რაღაც შანსი მაინც გრჩება,რომ ტყავი არ გაგაძრო-მშვიდად ვუთხარი.
-აქ არაა!-მტკიცედ თქვა და მეორე წამს შეჰყვირა-წავიდა,მართლა,გაგვექცა!
-გგონია,დავიჯერებ,პატარა დემონო? სად არის?
-რა ხდება?-უცბად ხმის ტონი შეეცვალა,გაოცებულ სახეზე დაბნეულობა გამოესახა-რატო არ გეშინია?
გადავიხარხარე,ტელეფონი ისე დავიჭირე,რომ სინათლე ჩემ სახესაც მოხვედროდა და ვუპასუხე.
-იმიტომ,რომ ყველაზე საშიში მე ვარ.
წითელთავამ თვალები აახამხამა,გამოლენჩებული მზერით ამომხედა,შემდეგ კი თავი გაიქნია და დაიწრიპინა.
-ეგრე არ უნდა ყოფილიყო,მარა მე ჩემი საქმე ვქენი. დანარჩენი ფრედის საქმეა,დამანებე თავი.
-ფრედი? აქ რაღაც სექტა გაქვთ არა?-საყელოზე მოვქაჩე და გავათრიე-მითხარი,მათე სადაა,თორემ გეფიცები,დავივიწყებ,რომ ბავშვი ხარ... თანაც,ვერავინ გაიგებს,სად იყავი ან სად წახვედი-ღიმილით დავიხარე და მისი ცხვირის წვერთან რამდენიმე სანტიმეტრში გავჩერდი.
-ფრედი მაგის უფლებას არ მოგცემს-დაიკივლა წითელთავამ და შეეცადა,ხელიდან გამსხლტომოდა.
-მართლა? მოდი,შევამოწმოთ-ის იყო,იმდენად დავკარგე საღი აზროვნება,რომ მართლაც მზად ვიყავი,ბავშვისთვის ტყავი გამეძრო,ამ უკანასკნელმა სლუკუნით შემაჩერა და ყველაფერს გეტყვიო დამპირდა.
ხელში ჩაბღუჯული მინის ბოთლი დაბლა დავაგდე და წითელთავას მივუბრუნდი.
-ფრედი ვინაა?
-თოჯინა,აქ ცხოვრობს.
-კაი,არ მაინტერესებს-თვალები ავატრიალე და ეს ყველაფერი მის მდიდარ წარმოსახვას დავუკავშირე-მათე სადაა?
-საკუჭნაოში უნდა ჩაგვეკეტა,მარა გაიქცა... დედას გეფიცები!-დაამატა ჩემი თვალების დანახვისას.
-სად გაიქცა?
-სახლში ალბათ,რავი-ჩემს უკან გაიხედა და შეშფოთებული მზერა წამში ეცვალა-ახლა კი შეეშიმდება ბრიტნი შპირსს-გამოსცრა და მშიერი,ხარბი მაყურებელივით შემომხედა,რომელსაც სანახაობა სწყუროდა.
სხეულში უსიამოვნო ფუსფუსი ვიგრძემი-ჭიანჭველები აიბარგნენ და ფეხის წვერებიდან თმის ძირებისაკენ დაიწყეს სვლა. ჩემს უკან კედელი იყო,ყოველ შემთხვევაში,ასე მეგონა.
ფრთხილად,ისე,რომ წითელთავასთვის ხელი არ გამიშვია,შევბრუნდი და ვეცადე,აჩქარებული გული როგორმე დამემშვიდებინა.
სინათლე კედლისაკენ მივმართე და მასში გამოჭრილი პატარა,ბინძური თარო შევნიშნე,თაროზე კი...
-ესეც თოჯინა-სხეულით მოვეშვი და დაძაბულობისაგან ჩავიცინე-ოღონდ ეს მგონი ფრედის კი არა,ჟოზეფინას ჰგავს-წითელი თმები,ტუჩები და წამწამები ნახე...-თოჯინისაკენ დავიხარე და უსიამოვნო შეგრძნება დავაიგნორე-ნამდვილი დედოფალი იქნებოდა,ბინძური რომ არ იყოს. ჰო,დედოფალი ჟოზეფინა.-ჩავიფხუკუნე.
-ელა!-შეშფოთებით ამოიძახა წითელთავამ-რა სჭირს,რატომ არ ინძრევა?-გაიბრძოლა,რომ ჩემგან თავი გაეთავისუფლებინა-მგონი...
მის მზერას თვალი გავაყოლე,თოჯინას სასოწარკვეთილი უყურებდა. წამით გავიფიქრე,უბრალო შეშლილია-მეთქი,მაგრამ მერე “ჟოზეფინას” ტანზე შევნიშნე უცნაური,მუქი წითელი ფერის,ბლანტი სითხე,რომელიც ძალიან ჰგავდა...
-სისხლია!-დაიღრიალა ბიჭმა და თოჯინას მიეჭრა,ხელში აიტაცა,გულში ჩაიკრა და გაურკვეველი ბუტბუტი დაიწყო.
ჩავიმუხლე,საზიზღარი სუნი,რომელიც მანამდე შეუცნობლად მცემდა,გაძლიერდა,გულის რევა ძლივს შევიკავე.
-ეს რაღაცა შენი დაქალია?-ზიზღით შევეხე თოჯინის ხელ,თუმცა მაშინვე უკან გამოვწიე-რბილი იყო,როგორც ადამიანის კანი და არა ფაიფური ან პლასტმასი.
-ფრედი,ალბათ იმან ქნა!-წითელთავას თვალები ცრემლით ავსებოდა-ელამ არ დაუჯერა და ჩემი მეგობარი გახდა,ეტყობა ფრედის არ მოეწონა.
-მომისმინე-ამოვიოხრე,უკვე ძალიან მომბეზრებოდა იქ ყურყუტი-არ ვიცი,ვინაა ეგ ფრედი და დიდად არც მაქვს გაცნობის სურვილი,მათეს ვიპოვი და აქედან გავალ,შენ კიდევ,გირჩევნია,დამეხმარო...
-უკვე გვიანაა,აუცილებლად გიპოვის-თოჯინა თავის ადგილას დააბრუნა,ხელები სისხლით ჰქონდა მოთხვრილი-შენი სული სჭირდება,მშიერია.
-სული?-დავფიქრდი და ცოტა ხანში გამეცინა-არც სუფთაა,არც გემრიელი,აქა-იქ დაჩვრეტილი და თან უკვე სხვას შევპირდი.
-ვის?-გაკვირვებით შემომხედა.
-ბიძია ლუციფერს. ასე რომ ეგ შენი ფრედი ფრთხილად იყოს.-დერეფანს გავუყევი და მათეს კვლავ დავუძახე.
-არ გეშინია და ეგაა ყველაზე საშიში,რო იცოდე!-მომესმა თავწითელას წრიპინი-ხოდა მოგალანდებს რამეს ფრედი და არ თქვა მერე,არ გამაფრთხილესო.
-მოგალანდებ,რასაც საჭიროა-წავიღიღინე და ის იყო,უკან უნდა გავბრუნებულიყავით,ერთ-ერთი კარის მიღმა მოძრაობის ხმა მომესმა.
მაშინვე ვტაცე ხელი სახელურს და დავეჯაჯგურე,რამდენიმე ცდის შემდეგ კი პირდაპირ ფეხებით გადავედი შეტევაზე და კარის საკეტიც შევამტვრიე.
ოდესღაც ცოცხებისა და საწმენდი საშუალებების პატარა საწყობის იატაკზე,რომელიც მტვრიან ბუნაგად გადაქცეულიყო,მოკუნტული ფიგურა დავლანდე,
-მათე!-შვებით ამოვისუნთქე და დეიდაშვილს მივვარდი.
აკანკალებული მომეხვია და ტირილით ამოთქვა.
-ბოდიში,ძალოთ წამომიყვანეს,არ მინდოდა.
-ვიცი,რომ არ გინდოდა,ჰო,დამშვიდდი-თავზე ხელს ვუსვამდი,ცხვირში კვლავ ის საზიზღარი სუნი მცემდა.
-იმათმა წამომიყვანეს-იმეორებდა ისევ და ისევ-და ჩამკეტეს,რო ვერ მოვსულიყავი.
-რამე დაგიშავეს?-თავი ავაწევინე და მობილურის მკრთალ ნათებაზე თვალებში ჩავხედე. შეშლილი და შეშინებული მზერა ჰქონდა.
-არა,მაგრამ... მითხრეს,რო ჩემ სულს წაიღებდნენ.
-სულს არა,ნასკს კიდევ-თვალები ავატრიალე-წამოდი,აქედან გაგიყვან და მერე სათითაოდ ჩამოვუვლი მაგ გველ ბავშვებს...
-ვერ წამოვალ-ხელზე მომქაჩა,ჩემდა გასაკვირად,საკმაოდ ძლიერად-მითხრეს,რომ შემწვავდნენ და შემჭამდნენ,თუ გამოვიდოდი.
მის სიტყვებზე არ მეცინებოდა,იმ წყეულ ადგილას ამგვარი რამეები ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა,მაგრამ მაინც,ნაძალადევად გავიცინე და უდარდელი სახე მივიღე.
-მერე,არ იციან,რომ სუპერგმირი დეიდაშვილი გყავს ?
-რანაირი სუპერგმირი ხარ-დაინტერესება დაეტყო.
-მატყუარებს ვცნობ. მატყუარადეტექტორი ვარ,არაფერიც არ შეუძლიათ,მაგრამ რომც შეეძლოთ,ჩხუბი კარგად გამომდის-წამოვაყენე,იქვე მიგდებული მილი ავიღე და ხელში მოვიმარჯვე-იცი,ვინაა აქ ყველაზე ცუდი ტიპი?
უარის ნიშნად თავი გაიქნია.
-მე. და ეს ცუდი ტიპი შენ მხარესაა,ნუ გეშინია,წამო.
ადგილიდან არ დაძრულა,მხოლოდ ჩაიბუტბუტა.
-ვერ დამიცავ.
-საიდან მოიტანე? ჩემ ძალაში ეჭვი გეპარება?
-მაგარი რო იყო,მაინც... წახვალ და მერე რანაირად დამეხმარები?-პრეტენზიული და გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
თვალები ავატრიალე,ერთი სული მქონდა,ამ დაწყევლილი ადგილიდან გამეღწია,ამისთვის კი მათე რამენაირად უნდა დამერწმუნებინა.
-ვინ გითხრა რომ წავალ? არსადაც არ ვაპირებ წასვლას. მანამდე ვიქნები შენთან,სანამ დაგჭირდები.
თავი ამოსწია და დაეჭვებით მომაჩერდა,
-მართლა? ჩემთან დარჩები?
-ჰო,მართლა.
-მპირდები,რომ არ მიმატოვებ?
-გპირდები-მოუთმენლად მოვინაცვლე ფეხი,მარჯვენა ხელი გავუწოდე და ჩამოვართვი-ახლა წავედით?
-ხელის ჩამორთმევა არ კმარა,მასე არ დაგიჯერებ.-კვლავ ჯიუტობდა.
-ჯანდაბა,მათე,რამდენ ხანს უნდა მაყურყუტო აქ? უფროსი ვარ და რომ გეუბნები,წავედით-მეთქი,უნდა დამიჯერო!
-არა! დამიმტკიცე!-დაიკივლა და ისევ ჩაიმუხლა,სლუკუნი მომესმა.
-კარგი,კარგი-მილი კარს მივარტყი და ვეცადე,დავმშვიდებულიყავი-როგორ დაგიმტკიცო?
-მაკოცე,ეგრე როცა შვებიან,ესე იგი,ნაღდია.
ფიქრებს ვერაფერი მოვუხერხე და მაინც გაიელვა გონებაში იმ აზრმა,რომ ჩემი დეიდაშვილიც ისეთივე შეშლილი იყო,როგორც ყველა აქაური.
-კარგი,მოდი-დავიხარე და ლოყაზე ცივად ვაკოცე.
-ეგრე არა,ტუჩებში.
ღრმად ჩავისუნთე და იმაზე დავფიქრდი,რომ თუ ამას ვიზამდი,მალე ჩემ ქალაქში,ჩემივე მყუდრო სახლში აღმოვჩნდებოდი და სულ რომ ქვეყანა დაქცეულიყო,აქ აღარ დავბრუნდებოდი.
მათეს წვრილ,გაყინულ ტუჩებს შევეხე,საზიზღარმა გრძნობამ დამიარა,ისევ გულისრევამ წამომიარა.ბიჭმა კი გაიღიმა,წამოდგა და ნელა,აუღელვებლად გაუყვა დერეფანს.
მილჩაბღუჯული მივყევი უკან. გზად იმ თაროს დავაკვირდი,სადაც სისხლიანი თოჯინა იწვა,თუმცა ელა გამქრალიყო. ალბათ,წითელთავამ აიღო-მეთქი,გავიფიქრე,თუმცა ფიქრის დრო დიდ ხანს არ მქონია-ბნელ კუთხეებში მოძრაობას ვგრძნობდი,ზურგზე უხილავი არსებები ამიფუთფუთდნენ-ვიღაც ან ვიღაცები მიყურებდნენ,თუმცა შებრუნების სურვილი არ მქონია.
ნაბიჯს ავუჩქარე,მათეს ხელი ჩავავლე და კიბეები ავირბინე.
დერეფანში გასული გავხევდი:
ორიცე მხარეს,კედლებთან უამრავი თოჯინა იყო ჩამწკრივებული. ზოგს თვალი არ ჰქონდა,ზოგს ხელ-ფეხი,ზოგსაც ლოყა,მაგრამ ყველა,აბსოლუტურად ყველა, იღიმოდა.
-წითელთავამ მოაწყო,არა?-ამოვიღრინე და მათეს დავხედე,რომელმაც აუღელვებლად მიპასუხა.
-არა,თავისით მოვიდოდნენ,მაგრამ შენ ხომ არ გეშინია?
-აქეთ ეშინოდეთ-გულმოსული დავიძარი და ბავშვი გავათრიე.
ტანზე ცივი ოფლი მასხავდა,თოჯინებს არ ვუყურებდი,მაგრამ ვგრძნობდი,თითქოს მზერას მაყოლებდნენ.
სამიზნისაკენ-კარისაკენ ისე მივაბიჯებდი,როგორც სიზმარში-გაქცევა მინდოდა,მაგრამ ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი.

კარი მივხურე და გვარიანად შევიგინე.
აგურის გამკეთებლიდან დაწყებული,არქიტექტორით დამთავრებული,ყველას მშობელი მოვიკითხე და განაბულ მათეს გამარჯვებულმა გავხედე.
-ხედავ,ფეხები ვერ მოგვჭამეს,იმიტომ,რომ იციან,ვერ გაუვათ-მობილურის სანათი გამოვრთე და კარს სასწრაფოდ მოვშორდი-წამო,დედაშენს უნდა დავურეკო,თორე ინერვიულებს.
სვლა განვაგრძე და სიხარულით შევყვირე,როდესაც ეკრანზე სიგნალი გაჩნდა.
მაშინვე ავკრიფე ნომერი და მოუთმენლად დაველოდე პასუხს,რომელიც მალე არ ყოფილა.
მეორე ცდაზე,რამდენიმე ზარის შემდეგ პასუხი სიჩუმემ გამცა,შემდეგ კი დეიდას აკანკალებული ხმა მომესმა.
-ლეა? შენ ხარ?
-დეი,ბოდიში რა,მათე დავკარგე ამ იდიოტურ ქალაქში ხო ვერაფერს მოახერხებ წესიერას... დეიდა! გესმის?
-როგორ ხარ? სად ხარ?-ჩურჩულით მკითხა.
-რაღაც ძველ სკოლასთან,მარა გამოვდივარ უკვე,მათეც ჩემთანაა,არ ინერვიულო...
-ლეა,რას ამბობ-ხმაში ისეთი პანიკა გაერია,მივხვდი,რაღაც რიგზე ვერ იყო-სამი დღეა არ ჩანხარ,არ ვიცოდი,რა მექნა,მათე არაფერს მეუბნე...-ხმა გაწყდა და შრიალი გაისმა.
ფეხები ამიკანკალდა,ან ძალიან ცუდად მეხუმრებოდა ყველა,ან ჩემ თავს აუხსნელი რამ ხდებოდა. ხმას ვეღარ ვიღებდი,ვერც ვინძრეოდი,მხოლოდ იმას ვფიქრობდი,რომ დროულად უნდა გამეღვიძა.
-ლეა! -შრიალში საკუთარი სახელი მომესმა-ახლავე წამოდი სახლში,მათე აქაა,იმ დღესვე დაბრუნდა...
შრიალმა კვლავ გადაფარა ერთადერთი იმედის მომცემი ხმა,შემდეგ კი ყველაფერი მიწყდა. ტელეფონს დავხედე,ბუნდოვნად დავინახე,როგორ ციმციმებდა ბატარეის ნიშანი და მამცნობდა,რომ მობილური ითიშებოდა.
ვცდილობდი,დეიდას ნათქვამი გადამეხარშა,მაგრან გონებაში ლოგიკური პასუხი არ ჩანდა.
მთელი სასიცოცხლო ენერგია დამჭირდა,რომ უკან მივბრუნებულიყავი და შემეხედა იმ არსებისთვის,რომელიც მათედ ასაღებდა თავს.
იმ ადგილას იდგა,სადაც დავტოვე. პატარა,ძონძებში გახვეული საფრთხობელა. სახე პლასტმასის ჰქონდა,თვალების მაგივრად ორი შავი ხვრელი,წვეტიანი ცხვირი და მიხატული პირი,რომელიც იღიმოდა.
თავზე დაფაცხავებული,მწვანე ქუდი ეხურა,ერთ ადგილას გახევებული,ისე დარჭობილიყო კართან,თითქოს შემქმნელს იქ დაეწებებინა.
ნელ-ნელა უკუსვლა დავიწყე. მივხვდი,რაც გამომტყუა.
-ვერსად წახვალ,ლეა. დამპირდი,დაგავიწყდა?-ხმა არსაიდან გაისმა,თითქოს მხოლოდ ჩემ გონებაში იყო,საფრთხობელა არც კი განძრეულა,უბრალოდ ვიცოდი,რომ ის იყო.
-შენ არ დაგპირებივარ!-შევძახე,შევბრუნდი და გავიქეცი.
-ვერსად წახვალ,ლეა...
მის ხმას აღარ ვუსმენდი,სასწრაფოდ გავვარდი ხეებს შორის და იმავე ბილიკს გავუყევი,რომლითაც შენობაში შევედი.
მივრბოდი და ვცდილობდი,უიმედობის განცდა მომეშორებინა.
ხეების ხშირ რიგებს შორის მივიწევდი და ვფიქრობდი,რა შეიძლება მომხდარიყო,როდესაც უკვე ნაცნობი შენობა დავინახე,მის წინ კი-საფრთხობელა. გაუნძრევლად მდგარი,მომღიმარი.
ყველა გზა ვცადე,ხეებზე ვძვრებოდი,მესერზე,ბალახებს შორის მცირე ხვრელიც კი არ დამიტოვებია,თუმცა ამაოდ,შენობასთან დაბრუნებულს ფრედი ერთი და იმავეს მიმეორებდა-შემოდი და ყველაფერი შეიცვლება. სხვა გზა არ არის,ლეა.
ყველაფერი ვცადე,ყველა გზა და დიდ ხანს ველოდე შველას,თუმცა როგორც ჩანს,ყველამ დამივიწყა. ალბათ დეიდამაც,ისიც მათნაირო გახდა. აქ არავის აინტერესებდა,რა ბედი მეწეოდა,იქნებ უკეთესიც იყოს,თუ შევალ?
არ ვიცი,უბრალოდ მინდა,ეს ტანჯვა დამთავრდეს.
ეს წერილი ჩემ ,კეთილ სამყაროსთან ბოლო,სანუკვარი კავშირია. იმ ადამიანებთან,რომლებიც სიკეთის მხარეს არიან. თუ ვინმე ოდესმე ამას წაიკითხავს,იცოდეს-გადაწვით აქაურობა. მთელი ქალაქი ააოხრეთ ისე,რომ ბაქტერიაც კი არ გადარჩეს ცოცხალი. არც ბავშვები დაინდოთ,ისინი ყველაზე მარტივად ემონებიან ფრედის.
ახლა კი. უნდა შევიდე,იქნებ შევძლო და იმ ნაბიჭვარს პლასტმასის ცხვირი ამოვუნაყო,თუ არა,ტანჯვა მაინც დასრულდება.
ბოლოს და ბოლოს მე ვარ ყველაზე საშიში ამ ისტორიაში. მე ვარ ლეა.

***
მოგესალმებით,ძალიან მიხარია,რომ ამ პატარა ისტორიით მაინც მომეცა შანსი,დავბრუნებულიყავი,ძალიან მომენატრეთ<3 ასევე,მინდა აღვნიშნო,რომ ამ ნაწერის გამოქვეყნებას არ ვგეგმავდი,მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აიტვირთა,რომ მივიღე გამოწვევა 4ლავის მწერლისაგან,გამომექვეყნებინა ის,რაც ჩემი სურვილით აქ არ მოხვდებოდა. მაინც იმედი მაქვს,რომ ისიამოვნებთ. ველი შთაბეჭდილებებს<3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი Tamuna Gogaladze

ალისაა ძალიან საყვარლობაა იყოო♥♥♥ამის დამალვა შეიძლებოდაა?!♥♥♥ბევრი გექნება კიდევვდა გამოუშვიი♥♥♥მომწნტრა შენი ისტორიებიი♥♥

№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

Tamuna Gogaladze
ალისაა ძალიან საყვარლობაა იყოო♥♥♥ამის დამალვა შეიძლებოდაა?!♥♥♥ბევრი გექნება კიდევვდა გამოუშვიი♥♥♥მომწნტრა შენი ისტორიებიი♥♥

გამახარე ახლა ძალიან♥️ დასასრულებელი ბევრია,მაგრამ ვეცდები,დავაყენო საშველი,მეც ძალიან მომენატრეთ♥️

№3  offline წევრი სოფიო-სოფიო

ყოჩაღი ალისა ❤️❤️

№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

სოფიო-სოფიო
ყოჩაღი ალისა ❤️❤️

სოფიო♥️♥️

№5 წევრი Taattu

ძალიან გამიხარდა შენ გამოჩენა
რა იყო ესს flushed laughing
კარგია რომ დადე
ძალიან კარგი იყო
და საშიშიც ცოტა
ეს მთლიანად დაგესიზმრა??
თუ სიზმრის ნაწყვეტზე დაწერეე
მოუთმენლად ველი შემდეგ ისტორიას
და ერთის გაგრძელებას
heart_eyes heart_eyes

№6  offline წევრი L.eli13

შემეშინდა.????
მგონი დღეს ძილი არ მიწერია.
მალე დაბარუნდი ახალი ისტორიით.
(დომინუსის დადებას აპირებ?)

№7  offline მოდერი მარტო სახლში

ვაიმეე გამისკდა გული :))) საშიში ისტორიები საერთოდ არ მიყვარს ჩემი შემდგომი კოშმარების გამო, მაგრამ ნუ ეს არც ისე საშიში იყო რომ კოშმარები დამესიზმროს იმედია <33 ხო რაც შეეხება ისტორიას ძალიან ძალიან მომეწონა. თავიდან ვფიქრობდი რომ ეს ან სიზმარი იყო ან უბრალოდ ლეა გადაარჩენდა ამ ქალაქს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ქალაქის გადარჩენის შანსი ჩვენ დაგვიტოვე... მე პირადად გადავწავდი იქაურობას ^_^ ბავშვებსაც, რომლებიც ასე უტიფრად უჯერებენ ვიღაც ფრედის. უფროსებსაც, რომლებიც არაფერს აკეთებენ ამ საშინელებიდან გასაქცევად და ლეასაც, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟია მაინც არ გააკეთა ის რაც საჭირო იყო და თვითონ არ გადაწვა ყველაფერი. მიკვირს როგორ იყვნენ ასეთი გულცივები და უგრძნობები იქაური მცხოვრებლები მათ შორის ლეას ნათესავიც. არ გააჩნიათ გრძნობები, არ ეშინიათ, ან ეშინიათ, მაგრამ ვერ გამოხატავენ და რაც მთავარია არ აკეთებენ იმას რაც საჭიროა. ამ ისტორიამ შენ წარმოიდგინე და ერთი რამ მასწავლა. არ უნდა დავიხიო უკან და გავაკეთო ის რაც საჭიროა, რაც ყველას დაეხმარება, ამიტომ ნუ იტყვი, რომ მასში არ იდო ისეთი რაღაც,რომლის მიტანაც მკითხველისთვის იქნებოდა საჭირო. ჩემი აზრით, ძალიან დიდი აზრი იდო, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ჩემი შიშების მიუხედავად მაინც ჩავედი ამ ისტორიის ბოლომდე და ძალიან დიდი შთაბეჭდილებაც დამრჩა. მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც <3 იმედია მალე დაგვიბრუნდები შენი ჯადოქრობით ^_^ და სიყვარულობებით <3 <3
ლავ იუ <3

№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

Taattu
ძალიან გამიხარდა შენ გამოჩენა
რა იყო ესს flushed laughing
კარგია რომ დადე
ძალიან კარგი იყო
და საშიშიც ცოტა
ეს მთლიანად დაგესიზმრა??
თუ სიზმრის ნაწყვეტზე დაწერეე
მოუთმენლად ველი შემდეგ ისტორიას
და ერთის გაგრძელებას
heart_eyes heart_eyes

დიდი მადლობა,ძალიან გამახარე ახლა,ნამდვილად არ მეგონა,თუ მოწონებას დაიმსახურებდა♥️ სიზმარში მხოლოდ ფრაგმენტები,თუმცა მთელი ხაზი ამ ფრაგმენტებს მიჰყვება.

L.eli13
შემეშინდა.????
მგონი დღეს ძილი არ მიწერია.
მალე დაბარუნდი ახალი ისტორიით.
(დომინუსის დადებას აპირებ?)

უჰ,ბოროტულად მიხარია,რომ შეგეშინდა:3♥️ დომინუსს ნელ-ნელა ვწერ,ვაპირებ დადებას,თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო საერთოდ ვერ ვიცლი წერისთვის:(

მარტო სახლში

როგორი ტკბილი კომენტარია♥️დიდი მადლობა,მიხარია,რომ ამდენი რამის დანახვა მოახერხე,ფაქტობრივად,შენი დამსახურებაა ამის გამოქვეყნება. კოშმარს რაც შეეხება,ეს ჩემი სიზმარია და არც ისეთი საშიში იყო,უფრო საინტერესო,ამიტომაც არ იდარდო:დ♥️♥️

№9  offline მოდერი მარტო სახლში

Alice76

უჰ კიდევ კარგი მეთქი სიმართლეათქო და :დდდდ ხოკაი მართლა კიარ დამიჯერებია. მაგრამ მართლა ძალიან მომეწონა ჩემი აღიარებაა <33 :დდდ

№10  offline წევრი Morfeous

ამის დადებას არ აპირებდი? scream scream
კიდევ კარგი გამოგიწვიეს თუ არა ამ ისტორიას დღის სინათლე არ ეღირსებოდა და საცოდავად მოკვდებოდა.
ცუდი გოგო ხარ შენ!
rage rage
--------------------
მორფეოსი

№11  offline წევრი Rania

Gmerto chemo alisss.nes raiyo haa. Zalian cudi gogo xar shen. Sad malavdi amass. Asetebi tugaqvs kidev gamoushviiii. Sascauli vinme xar. Male dagvibrundiiii
--------------------
Q.qimucadze

№12  offline მოდერი მარტო სახლში

არა რა მაღიარეთ. მე რომ არა ალისას ვინ დაადებინებდა ამ საოცრებას :დ <3

№13  offline წევრი mariam m.k

ჯადოქარო მწეალო! როგორც ყოველთვის ეხლაც კარგი იყო,პატარა მაგრამ ჩამწვდომი, და საინტერესო, არ ვიცი რატო არ დებდი ამ აწ უკვე შენ მეასე საოცრებას♡ მარამ ხომ დადე არა რაც მთავარი დადე და გახარე შენი ნათლიას გული. რაც შეხება იმას რომ დიდი ხანი გელოდბი. მეთქი ეხა დადებს რამე ისეთს რაც მთელი კვირა გამყვება და მოუთმენლად დაველოდები მაგრამ არ დაგადგა საშველი.:) ისე არ დაგიმალავ და სიბრაზე გადაჯოკრა ამ ისტორიამ. ნუ საერთოდ ისეთი საოცრება ისტორიები გაქვს მაინც ვერ გიბრაზდები. მგონი საკმარისი არა საკმარისი როგორ არის იმდენად ემოციაში ვარ ბერი რაგაც რაგაცები მაქვს სათქმელი მაგრამ ამჯერად დავჯერდები ამას .
♡:)

№14  offline წევრი Worlds gone crazy

ამ შუა ღამე ეს მინდოდა ახლა მე?!????????????????ვკანკალეებ????????????????????

№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნორმი
ამის დადებას არ აპირებდი? scream scream
კიდევ კარგი გამოგიწვიეს თუ არა ამ ისტორიას დღის სინათლე არ ეღირსებოდა და საცოდავად მოკვდებოდა.
ცუდი გოგო ხარ შენ!
rage rage

ცუდი ვარ ,ცუდი:( მაგრამ თან მიყვარხართ :3 ძალიან ძალიან♥️

აუუ რა მაგარი იყოოო ????????????გაგრძელება მინდა????????????

№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

Rania
Gmerto chemo alisss.nes raiyo haa. Zalian cudi gogo xar shen. Sad malavdi amass. Asetebi tugaqvs kidev gamoushviiii. Sascauli vinme xar. Male dagvibrundiiii

როგორ მინდა,რომ არ მოგაკლოთ ისტორიები და მე თქვენი კომენტარები არ მოვიკლო:( ლამის ყველაფერი ავტვირთო ახლა,დაუსრულებელი ისტორიების ჩათვლით:დდდ მადლობა თქვენ ამდენი სითბოსთვის♥️

მარტო სახლში
არა რა მაღიარეთ. მე რომ არა ალისას ვინ დაადებინებდა ამ საოცრებას :დ <3

:დდდ ♥️♥️

mariam m.k
ჯადოქარო მწეალო! როგორც ყოველთვის ეხლაც კარგი იყო,პატარა მაგრამ ჩამწვდომი, და საინტერესო, არ ვიცი რატო არ დებდი ამ აწ უკვე შენ მეასე საოცრებას♡ მარამ ხომ დადე არა რაც მთავარი დადე და გახარე შენი ნათლიას გული. რაც შეხება იმას რომ დიდი ხანი გელოდბი. მეთქი ეხა დადებს რამე ისეთს რაც მთელი კვირა გამყვება და მოუთმენლად დაველოდები მაგრამ არ დაგადგა საშველი.:) ისე არ დაგიმალავ და სიბრაზე გადაჯოკრა ამ ისტორიამ. ნუ საერთოდ ისეთი საოცრება ისტორიები გაქვს მაინც ვერ გიბრაზდები. მგონი საკმარისი არა საკმარისი როგორ არის იმდენად ემოციაში ვარ ბერი რაგაც რაგაცები მაქვს სათქმელი მაგრამ ამჯერად დავჯერდები ამას .
♡:)

მეც გავებუტე საკუთარ თავს,ასე რომ დავიკარგე და თქვენი თავი მოვიკელი:( ძალიან მიხარია,რომ ამ პაწუკელა ჰორორმა გული მოგილბო,არა მხოლოდ თან,ამხელა ემოციას არ ველოდი,ძალიან გააბედნიერე შენი ჯადოქარი♥️♥️

Worlds gone crazy
ამ შუა ღამე ეს მინდოდა ახლა მე?!????????????????ვკანკალეებ????????????????????

კარგ დროს წაგიკითხავს:დდ♥️♥️

თამო ლელუაშვილი
აუუ რა მაგარი იყოოო ????????????გაგრძელება მინდა????????????

დიდი მადლობა♥️ ჯერ სხვა ვალები მაქვს,შემდეგში იქნებ გაგრძელდეს კიდეც:დ♥️♥️

№18  offline წევრი DI ANA

შემეშინდა, ცხოვრებაში პირველად შენი მოთხრობის შემეშინდა. მახსოვს ადრე ფეისბუქზე პატარა ჩანახატი გედო , გოგონას ღამით ძაღლი რომ მიჰყავს გასასეირნებლად, აი ეგ ჩანახატი რაღაცით ჰგავს ამ მოთხრობას, რით არ ვიცი მაგრამ ჰგავს.

ქალაქის სახელი არ გაქვს დაწერილი მაგრამ პირველივე წამიდან ვიფიქრე რომ ეგ ქალაქი სამტრედია იყო ან კიდევ ხონი... ამის გაფიქრებაზე გული კიდევ უფრო მიუახლოვდა გასკდომას იმიტომ რომ ორივე ქალაქს ამშვენებს დამწვარი სკოლა და თან გარკვეული დროით ორივე ადგილას ვცხოვრობდი, მადლობა ღმერთს თოჯინა არ ვარ:დდდდდდდდდდ

გამიხარდა შენი გამოჩენა , ხშირად გაგვანებივრე ხოლმე ❤❤❤

№19 წევრი რუსკიმარუსია

მგონი პირველად გამიხარდა ნახვისთანავე რომ არ წავიკითხე შენი ისტორია:) ალბათ რაღაც საშიშ სიზმარს ვნახავდი, რომლებიც ამ ბოლოს დამჩემდა. გული კი დამწყდა და ვიფიქრე რა დროს სტუმრებია ალისას ისტორია მელოდება თქო, მაგრამ კარგია რომ იყვნენ :)
ხომ თითქოს შევეჩვიე შენს ისტორიებს, ყველასგან განსხვავებულს, მაგრამ ეს შენებისგანაც კი განსხვავებული იყო ❤
შემეშინდა და თან ძალიან მომეწონა.
მითხარი სადაა ეგ ქალაქი და იმ სკოლას მე გადავწვავ:)
მიხარია რომ გამოჩნდი და აღარ დაიკარგო რა, დამაკლდა შენი ისტორიები❤

ძალიან მაგარი იყო

№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
შემეშინდა, ცხოვრებაში პირველად შენი მოთხრობის შემეშინდა. მახსოვს ადრე ფეისბუქზე პატარა ჩანახატი გედო , გოგონას ღამით ძაღლი რომ მიჰყავს გასასეირნებლად, აი ეგ ჩანახატი რაღაცით ჰგავს ამ მოთხრობას, რით არ ვიცი მაგრამ ჰგავს.

ქალაქის სახელი არ გაქვს დაწერილი მაგრამ პირველივე წამიდან ვიფიქრე რომ ეგ ქალაქი სამტრედია იყო ან კიდევ ხონი... ამის გაფიქრებაზე გული კიდევ უფრო მიუახლოვდა გასკდომას იმიტომ რომ ორივე ქალაქს ამშვენებს დამწვარი სკოლა და თან გარკვეული დროით ორივე ადგილას ვცხოვრობდი, მადლობა ღმერთს თოჯინა არ ვარ:დდდდდდდდდდ

გამიხარდა შენი გამოჩენა , ხშირად გაგვანებივრე ხოლმე ❤❤❤

არ მეგონა,თუ საშიში იყო,გამიხარდა:3 შემდეგში უფრო მოვინდომებ ჰორორის წერისას:3
მომენატრა შენი კომენტარები,უუჰ,როგორ მომენატრა❤️

რუსკიმარუსია
მგონი პირველად გამიხარდა ნახვისთანავე რომ არ წავიკითხე შენი ისტორია:) ალბათ რაღაც საშიშ სიზმარს ვნახავდი, რომლებიც ამ ბოლოს დამჩემდა. გული კი დამწყდა და ვიფიქრე რა დროს სტუმრებია ალისას ისტორია მელოდება თქო, მაგრამ კარგია რომ იყვნენ :)
ხომ თითქოს შევეჩვიე შენს ისტორიებს, ყველასგან განსხვავებულს, მაგრამ ეს შენებისგანაც კი განსხვავებული იყო ❤
შემეშინდა და თან ძალიან მომეწონა.
მითხარი სადაა ეგ ქალაქი და იმ სკოლას მე გადავწვავ:)
მიხარია რომ გამოჩნდი და აღარ დაიკარგო რა, დამაკლდა შენი ისტორიები❤

მიხარია,რომ მიუხედავად შიშისა,მაინც მოგეწონა,მარუსი❤️ ვეცდები,რაც შეიძლება მალე დავბრუნდე,ნამდვილად ალისური ისტორიით,მადლობა შენ უდიდესი❤️

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მაგარი იყო

მიხარია,დიდი მადლობა❤️

№22  offline წევრი Timi.TR

gamixarfa sheni nikis danaxva ❤️
wavedi wavikitxo

№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

Timi.TR
gamixarfa sheni nikis danaxva ❤️
wavedi wavikitxo

იმედია მოგეწონა♥️

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.