შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო,არის და.. (თავი 4)


9-07-2019, 17:19
ავტორი თუთი
ნანახია 357

იყო,არის და.. (თავი 4)

დილით ირინკას ხმამ გამაღვიძა,რომელიც ჩუმად მეჩურჩულებოდა ყურთან..
_ თუთი ,დეი ადექი ვისაუზმოთ ყველანი დაბლა არიან უკვე
__კარგი ირი ეხლავე ავდგები.
მესიამოვნა ირინკას ნაზი ხმა,სასწრაფოდ გადავიცვი თხელი სარაფანი,მოვწესრიგდი და სასაუზმოდ ჩავედი..
იქ ყოფნის შემდგომმა ორმა დღემ მშვიდობით ჩაიარა და უკან,თბილისში დაბრუნების დროც მოვიდა.
ჩემები ამ საღამოსვე მიფრინავდნენ ,ამიტომ დიდი აურზაური გახლდათ სახლში.დედა მხოლოდ იმაზე დავიყოლიე რომ ხანდახან დავრჩებოდი ჩვენთან სახლში,მაგრამ ძირითადად ირინკასთან და ლეოსთან მომიწევდა ყოფნა.
გავაცილეთ ჩემები და იმ საღამოსვე გადავედი მეც ლეოსთან.
ჩემი ოთახი,როგორ მომნატრებია აქაურობა,რამდენ ტკბილ მოგონებას ინახავს ეს ერთი პატარა საძინებელი..ყველა გრძნობა ერთად შემომაწვა,თითქოს ტირილი მინდოდა ,მაგრამ ვერ ვხვდებოდი ბედნიერებისგან,თუ უბრალოდ სიბრაზისგან..წამით მინდოდა ყველაფერი უკან დაბრუნებულიყო რაც ადრე მქონდა,მაგრამ ვხვდებოდი,რომ ეს შეუძლებელი იყო..
__გღვიძავს?
__ნოა გადი ძალიან გთხოვ ..დავიღალე და მინდა დავისვენო
__ესე ვერ გავაგრძელებთ ხომ ხვდები?
__არ შეიძლება მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლოთ?
__შენც ხომ იცი,არ გამოვა
__რა გინდა ? მართლა არ მესმის მეგონა ყველაფერი ვთქვით რაც სათქმელი იყო..
__არ ვიცი,მგონია რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამომრჩა და ვცდილობ გავიგო რა
__არაფერი ისეთი მერწმუნე
__მართლა ვერ ვხვდები,ეს დრო უშენოდ როგორ გადავიტანე,გიყურებ და არ მესმის როგორ ვიყავი უშენოდ. . ეხლა უფრო მეტად ვგრძნობ იმ მონატრებას რასაც მაშინ განვიცდიდი.
__ გთხოვ მე..
__მენატრები..
__არ გინდა.
ტუჩებზე ხელი ამაფარა და შემაწყვეტინა საუბარი,.მისგან საოცარი სიმშვიდე,გულწრფელობა და კიდევ სხვა რაღაც მოდიოდა..სრულიად არ ჰგავდა იმ განაწყენებულ,უხეშ ადამიანს,რომელიც რამოდენიმე დღის უკან დავიწყებით და მისი ცხოვრებიდან წაშლით „მემუქრებოდა“ .. ამ წუთებში ჩემი მეგობარი იყო,,რომელიც ოდესღაც მისი მზრუნველობის უნარის და ადამიანობის გამო შემიყვარდა ..
__ არაფერს გთხოვ,მხოლოდ ერთადერთი მინდა ვცადოთ ნორმალური ურთიერთობა,შენთან ერთად ვერ ვიცხოვრებ ისე,თითქოს ამ სახლში სტუმარი და უცხო ადამიანი იყო..
__ალბათ დრო რამეს დაალაგებს..მეძინება, გთხოვ..
ფრთხილად შევეხე მის გაყინულ ხელს,რომელიც ჩემს თმაზე ჰქონდა მოკიდებული და ოთახიდან გასვლა ვთხოვე..
__დრო არა,მე და შენ დავალაგებთ..
იმ ღამით პირველად ჩამეძინა მშვიდად..
თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო,მკურნალობა ნორმალურად მიდიოდა,სახლშიც სიმშვიდე იყო.მე და ნოაც რაღაცნაირად ვახერხებდით ცივილურ ურთიერთობას,ვიდრე ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობად არ წავედით..
მაშო:მშვენიერი ადგილია,მომწონს..
ნოა:ხო კარგი სიტუაციაა,დანარჩენები ზემოთ გველოდებიან..
მართლაც კარგი გარემო იყო,კარგი მუსიკა,ინტერიერი,საყვარელი ადამიანები და გემრიელი კერძები..ყველაფერი იდეალურად მიდიოდა ,ვიდრე გვერდით მდგომ მაგიდასთან გუგას შევნიშნავდით..
ნოა: ეს როდის ჩამოვიდა?
თოკა: ერთი კვირის წინ.
იოანე: როგორც გავიგე იმ ნაშას დაადო და მარტოა აქეთ..
ანანო: კიდევ დიდ ხანს გაუგრძელდათ მე თუ მკითხავთ
აღარ მინდოდა მათი მოსმენა,ამიტომ საპირფარეშოში გავედი. იქიდან გამოსულს კი კართან გუგა დამხვდა..
__თუთი არ მჯერა (მაგრად მომეხვია)
__გუგაა (მეც გავუღიმე ზრდილობის მიზნით)
__როდის დაბრუნდი? საერთოდ როგორ ხარ?
__ორი თვის წინ ჩამოვედი,შენ რას შვები?
__არც არაფერს ,საქმეები მაქვს და ჩამოვედი,სამი თვე ალბათ აქეთ მომიწევს ყოფნა,რამენაირად შევხვდეთ ერთი დღე ყავაზე..
__ შეიძლება..
ჩემი ნომერი ჩაიწერა და მალევე დამემშვიდობა
კარგად გავერთეთ იმ საღამოს სახლში დაბრუნებულს კი მალევე მომივიდა გუგას სმს..
__ ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდი,დილით საუზმეზე რას იტყვი სადმე ვერანდაზე?
__ რატომაც არა (თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა,რატომ დავთანხმდი)
__ კარგი,11თვის გაემზადე და გამოგივლი.
მისამართი მივწერე და დასაძინებლად გავემზადე..
დილით მაღვიძარამ ათზე დარეკა,სასწრაფოდ მოვწესრიგდი და მალევე გუგამაც დარეკა.
__გარეთ ვარ,გამო
__კარგი..
დერეფანში ვიყავი,როცა ოთახიდან ნოა გამობოდიალდა ნამძინარევი სახით.
__ვაა შენ უკვე ადექიი??
__ხო ადრე გამეღვიძა
__მეჩვენება თუ დაჟე გაცვია კიდეც?? (ძლივს გამოიხედა მოჭუტული თვალებიდან)
__ჰო,გავდივარ..
__საით?
__ გუგა მელოდება..
__ბატონოო?? (აშკარად შეეცვალა ხმაც და მომენტალურადაც გამოფხიზლდა)
__წავედი,მაგვიანდება
როგორ, არ ვიცი,მაგრამ შეძლო თავის შეკავება და აღარაფერი უთქვამს
ამ დღის მერე,თითქოს ყველაფერი თავიდან მეორდებოდა ჩემთან და გუგასთან.უწინდებურად დავიწყეთ შეხვედრები,ისევ არაფერი ხდებოდა,მაგრამ მოგვწონდა ერთად ყოფნა.კვლავ საინტერესო დიალოგები და საერთო ინტერესთა სფერო გვაერთიანებდა.
ვხვდებოდი ეს ყველაფერი ძალიანაც არ სიამოვნებდა ნოას,მაგრამ ჩუმად იყო,ალბათ ეშინოდა იმ სკანდალის რასაც ხმის ამოღების შემთხვევაში მოვუწყობდი,ან უბრალოდ იმას ფიქრობდა რომ მისი სახლიდან გადავიდოდი,ან არ ვიცი იქნებ უბრალიდ გამბედაობა არ ჰყოფნიდა იმ ყველაფრის სათქმელად რასაც რეალურად გრძნობდა!
სექტემბრის მშვიდი საღამო იდგა,სახლში როგორც ყოველთვის ყველაფერი მშვიდად იყო.ჩემთვის ბაღში მშვიდად ვიყავი ჰამაკში წამოწოლილი და წიგნს ვკითხულობდი,როცა ნოაც გამოვიდა ორი ყავით ხელში გარეთ.
__რას შვები? (თბილად გაიღიმა)
__ვკითხულობ,შენ??
__დალიე გაგისწორდება.
.(ყავა მომაწოდა მეც წამოვჯექი ჰამაკში და გვერდით ადგილი გავანთავისუფლე,მერე კი ხელით ვანიშნე იქვე ჩამომჯდარიყო.თავიდან ცოტა კი გაუკვირდა ,მერე კი ბედნიერად მოკალათდა ჩემს გვერდით,ჩემი თბილი პლედის ქვეშ ..
დიდი ხანია ასე ახლოს არ მყოლია,ვხვდებოდი რომ სიგიჟემდე მენატრებოდა მისი სურნელი,მასთან საუბარი,უბრალოდ მასთან ერთად ჩუმად ჯდომა,...ყავა მაგიდაზე გადავდგი.ერთი ხელი მკერდთან შემოვხვიე ,თავი მხარზე ჩამოვადე და უბრალოდ ძალიან მაგრად ჩავეხუტე..მესმოდა სრულიად აცდენილი იყო ჩემი ქმედება ,ჩვენს იმ ჟამინდელ რეალობასთან,მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე პირველად მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება,რაც მართლა რეალურად მინდოდა..
__მომენატრე
__თუთი მე..
__გთხოვ არაფერი თქვა,უბრალოდ ასე ვიყოთ გათენებამდე..
არც თვითონ იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგი,მთელი ღამე ერთად გავატარეთ ჩახუტებულებმა და თითქოს თავიდან შესისხლხორცებულებმა.. თავი მის მკერდზე მედო,ის კი ხანდახან ნაზად ეხებოდა ჩემს თითებს,მერე კი თმას..იმ წუთას სხვა არავინ და არაფერი არ არსებობდა.. საკმარისი იყო ის რაც ხდებოდა..ორივე ვცდილობდით ამ ღამით იმ მონატრების ანაზღაურებას ,რომელიც მთელი ექვსი წელი სიცოცხლეს გვიმწარებდა! თუმცა გათენდა და ყველაფერი ისევ ცხადი და ნათელი გახდა,თითქოს ერთ წამში გამოვერკვიე და რეალობას დავუბრუნდი.ფრთხილად ავდექი ჰამაკიდან რომ ნოას არ გაღვიძებოდა და ჩუმად ავიპარე საძინებელში.
ისტერიულად დავიწყე ნივთების ჩალაგება! იმ დღეს ჩემს სახლში დავბრუნდი.. ირინკას და ლეოს დიდი ხვეწნა მუდარის მიუხედავად,რადგან ვხვდებოდი რომ მასთან ცხოვრება და მისი იგნორირების მცდელობა სრულიად უშედეგო იყო და კარგს არაფერს მომიტანდა!
საღამოს ნოას ზარმა შემაფხიზლა,ახალ ჩაძინებული.
__ ვფიქრობდი უნდა დამერეკა თუ არა..
__რა ხდება?
__რატომ წახვედი?
__ესე ჯობია..
__ იქნებ გუშინდელზე ვილაპარაკოთბ
__გუშინ არაფერი ყოფილა!
__ გუშინ ყველაფერი იყო
__ წავედი.
ტელეფონი გავთიშე და იქვე მივაგდე..
ამ ამბის შემდეგ 2 კვირა გავიდა ,იოანეს და ანანოს ჯვრისწერის დღე ახლოვდებოდა,ყველანი სამზადისში ვიყავით და გიჟებივით დავრბოდით წინ და უკან,ვიცოდით ყველაფერი იდეალური და შეუდარებელი უნდა ყოფილიყო,ეს კი სერიოზულ შრომას და თავდადებას მოითხოვდა,ამ ხნის განმავლობაში არც ერთი შეხვედრა,არც ერთი ამოსუნთვა ,არც ერთი მზერა მისი ,მხოლოდ ხანდახან შემომავალი სმსები და რაღაც უაზრო და გაუგებარი მოკითხვები.ეს იყო ყველაფერი..არ მესმოდა როგორ შეეძლო ასე მოქცევა,რატომ მეგონა იმ ღამით გულწრფელი მისი თითოეული შეხება,რატომ ჩავთვალე რომ მასაც ზუსტად ისე ვენატრებოდი როგორც მე და ბოლოს ნერვებ მოშლილი იმ დასკვნამდე მივდიოდი რომ კიდევ ერთხელ შემეშალა და შევცდი,არც მიფიქრია რომ რამე სხვანაირად იყო,იმ აზრს არც კი განვიხილავდი რომ ის უბრალოდ დაიბნა,რომ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო ..მჯეროდა რომ თუ გიყვარს და მითუმეტეს თავს დამნაშავედ გრძნობ ,აუცილებლად უნდა სცადო გამოსწორება,მასთან ყოფნა..ყველაფრის მიუხედავად ,რამდენჯერაც არ უნდა გითხრას უარი,რამდენჯერაც არ უნდა უარგყოს,ვალდებული ხარ მასთან იყო,თუ გიყვარს.. ამას მეუბნებოდა ჩემი გული და გონება.ის?? რას აკეთებს ის?! ის უბრალოდ დანებდა,განზე გადგა ,ძალიან მალე დაიღალა..ან უბრალოდ არ აღმოჩნდა ეს გრძნობა საკმარისი ამ ყველაფრის გადასატანად!
თავი ამ ფიქრებით მქონდა მუდამ გამოჭედილი და დრო და დრო მის მიმართ საოცარ აგრესიას ვგრძნობდი,ამიტომ ჩემს თავსაც მივეცი პირობა რომ ,ამ ეტაპს გადავლახავდი,რომ ვეცდებოდი რეალობისთვის თვალის გასწორებას და მასთან შეგუებას,ვეცდებოდი ახალი ურთიერთობის დაწყებას და სწორად ამ დროს გადავწყვიტე გუგას ქორწილში დაპატიჟება,ჩემი მეწყვილის სტატუსით..
მშვენიერი შემოდგომა იდგა,ფერადი და ჰაეროვანი..20 სექტემბერი ის დღეა როცა კიდევ ერთი ოჯახი შეემატება დედამიწას ..ორი გული რომელიც დღეიდან ერთად დაიწყებ ფეთქვას და სამყაროს რიტმს აყვება..ულამაზესი პატარძალი გვყავს და იოანე,ღმერთო ჩემო ,საოცრად გამოიყურებოდა..ხალხიც არანორმალურად ბევრი და უმეტესობა მათგანი უცხო..საიდან მოგროვდნენ ვფიქრობდი ჩემთვის .. მე და გუგაც აშკარად ვუხდებოდით სიტუაციასაც და ერთმანეთსაც და ნოაც მხოლოდ რესტორნის შესასვლელთან გამოჩნდა პირველად..
__თუთი..
__ნოა..
__მშვენიერი ხარ.. (დაიხარა და ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში,მერე კი გვერდით ისე ჩაიარა ,თითქოს გუგა საერთოდ არ მდგარიყო იქ)
არ მესიამოვნა ,მისი ეს გამოხტომა..
ცუდი ადამიანია,როგორც კი ბედნიერს მხედავს უნდა გამოჩნდეს და ყველაფერი არიოს! არც თავად უმდა ჩემთან ყოფნა,მაგრამ არც მე მაძლევს უფლებას დავივიწყო.. როდის გახდა ასეთი?!
ნერვებ მოშლილმა,გადავწყვიტე რომ ის საღამო არაფრის დიდებით არ უნდა გამეფუჭებინა,ამდენი წლის განმავლობაში,პირველად საკუთარ თავს ალკოჰოლის მიღების უფლებასაც მივცემდი და კარგადაც გავერთობოდი..
ყველაფერმა მართლაც არაჩვეულებრივად ჩაიარა და თითქმის უკვე დაშლასაც ვაპირებდით,როცა ნოა მოვიდა და ცეკვა მთხოვა..
__ვიცეკვოთ?!
ფეხზე ფრთხილად წამოვდექი,რადგან სასმელს თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა და ოდნავ მაბარბაცებდა კიდეც,თუმცა მალევე ვიგრძენი ჩემს წელზე ის მჭიდროდ შემოხვეული ხელი რომელიც ,მთელი ჩემი სხეულის საყრდენი გახლდათ.,მეორე ხელი კი ნაზად დასრიალებდა ჩემი ზურგის იმ ნაწილზე რომელსაც კაბა არ ფარავდა..
__შეუდარებელი ხარ დღეს
__მარტო დღეს ?! (აბოდიალდა ალკოჰოლი ჩემს ტვინში და გავთამამდი)
__ ასე რატომ იქცევი?
__რას გულისხმობ?
__გუგას
__ის არაფერ შუაშია..
__როცა რაღაც გვერევა,სულ ის რატომ ჩნდება?
__ის სულ არის
__როცა მე ვარ,ის არასდროს არის!
__გეშლება
__არაფერი არ მეშლება,უბრალოდ ნერვებს მიშლი.რა გინდა მასთან?
__ გგონია ის დღეს შენს გამოა აქ?
__ასე არ არის?
__ უნდა წავიდე..
ხელი გავაშვებინე და სწრაფად მივუახლოვდი გუგას.
__წავიდეთ რა
__კარგი,ხომ კარგად ხარ?!
__ კი ყველაფერი რიგზეა..
გარეთ გამოვედით და უკვე მანქანაში ვსხდებოდით,როცა არ ვიცი რა დამემართა,თითქოს გონება დამებინდა ,მისკენ მივიწიე და ვაკოცე. არ მესმოდა ასე რატომ ვექცეოდი ან მას ან საკუთარ თავს,თუმცა ერთი ვარიანტი კი ნამდვილად მქონდა.ალბათ ამით მხოლოდ იმის დამტკიცებას ვცდილობდი რომ ნოა წაიშალა და ახალ ფურცელზე ჩემი სახელი მხოლოდ გუგასთან ერთად ეწერა!!
__ხელი გაუშვი ..
მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმა,როცა თვალი გავახილე და გუგა უკვე დაბლა ეგდო ნოა კი გამწარებული ურტყავდა.. ატყდა საშინელი ჩოჩქოლი ,ძლივს გააგდებინეს ნოას გუგა ხელიდან და საბოლოოდ წარმოდგენაც არ მაქვს ,როგორ აღმოვჩნდით მე და ის მანქანაში მარტონი,ჩემი სახლისკენ მიმავალ გზაზე..მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია და მხოლოდ სახლში შესვლის წინ კართან,ბუნდოვნად მომესმა მისი ხმა .
__ აღარასოდეს მისცე უფლება შეგეხოს!
__ის არ შემხებია,მე ვაკოცე..(არც მოვბრუნებულვარ უკან,ისე შევაღე სახლის კარი,ჩანთა და ფეხსაცმელი ერთდროულად მოვისროლე და ბანცალით საძინებლისკენ ავბოდიალდი..მეგონა წავიდა,ვიდრე საშინელი ტკივილი არ ვიგრძენი მაჯაზე..
__გამიშვი,მეტკინა
__მე რომ მეტკინა შენ გაჩერდი?
__ხო არ უბერავ,მართლა მტკივა და გამიშვი..
__მეც სერიოზულად გეკითხები,მე როცა მტკიოდა შენ გაჩერდი??? (მიუხედავად ჩემი სიმთვრალისა,კარგად ვხედავდი როგორი ალეწილი სახით მიყურებდა და როგორ უწევდა ხმას ნელ_ნელა)
__ცხოველივით ნუ იქცევი,ტონს დაუწიე და ხელი გამიშვი..
__ექვსი წელი გეძებდი,ისე დაიკარგე, თითქოს არც არაფერი ყოფილა,მერე დაბრუნდი,ისე თითქოს არაფერი მომხდარა,ამის მერე იყო ის ღამე ჩემს ბაღში,მითხარი რომ გენატრობოდი და დილით ისევ გაუჩინარდი. . ზედმეტი მოგდის და ესე ვერ გამოვა..
__და რომ გავუჩინარდი შენი სახლიდან შენ რა გააკეთე? მომძებნე?? მოხვედი?
__მოგწერე,გირეკავდი და შენგან მუდმივად უარყოფა იყო,რას ელოდებოდი? გინდოდა აქ მოვვარდნილიყავი და სცენები გამემართა?? რა გინდოდა აქ გენახე მუხლებზე დავარდნილი? გინდოდა მეყვირა რომ მიყვარხარ? ხო!! ეგ გინდოდა!! მაგრმა ცალმხრივად არაფერი გამოდის და ეს შენ ჩემზე უკეთ უნდა გესმოდეს..
__ყველაფერი გადასარევად გცოდნია და რაღაზე ვკამათობთ მაშინ?
__მე მხოლოდ ის ვიცი რომ მასთან არ იქნები!
რამდენიმე წამიანიპაუზის შემდეგ,რიგორ,რატომ ან რანაირად არ ვიცი,მაგრამ ვუთხარი..
___მიყვარხარ..
ამის შემდეგ კი მხოლოდ ერთი ფრაზა მეორდებოდა გამუდმებით,იმ ვნებიან ბაგეებიდან ,რომლებიც მთელი ჩემი სახის ამბორში იყვნენ გართულნი, “ჩემი ხარ და სხვისი ვერასდროს იქნები”..მის ხელებს კი მოსვენება დაეკარგათ და თითქოს ადგილი აღარ ჰყოფნიდათ,ჩემს სხეულზე რომ ბინა დაედოთ,ვერ ვხედავდი,მაგრამ ვგრძნობდი როგორ მიყურებდა,მისი სუნთქვა რომელიც ვნებისგან გულის ამოვარდნამდე იყო გახშირებული და სხეული ,რომელიც მთელი ძალით ეკვროდა ჩემსას ,თითქოს სუნთქვას მიკრავდა და დროს აჩერებდა. თითოეული ვნებით მოვლილი კედელი ჩემს საწოლამდე,თითოეული გატეხილი და ჩამოვარდნილი ნივთი ,ყველაფერი უკან რჩებოდა და ვიყავით მხოლოდ ის და მე ჩემს საწოლზე,
ზემოდან მოქცეული თხელი, თუმცა უზომოდ სექსუალური სილუეტი,რომელსაც ოდნავ დაჰკრავდა ფანჯრიდან შემოჭრილი მთვარის შუქი,თითქოს მთელი არსებით ცდილობდა ჩემს დაუფლებას,..ვგრძნობდი როგორ მიცურავდა მისი ხელი ჩემი კაბის ქვეშ შესაკრავის მიმართულებით ,სულ რამოდენიმე წამი მაშორებდა იმ დაუჯერებელ მომენტამდე,ვიდრე მისი გავხდებოდი,.. ვგრძნობდი როგორ აღმოვჩნდი მხოლოდ საცვლების ამარა მის მკლავებში მოქცეული.. მკოცნიდა დაუსრულებლად ,თითქოს ეს პირველი და უკანასკნელი უნდა ყოფილიყო,.
გონს მაშინ მოვეგე, როცა ტუჩებით ჩემს ჭრილობას შეეხო მკერდთან და თითქოს მოულოდნელად ყველაფერი განათდა და სააშკარაოზე გამოიფინა,უცბად გამოვფხიზლდი და საწოლიდან წამოდგომა დავაპირე ,მაგრამ შევნიშნე რომ თავად უკვე ფეხზე იდგა,შუქიც ანთებული იყო ოთახში და ადგილიდან არ ინძრეოდა. სახეზე ფერი არ ედო,და ვატყობდი ნერვიულობისგან ალბათ მალე დავარდებოდა კიდეც
სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან ზეწარ მოფარებული,რადგან არ მინდოდა დანარჩენი ნაწიბურებიც შეემჩნია და საპირფარეშოში შესვლას ვცდილობდი,როცა ვიგრძენი როგორ ჩამომგლიჯა სხეულიდან ის საფარი,რომლითაც იმ მომენტში ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობდი თავს..ვიდექი ერთ ადგილზე და ვერ ვმოძრაობდი,ვხვდებოდი რომ ვერსად გავიქცეოდი და ადრე თუ გვიან რაღაცეების ახსნაც მომიწევდა,მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ მისი არსებობა მენდომებოდა ჩემს ცხოვრებაში..ის კი როგორც მუზეუმის ექსპონანტს,ისე დამტრიალებდა თავს,მათვალიერებდა და თითოეულ შრამს თითით მთელს სიგრძეზე მიყვებოდა.. მის სახეზე გაოცებას ველოდი ,მე კი მხოლოდ სინანულს და უზომოდ დიდ ტკივილს ვამჩნევდი.თითოეულ შეხებაზე ,თითქოს ყოველი ნაკერის სიმწარეს თავადაც გრძნობდა ,როგორც მე მაშინ.. ცრემლები უაზროდ მოსდიოდა და არც კი ცდილობდა მათ შეკავეებას. .
წარმოდგენაც არ მაქვს როგორ აღმოვჩნდით ისევ ჩემს საწოლში,ამჯერად სრულიად შიშვლები..თავიდან ბოლომდე ვნებით,ტკივილით,შიშით სინანულით და სიამოვნებით გაჟღენთილები .. არც ერთს არ გვსურდა საუბარი და რამის გარკვევა,მხოლოდ ერთმანეთით ტკბობის დრო იყო.. მე მისი ვიყავი,ის კი ჩემი. ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მაია❤

ძალიან მომწონს,ყოჩაღ ❤

 


№2  offline წევრი თუთი

მადლობა,მკითხველის კომენტარი ყოველთვის დიდი სტიმულია..????????

 


№3 სტუმარი nini

გაგრძელება იქნება ხომ?

 


№4 სტუმარი სტუმარი თუთი

nini
გაგრძელება იქნება ხომ?

რა თქმა უნდა იქნება.. ოღონდ როგორი ჯერ არ ვიცი.. მოგწონთ სიუჟეტი?

 


№5  offline წევრი თუთი

ვინც კითხულობთ,მითხარით თქვენი აზრი,დავასრულო შემდეგ თავში ? ძალიან გაიწელა?? თუ განვავითაროთ სიუჟეტი?? ))

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ძაიამომწონს და მგონია რომ განვითარება სიუჟეტის უკეთესი იქნება ვიდრე მალე დასრულება ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent