შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი სიტყვა [ნაწილი III]


8-07-2019, 00:00
ავტორი ლათინო
ნანახია 290

ერთი სიტყვა [ნაწილი III]

-ლალო!
-გისმენ ლუკა,გაარკვიე?
-სად ხარ,სახლში ხარ? მოვალ და ვილაპარაკოთ.
-არა,მე და ემა კაფეში ვართ,თუ გინდა მისამართს მოგწერ და აქ მოდი.
-არ მინდა მისამართი,ისედაც ვიცი სადაც დადიხართ ხოლმე.
-კარგი მაშინ გელოდებით.
ტელეფონი გავთიშე და მეგობრის ინტერესით სავსე მზერას მხოლოდ მხრების აჩეჩვით ვუპასუხე.
-რა გითხრა? გახსნიან საქმეს?
-არ ვიცი,არაფერი უთქვამს,მოვალ და ვილაპარაკოთო.
-იმედი მაქვს კარგ ამბავს გვეტყვის...
-ამ საქმის შესახებ რაც არ უნდა თქვას, კარგი არც ერთ ვარიანტში არ იქნება.
-ანუ,ის ვიგულისხმე,რომ ....
-ჰო,ჰო მივხვდი.მაგრამ მეეჭვება ვინმემ ამ საქმის გამოძიება მოინდომოს.ერთი შეხედვით ჩვეულებრივი უბედური შემთხვევაა,თანაც იმ ამბიდან ათ წელზე მეტია გასული და ჩემი მაგნიტების გამო თავს რატომ შეიწუხებენ?
-რას ნიშნავს თავს შეიწუხებენ?!ეგ მათი საქმეა და უნდათ თუ არ უნდათ უნდა გამოიძიონ!
კოპები შეკრა ემამ.
-ვიცი,მაგრამ მგონია,რომ დავაგვიანეთ,ათი წელი გავიდა!
-ჰო,არ ვიცი,მოვა ლუკა და გვეტყვის.
-ჰო...უი,ახლა გამახსენდა,რა უნდა გეთქვა,რომ მითხარი ახალი ამბავი მაქვსო?
-ააა,ჰო ისეთი არაფერი.
-მიდი მითხარი,ლუკა ჯერ მაინც არ ჩანს.
-ლიკა ხომ იცი?
-რომელი ლიკა?
-აი ის,რა გვარია ღმერთო გამახსენე!-შუბლი მოისრისა და ჩაფიქრდა,მერე სახე გაუნათდა და წამოიყვირა-გამახსენდა,გავაშელი!
-ჰო, როგორ არ ვიცი,რომ ვეზიზღებოდით.
-ჰო,აი ეგ...ერთი კვირა კომაში ყოფილა და გუშინ გარდაიცვალა.
-რა? საიდან გაიგე? როგორ?
თვალები გამიფართოვდა და მიუხედავად იმისა,რომ დიდად მისით მოხიბლული არ ვიყავი მაინც გული დამწყდა. არც კი ვიცი რატომ,უბრალოდ ჩემზე ცუდად იმოქმედა.
-ასე თქვეს ავარიითო...
-ღმერთო,რა საშინელებაა! და შენ საიდან გაიგე?
-სალომესგან,მისი კლასელი ყოფილა.
-გასაგებია.
თვალი ავარიდე მეგობარს და კარებში გამოჩენილ ლუკასკენ მივმართე მზერა.
-როგორც იქნა!უკვე ნახევარი საათია აქ გელოდებით,შევახმით ამ სკამს.
-ემა,ამ ერთხელ მაინც გაჩუმდი!
შეუბღვირა დას და ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-აბა,რა ხდება?
სუნთქვაშეკრული დაველოდე მის პასუხს.
-იცით...მათ ამ საქმის გამოძიება არ უნდათ.
-რატომ?
ჩემს ხმას მე თვითონ ვერ ვცნობდი.
-იმიტომ,რომ ათი წელია გასული,თითქმის თერთმეტი.
-და რა მნიშვნელობა აქვს? ათი კი არა ოცდა ათი წელიც რომ იყოს გასული,ასეთი მტკიცებულება თუ რა ვიცი რაცაა ხელში რომ გვიჭირავს რას დავაბრალოთ უბრალო დამთხვევას?
აყვირდა ემა.
-ხმას დაუწიე და დაჯექი! -სიმკაცრე შეერია ხმაში ლუკას-მთავარი მიზეზი აქ დრო კი არა დამნაშავის ვინაობაა,არავის უნდა გიგაურებთან დაპირისპერება.
-სულ გააფრინეთ? რას ნიშნავს მათთან დაპირისპირება არ უნდათ?! ის ურჩევნიათ,რომ ფულის გამო ხალხი სიცოცხლეს გამოასალმონ?! მათაც ხომ უნდა აგონ პასუხი?
ვერ მშვიდდებოდა ემა.
-რადგან ასეა...-მშვიდი ხმით დავიწყე ლაპარაკი და ორივეს მოვავლე თვალი-რადგან ასეა თავად მომიწევს მათი დასჯა.
-ოღონდ ეს არა! მათ უნდა დაემსგავსო?
-არავის არ ვემსგავსები ემა! მათ ფულის გამო მოკლეს მამაჩემი,დამაობლეს გესმის? მათ გამო დედაჩემი ჭკუიდან შეიშალა და საკუთარი შვილი მოკლა. მათი ბრალია რომ ოჯახი აღარ მყავს და რა გინდა მითხრა, რომ შურისძიების უფლება არ მაქვს? როცა მათ დაკავებას არავინ ცდილობს მე რა უნდა ვქნა,შეგიძლია მითხრა? ბედს შევეგუო და ჩემი ოჯახის საიქიოში გაშვება ვაპატიო? ის ვაპატიო რომ მამაჩემის ფულს ისე ხარჯავენ რესტორნებში და გართობაში რომ ერთხელაც არ ახსენდებათ საიდან აქვთ ეს ფული? არ შევარჩენ,არ შევარჩენ იმას,რომ მამაჩემისთვის განკუთვნილი ჟანგბადიც კი მათ მიითვისეს!
მონოლოგი დავასრულე და უკანმოუხედავად დავტოვე კაფე.პირველივე ტაქსიში ჩავჯექი და სახლისკენ დავიძარი.ახლა ალკოჰოლი იმაზე მეტად მჭირდებოდა ვიდრე ნებისმიერ მასზე დამოკიდებულ ადამიანს.სწრაფად მოვემზადე და სახლი დავტოვე.ტელეფონზე შემოსულ არცერთ ზარზე მიპასუხია,ახლა მხოლოდ სასმელთან ერთად მინდოდა განმარტოვება.შესვლისას პირდაპირ ბარისკენ დავიძარი და თემოს გვერდით მივუჯექი. საშინლად ნაღვლიანი ჰქონდა თვალები. მეუცნაურა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა.
-კარგად ხარ?
-მეტყობა რამე მსგავსი?
სიმწრის სიცილით მითხრა,ისე რომ არც კი გამოუხედავს და ვისკი პირდაპირ ყელში გადაუშვა.
-არ მომიყვები?
-ვერა.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-რატომ?
-იმიტომ,რომ მეშინია.
-და რისი?
ვხვდებოდი,რომ ნელენლა დიალოგში ვიყოლიებდი.
-იმის,რომ საჭირო ემოციებით ვერ მოგიყვები.
-არაუშავს,ვეცდები გავიგო რას გრძნობ.
-შეყვარებული არასდროს გყოლია,ხომ ასეა?
-ხო,მაგრამ ახლა მაგაზე არ ვსაუბრობთ.
-ანუ არც არასოდეს დაგიკარგავს,თანაც სამუდამოდ.
-რას გულისხმობ?
-მოკვდა.
-რა?
ნეტავ დღეს კიდევ ვისი გარდაცვალების შესახებ უნდა გავიგო?!არა,მგონი უკვე საკმარისია.
-აი,ვერ იგრძენი! ვერაფერი ვერ იგრძენი.მეტიც,ვერც კი მიხვდი რაზე ვსაუბრობ. გეტყვი,ჩემი შავთმიანი ანგელოზი მოკვდა,იცი რა საშინელი შეგრძნებაა როცა იგებ,რომ შენი მფარველი ანგელოზი შენს გამო მოკვდა?
-კარგი დაწყნარდი,გთხოვ.
პირველად ცხოვრებაში,ჩემი ინიციატივით ჩავეხუტე ადამიანს,რომელიც არც ლუკა იყო და არც ემა. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,უბრალოდ თავი ვერ შევიკავე. მიუხედავად იმისა რომ ჩემი და თემოს ურთიერთობა ბარის გარეთ არასდროს გასულა მაინც არ იყო ჩემთვის უცხო,პირიქით,მგონი მეგობრადაც კი ვთვლი. ის არის ადამიანი რომელიც ჩემს მსგავსად,მხოლოდ მაშინ სტუმრობს ამ ბარს როცა რაღაც საშინლად აწუხებს და ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სადარდებელს,მერე კი,როცა ალკოჰოლის ზემოქმედებიდან გამოვდივართ არაფერი გვახსოვს.
-უბრალოდ ნუ ამბობ რომ ის მოკვდა,ის გარდაიცვალა თემო.მან სხვა,უკეთეს სამყაროში განაგრძო ცხოვრება.შეუძლებელია ადამიანი ამდენ ხანს ატარებდეს დედამიწაზე და მერე უბრალოდ ერთი წამი ასრულებდეს ყველაფერს.რა ვიცი,ვფიქრობ რომ ის ცხოვრებას ისევ აგრძელებს,სხვა სამყაროში თუ არა შენს მეხსიერებაში მაინც.
-ბრავო!
ტაშის ხმამ მაიძულა თემოს მოვშორებოდი. უკან მივტრიალდი და იმ ბიჭის განრისხებულ თვალებს გადავაწყდი რომელმაც ჩემი საავადმყოფოში დაწვენა გადაწყვიტა,როცა ალკოჰოლით მომეწამლა ორგანიზმი.თემო შეკრთა მის დანახვისას და ნელა წამოდგა ფეხზე.
-რა დონის ნაბი*ვარი ხარ ხვდები?-კბილებს შორის გამოცრა-ვიფიქრე,ოდნავ მაინც შერჩა კაცობა და იმიტომ არ მოვიდა ლიკასთან,რომ თავს იდანაშაულებს მეთქი.ვეცადე როგორმე გამეგო,ჩემი დის გამო მაინც გამეგო,მაგრამ რაში გაგიგო,იმაში რომ გუშინ შეყვარებული გაისტუმრე და ახლა სხვებს "კერავ"? არც კი გრცხვენია შე... არც კი ვიცი რა გიწოდო! ხვდები ახლა რისი გაკეთება შემიძლია? იცი მაინც რაზე ვარ წამსვლელი? ახლა,აქვე რომ მოგკლა არ ვიქნები მართალი? მითხარი!
ნელ-ნელა აუწია ხმას და ბოლოს ღრიალზე გადავიდა,თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა,ცეცხლი რომელსაც ზიზღი აღვივებდა,თემოსადმი ზიზღი,ალბათ ჩემდამი ზიზღი,სამყაროსადმი ზიზღი,ცხოვრებისადმი ზიზღი,რომელმაც და წაართვა. ბარზე რაც კი ეწყო ყველაფერი ძირს გადმოყარა. მონსტრს დაემსგავსა,სწორედ იმ მონსტრს რომელიც წლების წინ დედაჩემში დავინახე. თვალები ნელ-ნელა ცრემლებით მევსებოდა,ვეღარაფერს ვარჩევდი,თავბრუ მეხვეოდა,მხოლოდ ხმა მესმოდა,მსხვრევის,ყვირილისა და დარტყმის ხმა. თვალები მაგრად დავხუჭე,ძალა მოვიკრიბე და უკვე დასისხლიანებულ თემოს გადავეფარე.
-გაჩერდი!
რაც კი ჩემს ორგანიზმში ძალის მსგავსი იყო ერთიანად მოვუყარე თავი და იმხელა ხმაზე ვიყვირე რომ ყელი ჩამეწვა. მისი გააფთრებული თვალები ახლა ჩემკენ იყო მომართული.
-შეეშვი....გთხოვ!
ხმა აღარ მქონდა,მხოლოდ საცოდავად ამოხრიალება შევძელი.მის აშლილ სახეს რომ შევხედე ვიფიქრე არც მე დამინდობს მეთქი,მაგრამ ცოტა ხანს მხოლოდ თვალებში მიყურა,მერე კი უკანმოუხედავად დატოვა ბარი.
-თემოს მიხედე!
ბარმენს დავაბარე და რატომღაც მას გავყევი.ვიცი,რომ შემამჩნია,მაგრამ არც ერთხელ მოტრიალებულა.მაღაზიაში შევიდა,იქედან კი ვისკის ბოთლით ხელდამშვენებული გამოვიდა და გზა განაგრძო. მეც ავედევნე,თან გზაში უამრავჯერ ვინანე,რომ ეს ნაბიჯი გადავდგი,რადგან უკვე სახურავზე ასასვლელ კებეებთან ვიყავი გაჩერებული და იქედან ისევ ამ კიბით ჩამოვიდოდი თუ არა არ ვიცოდი. თავიდან ასვლას ვაპირებდი, მაგრამ შიშმა მძლია და უკან გაბრუნება დავაპირე როცა მისმა ხმამ შემაჩერა.
-არ ამოხვალ?
-არა,სიცოცხლე ჯერ არ მომბეზრებია!
-მე კი ვფიქრობ რომ უკვე დიდი ხანია მოგბეზრდა...ამოდი,არ შეგჭამ!
-მეც ვიცი რომ კანიბალი არ ხარ,უბრალოდ სახურავიდან გადამაგდებ და ....
-ამოდი!
მითხრა და კიბეს მოშორდა,ცოტა ყოყმანის შემდეგ გავიფიქრე რაც იქნება,იქნება მეთქი და კიბეზე ავედი. სახურავის კიდესთან იჯდა და ბოთლი ჰქონდა მოყუდებული.
-სანამ ახლა წამოხტები და აქედან მომისვრი,გეტყვი რომ მე და თემოს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს...ანუ ურთიერთობა გვაქვს რა თქმა უნდა,მაგრამ მხოლოდ მეგობრები ვართ.
-დაბადებიდან ასე ჩქარა ლაპარაკობ?
-დაბადებიდან არავინ ლაპარაკობს,გონიერო!
-ვიცი,მაგრამ შენგან მოსალოდნელია.
-მანდ რომ დავჯდე შეიძლება? უბრალოდ მომწონს სიმაღლიდან ქალაქის თვალიერება.
-ყველაფრის ახსნა არ არის საჭირო,მოდი.
-არ გადამაგდებ ხო?
როგორც იქნა გამოხედვა იკადრა.მზერით მითხრა უკვე მაქსიმალურად ბევრი სისულელე თქვიო და მეც გავჩუმდი. ფრთხილად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და მის გვერდით დავჯექი. არაფერი უთქვამს,მხოლოდ ვისკით თვრებოდა.
-ლიკას ძმა ხარ?
ძლივს გავბედე კითხვის დასმა.ასეთი ფრთხილი არასდროს ვყოფილვარ. ალბათ იმიტომ,რომ ჩემი სიტყვები აქამდე ჩემს ნაადრევ სიკვდილს არ იწვევდა,ახლა კი ერთი შეცდომით ნათქვამი სიტყვაც კი ოცდა მეშვიდე სართულიდან ფრენას ნიშნავდა.
-ხო.
-ვიცნობდი.
-ვიცი.
-მაგრამ ერთმანეთი არასდროს გვხიბლავდა...
-ეგეც ვიცი.
-საიდან?
-არ აქვს მნიშვნელობა.
-ჩემთვის აქვ...კარგი,მართალი ხარ,არ აქვს.
-თემოს საიდან იცნობ?
-ბარიდან.
-ძალიან ახლოს ხართ?
-არ ვიცი.
-ეგ რას ნიშნავს?
-ანუ მხოლოდ იმ ბარში ვხვდებით ხოლმე.
-და რამდენად ხშირად ხვდები მაგ ბარში?
-არ ვიცი,აქამდე ხშირად არ დავდიოდი,ახლა კი...
-ახლა კი მიხვდი, რომ არც თუ ისე ცუდი ბიჭია და შეიძლება მასზე ფიქრი ხო?
კვლავ ჩაუდგა თვალებში ცეცხლი.
-რა სისულელეა!
მაშინვე წამოვიყვირე და ფეხზე წამოვხტი.
-აბა რატომ მოუხშირე იქ სიარულს?
-იმიტომ,რომ ცხოვრებამაც მოუხშირა ჩემს გამოცდას. მე კი ამდენი ძალა აღარ მაქვს რომ ყველა ჩავაბარო!
-მაინც რა გამოცდას გულისხმობ?
-თქვენი სახელი?
-რა?
-რა გქვია?
-ირაკლი.
-რა?
-რა,რა?
-არაფერი,უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი ,რომ შენ ირაკლი გერქმეოდა.
-და რატომ?
-რა ვიცი,არ შეგეფერება.
-არაუშავს.
-სად გავჩერდი?ჰო,ბატონო ირაკლი,თქვენს წინ პოტენციური მკვლელი დგას,ამიტომ ფრთხილად იყავით!
-მაშინებ?
ირონიულად ჩაიცინა.
-როგორ გეკადრებათ,უბრალოდ ხომ მკითხეთ ჩემს გამოცდებზე,ჰო და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მაიძულა, რომ მკვლელი გავხდე.იმედი მაქვს საიდუმლოდ შემინახავთ.
-სამარე ვარ ქალბატონო ლალო!
-რა თქვი?
როცა გონებამ გადახარშა მისი ნათქვამი მაშინვე განგაშის ზარი ჩაირთო.
-რა ვთქვი?
-ჩემი სახელი საიდან იცი?
-მე...-აშკარად დაიბნა- საავადმყოფოში რომ ვიყავით,მაშინ შენმა შეყვარებულმა რომ დაგირეკა შეშფოთებული გაიძახდა შენს სახელს და დამამახსოვრდა იმდენჯერ თქვა.
-აჰა,გასაგებია.
-აი,ისევ გირეკავს.
თვალით მანიშნა აცეკვებული ტელეფონისკენ,რომელიც მის გვერდით იდო.
-შეგიძლია ოდნავ აქეთ მოწიო? მანდ რომ დავიხარო მაშინვე თავით გადავეშვები ...
-და საქმესაც გამიადვილებ.
-რა?
-არაფერი,ყურადღებას ნუ მომაქცევ,მთვრალი ვარ და...აი აიღე.
ტელეფონი მომაწოდა,მაგრამ ლუკას უკვე მოესწრო გათიშვა.
-კარგი,ჩემი წასვლის დროა.
-ჰო,ნერვიულობენ!
მითხრა და ისევ ქალაქის ხედს გახედა.
-ჩემი შეყვარებული არ არის.
მხოლოდ ეს ვუთხარი და წამოვედი.
-ვიცი.

*******
დიდ ხანს იჯდა კორპუსის სახურავზე და თვალები ზეცისკენ მიემართა.არ იცოდა რა უნდა ექნა. ერთ მხარეს მისი ოჯახი იდგა მეორე მხარეს კი ახალგაზრდა გოგო,რომლის ერთადერთი დანაშაული არის ის,რომ რატის შვილია. რა თქმა უნდა ის მისთვის არავინ იყო,მაგრამ არ შეეძლო ასე გაემეტებინა.ვერ შეძლებდა მის წინააღმდეგ ებრძოლა და თავადვე გასწორებოდა მას.ეს მის კაცობას სამუდამოდ დაასამარებდა.მაგრამ ვერც იმას დაუშვებდა,რომ მისი ოჯახის რომელიმე წევრს რამე დამართნოდა. მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი იცოდა იმ მკვლელობის შესახებ მაინც არ შეეძლო მათ წინააღდმეგ წასვლა. ორ ცეცხლს შორის იყო მოქცეული და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო აუცილებლად დაიწვებოდა. გათენებამდე იქ იჯდა,ფიქრობდა და თან ვისკით თვრებოდა. ბოლოს,მთვრალი გონებით გადაწყვიტა რომ მის კაცობაზე უარი ეთქვა და ოჯახი სირცხვილისგან გადაერჩინა. უკვე გაჭაღარავებულ ზურასთან ძლივს მიაღწია. იმ ოთახიდან გამოიყვანა სადაც ლიკას უსიცოცხლო სხეული ესვენა და უამრავ შავებში ჩაცმულ ადამიანს მოეყარა თავი და განუცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
-იცოდე უკან ვერ დაიხევ!
-ვიცი და არც ვაპირებ.
-მოდი ჩემო ლომო,დედაშენი შენით იამაყებდა!
დისშვილს მაგრად ჩაეხუტა და სიამაყით სავსე მზერით აათვალიერა.
ნატალიას გარდაცვალების შემდეგ ზურამ ყველაფერი გააკეთა რომ ირაკლი და ლიკა მასთან დარჩენილიყვნენ. მამამისისს ბოლო მოუღო,ისე ჩამოიშორა გზიდან რომ ერთხელაც არ უნანია. წლების მანძილზე ის ზრდიდა თავის დის შვილებს და ხშირად უმეორებდა რომ ისინი მამამისმა მიატოვა,მისდამი ზიზღს უნერგავდა. ისე გაიზარდნენ,რომ ერთხელაც არ გასჩენიათ მამამისის მოძებნის სურვილი.უზომოდ დიდ მადლიერებას გრძნობდნენ ბიძამისისა და მისი ოჯახისადმი და თავიანთ ოჯახად თვლიდნენ. როცა გაიზარდნენ ირაკლი ბიძამისს ეხმარებოდა ბიზნესის მართვაში,ლიკა კი ჯერ კიდევ სწავლობდა,პედიატრობა სურდა მაგრამ ვერ შეძლო.
ცოტა ხანს კიდევ განიხილეს დეტალები იმის შესახებ თუ რა ევალებოდა მას,შემდეგ კი წასასვლელად მოემზადა.
-არ დარჩები?
-არა,დროა მოქმედებაზე გადავიდე.
-კარგი,წარმატებებს გისურვებ.
-მადლობა.
ზურას სახლი დატოვა და საკუთარისკენ გაეშურა. იქ,სადაც ლიკასთან ერთად ცხოვრობდა.ძალიან უჭირდა ახლა იქ მისვლა,ლიკას ოთახის კარი გამოხურა და გასაღებით ჩაკეტა.
მიუხედავად იმისა,რომ იცოდა თუ როგორ გაუჭირდებოდა იქ მარტო დარჩენა,მაინც არ შეეძლო იმ სახლის დატოვება,რადგან უამრავი მოგონება აკავშირებდა მასთან.
*********
სახლში მისულს დოინჯშემორტყმული ლუკა დამხვდა მისაღებ ოთახში. სიბნელეში ვიღაცის ჩრდილი რომ დავინახე შეშინებულმა ბოლო ხმაზე ვიკივლე.
-შუქი მაინც აგენთო ლუკა,ეს რა წესია?!
-წესებზე შენ მელაპარაკები? რომელი საათია იცი? ჯერ იძახის ჩემი ხელით მოვკლავო,მერე გააფთრებული გარბის ბარიდან და ღამის პირველ საათამდე ტელეფონზე პასუხის გაცემასაც კი არ კადრულობს!
-სამაგიეროდ არ დამილევია,არც სიგარეტს გავკარებივარ.
მხრები ავიჩეჩე და დივანზე ზურგით დავეცი.
-ჩატყდება!
შემომიბღვირა ისევ.
-შენსავით მსუქანი არ ვარ.
ენა გამოვუყავი მე და თვალები დავხუჭე იმის ნიშნად რომ აღარ მინდოდა მისი ბუზღუნის მოსმენა და თავი უნდა დაენებებინა. რაღაც ჩაიბუტბუტა და თავის ოთახში შეიკეტა.
მეგონა ფიქრს გაგავრძელებდი და დასკვნებს გამოვიტანდი დღევანდელი შემთხვევიდან,მაგრამ ისე ჩამეძინა,რომ ვერც გავიგე.

დილით ლუკამ გამაღვიძა.კისერი და წელი საშინლად მტკიოდა და ამას არც ვმალავდი.პირიქით,მგონი ლუკას ტვინიც შევუჭამე.
-რა გეგონა აბა დივანზე რომ იძინებდი? ჩემი იმედი გქონდა,რომ ოთახში აგიყვანდი?
-კარგი,თავსაც ნუ ამატკიებ გთხოვ!
-შვებულებას ვიღებ ერთ კვირაში,გვინდა რომ ყველა ერთად წავიდეთ რაჭაში და რა თქმა უნდა შენც მოდიხარ.
-ვინ ყველა?
-მე,ემა,დაჩი და შენ.
-სხვა არავინ?
-სხვა ვინ გინდა?
-რა ვიცი,კარგი,ვიფიქრებ.
-გინდა რომ ემა გააგიჟო? რას იფიქრებ გოგო,მოდიხარ.
-ჰოო,კარგი,მოვდივარ.
-არ გშია?
-ძალიან.
-ჰო და წამოდი.
სამზარეულოში შემიძღვა და გაშლილი სუფრისკენ მიმითითა.ყველაფერი ძალიან გემრიელი ჩანდა. დაეჭვებულმა და გაკვირვებულმა გავხედე.
-შენ მოამზადე?
-ეჭვი გეპარება?!
-კი...
უკმაყოფილო სახით გამომხედა,თუ არ გინდა ნუ შეჭამო მითხრა და მაგიდას მიუჯდა.მეც მის წინ დავჯექი და ერთად,უხმოდ ვისაუზმეთ. მაგიდა რომ ავალაგე და ჭურჭელი დავრეცხე მივხვიდი,რომ უკვე ჩემი სახლი განწირული ხმით მიკიოდა დამალაგეო.

****
საღამოს ემასთან გავედი,მერე გასეირნება გადავწყვიტეთ. დაახლოებით ერთი საათი დავეხეტებოდით ქუჩაში და უამრავ თემას მივედ-მოვედეთ.
-ერთი სული მაქვს როდის მოიშორებს ეს ჩემი ძმა სამსახურს,რაჭაში მინდა! რომ წარმოვიდგენ სიმწვანეს,სუფთა ჰაერს და რაც მთავარია ჩვენს სიგიჟეებს რასაც იქ ჩავიდენთ არც კი იცი როგორ მიხარია!
აღტაცებას ვერ მალავდა ემა.
-სალომე არ იქნება,ხო?
დავუსვი ის კითხვა,რომელიც ძალიან მაწუხებდა.
-არა,მაგრამ ლუკას ძალიან უნდოდა.უნდა ეთქვა კიდეც,მაგრამ მერე თქვა დავფიქრდი და მივხვდი ახლა ლალოს უფრო სჭირდება დასვენება და პრობლემების დავიწყება,სალომესაც წამოვიყვან როდესმე აუცილებლადო.
-არ წამოვალ მე!
გადაჭრით ვთქვი.
-ბატონო? კარგად ხომ ხარ,რას ნიშნავს არ წამოხვალ? ასეთი შანსი როდის მოგვეცემა კიდევ ღმერთმა იცის.
-არ მინდა,მართლა.არ ვარ ახლა მსგავსი რაღაცების ხასიათზე,მირჩევნია აქ ვიყო და საქმეს მივხედო.
-რა საქმეს?
-...
-ეგ აზრი თავიდან ამოიგდე! შენ არავის მოკლავ გაიგე?
-ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია.
-ანუ იმის თქმა გინდა რომ ჩვენი აზრი ფეხებზე გკი*ია და ჩვენ არავინ ვართ? ანუ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ რამე გირჩიოთ,ხო?
-ნუ სულელობ...
-აბა რას ნიშნავს "ჩემი გადასაწყვეტია"? და რა მოხდება მერე? მოკლავ,მერე დაგიჭერენ,კაცმა არ იცის რამდენ წელს მოგისჯიან,შეიძლება არც შეგარჩინონ და ისევ იმათმა შემოგიგზავნონ ვინმე და ამოგხადონ სული,ეგ გინდა? შენი აზრით მამაშენმა ეგ დაგიბარა?
-კარგი,თემა შევცვალოთ.
-არა, არ უნდა შევცვალოთ! იმიტომ რომ ატეხილი თინეიჯერივით იქცევი,რომელსაც გმირობანას თამაში მოუნდა და ვერ ხვდება რეალურად რასთან აქვს საქმე.დრამა დაგაკლდა ცხოვრებაში?
-მე დავამთავრე ამ თემაზე ლაპარაკი. მოგწონთ ეს თუ არა მე იმას გავაკეთებ რასაც საჭიროდ ჩავთვლი და ტყუილად ცდილობთ რომ აზრი შემაცვლევინოთ,იმიტომ,რომ ასე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ!
თავი ვეღარ შევიკავე და ხმას ავუწიე.შუა ქუჩაში გიჟივით ვყვიროდი,ემა კი ურეაქციო სახით მისმენდა.
-ჯერ რაჭაში წამოხვალ და იქედან რომ დავბრუნდებით მერე ჯანდაბამდე გზა გქონია!
წყნარი ხმით მითხრა და ზურგი მაქცია. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. მერე ტაქსი გავაჩერე და ბარის მისამართი ვუკარნახე. მეგონა ბარში თემო დამხვდებოდა,მაგრამ შევცდი. არსად ჩანდა,არც ის და არც ბარმენი თორნიკე.მის ნაცვლად ვიღაც გოგო მუშაობდა.თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია,მაგრამ როცა კარგად დავთვერი ცნობიამოყვარეობამ მძლია.
-ახალი ხარ?
-არა,თორნიკე რამდენიმე დღით შევცვალე.
-რატომ?
-მისი მეგობარია ცუდად,როგორც თქვეს თვითმკვლელობა სცადა და მასთან არის.
-ვინ მეგობარმა,რამე ხომ არ გეშლება?
ფეხზე წამოვვარდი და გოგოს გაოცებულ თვალებს რომ შევხედე ისევ დავუბრუნდი ადგილს.
-არა.
-რა ქვია მის მეგობარს?
-მაგდენი არ ვიცი.
-თორნიკეს ნომერი გაქვს?
-კი.
-შეგიძლია მომცე?
-მაგრამ....
-მითხარი,გთხოვ...
თორნიკეს ნომერი გამოვართვი და მასთან დავრეკე,რამდენიმე ზარის მერე მიპასუხა.ჩემი ეჭვები გამართლდა და მისი მეგობარი სწორედაც,რომ თემო აღმოჩნდა.საავადმყოფოს მისამართი ვთხოვე,არ მითხრა,მაგრამ დამპირდა, რომ ხვალ აუცილებლად მომწერდა,როცა ფხიზელი ვიქნებოდი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა,ბოლოს მაინც ისე გამითიშა ტელეფონი რომ მისამართი ვერ ჩავიწერე. რაღა დამრჩენოდა,სახლში წავედი და როგორც ყოველთვის,ახლაც აბაზანაში შევიკეტე. ქვემოთ რომ ჩავედი მისაღებ ოთახში წარბშეკრული ლუკა დამხვდა.
-დაჯექი.
-რა ხდება?
-ნელ-ნელა,რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდები ხვდები?
-ვერა.
მხრები ავიჩეჩე და ურეაქციო სახით მივაჩერდი.
-რადგან შენ ვერ ამჩნევ მე გეტყვი,რომ უკვე იმდენად მიეჩვიე სასმელს რომ ძალიან პატარა შეკამათებაც რომ მოგივიდეს ვინმესთან კისრისტეხვით გარბიხარ ბარში და ბოლო დონეზე თვრები. ჩემზე მეტს სვამ,თითქმის ყოველ დილით ნაბახუსევზე იღვიძებ და ეს არ არის კარგი.პირიქით,ძალიან ცუდია,საშინლად არ მომწონს რომ შენი ხელით ინგრევ ცხოვრებას! დროა თვალები გაახილო და მიხვდე რომ ფილმში არ ხარ!
-დამღალეთ,იცი? ყველა ჭკუას მასწავლით,თითქოს მეორე კლასელი ბავშვი ვიყო. თქვენ დალაგებული ცხოვრება გაქვთ? მხოლოდ ჩემი სასმელზე დამოკიდებულებაა თქვენი სადარდებელი? ხომ შეიძლება რომ ადგეთ და დაიკი*ოთ ვიღაც ლალოს მოკლული მამის საქმე,რომლის გამოძიებაც არავის უნდა,იმიტომ რომ მკვლელი ძალიან ბევრ ფულს ფლობს,დაი*იდეთ რომ ლალოს მეგობარმა თვითმკვლელობა სცადა და ახლა მას მისამართს იმის გამო არ ეუბნებიან რომ საშინლად მთვრალია,დაი*იდე რომ ვერასდროს შევეგუები შენს გვერდით სალომეს ნახვას,დაი*იდე და დაურეკე,შესთავაზე,რომ რაჭაში წამოვიდეს შენთან და შენს დასთან ერთად.რაც გინდა ის გააკეთე,თუ კი თქვენი თავის ტკივილის მიზეზი მხოლოდ ჩემი სულელური პრობლემებია დაივიწყეთ ამის შესახებ და იყავით ბედნიერები,უბრალოდ ტვინს ნუ შემიჭამთ და ყველაფერზე ნუ მეტყვით,რომ არასწორია და არასწორად ვაკეთებ. ამის მერე,გპირდები,რომ ჩემს პრობლემებს თავს არ მოგახვევთ და არ დაღლით.
-ეგ არავის უთქვამს,არავინ იღლება შენით. ჩვენ შენი მეგობრები ვართ,მთელი ცხოვრებაა გიცნობთ.ხომ იცი,რომ შენც იგივე ხარ ჩემთვის რაც ემაა?! რატომ ფიქრობ,რომ...
-იმიტომ,რომ ასეა ლუკა. გთხოვ,ხვალ ჩაალაგე შენი ნივთები და დაუბრუნდი ოჯახს. როდემდე უნდა იყო ჩემი მცველი? უკვე ოცდა სამი წლის ვარ,შენ კი ცოტა ხანში ცოლს შეირთავ,მაშინაც ხომ ჩემთან არ იცხოვრებ? ჩემი ცხოვრების დასასრული უკვე ნათელია,ან მომკლავენ ან მოვკლავ...
-ისევ იგივეს გაიძახის,ღმერთო!
ნერვიულად ჩამოისვა წვერზე ხელი და მძიმედ ამოიოხრა,მერე წამოდგა და თავის ოთახში გაუჩინარდა.
-მაგრამ ვეცდები მესამე ვარიანტიც მოვძებნო...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Zalian momconss. Magrambagvianeb saocradd. Me ki yvelaze naklebad lodini miyvarssss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი მაია❤

ეხლა წავიკითხე სამივე თავი,ყოჩაღ,მომწონს ძალიან♥️♥️♥️

 


№3  offline მოდერი ლათინო

მაია❤
ეხლა წავიკითხე სამივე თავი,ყოჩაღ,მომწონს ძალიან♥️♥️♥️

მადლობა❤მიხარია ძალიან

Rania
Zalian momconss. Magrambagvianeb saocradd. Me ki yvelaze naklebad lodini miyvarssss

ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ ❤❤

 


ჯერ ერთი, შენ ვის უბედავ ხოლმე დაგვიანებებზე ლაპარაკს, ბიწო.
მერე მეორე, ამ ისტორიას მარტო 224 ნახვა რატომ აქვს, ბიწო.
მესამე, რატომ მხვდება მარტო ორი კომენტარი, ბიწო.
ან ეს ექვსი ლაიქი რა არის, მეტს არ იმსახურებს ლალო, ბიწო?
ან ეს ირაკლი რას ცდილოოოოოოობს, რა უნდააა, ვერ მივხვდი რატომ სურს ლალოს სიკვდილი.
სიმართლე გითხრა, სახელი- ლალო არ მომწონს, მაგრამ სახელს რა აზრი აქვს (ნუ, ჩემთვის კი აქვს..)
მარილიან ჩხირებს რომ რწევა ეგ ძალიან მაგარი იყო. satisfied
მოკლედ, მომწონს, ველოდები და ყოჩაღ, ბიწო. heart_eyes

 


№5  offline მოდერი ლათინო

მწვანეთვალებაგოგო
ჯერ ერთი, შენ ვის უბედავ ხოლმე დაგვიანებებზე ლაპარაკს, ბიწო.
მერე მეორე, ამ ისტორიას მარტო 224 ნახვა რატომ აქვს, ბიწო.
მესამე, რატომ მხვდება მარტო ორი კომენტარი, ბიწო.
ან ეს ექვსი ლაიქი რა არის, მეტს არ იმსახურებს ლალო, ბიწო?
ან ეს ირაკლი რას ცდილოოოოოოობს, რა უნდააა, ვერ მივხვდი რატომ სურს ლალოს სიკვდილი.
სიმართლე გითხრა, სახელი- ლალო არ მომწონს, მაგრამ სახელს რა აზრი აქვს (ნუ, ჩემთვის კი აქვს..)
მარილიან ჩხირებს რომ რწევა ეგ ძალიან მაგარი იყო. satisfied
მოკლედ, მომწონს, ველოდები და ყოჩაღ, ბიწო. heart_eyes

გადი გამეცალე ბიწო აქედან. მარიამს ხომ არ დავარქმევდი აბა ბიწო ყველას ეგ ქვია .ნახვებზე მე რა გითხრა ბიწო გამიკეთე რეკლამა და ექნება ბევრი ნახვა. ირაკლიზე რამე ისე არ თქვა არ სეგესალოს თორე ცემს ძმაზე ცუდის თქმას არ გაპატიებთ ბიწო მთელი საძმო ხო გაიგე. კარგად ბიწო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent