შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრების მცველი(6)


9-07-2019, 03:06
ავტორი dara
ნანახია 526

სიზმრების მცველი(6)

დადგა ელიზაბეტის ჩამოსვლის დღეც ყველა ძალიან გახარებული იყო,მაგრამ ალექსანდრე განსაკუთრებულად ბრწყინავდა.ლიზა მისთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო,პირველივე წამიდან როცა ხელში აიყვანა მასზე ზრუნავდა,ცდილობდა არასდროს დაეტოვებინა მარტო...ვინ იცის რამდენჯერ უცემია მისი თაყვანისმცემელი,ამაზე რა თქმა უნდა გიჟი ელიზაბეტი გაბრაზებულა და მტკივანი ჭრილობების ნაცვლად მის შემორიგებაზე უნდა ეზრუნა.ახლა კი ბრუნდებოდა სამუდამოდ მის გვერდით იქნებოდა და შეეძლო თავად ჰქონოდა მისი იმედი.
აეროპორტში ამაყად მოაბიჯებდა და ყველას მზერას თან მოიყოლებდა,ნამდვილი არისტოკრატის შთაბეჭდილებას ტოვებდა მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა ალექსანდრეს ჩვეულებრიცი თინეიჯერივით დაიწყო ქცევა.
-ლექსოოო!მომენატრე!-ძმას შემოეხვია.
-მეც მომენატრე!-ალექსანდრემაც თბილად ჩაიკრა გულში და თავზე აკოცა.
-რა დროს შენ ხარ!გამაცანი ჩემი რძალი!
-გამყიდველო!-შეუბღვირა ალექსანდრემ.-გაიცანი ეს ანასტასიაა ჩემი მეუღლე!
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ელიზაბეტ!ბევრი მსმენია შენზე!
-თუ ღმერთი გწამს ლიზა დამიძახე ვერ ვიტან ამ ელიზაბეტს!მეც გამიხარდა შენი გაცნობა!-მოეხვია.
-უჰ მოვასწარი ხო არ დამიგვიანია!სად არის აბა ჩამოიდა ის გიჟი?-უეცრად იოანე შემოვარდა აშკარად მორბოდა.
-ჩამოვედი იოანე!-გაეღიმა ლიზას.
-ელიზაბეტ!...გამიხარდა შენი დანახვა!-თავზე ხელი გადაისვა და ლიზასკენ გაიწია ისიც რა თქმა უნდა მოეხვია რატომღაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა მათი ჩახუტება თითქოს ერთმანეთს ვერ შორდებოდნენ,არ ყოფნიდათ დრო ამ მონატრების გასაქრობად.
-წავიდეთ?-იკითხა ალექსანდრემ ანასტასია კი ძალიან გაბრაზდა მასზე ეს მომენტი რომ ჩაშალა და ხელი გაკრა.-უკაცრავად?
-კარგი რა!-უჩურჩულა გაბუსხულმა.-ნახე რა კარგი მომენტი იყო!
-აი მე კი შემეშინდა!
-რატომ?
-ახლა მინიმუმ ლიზა უნდა გარბოდეს და იოანე მიზდევდეს!-ანასტასიამ ხმამაღლა გაიცინა.-მართლა!
-იქნებ ყველაფერი შეიცვალა!-ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
-არ ვიცი შეიძლება რამე ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს!და კლუბში წვეულების დროს ჩემს დას რამე დაემართოს!ან იოანეს სახეს!-ბოლოს დაამატა და მანქანისკენ დაიძრა ტაისასთან ერთად.
-მე კი მგონია რომ მათი ომი მორჩა!ახლა სხვა რამის დროა!ამ გრძნობას ყველგან ამოვიცნობ!
-მართლა?-ორაზროვნად გამოხედა-არა მგონია!
.................................................................................................
კლუბსი მივიდნენ და გართობა დაიწყეს.ყველა სვამდა და იცინოდა მათ შორის ანასტასია და ალექსანდრეც იყვნენ.
-აბა ლექსო მომიყევი ახლა ყველა დეტალი თქვენი ურთიერთობის!-ინტერესიანი მზერა მიაპყრო ლიზამ.ალექსანდრეს სასმელი გადაცდა.
-რა დეტალები გაინტერესებს!
-როგორ გაიცანით ერთმანეთი?
-მოყვები საყვარელო?-ალექსანდრემ ტაისას გახედა.
-არა ძვირფასო შენ ისე გიყვარს ამ თემაზე საუბარი როგორ მოგაკლებ ამ სიამოვნებას!
-ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი არ მახსოვს სახელი!და შემთხვევით დავინახე იმდენად ლამაზი იყო...გამოლაპარაკებაც კი ვერ გავბედე უბრალოდ მთელი საღამო ვიდექი და ვუყურებდი არ მესმოდა რას მეუბნებოდნენ!წიგნებში რომ წერია ხოლმე ჭიანჭველები მართლა ვიგრძენი!მან ვერც შემამჩნია იდგა და მეგობრებთან ერთად იცინოდა გარშემო არავინ აინტერესებდა!იმ დღეს გაბრუებული დავდიოდი და იდიოტურად ვიღიმოდი!მხოლოდ მისი სახელის გაგება მოვასწარი რა თქმა უნდა ჩავრთე ყველა საჭირო პირი ამ საქმეში და მისი მისამართი უნივერსიტეტი,ნუ მოკლედ რაც საჭირო იყო ყველაფერი გავარკვიე!იმ პერიოდსი ლევანი გავაგიჟე საერთოდ არ მივსულვარ კომპანიაში...კაცი გლეჯდა ყველაფერს!-გაიცინა...მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვალებში არ უყურებდა ანასტასიას რომელიც მონუსხული უსმენდა მოგონილ ამბავს.-ყველგან დავყვებოდი!მის სახლთან ვიდექი მთელი დღის მანძილზე...ღამე კი ვახერხებდი და მის ოთახში ვიპარებოდი...ვუყურებდი მძინარეს და გული განსაკუტრებული სიძლიერით ძგერდა!მერე თავს ვაჯერებდი რომ ეს სისულელე იყო მაგრამ არაფერი გამომდიოდა!გრძნობამ გონებას აჯობა.ბიძამისის მიერ მოწყობილ წვეულებაზე გავბედე და გამოველაპარაკე შემდეგ სეხვედრები დავიწყეთ და შედეგს შენ თვითონაც ხედავ!
-ვაუ!-ხმას ვეღარ იღებდა ლიზა...ანასტასიაც დადუმდა ვერ იჯერებდა რომ ალექსანდრემ ასეთი ისტორიის მოგონება შეძლო როგორ შეეძლო შეყვარებული კაცის გრძნობები ასე ნათლად აღეწერა.
-ლიზა არ გინდა ვიცეკვოთ?-იოანემ ხელი გაუწოდა ისიც დასთანხმდა და გაყვა.
-ნიჭიერი ხარ იცი?-გაეღიმა ანასტასიას.
-ამ თემაზე მერე წამოდი ვიცეკვოთ!
-წამოდი!-ჩელი ჩაკიდა და ტავისკენ მიიზიდა ორივე საკმაოდ გაბრუებულნი იყვნენ და ორივეზე მოქმედებდა სიახლოვე...ალექსანდრეს ყველა ძვალი დაჭიმული იყო ვენები დაბერილი,ანასტასია კი სუნთქვის დარეგულირებას ვერ ახერხებდა,არ ესმოდა რატომ აფორიაქებდა ალექსანდრე ასე!მუსიკის დასრულების თანავე ბიჭი მოშორდა უკვე ვეღარ უძლებდა მის სიახლოვეს სწრაფად დაიძრა მაგიდისკენ ტაისა კი გაშტერებული იდგა,მერე თავადაც იგივე გაიმეორე.
................................................................................................................................
-არ მესმის როგორ მოიგონე ეს ყველაფერი!-სახლში შესული ანასტასია ბოლო ხმაზე იცინოდა.
-მთვრალი ხარ!
-შენც!-ფეხი დაიცდა და პირდაპირ ალექსანდრეს მკლავებში ჩავარდა.-არა მაინც არ მესმის როგორ შეძელი ასეთი რამის მოგონება!
-იქნებ არც მომიგონია!-თვალებში ჩახედა და უფრო ახლოს მიიწია.
-რა?სისულელეა!
-ჰო!-თანდათან უფრო და უფრო იწევდა ტაისასკენ.-სისულელეა!საერთოდ ყველაფერი სისულელეა!-დანისლული თვალებით შეხედა და მის ტუჩებს დაეწაფა არც გოგო უწევდა წინააღმდეგობას.უფრო და უფრო აღრმავებდნენ კოცნას თუმცა ალექსანდრე ამას ვერ გააკეთებდა უნდა მოშორებოდა მაგრამ ასე ადვილია კი?რამდენი ხანი ოცნებობდა ამ მომენტზე როცა ანასტასია რაიმე ნაბიჯს გადადგამდა მისკენ,მაგრამ არა არ შეიძლებოდა ეს მხოლოდ წუთიერი სისუსტე იყო ნაკანი კი ამას არ გამოიყენებდა.უეცრად მოშირდა გოგოს.-მაპატიე!მე...უბრალოდ მაპატიე კარგი?
-რა გაპატიო ალექსანდრე?!
-ყველაფერი ტაისა ყველაფერი მაპატიე თუ შეძლებ კარგი?
-არ მესმის რატომ იქცევი ასე!-თვალები ცრემლით აევსო.-არ მესმის რა თამაშს თამაშობ იცი?მომწყინდა თავის მოკატუნება!
-ნუ ტირი გთხოვ!
-ნუ მთხოვ! შენ ერთი დიდი ამოცანა ხარ რომელსაც ვერ ვხსნი და ამიტომ ძალიან ცუდად ვარ!ყელში მიჭერს შენი ქცევა ვერ ვხვდები რატომ არ მეზიზრები მაშინ როცა ასე იქცევი!როცა ტყვედ მაქციე!
-შენ არ ხარ ტყვე!-მასთან მიიწია და მისი სახე ხელებში მოიქცია.-არც არასდროს ყოფილხარ!მითუმეტეს ვერ იქნები!გესმის?!
-მაშინ რატომ მაიძულე შენი ცოლი გავმხდარიყავი!
-მაპატიე გესმიის!მაპატიე გთხოვ გემუდარები!ვიცი ძნელია ამას საკუთარ თავსაც კი ვერასდროს ვაპატიებ!საშინელი ადამიანი ვარ მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო სხვაგვარად ვერ იქნებოდა!
-რატომ ალექსანდრე რატომ?
-ვერ აგიხსნი ამას ვერ გეტყვი!მაგრამ გთხოვ აპატიე ეს ნაბიჯი საშინელ ადამიანს!-მისი სახე ისევ ხელებში ჰქონდა მოქცეული.გრძნობდა მის ცრემლებს და სული ეხუთებოდა.
-შენ არ ხარ საშინელი ადამიანი ალექსანდრე!
-როგორ არა მე ხომ ასე მოგექეცი!
-არ ვიცი ეს რატომ გააკეთე თუმცა მე ვხედავ ნამდვილ ალექსანდრეს ის ისეთი ბავშვური და გულღიაა!ლეკვიც კი საკუთარ თავზე მეტად შეიყვარე ეს ყველას არ შეუძლია!მითუმეტეს იმათ როგორადაც თავს წარმოაჩენ!
-შენ მე არ მიცნობ!
-მაშინ გამაცანი საკუთარი თავი!
-არ შეიძლება!არ შეიძლება ამით გული გეტკინება!-თქვა და ისევ სწრაფად მოშორდა.
-ალექსანდრე!...ნუ იქცევი ასე გემუდარები!-ამოიტირა და იქვე ჩაიკეცა.
-ასე უნდა მოვიქცე ტაისა!-თავისთვის ამოიჩურჩულა ალექსანდრემ.ის ღამე ანასტასიას ყურებაში გაატარა და საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო...უნდა გაენთავისუფლებინა დროზე ადრე უნდა გაეშვა...მხოლოდ ერთ თვეს გაატარებდა მასთან არ იქნებოდა უხეში,მიუძღვნიდა საკუთარ თავს მხოლოდ ერთ თვეს მერე კი წავიდოდა სამუდამოდ დატოვებდა და სიმშვიდის საშუალებასაც მისცემდა.
...................................................................................
-თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ანდრია ბევრჯერ შეხვდა ელენას ისევ გოგოს სურვილითა და ინიციატივით.
-დილამშვიდობის!
-დილამშვიდობისა ანდრია!-გაუღიმა გოგომ.
-აბაა დღეს რა გვაქვს გეგმაში?
-არ ვიცი!დღეს შემ მოიფიქრე!
-არ ვიცი კაფე?
-ბანალური!
-რესტორანი?
-უარესი!დავბერდიით?
-რატომ არის რესტორანი სიბერის ნიშანი?-გაეცინა ბიჭს!
-არ მინდა რესტორანი!
-კარგი მაშინ....
-კარგი ისევ მე!ვიცი რაც უნდა გააკეთო ჩემს გამო!-საცოდავი სახე მიიღო და ისე შეხედა.
-თავიდანვე რაღაც გეგმა გქონდა ხომ ასეა?
-კი!ანუ...
-თქვი!
-შეგიძლია საშოპინგოდ გამომყვე?გთხოოვ!გთხოვ!რასაც გინდა იმას შეგისრულებ!
-არა!გამორიცხულია!მახსოვს ანასტასიას რომ გავყევი რაც მოხდა!-ანასტასიას ხსენებაზე გოგოს სახე სერიოზული გაუხდა.
-ანდრია!გთხოვ!-უკვე სერიოზული სახით ყოველგვარი ბავშვურობის გარეშე მიმართა.
-კარგი ხო!როგორც კი დავიღლები მოვდივარ!-საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ასწია.
-კარგი!-სწრაფად დაიბრუნა ჩვეული ხალისი.მთელი მაღაზიები გაურკვეველი სიჩქარიტ მოატარა,გასაოცარი იყო როგორ ქარბორბალასავით გარბოდა მარაზიებში სამაგიეროდ ყველაფერს იწუნებდა ხან ის და ხან ანდრია!
-ეს?-კლასიკური სტილის პერანგი გადმოიღო.
-არა!
-მართალი ხარ ემი სტილი არ არის!...ეს!
-არა ეგ ტასოს სტილია!-ელენამ დააიგნორა გაგონილი და რომელიღაც სხვა მაღაზიისკენ გაიხედა.-ვაიმეე როგორ მიყვარს შოკოლადის ტორტიი!-თქვა და ტუჩზე იკბინა.
-ანასტასიასაც უყვარდა!-თქვა ჩაფიქრებულმა ბიჭმა...გოგონა კი ძალიან გაღიზიანდა,როგორ ცდილობდა მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა თუმცა ის მუდმივად ანასტასიას ახსენებდა და ყველაფერს შლიდა.
-ანდრია!შეგიძლია ერთი დღე ისე გაძლო რომ ანასტასია არ ახსენო?
-არა!მაპატიე ალბათ თავი მოგაბეზრე მაგრამ ძალიან მიყვარს!
-არა არ გიყვარს!ეს სიყვარული კი არა ჩვეულებრივი აკვიატებაა!-გაბრაზებულმა პირდაპირ პირში მიახალა.-რომ გიყვარდეს ახლა შენც ბედნიერი იქნებოდი მისი ბედნიერებით!კი არ დაიტანჯებოდი ბედნიერი იქნებოდი როცა გეცოდინება რომ ის იცინის შენც გაიცინებდი!ცხოვრების მიმართ ინტერესს კი არ დაკარგავდი გესმის?გულში ჩაიკლავდი ამ გრძნობას და უბრალოდ სიამოვნებას მიიღებდი იმით რომ ის მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს თუნდაც სხვის გვერდით!რომ გყვარებოდა კი არ გაილეშებოდი ქორწილის დღეს მიხვიდოდი და ბედნიერებასა და ძლიერ სიყვარულს უსურვებდი!ეს არის სიყვარული!და არა ის რასაც შენ აკეთებ!
-არც შენ გესმის არა ჩემი!
-ის რასაც შენ სიყვარულს ეძახი....არც კი ვიცი რა არის!ხანდახან ვფიქრობ რომ ალბათ სიყვარული არ სეგიძლია თორემ აუცილებლად გეცოდინებოდა!
-შენ მის მხარეს ხარ!
-მე სიყვარულის მხარეს ვარ!ანდრია!-უთხრა და უკანმოუხედავად წავიდა.
....................................................................................................
დილიტ გაღვიძებულმა ანასტასიამ პირველი ალექსანდრე დაინახა.
-მმმ დილამშვიდობისა!
-დილამშვიდობის!-ფარტოდ გაიღიმა ბიჭმა.
-ვაიმე!რა დავლიე გუშინ ასეთი მოჩვენებები დამეწყო!-გაიცინა გოგომ.
-მოჩვენებები არ ვიცი და თავი ნამდვილად გეტკინება ეს დალიე!-ჭიქა მიაწოდა გოგომაც უყოყმანოდ დალია და იქვე დადგა.
-ასე რატომ მიყურებ?
-როგორ ასე?
-აი ეგრე!...კარგი მნიშვნელობა არ აქვს...ის რაც გუშინ ვილაპარაკეთ...
-მე ყველაფერი გულწრფელად ვთქვი ანასტასია!
-მეც ალექსანდრე და ის კითხვებიც რეალურია რაც მაწუხებს!
-იცი რა ახლა ამის დრო არ არის მე გადავწყვიტე რომ უნდა გავერთოთ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ!
-ახლა გადაწყვიტე?-ცოტაოდენი ირონია იკითხებოდა მის კითხვაში.
-ირონიის გარეშე!
-კარგი როგორც მივხვდი უკვე იცი დრის გეგმა?!
-დიახ!
-პირველი რა არის?
-საუხმე მაგრამ მანამდე უნდა მოემზადო!
-იმედია შენ არ მოგიმზადებია!
-დიახადაც მე მოვამზადე!
-ვაი!-საუზმე საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა,ძალიან ბევრი იცინეს და უამრავი რამ შეიტყვეს ერთმანეთის შესახებ.-არ მჯერა რომ შენასეთი ცელქი ბავშვი იყავი!-სიცილისგან წამოსული ცრემლი მოიშორა ანასტასიამ.
-ხო ვიყავი!-იცინოდა ალექსანდრეც.
-კარგი ბავშვობაში რითი ერთობოდი ყველაზე ხშირად?
-წუწაობა მიყვარდა!
-არ არსებობს!-კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა ტაისამ.
-კი არსებობს...მახსოვს შუა ოთახში ვწუწავდი ხოლმე ლიზას და იმასაც მეტი რა უნდოდა რა თქმა უნდა ებმებოდა ბრძილაში!
-ანუ წუწაობა გიყვარდა ხო?
-აჰაა-ანასტასიამ იქვე არსებულ ჭიქას ხელი ჩაავლო და ალექსანდრეს წყალი შეასხა.-არ არსებობს!-დაიყვირა ბიჭმა ანასტასია კი უკვე ბაღში იყო.ალექსანდრეც გავარდა და წ*ლის წავლი პირდაპირ ანასტასიას მიუშვირა.
-არა ალექსანდრე!-იცინოდა გოგო და სიტყვებს თავს ძლივს აბამდა.-ეს უსამართლობაა!
-არა არაა უსამართლობა!გაგრილდები!
-ხო მაგრამ მე იარაღი არ მაქვს!!
-არც არის საჭირო!-ანასტაიას მიეჭრა ხელი მოხვია და აუზში ჩახტა.
-არ მჯერა რომ სენ ხარ იცი?
-დაიჯერე ხანდახან ასეთიც ვარ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ლიზა აბაშიძე

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი dara

ლიზა აბაშიძე
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

საყვარლები : ))

 


№4  offline წევრი izabella

ძალიან ბევრი უპასუხო კითხვები დამიგროვდა:
რატომ თამაშობს ალექსანდრე ხან კარგ პიროვნებას, ხან ცუდს?
რატომ შეირთო ცოლად, რა იყო მიზეზი?
ვისგან ცდილობს ანასტასიას დაცვას, ან იქნებ სულაც არ ცდილობს და რაღაც მიზნისთვის იყენებს? ჯერ ვერცერთზე ვერ მივიღე პასუხი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ალექსანდრეს მიმართ ისევ უარყოფითად ვარ განწყობილი.
ანასტასიას რაღაც ვერ შევატყვე, რომ ალექსანდრე უყვარდა, როგორ შეიძლება რამდენიმე დღის გაცნობილის სიახლოვეს დაებნია?
ელენა მომეწონა, სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა აქვს.
კარგი გოგო ხარ და ამ ციცქნა თავებით ნუ ცდილობ მკითხველი მოგვთაფლო, გელი ახალი თავით blush

 


№5  offline წევრი dara

izabella
ძალიან ბევრი უპასუხო კითხვები დამიგროვდა:
რატომ თამაშობს ალექსანდრე ხან კარგ პიროვნებას, ხან ცუდს?
რატომ შეირთო ცოლად, რა იყო მიზეზი?
ვისგან ცდილობს ანასტასიას დაცვას, ან იქნებ სულაც არ ცდილობს და რაღაც მიზნისთვის იყენებს? ჯერ ვერცერთზე ვერ მივიღე პასუხი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ალექსანდრეს მიმართ ისევ უარყოფითად ვარ განწყობილი.
ანასტასიას რაღაც ვერ შევატყვე, რომ ალექსანდრე უყვარდა, როგორ შეიძლება რამდენიმე დღის გაცნობილის სიახლოვეს დაებნია?
ელენა მომეწონა, სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა აქვს.
კარგი გოგო ხარ და ამ ციცქნა თავებით ნუ ცდილობ მკითხველი მოგვთაფლო, გელი ახალი თავით blush

ყოველთვის ღიმილს მგვრის შენი კომენტარი,მიხარია რომ შენს დამოკიდებულებას მიზიარებ,ყველა კითხვაზე მალე გაგცემ პასუხს...ალექსანდრე კი იმედი მაქვს შენც და ანასტასიასაც გააცნობს თავს მერე გადაწყვეტილება თქვენზეა! laughing heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმე აი უმაგრესია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent