შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

always and forever (ნაწილი 2)


8-07-2019, 14:50
ავტორი nina1998
ნანახია 1 280

ვიყიდე ყველაფერი რაც საჭირო იყო და დედას მივუტანე. მალევე ჩაიძინა, მე კი ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპდი და წიგნის კითხვა დავიწყე, ვკითხულობდი მაგრამ ფიქრებით სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი სწორი იქნება თუ ვიტყვი რამეზე კიარა ვინმეზე. ნოაზე ვფირქრობდი, არვიცი რატომ მაგრამ ეგ ბიჭი ჩემში ერთდროულად ბრაზსა და აღფრთოვანებას იწვევდა. ირონიით აღსავსე ბიჭი ულამაზესი თვალებით.მის თვალებში რაღაც უკიდეგანოა რომლის სილამაზეს ალბათ ბოლომდე ვერავინ ჩასწვდება.

- სერიოზულად ჰეილი! მაგ იდიოტზე ნუ ფიქრობ - ველაპარაკებოდი ჩემს თავს

- და ვინარის ეგ „ ოდიოტი“ ? - მომესმა დედას მისუსტებული ხმა

- როდის გაიღვიძე - მაშინვე მივედი ჯენასთან უკეთესად გამოიყურებოდა

- ახლახან

- უკეთესად გამოიყურები, წამლები გშველის - გახარებულმა შევძახე და შუბლზე ვაკოცე

- შენი წყალობით - გამიღიმა ჯენამ

- ჩემი და ქალბატონი ელაიზასი

- ელაიზა?

- ჰო ის ახალი მეზობელი, ძალიან კარგი ქალი ჩანს. სამწუხაროდ მის უფროს ვაჟზე იგივეს ვერ ვიტყვი - სახე დავმანჭე

- აი თურმე ვინ ყოფილა იდიოტი

- რაა, რასისულელეა მასზე არ ვამბობდი - გავჩუმდი

- შენი სიწითლე სხვა რამეზე მეტყველებს - გამიცინა დედამ

ვერვიტან როცა ვწითლდები მაშინვე ყველაფერს იგებენ. როცა ვბრაზდები და მრცხვენია მაშინ ვწითლდები და ეს მააშკარავებს.
- ზუსტადაც ის არის იდიოტი, თავხედი - სიბრაზემ კვლვ შემომიტია
- კი მაგრამ ასეთი რამოხდა - დედას ვუამბე ყველაფერი, ის კი სიცილს ვერ იკავებდა
- იცი რა სულაც არ არის სასაცილო - ცხვირი ავიბზუე
- იმ ქალთან უნდა მივიდე და მადლობა პირადად უნდა გადავუხადო თან ნამცხვარს გამოვაცხობ, რომ მივეგებოთ
- ჯერ არ გამოჯანმრთელებულხარ!
- უკეთ ვარ, აღარ შემიძლია ასე წოლა და არაფრის კეთება - ადგომა დააპირა მე კი ჯიუტად ვუმეორებდი რომ ჯერ კიდევ უნდა დაესვენა
- მართლა უკეთ ვარ, შენი წყალობით - სახეზე ხელი მომითათუნა
- კარგი კარგი ოღონდ არ გადაიღალო და წამლების დალევა არ დაგავიწყდეს
- არგადავიღლები გპირდები - საწოლიდან ადგა და მაშინვე საქმეებს შეუდგა. მიხარია რომ კარგადაა და ისევ ისეთი ჯიუტია.
- ჰეილი შეგიძლია მაგაზიაში წახვიდეე? ნამცხვრისთვის საკმარისი ინგრედიენტები არ მაქვს
- რათმქაუნდა - ფურცელი და საწერი კალამი დედას მივაწოდე რომ ჩამოეწერა რისი ყიდვაც იყო საჭირო, ფეხზე კედები ჩავიჩვი, მოსაცმელი და წასასვლელად მოვემზადე
- ბევრი არაფერი არარის საყიდელი, რამოდენიმე რამ მჭირდება
- კარგი დე - ფურცელი გამოვართვი და წავედი
მარკეტი არც ისე ახლოს იყო მაგრამ მიხაროდა ცოტა ხანი ვისეირნებდი, შემოდგომა იყო ამ დროს კი ბუნება ყველაზე ლამაზია, ვუყურებდუ ბავშვებს რომლებიც ერთ ადგილას შეგროვებულ გამხმარ ფოთლებში ხტებოდნენ და მერე როგორ კისკისებდნენ. ჩემი თავი გამაახსენდა, როგორც კი სადმე ერთად შეგროვებულ ფოთლებს ვნახავდი მაშინვე შიგ ვხტებოდი. თუმცა ერთხეო ჩემი ასეთი ქმედება ცუდად დასრულდა. 10 წლის ვიყავი, სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი და ჩემი ყურადგებაც რათქმაუნდა ფოთლებმა მიიქცია, მე ცდუნებას ვერ გავუძელი და მაშინვე იმ ფოთლებისკენ გავიქეცი, როცა ფოთლებზე დავხტი ტკივილისგან შევყვირე და ტირილი დავიწყე, თურმე დიდი ქვა ყოფილა და ეს ფოთლები კი ზემოდან ეყარა, სახში ძლივს ძლივობით მივედი, ნეკნები 2 კვირა მტკიოდა, ექიმმა საგანგაშო არაფერი არისო, მხოლოდ მალამო უნდა დამედო და მალევე ტკივილი უკვალოდ გაქრებოდა, მას შემდეგ კი ფოთლებში აღარ ჩავმხტარვარ. ახლა კი რატომღაც ძალიან მომინდა და ბავშვებისკენ წავედი.
- გამარჯობა ბავშვებო - მივესალმე გაღიმებული ბავშვებს
- გამარჯობა - მომესალმნენ პატარა გოგო და ბიჭი
- შეიძლება ამ ფოთლებში მეც ჩავხტე? - ბავშვები გაკვირვებულები მიყურებდნენ
- კი მაგრამ თქვენ ხომ დიდი ხართ
- მართალია ასაკით დიდი ვარ თუმცა მაინც ბავშვივარ. ჰო მართლა შეიძლება თქვენი სახელები გავიგო?
- დედამ გვასწავლა რომ უცოებს არუნდა ვესაუბროთ - მითხრა გოგონამ
- მართლაც რომ კარგი დედა გყოლიათ, მაგრამ შეგიძლიათ მე მითხრათ თქვენი სახელი. მე ჰეილი მქვია
- ბავშვები ჩუმად იდგნენ ბოლოს კი მაინც გამიმხილეს თავიანთი სახელები
- მე მაქსი მქვია
- მე კი ელენა
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. აბა ახლა შემიძლია რომ ჩავხტე დიდი დრო არ მაქვს სამწუხაროდ - ბავშვებმა თავი დამიქნიეს
- აბაა 1..2 .. და 3 - ჩავხტი და ფოთლებში აღმოვჩნდი
- როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი - ბავშვები კვლავ კისკიდებნენ მე წამოვდექი და ტანსაცმელი დავიფერთხე
- არადა უფრო სერიოზული მეგონე - უეცრად შევკრთი ამ ხმის გაგონებაზე, ჩემს წინ ნოა ჯონსს შევხედე, კვლავ ეს ირონიული ღიმილი. ჩემი კარგი განწყობა მაშინვე გაქრა
- მე კი ნაკლებად იდიოტი - თვალები გადავატრიალე და ბავშვებს მივუბრინდი
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ახლა კი ჩემი წასვლის დროა - ბავშვებს ვაკოცე და ჩემს გზას გავუდექი ისე, რომ იმ იდიოტისკენ არ გამიხედავს. ინგრედიენტები მალევე ვიყიდე და შინ დავბრუნდი
- ამდენი ხანი სად იყავი - მკითხა ჯენამ.
დედას მოვუყევი რაც მოხდა და თავი გადააქნია
- შეგეძლო ზრდილობიანი ყოფილიყავი
- იმ იდიოტთან ზრდილობიანი არასდროს ვიქნები - წარბები შევჭმუხნე - მოდი მეც დაგეხმარები გამოცხობაში
1 საათში ნამცხვარი უკვე იდეალურ მდგომარეობაში იყო და შესანიშნავი სურნელიც ჰქონდა.
- მიდი მოემზადე და გავიდეთ
- მოიცა რააა, მეც უნდა წამოვიდე? - თავზარი დამეცა
- რათმქაუნდა ზრდილობის საკითხია თანაც მაგ ოჯახთან ვალში ვართ
- კი მაგრამ...
- არანაირი მაგრამ, სწრაფად მოემზადე და წავიდეთ - შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა, ოდნავ გაშლილი მუხლებ ზევით ერთიანი კაბა ჩავიცვი, თმა ჩამოვიშალე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
- მზად ხარ ჰეილი?
- კი დე - ფეხზე ტაპკები ამოვიცვი და დედასთან გავედი
- ულამაზესიხარ
- კარგი რა დე
- მართლა, შენით ყველა მოიხიბლება
- ყველა არამგონია - თავი გადავაქნიე
- კარგი, კარგი, წასვლის დროა - დედამ ნამცხვარი გამოიტანა და სახლიდან გავედით. მოპირდაპირე მხარეს გადავედით და ჯონსების სახკთან მივედით. კარზე დავაკაკუნეთ და კარი პატარა ბიჭმა გააღო.ეს ბიჭი მეცნო
- ეს ალბათ ნოას ძმაა - გავიფიქრე. მას ყავიფერი თვალები ჰქონდა დედამისის მსგავსი
- დედააა ჩვენთან უცხოები მოვიდნენ - დაიყვირა ბავშვმა. მაშინვე ნაბიჯების ხმა გავიგონე და კარებთან ელაიზა გაჩნდა
- ოუ ეს თქვენ ხართ - გამიღიმა
- გამარჯობა მე ჯენა ვარ თქვენი მეზობელი, მინდოდა თქვენთვის გადმოსვლა მომელოცა და აი ეს ნამცხვარი გამოგიცხვეთ - დედამ ხელი ჩამოართვა.
- ძალიან სასიამოვნოა, შემობრძანდით - კარები ფართოდ გააღო და შიგნით შეგვიძღვა.
- კარგ დროს მოხვედით, სწორედ ახლა ვაპირებდით ვახშმობას და თქვენც დაგვეწვიეთ
- მადლობა მასპინძლობისთვის მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ - იუხერხულა დედამ
- პირიქით ახლა ძალიან მჭირდება კამპანია ჩემი მეუღლე ხვალ ბრუნდება შინ მე კი ვინმესთან საუბარი მჭირდება თან უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს
- მაშინ თანახმა ვარ
ელაიზამ სასტუმრო ოთახში შეგვიყვანა.რატომღაც გული გამალებით მიცემდა, ნელი ნაბიჯებით მივდიოდი და ერთ მომენტში კიდეც ვიფიქრე, რომ თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი. საბედნიეროდ სასტუმრო ოთახში არავინ დაგვხვდა.მომეშვა, დავწყნარდი და წელში გავსწორდი
- ჩემი მეულე ხვალ დაბრუნდება, მხოლოდ ჩვენ და ჩემი ვაჟები ვიქნებით ამიტომ უხერხულად არიგრძნოთ თავი
- შემიძლია კერძების გამოტანაში მოგეხმაროთ
- მადლიერი ვიქნები
დედა და ელაიზა სამზარეულოში შევიდნენ მე კი იქვე სკამზე ჩამოვჯექი. მალევე ის პატარა ბიჭიც შემოვიდა
- შენი გაცნობა შეიძლება? - საუბარი წამოვიწყე
- რათქმაუნდა - ზრდილობიანად მიპასუხა
- მე ჰეილი ვარ
- მე პიტერი, შემოკლებით პიტს მეძახიან, შეგიძლია შენც ეგრე დამიძახო - გამიღიმა
- კარგი პიტ - გავუღიმე მეც
- რამდენი წლის ხარ?
- 12 წლის - მართალი ვყოფილვარ ჩავიღიმე გულში
- შენ რამდენი წლის ხარ?
- ოქტომბერში 18 წლის გავხდები
- ჩემს ძმაზე უმცროსი ხარ - მის ხსენებაზე ისევ ავნერვიულდი
- უკვე ისე შეგიყვარდი, რომ ვეღარ მშორდები ? - აი კვლავ მისი ირონია. თვალები დავაწვრილე და გავხედე. მის სახეზე დაბნეულობა შევატყვე როცა შემომხედა.
- მომისმინე მისტერ ირონიავ ჯერ ერთი მე შენ არასდროს შემიყვარდები, რომ მითხრან, ან ნოა შეიყვარე ან თავი მოიკალიო სასხლეტს იმავე წამს გამოვკრავ ხელს, და მერე მეორე აქ შენს გამო კიარა დედაშენის გამო ვარ.
- უკვე ზედმეტსახელიც შემირჩიე?! - ჩაიღიმა
- თანაც შესანიშნავი ზედმეტსახელი.
- ზედმეტად თვითკმაყოფილი სახე გაქვს
- არმაქვს!
- გაქვს
- არა
- კი
- არა!
- კი
- არაა!
- კი
- შეწყვიტე!
- ოუ გაბრაზდიი ?! - მის თვითკმაყოფილ სახეს შევხედე
- ოუ ახლა შეხედეთ ვისააქვს თვითკმაყოფილი სახე - წარბის აწევით მივუგე
- საშინლად საყვარელიხარ
- შენც... - ვუთხარი და მერე გავაანალიზე რაც მითხრა - მოიცა რაა?
- ცხვირი გაგიწითლდა - გაიცინა ნოამ
- მე უნდა წავიდე - ვთქვი დაბნეულმა.ვგრძნობდი ჩემი გულის სწრაფ ფეთქვას
- კი მაგრამ დედაშენს მარტო ხომ არ დატოვებ
ჯანდაბა, დედა სულ დამავიწყდა
- მართალია, წავალ მივეხმარები
- არამგონია შენი დახმარება სჭირდებოდეს ორ ზრდასრულ ქალს. - ნელ-ნელა ჩემკენ მოიწევდა და მე კი ადგილიდან ვერ ვიძროდი
- შენ რა იცი! იქნებ სჭირდებათ
- დარწმუნებულივარ - უკვე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, გული უფრო და უფრო სწრაფად ფეთქავდა
- მე... - სიტყვე ვეღად დავამთავრე ხელი გულთან რომ დამადო
- უნდა დამშვიდდე თორემ სადაცაა გული ამოგივარდება - მისი ტუჩს კუთხე შეირხა, მისი ტუჩები ისეთი მშვენირია მუქი ფერი რომ დაკრავს.ვცდილობ გამოვიცნო როგორი გემო ექნება.
- ჩემს ტუჩებს მიშტერებიხარ
- რაა? არა, უბრალოდ ძალიან ახლოს დგეხარ და მე... - უკან გაიწია და გვერდი ამიარა
- ხო გითხარი შეგიყვარდითქო -თქვა ირონიით. ამის თქმაზე სიბრაზე ვიგრძენი რომელმაც მთელ ტანში დამიარა გულის ნაწილში რაღაც ჩამწყდა და მინდოდა რომ ამის გამო ნოასთვის სახეში მეთხლიშა.
- შეგიძლიათ მოხვიდეთ - დაიძახა ელაიზამ
მადა აღარ მქონდა და აქ ყოფნაც საშინლად არ მინდოდა, ჯერ კიდე ნაპერწკლებს ვყირი თვალებიდან.
- უბრალოდ უნდა დავმშვიდდე და იმ თვითკმაყოფილს იდიოტს თავი არ უნდა გავუყადრო - ვუმეორებდი ჩემს თავს
დედა და ელაიზას სუფრა არაჩვეულებრივად გაეწყოთ.მარჯვენა მხარეს პიტი და ნოა ისხდნენ, მე დედას გვერდით დავჯექი ნოას პირდაპირ, ელაიზა კი სუფრის თავში იჯდა.
ნოას მზერას ვგრძნობდი და ვცდილობდი დამეიგნორებინა.
- ახლა შეგვიძლია უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და ისეთი გრძნობა მაქვს ძალიან დავახლოვდებით - გაიღიმა ელაიზამ და ალერსიანი თვალებით შემოგვხედა
- რათქმაუნდა მეც ამის იმედი მაქვს - უთხრა დედამ
- დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობთ?
- დაბადებიდან - სიცილით უთხრა დედამ
- თქვენი მეუღლე სად არის? როცა რიჩარდი ჩამოვა შეგვიძლია ერთად გავატაროთ დრო.
დედა სახეზე მხიარულების ყველა კვალი გაქრა და მის თვალებში ტკივილი და დარდი ამოვიკითხე, მე გული შემეკუმშა მამას ხსენებაზე
- იცით არამგონია ეგ რომ შევძლოთ...- უთხრა დედამ
- კი მაგრამ - დაიბნა ელაიზა
- მამაჩემი ჩვენთან არცხოვრობს დიდი ხანია რაც მიგვატოვა - ცივი და გაბზარული ხმით ვთქვი და ვცდილობდი ყელში გაჩხერილი ბურთი გადამეყლაპა
- ვწუხვარ... მე არ მეგონა - დაიწყო მობოდიშება
- არაუშავს საიდან უნდა გცოდნოდათ - უთხრა დედამ
- მე საპირფარეშოში გავალ, საით არის
- მეორე სართულზე მარჯვენა მხარეს
- მადლობა
უცებ ავდექი და მეორე სართულზე ავედი. ყოველთვის შემეძლო ცრემლების შეკავება მაგრამ როცა ასეთ გარემოში ხარ სადაც ერთაინი ოჯახია თავის მოთოკვა ვეღარ შევძელი.ზედმეტად მტკივნეული არის ის ფაქტი რომ მამაშენს არ უყვარხარ.
თვაკები ცრემლებით მქონდა სავსე, რომელიღაც ოთახის კარი შევაღე შიგნით შევედი და კარებთან ჩავიკეცე.
- რატომ მიგვატოვე მამა რატომ ნუთუ შენთვის საკმარისი არ ვიყავით - ბრაზის და ტკივილის ჩაკვლას ვცდილობდი
- ჰეი კარგად ხარ? - კარს უკან ნოას ხმა მომესმა. მშვენიერია ახლა მან უნდა მნახოს როგორ ვტირი
- კარგად ვარ - ვუთხარი მოგუდული ხმით
- კარი გამიღე
- არა
- ჩემს ოთახში არ მიშვებ?! - ახლაღა გავაცნობიერე რომ საპირფარეშოშ არ ვიყავი. სხვა გზა არ მქონდა და კარები გავაღე
- მაპატიე უცებ ამერია საპირფარეშო მეგონა, ოთახებსაც ვეღარ ვარჩევ ერთმანეთისგან. სულელი ვარ სულელი - ტირილი წამსკდა
- არაფერია, დამშვიდდი , ნუ ტირი - ერთხანს ყოყმანობდა მერე კი მკლავები მომხვია და მიმიხუტა
სიამოვნების ტალღამ დამიარა, მისი ოდეკოლონი ტკბილ სურნელს ვგრძნობდი და მინდოდა რომ ეს წუთი სამუდამოდ გაგრძელებულიყო თითქოს თავს დაცულად ვგრძნობდი და ამავდროულად ბედნიერი ვიყავი. მეც შემოვხვიე მკლავები და არც კი ვიცი ასე რამდენი ხანი ვიდექით. როცა აზრზე მოვედი მკლავები ჩამოვუშვი და გავიწიე
- აბა ახლა როგორ ხარ ? გიშველა ნოას ჯადოსნურმა ჩახუტებამ - კვლავ გამიღიმა გულწრფელი ღიმილით
- კი მაგრამ მაინც თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ - მივუგე მეც ტირილნარევი ხმით და გამეცინა
- შენ კი ჯიუტი თხა ხარ
- მადლობა კომპლიმენტისთვის
- არაფრის ეს ბოლო შემთხვევა არ იქნება ასეთ კომპლიმენტებს რომ გეტყვი - ლოყაზე ჩაღრმავება გამოუჩნდა
- მჯერა
- იციი ამის თქმა არ მინდოდა მაგრამ მამაშენი იდიოტია ორი ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი რომ მიატოვა - ვგრძნობ როგორ ვხურდები სახეზე
- გეთანხმები, ასე უცებ რატო მოლბი ჩემს მიმართ ვერ მიტანდი როგორ ვიცი
- ვინ გითხრა რომ ვერ გიტან
- არავის, შენი საქციელით მივხდი
- მაინც რა საქციელით
- ვითომ არ იცი - ავიბზუე ცხვირი
- ცხვირი კვლავ გაწითლებული გაქ
- ჩემი ბრალი არ არის მიწითლდება როცა მრცხვენია და გაბრაზებული როცა ვარ
- ანუ ჩემი კომპლიმენტის შეგრცხვა - ეშმაკურად გაიღიმა
- და იქნებ გავბრაზდი
- არა რომ გაბრაზებულიყავი თვალებზე შეგეტყობოდა - კვლავ ამიჩქარდა გული
- ჯობს ქვევით ჩავიდეთ თორემ დედაჩემი ინერვიულებს - თავი დავიძვრინე და ქვევით ჩავედი
- კარგად ხარ ? - მკითხა დედამ ანერვიულებული
- კი კარგად ვარ, უკვე კარგად - დედას გავუგიმე და ნოას გავხედე მადლიერი თვალებით მან კი თვალი ჩამიკრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent