შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა {მეხუთე თავი}


12-05-2019, 14:48
ნანახია 374

თილისმა {მეხუთე თავი}

თედოს თვალთახედვა:
-სად არის?- კარების გაღებისთანავე, ხელში აკანკალებული ნიკა მრჩება , თვალები ჩაწითლებული აქვს და ცხვირს ყოველ ორ წუთში ერთხელ ნერვიულად იწმენდს ხელის ზურგით.
-აჰამ... შენც გაგიმარჯოს, ძმაო!- სიცილით ვუთხარი და მისაღებში შევყევი.
- ძალიან სასაცილოა! თედო სად არის, მომეცი!- ისე მიყურებდა მეგონა ცოტაც და თავს წამაჭამდა, მაგრამ რას ვიზავთ, დამოკიდებულება ყველაზე ცუდი რამაა, განსაკუთრებით ისეთი მერყევი ტიპისთვის როგორიც ისაა, არადა სულ რამდენჯერმე გასინჯა, ახლა კი აქ ბინძური ტანსაცმლით, ჩაწითლებული თვალებით, დასიებული გუგებით , შელურჯებული ცხვირით , გამომშრალი იასამნისფერი ტუჩებით, რომელსაც გზაში აწვალებდა, ამიტომაა ასეთი დასისხლიანებული, ალბათ კანს იძრობდა, დგას და ნერვიული თითების ტკაცუნით და თვალების აქეთ-იქით ცეცებით მეუბნება, რომ ნარკოტიკი მივცე.
-კარგად არ გამოიყურები!- სიცილით ვუთხარი და ჩემს სავარძელში უდარდელად ჩავესვენე.
-კარგად ვიქნები! უბრალოდ მომეცი!- ახლახან სერიოზულად გამიელვა თავში იმ აზრმა, რომ ნიკა ვირთხას უფრო გავდა ვიდრე ადამიანს. თმები არეული ქონდა და თვალების ნახევარს ისე უფარავდა, გეგონება ფსიქიატრიულად გამოქცეულიაო. თანაც თავსაც არ იწუხებდა იმისთვის, რომ ხელით უკან გადაეწია თმები.
-ქვემოთ!- ფეხზე წამოვდექი და სარდაფისკენ ვანიშნე. სხვა გზა არ ოყო, ცოტა ხანში ვაჭრობას დამიწყებდა და ღვიძლსაც კი გაყიდდა, ნარკოტიკის გამო.
-რა?-მან წარბები შეკრა,მაგრამ უცებ გააანალიზა რასაც ვგულისხმობდი.- არა! შენი დედაც!-მითხრა და შემაფურთხა, იცოდა, რომ თუ წასვლა უნდოდა ჩემგან ახლავე უნდა დაძრულიყო, მაგრამ ერთ ადგილზე გაშეშდა. მიხვდა, რომ მზად ვიყავი მისთვის თავი მომეგრიხა და ლორდისთვის გადამეგდო საჭმელად.
-ახლავე...შენივე ნებით ჩადი ქვემოთ სანამ შენგან მარტო ის არ დამიტოვებია, რომელიც სინამდვილეში ხარ!- ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ის კი უკან იწევდა. ნერვიულ ვირთხას გავდა, თავს აქეთ იქით აქნევდა, ეძებდა საშუალებას გასაქცევად, მაგრამ უკვე მის პირდაპირ ვიდექი.
-არაა!-მხარზე ხელი მკრა და ფანჯრისკენ გაიქცა, ეს მენტალურად დაავადებული ფანჯრიდან გადახტომას აპირებდა, რომლის შეკეთებაც ასობით დოლარი დამიჯდებოდა.
სწრაფად გავეკიდე და დავიჭირე. ყვირილი დაიწყო, ვცდილობდი დამეკავებინა, მაგრამ უკვე თავი მომაბეზრა.
-ძილინებისა!- ვუთხარი და თავი იქვე მაგიდაზე ჩამოვარტყმევინე. ისიც გაითიშა. - მშვენიაერია...ახლა შენი უკანალი მე უნდა ჩავათრიო იქ. -თვალები გადავატრიალე და ნიკას ფეხებში მოვკიდე ხელი, რომ სარდაფში ჩამეთრია. ,
კარებამდე მივიყვანე და დავაგორე, როგორც კი შევნიშნე, რომ მისი ფიგურა ერთ ადგილას გაჩერდა, კარები დავკეტე და სამზარეულოსკენ წავედი, რომ ლუდის ბოთლი ამეღო.
ნეტავ, სად წავიღე ბოლო დოზა... რა თქმა უნდა მისთვის მიცემას არ ვაპირებ, უფრო საცოდავი არ უნდა, რომ გახდეს, ისედაც საკმარისად აქვს ეს მასში.
ჩემს ოთახში შევედი და ძებნა დავიწყე, მთელი ოთახი გადავატრიალე,მაგრამ არსად არ იყო.
-shitt!- გამახსენდა, რომ მამაჩემის სახლში ვიყავი ამ კვირაში და თუ არსად არ არის , არსებობს ვარიანტი, რომ იქ დარჩა.
ჩემს მოსაცმელს და მოტოციკლის გასაღებს ხელი დავავლე და სახლდიან გავედი. მოტოციკლი დავქოქე და მამაჩემის სახლისკენ წავედი, ჯერ სახლში არ ექნებოდა მიტანილი მისი მდიდარი უკანალი, ასე, რომ დრო მქონდა მოსაძებნად. მოტოციკლი სახლის წინ გავაჩერე, მალევე შევაღე კარი და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, როცა ვიღაცის ხმა შემომესმა.
-ამ...შემიძლია რამით დაგეხმარო?- ნახევრად შეშინებული და ნახევრად იმედ ნარევი ხმით მეკითხება ქერა ცისფერთვალება ქალი, რომელიც სამზარეულოდან ახალი გამოსული იყო და ჯერ კიდევ კარებში იდგა.
-კი!- უხეშად ვუთხაირ და მისკენ მივტრიალდი... აი ახლა რაღაც ცუდს ვიტყვი... ეს მეც ვიცი და ღმერთმაც, საერთოდ ალბათ ყველამ ამ ს გარდა.
-გისმენ!- რბილი ტონით მითხრა და გამიღიმა, ეგ ღიმილი ტრაკში გაიკეთე, ან მამაჩემს გაუკეთე პრეზერვატივის მაგივრად ღამით საწოლზში. ამას ვერ ვიტყოდი იმიტომ, რომ ჩხუბს წამოიწყებდა და მე აქ დიდი დრო არ მქონდ ადაგეგმილი ამიტომ მოკლედ ვუთხარი.
- თვალში არ გამეჩხირო და ჩემი გზიდან თავი შორს დაიჭირე...- რამდენიმე წამი მის სახეზე გაოცებას ვხედავდი და შემდეგქალმა თავი დამიქნია მეც აღარ დავაყოვნე და ჩემი ოთახისკენ გავაგრძელე სვლა დერეფნის ბოლოში. სწრაფად მივედი და კარი შევხსენი, ძებნა დავიწყე თითქმის მთელი ოთახი ამოვატრიალე, ბოლოს ხმამაღლა შევიგინე და ფეხი საწოლს მივარტყი.
-ამას ეძებ?- ხმის მიმართულებით წყნარად გავიხედე, კარებში ბიჭი იდგა , მარჯვენა მხარით კარებს მიყუდებოდა და ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, შენდეგ ერთი ხელი ასწია და მის მარცხენა ხელში ორ თითს შორის მოქცეული გამჭვირვალე ოთხკუთხედი პარკი აათამაშა.
- ეგ ბავშვებისთვის არ არის!- ჩამეცინა, როცა გავაანალიზე, რომ დაახლოებით 16 წლამდე იქნებოდა ეს პატარა ღორი, რომელიც წინ მედგა და თავდაჯერებულად აქნევდა იმას, რაც თვითონაც არ იცოდა, რა იყო. - დაგიტოვებდი საჩუქრად, რომ არ ვიცოდე, რომ ჩემს, ოთახში დასაზვერად შემოსვლისას იპოვნე. ასე, რომ ახლა აქედან დაახვიე და ეგ მე მომეცი. - მისკენ ერთი ნაბიჯი გადვადი, ჩვენს შორის ისედაც საკმარისი დაშორება იყო. ბიჭმა თავი დახარა და ჩაიცინა.
-შენ ალბათ თედო ხარ ხომ? - ისე მკითხე მის ტუჩებს ღიმილი არ მოსშორებიათ.
- რა უნდა ვთქვა- ხელები გავშალე და ოდნავ გავიღიმე რეპუტაცია წინ მისწრებს
-აზრზე არ ხარ როგორ- თავი გააქნია ჩემს წინ მდგომმაა პატარა ლაწირაკმა.
-კარგი საუბარი იყო! ახლა დამიბრუნე ის რაც ჩემია.
-ოუ... კი რა თქმაუნდა დაგიბრუნებ! ასეთ ნაგავს მარტო შენნაირი ნაგვები თუ ატარებენ! მე არაფერში მჭირდება- მითხრა და ხელში მოთავსებული პარკი ძირს დააგდო. თედო დაწყნარდი, ჯერ ბავშვია. - უბრალოდ გაითვალისწინე, შემდეგისთვის, რომ დედაჩემთან ერთი გადაბრუნებული სიტყვა და მამაშენი გაიგებს რა დატოვე მის სახლში. - ღმერთოოო... სიცილი როგორ შევიკავო ისიც კი არ ვიცი. საბოლოოდ ვერ მოვახერხე და ბოლომდე გადავიხარხარე. ხელი მუცელზე დავიდე და წელში ოდნავ მოვიხარე.
-ვოუ.... როგორი ხუმარა ხარ! და შენი აზრით ....ზე არ მამაჩემი ჩემზე რას იფიქრებს?- ტონი გამიცივდა ბიჭს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი და მალე გაავუსწორდი,ძალიან ჰგავდა დედამისს ქერა თმები ზემოთ ასჩეჩვოდა და ცისფერი თვალებით თავ შეუკავებლად შემომცქეროდა. - ახლა... თუ არ გინდა, რომ შენზე შევამოწმო დღეს დილით კარგად გავლესე თუ არა დანა, მაშინ დაიხარე და ის მომაწოდე, რაც ჩემია. - თვალებში ვუყურებდი და თითოეულ სიტყვას კბილებში ვცრიდი. ვერც შევამჩნიე, როგორ მოვიდა ისევ ის ქალი ჩვენამდე ძირს დაიხარა აიღო და პატარა პარკი მომაწოდა.
- არა!- ისე ვუთხაირ მისთვის არც შემიხედავს!- მან უნდა მომაწოდოს!- ვაგრძელებდი მისთვის ყურებას!ბიჭის სახეზე შიშს ვერ ვამჩნევდი, რაც უცნაური იყო.
-შვილო მიაწოდე,- ბიჭმა დედამისს გახედა და თვალები მოულბა - გთხოვ!- ქალმა ხმადაბლა უთხრა. ქერამ ამოიხვნეშა და ძირს დაიხარა. სახეზე გამარჯვებულის ღიმილი გამიკრთა, მალევე გასწორდა ბიჭი და პატარა პარკი გამომიწოდა.
-კარგი ბიჭი ხარ!- ლოყაზე დავარტყი ხელი და გვერდი ავუარე.

ბეატრისის თვალთახედვა :
-კარგი! უკვე დავიღალე, მოსიარულე ზომბს გავხარა, დროზე მოყევი რა ხდება !-ნენსი საწოლზე ჩამოჯდა სადაც ბოლო რამდენიმე საათია უკვე ვზივარ და ვცდილობ ლიტერატურა წავიკითხო.
-ფიქრობ, რომ მსუქანი ვარ?- წიგნი დავდე და ნენსის შევხედე. არანაირი გრძნობა, უბრალოდ სერიოზულად ვეკითხები, რადგან თუ ერთმა იფიქრა ეს ჩემზე შეიძლება სხვაც ფიქრობდეს, უბრალოდ არ უნდა, რომ გული მატკინოს.
-რა? ეგ საიდან მოიტანე? შენ ყველაზ ელამაზი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს!- თავიდან გაბრაზდა ნენსი, მაგრამ შემდეგ მოლბა და ახსნა დაიწყო.
-პირველი.... მე ყველაზე ლამაზი ვერ ვიქნები მათ შორის ვინც გინახავს, იმიტომ, რომ სხვა თუ არაფერი ჩემს დებს იცნობ. და ასევე მეორე არ მიკითხავს ლამაზი ვარ თუ არა, მე ვიკითხე მსუქანი თუ ვარ?
-არა!- თვალები გადაატრიალა და მისი ეს სიტყვა გაწელა.
- მაშინ ფიქრობ, რომ შარვალი მასუქებს?- გავაგრძელე კითხვები.
- ტრისს... ნუ მაშინებ რა სისულელეებს ამბობ!- გაკვირვებული თვალებით მიყურებდა ნენსი.
- არ მომწონს შარვლები. არ ჩავიცვავ. - ვუთხარი, ფეხები გავშალე და წიგნს მივუბრუნდი.
-ბეატრის... შემომხედე- მითხრა ნენსიმ და წიგნი ხელებიდან გამომგლიჯა. - შენ მსუწანი არ ხარ და საერთოდ საიდან მოგივიდა ეგ თავში. პლიუს შარვლები საშინლად გიხდება, ვერ ვხვდები რა გჭორს.
რა მჭირს?
აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ მსუქანი ვარ.
რა მჭირს?
ოუ...ხო რა თქმა უნდა... თედო!

ოთხი დღის წინ. მარიამის სახლში
-კარგი! შენ... მომაბეზრებლად უცნური ხარ! -თვალებიბგადაატრიალა თედომ, როცა ვუთხარი, რომ მისი თვალები მეცნიბიდნენ. რას ნიშნავს მომაბეზრებლად უცნაური. ანუ ... გიჟი ვგონივარ რადგანაც ამდენჯერ ავღნიშნე მისი თვალის ფერი? არადა განსაკუთრებული არაფერია ალბათ სხვის გონებაში, მაგრამ მე ისე სხვანაირად ვუყურებ მის თვალებს, თითქოს... ვიცნობ?!
-რას გულისხმობ? - ვცდილობდი წყენა ჩემში შემენახა.
-იმას, რომ ტვინს ტყნავ ჩემი თვალის ფერზე ლაპარაკით, ხო შეგვეძლო უბრალოდ გვეზასავა!- კვლავ თვალები გადაატრიალა, მე კი გაოცებული და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი მის მოძრაობას.- კარგი... ისედაც ზედმეტად დაბალა ხარ ჩემს სტანდარტებთან შედარებით!-თქვა და გასასვლელისკენ დაიწყო სვლა.
- ხო... რა თქმა უნდა ! ეგ ხუთი წუთის წინანდელ საკუთარ თავსაც უთხარი!-გაბრაზებულმა ზურგით მოსიარულეს მივახალე და ჭიქას ხელი მოვკიდე, რომ გაყინული ხელები გამეთბო.
-რა თქვი შე გასიებულო ღორო? - მითხრა და უფრო ახლოს დაიწყო მოსვლა ჩემთან! გასიებულო ღორო? შეიძლება ბევრი რამე ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ მსუქანი მათ შორის შედიოდა.
-არაფერი! უბრალოდ... წადი!- გაბრაზებული მივტრიალდი და ფანჯრიდან გავიხედე. როცა მოვტრიალდი კი ის აქ არ იყო. იქვე სარკეში დავიწე ჩემი თავის შეთვალიერება, დავფიქრდი იმაზე, მაღრთლა ვიყავი მსუქანი თუ არა.
ბოლოს გადავწყვიტე, რომ მან ეს ჩემს გასაბრაზებლად თქვა, მაგრამ უბრალოდ თავიდან ვერ ვიგდებ ამ სიტყვებს. ჩემთვის მსუქანი არავის არასდროს დაუძახებია, განსაკუთრებით ბიჭს. რატომ მაინტერესებდა მისი აზრი ასე ძალიან.

აწმყო
-არაფერი უბრალოდ დაივიწყე კარგი?!
- ბეატრის... ამის გამოა, რომ უკვე მეოთხე დღეა არაფერი გიჭამია? -თვალები დაქაჩა ნენსიმ. ამის გამო არ იყო. გამიზნულად არ მინდოდა, უბრალოდ საჭმლის შეხედვაზე მისი სიტყვები მახსენდბეოდა და გვერდს ვუვლიდი.
- რა სისულელეა... მე ვჭამ!- გავაპროტესტე.
- ბეატრის... ვაშლი საჭმელი არ არის! ასევე ვხედავ, როგორ არჩევ ბროწეულს, რომელსაც ამდენი წვალება უნდა. ჯამში ყრი რეცხავ მერე უყურებ და გვერდით დებ. არადა ბროწეულზე უარს არასდროს ამბობ. ვაშლს კი ვერ იტან! ბეატრის ახლავე მითხარი რა ხდება.
-უბრალოდ მეძინება! შეიძლება, რომ დავისვენო?- ძალა გამოცლილმა ვუთხარი ნენსის. მან ამოიფრუტუნა.
- როცა გაიღვიძებ შენს საყვარელ პიტნის ფაფას დაგახვედრებ და შეჭამ. -მითხრა და უკვე დაწოლილს თმა ყურს უკან გადამიწია. ფეხზე ადგა და გასვლა დააპირა.
- ნენს...-მას დავუზახე უკვე ძილბურანში მყოფმა.
- ჰმ..-ის ჩემკენ შემოტრიალდა.
-მადლობა!- ღიმილით ვუთხარი და თვალები დამეხუჭა. ის ჩემთან მოვიდა შუბლზე მაკოცა და გავიგონე კარებია მიკეტვის ხმა.
არასდროს მდომებია, რომ იმ გოოგნების კატეგორიას მიცეკუთნებოდე ვინც ბიჭის აზრის გამო შიმშილობს, მაგრამ ჩემს ქვეცნობიერს ვერაფრით ვერ ვარწმუნებ, რომ არ მჭირდება გახდომა. ღმერთმა დასწყევლოს თედო... ახლა ისე მალე მეძინება დაღლილობის გამო, რომ აზრის დასრულებასაც ვერ ვასწრებ...
×××
თედოს თვალთახედვა:
-რამდენი ხანია აქ არის? - მობეზრებული ტონით მეკითხება ლევანი და მიყურებს, როგორ ვხსნი ლუდის ბოთლს.
-თარიღი მითხარი!- ვუთხარი , როცა ტუჩებზე მივიყუდე ლუდის ბოთლი და რამდენიმე ყლუპი მოვსვი.
-ოქტომბრის ოცი!- ვხედავდი, რომ უკვე მის ნერვებზე ვთამაშობდი და ძალიანაც მომწონდა.
-ამ... დაახლოებით 5 დღეა რაც აქ მყავს. - ვთქვი უდარდელად და მის უკან სავარძელში ჩავესვენე.
- ხომ ხვდები, რომ შენი ბრალია არა?- თვალებ მოჭუტული მეკითხება და სახეზე მარცხენა ხელს ნერვიულად ისმევს.
- ხომ ხვდები, რომ ....ზე არა?- სარკაზმულად ვუბრუნებ პასუხს და ლუდს კიდევ ვსვავ.
- ხარ! თედო ვერ ამჩნევ? -წამიერად გადავიდა საუბრიდან ღრიალზე. არც მიკვირს. მისგან ვირებ კიდეც, მაგრამ არასდროს არ ვითვაისწინებ, უბრალოდ ვაძლევ საშუალებას მისი აზრები გადმოაფრქვიოს ჩემზე.
- ვიცი... ამის დედაც... ვიცი, რომ ძნელია იმის დაკარგვა ვინც ჯერ არც გიპოვია, მაგრამ! ეს? ეს უკვე ზედმეტია! რა მოხდებოდა, რომ სახლში ნიკასთან ერთად მარიც ყოფილიყო, ხომ იცი, რომ შეეძლო რამე დაეშავებინა. რატომ იქცევი ასე. ვიცი, რომ გაინტერესებს მარიამიც და დეიზიც. უბრალოდ... ნუ იქნები ასეთი სხვების მიმართ, მათ მისთვის არაფერი დაუშავებიათ. არაფერი....-აგრძელებდა და აგრძელებდა ყვირილს.
- მე..
-არა... ახლა მე მარიამთან მივდივარ, რომელსაც მისი ძმა უკვე მეხუთე დღეა არ უნახავს და ც არ შეგიწუხებია იმისთვის, რომ მისულიყავი და გენახა, როგორი იყო. რამეს მოვიფიქრებ, რომ ნიკას საქციელი დავფარო და დღეს მარტო აღარ დავტოვებ!- შედარებით დამშვიდებულმა წამომაძახა ლევანმა.
- თედო... კარგად ვარ გააღე კარები!- შავი კარიდან ნიკას ხმა ისმის, მაგრამ ჩვენ პასუხს არ ვცემთ.-სერიოზულად ძმაო, კარგად ვარ გააღე. -კვლავ რბილად აგრძელებდა სუაბარს და კარზე კაკუნს. ამოიხვნეშა, ისე ხმამაღლა, რომ ამ ოთახასივე გავიგეთ. -უბრალოდ...მარიამი მენატრება... გთხოვ გააღე კარი მასთან მინდა წასვლა. -მისი ხმა გატყდა, ერთი წამით ეჭვი შემეპარა, კიდეც , რომ სიმართლეს ამბობდა ,მაგრამ, როცა რამდენიმე წამით ხმა არ გავეცით კარებზებრახუნი ატეხა-გააღე ეს დედა აფეთქებული კარები... გეფიცები მოგკლავ, შენს სხეულს ნაწლავებს ამოვაცლი და დავწვავ , შენს კანზე კი ზოლებად დავყრი ჰეროინს და ისე შევისუნთქავ. ახლავე გამომიშვი აქედან!- მისი ხმა იმდენად ამაზრზენი იყო! დაძაბულობა, რომელსაც მანამდე ვგრძნობდი, როცა ვვორჭოფობდი მართლა გამოკეთდა თუ არა მაშინვე მომეხსნა ლევანზე კი დავინახე თვალში ცრემლი, როგორ გაუკრთა. ბავშვი...
- კარგი ახლა ცრემლები არ დაღვარო.
-მოკეტე სირო! შენ საერთოდ წყნარად, როგორ ხარ?!- გაკვირვებული მეკითხება, მაგრამ წყვეტს, რომ პასუხის გაცემა არ უნდა ან არ სჭირდება და აგრძლეებს- კიდევ რამდენი ხანი იქნება ასე?
- დაახლოებით 5 დღე მაგრამ დამატებით ხუთს კიდევ დავიტოვებ, მარიამის უსაფრთხოებისთვის. -ვთქვი და ლუდის ბოთლი წამოდგომისას სამზარეულოში დავდე.
-ოუ... გაინტერესებს კიდეც მისი უსაფრთხოება? -ცინიკურად მეკითხება ლეო მე კი მისკენ ვტრიალდები და გულწრფელად ვპასუხობ!
-არა!
- ეგ შენი სიბინძურეები ნიკასგან შორს ამყოფე, როცა აქედან გამოვა , მარის ისღა დარჩა და შენ თუ არა მე ვღელავ მასზე. - წყნარად , მაგრამ ჩემდამი ზიზღით წარმოთქმული წინადადება ოთახში გაისმა შემდეგ კი ლევანმა სახლი დატოვა.
-თედო, გთხოვ ძმაო... მეტი აღარ შემიძლია. გემუდარები !- ნიკას ტირილნარევი ხმა მესმის კარებთან ახლოს მივდივარ და სახელურს ვუყურებ გადავატრიალო თუ არა. მივცე თავისუფლება თუ არა... საბოლოოდ კი კარებს შუბლით ვეყრდნობი და ვლაპარაკობ.
- ამის დედაც !- კარებს ვაღებ ნიკა გამომყავს და დივანზე ვაგდებ. ერთს მაგრად ვურტყავ სახეში ის კი თავს ასწორებ და მე მიყურებს.
-მომეცი! მე ის მჭირდება თედო!- ღმერთო ეს მე დავმართე მას! ლევანი მართალი იყო ვარ. მეორე ლოყაში გავარტყი კვლავ გაასწორა თავი და მოხლებში ჩამივარდა, ფეხებზე ხელი მომხვია და ზემოთ ამომხედა.- გთხოვვვ თედო მოვკვდები, ვკანკალებ მალე გული გამიჩერდება. - სრულიად... სრულიად განადგურებული ნიკა ჩემს წინ მუხლებზე ეგდო და მემუდარებოდა. ეს იგიცე ნიკაა, რომლემაც წლების წინ კლუბიდან გონწასული გამომათრია თავზე წყალი გადამასხა და სახეში გამარტყა, სრულიად უცნობი სახლში წამიყვანა გამომაფხიზლა და მეორე დილით მამაჩემის სახლში თავად მიმაცილა.
-ადექი!- ვუბრძანე ნიკას, მაგრამ ის აგრძელებდა თავისას. მხრებში ხელი ჩავავლე ფეხზე ავაყენე და უხეშად მოვიყვანე ჩემს სახესთან ახლოს, რომ მისთვის თვალებში ჩამეხედა. ის ტიროდა, ნიანგის ცრემლებს აფრქვევდა და ჩაწითლებულ თვალებს უფრო იუარესებდა. - ახლა მომისმინე ლუზერო! შენი და სახლში მეხუთე დღეა რაც გელოდება! შენ კი აქ დგახარ და იმზე წუწუნებ, რომ ნარკოტიკი გინდა? ხვდები რამდენად დედამოტყნულია ის რასაც კეთებ? გონს მოდი სტაილს...
- სასაცილოა მაგას შენ, რომ მეუბნები, გახსოვს ერთმანეთი სად გავიცანით? მაშინ მაინც და მაინც არ გაინტერესებდა თავის კონტროლი და მიხედვა!- სიცილით თქვა და თავის აქეთ-იქით ქნევა დაიწყო ძალა გამოცლილმა. ერთხელ შევანჯღრიე, რომ გონს მომეყვანა და გავაგრძელე.
- მე არავინ მყავდა სახლში ვინც დამელოდებოდა. არავინ მყავდა სახლის ვისაც გაუხარდებოდა ჩემი დაბრუნება. შენ კი სახლში ის გყავს ვინც მე არასდროს მეყოლება! წარმოიდგინე შენი უმაქნისი უკანალის გამო რამდენი ცრემლი დაღვარა და ღამეები გაათენა. მას უყვარხარ და ვიცი, რომ შენც გიყვარს! ასე, რომ თავი ხელში აიყვანე და ეს მისთვის გააკეთე-ცოტა ხნით სიჩუმე ჩადგა ნიკამ კი ამოიკვნესა.
-მტკივა! ეს დედააფეთქებული საშინლად მტკივა!-თქვა, ხელები თმებში შეიცურა და მათი ნერვიულად დაძრობა დაიწყო.
-ვიცი... ვიცი და გაივლის... დამიჯერე ყველაფერი გაივლის. - ვუთხარი და დივანზე დავსვი. იქვე დოქიდან წყალი გადმოვასხი და ჭიქაში ჩაბუსხი, მივაწოდე, რომ დაელია მანაც აკანკალებული ხელით გამომართვა და ბოლომდე ჩაცალა.
-თედო...
- ჰმ...
- შენ ლევანი მოატყუე...
- არ მომიტყუებია!
-შენ მას უთხარი, რომ მარიამი არ გაინტერესებს! შენ იცი, რომ ეგ ტყუილია.-მითხრა და თვალები მიელულა.
- დაიძინე! აქ ვიქნები, რომ კიდევ ჩემი ფანჯრიდან გადახტომა არ დააპირო- სიცილით ვუთხარი და ფეხზე ქმაოცდექი, რომ დივანზე წამოწოლილიყო . მან ჩაიცინა და თვალები დახუჭა.
სახლი მაშინვე დავტოვე, როგორც კი ჩაეძინა, ასე არ მოვიქცეოდი რომ არ ვიცოდე რომ კარგა ხნით იძინებს. წყალში საძილე წამალი გავურიე სანამ მივაწოდებდი, რომელიც საკმაოდ ძლიერია. ნიკას სახლამდე მივაღწიე. ნეტავ მარი, როგორ არის, ლევანი მართალი იყო მასზე არ მიფიქრია. იმდენად ეგოისტი ვარ უბრალოდ არ შემეძლო ვინმე სხვაზე ფიქრი! კარებთან მივედი და დავაკაკუნე ველოდებოდი, რომ მარიამი გამიღებდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა , კვლავ ის...”შენი თვალები კარამელისფერია” გოგო შემხვდა. დაუფიქრებლად მოვკიდე მკლავში ხელი და გარეთ გამოვიყვანე.
-რას აკეთებ? -მან დაიყვირა და სცადა, რომ დამძვრალიყო, მაგრამ ჩემთან შედარებით მისი მცდელობა არაფერი იყო. სახლიდან შორს გავიყვანე და იმ სკამის წინ დავაყენე სადაც, ბოლოს ვარსკვლავებზე მესაუბრებოდა. თუ მაგაში დამაჯერა , ხომ შეიძლება იმაშიც გამარწმუნოს, რომ ნაგავი ადამიანი არ ვარ. როცა ნათელია, რომ ამის გარდა არც არაფერი ვარ. -ხელი გამიშვი!- კვლავ დაიყვირა და წარბები შეკრა.
-დაჯექი!
-არა! და საერთოდ რა გინდა ჩემგან?
- დაჯექი!- ხმას ავუწიე.
- არა!- მანაც აუწია ხმას და თვალებში შემომხედა, ხმამაღლა ამოვიოხრე და მისკენ გავიხედე
-მინდა, რომ დამელაპარაკო!

ბეატრისის თვალთახედვა:
დაუჯერებელია! უბრალოდ... პფრრ... არც კი ვიცი რა ვთქვა, როგორ უნდა ველაპარაკო მას, მგონი ადამიანიც კი არ არის, არ მესმის ან ჩემგან რა უნდა, ხომ შეიძლება თავი დამანებოს და მეც პირობას ვიძლევი, რომ მის სახელსაც კი არ ვახსენებ, მაგრამ არა, მაინც და მაინც მაშინ უნდა მოვიდეს მარიამთან, როცა მე აქ ვარ სახლიდან გამომათრიოს და მომთხოვოს, რომ დაველაპარაკო? არაა... ეს ასე არ მოქმედებს! არ მივცემ უფლებას! მაგრამ ჩხუბისთვის ზედმეტად სუსტად ვარ, ფეხები მტკივა და თავბრუ მეხვევა, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ნენსის ამ დილით მომზადებული საჭმელი კატას ვაჭამე.
-უბრალოდ...- უძლურად დავიწყე ლაპარაკი თითქოს ვანიშნებდი, რომ არ შემეძლო ახლა მასთან გამკლავება. - შეგიძლია, რომ თავი დამანებო?
-რა?- მისი ტუჩებიდან ამომავალი კითხვა ზედმეტად რეალური იყო, ნუთუ მართლა აინტერესებდა რატომ არ მინდოდა მასთან საუბარი, ნამდვილი ა!
-არ მინდა, რომ შენს სახეს ვხედავდე!- ჩამეცინა და თავი გავაქნიე- საერთოდაც შენი დანახვა ბოლო რამაა, რაც მინდა!- ფეხებში სისუსტე ვიგრძელი, მაგრამ იქ მყოფ სკამზე არ ჩამოვჯექი, რადგან ვიცოდი, რომ ეს თანხმობა იქნებოდა მისთვის.
- მისაღებია! მაგრამ მე გითხარი, რომ ლაპარაკი მინდა- სერიოზულად დავიჯერო, რომ ზეინი ამდენად სულელია, თუ ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება ამდენად დაბალი აქვს... ნუ ნორმალურ ხალხთაან მაინც.
-ამ...იცი საქმე რაშია... დიალოგი, რომ შედგეს ორივე მხარე დაინტერესებული უნდა იყოს... ასე, რომ ჯობია წავიდე - გაღიმება მაინც მინდოდა საუბრისას, მაგრამ ზედმეტად გამოფიტული ვიყავი, ის კი ზედმეტად ეგოისტი იყო, რომ შეემჩნია.
-კარგი წადი!- გაღიზიანებულმა დამითმო გზა. არანაირი უფლება არ აქვს, რომ ჩემზე გაბრაზდეს და ეს თავადაც კარგად იცის, მაგრამ მაინც აქ დგას და მიღრენს, თითქოს იმის იმედით, რომ ეს შემაჩერებს წასვლაში. მაგრამ მოძრაობა დავიწყე და მის მაღალ ფიგურას გავცდი, ღმერთო რა მჭირს... თავბრუ საშინლად მეხვევა. “ოუუ... შეიძლება ამის შემდეგ რასაც თეფშზე დაგიდებენ თავად ჭამო და ცხოველების დაპურებას შეეშვა” ჩემი ქვეცნობიერის ხმამ თვალები გადამატრიალებინა, როცა გავიგე როგორ ჩაიბურდღუნა ხმადაბლა თედომ რაღაც ... ისეთ ტონალობაში, რომ თითქოს მე არც კი უნდა გამეგო.
- აი შენი განსხვავებული! - ჩემზე ამბობდა? შევჩერდი, მაგრამ არ შევტრიალებულვარ სანამ არ გავიგე ხმა, თუ ,როგორ დაარტყა რაღაცას სავარაუდოდ ფეხი და შეიგინა კიდეც. შევტრიალდი და ახლაღა დავინახე, როგორი ანერვიულებული იყო, “შეიძლება აქამდე თავად იყო ზედმეტად ეგოისტი, რომ ეს შეგენიშნა”. ცალი ხელით ტუჩებს იფარებდა თითქოს სიტყვებს წამოსვლის საშუალებას არ აძლევდაო, მეორე ხელი კი დოინჯად ჰქონდა წელზე შემოხვეული.
-თედო!- ადგილიდან დავიყვირე. და მისი ყურადღებაც დავიმსახურე. არაფერი უთქვამს უბრალოდ მიყურებდა. - დაგელაპარაკები!
-შენი შეწყალება არ მჭორდება. გაეთრიე შენც დანარჩენების მსგავსად პატარა ძუკნა ხარ, რომლიც თავს უცოდველად აჩვენებს. არ მჭირდება, შენი შეცოდება. - ბრაზისგან ნებისმიერ სიტყვებს ანთხევდა რაც ენაზე მოადგებოდა და ყვიროდა.
- დღეს... ჩემი სახლის აივანთან დაგელოდები საღამოს 9 საათის შემდეგ! - საუბარს განვაგრძნობდი მის თვალებში კი ცეცხლი ჯერ კიდევ გიზგიზებდა. - სახლის მიასამართს ლევანი გეტყვის!- ღონემიხდილი ვიყავი! სასწრაფოდ უნდა შევსულიყავი და მეჭამა. ასე სიკვდილი არ მინდოდა. ვვიფიქრეე გავიღიმებდი, მაგრამ ჩემი ღიმილი ოდნავ ტუჩების გამკძრავებას უფრო წააგავდა და შემდეგ სახლისკენ დავიძარი.
- იქ არ ვიქნები! ტყუილად ნუ დამელოდე!- უხეშად იყვირა, მე კი შევბრუნდი და გადავწყვიტე ის მეთქვა, რაც ყველაზე მეტად დააბნევდა.
- მადლობთ რჩევისთვის! მაგრამ შენი არ მჯერა! არ გენდობი, და ერთი მიზეზი მაინც მითხარი ამის შესახებ რატომ უნდა გენდო! -ის გაჩუმდა და შორიდან თვალებში ჩამაშტერდა- დაგელოდები თედო! - ვუთხარი და ახლა უკვე საბოლოოდ დავიძარი სახლისკენ ისე, რომ მისი ხმა აღარ გამიგია.
×××
-სად გაქრი? კარებთან ვინ იყო?- კითხვები მომაყარა ნენსიმ, როგორც კი მისაღებში შევედი, ეს ალბათ იმის გამო, რომ ის და ლევანი მარტო დავტოვე, უბრალოდ ასე გამოვიდა. ლევანი მარიამისთვის იმის სათქმელად მოვიდა, რომ ნიკა რამდენიმე დღეში დაბრუნდება, ჩვენ კი გუშინ მასთან დავრჩით... ზედმეტად შეშინებული იყო, იმისთვის, რომ მარტო დარჩენილიყო.
- არაფერია!- ოდნავ წავბორძიკდი და ვეცადე ფრთხილად დავმჯდარიყავი სავრძელში ისე რომ თავი არ ამტკიებოდა.
- ბეატრის... არ მითხრა, რომ დილით საჭმელი ისევ არ ჭამე. -დოინჯი სემოირტყა ნენსიმ.
- ნენსი... მე- ვეცადე ამხსნა მაგრამ შემაჩერა.
-აქ იყავი სენდვიჩს მოგიმზადებ.-ღმერთო როგორ მიყვარს -რაიმე წამალი მოგიტანო თავის ტკივილისთვის? -სამზარეულოდან დაიძახა
- კარგი იქნება ნენს!- ვამჩნევდი ლევანის მზერას , სულ არ აინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა და სადღაც დაფრინავდა, ნეტავ დამთხვევქ იყო, რომ ორივე ერთ დღეს ასეთ ხასითზე მყოფი მოადგა ჰარლის სახლს.
- ლევან...- მისი სახელი ღონემიხდილმა წარმოვთქვი, მან კი ფრთხილად ამომხედა, თითქოს ფიქრების გაფანტვა არ სურდაო.
- გისმენ!- უხეშად მიპასუხა მან. და დღეს რა ხდება ყველას, რატომ უნდა ჩემთან უხეშად საუბარი.
- მარიამთან დარჩები? -მშვიდად ვიკითხე.-იმიტომ გეკითხები, რომ...-მინდოდა მეთქვა ნენსისთან სიტუაციის გამო, მაგრამ არ დამაცადა და ჩამეჭრა.
- ვიცი, რატომაც მეკითხები! არ ვიცი აქამდე მარიამი თედოსთან მიგვყავდა, ხოლმე ახლა არ ვიცი რას ვიზავ, ალბათ მე დავრჩები ან ტესასთან წავიყვან... არ ვიცი- ლევანმა ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.
-აქ იმაზე მეტი ხდება ვიდრე შენ ამბობ ხომ ასეა!- მან ქვემიდან ამომხედა სახე დაძაბული და სერიოზული ჰქონდა თვალებით კი შველას ითხოვდა.
-ვერ ვიჯერებ, რომ არ მოვიდა!-თავისთვის ჩაიბურტყუნა ლევანმა, თითქოს ეს კიდევ ერთი რაღაც იყო, რაც არ უნდა გამეგო, მაგრამ მაინც გავიგე
-ლევან- რაღაც მიზეზის გამო უბრალოდ ვიგრძენი, ვიზეც საუბრობდა. მან ამომხედა, მაგრამ არ დაილაპარაკა- ის აქ იყო! - ის წელში გასწორდა და სავარძლის კიდისკენ მოიწია.
-რა?
- თედო აქ იყო!- მშვიდად ვუთხარი თვალები დავხუჭე და იმ წამსვე გავითიშე, როგორც კი ლევანმა ჩემი სახელი წარმოთქვა.
×××
-ტრის, უნდა ვილაპარაკოთ!- ოთახში შემოვიდა ნენსი და ჩემს გვერდით დაჯდა,
-გისმენ- შევეცადე ღიმილით მეთქვა და ამჯერად უკეთ გამომდიოდა, რადგან ნენსიმ მარიამთან ყოფნისას საჭმელი მომიმზადა და მეც ვჭამე, მაგრამ ასე უგემურად ჩემს ცხოვრებაში არაფერი გამისინჯავს. ჩემს მუხლებზე მოთავსებული ჩანახატების რვეული სწრაფად დავხურე და გვერდით გადავდე.
- რა გჭირს?! მისმინე თუ არ დამელაპარაკები ვერაფერით დაგეხმარები, მე კი მინდა დაგეხმარო!- ნენსი ჩემს კალთაზე დაწყობილ ხელებს დაწვდა და თავისაში მოიქცია.
- ნენსი... სერიოზულად ვამბობ, რომ არაფერია.-ღიმილით ვუატხარი და ვეცადე დამემშვიდებინა.
- ზოის გამოა არა?!- თავი დანანებით გააქნია ნენსიმ.
- არა! ის არაფერ შუაშია-საერთოდაც იყო! თედოს სიტყვების მერე იმაზე ბევრი ვიფიქრე ვიდრე უნდა მეფიქრა, მისი ცხედრის ნახვის შემდეგ საერთოდ , როგორ მიმაქვს პირთან ლუკმა, არასდროს არ ვიმსახურებდი ზოის სიყვარულს, ის ყოველთვის ზედმეტად კარგი იყო ჩემთანაც და სხვებთანაც. თვალზე ცრემლი მომადგა და ვეცადე შეუმჩნევლად მომეწმინდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა ნენსი ჩემთან მოიწია და თავის მჯლავებში მომიქცია.
-მესმის, რომ ამაზე საუბარი შენთვის ადვილი არასდროს იქნება, მაგრამ გთხოვ .. ბეატრის, თავს ნუ იშიმშილებ! უკვე დიდი დრო გავიდა, მას ენდომებოდა, რომ კარგად ყოფილიყავი!- 5 თვე, მხოლოდ ხუთი თვე გავიდა მისი გარდაცვალებიდან.
- გპირდები!- ღიმილით ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე. ნენსიმ შუბლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა. - ნენს!
-ჰმმ...- მითხრა და ჩემკენ მოტრიალდა.
- დღეს შეიძლება გასვლა მომიხდეს-ნენსიმ თვალები დაქაჩა- ზუსტად არ ვიცი ასე, რომ...
- სად გასვლა? რას მიმალავ- ღიმილიანი სახიატ და ათამაშებული წარბებით დაუბრუნდა თავის ადგილს ჩემს პირდაპირ საწოლზე.
-ეგეთი არაფერია! ვიღაცას ჩემთან საუბარი სურს! სასაცილოა არა... მე არასდროს ვყოფილვარ კარგი მოსაუბრე- სიცილით ვუთხარი მას.
- ხუმრობ ხომ? ჩვენ ორში შენ იყავი ის ვინც იმის ცოდნის გარეშე თუ რა მოხდა და რატომ, საუბარს იწყებდა და ჩემს დაწყნარებას ახერხებდა. ამიტომ ვართ ახლოს, მე არასდროს მითხქვამს ჩემი პრობლემების შესახებ, მაგრამ შენ მაინც იქ იყავი ჩემთვის! და არ ვფიქრობ, რომ შენს გარეშე რამეს შევძლებდი. -პატარა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მისმა სიტყვებმა კი მეც მომგვარეს ღიმილი.-ოღონდ ახლა არ იტირო რა! - თვალები გადაატრიალა ნენსიმ და ორივემ გაბიცინეთ. -აბაა... მეტყვი ვინ არის ის ვისაც შენთან საუბარი უნდა?
-თედო-პატარა ყოყმანით მაგრამ მაინც წარმოვთქვი მისი სახელი.
- ვოუ... ის თედო? მე კი ვიცოდი, რომ ბევრს არ ლაპარაკობდა.
-ნენსიიი-მისი სიტყვების არჩევანზე დავიჯღანე და ყურებზე ხელი ავიფარე.
-კარგი, კარგი ხომ... რომელზე უნდა მოვიდეს?
-ვუთხარი ცხრაზე მოსულიყო, აივანზე დაველოდები, ერთი საათის განმავლობაში თუ არ მოვა დავიძინებ!- ვუთხარი და ჩანახატების რვეული კვლავ მუხლებზე დვაიბრუნე.
-okey!
უკვე ცხრა საათია ის კი არ ჩანს, დიდი წინათგრძნობა მაქვს იმის, რომ მოვა. არ ვიცი რატომ მაგრამ ასე, მგონია, რომ ცოტა ხანში ჩემს აივანთან იქნება, ამიტომ გარეთ გავდივარ და იქვე სკამში ვჯდები, პლედს ვიხვევ მხრებზე და ვცდილობ პატარა ყვავილი ჩავხატო ჩემს ბლოკნოტში.
უკვე ათის ნახევარია, ის ისევ არსად ჩანს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდება.
ზუსტად ათი საათია, გარშემო არავის ხმა არ ისმის, ნენსიმ მითხრა შევსულიყავი, მაგრამ გადავწყვიტე ცოტა ხნით კიდევ დამეცადა და ხატვა გამეგრძელებინა.
თერთმეტის 25 წუთი... ის ჯერ კიდევ არსად ჩანს... ბეატრისს... რატომ ზიხარ აივანთან სულელივით და ელოდები, როცა გითხრა, რომ არ მოციდოდა. ალბათ იმიტომ, რომ მის თვალებში სხვა რამეს კითხულობდი.
თორმეტი საათი და თხუთმეტი წუთი... ის მოსვლას არ აპირებს!
ფეხზე ზანტად წამოვდექი და პლედის დაკეცვა დავიწყე, როცა მოვრჩი იმ სკამზე დავასვენე სადაც მანამდე მე ვიჯექი, ბლოკნოტი ავიღე და კარის სახელურს დავეჯაჯგურე. რაარაცის ხმა მომესმა, ქვა ჩემი აივნის კიდეებს მოხვდა, მასთან ახლოს მივედი და იქიდან გადავიხედე ქვემოთ კი თედო დავინახე მისი განუმეორებელი სერიოზული სახით.
-საცობში მოყევი?-თვალები გადავატრიალე და სარკასტულად ვკითხე. მან კი უკან დაიხია და უკეთესად შემომხედა, მისი აწეული თავის გამო ვხედავდი, როგორი ლამაზი იყო მისი კისერი.
- არ ჩამოხვალ?-მითხრა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. მე ჩანახატების რვეული სკამზე დავდე და აივნიდან ჩასვლადავიწყე ფრთხილად ჩავდიოდი, რომ ნენსის შარვალი არ გამეხია, რომელიც მეცვა და ცოტა ხანში მიწაზე ვიყავი. როგორც კი მისკენ შევტრიალდი შევამჩნიე, როგორ იღიმოდა ის.
-რა გაცინებს?-დაბნეულმა ვუთხარი.
-ამ.. მგონი ჯობია შემდეგში მოსაცმელი გამოიყენო, თორემ რა იცი უკნიდან ვინ გაშტერდება. - მას შეკრული წარბებით გავხედე და როგორც კი მივხვდი რაზე საუბრობდა მაშინვე გავწითლდი და ვცადე თმებით დამეფარა. - ჰეი მე წინააღმდეგი არ ვარ- კვლავ სიცილით მითხრა მე მის მხქრს დავარტყი და ვანიშნე, რომ ხმა დაბლა ყოფილიყო. - წამოდი წავიდეთ!- მითხრა და წინ გამიძღვა. უკან გავყევი და დავინახე, როგორ დაჯდა მოტოციკლზე
- დაჯექი!- მითხრა და ჩაფხუტი მომაწოდა. უყოყმანოდ დავჯექი მის უკან და ჩაფხუტი გავიკეთე.
- სად მივდივართ?!- კითხვა კვლავ გავიმეორე.
- იქ სადაც ვილაპარაკებთ!- როგორც კი სახე ჩემკენ შემოაბრუნა და გამიღიმა არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ პულსის შესამჩნევი აჩქარება ვიგრძენი. უბრალოდ თავი დავუქნიე. - შეგიძლია ხელები მომხვიო პატარავ!- კვლავ ღიმილით მითხრა, მაგრამ ჩემკენ ბოლომდე არ გამოუხედავს. მე ფრთხილად მოვხვიე ჩემი გაყინული ხელები თედოს წელს და მოვემზადე. -კარგი გოგო ხარ!-ეს თქვა და მაშინვე დაძრა მოტოციკლი.
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ მან მოტოციკლი გააჩერა და მოტრიალდა, რომ ჩემთვის ჩაფხუტი მოეხსნა, მთელი ეს დრო მის წამწამებს ვუყურებდი და ვიგრძენი როგორ შეეხო მისი საჩვენებელი თითი ჩემს ნიკაპს, როგორც კი მომხსნა თავზე ხელი გადამისვა და თმები გამისწორა შემდეგ კი ჩაიცინა.
-რა მოხდა? -ვკითხე დაინტერესებულმა.
- არაფერი უბრალოდ... დღეს მსგავსი ბანტები მხოლოდ 8 წლის ბავშვებს თუ უკეთიათ- არ ვიცოდი მის კომენტარზე, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა ასე, რომ გავჩუმდი.
- ხო... მივხვდი, რომ საქართველოში ცხოვრება იმაზე ბევრად განსხვავებულია ვიდრე მე მქონდა აქამდე - ვუთხარი და მოტოციკლიდან ავდექი.
- სად ვართ?
-ამ... არ ვიცი!- სიცილით თქვა თედომ. რას ნიშნავს არ იცის...
- ჰა? - წარბშეკრულმა გავხედე მას და დავინახე როგორ იფხანდა კისერს.
- უბრალოდ ვატარებდი და ეს ხე დავინახე...-თავით დიდ ხეზე მანიშნა ჩვენს წინ. - დაწყნარდი, ვიცი როგორ დავბრუნდე უკან- ისე გააგრძელა საუბარი თითქოს ჩემი გონების ხმა გაიგონაო. ხისკენ დაიძრა დ ამეც უკან გავყევი, ყოველთვის მომწონდა სპონტანურობა, მაგრამ არ ვიცოდი თედოს თუ შეეძლო რამე ისე გაეკეთებინა, რომ მომწონებოდა, როგორც ჩანს შევცდი, რადგან აქაურობა საკმაოდ ლამაზია.
-მეგონა ღია ცის ქვეშ ყოფნა არ გიყვარდა ვთქვი და მის გვერეით დავჯექი ხის ძირას.
- ოუ... მე შემეძლო ჩემთან სახლში წამეყვანე და დამიჯერე იქ არ ვიქნებოდით ღია ცის ქვეშ-დავიჯერო ერთი ნორმალური წინადადების თქმაც კი არ შეუძლია? სიჩუმე ჩამოწვა... არრ ვიცოდი რა მეთქვა და ისიც არ ლაპარაკობდა. გადავწყვიტე, რომ ეს საკმაოდ სულელობა იყო , ასე დავმჯდარიყავი შუაგულ ტყეში და არაფერი მეთქვა მისთვის.
-როგორ ფიქრობ ეს ხე რამდენი წლისაა?- ვთქვი და ზემოთ ავიხედე, რომ მისი ლამაზი ტოტებისთვის უკეთ შემეხედა, ისინი წინ იყვნენ გადმოწეულნი, მისი ფოთლები წვიმის წვეთებს წააგავდა და ქვემოთ იყვნეენ დახრილნი, ისე, რომ თითქმის მთლიან ცას ჩვენი თვალთახედვის არედან აქრობდნენ, ჩვენ კი მის ქვეშ ვისხედით.
- არ ვიცი...-უხეშად მიპასუხა
- შენ რამდენი წლის ხარ?- მას გავხედე და ცოტა ხნის შემდეგ დავაფიქსირე, როგორ შემოატრიალა თავი ჩემკენ, მის მოხრილ მუხლებზე ხელები ეწყო და ბალახით თამაშიბდა. ცოტა ხანში კვლავ ძირს დაიხედა.
- 20- მობეზრებულად მაგრამ მაინც რბილი ტონით წარმოთქვა მან მისი ასაკი და შევცბი, ის მართლაც დიდი ყოფილა.
-თედო...
-ჰმ...-ის ემიპასუხა ჩემკენ არც გამოუხედავს.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
- შეიძლება, მაგრამ არ გპირდები, რომ პასუხა მიიღებ- ისე მითხრა, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
- რისი იმედით წამომიყვანე აქ? -სიჩუმე ჩამოწვა... ის ხმას არ იღებდა უბრალოდ ერთ ადგილს აშტერდებოდა.
- არ ვიცი! -მისმა აღიარებმა ჩემი ყურთასმენა შეავსო.
- კარგი! -ცოტა ხნით ორივენი გავჩუმდით-იცი... ერთხელ ვიღაც მნიშვნელოვანმა მითხრა, რომ საკმარისია ადამიანს თვალებში ჩახედო და იცი რაც სჭირდება მას!- ის ხმას არ იღებდა,-თედო...გინდა ვიცოდე რა გჭირდება?
- ჩემს თვალებში საკმაოდ ბევრჯერ ჩაგიხედავს, თუ აქამდე არაფერი მოგივიდა თავში ეს რატომ იქნება განსხვავებული. -კვლავ აგრძელებდა ქვემოთ მიწაზე ცქერას.
- იმიტომ, რომ ამჯერად ნებას მომცემ დავინახო!-მის ნიკაპს კანკალით მოვკიდე ხელი და ჩემსკენ გამოვწიე, ცოტა ხანიც და მის კარამელისფერ თვალებს ჩემი გაუსწორდნენ, დავიწყე მათში ყველაფრის ამოკითხვა, ყველა იმ ტკივილის , რასაც განიცდიდა, იმისი, რომ საკუთარ თავს ვერ იტანდა და იმის, რომ... ღმერთო ჩემო... ცხოვრება აღარ უნდოდა. თვალები დავხუჭე, რომ ცრემლები შემეკავებინა. ეს გამოხედვა ნანახი მქონდა, ზუსტად ეს დავინახე ზოის თვალებშიც ზუსტად მისი გარდაცვალების წინა დღეს, მაშინ არ ვიცოდი ეს რა იყო... ახლა კი ვიცი.
-რა მოხდა? - თედოს ბოხმა ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია. ოდნავ გავუღიმე და ერთი ხელი მის ლოყაზე დავასვენე, ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი და ზუსტად ვიცოდი რატომ. არ მივცემდი უფლებას საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა , არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად არ მომწონდა ის და მისი ხასიათი, არ მივცემდი ვინმეს ჩემს გარშემო წასვლის უფლებას, თუნდ ეს ის ყოფილიყო. ოდნავ დავიხარე თვალებში ვუყურებდიშემდეგ მზერა მის ბაგეებზე გადავიტანე და საბოლოოდ ჩემი ერთმანეთს დაშორებული ტუჩები მისას მისაწებე და მივეცი ნება ქვედა ბაგე მის ტუჩებს შორის მოიექცია. ეს სხვა რამ იყო, ისეთი არ იყო, როგორიც მაშინ სამზარეულოში, ახლა უკვე... ვგრძნობდი მას... ვგრძნობდი თედოს არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ სულიერადაც. რბილად და ნაზად ვკოცნიდი და ისიც არ აჩქარებდა ამ ყველაფერს, მალე ჩემი ბაგე მისას მოვაშორე და თვალებში ჩავხედე, გაკვირვება იკითხებოდა მათგან.- ეს რისთვის? -მან იკითხა მე კი ჩემი ხელი კვლავ მის ლოყაზე დავასვენე და ცერა თითით მოფერება დავუწყე.
- არ წახვიდე!- მის თვალებს ნერვიულად ვუყურებდი და ვცდილობდი რაც შეიძლებ ამეტი კომფორტი შემექმან მისთვის.
- რა? -კვლავ გაკვირვება იკითხებოდა მის ხმაში.
-შემიძლია აქ ვიყო? - მისი კითხვა დავაიგნორე.
- შენ ხომ ისედაც აქ ხარ! რა გჭირს პატარავ?- წარბშეკრულმა მკითხა თედომ მე კი ისევ ვაგრძელებდი მისი ღაწვების ფერებას.
- არა...- თავი გავიქნიე- ახლა არა... სულ... მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო. - ზეინმა ჩაიცინა და ხელები გამაშვებინა.
- შენ ეგ არ გინდა. -კვლავ იცინოდა.
-შემომხედე-ის არ მიყურებდა მის წინ გადავედი და მუხლებზე დავდექი. -შემომხერე თედო-თავი ავაწევინე. - მინდა!
- რატომ? -სიჩუმის შემდეგ მან საუბარი დაიწყო.
-რომ დამელაპარაკო! პლიუს თუ შენთან ნორმალურად ვიქნები ჩემს შეწუხებას შეწყვეტ ხოლმე - სიცილით ვუთხარი და მხარზე ოდნავ გავკარი. მას ტუჩია კუთხე ჩაუტყდა მაგრამ სიცილი შეიკავა - ნორმალურია, რომ გაიცინო!
- ამ...ჩემთვის ნორნალური ის იქნება აქვე, რომ გაგჟიმო, მაგრამ როგორც ჩანს არც ერთს არ ვაკეთებ- მითხრა და ჩემს გადიდებულ თვალებს შეხედა.
- თედო...ოჯახი გყავს? - შევეკითხე და ჩემივე მუხლებზე მოვკალათდი მის წინ.
- არა...
- შეიძლება ვიკითხო რატომ?- ვიცოდი, რომ შეიძლებოდა აფეთქებულიყო და აქედან ისე წასულიყო ჩემთვის ზედაც არ შემოეხედა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად საუბარი დაიწყო.
-დედაჩემი მაშინ გარდაიცვალა, როცა მე 5 წლის ვიყავი.
- ვწუხვარ!
-არ არის საჭირო! ის ახლა უკეთესადაა...ასეთი, რომ დავენახე ალბათ თავიდან მოკვდებოდა.
- მაგას ნუ ამბობ- თედოს ხმა არ ამოუღია უბრალოდ თავი გააქნია და ჩაიცინა. - მამაშენი? - ამის ხსენებაზე დავინახე, ყბა, როგორ დაეჭიმა .
-ის მამაჩემი არ არის!- მოკლედ მიპასუხა და ზემოთ აიხედა. - შენზე რას მეტყვი...-მას რა ჩემზე უნდოდა რამის მოსმენა?
-მე? -ხელით ჩემზე ვანიშნე გაკვირვებულმა.
- გარშემო შენს გარდა ვინმეს ხედავ? კი შენ!- თვალები გადაატრიალა თედომ, მიკვირს, რომ ჯერ კიდევ არ წამოუწევია იმ კოცნის საკითხი რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა...
- არაფერი უბრალოდ არ მეგონა, რომ დაინტერესდებოდი- ოდნავ ჩავიღიმე.
- არც ვარ დაინტერესებული, უბრალოდ თავი ცუდად, რომ არ იგრძნო ამიტომ გეკითხები.
- ესეიგი იმაზე ღელავ, რომ თავი ცუდად არ ვიგრძნო.- წარბები ავწიე და ხლეები მკერდზე გადავიჯვარედინე.
-არა! რა თქმა უნდა არა!
- ოუ... მართლა ეგრეა? - ღიმილით ვკითხე ზეინს.
-კარგი...- გაბრაზებული ფეხზე წამოიჭრა და სიარული დაიწყო, არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდა.
- თედო!- ვყვიროდი და მას მივყვებოდი მაგრამ არც ჩერდებოდა და არც მაგონებდა, ბოლოს დავინახე როგორ შემოჯდა მოტოციკლზე. რამდენიმე წამით მეგონა , რომ აქ დამტოვებდა.
- დაჯექი. მივდივართ-მითხრა და უკან მანიშნა. მეც უყოყმანოდ დარცხვენილი მივუჯექი მას და მთელი გზა დანაშაულის გრძნობა მქენჯნიდა. როგორც იქნა მივედით, მოტოციკლიდან გადავედი და ჩაფხუტი მოვიხსენი. მას გაავუწოდე და წასვლა დავაპირე, შემდეგ კი უცებ მივტრიალდი მისკენ.
-თედო მოიცადე- მან ჩემკენ გამოიხედა, მე სწრაფად მივირბინე მისკენ და მარჯვენა ლოყაზე პაყარა კოცნა დავუტოვე.-გთხოვ... როცა გაბრაზებული ან ნაწყენი იქნები, სანამ რამე სისულელეს ჩაიდენ ჩემთან მოდი კარგი? ერთხელ სცადე...მხოლოდ ერთხელ!- ჩემდა გასაკვირად კიდევ ერთი კოცნა დავუტოვე შუბლზე და ამაზე უფრო გასაკვირად ვიგრძენი ჩემს ხელებში როგორ მოდუნდა მისი სხეული და როცა მოვშორდი შევამჩნიე მისი დახუჭული თვალები.-ღამემშვიდობის!
ამის შემდეგ იქაურობას მოვშორდი და აივანზე ავძვერი, იქიდან გადმოვიხედე და დვაინახე, რომ თედო ჯერ კიდევ იქ იდგა და მიყურებდა. ბოლოს ხელი დავუქნიე და გავუღიმე, მან კი მოტოციკლედტი დაძრა და ადგილს მოსწყდა.
-welll, აი ეს საინტერესო იყო...- ოთახში ნენსი შემეგება- შენ მას შუბლზე აკოცე!- გაოცებული თვალებით მიყურებდა ნენსი- ვინღა კოცნის დღეს შუბლზე. -ხელებს აქეთ-იქით აქნევდა და ცალყბად იცინოდა. -შენ რა მისი დედა ხარ? -მის სიტყვებზე წარბები შემეკრა?
-შეგვიძლია დავიძინოთ? ცოტა არ იყოს დაღლილი ვარ.


პს: იმედია ამაზე მაინც დააკომენტარებთ :/ <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



მაგარი ხართ, შენც და შენი ისტორიაც, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს რა, ასე აღარ დაიგვიანო, მე არ დამემსგავსო, ისე ძაან მაგარი იყო, მომეწონააააააა

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი ხართ, შენც და შენი ისტორიაც, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს რა, ასე აღარ დაიგვიანო, მე არ დამემსგავსო, ისე ძაან მაგარი იყო, მომეწონააააააა

მადლობა დიდი <3 მეტს აღარ დავაგვიანებ ^_^

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.