შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯერალდინა (1)


8-07-2019, 12:52
ავტორი peiraki
ნანახია 711

- მამა, კარგად თუ ვისწავლი ველოსიპედს ხომ მიყიდი ?
- აუცილებლად შვილო - თრევისმა იცოდა რომ არ შეეძლო ველოსიპედის ყიდვა, მაგრამ შვილის ბედნიერი თვალები სიმართლის თქმის საშუალებას არ აძლევდა - აუცილებლად გიყიდი, რომელიც შენ გენდომება ის ვიყიდოთ, მაგრამ მანამდე შენი პირობა უნდა შეასრულო...
- კარგი მამა, გპირდები იმედს არ გაგიცრუებ! - ისეთი დამაჯერებელი და მამაცური ტონით ამბობდა პატარა მაიკი ამ ყველაფერს ომისაკენ მიმავალ ჯარისკაცსაც კი შეშურდებოდა მისი ასეთი შემართება...
თრევისი ნიჭიერი კაცი იყო 37 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი რამ ჰქონდა გამოცდილი, მისი მშობლები საკმაოდ შეძლებული ხალხი იყვნენ თუმცა მდიდრები არ ითქმოდა, ბავშობა კარგად გაატარა, მაგრამ ომის დროს მხოლოდ ბავშვები და ქალები გააგზავნეს უსაფრთხო თავშესაფარში, მამაკაცები კი მოხალისეებად გამოიძახეს, ომის დროს თითქმის ყველაფერი დაკარგეს რაც კი რამ გააჩნდათ, 15 წლის თრევისი დედასთან ერთად ძლივს გადარჩა, ომის პერიოდში შიმშილობა უწევდათ, რისი წამოღებაც კი მოასწრეს საკუთარი ძვირფასეულობიდან პირველი ორი წლის მანძილზე გამოიყენეს, ახლა უკვე აღარაფერი გააჩნდათ და არც მთავრობისგან ჩანდა დახმარების ხელი, მათი საცხოვრებელი ადგილები მტერს მიწასთან გაესწორებინა, მამამისი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, დედამისმა ქმრის დაღუპვის შესახებ რომ გაიგო ავადმყოფობას გადაყვა და მალევე გარდაიცვალა, თრევისი ერთმა კეთილშობილმა დედაკაცმა შეიფარა და ასე გადაურჩა შიმშილობას, ყველაფერი რომ ჩაწყნარდა თრევისი ქალაქში ჩავიდა და სამუშაოს ძებნა დაიწყო,
აქაურობას ნაომარის არაფერი ეტყობოდა, ქალაქის შესასვლელში ბოძი იყო აღმართული სადაც წითელი ასოებით ქალაქის სახელი გამოესახათ, ყველაფერი ყვაოდა, გზები ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი, ქუჩის გასწვრივ ორივე მხარეს ცაცხვის ხეები იყო ჩამწკრივებული, ხის ძირებში კი ბალახი ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა ომის პერიოდი რომ ყოფილიყო ალბათ გემრიელად შევექცეოდი, ქუჩის თავზე ცაცხვის ხეები ხეივანს აკეთებდა, მანქანები მის ქვეშ განუწყვეტლივ სიამოვნებით დასრიალებდნენ, მეც ერთ-ერთ მანქანის ნაწილი ვიყავი, ვიჯექი და ვუყურებდი ამ მშვენიერებას, ავტოსადგურში რომ შევედით არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, ფული ერთი კვირის სამყოფი მქონდა, იაფიანი სასტუმრო ვიკითხე, ჩემი ნივთები ბინაში დავტოვე და სამუშაოს საძებნად გამოვედი, ყველა მაღაზიას, ყველა დაწესებულას, ვამოწმებდი სადმე თუ სჭირდებოდათ მუშა, მაგრამ 200 მეტრი ისე გავიარე დამაიმედებელი ვერაფერი გავიგე, ქალაქში პირველმა დღემ ძალიან დამღალა და იმედი მომიკლა, გადავწყვიტე სამუშაოს ძებნას დღეისათვის შევშვებულიყავი, მაგრამ არც მომდევნო დღეების იმედი მქონდა, ოთხი დღის შემდეგ ავტოსამრეცხაოში ამიყვანეს, ძალიან გამიმართლა, ვის ადგილზეც მივედი ავად გამხდარა და სამუშაოს ვეღარ გააგრძელებდა, თითო მანქანის გარეცხვაზე 5 მარკას ვიღებდი, საშუალოდ დღეში 10 მანქანის გარეცხვა მიწევდა, 3 თვე ვიმუშავე ავტოსამრეცხაოზე და შემდეგ ქარხანაში მოვეწყე იქ უკეთესი პირობები იყო, არ მიწევდა მთელი დღე წყალში დგომა, რაც სუსხიან ზამთარში ძალიან რთული იქნებოდა, ორი წელი ასე სამუშაოების ცვლაში გავატარა, ცოტა დანაზოგიც გავაკეთე და იმედი გამიჩნდა რომ ცხოვრებაში რაღაც მიღწევა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, ჯერაც ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი მშობლები აღარ იყვნენ, ძალიან მიჭირდა მათ გარეშე, მე ხომ თბილ კერას და უზრუნველ ცხოვრებას ვიყავი შეჩვეული, ქალაქში სულ 2 მეგობარი მყავდა, ერთი შონი იყო რომელიც ავტოსამრეცხაოში ჩემთან ერთან მუშაობდა, მეორეს ქარხანაში დავუახლოვდი სტივი ერქვა, საღამოობით ბარში მივდიოდით და ამ ცხოვრებას სასმელის დახმარებით ცოტახნით ვშორდებოდით, მთელი დღის ტანჯვა გვავიწყდებოდა, მავიწყდებოდა ჩემი წარსულიც და ბედნიერი ვიყავი იმ წუთს იქ, რადგან არ ვფიქრობდი არაფერზე, იყო მხოლოდ ამწყო, არ არსებობდა წარსული, ნეტავ შეიძლებოდეს რომ ადამიანმა წარსული სამუდამოდ წარსულშივ დატოვოს, თითქოს სხვა სატანჯველი არ გვაქვს ესეც ჩვენი სათრევი რომ არ იყოს თანაც სამუდამოდ, მოკლედ მეტს აღარ გავაგრძელებ დაჩემი ცხოვრების რამდენიმე წელს გამოვტოვებ...
სამსახურიდან რომ დავბრუნდი ჯერალდინამ მახარა რომ ბავშვი უნდა შეგვძენოდა, 28 წლის განმავლობაში არასოდეს მიფიქრია რომ მამა უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ ამ წამს ყველაფერი ნათლად წარმოვიდგინე, ყურები დამეხშო და გადავეშვი სხვა სამყაროში სადაც უკვე მამა ვიყავი, ჩემი პატარა ვაჟი ჩემთან ერთან დასეირნობდა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, რამდენიმე წამში ქალაქის ყველა პარკი მოვიარეთ და ისევ სახლში დავბრუნდით, არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, მიხაროდა, მიხაროდა მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა გამომეხატა, დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, ბავშვობის მერე არ ვიცოდი რა იყო სიხარული, ჯერალდინა მეხუტებოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა
- თრევის გიხარია არა ? რა ბედნიერები ვიქნებით, ხომ გიხარია თრევის ხმა ამოიღე...
- მიხარია ჯერალდინა მიხარია - როგორც იქნა ხმა ამოვიღე და ჯერალდინამაც შვებით ამოისუნთქა ალბათ უარყოფითი პასუხის მოლოდინი ჰქონდა, - ძალიან ბედნიერები ვიქნებით, სამუდამოდ ბედნიერები, ახალ სიცოცხლეს ყოველთვის ბედნიერება მოაქვს...
მიხაროდა არა მხოლოდ ახალი სიცოცხლე არამედ ჯერალდინას ბედნიერებაც, დაქორწინების შემდეგ ასეთი ბედნიერი თვალები არ მენახა მის სახეზე, 2 წლის განმვალობაში მხოლოდ საღაამობით ვხვდებოდით ერთმანეთს, ის წვენების ქარხანაში მუშაობდა, მე მაღაზიის საწყობი მქონდა ჩაბარებული ორივეს ერთად იმდენი შემოსავალი გვქონდა რომ გადასახადები გადაგვეხადა და დანაზოგიც გაგვეკეთებინა, ახლა უკვე ვგეგმავდით ბავშვი რომ დაიბადებოდა 1 კვირიან შვებულებას ავიღებდით და მთელ კვირას ერთად გავატარებდით, ერთი სული გვქონდა ახალი სიცოცხლე მოვლენილიყო ჩვენს ოჯახში, ჩემი ვარიანტი პოლი იყო ჯერალდინასი - მაიკლი. საბოლოოდ მაიკლზე შევჯერდით.
საოპერაციოში დიდხანს გაჩერდნენ, ისედაც ვნერვიულობდი და ამ ფაქტორმა ძალიან იმოქმედა, ყოველ გამვლელ მედდას ვეკითხები რაში იყო საქმე მაგრამ გარკვევით არავინ მპასუხობდა, ექიმის გამოსვლას ველოდებოდი, ველოდებოდი რომ მომილოცავდა და აი რამდენიმე წუთში ისიც გამოვიდა საოპერაციოდან თეთრ ხალათში გახვეული ცისფერი ჩუსტებითა და ღია ფერის შარვალში გამოწყობილი ჭაღარა კაცი ჩემკენ მოაბიჯებდა, გული ცუდს მიგრძნობდა მაგრამ როგორც კი ექიმის სიტყვები გავიგე დავმშვიდდი;
- გილოცავთ თქვენ მამა გახდით, ვაჟი შეგეძინათ, მაიკლი ძალიან კარგადაა და მალე შეგეძლებათ მისი ნახვა - ხელი ჩამომართვა, მადლობა გადავუხადე და ვკითხე ჩემი ცოლის ნახვა თუ შემეძლო, მეჩქარებოდა, მინდოდა მეთქვა რა ბედნიერი ვიყავი, მინდოდა მეთქვა როგორ მიყვარდა, როგორ მიყვარდა ჩვენი ასევე ჩვენი ვაჟი რომელიც ჯერ არც კი მენახა, ისე ძალიან მეჩქარებოდა ამ ყველაფრის თქმა თითქოს სადე უნდა გაესწრო ,თითქოს ვეღარ ვნახავდი, ექიმს კიდევ ერთხელ ვთხოვე რომ მასთან შევეშვი, მაგრამ ახლა დუმილი დაარღვია;
- სანამ თქვენს ცოლთან შეხვალთ რაღაც მინდა გითხრათ, ოპერაციამ ბავშვისთვის წარმატებით ჩაირა, მაგრამ დედას გაუჭირდა მისი გადატანა, ძალიან რთულადაა მისი საქქმე, ჯერ ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ შესაძლოა თქვენი ცოლი ვერ გადარჩეს.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ თავზარი დამეცა, მეტყველების უნარი დავკარგე, ყველა ის გეგმა თუ ოცნება რაზეც ერთად ვფიქრობდით ერთიანად ჩამოინგრა და მის ნანგრევებში მოვყევი, ფეხებიდან მიწა გამომეცალა, რამდენიმე წუთი გაბრუებული ვიყავი, მხოლოდ ლანდებს ვხედავდი და თეთრხალათიან ადამიანებს, აზრზე რომ მოვედი სკამზე ვიჯექი და ორი მედდა ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, უცებ გამახსენდა ჩემი ცოლი და ყვირილი ავტეხე, მის სახელს ვყიროდი, და საოპერაციო ოთახისკენ გავიქეცი თუმცა ექიმმა გამაჩერა და ჩემს გაჩუმებას ცდილობდა, ჩამძახოდა რომ მისთვის არ შეიძლებოდა ნერვიულობა, სასწრაფოდ გავჩუმდი და ოთახში ბედნიერი სახით შევედი, გულში ჩავიკარი და მთელი ძალით ვიხუტებდი, თითქოს ვიღაცას უნდა წაერთმია, თუ ხელს გავუშვებდი ასე მეგონა სამუდამოდ დავკარგავდი, ჩემს ხელებში კი ვერავინ ვერაფერს დააკლდებდა...
- მიყვარხარ ჯერალდინა, არასოდეს დამტოვო, სულ ერთან უნდა ვიყოთ, მიყვარხარ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ჩვენი ბიჭი ძალიან კარგადაა, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მშობლები გავხდით, ის საუკეთესო იქნება, ჩვენ კი საუკეთესო მშობლები ვიქნებით - ვხედავდი რომ ლაპარაკის თავი არ ჰქონდა ამასობაში ექიმიც შევამჩნიე რომელიც მანიშნებდა რომ ოთახიდან გავსულიყავი,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent