შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

GREEN [სრულად]

10-07-2019, 01:36
ავტორი ელპინი
ნანახია 1 903

GREEN [სრულად]

იმ წელს დედამიწა და მარსი ერთმანეთის პირისპირ იდგა:
- ჩვენ დავიწყეთ.

***
"ძვირფასო! როგორი ამაღელვებელია ჩემი ასეთი მომართვა, არა?! გიკვირს კიდეც, დარწმუნებული ვარ. ისიც მინდა გითხრა, რომ, რაც წახვედი, ნელა ვსუნთქავ. შეიძლება - არც კი. სუნთქვა - ალბათ, ღმერთმა იცოდა, რომ ჩემი პირველი შეგრძნება, რაც იყო, მხოლოდ - შენი ჟანგბადისა. მზის სითბო - ნუთუ, არ იცი, რომ თვალებით ციმციმებ. წამწამები კი - სხივებია. ბაგეებთან შრამი გიხდება, იცოდე.
ძვირფასო! მაინც ამაღელვებელია, არა?! კიდევ დავამატებ, რომ - ჩემო! შენი ნეკნები - ჩემი ხიდებია. ყელზე ლავიწები - ძაფი პლანეტებში. მონატრება ჰორიზონტს ჰგავს. საიდან იწყება და სად სრულდება?! გგონია, ახლოსაა, ხელით შეეხები, ისიც გგონია, რომ სრულდება. თურმე, ისევ გატყუებს ვიღაც. თვალებს გიხელ - მონატრება არ სრულდება და წეღანდელ ძაფზე ჰკიდია. ეს ძაფი შენი კაბის ღილებს ამაგრებს ნატიფზე და ღილებში წამებია.
ძვირფასო! ნუთუ, უკვე აღელდი?! ვფიქრობ, ზღვაში იმალები. სხეულში დაგიგუბებია თვალთაგან გადმონაღვრელი ცრემლები და დავცურავ. ყველა კუთხეში ტკივილია. თბილ ტკივილებზე გსმენია?! თბილი იმიტომაა, რომ შენია. უცნაურია, ძვირფასო! დამშვიდდი!
ჩემო, სარკე ხარ. ვდგავარ შენ წინ და არაფერი მაცვია. სულგაშიშვლებულს ჩამყურებ და მიფათურებ.
ახლახან მე ავღელდი და დამიძახე:
- ძვირფასო!"

***
კაფე - "GREEN DREAMS".
23:55.
ყველაფერი სიმბოლურია.
მაგიდა - 4.
ორიგინალურია.
სავარძელი - 2.
უხილავია.
სამფეხა - 1.
- 5 წუთში კაფეს ვხურავთ, გოგონა.
- ჩაი, წერა და მწვანე. 5 წუთში გავდივარ, არ იდარდოთ.
ვანილი.
ლიმონი.
ჩაი.
ის ისაა "CLOSE", მალევე - "OPEN".
დახურვის დროს გახსნა პირველად იყო.
კიდევ ერთი.
- გავდივარ. იგივე ჩაი მიუტანეთ. უთხარით, რომ ვანილიანმა ლიმონმა დაუტოვა. მიპოვოს.
არქიტექტორმა ქვაფენილები მოარგო:
"არომატით მეძებე!" - პირველი.
და მარჯვნივ - "თუ ვერ გრძნობ, წამით ფილტვები შეივსე!" - მეორე.
ახლა მარცხნივ - "მიპოვე! უკან მოიხედე."
სიცარიელე.
შენ გგონია დგას იქ, უკან, მაგრამ არ არის, რადგან თამაში უყვარს.
"რაკი ვერ მხედავ, წარმომიდგინე!" - მეხუთე.
უნიჭო ხატვას იწყებს მაჯაზე, გულზე და გონებაში.
"მწვანე სხეული ვანილიანი ლიმონის არომატით!" - მეექვსე.
უცებ პოულობ სუნს, რომელიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდება.
- შენ!
- ჯანდაბა, რატომ გგრძნობ?!
- დავაგვიანებ.
01:55.
ფრენა.
- ხელი მომეცი.
დგახართ ხიდზე, რომელსაც არცერთის ფერი აქვს.
თავზე კი - თვითმფრინავი.
- გაატანე.
- მხოლოდ ერთი?!
- რა თქმა უნდა, მე.
წერილი დაეწია თვითმფრინავს.
ოცნება - "GREEN".
- გაჩერების უფლება არ გვაქვს.
ძველი ფოსტა.
ის ისაა დანგრეულ სახლს უკანასკნელი ფანჯარა ჩამოემსხვრა,
მაგრამ იქიდან მოდის ფურცლების სუნი სწორედ იმიტომ, რომ საფოსტო ყუთი კვლავ ადგილზეა.
- დაწერე.
"მოხუცო, დაწერე მწვანეზე, ვანილიანი ლიმონით."
- გგონია, არ ვიცი?!
- ფარდა არასდროს მქონია.
- დახუჭე, თუ გინდა. ისედაც გგრძნობ.
- არ ვაგვიანებთ?!
ხელები.
- შეჩერდით, ჩვენია!
კედელი წინასწარ იქმნება ორისთვის.
- ვნახოთ, ორივეს რა გამოგვივა.
"YOU ARE MY LEMON!"
"WiTH VANILLA!"
ძაფი ერთიდან მეორესთან.
დღე-ღამე ერთად.
მზიდან მთვარემდე მწვანე სივრცე.
- ნატვრის ხეს ერთი აკლია, რა ფერის?
- მწვანე.
- არსებობს!
უკანასკნელი მწვანე ნაჭერი ხეზე, რომელსაც ნატვრის ასრულება შეუძლია.
გარდა ამისა, ინახავს წამებს და ყველას მიმიკებს.
ჩაიწერა.
- მალე გათენდება. ისევ ვაგვიანებთ.
გაზაფხულიდან - მწვანე ქუჩამდე ექვსი ნაბიჯია.
."მოდი".
."ისუნთქე".
."დასაწყისია".
"მარცხნივ შენ, მარჯვნივ - მე".
."იდუმალება".
."მწვანევ".
პიანისტი ქუჩის კუთხიდან გაფუჭებულ პიანინოზე უკრავს,
თუმცა ჩაცვენილ კლავიშებს ღრმა სუნთქვები ავსებს.
თითები წელზე და მხარზე.
- ამყევი.
სხეულებს იმუხტავს მწვანე ქუჩა.
- მოვასწარით!

***
10:55.
- ერთი საათი და ხუთი წუთი გაქვს.
- ჩვენ ვფიქრობთ, ადამიანები ერთმანეთისთვის იბადებიან.
- წარმოუდგენელია.
- SOULMATE!
- უკეთესი არც კი არსებობს.
- და მწვანე პეპელა?!
აღფრთოვანების დუმილი.
სხეულში პეპლებს უერთდება სხეულის მწვანე პეპელა.
კოცნა არ არის ის, რაც ყველას ჰგონია.
კოცნაა თვითონ ის მწვანე პეპელა, რომელიც გულზე ადგილს იკავებს.
- ამოაბრუნე.
23:55.
- ხუმრობ?!
- ზუსტად მახსოვს პირველი.
- გიჟი ხარ!
ჩახუტება კი ისაა, რაც გაძლევს არსებობის საშუალებას და გაგრძნობინებს, რომ შენი თითებით ცოცხლობს მხოლოდ ვიღაც.
- გახსენი.
ფოტო მოგონებებიდან.
- ძალიან გააფრინე, არა?!
- როდიდან?!
- ზღვაში ცურვიდან.
- კოცნას დაგიტოვებ.

***
ქუჩებს ვანილიანი ლიმონის სუნი ასდის. ყველაფერს ისრუტავს და გადაფარავს ეს სუნი. ქვაფენილებშიც ებჟნება და კედლებშიც. ცხვირს წვავს და მოგონებებს აღვიძებს. ჯანდაბა!

***
- მითხარი, რომ მწვანე ვაშლის მურაბა გიყვარს.
- ვგიჟდები!
დრამაა, არა?!
ზუსტად ის სუნი ასდის ოთახებს, რომელსაც შენში აცხოვრებ კარგა ხანია.
- უცნაური ხარ!
ოთახი სავსეა მწვანე ვაშლებით.
- ეს როგორ?!
- აბა, ქალაქს ჩვენ ხომ ვამწვანებთ?!
- მაშინ, კედელზე შეხედე, მწვანე მზე ხატია.
- ღრუბლებიც.
- და კუთხეში წაიკითხე, მარჯვნივ, ზემოთ.
- "მიყვარხარ!"
- მართლა!
- ასე რატომ აფრენ, ან როგორ?!
- საიდუმლოა.
კოცნა.

***
GREEN!

***
VANILLA!

***
LEMON!

***
მწვანეს არასდროს სძინავს.

რომელი საათია?!
მომენატრეთ . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

არანორმალურო. . .
არანორმალურად მიყვარხარ. . . ❤

№2 ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
არანორმალურო. . .
არანორმალურად მიყვარხარ. . . ❤

ზუსტად ასე,
უფრო მეტადაც მიყვარხარ . . .
❤️

№3  offline მოდერი სალანდერი

ჩემი ტვინი ისე ნელა მუშაობს ახლა რომ . . . იცი შენ!
მხოლოდ შენნაირ არანორმალურს შეუძლია ამ დროს გამაღვიძოს და მიზეზად მარტო "საიტზე შედი" მითხრას. მენატრებოდი. . . იმდენი დრო გავიდა, რაც აღარ დაგიწერია, რომ ახლა ამ ღამით ამ გამონათებას არ ველოდი. . .
Green? - არა და მწვანე როგორ არ გოყვარს, მე ხომ ვიცი. როგორ შეიძლება ასე ლამაზად წერდე იმაზე, რაც არ გიყვარს? - მარტივია ყველა კითხვაზე პასუხი, როცა შენ გეხება საქმე. "ელ პინია რა" - უკეთესი მიზეზი რა გინდა, ყველაფრის "გასაპრავებლად. ხიდი, ცეკვები, მუსიკა, მწვანე ვაშლი, "მჟავე"- ლიმონი. ყველაფერი ვიგრძენი რა. ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა და ზედ შენი ფოტო ენთო მაშინვე მივხვდი რა. არ ვიცი როგორ ქვია ამას. ვიგრძენი? მე შენ გგრძნობდი? არ ვიცი, არ ვიცი. მთავარია ვიცოდი რა. კიდევ ის ვიცი რომ საოცარი ხარ ელპინ. შენი ეს სტილი, ყველასგან განსხვავებული, ჩახლართული, ერთ ფრაზაში რომ ათასი ქვეტექსტია, მარტივი სიტყვების საოცარი შერწყმა და მთლიანობა, რომლის შეგრძნებასაც შენი პატარა ნაწარმოებები ტოვებს. ჯერ კიდევ როდის გითხარი მყოფნიმეთქი. შენ ასე პატარა დოზებით უნდა მიგიღოს ადამიანმა და მაინც, მაინც გეჩვევა. ფაქტი სახეზე არ ვარ? არც მახსოვს როდის გავხდი "ელ'ომანი".ეს შენი სიმარტივე წერისას, რამდენ სირთულეს ქმნის მკითხველისთვის იცი? რთულია შენი პოვნა ამდენ ფრაზაში და მაინც, ბოლოს ვხვდები რომ ყველა სიტყვაში შენ ხარ და სულაც არ უნდა გეძებდე. გადასვლები ძალიან მომწონს, ამბის შეწყვეტა თითქოს, რომ არც სრულდება, მაგრამ არც გრძელდება, არც დასრულებულა მაგრამ თითქოს მოსაყოლიც არ დატოვე, რაღაც შეწყვეტილი სიცოცხლისმაგვარი რა. . . და ახლა, ახლა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მადლობა ბედნიერებისთვის, გაღვიძებისთვის და ძალიან მაგარი საჩუქრისთვის ღიმილის გოგო. . .
ძალიან მიყვარხარ. . .

№4  offline მოდერი tasusuna

მწვანეს მოვწევდი და თავიდან წაგიკითხავდი : )
__
"შენი ნეკნები-ჩემი ხიდებია.
ყელზე ლავიწები-ძაფი პლანეტებში"-ბრავო.
__
თეთრს გავუკიდებ და ვანილის ჩაის დავლევ.

№5 ახალბედა მწერალი ელპინი

სერიოზულად გინდა გული გამიხეთქო, ხო?!
ახლა ისე მინდა ვიყვირო, მგონი, ხმასაც მოგაწვდენ, იცი?!
ღმერთო ჩემო,
ხო ათასჯერ დავდუმებულვარ აქამდეც, ხომ იცი შენ,
ახლა კიდევ, ვაჰ . . .
ვერ ვპასუხობ, შენ თავს გეფიცები . . .

ზუსტად ვიცი, ყველაფერი იცი!

უბრალოდ, არანორმალურად მიყვარხარ, გესმის?!
ჩემი მჟავე!

tasusuna
მწვანეს მოვწევდი და თავიდან წაგიკითხავდი : )
__
"შენი ნეკნები-ჩემი ხიდებია.
ყელზე ლავიწები-ძაფი პლანეტებში"-ბრავო.
__
თეთრს გავუკიდებ და ვანილის ჩაის დავლევ.

სერიოზულად, ტასო?!

ძალიან ბედნიერი ვარ,
უაზროდ,
იცოდე!

მწვანე ფერზე რომ ვგიჟდები და ჩემთვის განსაკუთრებული ასოციაციები მოაქვს, ეს ბევრმა იცის. ასე, რომ სათაურიდანვე მომეწონა შენი სიახლე ❤️
რაც შეეხება დანარჩენს -სულ სხვა ენაზე მეტყველი მწერალი ხარ და არავის ჰგავხარ!
სწორედ ეს მიზიდავს შენშივდა მერე ის შინაარსი და გრძნობები, რასაც ასე სათუთად უყრი თავს და მკითხველამდე მოგაქვს! ❤️

№7 ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
მწვანე ფერზე რომ ვგიჟდები და ჩემთვის განსაკუთრებული ასოციაციები მოაქვს, ეს ბევრმა იცის. ასე, რომ სათაურიდანვე მომეწონა შენი სიახლე ❤️
რაც შეეხება დანარჩენს -სულ სხვა ენაზე მეტყველი მწერალი ხარ და არავის ჰგავხარ!
სწორედ ეს მიზიდავს შენშივდა მერე ის შინაარსი და გრძნობები, რასაც ასე სათუთად უყრი თავს და მკითხველამდე მოგაქვს! ❤️

ქეთი, ძალიან თბილი ხარ შენ!
მწვანესავით . . .
მადლობა ყველაფრისთვის!
გაფასებ . . . ❤️

№8  offline წევრი სიბილა

მე მიყვარს მწვანეც, ვანილიანი ლიმონიც და ელ პინიც/ზოგადად, ვინც მიცნობს, მწვანესთან მაასოცირებს.ახლაც-კაბა მწვანე, მაჯაზე მწვანე, ყურზე-მწვანე...ლიმონი ყავაშიც მომწონს)))მაგრამ ფერის იქით რაც იგულისხმე, ამ სამყაროში შენ თუ შეგვახედებდი,ამ თვალითაც შენ თუ დაგვანახებდი, უცებ პორტალი ჩემი თვალისწინაც რომ გაიხსნას იქნებ მე ასე ვერ დავინახო, ამას ელ პინი ახერხებს და გვაზიარებს!ყოველ ჯერზე მეტი დახვეწილი ხარ ელ, წერე!

№9 ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა

რუსა, ენა ჩამივარდა . . .
ელპინისთვისაც ძვირფასი ხარ შენ, იცი?!
უცხო შეგრძნება მაქვს ახლა, ძალიან თბილი და მაგიური და მინდა მადლობა გითხრა, რომ ეს სიტყვები მოვისმინე, წავიკითხე, არ ვიცი . . .
მადლობის იქით, ბევრი რაღაცის თქმა მინდა და დარწმუნებული ვარ, იცი!
ბევრს გკოცნი მე შენ! ❤️

№10  offline წევრი სიბილა

ელპინი

kissing_heart

№11  offline წევრი Kalina

მწვანე მიყვარსთქო რომ გითხარი, ხომ გახსოვს!
რაღაც სხვანაირად შევხედე ახლა. თითქოს ვიღაცას ვართმევ. და ეს ცუდია. არ მინდა ის ფერი მიყვარდეს, რომელიც სხვას ეკუთვნის მთლიანად.

ეს ძალიან შორს გაფრენა იყო, ანუშკი!
და მე ვერ დაგეწიე.
:(
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№12  offline წევრი აბაშიძე

იცი?
მე სულ მახსოვს ელ-ი.
სულ მახსოვხარ ხო.
და მაშინ როცა მე არ გადავდივარ მთავარ გვერდზე(თითქმის არასდროს) და უბრალოდ მწერლების გვერდები მაქვს გახსნილი დაა ათასგვარი ხარხით ვპოულობ მათ გარდა მთავარ გვერდზე გადასვლისა.
დაახლოებით 10 წუთის წინ,გეფიცები უბრალოდ ტვინში მირტყამს სახელი "ელ პინი" და მე ვუბრუნდები მთავარ გვერდეს.
და მებადრება სახე.
სასწაულად ვბედნიერდები!
რადგან სულ დასაწყისში მეფეთება "GREEN" მის ქვემოთ კი ავტორის სახელის ადგილას "ელ პინი"!

"GREEN"-მდე ბოლოს როდის წაგიკითხე არც მახსოვს.
"ყავა უშაქროდ"?
მგონი ხო და მე იქ კომენტარი არ დამიტოვებია.
ჩემსთავზე ვბრაზდები კი.

მწვანე ჩემი საყვარელი ფერია.
მგონი უკვე ძალიან გაბანალურდა და ბევრს უყვარს მაგრამ.
რა ვქნა.
ძალიან მიყვარს.
ბევრი მიზეზით.
უამრავით.
ვიცი რომ შენ არ გიყავრს და მაინც.
რამხელა გრძნობა ჩაატიე ელ.

ამიტომ მიყვარს შენი ისტორიები
შენი ნაშრომები.
უზომოდ!
ყველაზე ფაქიზია!
ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული!
ძალიან რთული.
ყველაზე მეტად რომ უნდა იგრძნო ისეთია სულ.
და თუ ვერ იგრძნობ რა.
ტყუილად წაგიკითხავს!
და მე რა ბედნიერი ვიყავი დაახლოებით სამოცი საოცრება ერთად რომ წავიკითხე.
ზუსტად არ ვიცი მაგრამ ბევრი მახსოვს.
მთელი მისი სიფაქიზით ელ.

ვანილიანი ლიმონი.
ვანილის არომატი.
ლიმონის არომატი.
გაზაგიჟებელია.
მართლა.

"ჩახუტება კი ისაა, რაც გაძლევს არსებობის საშუალებას და გაგრძნობინებს, რომ შენი თითებით ცოცხლობს მხოლოდ ვიღაც"

კარგიი რაა.
მგონი ამეტირა.

შეუდარებელი ხარ ელ!
შეუდარებელი!
იმიტომ რომ რასაც წერ შენებურია.
ყველაზე შენრბური.
და ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან!
უზომოდ ელ!

ასე ძალიან ნუ მოგვანატრებ თავს რაა.
ბევრმა გითხრა მაგრამ კიდევ გეტყვი.
წერე რაა.
აი სულ.
ყოველთვის.

გელოდები ელ პინ!

№13 ახალბედა მწერალი ელპინი

Kalina
მწვანე მიყვარსთქო რომ გითხარი, ხომ გახსოვს!
რაღაც სხვანაირად შევხედე ახლა. თითქოს ვიღაცას ვართმევ. და ეს ცუდია. არ მინდა ის ფერი მიყვარდეს, რომელიც სხვას ეკუთვნის მთლიანად.

ეს ძალიან შორს გაფრენა იყო, ანუშკი!
და მე ვერ დაგეწიე.
:(

აუ,
მარიკუნა,
როგორი გოგო ხარ შენ?!

მომენატრე
და ძალიან მიყვარხარ,
იცოდე!
❤️

აბაშიძე
იცი?
მე სულ მახსოვს ელ-ი.
სულ მახსოვხარ ხო.
და მაშინ როცა მე არ გადავდივარ მთავარ გვერდზე(თითქმის არასდროს) და უბრალოდ მწერლების გვერდები მაქვს გახსნილი დაა ათასგვარი ხარხით ვპოულობ მათ გარდა მთავარ გვერდზე გადასვლისა.
დაახლოებით 10 წუთის წინ,გეფიცები უბრალოდ ტვინში მირტყამს სახელი "ელ პინი" და მე ვუბრუნდები მთავარ გვერდეს.
და მებადრება სახე.
სასწაულად ვბედნიერდები!
რადგან სულ დასაწყისში მეფეთება "GREEN" მის ქვემოთ კი ავტორის სახელის ადგილას "ელ პინი"!

"GREEN"-მდე ბოლოს როდის წაგიკითხე არც მახსოვს.
"ყავა უშაქროდ"?
მგონი ხო და მე იქ კომენტარი არ დამიტოვებია.
ჩემსთავზე ვბრაზდები კი.

მწვანე ჩემი საყვარელი ფერია.
მგონი უკვე ძალიან გაბანალურდა და ბევრს უყვარს მაგრამ.
რა ვქნა.
ძალიან მიყვარს.
ბევრი მიზეზით.
უამრავით.
ვიცი რომ შენ არ გიყავრს და მაინც.
რამხელა გრძნობა ჩაატიე ელ.

ამიტომ მიყვარს შენი ისტორიები
შენი ნაშრომები.
უზომოდ!
ყველაზე ფაქიზია!
ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული!
ძალიან რთული.
ყველაზე მეტად რომ უნდა იგრძნო ისეთია სულ.
და თუ ვერ იგრძნობ რა.
ტყუილად წაგიკითხავს!
და მე რა ბედნიერი ვიყავი დაახლოებით სამოცი საოცრება ერთად რომ წავიკითხე.
ზუსტად არ ვიცი მაგრამ ბევრი მახსოვს.
მთელი მისი სიფაქიზით ელ.

ვანილიანი ლიმონი.
ვანილის არომატი.
ლიმონის არომატი.
გაზაგიჟებელია.
მართლა.

"ჩახუტება კი ისაა, რაც გაძლევს არსებობის საშუალებას და გაგრძნობინებს, რომ შენი თითებით ცოცხლობს მხოლოდ ვიღაც"

კარგიი რაა.
მგონი ამეტირა.

შეუდარებელი ხარ ელ!
შეუდარებელი!
იმიტომ რომ რასაც წერ შენებურია.
ყველაზე შენრბური.
და ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან!
უზომოდ ელ!

ასე ძალიან ნუ მოგვანატრებ თავს რაა.
ბევრმა გითხრა მაგრამ კიდევ გეტყვი.
წერე რაა.
აი სულ.
ყოველთვის.

გელოდები ელ პინ!

ღმერთოოოოო . . .
სიტყვების ჯადოქარი ხარ, არა?!
მე რით დავიმსახურე ახლა ეს ყველაფერი?!
ისე გამიხარდი, ისე, რომ . . .

სხვათა შორის,
მე არ დამვიწყენიხარ,
ძალიან კარგად მახსოვდი და მიხარია, რომ შენც!

დიდი,
დიდი,
უზარმაზარი და ძალიან თბილი, მზესავით მადლობა!

ოქრო! ❤️

№14  offline აქტიური მკითხველი Sick Dreamer

ელ...

დაბრუნდა...

ისევ ისე...

მოულოდნელად...

(მონატრებულზე)...

წავა...

ისევ ისე ...

დროებით...

(დაუმშვიდობებლად)...

°°°°°°

სივრცეში ვიყავით...
ყველა შენი მკითხველი...
და წინ უსასრულო ჰორიზონტი შენი მონატრებისა...

როგორ მოგვანატრე თავი ელ...

°°°°°°°
გახსოვს ერთხელ გითხარი ,ფერები შენს ისტორიებში მსახიობები არიან და სულ მთავარ როლში...
არც ის მახსოვდა მაშინ სად გამეგო ეს სიტყვები..
მაგრამ ვერავის შევუსაბამებდი თუ არა შენს ისტორიებს...
ხომ გესმის ელ?..

კიდევ ერთხელ გაამართლე ელ..

°°°°°
მოგწონს..

ისევ ისე....

რა?...

ჩემი დაბნევა...

როგორ?...

უსაშველოდ...

°°°°°°°
ელ...
შენც ხომ იცი ხოლმე ,რომ საშინლად მაბნევ?...
იცი მაინც რამდენჯერ გადავიკითხე.
პრინციპში მე არ დამითვლია და აბა შენ როგორ...

როგორ აღვწერო ეს ემოციები?...
დამეხმარე რა...
არ გეცოდები?...

°°°°°°

მწვანე...

ხო არასდროს მქონია ამ ფერის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები...
მაგრამ რაღაცნაირად გამოღვიძების და სიცოცხლის ფერია რა....
რაღაცნაირად ჰარმონიული...

°°°°°°
"- მალე გათენდება. ისევ ვაგვიანებთ.
გაზაფხულიდან - მწვანე ქუჩამდე ექვსი ნაბიჯია."

<<მწვანე ქუჩა>>..

{უცნაურია}...

ალბათ ნაბიჯებსაც აქვს რაც დატვირთვა და ჯერ ვერ მივხვდი...

°°°°°°°°
"მწვანეს არასდროს სძინავს."

გამოღვიძების ფერია, როგორ უნდა ეძინოს...

°°°°°°°°
"- ასე რატომ აფრენ, ან როგორ?!"

ეს კითხვა ,რომ დაგისვა ,იმედია იგივე პასუხს არ მივიღებ...

°°°°°°

დაბრუნდი რა...

ისევ ისე ...

გვიან არა...

მალე რა...

°°°°°°°°°°

<<მიყვარხარ>>

№15 ახალბედა მწერალი ელპინი

Sick Dreamer

ვა-ი-მე!
ახლა, ოღონდ გული არ გამიჩერდეს ბედნიერებისგან და თვალებიც არ მეცრემლებოდეს, ნეტავ . . .

მგონია,
ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია ისეთი,
რომ ეს სიტყვები დამემსახურებინა.
სიყვარულის მარცვლები.
იცი, რომ ანბანში სიყვარულის მარცვლებია?!
დაიმახსოვრე და ხშირად გამიხსენე, როცა დაფიქრდები ამაზე!

ზუსტად იმდენჯერ დაუთვლელად წავიკითხე ეს კომენტარი,
რამდენჯერაც შენ მწვანე.
არც კი ვიცი . . .
შენ, მგონი, ნორმალური არ ხარ.

იმ კითხვაზე მაშინ გიპასუხებ,
როცა ყველა ფერზე დავწერ.
შეიძლება,
მაშინაც ვერ გიპასუხო.
ჯანდაბა,
მართლა საიდუმლოა!

მეც მიყვარხარ შენ,
უცნაური გოგო ხარ,
მეოცნებე ავადმყოფო . . .

მადლობა ამ სილამაზისთვის!
❤️

№16  offline წევრი BleckHeartMIA

ვაიმე როგორ კარგია მომეწონა მწვანე ფერი მიყვარს ძაან

№17 ახალბედა მწერალი ელპინი

BleckHeartMIA
ვაიმე როგორ კარგია მომეწონა მწვანე ფერი მიყვარს ძაან

მადლობა დიდი! ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent